From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი- 07.12.2018
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze <tbakradze@moh.gov.ge>; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 07.12.2018 07:59
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 07.12.2018

ტელევიზია

07.12.2018

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 09:00

რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ შესაძლოა იანვრიდან მუშაობა შეაჩეროს. სამუშაო გარეშე რჩება 2000 ადამიანი. ოფიციალურ განცხადებას საწარმოში ჯერჯერობით არ აკეთებენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, მიზეზად ირანიდან არმატურის არამომგებიან ფასად შემოტანა სახელდება. ამ საკითხის შესახებ დღეს მსჯელობა გაიმართება პარლამენტის დარგობრივ კომიტეტში. ამის შემდეგ გახდება ცნობილი რა ფორმით ჩაერთვება მთავრობა ამ პრობლემის მოგვარებაში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5740966

---

 

06.12.2018

არხი:  იმედი

გადაცემა: ქრონიკა 14:00

ფსიქიკური ჯანდაცვის სპეციალისტებმა, ექსპერტებთან და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან ერთად , ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრა მიზნად ისახავს, 2018 წლის ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის მომსახურების სერვისების, პრიორიტეტებისა და საჭიროებების შეფასებას.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5739436

არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5738964

ერთსულოვნება - სიახლენი 22:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5740794

---

 

06.12.2018

არხი:  I არხი

გადაცემა:მოამბე 21:00

საქართველოს მასშტაბით კრიზისულ ცენტრებსა და თავშესაფრებში მომსახურება ძალადობის 600-მდე მსხვერპლს გაეწია,- ასეთია ადამიანთა ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ერთწლიანი ანგარიში

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5740779

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5740384

---

 

06.12.2018

არხი:  იმედი

გადაცემა: ქრონიკა 20:00

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებულ ნუგზარ ჯანჯღავას პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურის ვერსიით, არსებობდა მიმალვის საფრთხე. თბილისსა და გორში მდებარე აფთიაქებიდან ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო რეალიზაცია ხდებოდა. აფთიაქების მფლობელები რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელს ქრთამის სახით თანხას უხდიდნენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5740664

მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5740503

I არხი -მოამბე 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5740717

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5740320

მაესტრო - ახალი ამბები 18:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5740299

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5740273

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5739876  

---

 

06.12.2018

არხი: I არხი

გადაცემა: მოამბე 21:00

მაღალი რისკის შემცველ ობიექტებზე დასაქმებული მოქალაქეები იანვრიდან დაზღვეულები იქნებიან. ეს ვალდებულება კომპანიებს კანონით დაეკისრებათ, თუმცა ობიექტებზე, სადაც ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დგას, დასაქმებულების დაზღვევის პირობები დამსაქმებლის და სადაზღვევო კომპანიის მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული. სადაზღვევო სექტორს კანონში შესული ცვლილებების მიმართ შენიშვნები აქვს. მათი მთავარი მოთხოვნა მინიმალური სადაზღვევო პაკეტების დაწესებაა.

 http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5740707

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5740370

---

 

06.12.2018

არხი:  მაესტრო

გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00

7 დეკემბერს თელავის ისტორიულ მუზეუმში დასაქმების ფორუმი გაიმართება. ღონისძიებაზე 30-მდე კომპანია სამუშაოს მაძიებლებისთვის აქტიურ ვაკანსიებს წარადგენს. კერძო სექტორი დასაქმების მსურველებს თავისუფალ სამუშაო ადგილებს მომსახურების, გაყიდვების, სამშენებლო, ტურიზმის, საბანკო და სადაზღვევო სფეროებიდან შესთავაზებს. სოციალური მომსახურების სააგენტო წელს ქვეყნის მასშტაბით მსგავს ფორუმებს მეთერთმეტედ მართავს. ბოლო მონაცემებით, მიმდინარე წელს, 1 600-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 84 შშმ პირი დასაქმდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5740591

მაესტრო - ახალი ამბები 18:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5740327

მაესტრო - ახალი ამბები 15:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5739691

იმედი - იმედის დილა- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5739104

---

 

ინტერნეტი

07.12.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/telavshi-dasaqmebis-forumi-gaimarteba/

