From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი- 14.02.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>
Received On : 14.02.2019 09:03
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 14.02.2019

ტელევიზია

14.02.2019

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 11:00

იპოთეკური სესხის დაფარვის მოთხოვნით დევნილი ოჯახების განცხადებების მიღების მორიგი ეტაპი დაიწყო. დავით სერგეენკოს უწყება იპოთეკურ სესხებს 110 დევნილ ოჯახს დაუფარავს. ამ ეტაპზე ერთჯერადი ფულადი დახმარება იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემა, რომლებსაც 2019 წლის პირველ იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს ბინა, ან სესხი და ეს ოჯახის ერთადერთ საკუთრებას წარმოადგენს. იპოთეკური სესხის დაფარვისთვის მაქსიმალური ფულადი დახმარება ოჯახებისთვის 20 000 ლარს შეადგენს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5875228

ტვ პირველი - დღის ამბები 11:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5875164  

---

 

14.02.2019

არხი: მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 10:00

უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების შემდეგ, სადაზღვევო პაკეტის მინიმალური ფასი და ლიმიტები ბაზარმა უნდა დაარეგულიროს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5875047

---

 

13.02.2019

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 21:00

სოციალურ მუშაკს მეტროს ვაგონში ფიზიკურად გაუსწორდნენ - მიზეზი ერთი წლის ბავშვის ოჯახიდან განრიდება გახდა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5874455

---

 

13.02.2019

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

„შემთხვევების ზრდა შენარჩუნებულია" - ეს განცხადება, ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ საქართველოში წითელათი დაინფიცირების შემთხვევების შესახებ საუბრისას გააკეთა. სერგეენკოს თქმით, წითელათი დაავადების რისკ-ჯგუფს 20-დან 40 წლამდე ადამიანები წარმოადგენენ. მინისტრის განცხადებითვე, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების მიმართვიანობა გაზრდილია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5873965

მაესტრო - ახალი ამბები 18:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5873950

---

 

13.02.2019

არხი: პალიტრა ტვ

გადაცემა: პალიტრა ნიუს 20:00

ბოლო მონაცემებით, გრიპით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 22-ს შეადგენს. ამის შესახებ "პალიტრანიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს. მათივე მონაცემებით, გრიპით ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 186-ს შეადგენს რაც ადასტურებს გრიპის გავრცელების შემცირებას. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ასევე მცირდება რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზების მაჩვენებელიც.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5874480

---

 

13.02.2019

არხი: ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი 21:00

აღმოჩნდა, რომ რეგიონის მასშტაბით სოციალური შემწეობით ყველაზე მეტი ადამიანი ხულოს მუნიციპალიტეტში სარგებლობს - დახმარებას იღებს 1 521 ოჯახი. რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილზეა შუახევი, აქ ამბობენ, რომ სასურველია მიდგომა და პოლიტიკა შეიცვალოს. აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ ბოლო წლებში სოციალური შემწეობის მქონე ოჯახების სტატისტიკა თითქმის უცვლელია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5874475

---

 

13.02.2019

არხი: ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი 21:00

ბათუმის წყლის თანამშრომლები წყალმომარაგების რეზერვუარის შეკეთებისას დაშავდნენ. ძვენი მილების შეცვლის დროს გრუნტი ჩამოიშალა და სამი მუშა თხრილში ჩავარდა. კლინიკიდან სამივე გაწერილია. დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა, შრომის პირობები და უსაფრთხოება სამუშაო ადგილებზე, საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ამ კუთხით კანონის გამკაცრების არაერთი მცდელობა იყო, განხორციელდა რამდენიმე საკანონმდებლო და სტრუქტურული ცვლილება

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5874439

---

 

13.02.2019

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 17:00

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება. მხარეებმა უკვე წარმოთქვეს შესავალი სიტყვები. დღეს პროკურორმა დაკავებულთა დანაშაულებრივ ქმედებებზე ისაუბრა. ბრალდებულთა შორის სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი, გია თვალავაძეცაა, რომელიც სექტემბერში დააკავეს, მოგვიანებით კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ჯამში საქმეში 21 პირია ბრალდებული.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5873830

---

 

13.02.2019

არხი: ტვ პირველი

გადაცემა: დღის ამბები 13:00

რა მდგომარეობაა ფსიქიატრიულ კლინიკაში. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ რუსთავში 13 წლის ბავშვის მკვლელობის დღეს თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში კაცების განყოფილება გადატვირთული იყო. საქმე ეხება მამაკაცს, რომელიც ძმისშვილის მკვლელოაბშია ბრალდებული. ომბუდსმენის განცხადებით, მიუხედავად ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტის ზრდისა, კვლავ პრობლემურია ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიღება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5872982

---

 

 

ინტერნეტი

14.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/532726-saxelmcipom-devnili-ojaxebistvis-ipotekuri-sesxebis-dasaparad-2019-cels-2-200-000-lari-gamoqo/

სახელმწიფომ დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების დასაფარად 2019 წელს 2 200 000 ლარი გამოყო

