მედიამონიტორინგი 05.02.2019
ტელევიზია
05.02.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 10:00
უფლებამოსილების ფარგლებში შრომის ინსპექცია, გეგმიური შემოწმების გარეშე, კანონდარღვევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეტყობინებაზე შეძლებს რეაგირებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა. აკაკი ზოიძის თქმით, შრომის ინსპექციას შესაბამისი სანქციების გატარების უფლება სასამართლოს დადგენილების გარეშე ექნება. აღსანიშნავია, რომ შრომის ინსპექციის ზედამხედველობა ამ ეტაპზე მხოლოდ მომატებული საფრთხისშემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე ვრცელდება. ინსპექციის უფლებების გაზრდასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტი ამჟამად განიხილავს, რომლის დამტკიცების შემთხვევაში ცვლილებები ძალაში 2019 წლის სექტემბერში შევა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5854013
---
04.02.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
კიბოს ბრძოლაში ქალაქებს შორის გამოწვევას თბილისიც შეუერთდა. დედაქალაქის მოსახლეობისთვის კიბოს პრევენციას და მკურნალობაზე უკეთესი წვდიომის უზრუნველსაყოფად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5852852
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5853528
---
04.02.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
ოპოზიცია ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ხარვეზებზე საუბრობს. გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებით, მიუხედავად იაფი წამლების პროგრამისა, პრობლემა არა თუ ვერ მოგვარდა, არამედ უფრო გაღრმავდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5853032
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5852523
კავკასია - დღეს 19:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5853294
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5853140
---
04.02.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
„მოამბე“ 22 იანვარს ნაძალადევში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას საქმეს უბრუნდება. რატომ ვერ შეძლეს სოციალურმა მუშაკებმა, რომლებსაც ბავშვზე ზედამხედველობა ევალებოდათ, მისი უსაფრთხოების დაცვა; რატომ ცხოვრობდა ბავშვი ისევ ბიოლოგიურ ოჯახში, იმ დროს, როდესაც დედის მიმართ შემაკავებელი ორდერი იყო გამოწერილი და შვილის მხოლოდ დღის საათებში გაყვანა შეეძლო; ამ კითხვებზე დეტალური პასუხები ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურმა გასცა და დასკვნაც დადო, რომელიც „მოამბემ“ ექსკლუზიურად მოიპოვა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5853339
---
04.02.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00
ოჯახში და საჯარო სივრცეში სხვადასხვა ტიპის საფრთხისგან ბავშვების დასაცავად დეპუტატები ახალ კანონს მიიღებენ
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5853509
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5853229
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5852248
---
04.02.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
ბავშვთა უფლებები, ოჯახში ძალადობა და შრომა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5853355
---
04.02.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00
ჯანდაცვის კომიტეტმა, "შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონის პროექტი, მეორე მოსმენით მიიღო. პროექტის მთავარი მიზანი უბედური შემთხვევების პრევენციაა, ასევე სამუშაო ადგილზე ადექვატური პირობები, დაავადებების თავიდან აცილება, დასაქმებულთა სწავლება და ჩართულობა შრომის უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტაში.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5853498
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5852899
---
04.02.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00
