მედიამონიტორინგი 14.01.2019
ტელევიზია
14.01.2019
არხი: რუსთავი2
გადაცემა: კურიერი 09:00
"არ მიუმართიაო, რა ნამუსით იძახიან" - მძიმე მდგომარეობაში მყოფი 6 წლის ბავშვის ოჯახი სერგეენკოსთან შეხვედრას ითხოვს
---
14.01.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 12:00
პრეპარატი "ტამიფლუ", რომელიც უფასოდ გაიცემა მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომია. მედიკამენტის მარაგი საქართველოში ორი დღის წინ შემოვიდა და სააფთიაქო ქსელებსა და სხვადასხვა ამბულატორიულ დაწესებულებაში განაწილდა. მედიკამენტის მიღება რეცეფტის საშუალებით სააფთიაქო ქსელებშია შესაძლებელი. "ტამიფლუს" ახალ პარტიას უახლოეს მომავალში ელოდებიან. რაც შეეხება ვირუსით დაავადებულთა სტატისტიკას, ამირან გამყრელიძის განმარტებით, გრიპის გავრცელების შემთხვევები 2019 წლის პირველ კვირასთან შედარებით დიდად არ შეცვლილა, თუმცა, მიმდინარე კვირის დინამიკა მაინც შეინიშნება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5807817
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5807485
---
14.01.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 12:00
გრიპის ვირუსის შემთხვევები მკვეთრად შემცირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. განახლებული სტატისტიკის მიხედვით, შემთხვევები როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში შემცირდა.იკლო სასწრაფო დახმარების გამოძახების რიცხვმაც. ჯერჯერობით უცვლელია გართულებებით რეანიმაციულ განყოფილებებში გადაყვანილი პაციენტების რაოდენობა. მთელი ქვეყნის მასშტაბით სააფთიქო ქსელები უკვე შეივსო ტამიფლუს ახალი მარაგით.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5807806
I არხი -მოამბე 09:00 - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5807175
---
14.01.2019
არხი: იმედი
გადაცემა:ქრონიკა 11:00
საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს კლინიკა მედსი. გუშინ სამედიცინო დაწესებულებას 41-მა პაციენტმა მიმართა, მათ შორის, 11 ბავშვია. მათგან ეიჩერთიენერთი ტუპის ვირუსი მხოლოდ სამ პაციენტს დაუდგინდა. ექიმის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა ამ დრომდე გართულებების გარეშე მიმდინარეობს. როგორც კლინიკაში ამბობენ პაციენტთა მიმართვიანობა ბოლო პერიოდთან შედარებით არ შეცვლილა. კლინიკა 24-საათიან მუშაობაზე 7 იანვრიდან გადავიდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5807509
---
14.01.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
უცხოეთში ლეგალურად დასაქმების მსურველებს მიგრაციის საკითხთა სამმართველო დაეხმარება. ახალი სტრუქტურა, რომელიც ჯანადაცვის სამინისტროს ბაზაზე შეიქმნა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვაკანსიებს მოიძიებს, სამუშაოს მაძიებლებს კონკრეტულ შეთავაზებებს გააცნობს და გამგზავრებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში დაეხმარება. რომელი პროფესიის ადამიანებს აქვთ ყველაზე მეტი შანსი საზღვარგარეთ დასაქმების და რა პროცედურები უნდა გაიარონ დასაქმების მსურველებმა- თემასთან დაკავშირებით გადაცემის სტუმარი, ელზა ჯგერენაია- ჯანდაცვის სამინისტროს შორმისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი საუბრობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5807237
---
13.01.2019
არხი: I არხი
გადაცემა: ახალი კვირა
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის თავდასხმის ობიექტია მას სემდეგ რაც თბილისში ლუგარის ლაბორატორია გაიხსნა. ლუგარის ლაბორატორია არის რეგიონის საუკეთესო კვლევითი ცენტრი სადაც სხვადასხვა ვირუსებს იკვლევენ და უმაღლეს დონეზე ლაბორატორიულად ახდენენ დიაგნოსტიკას. მათ შორის ე.წ ღორის გრიპზე, რომელსაც 2 კვირაში საქართველოში 16 ადამიანი იმსხვერპლა. არ დაიჯეროთ ზოგიერთი პრორუსული სააგენტოებისა და საზოგადოების ცალკეული ადამიანების მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია თითქოს ლუგარის ლაბორატორიაში საშიში ექსპერიმენტი ტარდება, ეს ტყუილია!
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5807061
---
13.01.2019
არხი: I არხი
გადაცემა: ახალი კვირა
2 კვირის განმავლობაში 16 ადამიანი დაიღუპა H1N1 ვირუსით. ასეულობით პაციენტი კი დღემდე იბრძვის სიცოცხლისთვის სხხვადასხვა კლინიკებში. ე.წ ღორის გრიპი ადამიანიდან ადამიანზე გადაიცემა ხველით, ცემინებით და ვირუსით დაბინძურებულ საგნებთან შეხებისთ. უბრალო გაციებისგან განსხვავებით გრიპი იწყება საერთო სისუსტით, მაღალი სიცხით, ხველით, ყელის ტკივილით, ცხვირიდან გამონადენი. ამ ვირუსს თან ახლავს თავის და ყელის ტკივილი, იშვიათია ღებინება და დიარია. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სტატისტიკის მიუხედავად ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5807048
---
13.01.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 19:00
იმუნიზაცია საქართველოში პროფილაქტიკური აცრები სავალდებულო გახდა. ცვლილებები ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონში შევიდა.(პივრლი ვიდეო ფაილი) იმუნიზაციაზე და გრიპის ვირუსის შესახებ სასაუბროდ გადაცემის სტუმარიან ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინა დარახველიძე (მეორე ვიდეო ფაილი)
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5807036
---
13.01.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
კლინიკებში გრიპის ვირუსით პაციენტების მიმართვიანობის დინამიკა წინა დღეების მსგავსად იგივეა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით შედარებით იკლო სტაციონარში მყოფი პაციენტების რაოდენობამ. ბათუმში რეანიმაციებში 20-მდე პაციენტი რჩება, მათ შორის ბავშვები, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის. მაღალი ტემპერატურის გამო დღე-ღამის განმავლობაში 100-მდე ასეთი გამოძახება ფიქსირდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5807043
---
13.01.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 19:00
მედიკოსების მთავარი საზრუნავი დღეს გრიპის ვირუსთან ბრძოლაა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5806999
---
13.01.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე რჩება 6 წლის ბავშვი, რომელიც თბილისში ბათუმიდან გადმოიყვანეს. მას ჯერ ინფექციურში მკურნალობდნენ, შემდეგ კი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბავშვს ოთხი სხვადასხვა დიაგნოზი დაუდგინდა, თუმცა ოჯახის წევრების მტკიცებით, ექიმებს არ აქვთ ზუსტი პასუხი, რატომ რთულდება 6 წლის ბიჭის მდგომარეობა. კლინიკაში კი განმარტავენ, რომ ვითარებაში გასარკვევად, დიაგნოზის დასმისა და მკურნალობის პროცესში, სამედიცინო დაწესებულების სრული რესურსი იყო ჩართული. მოზარდის ახლობლები, ბავშვის საზღვარგარეთ გადასაყვანად, დახმარებას ჯანდაცვის სამინისტროსაგან ითხოვენ. უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეში სამინისტრო უკვე ჩართულია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5806983
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5806899
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5806822
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5806982
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5806743
რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5806536
---
13.01.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
მთელი ქვეყნის მასშტაბით სააფფთიაქო ქსელები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები პრეპარატ „ტამიფლუს“ ახალი მარაგით შეავსეს. მედიკამენტის რეგიონებში გადანაწილება დილიდან მიმდინარეობდა. რაც შეეხება დედაქალაქს, 5 სააფთიაქო ქსელში გრიპის საწიანაღმდეგო პრეპარატის ახალი მარაგი გუშინ შეიტანეს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5806951
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5806746
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5806866
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5806827
ტელეკომპანია აჭარა -მთავარი 21:00
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5807047
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5806650
I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5806542
---
13.01.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
H1N1-ის ვირუსის ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად ქვეყანაში გრიპის ვაქცინის დამატებითი მარაგი შემოვა. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, სპეციალისტები ვირუსის პიკს თებერვლის ბოლოს ელოდებიან. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, გაგრძელდეს მოსახლეობის ვაქცინაცია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5806907
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5806864
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5806821
---
13.01.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 18:00
ღუდუშაურის კლინიკაში სავარაუდოდ H1N1 ტიპის ვირუსით 26 წლის ქალი გარდაიცვალა. პაციენტს კლინიკური ნიშნებით ჰქონდა H1N1 ტიპის ვირუსი, თუმცა ეს ჯერ ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის, რადგან სინჯი არ არის აღებული. საავადმყოფოს რეანიმაციული სამსახურის უფროსის, მამუკა კაპანაძის თქმით, პაციენტი თბილისის ერთ-ერთი კლინიკიდან ღუდუშაურში 11 იანვარს მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს. პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილს საკეისრო კვეთა რამდენიმე დღის წინ კლინიკა "ბაიებში" ჩაუტარდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5806867
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5806823
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5806784
---
13.01.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: დილა უქმეებზე
დღეის მდგომარეობით H1N1-ის 15 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, როგორ უნდა მოვიქცეთ ვირუსების თავიდან ასაცილებლად და რა უნდა გავაკეთოთ დაინფიცირების შემთხვევაში, ჩვენი ჟურნალისტი თაკო დარახველიძე პედიატრ თემურ მიქელაძესთან ერთად და რჩევებს მოგვცემს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5806517
---
12.01.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
H1N1 ვირუსი და გარდაცვალების ახალი შემთხვევა. 26 წლის ქალის ე.წ. ღორის გრიპის გართულება, ფატალური შედეგით დასრულდა. პარალელურად, ქვეყანამ “ტამიფლუს” ახალი მარაგი მიიღო, რომლის უფასოდ გავრცელებაც დაიწყო. ჯანდაცვის სამინიტროს ოფიციალური სტატისტიკით, შემცირდა გრიპის ვირუსის ჩივილებით სასწრაფოს გამოძახება და მოიმატა კლინიკებში მოქალაქეთა მიმართვიანობამ. სააფთიაქო ქსელებს, შორის სადაც "ტამიფლუს" გადაანაწილებენ ერთ-ერთი "პე ეს პე" იქნება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5806392
რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5806420
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5806380
---
12.01.2019
არხი: იმედი
გადაცემა:ქრონიკა 20:00
პრეპარატი "ტამიფლუ" საქართველოშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ექიმის დანიშნულების შემთხვევაში პაციენტები მას უფასოდ მიიღებენ. ამ წუთებშიც პრეპარატს რეგიონებში ანაწილებენ, მედიკოსები კი გვამშვიდებენ და ამბობენ, რომ გრიპის ვირუსის პიკმა გადაიარა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპი გართულებების გარეშე უკვე გადაიტანა 10 ათასობით ადამიანმა, დაავადების პიკმა კი სავარაუდოდ უკვე გადაიარა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5806290
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5806061
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5805996
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5805983
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5805894
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5805852
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5805823
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5805789
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5805630
I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5805458
რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5805451
---
12.01.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 15:00
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსის გამო 42 ადამიანი მკურნალობს. საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, მათ შორის ერთი ავადმყოფი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა. 42 პაციენტიდან კი 13 ბავშვია. რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ ორ მოზარდს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5805882
---
12.01.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 15:00
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ რომ ავადობის გავრცელების მაჩვენებელი და სასწრაფო დახმარების გამოძახების რაოდენობა შემცირებულია. თუმცა გაზრდილია პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში მიმართვიანობა რასაც სამინისტროში დადებითად აფასებენ. ამ დროისათვის გრიპის ვირუსით 9000 ადამიანია დავადებული. აქედან 49 პაციენტი ხელოვნური სუნთქბის აპარატზე იმყოფება. H1N1 ვირუსით 15 ადამიანია გარდაცვლილი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5805792
---
11.01.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
3 გარდაცვლილი მხოლოდ ერთ დღეში - H1N1-ის ვირუსით დაინფიცირებული პაციენტების გადარჩენა შეუძლებელი გახდა. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ე.წ. ღორის გრიპს სამი ადამიანი ემსხვერპლა. მედიკოსების მტკიცებით, სამივე შემთხვევა დაგვიანებულ მიმართვას და გრიპის შემდგომ გართულებებს უკავშირდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5805220
---
11.01.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
H1N1-ით გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება. ლეტალურად დასრულდა კიდევ სამი შემთხვევა. მათ შორის ორი მამაკაცის დაღუპვის მიზეზად გრიპის ვირუსი ლაბორატორიულად დადასტურდა, 61 მამაკაცის შემთხვევაში კი ანალიზის პასუხს ჯერ ისევ ელიან. ბოლო მონაცემებით, დეკემბრის დასაწყისიდან დღემდე დაავადებამ ქვეყანაში 15 ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო დღეების სტატისტიკა აჩვენებს, რომ H1N1-ის გავრცელების დინამიკა იკლებს, ამ ფონზე იზრდება დაავადებულთა ჰოსპიტალიზირების მაჩვენებელი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5805119
---
11.01.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
H1N1 გარდაცვალების ორი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს ბათუმში და ქუთაისში. თუმცა, ავადობის დინამიკა დაღამავალია. პიკი გადავლილია, პანიკის საფუძველი არ არსებობს, მთავარია პაციენტმა სიმპტომების გამოვლენისთანავე დროულად მიმართოს ექიმს, ეს ისევ მთავარი რეკომენდაციაა ამ რთულ ვითარებაში. დღესვე გახდა ცნობილი, რომ პრეპარატი ტამიფლუ უკვე ყველა მოქალაქისთვის უფასოდ გაიცემა, მაგრამ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. სოფო დონაძე გიამბობთ როგორია დღევანდელი ბრძოლა გრიპთან.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5805033
---
11.01.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
საქართველოს ნებისმირი მოქალაქე პრეპარატ ტამიფლუს ხვალიდან უფასოდ მიიღებს, - პრემიერის გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრმა გააცნო, სწორედ დავით სერგეენკოა ქრონიკის ეთერში და მასთან დეტალებზე ვისაუბრებთ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5804580
---
11.01.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 16:00
დღეს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ „ტამიფლუ“ იქნება უფასო საჭიროებისამებრ ყველასთვის და არა კონკრეტული ჯგუფებისთვის, როგორც აქამდე იყო. დღეს H1N1 ვირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. გადაცემის სტუმარია დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5804545
---
11.01.2019
არხი: I არხი
გადაცემა:მოამბე 18:00
ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე სხვადასხვა კლინიკის დირექტორებს შეხვდნენ. შეხვედრის თემა გრიპის მიმდინარე სეზონი იყო. ჯანდაცვის სფეროს პირველმა პირებმა უშუალოდ კლინიკების დირექტორებისგან მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ კლინიკებშია კარანტინი გამოცხადებული და როგორია ბოლო ერთი კვირის სტატისტიკა მიმართვიანობასთან და მკურნალობასთან დაკავშირებით. კლინიკების ხელმძღვანელებმა კი აღნიშნეს, რომ ბოლო კვირის განმავლობაში პაციენტების რიცხვმა დაიკლო
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5804890
---
11.01.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა:დღის ამბები 17:00
ანტივირუსული მედიკამენი ტამიფლუ ყველასათვის უფასო გახდა. 12 იანვრიდან ტამიფლუ უფასოდ არამარტო რისკჯგუფისთვის, არამედ ყველა მოქალაქისათვის ექიმის გადაწყვეტილების საფუზველზე გაიცემა. ახალი ინიციატივის მიხედვით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების გარდა მედიკამენტების გაცემის პროცესში ჩაერთვებიან პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებიც, რომლებიც 24/7 რეჟიმში მუშაობენ. მეტი კოორდინაციისათვის დავით სერგეენკო კლინიკების დირექტორებსაც შეხვდა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5804708
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5804197
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5804270
ტვ პირველი - დღის ამბები 14:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5803892
---
11.01.2019
არხი: I არხი
გადაცემა:მოამბე 18:00
თბილისშ დღეს მოსახლეობის უფასო ვაქცინაცია ჩატარდა. 1500 ვაქცინა სააფთიაქო ქსელმა GPC-მ გამოყო. ვაქცინის ჩატარება შესაძლეებლია ვაჟა-ფშაველას 71, ჭავჭავაძის 24, პეკინის 25 ნომრებში არსებულ ექსპრეს კლინიკებში.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5804906
---
11.01.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 18:00
ეკონომისტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტიანობის შეფასების აუცილებლობაზე საუბრობენ. მათი თქმით, ადექვატური ღონისძიებების გატარების გარეშე ქვეყნის ბიუჯეტი საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯების გასტუმრებას ვეღარ შეძლებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ პროგრამაში არსებულ ხარვეზებზე ჰოსპიტალური სექტორის მიმართ დაგროვილი 83 მლნ-იანი დავალიანებაც მიუთითებს. საყოველთაო ჯანდაცვაზე მხოლოდ 2018 წელს 728 მლნ ლარი დაიხარჯა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5804851
---
ინტერნეტი
14.01.2019
6 წლის საბას მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა - სერგეენკოს უწყება ამბობს, რომ პაციენტის საზღვარგარეთ ტრანსპორტირება დაუშვებელია
ჯანდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ 6 წლის საბა კიწმარიშვილის ოჯახს პაციენტის მკურნალობის საზღვარგარეთ გაგრძელებასთან დაკავშირებით დახმარება ოფიციალურად ამ დრომდე არ უთხოვია. ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, მარინა დარახველიძე ამბობს, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ტრანსპორტირება ამ დროისთვის დაუშვებელია. „პაციენტს, მის ოჯახს, მის კანონიერ წარმომადგენელს სამინისტროში არ მოუმართავს, თუმცა, ჩვენ ვართ საქმის კურსში და ვიცით, რა დიაგნოზი და როგორი გზა გაიარა ამ პაციენტმა აჭარის სამედიცინო დაწესებულებიდან მისი ლოკაციის ბოლო ადგილამდე და დღესდღეობით საბოლოო სამუშაო დიაგნოზი არის დაუდგენელი, ინფექციური პათოლოგიით გამოწვეული სისტემური ანთებითი რეაქციის პასუხი. როდესაც ბავშვი იქნება ტრანსპორტაბელური, დღესდღეობით, კლინიკა ამბობს, რომ ეს არის შეუძლებელი იმიტომ, რომ ბავშვს ყოველ 2-3 საათში ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურები უტარდება - გადასხმები, მედიკამენტები და ა.შ. სტაბილიზაციის შემდგომ შესაძლებელია, განხილულ იქნას მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანის და მკურნალობის იქ გაგრძელების საკითხი,“ - განაცხადა მარინა დარახველიძემ. 6 წლის ბავშვის ოჯახი პაციენტის მკურნალობის საზღვარგარეთ გაგრძელებას და დაფინანსებას ითხოვს.
---
14.01.2019
სამეგრელოში „ტამიფლუ“ 241-მა პაციენტმა მიიღო
ზუგდიდის ააიპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ ცენტრის დირექტორის ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, რეგიონში „ტამიფლუს“ ახალი პარტია უკვე ჩამოვიდა და სააფთიაქო ქსელებშიც დარიგდა. ოდიშარიამ „პრაიმტაიმს“ უთხრა,რომ რომ მარაგს რეგიონის მასშტაბით კიდევ 260 კოლოფი პრეპარატი დაემატა. „ამ დროისთვის რეგიონის ჯანდაცვის ცენტრებმა 1758 ფლაკონი „ტამიფლუ“ გასცეს. მარაგი დარჩენილი იყო 80 კოლოფი და დაემატა 260. დღეის მონაცემებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში 14 პაციენტზე გაიცა „ტამიფლუ“,ხოლო დანარჩენებმა აფთიაქებში ფორმა ასით მიიღეს ეს მედიკამენტი“,- უთხრა „პრაიმტაიმს“ ნანა ოდიშარიამ. მისივე ინფორმაციით,ორი კვირის განმავლობაში სულ „ტამიფლუ“ მიიღო სამეგრელოს მასშტაბით 241 პაციენტმა. ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალს ამბულატორიულად მიმართა 42 პაციენტმა,აქედან ერთი რეანიმაციაში რჩება.
---
14.01.2019
მედიასაშუალება: https://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/26734-zugdidisjandacviscentrmatamiflusakhalipartiamiigho.html
ზუგდიდის ჯანდაცვის ცენტრმა „ტამიფლუს“ ახალი პარტია მიიღო
გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი „ტამიფლუ" რეგიონების ჯანდაცვის ცენტრებში დარიგდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ გუშინ „ტამიფლუს“ ახალი პარტია მიიღო. „გუშინ ზუგდიდის ჯანდაცვის ცენტრმა მიიღო 830 ტაბლეტი, მანამდე რეზერვში გვქონდა 130- მდე, ასე რომ მარაგი გვაქვს, გუშინვე გავეცით დაახლოებით 200 ტაბლეტი. წამალი არის უფასო, თუ პაციენტს აქვს ექიმის დანიშნულება. დღესვე მედიკამენტი შევა სააფთქიაო ქსელებშიც და პარალელურად ისინი გასცემენ“, - გვითხრა ნანა ოდიშარიამ. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 11 იანვარს განაცხადა, რომ სეზონური გრიპის ავადობის პრევენციისა და შემცირების მიზნით, გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ „ტამიფლუს“, ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს.
---
14.01.2019
გალის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ გრიპის შემთხვევები გახშირდა, მაგრამ ე.წ. ღორის გრიპის სიმპტომები არ დაფიქსირებულა
ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გალის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილის, ლია გამისონიას განცხადებით, გრიპის შემთხვევები გახშირდა, მაგრამ ე.წ. ღორის გრიპის სიმპტომები არ ყოფილა. ამის შესახებ გამისონიამ საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკს“ განუცხადა. „გართულებების შემთხვევები არ დაფიქსირებულა, თუმცა გრიპის შემთხვევები გახშირდა, მაგრამ ე.წ. ღორის გრიპის სიმპტომები არ ყოფილა. დღის განმავლობაში რვა ადამიანმა მოგვმართა“, - განაცხადა ლია გამისონიამ. მისივე თქმით, პაციენტების მკურნალობა სიმპტომატურად მიმდინარეობს, ხოლო გრიპით დაავადების რაოდენობის ზრდას საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის ვირუსს უკავშირებს. „ვინაიდან საზღვარი საქართველოსთან ჩაკეტილია ამ ვირუსის გამო, ხალხი შეშფოთებულია. თუ ადრე სახლში მკურნალობდნენ, ახლა ექიმებს მიმართავენ“, - აღნიშნა მან. ლია გამისონიამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გალის რაიონში არ არის ლაბორატორიები, სადაც ზუსტად შეიძლება გრიპის სახეობის დადგენა.
---
14.01.2019
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/242437-zugdidsi-gripis-simptomebit-ori-adamiani-martvit-suntqvazea
ზუგდიდში გრიპის სიმპტომებით ორი ადამიანი მართვით სუნთქვაზეა
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით სულ 35 ადამიანი მკურნალობს, რომელთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა. მედიკოსების ინფორმაციით, ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან, დანარჩენი 33 პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამეგრელოში ბოლო თვეებში ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის 13 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ორი ადამიანი გარდაიცვალა.
