From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი- 12.02.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>
Received On : 12.02.2019 09:15
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 12.02.2019

ტელევიზია

12.02.2019

არხი: მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 10:00

რუსთავში 13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლო დღეს გაიმართება. მას ბრალად ედება  განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5869189

მაესტრო - ახალი ამბები 12:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5869713

იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5869039

რუსთავი 2 - კურიერი 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5869027

I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5869012

---  

 

12.02.2019

არხი:  ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი 12:00

მუშაობა 24 საათიან რეჟიმში დასვენების გარეშე - წყლის სათავე ნაგებობაზე დასაქმებულების პროტესტი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5869803

---

 

12.02.2019

არხი: ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:მთავარი 12:00

საქართველოს სახალხო დამცველი სოციალურ მუშაკებს მხარდაჭერას უცხადებს. ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოცმუშაკები წლების განმავლობაში არასათანადო პირობებში, ადამიანური რესურსებით მუშაობენ. ამ დრომდე ვერ გადაიჭრა დასაქმებულების ტრანსპორტირების, სამუშაო ინფრასტრუქტურის და ადამიანური რესურსების პრობლემური საკითხები. სახალხო დამცველი მზად არის სოციალურ მუშაკებს შეხვდეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5869804

---

12.02.2019

არხი: მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 10:00

შრომითი მედიაცია საქართველოში - ამ კუთხით არსებულ პრობლემებზე დღეს საერთაშორისო კონფერენციაზე იმსჯელებენ. ორგანიზატორი ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრია, სადაც პრობლემად მიიჩნევენ შრომით მედიაციის შედეგად მიღწეული შეთნხმებების შეუსრულებლობას. ფიქრობენ, რომ უნდა არსებობდეს სპეციალიზებული სასამართლო, რომლის მოსამართლეები მხოლოდ შრომასთან დაკავშირებულ დავებს განიხილავენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5869256

---

 

12.02.2019

არხი: რუსთავი2         

გადაცემა: კურიერი 12:00

წყნეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. მუნიციპალური ავტობუსი დაგორდა და ხეებს შეეჯახა. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. დავით სერგეენკოს კომენტარი

http://rustavi2.ge/ka/news/125692

---

 

11.02.2019

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 17:00

 C ჰეპატიტთან ბრძოლის  შესახებ სასაუბროდ გადაცემის სტუმარია დავით სერგეენკო

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5868119

---

 

11.02.2019

არხი: მაესტრო

გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00

საქართველო სამაგალითო ქვეყანაა. ჩვენ გამოცდილებას განიხილავენ, როგორც ვირუსული ჰეპატიტების დაძლევის ყველაზე წარმატებულ მოდელს. სწორედ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე სასაუბროდ თბილისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტები შეიკრიბნენ. საკონსულტაციო შეხვედრას პრემიერ-მინისტრიც დაესწრო. დავით სერგეენკომ კი მიღწევებთან ერთად გამოწვევებზეც ისაუბრა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5868747

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5868609

I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5868819

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5868433

მაესტრო - ახალი ამბები 18:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5868349

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5868159

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5867787

---

 

11.02.2019

არხი: მაესტრო

გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00

მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული ბიძა რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია მოთავსებული. ამ დრომდე უცნობია, შესაძლებელი იყო თუ არა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება. ოჯახის ახლობლები ამტკიცებენ, რომ ბოლო პერიოდში არაერთ საავადმყოფოს მიმართეს, თუმცა მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ვერსად მოათავსეს. დავით სერგეენკოს კომენტარი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5868659

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5868572

მაესტრო - ახალი ამბები 18:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5868328

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5868307

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5868283

---

 

11.02.2019

არხი: ტვ პირველი

გადაცემა: საქმის კურსი 22:30

ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობა ლუბლიანაზე აშენდება. პროექტი ითვალისწინებს 100 საწოლზე გათვლილი საერტაშორისო სტანდარტების ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიური სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის მშენებლობას. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5868857

---

 

11.02.2019

არხი: ტვ პირველი

გადაცემა: დღის ამბები 17:00

21 წლის ფოტოგფარ გიორგი კალიევს ჩვენი დახმარება სჭირდება. ახალგაზრდას ლეიკემია დაუდგინდა და სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, რომელიც თუქრეთში კეთდება. ფინანსები ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციისთვისაა საჭირო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5868144

---

 

ინტერნეტი

12.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/532362-saxalxo-damcveli-saxelmcipom-droulad-unda-gaataros-satanado-goniszieba-socialuri-sistemis-repormis-miznit/?fbclid=IwAR2hl_Y8W79j3OgP0KSgUKWAPEkt5V6_R8q6EN0cni8oqvUtZjlym7W_TA4

სახალხო დამცველი - სახელმწიფომ დროულად უნდა გაატაროს სათანადო ღონისძიება სოციალური სისტემის რეფორმის მიზნით

საქართველოს სახალხო დამცველი ქვეყნის სოციალურ სისტემაში არსებულ გამოწვევებს ეხმაურება და სოციალურ მუშაკებს, რომლებიც წლების განმავლობაში საქმიანობას ახორციელებენ არასათანადო პირობებში, მინიმალური ფინანსური და ადამიანური რესურსებით მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში. ,,სახალხო დამცველი მუდმივად საუბრობს სოციალურ სამსახურის სისტემურ პრობლემებზე, რაც საბოლოოდ უარყოფითად აისახება მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ჯგუფებზე. შემაშფოთებელია, რომ წლების განმავლობაში ვერ გადაიჭრა სოციალური მუშაკების ტრანსპორტირების, სამუშაო ინფრასტრუქტურის, ადამიანური რესურსების პრობლემური საკითხები. ქვეყანაში არსებულ სხვა სოციალურ პრობლემებთან ერთად, ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ბავშვთა სიღარიბე, ბავშვის მიმართ ძალადობა, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანთა არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა. ამ მხრივ, უდიდესი პასუხისმგებლობა სწორედ სოციალურ მუშაკს ეკისრება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ დროულად გაატაროს ყველა სათანადო ღონისძიება სოციალური სისტემის რეფორმის მიზნით. სახელმწიფომ სრულად უნდა გაიაზროს სოციალური მუშაკის როლი ქვეყანაში ეფექტური სოციალური სისტემის შექმნის პროცესში და აღნიშნული პროფესიის წარმომადგენლებს მისცეს შესაძლებლობა, სათანადო სამუშაო პირობებში განახორციელონ მათზე დაკისრებული ვალდებულებები და ისარგებლონ დაცვისა და მხარდაჭერის მაღალი სტანდარტით. სახალხო დამცველი მზადყოფნას გამოთქვამს, შეხვდეს პროცესში ჩართულ სოციალურ მუშაკებს სისტემაში არსებული პრობლემების განხილვის მიზნით. ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, გადაუდებლად იმოქმედონ აღნიშნული პროფესიის გასაძლიერებლად, რადგან ქვეყანაში არსებული არაერთი გამოწვევა სწორედ სოციალური მუშაკის საქმიანობის ეფექტურობაზეა დამოკიდებული“, - ნათქვამია განცხადებაში რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი აქვეყნებს.

---

 

12.02.2019

მედიასაშუალება: http://alia.ge/news/25343?fbclid=IwAR10_aWXvs8P-tUnYWsWkJNHlWbhoelpRRQK468_ebCNVUN3iUmwS699ZKQ

რუსთავში წითელას ინფექციით 60 წლის კაცი გარდაიცვალა

რუსთავში 60 წლის მამაკაცი ვირუსული ინფექციით გარდაიცვალა. პაციენტს გრიპი ჰქონდა რასაც თან დაერთო წითელა. რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ რომ პაციენტი შეიყვანეს პნევმონიით, მას გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება. კაცი რამდენიმე დღე იწვა საავადმყოფოში, შემდეგ კი გამოთქვა სურვილი რომ მკურნალობას ბინაზე გააგრძელებდა. ბინაზე მკურნალობის გაგრძელება არ მოხერხდა. რის გამოც მამაკაცს ტემპერატურამ აუწია და ისევ ცუდად გახდა. "ავადმყოფობა გრიპით დაეწყო, რომელიც გართულდა პნევმონიით, შემდეგ უკვე დაერთო ვირუსული ინფექცია წითელას სახით, რის გამოც მისი პნევმონია დამძიმდა. მეხუთე დღეს უკვე წითელამ თავი აქტიურად იჩინა, ამიტომ გადაყვანილ იქნა ინფექციურ კლინიკაში. სავარაუდოდ ეს იყო გრიპი, თანხვედრი ბაქტეროლოგიური პნევმონიაც, რასაც დაემატა წითელა პაციენტი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა", - განაცხადეს "კლინიკა რუსთავში".

