მედიამონიტორინგი 06.01.2019
ტელევიზია
06.01.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 15:00
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ლაბორატორიული კვლევით დადასტურებული არ არის, გახდა თუ არა გარდაცვალების მიზეზი H1N1 ვირუსი. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტი მესტიიდან ზუგდიდში მართვით სუნთქვაზე მყოფი პირველ იანვარს გადაიყვანეს. პაციენტს, როგორც საავადმყოფოშიც ადასტურებენ, ვირუსის ყველა სიმპტომი აღენიშნებოდა, თუმცა, მას ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა. ექიმები ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5795800
---
06.01.2019
არხი: იმედი
გადაცემა:ქრონიკა 14:00
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მედიკოსებს მოუწოდებს არ დაელოდონ H1N1-ის მკურნალობის დანიშვნისას ვირუსის იდენტიფიცირებას. გამყრელიძემ შაბათის ქრონიკაში განაცხადა, რომ ვირუსის დადგენა საჭიროა ზოგადი სურათის დასადგენად და არა მკურნალობისათვის.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5795755
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5795593
---
06.01.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
ტამიფლუს მარაგი საკმარისია და ბოლო დღეებში დეფიციტი მხოლოდ სააფთიაქო ქსელებში შეიქმნა, რის გამოც მედიკამენტის 800 კოლოფი სხვადასხვა აფთიაქში დამატებით გადაიგზავნა, გაიზარდა იმ პირთა ჩამონათვალი, ვინც მედიკამენტს უფასოდ მიიღებს. აქამდე ისინი იყვნენ ორსულები და სოციალურად დაუცველები, ახლა მათ რიცხვს დაემატა ბავშვები, ასაკით პენსიონერები, დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა თუ სასუნთქი გზების დაავადების მქონე ადამიანები. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, 10 იანვრიდან ტამიფლუ საქართველოში კვლავ შემოვა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5795754
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5795801
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5795733
I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5795636
მაესტრო - ახალი ამბები 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5795680
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5795659
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5795583
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5795863
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5795844
---
06.01.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა:ახალი ამბები 12:00
გრიპის ვირუსის დროს ე.წ. წყალბადის ზეჟანგით მკურნალობა დაუშვებელია- ამბობს დააბვადებათა ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე. იგი გრიპის ვირუსის დროს მოსახლეობას თვითმკურნალობისაგან თავის შეკავებას ურჩევს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5795681
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5795865
---
06.01.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა:მთავარი 12:00
გრიპის ვირუსით ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთა რაოდენობა შემცირდა და ამ ეტაპზე 130 მოქალაქე მკურნალობს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პაციენტთა ნაწილი რეანიმაციიდან თერაპიულ განყოფილებაში გადის მკურნალობის კურსს, მაღალია ბავშთა და ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეების მიმართვიანობა. ამ ეტაპზე ეპიდემიის საშიშროებას გამორიცხავენ და განმარტავენ, რომ ინციდენტობის მაჩვენებელი დადგენილ ზღვარს არ აღწევს. საქართველოს მასშტაბით H1N1 გრიპის ვირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 4 აჭარაში. სწორედ ამიტომ ბათუმში პირველადი ჯანდაცვის ცენტრები შაბათ-კვირას 10 დან 18 საათამდეა ღია, ხვალ კი 10 დან 16 საათამდე იმუშავებენ. მედიკოსების რეკომენდაციით, საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებმა დროულად უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5795657
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5795845
---
06.01.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა:კურიერი 15:00
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 24 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი, ღორის გრიპია. მამაკაცი ზუგდიდში მესტიიდან გადაიყვანეს. მას ფილტვების ანთება და H1N1-ისთვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომი აღენიშნებოდა. ექიმები მიზეზად დაგვიანებულ მიმართვიანობას ასახელებენ. დღემდე საქართველოში აღნიშნული ვირუსით უკვე 8 ადამიანია დაღუპული.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5795603
---
05.01.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
ჯანდაცვის სამინისტრომ ის ჩამონათვალი გაზარდა, რომლის საფუძველზეც პრეპარატი "ტამიფლუ" სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებზე უფასოდ გაიცემა. დავით სერგეენკოს განცხადებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში აფთიაქებში დეფიციტი შეიქმნა, რის გამოც პრეპარატით სააფთიაქო ქსელებსაც მოამარაგებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5795528
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5795366
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5795359
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5795456
რუსთავი 2 -კურიერი 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5795555
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი ამბები 21:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5795546
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5795425
---
05.01.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
მომაკვდინებელი ვირუსი H1N1. ე.წ. "ღორის გრიპით" ბოლო მონაცემებით 8 ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვის უწყება სამკურნალოდ პრეპარატი "ტამიფლუს" არიგებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ წამალს უფასოდ მიიღებენ არა მხოლოდ ორსულები და სოციალურად დაუცველები, არამედ ბავშვები, ასაკით პენსიონერები და გარკვეული ტიპის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები. სააფთიაქო ქსელებს კი სამინისტროს მარაგიდან გადაეცემათ პრეპარატი(პირველი ვიდეო ფაილი). გრიპის ვირუსის შესახებ სასაუბროდ გადაცემის სტუმარია დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე(მეორე ვიდეო ფაილი)
