From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი- 08.02.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>
Received On : 08.02.2019 09:04
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 08.02.2019

ტელევიზია

08.02.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 09:00

ულტიმატუმი ჯანდაცვის მინისტრს - სოციალური მუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაფიცვას აანონსებენ

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5861807

---

 

08.02.2019

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა

ელმავალმშენებელი ქარხნის დასაქმებულებმა კოლექტიური შრომის დავა დაიწყეს. პროფკავშირების ინფორმაციით, თანამშრომლები 6 თვის სახელფასო დავალიანებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათი განცხადებით, უმეტესობას კუთვნილი ანაზღაურება რამდენიმე თვეა არ აუღია. მათივე თქმით, ხელფასებთან დაკავშირებით, ადმინისტრაციის თანამშრომლებს რამდენჯერმე შეხვდნენ, თუმცა ადმინისტრაცია ქარხნის ბიუჯეტში თანხის არ არსებობას იმიზეზებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5861840

---

 

08.02.2019

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა

ჯანდაცვა და მედიკამენტები

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5862254

---

 

08.02.2019

არხი:  იმედი

გადაცემა: ქრონიკა 09:00

აუტისტური სპექტრის მქონე 13 წლის ბავშვზე სექსუალური ძალადობის საქმეში სოციალური მუშაკი ჩაერთო

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5861817

იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5862262

მაესტრო - ახალი ამბები 10:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5861929  

---

 

07.02.2019

არხი: იმედი  

გადაცემა: ქრონიკა 20:00

საზარელი შემთხვევა თბილისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვზე მეზობელმა სექსუალურად იძალადა. 50 წლის მამაკაცი უკვე დაკავებულია და ის დანაშაულს აღიარებს. ბავშვის ედადა აღნიშნავს რომ ბვშვისთვის ჯერ ფსიპოლოგიური დახმარება არ აღმოუჩენიათ რადგან ერთ ერთ ცენტრში განუცხადეს რომ პერსონალურ ხარჯებს ვაუჩეერი ვერ დაფარავს საქმის შესწავლა დაიწყო ჯანდაცვის სამინისტრომ.

https://www.imedi.ge/ge/video/33479/tbilisshi-13-tslis-autisturi-speqtris-mqone-bichze-katsma-seqsualurad-idzalada#!?page=2

---

 

07.02.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: სხვა შუადღე

ქვეყანაში ზრუნვის მიმართულებით ბევრი ხარვეზია. ონ.ჯი-ზე გამოქვეყნდა სტატია სოციალური მუშაკების პრობლემებზე. სპეციალურ სტრუქტურებს მიმართავდნენ სოციალური მუშაკები იმ საკითხებზე, რომ კადრები დაემატებინათ, გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრეც ხდებოდა ეს, რომ შეეცვალათ ამ მიმართულებით. გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრში ათი სოციალური მუშაკი მუშაობს, აქედან ორი დაითხოვეს ამ ამბის შემდეგ, ისინი საუბრობენ ძალიან რთულ პირობებზე, რომელიც აქვთ მათ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5860083

---

 

07.02.2019

არხი:  პალიტრა ტვ

გადაცემა: პალიტრა ნიუს 20:00

ბაგა-ბაღების პერსონალმა წითელას საწინააღმდეგო აცრა 18 მარტამდე უნდა გაიკეთოს. შესაბამისი ვადა სწორედ ამ დღეს იწურება. როგორც პალიტრანიუსს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ვადის გასვლის შემდეგ შეგროვდება აცრილი და აუცრელი პერსონალის შესახებ ინფორმაცია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს გადაეცემა. "მონაცემების გადაცემის შემდეგ, ინდივიდუალური მიდგომა იქნება ყველა თანამშრომლის მიმართ", - აცხადებენ ბაღების მართვის სააგენტოში. ბაგა-ბაღების პედაგოგებისა და სხვა პერსონალის აცრის აუცილებლობის შესახებ განკარგულება მთავრობამ გამოსცა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5861361

---

 

ინტერნეტი

08.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/531901-socialuri-mushakebi-samushao-pirobebis-gaumjobesebis-motxovnit-jandacvis-saministros-mimartaven/