---
14.01.2019
გრიპის ვირუსის გამო, ირანის ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს
საქართველოში გავრცელებულ ე.წ. ღორის გრიპის გამო, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ საქართველოში გამგზავრებისგან, თუ ამის აუცილებლობა არ არის. ამის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმი“ იუწყება. ირანის საგარეო უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ H1N1 გრიპის ვირუსის გამო საქართველოში 14 ადამიანი გარდაიცვალა.
---
14.01.2019
„ღორის გრიპის“ პირველი მსხვერპლი სომხეთში - არის თუ არა ეპიდემია საქართველოს მეზობელ ქვეყნებში
„ღორის გრიპით“ სომხეთში 1 ადამიანი გარდაიცვალა. H1N1-ის ვირუსით გამოწვეულმა გართულებებმა შუახნის ასაკის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა. სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის განცხადებით, პაციენტს სხვა ქრონიკული დაავადებაც აწუხებდა.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად „ღორის გრიპის“ ლაბორატორიულად დადასტურებული 10 შემთხვევა ფიქსირდება. სეზონური გრიპის სიმპტომებით კი სომხეთში საავადმყოფოებს 1000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა. რაც შეეხება ვაქცინაციას, დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, ამ მხრივ სომხეთში მძიმე სიტუაციაა. რისკ ჯგუფებიდან: აცრილია ფეხმძიმე ქალების მხოლოდ 1.65%, ბავშვების 3.2%, ქრონიკული დაავადებების მქონე პირების 6.9% და 65 წელს გადაცილებული მოქალაქეების 1.1%. აზერბაიჯანში კი ამ სეზონზე „ღორის გრიპი“ საერთოდ არ ფიქსირდება. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს ჯანდაცვის სამინისტრო. „სომხეთში ღორის გრიპი არ ფიქსირდება, თუმცა მისი აღმოჩენის შემთხვევაში, აზერბაიჯანის ჯანდაცვის სისტემა მზადაა ვირუსის შესაჩერებლად. H1N1 გავრცელებულია მეზობელ საქართველოში. თუმცა ჩვენ ვერ ავკრძალავთ საქართველოდან აზერბაიჯანში შემოსვლას,“ – სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი იბადულა აღიაევი. თურქეთსა და რუსეთში H1N1 ვირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. რაც შეეხება მსოფლიოს სხვა ქვეყნებს. „ღორის გრიპი“ ფართოდ არის გავრცელებული შეერთებულ შტატებში, თუმცა ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აშშ-ში 2018 წლის გრიპის ვაქცინა ეფექტურად უმკლავდება H1N1 ვირუსს. კანადაში „ღორის გრიპმა“ წელს 37 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 6 ბავშვის. კანადის მასშტაბით, H1N1 ვირუსით საავადმყოფოში 540 ადამიანი განთავსდა.
---
13.01.2019
მედიასაშუალება: https://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/26741-zugdidissaavadmyofoshigripissimptomebithmothavsebulioripacientismdgomareobamdzimea.html
ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით მოთავსებული ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოთავსებული ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული, მართვით სუნთქვაზე. კლინიკის სამედიცინო მენეჯერის, სულხან ორჟონიას ინფორმაციით, დანარჩენი პაციენტების მდომარეობა საშუალო სიმძიმისაა. გრიპის სიმპტომებით მოთავსებულთა რიცხვი კიდევ შემცირდა. თუ 12 იანვარს მათი რაოდენობა 42 იყო, დღეს უკვე ასეთი 35 პაციენტია. ზუგდიდის საავადმყოფოში გალიდან პაციენტების მომართვის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო ორ თვეში ე.წ. ღორის გრიპით ორი ადამიანი გარდაიცვალა. დე ფაქტო ხელისუფლებამ ადმინისტრაციული საზღვარი დღეს დილით ჩაკეტა. აქ კარანტინი გამოცხადდა ე.წ. ღორის გრიპის გავრცელების საფრთხის გამო. გალის საავადმყოფოში გრიპის სიმტომებით რვა ადამიანი მკურნალობს.
---
13.01.2019
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გრიპის ვირუსის გავრცელების მხრივ შედარებით სიმშვიდეა ქვემო ქართლსა და კახეთში, შედარებით დაძაბულია სიტუაცია აჭარასა და იმერეთში
რეგიონალური განაწილების მხრივ შედარებით სიმშვიდე გვაქვს ქვემო ქართლში და კახეთში, შედარებით დაძაბულია სიტუაცია აჭარასა და იმერეთში, ნაკლები - სამეგრელოში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა. "ზოგადად ავადობის მაჩვენებელი კვირის ბოლოს ითვლება. წინა კვირაში 256 იყო და წინასწარი მონაცემები ამ კვირაშიც ამ დიაპაზონში იქნება. სასწრაფოს გამოძახების მაჩვენებელმა იკლო, თუმცა იზრდება თვითმიმართვიანობა. რეგიონალური განაწილების მხრივ შედარებით სიმშვიდე გვაქვს ქვემო ქართლში და კახეთში, შედარებით დაძაბულია სიტუაცია აჭარასა და იმერეთში, ნაკლები - სამეგრელოში. რა თქმა უნდა, რადგან ძირითადი საავადმყოფოები თბილისშია, დიდი დატვირთვა დედაქალაქზე მოდის", - განაცხადა გამყრელიძემ.
---
13.01.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/marina-daraxvelidze-tamiflus-axali-partia-qveyanashi-ramdenime-dgeshi-shemova
მარინა დარახველიძე - „ტამიფლუს“ ახალი პარტია ქვეყანაში რამდენიმე დღეში შემოვა
სეზონური გრიპის ვირუსის სამკურნალო პრეპარატ „ტამიფლუს“ ახალი პარტია, 10 ათასი ცალი, ქვეყანაში რამდენიმე დღეში შემოვა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, მარინა დარახველიძემ განუცხადა. მისივე თქმით, პრეპარატის შესყიდვის პროცედურები უკვე დასრულდა. დარახველიძის ინფორმაციით, მედიკამენტთან ერთად გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო აცრების ახალი პარტიაც შეიძინეს, სულ ოთხი ათასი ცალი. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სამკურნალო მედიკამენტის ის პარტია, რომელიც უკვე შემოვიდა ქვეყანაში, სრულად გაანაწილეს როგორც რეგიონებში, ისე თბილისის ხუთ სააფთიაქო ქსელში. მარინა დარახველიძის განცხადებით, ჯანდაცვის ცენტრები მედიკამენტს რისკ ჯგუფების გარდა სხვა მოქალაქეებზეც გასცემდნენ, ვიდრე სააფთიაქო ქსელები მარაგს შეივსებდნენ. უკვე დღეიდან კი, დარახველიძის თქმით, ცენტრები კვლავ რისკ ჯგუფებს მოემსახურებიან. მოქალაქეებს მედიკამენტის მიღება მატერიალური ფორმის რეცეპტის საშუალებით სააფთიაქო ქსელებში შეუძლიათ. ტამიფლუს ასევე გასცემენ 24/7-ზე მომუშავე ამბულატორიებიც. მარინა დარახველიძის თქმით, ერთი ფანჯრის პრინციპით სამკურნალოდ ან დიაგნოსტიკისთვის მისულ მოქალაქეებს მედიკამენტით ადგილზე ამარაგებენ.
---
13.01.2019
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=42&id=89470
ქუთაისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების გამოძახება მკვეთრად გაიზარდა
ქუთაისში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადების გამოძახება მკვეთრდა გაიზარდა. ქუთაისის ცენტრის დირექტორმა, „პირველს“ განუცხადა, რომ გამოძახებების 70 % ვირუსს უკავშირდება. „გამოძახებები მკვეთრად არის გაზრდილი. საშუალო მაჩვენებელი გრიპის ვირუსამდე იყო 170, ახლა კი 250-ს აჭარბებს. საბედნიეროდ ბოლო ორი დღეა, შედარებით მოიკლო მომართვიანობამ“, - აცხადებს მაია რუხაძე. შეგახსენებთ, რომ საქართველოში გრიპის ვირუსი მძვინვარებს.
---
13.01.2019
უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი 6 წლის ბავშვის ოჯახის მოთხოვნას ჯანდაცვის სამინისტროში პასუხობენ
უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი 6 წლის ბავშვის ოჯახის მოთხოვნას ჯანდაცვის სამინისტროში პასუხობენ. დავით სერგეენკოს უწყებაში აცხადებენ, რომ ოჯახს პაციენტის მკურნალობის საზღვარგარეთ გაგრძელებასთან დაკავშირებით დახმარება ოფიციალურად ამ დრომდე არ უთხოვია. „პაციენტს, მის ოჯახს, მის კანონიერ წარმომადგენელს სამინისტროში არ მოუმართავს, თუმცა, ჩვენ ვართ საქმის კურსში და ვიცით, რა დიაგნოზი და როგორი გზა გაიარა ამ პაციენტმა აჭარის სამედიცინო დაწესებულებიდან მისი ლოკაციის ბოლო ადგილამდე და დღესდღეობით საბოლოო სამუშაო დიაგნოზი არის დაუდგენელი, ინფექციური პათოლოგიით გამოწვეული სისტემური ანთებითი რეაქციის პასუხი. როდესაც ბავშვი იქნება ტრანსპორტაბელური, დღესდღეობით, კლინიკა ამბობს, რომ ეს არის შეუძლებელი იმიტომ, რომ ბავშვს ყოველ 2-3 საათში ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურები უტარდება - გადასხმები, მედიკამენტები და ა.შ. სტაბილიზაციის შემდგომ შესაძლებელია, განხილულ იქნას მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანის და მკურნალობის იქ გაგრძელების საკითხი,“ - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა მარინა დარახველიძემ. შეგახსენებთ, რომ 6 წლის ბავშვის ოჯახი პაციენტის მკურნალობის საზღვარგარეთ გაგრძელებას და დაფინანსებას ითხოვს. ბავშვი მართვით სუნთქვაზე რჩება, მას ერთდროულად რამდენიმე დიაგნოზი დაუდგინდა. ის ბათუმის კლინიკიდან თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა, ექიმების განმარტებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ ბავშვის ტრანსპორტირება ახლა საშიშია.
---
13.01.2019
მედიასაშუალება: http://bfm.ge/qveyanashi-tamiflus-13-000-samkurnalo-doza-shemovida-rac-sakmarisi-iqneba-im-shemtkhvevashic-ki-tu-motkhovna-gaizrdeba/
“ქვეყანაში “ტამიფლუს” 13 000 სამკურნალო დოზა შემოვიდა, რაც საკმარისი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთხოვნა გაიზრდება”
ქვეყანაში “ტამიფლუს” 13 000 სამკურნალო დოზა ჩამოვიდა, რაც სრულიად საკმარისი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთხოვნა გაიზრდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განაცხადა, სადაც ის ანტივირუსული პრეპარატის “ტამიფლუს” ახალი მარაგის სააფთიაქო ქსელებისთვის განაწილების პროცესს დაესწრო. „ჩამოვიდა “ტამიფლუს” დამატებითი რაოდენობა. ეს არის 13 000 კოლოფი, 13000 სამკურნალო დოზა. უკვე დაიწყო მისი გადანაწილების პროცესი. გადანაწილება ხდება სამი მიმართულებით. პირველია – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები რაიონებში, რომლებიც აქამდე გასცემდნენ მხოლოდ რისკ-ჯგუფებზე. ისინი ხვალ, 12:00 საათამდე იმუშავებენ ზეგანსაკუთრებულ რეჟიმში, იმისათვის რომ აფთიაქებს მიეცეს საშუალება ხვალ 12:00 საათამდე რაიონებში სრულყოფილად აამუშავონ დისტრიბუცია. მეორე მიმართულებაა- აფთიაქები, რომელთა ჩამონათვალს და ლოკაციას გამოვაქვეყნებთ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე. ცხელ ხაზზე – 1505, ნებისმიერ დროს შესაძლებელია ამ ინფორმაციის მიღება. აფთიაქების საშუალებით გაცემა დაიწყება დღეს 8-9 საათიდან თბილისის მასშტაბით და ხვალ 12 საათიდან – რაიონებში. მესამე მიმართულება არის – საოჯახო მედიცინის ცენტრები თბილისში, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ამ 5 ცენტრს უკვე ახლა გააქვთ საკმაო მარაგი და 6 საათისთვის “ტამიფლუს” უკვე პაციენტებზე გასცემენ. ეს მარაგი საკმარისი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთხოვნა გაიზრდება. თუმცა ჩვენ თავს ვიზღვევთ და უკვე ვუკვეთავთ, რომ ერთ კვირაში დამატებითი მარაგი მივიღოთ”, – განაცხადა სერგეენკომ. სტატისტიკაზე საუბრისას მინისტრმა განაცხადა, რომ შეჯამებული მონაცემები ორშაბათს დილით ექნება. “თუმცა წინასწარი მონაცემები , რაც კლინიკებიდან მოგვდის , კვლავ კლების ტენდენციაზე მიანიშნებს. პიკური იყო 277, მერე 256 და მე ვფიქრობ, რომ ახლა უფრო ნაკლები იქნება. ამჟამად სტაციონარებში 640 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 42 რეანიმაციულ განყოფილებაში”, – აღნიშნა მინისტრმა.
---
13.01.2019
მედიასაშუალება:http://expressnews.com.ge/?id=77414
პრეპარატ „ტამიფლუს“ ახალი მარაგი მთელ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და უფასოდ გაიცემა
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ პრეპარატ „ტამიფლუს“ ახალი მარაგი მთელ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და უფასოდ გაიცემა. მინისტრის თქმით, პრეპარატის გაცემასთან დაკავშირებით ახალი პროტოკოლი მოქმედებს. „ჩამოვიდა "ტამიფლუს" დამატებითი რაოდენობა. ეს არის 13 000 კოლოფი, 13000 სამკურნალო დოზა. უკვე დაიწყო მისი გადანაწილების პროცესი. გადანაწილება ხდება სამი მიმართულებით. პირველია - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები რაიონებში, რომლებიც აქამდე გასცემდნენ მხოლოდ რისკ-ჯგუფებზე. ისინი ხვალ, 12:00 საათამდე იმუშავებენ ზეგანსაკუთრებულ რეჟიმში, იმისათვის რომ აფთიაქებს მიეცეს საშუალება ხვალ 12:00 საათამდე რაიონებში სრულყოფილად აამუშავონ დისტრიბუცია. მეორე მიმართულებაა- აფთიაქები, რომელთა ჩამონათვალს და ლოკაციას გამოვაქვეყნებთ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე. ცხელ ხაზზე - 1505, ნებისმიერ დროს შესაძლებელია ამ ინფორმაციის მიღება. აფთიაქების საშუალებით გაცემა დაიწყება დღეს 8-9 საათიდან თბილისის მასშტაბით და ხვალ 12 საათიდან - რაიონებში. მესამე მიმართულება არის - საოჯახო მედიცინის ცენტრები თბილისში, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ამ 5 ცენტრს უკვე ახლა გააქვთ საკმაო მარაგი და 6 საათისთვის "ტამიფლუს" უკვე პაციენტებზე გასცემენ. ეს მარაგი საკმარისი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთხოვნა გაიზრდება. თუმცა ჩვენ თავს ვიზღვევთ და უკვე ვუკვეთავთ, რომ ერთ კვირაში დამატებითი მარაგი მივიღოთ", - განაცხადა სერგეენკომ.
რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=89464
---
13.01.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/sad-da-rogor-gaitsema-uphaso-tamiphlu-ra-aris-satchiro-medikamentis-misaghebad/
სად და როგორ გაიცემა უფასო ტამიფლუ – რა არის საჭირო მედიკამენტის მისაღებად
ანტივირუსული პრეპარატის “ტამიფლუს” მარაგი საქართველოში 12 იანვარს ჩამოვიდა.13 000 კოლოფი “ტამიფლუ” რეგიონებში არსებულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებზე, თბილისში – საოჯახო მედიცინის ცენტრებზე (რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ) და ასევე აფთიაქებზე გაიცა. ანტივირუსულ მედიკამენტ “ტამიფლუს“ უფასოდ გაცემა მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო. “აიპრესსი” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განუმარტეს ყველა ის პროცედურა,რომელიც საჭიროა ანტივირუსული პრეპარატის “ტამიფლუს” უფასოდ მისაღებად.როგორც გაირკვა,სააფთიაქო ქსელებში “ტამიფლუს” მიღება,რეცეპტის საფუძველზე ხდება,ხოლო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ფორმა 100-ის წარდგენითაა შესაძლებელი. “თუ მიდიხართ ოჯახის ექიმთან, ის ნიშნავს პრეპარატ “ტამიფლუს”, ელექტრონულად ტვირთავს რეცეპტს “ტამიფლუზე”, შემდეგ მიდიხართ შესაბამის აფთიაქში პირადობის დამადასტურებელი მოწმობით და ის აფთიაქი დაინახავს ელექტრონულად რეცეპტს,გამოწერს და მოგეცემათ უფასოდ. პენსიონრები,ბავშვები,სოციალურად დაუცველები,ონკოლოგიური პაციენტები,ასევე გულის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები,დიაბეტიანები-მათ სჭირდებათ ფორმა 100 ,რათა წარაგდინონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში,სწორედ იქ აიღებენ უფასოდ “ტამიფლუს”,-განმარტეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. პრეპარატ “ტამიფლუს” უფასოდ მიღებას მოქალაქეები არა ნებისმიერ აფთიაქში,არამედ გარკვეულ სააფთიაქო ქსელებში შეძლებენ. “ცხელი ხაზებია,სადაც შეგიძლიათ გადაამოწმოთ,რომელ სააფთიაქო ქსელშია “ტამიფლუ” უფასოდ. ჯიპისი-ს ნომერი არის 71 07 07, ავერსის 800-900, პსპ-ს 91 11 01. ამ ნომრებზე რომ გადარეკოთ და ჰკითხოთ,რომელ ფილიალში შეძლებთ “ტამიფლუს” მიღებას უფასოდ,დაგაკვალიანებენ და გეტყვიან. “ტამიფლუ” დღეს, მეორე ნახევრისთვის ყველგან იქნება შეტანილი.ზოგიერთში შეტანილია უკვე.ხვალიდან,კი გარკვეული სააფთიაქო ქსელები პრეპარატით იქნება უზრუნველყოფილი.”,-განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში. ცნობისთვს,13 000 კოლოფი “ტამიფლუ” სააფთიაქო ქსელებში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიგზავნა. დამატებითი მარაგის ქვეყანაში შემოტანისა და შესაბამის დაწესებულებებზე განაწილების პროცესს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პირადად დაესწრო. ანტივირუსულ მედიკამენტ “ტამიფლუს” ექიმის დანიშნულების საფუძველზე საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს, როგორც აფთიაქებში ასევე პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში.მედიკამენტ „ტამიფლუს“ მიღება შესაძლებელია შემდეგ სააფთიაქო ქსელებში: ავერსი;გეფა (ფარმადეპო; ჯი-პი-სი;)პსპ ,მარჯი.
---
13.01.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/sergeenko-sastsrapho-dakhmarebis-gamodzakhebis-raodenoba-gripis-mizezith-sagrdznoblad-shemtsirda/
სერგეენკო: სასწრაფო დახმარების გამოძახების რაოდენობა გრიპის მიზეზით საგრძნობლად შემცირდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ “ქრონიკასთან” საუბრისას განაცხადა, რომ ბოლო დღეებში,სასწრაფო დახმარების გამოძახებს რაოდენობა საგრძნობლადაა შემცირებული. 20 Shares 20 მინისტრი ასევე განმარტავს რომ დაავადების მიმდინრეობა არ შემსუბუქდა,ის კვლავ მძიმედ რჩება და სჭირდება მკურნალობა. “ბოლო დღეების შედარებითი ანალიზია ასეთია, საგრძნობლად არის შემცირებული ლაბორატორიული მიმართვები გრიპის მიზეზით,საგრძნობლად არის შემცირებული სასწრაფო დახმარების გამოძახებების რაოდენობა იგივე მიზეზით,მაგრამ თითქმის იგივეა ჰოსპიტალური პაციენტების რაოდენობა. მათ შორის მათი,ვინც რეანიმაციულ განყოფილებაში სჭირდება მკუნალობა.რაოდენობრივად გაზრდილმა ავადობამ უკან დაიხია, თუმცა ეს უკან დახევა არ აისახება თვითონ დაავადებაზე, რომელიც საკმაოდ მძიმეა. სამწუხაროდ,ეს არ ნიშნავს რომ დაავადების მიმდინარეობა შემსუბუქდა,ის მაინც მძიმედ რჩება და სჭირდება მკურნალობა“,- განაცხადა დავით სერგეენკომ. მსგავსი სიახლეები
---
13.01.2019
მედიასაშუალება: https://itv.ge/?m=1&CID=56888&fbclid=IwAR3vGpsmiuEhq2U9yNUeSftK73iW4lKBgvYq-u2aetqqBExq_GEIzV2ifGQ
ორი ბავშვი სიკვდილს ებრძვის - გრიპით გარდაცვლილთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა
კიდევ ერთი მსხვერპლი. დღეს, H1N1 ვირუსით 26 წლის ქალი გარდაიცვალა. ხოლო, 21-ე საუკუნის საქართველოში, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 20-მდე გაიზარდა. გრიპის ეპიდემიამ აჩვენა რომ მინისტრი სერგეენკო და მისი უწყება ვერ მუშაობს. გადავსებული საავადმყოფოები, არასაკმარისი მედიკამენტები, კორუფცია და სერგეენკოს სისტემის დაუდევრობა - ეს იმ მიზეზთა არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც ქვეყანაში ადამიანთა ამდენი მსხვერპლი გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, ამ წუთებში სხვადასხვა საავადმყოფოში ვირუსით დაავადებული 600-ზე მეტი მოქალაქე მკურნალობს. მარტო იაშვილის სახელობის საავადმყოფოში კი - 52 ბავშვი წევს. აქედან ორის მდგომარეობა უმძიმესია. ექიმები, ეპიდემიის პიკს თებერვალში ელოდებიან. სერგეენკო, მარიხუანა და კალაძე დავით სერგეენკომ, შეიძლება ითქვას, რომ სრული უუნარობა გამოავლინა. მან, როგორც მენეჯერმა ვერ უზრუნველყო ეპიდემიის კონტროლი და საჭირო მედიკამენტების მარაგიც კი. უფრო მეტიც, ეპიდემიის პირველ ეტაპზე, სერგეენკო ივანიშვილის მარიხუანას პლანტაციების ბიზნეს-გეგმის დამუშავებით იყო დაკავებული. ოლიგარქმა სწორედ მას დაავალა გასაღების ბაზრების მოძიება მაშინ, როცა ჯერ მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტიც კი არ შესულა პარლამენტში. როგორც იცით, ივანიშვილის ინიციატივით მალე შესაძლოა მარიხუანას პლანტაციების გაშენება ნებადართული გახდეს და ვაზის სამშობლო ოლიგარქის ნარკო-კარტელად იქცეს. რაც შეეხება კახი კალაძეს, მაშინ როდესაც მის დაქვემდებარებაში მყოფი სასწრაფო სამედიცინო სამსახური პარალიზებულია, მერი მთელი კვირა შვეიცარიის ალპებში პოზირებდა. ის თბილისში მხოლოდ რამდენიმე დღეა, რაც დაბრუნდა.