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5795527
---
05.01.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი ამბები 21:00
გრიპის ვირუსით ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში 143 პაციენტი მკურნალობს, აქედან 78 ბავშვია, ინტენსიური მკურნალობა 6-ს უტარდება - ეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემია. რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით მონაცემები პერიოდულად იცლება და კლების ტენდენცია შეინიშნება. ამ ეტაპზე ეპიდემიის საშიშროებას გამორიცხავენ და განმარტავენ, რომ ინციდენტობის მაჩვენებელი დადგენილ ზღვარს არ აღწევს. მედიკოსები ვირუსული ინფექციების შემცირებას მომდევნო კვირიდან ელიან. საქართველოს მასშტაბით H1N1 გრიპის ვირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 4 აჭარაში. სწორედ ამიტომ ბათუმში პირველადი ჯანდაცვის ცენტრები არასამუშაო დღეებშიც მუშაობენ. პოლიკლინიკები შაბათ-კვირას 10 დან 18 საათამდეა ღია, ხოლო 7 იანვარს 10 დან 16 საათამდე იმუშავებენ. მედიკოსების რეკომენდაცით, საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებმა დროულად უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5795547
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5795369
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5795245
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5795214
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5795136
---
05.01.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 15:00
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ვირუსთან დაკავშირებული გამოძახებები და მიმართვიანობის რაოდენობა მცირდება, თუმცა, მძიმე ავადმყოფები ისევ კლინიკებში რჩებიან. მათ უმრავლესობას ქრონიკული დაავადება აქვს. ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართონ ექიმს და თავი შეიკავონ თვითმკურნალობისგან.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5795120
---
05.01.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 13:00
H1N1 ვირუსის მატებასთან დაკავსირებით რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა, იზრდება ღორის გრიპით გარდაცვლილთ რიცხვიც. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, ბოლო მონაცემებით ვირუსს 8 ადამიანი ემსხვერპლა, ექიმები აცხადებენ, რომ გარდაცვალების მიზეზი საავადმყოფოებში დაგვიანებული მიმართვა იყო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5795063
---
ინტერნეტი
06.01.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/zugdidis-hospitalshi-akhalgazrda-mamakaci-savaraudod-ghoris-gripit-gardaicvala/
ზუგდიდის ჰოსპიტალში ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, ე.წ. ღორის გრიპით გარდაიცვალა
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, ე.წ. ღორის გრიპით გარდაიცვალა. ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი მესტიის საავადმყოფოდან ზუგდიდში პირველ იანვარს ცხელების ერთკვირიანი ანამნეზითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით გადმოიყვანეს. მისივე თქმით, ჰოსპიტალში პაციენტს დაუდგინდა ორმხრივი ტოტალური პნევმონია, ასევე აღენიშნებოდა თანდაყოლილი დაავადებებიც. „პაციენტი კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში იყო მოთავსებული, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა . არის თუ არა გარდაცვალების მიზეზი ე.წ. ღორის გრიპი, ამას ლაბორატორიული კვლევის შედეგები აჩვენებს“,-განაცხადა სულხან ორჟონიამ. ამჟამად ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ხუთი პაციენტი მკურნალობს.
ნიუპოსტ.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=193965-
---
06.01.2019
მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=77188
გაიზარდა იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ
გაიზარდა იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი განმარტებით, აქამდე მედიკამენტი უფასოდ მხოლოდ ორსულებისა და სოციალურად დაუცველებისთვის გაიცემოდა. როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, დღეიდან „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ ასევე ბავშვები, ასაკით პენსიონრები, დიაბეტის, გულსისხლძარღვთა, ონკოლოგიური თუ სასუნთქი გზების დაავადების მქონე პირები. ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში „ტამიფლუს“ ანტივირუსული მედიკამენტების მარაგი საკმარისია. სერგეენკოს თქმით, აღნიშნული მედიკამენტის დეფიციტი ბოლო ორი დღის განმავლობაში მხოლოდ სააფთიაქო ქსელებში შეიქმნა, ჯანდაცვის სამინისტროსა და სტაციონარებში კი წამლის საკმარისი მარაგია. „მარაგები შეივსება 10 იანვარს, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯანდაცვის სამინისტრო თავისი მარაგებიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასოდ გასცემდა „ტამიფლუს“ მხოლოდ ორსულებისა და სოციალურად დაუცველებისთვის. უკვე დღეიდან, ჩვენ გავაფართოვეთ ეს ჩამონათვალი და ამით ისარგებლებენ ბავშვები, ასაკით პენსიონრები და ისინი, ვისაც აქვს დიაბეტი, გულსისხლძარღვთა, ონკოლოგიური თუ სასუნთქი გზების დაავადება. მათ შეუძლიათ, მიმართონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილებებს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან იღებენ მედიკამენტს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, სააფთიაქო ქსელები მიიღებენ მედიკამენტის საკმარის რაოდენობას, რათა დეფიციტი არ შეიქმნას. „ინფორმაცია, რომელ აფთიაქებში იქნება „ტამიფლუ“, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზიდან – 1505 შეგიძლიათ მიიღოთ. ცხელ ხაზზე ოპერატორების რაოდენობა გაიზრდება, რომ ინფორმაცია დროულად მიიღონ მომხმარებლებმა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
ინფორუსთავი.ჯი- https://inforustavi.ge/?m=31&news_id=8359
რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=89100
05.01.
ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/332712/
რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=89088
ბათუმელები.ჯი- http://batumelebi.netgazeti.ge/news/176541/
---
06.01.2019
მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=77189
ტამიფლუ“ დღეიდან თბილისის მასშტაბით ოთხ სააფთიაქო ქსელში გაიყიდება
ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“, რომელიც გრიპის სამკურნალოდ გამოიყენება, დღეიდან თბილისის მასშტაბით ოთხ სააფთიაქო ქსელში – „პე-ეს-პეში“, „ავერსში“, „ჯი-პი-სისა“ და „ფარმადეპოში“ გაიყიდება. კონკრეტულად რომელ ფილიალებში გაიყიდება პრეპარატი, ამის გასაგებად მოქალაქეებმა ჯანდაცვის სამინისტროს ან აფთიაქის ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილის, დავით ტორუას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო, თავისი მარაგებიდან პრეპარატი აფთიაქებში დაერიგებინა. „800 კოლოფი არის გადანაწილებული. დილით რაიონებშიც მოხდება აღნიშნული პრეპარატის გადანაწილება და ის დეფიციტი, რომელიც იყო, აღმოიფხვრება. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს უფასო მედიკამენტები კონკრეტული ჯგუფებისთვის – ორსულებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, ბავშვებისთვის, პენსიონერებისთვის და მათთვის, ვისაც აქვს დიაბეტი, გულსისხლძარღვთა, ონკოლოგიური თუ სასუნთქი გზების დაავადებები“, – განაცხადა დავით ტორუამ. „ტამიფლუს“ მარაგები ქვეყანაში 10 იანვრიდან შეივსება. პრეპარატ „ტამიფლუს“ მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით არის ნებადართული.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/527813-gripis-sacinaagmdego-medikamenti-tamiplu-otx-saaptiako-ksels-gadaeca/
მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/tamiflu-dgheidan-tbilisis-masshtabit-otkh-saaftiaqo-qselshi-gaikideba/54678
კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/aftiaqebi-sadac-tamiflu-6-ianvridan-gaiyideba
---
06.01.2019
აფთიაქებში 50 მილიონი ლარის გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტები გაიყიდა, ამით სუს-ი უნდა დაინტერესდეს - გიორგი მუხიგულაშვილი
ღორის გრიპის შემთხვევები გახშირდა, ისევე როგორც გაიზარდა ამ ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა, რა გასაკვირია, რომ მოსახლეობაში პანიკა უკვე შეიმჩნევა. თუმცა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს პროცესზე გავლენას სოციალური ქსელებში გავრცელებული საეჭვო ინფორმაციები უფრო ახდენენ, ვიდრე შესაბამისი ოფიციალური უწყებები. უფლებადამცველის გიორგი მუხიგულაშვილის შეფასებით, პრორუსულმა ძალებმა კვლავაც ლუგარის ლაბორატორია გაიხსენეს და ღორის გრიპის გავრცელება სწორედ მას დაუკავშირეს: „ლუგარის ლაბორატორია ნატოს სტანდარტებით არის აშენებული, საქართველო შეირჩა როგორც აღმოსავლეთ ევროპის ნაწილში ნატოს პარტნიორი ქვეყანა. შემთხვევითი არც ამ ლაბორატორიის მდებარეობაა - აეროპორტის სიახლოვეს მისი მშენებლობა მიწისქვეშა კომუნიკაციების არსებობამ განაპირობა. მოგეხსენებათ, ლაბორატორიის ადგილზე ძველად რუსული ბაზა იყო განლაგებული. მიწისქვეშა კომუნიკაციები სწორედ მაშინ გაკეთდა, მათ შორის მიწისქვეშა გზებიც, რომელიც ბაზას პირდაპირ აეროპორტთან აკავშირებდა. ეს კი ძალიან ხელსაყრელი პირობა იყო, პირველ რიგში იმიტომაც, რომ ლაბორატორიიდან უსაფრთხოდ მოხდეს უცნობი ბაქტერიების აეროპორტიდან გადატანა ამერიკაში, სადაც ექიმების მიერ ხდება მათი შესწავლა საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად. ასე