სახელმწიფომ დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების დასაფარად 2019 წელს ჯამში 2 200 000 ლარი გამოყო. ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, აღნიშნული თანხა დაიხარჯება იმ 110 ოჯახზე, რომელსაც ერთადერთი საცხოვრებელი სახლი ან ბინა იპოთეკური სესხით 1-ელ იანვრამდე აქვს შეძენილი. იმ შემთხვევაში, თუ ერთად ორი ოჯახი ცხოვრობს და ორივეს ცალ-ცალკე აქვს იპოთეკური სესხი აღებული, მინისტრის მოადგილის თქმით, დღეიდან, სამინისტროში განაცხადის შეტანა მათაც შეუძლიათ. „დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო იპოთეკურ სესხს კიდევ 110 დევნილ ოჯახს დაუფარავს. აღნიშნული პროგრამა 2015 წელს დაიწყო და წარმატებით ხორციელდება. ამ პროგრამის ფარგლებში უკვე 400-მდე ოჯახმა ისარგებლა. რაც შეეხება თანხის ოდენობას, მისი ჭერი ერთ ოჯახზე არის 20 000 ლარამდე და ამ ეტაპზე სამინისტრო სესხს იმ ოჯახებს დაუფარავს, რომელსაც 2019 წლის 1-ელ იანვრამდე იპოთეკური სესხით აქვს ბინა ან სახლი შეძენილი და ეს ქონება მათ ერთადერთ საკუთრებას წარმოადგენს. რაც შეეხება ბიუჯეტს, ამ მიმართულებით, წელს 2 200 000 ლარი არის გამოყოფილი, ეს პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და მისი განხორციელება მომავალშიც იგეგმება”,- განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ. მინისტრის მოადგილის თქმით, განცხადების მიღება დღეს დაიწყო და 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. განაცხადები მიიღება თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში შემდეგ მისამართებზე: თბილისი - თამარაშვილის ქ. N15ა; ზუგდიდი - აღმაშენებლის ქ. N106; ქუთაისი - ირაკლი აბაშიძის გამზ. N27. ამასთან, იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე მიღებულ განაცხადს თან უნდა ერთვოდეს: კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება; იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაბამისი საფინანსო დაწესებულებიდან უფლებამოსილი პირის დამოწმებით გაცემული ამონაწერი გადახდილი და გადასახდელი თანხის ოდენობის თაობაზე და სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ამონაწერი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების განმცხადებლის საკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე, რომელშიც ასახული უნდა იყოს იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იპოთეკის ვალდებულება.

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/sakhelmwifo-ipotekuri-seskhis-dafarvashi-kidev-110-devnil-ojakhs-daekhmareba/

პია.ჯი- https://pia.ge/post/247207-saxelmwifo-devnil-ojaxebs-ipotekur-sesxs-daufaravs-ganacxadis-mireba-daiwyo

---

 

13.02.2019

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/204304-davith-sergeenko-tsithelas-shemthkhvevebis-matebis-tempi-shenelda.html?lang=ka-GE

დავით სერგეენკო: წითელას შემთხვევების მატების ტემპი შენელდა

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ წითელას ვაქცინებთან დაკავშირებით თურქეთთან მოხდა შეთანხმება და ვაქცინები უკვე გზაშია. მინისტრმა ასევე განმარტა, რომ ქვეყანაში არაგეგმური ვაქცინაციისთვის 150 000 დოზა ვაქცინა იყო, სულ კი 65 000 ადამიანი აიცრა. "შევხედეთ რა, რომ აცრებზე მომართვიანობა მაღალია, რაც ძალიან კარგია, გადავწყვიტეთ, თავი დაგვეზღვია შემდეგი შესყიდული პარტიის ჩამოსვლამდე, მარტამდე. ერთი საათიც რომ არ ყოფილიყო წყვეტა, ამიტომ გადავიზღვიეთ თავი და ეს 100 000 ვაქცინა უკვე რამდენიმე საათში აქ იქნება. ამ შემთხვევაში, ეს არის თხოვება – ვაქცინებს თურქულ მხარეს დავუბრუნებთ", – განაცხადა დავით სერგეენკომ. მისივე თქმით, წითელას შემთხვევების მატების ტემპი შენელდა. "ეს მიღწეულია იმით, რომ მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო ვაქცინაციაში, 65 000 პირის ვაქცინაცია ძალიან კარგია, თუმცა ჩვენი სამიზნეა 20-40 წლის ასაკის ფარგლებში 200 000 ადამიანი, ჩვენ ამისთვის მზად ვართ და საზოგადოების ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი", – განაცხადა დავით სერგეენკომ. ჯანდაცვის მინისტრმა ასევე განმარტა, რომ სასწავლო დაწესებულებებს რეკომენდაციას აძლევენ, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე ბავშვის მშობელს მოთხოვონ აცრების სერთიფიკატები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ სერთიფიკატის წარუდგენლობის გამო მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდეს. "ამოცანა და მიზანი არის ის, რომ სერთიფიკატის წარდგენის შემდეგ, კონსულტაციით დავეხმაროთ მშობლებს, ავუხსნათ ამ ვაქცინაციის მნიშვნელობა, შეძლებისდაგვარად ხელი შევუწყოთ საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში და არა ბავშვებს შეუჩერდეთ სტატუსი. სტატუსის შეჩერება ამოცანა არ არის, ამოცანა არის იმაზე ყურადღების გამახვილება და ხელშეწყობა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის წითელას აცრა", – განაცხადა დავით სერგეენკომ.