სოციალური მუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ

სოციალური მუშაკები დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დღეს შეიტანენ წერილს, რომელშიც მათი სამუშაო პირობების შესახებ მოთხოვნებია გაწერილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოციალურ მუშაკთა და იურისტთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა ქეთი ხუციშვილმა განუცხადა, წერილის შეტანის შემდეგ, უწყებას მიეცემა 21 დღის ვადა, რათა საინიციატივო ჯგუფთან მოლაპარაკებები დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გაფიცვას გეგმავენ. რაც შეეხება მოთხოვნებს, ის ადამიანური რესურსების დამატებას, სახელფასო ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს. „წერილს ხელს აწერს მთელი საქართველოს მასშტაბით, სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული ყველა სოციალური მუშაკი და იურისტი. წერილის შინაარსი შეგვიძლია, ორ ნაწილად გავყოთ: პირველი მოთხოვნა არის ის, რომ ჯანდაცვის სამინისტროში დაუყოვნებლივ შეიქმნას კრიზისული სიტუაციების მართვის ჯგუფი, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციები და პრაქტიკოსი სოცმუშაკები იქნებიან ჩართულები. წერილში ეს არასამთავრობო ორგანიზაციები დაკონკრეტებული გვაქვს, ისინი არიან EMC, PHR და „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ამ ჯგუფმა იმუშაოს სისტემური ცვლილებების დასაგეგმად და მყისიერი სისტემური რეაგირების გეგმა შეიმუშაოს“, - აღნიშნა ქეთი ხუციშვილმა. მისივე თქმით, თითოეულ სოციალურ მუშაკს ყოველდღიურად იმდენად ბევრი დავალება აქვს შესასრულებელი, რომ ამას ადამიანური რესურსი არ ჰყოფნის, აღნიშნული მდგომარეობა კი 11 წლის განმავლობაში არ გაუმჯობესებულა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საინიციატივო ჯგუფი ითხოვს, ჯანდაცვის სამინისტრომ მოთხოვნის წერილზე დროული რეაგირება მოახდინოს.

ჯიეიჩენ.ჯი-  http://ghn.ge/com/news/view/220561

ნიუს.ჯი- https://news.ge/ulimatumi-jandacvis-ministrs/

---

 

08.02.2019

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/246362-batumis-klinikasi-gripis-virusit-motavsebuli-kaci-gardaicvala

ბათუმის კლინიკაში გრიპის ვირუსით მოთავსებული კაცი გარდაიცვალა

70 წლამდე პაციენტის გარდაცვალების მიზეზად ე.წ. "ღორის გრიპი" სახელდება. კაცი კლინიკა ''მედინაში'' რამდენიმე დღის განმავლობაში, გრიპის ვირუსით იყო მოთავსებული. ამ დროისთვის ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის, ჰქონდა თუ არა ადგილი H1N1 ვირუსით გარდაცვალების ფაქტს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ეს ლაბორატორიული ანალიზის შემდეგ გახდება ცნობილი. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ პაციენტი კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს. იგი გრიპის ვირუსითა და პნევმონიით რამდენიმე დღე მკურნალობდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში აჭარაში "ღორის გრიპით" 7 ადამიანი გარდაიცვალა.

---

 