რომ, ეს ლაბორატორია არის ამერიკელი სპეციალისტების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და აბსოლუტურად უსაფრთხოა, ის სრულად პასუხობს ნატოს სტანდარტებს და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. რუსული პროპაგანდა მას მხოლოდ იყენებს საკუთარი მიზნებისთვის. ეს თემა ცოტახნის წინ იგორ გიორგაძემ წამოსწია. ახლა სოცქსელებით ვრცელდება ინფორმაცია თითქოს რუსმა ექიმებმა გამოიკვლიეს და დაადგინეს რომ წყალბადის ზეჟანგი ამარცხებს ღორის გრიპს; რომ თითქოს საკმარისია ის ცხვირში ჩაიწვეთოთ და მაშინვე გამოჯანმრთელდებით, ესეც სრული დეზინფორმაციაა“ - ამბობს უფლებადამცველი. მისივე განმარტებით: „მოსახლეობის განათლებაზე - როგორ უნდა ებრძოლონ ვირუსებს - ჯანდაცვის სამინსტრო საერთოდ არ ზრუნავს, არადა, ეს მისი პრეროგატივაა. ჯანდაცვა კი, რატომღაც, საეჭვოდ დუმს, თითქოს ის გიგანტ სააფთიაქო ქსელებს მედიკამენტების გაყიდვის საშუალებას აძლევს, თანაც საკმაოდ მაღალ ფასში. ვფიქრობ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ შემთხვევით უნდა დაინტერესდეს და გამოიკვლიოს რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ჩემი ინფორმაციით, 50 მილიონ ლარზე მეტი გაციების საწინააღმდეგო წამლები იყიდება. ეს მეგაფარმაცევტული კომპანიები, ისე ჩანს, თითქოს ხელს ითბობენ და ღორის გრიპზე ფულს აკეთებენ, ეს აუცილებლად უნდა შეისწავლონ შესაბამისმა უწყებებმა. გიორგი მუხიგულაშვილის შეფასებით, ქვეყანა ღორის გრიპს მოუმზადებელი შეხვდა. მისივე თქმით, ამაში მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროა დამნაშავე. „ათასგვარი ინფორმაციები ვრცელდება მოსახლეობის შეცდომაში შესაყვანად, გიგანტი სააფთიაქო ქსელები „ავერსი“ და PSP ცდილობენ ათასგვარი რამ აყიდინონ მოსახლეობას. ამ დროს კი ჯანდაცვის მინისტრი დუმს. ის მხოლოდ ახლახანს გამოჩნდა და იმისათვის რომ პანიკა ჩაეცხრო - ხალხი დაამშვიდა ტამიფლუს მარაგი გვაქვსო, თუმცა, მანამდე ვნახეთ, რომ წამალი დეფიციტში იყო და მისი ფასი დღითი დღე იზრდება.“ - ამბობს გიორგი მუხიგულაშვილი. სააფთიაქო ქსელებში ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტებზე ფასი სწრაფად იზრდება. ტამიფლუს ფასმა, მაგალითად, 60 ლარიდან 110 ლარს მიაღწია და დეფიციტის გამო, მის გაძვირებას არც მომავალში გამორიცხავენ. უფლებადამცველის აზრით, ეს ეგრეთ წოდებული ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტები სინამდვილეში არაფერს შველის, სწორი და ეფექტური მკურნალობისათვის საჭიროა პაციენტებს „იმუნიტეტის ამაღლებისთვის საჭირო მედიკამენტები დაენიშნოთ“.
---
06.01.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/gamqhrelidze-saavadmqhophoshi-kvlav-rchebian-mdzime-patsientebi-samtsukharod-gvaqvs-gviani-mimarthvianoba/
გამყრელიძე: საავადმყოფოში კვლავ რჩებიან მძიმე პაციენტები,სამწუხაროდ გვაქვს გვიანი მიმართვიანობა
განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. 8 Shares 8 ეპიდემიურ ზღვარს არ ვუახლოვდებით,ჩვენ გვაქვს ამ კვირის მონაცემები,რომლის მიხედვით საკმაოდ დამამაშვიდებელია .ზრდის დინამიკა არ არის .დაახლოებით იგივე ფარგლები ვართ რის ფარგლებშიც ვიყავით ერთი კვირის წინ.ამაზე მოქმედებს ზოგადი სიტუაცია,ის რომ ბავშვები დათხოვილი არიანსკოლები არ ფუნქციონირებენ.უფრო ნაკლებია საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ადამიანთა ურთიერთობები.სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, საავადმყოფოში კვლავ რჩებიან მძიმე პაციენტები და სამწუხაროდ გვაქვს გვიანი მიმართვიანობა”,-განაცხადა გამყრელიძემ.