---

 

13.02.2019

მედიასაშუალება: http://mcm.ge/%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%A0%E1%83%90-65-%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%90/?fbclid=IwAR1R_8uruz6jW2RaB1Dgtk0HUeylTN-xE3vZ194D_ghXdPIKPI_mA3p5-Ng

არაგეგმიური აცრა 65 ათასმა ადამიანმა გაიკეთა, კიდევ 100 ათასი ვაქცინა გზაშია

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, თურქეთიდან წითელას ვირუსის საწინააღმდეგო 100 ათასი ვაქცინას ელოდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო განმარტავს, არაგეგმიურ აცრაზე მიმართვიანობა გაიზარდა და დამატებითი ვაქცინის შეძენა გადაწყდა. ამჟამად მარაგში არის 150 ათასი დოზა, ხოლო დღეისათვის 65 ათასი ადამიანი აცრილია.  მინისტრის განმარტებით, წითელას შემთხვევების ზრდა შენარჩუნებულია, თუმცა ზრდის სიჩქარე მნიშვნელოვნად შენელდა. რაც იმას ნიშნავს, რომ შემთხვევების რაოდენობა მატულობს, მაგრამ არა იმ ტემპით, რაც მანამდე იყო. მთავარ სამიზნედ 20-დან 40 წლამდე ასაკის მოქალაქეები რჩებიან.  “მოსახლეობა აქტიურად იტარებს ვაქცინაციას. 65 ათასი კარგი მაჩვენებელია, თუმცა სამიზნე გვაქვს 20-40 წლამდე ასაკის ფარგლებში მყოფი 200 ათასი ადამიანი. ჩვენ ამისთვის მზადყოფნა გვაქვს და ახლა მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა“, – განაცხადა სერგეენკომ. დავით სერგეენკომ, აცრის დამადასტურებელი საბუთის არწარდგენის შემთხვევაში მოსწავლის სტატუსის შეჩერების საფრთხეზეც გააკეთა კომენტარი და განმარტა, რომ სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებს აძლევს რეკომენდაციას, სასწავლო წლის დაწყებამდე მოსწავლის მშობელს აცრების სერთიფიკატი მოთხოვონ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი არ წარდგენის შემთხვევაში, ბავშვს მოსწავლის სტატუსი შეუჩერდეს.  “დავეხმაროთ მშობლებს, ავუხსნათ ამ ვაქცინაციის მნიშვნელობა და ხელი შევუწყოთ საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში. სტატუსის შეჩერება ამოცანა არ არის, ამოცანა არის წითელას აცრის მნიშვნელობის განსაზღვრა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

---

 

13.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/532618-davit-sergeenkos-gancxadebit-turketidan-citelas-virusis-sacinaagmdego-100-atasi-vakcina-ramdenime-saatshi-shemova/

დავით სერგეენკოს განცხადებით, თურქეთიდან წითელას ვირუსის საწინააღმდეგო 100 ათასი ვაქცინა რამდენიმე საათში შემოვა

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, თურქეთიდან წითელას ვირუსის საწინააღმდეგო 100 ათასი ვაქცინა რამდენიმე საათში შემოვა. როგორც მინისტრმა განმარტა, ვაქცინები სახელმწიფომ მეზობელი სახელმწიფოსგან დროებით ითხოვა და ბიუჯეტს აღნიშნული ვაქცინების შემოტანა არაფერი დაუჯდება. საქართველო კი აღნიშნულ ვაქცინას თურქეთს მას შემდეგ დაუბრუნებს, რაც საქართველოში უკვე შესყიდული ვაქცინები შემოვა. „თურქეთთან შეთანხმება უკვე შედგა და ვაქცინები გზაშია. საჭიროება განაპირობა იმან, რომ არაგეგმური ვაქცინაციისთვის ჩვენ გვქონდა 150 ათასი დოზა, დღეის მდგომარეობით, 65 ათასი აიცრა და მას შემდეგ, რაც შევხედეთ, რომ მომართვიანობა არის მაღალი, გადავწყვიტეთ თავი დაგვეზღვია და შემდეგ შესყიდვამდე, ანუ მარტამდე ერთი საათიც კი არ ყოფილიყო ისეთი, როცა ვაქცინა არ გვექნებოდა. ეს 100 ათასი ვაქცინა უკვე რამდენიმე საათში თბილისში იქნება. რაც შეეხება თავად ვირუსს, წითელას შემთხვევების ზრდა შენარჩუნებულია, თუმცა ზრდის სიჩქარე შენელდა მნიშვნელოვნად. ანუ მატულობს შემთხვევების რაოდენობა, მაგრამ არა იმ ტემპით, რაც იქამდე იყო. ეს მიღწეულია იმით, რომ მოსახლეობა აქტიურად იკეთებს ვაქცინაციას. 65 ათასი კარგი მაჩვენებელია, თუმცა სამიზნე გვაქვს 20-40 წლამდე ასაკის ფარგლებში მყოფი 200 ათასი ადამიანი. ჩვენ ამისთვის მზადყოფნა გვაქვს და ახლა მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა“, - განაცხადა სერგეენკომ. სერგეენკომ კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებაზე, სწავლის დაწყებამდე აცრის გაკეთების დამადასტურებელი საბუთის წარდგენასთან დაკავშირებით. „ის, რომ ჩვენ სასწავლო დაწესებულებებს ვაძლევთ რეკომენდაციას, სასწავლო წლის დაწყებამდე ბავშვის მშობელს მოთხოვონ აცრების სერთიფიკატები, არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ამ სერთიფიკატის არ წარდგენის შემთხვევაში, ბავშვს უნდა შეუჩერდეს სტატუსი. ამოცანა არის ის, რომ სერთიფიკატის წარდგენის შემდეგ დავეხმაროთ კონსულტაციით მშობლებს, ავუხსნათ ამ ვაქცინაციის მნიშვნელობა და ხელი შევუწყოთ საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში. სტატუსის შეჩერება ამოცანა არ არის, ამოცანა არის წითელას აცრის მნიშვნელობის განსაზღვრა“, -განაცხადა დავით სერგეენკომ.