კომპანიების შრომის უსაფრთხოების მენეჯერებს ტრენინგები უტარდებათ. პირველადი სამედიცინო დახმარება, რისკების შეფასება, სახანძრო უსაფრთხოება- ეს ის ძირითადი მოდულებია, რასაც კომპანიის მენეჯერები 3 თვის განმავლობაში გაივლიან. ტრენინგებს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ჯანდაცვის სამინისტოსგან მირებული აკრედიტაციის საფუძველზე ატარებს. ამ ეტაპზე გადამზადებას მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი საწარმოების თანამშრომლები გადიან.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5853459
---
04.02.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 18:00
აჭარაში წითელას გავრცელების დინამიკა უცვლელია. ბოლო მონაცემებით რეგიონში ინფიცირების 24 შემთხვევა დაფიქსირდა. პარალელურად პოლიკლინიკებში ვაქცინაცია გრძელდება. რაც შეეხება გრიპის გავრცელების დინამიკას, როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, კლინიკებში მომართვიანობამ საგრძნობლად იკლო. ამ ეტაპზე რეანიმაციული დაკვირვების ქვეშ კლინიკაში ქრონიკულად მოავადე რამდენიმე პაციენტი რჩება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5853174
---
04.02.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
"მე ვარ და მე ვიქნები" - ეს არის კამპანიის სლოგანი, რომელიც კიბოსთან ბრძოლას ეძღვნება. დღეს აღნიშნავს მსოფლიო კიბოსთან ბრძოლის დღეს. ცნობისთვის სწორედ ონკოლოგიური დაავადებებია მეორე ადგილზე ადამიანების გარდაცვალების მიზეზებს შორის. პირველ ადგილზე კი საქართველოში 2017 წელს სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები სახელდებოდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შესაძლებელია ამ რიცხვის შემცირება, შესაძლებელია კიბოს თავიდან არიდება, ამისთვის კი ერთ-ერთი მთავარი, რასაც ადამიანებმა უნდა მიმართონ ეს ჯანსაღი ცხოვრების წესია
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5853434
---
04.02.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
გაერთიანებულ ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება მოქალაქეებისათვის სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭებას პოლიტიკურ იარაღად იყენებს. თეონა ჭალიძის განცხადებით, საარჩევნო პერიოდში ყოველთვის მზარდია ამ სტატუსის მინიჭების მაჩვენებებლი. მისი თქმით, შემწეობების მოხნის ტენდენცია არჩევნების დასრულების შემდეგ შეინიშნება. თეონა ჭალიძემ ამის დასადასტურებლად სტატისიკაც წარმოადგინა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5853029
---
03.02.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
რა არის ბავშვის მინდობით აღზრდა - დეტალები ,,დღის იმედში''
---
ინტერნეტი
05.02.2019
გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, დეკემბერ-იანვარში, „112“-ში სასწრაფო დახმარების გამოძახების 48 748 შეტყობინება დაფიქსირდა
საქართველოს მასშტაბით, გრიპის ვირუსთან ან/და გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებთან დაკავშირებით დეკემბერ-იანვარში „112“-ში 48 748 შეტყობინება დაფიქსირდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ მიერ „112“-დან გამოთხოვილ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათი ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, საერთო ჯამში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახების მოთხოვნით, „112“-ის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირდა: 2018 წლის დეკემბერში 145 912 შეტყობინება, ხოლო 2019 წლის 20 იანვრამდე - 110 424 შეტყობინება. ამ გამოძახებებიდან გრიპის ვირუსთან ან/და გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებთან დაკავშირებით 2018 წლის დეკემბერში 24 437, ხოლო 2019 წლის 20 იანვრამდე 24 311 შეტყობინება დაფიქსირდა, რაც ჯამში 48 748-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ წინა თვეებთან შედარებით, დეკემბერ-იანვარში გრიპის ვირუსთან დაკავშირებული გამოძახებების რაოდენობა გაზრდილია. მაგალითად, 2018 წლის ნოემბერში მსგავსი შინაარსის 3-ჯერ ნაკლები, 7 828 შეტყობინება დაფიქსირდა. „112“-ის განმარტებით, აღნიშნული მონაცემები წარმოადგენს მოქალაქეებისგან მიღებულ მხოლოდ პირველად ინფორმაციას.
