მედიამონიტორინგი 04.02.2019
ტელევიზია
04.02.2019
არხი: რუსთავი2
გადაცემა: კურიერი 08:00
საპენსიო ფონდების გარეშე ადეკვატური სოციალური დაცვის უზრუნველყოფა არის წარმოუდგენელი - პრემიერი
http://rustavi2.ge/ka/news/124992
---
04.02.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
კომპანიების შრომის უსაფრთხოების მენეჯერებს ტრენინგები უტარდებათ. პირველადი სამედიცინო დახმარება, რისკების შეფასება, სახანძრო უსაფრთხოება- ეს ის ძირითადი მოდულებია, რასაც კომპანიის მენეჯერები 3 თვის განმავლობაში გაივლიან. ტრენინგებს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ჯანდაცვის სამინისტოსგან მირებული აკრედიტაციის საფუძველზე ატარებს. ამ ეტაპზე გადამზადებას მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი საწარმოების თანამშრომლები გადიან. 150 კომპანიის წარომადგენელი ტრენინგის დასრულების შემდეგ სერთიფიკატს მიიღებს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5851237
მაესტრო - ახალი ამბები 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5851801
---
02.02.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
საქართველოს ორი არასრუწლოვანი მოქალაქე ერაყში ტყვეობაში იმყოფება - ნაცემ ბავშვებს დედას ინტერნეტით ანახებდნენ
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5849890
---
02.02.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 15:00
"ბატონო ბიძინა მხოლოდ 10 წუთი" - ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის ნაწილი და რიგითი მოქალაქეები შეკვეთილში ყოფილი პრემიერის საცხოვრებელთან შეიკრიბნენ. ექიმი ბენო ჭელიძე ამბობს, რომ სურს ბიძინა ივანიშვილის კლინიკის ირგვლივ არსებულ პრობლემებზე დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია. ექიმები ეჭვობენ, რომ დაწესებულების იჯარით გაცემას აპირებენ. ეჭვის საფუძველს ახალი შენობის მშნებლობის გაჭიანურება და ინვენტარიზაცია აძლევთ. აქციის მონაწილეთა განცხადებით ეჭვი აქვთ კლინიკის ქირაობას ხანგრძლივი ვადით კერძო კორპორატია ევექსი გეგმავს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, კლინიკის გასხვისება ან იჯარით გაცემა არ განიხილება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5849438
---
02.02.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 12:00
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, წითელას აცრის გაკეთებაზე უარის თქმა სტუდენტის სტატუსის შეჩერებას არ გამოიწვევს. მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტს სტატუსის შეჩერებით დაემუქრნენ, იმ შემთხვევაში თუ ის არ წარადგენდა დოკუმენტს, რომლის თანახმად, წითელას ვირუსზე აცრა გაიკეთა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5849121
---
01.02.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
დევნილებმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. იძულებით გადაადგილებულები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ დევნილებისთვის განკუთვნილი სახლები უკანონოდ არის განაწილებული. აქციის მონაწილეები მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა დავით სერგეენკო აქციის მონაწილეებთან შეხვედრაზე არ ჩასულა. დევნილები აცხადებენ, რომ თუ მთავრობა დროულად მათ ბინებით არ დააკმაყოფილებს, უფრო მკაცრ ზომებს მიიღებენ. ისინი ასევე ამბობენ, რომ უკიდურეს შემთხვევაში ენგურის ხიდთან მივლენ და გადასვლას მოითხოვენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5847962
---
01.02.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 18:00
ეკონომისტების ნაწილი ქვეყანაში უმუშევრობის კომპენსაციის შემოღების ინიციატივას მხარს უჭერს. ექსპერტების თქმით, აუცილებელია აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა დაიწყოს და განისაზღვროს, კონკრეტულად ვისზე შეიძლება გაიცეს კომპენსაცია. მათი რეკომენდაციით, გათვალისწინებული უნდა იყოს ის გარემოება, რომ ქვეყანაში დასაქმებულთა თითქმის ნახევარი თვითდასაქმებულია მცირე შეოსავლით. ინიციატივა პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარეს ეკუთვნის.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5848088
---
ინტერნეტი
04.02.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/531221-ianvris-monacemebit-sakartveloshi-aiv-inpicirebis-40-axali-shemtxveva-dapiksirda
იანვრის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, იანვარში 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათივე ინფორმაციით, საქართველოში 7474 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული, მათ შორის 5599 – მამაკაცია, 1875 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 3969 პაციენტს განუვითარდა, 1523 გარდაიცვალა. აივ მკურნალობას იტარებს 4597 პაციენტი, მათ შორის 43 – ბავშვია. „რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 39.9 % (2968) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 46.4 % (3458) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.2 % (836) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.4 % (105) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (36) - სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (50) - გადაცემის გზა დაუდგენელია. აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2726 შემთხვევა); სამეგრელოში - 947 (აქედან ზუგდიდში - 630); იმერეთში - 924 (ქუთაისი 451); აჭარაში - 834 (ბათუმი – 533); აფხაზეთში - 473; კახეთში - 358, ქვემო ქართლში - 385; შიდა ქართლში - 279; გურიაში - 157; ფოთში - 110; სამცხე-ჯავახეთში - 107 და ა.შ. ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2014 წელს - 564; 2015 წელს - 717; 2016 წელს - 719; 2017 წელს - 631, 2018 წელს - 672“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
---
04.02.2019
ირაკლი კობახიძე - ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით უმთავრესი პრობლემაა ბავშვთა მიმართ ძალადობა, ბავშვთა შორის ძალადობა, ბავშვებში სიღარიბის პრობლემა
ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა ბავშვთა მიმართ ძალადობა, ბავშვთა შორის ძალადობა, ბავშვებში სიღარიბის პრობლემა, საჭიროა ამ ყველაფერზე ზრუნვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ბავშვთა უფლებათა დაცვის კოდექსი წინ წაგვწევს ამ მიმართულებით. „ამას ემსახურება სწორედ ეს კოდექსის პროექტი, რომელიც შემუშავებულია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ. მადლობა მინდა გადავუხადო როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს, ასევე ყველა ჩართულ პირს. ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც წინ წაგვწევს ამ მიმართულებით", - განაცხადა კობახიძემ.
---
04.02.2019
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ ისეთი სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც გახდება საჯარო სივრცეში ბავშვის უფლებების დაცვის მყარი საწინდარი
---
03.02.2019
ბახტაძე: საპენსიო ფონდის გარეშე ადეკვატური სოციალური დაცვის უზრუნველყოფა წარმოუდგენელია
თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ წარმატებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყანას, რომელსაც არ აქვს საპენსიო საპენსიო ფონდები, იმიტომ, რომ წარმოუდგენელია ნორმალური სოციალური უზრუნველყოფის დონის შენარჩუნება საპენსიო ფონდების გარეშე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ Facebook Live-ის დროს განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ერთადერთი წარმატებული და აპრობირებილი მეთოდი სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნულ საკითხზე გრძელვადიანი კონსულტაციები გაიმართა ყველა წამყვან მსოფლიო ექსპერტთან, იმისათვის, რომ გათვალისწინებული ყოფილიყოი რომ ქართული რეალობა, ის პრობლემები, რაც ქვეყანას აქვს ეკონომიკაში და ჩამოყალიბებულიყო ისეთი მოდელი, რომელიც იქნებოდა მინიმალური ტვირთი ყველასთვის. „მე ღრმად მწამს, რომ ეს რეფორმა აუცილებლად იქნება წარმატებული, თუმცაღა, თუ ჩვენ სხვა ქვეყნების გამოცდილებას გავითვალისწინებთ, ვნახავთ, რომ იქაც პროცესის განმავლობაში რეფორმა უფრო იხვეწებოდა. ფაქტი არის ერთი: საპენსიო ფონდის გარეშე ადეკვატური სოციალური დაცვის უზრუნველყოფა არის წარმოუდგენელი, შესაბამისად, ჩვენც უნდა ავირჩიოთ ეს გზა. საუბარი იმაზე, რომ საქართველოს არ სჭირდება საპენსიო ფონდი და ისე შეუძლია მომავალში უზრუნველყოს სოციალური დაცულობის მაღალი ხარისხი, ეს ჩემი შეფასებით იაფფასიანი პოპულიზმია. ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ფონდი უფრო ეფექტური, კარგად მართული, რისკები დაზღვეული. დიახ, რისკები დაზღვეულია და შეფასებული. ის უზრუნველყოფს იმას, რომ ფონდის კაპიტალიზაცია, ზრდა მოხდეს იმდაგვარად, რომ ინფლაცია მასზე ნეგატიურად არ აისახოს. ის იყოს ინვესტირებული მაქსიმალურად დაცულ ფასიან ქაღალდებში, ისეთ პროექტებში, რონმელიც იქნება ფაქტობრივად ურისკო კომერციული თვალსაზრისით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
---
03.02.2019
სომხეთი საქართველოს წითელას ვაქცინის 30 ათას დოზას გადმოსცემს
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, წითელას გავრცელების კოეფიციენტით საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილზეა თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. საქართველოს სომხეთი წითელას ვაქცინის 30 000 დოზას გადმოსცემს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის არსენ თოროსიანის განცხადებაზე დაყრდნობით. აღნიშნულის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა Facebook-ის გვერდზე დაწერა. „საქართველოს დასახმარებლად, ჩემი ბრძანებით, მათ მიეცემათ 30 ათასი დოზა წითელას ვაქცინა, რადგან ჩვენი მეზობელი ქვეყანა უფრო ეფექტიანად და სწრაფად ებრძოლოს წითელას ეპიდემიას, რადგან როგორც იცით, დაავადებებს საზღვრები ვერ აკავებენ“, - წერს თოროსიანი. სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ის ესაუბრა ქართველ კოლეგას. კერძოდ, დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოში წითელას 1028 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ძირითადად იმასთან არის დაკავშირებული, რომ 90-იან წლებში ბავშვებს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ უტარდებოდათ. ბოლო პერიოდში საქართველოში წითელას ვირუსის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა. ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოში არსებული დღევანდელი მდგომარეობა უკიდურესად საყურადღებოა და მას შეიძლება წითელას ეპიდაფეთქება ეწოდოს. წითელას ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით წელს საქართველოში ყველა მოქალაქისთვის წითელას ვაქცინაცია უფასო გახდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით კი, წითელას გავრცელების კოეფიციენტით საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილზეა. საუბარია ბოლო ერთ წელიწადში ერთ მილიონ მოსახლეზე დაავადების გამოვლენის მაჩვენებელზე. წითელას გავრცელების ყველაზე მაღალი კოეფიციენტი უკრაინაშია, სადაც დაავადების 36 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული (კოეფიციენტი 821.81). სერბეთის, ალბანეთისა და ლიბერიის შემდეგ კი ცხრილში საქართველოა, სადაც ბოლო ერთ წელიწადში წითელას 1562 შემთხვევა დაფიქსირდა (კოეფიციენტი 397.92). წითელას აცრა, ეროვნული კალენდრის მიხედვით, სავალდებულო ვაქცინაციის სიაშია შეტანილი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, საქართველო ევროპის იმ ქვეყნების სიაშია, სადაც წითელას ინფექციური დაავადება ყველაზე მეტადაა გავრცელებული. წითელა მწვავე ინფექციური, ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით. ძირითადად ავადდებიან 1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები. მისი მოხდის შემდეგ კი რჩება მყარი იმუნიტეტი. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 12-23 დღე. წითელას გართულება ფილტვების ანთებას, პნევმონიასა და შუა ყურის ანთებას იწვევს.