---
06.01.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/amiran-gamqhrelidze-epidemiur-zghvars-ar-vuakhlovdebith/
ამირან გამყრელიძე: ეპიდემიურ ზღვარს არ ვუახლოვდებით
განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. 9 Shares 9 დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ეპიდემიურ ზღვარს არ ვუახლოდებით. მისი თქმით, ამ კვირის მონაცამებით, ზრდისკენ დინამიკა არ არის. “ეპიდემიურ ზღვარს არ ვუახლოვდებით,ჩვენ გვაქვს ამ კვირის მონაცემები,რომლის მიხედვით საკმაოდ დამამაშვიდებელია .ზრდის დინამიკა არ არის .დაახლოებით იგივე ფარგლები ვართ რის ფარგლებშიც ვიყავით ერთი კვირის წინ.ამამზე მოქმედებს ზოგადი სიტუაცია,ის რომ ბავშვები დათხოვილი არიანსკოლები არ ფუნქციონირებენ.უფრო ნაკლებია საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ადამიანთა ურთიერთობები.სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, საავადმყოფოში კვლავ რჩებიან მძიმე პაციენტები და სამწუხაროდ გვაქვს გვიანი მიმართვიანობა”,-განაცხადა გამყრელიძემ
---
05.01.2019
გრიპის ვირუსის პრევენციისთვის რისკ-ჯგუფებში შემავალმა ადამიანებმა ვაქცინაცია უნდა ჩაიტარონ - სერგეენკო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ "გრიპის ვირუსის პრევენციისთვის რისკ-ჯგუფებში შემავალმა ადამიანებმა ვაქცინაცია უნდა ჩაიტარონ". „სეზონურად გაზრდილი ავადობა არის გარდაუვალი, წელიწადში ორჯერ ეს ყოველთვის ხდება. ამოცანა არის, რომ ზიანი შემცირდეს და ნაკლები ადამიანი გახდეს ავად. პირველ რიგში, საჭიროა, რისკ-ჯგუფებში შემავალმა ადამიანებმა გრიპის ვაქცინა გაიკეთონ, სასურველია, ეს ოქტომბრის განმავლობაში ან ნოემბრის დასაწყისში მოხდეს. მეორე, თუკი ადამიანი მიეკუთვნება რომელიმე რისკ-ჯგუფს, ასეთ შემთხვევაში, სიმპტომების პირველივე გამოვლენისთანავე, ხალხმრავალ ადგილებში არ გავიდეს და მაშინვე მიმართოს ექიმს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. რაც შეეხება გრიპის ვირუსით დაავადებულთა სტატისტიკას, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, გასული ორშაბათის მონაცემებით, 100 000 ადამიანზე 277 დაავადებული მოდიოდა, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით არის დაახლოებით 9000 ადამიანი. „შემდეგი მონაცემი გვეცოდინება ზეგ, თუმცა ჩვენ რასაც ვუყურებთ, ე.წ საყრდენი კლინიკებიდან მიღებული ინფორმაციით, რაიმე მკვეთრი ზრდა არ არის. თბილისში დაახლოებით იგივეა ან კლების ტენდენცია გაჩნდა და რეგიონებში მოიმატა. თუმცა ამ 9000-დან აბსოლუტური უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და ამბულატორიულად, ხოლო სტაციონარებში ახლა მკურნალობას გადის 200-ზე მეტი პაციენტი. ვინც სტაციონარში ხვდება, მას მხოლოდ გრიპი არ აქვს, გრიპს პლუს მინიმუმ ერთი დაავადება ან ქრონიკული ან თანდაყოლილი დაავადება აქვს. სტაციონარში მყოფთა აბსოლუტური უმრავლესობა ასეთია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
---
05.01.2019
მედიასაშუალება: http://knews.ge/?p=36096
კახეთში H1N1 დაავადებით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გრიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონული განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მოსახლეობის მიმართვიანობა 549-დან 947-მდე გაიზარდა, საიდანაც გრიპის და გრიპის მაგვარი დაავადების შემთხვევები 2%-დან 6,65%-მდე გაიზარდა. “მოსახლეობის მომართვიანობა იყო 4200 და გაიზარდა 5500-მდე. ეს ეხება ყველა დაავადებას. რაც შეეხება გრიპის და გრიპისმაგვარ დაავადებებს, მომართვიანობა გაიზარდა, ეს ეხება როგორც მსუბუქ, ასევე მძიმე დაავადებებს. გაიზარდა ასევე ჰოსპიტალიზირებულ მოქალაქეთა რაოდენობა. ბოლო ერთ კვირაში კახეთში სხვადასხვა ჩივილით 549 მიმართვიდან 947-მდე გაიზარდა, საიდანაც გრიპის შემთხვევები 2%-დან 6,65-მდე გაიზარდა’’,- განუცხადა Knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა. მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ყოველი წლის მეორმოცე კვირიდან გრიპზე ყოველკვირეულ მონიტორინგს ახორციელებს. “თუ დაისვა დიაგნოზი გრიპის ან გრიპის მაგვარი დაავადებების ექიმის მიერ, ჩვენ ვახორციელებთ მონიტორინგს. ექიმები ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს აწვდიან ინფორმაციას. ყოველი კვირის ორშაბათს გვაქვს ინფორმაცია მიმდინარე კვირაში გრიპის და გრიპის მაგვარი დაავადებების შემთხვევების შესახებ და შემდეგ ამას ვადარებთ წინა წლების შედეგებთან. საქართველოში გრიპის შემთხვევებმა იმატა და გამონაკლისი არც კახეთია. ახლა გვაქვს გრიპის პიკი და წინა კვირას ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა. ამაში განსაკუთრებული არაფერია. რაც შეეხება H1N1 ვირუსს, გრიპს რამდენიმე გენოტიპი ახასიათებს და როცა იწყება გრიპის ეპიდემია, მძიმე პაციენტებზე ვაკეთებთ ბაზებს, სადაც ანალიზი კეთდება და იდენტიფიცირდება, რომელი ტიპის და სახეობის ვირუსი ცირკულირებს მიმდინარე წელს. იდენტიფიცირების შემთხვევების 95% H1N1-ის შემთხვევები დაფიქსირდა. ეს არის ჩვეულებრივი გრიპის ერთ-ერთი გენოტიპი, რომელიც ცოტა უფრო მძიმე ფორმით მიმდინარეობს, ვიდრე სხვა წლებში გავრცელებული ვირუსები. ახლა გვაქვს ასეთი მითითება, რომ თუ ექიმი დასვავს გრიპის დიაგნოზს, ეს არის H1N1 ღორის გრიპი და მას არანაირი იდენტიფიცირება აღარ სჭირდება. ამიტომ ნებისნიერი გრიპის შემთხვევას ამ ვირუსის განსაზღვრება ეძლევა. ჩვენ გვაქვს ორი ტიპის შემთხვევებზე მონიტორინგი, ეს არის მსუბუქად მიმდინარე შემთხვევები, როცა პაციენტი რჩება სახლში და იქ მკურნალობს და მეორე არის მძიმე შემთხვევები როდესაც ადამიანს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია. ესენი გაზრდილია ორივე შემთხვევაში. ყველა სამედიცინო დაწესებულებაში დევს გრიპის წამალი ტამიფლუ, რომელიც სოციალურად დაუცველებისთვის, ორსულებისთვის და ჰოსპიტალიზაციაზე მყოფი პაციენტებისთვის უფასოა”.