---
05.02.2019
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნედლი რძის და სუნელ-სანელებლების 23 შემთხვევაში ტყვიის შემცველობა ნორმას აღემატება
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის მონაცემებით, ტყვიის შემცველობა ნორმას არ აღემატება ბავშვთა კვების პროდუქტებში, თევზში, პურპროდუქტებში, ბურღულეულსა და ბოსტნეულში, ხოლო დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობა აღინიშნა ნედლი რძის 15 და სუნელ-სანელებლებლების 8 ნიმუშში. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი,სურსათის 1176 ნიმუშიდან ტყვიის ნორმასთან შეუსაბამობა 23 შემთხვევაში გამოვლინდა. „2018 წელს, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია 1176 ნიმუში, მათ შორის: რძის და რძის ნაწარმის 82, ხორცის და ხორცპროდუქტების - 335, თევზის და თევზის პროდუქტების - 47, კვერცხის - 68, ბავშვთა კვების პროდუქტების - 48, სუნელ-სანელებლების - 137, თაფლის - 11, სასმელების - 108, პურპროდუქტების, ბურღულეულისა და ბოსტნეულის 340 ნიმუში. 1176 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა 23 ნიმუშში, რაც საერთო რაოდენობის 2 პროცენტს შეადგენს. ტყვიის შემცველობა ნორმას არ აღემატება ბავშვთა კვების პროდუქტებში, თევზში, პურპროდუქტებში, ბურღულეულსა და ბოსტნეულში. გასულ წლებთან შედარებით, ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა არ გამოვლენილა ხორცის ნიმუშებში. დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობა აღინიშნა ნედლი რძის 15 და სუნელ-სანელებლებლების 8 ნიმუშში (2017 წელს სუნელ-სანელებლებში 33 დარღვევა დაფიქსირდა). დარღვევის შესახებ ეცნობა შესაბამის სამსახურებს და პროდუქციის ამოღებაზე ზედამხედველობა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელა. სურსათში ტყვიის შემცველობაზე აღებულ ნიმუშებში დარღვევების რაოდენობის შემცირება განაპირობა ბაზრის კონტროლის გააქტიურებამ და რეგიონებში ნარჩენების მართვის სისტემების გაუმჯობესებამ“, - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
---
04.02.2019
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, აუდიტის სამსახური უფასო მედიკამენტების პროგრამის საკითხს არ სწავლობს
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ზაზა ბოხუას ინფორმაციით, აუდიტის სამსახური უფასო მედიკამენტების პროგრამის საკითხს არ სწავლობს. „საჭიროების შემთხვევაში აუდიტის სამსახური არსებობს და თუ საჭიროება იქნება უფასო მედიკამენტების პროგრამას შეისწავლის და ოპოზიციას ამ შემთხვევაში ვუპასუხებთ“, - აღნიშნა ზაზა ბოხუამ. შეგახსენებთ, რომ „ძალა ერთობაშია” სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოუწოდებს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული მედიკამენტების უფასო პროგრამა შეისწავლოს.
---
04.02.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/kibosthan-brdzolashi-qalaqebs-shoris-gamotsvevas-thbilisi-sheuerthda/
კიბოსთან ბრძოლაში ქალაქებს შორის გამოწვევას თბილისი შეუერთდა
დედაქალაქის მოსახლეობისთვის კიბოს პრევენციასა და მკურნალობაზე უკეთესი წვდომის უზრუნველყოფისთვის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაზა ბოახუამ, თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გელა ჩივიაშვილმა, საქართველოს პაციენტთა კავშირის ონკოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ეკატერინე სანიკიძემ და City Cancer Challenge-ის გენერალურმა დირექტორმა, სიუზან ჰენშლიმ მოაწერეს. თბილისი ევროპაში კიბოსთან ბრძოლის მიმართულებით საერთაშორისო მოძრაობის წევრი პირველი დედაქალაქი გახდა. შეთანხმების ფარგლებში, ორი წლის განმავლობაში, ფონდ “City Cancer Challenge”-ის მხარდაჭერით, ადგილობრივი, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობით კომპლექსური ღონისძიებები განხორციელდება. უზრუნველყოფილი იქნება დაინტერესებულ მხარეთა გამოვლენა, დაკავშირება, პროცესში ჩართვა; კიბოს უკეთესი მართვის მიზნით, ქალაქის მასშტაბით არსებული გამოწვევების, საჭიროებებისა და პრიორიტეტების შეფასება; დაავადებასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის შემუშავება; ქალაქის გეგმის განხორციელების მხარდასაჭერად საერთაშორისო და რეგიონული პარტნიორობა; ერთჯერადი და გრძელვადიანი ინვესტირება და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება; ასევე, პროგრესის მონიტორინგისა და შეფასების ჩარჩოს შემუშავება. ფონდი „City Cancer Challenge“ კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირის (UICC) მიერ, 2017 წელს შეიქმნა და ქალაქებისთვის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას უზრუნველყოფს. კიბოს მსოფლიო დღე ყოველი წლის 4 თებერვალს აღინიშნება და სიმსივნეების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლების გზით, სიკვდილიანობის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/531297-kibos-prevenciasa-da-mkurnalobaze-uketesi-cvdomis-uzrunvelqopistvis-memorandumi-gapormda/