---
12.01.2019
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/177069/
დღეის მდგომარეობით აჭარაში გრიპის ვირუსით სტაციონარებში 200-მდე პაციენტი მკურნალობს
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 12 იანვრის მდგომარობით, სატაციონარებში გრიპის ვირუსით 200-მდე პაციენტი მკურნალობს, ოცამდე პაციენტი კი რეანიმაციაშია მოთავსებული. საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელის რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, ეს ციფრი დინამიურია, გარდა ამისა ამბულატორიულმა მიმართვიანობამ იკლო, რაც დადებით ტენდენციაზე მიუთითებს. იგივე მდგომარეობაა ბავშვთა საავადმყოფოშიც. რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, მშობლები პრევენციის მიზნით ინტენსიურად მიმართავენ საავადმყოფოებს, თუმცა მიმართვიანობის ყველა შემთხვევაში გრიპის ვირუსი არ ფიქსირდება. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გუშინ, 11 იანვარს გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს გრიპის ვირუსის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ოჯახის ექიმს.
---
12.01.2019
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/177044/
დღეიდან გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება ყველასთვის უფასოა – გრიპის სეზო
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით დღეიდან, 12 იანვრიდან, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად იმისა შედის თუ არა ის რისკ ჯგუფში, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება სრულად დაუფინანსდება. ამ დრომდე, სახელმწიფო აღნიშნულ სერვისს 100%-ით მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფისთვის აფინანსებდა, სხვა მოქალაქეებისთვის კი თანაგადახდის პრინციპი მოქმედებდა. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ინიციატივა მოქალაქეთა სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის ხელშეწყობას ემსახურება და გაზრდილი ავადობის პერიოდში იმოქმედებს. გუშინ, 11 იანვარს, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დაადასტურა ინფრომაცია H1N1 ვირუსით გარდაცვალების შემთხვევის 15-მდე გაზრდის შესახებ, აქედან ხუთი შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა. მინისტრის თქმით, არის კლება, თუმცა, განსაკუთრებით საყურადღებოა ის პაციენტები, რომლებიც დღემდე სტაციონარებში რჩებიან, რადგან დაავადება რთულად მიმდინარეობს.
რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=89411
---
12.01.2019
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=89455
რამდენი ადამიანი გარდაიცვალა გრიპით ბოლო წლებში - სტატისტიკა
გრიპი ჩვეულებრივ მსუბუქად მიმდინარე დაავადებაა და უმეტესად ახასიათებს სწრაფი გამოჯანმრთელება. მიუხედავად ამისა, ეს გადამდები რესპირატორული დაავადება, რომელიც გამოწვეულია გრიპის ვირუსით, ზოგჯერ შესაძლოა გახდეს მძიმე დაავადებისა და სიკვდილის მიზეზი. სეზონურმა გრიპმა მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად შესაძლოა გამოიწვიოს 3-5 მილონი მძიმე დაავადების შემთხვევა და 290 000-დან 650 000-მდე სიკვდილი. დაავადებათა კონსტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გასული წლების სტატისტიკას აქვეყნებს: 2009-2010 წლები - დომინანტი ვირუსი H1N1, პიკური მაჩვენებელი 1550, ლეტალური შემთხვევა - 33 2010-2011 წლები - დომინანტი H1N1, პიკური მაჩვენებელი - 1995, ლეტალური შემთხვევა - 53 2011-2012 წლები - დომინანტი H3N2, პიკური მაჩვენებელი - 490, ლეტალური შემთხვევა - 5 2012-2013 წლები - დომინანტი H1N1, პიკური მაჩვენებელი - 384. ლეტალური შემთხვევა - 23 2013-2014 წლები - დომინანტი H3N2, პიკური მაჩვენებელი - 479, ლეტალური შემთხვევა - 9 2014-2015 წლები - დომინანტი B, პიკური მაჩვენებელი - 485, ლეტალური შემთხვევა - 10 2015-2016 წლები - დომინანტი H1N1, პიკური მაჩვენებელი - 357, ლეტალური შემთხვევა - 50 2016-2017 წლები - დომინანტი H3N2, პიკური მაჩვენებელი - 400, ლეტალური შემთხვევა - 6 2017-2018 წლები - დომინანტი B, პიკური მაჩვენებელი - 195, ლეტალური შემთხვევა - 2 2018-2019 წლები - დომინანტი H1N1, პიკური მაჩვენებელი - 276, ლეტალური შემთხვევა - 10 მაჩვენებელმა პიკს მიაღწია პანდემიურ (2009-2010) და პოსტ-პანდემიურ (2010-2011) წლებში. დანარჩენ წლებში, ინციდენტობა 450-ს გადასცდა შემდეგ სეზონებზე: 2011-2012 (H3N2); 2013-2014 (H3N2); 2014-2015 წლის სეზონზე (RSV).
---
12.01.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/333417/
ჩამოიტანეს H1N1 გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატი ტამიფლუს 13 000 დოზა
12 იანვარს საქართველოში ჩამოიტანეს H1N1 გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტის, ტამიფლუს ახალი მარაგი — 13 000 სამკურნალო დოზა. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოს თანახმად, ტამიფლუს გაცემა 12 იანვარს საღამოს 8-9 საათიდან დაიწყება თბილისში, რეგიონებში კი 13 იანვარს 12 საათიდან. ჯანდაცვის მინისტრმა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისა და სააფთიაქო ქსელებისთვის ანტივირუსული პრეპარატის განაწილების დროს განაცახადა, რომ ეს 13 000 კოლოფი, 13 000 სამკურნალო დოზა სრულიად საკმარისი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთხოვნა გაიზრდება. “თუმცა ჩვენ თავს ვიზღვევთ და უკვე ვუკვეთავთ, რომ ერთ კვირაში დამატებითი მარაგი მივიღოთ”, – დასძინა სერგეენკომ. მინისტრის თანახმად, პრეპარატის გადანაწილების პროცესი უკვე დაწყებულია. ტამიფლუ სამი მიმართულებით განაწილდება: 1) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში რაიონებში, რომლებიც აქამდე პრეპარატს მხოლოდ რისკ-ჯგუფებზე გასცემდნენ; 2) აფთიაქებში, რომელთა ჩამონათვალი და ადგილმდებარეობაც მოგვიანებით ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე გამოქვეყნდება. ამ ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია ცხელ ხაზზე — 1505. აფთიაქების საშუალებით გაცემა დაიწყება დღეს 8-9 საათიდან თბილისის მასშტაბით და ხვალ 12 საათიდან – რაიონებში; 3) საოჯახო მედიცინის ცენტრებში თბილისში, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ; მინისტრმა განაცხადა, რომ H1N1 გრიპის მკურნალობის შესახებ შეჯამებული მონაცემები 14 იანვრის დილით იქნება ცნობილი, წინასწარი მონაცემები კი “კვლავ კლების ტენდენციაზე მიანიშნებს”. სერგეენკომ 11 იანვარს განაცხადა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ტამიფლუს საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს. პრეპარატ „ტამიფლუს“ მოსახლეობისთვის სახელმწიფო სუბსიდირებით გაცემაზე გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო. გარდა აფთიაქებისა ანტივირუსული მედიკამენტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და სააფთიაქო ქსელებში გაიცემა. მოქალაქე პრეპარატს ექიმის დანიშნულებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის ფორმა #100-ის წარდგენის შემდეგ, სრულიად უფასოდ მიიღებს. ამ დრომდე, ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“ უფასოდ მხოლოდ ასაკით პენსიონერებზე, ორსულებზე, ბავშვებზე, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებსა და სოციალურად დაუცველებზე გაიცემოდა. აფთიაქებში კი „ტამიფლუს“ ფასი 50-დან 100 ლარამდე ღირდა. ბოლო პერიოდში ის დეფიციტური გახდა. გარდა ამისა დღეიდან, 12 იანვრიდან, საქართველოს ყველა მოქალაქეს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება სრულად დაუფინანსდება. ამ დრომდე, სახელმწიფო აღნიშნულ სერვისს 100%-ით მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფისთვის აფინანსებდა, სხვა მოქალაქეებისთვის კი თანაგადახდის პრინციპი მოქმედებდა. ინიციატივა მოქალაქეთა სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის ხელშეწყობას ემსახურება და გაზრდილი ავადობის პერიოდში იმოქმედებს.
რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=89445
აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/antivirusuli-preparatis-tamiphlus-maragi-ukve-saqarthveloshia/
კვირა.ჯი- http://kvira.ge/442743
---
12.01.2019
მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=77393
მოქალაქეები დღეიდან ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ
საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, პრეპარატ „ტამიფლუს“ დღეიდან უფასოდ მიიღებს. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ბოლო კვირების განმავლობაში გრიპით გაზრდილი ავადობის შესახებ, ჩვენ პერიოდულად საქმის კურსში ვაყენებთ საზოგადოებას, დღესაც რამდენიმე სიახლის შესახებ გვინდა ვამცნოთ საზოგადოებას, საკუთრივ გაზრდილი ავადობის რაოდენობა მცირდება, თუმცა თვითონ დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. არ მივდივართ ეპიდემიისკენ, პირიქით, კლებისკენ მივდივართ, თუმცა ძალიან საყურადღებო არის ის პაციენტები, ვისთანაც განვითარდა უკვე ვირუსის ეს სახეობა. მათ სჭირდებათ დროული, ეფექტური და ადეკვატური მკურნალობა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო უფასოდ გასცემს სპეციალურ ანტივირუსულ პრეპარატს „ტამიფლუს“ რისკ-ჯგუფებზე, როგორიც არის ორსულები, მელოგინეები, ასაკოვანები, ბავშვები, სოციალურად დაუცველები და ქრონიკული დაავადების მქონეები. მიუხედავად ამისა, ბოლო დღეებში, ნათელი გახდა, რომ ამ მედიკამენტის შეძენა სხვა ჯგუფებისთვის გარკვეულ ფინანსურ თუ სხვა სახის ბარიერს შეადგენს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი მამუკა ბახტაძე ინტენსიურად არის ჩართული სამუშაო პროცესში, ჩვენ გუშინ გვიან ღამე გვქონდა ბოლო განხილვა დაავადების ამ მიმდინარეობაზე და პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომლის შესრულებასაც ჩვენ ვიწყებთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეზე უკლებრივ ანტი-ვირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“ გაიცეს სახელმწიფო სუბსიდირებით, ანუ მოქალქეებისათვის უფასოდ და ეს ფინანსური ბარიერი, რომელიც საკმაოდ საგრძნობი არის საერთოდ განულდეს. ეს არის მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი და ეს არის იმის ცალსახა დადასტურება, რომ საქართველოს მთავრობისთვის მართლაც პრიორიტეტული არის მოქალაქეების ჯანმრთელობა“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/442691
---
12.01.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/savaraudod-goris-gripis-virusit-26-wlis-qali-gardaicvala
სავარაუდოდ, „ღორის გრიპის“ ვირუსით 26 წლის ქალი გარდაიცვალა
სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით, 26 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელსაც რამდენიმე დღით ადრე საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა, ახალგაზრდა ქალს გრიპის ნიშნები კლინიკურად ჰქონდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სინჯი აღებული არ არის, დადასტურებულად შეუძლებელია ითქვას, რომ ის ე.წ. ღორის გრიპით არის გარდაცვლილი. „სინჯი აღებული არ არის, როგორც ამბობენ, კლინიკურად იყო გრიპის ნიშნები, მაგრამ ლაბორატორიულად დადასტურება არ არის, რადგან სინჯი არ არის აღებული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამასთან, როგორც “ინტერპრესნიუსს“ ღუდუშაურის კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, ახალგაზრდა ქალს რამდენიმე კვირის წინ სამშობიარო კლინიკაში „ბაიები“ საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. კლინიკიდან გაწერის შემდეგ მან კვლავ მიმართა სამშობიაროს, საიდან ღუდუშაურის საავადმყოფოში გაწერეს. „ახალგაზრდა ქალი გუშინ გარდაიცვალა. მას ერთი კვირის წინ საკეისრო კვეთა კლინიკა „ბაიებში“ ჩაუტარდა. გაწერილი პაციენტი შემდეგ მიბრუნდა დამძიმებულ მდგომარეობაში, დაბალი ჰემოგლობინით და გამოკვლევებზე გამოუშვეს ღუდუშაურში. თუმცა, ძალიან მძიმედ იყო და სამწუხაროდ, შემოყვანიდან ძალიან მალე გარდაიცვალა. ჩვენს კლინიკაში არც იწვა, მიმღებში გარდაიცვალა“, - განაცხადეს პრესსამსახურში. „ინტერპრესნიუსი“ სამშობიაროს კლინიკის „ბაიები“ დირექტორს, ნია ონიაშვილს დაუკავშირდა. „მე, როგორც გავიგე, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა, თუმცა ლაბორატორიულად არის თუ არა ეს დადასტურებული, არ ვიცი. ჩემი პაციენტი არ იყო და დაზუსტებით ვერ გეტყვით“, - განაცხადა ნია ონიაშვილმა.
---
12.01.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/dasaxelda-regionebi-sadac-gripis-virusi-yvelaze-metad-an-naklebad-aris-gavrcelebuli
დასახელდა რეგიონები, სადაც გრიპის ვირუსი ყველაზე მეტად ან ნაკლებად არის გავრცელებული
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, გრიპის ვირუსი ყველაზე მეტად აჭარასა და იმერეთშია გავრცელებული. მისი თქმით, შედარებით მშვიდი ვითარებაა ქვემო ქართლსა და კახეთში. მის კომენტარს სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ სასწრაფოს გამოძახების მაჩვენებელმა იკლო, თუმცა იზრდება თვითმიმართვიანობა. "რეგიონული განაწილების მხრივ შედარებით სიმშვიდე გვაქვს ქვემო ქართლში და კახეთში, შედარებით დაძაბულია სიტუაცია აჭარასა და იმერეთში, ნაკლები - სამეგრელოში. რა თქმა უნდა, რადგან ძირითადი საავადმყოფოები თბილისშია, დიდი დატვირთვა დედაქალაქზე მოდის", - თქვა გამყრელიძემ. დღეს საქართველოში ანტივირუსული პრეპარატის "ტამიფლუს" მარაგი შემოვიდა. დღეიდან გადაუდებელი ამბულატორული მომსახურება ყველასთვის უფასო ხდება. დღეიდანვე ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“ საქართველოს ყველა მოქალაქეზე უფასოდ გაიცემა. პრეპარატ „ტამიფლუს“ მოსახლეობისთვის სახელმწიფო სუბსიდირებით გაცემაზე გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ გუშინ მიიღო.
---
12.01.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/sergeenko-amjamad-stacionarebshi-640-pacienti-mkurnalobs-mat-shoris-42-reanimaciul-ganyofilebashi
სერგეენკო: ამჟამად სტაციონარებში 640 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 42 რეანიმაციულ განყოფილებაში
„ამჟამად სტაციონარებში 640 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 42 რეანიმაციულ განყოფილებაში“,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განაცხადა, სადაც ის ანტივირუსული პრეპარატის “ტამიფლუს” ახალი მარაგის სააფთიაქო ქსელებისთვის განაწილების პროცესს დაესწრო. “ეს მარაგი საკმარისი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთხოვნა გაიზრდება. თუმცა ჩვენ თავს ვიზღვევთ და უკვე ვუკვეთავთ, რომ ერთ კვირაში დამატებითი მარაგი მივიღოთ”, – განაცხადა სერგეენკომ. მინისტრმა სტატისტიკაზე საუბრისას განაცხადა, რომ შეჯამებული მონაცემები ორშაბათს დილით ექნება.ამჟამად კი სტაციონარებში 640 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 42 რეანიმაციულ განყოფილებაში “ჩვენ ორშაბათს დილით გვექნება შეჯამეული მონაცემები.დღეს გვან ღამით გვექნება წინასწარი მონაცემები.რაც კლინიკებიდან მოგვდის შემაჯამებელი მონაცემები ინფორმაცია,კვლავ კლების ტენდენციაზე მიანიშნებს.პიკური იყო 277, მერე 256 და მე ვფიქრობ, რომ ახლა უფრო ნაკლები იქნება.დღეს არ ყოფილა ფატალური შემთხვევა, არ გვქონია დადასტურებული გრიპით. ამბულატორიებში მიმართვიანობა სტაბილურად მაღალია.ნაკადი საგნძნობლად კლებულობს, ამჟამად სტაციონარებში 640 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 42 რეანიმაციულ განყოფილებაში”, – აღნიშნა მინისტრმა. ცნობისთვის,ანტივირუსული პრეპარატის “ტამიფლუს” მარაგი უკვე საქართველოშია.ქვეყანაში შემოტანილი „ტამიფლუს“ ახალი მარაგის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისა და სააფთიაქო ქსელებისთვის განაწილების პროცესს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პირადად დაესწრო.
---
12.01.2019
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=89423
საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ გრიპის საწინააღმდეგო 3000 დოზა ვაქცინა დამატებით შეუკვეთა
სახელმწიფო გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას დამატებით შეიძენს. ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი, მარინა დარახველიძე ამბობს, რომ აცრა შემოდგომაზე კეთდება და ამიტომ მარაგები ამოწურული იყო, თუმცა, მალე ეს პრობლემა მოიხსნება. „რადგან მოქალაქეების ნაწილმა ახლა გადაწყვიტა აცრის გაკეთება და უტილიზაცია ძალიან მაღალი იყო, შესაბამისად, რეზერვები შემცირდა. ჩვენ შევუკვეთეთ დამატებით 3000 დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. შესყიდვის პროცედურები დაწყებულია, მოლაპარაკება გვქონდა მწარმოებელთან და უახლოეს დღეებში ვაქცინა გვექნება ადგილზე. ჩვენი ინფორმაციით ასევე დამატებით კომერციულ ქსელსაც აქვს შეკვეთილი ვაქცინები",- აცხადებს მარინა დარახველიძე. მისი თქმით, სახელმწიფოს პროგრამის ფარგლებში შემოდგომაზე 41 000 ადამიანი აიცრა, კერძო სექტორში კი დაახლოებით 15000-ზე მეტმა მოქალაქემ გაიკეთა აცრა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან გადაუდებელი ამბულატორული მომსახურება ყველასთვის უფასო ხდება. დღეიდანვე ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“ საქართველოს ყველა მოქალაქეზე უფასოდ გაიცემა. პრეპარატ „ტამიფლუს“ მოსახლეობისთვის სახელმწიფო სუბსიდირებით გაცემაზე გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ გუშინ მიიღო.
---
12.01.2019
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=89403
დავით სერგეენკო მოქალაქეებს მიმართავს
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოქალაქეებს მიმართავს და მათ ურჩევს, კონკრეტული სიმპტომების გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ ექიმს მიმართონ. „თუკი ყველასთვის ცნობილი გაციების სიმპტომები იწყება სწრაფად, რამდენიმე საათის განმავლობაში ან ყველასთვის კარგად ცნობილი გაციების სიმპტომები იწყება უჩვეულოდ აგრესიულად თუკი ადამიანი ამბობს, რომ გავციებულვარ, თავი ადრეც მტკიებია, მაგრამ ასე არასოდეს გავციებულვარ, ყელი მტკიებია, ან ხველა მქონია, თუმცა ასე არასოდეს, ეს მოცემულობები არის ჩვენება იმისათვის, რომ ადამიანმა კონსულტაციისთვის მიმართოს ოჯახის ექიმს თუ ჩვენი გაციების სურათი ვითარდება, ანუ ისე ავად არის, როგორც აქამდე, მაგრამ პლუს ადამიანი არის კიდევ სხვა დაავადების მატარებელი, ორსული, მელოგინე, ან ასაკოვანი, ესეც ჩვენება არის იმისთვის, რომ მიმართოს ოჯახის ექიმს”, – განაცხადა დავით სერგეენკომ. ამასთან, სერგეენკო ფარმაკოლოგიურ კომპანიებს მიმართავს, გაზრდილი ავადობის პერიოდში გამოიჩინონ სოციალური, კორპორაციული პასუხისმგებლობის მზაობა და შეძლებისდაგვარად პრეპარატ „ტამიფლუზე“ ფასები დაწიონ. „ტამიფლუს“ მწარმოებელი არის ერთადერთი კომპანია, რომელიც მთელ მსოფლიოში ყიდის ამ პრეპარატს. თუკი ვინმე ნახულობს, რომ პაციენტისთვის საზღვარგარეთ უფრო იაფი ჯდება არა იმიტომ, რომ წამალია იაფი, არამედ, ბევრ ქვეყანაში სახელმწიფო, საყოველთაო ჯანდაცვა ან კერძო სადაზღვევო პაკეტი უზრუნველყოფს თანაგადახდის ძალიან მაღალ, თითქმის 90 პროცენტს და ეს მცირე ფასი არის დარჩენილი პროცენტი. ჩვენ რა ფასადაც ვყიდულობთ, მე არ მაქვს ახლა ამის გაჟღერების უფლება, რადგან მეორე მხარემ ამის შესახებ უნდა იცოდეს. თუმცა, მექნება მიმართვა ფარმაკოლოგიური კომპანიებისადმი, რომლებიც ამ პრეპარატის დისტრიბუციას აკეთებენ, განიხილონ შესაძლებლობა, გაზრდილი ავადობის პერიოდში გამოიჩინონ სოციალური, კორპორაციული პასუხისმგებლობის მზაობა და შეძლებისდაგვარად, ამ კონკრეტულ პრეპარატზე ფასები დაწიონ. ჩემი შეხედულებით, ამის რეზერვი და რესურსი მათ აქვთ”, – განაცხადა სერგეენკომ. რაც შეეხება არალეგალურ გადაყიდვებს და “შავ ბაზარზე” პრეპარატის გაყიდვას, დავით სერგეენკოს თქმით, ამის რისკი ადრე იყო C ჰეპატიტის პირველი გენერაციის წამალზე და სპეციალური დაცვა ჰქონდა სამინისტროს, მაგრამ ახლა ამის საჭიროება პრეპარატ „ტამიფლუს“ შემთხვევაში არ არის. “მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრო თავისი მარაგებიდან უფასოდ გასცემს სოციალურად დაუცველებზე, ხანდაზმულებზე, ორსულებზე და მელოგინეებზე პრეპარატს, იმის რისკი, რომ ადამიანმა ეს პრეპარატი გამოიტანოს და გადაყიდოს, მიზერულად მეჩვენება. სოციალურად დაუცველს, რომ ექიმი გამოუწერს პრეპარატს, წავა, გამოიტანს და გადაყიდის, ამის ალბათობა დაბალი მგონია”, – განაცხადა სერგეენკომ. მინისტრის ინფორმაციით, ჯანდაცვის უწყების რეზერვი ხვალ 10 ათასი კოლოფი „ტამიფლუთი“ შეივსება. „ტამიფლუ, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატის მიღება ექიმის დანიშნულებით უნდა მოხდეს და თვითნებურად მიღება არ შეიძლება. ცალსახა რეკომენდაციაა, მიმართონ ექიმს და მისი დანიშნულებით დაიწყონ მიღება თუკი ამის საჭიროება იქნება. გრიპის ავადობის დასაწყისისთვის ქვეყანაში არსებობდა 7 ათასი კოლოფის მარაგი. გაზრდილი ავადობის დროს, როდასაც აფთიაქებში 2-3 დღიანი დეფიციტი გაჩნდა, ჩვენ გადავეცით 800 კოლოფი. ჩვენს მარაგებში გვქონდა 3 ათას კოლოფზე მეტი, რომელიც 800 კოლოფამდე გაიცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მეშვეობით, დანარჩენი რჩება მარაგში. მივეცით შეკვეთა და ხვალ 10 ათასი კოლოფით ავსებს სამინისტრო თავის მარაგებს. ეს არის სავსებით საკმარისი, რომ ამ სეზონზე გამოწვევებს ვუპასუხოთ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სააფთიაქო ქსელებიც ავსებენ მარაგს 3000 კოლოფით”, – განაცხადა სერგეენკომ.
