მედიამონიტორინგი 07.01.2019
ტელევიზია
08.01.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
გორში კლინიკა გორმედში სავარაუდოდ ღორის გრიპით 22 წლის გოგონა გარდაიცვალა. პაციენტმა კლინიკას პარასკევს მიმართა , რაც უკვე დაგვიანებული იყო და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. პაციენტს თავის ტვინის სიმსივნე ჰქონდა და რამდენიმე ოპერაცია ჰქონდა გადატანილი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5797891
---
08.01.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
გრიპით და გრიპის მაგვარი დიაგნოზით 75 პაციენტი მკურნალობს იაშვილში. როგორც სამედიცინო დირექტორი განმარტავს უმრავლესობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა თუმცა 3 პაციენტი მკურნალობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ივანე ჩხაიძის ინფორმაციით კლინიკაში ვირუსებზე მომართვიანობა შარშანდელთან შედარებით გაზრდილია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5797887
---
08.01.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 15:00
ვირუსის გამო პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება დღეიდან საგანგებო რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. პაციენტს ექიმთან კონსულტაციის გავლა 24 საათის განმავლობაში, გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე შეეძლება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5797950
იმედი -ქრონიკა 14:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5797886
მაესტრო - ახალი ამბები 12:00
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5797550
მაესტრო - ახალი ამბები 10:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5797418
---
08.01.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 12:00
გრიპის ვირუსის შესახებ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის ტეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინა დარახველიძე
https://www.youtube.com/watch?v=_x9zRCMqLRY
---
08.01.2019
არხი: I არხი
გადაცემა:მოამბე 12:00
პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება დღეიდან 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.H1 N1 ვირუსის სიმპტომების გაჩენისთანავე, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიარონ. საგანგებო სამუშაო გრაფიკზე გადასვლის მიუხედავად, ჯანდაცვის უწყების ცნობით, ავადობის მაჩვენებელმა იკლო. 24 საათის განმავლობაში თვენ შეგიძლიათ მიმართოთ მედკაპიტალის სამ უბანს- გლდანი, საბურთალო და სამგორი, ასევე კლინიკა მედსი, საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი. ნებისმიერი საეჭვო სიმფტომატიკის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მიმართონ ექიმს. პირველ რიგში ოჯახის ექიმს და სემდეგ მიიღონ ზომები.მას შემდეგ რაც 24 საათიანი რეჯიმი ამოქმედდა ამ კლინიკებში ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით განხორციელდა 500 ზარი პაციენტების მხრიდან, 150 ვიზიტი უშუალოდ ამ კლინიკებში, თუმცა მიუხედავად ამისა ამბობენ, რომ ავადობის მაჩვნებლმა იკლო, 7 იანვრის მონაცემებით 256 ადამიანი შეადგინა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5797547
---
08.01.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 14:00
რამდენიმე კლინიკა სადღეღამისო რეჟიმზე გადავიდა. ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გრიპის და რესპირატორული ინფექციის სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ ოჯახის ექიმს და მკურნალობა შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე დაიწყონ. გრიპის ვირუსზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე(მეორე ვიდეო ფაილი)
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5797884
---
08.01.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
გადაიდება თუ არა სასწავლო პროცესის დაწყება სკოლებსა და ბაღებში ამ კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი. ამირან გამყრელიძის თქმით, ჯანდაცვის და განათლების სამინისტროები ერთობლივ გადაწყვეტილებას დაკვირვების შემდეგ მიიღებენ, ახლა კი ამის საჭიროება არ არსებობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5797879
---
08.01.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: სხვა შუადღე
გრიპის ვირუსის შესახებ სასაუბროდ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინა დარახველიძე
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5797839
---
08.01.2019
არხი: I არხი
გადაცემა: ნაშუადღევს
H1N1 ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები მატულობს. როგორ ვებრძოლოთ მას, საჭიროა კვლევები და მათი პასუხების დალოდება თუ უმჯობესია სწრაფი მოქმედება – სპეციალისტის რჩევები. სტუმარი: ქეთი ნემსაძე – პედიატრთა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5797808
---
08.01.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 12:00