---

 

12.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/532352-cqnetshi-momxdari-avtosagzao-shemtxvevis-shedegad-dashavebuli-pirebi-xechinashvilis-klinikashi-gadaiqvanes

წყნეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პირები ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს

წყნეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 6 პაციენტი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კლინიკიდან აცნობეს. პაციენტები გადაუდებელი დახმარების ცენტრში იყოფებიან და მათ შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ. წყნეთში ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მუნიციპალური ავტობუსი საავტომობილო გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. დაშავებულები ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.

---

 

11.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/532327-13-clis-zmis-shvilis-mkvlelobashi-braldebuls-brali-cinascari-shecnobit-gansakutrebuli-sisastikit-ganzrx-mkvlelobis-muxlit-caredgina/

13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი წინასწარი შეცნობით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრხ მკვლელობის მუხლით წარედგინა

13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 29 წლის მამაკაცს ბრალი წაუყენეს. როგორც ვალერი ირემაძის ადვოკატმა ზურა დალაქიშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტებით წაუყენეს, რაც გულისხმობს განზრხ მკვლელობას, წინასწარი შეცნობით, არასრულლწლოვნის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით. ადვოკატის თქმით, ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს. ხვალ იგეგმება სასამართლო სხდომა, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. გამომძიებელ ნუკრი მატუას განცხადებით, ბრალდებული კონტაქტურია, თუმცა დუმილის უფლებით სარგებლობს, ასევე, დაგეგმილია ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება. სასამართლო სხდომის ჩატარებამდე ბრალდებული რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში დარჩება.

---

 

11.02.2019

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/246826-davit-sergeenkom-janmrtelobis-msoflio-organizaciis-evropis-regionuli-ofisis-pirveli-sexvedra-gaxsna

დავით სერგეენკომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის პირველი შეხვედრა გახსნა

„მიღწევები ელიმინაციის გზაზე“ - ვირუსულ ჰეპატიტებზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის პირველი საკონსულტაციო შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნა. მან ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით მიღწეულ შედეგებსა და კონფერენციის ჩატარებისთვის საქართველოს შერჩევის მიზეზებზე გააკეთა აქცენტი. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისმა შეარჩია საქართველო იმისთვის, რომ პირველად გამართულიყო ასეთი ფორმატის შეხვედრა. ეს პირველი შეხვედრა გაიმართა საქართველოში, რადგან ჩვენი ქვეყანა მართლაც გამორჩეულია შედეგებით. შედეგები, რომელსაც ჩვენ ამ სამ წელზე ცოტა მეტ ხანში მივაღწიეთ, ნამდვილად არ არის არცერთ სხვა ქვეყანაში,“ - განმარტა მინისტრმა. საკონსულტაციო შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და C ჰეპატიტთან ბრძოლაში მიღწეული პროგრესის აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია, რომ სწორედ საქართველო იქნა შერჩეული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ევროპის რეგიონის 53 ქვეყნიდან და ვირუსული ჰეპატიტების საკითხებზე პირველი რეგიონალური კონსულტაციების ქალაქად იქნა არჩეული თბილისი. ეს არის ჩვენი ქვეყნის მიერ ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული წარმატებული რეფორმების, განსაკუთრებით კი, C ჰეპატიტთან ბრძოლის საქმეში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის უდავო აღიარება და მსურს, მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის,“ - აღნიშნა მან. საკონსულტაციო შეხვედრა სამ დღეს გაგრძელდება. ღონისძიების ფარგლებში, 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს ვირუსული ჰეპატიტების მართვის, პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ერთმანეთის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა ექნება.

---

 

11.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/532260-davit-sergeenko-2015-clamde-zalian-cotastvis-iqo-xelmisacvdomi-c-hepatitze-mkurnaloba/

დავით სერგეენკო - 2015 წლამდე ძალიან ცოტასთვის იყო ხელმისაწვდომი C ჰეპატიტზე მკურნალობა

150 000 ადამიანს სჭირდებოდა C ჰეპატიტზე მკურნალობა, 2015 წლამდე ძალიან ცოტასთვის იყო ხელმისაწვდომი და პრაქტიკულად შეუძლებელი, რომ მიეღო ეს,- ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ვირუსულ ჰეპატიტზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საკონსულტაციო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „საქართველო გამორჩეულია იმით, რომ ერთადერთი ქვეყანაა დღეს მსოფლიოში, რომელიც პაციენტების შემთხვევაში, რომლებსაც ეს მართლაც ვერაგი დაავადება აქვთ, გამოვლენა პროაქტიურად ხდება. ყველა დანარჩენ ქვეყანაში მკურნალობენ შეძლებისდაგვარად, მხოლოდ იმ პაციენტებს, რომლებიც მიაკითხავენ. ეს მოდელი - პაციენტების პროაქტიური მოძიება, სამი მთავარი მიმართულების თანაბარ მნიშვნელოვან ფაქტორად გათვალისწინება, როგორიც არის პრევენცია, საკუთრივ მკურნალობა და პაციენტების ჩართულობა, სტიგმასთან ბრძოლა, ამით არის გამორჩეული საქართველო. რითი გახდა შესაძლებელი, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი პროექტი დაწყებულიყო, რატომ მოხდა ეს საქართველოში და არა სადმე სხვაგან? იმისათვის, რომ შერჩეულიყო ქვეყანა, თავიდან ასეთ ქვეყანას უნდა დაეკმაყოფილებინა რამდენიმე, მაგრამ სამი მთავარი მოცემულობა. პირველი - ქვეყანაში ჯანდაცვა უნდა ყოფილიყო პროორიტეტი, მეორე - არა მნიშვნელობით, არამედ თანამიმდევრობით ქვეყანაში უნდა ყოფილიყვნენ ექიმებისა და მეცნიერების ისეთი გუნდი, რომლებიც შეძლებდნენ ამის გაკეთებას და მესამე - ქვეყანაში უნდა ყოფილიყო სტაბილური პოლიტიკური ვითარება. საბედნიეროდ, საქართველომ სამივე კონპონენტი წარმატებით დააკმაყოფილა, სწორედ ამიტომ გახდა შესაძლებელი ამ მართლაც უნიკალური პროგრამის დაწყება საქართველოში 2015 წელს. დამატებით, საქართველოსთვის ეს იყო ძალიან დიდი ჯანდაცვითი ტვირთი. 150 000 ადამიანს სჭირდებოდა მკურნალობა. 2015 წლამდე ძალიან ცოტასთვის იყო ხელმისაწვდომი და პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო, რომ ყველას, ვისაც სჭირდებოდა მკურნალობა, მიეღო ეს. საბედნიეროდ, ჩვენმა პარტნიორობამ, ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორებთან ერთად, როგორიც არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ბრწყინვალე პარტნიორი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა კერძო სახელმწიფო პარტნიორობის ახალა მოდელს ფარმაცევტული კომპანია ” გილეადი”, ჩვენ შევძელით ამის გაკეთება. გამომდინარე პროგრამის უნიკალურობიდან, ჩვენ აუცილებლად გვექნება შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყნის გამოცდილება გავუზიაროთ სხვა ქვეყნებსაც”, - განაცხადა სერგეენკომ.