პრესა.ჯი- http://presa.ge/?m=society&AID=72537
რეგინფო.ჯი- https://reginfo.ge/people/item/12290-somxeti-saqartvelos-xitelas-vaqzinis-30-000-dozit-daexmareba
ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/220223
---
02.02.2019
სოციალური მუშაკი — პროფესია, რომლის მნიშვნელობასაც სისტემა ვერ ხვდება
4 წლის ნინოს გარდაცვალებამ ბავშვთა ზრუნვის მიმართულებით ქვეყანაში არსებული სისტემური ხარვეზები გამოაააშკარავა. სოციალური მუშაკები წლებია საუბრობენ პრობლემებზე, პასუხისმგებელ პირებს დახმარებას სთხოვენ, უშედეგო მცდელობების შემდეგ კი სისტემას სამუდამოდ ტოვებენ. სამუშაო გარემო, ანაზღაურება, ტრანსპორტირება, საქმეთა რაოდენობა, სერვისების ნაკლებობა — ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ბავშვთა ზრუნვის სისტემის ეფექტურობას აფერხებს და სოციალური მუშაკის სამუშაოს ხარისხზეც პირდაპირ აისახება. გლდანი-ნაძალადევის სერვის-ცენტრში ახლა 10 სოციალური მუშაკია დასაქმებული. ორი მათგანი 4 წლის ნინოს გარდაცვალების საქმის გამო გაათავისუფლეს. ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალურ მუშაკს გადაცდომა დაუდგინა და მასთან ერთად უფროსი სოციალურ მუშაკი, ანუ მის საქმეზე პასუხისმგებელი პირიც გაათავისუფლა. გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრის სხვა სოციალურმა მუშაკებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებები სისტემური ხარვეზების გამო გააკრიტიკეს. "ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ვიმყოფებით მუდმივად "საოპერაციოში", სადაც უამრავი ბავშვია "ნარკოზის" ქვეშ და თქვენ არ გვაძლევთ სათანადო "აღჭურვილობას", რომ გავაკეთოთ ჩვენი საქმე", — წერია განცხადებაში. პირველი შემთხვევა არ არის, როცა გლდანი-ნაძალადევის სერვის-ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებას სთხოვს. 4 წლის ნინოს გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე სოციალურმა მუშაკებმა სააგენტოს უფროსს წერილი მისწერებს და კადრების დამატება სთხოვეს. ისინი წერდნენ, რომ საქმეს ვეღარ უმკლავდებოდნენ და დახმარება სჭირდებოდათ. ამ წერილამდე იყო ბევრი განცხადება, შეხვედრა, თხოვნა, თუმცა უშედეგოდ. გლდანი-ნაძალადევის სერვის-ცენტრი გლდანი-ნაძალადევის სერვის-ცენტრი ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge სერვისცენტრი საჯარო დაწესებულებაა, თუმცა უსაფრთხოების სამსახური არ იცავს. 2017 წელს სწორედ ამ ცენტრში დაესხნენ თავს ბენეფიციარები სოციალურ მუშაკებს, დაზარალებულებს შორის იყო სოციალური მუშაკი სოფი ხვთისიაშვილიც. "ნორმალურ სამუშაო პირობებს ვითხოვდით, თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრო იმაზე აპელირებდა, რომ ჩვენ მხოლოდ კარგი ხელფასები და კეთილმოწყობილი გარემო გვსურდა. ეს ასე არ არის. ვინც სოციალური მუშაობის არსში ერკვევა, ზუსტად მიხვდება, რატომაა გარემო მნიშვნელოვანი", — ამბობს სოფი ხვთისიაშვილი. გლდანი-ნაძალადევის სერვის-ცენტრში სამუშაო პირობები განსაკუთრებით რთულია, უფრო სწორად ღირსებისშემლახველი, როგორც ბენეფიციარებისთვის, ისე სოციალური მუშაკებისთვის. გლდანი-ნაძალადების სერვის-ცენტრი გლდანი-ნაძალადების სერვის-ცენტრი ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge ინფრასტრუქტურა — ძველი და გაუმართავი, დერეფნები — ბნელი და მოუწესრიგებელი. მოსაცდელში რამდენიმე სკამი ბენეფიციარებისთვის, უფეხო, მორყეული, ამოტრიალებული... გლდანი-ნაძალადების სერვის-ცენტრი ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge გლდანი-ნაძალადევის სერვის-ცენტრი ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge გლდანი-ნაძალადევის სერვის-ცენტრი ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge დერეფნის დასაწყისში პირველივე ხის კარს დიდი ასოებით აწერია "სოციალური მუშაკი", კარი ღიაა, საკეტი არ აქვს... ვარდისფერკედლებიან ოთახში 8 მაგიდა დგას, იმდენად მცირე ადგილია, რომ ერთ მაგიდასთან რამდენიმე სოციალური მუშაკი მუშაობს, ყველგან ფურცლები და საქაღალდეებია, ჭერიდან წყალი ჟონავს, იატაკი აყრილია, კომპიუტერები მტვერითაა დაფარული, ოთახში ელექტროგამათბობლით სოციალური მუშაკები თბებიან, სახლიდან თავად მოიტანეს. ოთახის ერთ კუთხეში ხის ძველი გატეხილი სკამი დევს. ეს ბენეფიციარის მისაღები ადგილია, სხვა არ არის. კედელზე ფანქრით მინაწერია: "სოციალური მუშაკები ნამდვილი გმირები არიან". გლდანი-ნაძალადევის სერვის-ცენტრი ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge სოფი ხვთისიაშვილი იხსენებს, რომ ამ სერვისცენტრში მუშაობის პერიოდში ერთ კომპიუტერს სამ თანამშრომელთან იყოფდა, რაც კონკრეტულ შემთხვევებზე მათ ეფექტურ მუშაობასა და რეაგირებას აფერხებდა. ახლა კომპიუტერების პრობლემა მოგვარებულია, თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება მთავარი — ბენეფიციარების კონფიდენციალობა. კონფიდენციალობის დარღვეული პრინციპი გლდანი-ნაძალადევის სერვის-ცენტრი გლდანი-ნაძალადევის სერვის-ცენტრი ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დირექტორის, ქეთი გიგინეიშვილის თქმით, სოციალური მუშაობის წარმატება ინდივიდის საჭიროებების გათვალისწინებაზე, ეთიკის ნორმებისა და ბენეფიციარის პერსონალური ინფორმაციის დაცვაზე დგას. საქმის შემდგომი წარმატება ბენეფიციარსა და სოციალურ მუშაკს შორის არსებულ ნდობაზეა დამოკიდებული. ამის მიუხედავად, ინდივიდუალური გასაუბრების ოთახები პრობლემად რჩება არა მხოლოდ გლდანში, არამედ სხვა სერვის-ცენტრებშიც. სოფი ხვთისიაშვილი იხსენებს, რომ ბენეფიციარის ვიზიტისას იძულებულები იყვნენ უფროსი სოციალური მუშაკისთვის ოთახის დათმობა ეთხოვათ. თუმცა, ცალკე ოთახის არარსებობის გამო ხშირად რამდენიმე ბენეფიციარს ერთ ოთახში უსმენდნენ. სოფი ხვთისიაშვილი, სოციალური მუშაკი სოფი ხვთისიაშვილი, სოციალური მუშაკი ფოტო: სოფი ხვთისიაშვილი / Facebook "ირღვეოდა როგორც კონფიდენციალობა, ისე ბენეფიციარის ინტერესიც, თუმცა სხვა გზა არ იყო. ხშირად, სკამიც არ გვქონდა, რომ ყველასთვის შეგვეთავაზებინა. იდგნენ ფეხზე, ჩვენც ფეხზე ვიდექით და მაგიდებთან ვესაუბრებოდით. ყველას ესმოდა სხვა ბენეფიციარის პირადი ინფორმაცია", — ამბობს ის. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო საქართველოში 68 ტერიტორიულ ერთეულს მოიცავს, მათ შორის ერთ-ერთი ისანი სამგორის სერვის-ცენტრია. სოციალურმა მუშაკმა ქეთევან ხუციშვილმა ამ სერვის-ცენტრში 6 თვე იმუშავა. გლდანის შემდეგ ყველაზე მძიმე მდგომარეობა სწორედ იქაა. მოსკოვის გამზირის #25-ში მესამე სართულზე მეურვეობა-მზრუნველობის დეპარტამენტია. 15 სოციალური მუშაკი რამდენიმე ვიწრო და მოუწესრიგებელ ოთახშია განთავსებული, არ არის ადგილი არქივისთვის და ბენეფიციარების მონაცემები ერთ ოთახში, იატაკზე იყრის თავს. ისანი-სამგორის სერვის-ცენტრი ისანი-სამგორის სერვის-ცენტრი ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge "აბსოლუტური კატასტროფა" — ამ სიტყვებით აღწერს ქეთევან ხუციშვილი ისანი-სამგორის სერვისცენტრში მუშაობის პერიოდს. "სკამები არ არის, გათბობა არ არის, შუქი არ არის, საპირფარეშოებიდან სუნი გამოდის. ბენეფიციარი იძულებული იყო, ყველას თანდასწრებით გაეზიარებინა თავისი პერსონალური მონაცემები. სხვა გამოსავალი არ იყო. მაშინ დერეფანში უნდა გავსულიყავი, კედელზე სამუშაო რვეული მიმედო და ჩამეწერა", — ყვება ქეთევან ხუციშვილი. ისანი-სამგორის სერვის-ცენტრი ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge ის იხსენებს შემთხვევას, როცა ბავშვის ოჯახიდან გამოყვანა მოუწია და მიმღები ოჯახის ძებნისას მისი სერვის-ცენტრში, სტრესულ გარემოში გაჩერება მოუხდა: "ოფისი ხმამაღალი ნათქვამია, სივრცე არ იყო, რომ ბავშვს გამოეცვალა, საკვები მიეღო. ისიც კი არ შემეძლო სასმელი წყალი მიმეწოდებინა, რადგან შენობაში სუფთა სასმელი წყალი არ მოდის". ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.g სამუშაო პირობები ყველგან ერთნაირი არ არის. საგრძნობლად გაუმჯობესებული მდგომარეობაა დიდუბე-ჩუღურეთის სერვის-ცენტრში. 4 წლის ნინოს საქმეზე გათავისუფლებული სოციალური მუშაკებიდან ორი სწორედ ამ სერვიც-ცენტრში მუშაობდა. ნინო მათი ბენეფიციარი მაშინ იყო, როცა მიმღებ ოჯახში იზრდებოდა. ამ სერვისცენტრში ოთხი სოციალური მუშაკი დარჩა, თავისი მაგიდა და კომპიუტერი ყველას აქვს, თუმცა ინდივიდუალური შეხვედრის ოთახი აქაც პრობლემად რჩება. ბენეფიციარის მიღება მათაც საერთო ოთახში უწევთ. დიდუნე-ჩუღურეთის სერვის-ცენტრი ფოტო 1: სალომე ჩადუნელი / On.ge / ფოტო 2: სალომე ჩადუნელი / On.ge ბევრი საქმე, ცოტა სოციალური მუშაკი განსაკუთრებით მწვავე პრობლემაა საქმეების ოდენობა. სოციალური მუშაკების თქმით, სერვის-ცენტრებში საქმეებთან შედარებით არასაკმარისი კადრები მუშაობენ, რაც აფერხებს ეფექტურობას და შეცდომის დაშვების რისკს ზრდის. გლდანი-ნაძალადების სოციალური მუშაკის მარიამ ბანძავას თქმით, თვეში დაახლოებით 100 შემთხვევის მართვა უწევთ. ქეთევან ხუციშვილი, სოციალური მუშაკი ქეთევან ხუციშვილი, სოციალური მუშაკი ფოტო: ქეთევან ხუციშვილი / Facebook "საქმეების რაოდენობა იმდენად ბევრია, რომ სხვადასხვა ტიპის მომართვაზე ადეკვატური რეაგირება, შესაძლოა, ვერ მოახდინო. სოციალური მუშაკი მუდმივად უნდა განვითარდეს, უნდა იკითხოს, მოისმინოს. როცა ბევრი სხვადასხვა მიმართულებით უწევს მუშაობა, კომპეტენციის განვითარებას ვერ ახერხებს, მით უმეტეს, როცა მისი დამსაქმებელიც ვერ აძლიერებს მის მანდატს", — ამბობს სოციალური მუშაკი ქეთევან ხუციშვილი. ჯანდაცვის მინისტრის, თამილა ბარკალაიას თქმით, მსგავსი ოდენობის საქმეები ერთეულების პრობლემაა და "ყველა ერთ ქვაბში არ უნდა მოვხარშოთ". სოციალური მუშაობის შესახებ ახალი კანონით, რომელიც 2021 წლიდან ამოქმედდება და სფეროს დაარეგულირებს ერთ სოციალურ მუშაკზე საქმეების მაქსიმალურ კვოტად 50-ია განსაზღვრული. აუნაზღაურებელი ტრანსპორტირება "რაც უფრო კარგად მუშაობს სოციალური მუშაკი, მით უფრო ცოტა ხელფასი მიაქვს სახლში. ეს მართლაც ასეა" სოფი ხვთისიაშვილი, სოციალური მუშაკი. გადაჭარბებულ საქმეს ტრანსპორტირების ხარჯებიც ემატება. ცოტამ თუ იცის, რომ სოციალური მუშაკები ნებისმიერი გასვლითი ვიზიტის დროს ტრანსპორტირების ხარჯებს თავად ფარავენ. "რაც უფრო კარგად მუშაობს სოციალური მუშაკი, მით უფრო ცოტა ხელფასი მიაქვს სახლში. ეს მართლაც ასეა", — ამბობს სოფი ხვთისიაშვილი. სააგენტოში უფროსი სოციალური მუშაკის ხელფასი საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით 1 000 ლარია, სოციალური მუშაკის - 800 ლარი, ხელზე 650-ს იღებენ. რეგიონების მიხედვით ანაზღაურებაც განსხვავებულია. ხელფასი 2015 წლის შემდეგ არ გაზრდილა. მაშინაც მხოლოდ 50 ლარი მოუმატეს და უთხრეს, რომ ტრანსპორტირებისთვის იყო გათვალისწინებული სოციალური მუშაკების თქმით, გადაუდებელი შემთხვევების დროს ოპერატიულობა მნიშვნელოვანია. ამიტომ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება აზრს კარგავს და ტაქსია საჭირო. ზოგიერთ ადგილას სატრანსპორტო სისტემა საერთოდ არაა გამართული. ამ მხრივ, რეგიონები განსაკუთრებით პრობლემურია. კადრების გადინება სოციალური მუშაკი სოფი ხვთისიაშვილი აღიარებს, რომ ყველა ეს პრობლემა სამუშაოს ხარისხსა და ემოციურ მდგომარეობაზე პირდაპირ აისახება. შედეგად, კი პროფესიონალი კადრები, სოციალური მუშაკების ყველაზე დიდ დასაქმების სისტემას, სოციალური მომსახურების სააგენტოს, სამუდამოდ ტოვებენ და აღარ უბრუნდებიან. ქვეყნის მასშტაბით სააგენტოში სულ 239 სოციალური მუშაკია დასაქმებული, მათგან 68 თბილისში. თუმცა როგორც სააგენტოში ამბობენ, დასაქმებულთა სტატისტიკა მუდმივად იცვლება, რადგან ხშირია კადრების გადინება. "ვაღიარებ, რომ ჩემი ძალიან ბევრი საქმე შეიძლებოდა ყოფილიყო ბომბზე, გადაღლილობისა და მძიმე ემოციურ ფონზე, შეიძლება, რაღაც შემშლოდა". სოფი ხვთისიაშვილი, სოციალური მუშაკი "არ მინდოდა გავმხდარიყავი სისტემის მსხვერპლი სოციალური მუშაკი, მე ვეღარ ვხედავდი ენთუზიაზმსა და ხარისხს ჩემს თავში. ფიზიკურად შეუძლებელი იყო იმდენ საქმეში ხარისხიანად გემუშავა. ვაღიარებ, რომ ჩემი ძალიან ბევრი საქმე შეიძლებოდა ყოფილიყო ბომბზე, გადაღლილობისა და მძიმე ემოციურ ფონზე, შეიძლება, რაღაც შემშლოდა", — ასე ხსნის წასვლის მიზეზებს სოფი ხვთისიაშვილი. ამავე მიზეზით დატოვა ისანი-სამგორის სერვისცენტრი ქეთევან ხუციშვილმაც. მისი თქმით, ხვდებოდა, რომ საქმეებს ვეღარ უმკლავდებოდა: "ვიცოდი, რომ ოჯახისა და ბავშვის გამოსაკვლევად, დასკვნის დასაწერად მჭირდებოდა იმდენი დრო, რამდენიც არ მქონდა. ვიცოდი, რომ დროის ნაკლებობა პირდაპირ აისახებოდა, რომ მე სწორ დასკვნას და შეფასებას ვერ გავაკეთებდი. შესაბამისად, ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. გავიზიარე პრინციპი, რომ "თუ ვერაფერს ვერ აკეთებ, რამე არ უნდა გააფუჭო", — ამბობს ქეთევანი. სოციალური მუშაკები ჩივიან, რომ ვაკანტური ადგილები არ ივსება და წასული სოციალური მუშაკების საქმეების გადანაწილებაც თავად უწევთ. "სააგენტოში არის ასე... ადამიანების წასვლის შემდეგ ამ კადრების ადგილი ორთქლდება. ვინმე თუ მიდის, აღარ ამატებენ. იციან, რომ ჩვენ ასე თუ ისე გადავინაწილებთ იმ საქმეებს და ზედმეტი ფულის ხარჯვა აღარ უღირთ. გლდანი კადრების დამატებას ზაფხულიდან ითხოვდა, საქმეს ვეღარ აუდიოდნენ", — ამბობს სოფი ხვთისიაშვილი. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამილა ბარკალაიას თქმით, "კვალიფიკაცია სოციალური მუშაკების მთავარი გამოწვევაა", რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრო გადამზადებას საკუთარ თავზე აიღებს. მისივე განმარტებით 237 სოციალური მუშაკიდან 130-ს სოციალური მუშაკის კვალიფიკაცია არ აქვს. მათი გადამზადება გაზაფხულიდან დაიწყება. პროტესტი საჯარო სივრცეში "სოციალური მუშაკები ნამდვილი გმირები არიან" — წარწერა გლდანი-ნაძალადების სერვის-ცენტრში "სოციალური მუშაკები ნამდვილი გმირები არიან" — წარწერა გლდანი-ნაძალადების სერვის-ცენტრში ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge 4 წლის ნინოს გარდაცვალების შემდეგ სისტემაში მომუშავე სოციალურმა მუშაკებმა საჯარო აქტივობები დაიწყეს. შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც გეგმავს საზოგადოებას გააცნოს, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში სოციალური მუშაკობა და რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი. მარიამ ბანძავა, სოციალური მუშაკი მარიამ ბანძავა, სოციალური მუშაკი ფოტო: მარიამ ბანძავა / Facebook სოციალური მუშაკი მარიამ ბანძავა ფიქრობს, რომ პრობლემა მხოლოდ ახალი კადრების დამატებით, ხელფასების გაზრდითა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებით არ შეიცვლება. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო სწორად ვერ ხედავს სოციალური მუშაკის როლს და ამით რისკის ქვეშ დგება ნებისმიერი შემთხვევა, რომელზეც ყოველდღიურად რეაგირება უწევთ. "სოციალური მუშაკები უნდა ვმუშაობდეთ ბენეფიციარების ინტერესებიდან გამომდინარე, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში, უწყებათაშორისი კოორდინაცია პრობლემაა. ჩვენ ყველა უწყებასთან გვიწევს კომუნიკაცია და ყველა უნდა იაზრებდეს, ვინ არის სოციალური მუშაკი და რა არის მისი ფუნქცია. ჩვენი სამომავლო თხოვნაა, სოციალური მუშაკის როლი ადეკვატურად გაიაზრონ ", — ამბობს მარიამ ბანძავა. ქეთევან გიგინეიშვილი, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დირექტორი ქეთევან გიგინეიშვილი, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დირექტორი ფოტო: სოციალურ მუშაკთა ასოციაცია სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დირექტორის ქეთევან გიგინეიშვილის თქმით, პრობლემა ხელშესახებია, ბავშვზე ზრუნვის სისტემა და ბავშვთა კეთილდღეობის პოლიტიკა გამოწვევებს ვეღარ პასუხობს. ამ არასწორი და დაგვიანებული პოლიტიკის მძიმე შედეგის ერთ-ერთ მაგალითად ქეთევან გიგინეიშვილი 4 წლის ნინოს გარდაცვალებას ასახელებს. "კადრებს პროფესიული განვითარება, გაძლიერება და მხარდაჭერა სჭირდებათ. უნდა არსებობდეს მუდმივად ინსტრუმენტები, რომლითაც შეძლებენ სოციალური მუშაკები ბენეფიციართან წარმატებით იმუშავონ, სამუშაო გარემო-პირობები ნორმალიზებული უნდა იყოს. ამ ადამიანებს უწევთ ბენეფიციარებთან მუშაობა, რასაც გარეგანი ფაქტორები ხელს არ უნდა უშლიდეს", — აცხადებს ქეთევან გიგინეიშვილი. სოციალურ მუშაკებმა, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროს ჯერ კიდევ 2017 წელს მიმართეს. პეტიციას "მოვითხოვთ, სოციალურ მუშაკებს მიეცეთ პროფესიული ვალდებულებების აღსრულების საშუალება" ხელს აწერდნენ ადგილობრივი და უცხოური ორგანიზაციები, მათ შორის ავსტრიის, ბელგიის, პოლონეთის, უნგრეთის, თურქეთის, კოსოვოს, მოლდავეთის სოციალურ მუშაკთა ასოციაციები. სოციალური მუშაკები ითხოვდნენ: სამუშაო ინსტრუმენტების (მეთოდებისა და მოდელების) შემუშავებასა და გადამზადებას; ღირსეულ სამუშაო გარემოსა და პირობებს, მათ შორის ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებას; სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც სოციალური მუშაკების პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებდა. ჯანდაცვის სამინისტრომ ბავშვთა ზრუნვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა სოციალური მუშაობის შესახებ კანონი მიიღო. ეს კანონი 2021 წლიდან ამოქმედდება, იქამდე კი ჯანდაცვის სისტემა უნდა მოემზადოს. გაიწერება სამოქმედო გეგმა და შემუშავდა სამუშაო პრინციპები. ჯანდაცვის სისტემის მაღალჩინოსნები მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც 4 წლის ნინო გარდაიცვალა და სამომავლო აქტივობებზეც ამ ტრაგედიის შემდეგ დაიწყეს საუბარი. ტრაგედიის შემდეგ გააქტიურებული სისტემა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამილა ბარკალაიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტროში ამ წლების განმავლობაში "გულხელდაკრეფილები" არ ყოფილან. ის სისტემურ პრობლემებს აღიარებს და ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამ "პრობლემების სწორად დანახვაზე მუშაობს". თამილა ბარკალაია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო თამილა ბარკალაიას ცნობით, ჯანდაცვის სამინისტრომ 2018 წლის სექტემბერში სოციალური მუშაობის სპეციფიკა გაეროს ბავშვთა ფონდისა და საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით შეისწავლა. "ჩვენ უნდა გაგვეანალიზებინა ის ვალდებულებები, რომელიც დღეს აქვს სოციალურ მუშაკს და უნდა გვეპასუხა კითხვაზე, როგორ შეიძლება ეს სამსახური ამ პირობებში განვავითაროთ ", — ამბობს თამილა ბარკალაია. კვლევის შედეგად რეკომენდაციები შემუშავდა, მათ შორისაა პროცედურებისა სტანდარტიზაცია, ხარისხის კონტროლი და შენარჩუნება. მინისტრის მოადგილე სოციალურ მუშაკებს ჰპირდება, რომ მიმდინარე წელს გაიზრდება სოციალური მუშაკების რაოდენობაც, დაიწყება ხელფასის გაზრდაზე ფიქრიც და უახლოეს მომავალში სოციალური მომსახურების სააგენტო მათ ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს. კითხვაზე, კონკრეტულად როდის უნდა ველოდოთ ამ ცვლილებებს, ბარკალაია ზუსტად ვერ პასუხობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ თებერვალში საქართველოს მასშტაბით დამატებით 50 სოციალური მუშაკის ვაკანსიას გამოცხადდება. "სოციალურ მუშაკებს საშუალება ექნებათ საინიციატივო ჯგუფში ნებისმიერი პრობლემური საკითხი დააყენონ" თამილა ბარკალაია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მინისტრის ხელმძღვანელობით საკოორდინაციო საბჭოც იქმნება, რომელიც პირველ სხდომას მომავალ კვირას გამართავს. საკოორდინაციო საბჭოს წევრები იქნებიან: თავმჯდომარე მინისტრი, მინისტრის კურატორი მოადგილე, სოციალური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი და მისი კურატორი მოადგილე, სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი და მოადგილე, მეურვეობა მზრუნველობის დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოების წარმომადგენლები, ტერიტორიული ერთეულების ორი წარმომადგენელი და ორი სოციალური მუშაკი. "კომისიის მანდატი არის კოორდინაცია, სისტემური და სადისკუსიო საკითხების განხილვა, თუ რამდენად სწორია კონტროლის მექანიზმი. სოციალურ მუშაკებს საშუალება ექნებათ დააყენონ ნებისმიერი საკითხი, რომელსაც საჭიროდ ჩათვლიან, ხოლო პოლიტიკის დონეზე იქნება განხილვა, როგორ გადაწყდება ესა თუ ის საკითხი", — განმარტავს თამილა ბარკალაია. სერვისების დეფიციტი გლდანი-ნაძალადევის სერვის-ცენტრი გლდანი-ნაძალადევის სერვის-ცენტრი ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge გარდა სოციალური მუშაკების მძიმე სამუშაო პირობებისა, ბავშვის გარდაცვალების საქმემ ბავშვთა ზრუნვის სისტემების გაუმართაობისა და სერვისების ნაკლებობის პრობლემაც გამოავლინა. სერვისებისა და ამ სერვისების მიწოდების არაეფექტურობაზე საუბრობენ სოციალური მუშაკებიც. "სარეაბილიტაციო და ოჯახის მხარდამჭერი სერვისები არ არის განვითარებული, რაღაცები ნაწილ-ნაწილ დონეზე კეთდება, მაგრამ ზოგადად ბავშვზე ზრუნვის რეფორმა და სერვისების განვითარების სპექტრიც ძალიან ფრაგმენტულია და არ არის ისეთი შედეგიანი, როგორსაც ახლა ვისურვებდით", — ამბობს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დირექტორი, ქეთი გიგინეიშვილი. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ კრიტიკულად საჭიროა უფრო ქმედითი გახდეს საქართველოს მთავრობის დადგენილება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების შესახებ. დოკუმენტი სხვადასხვა უწყებას დროულ რეაგირებას და ურთიერთთანამშრომლობას ავალდებულებს ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით. ბავშვზე ზრუნვის სისტემის მუშაკების საქმე მეურვეობასა და მზრუნველობის სოციალური მუშაკები მინიმუმ 18 მიმართულებით მუშაობენ. მათ შორისაა ისეთი მომსახურებები და პროგრამები, როგორიცაა რეინტეგრაცია, მინდობით აღზრდა, შვილად აყვანა, დღის ცენტრები, ვაუჩერების გაცემა. შვილად აყვანის რეგისტრაცია, საპროცესო წარმომადგენლობა და სხვა. სოციალური მუშაკები ისეთ საქმესაც ასრულებენ, რაც მათი ვალდებულება საერთოდ არ არის. მათი საქმის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი "არ ავნო" არასწორი პოლიტიკისა და მართვის სისტემების გაუმართაობის გამო, ხშირად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. "მეშინია, რომ არის საქმეები, სადაც ბავშვებს გაუმართლათ და ნინოს მსგავსი დასასრული არ აქვთ". ქეთევან ხუციშვილი, სოციალური მუშაკი "მეშინია, რომ არის საქმეები, სადაც ბავშვებს გაუმართლათ და ნინოს მსგავსი დასასრული არ აქვთ, მაგრამ მათი ბედი სახარბიელო მდგომარეობაში საერთოდ არ არის.. ხელახლა უნდა შეისწავლონ საქმეები და თავიდან დაიგეგმოს სამოქმედო გეგმები. ეს ყველა პასუხისმგებლობაა, რადგან ასეთი შრომის სტანდარტი და სისტემა დავამკვიდრეთ", — ამბობს სოციალური მუშაკი ქეთევან ხუციშვილი
---
02.02.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/socmushakebis-samushao-pirobebi-tanamshromlebi-fotoebs-asadjaroeben
სოცმუშაკების სამუშაო პირობები - თანამშრომლები ფოტოებს ასაჯაროებენ
რას აკეთებს სახელმწიფო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დასაცავად – კითხვა ბავშვთა უფლებადამცველებისთვის დიდი ხანია აქტუალურია და ისინი ბავშვთა ზრუნვის სისტემის არაეფქტურობაზე საუბრობენ. 4 წლის ბავშვის გარდაცვალების შემდეგ კი, უფრო ნათლად გამოჩნდა, რამდენად უსუსურია არსებული სისტემა ისეთი პრობლემის წინაშე, როგორიც ბავშვთა მიმართ ძალადობაა. სოციალურ მუშაკთა, ფსიქოლოგთა არასაკმარისი რაოდენობა, შეუსაბამო სამუშაო გარემო, – ეს ის პრობლემებია, რომელზეც ბავშვთა დაცვის სისტემაში ჩართული რიგითი თანამშრომლები საუბრობენ. სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის თანამშრომელი სოციალურ ქსელში სერვის-ცენტრის ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ასეთ პირობებში მათთან მისულ ბენეფიციარებს სოციალური სამსახურის მიმართ უნდობლობის განცდა უჩნდებათ. “სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის თანამშრომლები წლების განმავლობაში ფოტოებში ასახულ გარემოში მუშაობენ და სწორედ ამ პირობებში იღებენ მომსახურებას – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ხანდაზმულები, ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები, მზრუნველობამოკლებული არასრულწლოვნები, სოციალურად დაუცველი პირები და სხვ. აღნიშნულის შესახებ ჩვენს მიერ არა ერთხელ იყო ინფორმირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობა, თუმცა ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია. მსგავს გარემოში თითოეულ ჩვენს ბენეფიციარს უჩნდება სოციალური მუშაკების და ზოგადად, სოციალური სამსახურის მიმართ უნდობლობის განცდა,” – წერს ნინო ლეკიშვილი. არასამთავრობო სექტორმა და ომბუდსმენმა სოციალური მუშაკების შეუსაბამო სამუშაო გარემოზე და მიზერულ ხელფასზე საუბარი რამდენიმე წლის წინ დაიწყეს. იმ პრობლემის შესახებ, რომ რეგიონებში სოც. მუშაკებს ტრანსპორტისთვის თანხების დახარჯვა მათივე ხელფასიდან უწევთ, ჯერ კიდევ 2017 წელს გახდა ცნობილი. ორგანიზაცია “პარტნიორობა ბავშვებისათვის” წარმომადგენელმა, ანდრო დადიანმა “საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის გამოწვევების” შესახებ ფორუმზე განაცხადა, რომ “რაც უფრო კარგად მუშაობს სოცმუშაკი, მით ნაკლები ფული რჩება თავის ხელფასიდან”. ანდრო დადიანი ამბობდა, რომ სოციალურ მუშაკს, რომლის სამუშაოს 80%-ს წარმოადგენს ვიზიტებზე სიარული, ტრანსპორტირების თანხის გადახდა საკუთარი ხელფასიდან უწევს. როგორც ჩანს, 2017 წლის შემდეგ ამ მიმართულებით ბევრი არაფერი შეცვლილა და ამას უკვე 2019 წელს, 4 წლის ბავშვის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ მუშაკთა მიერ გავრცელებული განცხადებაც მოწმობს, სადაც სოციალური