---
12.01.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/iashvilis-klinikis-dirqtori-virusith-momarthvianobis-pikma-gadaira/
იაშვილის კლინიკის დირექტორი:შეიძლება ითქვას რომ ვირუსით მომართვიანობის პიკმა გადაირა
“შეიძლება ითქვას,რომ მომართვიანობის პიკმა გადაირა.დეკემბრის მესამე მეოთხე კვირა იყო ყველაზე მაღალი მომართვიანობით”,-ამის შესახებ იაშვილის კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხაიძემ “ქრონიკასთან” განაცხადა. “შეიძლება ითქვას,რომ მომართვიანობის პიკმა გადაირა.დეკემბრის 3-4 კვირა იყო ყველაზე მარალი მომართვიანობით.ამავე პერიოდში დაფიქსირდა ყვეალზე მაღალი ლაბორატორულად დადასტურებული შემთხვევა,ყველაზე მეტი გართულებით მიმიდინარე შემთხვევა. პირველი კვირას 15-20 %-ით არის შემცირებული მომართვიანობა,ჰოსპიტალიზაცია,თუმცა,ძალიან მაღალ ციფრებზე რჩება ნოემბერთან და ოქტომბერთან შედარებით.ორჯერ მეტია ჩვენთან ამ დაავადებით ვიდრე,ეს სეტემბერში,ოქტომბერსა და ნოემბერში იყო”,-განაცხადა ივანე ჩხაიძემ “ქრონიკასთან”. ცნობისთვის,ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან გადაუდებელი ამბულატორული მომსახურება ყველასთვის უფასო ხდება. დღეიდანვე ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“ საქართველოს ყველა მოქალაქეზე უფასოდ გაიცემა. პრეპარატ „ტამიფლუს“ მოსახლეობისთვის სახელმწიფო სუბსიდირებით გაცემაზე გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო.
---
12.01.2019
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გრიპის ვირუსის გავრცელების მხრივ შედარებით სიმშვიდეა ქვემო ქართლსა და კახეთში, შედარებით დაძაბულია სიტუაცია აჭარასა და იმერეთში
რეგიონალური განაწილების მხრივ შედარებით სიმშვიდე გვაქვს ქვემო ქართლში და კახეთში, შედარებით დაძაბულია სიტუაცია აჭარასა და იმერეთში, ნაკლები - სამეგრელოში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა. "ზოგადად ავადობის მაჩვენებელი კვირის ბოლოს ითვლება. წინა კვირაში 256 იყო და წინასწარი მონაცემები ამ კვირაშიც ამ დიაპაზონში იქნება. სასწრაფოს გამოძახების მაჩვენებელმა იკლო, თუმცა იზრდება თვითმიმართვიანობა. რეგიონალური განაწილების მხრივ შედარებით სიმშვიდე გვაქვს ქვემო ქართლში და კახეთში, შედარებით დაძაბულია სიტუაცია აჭარასა და იმერეთში, ნაკლები - სამეგრელოში. რა თქმა უნდა, რადგან ძირითადი საავადმყოფოები თბილისშია, დიდი დატვირთვა დედაქალაქზე მოდის", - განაცხადა გამყრელიძემ.
---
12.01.2019
"გუშინ 10-მდე პაციენტი მივიღეთ, დღეს ოთხი" - რატომ მოიმატა წითელას ვირუსმა ზრდასრულებში და ბავშვებში?
H1N1 ვირუსის პარალელურად საქართველოში მწვავე ინფექციური დაავადების - წითელას შემთხვევებმაც იმატა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში აღნიშნული დიაგნოზით ათობით პაციენტი მოათავსეს, წითელათი დაავადებულთა დიდი უმრავლესობა კი მკურნალობას სახლის პირობებში გადის. როგორც "პრაიმტაიმს" სამედიცინო დაწესებულებაში განუმარტეს, მხოლოდ გუშინ სტაციონარში 10-მდე პაციენტი განთავსდა, დღეს 13:00 საათის მდგომარეობით კი ინფექციურმა საავადმყოფომ წითელას ვირუსით უკვე 4 პაციენტი მიიღო. პაციენტებს შორის არიან, როგორც ბავშვები, ისე ზრდასრულები, რომლებსაც აღნიშნული ვირუსის საწინააღმდეგო აცრები გაკეთებული არ აქვთ და შესაბამისად წითელას მიმართ იმუნიტეტი არ გააჩნიათ. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წითელას ვირუსით ყველაზე პატარა პაციენტი 1 წლის და 7 თვის ბავშვია. ამავე დიაგნოზით მკურნალობას გადის 22 წლის მამაკაცი და ასევე ორი ქალბატონი, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან. ვინაიდან წითელა მაღალი გადამდებლობით ხასიათდება, ვირუსი იოლად ვრცელდება ჰაერით (ხველება, ცემინება). კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 20-25 წლის ასაკის მოქალაქეთა 12% და 40 წლამდე მოქალაქეთა 10% არაიმუნური პირია - ანუ წითელასადმი იმუნიტეტი არ გააჩნია. ეპიდემიოლოგების აზრით, საქართველოში წითელას პერიოდული ეპიდაფეთქებები ერთი მხრივ, 1990-იან წლებში იმუნიზაციის პროგრამის დიდ ჩავარდნას უკავშირდება, მეორე მხრივ კი ქვეყანაში არაიმუნური ფენის გაზრდა, უმცროსი ასაკის ბავშვების, გეგმიური ვაქცინაციით არასათანადო მოცვამ გამოიწვია. საქართველოში წითელას საწინააღმდეგო აცრები 1968 წლიდან დაიწყო, როცა საბჭოთა კავშირში წითელას ეპიდემია ბავშვთა სიკვდილიანობის გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი დაავადება იყო, მაშინ მხოლოდ ერთი აცრა კეთდებოდა. წითელა-წითურას ეპიდემიამ მეორედ საქართველოში 2004-2005 წლებში იფეთქა: 14500-მდე პირი დაავადდა და 9 ადამიანი დაიღუპა. ამ საგანგაშო ვითარებას წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინით (MMR) გეგმიური იმუნიზაციის დანერგვა მოჰყვა. სპეციალისტები მოქალაქეებს შესაბამისი აცრების გაკეთებისკენ მოუწოდებენ. ბავშვების გარდა, სახელმწიფო 41 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირის ვაქცინაციას აფინანსებს.
---
12.01.2019
მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/sastsrafo-sameditsino-dakhmarebis-gamodzakhebata-raodenoba-mkvetrad-shemtsirebulia-marina-darakhvelidze/54950
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახებათა რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია - მარინა დარახველიძე
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახებათა რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია, – განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, მარინა დარახველიძემ. მისი თქმით, თბილისში ეს მაჩვენებელი დღეში 550-მდეა. „მუდმივად ვაკვირდებით ვითარებას სტაციონარებში. ასევე, ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახებების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია. რეგიონებში 6 იანვარს დაფიქსირდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ახლა დღეში დაახლოებით 600-მდეა შემცირებული, თბილისში იგივე მაჩვენებელი 550-მდეა. გაზრდილია ამბულატორიებში მიმართვიანობა. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა სწორი მიმართულებით მიდის და დაავადების პირველივე სიმპტომებზე მიმართავს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას“, – განაცხადა მარინა დარახველიძემ. რაც შეეხება ვაქცინებს, მისი თქმით, დაწყებულია შესყიდვის პროცედურები, შეკვეთილია 3 000 დოზა ვაქცინა და ის უახლოეს დღეებში იქნება ხელმისაწვდომი.
---
12.01.2019
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/rodidan-miigeben-gaxutmagebul-daxmarebas-socialurad-daucveli-bavshvebi/28376
როდიდან მიიღებენ გახუთმაგებულ დახმარებას სოციალურად დაუცველი ბავშვები?
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გაზრდილი დახმარებების გაცემა 15 იანვრიდან დაიწყება. როგორც სააგენტოში bm.ge-ის განუმარტეს, პირველადი დახმარება სრულად ფულადი სახის იქნება და ის 50 ლარით განისაზღვრება. თებერვლიდან კი, სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ასაკის ბავშვები 20-ლარიან ფულად დახმარებას და 30-ლარიან საკვების ვაუჩერებს მიიღებენ, რომელთა განაღდებაც კონკრეტულ მაღაზიათა ქსელებში იქნება შესაძლებელი. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში 100 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე 16 წლამდე ბავშვების რაოდენობა 140 000-მდეა. შესაბამისად, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო წლიური საბიუჯეტო რესურსი 70 მლნ ლარია.
---
12.01.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/442697
23 წლის ლუკას ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვევს – მას საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
რამდენიმე თვის წინ, ჩერნოვეცკის ფონდმა გამოაცხადა საქველმოქმედო აქცია, ლუკა ალიბეგაშვილის მხარდასაჭერად. მისი ტრაგედია უამრავმა ადამიანმა გულთან ახლოს მიიტანა. საქველმოქმედო აქციის დროს, რომელშიც მონაწილეობა 800-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, 10 712 ლარი შეგროვდა! როგორც “კვირას” ჩერნოვეცკის ფონდიდან აცნობეს, 2018 წლის ოქტომბერში, 23 წლის ლუკას მძიმე დიაგნოზი დაუდგინეს – ლეიკემია. ეს ამბავი თავზარდამცემი აღმოჩნდა მისი ოჯახისთვის, მაგრამ სასოწარკვეთაში ჩავარდნის დრო არ იყო. ლუკამ დაიწყო რთული და ხანგრძლივი ბრძოლა სიცოცხლისთვის. “ამჟამად იგი იმყოფება თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც მას ზურგის ტვინის გადანერგვის ოპერაციისთვის ამზადებენ. ჩვენ დავუკავშირდით ტელეფონით ლუკას დას, რომელმაც გვთხოვა ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენა. ჩერნოვეცკის ფონდმა კლინიკას, მედიკამენტების შესაძენად, 2 096 დოლარი გადაურიცხა . ლუკას და დიდ მადლობას უხდის ყველას, ვინც მისი ძმის ტრაგედია გულთან ახლოს მიიტანა და ფინანსურად დაეხმარა. ჩერნოვეცკის ფონდი მადლობას მოახსენებს ყველა ქველმოქმედს! მეგობრებო, გარდა მატერიალური დახმარებისა, ლუკამ მიიღო თქვენგან სულიერი მხარდაჭერა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მას დაუბრუნდა მომავლის რწმენა და ბრძოლის უნარი! ლუკასთვის დახმარების შეგროვება გრძელდება! თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლუკა ალიბეგაშვილი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ასევე ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/374-alibegashvili/”, – აღნიშნულია ჩერნოვეცკის ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
---
11.01.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/saqarthvelos-qhvela-moqalaqes-tamiphlu-da-gadaudebeli-ambulatoria-srulad-dauphinansdeba/
საქართველოს ყველა მოქალაქეს “ტამიფლუ” და გადაუდებელი ამბულატორია სრულად დაუფინანსდება
ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“ საქართველოს ყველა მოქალაქეზე უფასოდ გაიცემა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ სამედიცინო საზოგადოებასთან შეხვედრაზე განაცხადა. 13 Shares 13 პრეპარატ „ტამიფლუს“ მოსახლეობისთვის სახელმწიფო სუბსიდირებით გაცემაზე გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობას ეკუთვნის. ანტივირუსული მედიკამენტი ხვალიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და სააფთიაქო ქსელებში გაიცემა. მოქალაქე პრეპარატს ექიმის დანიშნულებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის ფორმა #100-ის წარდგენის შემდეგ, სრულიად უფასოდ მიიღებს. ამ დრომდე, ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“ უფასოდ მხოლოდ ასაკით პენსიონერებზე, ორსულებზე, ბავშვებზე, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებსა და სოციალურად დაუცველებზე გაიცემოდა. ხვალიდანვე საქართველოს ყველა მოქალაქეს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება სრულად დაუფინანსდება. ამ დრომდე, სახელმწიფო აღნიშნულ სერვისს 100%-ით მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფისთვის აფინანსებდა, სხვა მოქალაქეებისთვის კი თანაგადახდის არეალი რჩებოდა. ინიციატივა მოქალაქეთა სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის ხელშეწყობას ემსახურება და გაზრდილი ავადობის პერიოდში იმოქმედებს.
ესქეინიუს.ჯი- http://sknews.ge/index.php?newsid=20972
გურიანიუს.ქომ- http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/tamiplu-qvelastvis-upasod-gaitsema-davit-sergeenkos-gantskhadeba
ბათუმელები.ჯი- http://batumelebi.netgazeti.ge/news/176966/
---
11.01.2019
მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/ra-raodenobis-tamiplu-gaitsa-ozurgetshi
რა რაოდენობის “ტამიფლუ“ გაიცა ოზურგეთში
“გურია ნიუსი“ დაინტერესდა რა რაოდენობის “ტამიფლუ“ გაიცა ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან? როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მედიკამენტის გაცემა ოჯახის ექიმის რეცეპტის გამოწერის საფუძველზე ხდებოდა. ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მაია ქუტიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ოზურგეთში 330 დოზა “ტამიფლუ“ იყო გამოგზავნილი. “2019 წლის 4 იანვარს მივიღეთ ახალი დოზა. ამ დროისთვის 316 დოზა არის გაცემული. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ცენტრში იყო 86 დოზა წამალი, რომელიც 2018 წელს მივიღეთ. წამლებს კი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან ვიღებთ“, _გვითხრა მაია ქუტიძემ. ჯერჯერობით, ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ზუსტად არ იციან, როდის მიიღებენ “ტამიფლუს“ ახალ პარტიას. ინფორმაციისთვის, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“ მოქალაქეებზე უფასოდ გაიცემა, მიუხედავად იმისა, შედის თუ არა პაციენტი რომელიმე რისკ ჯგუფში. ამის შესახებ მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ის სეზონური გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. „მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს ყველა მოქალაქეზე ანტივირუსული პრეპარატი გაიცეს სახელმწიფო სუფსიდირებით, ანუ მოქალაქეებზე გაიცეს უფასოდ, ხვალ დავიწყებთ ამის განხორციელებას“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
---
11.01.2019
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/42401/kviris-ganmavlobashi-gripit-da-gripis-msgavsi-daavadebebit-avad-khdeba-9-000-adamiani--gamyrelidze
კვირის განმავლობაში გრიპით და გრიპის მსგავსი დაავადებებით ავად ხდება 9 000 ადამიანი - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „TV პირველის“ ეთერში კიდევ ერთხელ ისაუბრა გრიპის ვირუსის გავრცელების შესახებ. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ქუთაისსა და ბათუმში ორი ადამიანი გრიპის ვირუსით დაიღუპა. ამავე თემაზე: ქუთაისში H1N1 ვირუსით 24 წლის მამაკაცი გარდაიცვალა „სამწუხაროდ, ვადასტურებთ იმას, რომ ორივე შემთხვევაში საქმე გვქონდა ლაბორატიულად დადასტურებულ H1N1 გრიპისა და გრიპის მიმდინარეობის სერიოზულ გართულებასთან. ერთ შემთხვევაში სერიოზული თანმხლები დაავადება არსებობდა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამავე თემაზე: გარდაცვლილია 13 ადამიანი, 44 რეანიმაციაშია - სერგეენკო გრიპის შედეგებზე ამირან გამყრელიძემ ისაუბრა, რომ გრიპი სერიოზული დაავდებაა და კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, გაითვალისწინონ დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები. „საერთოდ, გრიპით გამოწვეული სიკვდილიანობა მსოფლიოში არის დაახლოებით 03-დან 1%-მდე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ამერიკის დაავადებათა კონტროლის მონაცემებით, წლის განმავლობაში გრიპით და გრიპის გართულებებით მსოფლიოში იღუპება დაახლოებით 300-დან 600 ათასამდე ადამიანი. ამიტომ არის ჩვენი მოწოდება, რომ გრიპის სიმტომების დროს თავი ავარიდოთ თვითმკურნალობას, რაც შეძლება ადრეულ ეტაპზე მივმართოთ ოჯახის ექიმს და ვიმოქმედოთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. ჩვენ გვაქვს გრიპის საშუალო გავრცელების მაჩვენებელი ქვეყანაში, ორაშაბათის მონაცემებით იყო დაახლოებით 256 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე. ყოველკვირეულ მონიტორინგს ვაწარმოებთ და თუ ამას გადავიყვანთ საქართველოს მოსახლეობაზე, ეს ნიშნავს, რომ კვირის განმავლობაში გრიპით და გრიპის მსგავსი დაავდებებით სადღაც ერთად ავად ხდება აბსოლუტურ რიცხვში თუ გადავიყვანთ - 9 ათასამდე ადამიანი, რომელთაგანაც სტაციონალური მკურნალობა სჭირდება 15-20 პროცენტს, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
---
11.01.2019
მედიასაშუალება: http://presa.ge/?m=politics&AID=72094
"ლუგარის ლაბორატორის მიმართ არის რუსეთის პროპაგანდის მიზანმიმართული დამოკიდებულება"
ჩვენ ვიცით, რომ ლუგარის ლაბორატორის მიმართ არის რუსეთის პროპაგანდის მიზანმიმართული დამოკიდებულება და ეს ვრცელდება ქართული საზოგადოების ხელით, რაც ძალიან საკვირველია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორია არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, მნიშვნელოვანი ჯანდაცვის კუთხით და ბევრ სიკეთეს იღებს ქვეყანა ამ ლაბორატორიისგან. "მინდა, ვისარგებლო კითხვით და მივმართო მაყურებელს თუ მსმენელს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი თავს უფლებას აძლევს გააკეთონ კომენტარები ლუგარის ლაბორატორიაზე იმ დროს, როცა არ მგონია, რამე კომპეტენცია ჰქონდეთ გააკეთონ ეს კომენტარები, რომელიც კეთდება სოციალურ ქსელებში. ისევ ვუბრუნდებით იმ თემას, რომ სოციალური ქსელები გახდა ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი საშუალება ამ შემთხვევაში. ჩვენ ვიცით, რომ ლუგარის ლაბორატორის მიმართ არის რუსეთის პროპაგანდის მიზანმიმართული დამოკიდებულება და ეს ვრცელდება ქართული საზოგადოების ხელით, რაც ძალიან საკვირველია. მინდა, მოვუწოდო სიფრთხილისკენ, რადგან ლუგარის ლაბორატორია არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანი ჯანდაცვის კუთხით და ბევრ სიკეთეს ვღებულობთ ჩვენ ამ ლაბორატორიისგან, რომელიც დღეს არის ქართული, საქართველოს უწყება და არა ამერიკული, როგორც უნდა რომ გამოაჩინონ. თუმცა, დახმარება იყო დიდხანს და იმის მაგივრად, რომ ეს დავაფასოთ და გავაგრძელოთ მისი მუშაობა ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სასარგებლოდ, აქ არის ხელოვნურად შემოტანილი დაძაბულობის ნიშნები. მინდა, მოვუწოდო ყველას, რომ ძალიან დიდი სიფრთხილით მოეკიდონ ამ საკითხს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
---
11.01.2019
მედიასაშუალება: http://www.etaloni.ge/geo/main/index/18904
„სწავლის დაწყების შემდეგ შესაძლოა, გრიპის შემთხვევებმა მოიმატოს, მაგრამ პიკურ მაჩვენებელს არ მიაღწევს“ - პედიატრი
პედიატრ თემურ მიქელაძის თქმით, სწავლის დაწყების შემდეგ გრიპის შემთხვევებმა, შესაძლოა, მოიმატოს, თუმცა პიკურ მაჩვენებელს არ მიაღწევს. აღნიშნულის შესახებ მიქელაძემ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. დავით სერგეენკომ კლინიკების ხელმძღვანელებს სეზონური გრიპის ვირუსთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივა გააცნო, მათ შორის მედიკამენტ „ტამიფლუს“ ყველა მოქალექისთვის უფასოდ გაცემაზე ისაუბრა. „მისასალმებელია ჯანდაცვის მინისტრის და პრემიერ-მინისტრის ინიციატივა. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა იყოს ფორმა 100 წარდგენილი და ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტი, რათა არ მოხდეს ამ პრეპარატის ხელაღებით, ტყუილად მიღება. მომართვიანობა ბოლო პერიოდში მეტ-ნაკლებად შემცირებულია. თუ დეკემბრის თვეში იყო მაღალი მაჩვენებელი, ახლა შემცირებულია. მაგალითად, თუ ვსინჯავდი ოთხ პაციენტს ახლა ეს რიცხვი არის ორი. ეს, ალბათ, გამოიწვია იმანაც, რომ სწავლა გადავადდა. კი ბატონო, სწავლის დაწყების შემდეგ შესაძლოა მოიმატოს, მაგრამ არ მგონია, რომ იმ პიკურ მაჩვენებელს მიაღწიოს, რაც მანამდე გვქონდა“, - განაცხადა თემურ მიქელაძემ. გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში, საბავშვო ბაღებში და უნივერსიტეტებში სწავლის დაწყება 21 იანვრამდე გადავადდა.
---
11.01.2019
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/42389/shromis-inspeqtirebis-programis-biujeti-2019-tslistvis-61it-gaizarda
შრომის ინსპექტირების პროგრამის ბიუჯეტი 2019 წლისთვის 61%-ით გაიზარდა
შრომის პირობების ინსპექტირების პროგრამის ბიუჯეტი 2018 წელთან შედარებით, 2019 წლისთვის 590 000 ლარით გაიზარდა(დაახლოებით 61%-ით). ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალური დადგენილებაა გამოსული. 25-დან 40-მდე გაზაირდა შრომის ინსპექტორების რაოდენობაც, ვისაც ობიექტების შემოწმება ევალებათ. შრომის ინსპექციას უკვე გაუფრთხილებლად შეუძლია შეამოწმოს კომპანიები, რომლებიც მომეტებული საფრთხის შემცველია და მძიმე და მავნე, საშიშპირობებიან სამუშაოებს წარმართავს. აღნიშნულ კომპანიებს მომეტებული რისკის მქონე საწარმოთა სიაში რეგისტრაცია 2018 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით ჰქონდათ. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის 70 ათასზე მეტი კომპანიაა დარეგისტრირებული და ახლა ამ ბაზის დამუშავება მიმდინარეობს.