თბილისში სავარაუდოდ H1N1 ვირუსით გარდაცვალების 2 შემთხვევა დაფიქსირდა. გართულებული მდგომარეობის გამო 25 წლის მამაკაცი, წმინდა ლაზარეს კლინიკაში კი 41 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. ექიმები ამბობენ, რომ მამაკაცმა დროულად არ მიმართა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გრიპის ვირუსის ფონზე დაამძიმა. პაციენტმა სამკურნალო დაწესებულებას დაგვიანებით მიაკითხა, ორ კვირიანი მკურნალობა კი უშედეგო აღმოჩნდა. რაც შეეხება ლაბორატორიულად დადგემილ შედეგებს გრიპის ვირუსით გარდაცვალების 10 ფაქტი ფიქსირდება, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5797555
---
08.01.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 12:00
ლაბორატორიულად დადასტურებული მონაცემებით, ამ დრომდე გრიპის ვირუსით ქვეყანაში 10 ადამიანია გარდაცვლილი. საფრთხე ისევ მაღალია, ჯანდაცვის სისტემა კი ურთულესი გამოცდის წინაშე დგას. ექიმები მოუწოდებენ ყველას, პირველივე სიპტომების შემთვევაში სამედიცინო დაწესებულებას მიმართონ. კრიტიკულ ზღვარზე მუშაობს სასწრაფო დახმარების სამსახური, რომელიც გაზრდილ მიმართვებს ვეღარ აუდის. შექმნილი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5797569
---
08.01.2019
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 12:00
უკვე რამდენიმე დღეა, რაც საქართველოში საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულთა დაზღვევა სავალდებულო გახდა. კანონი ძალაში 2019 წლის პირველი იანვრიდან შევიდა. დაზღვევის შეძენა დაევალა ყველა იმ იურიდიულ პირს, რომელსაც მთავრობის დადგენილებით მომატებული საფრთხის შემცველისამუშაოს სტატუსი აქვს მინიჭებული.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5797733
---
08.01.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
რა სიმპტომები აქვს ღორის გრიპს და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას
---
07.01.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
სამი დაღუპული ადამიანი ბოლო 48 საათში, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა რომ გრიპის ვიტუსის სიმპტომებით ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. მანამდე კი თბილისში წმინდა ლაზარეს კლინიკაში ქალი გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტრის გადაწყვეტილებით პირველადი ჯანდაცვის რამოდენიმე დაწესებულება საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მედიკოსები მოსახლეობას კიდევ ერტხელ აფრთხილებენ რომ მაღალი სიცხიდა და გრიპის ვირუსის სიმპტომების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ოჯახის ექიმს. სტატისტიკურად ლაბორატორიულად დასტურებულია რომ საქართველოში H1N1 ვირუსით გარდაიცვალა 9 ადამიანი. რეფერალური სავადმყოფოს ექიმების ინფორმაციით 25 წლის ახალგახრდა მამაკაცი საავადმყოფოში უმძიმესი მდგომარეობით შეიყვანეს და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5796906
რუსთავი 2 -კურიერი 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5797095
I არხი -მოამბე 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5797058
მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5797012
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5797033
კავკასია - დღეს 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5796874
---
07.01.2019
არხი: კავკასია
გადაცემა: ბარიერი
გადაცემის თემაა გრიპის ვირუსი. ამ თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეპირველი ვიდეო ფაილი)
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5797038
---
07.01.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 18:00
ბოლო მონაცემებით, აჭარაში გრიპის ვირუსით კლინიკებში სტაციონალურ მკურნალობას 170 მოქალაქე გადის. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, გრიპის ვირუსის გავრცელების დინამიკა რეგიონში უცვლელია. ოფიციალური ინფორმაციით, ეპიდემიის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს. ექიმების რეკომენდაციაა, ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში მიმართოთ ოჯახის ექიმს და დაიცვათ ჰიგიენის ნორმები. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით სკოლებში სწავლის გადადების აუცილებლობა არ არის.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5796877
---
ინტერნეტი
08.01.2019
გორში სავარაუდოდ გრიპის გართულებით 22 წლის ქალი გარდაიცვალა
გორში სავარაუდოდ გრიპის გართულებით 22 წლის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ მოხდა. „გორმედის“ კლინიკური დირექტორის, დავით ყაზაიშვილის განცხადებით, გარდაცვლილს სიმსივნე ჰქონდა გადატანილი და წარსულში რამდენჯერმე ნაოპერაციებიც იყო. ჰქონდა თუ არა გარდაცვლილს H1N1 ტიპის ვირუსი, ლაბორატორიულად ჯერ დადასტურებული არ არის. როგორც პირველ არხს „გორმედში” განუცხადეს, გრიპის გართულებული ფორმით მკურნალობას კლინიკაში კიდევ ორი მამაკაცი განაგრძობს და მათი მდგომარეობა მძიმეა.
---
08.01.2019
შიდა ქართლში, „გორმედის“ ქსელის კლინიკებში, ვირუსული ინფექციების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მნახველთა შეშვება შეიზღუდა