პია.ჯი- https://pia.ge/post/245790-kibostan-brzolasi-qalaqebs-soris-gamowvevas-tbilisi-seuertda
---
04.02.2019
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/180714/
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის დღეა – კიბოს შემთხვევათა ერთი მესამედის პრევენცია შესაძლებელია
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. ყოველწლიურად შესაძლებელია 3.7 მილიონი სიცოცხლის გადარჩენა, კიბოს დროული დიაგნოსტიკითა და სათანადო მკურნალობით. დაახლოებით 30%-50% კიბოთი დაავადების შემთხვევებისა, შეიძლება თავიდან იქნეს აცილებული ცხოვრების ჯანსაღი წესით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კიბო არის გარდაცვალების მეორე მთავარი მიზეზი მსოფლიოში. 2018 წელს კიბოთი დაახლოებით 9.6 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. კიბოს მსოფლიო დღის ინიციატორი კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირია (UICC), რომელიც 1993 წელს დაარსდა. იგი აერთიანებს და მხარს უჭერს კიბოსთან ბრძოლის საზოგადოებებს კიბოს გლობალური ტვირთის შემცირების მიზნით. 2019-2021 წლებში კამპანიის სლოგანია: „მე ვარ და მე ვიქნები“. UICC თითოეულ ადამიანს მიმართავს: თითოეულ თქვენგანს აქვს ძალა, შეამციროს კიბოს განვითარების რისკი და შეამსუბუქოს დაავადების გამოსავალი საკუთარი, თქვენთვის საყვარელი ადამიანებისა და მსოფლიო მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. ნახეთ ვიდეორგოლი, რომელსაც Will.i.am , HALSEYდა სხვა ცნობილი ადამიანები შეუერთდნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში აფინანსებს სამედიცინო მომსახურებას, რომელიც არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული სამედიცინო პროგრამებით. მკურნალობა ფინანსდება ფაქტიური ხარჯით შემდეგი პროპორციებით: – 1000 ლარის ჩათვლით – 100% – ით; – 1000 ლარზე მეტი 2000 ლარის ჩათვლით – 90% – ით; – 2000 ლარზე მეტი 3000 ლარის ჩათვლით – 80% – ით; – 3000 ლარზე მეტი – 70% – ით. არაუმეტეს 5 000 ლარისა. სამედიცინო მომსახურება ტარგენტული, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტებით ფინანსდება სამკურნალო დაწესებულებიდან ან სააფთიაქო კომპანიებიდან წარდგენილი ანგარიშფაქტურის მიხედვით პროგრამით გათვალისწინებული პროპორციების დაცვით. ერთ მიმართვაზე არაუმეტეს 5000 ლარისა, წლიური ლიმიტი შეადგენს 15 000 ლარს. ► ადრეული ძუძუს აგრესიული HER-2 რეცეპტორდადებითი დიაგნოზის მქონე პირების მედიკამენტ „ტრასტუზუმაბით“ (ჰერცეპტინით) მკურნალობა ფინანსდება სამკურნალო დაწესებულებიდან ან სააფთიაქო კომპანიების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით სრულად თანაგადახდის გარეშე (1 პაციენტზე არაუმეტეს – 12 ციკლისა). ► პაციენტებს საჭიროებიდან გამომდინარე ძუძუს აგრესიული HER-2 რეცეპტორდადებითი მეტასტაზური კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში უფინანსდებათ მედიკამენტ „პერტუზუმაბის“ ან „ლაპატინიბის“ მკურნალობის კურსის ღირებულება „ტრასტუზუმაბთან“ (ჰერცეპტინი) ერთად (1 პაციენტზე-8 ციკლი), წლის განმავლობაში 10 პაციენტი. ► პაციენტებს საჭიროებიდან გამომდინარე ჰორმონდამოკიდებული HER-2- მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში უფინანსდებათ სრულად, თანაგადახდის გარაეშე მედიკამენტ „ევეროლიმუსის“ (აფინიტორი) მკურნალობის კურსის ღირებულება (ერთ პაციენტზე 8 ციკლი). წლის განმავლობაში არაუმეტეს 7 პაციენტი. ✔️ ასევე, ფინანსდება: რადიოაქტიური იოდის თერაპია; ქიმიო და სხივური თერაპიის თანაგადახდა – სახელმწიფოს მიერ დადგენილ ტარიფამდე სრულად; და კვლევები: იმუნოჰისტო/ქიმიური, მორფოლოგიური, ჩონჩხის სტენოგრაფია, მოცირკულირე სიმსივნური უჯრედების განსაზღვრა სისხლში. 2019 წელს სამინისტრომ ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტთათვის დაიწყო ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსება: ► ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიით, ტრანსპლანტაციის წინა კვლევებით, ორგანიზმის მომზადებით ტრანსპლანტაციისათვის და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვით – 80 000 ლარით; ► ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიით, ტრანსპლანტაციის წინა კვლევებით, ორგანიზმის მომზადებით ტრანსპლანტაციისათვის და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვით – 130 000 ლარით.