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1550069514-%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%94-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D

ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/340451/

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/204304-davith-sergeenko-tsithelas-shemthkhvevebis-matebis-tempi-shenelda.html?lang=ka-GE

---

 

13.02.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/saqartvelo-witelas-sawinaaghmdego-100-000-vaqcinas-turqetisgan-miighebs/?fbclid=IwAR2yKdYb1a0OtKyfeLkJuFa9NTRK7kM_c5yulNsZHNwy9FIW3qCK0r7MCow

საქართველო წითელას საწინააღმდეგო 100 000 ვაქცინას თურქეთისგან მიიღებს

საქართველო წითელას საწინააღმდეგო 100 000 ვაქცინას თურქეთისგან მიიღებს. როგორც თურქული მედია იუწყება, შესაბამის შეთანხმებას სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუამ და მისმა თურქმა კოლეგამ მოაწერეს ხელი. როგორც თურქული მედია იუწყება, თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოში წითელას საწინააღმდეგო 100 000 ვაქცინას 15 დღეში ჩამოიტანს. თურქული მედიის ცნობით, „ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველომ და თურქეთმა, სტამბოლში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპული ბიუროს ორგანიზებით გამართული შეხვედრის ფარგლებში გააფორმეს.

---

 

13.02.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=197301-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%2C%20%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1&fbclid=IwAR1yqbmleYsgu4m3jH10e9j5EnHRzfp4QfhKy64MMtVy-jaXX8S2wgDZd0U

"სქემები ჰქონდა, ვიღაცეების დაჩეხვა უნდოდა, სრულიად შეშლილი ადამიანი 2 წუთში უკან გამოგვატანეს“- ბრალდებულის ახლობლები ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური სამსახურის თანამშრომლების დასჯას ითხოვენ

13 წლის მოზარდი, რომელიც ბიძამ მოკლა, მკვლელობამდე 1 დღით ადრე დახმარებას ითხოვდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მოზარდი ეზოში მყოფ მეზობლებს უყვებოდა, რომ ბიძამისი ბაბუას ფიზიკურად უსწორდებოდა. რას აცხადებენ ის მამაკაცები რომლებიც ბინაში პირველები შევიდნენ, რა ვითარება დახვდათ სახლში და ვის აკისრებენ პასუხისმგებლობას. "ფსიქიატრთან რო მივიყვანეთ ავუხსენით, ვიყავით მეგობრები, მეუღლე და ბიძამისი. გასაგებად უთხრეს, რომ პაციენტს მოლანდებები აწუხებდა, მოჩვენებები, ვიღაცეები ელაპარაკებოდნენ, რაღაც სქმები ჰქონდა, ვიღაცეების დაჩეხვა უნდოდა, რასაც უბრალოდ მოყვა ორ წუთიანი დალაპარაკება, შეიყვანა ოთახში ორი წუთის განმავლობაში რაღაცას ელაპაპარაკებოდა, გამოვიდა და ფსიქიატრმა ჩათვალა, რომ ეს ადამიანი იყო სრულიად ჯანმრთელი და ადექვატური, მაინტერესებს ფსიქიატრმა ორ წუთში როგორ უნდა გაიგოს, სრულიად შეშლილი ადამიანი არის ჯანმრთელი როცა მან ასეთი საზარელი მკვლელობა ჩაიდინა, მაინტერსებს რატომ არ ჩაუტარეს მას რაიმე სახის პროცედურა, ამაზე ვითხოვთ პასუხს, მივიყვანეთ და უკან გამოგვატანეს. ფსიქიატრიულშიც და ნარკოლოგიურიც თანხა მოგვთხოვეს და ამაზე პასუხი უნდა აგონ ამ ყველაფერზე. ფსიქიკურად შეშლილი ადამიანი, რომელიც ეგონათ რომ იყო ადეკვატური და სრულიად ჯანმრთელი, რომელმაც 14 ჭრილობა მიაყენა ბავშვს და სადისტურად აწამა", - განაცხადა ბრალდებულის მეგობარმა. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკოლოგიის პრევენციის ცენტრში აცხადებენ, რომ მოქალაქემ თავად თქვა მკურნალობაზე უარი, ამავდროულად მას არ აღენიშნებოდა აქტიური ფსიქოზი და გარშემომყოფებისთვის საშიში, მოცემულ მდგომარეობაში არ ყოფილა.

---

 

13.02.2019

მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/96432/211-devnil-ojakhs-binebs-gadastsemen

211 დევნილ ოჯახს ბინებს გადასცემენ

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 211 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერმინისტრის თქმით, დევნილ ოჯახებს თბილისში, ფოთში, გორში, ბათუმში, ზუგდიდში, კახეთის რეგიონსა და ქვემო ქართლში უსასყიდლოდ გადაეცემა საცხოვრებელი ფართები.  "2012 წლიდან დღემდე, მთავრობის განკაგულებით, საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა უკვე 17 000-ზე მეტ ოჯახს", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.  პრემიერის თქმით, ბათუმში "მუყაოს ქალაქში" მცხოვრები 1700 ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება.