---
11.01.2019
მედიასაშუალება: https://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/26721-rukhissaavadmyofosmsheneblobathebervlisbolosdasruldeba.html
რუხის საავადმყოფოს მშენებლობა თებერვლის ბოლოს დასრულდება
რუხის მრავალპროფილურ საავადმყოფოში სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები თებერვლის ბოლოსთვის დასრულდება. როდის გაიხსნება საუნივერსიტეტო კლინიკა, ჯანდაცვის სამინისტროში ჯერ არ იციან. უწყებაში „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ საავადმყოფოს შესაბამისი ტექნიკით აღჭურვის პროცესი დაიწყება. „სამშენებლო პროცესი, შიდა რემონტი, გათბობა, განათება, იგეგმება, რომ ყველაფერი თებერვლის ბოლოსთვის დასრულდეს. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შეგვიძლია“, - განმარტეს სამინისტროში. უწყებაში ვერ გვიპასუხეს, რატომ გადმოიწია სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადამ, როცა ეს 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმებოდა. რუხის საავადმყოფოს მშენებლობა დაზუსტებული პროექტით გრძელდება. მასში რამდენიმე სახის ცვლილების შეტანა გახდა საჭირო, რაც ერთხელ უკვე გახდა ობიექტის დასრულების გადავადების მიზეზიც. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუხის საავადმყოფო ჩქარა უნდა ამოქმედდეს, რადგან ეს რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, და ასევე საჭიროა ნდობის აღდგენის თვალსაზრისითაც. ზურაბიშვილმა საავადმყოფო გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად 6 იანვარს დაათვალიერა. რუხის მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა 2014 წლის ოქტომბერში დაიწყო. საუნივერსიტეტო კლინიკა 220 საწოლზეა გათვლილი. ემერჯენსი, სამშობიარო ბლოკი, ონკოლოგიური დეპარტამენტი, სისხლის გადასხმა-ამბულატორია, დიალეზი, ეს ნაწილია იმ მომსახურების, რითაც ადგილობრივებთან ერთად, სარგებლობა აფხაზებსაც შეეძლებათ. პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 41 მილიონ 264 ათასი ლარია გამოყოფილი.
---
11.01.2019
"ამბობს ხოლმე: აღარ შემიძლია, სიკვდილი მირჩევნიაო..." - რას ყვება მეუღლე ახალგაზრდა ქალზე, რომელიც ოპერაციის შემდეგ 2 თვე კომაში იყო
---
11.01.2019
მედიასაშუალება: https://www.itar.ge/shownews/29852/?fbclid=IwAR3Nz4OO-7VyD9TC2F_m64n99ZdiP-YP3eqoDXQEvEPqrMztn-5w9nX7ly4
ტამიფლუს ჩავუჯექი დღეს და გერმანული მომყოლი ქაღალდი წავიკითხე, ხალხო, ეს საზიზღრობა არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ! მითუმეტეს ორსულებმა და ბავშვებმა!
ბეჭდვითი მედია
14.01.2019
მეიდასაშუალება: ასავალ-დასავალი
საქართველოს ჯანდაბის მინისტრს "ტამიფლუს" უფასოდ არიგებინებენ!
დავით სერგეენკოს უწყებაში დომხალია. შობა-ახალი წლის დღეებში წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის საავადმყოფოში 25 წლის მსახიობმა რეზო ნასიძემ ექიმი ნუკრი ბერიშვილი სცემა... ნასიძე მომხდარის გამო დააკავეს და მოგვიანებით გირაოთი გაათავისუფლეს, რაც შეეხება ბერიშვილს, რომელსაც თვითმხილველები პაციენტისადმი აგდებულ დამოკიდებულებაში ამხელენ, ექიმს ოპერაცია გაუკეთეს და თავის ტვინის შერყევით დღემდე საავადმყოფოში მკურნალობს. 2014 წლის 27 იანარს მთელი საქართველო შეძრა მიცკევიჩის ქუჩაზე მომხდარმა საშინელმა ტრაგედიამ, როცა დერმატოლოგ-ვენეროლოგი, პოფესორი ზურაბ ბენდელიანი და მისი პაციენტი ანზორ ბეკურაშვილი დაიღუპნენ. ერთი სიტყვით, ვითარება უმძიმესია - სერგეენკოსა და მისი ჩაფრების უნიათობა-უგერგილობის გამო ექიმებს ან სცემენ, ან კლავენ! უტვინო ქუთაისელმა ყასაბმა ექიმებმა ქუთაისში, ე.წ კლინიკურ საავადმყოფოში ინტუბაციის დროს ჩემს უახლოეს ნათესავს სასუნთქი ტრაქეა დაუზიანეს და ორი შვილის მამა, ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე კაცი სამუდამოდ დააინვალიდეს. 2018 წლის 10 მაისს "ევექსისა" და "ამტელჰოსპიტალის" მკვლელი ექიმების - ვინმე მ.ჩაჩუასა და მედიკო აბჟანდაძის უპატიებელი და აბსოლიტურად უგულისყურო დამოკიდებულების გამო 42 წლის სპორტული კომენტატორი ბაჩანა მოლოდინაშვილი გარდაიცვალა! ხოლო არქიტექტორ შოთა კაპანაძის ტრაგედიის შესახებ აღარაფერს ვამბობთ, რომელსაც ყასაბ-ექიმებმა გურამ ქარაზანაშვილმა და ზაზა ჭანტურიამ ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციეს. არცერთ საქმეზე არცერთი ექიმი არ დასჯილა და პასუხი არავის უგია... უფრო მეტიც, დავით სერგეენკოს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტი, ფაქტობრივად, გადაიქცა ექიმ-კომპრაჩიკოსთა ადვოკატურად, სადაც ყასბებსა და მფატრავებს ხელს აფარებენ და კბილებით იცავენ! ყველა პასუხისგებაშია მისაცემი, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა სამარცხვინო ბოძზეა გასაკრავი ჯანდაცვის ლოთბაზარა მინისტრი სერგეენკო, რომლის კორუმპირებული და დემორალიზებული სისტემაც ამდენ მაფიოზს, წურბელასა და ბიუჯეტის ვირთხას იფარავს... ეპიდემიის ზღვარზე მისული "ღორის გრიპი" საქართველოს მოსახლეობას მომაკვდინებლად იმიტომ უტევს, რომ დავით სერგეენკომ და ამირან გამყრელიძემ, რომელმაც ჯანდაცვის სისტემაში შევარდნაძის წყეული ეპოქიდან მოყოლებული პოზიციები ძირის ძირობამდე შეინარჩუნა, თავი ვერ მოაბეს და 20 ნოემბრამდე მოსახლეობის ვაქცინაცია ვერ შეძლეს! გახსოვთ, ალბათ, სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველოს მაშინდელმა მინისტრმა ტუტუცური განცხადება გააკეთა და თქვა - "ქათმის გრიპით" ნახევარი საქართველო დაიხოცებაო! სწორედ მაშინ შემოიტანეს პრეპარატ "ტამიფლუს" უდიდესი პარტია საქართველოში, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, დაკავშირებულია ბუშების ოჯახურ ბიზნესთან და ამერიკის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან 2001-2009 წლებში დიკ ჩეინთან.
---
14.01.2019
მეიდასაშუალება: ასავალ-დასავალი
ჯეფრი სილვერმანი: "საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში არ ახსოვთ ჰიპოკრატეს ფიცი: პირველ რიგში, არ მივაყენო ზიანი!"
საქართველოში გრიპის ვირუსების გავრცელებასთან დაკავშირებით გვესაუბრება ამერიკელი ჟურნალისტი, ჟურნალ "ვეტერანს თუდეის" საქართველოს ბიუროს ხელმძღვანელი ჯეფრი სილვერმანი. - ჯანდაცვის სამინისტრო მობილიზებულია... - ჯანდაცვის სისტემა უფრო დაავადების სისტემაა, ვიდრე ჯანმრთელობაზე ზრუნვის სისტემა და ჯანდაცვის მინისტრს სერგეენკოსაც, წინა მინისტრებთან შედარებით, თავი ჭკვიანად კი მოაქვს, მაგრამ მის მიმართ დადებითი განწყობისათვის ეს საკმარისი არ არის. - დაავადებათა პრევენციის მიზნით ვაქცინაციას გვთავაზობენ... - სამინისტრო ისეთ ვაქცინებს უწევს რეკომენდაციას, რომელთა ეფექტურობაც საბოლოოდ დამტკიცებული არ არის. ალბათ, ჯანდაცვის სამინისტროში ჰიპოკრატეს ფიციდან მნიშვნელოვანი ფრაზა: პირველ რიგში, არ მივაყენო ზიანი, არავის ახსოვს. - ვირუსები ლუგარის ლაბორატორიიდან გავრცელდა? - წლებია, რაც საქართველოს ხელისუფლებას ვაფრთხილება ჯანმრთელობისათვის საშიში ვირუსების შესახებ, მაგრამ ამ საკითხებით არასოდეს დაინტერესებულან, თუკი პირადად რაიმე მიკითხავს, პასუხისგან თავი აურიდებიათ, ხოლო მერე უთქვამთ, სილვერმანს ყურადღება არ მიაქციოთო! საქართველოს ხელისუფლებას კარგი მასწავლებელი ჰყავდა ამერიკის სამხედრო ექიმებისა და საელჩოს სახით, რომელთაც ასწავლეს, ასეთ სიტუაციებში როგორ მოეხდინათ ხალხზე მანიპულირება.
---
14.01.2019
მეიდასაშუალება: კვირის პალიტრა
"დირექტივა მოვიდა, ლუგარის ლაბორატორიის საფრთხეებზე დაგვეწყო სიუჟეტების მომზადება"
"წლის ფეიკები - ვინ და როგორ გვატყუებდა 2018 წელს" - ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია BBC-ის რუსულმა სამსახურმა, რომელშიც წლის განმავლობაში გავრცელებული 10 ყალბი ინფორმაცია შეიყვანა, მათ შორის მოხვდა თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიაზე გავრცელებული "კოშმარული ამბავი". "მთელი წლის განმავლობაში რუსული ტელეარხები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ თბილისის შემოგარენში არის გასაიდუმლოებული ლაბორატორია, რომელშიც თითქოსდა ადამიანებზე სახიფათო ცდებს ატარებენ და საიდანაც მომაკვდინებელი ვირუსები ვრცელდება", - ვკითხულობთ სტატიაში, რომელშიც ასევე ნათქვამია, რომ ამ ინფორმაციის შესამოწმებლად BBC-ის კორესპონდენტი თბილისში ჩავიდა, სადაც ნახა, რომ ე.წ. სიკვდილის ლაბორატორია სინამდვილეში ჩ ჰეპატიტთან ბრძოლის პროგრამის ნაწილია. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში სეზონური ვირუსების გააქტიურების პარალელურად, პირდაპირ შტურმით დაიწყეს სოციალურ ქსელში სოკოებივით მომრავლებულმა ფეიკგვერდებმა იმის მტკიცება, რომ ეს ვირუსები ლუგარის ლაბორატორიიდან ვრცელდება. ეს კამპანია რომ რუსული პროპაგანდის ნაწილია, ცხადია. პოლიტოლოგი ბადრი ნაჭყებია ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორიაზე შეტევა რამდენიმე წლის წინ დაიგეგმა. ის "კვირის პალიტრას" სკანდალურ ინფორმაციას უმხელს: - ლუგარის ლაბორატორიაზე კამპანიური შეტევები 2013 წელს დაიწყო. მაშინ ჯერ კიდევ საერთაშორისო ტელერადიოკომპანია "მირის" ქართული ფილიალის ხელმძღვანელი გახლდით და სწორედ ამ დროს ცენტრალური ოფისიდან დირექტივა მოვიდა, რომ ლუგარის ლაბორატორიიდან მომდინარე საფრთხეებზე დაგვეწყო სიუჟეტების მომზადება. დღესაც არის ამ ტელეკომპანიის ერთ-ერთი რედაქტორი ალან ბოზიევი, რომელიც გვეუბნებოდა, რომ ე.წ. ღორის გრიპი ლუგარის ლაბორატორიაში შექმნეს და კატეგორიულად მოითხოვდა ამაზე სიუჟეტის გაკეთებას. მეტიც, სიტყვასიტყვით მახსოვს რა თქვა, რომ ეს აუცილებლად უნდა გახმოვანებულიყო სიუჟეტში. მე დავუკავშირდი კომპანიის ხელმძღვანელ რადიკ ბატირშინს და ვუთხარი, რომ ქართული "მირი" ამგვარ შეკვეთას არ შეასრულებდა. მაშინ კომპანიაში ბევრმა დამიჭირა მხარი და მოხერხდა, რომ ჩვენს წინააღმდეგ წარმოებულ პროპაგანდისტულ ომში "მირის" ქართული ფილიალი არ ჩართულიყო. ვაკვირდები რუსულ საინფორმაციო შტურმებს და ვხედავ, რომ ხელწერა დიდად არ იცვლება. ჯერ დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ მიდიოდა აფხაზებისა და ოსების დისკრიმინაცია, გამუდმებით ავრცელებდნენ ინფორმაციას ზვიად გამსახურდიაზე, რომ ის ადამიანის უფლებებს ლახავდა და მოახერხეს კიდეც მისი ხელისუფლების დისკრედიტაცია არა მხოლოდ რუსეთში, არამედ საზღვარგარეთაც. მაშინ დიდი როლი ითამაშეს რუსეთში მოქმედმა ლობისტურმა ჯგუფებმა, განსაკუთრებით სომხურმა ლობიმ ალიხანიან-ბონერის წინამძღოლობით. სომხური ლობი ახლაც აქტიურად ატარებს საქართველოსთვის ძირგამომთხრელ პოლიტიკას. შემდეგ ყბადაღებული პანკისის ხეობის თემა. მაშინ რეგულარულად "გვიგდებდნენ" სხვადასხვა პროვოკაციას, იყო ისტერიკა, რომ პანკისში ბოევიკებს ამზადებდნენ. შემდგომ ეს გაგრძელდა ტერორისტულ საფრთხეებზე ლაპარაკით, თითქოს ჩრდილოეთ კავკასიიდან ე.წ. ტერორისტული ტრაფიკი საქართველოზე გადიოდა. დღეს საინფორმაციო ომის მასშტაბი უფრო გაზრდილია. დღე ერთია და, ლამის ასობით ფეიკგვერდი იქმნება, რომლებიც ყალბ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებენ. კრემლი ყოველთვის მოიგონებს პრობლემებს, რომლებზე აპელირებითაც დაიწყებს მტკიცებას, რომ საქართველოსგან საფრთხე ემუქრება. ახლა მისი სამიზნე ლუგარის ლაბორატორიაა. ეს პროცესი გაგრძელდება იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო შეტევა საკმაოდ მაღალი დონიდან წამოვიდა - ამაში ჩაერთვნენ თავდაცვის სამინისტროს ელიტური მაღალჩინოსნები. არ არის გამორიცხული, რუსეთის მორიგი პროვოკაციისა და აგრესიის საფუძველი სწორედ ლუგარის ლაბორატორია გახდეს. ამ ყველაფერს თითქოს შეეწინააღმდეგა საქართველო, მაგრამ ეს არ იყო ადეკვატური პასუხი. არ უნდა დაგვამშვიდოს იმან, რომ BBC-მ ეს ინფორმაცია წლის ფეიკსიახლედ გამოაცხადა. - ექსპერტთა ნაწილის აზრით, საქართველომაც უნდა შექმნას რუსეთში ლობისტი ჯგუფი, რომელიც დაიცავს ჩვენს ინტერესებს. - ცხადია, ე. წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციის გამო უახლოეს მომავალში ჩვენ ვერ გვექნება დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ უნდა არსებობდეს ჯგუფი, რომელიც ჩვენს ინტერესებს დაიცავს რუსეთში. ამიტომაც ვცადე ნიადაგის მოსინჯვა რუსეთში, სადაც ბევრი პიროვნებაა, რომელთა გამოყენება შეგვიძლია ამ საქმეში. დასანანია, რომ ამას საქართველოს ხელისუფლების დიდი ინტერესი არ მოჰყოლია. მაგალითად, ასეთ პირთა შორისაა მილიარდერი ფილარეტ გალჩევი, რომელიც 2013 წლის "ფორბსის" რეიტინგით რუსეთის 20 უმდიდრეს ადამიანთა შორის მოხვდა. ის წალკაშია დაბადებული და დღემდე არ წყვეტს ურთიერთობას ჩვენს ქვეყანასთან. 2013 წელს მან 50 წლის იუბილე საქართველოში აღნიშნა. ძალიან უნდოდა ამაში მონაწილეობა ხელისუფლების წარმომადგენლებსაც მიეღოთ, რა დროსაც შეიძლებოდა მნიშვნელოვან საკითხებზე დალაპარაკება, მაგრამ ჩვენი მთავრობა არ დაინტერესდა. არადა, გალჩევს დიდი გავლენა აქვს რუსეთის ხელისუფლებაზე. ასეთივე მნიშვნელოვანი ფიგურაა ზურაბ კეკელიძე - რუსეთის მთავარი ფსიქიატრი, რომელიც პერიოდულად ჩამოდის საქართველოში, თუმცა კაციშვილი არ ხვდება. არადა, მის გარეშე არც ერთი კრიზისული პრობლემა არ წყდება რუსეთში.
---
14.01.2019
მეიდასაშუალება: ალია
რა ხდება ლუგარის გასაიდუმლოებულ ლაბორატორიაში?
H1N1 ვირუსის ე.წ. ღორის გრიპის გამძვინვარებასთან ერთად, აქტუალური გახდა საქართველოში რამდენიმე წლის წინათ ამოქმედებული რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის თემა. რუსულ არხებზე პერიოდულად შუქდება და საკმაოდ მაღალი რანგის რუსი პოლიტიკოსების მტკიცებით, ლუგარის ლაბორატორიაში ხდება ბიოლოგიური იარაღის დამზადება, ასევე აქედან ხორციელდება საშიში ვირუსი ვრცელდება. აი, რა წერია ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციაში: "რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის უახლეს შენობაა, რომელიც სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ლუგარის ცენტრი დაავადებათა ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას. ცენტრის მშენებლობა დაიწყო 2004 წელს, აშშ – საქართველოს მთავრობებს შორის 1997 წელს ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულების და 2002 წელს აშშ თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, საფუძველზე. ამ შეთანხმების ფარგლებში, ბოლო 13 წლის განმავლობაში, ადამიანისა და ცხოველთა ჯანმრთელობისა და ბიოუსაფრთხოების სფეროში ხორცილდება უპრეცენდენტო ფინანსური და ტექნიკური დახმარების პროგრამა, რომლის საერთო მოცულობა დღემდე შეადგენს დაახლოებით 350 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიციას. ამ პროგრამის (Cooperative Biological Engagement Program-CBEP, რომელსაც ძირითადად ახორციელებს DTRA – Defense Threat Reduction Agency) ფარგლებში, ქვეყანაში მოეწყო თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიული ქსელი ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დიაგნოსტირებისთვის. სერიოზული ინვესტიცია განხორციელდა ადამიანური რესურსების მზადებაში. ლუგარის ცენტრი, მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრის და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა. ლუგარის ცენტრი აერთიანებს თანამედროვე დონეზე აღჭურვილ ბიოუსაფრთხოების მე–2 და მე–3 დონის ლაბორატორიებს, რომელთა მიზანია ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დროული აღმოჩენა და იდენტიფიკაცია „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპით. ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის (BSL-3) ზონაში განთავსებულია ბაქტერიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ლაბორატორიები და ასევე პათოგენების ეროვნული საცავი, სადაც უსაფრთხოდაა დაცული ადამიანისა და ცხოველის დაავადებების გამომწვევი განსაკუთრებით საშიში პათოგენები (გსპ). ლუგარის ცენტრი ერთადერთი BSL-3 ლაბორატორიაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონში. ყველა კლინიკურ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკური და სამეცნიერო კვლევა, რომელიც საჭიროებს BSL-3 ლაბორატორიის გამოყენებას, ხორციელდება ლუგარის ცნეტრში. ლუგარის ცენტრი აღჭურვილია „შემდგომი თაობის სეკვენსის“ აღჭურვილობით, რაც გენომის კვლევის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა ჩვენ რეგიონში. ბიოუსაფრთხოების მე-2 დონის (BSL-2) ზონა მოიცავს შემდეგ ლაბორატორიებს: ზოგადი ბაქტერიოლოგიის, ვირუსოლოგიის, სეროლოგიის, მოლეკულური ეპიდემიოლოგიის/გენომის, უჯრედული კულტურების, პარაზიტოლოგიის და ენტემოლოგიის ლაბორატორიებს. ცენტრში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ აკრედიტირებული 3 ვირუსოლოგიური ლაბორატორია (პოლიომიელიტის, გრიპის, წითელა–წითურას), გარდა ამისა ფუნქციონირებს გარე, საერთაშორისო ხარისხის კონტროლით ლაბორატორიები: როტა ვირუსების, ინვაზიური მენინგიტების, მალარიის, ანტიბიოტიკორეზისტენტობის, დიფთერიის და სალმონელოზების დიაგნოსტიკაში, რაც საშუალებას იძლევა ცენტრმა წარადგინოს განაცხადი ჯანმოს მოთანამშრომლე ცენტრის სტატუსის მოსაპოვებლად. ლუგარის ცენტრის ლაბორატორიული შესაძლებლობებით ასევე სარგებლობენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია (LMA), ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტი - BSL-3 სივრცეში და აშშ უოლტერ რიდის სახელობის სახმელეთო ძალების კვლევითი ცენტრი (WRAIR) - BSL-2 სივრცეში. ცენტრის შესაძლებლობებს ფართოდ იყენებენ მაგისტრანტების და დოქტორანტების მოსამზადებლად და სამეცნიერო კვლევებისათვის სხვადასხვა უნივერსიტეტები, მათ შორის მეზობელი ქვეყნებიდან." ხალხში ეჭვს სწორედ უსაფრთხოების მესამე დონის ლაბორატორია იწვევს, რომელიც თითქმის ყველა ტიპის ვირუსზე მუშაობს და ინახავს ვირუსების დაკონსერვებულ შტამებს. აი, რას უყვება "ალიას" რესპოდენტი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა: ნიშანდობლივია, რომ არც ერთი ქართველი არ გააკარეს ამ მშენებლობას, ფილიპინელები ჩამოიყვანეს... ნუთუ იმიტომ, რომ ამბის გამომტანი არავინ ყოფილიყო ადგილიდან? თუმცა მაინც გამოვიდა ხმები, რომ მიწის ქვეშ არის ძალიან დიდი საცავები, რადგან ტონობით გრუნტს ეზიდებოდნენ დიდი ხნის განმავლობაში და რომ მოიკვლიოთ, თქვენც გაარკვევთ, აეროპორტის ტერიტორიაზე კიბოთი დაავადებულთა რაოდენობამ საგრძნობლად იმატა ბოლო წლებში, ანომალიური შობადობა ადამიანების მსგავსად ცხოველებშიც მოხშირდა. ხალხი გაოგნებულია, ვერ ხვდებიან, რა ხდება. გაუგებარია ისიც, კონკრეტულად რაზე მუშაობს ეს ლაბორატორია, მიუხედავად ამდენი კითხვისა, დღემდე პასუხი არავის არ აქვს. დიდი ფული კეთდება ამ ვირუსებზე, ეს შეუქცევადი გახდა ამათთვის, იმდენად დიდ ფულს აკეთებენ ავადმყოფებზე, რომ ვერ ჩერდებიან, მთავრობაა ხოდა ამაში ჩართული, აბა, ვინ გააბედვინებდა, ტამიფლუზე რაც იკადრეს ბარიგა წამლის მონოპოლისტებმა?!