---
04.02.2019
მედიასაშუალება: http://knews.ge/?p=36570
კახეთში წითელას კიდევ 21 შემთხვევა დაფიქსირდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, გასულ კვირას კახეთის რეგიონში წითელას 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მისი თქმით, წითელათი დაავადების რიცხვი ყოველ კვირას მცირდება. ,,კახეთის რეგიონში წითელათი დაავადების შემთხვევები შემცირებულია. წინა კვირას 21 შემთხვევა დაფიქსირდა რეგიონში, იმის წინ კი მთლიანი კვირის მონაცემებმა 30 ერთეული შეადგინა. იანვრის თვეში სულ დაფიქსირდა 90 შემთხვევა. მუნიციპალიტეტების მიხედვით, ისევ საგარეჯოშიაწითელას ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირებული, შემდეგ მოდის ყვარელი, დედოფლისწყაროში და ახმეტა. ამ ოთხ მუნიციპალიტეტში ფიქსირდება ძირითადად წითელათი დაავადების შემთხვევები. აქტიურად მიმდინარეობს წითელას წინააღმდეგ აცრების ჩატარება. მასიური აცრები 19 იანვარს დავიწყეთ და უკვე აცრილია 4 402 ადამიანი გუშინდელის მდგომარეობით’’,- განუცხადა knews. ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.
---
04.02.2019
მედიასაშუალება: http://knews.ge/?p=36572
კახეთში გრიპის შემთხვევებმა იკლო
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების მონაცემებით, კახეთის რეგიონში გრიპის შემთხვევები კლებულობს. განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, შემცირებულია როგორც მსუბუქი ასევე მძიმე შემთხვევების რაოდენობა. ,,ბოლო ორი კვირაა გრიპთან დაკავშირებით ყოველკვირეულად კლებადი დინამიკა გვაქვს. შემცირდა ექიმებთან ვიზიტების რაოდენობა, მსუბუქი შემთხვევების რაოდენობაც 200 ერთეულით გვაქვს შემცირებული, შემცირდა ასევე პაციენდების ჰოსპიტალიზაციაც. რაც შეეხება გრიპის მძიმე შემთხვევებს, 35 ერთეულით გვაქვს შემცირებული. წინა კვირის მონაცემებით: კახეთის რეგიონში ექიმთან ვიზის რაოდენობამ შეადგინა 6 631 ერთეული, 763 მსუბუქი შემთხვევა დაფიქსირდა, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 747 პაციენტს, ხოლო მძიმე შემთხვევის რაოდენობა 94-ია’’,- განუცხადა knews. ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.
---
04.02.2019
მედიასაშუალება: http://www.etaloni.ge/geo/main/index/19393
ბავშვის ფიზიკური დასჯა, სასტიკი ან არაადამიანური მოპყრობა კანონით აიკრძალება
ბავშვთა უფლებების კოდექსის კანონპროექტი ითვალისწინებს ბავშვის მიმართ ფიზიკური დასჯის სასტიკი ან სხვა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას როგორც ოჯახში, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ჯანდაცვის სისტემასა და ყველა სხვა სივრცეში, სადაც შეიძლება იმყოფებოდეს, - ამის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდის კონსულტანტმა, ნანა ჩაფიძემ განაცხადა. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად, დღეს ბავშვთა უფლებების კოდექსის პროექტი წარადგინა. ნანა ჩაფიძის თქმით, დღემდე არსებული კანონმდებლობით, ფიზიკური დასჯა ხშირად გამოიყენება დისციპლინის ზომად როგორც ოჯახში, ასევე სხვა სივრცეში, მაგალითად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. „ეს გამოავლინა როგორც 2013 წელს ჩატარებულმა „იუნისეფის“ კვლევამ ძალადობის შესახებ, ასევე სახალხო დამცველის ანგარიშმა. კანონმდებლობით პირდაპირი აკრძალვა ფიზიკური დასჯის ან სხვა სახის დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბავშვის მიმართ დისციპლინის სახით არ არის არც ერთი დღეს არსებული კანონით გათვალისწინებული. დღეს წარმოდგენილი კანონპროექტი მოიცავს პირდაპირ და კონკრეტულ აკრძალვას, ასევე მოიცავს ძალადობის სხვა მძიმე ფორმებისგან ბავშვის დაცვის გარანტიებს, როგორიც არის შეტყობინების ეფექტური მექანიზმები, ასევე სერვისები და პროგრამები, რომელიც უნდა შეთავაზოს ბავშვს ამა თუ იმ შემთხვევაში, თუ ის გახდება ძალადობის