თელავში დასაქმების ფორუმი გაიმართება

თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ სამუშაოს მაძიებლებისთვის თელავში დღეს დასაქმების ფორუმი გაიმართება. რეგიონული ფორუმი სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. დასაქმების ფორუმზე 30-მდე დამსაქმებელი 1000-ზე მეტი შრომის ბაზარზე აქტიური ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი. ფორუმის მონაწილე დამსაქმებლები არიან საბანკო და საფინანსო, დაზღვევის, სამედიცინო და ფარმაცევტული, მსხვილი სავაჭრო და სადისტრიბუციო ქსელების, მომსახურებისა და ტურიზმის სფეროებიდან. დასაქმების ფორუმში შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები მიიღებენ მონაწილეობას. ფორუმში მონაწილეობა შეუძლია კახეთში მცხოვრებ ნებისმიერ სამუშაოს მაძიებელს. ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს, ამავდროულად, მათ მიეწოდებათ ინფორმაცია, ყველა იმ პროგრამისა და სერვისების შესახებ, რასაც სოციალური მომსახურების სააგენტო ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. ფორუმი 13:00-დან 15:00 საათამდე გაგრძელდება.

06.12

კვირა.ჯი- http://kvira.ge/436610

ბიპიენ.ჯი- https://bpn.ge/ekonomika/50997-thelavshi-dasaqmebis-forumi-gaimartheba.html?lang=ka-GE

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/524121-tbilissa-da-agmosavlet-sakartveloshi-mcxovreb-samushaos-mazieblebisatvis-dasakmebis-regionaluri-porumi-gaimarteba/

კომერსატნი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/7-dekembers-telavshi-dasaqmebis-forumi-gaimarteba

აიბიზნეს.ჯი- http://ibusiness.ge/%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%97-%E1%83%A1/

ბიემ.ჯი- http://www.bm.ge/ka/article/30-mde-damsaqmebeli-1000-mde-vakansiit---xval-dasaqmebis-forumi-tardeba--/27212/

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/index.php?id=75877&fbclid=IwAR0_ZdJMbJByr8_WnWjB01miVBz-CaspTMjqmwfSG2V_IZciPam6FayXJis

---

 

06.12.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/fsiqikuri-jandacvis-servisebis-ganvitarebis-sakitkhebze-mrgvali-magida-imarteba/

ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების განვითარების საკითხებზე მრგვალი მაგიდა იმართება

თბილისში მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელზეც ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროს გამოწვევებზე, 2018 წლის შედეგებსა და 2019 წლის პერსპექტივებზე მსჯელობენ. ასევე, შეხვედრის მიზანია, ფსიქიკური ჯანმრთელობის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის სერვისების, პრიორიტეტებისა და საჭიროებების შეფასება. დღეს დარგის სპეციალისტები ექსპერტებთან ერთად ფსიქიკური სათემო სერვისებისა და ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ ისაუბრებენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, მაია ლაგვილავას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროში ფსიქიატრთა ასოციაციის მიერ უკვე გაგზავნილია ახალი სტანდარტები, რომელზეც მსჯელობა იწყება. მისივე თქმით, 2019 წლიდან სწორედ ამ სიახლის მიხედვით გაიცემა რეკომენდაციები ფსიქიკური დაწესებულების მიმართ. მაია ლაგვილავამ გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება. „რაც შეეხება გამოწვევებს, ფსიქიკური ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში, მიმდინარეობს დეინსტიტუციონალიზაცია, რაც სათემო სერვისების განვითარებას გულისხმობს. ამ მიმართულებით სახელმწიფომ 2018 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, თუმცა წინსვლას კვლავ ვგეგმავთ“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/216833

---

 

06.12.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/suramis-fsiqiatriuli-saavadmyofos-reabilitacia-wlis-bolomde-dasruldeba-igegmeba-fsiqikuri-jandacvis-akhali-centrebis-msheneblobac/

სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება, იგეგმება ფსიქიკური ჯანდაცვის ახალი ცენტრების მშენებლობაც

სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ლაგვილავამ განაცხადა. მისი თქმით, რეაბილიტაციის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში თანამედროვე სტანდარტები დაინერგება. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართვლოს მთავრობა, ჩინეთთან თანამშრომლობის შედეგად, კიდევ რამდენიმე ფსიქიატრიული დაწესებულების გახსნას გეგმავს. მისივე თქმით, ამ დროისთვის ამ კუთხით აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უკვე რეალურად დაწყებულია და წლის ბოლომდე დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტებში მოუწევთ პაციენტებს ყოფნა. ასევე, ზუსტად ერთი თვის წინ გახსნილ იქნა ქვიტირის ახალი ფსიქიატრიული საავადმყოფო. მოგეხსენებათ, რომ ჩინეთთან თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, უკვე რატიფიცირებულ იქნა ხელშეკრულება ჩვენი მთავრობის მიერ და უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ სენაკსა და თელავში გაიხსნას ფსიქიკური ჯანდაცვის ახალი ცენტრები, რომლებიც იქნება მრავალფუნქციური და არ იქნება სტაციონარი. ამ დროისთვის მოლაპარაკებების ეტაპზე ვართ“, – განაცხადა მაია ლაგვილავამ.

---

 

06.12.2018

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=191576-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90,%20%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90

სააფთიაქო ნარკომანია - „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილეს პატიმრობა შეეფარდა

ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე დაკავებულ ჯანდაცვის სამინისტროს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილეს, ნუგზარ ჯანჯღავას აღკვეთის ღონისძიების სახით თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. როგორც დაკავებულის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, საქმეში მტკიცებულება არ არსებობს და ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ადვოკატმა სასამართლოში ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობაც წარადგინა, რომლის მიხედვითაც მას გულის პრობლემები და შაქრიანი დიაბეტი აქვს. პროკურორი კი აცხადებდა, რომ არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე. სუს-ის ინფორმაციით, თბილისსა და გორში აფთიაქების მფლობელები, 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის ივლისის ჩათვლით, ყოველთვიურად ფსიქოტროპული მედიკამენტების უნებართვოდ რეალიზაციის მფარველობისთვის, სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსისთვის - გია თვალავაძისთვის გადასაცემად ნუგზარ ჯანჯღავას დიდი ოდენობით თანხებს უხდიდნენ. სუს-მა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჯამში პასუხისგებაში მისცა 21 პირი, რომელთა მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში შეადგინა 4 094 709 ლარი. გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტებზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/524116-saaptiako-narkomaniis-sakmeze-dakavebul-regionuli-jandacvis-centris-direktoris-moadgiles-patimroba-sheeparda/

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/201723-ets-saafthiaqo-narkomaniis-saqmeze-dakavebuli-nugzar-janjghavasthvis-aghkvethis-ghonisdziebis-shefardebaze-sasamarthlo-imsjelebs.html?lang=ka-GE

---

 

06.12.2018

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/524136-prokurori-regionuli-jandacvis-centris-direktoris-moadgilis-sakmeshi-sabanko-gadaricxvebi-paruli-audio-video-chanaceri-da-sxva-mtkicebulebebia/

პროკურორი -„რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილის საქმეში საბანკო გადარიცხვები, ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი და სხვა მტკიცებულებებია

ე.წ.სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე დაკავებულ ჯანდაცვის სამინისტროს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილის ნუგზარ ჯანჯღავას სისხლის სამართლის საქმის პროკურორი მაია სილაგაძე აცხადებს, რომ საქმეში მოწმეთა ჩვენებების გარდა, სხვა მტკიცებულებებიც არსებობს, მათ შორის, ბრალდებულის სახელზე საბანკო ჩარიცხვები. „ბრალდების მხარე არ ეთანხმება დაცვის მხარის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარის მიერ არ არის საკმარისი მტკიცებულებები მოპოვებული, რომ ნუგზარ ჯანჯღავამ ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული. საქმეში მოპოვებული გვაქვს არაერთი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომლებიც ადასტურებენ, რომ ნუგზარ ჯანჯღავას უხდიდნენ ყოველთვიურად თანხას, რათა გარკვეული მფარველობა განეხორციელებინა მათ აფთიაქებზე. ბრალდების მხარე დეტალურად ვერ ისაუბრებს კონკრეტული მტკიცებულებების შინაარსობრივ მხარეზე, თუმცა, ჩვენებების გარდა, არის სხვა მტკიცებულებებიც, წარმოდგენილია საბანკო გადარიცხვები, ასევე წარმოდგენილია ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი და სხვა მტკიცებულებები, რომელთაც ბრალდების მხარე საქმის არსებითი განხილვისას გამოიკვლევს", -აცხადებს სილაგაძე. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნუგზარ ჯანჯღავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. როგორც სახელმწიფო ბრალდება აცხადებს, ნუგზარ ჯანჯღავას ყოველთვიურად 13 000 ლარს უხდიდნენ, რათა აღნიშნული თანხა გადაეცა გია თვალავაძისათვის, რომელსაც ფარმაცევტულ საქმიანობაზე ზედამხედველობა ევალებოდა.