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/davit-sergeenko-2015-wlamde-c-hepatitze-mkurnaloba-dzalian-cota-adamianistvis-iyo-khelmisawvdomi-praqtikulad-sheudzlebeli/?fbclid=IwAR01iGgkAL1pXK3ZJOrgZDlVd6eX9hpb4CeNkDq0sRbvI6WNAmcG_NEHNGA

რეპორტიორ.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=91718

კვირა.ჯი- http://kvira.ge/448490

---

 

11.02.2019

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/saqartvelo-gaxdeba-ert-erti-pirveli-qveyana-romelic-c-hepatits-srulebit-daamarcxebs/29673

„საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც C ჰეპატიტს სრულებით დაამარცხებს“

„საქართველო არის ძალიან კარგი მაგალითი, რომ ერთად დგომით, ერთმანეთის მხარდაჭერით ყველაზე რთულ დაავადებებთან გამკლავება შესაძლებელია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვირუსულ ჰეპატიტებთან დაკავშირებულ რეგიონულ საკონსულტაციო შეხვედრაზე - ‘’მიღწევები ელიმინაციის გზაზე’’ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტის მნიშვნელობას, რომ მსგავსი სახის ღონისძიება ევროპაში პირველად ტარდება და მასპინძელ ქვეყნად 53 სახელმწიფოდან სწორედ საქართველო შეირჩა. მამუკა ბახტაძის შეფასებით, ეს საქართველოს მიერ ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული წარმატებული რეფორმების, განსაკუთრებით კი, C ჰეპატიტთან ბრძოლის საქმეში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის უდავო აღიარებაა. „2012 წელს, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა აბსოლუტურ პრიორიტეტად გამოაცხადა ჯანდაცვის სისტემა. ჩვენ ძალიან ბევრი გამოწვევა გვქონდა ჯანდაცვაში და ამ წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ. თავიდან ბოლომდე შევცვალეთ ის საბიუჯეტო აქცენტები, რომელიც დაგვხვდა და დღეს გვაქვს ძალიან სწორად გაანალიზებული ჯანდაცვის პრიორიტეტები. ამაზე მეტყველებს ის სტატისტიკა და ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, რომელსაც მივაღწიეთ. ჩვენ შევიმუშავეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რითაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ხელმისაწვდომობა აქვს საბაზისო სამედიცინო მომსახურებაზე და ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, C ჰეპატიტი მსოფლიო საზოგადოებისთვის კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და ითხოვს როგორც მთავრობების, ისე სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობას ამ დაავადებასთან ბრძოლაში. პრემიერმა 2015 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგები გაიხსენა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოში მოსახლეობის თითქმის 8% ჰეპატიტის მატარებელი იყო. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ეს იყო ქვეყნის წინაშე მდგარი ძალიან რთული გამოწვევა, რომელთან ბრძოლაც და C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამის წამოწყება შესაძლებელი გახდა მეგობრების - სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის, კომპანია „გილეადის“ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით. „დღეს ჩვენ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით C ჰეპატიტით დაავადებული ათი ათასობით ჩვენი მოქალაქე სრულიად განკურნებულია, როდესაც, სულ ცოტა ხნის წინ, ეს დიაგნოზი საქართველოში ფაქტობრივად განაჩენს ნიშნავდა, ხოლო ამ უმძიმეს დაავადებასთან ფინანსურად დამოუკიდებლად გამკლავება წარმოუდგენელი იყი. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება. განკურნების მაჩვენებელი საშუალოდ 98 პროცენტია. ჩვენ არც სამომავლოდ დავიშურებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ საბოლოოდ აღმოვფხვრათ ეს დაავადება და დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც სრულებით დაამარცხებს C ჰეპატიტს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მთავრობის მეთაურმა პროგრამის განხორციელებაში ჩართულ თითოეულ ადამიანს, პარტნიორებსა და ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა, ასევე ხაზი გაუსვა ჯანდაცვის საზოგადოების მიერ გაწეულ საქმიანობას და განაცხადა, რომ მიღწეული შედეგები ყველასთვის საამაყოა. ორდღიან რეგიონულ საკონსულტაციო შეხვედრაში, რომელიც თბილისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით იმართება, სხვადასხვა ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროების, აგრეთვე ევროკომისიისა და გაეროს სააგენტოების, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური და სათავო ოფისების და პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები და წამყვანი ექსპერტები მონაწილეობენ. შეხვედრის მიზანია ვირუსული ჰეპატიტების გავრცელების დაძლევის პროცესში ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესისა და გამოწვევების გადახედვა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/532251-mamuka-baxtaze-darcmunebuli-var-sakartvelo-gaxdeba-ert-erti-pirveli-kveqana-romelic-sruliad-daamarcxebs-c-hepatits/

რეგინფო.ჯი- https://reginfo.ge/politics/item/12428-saqartvelo-srulebit-daamarzxebs-c-bepatits-mamuka-baxtawe

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=78633

რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=91707

ფორ.ჯი- https://for.ge/view/161030/darwmunebuli-var-saqarTvelo-gaxdeba-erT-erTi-pirveli-qveyana-romelic-sruliad-daamarcxebs-C-hepatits.html

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/204104-mamuka-bakhtadze-dartsmunebuli-var-saqarthvelo-gakhdeba-erth-erthi-pirveli-qveyana-romelic-sruliad-daamarckhebs-c-hepatits.html?lang=ka-GE

კვირა.ჯი- http://kvira.ge/448441

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/220690

პია.ჯი- https://pia.ge/post/246767-baxtaze-saqartvelo-gaxdeba-ert-erti-pirveli-qveyana-romelic-srulebit-daamarcxebs-c-hepatits

---

 

11.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/532239-mamuka-baxtaze-chven-saqoveltao-jandacvis-programa-shevimushavet-romlitac-sakartvelos-qvela-mokalakes-sabaziso-samedicino-momsaxurebaze-cvdoma-akvs/

მამუკა ბახტაძე - ჩვენ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა შევიმუშავეთ, რომლითაც საქართველოს ყველა მოქალაქეს საბაზისო სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა აქვს

ჩვენ, შევიმუშავეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლითაც საქართველოს ყველა მოქალაქეს საბაზისო სამედიცინო მომსახურებაზე აქვს წვდომა, რაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვირუსულ ჰეპატიტზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულ საკონსულტაციო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, 2012 წლიდან “ქართულ ოცნების” პოლიტიკურ გუნდს ჯანდაცვა პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული. „დღევანდელი დღის მნიშვნელობა მართლაც რომ განსაკუთრებულია, ვინაიდან ამ სახის ღონისძიება ევროპაში პირველად ტარდება და ის სრულად პასუხობს და ეხმიანება გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებს, რომლებიც დღეისთვის და მომავალი წლების განმავლობაში მსოფლიოს პროგრესის საფუძველს წარმოადგენს. ჩვეთვის განსაკუთრებული პატივია, რომ ჯანმრთელობის მსოფლიოს ორგანიზაციის მიერ ევროპის რეგიონის 53 ქვეყნიდან სწორედ საქართველოა შერჩეული და ვირუსული ჰეპატიტების საკითხზე პირველ რეგიონული კონსულტაციების ქალაქად სწორედ თბილისია არჩეული. ეს არის ჩვენი ქვეყნის მიერ ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული წარმატებული რეფორმების, განსაკუთრებით კი C ჰეპატიტთან ბრძოლის საქმეში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის უდავო აღიარება და მსურს, ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ. მოგეხსენებთ, რომ 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც არჩენებში გავიმარჯვეთ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა აბსოლუტურ პრიორიტეტად ჯანდაცვის სისტემა გამოაცხადა. ჩვენ ჯანდაცვაში ძალიან ბევრი გამოწვევა გვქონდა და ამ წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ. თავიდან ბოლომდე შევცვალეთ ის საბიუჯეტო აქცენტები, რომლებიც დაგვხვდა და დღეს ჩვენ ჯანდაცვის პრიორიტეტებში ძალიან სწორად გაანალიზებული აქცენტები გვაქვს დასმული. ამაზე მეტყველებს ის სტატისტიკა, ის ციფრები და ის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, რომელსაც ბოლო 6 წლის განმავლობაში მივაღწიეთ. ჩვენ შევიმუშავეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლითაც საქართველოს ყველა მოქალაქეს საბაზისო სამედიცინო მომსახურებაზე აქვს წვდომა, რაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/mamuka-bakhtadze-qartul-ocnebis-politikur-gunds-jandacva-prioritetad-aqvs-gamockhadebuli/?fbclid=IwAR2dkTf5C1lq5yUXXUwv2cjZigjnvnI9sEPa_8dQbVVUD1epO2UUJmy28tc