07.02.2019

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/181299/

სოცმუშაკები გაფიცვისთვის ემზადებიან – შეტყობინება დავით სერგეენკოს

სოციალური მუშაკები გაფიცვას აპირებენ. მათ უკვე მოამზადეს განცხადება, სადაც კონკრეტული მოთხოვნებია ჩამოყალიბებული. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სოციალური მუშაკები დავით სერგეენკოს ატყობინებენ, რომ გაფიცვას დაიწყებენ. განცხადების ელექტრონული ვერსია „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა სოციალურმა მუშაკმა გამოუგზავნა იმ პირობით, რომ მის ვინაობას არ დავასახელებდით. განცხადებაში რამდენიმე მოთხოვნაა გააქტიურებული, მაგალითად, ბავშვებთან მომუშავე სოციალური მუშაკის სამუშაოს განსაზღვრა, ხელფასის გაზრდა, ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი სამგზავრო ხარჯის გათვალისწინება, თავად სოციალური მუშაკების რაოდენობის დამატება, ისიც, რომ თითოეულ სოციალურ მუშაკს მაქსიმუმ თვეში 50-ზე მეტი საქმე არ ჰქონდეს… „სამედიცინო დაზღვევა და ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება,“ – ესეც ერთ-ერთი მოთხოვნაა იმ სოციალური მუშაკების, რომლებიც სოციალურად დაუცველ ბავშვებთან და მათ მშობლებთან მუშაობენ. ასეთი ქვეყანაში სულ 250 მუშაკია. სოციალური მუშაკების უმთავრესი მოთხოვნა კი ის არის, რომ დამსაქმებელმა გააცნობიეროს პროფესიული მანდატი და შესაბამისი კვალიფიკაციის ექსპერტებმა შეიმუშაონ სისტემური ცვლილებების გეგმა. სოციალურმა მუშაკებმა ამ განცხადებაზე ხელმოწერა უკვე დაიწყეს, ზეგ წერილი – ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩაბარდება. განცხადებაში სოციალური მუშაკები სამინისტროს ახსენებენ იმასაც, რომ წინა კოლექტიური წერილი ანალოგიურ პრობლემებზე 2018 წლის 19 ივნისს შევიდა ჯანდაცვის სამინისტროში და ამას რეაგირება არ მოჰყოლია. „არაერთხელ მოგახსენეთ ამ პრობლემების შესახებ და გთხოვეთ მათ გადაწყვეტაში დახმარება, თუმცა არც ერთ მათგანს თქვენი მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია…“ – წერენ სოციალური მუშაკები და იქვე დასძენენ: „მოთხოვნის კვლავ უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში, იძულებულნი ვიქნებით, მივმართოთ პროტესტის უკიდურეს ფორმას – გაფიცვას, კანონით გათვალისწინებულ ვადებში“. ამონარიდი სოცმუშაკების მიმართვის ტექსტიდან განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია ტრაგედიაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა – 4 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე. ამ ფაქტის შემდეგ 4 სოცმუშაკი სამსახურიდან გაათავისუფლეს, მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა, მარი წერეთელმა კი, თანამდებობა დატოვა. განცხადებაში სოციალური მუშაკები ხაზს უსვამენ იმას, რომ სოციალური მუშაკების მიმართ მენეჯმენტი არაეფექტურია, რამაც შესაძლოა ახალ ტრაგედიამდეც მიგვიყვანოს. „სისტემურ დონეზე არსებული ხარვეზები სერვისცენტრებში, არსებული მძიმე სამუშაო გარემო და ეფექტური მენეჯმენტის არარსებობა აუცილებლად მიგვიყვანს ახალ ტრაგედიებამდე,“ – აღნიშნავენ სოციალური მუშაკები. სოციალურ მუშაკების სამუშაო გარემოს ცვლილება გასულ კვირას დაანონსდა, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რა კუთხით ამზადებს ცვლილებას ჯანდაცვის სამინისტრო ან რა პრობლემის გამოკვეთა მოხერხდა. სოციალური მომსახურების სააგენტოში ამ თემაზე კომენტარს გუშინ დაგვპირდნენ. გუშინ, 6 თებერვალს, სააგენტოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ კომენტარს ჯანდაცვის სამინისტრო გააკეთებდა. ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრმა კი განმარტა, რომ კომენტარს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაახმოვანებენ, ამ დრომდე კი სოცმუშაკებთან შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. „ამდენი წელია არაფერი შეცვლილა. როცა ბავშვი კვდება და ტრაგედია დატრიალდება, მაშინ გვაძლევენ დაპირებებს, ახლაც დროის გაყვანის მიზნით ხდება ეს ყველაფერი,“ – გვითხრა სოციალურმა მუშაკმა, რომელმაც ამ პროცესის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა. მისივე თქმით, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია ბათუმში შეხვედრას პარასკევს გეგმავს, თუმცა სოცმუშაკების ნაწილი შეხვედრაზე დასწრებას არ აპირებს. სოცმუშაკების ცნობით, განცხადება შემათანხმებელი პროცედურების თაობაზე ხვალ, 8 თებერვალს, 15 საათზე, შეაქვთ სამინისტროში.

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/43037/sotsialuri-mushakebi-tsinasagafitsvo-protsess-itsyeben

ლაივპრეს.ჯი- https://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/27105-socialurimushakebitsinasagaficvoprocessitsyebendareformebsmoithkhoven.html

---

 

07.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/531758-akaki-zoize-ektnebis-mcvave-depiciti-gvakvs/