---

 

06.12.2018

მედიასაშუალება: https://reginfo.ge/people/item/11243-2019-xlis-1-ianvridan-gegmiuri-azrebi-savaldebulo-iqneba

2019 წლის 1 იანვრიდან გეგმიური აცრები სავალდებულო იქნება

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული პროფილაქტიკური აცრები სავალდებულო იქნება. კანონის მიზანი იმუნიზაციის გლობალური მოცვის საშუალებით მოსახლეობის დაცვაა, მათ შორის წითელას გავრცელების საშიშროებისგან. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, უნდა გაიზარდოს ვაქცინაციის პროცესში სკოლამდელი აღზრდის და საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობა. ვაქცინით მართვადი დაავადებების გავრცელების რისკის მაქსიმალურად შესამცირებლად სავალდებულო უნდა გახდეს სასწავლო/სააღმზრდელო პროცესის დაწყებისას იმუნიზაციის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა და სავალდებულო პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული აცრების მოთხოვნა. კანონის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამგვარი მიდგომა საერთაშორისო პრაქტიკაში (აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ისლანდია, ნორვეგია და სხვა) გავრცელებულია. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ დღეისთვის, საქართველოში მოსახლეობის იმუნიზაციით მოცვის დონე არასაკმარისია. ვაქცინაციაზე მოთხოვნას ხელს უშლის ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: მოსახლეობის არასათანადო ცნობიერება ვაქცინების სარგებლისა და უსაფრთხოების შესახებ და მის მიმართ უნდობლობა; ასევე, ვაქცინაციის საწინააღმდეგო ინფორმაცია საზოგადოებასა და საინფორმაციო საშუალებებში, მშობლების უყურადღებობა და პასუხისმგებლობის დეფიციტი. „ვაქცინაციის საშუალებით 2000-2016 წლებში წითელათი გარდაცვალების შემთხვევები 84%-ით შემცირდა და წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციით 20 მილიონზე მეტი სიცოცხლე იქნა გადარჩენილი. ტუბერკულოზის, პოლიომიელიტის, დიფთერიის, ტეტანუსის, ყივანახველას და წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციით მსოფლიოში ყოველწლიურად 2.5 მილიონამდე ბავშვის, ხოლო B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციით 600 000 ადამიანის სიცოცხლეა გადარჩენილი. ვაქცინაციით მართვადი დაავადების შემთხვევათა რაოდენობის მნიშვნელოვანმა კლებამ მოსახლეობას შეუქმნა წარმოდგენა, რომ მრავალი ინფექციური დაავადება წარსულს ჩაბარდა. თუმცა, ეს ინფექციები შესაძლებელია კვლავ გახდნენ ავადობის, ინვალიდობის და სიკვდილობის მიზეზი იმუნიზაციის განხორციელებისადმი ძალისხმევის და აცრებით მოცვის დონის კლების შემთხვევაში. აღნიშნულის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია 2013-2014 წლებში საქართველოში წითელას ეპიდაფეთქება (11 000 შემთხვევა, 3 გარდაცვალება). ავადობის ტვირთი ძირითადად 1 წლამდე და 15-30 წლის ასაკის მოსახლეობაზე მოვიდა, რაც ადასტურებს ამ ასაკობრივი ჯგუფების არაიმუნურობას. 2017 წელს დაფიქსირდა წითელას 94 შემთხვევა. შემთხვევების 13% მოდის 1 წლამდე ასაკის ბავშვებზე, ხოლო 33% - 14 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაზე. 2018 წლის მაისის ბოლოსთვის წითელას შემთხვევების რაოდენობამ მიაღწია 864-ს, შემთხვევების 11% მოდის 1 წლამდე ასაკის მოსახლეობაზე, ხოლო 50% - 14 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაზე. დაფიქსირდა წითელათი გარდაცვალების 2 შემთხვევა“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში. კანონის მიღების შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრები არ გამოიყოფა. იმუნიზაციის პროგრამა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის შემადგენელი ნაწილია, რომლის მიზანი ვაქცინაციით მართვადი ინფექციებისაგან მოსახლეობის დაცვაა. პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით. თანხა გათვლილია ყველა შესაძლო ბენეფიციარზე, მაგრამ აცრაზე ყველა არ მიდის. პროგრამის ბიუჯეტი 22 400 ათასი ლარია. 2017 წლის მონაცემებით ასაცრელი კონტინგენტი ასაკობრივად შეადგენდა: 0-1 წლამდე - 53 146 ადამიანი; 1 წლის - 52 387 ადამიანი; 18 თვის ასაკის - 52 087 ადამიანი; 5 წლის ასაკის - 53 103 ადამიანი; 14 წლის ასაკის -38 183 ადამიანი. ყოველწლიურად გეგმიურად ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა დაახლოებით 248 906 ადამიანს შეადგენს, ხოლო ყოველწლიურად დაახლოებით 884 754 აცრა უნდა ჩატარდეს. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში აცრას არ იტარებს სავარაუდოდ 4%-დან 25%-მდე ადამიანი. მაგალითად, ერთ წლამდე ასაკში აუცრელია კონტინგენტის 5%, ხოლო 14 წლის ასაკში აცრას არ იღებს კონტინგენტის 20-25%. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში ამ დროისთვის 10 ვაქცინა შედის: ბცჟ (ასაკი:0-5 დღე); B ჰეპატიტი (ასაკი: 0-12 საათი); ჰექსა (ასაკი: 2, 3, 4 თვე); პოლიომიელიტი ორალური (ასაკი: 18 თვე, 5 წელი); დიფთერია - ტეტანუსი - ყივანახველა (ასაკი: 18 თვე); დიფთერია - ტეტანუსი (ასაკი: 5 წელი); ტეტანუსი - დიფთერია (ასაკი: 14 წელი); წითელა - წითურა - ყბაყურა (ასაკი: 12 თვე, 5 წელი); როტავირუსული (ასაკი: 2, 3 თვე); პნევმო (ასაკი: 2, 3, 12 თვე). მიღებული ცვლილებების მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2019 წლის 1 ივლისამდე უნდა განახორციელონ ღონისძიებები სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