---

 

13.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/532623-amiran-gamqrelize-sakartveloshi-griptan-dakavshirebit-situacia-damshvidebisken-midis-tumca-mezobel-kveqnebshi-gamcvavda-da-chvenc-prtxilad-unda-viqot/?fbclid=IwAR361vPica__Pq5bWTjaKcYk8gNBzspSHw0jLMUE3_11P8d-OMygFFrNeCo

ამირან გამყრელიძე - საქართველოში გრიპთან დაკავშირებით სიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის, თუმცა, მეზობელ ქვეყნებში გამწვავდა და ჩვენც ფრთხილად უნდა ვიყოთ

გრიპთან დაკავშირებით სიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის, თუმცა, ახლა ის ჩვენს მეზობელ ქვეყნებში გამწვავდა. ამიტომ, ჩვენც ფრთხილად უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისივე თქმით, გრიპის სეზონი გრძელდება მარტის ბოლო, აპრილის შუა რიცხვებამდე, ამიტომ რეკომენდაციები მოსახლეობისთვის, რომელსაც მუდმივად იძლევა დაავადებათა კონტროლის ცენტი, ისევ ძალაში რჩება. „გრიპის სიტუაცია თანდათან მშვიდდება. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ავადობის პიკი გვქონდა დეკემბრის ბოლო კვირას. მთელი იანვრის განმავლობაში და თებერვლის პირველი კვირის განმავლობაშიც ავადობის მაჩვენებელი მიდის ქვემოთ. ბოლო მონაცემებით, ეს არის 186 ადამიანი 100 000 მოსახლეზე. ერთი კვირით ადრე ეს გახლდათ 211, იმის წინ 253 და ა. შ. ანუ, მაჩვენებელი მოდის ქვემოთ. ასევე საგრძნობლად მცირდება მძიმე, მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, ის ჩამოვიდა 18%ზე. ერთი კვირით ადრე იყო 21%, მანამდე 28% და ა. შ. მაქსიმალური იყო 41% დეკემბრის ბოლო კვირას, როდესაც პიკი იყო გრიპის. ასევე, მნიშვნელოვნად შემცირებულია სასწრაფოს გამოძახების მაჩვენებელი გრიპოზულ და რესპირატორულ დაავადებებთან მიმართებაში, თუმცა, გრიპის სეზონი ზოგადად, გრძელდება მარტის ბოლო, აპრილის შუა რიცხვებამდე, ამიტომ მოსახლეობამ ის რეკომენდაციები, რომელსაც მუდმივად ვიძლევით: ჰიგიენური წესების დაცვა, თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება, რაც მთავარია, პირველივე სიმპტომების დაწყებისთანავე მიმართვა სამედიცინო დაწესებულებებისადმი, ისევ ძალაში რჩება, რამეთუ, გრიპს ახასიათებს ტალღისებული მიმდინარეობა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/204302-amiran-gamyrelidze-saqarthveloshi-gripthan-dakavshirebith-situacia-damshvidebisken-midis-thumca-mezobel-qveynebshi-gamtsvavda-da-chvenc-frthkhilad-unda-viyoth.html?lang=ka-GE

---

 

13.02.2019

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=91903

ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში წითელას ეპიდემიური აფეთქება ისევ გრძელდება

წითელას ეპიდემიური აფეთქება ქვეყანაში ისევ გრძელდება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისივე თქმით, დღეში საშუალოდ 2000-იდან 2500-მდე ადამიანი დამატებით იცრება, რაც, მისი შეფასებით, ძალიან კარგია, რადგან წითელას მხოლოდ მასობრივი აცრა შეაკავებს. „წითელას ეპიდემიური აფეთქება ქვეყანაში გრძელდება. ყოველდღიური ახალი შემთხვევების რიცხვის მატება არ აღინიშნება, მაჩვენებელი არის ერთი და იგივე დონეზე, დაახლოებით, 30-35 ახალი შემთხვევა. მთლიანად, დღევანდელი რიცხვით, პირველი იანვრიდან მოყოლებული წითელას 1350-მდე შემთხვევა ფიქსირდება. ამიტომ, სერიოზული შემაკავებელი ღონისძიებები ტარდება. ერთ-ერთი შემაკავებელი ღონისძიება გახლავთ წითელას საწინააღმდეგო აცრები. კარგია, რომ მოსახლეობამ ეს გაითავისა და აქტიურად მიდიან ადამიანები პოლიკლინიკებში და იცრებიან. დღევანდელი რიცხვით, 19 იანვრიდან დღემდე, დამატებით 72000 ადამიანია აცრილი და ეს პრინციპში კარგია, რადგან წითელას შეაკავებს მასობრივი აცრა, ანუ იმ ადამიანების აცრა, რომელთაც არ აქვთ გადატანილი წითელა, ან არ ახსოვთ, საერთოდ არიან თუ არა აცრილები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/204290-amiran-gamyrelidze-qveyanashi-tsithelas-epidemiuri-afethqeba-isev-grdzeldeba.html?lang=ka-GE

აქცენტნიუს.ჯი- http://www.accentnews.ge/ge/news/details/67199

---

 