აკაკი ზოიძე - ექთნების მწვავე დეფიციტი გვაქვს

ექთნების მწვავე დეფიციტი გვაქვს - ერთი ექთანიც კი არ მოდის ერთ ექიმზე, როცა ერთ ექიმზე 3 ექთანი უნდა მოდიოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც ზოიძემ აღნიშნა, ექთნების მოთხოვნა როგორც შიდა ბაზარზე, ასევე საზღვარგარეთაც არის. ზოიძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს კითხვით მიმართა, რა გეგმები აქვს სამინისტროს სამედიცინო განათლების მიმართულებით. „ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი დისბალანსი. გვჭირდება 100 ექიმი წელიწადში და აღარ დავასახელებ ციფრს, რამდენს უშვებს ყოველწლიურად ის დაწესებულებები, რომლებიც არსებობენ. მეორეს მხრივ, გვაქვს მწვავე დეფიციტი ექთნების. ერთი ექთანიც არ მოდის ერთ ექიმზე, როცა უნდა მოდიოდეს ერთ ექიმზე 3 ექთანი. რეალობა ძალიან კარგად იცით. ეს მჭიდრო კავშირშია პროფესიულ განათლებასთანაც და ბაკალავრიატთანაც. ძალიან მნიშვნელოვანია ხედვა, რას ვაპირებთ ამ მიმართულებით. ის, რომ ჩვენ ევროპულ სტანდარტზე ავიყვანთ სამედიცინო განათლების ხარისხის, რომელიც ერთის მხრივ, დისბალანსის შესამცირებლად იქნება, როგორ ვაპირებთ ამას და რომელ წლებში? მეორე საკითხია, ცირკულარული მიგრაცია. ექთნების მოთხოვნა არის არა მარტო შიდა ბაზარზე, არამედ, უცხოეთშიც, მათი ქვეყნის გარეთ გაშვება და დასაქმება შეგვიძლია“, - განაცხადა ზოიძემ.

პრესა.ჯი-  https://presa.ge/?m=society&AID=72656

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/akaki-zoidze-eqtnebis-mwvave-deficiti-gvaqvs

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/akaki-zoidze-eqthnebis-mtsvave-dephitsiti-gvaqvs-erth-eqimze-0-7-eqthani-modis/

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/203887-akaki-zoidze-eqthnebis-mtsvave-deficiti-gvaqvs.html?lang=ka-GE

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/220538

პია.ჯი- https://pia.ge/post/246272-akaki-zoize-eqtnebis-mwvave-deficiti-gvaqvs-es-mwidro-kavsirsia-profesiul-ganatlebastan

---

 

07.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/531753-elmavalmshenebeli-karxnis-tanamshromlebis-nacili-akcias-martavs/

„ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლების ნაწილი აქციას მართავს

„ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლების ნაწილი გამაფრთხილებელ აქციას მართავს და ქარხნის ხელმძღვანელობისგან ექვსი თვის სახელფასო დავალიანების დაფარვას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. აქციაზე იმყოფებიან რკინიგზელთა პროფკავშირების წარმომადგებლებიც. აქციის მონაწილეები ქარხნის ხელმძღვანელობას 21-დღიან ვადას აძლევენ, იმისთვის, რომ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს აანონსებენ. ქარხანაში "ელმავალმშენებელი" 1000 ადამიანია დასაქმებული

---

 

07.02.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/evropashi-witelati-daavadebulta-raodenobam-2018-wels-atwleulis-rekordul-machvenebels-miagwia

ევროპაში წითელათი დაავადებულთა რაოდენობამ 2018 წელს ათწლეულის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

ევროპის მასშტაბით წითელათი დაავადებულთა რაოდენობამ 2018 წელს ათწლეულის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყება. საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს მწვავე ვირუსული დაავადებით საერთო ჯამში 82 596 ადამიანი დაავადდა. მათგან 61 პროცენტის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. წითელათი დაღუპულების რაოდენობამ კი 72-ს მიაღწია. მათ შორის არიან ბავშვებიც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მწვავე ვირუსული დაავადების შემთხვევები ევროპის 47 ქვეყანაში დაფიქსირდა, თუმცა აღნიშნულ რეგიონში წითელათი დაავადებულების 92 პროცენტი მხოლოდ 10 ქვეყანაზე მოდის. მათ შორის არის უკრაინა (52 218), სერბეთი (5 076), ისრაელი (2 919), საფრანგეთი (2913), იტალია (2 517), რუსეთი (2 556), საქართველო (2 203), საბერძნეთი (2 193), ალბანეთი (1 466), რუმინეთი (1 987). საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, 2018 წლის მონაცემები 2017 წელს წითელათი დაავადებულთა რაოდენობას სამჯერ აღემატება, 2016 წლის მონაცემებს კი 16-ჯერ. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, წითელას მეორე აფეთქებას უახლოეს მომავალში ნიუ იორკისა და ვაშინგტონის შტატებში ელიან.

---

 

07.02.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/2018-wels-profesiuli-pasuxismgebloba-342-eqims-daekisra-statistika

2018 წელს პროფესიული პასუხისმგებლობა 342 ექიმს დაეკისრა. სტატისტიკა

2018 წლის განმავლობაში 342 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა. ამის შესახებ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ 2018 წლის მუშაობის ანგარიშში წერია, რომლის შესახებაც bpn-ი წერს. ანგარიშის თანახმად, პროფესიული განვითარების საბჭომ გასული წლის განმავლობაში პაციენტებისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული 162 საკითხი (სულ - 348 ექიმი) განიხილა. საკითხის განხილვის შედეგად კი 342 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა. 342 ექიმიდან 235 ექიმს „წერილობითი გაფრთხილება“ მიეცა; 105 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა (1 თვით - 54 ექიმს, 2 თვით - 36 ექიმს, 3 თვით - 11 ექიმს, 4 თვით - 3 ექიმს, 5 თვით - 1 ექიმს); 2 ექიმს - გაუუქმდა სახელმწიფო სერტიფიკატი. საკითხის განხილვის შემდეგ მხოლოდ 6 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.