რეპორტიორ.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=91738

---

 

11.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/532285-amiran-gamqrelize-c-hepatitis-skriningi-daavadebis-eliminaciis-programis-parglebshi-sakartveloshi-1300000-ma-mokalakem-chaitara/

ამირან გამყრელიძე - C ჰეპატიტის სკრინინგი დაავადების ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში 1300000-მა მოქალაქემ ჩაიტარა

C ჰეპატიტის სკრინინგი დაავადების ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში სულ 1300000-მა მოზრდილმა მოქალაქემ ჩაიტარა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუხადა. მისი თქმით, მიმდინარე წელსა და მომავალ წელს სკრინინგი დამატებით 1 500 000 პირს უნდა ჩაუტარდეს. “მოგეხსენებათ, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 წლის აპრილის ბოლოს დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში უკვე დაახლოებით, ქვეყანაში მოზრდილი მოსახლეობის 45% გამოკვლეული ანუ სკრინირებულია და დაახლოებით, 42% არის ჩვენი სამიზნე ჯგუფი. 2020 წლის ბოლოსთვის 128 000 ადამიანს უნდა ვუმკურნალოთ და 122000 უნდა განვკურნოთ. აქედან მოცვის მაჩვენებელს მოსახლეობის დაახლოებით, 42%-ს წარმოადგენს. C ჰეპატიტისგან განკურნების ანუ ვირუსის განულების მაჩვენებელი 98%-ია. სამიზნე მოსახლეობის მოცვის ციფრებით ჩვენ თითქმის ყველა ქვეყანაზე წინ ვართ, როგორც ევროპაში, ასევე მსოფლიოში ერთ-ერთი სამოდელო მაჩვენებელია. ეს შეიძლება, თამამად ითქვას. ჩვენი პროგრამა სხვა პროგრამებისგან იმით განსხვავდება, რომ ჩვენ აქტიურ გამოვლენაზე ვართ გადასული. დღეს სკრინირებული დაახლოებით, 1 300 000 მოზრდილია და ამ ორ წელიწადში ჩვენ ეს კიდევ უფრო ინტენსიური უნდა გავხადოთ, რადგან 1 500000-მდე ადამიანი უნდა იყოს სკრინირებული და იქიდან ინფიცირებული ჯგუფები გამოვავლინოთ და ყველას ვუმკურნალოთ”,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 რეპორტიორ.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=91723

---  

 

11.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/532266-davit-sergeenko-13-clis-bichis-mkvlelobaze-qvelastan-mekneba-satxovari-rom-aset-tragikul-shemtxvevebze-nu-aketeben-ekspertul-daskvnebs-da-sistemur-analizs/

დავით სერგეენკო 13 წლის ბიჭის მკვლელობაზე - ყველასთან მექნება სათხოვარი, რომ ასეთ ტრაგიკულ შემთხვევებზე ნუ აკეთებენ ექსპერტულ დასკვნებს და სისტემურ ანალიზს

პირველ რიგში, ყველასთან მექნება უმორჩილესი სათხოვარი, რომ ასეთ ტრაგიკულ შემთხვევებზე ნუ აკეთებენ ექსპერტულ დასკვნებს და სისტემურ ანალიზს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ რუსთავში, ბიძის მიერ 13 წლის ძმის შვილის მკვლელობის საქმეზე კომენტირებისას განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ მკვლელობაში ბრალდებულს თბილისის ფსიქიატრიულში შესაბამისი დახმარების გაწევაზე უარი უთხრეს. „ყველაფერს თავისი წესი და რიგი აქვს. თუკი ეს რაიმე ნივთიერებით გამოწვეული ფსიქოზი იყო, ამის მკურნალობაზე, როგორც ამბულატორიულად, ისე სტაციონარულად, სახელმწიფო ზრუნავს. ასეთი შემთხვევები რაღაც შორსმჭვრეტელური სისტემური დასკვნების დასადებად არანაირად არ არის გამართლებული და ამისთვის არსებობს ურთიერთობისა და თანამშრომლობის საქმიანი ფორმატი”,- განაცხადა დავით სერგეენკომ. შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთავში მკვლელობა მოხდა. მე-8 მიკრორაიონში ბიძამ 13 წლის ბავშვი მოკლა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებული ვალერი ირემაძე წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ექიმების გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში წუხელ გადაიყვანეს. უწყების განმარტებით, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისთანავე, ექიმებმა დაკავებული შეამოწმეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა და დახმარება ესაჭიროებოდა.

რეპორტიორ.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=91722

---

 

11.02.2019

მედიასაშუალება: https://www.ambebi.ge/article/231587-mochvenebebs-dasdevda-ras-hqveba-bavshvobis-megobari-29-clis-mamakacze-romelmac-zmisshvili-mokla/

"მოჩვენებებს დასდევდა" - რას ჰყვება ბავშვობის მეგობარი 29 წლის მამაკაცზე, რომელმაც ძმისშვილი მოკლა

ძმის შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვალერი ირემაძის მეგობრები დავით ქებულაძე და ლაშა ჟორჟოლიანი აცხადებენ, რომ თბილისში, ფსიქიატრიულ კლინიკაში იტყუებიან, როდესაც ამბობენ, რომ ირემაძეს მათთვის არ მიუმართავს. დავით ქებულაძის განცხადებით, კლინიკაში იქნება ვიდეოკამერები, ამოიღონ ჩანაწერი და ნახავენ, რომ იქ მართლაც იყვნენ მისულები, თუმცა უკან გამოუშვეს და პაციენტი არ მიიღეს. „თბილისში, ნარკოლოგიურში გვითხრეს, რომ ფსიქიატრიულში მიგვეყვანა, იქვე - გვერდით შენობაში. მივედით დახმარება ვთხოვეთ, ავუხსენით პაციენტს რა სჭირდა, რა ეჩვენებოდა. ჩვენ ვთხოვეთ დახმარება, მაგრამ არ მიიღეს, უბრალოდ, გამოგვიშვეს და გვითხრეს, რომ ადგილები არ იყო. უკან გამოგვატანეს ადამიანი, რომელიც ფსიქიკურად შეშლილი იყო და რომელზეც ამბობენ, რომ არაფერი მსგავსი არ აღენიშნებოდა. მას მიღებული ჰქონდა დამამშვიდებლები, რომელიც კლინიკა "რუსთავში“ გაუკეთეს და გვითხრეს, რომ ფსიქიატრიულში გადაგვეყვანა. ის როგორც სახლში იქცეოდა, როგორც გველაპარაკებოდა, თითქოს ხმები ესმოდა, ვიღაცეებს დასდევდა, თბილისში უკვე მსგავსი არაფერი გამოუხატავს, რადგან უკვე დამამშვიდებლების ზემოქმედების ქვეშ იყო. აქედან გამომდინარე შეიძლება იფიქრეს, რომ ადამიანს არაფერი არ სჭირდა. სახლში მოვიყვანეთ, გაუარა იმ დამაშვიდებლების რეაქციამ და ასეთი ამბავი მოხდა“ , - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში დავით ქებულაძემ. მისივე თქმით, თანხის წინასწარ გადახდა ნარკოლოგიურ კლინიკაში მოსთხოვეს. „თანხა ნარკოლოგიურში მოგვთხოვეს. მორიგე ექიმი იჯდა მიმღებში, რომელმაც დარეკა, ჩამოვიდა სხვა მამაკაცი, რომელმაც გვითხრა, რომ წინასწარი პროცედურები უნდა გაგვევლო, რის შემდეგაც მოხდებოდა ადამიანის ნარკოლოგიურ კლინიკაში მოთავსება. ეს პროცედურები იყო რაღაცის შევსება და 3 ათასი ლარის გადახდა, პლუს იქ უნდა დარჩენილიყო 14 დღე, ასევე ესაჭიროებოდა ადამიანი, რომელიც მასთან ერთად დარჩებოდა. ფსიქიატრიულში რომ ამბობენ, არ ყოფილან მოსულებიო, რას ჰქვია არ ვყოფილვართ მისულები, ის ჩემი ბავშვობის მეგობარია, მისი შვილის ნათლია ვარ, ჩვენ გვყავდა მიყვანილი. რა კამერები არა აქვთ კლინიკაში?! კამერები შეამოწმონ და ნახავენ, რომ ჩვენ მიყვანილი გვყავდა, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო“, - განაცხადა ირემაძის ბავშვობის მეგობარმა დავით ქებულაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთავში მკვლელობა მოხდა. მე-8 მიკრორაიონში ბიძამ 13 წლის ბავშვი მოკლა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