---
14.01.2019
მეიდასაშუალება: ალია
"სასწრაფოს" მძღოლს, რომელსაც ავარია შეემთხვა, "ტამიფლუ" ჰქონდა მიღებული?!
ახალი წელი არ შემარგო, შობა არ შემარგო, დასვენება არ შემარგო.. ჯერ მარაგი გვაქვსო. უფასოდაა კლინიკებშიო, მერე აღმოჩნდა, რომ უფასოდ იმათთვისაა, ვინც კლინიკაში წევს, ორსულებისთვის და პენსიონერებისთვისაა მხოლოდ უფასოდ. მერე აფთიაქებს მარაგი ამოეწურათო და ჯანდაცვის სამინისტრომ 800 ფლაკონი მივყიდეო, მერე იგივე სამინისტრომ აფთიაქებს სთხოვა, მე რომ წამალი მოგეცით, ის წამალი დაბალ ფასად გაყიდეთ, რა მოხდებაო. აფთიაქებმა პასუხის ღირსადაც არ ჩათვალეს ჯანდაცვის მინისტრი, მაგრამ სანდო წყარომ შეგვატყობინა, აფთიაქები ამბობენ, მოეცა სახელმწიფოს იაფად და ჩვენც ნაკლებ ფასად გავყიდდითო. ერთ დღეს სერგეენკომ გამოაცხადა -ხვალიდან ტამიფლუს ყველა ის ადამიანი, ვისაც ექიმი გამოუწერს, უფასოდ მიიღებსო. მანამდე იყო მინისტრის კიდევ ერთი განცხადება, 7000 ფლაკონი გვქონდა ტამიფლუ და ნუ დარდობთ, 3000 დაგვრჩაო. მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს კითხვით, რამდენ ადამიანს გადაეცა პრეპარატი უფასოდ ჯანდაცვის სამინისტროდან და 1016 ცალი ტამიფლუ გავეცითო. რაღაც ვერ გამოდის საქმე კარგად, 7000 კოლოფს რომ 1016 გამოვაკლოთ რამდენს მივიღებთ? 5984 ფლაკონი უნდა ყოფილიყო დარჩენილი... ახლა ყველაზე რეალურია ეპიდემიის საფრთხე და ყველაფერს აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო, რომ ეს საფრთხე უფრო და უფრო რეალური იყოს. მივყვეთ კვალ და კვალ: გაქვთ სიცხე-იძახებთ სასწრაფოს, რომელიც რამდენიმე საათში ვერ მოდის. გინდა ექიმის გამოძახება? ბოდიში, ვერა, იმხელა რიგია ოჯახის ექიმთან, ვერ გამოაღწევს, შენ უნდა მიხვიდე. მიდიხარ და დგახარ რიგში სხვა სიცხიანებთან ერთად. ათიდან 2-ს თუ აქვს ის საშიში ვირუსი, 8 უბრალოდ გაციებული, ანგინიანი ადამიანია საფრთხის ქვეშ. ჯანდაცვის სამინისტრომ მიპასუხა: სიცხიანი რიგში სიცხიანის გევრდით დგას და რა უნდა გადაედოთო? უცნაურია, აცრა უნდა გახდეს იძულებითიო -ასე სჭირდეა თურმე ეპიდემიის პრევენციას. ეპიდემიის პრევენციას უფასო პირბადეები კლინიკებში, სიცხიანი და არასიცხიანი ადამიანების განცალკევებული რიგები, ექიმების დამატება არ სჭირდება? მითები და ლეგენდები ტამიფლუზე არ არის ტამიფლუ ასე ხელწამოსაკრავი პრეპარატი, დამიჯერეთ. არ არის გამოკვლეული მისი მოქმედება ერთ წლამდე ბავშვებში, მეძუძურ დედებში. თურქეთში ტამიფლუ ამოიღეს აფთიაქებიდან, რატომ ვერ გავარკვიე, რადგან, ის პრეპარატები, რაც მის მაგივრად გამოიტანეს გასაყიდად, იგივე შემადგენლობისაა... რამდენიმე დღის წინ სასწრაფო დახმარების მანქანა სამშენებლო ობიექტის ჯიხურს დაეჯახა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 1 და დაშავდა 12 ადამიანი. მძღოლს უკვე შეუფარდეს 5 ათასლარიანი ჯარიმა, თუმცა მოსამართლის კითხვაზე, იყო თუ არა გადაღლილი მძღოლი, ან ჰქონდა თუ არა ჯანმრთელობის პრობლემები, პროკურორმა უთხრა, რომ ამას შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს. ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, მაგრამ ფიზიოლოგიური გადაღლილობის დასადასტურებლად არც კი დაგჭირდებათ -კალენდარია ამისთვის საჭირო, სამაგიდო კალენდარი. როგორც ალიას ინფორმაცია მიაწოდეს, მძღოლს მიღებული ჰქონდა ტამიფლუ. მოგეხსენებათ, ტამიფლუ, როგორც სხვა ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატები მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ტამიფლუს თანმდევი შედეგები ჩემზე უკეთ იცის ჯანდაცვის სამინისტრომ, იცის, რომ ადამიანებს, რომლებმაც ტამიფლუ მიიღეს, არ შეიძლება მოსთხოვო არათუ 24 საათიანი, 12 საათიანი მუშაობაც კი, მაგრამ ვაი, რომ კადრები კარგა ხნის წინ შეამცირეს და შემცვლელები აღარ ჰყავთ? ქალაქში სასწრაფოს სირენის ხმას სიმშვიდე და ჯანმრთელობა უნდა მოჰქონდეს და არა პირიქით.
---
14.01.2019
მეიდასაშუალება: მესინჯერი
საქართველოში ღორის გრიპით 17 ადამიანი გარდაიცვალა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის გავრცელება ამ დროისთვის საშუალო დონეზეა. მედიკოსები მოქალაქეებს ურჩევენ, გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს მიმართონ. მწვავე რესპირატორული ინფექციით, უკვე 17 ადამიანია გარდაცვლილი. მამუკა ბახტაძემ მიიღო გადაწყვეტილება მოქალაქეებმა ტამიფლუ უფასოდ მიიღონ, მანამდე კი წამყვანმა ქართულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა განაცხადეს რომ ტამიფლუს ფასი 80-100 ლარიდან 68 ლარამდე შემცირდებოდა. დავით სერგეენკოს განცხადებით, ამ ეტაპზე ეპიდემიის რისკი არ არის, თუმცა ღორის გრიპის გავცელებას თებერვალში ვარაუდობენ.
---
14.01.2019
მეიდასაშუალება: მესინჯერი
ქვეყანაში "ტამიფლუს" 13 000 სამკურნალო დოზა ჩამოვიდა
ქვეყანაში "ტამიფლუს" 13 000 სამკურნალო დოზა ჩამოვიდა, რაც სრულიად საკმარისი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთხოვნა გაიზრდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. პრეპარატი თბილისში რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიამ ცამოიტანა. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა რომ მოსახლეობა ტამიფლუს უფასოდ მიიღებს.
---
14.01.2019
მეიდასაშუალება: რეზონანსი
იტალიის საავადმყოფოში უპატრონოდ მიტოვებული ქართველი ქალი წევს - "მასზე ოჯახმა უარი თქვა"
სოციალურ ქსელში იტალიაში, უპატრონოდ მიტოვებული ქართველი ქალის ფოტოები ვრცელდება, რომელიც საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით წევს. ფეისბუქმომხმარებელი მარიკა მარი ნეაპოლში მცხოვრებ ქართველებს სთხოვს, მორალურად და შეძლებისდაგვარად ფინანსურად დაეხმარონ ქართველ ემიგრანტ დალი ზაქარეიშვილს, რომელზეც საკუთარმა ოჯახმა უარი თქვა. "იტალიაში, კერძოდ ნეაპოლში მყოფო ქართველებო, მეგობრებო! მოგმართავთ თხოვნით, ერთი ძალიან კარგი, თბილი ქართველი ქალბატონი წევს საავადმყოფოში პონტიჩელში დე მარის საავადმყოფოში უკვე თვენახევარია ინსულტით. ამ ხნის განმავლობაში სრულიად უპატრონოდ, სჭირდება ჩვენი მორალური და თანხობრივი თანადგომა, გუშინდლამდე თავს გრძნობდა უპატრონოდ და არც ოპერაციას თანხმდებოდა. ამ ქალზე საკუთარმა ოჯახმა უარი თქვა… გუშინ იყვნენ ქართველი გოგოები მისულები. საბრალომ გაიხარა და ხელი მოაწერა ოპერაციაზე თანხმობას. ძალიან გთხოვთ, დავეხმაროთ და ვისაც რამდენი შეგვიძლია, კვირას შევაგროვოთ თანხა და დავუდგეთ გვერდზე, ასევე, ვინც ახლოს ხართ პონტიჩელთან იქნებდასვენების საათებში გააკითხოთ, მოინახულოთ. დიდი მადლობა წინასწარ. დალი ზაქარეიშვილი. შეგიძლიათ ასეც იკითხოთ მთელი საავადმყოფო ცნობს როგორც უპატრონო განწირულ ქართველს“, - წერს მარიკა მარი.
---
14.01.2019
მეიდასაშუალება: ალია
რატომ არ შეგიძლიათ გადახვიდეთ თურქეთში და ტამიფლუთი სავსე ყუთებით დაბრუნდეთ უკან?
“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პრეპარატ “ტამიფლუზე” ფასების ზრდას სოციალურ ქსელში ეხმაურება. “ტამიფლუს ფასებზე: მაღალი მოთხოვნის გამო შეიქმნა ამ პრეპარატის დეფიციტი. მომწოდებლებმა გაზარდეს ფასები. ეს არის არა უბრალოდ ნორმალური, არამედ სწორიც. პირველი სცენარი: ერთ შემთხვევაში მომწოდებლები არ ზრდიან ფასს; დეფიციტური პროდუქტი ხვდება მათ ვინც პირველი მიდის აფთიაქში; ყველა შემდეგი მიმსვლელი რჩება ხელცარიელი; მათში ვისაც შეხვდა პრეპარატი, უმეტესობა ისეთია ვისთან შედარებითაც უამრავ სხვა ადამიანს უფრო სჭირდება ის და მზად არის მეტი გადაიხადოს (მაგრამ პრეპარატი აღარ არის გაყიდვაში). ეს სამართლიანია? მეორე სცენარი: დეფიციტის გამო მომწოდებელი ზრდის ფასს; პრეპარატს ყიდულობენ ისინი, ვინც ფიქრობს რომ მისთვის ის უფრო აუცილებელია და მზადაა მასში მეტი გადაიხადოს. ცხადია მეორე სცენარის შემთხვევაშიც აღმოჩნდებინ ადამიანები რომლებისთვისაც პრეპარატი მნიშვნელოვანია, მაგრამ ვერ იყიდიან ფასის გამო. მაგრამ მეორე სცენარი მაინც უფრო სამართლიანია ვიდრე პირველი. რა შეიძლება იყოს ალტერნატივა? რაღაც ბრძენი ორგანო, რომელიც დაადგენს დროის კონკრეტულ მომენტში ვის უფრო მეტად სჭირდება პრეპარატი და მისცემს მას. ეგეთი ბრძენი ორგანო არ არსებობს. ვერ იარსებებს. და მსგავსი რამის დადგენა შეუძლებელია რადგან ცალკე აღებული ინფიცირებული ადამიანის მდგომარეობა შეიძლება იცვლებოდეს ყოველწამიერად, და, შესაბამისად თუ ერთს უფრო სჭირდება პრეპარატი ახლა, 1 წამის შემდეგ მეორეს შეიძლება უფრო სჭირდებოდეს. ამიტომ, ‘ბაზარი დაარეგულირებს’ არის ყველაზე სამართლიანი შედარებით სხვა ალტერნატივებთან. არა იდეალური, არამედ ყველაზე სამართლიანი და სწორი. პლიუს, მეორე სცენარის შემთხვევაში, გაზრდილი ფასი არის სიგნალი მომწოდებლებისთვის რომ ამ პროდუქტზე შეიძლება მაღალი მოგების ნახვა, რაც განაპირობებს იმას რომ მომწოდებლები მაქსიმალურად სწრაფად (დასწრებაზეა მოგება) ეცდებიან ბაზარზე შექმნილი დეფიციტის აღმოფხვრას – რითიც იხეირებს მომხმარებელი. პრობლემა სხვაგანაა: რატომ არ შეგიძლიათ თქვენ გადაფრინდეთ სადმე და ყუთებით, სწრაფად შემოიტანოთ ტამიფლუ? ან მანქანით გადახვიდეთ თურქეთში და სავსე ყუთებით დაბრუნდეთ უკან 1 დღე-ღამეში? ან გამოიწეროთ და საკურირერო მომსახურებით 2-3 დღეში შემოიტანოთ? ხომ ნახავდით მოგებას და დაეხმარებოდით (შედარებით იაფად მიაწვდიდით პრეპარატს) უამრავ ადამიანს? თუ მიხვდებით რა გიშლით ხელს, იმასაც მიხვდებით რატომაა ბაზარზე დეფიციტი, რატომ ვერ ყიდულობს ამდენი ადამიანი საჭირო პრეპარატს და რატომ ელოდება როდის შეავსებს მარაგებს აფთიაქებში ჯანდაცვის სამინისტრო. და მანამ სანამ ამას ვერ ხვდებით, შეეშვით პერეკისზე და ლეღვის ფოთოლზე ღლაბუცს. არც ისე შორს ხართ მაგ ხალხისგან. პ.ს. ‘აუ, ქართველები რანაირი ერი ვართ, ნახეთ რა ღირს ტამიფლუ’ ხალხი ცალკე ტყეში ხართ. იგივე ხდება სხვადასხვა პროდუქტებზე ყველგან დედამიწაზე სტიქიური უბედურებების დროს. არავიზე ცუდი ერი არ ვართ. აზროვნების უნარი გვაქვს სტატიატიკურად ბევრს დაკარგული საბჭოთა განათლების სისტემის გამო და ასეთი ტიპის კომენტარებიც მხოლოდ ამის დასტურია”, – წერს ჯაფარიძე.
---
14.01.2019
მეიდასაშუალება: ალია
"ღორის გრიპიც ლუგარის ცენტრმა დაადგინა, თორემ ვერც გავიგებდით, რასთან გვქონდა საქმე"
გრიპით დაავადების შემთხვევების მატებამ და მასთან დაკავშირებულმა პანიკამ კიდევ ერთხელ წამოჭრა ე.წ. ლუგარის ლაბორატორიის თემა.მოსახლეობის ნაწილს დღემდე სჯერა, რომ ვირუსების გავრცელება ამ ლუგარის ცენტრთან კავშირშია. დღითიდღე უამრავი მითი და აბსურდული ჭორი ვრცელდება იმ ლაბორატორიის შესახებ, რომელიც კავკასიის რეგიონში ერთადერთია და ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრს წარმოადგენს. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტით შეეცადა გაექარწყლებინა ლაბორატორიის ირგვლივ არსებული ჭორები. გთავაზობთ ამ პოსტს: "მითი ლუგარის ლაბორატორიის შესახებ მის უშუალო დაფუძნებამდე, სანამ ჯერ კიდევ პროექტში იყო, 2000იანი წლების დასაწყისიდან მოდის. თუმცა, პერიოდულად აქტიურდება. ოქტომბერში თვით პუტინმაც კი "შეგვაშინა" - იქ ცუდები მუშაობენ და საშიშ ცდებს ატარებენ ადამიანებზეო. ბოლო რამდენიმე კვირაა, ღორის გრიპის გავრცელებასთან ერთად, კიდევ ერთხელ გააქტიურდა ეს მითი და ამ დღეებში ბევრი პოსტი ვნახე, სადაც ხალხი წერს - ხელოვნურად ავრცელებს ლუგარის ცენტრი ვირუსებსო. რუსული დეზინფორმაცია არახალია. განსაკუთრებით ჭირს ხოლმე ასეთი დეზინფორმაციების მოგერიება, როცა საქმე სპეციფიურ თემებს ეხება. სამედიცინო სფეროში სპეციალისტების გარდა სიღრმისეულად ვერავინ ვერკვევით. ასეთ საკითხებზე შეთქმულების თეორიების აზვირთება უფრო ადვილია. როგორც წესი, ინფორმაციის გადამოწმებით თავს ცოტა ვინმე თუ იღლის. ელემენტარულად, ლუგარის ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც კი არ შევლენ, რომ უკეთ გაარკვიონ, რა ხდება და სინამდვილეში რას ემსახურება ეს ცენტრი. უფრო ადვილია შეთქმულების თეორიის დაჯერება, მისი გადაუმოწმებლად გავრცელება და იმის წარმოდგენა, რომ უპირატესობა გვაქვს, გავშიფრეთ რა "ამერიკელების მავნებლური გეგმა ქართველი ერის წინააღმდეგ". რუსეთის ტყუილები ლუგარის ცენტრზე ძირითადად მუშაობს შემდეგი პრინციპით: შეაგდე ჭორი, გასტყორცნე ჰაერში ტყუილი და მტკიცების ტვირთი აჰკიდე მეორე მხარეს. როდესაც ფაქტებით შეეწინააღმდეგებიან შენს ბრალდებებს, მხრები აიჩეჩე და თქვი: - მერე რა, რომ ვერ ვადასტურებთ, ხომ შეიძლება რაღაც კონკრეტული მოვლენის შესახებ ფაქტები არ გვქონდეს, მაგრამ ის მაინც არსებობდეს? ან ასე თქვი: - ჩვენ არ ვამტკიცებთ არაფერს, ჩვენ კითხვებს ვსვამთ, იქნებ ასეა, როგორც ჩვენ ვამბობთ". ზუსტად ასე უპასუხეს BBC-ის ჟურნალისტს, რომელიც ლუგარის ცენტრზე იგორ გიორგაძის მიერ გავრცელებულ ბრალდებაზე საგამოძიებო სიუჟეტს აკეთებდა და მტკიცებულებებით ამხილა ზახაროვა და გიორგაძე სიცრუეში. რეალური ფაქტები კი ლუგარის ცენტრზე ასეთია: 1. ცენტრი ამერიკელების მხარდაჭერით აშენდა და გაიხსნა 2011 წელს, ხოლო 2013 წლიდან ის მთლიანად ექვემდებარება საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს. 2. ცენტრი ემსახურება დაავადებათა გამომწვევი მიკროორგანიზმების აღმოჩენას და ეპიდემიებთან ბრძოლის მეთოდების შემუშავებას. 3. ლუგარის ცენტრის გახსნამდეც იკვლევდნენ ქართველი მედიკოსები დაავადებებს და იმ დროს საშიში პათოგენები არცთუ უსაფრთხოდ ინახებოდა საქართველოს ლაბორატორიებში, მათ შორის თბილისშიც. ამჟამად კი, საკვლევი მასალა/პათოგენები სრულიად უსაფრთხოდ არის დაცული ლუგარის ცენტრში და უამრავ სამედიცინო სფეროს პროფესიონალს აქვს საშუალება იმუშაოს პათოგენების შესწავლა-დამარცხებაზე. სხვათა შორის, ამ ულტრათანამედროვე ლაბორატორიით სარგებლობენ არა მხოლოდ ქართველი, არამედ სხვადასხვა საერთაშორისო სპეციალისტები, მათ შორის ჩვენი რეგიონიდან. 4. აღსანიშნავია, რომ ლუგარის ცენტრში არაერთ რუს სპეციალისტს აქვს ნამუშევარი და, შესაბამისად, მათ შესანიშნავად იციან, რომ არაფერი საშიში ლუგარის ცენტრში არ ხდება. 5. კითხვაზე, რა სარგებლობა მოაქვს და "რას მიკეთებს ლუგარის ცენტრი": ცენტრის დამსახურებისთვის თუნდაც ც ჰეპატიტის აღმოფხვრის მასშტაბური პროექტის განხორციელების დასახელებაც კმარა. ეს ღორის გრიპიც, ახლა რომ ყველას გვაშინებს, ლუგარის ცენტრში დადგინდა რაც იყო, თორემ, სავარაუდოდ, ვერც გავიგებდით რასთან გვქონდა საქმე. 6. ჰო, კიდევ ბევრგან წავაწყდი მოსაზრებას, რომ თუ ასეთი კარგია ეს ბიოლაბორატორია, ამერიკის ტერიტორიაზე რატომ არის აკრძალულიო. მეგობრებო, დაგუგლეთ და თავად დარწმუნდებით, რომ აშშ-ში ასობით ასეთი ბიოლაბორატორია მოქმედებს".
---
14.01.2019
მეიდასაშუალება: ასავალ-დასავალი
ქართველმა აკადემიკოსმა "ღორის გრიპის" საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნა!
2009 წელს, როდესაც მთელ მსოფლიოში "ღორის გრიპის" ეპიდემია მძვინვარებდა, "მოამბის" მთავარი გამოშვება დაიწყო სენსაციური ინფორმაციის გადმოცემით: "ღორის გრიპი" დამარცებულია და მისი წამალი საქართველოში შეიქმნა! 2009 წელს "მოამბის" მიერ მომზადებული სიუჟეტი შეეხებოდა ქართველი მეცნიერის, ექიმი-ნევროპათოლოგის, საერთაშორისო ჰომეოპათიური ლიგის წევრის, საქართველოს ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემისი აკადემიკოსის კახა საბახტარაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილ უნიკალურ, მცენარეული წარმოშობის პრეპარატს "გრიპისი-საბა"-ს, რომელიც მისი გაუმჯობესებული ფორმულის "იმუნო-ჰერბის" სახელწოდებით საქართველოს ნებისმიერ სააფთიაქო ქსელში უკვე ხელმისაწვდომია! საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წამლის სააგენტომ შეისწავლა რა "იმუნო-ჰერბის" შესახებ არსებული მასალები, ეს მცენარეული წარმოშობის ჰომეოპათიური საშუალება დაარეგისტრირა, როგორც III ჯგუფის სამკურნალო წამალი, რაც იმას, ნიშნავს, რომ მისი მიღება ნებადართულია ექიმის დანიშნულების გარეშეც გვერდითი მოქმედებების არარსებობის გამო.
---
14.01.2019
მეიდასაშუალება:ალია
გაგრძელდება თუ არა არდადეგები, რადგან თებერვლიდან ვირუსის მატებას ისევ ელიან?