---

 

 

07.02.2019

მედიასაშუალება: http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=10843

გიორგი კალიაევს ესაჭიროება დახმარება

გიორგი კალიაევს სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის ტრანსპლატაცია, რომელიც თურქეთში კეთდება. ოპერაციისთვის საჭირო თანხა უკვე შეგროვებულია, ახლა კი ფინანსები მისი შემდგომი რეაბილიტაციისთვის არის საჭირო, რაც თურქეთში, სამ თვიანი კურსის გავლას გულისხმობს. ⤵⤵მითითებულ ანგარიშის ნომერზე შეგიძლიათ თანხის ჩარიცხვა საქართველოს ბანკი - GE44BG0000000607618300 ალიაევი

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია      

08.02.2019

მედიასაშუალება:  რეზონანსი

სოციალური სააგენტოს მუშაკები პროტესტის ნიშნად სამსახურს ტოვებენ

სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის სერვის-ცენტრების სოციალური მუშაკების აბსოლუტური უმრავლესობა პროტესტის ნიშნად სამსახურს ტოვებს. შესაბამისი მოთხოვნით განცხადებები უკვე დაწერილია. წასვლის შესახებ გადაწყვეტილება, ჯამში, 9 სოციალურმა მუშაკმა მიიღო. სოციალურ მუშაკების საინიციატივო ჯგუფი წერს, რომ ბოლო პერიოდში 4 სოციალური მუშაკის დაუყოვნებლივ გათავისუფლებამ და შესაბამისი კადრებით ვერ/არ ჩანაცვლებამ, ბოლო თვის მანძილზე გაორმაგებულმა მომართვიანობამ სამუშაო პროცესის პარალიზება გამოიწვია. "დამსაქმებელს არ მიუღია რაიმე ეფექტური ზომა კრიზისის თავიდან ასაცილებლად ან მის მყისიერად მოსაგვარებლად. შესაბამისად გლდანი-ნაძალადევის სერვის-ცენტრისა და დიდუბე-ჩუღურეთის სერვის-ცენტრის სოციალური მუშაკების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაწერა პირადი განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე", - ნათქვამია სოციალური მუშაკების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათივე ცნობით, სისტემა უდიდეს კრიზისშია, რომელსაც დღემდე არ აღიარებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5861956&name=08.02.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

08.02.2019

მედიასაშუალება:  რეზონანსი

"ექთნების მწვავე დეფიციტი გვაქვს" - აკაკი ზოიძე

ექთნების მწვავე დეფიციტი გვაქვს - ერთი ექთანიც კი არ მოდის ერთ ექიმზე, როცა ერთ ექიმზე 3 ექთანი უნდა მოდიოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც ზოიძემ აღნიშნა, ექთნების მოთხოვნა როგორც შიდა ბაზარზე, ასევე საზღვარგარეთაც არის. „ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი დისბალანსი. გვჭირდება 100 ექიმი წელიწადში და აღარ დავასახელებ ციფრს, რამდენს უშვებს ყოველწლიურად ის დაწესებულებები, რომლებიც არსებობენ. მეორეს მხრივ, გვაქვს მწვავე დეფიციტი ექთნების. ერთი ექთანიც არ მოდის ერთ ექიმზე, როცა უნდა მოდიოდეს ერთ ექიმზე 3 ექთანი. რეალობა ძალიან კარგად იცით. ეს მჭიდრო კავშირშია პროფესიულ განათლებასთანაც და ბაკალავრიატთანაც. ძალიან მნიშვნელოვანია ხედვა, რას ვაპირებთ ამ მიმართულებით. ის, რომ ჩვენ ევროპულ სტანდარტზე ავიყვანთ სამედიცინო განათლების ხარისხის, რომელიც ერთის მხრივ, დისბალანსის შესამცირებლად იქნება, როგორ ვაპირებთ ამას და რომელ წლებში? მეორე საკითხია, ცირკულარული მიგრაცია. ექთნების მოთხოვნა არის არა მარტო შიდა ბაზარზე, არამედ, უცხოეთშიც, მათი ქვეყნის გარეთ გაშვება და დასაქმება შეგვიძლია", - განაცხადა ზოიძემ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5861741&name=08.02.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