მუშაკები აღნიშნავენ, რომ მომხდარზე მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობენ, თუმცა, მინისტრს შეახსენებენ, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვი ბევრია, მათი რიცხვი კი ცოტა. სოც მუშაკები ამბობენ, რომ ისინი თავის წილ პასუხისმგებლობას არ გაურბიან, მაგრამ ინტერესედებიან, თავად მინისტრი თუ გრძნობს პასუხისმგებლობას. “წარმოუდგენელია 21-ე საუკუნეში ჰქმნიდე მომსახურებას და არ გაინტერესებდეს მომსახურების მიმწოდებელი თუ გყავს. დიახ ბატონო მინისტრო, ჩვენ სოციალური მუშაკები ვართ თავად მომსახურება და იმ მომსახურების მიმწოდებლები, რასაც სთავაზობთ მოქალაქეებს. თუმცა თქვენ კარგად იცით რომ დიდი ხანია სოციალური მუშაკების რაოდენობა ვერ წვდება მომსახურების საჭიროების მქონე ბენეფიციართა დროულ და სრულ იდენტიფიცირებასაც კი. ჩვენ ვართ ადამიანები რომლებიც ვიმყოფებით მუდმივად „საოპერაციო ბლოკში“ სადაც უამრავი ბავშვია „ნარკოზის“ ქვეშ, არ გვაძლევთ სათანადო “აღჭურვილობას” რომ გავაკეთოთ ჩვენი საქმე. არ გვაქვს სოციალურ მუშაკებს 10 ხელი, რასაც ხშირად ვნატრობთ, რადგან რეალურის მოლოდინი ბევრად ნაკლებია აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი სულაც არ მოითხოვს სოციალური მუშაობის მიმართულებით სპეციალურ ცოდნას, რაზეც ხშირად კეთდება აქცენტი, თითქოს საკმარისი რაოდენობით პროფესიონალი არ მოიძებნება. ეს ყველაფერი თქვენ იცით! არც იფიქროთ რომ რომელიმე სოციალური მუშაკი გავურბივართ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას, შექმნილი ვითარების გამო, მაგრამ თქვენ თუ გრძნობთ ამ პასუხსმგებლობას? თუ გრძნობთ, რას აკეთებთ? ეძებთ რომელი ცენტრის სოციალური მუშაკი მეტად დამნაშავეა რომ სამაგალითოდ დასაჯოთ, ხომ? კიბატონო, ჩვენ ყველანი დავტოვებთ პოზიციებს და სიმართლეს დავიცავთ თუნდაც სასამართლოში, მაგრამ ესაა გამოსავალი?! ეს არ უშველის იმ ასობით ბავშვს რომელთა შესახებაც ინფორმაცია მოსულია სააგენტომდე, თუმცა ვერ ვახერხებთ შემთხვევის დროულად გაცნობას, არათუ შემდგომ თითზე დასათვლელ „მომსახურებებში“ ადეკვატურ ვადებში ჩართვას. სამწუხაროდ ბევრია ძალადობის მსხვერპლი ბავშვი, სადაც არ უნდა დავიგვიანოთ რეაგირება! არ უნდა დაგვაგვიანებინოთ!!! აღარც გთხოვთ და აღარც მოვითხოვთ, გემუდარებით… გაიგონეთ ჩვენი ხმა, ბატონო დავით! წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებულები ვიქნებით დავიწყოთ შესაბამისი პროცედურები. ამ დრომდე მაქსიმალურად ვიკავებდით თავს პროტესტის გამოხატვის უკიდურესი ფორმისგან, რადგან არ გვსურს ჩვენი საქმიანობის შეჩერებით მოქალაქეები დაზარალდნენ და ველით თქვენგან უმოკლეს ვადებში ადეკვატურ ნაბიჯებს,” – აღნიშნულია განცხადებაში. აქვე სოც მუშაკები იმასაც აღნიშნავენ, რომ მსგავსი შინაარსის წერილით დავით სერგეენკოსთვის არა ერთხელ მიუმართავთ, თუმცა, არსებული რეალობა წლების მანძილზე არ იცვლება. “ბატონო მინისტრო, მოგმართავთ საჯაროდ რადგან ვშიშობთ ჩვენს მიერ თქვენთან ოფიციალურად გამოგზავნილი წერილი არ „დაიკარგოს“ “შემთხვევით” ან შვებულებაში გასული თანამშრომლის უჯრაში არ აღმოჩნდეს 10 სამუშაო დღის შემდეგ. იმედი აღარ გვაქვს რომ თქვენამდე მოვა სოციალური მუშაკების ხმა, რომელთაც არაერთი წერილი დავწერეთ, თუმცა ამაოდ… პირველ რიგში როგორც რიგითი მოქალაქეები და განსაკუთრებით, როგორც სისტემაში დასაქმებული სოციალური მუშაკები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, 4 წლის ნინოს გარდაცვალების გამო და თითოეული ჩვენგანი ვგრძნობთ მორალურ პასუხისმგებლობას აღნიშნული ფაქტის წინაშე. როგორც ჩანს საკმარისი არ იყო არაერთი მოხსენებითი ბარათი/წერილი რითიც ვითხოვდით, მოვითხოვდით თქვენს დახმარებას, რადგან ყოველგვარ ადამიანურ შესაძლებლობას ცდება იმ სამუშაოების ჯეროვნად შესრულება რაც დღეს სოციალურ მუშაკებს გვაკისრია. არაერთხელ აღგვინიშნავს რომ ალბათ სანამ რომელიმე სოციალური მუშაკი სამსახურეობირივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად არ განადგურდება მანამდე სისტემა ვერ დაინახავს რეალურ უფსკრულს, თუმცა მსხვერპლი სამწუხაროდ ყველაზე უდანაშაულო არსება აღმოჩნდა,” – აღნიშნავენ სოც მუშაკები. სოციალურ მუშაკებს მათი მიმართვის ადრესატი პირადად არ პასუხობს, თუმცა, მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია ამბობს, რომ უწყება მათ წილ პასუხისმგებლობას გრძნობს და სოციალური მუშაობის მიმართულებით სისტემურ ცვლილებებს გეგმავს. width=300 “რასაკვირველია, ჩვენ, მთელი უწყება ვწუხვართ პატარა გოგონას გარდაცვალების გამო და ვგრძნობთ ჩვენ წილ პასუხსიმგებლობას მომხდართან დაკავშირებით. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს სისტემური ცვლილებები სოციალური მუშაობის მიმართულებით, რაც გვევალება კიდეც “სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის მიხედვით, რომელიც 2018 წლის ზაფხულში იქნა მიღებული. შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელშიც კონკრეტულად გაიწერა სისტემური რეფორმისათვის საჭირო ნაბიჯები. გარდა ამისა 2018 წელს დაიგეგმა სოციალური მომსახურების სააგენტოს რეორგანიზაცია, რომელიც მიმართულია სისტემური ხარვეზების აღმოფხვრისკენ და რისკების მინიმალიზაციისკენ,” – ამბობს თამარ ბარკალაია. როგორც თამარ ბარკალაია განმარტავს, რეფორმა გულისხმობს სოციალური მუშაკის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, სოციალური მუშაობის ხარისხის ამაღლებას და რეგიონული საბჭოების მანდატის გადახედვა/გაძლიერებას. თუმცა, უფრო დეტალურად რას გულისხმობს სისტემური რეფორმა, რა ვადებში განხორციელდება დაგეგმილი ცვლილებები, როგორც მოხდება სოციალური მუშაობის ხარისხის ამღლება, გაიზრდება თუ არა სოციალურ მუშაკთა ან ფსიქოლოგთა შტატი, ამაზე ჯანდაცვის უწყებაში ამ ეტაპზე არ საუბრობენ. არასამთავრობო სექტორში ამბობენ, რომ რისკების მინიმიზაციისთვის სისტემური რეფორმაა საჭირო და ყურადღებას სოციალურ მუშაკთა არასაკმარის რაოდენობაზე ამახვილებენ, რაც შესაძლოა იყოს იმის მიზეზი, რომ ძალადობის შემთხვევებზე მყისიერი რეაგირება არ ხდება. width=300 “თუ მე მაწერია 100 ბავშვის საქმე და აქედან 50 ძალადობის მსხვერპლია, ყველას ხომ მყისიერად ვერ ვნახავ? ეს ნიშნავს, რომ პოტენციურად, მეც და ბავშვსაც უკვე გვწირავს სახელმწიფო. ჩვენ შეიძლება ინდივიდუალურად, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა დავაყენოთ, მაგრამ ხვალ შეიძლება იგივე მოხდეს. მიზეზი არის არა მხოლოდ ინდივიდუალური, არამედ სისტემური. ხვალ შეიძლება ბავშვი დაიღუპოს, იმიტომ რომ სოც მუშაკმა არ შეამოწმა, რომ ის გაჭირვებულია და ჯართს აბარებს, ვიღაც შეიძლება სკოლაში არ დადის და ტრეფიკინგის მსხვერპლი აღმოჩნდა, რადგან არც ის შეამოწმა სოციალურმა მუშაკმა. თუ სისტემური რეაგირება არ გვექნება, პრობლემა არ მოგვარდება. ჩვენ გვაქვს მიმდინარე დავები სასამართლოში, უამრავი შემთხვევაა, როცა სააგენტო ბავშვს ვერ იცავს. ასე რომ, ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას სახელმწიფო, ამ შემთხვევაში ვერც მთავრობა და ვერც პარლამენტი, რომელიც იმ ბიუჯეტს ამტკიცებს, სადაც წლიდან წლამდე არ იზრდება ბავშვთა დაცვის სისტემის დაფინანსება,“ – ამბობს ანა არგანაშვილი. სოციალურ სააგენტოში ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სულ 239 სოციალური მუშაკი და 11 ფსიქოლოგი მუშაობს, ბავშვებზე ძალადობის სტატისტიკა კი მზარდია. შსს-ის სტატისტიკის თანახმად, 2017 წელს, (აღსანიშნავია, რომ ბავშვი, რომელიც შეესწრო ოჯახის წევრზე ძალადობის ფაქტს, ასევე არის ძალადობის მსხვერპლი) ოჯახში ფსიქოლოგიური ძალადობის 4176 შემთხვევა დაფიქსირდა, ფიზიკური ძალადობის – 990, ეკონომიკური ძალადობის – 143, იძულების – 97, ხოლო, უგულებელყოფის 24 შემთხვევა დაფიქსირდა. სახალხო დამცველმა 2018 წელს 700 საქმე შეისწავლა და მათი უმრავლესობა ბავშვების მიმართ ძალადობას, სიღარიბესა და არასათანადო სოციალურ მდგომარეობას შეეხებოდა. „ფორტუნა“
---
02.02.2019
მედიასაშუალება: https://reginfo.ge/people/item/12292-batumis-respublikuri-saavadmybopos-tanamshromlebma-biwina-ivanishvilis-agaraktan-aqzia-gamartes
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა შეკვეთილში აქცია გამართეს
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების ნაწილმა და მათმა მხარდამჭერებმა აქცია ამჯერად შეკვეთილში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის აგარაკთან გამართეს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო სახელმწიფოს ბალანსზე დარჩეს და ამ საკითხთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა სურთ. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს ეჭვი აქვთ, რომ კლინიკის ხანგრძლივი ვადით ქირაობას კერძო კორპორაცია „ევექსი“ გეგმავს, ეჭვის საფუძველს კი საავადმყოფოს ახალი შენობის მშენებლობის, ინვენტარიზაციის და თანამშრომელთა გადამზადების პროცესის გაჭიანურება აძლევთ. ექიმმა ბენო ჭელიძემ განაცხადა, რომ სურს, საავადმყოფოს პრობლემებზე დეტალური ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილს მიაწოდოს. „ორი წლის წინ უნდა მომხდარიყო კადრებით დაკომპლექტება, შარშან, მაისში კი ტექნიკის ფული უნდა ყოფილიყო მზად. ახალი საავადმყოფოს მშენებლობა განა შეფერხებული და გაჭიანურებულია, არამედ წინასწარ იცოდნენ, რომ არ იქნებოდა დამთავრებული. ბიუჯეტში რატომ არ იყო ფული, გადამზადებაზე რატომ არ გაუშვეს ხალხი?“ – ამბობს ბენო გეგეჭკორი. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების ნაწილი საპროტესტო აქციებს რამდენიმე თვეა მართავს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში უარყოფენ ინფორმაციას, რომ კლინიკის გაყიდვა ან იჯარით გაცემა იგეგმება. 2018 წლის ნოემბერში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თქვა, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ყოველთვის ჯანდაცვის სტრატეგიული ობიექტი იყო და სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება. მისივე თქმით, საავადმყოფოს ახალი შენობის მშენებლობის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ 2019 წლის გაზაფხულიდან მისი აღჭურვა დაიწყება.
---
02.02.2019
მედიასაშუალება: http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=10731
44 წლის როლანდ ნოღაიდელს სასწრაფოდ ესაჭიროება გულის გადანერგვა
44 წლის როლანდ ნოღაიდელს სასწრაფოდ ესაჭიროება გულის გადანერგვა. მას მოლაპარკება აქვს ბელორუსში კლინკასთან, ოპერაციისთვის კი 100 ათასი ამერიკული დოლარია საჭირო. პირველადი გამოკვლევებისთვის 5 ათასი დოლარია აუცილებელი. ოჯახმა ყველანაირი ფინანსური რესურსი ამოწურა. როლანდ ნოღაიდელი დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს. დახმარების მსურველებს შეგიძლიათ დარეკთ ნომერზე 0901200128. თქვენ ასევე ეკრანზე ხედავთ ანგარიშის ნომერს, რომელზეც შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ.
---
02.02.2019
მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/meughlis-mkvlelobis-gamo-patimrobidan-gatavisuflebuli-deda-shvilebis-dasabruneblad-ibrdzvis/55811
მეუღლის მკვლელობის გამო პატიმრობიდან გათავისუფლებული დედა, შვილების დასაბრუნებლად იბრძვის
პატიმრობიდან გათავისუფლებული დედა შვილების დასაბრუნებლად იბრძვის, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მას ბავშვებს არ უბრუნებენ. დაპირისპირებული მხარე პატარების მამის მშობლები არიან. მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული თურქან ქერიმოვას ადვოკატი ქერიმოვების ოჯახში ბავშვების წასაყვანად მივიდა. დაპირისპირება ადვოკატსა და ნაჯახით მოკლული რუსლან ქერიმოვის მშობლებს შორის მაშინ დაიწყო, როცა მან განაცხადა, რომ ბავშვები დედასთან უნდა წაეყვანა. მოკლულის მშობლები შვილის მკვლელობისთვის გასამართლებული რძლისათვის ბავშვების დაბრუნებას არ აპირებენ. თურქან ქერიმოვამ მეუღლე 2016 წელს მოკლა. სასამართლომ დადგინა, რომ ქალი დანაშაულის ჩადენისას აფექტის მდგომარეობაში იმყოფებოდა და წელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა. ქერიმოვას ადვოკატი დარწმუნებულია, რომ დედა ბავშვებს აუცილებლად წაიყვანს, რადგან მოსამართლემ მოწინააღმდეგე მხარეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაც არ დაუტოვა. ადვოკატის თქმით, ოჯახი, სადაც ახლა ბავშვები იმყოფებიან, მათზე ფსიქოლოგიურად ძალადობენ. მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც უკვე სამი წელია ბებია-ბაბუასთან იზრდებიან, ამბობენ რომ დედასთან დაბრუნება არ უნდათ. მოკლული რუსლას ქერიმოვის ოჯახის ადვოკატი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ ასაჩივრებს, გეგმავს, დახმარება სოციალურ მუშაკებს სთხოვოს. ბავშვების ბედის გადასაწყვეტად სასამართლოსთვის მიმართვა სწორედ მათ შეუძლიათ. ჯერჯერობით, უცნობია, შეძლებს თუ არა თუქრან ქერიმოვა სასამართლოს მიერ მინიჭებული უფლებით ბავშვების დაბრუნებას.