---

 

06.12.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/miso-ebi-shav-siashi-moxvedril-socialurad-daucvelebs-vals-qartus-gareshe--chamoaweren--/27221?fbclid=IwAR33wD9vF5XCHWW8V4q2qVM_1WqbvlP0C92stzHwOgC62UjGK_ntectblRc

მისო-ები „შავ სიაში“ მოხვედრილ სოციალურად დაუცველებს ვალს „ქართუს“ გარეშე ჩამოაწერენ

12 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ სოციალურად დაუცველ პირებს ვალებს უსასყიდლოდ ჩამოაწერს.  ამის შესახებ bm.ge-ის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ხელმძღვანელმა ბესო შენგელიამ განუცხადა.  „12-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება სოციალურად დაუცველი პირების ვადაგადაცილებული და ე.წ. უიმედო სესხების ჩამოწერის შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, 12 მისო არ გაყიდის თავის პორტფელზე „ქართუ ფონდზე“ და ამ კატეგორიის მსესხებლებს უბრალოდ, გაუნულებს სესხებს; თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ ვიცით, კლიენტების რა ნაწილია სოციალურად დაუცველი, ამიტომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები თავიანთ ბაზებს გადაუგზავნიან სოციალური მომსახურების სააგენტოს, რათა სია დაზუსტდეს“, - განმარტა შენგელიამ.  მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივის განხორციელება მოითხოვს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, რათა ვალების ჩამოწერის შემდეგ მისო-ები არ დაიბეგრონ.  „შეთანხმება მიღწეულია და რამდენადაც ვიცით, საგადასახადო კოდექსში ეს ცვლილება შევა“, - აღნიშნა ბესო შენგელიამ.  რაც შეეხება იმას, რამდენი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ერთვება ე.წ. სესხების განულების აქციაში, რომლის ფარგლებში საფინანსო ინსტიტუტებისგან ვალებს ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“ შეისყიდის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოაციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საბოლოო რაოდენობა ჯერ კიდევ არაა ცნობილი.  „მიმდინარე კვირის დასაწყისში 8 მისო იყო თანახმა, მაგრამ მათ კიდევ ემატებიან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ამიტომ პროცესი გაიწელა“, - აღნიშნა მან.  შესაბამისად, ჯერჯერობით, უცნობია იმ მსესხებელთა რაოდენობა, ვისაც ე.წ. სესხების განულება შეეხება და ასევე, სესხების ჯამური ძირი თანხა, რომლის სავარაუდოდ, 9%-საც გადაუხდის საფინანსო ინსტიტუტებს ივანიშვილის ფონდი.

---

 

06.12.2018

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/7-dekembers-dasaqmebis-forums-telavi-umaspindzlebs-ramdenad-efeqtiania-dasaqmebis-xelshewyobis-saxelmwifo-programa?fbclid=IwAR0XMGk_mrO1iZaFnxj00ip6wTHEImIWAsAv-ZujV6CqcpTonESPatozOx0