განათლების სამინისტრომ და თბილისის მერიამ, სკოლებსა და ბაღებში სწავლის დაწყება აღსაზრდელების, სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების ჯანრმთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციის საფუძველზე 21 იანვრამდე გადადო. რა აჩვენა შექმნილმა სიტუაციამ, რამდენად მომზადებული შეხვდნენ ხელისუფლება და შესაბამისი უწყებები ზამთრის მომეტებულ ვირუსებს, რა არის გამოსავალი, როდესაც თებერვლიდან ვირუსების მატებაა მოსალოდნელი? როდემდე გააჩერებენ ბავშვებს სახლში? "ალიას" 85-ე ბაღიუს ყოფილი გამგე ინგა გუგავა ესაუბრა: -თვალში საცემი გახდა, რომ სახელმწიფო უწყებები იყვნენ აბსოლუტურად არაკოორდინირებული. ყველა უწყება ურთიერთგამომრიცხავ რამეს გვეუბნებოდა. მშობლების დიდი ნაწილი შეშინებულია და ამბობენ, რომ არ გაუშვებენ ბავშვებს ბაგა-ბაღებში, საინტერესოა როდემდე არ გაუშვებენ, ან როდემდე გადადებს ხელისუფლება სწავლის დაწყებას. -გამოსავალს რაში ხედავთ? -აუცილებლად უნდა ჩატარდეს საინფორმაციო კამპანია. აცრები დროულად უნდა ჩატარდეს, ამაზე უნდა მუშაობდეს უკლებლივ ყველა უწყება. ამ ქვეყანაში არავინ არაფრის მომკითხავი არაა -რა ხდება პირბადეებსა და თერმომეტრებზე. ფაქტობრივად ადამიანის სიცოცხლით ვაჭრობენ გარკვეული სამსახურები. რა ეკონცერტება ჩვენს მერს, საჯიშე ახალგაზრდები გვეხოცებიან ყოველდღე გრიპის ვირუსის გამო. სამწუხაროა, რომ ვერავინ იცლის ადამიანებისთვის, კუბოებს იძენს ჩვენი მერი და მრცხვენია, რომ ასეთი მერი გვყავს. დიმიტრი შაშკინი, განათლების და მეცნიერების ყოფილი მინისტრი: -სწავლის გადადება არ არის გამოსავალი, ეს არის მხოლოდ პრობლემის შემცირება. გამოსავალი მხოლოდ ერთია -პრობლემის მოგვარების ირგვლივ უნდა გაერთიანდნენ ხელისუფლება და მშობლები. ხარისხიანი აცრა ძვირია. ჯანდაცვის სამინისტრომ ამას უნდა მიაქციოს ყურადღება.
---
14.01.2019
მეიდასაშუალება:ალია
ჯანმრთელობას გისურვებთ, ბატონო მინისტრო, ექიმი არ დაგაჭირვოთ უფალმა!
სპორტული ჟურნალისტი ბაჩანა მოლოდინაშვილი 2018 წლის 12 მაისს გარდაიცვალა. მანამდე გაცივდა, მერე ფილტვების ანთება დაემართა, 25 აპრილს ტუბდისპანსერში გაგზავნეს, სადაც რამდენიმე დღე დაჰყო. ტუბი გამოირიცხა თუ არა, ექიმი იძულებული გახდა, შესაბამის კლინიკაში გაეწერა, ასე მოხვდა "ევექსში", სადაც 4 დღეში და 22 საათში მოარჩინეს და ბინაზე გაწერეს. დაჩირქებული ფილტვი 4 დღეში და 22 საათში "გამოჯანსაღეს", მერე რა, რომ ჯანდაცვის ასმინისტროს ლიმიტი ასეთ ავადმყოფებზე 15 ათასი ლარია, მერე რა, რომ თანხის ნაწილიც ძლივს გახარჯეს - გამოჯანსაღდა და ხომ ვერ გააჩერებდნენ. სანამ გაწერდნენ, რენტგენიც არ გადაუღეს, მკურნალობის პერიოდში დინამიკა გაუმჯობესდაო, გვითხრეს. მერე რა, რომ მკურნალობის პერიოდში, დინამიკაში ფილტვს არ დაკვირვებიან, არ გადაუღიათ სურათი - ის სურათი ეყოთ, 4 დღის და 22 საათის წინ გადაღებული, საავადმყოფოში რომ ფეხი შედგა, მაშინ გადაღებული ტომოგრაფა ეყოთ და გაწერეს, გაწერეს ბინაში და სასიკვდილოდ გაიმეტეს, გაწერეს იქ, სადაც ახლა განისვენებს. 4 მაისს გონება დაკარგა და "ამტელის" კლინიკაში გადაიყვანეს - 3 საათში გამოწერა "ამტელის" კლინიკამ, სამ საათში გამოაგდო გარეთ! "ალიას" მკითხველმა ეს ტრაგიკული ისტორია კარგად იცის, ახლა კი ამ ამბის ახალი დეტალები: როგორც შსს სამინისტროს პრესსამსახურმა გვაცნობა, სისხლის სამართლის 116-ე მუხლითაა ( სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) საქმე აღძრული და ექიმთა უმრავლესობა დაკითხულია. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ დაასკვნა, რომ 5 ექიმის, "ევექსის" 4 ექიმისა და "ამტელის" 1 ექიმის დარღვევები გამოვლინდა და მათი პროფესიული პასუხისგების საკითხი დაისვა. დაველოდები გამოძიებას, ვნახოთ შსს რას გადაწყვეტს, სასამართლო რას იტყვის. მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს: ბატონო მინისტრო, დიდი იმედი მაქვს, როცა ექიმების მოხსენებით ბარათებს, კლინიკების შინაგანაწესს გაეცნობით, დარწმუნდებით, რომ რეგულირების სააგენტოს კომისიის მუშაობა არ არის სრული და კითხვები უნდა დაესვათ კლინიკების დირექტორებს, განყოფილების გამგეებს, უნდა დადგეს იმ ადამიანთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა ბრძანებებსა და მითითებებსაც მორიგე ექიმები ასრულებენ. ჯანმრთელობას გისურვებთ, ბატონო მინისტრო, ექიმი არ დაგაჭირვოთ უფალმა!
---
14.01.2019
მეიდასაშუალება: რეზონანსი
H1N1-ის ვირუსის გართულების გამო სტაციონარებში 660 პაციენტი მკურნალობს
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ვირუსის გართულების გამო სტაციონარში 660 პაციენტი მკურნალობს, მათგან 42-ის ჯანმრთელობის მდგომაროება რთულია. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული 15 შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა უცნობია, იმ შემთხვევების რაოდენობა, როდესაც კვლევა არ ჩატარდა. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს" უფასოდ მიიღებს. გუშინ საქართველოში „ტამიფლუს" ახალი პარტია -13 000 კოლოფი შემოვიდა.
---
14.01.2019
მეიდასაშუალება: რეზონანსი
დასახელდა რეგიონები, სადაც გრიპის ვირუსი ყველაზე მეტად და ნაკლებად არის გავრცელებული
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, გრიპის ვირუსი ყველაზე მეტად აჭარასა და იმერეთშია გავრცელებული. მისი თქმით, შედარებით მშვიდი ვითარებაა ქვემო ქართლსა და კახეთში. მის კომენტარს სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ სასწრაფოს გამოძახების მაჩვენებელმა იკლო, თუმცა იზრდება თვითმიმართვიანობა. "რეგიონული განაწილების მხრივ შედარებით სიმშვიდე გვაქვს ქვემო ქართლში და კახეთში, შედარებით დაძაბულია სიტუაცია აჭარასა და იმერეთში, ნაკლები - სამეგრელოში. რა თქმა უნდა, რადგან ძირითადი საავადმყოფოები თბილისშია, დიდი დატვირთვა დედაქალაქზე მოდის", - თქვა გამყრელიძემ.
---
14.01.2019
მეიდასაშუალება: რეზონანსი
"პირბადე ვერსად ვერ ვიყიდე" - ხალხი მის შესაძენად რეგიონებიდან თბილისში ჩამოდის
რუსთავში პირბადეების დეფიციტია. რუსთაველები რუსთავში პირბადეების შეძენას ვერ ახერხებენ. როგორც ადგილოვრივი მცხოვრებლები ამბობენ, აფთიაქებში პირბადეები არ აქვთ. "ინფო რუსთავმა" ინფორმაცია რამდენიმე მსხვილ სააფთიაქო ქსელში: "ავერსში", "პეესპეში", "ჯიპისიში" და შპს "ემ ფარმაში" გადაამოწმა, სადაც ადასტურებენ, რომ პირბადეები დეფიციტშია და არ იციან თუ როდის შეივსება სააფთიაქო მარაგი პირბადეებით. ამიტომ ადგილობრივები პირბადეების შესაძენად ისინი დედაქალაქში მიდიან. მთელს ქვეყანში პირბადეები აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოში ე.წ "ღორის გრიპით" დავადებულთა რაოდენობა გაიზარდა.
---
14.01.2019
მეიდასაშუალება: კვირის პალიტრა
"დროა, მოსახლეობამ გაიგოს, რომ გრიპი სერიოზული დაავადებაა!"
რეკომენდაციები გრიპის ვირუსთან დაკავშირებით როგორც ცნობილია, გრიპის სეზონი ოქტომბრიდან იწყება და აპრილამდე გრძელდება. ამ სეზონზე ე.წ. ღორის გრიპის გააქტიურების შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ამ ეტაპზე გარდაცვლილია 15 კაცი, რამდენიმე ასეული კი სტაციონარში მკურნალობს. თუმცა არსებობს ეჭვი, რომ არაოფიციალური სტატისტიკა ბევრად მძიმეა. მოკლედ, ამ საშიში ვირუსის შესახებ მითი და რეალობა ერთმანეთშია არეული. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვირუსის გავრცელებამ იკლო, თუმცა თებერვალ-მარტში გრიპის გააქტიურების მეორე ტალღას ელოდებიან. ქვეყანაში არსებული რეალური სურათის ასახვისთვის "კვირის პალიტრა" ესაუბრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსს, ექიმ-ეპიდემიოლოგ ხათუნა ზახაშვილს, რომელმაც საზოგადოებისთვის აქტუალურ კითხვებს უპასუხა: რა არის "ღორის გრიპი", რატომ ჰქვია ეს სახელი? ან რას წარმოადგენს, მაგალითად, "ქათმის გრიპი"? - ე.წ. ღორის გრიპის ოფიციალური სახელწოდებაა A(H1N1)pdm09, "ღორის გრიპი" სახალხო, შერქმეული სახელია. ასე იმიტომ დაერქვა, რომ ღორს ემართება... ტერმინი "ქათმის გრიპი" კი არ არსებობს, მხოლოდ ქართული "ფენომენია". სინამდვილეში, ეს ფრინველთა სამყაროში გავრცელებული გრიპის კრებსითი სახელია. ის მრავალ ქვეტიპს მოიცავს და ფრინველისთვის ზოგი უფრო საშიშია, ზოგიც ნაკლებად. ფრინველის გრიპი ადამიანს შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულ პირობებში დაემართოს, მაგალითად, დაავადებულ/მკვდარ ფრინველთან ხანგრძლივი კონტაქტისას, ადამიანიდან ადამიანს არ გადაეცემა. საქართველოში ფრინველის გრიპის ვირუსით ადამიანის ინფიცირების შემთხვევა არასდროს გამოვლენილა, მხოლოდ მკვდარ გედში გამოვლინდა, თუმცა 2006 წელს დაფიქსირდა თურქეთსა და აზერბაიჯანში. მაშინ სასიგნალო სისტემა ამუშავდა და ფრინველის გრიპთან დაკავშირებული საფრთხეების გამო მოსახლეობისთვის რეკომენდაციები გაიცა. რატომ არის დღეს ასეთი პანიკა, "ღორის გრიპი" სხვა დროსაც ხომ გამოვლენილა საქართველოში? ჩვენ მოვიძიეთ სტატისტიკა და აღმოჩნდა, რომ გასულ წლებში უფრო მეტი მსხვერპლი ყოფილა, თუმცა ამ ინფორმაციას, ალბათ, საგანგებოდ არ ავრცელებდნენ. საზოგადოება ეჭვობს, რომ არც ახლა სახელდება ზუსტი მონაცემები - ნაცნობები ყველას გვყავს და ამ ვირუსით დაღუპულებისა თუ დაინფიცირებულების ამბავი სწრაფად ვრცელდება. თუ ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს, სწავლა რატომ გადაიდო? როგორც ვიცი, საქართველოში ასეთი ფაქტი გრიპის ვირუსის გამო არ ყოფილა. - დროა, მოსახლეობამ გაიგოს - გრიპი სერიოზული დაავადებაა, ის ერთდროულად ძალიან ბევრ ადამიანს აავადებს. დღეს მოცირკულირე A(H1N1) გრიპი საქართველოშიც და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაშიც ვრცელდება. უმრავლესობა დაავადებას გადაიტანს და მე-7 დღეს გამოჯანმრთელდება, მაგრამ ერთი ნაწილი იმდენად მძიმედ ავადდება, რომ ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, ზოგიერთს ინტენსიური თერაპია, ზოგიერთისთვის კი, სამწუხაროდ, საბედისწერო ხდება... გრიპთან ასოცირებული სიკვდილიანობისთვის გამოიყენება ე.წ. შეფასებითი მეთოდები. თუ გადახედავთ მსოფლიო მასალებს, ზუსტი მონაცემი არსად სახელდება. სიდიდე ყველგან შეფასებითი და მიახლოებითია, თანაც შეფასება არ უნდა გაკეთდეს შუა პროცესში, ყველაფერს თავისი დრო აქვს. გარდა ამისა, პირადი ინფორმაციის გასაჯაროება კანონის დარღვევაა. რაც შეეხება სწავლის გადადებას, 2016 წელსაც შეჩერდა სასწავლო პროცესი. ასეთი ქმედების ეფექტი ავადობის ტალღის შენელებაა, ანუ დაავადებულთა რაოდენობა ზვავურად აღარ მოიმატებს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გარდაცვლილთა უმრავლესობას ქრონიკული დაავადება ჰქონდა და ფატალური დასასრულის მიზეზიც ეს გახდა. თუმცა, როგორც ამბობენ, ამ ვირუსმა სრულიად ჯანმრთელი მოქალაქეებიც იმსხვერპლა. რა არის გარდაცვალების მთავარი მიზეზი? - ვიმეორებ: გრიპს ბევრი მშვიდობიანად გადაიტანს, თუმცა ზოგიერთისთვის გართულდება და მცირე ნაწილისთვის შეიძლება მომაკვდინებელიც იყოს. როდის გასაჯაროვდება სტატისტიკა, შეფასებითი მაჩვენებელი, როდის გახმაურდება პირადი ინფორმაცია და ა.შ., ამ საკითხებზე უკვე მოგახსენეთ. რა განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებს ამ ვირუსს და რა განაპირობებს დაავადების მძიმე მიმდინარეობას? - ეს ვირუსი პირველად მსოფლიოში 2009 წელს გამოჩნდა. ეს იყო XXI საუკუნეში პირველი პანდემია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) მონაცემებით, მხოლოდ ამ წელს მსოფლიოში გარდაცვლილთა რიცხვმა 600 000 კაცს მიაღწია. ისევ გავიმეორებ - გრიპი არ არის სახუმარო დაავადება! გართულება უმთავრესად ფილტვების ანთებაა, რომელიც შეიძლება იყოს პირველადად ვირუსული, ანუ გრიპის ვირუსით გამოწვეული, და მეორადი, ანუ ბაქტერიული. ამიტომაც ამის დადგენა და მართვა პროფესიონალებს უნდა მიანდოთ. დავით სერგეენკოს თქმით, დაავადების ინტენსივობამ იკლო, თუმცა ერთ დღეში ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა 616-დან 845-მდე, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულ პაციენტთა რიცხვი კი 39-დან 44-მდე გაიზარდა. სიმართლე გითხრათ, ჯანდაცვის მინისტრის ეს "მათემატიკა" ვერ გავიგე - დაავადების ინტენსივობა შემცირდა, მაგრამ ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა გაიზარდა? - ეს იმას ნიშნავს, რომ დაავადება მძიმედ მიმდინარეობს, ჰოსპიტალიზაციის რიცხვი კუმულაციურად ითვლება და გრიპის გამო საავადმყოფოში მოხვედრილ პირს მეორე დღეს რომ ვერ გამოწერენ, ცხადია. მინისტრმა ეს მექანიზმი ახსნა. რა უნდა გავაკეთოთ პრევენციისთვის? ხელები რომ უნდა დავიბანოთ და ნიორი ვჭამოთ, ეს ისედაც ვიცით ბებიებისგან, მაგრამ პროფესიონალებისგან სხვა რეკომენდაციებს ველით. - არანაირი სამეცნიერო მტკიცებულება გრიპის პრევენციის შესახებ არ არსებობს. ხელების დაბანა მართლაც შველის ინფიცირების შემცირებას. გრიპის გავრცელებისას ხელები ისედაც კი არ უნდა დავიბანოთ, ძალიან ხშირად უნდა დავიბანოთ! ნივრის რა გითხრათ და, გრიპის პირდაპირი პრევენციის ერთადერთი ეფექტიანი საშუალება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა, არაპირდაპირი პრევენცია კი ჯანსაღი ცხოვრების წესი! უნდა მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს, ანუ ავადმყოფები სრულ გამოჯანმრთელებამდე შინ უნდა დარჩნენ. ხშირად გაანიავეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, დაასუფთავეთ შენობა სველი წესით, დაიცავით ხველის, ცემინების ეტიკეტი და თუ გაქვთ გრიპის სიმპტომები, დროულად მიმართეთ ექიმს! როგორ მოვიქცეთ, თუკი აცრა დაგვიანებულია? - მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალური ეფექტიანობისთვის აცრა უმჯობესია გაკეთდეს გრიპის ვირუსის ცირკულაციის დაწყებამდე (გამოჩენამდე), ახლაც არ არის დაგვიანებული. აცრა დაავადების პრევენციისთვის საუკეთესო საშუალებაა. ვინც უკვე გადაიტანა გრიპი, აცრის გაკეთებას აქვს აზრი? - გრიპის გადატანის შემდეგ ორგანიზმს უვითარდება იმუნიტეტი, რომელიც საშუალოდ 6 თვე იცავს ადამიანს დაავადებისგან. თუმცა ეს იმუნიტეტი ტიპო- და ქვეტიპოსპეციფიკურია. მაგალითად, თუ გადავიტანეთ გრიპი, რომელიც გამოწვეული იყო A/H1N1 ტიპის ვირუსით, განვითარებული იმუნიტეტი არ დაგვიცავს B ტიპის გრიპისგან. ვაქცინაში 3 ან 4 სხვადასხვა ტიპის ვირუსია გაერთიანებული და ვაქცინით შეძენილი იმუნიტეტი ამ ყველა ტიპისგან გიცავთ! როგორია H1N1 ტიპის ვირუსით გამოწვეული გრიპის სიმპტომები? აუცილებლად სიცხემ უნდა აგვიწიოს თუ უსიცხოდაც მიმდინარეობს? ანტიბიოტიკი უნდა მივიღოთ? როგორ მივხვდეთ, თუ გრიპი რთულდება? ანალიზის გაკეთებას თუ აქვს აზრი? ამბობენ, ისედაც ცხადია, რომ 95% H1N1 ტიპის ვირუსიაო. - H1N1 ქვეტიპის ვირუსით გამოწვეული სიმპტომები არ განსხვავდება გრიპის სხვა ვირუსებით გამოწვეული სიმპტომებისგან. გრიპისთვის დამახასიათებელი ყველაზე ხშირი სიმპტომებია: ცხელება, ხველა, სისუსტე, ოფლიანობა, სახსრების, თავისა და კუნთების ტკივილი. ექიმისგან დამოუკიდებლად სიცხის დამწევი საშუალებების მიღება შეიძლება, თუმცა დაუშვებელია კონსულტაციის გარეშე ანტიბიოტიკების გამოყენება. ანტიბიოტიკი გამოიყენება გრიპის გართულების სამკურნალოდ, რისი დიაგნოზიც ექიმმა უნდა დასვას. რაც შეეხება ანალიზს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შესაბამისად, როდესაც ქვეყანაში დასტურდება გრიპის ვირუსის აქტიური ცირკულაცია, ზემოთ ნახსენები სიმპტომების არსებობისას კლინიცისტს შეუძლია ლაბორატორიული კვლევის გარეშეც დაუყოვნებლივ დაიწყოს ანტივირუსული მკურნალობა. რა შემადგენლობა აქვს გრიპის ვაქცინას და შეუძლია თუ არა გართულების გამოწვევა? - გრიპის ვაქცინის შემადგენლობა ყოველწლიურად ადაპტირდება გასული წლის განმავლობაში გავრცელებული შტამების შესახებ ინფორმაციის გაანალიზებით. ამის მიხედვით ხდება მომდევნო სეზონზე სავარაუდო წამყვანი როლის მქონე გრიპის ტიპების პროგნოზირება. როგორც წესი, გრიპის ვაქცინა სამ და ოთხ შტამს შეიცავს, რომელთა შორის ორი A ტიპისაა, ხოლო ერთი (ან ორი, ოთხკომპონენტიანი ვაქცინის შემთხვევაში) - B ტიპის. ვაქცინაციას შეიძლება მოჰყვეს მცირე გვერდითი მოვლენები, რომელთა შესახებაც ექიმი გაგაფრთხილებთ. ის, რომ გრიპის ვაქცინამ გამოიწვია გრიპით დაავადება, მითია! ეს ფიზიკურად შეუძლებელია! რამდენ ხანს არის ე.წ. ღორის გრიპით დაავადებული ადამიანი საშიში გარშემო მყოფებისთვის? - დაავადებული გრიპს ავრცელებს სიმპტომების დაწყებამდე 1 დღით ადრე და სიმპტომების დაწყებიდან საშუალოდ 1 კვირის განმავლობაში. რა შემთხვევაში უნდა მიიღოს პაციენტმა "ტამიფლუ"? ამბობენ, რომ ბევრი უკუჩვენება აქვს, 3 წელი ღვიძლში ილექება და ანადგურებს ორგანიზმსო. - "ტამიფლუთი" თვითმკურნალობა არ არის რეკომენდებული. მისი სარგებელი თუ ზიანი ექიმმა უნდა შეაფასოს. ანტიბიოტიკებსაც ბევრი გვერდითი ეფექტი აქვს, თუმცა მოსახლეობაში ნაკლებად ნეგატიურ განწყობას იწვევს, ვიდრე "ტამიფლუ". "ტამიფლუ" ერთ-ერთი ანტივირუსული პრეპარატია, რომელსაც დადასტურებულად აქვს გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო მოქმედება. მისი გამოყენებით ტარდება გრიპის ეტიოლოგიური მკურნალობა. პროფესიონალები ამბობენ, რომ განსაკუთრებულ შემთხვევაში ინიშნება "ტამიფლუ" და რომ ჯერჯერობით მხოლოდ 180-მა კაცმა მოიხმარა. თუ ასეა, აფთიაქებიდან რატომ გაქრა, ყოველი შემთხვევისთვის ყიდულობენ? - "ტამიფლუ" მხოლოდ განსაკუთრებულ სიტუაციებში არ უნდა ინიშნებოდეს, რადგან, როგორც გითხარით, გრიპის ეტიოლოგიური მკურნალობისთვის გამოიყენება და მოგეხსენებათ, გრიპი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არა გვაქვს ინფორმაცია, ვინ და რა მიზნით შეიძინა "ტამიფლუ". თუ "ტამიფლუ" არა, მაშ, რა მივიღოთ? - არსებობს სხვა ანტივირუსული პრეპარატებიც, მაგალითად, "რელენზა". - ვირუსის გამოვლენის რომელი დღიდან არის ანტიბიოტიკი რეკომენდებული? - გრიპით დაავადებულს ანტიბიოტიკი უნდა დაენიშნოს მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდგომ, მეორადი ბაქტერიული ინფექციის მკურნალობის მიზნით. შეგახსენებთ, რომ ანტიბიოტიკი გამოიყენება ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ და არა ვირუსული ინფექციებისას, რომელთაც გრიპი განეკუთვნება. უცხოეთში როგორ იქცევიან ამ ვირუსის შემოტევის დროს? - ჩვენ მიერ მოწოდებული რეკომენდაციები უნივერსალურია მთელი მსოფლიოსთვის და ემყარება საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების გამოცდილებას. თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში გრიპის ვაქცინაცია მოსახლეობის ფართო ფენებს აქვთ ჩატარებული და შესაბამისად, დაცული არიან მძიმე და ლეტალური შემთხვევებისგან. იმავდროულად, არსებობენ ქვეყნები, სადაც არავინ იცრება, ზოგიერთი ქვეყანა კი გრიპის შემთხვევების სამკურნალოდ ანტივირუსულ პრეპარატებს იყენებს, ჯერ არც სმენიათ ამ ტიპის პრეპარატების შესახებ. არის თუ არა ეპიდემიის საფრთხე? თებერვალ-მარტში გართულების მეორე ტალღას ელიან... - ამჟამად საქართველოსა და ჩრდილო ნახევარსფეროს ქვეყნებში გრიპის სეზონური მატებაა, რომელიც საშუალო ინტენსივობის დონეზეა და იმედია, აღარ მოიმატებს. თებერვალში შეიძლება გრიპის სხვა ქვეტიპი გააქტიურდეს. ამიტომ გრიპის მოცირკულირე ვირუსებზე ყოველკვირეულ მონიტორინგს ვატარებთ. რომელი ვირუსია აქტიური, საზოგადოება ცენტრის ვებგვერდის საშუალებით შეიტყობს. თუ წელს გადავრჩით და გრიპის სეზონი გავაცილეთ, მომავალი წლისთვის როგორ მოვიქცეთ? - გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არასდროს არ არის გვიან. ვაქცინაცია ყოველწლიურად უნდა ჩატარდეს. აიცერით და იყავით დაცული!