---
02.02.2019
მედიასაშუალება: http://sknews.ge/index.php?newsid=21233
მოსწავლეებს სკოლებში წითელაზე აცრის ცნობის წარდგენა დაევალათ
ახალციხის საჯარო სკოლებში წითელაზე აცრილი და აუცრელი მოსწავლეების აღწერა მიმდინარეობს. მოსწავლე, რომელიც აცრის დამადასტურებელ ცნობას სკოლაში ორი თვის განმავლობაში ვერ წარადგენს, მას შესაძლოა სტატუსი შეუჩერონ. მოსწავლეებს სკოლებში წითელაზე აცრის ცნობის წარდგენა დაევალათ საქართველოს მთავრობის N16 განკარგულების მიხედვით, მოსწავლეებმა სკოლებში წითელაზე აცრის დამადასტურებელი ცნობა უნდა წარადგინონ. იმ მოსწავლეების სიები, რომლებიც შესაბამის დოკუმენტს ვერ წარადგენენ, ჯანდაცვის ცენტრებს გადაეგზავნება. ამ დღიდან მოსწავლეებს ვაქცინაციის ჩასატარებლად ვადა ორი თვე მიეცემათ. ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე ამბობს, რომ სკოლის დირექტორებს აცრილი და აუცრელი ბავშვების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ჯანდაცვის ცენტრებისთვის უკვე დაევალათ: „მთავრობის განკარგულების მიხედვით,ორი თვის ვადაში, თუ აცრის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა ვერ მოხერხდა, მოსწავლის სტატუსის შეჩერების საკითხი განიხილება“. ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის გია კაპანაძის თქმით, ბავშვების აცრის დამადასტურებელი ცნობები სკოლაში მშობლების ნაწილმა უკვე მიიტანა: "თანდათან მოაქვთ ცნობები, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ სხვადასხვა ასაკში ცრიდნენ და ზოგი მოწმობას ვეღარ პოულობს". „ჩემს სკოლაში წითელას სამი შემთხვევა დაფიქსირდა. მშობლები უკვე გავაფრთხილეთ და ვფიქრობ, არც ცნობის მოტანაზე და არც ბავშვების აცრზე ძალდატანება არავის დასჭირდება“, – გვითხრა მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა ბელა დიასამიძემ.
---
01.02.2019
აცრების სტატუსის შესამოწმებლად ახალი აპლიკაცია ამოქმედდა
მშობლებისთვის ბავშთა აცრების სტატუსის შესამოწმებლად აპლიკაცია ამოქმედდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მშობლებს საკუთარი და მათი შვილების აცრების სტატუსის შესამოწმებლად შეუძლიათ, იმუნიზაციის აპლიკაციის გადმოწერა Play Market და Apple Store-დან. აპლიკაციის სახელწოდებაა Immunization/იმუნიზაციის აპლიკაცია; აპლიკაციით სარგებლობის წესები შემდეგია: 1. დარეგისტრირდებით პირადი ნომრით და ნახავთ პირად ნომერზე რეგისტრირებული ბავშვების აცრის სტატუსს, რომელიც იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებული აქვს პოლიკლინიკას; 2. აცრის დროულად ჩასატარებლად, შეგიძლიათ, ნახოთ რომელი აცრა უწევს ბავშვს გეგმურად; 3. ბავშვის აცრის თაობაზე ინფორმაცია ამ აპლიკაციის მეშვეობით ხელმისაწვდომი გახდება იმ შემთხვევაში, თუ პოლიკლინიკაში დარეგისტრირებულნი არიან მშობლები და ბავშვისთვის ჩატარებული აქვთ ყველა აცრა; 4. იმ შემთხვევაში თუ იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში არ არის დარეგისტრირებული თქვენი მონაცემები, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მიმართეთ თქვენს პოლიკლინიკას და მოითხოვეთ ინფორმაციის რეგისტრაცია იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ სისტემაში. მომავალი კვირიდან აპლიკაციას ამობეჭდვის ფუნქცია დაემატება, რის შემდეგაც მშობლებს შეეძლებათ, აცრების ჩამონათვალი თავად ამობეჭდონ და წარადგინონ საგანმანათლებლო დაწესბულებებში.
---
01.02.2019
სოცმუშაკების საქმიანობის სისტემური გაუმჯობესების მიზნით, საბჭო შეიქმნა, რომლსაც ჯანდაცვის მინისტრი უხელმძღვანელებს
სოციალური მუშაკების საქმიანობის სისტემური გაუმჯობესების მიზნით, სოციალური საქმიანობის საბჭო შეიქმნა, რომლსაც ჯანდაცვის მინისტრი უხელმძღვანელებს, -ამის შესახებ თავად ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისივე თქმით, ფაქტია, რომ სოციალური მუშაკების საქმიანობის მიმართულებით საჭიროა სისტემური გაუმჯობესება. „სოციალური მუშაკების და ზოგადად, სოციალური სამუშაოს პოლიტიკის შესახებ გასული წლიდან დაიგეგმა რამდენიმე ცვლილება. შარშან ზაფხულში პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი სოციალური სამუშაოს შესახებ. ასევე შედგა სამოქმედო გეგმა, რომელიც უკვე ამოქმედდა. რაც შეეხება 4 წლის ბავშვის გარდაცვალებას, ჩვენ არ შეგვიძლია ცალსახად დავადასტუროთ მიზეზშედეგობრიობა, თუმცა იმ ადამიანების სამსახურეობრივი გადაცდომა, რომლებიც ჩვენ გავათავისუფლეთ, ცალსახად იყო გამოკვეთილი. მათ ჰქონდათ გადაცდომები, თუმცა მე არ მინდა ამ ადამიანებს ჩამოვკიდო გარდაცვლილი ბავშვის ცოდვა, ვერავინ დაადასტურებს, რომ ამ გადაცდომებმა გამოიწვია ფატალური შედეგი. რაც შეეხება სოციალური მუშაკების მომავალ საქმიანობას, საჭიროა სისტემური გაუმჯობესება და კომუნიკაცია. ჩემი გადაწყვეტილებით დაფუძნდა სოციალური საქმიანობის საბჭო, რომელსაც მინისტრი უხელმძღვანელებს და რომელიც თვეში ერთხელ გეგმურად ჩატარდება, განიხილება ყველა საკითხი, მათ შორის კომუნიკაციის. პირველი ასეთი საბჭოს სხდომა იქნება მომავალი კვირის დასაწყისში“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/337777/
პია.ჯი- https://pia.ge/post/245372-jandacvis-saministrosi-socialuri-saqmianobis-sabwo-dafuznda
---
01.02.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/sergeenko-4-tslis-bavshvis-gardatsvalebaze-veravin-daadasturebs-rom-gadatsdomebma-gamoitsvia-phataluri-shedegi/
სერგეენკო 4 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე: ვერავინ დაადასტურებს, რომ გადაცდომებმა გამოიწვია ფატალური შედეგი
“4 წლის ბავშვის გარდაცვალებზე, ჩვენ არ შეგვიძლია ცალსახად დავადასტუროთ მიზეზშედეგობრიობა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი თქმით, სოციალური მუშაკების მხრიდან, რომლებიც გაათავისუფლეს, გადაცდომებს ჰქონდა ადგილი, თუმცა ვერავინ დაადასტურებს იმას, რომ გადაცდომებმა გამოიწვია ფატალური შედეგი. „სოციალური მუშაკების და ზოგადად, სოციალური სამუშაოს პოლიტიკის შესახებ გასული წლიდან დაიგეგმა რამდენიმე ცვლილება. შარშან ზაფხულში პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი სოციალური სამუშაოს შესახებ. ასევე შედგა სამოქმედო გეგმა, რომელიც უკვე ამოქმედდა. რაც შეეხება 4 წლის ბავშვის გარდაცვალებას, ჩვენ არ შეგვიძლია ცალსახად დავადასტუროთ მიზეზშედეგობრიობა, თუმცა იმ ადამიანების სამსახურეობრივი გადაცდომა, რომლებიც ჩვენ გავათავისუფლეთ, ცალსახად იყო გამოკვეთილი. მათ ჰქონდათ გადაცდომები, თუმცა მე არ მინდა ამ ადამიანებს ჩამოვკიდო გარდაცვლილი ბავშვის ცოდვა, ვერავინ დაადასტურებს, რომ ამ გადაცდომებმა გამოიწვია ფატალური შედეგი”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ. რაც შეეხება სოციალური მუშაკების მომავალ საქმიანობას, მისი თქმით, საჭიროა სისტემური გაუმჯობესება და კომუნიკაცია. “ჩემი გადაწყვეტილებით დაფუძნდა სოციალური საქმიანობის საბჭო, რომელსაც მინისტრი იხელმძღვანელებს და რომელიც თვეში ერთხელ გეგმურად ჩატარდება, განიხილება ყველა საკითხი, მათ შორის კომუნიკაციის. პირველი ასეთი საბჭოს სხდომა იქნება მომავალი კვირის დასაწყისში“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. შეგახსენებთ, 2019 წლის 22 იანვარს თბილისში 4 წლის გოგონა, რომელიც სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ იყო, მშობლების სახლში გარდაცვლილი იპოვეს. იმავე დღეს შსს-მ გარდაცვლილი გოგონას დედა დააკავა, რომელსაც შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა ასევე, 4 წლის გოგონას გარდაცვალების გამო, ჯანდაცვის სამინისტრომ 4 სოციალური მუშაკი სამსახურიდან გაათავისუფლა
---
01.02.2019
მამუკა ბახტაძე: წელს იგეგმება სოციალური სამსახურის რეფორმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროში იგეგმება რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს სოციალური სამსახურის მუშაობის გაუმჯობესებას. ბახტაძის თქმით, 4 წლის ბავშვის დაღუპვის საქმეზე აუდიტმა გამოკვეთა პასუხისმგებელ პირთა წრე, თუმცა საჭიროდ მიიჩნევს მთლიანად სოციალური სამსახურის რეფორმას. „მინდა, ვთქვა, რომ ამ სამსახურის რეფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. უფრო მეტიც, იცით, რომ შარშან საკანონმდებლო ინიციატივაც გვქონდა ამ საკითხზე. წელს მინისტრმა წარადგინა სამოქმედო გეგმა, ის რეფორმები, რომლებსაც ვგეგმავთ ამ სამინისტროში. მათ შორის, შეიქმნება საბჭო, სადაც პირადად მინისტრი იქნება ხელმძღვანელი, რომ უზრუნველყოს კავშირისა და უკუკავშირის ძალიან მაღალი დონე. ეს არის საუკეთესო ევროპული პრაქტიკა. ამის შესახებ განმარტებას გააკეთებს თავად დავით სერგეენკოც, დარწმუნებული ვარ, ეს იქნება სწორი და ეფექტიანი რეფორმა“, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა. ჯანდაცვის სამინისტრომ 30 იანვარს 4 წლის გოგოს დაღუპვის საქმის მოკვლევის საფუძველზე, 2 უფროსი სოცმუშაკი და 2 სოცმუშაკი გაათავისუფლა, სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა, მარი წერეთელმა კი თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. სანამ სამინისტრო სოცმუშაკების გათავისუფლებაზე განაცხადებდა, გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრის სოციალურმა მუშაკებმა მინისტრს საჯაროდ მიმართეს და პირობების გაუმჯობესება კიდევ ერთხელ სთხოვეს. სოცმუშაკები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის მინისტრს უკვე არაერთხელ მიმართეს დახმარებისთვის, რადგან ყოველგვარ ადამიანურ შესაძლებლობას ცდება იმ სამუშაოების ჯეროვნად შესრულება, რაც დღეს სოციალურ მუშაკებს აკისრიათ. სოცმუშაკები აცხადებენ, რომ მინისტრმა დიდი ხანია, იცოდა, რომ მუშაკთა რაოდენობა ვერ წვდებოდა მომსახურების საჭიროების მქონე ბენეფიციართა დროულ და სრულ იდენტიფიცირებასაც კი. 4 წლის ბავშვი 22 იანვარს დაიღუპა. გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი, დედას შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. არასრულწლოვნის დედა სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს. გარდაცვლილი ბავშვის დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
---
01.02.2019
მამუკა ბახტაძე - 4 წლის გოგონას გარდაცვალება უზარმაზარი ტკივილი იყო მთელი საქართველოსთვის - გამოიკვეთა იმ პირთა წრე, რომელთა პასუხისმგებლობაც იკვეთება
პატარა გოგონას გარდაცვალება იყო უზარმაზარი ტკივილი მთელი საქართველოსთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი ინფორმაციით, სოციალური სამსახურის რეფორმის ფარგლებში იგეგმება საბჭოს შექმნა, რომლის ხელმძღვანელიც დავით სერგეენკო იქნება. „პატარა გოგონას გარდაცვალება იყო უზარმაზარი ტკივილი მთელი საქართველოსთვის. მე მაქვს ინფორმაცია, რომ სამინისტროს აუდიტის სამსახურმა უკვე ფაქტობრივად, დაასრულა ამ საკითხზე მოკვლევა, გამოიკვეთა იმ პირთა წრე, რომელთა პასუხისმგებლობაც იკვეთება, მაგრამ აქვე მინდა დავადასტურო, რომ სოციალური სამსახურის რეფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. წელს, წლის დასაწყისში მინისტრმა წარადგინა სამოქმედო გეგმა, ის რეფორმები, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ ამ სამინისტროში. მათ შორის შეიქმნება საბჭო, რომლის ხელმძღვანელიც პირადად მინისტრი იქნება. ეს არის საუკეთესო ევროპული პრაქტიკა, ამის შესახებ დავით სერგეენკოც გააკეთებს განმარტებას. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება სწორი და ეფექტური რეფორმა,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
---
01.02.2019
ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხზე კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით, პარლამენტში სპეციალური ჯგუფი იწყებს მუშაობას
ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში სპეციალური ჯგუფი იწყებს მუშაობას. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა დავით მათიკაშვილმა განუცხადა, ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა გადაიხედოს კანონმდებლობა და იქ, სადაც არსებობს გამოწვევა და პრობლემები, ცვლილებები განხორციელდეს. დეპუტატის ინფორმაციით, სწორედ ამ საკითხებით დაკავდება სამუშაო ჯგუფი. ჯგუფის შემადგენლობაში არიან დეპუტატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.
---
01.02.2019
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=90993
დავით სერგეენკო: წითელას აცრის გაკეთებაზე უარის თქმა, სტუდენტის სტატუსის შეჩერებას არ გამოიწვევს
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, წითელას აცრის გაკეთებაზე უარის თქმა სტუდენტის სტატუსის შეჩერებას არ გამოიწვევს. „ჩვენი დადგენილება ცალსახად სარეკომენდაციო ხასიათის არის. მისი ამოცანა არის, რომ საზოგადოების ცნობიერება გაიზარდოს და ყურადღების აქცენტირება მიმართული იყოს ვაქცინაციის საჭიროებაზე. ეს არ არის დამსჯელობითი ღონისძიება, რომ ვინმეს შეუჩერდეს სტატუსი. დადგენილება სარეკომენდაციო ხასიათისაა “, - აღნიშნა სერგეენკომ.
ექსპრესნიუს,ჯი- http://expressnews.com.ge/?id=78220
---
01.02.2019
წითელას გავრცელების კოეფიციენტით, საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილზეა
წითელას გავრცელების კოეფიციენტით, საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილზეა. საუბარია ბოლო ერთ წელიწადში მილიონ მოსახლეზე დაავადების გამოვლენის მაჩვენებელზე. მონაცემებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. წითელას გავრცელების ყველაზე მაღალი კოეფიციენტი უკრაინაშია, სადაც დაავადების 36 520 შემთხვევაა დაფიქსირებული (კოეფიციენტი 821.81). სერბეთის, ალბანეთისა და ლიბერიის შემდეგ, ცხრილში საქართველოა, სადაც ბოლო ერთ წელიწადში წითელას 1562 შემთხვევა დაფიქსირდა (კოეფიციენტი 397.92). ამასთან, ბოლო ერთ წელიწადში წითელას გავრცელების მაღალი მაჩვენებელი ასევე დაფიქსირდა მონტენეგროში, საბერძნეთში, ისრაელში, მადაგასკარსა და იემენში.