---
05.01.2019
ამირან გამყრელიძე: გრიპის ვირუსთან დაკავშირებით სასწრაფოს გამოძახებების რაოდენობა მცირდება
გრიპის ვირუსთან დაკავშირებით სასწრაფოს გამოძახებების რაოდენობა და მომართვიანობა მცირდება, – ამის შესახებ პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისი თქმით, მძიმე ავადმყოფები კლინიკებში რჩებიან. როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, მათ უმრავლესობას აქვს ქრონიკული დაავადება. "ძირითადად მათ გრიპით გართულებული ქრონიკული დაავადებები აქვთ. შემცირება შეინიშნება ასევე ბავშვების მიმართვიანობაშიც. იაშვილის კლინიკის დღევანდელი მონაცემები მაქვს, რომელშიც ჩანს, რომ დაახლოებით 15%-ით შემცირდა. წესით და რიგით, ამ არდადეგების პერიოდში და დღესასწაულებზე, როცა ნაკლებია ხალხის მასობრივად შეკრებები, კიდევ უნდა შემცირდეს ავადობა. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ გრიპის ვირუსს ორი პიკი აქვს. ერთი, შეიძლება ითქვას, უკვე გადავლილია, ხოლო მეორე შეიძლება თებერვალში ისევ იყოს", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
---
05.01.2019
"ტამიფლუს პრევენციის მიზნით ნუ გამოიყენებთ" - რა სიმპტომები ახასიათებს ღორის გრიპს
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ანტივირუსული პრეპარატი ტამიფლუს მიღება პრევენციის მიზნით არ შეიძლება. ექიმი ასევე ღორის გრიპის სიმპტომების შესახებაც წერს და საზოგადოებას რჩევებს აძლევს. "დღეს გავრცელებული ვირუსებიდან ყველა H1N1, ანუ ღორის გრიპი არ არის (ბევრს მეკითხრბიან დაპანიკებული ადამიანები) ამ პერიოდში აგრეთვე ვხვდებით ადენოვირუსებს, რინოვირუსებს, ნოროვირუსებს, რესპირატორულ-სინციტიალურს და ა.შ. რაც შეეხება ანტივირუსულ პრეპარატს, ოსელტამივირს (ტამიფლუს) ასე ხელაღებით, ექიმის დანიშნულების გარეშე, პრევენციის მიზნით ნუ გამოიყენებთ (ბევრი მირეკავს და მეკითხება ხომ არ მივიღოთ პრევენციის მიზნითო) თუ დიაგნოსტირებულია H1N1, რომელიც გრიპის A სეროტიპის ერთერთ ქვეტიპს წარმოადგენს, ან უბრალოდ ვირუსზე ეჭვის მიტანისთანავე პირველივე საათებში, პირველივე დღეს ტამიფლუს მიღება, სწორად შერჩეული დოზირებით, რომელსაც ექიმი შეგირჩევთ, ნამდვილად გამოიღებს სასურველ შედეგს! უბრალოდ გთხოვთ, რომ თვითნებურად ეს პრეპარატი არ გამოიყენოთ! დოზირება შეირჩევა მკაცრად! H1N1 თავისი გამოვლინებით ჩვეულებრივ სეზონურ გრიპს გავს, თუმცა ახასიათებს სწრაფი გართულება (პნევმონიის ჩამოყალიბება) უჩვეულო ძილიანობა მკვეთრი ზოგადი სისუსტის გამო, ხშირად სუნთქვის გაძნელება, ღებინება, თუ ასეთი სიმპტომები გამოგივლინდათ დროულად მიმართეთ ექიმს! განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ ბავშვების, მოხუცების და ფონური დაავადებების მქონე პირების მიმართ! საქართველოში ჯერ ეპიდემია არ დაფიქსირებულა! იყავით ყურადღებით!ჯანმრთელობას გისურვებთ!" - აფრთხილებს მოსახლეობას პედიატრი.