08.02.2019

მედიასაშუალება:  რეზონანსი

გალელებს საქართველოს მოქალაქეობის დათმობას აიძულებენ

გალში მცხოვრებ ქართველებს ახალი გასაჭირი აქვთ - რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში მცხოვრებ ქართველებს დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პასპორტის ასაღებად საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა მოუწევთ. როგორც გალის მცხოვრებლები აცხადებენ, ამ დოკუმენტის გარეშე ისინი "დროებით ბინადრებად" ჩაითვლებიან, რადგანაც, ე.წ. აფხაზური კანონმდებლობით, ორმაგი მოქალაქეობა აკრძალულია. მხოლოდ რუსეთია ერთადერთი ქვეყანა, რომელზეც ეს აკრძალვა არ ვრცელდება. როგორც გალელები ამბობენ, ისინი საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას არ აპირებენ და იძულებულნი არიან, რომ "ბინადრობის მოწმობა" აიღონ, რომელიც 100 ლარამდე ჯდება. გალელების უმეტესობას ქართულთან ერთად "აფხაზური პასპორტიც" ჰქონდა. ქართველებისათვის ამ "დოკუმენტის" მოქმედების ვადა 2019 წლის იანვარში ამოიწურა. დე ფაქტო ხელისუფლებამ ვადა მხოლოდ პენსიონერებისათვის გააგრძელა, მისი ჩანაცვლება კი ორი დოკუმენტით - "ბინადრობის მოწმობითა" და "ფორმა ცხრით" მოხდა. გალელები ამბობენ, რომ ეს, სავარაუდოდ, მოკლევადიანი დოკუმენტები იქნება და ენგურის ხიდის გადაკვეთის მიზნით მათ აიძულებენ, რომ პასპორტის სანაცვლოდ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვან. ისინი საქართველოს ხელისუფლებას ადეკვატური ზომების მიღებასა და დახმარებას სთხოვენ. გალელებმა 23 იანვარს საპროტესტო აქციაც გამართეს და მათთვის ე.წ. პასპორტების გაცემა მოითხოვეს. საპასუხოდ, გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსმა თემურ ნადარაიამ განაცხადა, რომ "საქართველოსთან ორმაგ მოქალაქეობას" არ დაუშვებენ. "აფხაზეთის მოქალაქეობის მისაღებად ორი პირობა არსებობს - 1994-1999 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრება და ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის არქონა, გარდა რუსეთის ფედერაციისა", - განაცხადა ნადარაიამ. ცნობისათვის, ბოლო 25 დღის განმავლობაში ე.წ. აფხაზეთის "საზღვარი" დაკეტილი იყო "ღორის გრიპის" საბაბით დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გამოცხადებული კარანტინის გამო. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ გალელები საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ვერ იტყვიან. "აფხაზებს ეთნიკურად ქართველები გალში მეორეხარისხოვან მოქალაქეებად გადაჰყავთ, რაც სრულიად ამორალური და მიუღებელია. საჭიროა, რომ ამ პროცესებში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა მოხდეს. დაუშვებელია, რომ ერთ ადგილას ცხოვრობდნენ ადამიანები, ხოლო მათი გარჩევა ეთნიკური ნიშნით ხდებოდეს და ხარისხობრივად ჰყოფდნენ. "გალში ეთნიკურად სომხებიც ცხოვრობენ, რომლებსაც როგორც სომხეთის, ასევე რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ, თუმცა მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ. გალელი ქართველების მიმართ არის მხოლოდ ასეთი დამოკიდებულება, თუმცა ვერც უმტკიცებენ, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან, რადგანაც ჩვენს ბაზებთან მათ წვდომა არ აქვთ. ზოგიერთი გალელი ქართველი არც ამბობს პირდაპირ, რომ საქართველოს მოქალაქეა. ე.წ. აფხაზეთის ხელისუფლებას პირდაპირი მტკიცებულება არ აქვს, თუმცა იციან, რომ ყველა ეთნიკურად ქართველი ავტომატურად საქართველოს მოქალაქეა", - აცხადებს ზაქარეიშვილი. მისივე თქმით, გალელ ქართველებს იმ ე.წ. აფხაზურ პასპორტებზე ვადა გაუვიდათ, რომლებიც ანქვაბის დროს ჰქონდათ აღებული, ამიტომაც ახლა მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ და ხელისუფლებამ, ჟენევაში იქნება თუ ევროკავშირში, ამაზე ხმამაღლა უნდა ისაუბროს და დახმარება ითხოვოს. ყველას გააგებინოს, რომ საკუთარ ქვეყანაში ქართველებს მეორეხარისხოვან მცხოვრებლებად მოიაზრებენ. "ახლა ურიგო არ იქნებოდა, თუ ხელისუფლება იპოვის ეთნიკურად ქართველ გალელს, რომელიც სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ იჩივლებს. ამით დავადასტურებდით, რომ რუსეთმა აფხაზეთის ტერიტორიაზე რეჟიმი შექმნა, სადაც ეთნიკური ნიშნით ადამიანების სეგრეგაცია ხდება. ამის დამტკიცება ძალიან მარტივია, რადგანაც გაგრაში არსებობს სომხური სკოლები და არ არსებობს ქართული სკოლები გალში. ამის უამრავი მაგალითი შეგვიძლია, რომ ვაჩვენოთ", - აცხადებს ზაქარეიშვილი "რეზონანსთან".