13.02.2019

მედიასაშუალება:  http://www.accentnews.ge/ge/news/details/67201

ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგიული დოკუმენტი არ გააჩნია

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის/კომუნიკაციის სტრატეგია არ გააჩნია. „აქცენტმა“ უწყებიდან საზოგადოებასთან ურთიერთობის/კომუნიკაციის სტრატეგიები, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში სტრატეგიებთან გათანაბრებული ან/და სხვა ტიპის სახელმძღვანელო დოკუმენტები, აღნიშნული სტრატეგიების სამოქმედო გეგმა და მისი მთლიანი ბიუჯეტები გამოითხოვა. სამინისტროში მიმართვის პასუხად გვიპასუხეს, რომ „მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს ამ ეტაპზე კომუნიკაციის სტრატეგიული დოკუმენტი არ გააჩნია“. „აქცენტმა“ საკითხზე კომენტარი “სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველოს” ხელმძღვანელ გიორგი მოლოდინს სთხოვა. „2018 წლის ოქტომბერში პრემიერმა ბახტაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფომ მილიონ ლარზე მეტი მიიღო ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ქვეყანაში, სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერების მიზნით. უფრო მანამდე, სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერების საქმეში აქტიურად მონაწილეობდა დიდი ბრიტანეთი, რომელმაც მთავრობა მრჩევლებით ორჯერ უზრუნველყო ეროვნულ დონეზე. გარდა ამისა, ყოფილმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა საზეიმოდ გახსნა ხელისუფლების საშუალო და მაღალი თანამდებობის პირთა ტრენინგის გრძელვადიანი კურსი, რომელიც ასევე აშშ-ს ფინანსური დახმარებით, კონკრეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განახორციელა. სულ ცოტა, უხერხულია პარტნიორთან და მეგობარ ქვეყნებთან. წლები გადის, ფულს ვითვისებთ, ტრენინგებს ვატარებთ, სტრუქტურულ ერთეულებს ვქმნით და შედეგად მივიღეთ კარჩაკეტილი საჯარო მოხელეების ჯგუფი, რომლებსაც სწყინთ, როცა თავიანთ მოვალეობებს შეახსენებ. საჯარო სამსახურში, სტრატეგიული კომუნიკაციების თემისადმი მსგავსმა არასერიოზულმა დამოკიდებულებამ შედეგად მოგცა ის, რომ ამ კონკრეტული დისციპლინის (სტრატკომის) მნიშვნელობა ამ რთულ საინფორმაციო და ზოგადად, უსაფრთხოების გარემოში სულ გაუფერულდა. მიუხედავად ამისა, იმედს ვიტოვებ, რომ პარტნიორები ანალოგიური მონდომებით გააგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას, რადგან საინფორმაციო გარემო ჩვენს გარშემო სულ უფრო  რთულდება, იმატებს ანტიდასავლური განწყობების გავრცელების წახალისება. რუსეთის ფედერაციის სამხრეთ-სამხედრო ოლქი, მასზე დაკისრებული სამხედრო ამოცანების გარდა, მშვიდობიანობის დროს, საქართველოში სხვადასხვა საინფორმაციო-პროპაგანდისტული საქმიანობითაც არის დაკავებული, მათ შორის, საქართველის ხელისუფლების სამშვიდო პოლიტიკის წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობითაც. სულ რაღაც ერთი თვის წინ, საქართველოში, ჯანდაცვის საკითხი გასცდა ზოგადად ჯანდაცვას და ფაქტობრივად, უსაფრთხოების საკითხს დაუკავშირდა - კერძო პირები და არასამთავორობო ორგანიზაციები იგეირიებდნენ ლუგარის ლაბორატორიის გარშემო პრორუსულ პროპაგანდას სოციალურ ქსელებში. ამ თემაზე, „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის“ დოკუმენტური ფილმი  100.000 ადამიანზე მეტმა ნახა. ეს ფილმი, ქვეყანაში დაწყებული ანტივაქსერული ისტერიის საპირწონედ გავაკეთეთ ჩვენი ადამიანური და ფინანსური რესურსების გამოყენებით, მოხალისეების დახმარებით. ჩვენი არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრომ კომენტარისთვის ვერ მოიცალა“ – განუცხადა „აქცენტს“ გიორგი მოლოდინმა.    „აქცენტმა“ უწყებიდან ასევე გამოითხოვა ინფორმაცია სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ან/და საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი სხვა სტრუქტურული ერთეულების თითოეული თანამშრომლის მიერ აღებული თანამდებობრივი სარგოს, პრემიის, დანამატის შესახებ. ჯანდაცვის უწყებიდან მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ამ მიმართულებით მომუშავე მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ მაია თაბაგარმა ანაზღაურების სახით 2018 წელს იანვრიდან აგვისტოს თვის ჩათვლით ჯამში 35 200 ლარი აიღო. 2018 წლის სექტემბრის თვიდან  დღემდე თაბაგარი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს ხელმძღვანელობს. სამმართველოს უფროსმა, ნინო მამალაძემ, რომელიც თაბაგარის პრემიერის აპარატში გადასვლის შემდეგ, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებდა 2018 წელს ჯამში ანაზღაურების სახით 45, 537.25 ლარი მიიღო. სამმართველოს უფროსმა სოფიო უმიკაშვილმა კი – 40,734.17  ლარი. როგორც უწყებიდან მოწოდებული დოკუმენტიდან ირკვევა სხვა და შტატგარეშე თანამშრომლებზე 2018 წელს ზემოაღნიშნულ დეპარტამენტში ანაზღაურების სახით ჯამში 772 292.43  ლარი გაიცა.