გადამზადების სახელმწიფო პროგრამა 2018 წელს 2064 ადამიანმა გაიარა, აქედან 1600-ზე მეტი უკვე დასაქმდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ „კომერსატნთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში უმუშევრობის პრობლემის მოგვარების გზებზე ისაუბრა .გამოსავალს ქობულია საბაზისო პროფესიების განვითარებასა და კადრების გადამზადებაში ხედავს. მისი შეფასებით ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების ზრდის მთავარი საფუძველი ქვეყანაში პროფესიული განათლების დაწინაურებაა. “ რაც გაკეთდა 6 წლის განმავლობაში ყველა მიმართულება მომწონს, ერთადერთი რასაც შევცვლიდი ეს მასშტაბებია. თუნდაც ის პროფესიული გადამზადების კურსები, რომელზეც ლაპარაკი იყო ჯერ კიდევ წინა პრემიერის დროს, ეს ხომ სწორი იყო -  მაგრამ მასშტაბი იყო არასაკმარისი. უკვე ვაბიუჯეტებთ იმ პროგრამებს, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება. მაგალითად, დაიწყება აქტიური სწავლებები — როგორც 2-3 კვირიანი, ისე 2 წლიანი კურსები. ეს იქნება სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც ეყოლება დონორი ორგანიზაციები და ასევე პროცესებში ჩაერთვება კერძო სექტორიც. რა თქმა უნდა, სწავლება იქნება უფასო.“-განაცხადა გიორგი ქობულიამ კომერსანტი დაინტერესდა რამდენად წარმატებით ხორციელდება უკვე არსებული სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ხორციელდება. აღნიშნული პროგრამის შესახებ კომერსანტს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი, მარი ბეზარაშვილი ესაუბრა. რას გულისხმობს მომზადება-გადამზადები პროგრამა და ვის შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება? — ჩვენ პროგრამა მოიცავს  2-იდან 4 თვემდე გადამზადების კურსს, რომელიც ადამინებს საშუალებას აძლევს აითვისონ იმ კომპეტენციების მინიმუმი, რაც სჭირდებათ დასაქმებისთვის. სერვისებს ყველა მსურველს ვთავაზობთ, მათ შორის უპირატესობას ვანიჭებთ ისეთ მოწყვლად ჯგუფებს, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებთანაც ჩვენი ჯობქოუჩები და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტები მუშაობენ, იძულებით გადაადგილებული პირები, პრობაციონერები, ახალგაზრდები, რომლებმაც უსახსრობის გამო შეწყვიტეს სწავლა, სოციალურად დაუცველები, მარტოხელა დედები და ძალადობის მსხვერპლები. ნებისმიერ ადამიანს, ნერბისმიერ გეოგრაფიულ ერთეულში, 16 წლის ზემოთ ასაკის შეუზღუდავად შეუძლია ჩვენი სერვისით სარგებლობა. გიორგი ქობულიას ვარაუდით დაანონსებული პოგრამის ფარგლებში გადამზადებულთა 70 % დასაქმდება. საინტერესოა რამდენად ხდება არსებულ მომზადება-გადამზადების პროგრამაში ჩართვა დასაქმების გარანტი და კიდევ რა სახის პროგრამებს სთაბაზობთ დასაქმების მსურველებს? - პროგრამა რომ წარმატებულია ამაზე წლიდან წლამდე ბენეფიციარების მზარდი სტატისტიკაც მეტყველებს.შარშან თუ გადამზადდა 2130 კაცი ორივე ეტაპზე, აქდან დაახლოებით 80% დასაქმდა. წელს მარტო პირველი ეტაპის მონაცემებით კურსი 2064-მა ადამიანმა დამთავრა. თეორიულთან ერთად პრაქტიკული სწავლებაც მიმდინარეობს, რაშიც დამსაქმებლები არიან აქტიურად ჩართულები და ისეც ხდება, რომ ადამიანები  კურსის დასრულებამდე უკვე საქმდებიან. მომზადება-გადამზადების ყოველი ეტაპის დასრულებისას ტარდება დასაქმების ფორუმი. ერთ სივრცეში ჩვენი კურსდამთავრებულებს და არა მარტო მათ, ვახვედრებთ მინიმუმ 30 მსხვილ კომპანიას. წელს დასაქმების ფორუმი გვქონდა აჭარაში , მინდა დავაანონსო, რომ მეორე ეტაპისთვის 7 დეკემბერს, თელავში ვგეგმავთ დასაქმების ფორუმის ჩატარებას. რაც შეეხება სხვა პროგრამებს, გვაქვს სტაჟირებისა და სუბსიდირების პროგრამა. სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, რომელიც 1-დან 3 თვემდეა, 1 ვაკანსიაზე 3 ბენეფიციარს ვუგზავნით დამსაქმებელს, ის ვალდებულია ერთი მაინც დაასაქმოს და მინიმუმ 6 თვიანი ხელშეკრულება გაუფორმოს. სუბსიდირება პირველი დღიდან დასაქმებაა, სადაც 470 ლარამდე თანაფარდობით შევდივართ 4 თვის ვადით, ანუ თუ ხელფასი არის 800 ლარი 400 ლარს ჩვენ ვუხდით. ამ შემთხვევაშიც დამსაქმებელი ვალდებულია 4 თვის შემდგომ 6 თვიანი ხელშეკრულება გაუფორმოს დასაქმებულს, რაც 10- თვიან გარანტირებულ დასაქმებას უზრუნველყოფს. საიდან ფინანსდება დასაქმების აღნიშნული პროგრამა და გაქვთ თუ არა კოორდინაცია სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან დასაქმების ხელშეწყობისთვის? — სამწუხაროთ, დონორები არ გვყავს და ყველა ეს პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ეკონომიკისა და განათლების სამინისტროებთან. მაგალითად, მოთხოვნადი პროფესიებისა და განათლების ხარისხის მიმართულებით, რათა შევარჩიოთ მაღალი დონის სასწავლებლები. ჩვენი სერვისების შესახებ ბევრ დამსაქმებელს საერთოდ არ აქვს ინფორმაცია და სწორედ ამ მიმართულებით უნდა გვიწყობდეს ხელს სავაჭრო -სამრეწველო პალატა. მომზადება -გადამზადებისა და სტაჟირების პროგრამა 2017 წელს 2 მილიონ 14 ათასი ლარით  დაფინანსდა, 2018  წელს მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე თანხაც გაიზარდა 2 მილიონ 90 ათას ლარამდე, თუმცა ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი, შესაბამისად მომავალ წელს ბიუჯეტი გასაზრდელია. გარდა ბიუჯეტის არასაკმარისი ოდენობისა, კიდევ რა პრობლემებს აწყდებით მუშაობის პროცესში? — საგულისხმოა, რომ ძალიან მწირი ადმიანური რესურსით ვახერხებთ ამ ყველაფრის კეთებას. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ვაპირებთ მთელი ქვეყანა მოვიცვათ, გაიზრდება კადრებიც, რაც უახლოეს ერთ წელში მოხდება. ასევე მინდა გითხრათ , რომ ის სტატისტიკა რაც გვაქვს, სრულყოფილად ვერ ასახავს რეალობას, რამდენადაც შეიძლება ითქვას, რომ იმაზე 2-ჯერ მეტი გვყავს დასაქმებული ვიდრე ამას ციფრები აჩვენებს. თუ არ მოგვწერს დამსაქმებელი, რომ ადამიანი დაასაქმა , ჩვენ რომც გვქონდეს ამის შესახებ ინფორმაცია, ვერ აღვრიცხავთ დასაქმებულად. ვინაიდან დამსაქმებელს კანონით არ ევალება ჩვენთვის ინფორმაციის მოწოდება და ეს მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, ყოველთვის ვერ ვიღებთ მათგან უკუკავშირს, რითაც, ფაქტობრივად, სტატისტიკას ვკარგავთ. ამის მიუხედავად, შემიძლია გითხრათ, რომ 2017 წელს დასაქმდა 1775 ადამინაი, მათ შორის 103 შშმ პირი, 2018 წელს უკვე 1600-ზე მეტი ადამიანი დავასაქმეთა, ქედან 84 შშმ პირია. ეკონომიკის მინისტრმა პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის გამოყო სოფლის მეურნეობა და ტურიზმი,თქვენი კვლევებიდან გამომდინარე რომელ პროფესიებს გამოყოფთ მოთხოვნის სიდიდის თვალსაზრისით?  პროგრამის დაწყებამდე წინასწარ ტარდება შრომის ბაზრის თვისობრივი კვლევა და განისაზღვრება მოთხოვნადი პროფესიები. განსაკუთრებით მოთხოვნადი პროფესიებია მიმტანი, მზარეული, მზარეულის დამხმარე, ბარმენი და ზოგადად სასტუმროსთან დაკავშირებული სერვისების მიმწოდებლები, განსაკუთრებით  ტურისტულ სეზონზე. მოთხოვნადია მოლარე-ოპერატორები, სტილისტები და მომსახურების მიწოდებათან დაკავშირებული სხვა პროფესიები, ასევე მოთხოვნა გაიზარდა სამშენებლო სექტორის მიმართულებით.