შიდა ქართლში, „გორმედის“ ქსელის კლინიკებში, ვირუსული ინფექციების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მნახველთა მიმოსვლა შეიზღუდა. ამის შესახებ „გორმედის“ გენერალურმა დირექტორმა გია სვანაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის „გორმედის“ ქსელის კლინიკები - გორის საუნივერსიტეტო კლინიკა, დედათა და ბავშვთა ცენტრი, ქარელის ცენტრალური საავადმყოფო და ხაშურის კლინიკური საავადმყოფო დატვირთულია 80 %-ით. სტაციონარულ მკურნალობას ამჟამად 280 პირი გადის, არსებობს 70 სტაციონარული ძირითადი საწოლის რეზერვი და გარდა ამისა, საშუალება გვაქვს, დამატებით 31 საწოლი განთავსდეს, ანუ, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით, 100-მდე სტაციონარული პაციენტის მიღების შესაძლებლობა გვაქვს. მომართვიანობა გაზრდილია, აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს სწორი საინფორმაციო კამპანიის გამო, რის საფუძველზეც, პაციენტები დაგვიანებით აღარ მომართავენ სამედიცინო დაწესებულებებს და შესაბამისად, სტაციონარიზაციის აუცილებლობა ხშირ შემთხვევაში აღარ დგება. რაც შეეხება ინფექციის გავრცელების მოცულობას, შიდა ქართლში ადეკვატულია იმ მონაცემებთან, რაც ფიქსირდება საქართველოს სხვა რეგიონებსა და დედაქალაქში. მომართვიანობა გაზრდილია, თუმცა, ქსელი მომზადებული შეხვდა და უზრუნველყოფილია როგორც სპეციალური სამკურნალო და სახარჯი მასალებით, ასევე აპარატურული მხარდაჭერით და მედპერსონალის მობილიზებით. პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა, უნდა ვთხოვოთ მოსახლეობას, რომ მიმართვიანობა იყოს დროული“, - აცხადებს ,,გორმედის“ გენერალური დირექტორი გია სვანაძე. „გორმედის“ კლინიკურმა დირექტორმა დავით ყაზაიშვილმა განაცხადა, რომ გარდაცვალების ორი შემთხვევის გარდა, კლინიკაში ორი განსაკუთრებით მძიმე პაციენტი განაგრძობს მკურნალობს. მისივე თქმით, ორივე მათგანს თანმდევი ქრონიკული დაავადებები აღენიშნება. რეგიონის სამედიცინო სექტორში არსებულ ვითარებას შიდა ქართლის გუბერნატორი გაეცნო. გიორგი ხოჯევანიშვილი „გორმედის“ ცენტრალურ კლინიკაში იმყოფებოდა. „მივიღე დეტალური ინფორმაცია, ვითარება დამაკმაყოფილებელია, რეგიონის სამედიცინო სექტორი სრულად აკმაყოფილებს ვირუსული ინფექციების გავრცელების შესაძლო საფრთხეებს. არის რესურსი, რომ საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი პაციენტების მოთავსება მოხდეს სტაციონარში. მედიკამენტოზური და ტექნიკური თვალსაზრისით, რეგიონში არსებულ სამედიცინო სექტორს რაიმე შეფერხება არ აქვს“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
---
08.01.2019
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - აჭარაში სეზონურ ვირუსთან დაკავშირებით, ჰოსპიტალურ მკურნალობას 205 ადამიანი გადის
აჭარაში სეზონურ ვირუსთან დაკავშირებით, ჰოსპიტალურ მკურნალობას 205 ადამიანი გადის, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა. მისი ინფორმაციით, 205- დან 77 ბავშვი და 2 ფეხმძიმე ქალბატონია. მინისტრის ცნობით, 21 მოქალაქე ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ზაალ მიქელაძის განცხადებით, სეზონურ ვირუსთან დაკავშირებით რეგიონში საგანგაშო მდგომარეობა არ არის. რაც შეეხება ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს, სადაც კარანტინი გამოცხადდა, მინისტრი ამბობს, რომ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ეს ზომა აუცილებელი იყო, რათა პაციენტების მნახველებმა ვირუსი არ გაავრცელონ.„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან 90 მოქალაქეზე ანტივირუსული პრეპარატი გაიცა",- განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
---
08.01.2019
მოქალაქემ პეტიცია შეადგინა, რომ სასწავლო დაწესებულებებში სწავლა დროებით შეწყდეს - როგორ დაუჭიროთ მხარი დოკუმენტს
მოქალაქე გიორგი ქოქიაშვილმა პეტიცია შექმნა. დოკუმენტით, მოქალაქე ითხოვს, რომ H1N1-ის ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, დროებით, დათხოვნილ იქნას ყველა სასწავლო დაწესებულება. "ვინაიდან და რადგანაც, გახშირდა რა, საქართველოში, H1N1-ით გარდაცვალების შემთხვევა, მომატებულია რა, H1N1-ით დაავადებულთა რაოდენობა, მივიჩნევ, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, პრევენციის სახით, უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, სასწავლო დაწესებულებების დროებითი დათხოვნის შესახებ, ვინაიდან, დამეთანხმებით, საბავშვო ბაღები, სკოლები თუ უმაღლესი სასწავლებლები, ყოველდღიურად, ათასობით ინდივიდის თავშეყრის ადგილი ხდება, სადაც ნებსით თუ უნებლიეთ, გვიწევს ახლო კონტაქტი ადამიანებთან, რამაც შესაძლოა, ხელი შეუწყოს ვირუსის გავრცელებას, რომელსაც შეიძლება, ნებისმიერი ჩვენთაგანი, შეუცნობლად ვატარებდეთ. ამასთანავე, ქვეყანაში არსებობს იმ მედიკამენტის დეფიციტი, რომელმაც უნდა შეძლოს ვირუსთან გამკლავება და თუ არსებობს სააფთიაქო ქსელში, იყიდება მაღალი ღირებულებით. დამეთანხმებით, დღევანდელი მატერიალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რთულია იმ მედიკამენტის შეძენა, რომლის ღირებულებაც 100 ლარს აღწევს" - ნათქვამია პეტიციაში, რომელსაც უკვე 3,000 მეტი ხელმომწერი ჰყავს. იმისთვის, რომ პეტიცია შედგეს, საჭიროა სულ 6866 ხელმოწერა შეგროვდეს. ხელის მოსაწერად გადადით ბმულზე: https://manifest.ge/main/item/2421?fbclid=IwAR0tUQu-2Go2XThjKSSl5haWChjY6sTarWLFhv4VNLInCiNJdZcVtmK0uTw იმ შემთხვევაში, თუ საიტზე შესვლას ვერ მოახერხებთ, დაარესტარტეთ რამდენჯერმე.