---

 

11.02.2019

მედიასაშუალება: https://www.ambebi.ge/article/231578-10-clis-asakshi-hqavdat-rustavis-psikonevrologiur-dispansershi-ras-hqvebian-13-clis-zmis-shvilis-mkvlelobashi-braldebulze/

"10 წლის ასაკში ჰყავდათ რუსთავის ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში" - რას ჰყვებიან 13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულზე

იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტთან კონტაქტი მინიმუმამდეა დაყვანილი, არ ვიცით, აცნობიერებს თუ არა გუშინ მომხდარ ფაქტს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა მანანა ელიაშვილმა 13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულის, ვალერი ირემაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას განაცხადა. "ბიძა ფსიქიატრიულში არ დაიტოვეს, ნარკოლოგიურში კი 3000 ლარი მოსთხოვეს" - რას ჰყვება რუსთავში მოკლული 13 წლის ბავშვის ნათლია მანანა ელიაშვილის ინფორმაციით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ პაციენტს უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში არ უძინია და ცუდად იყო. მისივე თქმით, პაციენტს აქვს ფსიქიკური პრობლემა, თუმცა რა სახის, ამაზე ჯერჯერობით საუბარი ნაადრევია. „პაციენტი მოიყვანეს წუხელ. მიეცა მას შესაბამისი დანიშნულება. როგორც გადმოცემით ირკვევა, უკანასკნელი დღეების განმავლობაში ცუდად იყო, დაახლოებით ათი დღე არ უძინია. წუხანდელი დანიშნულების შემდეგ პაციენტს ეძინა და დაახლოებით ნახევარი საათის წინ გაეღვიძა. კონტაქტის დამყარება მასთან მინიმალურ დონემდეა დაყვანილი, ის არ ყვება თავისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ. ინფორმაცია მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ჩვენ გვაქვს მისი თანმხლები პირებიდან. მამა იყო მოსული და სწორედ აქედან გვაქვს ინფორმაცია, თუ როგორ იქცეოდა სახლში. მინიმალური კონტაქტით დგინდება, რომ ადამიანს აქვს ფსიქიკური პრობლემა, თუმცა რა სახის, ამაზე ჯერჯერობით საუბარი ნაადრევია. იქიდან გამომდინარე რომ მასთან კონტაქტი მინიმუმამდეა დაყვანილი, არ ვიცით, აცნობიერებს თუ არა გუშინ მომხდარ ფაქტს. ამის შეფასება ჯერ ნაადრევია. ჩვენი დაწესებულებისთვის მას არასდროს მოუმართავს. მამის გადმოცემით, 10 წლის ასაკში ჰყავდათ რუსთავის ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში, მას შემდეგ კი მსგავსი დაწესებულებისთვის არ მიუმართავს,“ - განაცხადა რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა მანანა ელიაშვილმა. 13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული ვალერი ირემაძე წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ექიმების გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში წუხელ გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, უწყების განმარტებით, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისთანავე, ექიმებმა დაკავებული შეამოწმეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა და დახმარება ესაჭიროებოდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთავში მკვლელობა მოხდა. მე-8 მიკრორაიონში ბიძამ 13 წლის ბავშვი მოკლა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

---

 

11.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/532270-amiran-gamqrelize-gripit-avadobis-machvenebeli-mcirdeba-da-dgevandeli-monacemit-100-000-mosaxleze-186-ia/

ამირან გამყრელიძე - გრიპით ავადობის მაჩვენებელი მცირდება და დღევანდელი მონაცემით, 100 000 მოსახლეზე 186-ია

გრიპით ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 186-ს შეადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისი თქმით, გრიპით ავადობისა და რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი მცირდება. “გრიპით ავადობის მაჩვენებელი მცირდება და დღევანდელი მონაცემით 100 000 მოსახლეზე 186-ია, გასულ კვირას 211-ს შეადგენდა. მოგეხსენებათ, პიკი დეკემბრის ბოლო კვირა იყო, როცა 100 000 მოსახლეზე ავადობის მაჩვენებელი 277 იყო. ასევე, ე.წ მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც 18,2%-მდეა ჩამოსული, წინა კვირას კი 21% იყო. ეს ნიშნავს, იმას რომ სიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის, მაგრამ ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ გრიპის სეზონი ევროპაში დაახლოებით, აპრილამდე ან აპრილის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ევროპის ქვეყნებში თებერვალში დაიწყო ის პიკი, რაც ჩვენ იანვარში გვქონდა, ამიტომ სიფრთხილე და მზადყოფნა ყოველთვის უნდა გვქონდეს, რადგან გრიპს ტალღისებური განვითარება ახასიათებს”,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

რეპორტიორ.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=91719

---

 

11.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/532283-1-eli-ianvridan-dgemde-sakartveloshi-citelas-1370-shemtxveva-dapiksirda/

1-ელი იანვრიდან დღემდე, საქართველოში წითელას 1370 შემთხვევა დაფიქსირდა

1-ელი იანვრიდან დღემდე, საქართველოში წითელას 1370 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისივე თქმით, წითელას აცრა დამატებით 65000-მა პირმა ჩაიტარა. ამასთან, ბოლო 1 თვის მონაცემებით, წითელას გეგმური აცრა 11000-მა ბავშვმა ჩაიტარა. „წითელასთან დაკავშირებით ძალიან ინტენსიური შემაკავებელი ღონისძიებები მიმდინარეობს. ჯერჯერობით სტაბილიზაციის ელემენტები გვაქვს, მაგრამ შემთხვევათა რაოდენობა იზრდება. დღევანდელი მონაცემებით, 1-ელი იანვრიდან წითელათი ავადობის მაჩვენებელი 1370-სს შეადგენს. მნიშვნელოვანია, რომ აცრების ჩატარება ძალიან ინტენსიური გახდა - წითელაზე დამატებით 65 0000 ადამიანი აიცრა, რომელშიც არ შედის ის გეგმური აცრები, რომლებიც ბავშვებისთვის ტარდება 1 თვის განმავლობაში. ერთადერთი საშუალება, რომ წითელა შევაჩეროთ, არის მასობრივი ვაქცინაცია”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რეპოტიორ.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=91730

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/tsitelati-avadobis-machvenebeli-stabiluri-tumtsa-zrdadia-amiran-gamkrelidze/56167

---

 

11.02.2019

მედიასაშუალება: https://www.ambebi.ge/article/231576-es-daavadeba-citelaze-aucrel-bavshvebs-emartebat-16-clamde-asakshi-igvizebs-da-tvins-chams-sami-shvilis-deda-daxmarebas-itxovs/

"ეს დაავადება წითელაზე აუცრელ ბავშვებს ემართებათ, 16 წლამდე ასაკში იღვიძებს და ტვინს ჭამს!" - სამი შვილის დედა დახმარებას ითხოვს