---

 

13.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/532626-ec-saaptiako-narkomaniis-sakmeze-braldebul-or-pirs-patimroba-giraoti-sheecvala/?fbclid=IwAR3P2npYp57CnHxmBPWXrMv5bWHa_Q81W96b81W2SrQaSxvdtMSMi3K_9k4

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებულ ორ პირს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებული 21 პირიდან პატიმრობაში მყოფ ორ პირს, ნუგზარ ჯანჯღავასა და ნინო გოგილაშვილს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გირაოთი შეეცვალა. დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე დაკავებულ ჯანდაცვის სამინისტროს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილეს, ნუგზარ ჯანჯღავას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 70 000-ლარიანი გირაოს, უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ბრალდებულ ნინო გოგილაშვილს კი, 15 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეეცვალათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო. რაც შეეხება სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილ უფროსს, გია თვალავაძეს, რომელსაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან, მისი ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები მისი მხრიდან აღნიშნული დანაშაულის ჩადენას გამორიცხავს. „დღეს წარვადგინეთ სამინისტროდან გამოთხოვნილი მტკიცებულებები, რითიც მთლიანად გამოირიცხება გია თვალავაძის მხრიდან რამე სახის დანაშაულის ჩადენა. ეს ინფორმაცია ფაქტობრივად გამორიცხავს ბრალდების დადგენილებაში აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს. ეს ინფორმაცია შეეხება გია თვალავაძის, როგორც სააგენტოს დირექტორის უფლებამოვალეობებს. მას ისეთი ქმედების განხორციელებას ედავებიან, რომელიც მის კომპეტენციაში არ შედიოდა. მოსამართლემ ჩვენი შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ეს მტკიცებულება საქმეს დაურთო. სასამართლომ ასევე, მოწმეთა დაკითხვის შუამდგომლობაც დააკმაყოფილა“, - აცხადებს კაკაბაძე. ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე სულ 21 პირი დააკვეს, ყველა მათგანი გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული. გამოძიების ინფორმაციით, თბილისსა და გორში მდებარე აფთიაქებში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია. აფთიაქების მფლობელები, მფარველობის სანაცვლოდ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსისთვის, გია თვალავაძისთვის გადასაცემად ნუგზარ ჯანჯღავას დიდი ოდენობით თანხებს უხდიდნენ. ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში 4 094 709 ლარი შეადგინა.

---

 

ბეჭდვითი მედია      

14.02.2019

მედიასაშუალება:  მესინჯერი

ბოლო მონაცემებით, ე.წ. ღორის გრიპით 22 ადამიანია გარდაცვლილი

ბოლო მონაცემებით, გრიპით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 22-ს შეადგენს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს. მათივე მონაცემებით, გრიპით ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 186-ს შეადგენს და დაავადების გავრცელება მცირდება. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, ასევე მცირდება რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი. მიუხედავად ამისა, ამირან გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ და ჰიგიენის ძირითადი ნორმები დაიცვან, რადგან მისი თქმით, ევროპაში გრიპით ავადობის პიკი თებერვალში აღინიშნება. „გრიპით ავადობის მაჩვენებელი მცირდება და დღევანდელი მონაცემით 100 000 მოსახლეზე 186-ია, გასულ კვირას 211-ს შეადგენდა. მოგეხსენებათ, პიკი დეკემბრის ბოლო კვირა იყო, როცა 100 000 მოსახლეზე ავადობის მაჩვენებელი 277 იყო. ასევე, ე.წ მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც 18,2%-მდეა ჩამოსული, წინა კვირას კი 21% იყო“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5875100&name=14.02.2019+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

14.02.2019

მედიასაშუალება:      ახალი თაობა

გოგიტა ირემაძე სიკვდილის წინა დღეს დახმარებას ითხოვდა

13 წლის გოგიტა ირემაძე, რომელიც ბიძამ, ვალერი ირემაძემ მოკლა, მკვლელობამდე 1 დღით ადრე დახმარებას ითხოვდა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მოზარდი ეზოში მყოფ მეზობლებს უყვებოდა, რომ ბიძამისი ბაბუას ფიზიკურად უსწორდებოდა. რას აცხადებენ ის მამაკაცები რომლებიც ბინაში პირველები შევიდნენ, რა ვითარება დახვდათ სახლში და ვის აკისრებენ პასუხისმგებლობას – ”ინფორუსთავი” მკვლელობაში ბრალდებულის ახლობლებს ესაუბრა. “ფსიქიატრთან რო მივიყვანეთ ავუხსენით, ვიყავით მეგობრები, მეუღლე და ბიძამისი. გასაგებად უთხრეს, რომ პაციენტს მოლანდებები აწუხებდა, მოჩვენებები, ვიღაცეები ელაპარაკებოდნენ, რაღაც სქმები ჰქონდა, ვიღაცეების დაჩეხვა უნდოდა, რასაც უბრალოდ მოყვა ორ წუთიანი დალაპარაკება, შეიყვანა ოთახში ორი წუთის განმავლობაში რაღაცას ელაპარაკებოდა, გამოვიდა და ფსიქიატრმა ჩათვალა, რომ ეს ადამიანი იყო სრულიად ჯანმრთელი და ადექვატური. მაინტერესებს, ფსიქიატრმა ორ წუთში როგორ უნდა გაიგოს, სრულიად შეშლილი ადამიანი არის ჯანმრთელი როცა მან ასეთი საზარელი მკვლელობა ჩაიდინა, მაინტერესებს, რატომ არ ჩაუტარეს მას რაიმე სახის პროცედურა, ამაზე ვითხოვთ პასუხს, მივიყვანეთ და უკან გამოგვატანეს. ფსიქიატრიულშიც და ნარკოლოგიურიც თანხა მოგვთხოვეს და ამაზე პასუხი უნდა აგონ ამ ყველაფერზე. ფსიქიკურად შეშლილი ადამიანი, რომელიც ეგონათ, რომ იყო ადეკვატური და სრულიად ჯანმრთელი, რომელმაც 14 ჭრილობა მიაყენა ბავშვს და სადისტურად აწამა საკუთარ აბაზანაში, საკუთარ სისხლში აბანავა და მოკლა მისივე გაზრდილი დისშვილი”, – განაცხადა ბრალდებულის მეგობარმა. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკოლოგიის პრევენციის ცენტრში აცხადებენ, რომ მოქალაქემ თავად თქვა მკურნალობაზე უარი, ამავდროულად მას არ აღენიშნებოდა აქტიური ფსიქოზი და გარშემომყოფებისთვის საშიში, მოცემულ მდგომარეობაში არ ყოფილა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5874697&name=14.02.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