---
08.01.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/tbilisshi-pirveladi-djandacvis-xuti-dawesebuleba-24-saatian-rejimshi-imushavebs
თბილისში პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს
თბილისში პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება დღეიდან საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ, გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს ოჯახის ექიმთან კონსულტაცია გაიარონ. „დღეიდან გადავედით 24-საათიან რეჟიმში, რაშიც იგულისხმება ოჯახის ექიმთან ვიზიტი, სატელეფონო კონსულტაციები და ექიმის ბინაზე ვიზიტი. ბოლო დღეების განმავლობაში მომართვიანობა გაზრდილია, შემოდიან ჩივილებით – მაღალი სიცხე, ყელის ტკივილი, ხველა, სახსრების ტკივილი“, განაცხადა ოჯახის ექიმმა, ოლეგ წიქარიშვილმა. დღეიდან 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ შემდეგი სამედიცინო დაწესებულებები: შპს „მედკაპიტალი-გლდანი“, მის: ვეკუას ქ. N 18 შპს „მედკაპიტალი-საბურთალო“, მის: გამრეკელის ქ. N19 შპს „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“, მის: წინამძღვრიშვილის ქ. N 57 შპს „მედსი“ („ვერე-21“), მის: ქიაჩელის ქ. N 18 შპს „მედკაპიტალი-სამგორი“, მის: მოსკოვის გამზ. კვ. 4, კორპ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ბენეფიციარებს მოუწოდებს, გრიპისა და რესპირატორული ინფექციის სიმპტომების გამოვლენისთანავე ოჯახის ექიმს მიმართონ და მკურნალობა შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე დაიწყონ.
მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/tbilisshi-pirveladi-djandatsvis-khuti-datsesebuleba-dgheidan-sagangebo-rejimshi-imushavebs/54724
კვირა.ჯი- http://kvira.ge/442078
---
08.01.2019
მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/218648
გრიპის ვირუსის გამო, რუსთავის ბაგა-ბაღებში 15 იანვრამდე თავისუფალი დასწრებაა გამოცხადებული
გრიპის ვირუსის გამო, რუსთავის ბაგა-ბაღებში 15 იანვრამდე თავისუფალი დასწრებაა გამოცხადებული. როგორც „რუსთავის საბავშვო ბაგა - ბაღების გაერთიანება“ Facebook-ის გვერდზე წერს, თავისუფალი დასწრების შემდეგ შესაძლებელია 7 საპატიო გაცდენის უფლებით სარგებლობა. „იანვრის თვეში თავისუფალი დასწრების გაგრძელების საკითხი დამოკიდებულია ვირუსების გავრცელების დინამიკაზე. დამატებით ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად მოგაწვდით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
---
08.01.2019
გრიპის ვირუსის შემთხვევები შემცირდა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით წინა კვირასთან შედარებით გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 21 ერთეულით შემცირდა. „კლების ტენდენცია გვაქვს წინა კვირასთან შედარებით. ვითარება ეპიდემიასთან ახლოსაც კი არ არის. ეპიდემია იმ შემთხვევაში ითვლება თუ კი დაინფიცირებულთა რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე 450-500 მიაღწევს- „ განუცხადეს „პრაიმტაიმსს“ ჯანდაცვის სამინისტროში გასულ კვირას 100 ათას მოსახლეზე ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის 277 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილთა რაოდენობამ კი ათს მიაღწია
---
08.01.2019
გრიპის ვირუსის გამო ბაღებსა და სკოლებში ზამთრის არდადეგები შესაძლოა, გახანგრძლივდეს
ლაბორატორიულად დადასტურებული მონაცემებით, ამ დრომდე გრიპის ვირუსით ქვეყანაში 10 ადამიანია გარდაცვლილი. ექიმები მოსახლეობას მოუწოდებენ, პირველივე სიპტომების შემთვევაში სამედიცინო დაწესებულებას მიმართონ. შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, არსებობს ალბათობა, რომ ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს. გადაწყვეტილებას ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები, მიმდინარე კვირას ავადობის დინამიკაზე დაკვირვების შედეგად მიიღებენ. „ლაბორატორიულად დღეისთვის დადასტურებულია 162 შემთხვევა. სამწუხაროდ, იქ სადაც ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები გვაქვს, დღეისთვის 10 გარდაცვლილია. დავაკვირდებით ამ კვირაში ავადობის დინამიკას და ამის მიხედვით შემდგომ ჯანმრთელობის და განათლების სამინისტროები მიიღებენ ერთობლივ გადაწყვეტილებას,“ -განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
---
08.01.2019
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/241665-okupirebul-afxazetsi-e-w-roris-gripi-ar-dafiqsirebula
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ღორის გრიპი არ დაფიქსირებულა
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ღორის გრიპის ეპიდემიის აფეთქება არ აღინიშნება. ამის შესახებ აფხაზურ მედიას წერს, ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-მდივნმა რუსტამ ზანთარიამ განუცხადა. "ჩვეულებრივი სიტუაციაა, "ღორის გრიპის" შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ვაქცინაცია არცთუ ისე დიდი ხნის წინ ჩატარდა, გრიპის რაიმე ნიშნების გამოვლენისთანავე, უფრო მკაცრ ზომებს მივიღებთ. ამ ეტაპზე კი ამის აუცილებლობა არ არსებობს“,- თქვა ზანთარიამ. სპეციალისტები მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო აცრების ჩატარებისა და ჰიგიენის ზომების დაცვისკენ მოუწოდებენ.