არსებობს ტკივილი, რომლის სიტყვებით გადმოცემა უძნელესია. სამი შვილის დედის, ირინა ქობულაძის ტკივილიც ეს არის - ენით აღუწერელი: როდესაც სამი წლის წინ მითხრა, ჩემს 12 წლის გიორგის პანენცეფალიტი დაემართა, ეს დაავადება ტვინს თიშავს, დამეხმარეთ, ასე არ მოხდესო, ამის შემდეგ კარგა ხანს იჯდა გაფითრებული და უმეტყველო. ბოლოს ისევ მე ვკითხე, ეს რა დაავადებაა-მეთქი და მიპასუხა, წითელაზე აუცრელ ბავშვებს ემართებათ, გიორგის აცრა ცოტა დავუგვიანე, შვიდი თვისა ავცერი, წითელა კი ექვსი თვისას შეხვდა და ბაქტერია დაუტოვა, რომელიც 16 წლამდე ასაკში იღვიძებს და ტვინს ჭამსო! თავიდან მეც ვერ მივხვდი, ეს რა იყო, გიორგიმ თავად მითხრა, დედა, მე ვიცი პანენცეფალიტი რაც არის, სიკვდილიაო! დამეთანხმებით, ამის მოსმენა ადვილი არ იყო, მით უფრო, დაწერა. მაგრამ უნდა დამეწერა - ადამიანებს ამან სიკეთის გაკეთების საშუალება მისცა, განადგურებულ დედას კი გულის მოოხების, რომ შვილის გადასარჩენად ყველაფერი გაეკეთებინა, რაც დედამ უნდა გააკეთოს. თუმცა კი ამაოდ. გიორგი სამი წელიწადია კომაშია, დედამისი კი ისევ იმაზე ფიქრობს, რომ მისი გიორგის სუნთქვა არ შეწყდეს. - ის დღეები რომ მახსენდება, როცა გიორგი ნელ-ნელა ეცემოდა, ამ ქვეყნიდან გაქრობა მინდა, მაგრამ ასე როდი ყოფილა. როცა ამბობენ, უფალი ადამიანს იმაზე მეტ განსაცდელს არ მისცემს, რისი გაძლებაც არ შეუძლიაო, მართალი ყოფილა, ახლა ყველაფერს გაქვავებული ვაკეთებ. ყველაზე ძნელი წუთები ის იყო, როცა ვხედავდი, როგორ უძლურდებოდა ჩემი ჭკვიანი და ლამაზი ბიჭი, როგორ უსუსტდებოდა მუხლები, როგორ მიათრევდა ფეხებს, როგორ დაეჭიმა და გაუშეშდა ხელები, ფეხები და ყველა ნაკვთი, ახლა კი მხოლოდ უნდა ვაცოცხლო და კიდეც ვაცოცხლებ. - გიორგი ხვდებოდა მის თავს რა იყო? - უკვე ვეღარ. ნელ-ნელა ყველა და ყველაფერი დაავიწყდა, ოჯახის წევრების და ჩემი სახელიც კი. მხოლოდ სიტყვა "დედა" ახსოვდა და გამუდმებით მეძახდა. სულ ჩემ გვერდით ყოფნა უნდოდა, რომ გულში ჩამეკრა იმ პატარა ჩვილი გიორგივით, რომელიც ოდესღაც მყავდა. ერთ საშინელ დღეს ყბებიც შეეკრა, რომ ვეღარ გავუხსენით, იაშვილის საავადმყოფოში წავიყვანეთ და ამით დამთავრდა ყველაფერი. საავადმყოფოში მხოლოდ ის შეძლეს, რომ გიორგისთვის ზონდით საჭმლის მიცემა მასწავლეს...

---

 

11.02.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/inpheqtsiuri-saavadmqhophos-proeqtirebaze-tenderi-gamotskhadda/

ინფექციური საავადმყოფოს პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის პროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა. 3 Shares 3 პროექტი ითვალისწინებს 100 საწოლზე გათვლილი საერთაშორისო სტანდარტების ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მშენებლობას. ცენტრი აშენდება თბილისში, ლუბლიანას ქუჩა N21-ში. მისი სამუშაო ფართი დაახლოებით 10000 კვადრატული მეტრი იქნება, ხოლო საერთო სამშენებლო ფართი 15000 კვადრატულ მეტრზე მეტი. მას შემდეგ რაც, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, შემუშავდება და მიღებული იქნება საავადმყოფოს სრულფასოვანი საპროექტო დოკუმენტაცია, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ამ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, გამოაცხადებს მშენებლობის ტენდერს. პროექტისთვის ტექნიკური დავალების შემუშავებაში ჩართული იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი.

---

 

11.02.2019

მედიასაშუალება: http://sknews.ge/index.php?newsid=21337

საკირეში, 37 წლის ზეზვა თოფურიანი დახმარებას ითხოვს

ბორჯომში, სოფელ საკირეში მცოხვრებ 37 წლის ზეზვა თოფურიანს, რომელიც მეათე თვეა ლოგინსაა მიჯაჭვული, მკურნალობისთვის 9 360 ლარი სჭირდება. თითქმის ერთი წელია, რაც ლოგინს მიეჯაჭვა ზეზვას მამაც. ოჯახი სოციალურად დაუცველია. ზეზვა თოფურიანს მრავლობითი ჭრილობები სხეულზე ათი თვის წინ მიაყენეს. შემთხვევა თბილისში მოხდა და როგორც ზეზვას დედა ამბობს, ფაქტს პოლიცია იძიებს: „გულმკერდის არეშიც კი დაჭრილი იყო, ლამის სულ დაჩეხეს. მას შემდეგ სიარული არ შეუძლია. ვერც საავადმყოფოში დავტოვეთ სრული მკურნალობის კურსი რომ ჩატარებოდა, რადგან მაგდენი ფული არ გვქონდა“, – გვიყვება ნელი თოფურიანი. ზეზვა თოფურიანი საავადმყოფოდან სახლში ივლისში გაეწერა, თუმცა მას შემდეგ გადაადგილება არ შეუძლია. „ხერხემალი აქვს დაზიანებული, საავადმყოფოში დაწყებული მკურნალობის კურსი რომ დაასრულოს და ფეხზე დადგეს სულ 9 360 ლარი გვჭირდება“, – ამბობს ნელი თოფურიანი. საკირეში, 37 წლის ზეზვა თოფურიანი დახმარებას ითხოვს ვიდრე ფეხზე გავლას შეძლებს, ზეზვას გარეთ გასასვლელად ეტლი სჭირდება: „სულ ესე ხომ ვერ ვიწვები, ეტლი რომ მქონდეს წამოვდგები, მეუღლე დამეხმარება და ჰაერზე გასვლას შევძლებ. იმედია, გამოჩნდება ვინმე ისეთი, ვინც შეძლებს ჩემს დახმარებას“, – ამბობს ზეზვა. თოფურიანებმა ზეზვას დასაფინანსებლად ადგილობრივ თვითმმართველობასა და ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიმართეს. სამინისტრომ იგი 1 500 ლარით დააფინანსა, ბორჯომის მერიაში კი, როგორც თავად აცხადებენ, თანხის გამოყოფაზე უარი უთხრეს: „რეაბილიტაციის კურსებს ჩვენ ვერ დავაფინანსებთო გვითხრეს და დავრჩით ისე“. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ თოფურიანებს მათთვის განცხადებით არ მიუმართავთ: „წერილი უნდა შემოიტანოს და მოქმედი სოციალური პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი მზადაა შესაბამისი დახმარება გაუწიოს“. თოფურიანებს სოციალური დახმარება გასული წლის ნოემბერში დაენიშნათ. ოთხსულიან ოჯახში, თითო წევრი ყოველ თვეში 40 ლარს იღებს. ნელი თოფურიანი ამბობს, რომ მათი შემოსავალი სოციალური დახმარება და მეუღლის პენსიაა, რაც თვეში, ჯამში, 500 ლარს შეადგენს: „ეს ფული წამლებში არ გვყოფნის. სახლში ყველას ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები გვაქვს. ინფარქტი გადავიტანე, სიარული მიჭირს. ჩემმა მეუღლემაც ტვინის ინფარქტი მიიღო ზაფხულში და იმის მერე ლოგინიდან ვეღარ დგება. რძალს ელენთა არ აქვს. წამალი რომ არ ვიყიდოთ ვერ ვიცოცხლებთ ვერცერთი. ამიტომ საჭმლის ფული აღარ გვრჩება. ზამთარში ხარჯებს შეშის ფულიც ემატება და გვიჭირს თავის გატანა“. ჯანმრთელობის პრობლემების გამო თოფურიანები მიწას ვერ ამუშავებენ, მათ არც საქონელი და ქათმები ჰყავთ, ამბობენ რომ მოვლას ვერ შეძლებენ. „ჩემი მეორე შვილი გვეხმარება ხოლმე როგროც შეუძლია, ის ჩვენთან ერთად არ ცხოვრობს, თავისი ოჯახი ჰაყვს სარჩენი და რაც შეუძლია ყოველთვის გვაძლევს“, – ამბობს ნელი თოფურიანი. [ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]