---
05.01.2019
მედიასაშუალება: http://sknews.ge/index.php?newsid=20898
საქართველოში H1N1-ით რვა ადამიანი გარდაიცვალა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, H1N1-ით ე.წ "ღორის გრიპით" რვა ადამიანი გარდაიცვალა. როგორც, ეროვნულ ცენტრში ამბობენ, ყველა შემთხვევაში, H1N1-ის ვირუსი სხვა დაავადებასთან ერთად მიმდინარეობდა, სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვა კი დაგვიანებული იყო. საქართველოში H1N1-ით რვა ადამიანი გარდაიცვალა „რვიდან ერთი იყო ორსული ქალი, ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც მძიმე პნევმონია ჰქონდა და სამედიცინო დაწესებულებას გვიან მიმართა, ხოლო დანარჩენ ექვს H1N1-ის ვირუსი ქრონიკულ დაავადებასთან ერთად ჰქონდა (სიმსივნე, გულის მწვავე ინფარქტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის შემდგომი მდგომარეობა და ა.შ)”, - განაცხადა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. მისი განცხადებით, უახლოეს ორი კვირის განმავლობაში გრიპის ვირუსის გავრცელების მკვეთრად ზრდა მოსალოდნელი არ არის, რადგან ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესი საახალწლო არდადეგების გამო ჯერ კიდევ არ განახლებულა.
---
05.01.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/atcharashi-ghoris-gripith-othkhi-adamiani-gardaitsvala/
აჭარაში “ღორის გრიპით” ოთხი ადამიანი გარდაიცვალა
აჭარაში სეზონური გრიპის ვირუსით 132 ადამიანი მკურნალობს. ე.წ. ღორის გრიპით 4 ადამიანი გარდაცვალა. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ჟურნალისტებთან აცხადებს, პირველადი ჯანდაცვის ცენტრები არასამუშაო დღესაც იმუშავებენ და მოქალაქეებს მოუწოდებს, პირველადი ნიშნების გამოვლენისთანავე დაწესებულებებს მიმართონ. “საზოგადობრივი ჯანდაცვის ცენტრი უკვე მომარაგებულია “ტამიფლუთი”. უმწეოები და ორსულები მიიღებენ დოზებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში. ასევე მიუხედავად იმისა, რომ გამოსასვლელი დღეებია – შაბათს და კვირას, პირველადი ჯანდაცვის ცენტრები იმუშავებენ ჩვეულებრივ რეჟიმში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე და შობის დღეს იმუშავებენ 10:00 საათიდან 14:00 საათამდე. პირველადი ნიშნების გამოვლენისთანავე შეგიძლიათ მიმართოთ, დასვენების დღეების მიუხედავად, ჯანდაცვის ცენტრებს”, – აღნიშნა ზაალ მიქელაძე
---
05.01.2019
მედიასაშუალება: https://for.ge/view/158780/daamarcxeT-Roris-gripi-wyalbadis-zeJangiT-yvela-virus-sklavs.html
"დაამარცხეთ ღორის გრიპი წყალბადის ზეჟანგით! ყველა ვირუს სკლავს!"
ჟურნალისტი გიორგი გიგაური სოციალურ ქსელში ღორის გრიპთან დაკავშირებით ცნობილი რუსი ექიმის რჩევას აქვეყნებს: "დაამარცხეთ ღორის გრიპი წყალბადის ზეჟანგით! ცნობილი რუსი ექიმი ივან ნეუმივაკინი ღორის გრიპის დამარცხების უმარტივეს და უიაფეს საშუალებას გვთავაზობს – წყალბადის ზეჟანგით (,,პერეკისით”): "როდესაც მე დამისვეს კითხვა ღორის გრიპთან დაკავშირებით, ის ჯერ კიდევარ იყო რუსეთში გავრცელებული. მე ვუთხარი ყველას, რომ ეს ვირუსი არ არსებობს. ვიღაცას სჭირდება ხალხის მოტყუება იმისთვის, რომ დიდი ფული გამოიმუშავოს ვაქცინის დამზადებით…" მოკლედ, ნიუმივაკინის მეთოდი ასეთია: 15-20 წვეთი 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი გახსენით ჭიქის მეოთხედ წყალში დილა საღამოს თითო წვეთი ერთჯერადი შპრიცით (ნემსის გარეშე!) ჩაიწვეთეთ ცხვირის ორივე ნესტოში! ეს პროფილაქტიკაცაა და მკურნალობაც – წყალბადის ზეჟანგი ყველა ვირუს სკლავს! იცხოვრეთ ჯანმრთელად ახალ წელს!", - წერს გიგაური.
---
ბეჭდვითი მედია
06.01.2019
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
H1N1 ვირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა
ამ დროისთვის, ე.წ. ღორის გრიპით 8 ადამიანია გარდაცვლილი, მათგან 4 აჭარაში. დაავადებათა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გარდაცვლილ რვავე პაციენტს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, რამაც ვირუსის გამწვავება გამოიწვია. გარდა ამისა, მათ სამედიცინო დაწესებულებებს დაგვიანებით მიმართეს. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით ქვეყანაში ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. მისი თქმით, დღეს არსებული მონაცემებით, ვირუსი 100 ათას ადამიანზე მხოლოდ 277 ადამიანს დაუდასტურდა, ეპიდემიის საფრთხე კი დგება მაშინ, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა 500-მდე გაიზრდება.