---
08.01.2019
მედიასაშუალება: https://news.ge/gripis-virusit-11-adamiani-gardaicvala/
გრიპის ვირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა – ექიმები მოსახლეობას მოუწოდებენ სიმპტომებისთანავე სამედიცინო დაწესებულებას მიმართონ
საქართველოში ბოლო მონაცემებით, გრიპის ვირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევებია, მათ შორის არის H1N1-ით გარდაცვალების ფაქტებიც. საფრთხე ისევ არსებობს, ამიტომ ექიმები მოუწოდებენ მოსახლეობას, პირველი სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას. რისკჯგუფებს კვლავ ბავშვები, ორსულები და მოხუცები წარმოადგენენ. სპეციალისტები განმარტავენ, რომ გრიპის ვირუსის თვითმკურნალობა დაუშვებელია. “ოდნავ შემცირებულია მძიმე რესპირატორული ინფექციებით ჰოსპიტალიზირებულთა მაჩვენებელი. 41%-დან ჩამოსულია 33-ზე, მაგრამ ეს მაინც მაღალია. აუცილებელია თუ ბავშვს 38-ზე მეტი აქვს ტემპერატურა, რომ მივმართოთ პედიატრს. როგორც კი ორსულს ეწყება მაღალი ტემპერატურა შემცივნებით, აუცილებელია, რომ მან კონსულტაცია ჩაატაროს ოჯახის ექიმთან და მეანგინეკოლოგთან,”-განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
---
08.01.2019
„ არცერთ ევროპულ ქვეყანაში გრიპის ვირუსის გამო პაციენტი კლინიკაში არ წვება"-თემურ მიქელაძე
ბავშვთა პედიატრის თემურ მიქელაძის განმარტებით, H1N1 ვირუსის მატარებელი პაციენტების ჰოსპიტალიზაცია ხშირად მაშინაც კი ხდება, როდესაც პაციენტის სტაციონარში მოთავსება საერთოდ არ არის საჭირო. პედიატრი განმარტავს, რომ გრიპის მატარებელი ადამიანის საავადმყოფოში მოთავსება დაუშვებელია, თუ არ არის ისეთი თანდართული პათოლოგია, როგორც არის მაგალითად პნევმონია და ა.შ, სხვა შემთხვევაში პირიქით. ჯობია რომ, გრიპის მატარებელმა პაციენტებმა მკურნალობა სახლში განაგრძონ, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. „მხოლოდ გრიპის გამო ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში შესაძლოა პაციენტს სხვა ინფექციაც დავმართოთ, შევიდეს ერთი ინფექციით და გამოვიდეთ მეორე ინფექციით. ჰოსპიტალიზაცია აუცილებლად უნდა გადაწყვიტოს ექიმმა. პაციენტი არ უნდა მირბოდეს კლინიკებში თვითნებურად, რაც ახლა ხდება. "ღორის გრიპს" აქვს თავის მიმდინარეობა და ვერც ერთ კლინიკაში ვერ მოგვარდება ის თუ გრიპმა არ გაიარა თავისი 5-7-9 დღიანი პერიოდი. მხოლოდ ტემპერატურის გამო კლინიკაში ჰოსპიტალიზაცია არცერთ ქვეყანაში არ ხდება. თუ არის მაღალი და დაუმორჩილებელი ტემპერატურა 3 ან 6 თვემდე პაციენტებში კიბატონო- ასეთ შემთხვევაში აუცილებელია საავადმყოფოში მოთავსება. თქვენ გინახავთ სტაციონარში მორბენალი ბავშვები ხო? ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი, თუ პაციენტი წვება საავადმყოფოში უნდა იწვეს პალატაში „-განუცხადა "პრაიმტაიმსს" თემურ მიქელაძემ. თემურ მიქელაძე განმარტავს, რომ გრიპის ვირუსი აპრილის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. ვირუსი ძირითადად 8-9 დღე გრძელდება.
---
08.01.2019
''პირბადის გამოყენებას მკაცრი წესები აქვს'' - რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირბადის ტარებას მკაცრად განსაზღვრული წესები აქვს, მისი თქმით ნიღბის ტარება ოთხ საათში ერთხელ უნდა მოხდეს. როგორც გამყრელიძემ ,,პრაიმტაიმთან'' საუბრისას განმარტა, პირბადის გამოყენება ქუჩაში რეკომენდირებული არ არის, ვინაიდან ადვილად ნესტიანდება და ბინძურდება. ,,ნიღბის ტარებას თავისი წესები აქვს, მისი გამოყენება ქუჩაში არ შეიძლება რადგან ადვილად ბინძურდება, ამასთან გამოცვლა ყოველ ოთხს საათში ერთხელ უნდა მოხდეს'', - აღნიშნა გამყრელიძემ შეგახსენებთ, რომ ერთი პირბადით მხოლოდ ერთმა ადამიანმა უნდა ისარგებლოს. მისი დანიშნულება ბაქტერიებისგან ორგანიზმის დაცვაა, თუმცა პირბადის არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა, დაავადების რისკი შემცირების ნაცვლად გაზარდოს. კვლევებით დადგენილია, რომ პირბადის სწორი გამოყენება და ხელების ხშირი დაბანა ვირუსის შეყრის რისკს 50%-ით ამცირებს.
---
08.01.2019
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოსა და ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა.
როგორც ჟურნალისტებს ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინო ლეფსაიამ განუცხადა, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კლინიკაში გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. მისივე ინფორმაციით, ქალაქში მდგომარეობა სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. „კარანტის გამოცხადების გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ლაბორატორიულად გამოკვლეული არ არის და ვერ ვერტყვით, რომ ეს იყო H1N1 ვირუსი. იგი მწვავე პნევმონიით დაიღუპა. ამ ეტაპზე ქალაქში მდგომარეობა სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. სამედიცინო დაწესებულებებს გრიპის ვირუსის სიპტომებით 1427-მა პაციენტმა მიმართა, აქედან 38 არის ჰოსპიტალიზირებული, ხოლო მწვავე, გართულებული ფორმით იყო 4 შემთხვევა, მათ შორის ერთი გარდაცვალება. მინდა მოსახლება დავამშვოდო, სიტუაცია არაა საგანგაშო,“- აღნიშნა ნინო ლეფსაიამ. ამ დროისთვის ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით 11 პაციენტი მკურნალობს. ექიმების შეფასებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს, აქ პაციენტებთან კომუნიკაციის აკრძალვის მიზნით მნახველთა ვიზიტი აიკრძალა. „საავადმყოფოში მომართვიანობა გაზრდილია. იმ მიზნით, რომ ინფექციის გავრცელება შევზღუდოთ, გამოვაცხადეთ კარანტინი. საჭიროა შევწყვიტოთ კონტაქტი ინფიცირებულ მოქალაქეებთან. გრიპის დიაგნოზით 27 მოქალაქეა მოთავსებული, აქედან 7 ბავშვია და 3 ორსული",- განაცხადეს საავადმყოფოში.