---
01.02.2019
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/172497/
ევროკავშირის წვლილი საქართველოში უმუშევრობის აღმოსაფხვრელად
დასაქმება ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა საქართველოში. სამუშაო ადგილების შექმნისა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად ევროკავშირი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან.უმუშევრობის პრობლემას საქართველოში მრავალმხრივი მიზეზები აქვს, ხოლო იმ ვაკანსიების უმრავლესობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის შრომით ბაზარზეა წარმოდგენილი, შრომის ბაზრის ექსპერტის, ანა დიაკონიძის თქმით, განკუთვნილია საშუალო და დაბალი კვალიფიკაციის მქონე კადრებისთვის. ვაკანსიების მონიტორინგმა და შრომის ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ ხშირად დამსაქმებლები გადაჭარბებულ მოთხოვნებს აყენებენ როგორც ცენზის, ასევე ზოგადი უნარების თვალსაზრისით. ამავე კვლევის მიხედვით, არსებობს ერთის მხრივ ვაკანტური პოზიციები, რომლებიც ვერ ივსება შესაბამისი პროფესიის მაღალკვალიფიციური კადრების ნაკლებობის გამო, სხვა მხრივ კი ასევე არსებობს პოზიციები, რომლებიც შემოთავაზებული მძიმე სამუშაო პირობებისა და დაბალი ხელფასის გამო ვერ ივსება. ასეთ პოზიციებზე, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, დასაქმებულები მალევე ამბობენ უარს. თუმცა დამსაქმებლები არ ზრდიან ხელფასს და გამოსავლის პოვნას კიდევ უფრო დაბალანაზღაურებადი კადრების ძებნით ცდილობენ. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, რას ცვლის ევროკავშირის პროექტები ადამიანებისთვის დასაქმების თვალსაზრისით პრაქტიკულად და რა კონკრეტული შედეგები დგება ინსტიტუციონალური, პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ? ევროპული სტანდარტების სოციალური და დასაქმების სამსახურები ევროკავშირის პროგრამების ამოქმედების შემდეგ, საქართველოს 69 მუნიციპალიტეტში უკვე არის ევროპული ტიპის სოციალური მომსახურების სააგენტოები. თუ აქამდე დასაქმების ერთი კონსულტანტი არსებობდა თითო მუნიციპალიტეტში, ახლა სამსახურის მაძიებლებს სპეციალისტების გუნდი ეხმარება: დასაქმების კონსულტანტები, დასაქმების აგენტები, კარიერის დაგეგმვის სპეციალისტები და მხარდაჭერითი დასაქმების სპეციალისტები. დასაქმების კონსულტანტი სამსახურის მაძიებლებთან მუშაობს, დასაქმების აგენტი -დამსაქმებლებთან. კარიერის დაგეგმვის სპეციალისტები თვითორიენტაციასა და მიზნამდე მისაღწევი ეტაპების დაგეგმვაში ეხმარებიან მაძიებლებს. მხარდაჭერითი დასაქმების სპეციალისტები შშმ პირებს ეხმარებიან დასაქმებაში. ასეთი სტანდარტი მოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებში და სერვისების ეს მოდელი ორ წლის განმავლობაში მთელ საქართველოში უნდა დაინერგოს. დასაქმებისა და სტაჟირების პროგრამები შშმ პირების დასაქმებისთვის და არამარტო მათთვის, დასაქმების სააგენტო წელიწადში ორჯერ 2-დან 4- თვემდე ატარებს სწავლება-გადამზადებას ინდივიდუალური შესაძლებლობების მიხედვით, შრომითი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. 16 წლიდან ზევით ვაუჩერში სახელმწიფო იხდის 1000 ლარს, ხოლო შშმ პირებისთვის 1500 ლარიანი ვაუჩერია სპეცპედაგოგის, ტრანსპორტირების გათვალისწინებით. სტაჟირების პროგრამა მოქმედებს ყველასთვის, მათ შორის შშმ პირებისთვის. ერთ ვაკანსიაზე დამსაქმებელს სააგენტო აკავშირებს სამსახურის მაძიებელ მინიმუმ სამ ადამიანთან. თითოეული მათგანი იღებს 200 ლარიან სტიპენდიას და დამსაქმებელი ვალდებულია სამი თვის შემდეგ მინიმუმ 6 თვით მაინც გაუფორმოს ხელშეკრულება თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც თავად აირჩევს და დაიტოვებს სამსახურში. 172-მა ადამიანმა მიიღო კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი სერტიფიცირებულთაგან 91 (53%) დასაქმდა კურსების გავლისთანავე 252 სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა დასაქმების ხელისშემწყობ პროგრამაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროფესიული განათლების კურსების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შემდეგ ლინკზე შეუძლიათ – Vet.ge შშმ პირთა სუფსიდირების პროგრამა ეს პროგრამა გულისხმობს, რომ კურსების გავლისა და მომზადების შემდეგ, შშმ პირები სტაჟირების პირველი დღიდანვე 470 ლარამდე თანხას იღებენ 4 თვის ვადით. ოთხი თვის შემდეგ დამსაქმებელი ვალდებულია 6 თვით აუცილებლად დაასაქმოს სტაჟიორი. ასე იქმნება შშმ პირებისთვის 10 თვიანი გარანტირებული სამსახური. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ათი თვის გასვლის შემდეგ, ყველა დასაქმებულს გაუგრძელეს კონტრაქტი და არავინ გაუთავისუფლებიათ. პროექტის ფარგლებში სტაჟირების პროგრამა გაიარა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 129 პირმა პროექტის მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირდა 595 სამუშაოს მაძიებელი და 640 დამსაქმებელი დასაქმდა 191 ბენეფიციარი როგორც ქვეყნის სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარიამ ბეზარაშვილი ამბობს, უმუშევრობასთან ბრძოლაში წინგადადგმული ნაბიჯია ის, რომ სოციალურად დაუცველებს აღარ შეეშინდებათ მუშაობის დაწყების და ბანკებში ოფიციალური ანგარიშის ფლობის, რადგან მათ დასაქმების შემთხვევაში შეუნარჩუნდებათ შემწეობა დასაქმებიდან ერთი წლის განმავლობაში. „იმედია, მალე დაიმსხვრევა სტერეოტიპი, რომ სოციალურად დაუცველებს ბანკში ხელფასის მიღების ნაცვლად შემწეობის მიღება ურჩევნიათ. რაც მეტი სოციალურად დაუცველი დასაქმდება, მით უფრო შემცირდება პასიური შრომითი ბაზარი და ტენდენცია იქნება გააქტიურებისკენ. ეს პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. გვაქვს საუკეთესო მაგალითები, რომ სოციალურად დაუცველები ჩაერთნენ პროგრამებში, გადამზადდნენ, სტაჟირების პროგრამით დასაქმდნენ და ბევრად მეტი აქვთ ხელფასი, ვიდრე შემწეობა ჰქონდათ“, – ამბობს მარიამ ბეზარაშვილი. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარიამ ბეზარაშვილი Worknet.gov.ge სოციალური მომსახურებისა და დასაქმების სააგენტოს სახელმწიფო ვებპორტალია, სადაც სამსახურის ნებისმიერ მაძიებელს და დამსაქმებელს შეუძლია უფასოდ დარეგისტრირდეს. გვერდზე მაძიებელი საკუთარ პორტფოლიოს ქმნის და ყოველდღიურად მისდის ინფორმაცია მისთვის საინტერესო ვაკანსიების, დასაქმების სააგენტოს ყველა აქტივობის შესახებ. ევროკავშირის დასაქმების ხელშემწყობი პროექტები გრძელვადიანია და 2022 წლამდე უკვე დაგეგმილია ეკონომიკური განვითარების ზრდის პროგრამა, უმუშევრობის დაძლევის გზით.
---
01.02.2019
მედიასაშუალება: http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=106104
ევროკავშირი: შრომის ინსპექტირების ამჟამინდელი სისტემა შემდგომ კორექტირებას საჭიროებს
თბილისი (GBC) - ევროკომისია საქართველოში შრომის ინსპექტირების ამჟამინდელი სისტემის კორექტირების საჭიროებას ხედავს, - ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესს ეხება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ უმუშევრობის დონე საქართველოში კვლავ მაღალია (13.7% -მა 2017 წელს საქსტატის მონაცემებით), მიუხედავად შემცირების ტენდენციისა, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს შორის. „ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მაჩვენებელი კვლავ დაბალია და სიღარიბე კვლავ პრობლემა რჩება - მოსახლეობის 21.9% -ით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია იკრიბება პლენარული შეხვედრის, ასევე სამუშაო ჯგუფის ფორმატში, თუმცა პლენარული შეხვედრა არარეგულარულად იმართება. 2017 წლის ნოემბერში საქართველომ მოახდინა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) #144 კონვენციის რატიფიცირება სამმხრივი სოციალური დიალოგის ხელშეწყობის შესახებ. კონვენციის ძალაში შესვლისთანავე, 2019 წლის მაისში საქართველო მონაწილეობას მიიღებს სავალდებულო საანგარიშგებო ციკლში მისი განხორციელების თაობაზე და პრაქტიკაში დაექვემდებარება შემოწმებას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საზედამხედველო მექანიზმების მიერ. შრომის ინსპექტირების ამჟამინდელი სისტემა შემდგომ კორექტირებას საჭიროებს იმისთვის, რომ იყოს შრომის უფლებების შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური კონვენციების განხორციელების ეფექტური მექანიზმი“, - ნათქვმია დოკუმენტში. ასევე აღნიშნულია, რომ ძალაში შევიდა კანონი შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, რომელმაც საშუალება მისცა შრომის ინსპექტორებს განეხორციელებინათ მოულოდნელი შემოწმებები და ჯარიმები გამოეყენებინათ. თუმცა, კანონის გამოყენება შეზღუდულია მთავრობის მიერ განსაზღვრული ისეთი ეკონომიკური საქმიანობისთვის, რომელიც მოიცავს მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაო პირობებს. „2018 წლის 31 ოქტომბერს პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი შრომის უსაფრთხოების შესახებ.. არ არის წინსვლა დასაქმების სამსახურის შესახებ კანონის მიღების საკითხში, ხოლო საჯარო დასაქმების ახალი მოდელის აპრობაცია შერჩეულ რეგიონებში ნელ-ნელა გრძელდება. ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად მოსალოდნელია შრომის კოდექსში შემდგომი ცვლილებების შეტანა. შესაბამის საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი განიხილავს. ახალმა საპენსიო სისტემამ კი, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან ბევრი კრიტიკა გამოიწვია.
---
01.02.2019
უფასო მედიკამენტების პროგრამით 150 000-დან 200 000-მდე ადამიანი ისარგებლებს
რეზიუმე: 2017 წლის ივლისში „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებდა, რომ პროგრამით დაახლოებით 150 000-დან 200 000-მდე ადამიანი ისარგებლებდა. 2017-2018 წლებში პროგრამით სარგებლობის მიზნით, ჯამში, მხოლოდ 35 661 ადამიანია რეგისტრირებული, მათგან 32 669 პირმა ისარგებლა პროგრამით (აფთიაქს მიმართა და მედიკამენტები გაიტანა). ანალიზი. მედიკამენტებზე მოსახლეობის დაბალი ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სექტორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები ყოველწლიურად იზრდება, რაც ძირითადად მედიკამენტებზე ფასების ზრდას უკავშირდება. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2017 წლის 1 ივლისიდან „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც 2013 წელს ამოქმედდა, მედიკამენტების დაფინანსებას ან თანადაფინანსებას არ ითვალისწინებდა. 2017 წელს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებდა, რომ სამინისტროს გათვლებით, უფასო მედიკამენტების პროგრამა დაახლოებით 150 000-დან 200 000-მდე ადამიანზე უნდა გავრცელებულიყო. პროგრამის ამოქმედებიდან წელიწად-ნახევარი გავიდა, პროგრამის მოსარგებლეთა რაოდენობა მიახლოებულიც კი არ არის იმ რიცხვთან, რასაც მინისტრი გვპირდებოდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მოწოდებული ინფორმაციით, „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფის“ პროგრამით სარგებლობის მიზნით, 2017-2018 წლებში ჯამში, 35 661 ადამიანია რეგისტრირებული. მათგან 32 669 პირმა ისარგებლა პროგრამით (აფთიაქს მიმართა და მედიკამენტები გაიტანა). 2017 წელს „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში მხოლოდ 13 010 ადამიანი იყო რეგისტრირებული. 2018 წელს პროგრამაზე 22 651 ახალი ბენეფიციარი დარეგისტრირდა, რაც, დიდწილად, პროგრამის გაფართოებას უკავშირდება. საწყის ეტაპზე მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა ქრონიკული დაავადების მქონე, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე (რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა 100 000 არ აღემატება) გავრცელდა. პროგრამის ფარგლებში გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების და დიაბეტი ტიპი 2-ის (არაინსულინდამოკიდებული) სამკურნალო მედიკამენტები ფინანსდებოდა, ჯამში 23 დასახელების მედიკამენტი. 2018 წლის სექტემბრიდან პროგრამა გაფართოვდა და ის ასაკით პენსიონერებზე და შშმ სტატუსის მქონე პირებზეც გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მედიკამენტები თითქმის სრულიად უნაზღაურდებათ (თანაგადახდა მაქსიმუმ 1 ლარს შეადგენს). პენსიონერებს და შშმ პირებს კი მედიკამენტები ნაწილობრივ უფინანსდებათ, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა მედიკამენტის საბაზრო ღირებულების 50%-ია (ზოგ შემთხვევაში ნაკლები). გასული წლის დეკემბერში, პროგრამას პარკინსონის დაავადება და ეპილეფსია დაემატა. შესაბამისად, გაიზარდა მედიკამენტების ჩამონათვალიც, მიმდინარე წლიდან პროგრამის ფარგლებში 40 დასახელების მედიკამენტი ფინანსდება. ცალკე განხილვის თემაა პროგრამის ბიუჯეტი და მისი შესრულება. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის 2017 წლის ბიუჯეტი თავდაპირველად 3 360 ათასი ლარით განისაზღვრა, თუმცა რეალურმა ხარჯმა 2 686 ათასი ლარი შეადგინა. 2018 წელს პროგრამის ბიუჯეტი 10 მლნ ლარით განისაზღვრა. 2018 წლის 6 თვეში პროგრამის ხარჯი მხოლოდ 102 ათასი ლარი იყო, რაც 6 თვის დაზუსტებული გეგმის 5%, ხოლო წლიური გეგმის - 1%-ია. პროგრამის გაფართოების შემდეგ ხარჯები გაიზარდა, სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2018 წელს პროგრამის რეალურმა ხარჯმა 7 616 866 ლარი შეადგინა. შესაბამისად, დაახლოებით 2 მლნ 383 ათასი ლარი აუთვისებელი დარჩა. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის დაფინანსებისთვის 20 მლნ ლარია განსაზღვრული. მიუხედავად იმისა, რომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა გაფართოვდა, ბიუჯეტის მოცულობიდან გამომდინარე, პროგრამა არც 2019 წელს არის გათვლილი მოსახლეობის იმ რაოდენობაზე (150 ათასიდან 200 ათასამდე ადამიანზე), რასაც ჯანდაცვის მინისტრი გვპირდებოდა.
---
ბეჭდვითი მედია
04.02.2019
მედიასაშუალება: ალია
ასე მოულოდნელად როგორ ჩაანაცვლა გრიპის ვირუსი წითელამ? სად გაქრა გრიპის ვირუსი? რანაირად გაქრა, როცა თებერვლის დასაწყისში რომ გეკითხათ, მატებას ელოდებოდნენ?
საქართველოში წითელას ეპიდაფეთქება გვაქვსო,- გვითხრეს. ეს არ არის ეპიდემია, ეს ეპიდაფეთქებააო. უცნაურია, იმიტომ რომ ზუსტი ციფრი, რამდენ ადამიანს დაუდასტურდა წითელა საქართველოში, აგერ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს აქვს - 1028 ადამიანს დაუდასტურდა წითელა და საქართველოს წითელას 30ათას ვაქცინას ვჩუქნით, რადგან წითელამ საზღვრები არ იცის და გვეშინია, სომხეთშიც არ გავრცელდეს, სადაც წითელას ბოლო შემთხვევა 2007 წელს დაფიქსირდაო. მეზობელი ქვეყანა რომ ვაქცინას გიგზავნის ეს რისი მაჩვენებელია, ეპიდაფეთქების თუ ეპიდემიის- მითხარით ვინმემ, გამარკვიეთ. რამდენ ადამიანს ჰქონდა გრიპის ვირუსი და რამდენმა მიიღო ტამიფლუ, რთული დასათვლელი რატომაა, გვითხარით. ვერა და ვერ გავიგე, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა 150 ათასი ვაქცინა მაქვს მომარაგებული და 38 ათასი გავხარჯეთ ბოლო ათ დღეშიო - მაშინ, რატომ მივიღეთ სომხეთიდან დამატებით 30 ათასი? ძალიან მაინტერესებს, ასე სპონტანურად, ასე მოულოდნელად როგორ ჩაანაცვლა გრიპის ვირუსი წითელამ - სად გაქრა გრიპის ვირუსი? რანაირად გაქრა, როცა თებერვლის დასაწყისში რომ გეკითხათ, მატებას ელოდნენ? კარგი, დავუშვათ სასწაული, გაქრა გრიპის ვირუსი და ჩაანაცვლა წითელამ - როგორ ვახერხებთ, რომ მხოლოდ ჩვენთან საქართველოში ჩავაბუდოთ ყველა ვირუსი? რატომ არ აფეთქდა ვირუსული და ინფექციური დაავადებები თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში? ასევე, გასულ წლის ინტერვიუში ვკითხულობ, პაატა იმნაძე როგორ გვიყვება, რომ მართალია, ორსულებმა ინსტრუქციის თანახმად არ უნდა გაიკეთოს წითელას აცრა, მაგრამ, თუ ისე მოხდა, რომ არ იცია, რომ ფეხმძიმედ არიან და აიცრებიან, საშიში არაფერია... წელს კი - მკაცრად აფრთხილებენ ყველა ორსულ ქალბატონს, აცრა არ გაიკეთონ. მიუხედავად ამისა, კავშირს წითელასა და ტამიფლუს შორის, რომელიც, გარდა გამონაყარისა, ნერვიულ სისტემაზეც მოქმედებს, ჯერაც ჯიუტად ვერ ხედავენ, 10 გამოკითხულიდან ათივემ დამიდასტურა, რომ არც ერთისთვის ექიმს არ უკითხავს აცრამდე, მიღებული ხომ არ აქვს ტამიფლუ ცოტა ხნის წინ...
---
04.02.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
სომხეთი საქართველო წითელას ვაქცინის 30 000 დოზას გადმოსცემს
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ თოროსიანი აცხადებს, რომ საქართველოს წითელას ვაქცინის 30 000 დოზა გადაეცემა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა. "საქართველოს დასახმარებლად, ჩემი ბრძანებით, მათ მიეცემათ 30.000 დოზა წითელას ვაქცინა, რადგან ჩვენი მეზობელი ქვეყანა უფრო ეფექტიანად და სწრაფად ებრძოლოს წითელას ეპიდემიას, რადგან როგორც იცით, დაავადებებს საზღვრები ვერ აკავებენ. გუშინ მე ვესაუბრე ჩემ ქართველ კოლეგას, დავით სერგეენკოს საქართველოში წითელას შემთხვევების შესახებ. მან მითხრა, რომ 1028 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ძირითადად იმასთან არის დაკავშირებული, რომ 90-იან წლებში ბავშვებს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ უტარდებოდათ. მე ასევე შევიტყვე, რომ საქართველოში განხორციელებული ანტიეპიდემიური ღონისძიებების გამო, დღეში დაფიქსირებული 50-60 შემთხვევა შემცირდა 35-მდე. საბედნიეროდ, სომხეთში წითელას ბოლო შემთხვევა დაფიქსირდა 2007 წელს, ჩვენს ქვეყანაში წითელას ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის გამო. მოვუწოდებ საზოგადოებას, ჩაიტარონ ყველა ვაქცინაცია, რომელიც გათვალისწინებულია ეროვნული იმუნიზაციის პროგრამის მიერ, ხოლო გართულების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს", - წერს მინისტრი.
---
04.02.2019
მედიასაშუალება: ალია
4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე 4 სოცმუშაკი სამსახურიდან გაათავისუფლეს
4 წლის გოგოს დაღუპვის საქმის მოკვლევის საფუძველზე, ჯანდაცვის სამინისტრომ 2 უფროსი სოცმუშაკი და 2 სოცმუშაკი გაათავისუფლა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა სოციალური მომსახურების მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარი წერეთელმა. როგორც სამინისტროში განაცხადეს, სოციალური მუშაკების მხრიდან საკმარისი რაოდენობის ვიზიტები არ ხორციელდებოდა ბიოლოგიურ ოჯახში. გარდა ამისა, ბიოლოგიურ ოჯახს არ უნდა ჰქონოდა უფლება, ბავშვი მთელი ღამის განმავლობაში წაეყვანა. „რასაკვირველია, ჩვენ, მთელი უწყება ვწუხვართ პატარა გოგონას გარდაცვალების გამო და ვგრძნობთ ჩვენ წილ პასუხსიმგებლობას მომხდართან დაკავშირებით. დაგეგმილი გვაქვს სისტემური ცვლილებები სოციალური მუშაობის მიმართულებით, რაც გვევალება კიდეც „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის მიხედვით, რომელიც 2018 წლის ზაფხულში იქნა მიღებული. შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელშიც კონკრეტულად გაიწერა სისტემური რეფორმისათვის საჭირო ნაბიჯები. გარდა ამისა, 2018 წელს დაიგეგმა სოციალური მომსახურების სააგენტოს რეორგანიზაცია, რომელიც მიმართულია სისტემური ხარვეზების აღმოფხვრისკენ და რისკების მინიმალიზაციისკენ. რასაკვირველია, სისტემური რეფორმა თავისთავად გულისხმობს სოციალური მუშაკის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, სოციალური მუშაობის ხარისხის ამაღლებას და რეგიონული საბჭოების მანდატის გადახედვა/გაძლიერებას“, – განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს, სანზონაში წლის გოგონა საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს. როგორც მეზობლები ამბობენ, დედა და მამინაცვალი ბავშვს ხშირად სცემდნენ. ძალადობის ერთ-ერთი შემთხვევის დროს ადგილზე გამოძახებულმა პოლიციამ ბავშვის დედას შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. ქალი გუშინვე დააკავეს. როგორც „მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გარდაცვლილი ოთხი წლის ბავშვის დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 24 იანვარს შეეფარდა. მას გამოძიება შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ედება ბრალად
---
04.02.2019
მედიასაშუალება: ალია
"სოციალური აგენტები თავად გავხდით სოციალურად დაუცველები"
სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც სოციალურ ქსელში იმედიანი სახელით არის რეგისტრირებული, ფეისბუქის პირად გვერდზე წერს: „მთავრობა, ხალხს იმედს ნუ ჩაუკლავთ, იმედს! რას დარდობენ და რაზე წუხან სიღატაკეში მცხოვრები სოციალურად დაუცველები, ამას ყოველდღე ვხედავთ ის ხალხი, ვინც მათთან ყველაზე ხშირად ვურთიერთობთ. გამოდით დაბურულმინებიანი კაბინეტებიდან, გამოგვყევით ჩვენ მათთან და დაინახეთ რეალური სურათი. დაგვინახეთ ვინ ვართ სოციალური აგენტები, მართლა ასეთი საზიზღარი ადამიანები ვართ, ვინც უგულოდ ეკიდება თავის საქმეს?!. მთავრობავ_ გაიკითხეთ რა მძიმე შრომას სწევს სოცაგენტი, ადამიანი რომელიც მუდმივი სტრესის ქვეშ მუშაობს იმიტომ, რომ ყოველდღე ვიხედებით მშიერი ადამიანების თვალებში, დაქცეულ-გაპარტახებულ, სიდუხჭირეში მცხოვრებთა ყოფაში, მარტოხელა არამომუშავე პენსიონერების მძიმე მდგომარეობაში. ყოველდღე ვებრძვით სამართლიანი პრინციპულობით იმ ადამიანებს, ვისაც სურს თვალში ნაცარი შეგვაყაროს და თეთრი შავად დაგვანახოს, რასაც მათი მხრიდან ჩვენს მიმართ აგრესია მოჰყვება. ხშირად ცდილობენ მოგვატყუონ რათა შეგვიქმნან ილუზია მათი სიღატაკის შესახებ. ამას კი იმ მიზნით აკეთებენ, რომ ისარგებლონ იმ შეღავათებით, რასაც სოციალურად დაუცველის სტატუსი ითვალისწინებს. საშუალოზე მაღალი შეძლების ოჯახში, სადაც სიღატაკის არანაირი ნიშანწყალი არ შეიმჩნეოდა, ასე მომმართეს:_ რასაც გამორჩები ამ ქვეყანას, ყველაფერი უნდა გამოიყენოვო. იმას კი არ ფიქრობენ, რომ მათ სიახლოვეში არსებობენ და სუნთქავენ ადამიანები, ვისაც აუცილებლად სჭირდებათ თანადგომა. ამ ოჯახის ქალბატონი კი დამემუქრა გიჩივლებ თუ მაღალი ქულა დამითვალეო. მან ისიც არ იცოდა, რომ სოციალური აგენტი არ და ვერ ითვლის სარეიტინგო ქულას(თუმცა ხშირად ტელევიზიები ისე აშუქებენ სიუჟეტებს, თითქოს ჩვენ ვითვლიდეთ ქულას) იმ მარტივი ჭეშმარიტების გამო, რომ შემოღებულია მეთოდოლოგია, როცა პროგრამულად ფორმულა ითვლის ქულას. თუმცა კი ამ მეთოდოლოგიაში უამრავი ხარვეზია, ისეთი, როცა მშრალი ციფრები სწორად ვერ ასახავენ რეალობას. პატივცემულო მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლებო, იქნება დაინტერესდეთ და იკითხოთ ან გადაამოწმოთ რა ხელფასები აქვთ სოციალურ აგენტებს ბოლო ორი წელია. მერე კი მიხვდებით, რომ ჩვენ თავად გავხდით სოციალურად დაუცველები. სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობა კი სირაქლემას პოზიციაშია და არ ანაღვლებთ ის, რომ თითქმის ორი წელია ჩვენი ხელფასი თამაშობს თვეში 160 დან 280 ლარამდე. აქამდე გვისმენდნენ და თავს აქიცინებდნენ, გვპირდებოდნენ მომატებას, მაგრამ ახლა, მოსმენაც არ უნდათ! და ბოლოს. იქნება შეგვხვდნენ ამ ქვეყნის და ხალხის ბედის "შემოქმედნი" და გაიგონ სიმართლე რა ხდება მოსახლეობის დაბალ ფენებში, რა პრობლემები აქვთ, რა ტკივილით ცხოვრობს ხალხი და დასკვნები თვითონ გააკეთონ. არ ისარგებლონ იმ ყალბი სტატისტიკით, რასაც მათ აწვდიან. უბრალოდ არ მოხდეს ისე, როგორც ამასწინათ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბრძანა, ციფრებს ჩავხედე და არც თუ ისე მძიმე მდგომარეობაში ყოფილა ხალხი და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით თუ ვიმსჯელებთ სიღატაკე თითქმის დამარცხებულიაო. მე მკითხე ბატონო მინისტრო რა ხდება და ფაქტობრივ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაგიმტკიცებთ თქვენი მოსაზრების საპირისპიროს. მერე ალბათ სწორ აქცენტებს გააკეთებთ და მთავრობა მთლიანად მიხვდება რა მიმართულებით უნდა იმუშაონ. მათ კი ვინც ასეთი ციფრები მოგაწოდათ და გული მოგილბოთ, ნახეთ რამდენი აქვთ ხელფასი და შეადარეთ სოც აგენტების ხელფასს. მთავრობა, იმედს ნუ ჩაუკლავთ ხალხს, იმედს!“ - წერს იმედიანი.