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5861844&name=08.02.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

08.02.2019

მედიასაშუალება:      ახალი თაობა

გიორგი ტუღუში: "სიღარიბეს ვერც ერთი კოდექსი ვერ დაძლევს!"

ბავშვთა უფლებები საქართველოში მალე ახალი კოდექსის მიხედვით იქნება დაცული. კოდექსის პროექტზე, რომელიც პარლამენტს 4 თებერვალს წარედგინა, ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად, გაეროს ბავშვთა ფონდმაც იმუშავა. პროექტის ძირითადი საკითხები ბავშვთა მიმართ ძალადობას, ბავშვთა სიღარიბის აღმოფხვრას, ბავშვებს შორის ძალადობასა და ბავშვთა გამოხატვის თავისუფლებას ეხება. თუ რატომ გახდა საჭირო მსგავსი პროექტის შემუშავება და როდის მიიღებს სრულ სახეს აღნიშნული კანონპროექტი, ამაზე უფრო ვრცლად `ახალ თაობას~ ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი `ევროპული საქართველოდან~ გიორგი ტუღუში ესაუბრა. გიორგი ტუღუში: _       ამ კოდექსის საბოლოო დანიშნულება არის ის, რომ ერთ საკანონმდებლო აქტში იყოს თავმოყრილი ნორმები, რომლებიც უკავშირდება ბავშვებს, მათი უფლებების დაცვასა და, ზოგადად, მათთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის რეგულირებას, გარდა ამისა, რა თქმა უნდა, შესულია რამდენიმე სხვა პოზიტიური სიახლეც. _      როდის მიიღეთ ამ კანონპროექტის შექმნის გადაწყვეტილება და რატომ დადგა მისი შემუშავების საჭიროება? _     უკვე რამდენიმე თვეა, ბავშვთა კოდექსზეა საუბარი. ეს არის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი, თუმცა, ასე ვთქვათ, ოფიციალურად ჯერ არ გამოჩენილა. სამუშაო პროექტი არსებობს და მასში თავმოყრილია ნორმები, რომლებიც უკავშირდება ზოგადად ბავშვებს, ბავშვთა უფლებებს ასე ვთქვათ, ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივ რეგულირებას. მათ შორის, ბავშვთა მიმართ ძალადობის თემასაც მოიცავს. რა თქმა უნდა, დასჯადი ხდება ამ კოდექსის ნებისმიერი ფორმით ფიზიკური ძალადობა ბავშვზე, მისი ფიზიკური დასჯა. გარდა ამისა, მასში არის თავმოყრილი ისეთი სიახლეები, რომლებიც უკავშირდება, მაგალითად, სპეციალიზებულ ადვოკატს, არის საუბარი ასევე სოცმუშაკებზე, რომლებიც უნდა იყვნენ სპეციალიზებულები ბავშვთა საკითხებში და ა.შ. არსებობს შენიშვნები ამ პროექტის მიმართ, თუმცა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ უკვე გადამუშავებულია. მეორე ვერსია გაცილებით გაუმჯობესებულია, ვიდრე პირველადი ვარიანტი იყო და ამ კოდექსის საბოლოო დანიშნულება არის ის, რომ ერთ საკანონმდებლო აქტში იყოს თავმოყრილი ნორმები, რომლებიც უკავშირდება ბავშვებს, მათი უფლებების დაცვასა და, ზოგადად, სხვადასხვა საკითხის რეგულირებას. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, შემოსულია რამდენიმე სხვა პოზიტიური სიახლეც. რაც შეეხება იმას, რომ ეს კოდექსი ყველა პრობლემას გადაჭრის, რაც ბავშვებს უკავშირდება, ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის. ძალიან დიდ გამოწვევად რჩება ქვეყანაში ასევე სიღარიბე, ბავშვთა სოციალური მდგომარეობა, ბავშვთა მთელი რიგი საკითხები, რომლებიც უკავშირდება მათ განათლებას თუნდაც, მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ ამ კოდექსის მიღება, საბოლოო ჯამში, პოზიტიურად აისახება ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე, თუმცა, ისე ნუ ვიტყვით, რომ ბავშვთა უფლებები კანონით აქამდე დაცული არ იყო. ასე არ არის. თუმცა, კოდექსი, რა თქმა უნდა, თავს