---
08.01.2019
ნიკა გვარამია: „მეგობარი გარდამეცვალა გრიპით...“
ნიკა გვარამია ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისი მეგობარი გრიპით გარდაიცვალა. როგორც „რუსთავი 2“-ის დირექტორი წერს, ამ მხრივ ქვეყანაში სრული კატასტროფა ხდება და არსებულ სიტუაციას გრიპის პანდემიას უწოდებს. გთავაზობთ მის სტატუსს: „მეგობარი გარდამეცვალა გრიპით. წარმოუდგენელი შოკია. 21ე საუკუნეში გრიპით მოკვდა 41 წლის ჯანღონით სავსე გოგო. რა ვთქვა არ ვიცი. სრული კატასტროფა ხდება ქვეყანაში. გრიპის პანდემიაა, ფაქტიურად, და ხელისუფლება მხოლოდ ინფორმაციის დამალვითაა დაკავებული. ხალხი კი ამასობაში კვდება პანტაპუნტით“.
---
07.01.2019
"... ეს არის ხელოვნურად შექმნილი ეპიდემია" - გრიპის ვირუსით ჰოსპიტალიზებული 12 წლის ბავშვის დედა
გრიპის ვირუსით ჰოსპიტალიზებულ 12 წლის დათუნა ხიზანიშვილს სასიცოცხლოდ მძიმე მდგომარეობა აქვს. როგორც პედიატრიული პრივატ კლინიკის ექიმები ამბობენ, ბავშვის ორგანიზმის სიძლიერეზეა დამოკიდებული თუ როგორ დაემორჩილება მკურნალობას. ბავშვის დედის, ჟურნალისტის ნინო გვაზავას თქმით, ვირუსი ერთი შეკრული ჯგუფის მიერ ორგანიზებული ხელოვნური ეპიდემია და ის მოითხოვს, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა შესაბამისი გამოძიება აწარმოონ. ამის შესახებ "პრაიმტაიმს" ნინო გვაზავამ განუცხადა. "მაინტერესებს, საიდან აქვს დაავადებათა კონტროლს სტატისტიკური მონაცემები - როდის დაიწყება ვირუსული ეპიდემია, თუ ეს არ არის ერთი შეკრული ჯგუფის მიერ ორგანიზებული ხელოვნური ეპიდემია. მნიშვნელოვანია და სამწუხაროა, როცა ეს ხდება ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ხარჯზე. მით უფრო მომავალი თაობის. მე როგორც მსხვერპლს, დიახაც მაქვს უფლება მქონდეს ჩემი რეაქცია. მოვითხოვ, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა შესაბამისი გამოძიება დაიწყონ. ჩემს შვილს დეკებრის შუა რიცხვებში შეხვდა ვირუსი, რომელმაც პნევმონია გამოიწვია, რასაც შემდეგ ლეოკოპენია დაგვერთო. სასიცოცხლოდ მძიმე მდგომარეობა აქვს, მათ შორის ჟანგბადის. როგორც ექიმები ამბობენ, ბავშვის ორგანიზმის სიძლიერეზეა დამოკიდებული როგორ დაემორჩილება მკურნალობას. რაც შეეხება მედპერსონალს, მათ 24 საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა და სრულაიდ მობილიზებულები არიან. იმაზე მეტს აკეთებენ, ვიდრე ეს შეიძლება. დასვენების დღეებშიც კი მუშაობდნენ, მადლობა მათ", - განაცხადა ნინო გვაზავამ.