---
04.02.2019
მედიასაშუალება: ალია
“ახალი ინფექცია ყოველ მეათე დაავადებულს შეიწირავს”
ექიმ კომაროვსკის გაფრთხილება -„ახალი ინფექციასთან, წითელა უმნიშვნელო წვრილმანად მოგეჩვენებათ“. „მე წითელას შესახებ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გაგაფრთხილეთ, მაგრამ თქვენ არ დამიჯერეთ. საზოგადოებას სჭირდება მსხვერპლი, მსხვერპლის გარეშე არავის არ სურს დაჯერება. აი ახლა, მე მინდა გაგაფრთხილოთ: წითელა – ეს მხოლოდ თბილი ყვავილია. იქნება უარესი და წითელა მოგვეჩვენება ტკბილი ხილის ნაჭრად ტორტზე. აი ტორტი კი დიფტერიაა“, – ამბობს კომაროვსკი. როგორც ცნობილი პედიატრი ამტკიცებს, თუ წითელას ასარიდებლად ერთი აცრაა საჭირო, დიფტერიის დროს ეს სამჯერ უნდა გაკეთდეს. ერთი წლის შემდეგ და ყოველ მეათე წელიწადს კი ისევ უნდა გამეორდეს. დიფტერიის მიმართ იმუნიტეტის სწრაფად გამომუშავება არ გამოდის. „სისულელეა ავიცრათ წითლაზე და დავივიწყოთ დიფტერია. უფროსები მშვიდად არიან, რომლებმაც ოდესღაც ბავშვობაში გაიკეთეს ვაქცინა. ვაქცინის გარეშე იღუპება დაავადებულთა 50%. ამის მეშვეობით მსოფლიოს წამყვან კლინიკებშიც კი სიკვდილიანობა 10-15%-ია, ანუ ყოველი მე-10 დაავადებული იღუპება. ჩვენს ქვეყანაში აცრასთან დაკავშირებით დაძაბული სიტუაციაა, აი ვაქცინა კი ჯერ კიდევ არის“, – აცხადებს ექიმი კომაროვსკი. რა არის დიფტერია? კომაროვსკის განმარტებით, ეს არის მკვეთრი და დაუჯერებლად გადამდები დაავადებაა. დიფტერიის მწვავე სიმპტომები არ ინდობენ არც დიდს და არც პატარას. მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, კანის დაზიანება, სასუნთქი გზების გადაკეტვა დიფტერიული საფარით. ჯამში ორგანიზმი განიცდის სრულ ინტოქსიკაციას და ფატალურ შედეგამდე მივდივართ. „დიფტერია – ეს სიკვდილია პირდაპირი გაგებით, როცა ბავშვი ამბობს: „ბიძია ევგენ, თქვენ უკვე სამი დღეა არ გძინებიათ, წადით, სულ ერთია მე მაინც მოვკვდები“. და იღუპება 2 საათის შემდეგ. ამის შემდეგ მე ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ნახევარზე მეტი ბავშვი არაა აცრილი!“, – აცხადებს ექიმი. ყველაზე საშიში–დიფტერია ჰაერწვეთოვანი გზით გადადის, ანუ, თუ ავადმყოფი იმყოფება თუნდაც 200 მეტრში თქვენგან, მაგალითად პირველ სართულზე, თქვენ კი მეცხრეზე, სულერთია, მაინც დიდი რისკია გადადების, როგორ კარგადაც არ უნდა ეცადოთ კონტაქტისგანთავის არიდებას. რაც შეეხება აცრას, კომაროვსკი 100%-ით დარწმუნებულია რომ ის აუცილებელია. “ეს ყველაზე ეფექტური მეთოდია ინფექციური დააავადებების საპროფილაქტიკოდ და პრაქტიკულად გამქრალია მასობრივი საინფორმაციო სივრციდან. გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, აცრილია თუ არა სათანადოდ ბავშვი ან თქვენ. თუ ბოლო ათ წელიწადში არ აცრილხართ, არსებობს სპეციალური ვაქცინა ზრდასრულებისთვის. დიფტერია აუცილებლად მოვა, სხვანაირად უბრალოდ არ შეიძლება. არსებობს ბიოლოგიური კანონები. ბევრი ადამიანი დაიღუპება, ეს არაა წითელა. ეს ბევრად უარესი და სახიფათოა, ზრდასრულს უფრო მეტი შანსი აქვს შეეწიროს დიფტერიას, ვიდრე ბავშვს“, – აცხადებს კომაროვსკი.
---
04.02.2019
მედიასაშუალება: თბილისელები
რა გართულებები შეიძლება, მოჰყვეს აცრებს, ვინ უფრო დაცულია, აცრილი თუ აუცრელი და აცრების რა შედეგის ეშინიათ ყველაზე მეტად საქართველოში
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2018 წლის მთავარ გამოწვევად აცრების საწინააღმდეგო კამპანია დაასახელა და ამის ექო ჩვენს ქვეყანაშიც გაისმის. შესაბამისად, ჩნდება კითხვები: ვინმეს უნდა კაცობრიობის დაავადება? ვაქცინები გარკვეული მიზნებით გამოიცდება თუ იმუნიტეტი ისე გაგვიძლიერდა, რომ აღარ გვემუქრება ის ფართომასშტაბიანი ეპიდემიები, რომლებიც კაცობრიობამ ამ საუკუნეების განმავლობაში გამოიარა და რაც სწორედ ვაქცინებით დაიძლია? - ამ თემებზე ჯანდაცვის ექსპერთან, სერგო ჩიხლაძესთან ერთად ვისაუბრებთ. - ჩვენთან არსებული პრაქტიკით, გაცნობებენ, რომ აცრაა ჩასატარებელი, მაგრამ არავინ გაძალებს, სხვა ქვეყნებში როგორაა? - ქვეყნების მიხედვით, აცრების კალენდარი სხვადასხვაა, მაგრამ პრინციპი ერთია. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენთან გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აუცრელ ბავშვებს არ მიიღებენ სკოლებში, უმაღლეს სასწავლებელში... - ეს დაძალება და რეპრესიები, ჩემი აზრით, ანტიკონსტიტუციურია. - გასაგებია, რომ აცრა სავალდებულოა, მაგრამ ადამიანების დარწმუნება, რომ აიცრან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მოვალეობაა და ამაზე უნდა მუშაობდნენ. ხშირად ვლაპარაკობ ჯანდაცვის პირველადი რგოლის მნიშვნელობასა და მისი განვითარების აუცილებლობაზე და მისი მოვალეობა სწორედ ესაა, გამოავლინოს ის ოჯახები, რომლებიც არ იცრიან და გამოიკვლიოს მიზეზები. - აცრილთა რა რაოდენობაა კრიტიკული ზღვარი, რის ქვემოთაც ეპიდემიის საფრთხეა? - წითელა-წითურა-ყბაყურის პირველი აცრის მხრივ ქვეყანაში კარგადაა საქმე, 95 პროცენტზე მეტი მოცვა და ვუახლოვდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას.
---
04.02.2019
მედიასაშუალება: ალია
"იცი ალფა პვპ მაქვს (საუბარია ე.წ. აბაზანის მარილი) საიდიან გამოვიწერე, არაფერი არ არის ცოტა "მოგხოდავს" და კარგ ხასიათზე დაგვაყენებს, მოვწიოთ და მერე "მაგრა ვიდვიჟენიებთ..."
„იცი ალფა პვპ მაქვს ( საუბარია ე. წ აბაზანის მარილი). საიტიდან გამოვიწერე. არაფერი არ არის, ცოტას „მოგხოდავს“ და კარგ ხასითზე დაგვაყენებს. მოვწიოთ და მერე „მაგრა ვიდვიჟენიებთ...“ ასე იწყება ვითომ ძალიან ჩვეულებრივი დიალოგი დღეს ახალგაზრდებს შორის!.. და მერე სრულდება კომით, ხან სიკვდილით ან ძლერი პარანოიდული ფსიქოზით და უმძიმესი თავის ტვინის შეუქცევადი ორგანული დაზიანებებით. არ მეგონა თუ ასე რთულად იყო საქმე, ახლახანს დავბრუნდი დასავლეთიდან, შევხვდი ბევრ ექიმს და ვესაუბრე „ემერჯენსის“ წარმომადგნელებს. დღე არ გავა რომ ვინმე არ მოხვდეს სასწრაფო გადაუდებელ განყოფილებაში უძლიერესი აღზნებით, ფსიქოზით ან/და კომატოზური მდგომარეობით. ვითომ უვნებელი ნარკოტიკი, რომელიც დღეს არის ყველაზე გავრცელებული საქრთველოში და იწვევს ძალიან მძიმე შედეგებს ნარკოგენული თვისებებით, ბევრჯერ აღემატება მეტამფეტამინს და მის მსაგვს ნარკოტიკულ საშულებებს. აღნიშნული ნარკოტიკის სისტემატიური მიღების შემდეგ ვითარდება უმძიმესი ფორმის დამოკიდებულება, რომლიც ვლინდება პარანოიაში, აგრესიაში, თვითდაზიენების შემთხვევებში, მეტყველების და მოძრაობის გაძნელებასა და თავის ტვინის უმძიმეს ორგანულ დაზინებებში!.. აგრეთვე ზედოზირება ხასითდება მაღალი ცხელებითა და მიკარდიუმის ინფარკტით ან/და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლით. ზუსტად შსს - ს ბოლო ოპერაციის დროს იყვნენ დაკვებული ის პირები, რომლებიც ამ ნარკოტიკულ საშულებას ინტერნეტით ავრცელებდნენ. თუმცა, ეს წვეთია ზღავში. ეს ვნებს თქვენ შვილებს, ახლობლებს. ამ ნარკოტიკზე უნდა აუხსნათ, რომ უმძიმესი შედეგი მოაქვს მის მოხმარებას და საჭიროა ექიმის დროული ინტერვენცია თუ ამ ნარკოტიკის მიმართ გარკვეული დამოკიდებულება გაჩნდა. ეს მეხება მეც, შენც, თითოეულ თქვენგანს ვინც ამ პოსტს კითხულობს და ბევრ იმ ადამიანსაც, ვის ყურამდეც ჩემი ხმა შეიძლება არც კი მივიდეს, ამიტომ მოგიწოდებთ, იყავით ფრთხილად!“, წერს ზურაბ სიხარულიძე.
---
02.02.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
აყრილი იატაკი და ჩამტვრეული მინები - ასეთია გლდანი - ნაძალადევში სოცმომსახურების სააგენტოს შენობა
სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის რაიონის სერვის ცენტრის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სააგენტოს თანამშრომელი ნინო ლეკიშვილი ავრცელებს.ფოტოებზე ჩანს, რომ შენობა ამორტიზებულია, აყრილია იატაკი და ა.შ. „სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის თანამშრომლები წლების განმავლობაში ფოტოებში ასახულ გარემოში მუშაობენ და სწორედ ამ პირობებში იღებენ მომსახურებას - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ხანდაზმულები, ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები, მზრუნველობამოკლებული არასრულწლოვნები, სოციალურად დაუცველი პირები და ა.შ. აღნიშნულის შესახებ ჩვენს მიერ არაერთხელ იყო ინფორმირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობა, თუმცა, ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია. მსგავს გარემოში თითოეულ ჩვენს ბენეფიციარს უჩნდება სოციალური მუშაკების და ზოგადად სოციალური სამსახურის მიმართ უნდობლობის განცდა,“ - წერს ლეკიშვილი.
---
02.02.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
წამლების ეტიკეტიდან ინფორმაციის მიღება საერთოდ შეუძლებელია
აფთიაქებში შეძენილ თითქმის არც ერთ წამალს ქართულ ენაზე ეტიკეტი არ მოჰყვება. სურსათის შემთხვევაში კანონმდებლობა ამ საკითხს მეტ-ნაკლენად არეგულირებს, ხოლო სააფთიაქო ქსელებში სრული განუკითხაობაა. იმპორტული წამლების დიდ ნაწილზე დატანებული ეტიკეტის წაკითხვა ხშირად შეუძლებელია შრიფტის სიმცირის ან გაურკვეველ ენაზე დართული წარწერის გამო. არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ დაადასტურებს, რომ მედიკამენტზე თანდართული ეტიკეტი აუცილებლად უნდა იყოს ქართულ ენაზე და სრულ ინფორმაციას იძლეოდეს როგორც შემადგენლობაზე, ასევე უკუჩვენებაზეც. არადა, დღეს ასეთი დარღვევა სამომხმარებლო ბაზრისთვის ჩვეულებრივი ამბავია. ვითარება მართლაც საგანგაშოა. არის შემთხვევები, როცა ეტიკეტი მხოლოდ მწარმოებელი ქვეყნის მშობლიურ ენაზეა და არა ინგლისურად. შესაბამისად, უნგრულ თუ ჩეხურ ენაზე შედგენილი ანოტაციიდან რაიმეს გაგება შეუძლებელია. არასამთავრობო ორგანიზაციის - "გახსოვდეს ჰიპოკრატე" წარმომადგენელი "რეზონანსთან" საუბრისას ადასტურებს, რომ წამლის ეტიკეტთან დაკავშირებით ქვეყანაში დიდი პრობლემაა და ხშირად მომხმარებელს არ აქვს ელემენტარული ინფორმაცია იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც ყიდულობს. "პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ეტიკეტის საკითხი მოუგვარებელია მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით ეს აუცილებელია. მედიკამენტს უნდა ერთვოდეს ქართული წარწერა, არ შეიძლება, მის გარეშე იყიდებოდეს. როგორ მოწმდება, ვერ გეტყვით, წამლის გაცემისა და შენახვის წესი მოითხოვს გარკვეულ სტანდარტს, რომელიც უნდა შესრულდეს. რა მდგომარეობაც ამ მხრივ აფთიაქებშია, კანონის უხეში დარღვევაა. თარიღის გარდა, ეტიკეტი უნდა იძლეოდეს ამომწურავ ინფორმაციას პროდუქტის შემადგენლობასა და ხარისხზე. მართალია, ფარმაცევტები დაინტერესებულ მომხმარებელს თავად განუმარტავენ მედიკამენტის დანიშნულებას, მაგრამ ეს მაინც არ არის ნორმალური დამოკიდებულება, რადგან ამომწურავი ინფორმაციის მიღება არც ამ მეთოდით ხდება. დანიშნულების გარდა, არის სხვა ნიუანსი, მაგალითად, წამლის უკუჩვენება, რაზეც მყიდველმა აუცილებლად უნდა იცოდეს. კომპანიისთვის ეტიკეტის წესების დაცვა აუცილებელი ვალდებულებაა. მისი დარღვევა ნიშნავს, რომ მომხმარებელს ართმევენ არჩევანის თავისუფლებას. ჩვენ წინაშე ასეთი ვალდებულება აფთიაქის მფლობელს უნდა დაეკისროს, ხოლო მან ეტიკეტის პირობების დაცვაში შემომტანი დაავალდებულოს", - აცხადებს "რეზონანსთან" ბერაძე. მისი თქმით, წამალზე თანდართული ანოტაცია ადვილად აღქმადი შრიფტით უნდა იწერებოდეს და წამლის ჩვენება-უკუჩვენებაზე ამომწურავ ინფორმაციას მოიცავდეს. "წამლის შეძენისას პაციენტს თავად უნდა შეეძლოს მედიკამენტების მოქმედების კონტროლი, რის შესაძლებლობასაც ეტიკეტი იძლევა. განსაკუთრებით კი ამომწურავი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს წამლის ჩვენებასა და უკუჩვენებაზე. ცალკე პრობლემაა შრიფტის ზომა, ესეც ერთ-ერთი ხარვეზია. ანოტაცია ნორმალურად აღსაქმელი შრიფტით უნდა იწერებოდეს, ელემენტარულად, იკითხებოდეს და არ სჭირდებოდეს გამადიდებლის გამოყენება. ჩემთვის უცნობია, ეს მომენტი კანონში რამდენად არის გათვალისწინებული", - ამბობს მარინა ბერაძე. მომხმარებელთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისთვის მსგავსი საჩივრით თითქმის არავის მიუმართავს. ორგანიზაცია "ეტიკის" ხემძღვანელი ამირან შენგელია აღნიშნავს, რომ პრობლემა ყველაზე მეტად არჩევანის უფლების შეზღუდვაა. "ხშირად კონკრეტული წამლის შესაძენად აფთიაქში შესულ ადამიანს ფარმაცევტი თვითნებურად სთავაზობს წამლის ანალოგს, რაც არასწორია. არ უნდა ხდებოდეს ჯენერიკის ან ანალოგის შეთავაზება. იმის გამო, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს აქვთ საკუთარი საწარმოები და მათსავე ინტერესებშია საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია, ექიმის მიერ გამოწერილი წამლის ნაცვლად, მომხმარებლისთვის ანალოგის შეთავაზებას ცდილობენ. ეს არჩევანის თავისუფლებას ზღუდავს, რაც მომხმარებლის უფლებების უხეში დარღვევაა. რა წამალსაც უნდა ყიდულობდე, აუცილებელია, ქართულ ენაზე შედგენილი ეტიკეტი იძლეოდეს სრულ ინფორმაციას, რომ ყველა შესაძლო პრობლემა გამოირიცხოს", - აცხადებს "რეზონანსთან" ამირან შენგელია.
---