ან სხვა უფლებების დარღვევის მსხვერპლი“, - განაცხადა ჩაფიძემ. ბავშვის უფლებათა კოდექსი არის სპეციალური კანონი, რომელიც ადგენს საკანონმდებლო საფუძვლებს, დაცვის საშუალებებსა და გარანტიებს ბავშვის უფლებების, თავისუფლებისა და ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციისთვის. კოდექსი იქნება სახელმძღვანელო სამართლებრივი აქტი ყველა სახელმწიფო ორგანოსთვის, ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისთვის, საერთო სასამართლოებისთვის, საჯარო და კერძო ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირებისთვის ბავშვთა საკითხებზე მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტი მოიცავს ბავშვის ყველა უფლებასა და თავისუფლებას და აწესებს მათი დაცვისა და რეალიზებისთვის საჭირო მექანიზმს. კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ოჯახის, ყველა ტიპის ძალადობისგან დაცვის, ინკლუზიური განათლებისა და ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და მართლმსაჯულებაზე წვდომის უფლებების განხორციელებას; აღმოფხვრის ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებისას არსებულ უთანასწორობას ბავშვის უფლებების დაცვის უკეთესი სისტემის საშუალებით, რომელიც ითვალისწინებს ბავშვისა და მისი ოჯახის ინდივიდუალურ საჭიროებებს; აწესებს ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების მექანიზმს, რომლის ნაწილი იქნება ბავშვზე ზეგავლენის შეფასება, უწყებათაშორისი კოორდინაცია, მულტიდისციპლინური თანამშრომლობა, მონაცემთა შეგროვება და ანალიზი ინფორმირებული პოლიტიკისთვის, ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პროფესიონალების სპეციალიზაცია. სახელმწიფო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კომენტარების მიღების შემდეგ, ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტზე მუშაობა დასრულდება და ის ინიცირებული იქნება პარლამენტში შემდგომი განხილვების და მიღებისთვის. მოსალოდნელია, რომ კოდექსს პარლამენტი 2019 წლის საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს. ასევე დაგეგმილია კანონპროექტის საჯარო პრეზენტაციები, დისკუსიები სამოქალაქო საზოგადოებასა და ახალგაზრდებთან განხილვის პროცესში მათი მონაწილეობის მიზნით, მოსახლეობის ინფორმირება.
---
04.02.2019
მედიასაშუალება: https://presa.ge/?m=society&AID=72573
ბავშვის ცემა საქართველოში კანონით აიკრძალება
ბავშვის ფიზიკური დასჯა, როგორც დისციპლინის ზომა, კანონით აიკრძალება. გავრცელებული ცნობით, ეს კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში მომავალ კვირას დარეგისტრირდება. ირკვევა, რომ აკრძალვა მოიცავს როგორც ოჯახურ გარემოს, ისე სკოლებსა და სხვა სივრცეს, სადაც ბავშვი შეიძლება იმყოფებოდნენ. ბავშვთა უფლებათა კოდექსის პროექტის მეცხრე თავი ადგენს ბავშვის უფლებას დაცული იყოს ძალადობისგან. ეს გულისხმობს დაცვას ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულების, დაზიანების, უგულებელყოფის, დაუდევარი მოპყრობის, წამების, ექსპლუატაციის, ვაჭრობის, ტრეფიკინგის და ძალადობის სხვა ნებისმიერი ფორმისგან. აკრძალულია ბავშვის ფიზიკური დასჯა, წამება ან სხვა სასტიკი, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა ან სასჯელი ოჯახში, სკოლამდელ ან ზოგადსაგანამანთლებლო დაწესებულებაში, ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებაში, სამედიცინო ან/და ფსიქიატრიულ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ნებისმიერ სხვა ადგილას. ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით დარეგულირდება ფიზიკური დასჯის აკრძალვა და რა ტიპის სანქციები გაიწერება. დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ბავშვთა უფლებათა კოდექსის პარლამენტში განხილვა დაიწყება და ამ საკითხს კანონქვემდებარე აქტში შესაბამისი უწყებები დაარეგულირებენ.