მოუყრის ამ ნორმებს. _          თქვენ თქვით, რომ ეს კანონპროექტი გადამუშავების პროცესშია. რა დრო დასჭირდება მის სისრულეში მოყვანას? _    მე ვფიქრობ, რომ ძალიან მალე დაიწყება უკვე მისი განხილვა, იმიტომ რომ, გარკვეულწილად, ბოლო სტადი-ებზეა მისული და ამის შემდეგ უკვე ჩვენც გვექნება როგორც გარკვეული შენიშვნები მის მიმართ, ასევე, არ დავუკარგავთ იმ პოზიტიურ მხარეებს, რომლებიც ამ კოდექსს გააჩნია. _  უკვე შემუშავების შემდეგ რა შედეგებს უნდა ველოდოთ, თუნდაც სხვა ქვეყნების მაგალითზე რომ გვითხრათ. _          ამ კოდექსზე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს მუშაობა და პირველ ეტაპზე საერთაშორისო ორგანიზაციებსაც ჰქონდათ გამოთქმული გარკვეული წინადადებები და შენიშვნები, ისევე, როგორც არასამთავრობო სექტორს და, როგორც ვიცი, მათი ნაწილი აისახა კიდეც კოდექსში. _ დასაწყისში თქვენც ახსენეთ, რომ დიდ პრობლემად რჩება ასევე ბავშვთა სიღარიბეც. ამაზე პარლამენტის თავმჯდომარემაც თქვა, არ დავიშურებთ ძალისხმევას ბავშვთა სიღარიბის პრობლემის დასაძლევად და უკვე ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს აღნიშნული მიმართულებითო. რა ნა-ბიჯებზეა საუბარი? _          ჩვენი ხელისუფლებისგან ყოველდღიურ რეჟიმში ვისმენთ იმას, რომ რეალურად უნდა მოხდეს სიღარიბესთან ბრძოლა, თუმცა, სამწუხაროდ, რაც ვაკვირდებით ბოლო რამდენიმე წელი, ეს არის ის, რომ ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა უარესდება და მათ შორის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკაში არსებულ პრობლემებზე, ეს აისახება როგორც ზრდასრულ ადამიანებზე, ასევე, პირველ რიგში, ბავშვებზე და, შესაბამისად, გასაგებია, რომ ყველა ხელისუფლება აცხადებს იმას, რომ უნდა დაძლიოს სიღარიბე, თუმცა ჩვენ შედეგი გვჭირდება და ასევე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც პროგნოზებშია მოცემული, თუ რამდენი პროცენტით გაიზრდება წელს საქართველოს ეკონომიკა. ნამდვილად არ არის დამაიმედებელი და იმის მაჩვენებელი, რომ სიღარიბის კუთხით არსებითი გაუმჯობესება იქნება. აქედან გამომდინარე, ვერც ერთი კოდექსი სიღარიბეს ვერ დაძლევს, ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური ზრდა, ინვესტიციები და, შესაბამისად, ეს ამის შემდეგ უნდა აისახოს თითოეული მოქალაქის, მათ შორის, ბავშვების სოციალურ მდგომარეობაზე. _    ამ კუთხით გასულ წელსაც განხორციელდა ინიციატივა, რომლითაც გამოიყო სპეციალური სოციალური დახმარება სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ბავშვებისთვის. ამან, როგორც ჩანს, არ გამოიღო შედეგი. _          ნუ იფიქრებენ ჩვენი მოქალაქეები, რომ ეს კოდექსი აღმოფხვრის ყველა იმ პრობლემას, რომლებიც ბავშვების წინაშე დგას, თუმცა, ჩემი აზრით, ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობასა და გარანტიებს საკანონმდებლო დონეზე, რიგ მიმართულებებს, ეს კანონპროექტი, რა თქმა უნდა, გააუმჯობესებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5861814&name=08.02.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

08.02.2019

მედიასაშუალება:      რეზონანსი

მაგიური 40 000: მთავრობა "ასაქმებს", პროფკავშირები "სახლში უშვებს" "ყოველწლიურად 40 ათასი ადამიანი ფიზიკურად ვერ მიემატება ვერც დასაქმებულთა და ვერც უმუშევართა არმიას"

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5861718&name=08.02.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

 ​