---
14.01.2019
მეიდასაშუალება: კვირის პალიტრა
"ტამიფლუ" უფასოდ ყველასთვის
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სეზონური გრიპის ავადობის პრევენციისა და შემცირების მიზნით გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ "ტამიფლუს" ექიმის დანიშნულების შემთხვევაში საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს. პრეპარატი თავიდანვე უფასოდ მიწეოდებოდათ ორსულებსა და სოციალურად დაუცველ პირებს. "ქვეყანაში "ტამიფლუს" 13 000 სამკურნალო დოზა ჩამოვიდა, რაც სრულიად საკმარისი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთხოვნა გაიზრდება", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის თქმით, H1N1 ვირუსით დაავადებულთა პიკური რაოდენობა იყო 100 000 მოსახლეზე 277 ინფიცირებული, შემდეგ კი - 256. "ვფიქრობ, ახლა უფრო ნაკლები იქნება. ამჟამად სტაციონარებში 640 პაციენტი მკურნალობს, მათგან 42 - რეანიმაციულ განყოფილებაში," - განაცხადა მან.
---
14.01.2019
მეიდასაშუალება: რეზონანსი
2 კაცი ნარკოტიკები გამო რეანიმაციაში მოხვდა - 1 დაიღუპა, მეორე ძლივს გადარჩა
ახალი წლის დღეებში მხოლოდ ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გაურკვეველი ნარკოტიკული ნივთიერებით მოწამვლის კიდევ ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა მათგანი ახალგაზრდაა. „ორი პაციენტი რეანიმაციაში შემოვიდა, თუმცა უკვე გავწერეთ. კიდევ ოთხი პაციენტი მიმღებიდან იქნა გაწერილი. ძირითად შემთხვევაში დაუდგენელი სუბტანცია ფიქსირდებოდა. ერთი გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა ხუთი დღის წინ. 60 წლის მამაკაცი ნარკოკომით გარდაცვლილი შემოყვანა სასწრაფომ. ახალი წლის პერიოდში რამეს განსაკუთრებული გააქტიურება ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის არ ყოფილა", - განაცხადა „პრაიმტაიმთან" ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევან ბესელიამ. სავარაუდო ნარკოტიკული ნივთიერებებით ინტოქსიკაციის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოში, თუმცა კონკრეტულად რომელი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შედეგად მოხვდნენ პაციენტები სამედიცინო დაწესებულებაში, კლინიკაში ვერ აკონკრეტებენ.
---
12.01.2019
მეიდასაშუალება: რეზონანსი
დღეიდან "ტამიფლუ" ყველა მოქალაქეზე უფასოდ გაიცემა
ანტივირუსული მედიკამენტ „ტამიფლუ" არამხოლოდ რისკ-ჯგუფებისთვის, არამედ ყველა მოქალაქისთვის უფასოდ გაიცემა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. „მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს ყველა მოქლაქეზე ანტივირუსული პრეპარატი გაიცეს სახელმწიფო სუფსიდირებით, ანუ მოქალაქეებზე გაიცეს უაფსოდ, ხვალ დავიწყებთ ამის განხორციელებას", - განაცხადა დავით სერგეენკომ. ამ დრომდე, „ტამიფლუ" უფასოდ გაიცემოდა რისკ-ჯგუფის პაციენტებისათვის, ექიმის დანიშნულების (ფორმა N100) საფუძველზე მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებიდან. რისკ-ჯგუფში შედიან: სოციალურად დაუცველები, ასაკით პენსიონერები, ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები; ფილტვის ქრონიკული დაავადებები; დიაბეტი; ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები), ონკოლოგიური პაციენტები, ბავშვები.
---
12.01.2019
მეიდასაშუალება: ახალი თაობა
როგორია გრიპის გავრცელების მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელთან დაკავშირებით სტატისტიკა მოიყვანა. როგორც ირკვევა 2009 წელს გრიპის ვირუსის ავადობის პიკი იყო, კერძოდ მაშინ 100 000 მოსახლეზე დაავადებულთა რაოდენობა 1 550 ადამიანი იყო. რაც შეეხება შემდეგ წლებს, 100 000 მოქალაქეზე ავადობის მაჩვენებლები ასეთი იყო: 2011-2012 წლებში იყო 490; 2012-2013 წლებში – 384; 2013-2014 წლებში იყო 480; 2015-2016 წლებში 257; 2016-2017 წლებში – 400; 2017-2018 წელს – 196 და დღეს გვაქვს 256. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ეს ციფრები ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი მდგომარეობა უნიკალური არ არის. რაც შეეხება გრიპის ვირუსით გარდაცვალების ფაქტებს, "რადიო თავისუფლება" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით ბოლო 10 წლის შედეგებს აჯამებს. 2009-2010 წლებში გრიპის ვირუსით 33 ადამიანი გარდაიცვალა; 2010-2011 წლებში - 53 ადამიანი; 2011-2012 წლებში 5 ადამიანი; 2012-2013 წლებში - 23 ადამიანი; 2013-2014 წლებში - 9 ადამიანი; 2014-2015 წლებში - 10 ადამიანი; 2015-2016 წლებში 50 ადამიანი; 2016-2017 წლებში 6 ადამიანი; 2017-2018 წლებში 2 ადამიანი; 2018-2019 წლებში კი ბოლო მონაცემებით გრიპის ვირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა. დღესვე ჯანდაცვის მინისტრმა ფარმაკოლოგიურ კომპანიებს მოუწოდა, რომ გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და შეძლებისდაგვარად ანტივირუსული პრეპარატის "ტამიფლუს" ფასი დაწიონ. საქართველოს მასშტაბით ანტივირუსული პრეპარატის "ტალიმფუს" მარაგები აფთიაქებში 11 იანვრიდან შეივსება.
---
12.01.2019
მეიდასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
ჯანდაცვის სამინისტრო გრიპის ვირუსს მოუმზადებელი შეხვდა
გრიპი, გაციება, სურდო, A(H1N1) - ზამთარის ვირუსი არავის უკვირს და ყველამ იცის, რომ ამ მხრივ საქართველო გამონაკლისი ქვეყანა არ არის. ევროპის ბევრ ქალაქში დღეს გრიპი ფართოდაა გავრცელებული და ასეა ყოველწლიურად. მეტიც, ხშირად იგი ეპიდემიის სახესაც ღებულობს და მათ შორის ღორის გრიპიც აქტუალურია. თუმცა საქართველო ამ მიმართულებაშიც აღმოჩნდა გამონაკლისი - სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ადგილობრივი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გრიპის ვირუსს მოუმზადებელი შეხვდა. აღნიშნულს დარგის სპეციალისტებიც ადასტურებენ, „კომერსანტი“ ესაუბრა ჯანდაცვის ექპერტებს, რომელთა იდენტიფიკაციას გასაგები მიზეზების გამო არ ვახდენთ. მათი თქმით, დღევანდელმა მდგომაროებამ საბოლოოდ და ნათლად გამოავლინა ჯანდაცვის სამინისტროსა და მთლიანი სისტემის არაპროფესიონალიზმი. „უკვე ყველა ხვდება იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტრო აბსოლუტურად მოუმზადებელი ხვდება გრიპის მორიგ აფეთქებას. არადა, სტატისტიკურად 3-4 წელიწადში ერთხელ გრიპის მასობრივი აფეთექება ხდება და ზუსტად წელს უწევდა ეს პერიოდი. ეს მთელმა მსოფლიომ იცის და ქვეყნები წინასწარ პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ, ჩვენთან კი მსგავსი არაფერი მომხდარა. პირველ რიგში, ჯანდაცვის სამინისტროს უნდა გამოეცა ბიულეტენი, სადაც მითითებულია ვინ, როგორ იქცევა ეპიდემიის დროს. სამინისტროს კი თავის ვებ-გვერდზე 2009 წლის, ანუ 10 წლის წინანდელი სახელმძღვანელო-რეკომედაცია აქვს გამოქვეყნებული, რაც დღევანდელ რეალობას აღარ შეესაბამება. ბრიტანულ მედიცინას, ამერიკული ჯანდაცვის გაერთიანებებს უკვე სხვა სახელმძღვანელოები აქვთ შემუშავებული ეპიდემიის საბრძოლველად. აი, აქედანაც კი ჩანს როგორია სახელწმიფოს დამოკიდებულება დღეს არსებული სიტუაციისადმი“,- აღნიშნავს ექსპერტი. დარგის სპეციალისტების შეფასებებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და მთლიანი სისტემის არაპროფესიოანლიზმი გამოიხატა შემდეგში: ჯანდაცვის სამინისტროს არ დაუანონსებია, რომ გრიპი მოსალოდნელი იყო მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოდან. აღნიშნულ საკითხე საზოგადოებისთვის სექტემბრის თვეში უნდა ეცნობინებინა; სამინისტროს დაანონსების პარალელურად უნდა გაეცა რეკომედაცია ვაქცინაციაზე (აცრა სასურველია სექტემბერი-ოქტომბრის თვეში გაკეთდეს); ვაქცინაცია უნდა იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი და როგორც მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში, საქართველოშიც ამ ხარჯებს სახელმწიფო უნდა ფარავდეს; ღორის გრიპი - ის ასევე მოსალოდენლი იყო როგორც წინა წლებში. შესაბამისად ჯანდაცვის სამინისტროს თავის დროზე მასზეც უნდა გაემახვილებინა ყურადღება და ეწარმოებინა შესაბამისი კამპანია; ტამიფლუ - ღორის გრიპის ეფექტური სამკურნალო საშუალება. დღეს ქვეყანაში მედიკამენტის საკმარისი რაოდენობა არ გვაქვს, მეტიც დეპიციტშია. მნიშვნელოვანია, რომ მისი მიწოდება ბევრად გამარტივებული იყოს. თავის დროზე მედიკამენტის შესაბამისი რაოდენობით უნდა მომარაგებულნიყვნენ სააფთიაქო ქსელები და ფასიც გონივრული დაედგინათ. ასეთ შემთხვევაში დღევანდელი პანიკა არ იქნებოდა; სტაციონარები - სულ ცოტა ხნის წინ გადავიდნენ ჯანდაცვის ცენტრები 24 საათიან სამუშაო რეჟიმზე, რაც დაგვიანებულია. ეს პროცესი დეკემბერში უკვე დაწყებული უნდა ყოფილიყო. დარგის სპეციალისტების შეფასებით ზუსტად ეს ფაქტორები უნდა გაეთვალისწინებინა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს თავის დროზე, რათა დღევანდელი მდგომაროება ბევრად ადვილი და მარტივი გადასატანი ყოფილიყო. „კომერსანტის“ კითხვაზე, თუ რატომ დგება საზოგადოება ყოველწლიურად ერთიდაიგივე პრობლემის წინაშე და რატომ არ იღებს ჯადანცვის სამინისტრო შესაბამის ზომებს - ეპქერტების შეფასებები ასეთია: -„ერთგვარი ტრადიცია გახდა უკვე ეს ყველაფერი. ჯანდაცვის სამინისტრომაც მშვენივრად იცის რა და როდის უნდა გააკეთოს, მაგრამ მისთვის პრიორიტეტი სხვა რამაა. ზოგადად სისტემაშია პრობლემა - ჩვენ ვანვითარებთ ავადობის მედიცინას და არა ჯანმრთელობის მედიცინას. ეს გულისხმობს იმას, რომ პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ პრევენციასა და პროფილაქტიკაზე ყველა მიმართულებით. ასეთ ვითარებაში გამოვა, რომ ვზრუნავთ საზოგადოების ჯანმრთელობაზე. თორემ მერე შესაძლოა გვიანიც აღმოჩნდეს და გვაქვს ამის ნათელი მაგალითებიც“. -„უკვე ათეული წელია სახელმწიფო ბიუჯეტიდან არასწორი მიმართულებით იხარჯება თანხები. ბევრი გვესმის პირველადი ჯანდაცვის განვითარებისა და მისი დაფინანსების შესახებ და ამ დროს არაფერი კეთდება. საზოგადოებრივ ჯანდაცვაში სწორედ ის სეგემენტი შედის რასაც ოჯახის ექიმი, ვაქცინაცია, იმუნიზაცია ჰქვია და ყველა ქვეყანაში ეს არის უფასო. უფრო სწორად სახელმწიფო აფინანსებს“. — რა თქმა უნდა, თუ ჯანდაცვის სამინისტრო გადაწყვეტს, რომ პრობლემას მიუდგეს სერიოზულად, მაშინ დორულადაც გაატარებს პრევენციულ ღონისძიებებს. ბევრი მითქმა-მოთქმა არსებობს რატომ არ დგამს ადეკვატურ ნაბიჯებს; იგივე ლუგარის ლაბორატორიაზეც ითქვა, რომ ამ გზით ვიღაც ფულს შულობს. ეს არავინც იცის და საჭიროა საკითხით პროკურატურაც დაინტერესდეს. საერთო ჯამში კი გეტყვით, რომ რომ არა სისტემის არაპროფესიოანალიზმი ის შედეგები არ გვექნებოდა, რაც გვაქვს.
---
12.01.2019
მეიდასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
საქართველოში ე.წ ღორის გრიპზე სულაც არაგვაქვს მძიმე სურათი
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელი გიორგი კუჭუხიძე საქართველოში ე.წ ღორის გრიპის გავრცელებას ეხმაურება და სოციალურ ქსელშ facebook-ში სტატუსს აქვეყნებს: "„ამ საყოველთაო ისტერიაში ერთ-ორ სიტყვას მეც გეტყვით: გავიგეთ რომ გრიპი სერიოზული დაავადებაა, მაგრამ მთავარი კითხვა რაც ისმის - არის რატომ გვაქვს საქართველოში ასეთი “მძიმე” სურათი განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან. სულაც არ გვაქვს მძიმე სურათი. სამწუხაროდ, სიკვდილობა გრიპს ყოველთვის თან ახლავს. ძირითადად კვდებიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სხვა ქრონიკული დაავადებები, ან არ იცავენ წესებს: არ რჩებიან სახლში მოსვენებულ მდომარეობაში, არ იღებენ დიდი რაოდენობით სითხეს და გართულების შემთხევაში ძალიან გვიან მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებას. ცოდნის და განათლების პრობლემა ჩვენი ძირითადი თავისტკივილია. ვერ ან არ ვიმახსოვრებთ რამოდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს გრიპის შესახებ: 1. გრიპი ძალიან ბევრ სეზონურ ვირუსებს შორის ყველაზე საშიში ვირუსია და ყოველ წელს გვხვდება 2. გრიპის შემთხვევები იმატებს სიცივეში, შემოდგომა-ზამთრის სეზონზე. ანუ მითია რომ იძახიან: “კარგმა ყინვებმა ვერ მოარტყა ერთი, რომ გაწყვიტოს ვირუსები” 3. გრიპი გვხდება სხვა დროსაც, უბრალოდ ერთეული შემთხვევები. სწორედ გვიან გაზაფხულზე და ზაფხულში აღმოჩენილი გრიპის ვირუსები, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სპეციალური დაწესებულებები აღმოაჩენენ ხოლმე, იძლევა საშუალებას, რომ გაკეთდეს სტატისტიკური ანალიზი და პროგნოზი გვიან შემოდგომაზე და ზამთარში რომელი გრიპის ვირუსი იქნება სავარაუდოდ გავრცელებული და ამის მიხედვით ხდება გრიპის ვაქცინის შექმნა, რომელიც როგორც წესი შეიცავს გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში 3 ან 4 ყველაზე ხშირად აღმოჩენილი გრიპის ვირუსის შტამებს. 4. გრიპის ვაქცინას ამზადებენ არააქტიური ვირუსისგან, შესაბამისად აცრით გრიპი თეორიულადაც ვერ დაგემართებათ, ესეც ყველაზე გავრცელებული მეორე მითი: გრიპის აცრით შეიძლება დამემართოს გრიპი. აცრის გაკეთება შესაძლებელი ხდება ოქტომბრიდან და ეს გახლავთ ვაქცინაციისთვის იდეალური პერიოდი, გრიპის სეზონი დაწყებული არ არის და თქვენ იმუნურ სისტემას სათანადოდ ამზადებთ (აცრიდან 2 კვირაა საჭირო რომ თქვენი იმუნური სისტემა მოემზადოს, ამ პერიოდში შეიძლება გრიპი ვინმესგან გადმოგედოთ და დაგემართოთ, ვაქცინისგან დამოუკიდებლად) 5.ყველამ უნდა გაიკეთოს თუ არა გრიპის აცრა? უნდა აიცრას ყველა ის ადამიანი ვისაც ქრონიკული დაავადება აქვს, ასევე ბავშვები და მოხუცები. ეს ყველაფერი იმისთვის რომ ეს ხალხი დაცული იყოს და სეზონის განმავლობაში ნაკლებად გვამცნონ ტელევიზიით გრიპით გარდაცვალების შესახებ დრამატული ინფორმაცია. ჯანმრთელებმა თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, მე მაგალითად ყოველ წელს ვიცრები, არ მინდა ჩემი ორგანიზმისთვის სერიოზული გამოცდის მოწყობა. თუმცა ზოგადად, თუ დაცული იქნება ის მინიმალური წესები რაზეც ზევით ვისაუბრეთ, როგორც წესი, ჯანმრთელი ორგანიზმი გრიპის ვირუსს ერევა. მაგრამ თუ არ აიცრებით და გრიპი შეგხვდებათ, მზად უნდა იყოთ რომ 40 გრადუსამდე სიცხით, ძალიან სუსტ მდგომარეობაში იქნებით რამოდენიმე დღე, შედეგად იქმნება დისკომფორტი ორგანიზმისთვის და დიდი ალბათობა იმისა, რომ ნერვული ფონის გათვალისწინებით ბევრ სისულელეს იფიქრებთ და არ გამორიცხოთ რომ გააკეთებთ კიდეც (მაგალითად წყალბადის ზეჟანგი დაგესიზმრებათ )
---
12.01.2019
მეიდასაშუალება: რეზონანსი
"სასწრაფოს გამოძახებები შემცირებულია, თუმცა გაზრდილია მიმართვიანობა საავადმყოფოებში" - ამირან გამყრელიძე
მოსალოდნელია თუ არა თებერვალსა და მარტში სეზონური გრიპით დავირუსებულთა შემთხვევების ზრდა? დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ კითხვაზე დაზუსტებული პასუხი ჯერ არ არსებობს, თუმცა მისივე ინფორმაციით, მიმდინარე კვირის წინასწარი მონაცემებით, შემთხვევების ზრდა არ უნდა დაფიქსრიდეს. "ამ კვირის წინასწარი მონაცემებით ჯერ ვერ გეტყვით მოსალოდნელია თუ არა თებერვალსა და მარტში შემთხვევების რაოდენობის ზრდა, დაზუსტებული ინფორმაცია გვექნება ორშაბათს. ამ კვირის წინასწარი მონაცემებით, წინა კვირასთან შედარებით ზრდა არ უნდა ჰქონდეს გრიპით დავირუსების შემთხვევებს, ანუ ჩემი წინასწარი ინფორმაციით, ამ კვირის ავადობის მაჩვენებელი იმერყევებს წინა კვირის მაჩვენებელთან პლიუს-მინუს, დაახლოებით, 10%-ში" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ "რეზონანსთან" საუბრისას. მისივე თქმით, საქართველოში საგანგაშო მდგომარეობა შექმნილი არ არის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებათა მაჩვენებელი შემცირებულია. „შეიძლება ითქვას, რომ საგანგაშო მდგომარეობა არ არის, ვართ საშუალო გავრცელების მაჩვენებელზე. გასულ კვირას იყო შემცირება პიკის შემდეგ. სასწრაფოს გამოძახების მაჩვენებელი შემცირებულია დაახლოებით 200 ერთეულით, თუმცა გაზრდილია მიმართვიანობა საავადმყოფოებში," - განაცხადა გამყრელიძემ. იაშვილის საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, არსებული დინამიკა მიუთითებს, რომ გრიპის შემთხვევები კლებულობს, თუმცა შესაძლოა, თებერვალსა და მარტში მოიმატოს. „დეკემბრის ბოლო კვირა ჯამური მომართვიანობა იაშვილში 483 პაციენტს შეადგენდა, იანვრის პირველ კვირაში ჯამური მომართვა 405 პაციენტი იყო. დღეს, დილით, იაშვილში წევს 63 პაციენტი, სადაც დადგენილი გვაქვს გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადების კლინიკური ნიშნების მიხედვით. პაციენტების რაოდენობა, რომლებიც მკურნალობენ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში - მათი რიცხვი არ შეცვლილა, დღესაც მკურნალობს სამი პაციენტი. წინა წლების გამოცდილებიდან და სტატისტიკიდან გამომდინარე, ჩვენ ველოდებით თებერვალსა და მარტში შემთხვევების მატებას,"- განაცხადა იაშვილის სამედიცინო დირექტორმა. ღორის გრიპით, ამ სეზონზე 14 ადამიანი გარდაიცვალა.
---