---
04.02.2019
მედიასაშუალება: https://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/27034-sastumroodishidandevnilebisgayvanasithkhovenvideo.html
სასტუმრო „ოდიშიდან“ დევნილების გაყვანას ითხოვენ
ზუგდიდში, ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმრო „ოდიშიდან“ დევნილების გაყვანას და შენობის იერ-სახის შეცვლას ითხოვენ. ამის შესახებ საზოგადოება „ზუგდიდელის“ წევრმა კარლო ვეკუამ განაცხადა შეხვედრაზე, სადაც შეკრებილებს მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ერთი წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის ანგარიში წარუდგინა. კარლო ვეკუა აღნიშნულ პრობლემაზე პირველად არ საუბრობს. „რას ჰგავს? რა უბედურებაა. როგორ არ გვესმის ჩვენი მეგობრების, მეზობლების, დევნილების გაჭირვება, მაგრამ ხომ შენდება ეს ბინები. სასტუმროდან ერთი ოჯახიც არ გამოუყვანიათ“, - აღნიშნა მან. მაჟორიტარი დეპუტატი დაეთანხმა ამ მოსაზრებას. მერაბ ქვარაიას თქმით, პრიორიტეტული უნდა იყოს არამხოლოდ სასტუმრო „ოდიშის“ გამოთავისუფლება, არამედ იმ ბაღების, სადაც დევნილები ამ დრომდე რჩებიან, და საზოგადოებრივი დატვირთვის მქონე სხვა ობიექტების. „ჩვენ თვითმმართველობასთან ერთად გავამზადეთ ერთობლივი პაკეტი, წერილი, რომლითაც მივმართეთ შესაბამის სამინისტროს და ველოდებით შესაბამის ნაბიჯებს“, - განმარტა პარლამენტარმა. მისი თქმით, სასტუმროში 64 ოჯახამდეა შესახლებული. აღნიშნა, რომ ერთობლივად უნდა მიადევნონ თვალი, მშენებლობის ფარგლებში გამოთავისუფლდეს ფართი, რის შემდეგაც ახალი ინვესტორის მოზიდვის და შენობის მოწესრიგების შესაძლებლობაც მიეცემათ. შეხვედრის მონაწილე თეონა ქარდავას ინფორმაციით, გარკვეული კორუფციული გარიგებების შედეგად, სტრატეგიული ობიექტების გამოთავისუფლება დღემდე არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი დაპირება ყოფილმა გუბერნატორმა ლევან შონიამ და დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ გასცეს. ამიტომ, სამოქალაქო აქტივისტმა სთხოვა მაჟორიტარს შეხვედრის ორგანიზება ამ საკითხთან დაკავშირებით, რათა კონსესუსი ერთხელ და სამუდამოდ კონკრეტული შედეგით დასრულდეს. თავის მხრივ, მერაბ ქვარაია მას დაჰპირდა, რომ ბიუროს ორგანიზებით შეხვედრას უახლოესი რამდენიმე კვირის ფარგლებში დაგეგმავენ. შარშან, მარტში ლევან შონიამ განაცხადა, რომ ის დევნილები, რომლებიც სასტუმრო „ოდიშში“ ცხოვრობენ, საცხოვრებელ ფართს ძალიან მალე მიიღებდნენ, და რომ ამ საკითხზე მაშინდელ მინისტრ სოზარ სუბარსაც ესაუბრა.