---

 

ბეჭდვითი მედია      

12.02.2019

მედიასაშუალება:  საქართველოს რესპუბლიკა

მამუკა ბახტაძე: საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც C ჰეპატიტს დაამარცხებს

საქართველო არის ძალიან კარგი მაგალითი, რომ ერთად დგომით, ერთმანეთის მხარდაჭერით ყველაზე რთულ დაავადებებთან გამკლავება შესაძლებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვირუსულ ჰეპატიტებთან დაკავშირებულ რეგიონულ საკონსულტაციო შეხვედრაზე - ''მიღწევები ელიმინაციის გზაზე'' სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტის მნიშვნელობას, რომ მსგავსი სახის ღონისძიება ევროპაში პირველად ტარდება და მასპინძელ ქვეყნად 53 სახელმწიფოდან სწორედ საქართველო შეირჩა. მამუკა ბახტაძის შეფასებით, ეს საქართველოს მიერ ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული წარმატებული რეფორმების, განსაკუთრებით კი, C ჰეპატიტთან ბრძოლის საქმეში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის უდავო აღიარებაა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5869483&name=12.02.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

12.02.2019

მედიასაშუალება:  ახალი თაობა

სოციალურმა მუშაკებმა სისტემური ცვლილებების მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს წერილით მიმართეს

სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკები სისტემურ ცვლილებებს ითხოვენ. მათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი წერილით მიმართეს. განცხადება 20 პუნქტს მოიცავს და თითოეულში დასაბუთებულია, რატომ არის საჭირო ცვლილებების განხორციელება. 20-პუნქტიან განცხადებაში სოციალური მუშაკები ითხოვენ, შეიქმნას და დაინერგოს სოციალური მუშაკების პროფესიული განვითარების სქემა. დაუყოვნებლივ შეიქმნას რეაგირების ჯგუფი მეურვეობისა და მზრუნველობის სისტემაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ. ასევე დაუყოვნებლივ გაიზარდოს ყველა სერვის-ცენტრში სოციალური მუშაკების რაოდენობა. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ სოციალურ მუშაკთა შეშფოთება გამოიწვია სერვისცენტრებში არსებულმა რთულმა ვითარებამ და ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების შემდეგ სააგენტოში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია. შეგახსენებთ, 6 თებერვალს სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრების თანამშრომელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ სამსახურის დატოვების შესახებ განცხადებები დაწერა. მიზეზად ისინი გაზრდილ მომართვიანობასა და საქმეების დიდ რაოდენობას ასახელებდნენ, რომელზე მუშაობასაც თანამშრომელთა შემცირებული რაოდენობა არ ყოფნიდა. გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრებიდან 4 წლის გოგონას გარდაცვალების შემდეგ, ოთხი სოციალური მუშაკი დაითხოვეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5868937&name=12.02.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

12.02.2019

მედიასაშუალება:  რეზონანსი

წითელას ეპიდაფეთქება საქართველოში - რისკენ მოუწოდებს გამყრელიძე მოსახლეობას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, წითელათი ავადობის მაჩვენებელი დასტაბილურდა, თუმცა, ზრდადია: „ძალიან ინტენსიური შემაკავებელი ღონისძიებები მიმდინარეობს წითელასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით სტაბილიზაციის ელემენტი გვაქვს, მაგრამ შემთხვევათა რაოდენობა იზრდება. დღევანდელი მონაცემით, პირველი იანვრიდან დღემდე, 1370 შემთხვევაა წითელასი. 25 000 ადამიანია დამატებით აცრილი. აქ არ იგულისხმებს გეგმური აცრა, რომელიც ბავშვებში ტარდება. ერთადერთი საშუალება, რომ შევაჩეროთ წითელა, არის მასობრივი ვაქცინაცია. ვინც არ არიან აცრილები ან არ აქვთ გადატანილი წითელა, ვთხოვ, მიმართონ თავიანთ პოლიკლინიკებს და ჩაიტარონ აცრა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5868917&name=12.02.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