---
07.01.2019
თებერვლის დასაწყისში უნდა ველოდოთ ვირუსის მატებას - ამირან გამყრელიძე
გრიპის გავრცელების მხრივ, იანვრის პირველ პერიოდში ოდნავ სიმშვიდე და კლების ტენდენცია იქნება, მაგრამ იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში კვლავ მატება გვექნება - ამის შესახებ "პრაიმტაიმს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.- როგორია ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი? - გავრცელების მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით ოცი ერთეულით შემცირებულია, ანუ თუ ერთი კვირის წინ იყო 277 ასი ათას მოსახლეზე, ახლა უკვე გასულ კვირას გვაქვს 276 ასი ათას მოსახლეზე. გვაქვს ოდნავ შემცირების დინამიკა. ასევე, შემცირებულია მძიმე რესპირაციული ინფექციით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 41 %-დან 33 %-მდე. მაგრამ 33 %-იც საკმაოდ მაღალია. ამიტომ საავადმყოფოებში რჩება გართულებული შემთხვევები, რომლის მიზეზი არის დაგვიანებული მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებისადმი. - როდის უნდა ველოდოთ პიკის გადავლას? - დაახლოებით შემიძლია გითხრათ, რომ პიკში ვართ. იანვრის პირველ ნახევარში ოდნავ სიმშვიდე იქნება და ოდნავ კლების ტენდენცია, მაგრამ შემდგომ იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში კლავ მატება გვექნება. ძირითადი ვირუსის შტამბი, რაც ტრიალებს და ცირკულირებს ქვეყანაში არის H1N1. - ვინ არის რისკ ჯგუფში და რას ურჩევთ მათ? - ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია გახლავთ გრიპის სიმპტომო-კომპლექსის დაწყებიდან, რაც შეიძლება მალე სამედიცინო დაწესებულებებისადმი მიმართვა, რათა დავიდან ავიცილოთ გრიპის გართულება და ექიმის რჩევით დროულად დაიწყოს პაციენტმა მკურნალობა. გრიპის სიმპტომებია: მაღალი ცხელება, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, სახსრების ტკივილი, ზოგადი მოტეხილობა, სისუსტე, უმადობა. განსაკუთრებით ბავშვებში სისუსტე და ძილიანობა, გულისრევა და ღებინება. აღნიშნული სიმპტომო-კომპლექსი თუ ერთ დღეზე მეტი გრძელდება, აუცილებელია, რომ მიმართოთ ოჯახის ექიმს და იმოქმედოთ მისი დანიშნულების მიხედვით. განსაკუთრებით ვაფრთხილებ ორსულ ქალბატონებს, იყვნენ ძალიან ფრთხილად. ექნებათ თუ არა მათ მაღალი ტემპერატურა, აუცილებელია, რომ მიმართონ ექიმს კონსულტაციისთვის. ასევე განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იყვნენ ბავშვებთან მიმართებაში მშობლები და მოხუცები. ამავე დროს, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იყვნენ ის ადამიანები, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს, როგორიც არის დიაბეტი, ინფარქტის შემდგომი მდგომაროება, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის შემდგომი მდგომაროება, სიმსივნეებით, ასთმით, ქრონიკული ბრონქიტით დაავადებული ადამიანები, რადგან ამ დაავადებებს გრიპი სერიოზულად ამწვავებს და ართულებს.
---
07.01.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/332845/
“ღორის გრიპთან” დაკავშირებთ თბილისში 5 კლინიკა საგანგებო რეჟიმით მუშაობს
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 7 იანვარს პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება დილის 10 საათიდან საღამოს 22 საათამდე იმუშავებს. ხოლო 8 იანვრიდან პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ, დღე–ღამის ნებისმიერ დროს გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიარონ. ეს იმ დაწესებულებების ჩამონათვალია, რომლებიც 8 იანვრიდან 24-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავლენ: შპს “მედკაპიტალი–გლდანი” მის: ვეკუასქ. N 18. შპს “მედკაპიტალი–საბურთალო” მის: გამრეკელისქ. N19. შპს “საოჯახომედიცინისეროვნულისასწავლოცენტრი” მის: წინამძღვრიშვილისქ. N 57. შპს “მედსი: (“ვერე-21″) მის: ქიაჩელისქ. N 18. შპს “მედკაპიტალი–სამგორი” მის: მოსკოვისგამზ. კვ. 4, კორპ. ჯანდაცვის სამინისტრო მოუწედებს მოქალაქეებს, გრიპისა და რესპირატორული ინფექციის, სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ ოჯახის ექიმს და მკურნალობა შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე დაიწყოს.
---
07.01.2019
ღორის გრიპის საწინააღმდეგო 5 ევროიანი „ტამიფლუ“ საქართველოში 100 ლარად იყიდება
ღორის გრიპის საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტურ საშუალებად პრეპარატი „ტამიფლუ“ მიიჩნევა. ბოლო ხანს ვირუსის გავრცელების მატებასთან ერთად სულ უფრო მეტი ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში, განსაკუთრებით რეგიონებში აფთიაქებში პრეპარატ „ტამიფლუს“ დეფიციტია და მისი შეძენა გართულებულია. არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა ქართულ ფასსაც. თითო აბი 5-10 ლარი ღირს, არადა ავადმყოფმა დღეში მინიმუმ 2 კაფსულა უნდა მიიღოს და კურსი ორი კვირის განმავლობაში ჩაიტაროს, ეს კი სერიოზულ ფინანსურ ხარჯებს უკავშირდება. ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მეზობელ ქვეყნებში „ტამიფლუს“ 1 კოლოფის ფასი, რომელშიც 10 კაფსულაა, მაქსიმუმ 5 ევროს შეადგენს, საქართველოში კი იგივე კოლოფი 100 ლარად იყიდება.