---
06.01.2019
მედიასაშუალება: ახალი თაობა
`H1N1 გრიპის ზოგი გართულება, შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიში იყოს"
ქვეყანაში H1N1 ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. მართალია, ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ეპიდემიის ზღვართან არ ვართ, თუმცა მოსახლეობას სიფრთხილისა და დროული მკურნალობისკენ მოუწოდებს. რა შემთხვევაში მიდიან ფატალურ შედეგებამდე ამ გრიპით დაავადებულები, როგორ უნდა მოვიქცეთ დაინფიცირების შემთხვევაში და რა არის საჭირო პრევენციისთვის _ ამ საკითხებზე `ახალ თაობასთან~ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმი, კარდიოლოგი-თერაპევტი, ხათუნა ბერინაშვილი საუბრობს. _ ძირითადად რა ნიშნები ახასიათებს ამ გრიპს და როგორ უნდა გავარჩიოთ ის სხვა გრიპისგან? _ გრიპი იწყება უეცრად და ამით ის განსხვავდება ჩვეულებრივი გაციებისგან. ახასიათებს ცხელება, შემცივნება, ხველა, სახსრების და კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე, ზოგ შემთხვევაში გულისრევა და დიარეა. გრიპით დაავადების დროს სახიფათო ნიშნებს მიეკუთვნება: სუნთქვის გაძნელება ან ქოშინი, ტკივილი გულმკერდში ან მუცლის არეში, უეცარი თავბრუსხვევა, მრავალჯერადი პირღებინება. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, როდესაც უმჯობესდება გრიპის სიმპტომები, მაგრამ კვლავ იწყება მაღალი სიცხე ან იმატებს ხველის ინტენსივობა. _ რას ურჩევთ მოქალაქეებს, თუკი ამგვარ ნიშნებს შეამჩნევენ, რა უნდა მოიმოქმედონ პირველადი დახმარების გასაწევად? _ მოქალაქეებს მსგავსი ნიშნების აღმოჩენისთანავე ვურჩევ, რომ თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისაგან და პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ ექიმს. დაუშვებელია თვითმკურნალობა, განსაკუთრებით ანტიბიოტიკების ემპირიულად დაწყება, უნდა მიიღონ ექიმის რეკომენდაციები და მკურნალობა დაწყებული იქნას ექიმის დანიშნულებით. _ რა შემთხვევაში მიდიან ამ გრიპით დაინფიცირებულები ფატალურ შედეგებამდე? _ H1N1 გრიპი შესაძლოა რამდენიმე დღიდან დაახლოებით ერთ კვირამდე გაგრძელდეს და ზოგ შემთხვევაში გართულება გამოიწვიოს. გართულებებიდან ზოგიერთი შესაძლოა სიცოცხლისათვის საშიში იყოს და სიკვდილის მიზეზი გახდეს. _ რა ასაკის ადამიანებშია ამ ვირუსით დაინფიცირების რისკი უფრო მაღალი და ამ ეტაპზე რა ასაკის ადამიანებში ვხვდებით ძირითადად? _ გრიპით შეიძლება ნებისმიერი ასაკის სრულიად ჯანმრთელი ადამიანი დაავადდეს, თუმცა რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან: 65 წლის ზევით მყოფი პირები, ორსულები, ბავშვები _ განსაკუთრებით 5 წლამდე ასაკის, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, რომელთაც დიაგნოსტირებული აქვთ გულის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, ფილტვების ქრონიკული დაავადებები, მეტაბოლური დარღვევები, იმუნიტეტის დაქვეითებით მიმდინარე დაავადებები. _ რა გავაკეთოთ პრევენციისთვის? თუკი რომელიმე ოჯახის წევრი დაინფიცირდა, როგორ უნდა მოიქცნენ ოჯახის სხვა წევრები, რომ თავი დაიცვან. არსებობს რაიმე ბერკეტი? _ გრიპის პრევენციის ყველაზე ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა აცრა. აცრა არ იძლევა გრიპის თავიდან აცილების სრულ გარანტიას, მაგრამ ადამიანის ორგანიზმს იცავს გართულებებისგან. უნდა მოვერიდოთ გრიპით დაავადებულ ადამიანს, აუცილებელია ხელის ხშირი დაბანა, ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრება, დიდი რაოდენობით ხილის და ბოსტნეულის, ვიტამინებით მდიდარი საკვების და სითხეების მიღება, შენობის ხშირი განიავება. _ დაინფიცირების შემთხვევაში, რამდენ ხანში უნდა დავიწყოთ მკურნალობა, რომ ეფექტური იყოს და როდისაა ის დაგვიანებული? _ დაინფიცირების შემთხვევაში, სიმპტომების პირველივე გამოვლენისთანავე უნდა მივმართოთ ექიმს და დაწყებული იქნეს შესაბამისი მკურნალობა. როდესაც ვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა: სუნთქვის გაძნელება ან ქოშინი, ამ დროს ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, ითვლება დაგვიანებულ შემთხვევად.
---