---
04.02.2019
მედიასაშუალება: https://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/27043-vakhtangyolbaiagalismosakhleobafaqtiuradhumanitarulikatastrofistsinashea.html
ვახტანგ ყოლბაია: გალის მოსახლეობა ფაქტიურად ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა
ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარების გამო აფხაზეთის მოსახლეობა სრულ იზოლაციაშია. საოკუპაციო რეჟიმის ამ ქმედებით გალის რაიონის მოსახლეობა ფაქტიურად ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ. პრესსამსახურის ინფორმაციით, ის დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთში მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა აბლოთიასთან ერთად ენგურის ხიდზე იმყოფებოდა, სადაც ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოსახლეობას შეხვდა და მათ იქ არსებულ პრობლემებზე ესაუბრა. ვახტანგ ყოლბაიას სიტყვებით, მოსახლეობას შეეზღუდა წვდომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე. ასევე, პრობლემები ექმნებათ ენგურის იქით დარჩენილ ახალგაზრდებს, რომლებიც სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. „თუმცა აღვნიშნავ, რომ სოხუმის ადმინისტრაციამ გამოიჩინა ნება და მოსწავლეთა და სტუდენტთა ნაწილმა შეძლო ენგურის ხიდის გადმოკვეთა. შექმნილი ვითარებით შეწუხებულია აგრეთვე ზუგდიდის მოსახლეობაც. თუ ადრე, გადასასვლელის ჩაკეტვამდე ენგურზე დღის განმავლობაში 4-5 ათასი ადამიანი გადაადგილდებოდა, რომელთა დიდი ნაწილიც სავაჭრო-ეკონომიკურ პროცესებში იყო ჩართული, ახლა მოსახლეობა ამას ვეღარ ახერხებს რადგანაც ის ერთადერთი გადასასვლელიც პარალიზებულია. საქართველოს მთავრობის შესაბამისი სტრუქტურები საერთაშორისო ორგანიზაციების შუამავლობით ყველაფერს აკეთებს, რათა უმოკლეს დროში აღდგეს ჩვენი მოსახლეობისთვის ჩვეულებრივი მიმოსვლის რეჟიმი“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ. ენგურის ხიდზე ე.წ. ღორის გრიპის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით კარანტინი 11 იანვარს გამოცხადდა. მოსახლეობამ დე ფაქტო მთავრობას კარანტინის მოხსნა სთხოვა და საპროტესტო აქციაც გამართა, თუმცა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ხიდზე გადაადგილება მხოლოდ სამედიცინო ცნობის მქონეებს და ენგურჰესის თანამშრომლებს ეძლევათ.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/27043-vakhtangyolbaiagalismosakhleobafaqtiuradhumanitarulikatastrofistsinashea.html
---
ბეჭდვითი მედია
05.02.2019
მედიასაშუალება: ახალი თაობა
ჟურნალისტი ვასიკო სილაგაძე დახმარებას ითხოვს
ჟურნალისტ ვასიკო სილაგაძის ტრაგიკული ამბავი ყველამ იცის. სიკვდილს სასწაულებრივად გადარ-ჩენილი ვასიკო, ახლა სიცოცხლის შენარჩუნებისთვის იბრძვის. მას საზღვარგარეთ მკურნა-ლობა ესაჭიროება. რაც დიდ თან-ხებთან არის დაკავშირებული, ვასი-კოს კი ხშირად პურის ფულიც არა აქვს. მან არაერთხელ სცადა ხელი-სუფლების ყურადღების მიპყრობა, მაგრამ, ამაოდ. გასულ წელს პროტესტის ნიშნად დიდუბის ეკლესიასთან მათხოვრობაც კი დაიწყო. ყურადღების მიქცევის ნაცვლად, ხელი-სუფლებამ მას შეურაცხყოფა მიაყენა. _ პროტესტის ნიშნად დიდუბის ეკლესიასთან დავჯექი სამათხოვროდ. ჩემთან მოვიდნენ ხელისუფლების წარმომადგენ- ლები და მითხრეს, რომ მომცემდნენ საშუალებას, დღეში ერთხელ მესარგებლა უფასო სასადილოთი, _ გვიყვება სილაგაძე. ამან მასზე დამთრგუნველად იმოქმედა და რამდენიმე თვე გარეთაც კი აღარ გამოდიოდა. მერე კიდევ ერთხელ დაიწყო ბრძოლა სიცოცხლისთვის. ლიტვაში იპოვა კლინიკა, სადაც რეაბილიტაციის კურსის გავლას შეძლებს. _ აქ მკურნალობა 1984 ევრო დაჯდება. ხელისუფლებას ვთხოვ, რომ ამ თანხით დამეხმაროს, _ აღნიშნავს სილაგაძე. ეს თანხა ჯანმრთელობაშერყეული ვასიკოსთვის ძალიან ბევრია, სამაგიეროდ, არაფერია სახელმწიფოსთვის. სახელმწიფო კი ვალდებულია თავის ყველა მოქალაქეზე იზრუნოს.
---