12.02.2019

მედიასაშუალება:  რეზონანსი

700 000 დევნილი და პენსიონერი თავის გადასარჩენად სესხზეა ჩამოკიდებული

დევნილებისა და პენსიონერების დაახლოებით 70% შემწეობისა და პენსიის კუთვნილ თანხას წინსწრებით იღებს. 240 000 დევნილი მუდმივად სესხზეა დამოკიდებული. მართალია, ეს არაოფიციალური მონაცემია, მაგრამ საკმაოდ ზუსტად ასახავს იმ უკიდურეს გაჭირვებას, რაშიც ამ კატეგორიის მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობს. გამოდის, რომ 1 მილიონი პენსიონერიდან და დევნილიდან დაახლოებით 700 000 თავის გადასარჩენად სესხზეა ჩამოკიდებული. ოფიციალური მონაცემი, თუ ზუსტად რამდენი პენსიონერი და დევნილი იღებს წინასწარ კუთვნილ ფულს, უცნობია. "ლიბერთი ბანკში" ამ ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადეს, თუმცა ეკონომისტების ნაწილი ამბობს, რომ მათ არასამთავრობო სექტორთან ერთად ჩაატარეს დამოუკიდებელი კვლევა და შედეგი საგანგაშოა. ეკონომისტ რამაზ გერლიანის ინფორმაციით, კუთვნილ თანხას წინასწარ იღებენ ისეთი კატეგორიის ოჯახები, რომლებიც საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონეა. დევნილთა ნაწილს, რომელსაც მაღალი შემოსავალი აქვს, ეს თანხა არ ერიცხება. "როგორც კი პირის შემოსავალი 1200 ლარს გადასცდება, ავტომატურად ეხსნება შემწეობა. დაბალშემოსავლიანი მოსახლეობიდან ზუსტი ციფრი, რომელიც ამ ტიპის სესხზეა დამოკიდებული, ძნელად შეიძლება დასახელდეს, მაგრამ ჩვენი დაკვირვებით, 70%-მდეა ადამიანი, რომელსაც წინმსწრებად უწევს თანხის აღება. ეს ეხებათ პენსიონერებსა და სოციალური დახმარების მიმღებ პირებს. პენსიონერების უდიდეს ნაწილს ასევე საპენსიო სესხი აქვს აღებული. ეს იმდენად კაბალური პირობით ხდება, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ფაქტობრივად, ეს არის ავანსად აღებული თანხა და ადამიანებს ახდევინებენ პროცენტს იმ ფულზეც კი, რომელიც არც კი აუღიათ. პირობითად, 500-ლარიანი სესხის შემთხვევაში, ხელზე ეძელვა 400 ლარი, ბანკი იტოვებს 100 ლარს, სინამდვილეში კი 500 ლარის ოდენობით თანხაზე აღრიცხავს პროცენტს. როგორც ეკონომისტს, არ მაქვს შენიშვნა, რომ სესხის გაცემისას გამსესხებელი სარგებელს იღებს, მაგრამ ამ შემთხვევაში, კონკრეტულად პენსიონერებთან მიმართებაში, არანაირად არ არის მისაღები. ეს ცუდი მიდგომაა, რადგან რეალურად დაწესებულ პროცენტზე გაცილებით მეტს აჭრიან", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" გერლიანი. პენსიონერები, ძირითადად, მოკლევადიან სესხებს იღებენ, თუმცა დევნილთა უმეტესობა მასობრივად გრძელვადიანი კრედიტით სარგებლობს. მათი დიდი ნაწილი ახალგაზრდაა და მათ, შემოსავლის სიმცირის გამო, მუდმივად უწევთ კუთვნილი თანხის წინმსწრებად აღება. "თუკი პენსიონერები მოკლევადიანი სესხით, ე.წ. ავანსებით სარგებლობენ, დევნილები ხშირად რამდენიმე თვის შემწეობას იღებენ წინასწარ და ამისათვის ძალიან ბევრს კარგავენ. როგორც წესი, დაბალშემოსავლიანია ოჯახი, რომლის შემოსავალი 500 ლარს არ აჭარბებს. 20-30% პენსიონერ დევნილებში ის ნაწილია, რომელსაც სხვა შემოსავლის წყარო არ აქვს. 80 000 დევნილი ოჯახი დაბალშემოსავლიანია. საშუალოდ სამსულიანი ოჯახი რომ ავიღოთ, ეს დაახლოებით 240 ათასი ადამიანია. თითქმის ყველა, თუ რამე შესაძლებლობა აქვს, იღებს ამ სესხს და ბანკზე მუდმივად დამოკიდებული ხდება. მთავრობამ ბოლო წლებში მიდგომა შეცვალა და დაახლოებით 35 ათას დევნილს შემწეობის თანხის გაცემა შეუწყვიტა. ეს ჩემთვის ნაცნობი პრობლემაა, რომელსაც დევნილები მუდმივად აწყდებიან. ოჯახში ვისაც მაღალი შემოსავალი აქვს, ის კონკრეტული ადამიანი არ იღებს, სხვა წევრები კი სარგებლობენ. 287 ათასი დევნილი იყო ბოლო მონაცემებით სტატუსის მატარებელი. ამ რეფორმის შედეგად დაახლოებით 250 ათასია, ვინც შემწეობას იღებს. წესით, დაზოგილი თანხა დაბალშემოსავლიანებისათვის უნდა გადაენაწილებინათ, თავის დროზე ცვლილება სწორედ ამით ახსნეს, მაგრამ ეკონომია რისთვის გაკეთდა, ნამდვილად აღარ ვიცი. ფაქტია, რომ ეს "რეფორმა" გაჭირვებული ადამიანების კეთილდღეობაზე არ ასახულა და ადამიანები რეალურად უკიდურეს სიდუხჭირეში აგრძელებენ ცხოვრებას", - აღნიშნავს გერლიანი "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას. საქმე ისე მიდის, რომ მოწყვლადი ფენა კუთვნილ თანხას ავანსად მომავალშიც ხშირად გამოიტანს, რადგან ამ კატეგორიის ადამიანებისათვის მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდება. ექსპერტი სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში პაატა აროშიძე ფიქრობს, რომ პერსპექტივა, დევნილების შემთხვევაში, არც დასაქმების მიმართულებით არსებობს. "ბანკებს ვერაფრით დავადანაშაულებთ, ის არ არღვევს კანონს და არც იძულებით გასცემს სესხს, ადამიანები თვითონ მიდიან ასეთ გადაწყვეტილებამდე, რადგან სხვა გამოსავალი არ აქვთ. წინმსწრებად თანხის მიღების შემთხვევაში პენსიონერებს უწევთრამაზ მოცდა ვალდებულების დაფარვამდე და ამ პერიოდის განმავლობაში ისინი უფრო დიდ გაჭირვებაში შეიძლება, აღმოჩნდნენ. ადამიანი, რომელიც ყოველთვე ელოდება ამ ფულს, ცხადია, სერიოზულ ზარალამდე მიდის. თანაც, მას ბანკისათვის გარკვეული სარგებლის გადახდა უწევს და მისი მდგომარეობა, სინამდვილეში, კიდევ უფრო მძიმდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს სესხი იხარჯება მედიკამენტებში, კომუნალურ მომსახურებაზე და საკვებისათვის, ანუ სოციალური ხარჯებისაკენ მიიმართება და ძალიან მცირე რაოდენობა შეიძლება, ხანგძლივი გამოყენების პროდუქციის შეძენაზე დაიხარჯოს. ბანკი ამ შემთხვევაში ყოველთვის აიღებს თანხას და მაღალი სარგებლითაც, ხოლო მსესხებელი ყოველთვის ზარალდება. სამწუხაროდ, ცხოვრების პირობები არ უმჯობესდება, ფასები ზრდისკენ მიდის. დევნილები საკმაოდ მიზერულ შემოსავალზე არიან დამოკიდებული და ჯერჯერობით არც დასაქმების პერსპექტივა ჩანს. პენსიონერების შემოსავალი წამლების შესაძენადაც არასაკმარისია, საკვების ხარჯის გაწევა კი უფრო და უფრო უჭირთ. დღეს ეს ხალხი საკმაოდ მძიმე რეალობის წინაშეა", - ამბობს ექსპერტი. აღსანიშნავია, რომ დევნილებისათვის წინმსწრებად თანხის აღების პირობები წლების განმავლობაში ხშირად იცვლება. ბოლო დრომდე მათ რამდენიმე თვის განმავლობაში (რა ვადითაც იღებდნენ სესხს) ფულზე ხელი არ მიუწვდებოდათ, რადგან წინასწარ ჰქონდათ აღებული, თუმცა ამ ეტაპზე მათ საკუთარ ანგარიშზე ჩარიცხული თანხით სარგებლობა არ ეზღუდებათ, მაგრამ ამისათვის გარკვეული პირობების დაკმაყოფილება უწევთ. როგორც დევნილი მარინა გოცირიძე ამბობს, მან დაახლოებით 5 თვის წინ ოჯახისათვის 5 თვის შემწეობის თანხა აიღო (675 ლარი), რომელსაც ჯერაც ვერ ფარავს. "ზედიზედ რამდენიმე წელია, წინსწრებით ვიღებ შემწეობის ფულს და ბოლო შემთხვევაშიც ასე მოვიქეცი. მთლიანობაში, 675 ლარი ავიღე, ყოველი თვის ბოლოს მერიცხება ბანკში ფული, რომელიც გამომაქვს და ვხარჯავ. თვეში 135 ლარი მეკუთვნის, მაგრამ ლიმიტის ფარგლებში, ხელმისაწვდომი თანხა 115 ლარია. თავდაპირველად მეგონა, რომ დარჩენილი 20 ლარი ბანკის სესხს უნდა მოხმარებოდა, მაგრამ პირობების გასარკვევად ბანკს მივაკითხე და მითხრეს, რომ 20 ლარი პროცენტია და ჩემს სესხს რეალურად არაფერი დააკლდება, სანამ თანხას არ შევიტან ბანკში ან საკუთარ ანგარიშს არ დავბლოკავ. იქიდან გამომდინარე, რომ მუდმივად ფულის დეფიციტს განვიცდი, ვსარგებლობ ამ ფულით და ეს პროცესი შეიძლება, წლობითაც გაგრძელდეს. ადრე 5-თვიანი სესხით სარგებლობისას 20 ლარზე ცოტა მეტი პროცენტში მიდიოდა და ზუსტად დათქმულ ვადაში "ვაბრუნებდი" ფულს, ახლა ეს პროცესი შეიძლება, წლობით გაგრძელდეს და ბანკმა, იმის გამო, რომ ჩემი ფულით ვსარგებლობ, თავად საკმაოდ დიდი მოგება მიიღოს", - ამბობს გოცირიძე "ბიზნეს-რეზონანსთან".

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5868888&name=12.02.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

 ​