---
07.01.2019
მედიასაშუალება: http://presa.ge/?m=politics&AID=71957&fbclid=IwAR083ZnZ_34zM5co93Cgf2Dsm-ygffWnvy8pwAI7Inw4b2Jf4gScdUswo24
"დაშლილი ღვიძლი და გაჩერებული თირკმელი" - სერგეენკოს უუნარობის გამო 10-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა
გრიპის საყოველთაო ეპიდემიის დროს, ჯანდაცვის მინისტრმა, რომელიც ძირითადად ივანიშვილის ბიზნეს-იდეების განხორციელებით არის შეპყრობილი, სრული უუნარობა გამოამჟღავნა. სერგეენკოს არასწორი მენეჯმენტის გამო, ქვეყანაში H1N1 ტიპის ვირუსით უკვე ათამდე ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე ათეული კი, ამ წუთებში ებრძვის სიკვდილს. ერთერთი მათგანი 25 წლის ახალგაზრდაა, რომელსაც იმის გამო რომ თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში სიცხის დამწევი და "ტამიფლუ" არ მისცეს, ღვიძლი დაეშალა, თირკმელი გაუჩერდა და მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. „დღეს მეუბნება ექიმი, რომ მე ვერაფერს ვშველი, ღვიძლი დაშლილი აქვს, თირკმელი აღარ მუშაობსო. ოთხი დღე სიცხე ჰქონდა და სიცხის დამწევი პრეპარატები არ გაუკეთეს იმისთვის, რომ სიცხე დაწეოდა“-ამბობს პაციენტის მამა, გია ჩილაშვილი. ჯანდაცვის სფეროში არსებული კორუფციისა და მინისტრ სერგენკოს გულგრილობის, უუნარობისა და ნეპოტიზმის გამო, 21-ე საუკუნეში, საქართველოს მოქალაქეები ღორის გრიპით კვდებიან. "სამი მილიარდი აქვს დაფინანსება ჯანდაცვას და მაშინ, როცა ამდენი ვაქცინა არსებობს, ხალხი ღორის გრიპით იხოცება. ბიძინას ფავორიტ სერგეენკოს, კორუფციული სქემების ნაცვლად რომ პრევენციის გზებზე ეფიქრა, იქნებ ახლა ამდენი გარდაცვლილი არ გვყოლოდა", - წერს სოციალურ ქსელში ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე.
---
07.01.2019
"კედლები დაბზარულია, სახურავიდან წვიმა ჩამოდის და ფანჯრებზე ცელოფნის პარკებია აკრული" - ხუციშვილების ოჯახს დახმარება სჭირდება
ვანო და ქეთევან ხუციშვილები ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირში ცხოვრობენ. მათი ქოხი, რომელიც ერთი ოთახისგან შედგება, ავარიულ მდგომარეობაშია: იატაკი ყანყალებს, კედლები დაბზარულია, სახურავიდან წვიმა ჩამოდის, ფანჯრებზე კი მინის ნაცვლად ცელოფნის პარკებია აკრული. ამ ადამიანებს ერთმანეთისადმი სიყვარულის გარდა არაფერი გააჩნიათ! ისინი ვერ მუშაობენ ფსიქიკური დაავადების გამო და დღეებს სიღარიბესა და უმწეო მდგომარეობაში ატარებენ. არსებობენ მხოლოდ სოციალური შემწეობის მწირი თანხით, რაც ელემენტარული საკვების საყიდლადაც ძლივს ჰყოფნით. თუ, ღმერთმა არ ქნას და, ერთ-ერთს რამე დაემართა, მეორე მარტოობას ვერ გაუძლებს. ერთადერთი რამ, რაც ჯერ კიდევ შემორჩათ, არის რწმენა. მათ სჯერათ, რომ უფალი მათთანაც მიავლენს კეთილ ადამიანებს, რომლებიც ანუგეშებენ და დაეხმარებიან. ვანო და ქეთევანი საჭიროებენ საკვებ პროდუქტებს, თბილ ტანსაცმელს, ზამთრის ფეხსაცმელს, მედიკამენტებს, თეთრეულს, ჭურჭელს... დიახ, მათ პრაქტიკულად არაფერი გააჩნიათ. თქვენ წარმოიდგინეთ, არც ტელევიზორი... და ეს ხდება 21-ე საუკუნეში! ჩვენ გავესაუბრეთ ქეთევანს, რომელიც მთელი ინტერვიუს განმავლობაში ტირილისგან თავს ვერ იკავებდა. - რას საჭიროებთ ყველაზე მეტად ამ ეტაპზე? ქეთევანი: დაწოლის წინ ღმერთს ვევედრები, რომ სახურავი არ ჩამოიქცეს და არ დაგვეცეს.... ისე, ყველაზე მერტად საკვები პროდუქტები და მედიკამენტები გვჭირდება - ქეთევან, გაქვთ რაიმე ოცნება? ქეთევანი: ვოცნებობ, რომ უფალმა კეთილი ადამიანები გამოგვიგზავნოს დასახმარებლად. ჩვენ სრულიად უმწეონი ვართ და ძალიან გვიჭირს. მეეჭვება, რომ ამ ზამთარს გავუძლოთ... მეგობრებო, მოდით გავუწოდოთ ამ ოჯახს დახმარები ხელი! მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა დამლკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვიმოქმედებთ გაერთიანებული ძალებით. თქვენ შორის უამრავი ქველმოქმედი ადამიანია და ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ არ დატოვებთ ვანოს და ქეთევანს უყურადრებოდ. გფარავდეთ უფალი! თქვენ შეგიძლიათ მათ დაეხმაროთ ფინანსურადაც. ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ხუციშვილების ოჯახი).
---
ბეჭდვითი მედია
08.01.2019
მეიდასაშუალება: მესინჯერი
საქართველოში გრიპის ვირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში გრიპის ვირუსით, კერძოდ, H1N1-ით 8 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა განაცხადა. ყველა ამ შემთხვევაში, H1N1-ის ვირუსი სხვა ძირითად დაავადებასთან ერთად მიმდინარეობდა, სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვა კი დაგვიანებული იყო. რვიდან ერთი იყო ორსული ქალი, ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც მძიმე პნევმონია ჰქონდა და სამედიცინო დაწესებულებას გვიან მიმართა, ხოლო დანარჩენ ექვს H1N1-ის ვირუსი ქრონიკულ დაავადებასთან ერთად ჰქონდა (სიმსივნე, გულის მწვავე ინფარქტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის შემდგომი მდგომარეობა და ა.შ). გრიპის ვირუსზე მინისტრმა დავით სერგეენკომაც ისაუბრა.