---

​ 

 

 

ბეჭდვითი მედია

07.12.2018

მედიასაშუალება: ახალი თაობა

ნუგზარ ჯანჯღავას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

რამდენიმე დღის წინ სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნუგზარ ჯანჯღავა დააკავეს. ბრალდების მხარე ჯანჯღავას აფთიაქების მფლობელებისგან უკანონოდ ფულის აღებასა და ამ თანხის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილ უფროსთან გია თვალავა-ძესთან მიტანას ედავება. ჯანჯღავას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. _  ჩვენ საქმეში მოპოვებული გვაქვს არაერთი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლებიც ადასტურებენ, რომ ნუგზარ ჯანჯღავას უხდიდნენ სწორედ ამ თანხას ყოველთვიურად იმისათვის, რომ მას გარკვეული მფარველობა განეხორციელებინა მათ აფთიაქებზე. ამის დასადასტურებლად წარმოდგენილია სასამართლოში არაერთი მტკიცებულება და სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია და სწორედ ამიტომაც დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ნუგზარ ჯანჯღავას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა, _ განაცხადა პროკურორმა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ადვოკატის განცხადებით, ისინი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. _ გადაწყვეტილება გასაჩივრდება აუცილებლად 48 საათის ვადაში. რაც შეეხება მტკიცებულებების არსებობას, ბუნებაში არ არსებობს კონკრეტული, პირდაპირი მტკიცებულება, გარდა იმ მოწმეების ჩვენებებისა, რომლებმაც არაერთხელ შეცვალეს ჩვენებები, _ აღნიშნა ადვოკატმა ლალი აფციაურმა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5740957&name=07.12.2018+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---