14.02.2019

მედიასაშუალება:  რეზონანსი

ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში პანიკაა - კარანტინი სკოლებში და შემოწმება ენგურზე

ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გრიპის ვირუსით დაავადების შემთხვევები იზრდება და მიუხედავად დე ფაქტო ხელისუფლებების განცხადებებისა, რომ მოსახლეობის დაცვა "მეზობელ საქართველოსთან საზღვრის ჩაკეტვით" შეძლეს, ცხინვალის ყველა სკოლასა და საბავშვო ბაღში სწავლება 20 თებერვლამდე შეწყვეტილია ბავშვების 77%-ში ვირუსის გავრცელების გამო, ხოლო სოხუმში ერთი მოზარდი გარდაიცვალა, რასაც არ ახმაურებენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაქარაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ გრიპის ვირუსით სოხუმში ერთი მოზარდის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს მიაწოდეს. "არაოფიციალური ინფორმაცია მაქვს, რომ აფხაზეთში რ#ტ# ვირუსით რამდენიმე ათეული ადამიანია დაავადებული და მათ შორის დღეს ერთი მოზარდი გარდაიცვალა სოხუმში. გარდაცვლილს ლაბორატორიულად დაუდასტურდა რ#ტ# , თუმცა სოხუმში ე.წ. ოფიციალური წყარო გრიპის ვირუსით ბავშვის გარდაცვალებას არ ადასტურებს," - ამბობს ბაქარაძე.მისი თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ჩაკეტილი მიმოსვლა 5 თებერვალს აღადგინა და ენგურის ხიდი გახსნა, თუმცა ხიდზე დგას სასწრაფოს მანქანა რენტგენის აპარატით, სადაც ზუგდიდიდან ოკუპირებულ მხარეს შესული ყველა ადამიანი მოწმდება, ხომ არ აქვს გრიპის ვირუსი. "აფხაზეთში კარანტინი 10 იანვარს გამოცხადდა და ჩაიკეტა ადმინისტრაციული საზღვარი. ენგურის ხიდი 5 თებერვალს გაიხსნა, თუმცა ხიდზე დააყენეს მანქანა, მოძრავი ფლუროგრაფი, სადაც გალის ექიმები მუშაობენ და ყველამ, ვინც ადმინისტრაციულ საზღვარს გადაკვეთს და შედის ოკუპირებულ აფხაზეთში, აუცილებლად უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება. უტარდებათ ფლუროგრაფიული კვლევა, ფილტვებს უსმენს ექიმი და თუ დარწმუნდება, რომ არანაირი პრობლემა არ აქვთ და დაავადების შეტანის საშიშროება არ არის, მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევათ აფხაზეთში შესვლის უფლება. ეს გრძელდება დღესაც," - ამბობს ბაქარაძე. მისი თქმით, აფხაზეთში გრიპის თემა ძალიან აქტუალურია და ადგილობრივი მედიის მთავარი თემაა. დე ფაქტო ხელმძღვანელები კი მუდმივად აცხადებენ, როგორ გადაარჩინეს მოსახლეობა ვირუსისგან იმით, რომ "მეზობელ ქვეყანასთან - საქართველოსთან საზღვარი ჩაკეტეს." "მუდმივად საუბარია, რამდენად საშიში ვირუსია და როგორ მძვინვარებს ის საქართველოში, მათ კი მოსახლეობა ამ ვირუსისგან გადაარჩინეს. "ახლა, როცა დადასტურდა ვირუსის ცირკულირება, ისევ შემოიღებენ თუ არა კარანტინს, არ ვიცი, ყველაფერი მოსალოდნელია. მით უფრო, რომ ახლა აქტიურად დაიწყეს საუბარი იმაზეც, რომ წითელას ვირუსი მძვინვარებს საქართველოში. ისინი ყველანაირ მიზეზს ჩაეჭიდებიან, რომ გალის მოსახლეობას მიმოსვლა შეუზღუდონ," - აცხადებს ბაქარაძე. აფხაზური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ 1-ლი იანვრიდან 13 თებერვლამდე "რესპუბლიკაში" ე.წ. ღორის გრიპით დაავადების 49 შემთხვევა გამოვლინდა. აფხაზეთის მთავარი სანიტარიული ექიმი ლუდმილა სკორიკი ამბობს, რომ "გრიპით დაავადებულები ბავშვები და მოზარდები არიან, თუმცა უფრო ბავშვები სჭარბობენ". მისივე თქმით, სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ე.წ. ღორის გრიპით დაავადების შემთხვევები იზრდება და მოსახლეობას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. "ჩვენი მოსახლეობა სანიტარიული თვალსაზრისით განათლებული რომ ყოფილიყო, ვაქცინაცია რომ დროულად ჩაეტარებინათ, ეს დაავადება საერთოდ არ იქნებოდა," - განაცხადა სკორიკმა. აფხაზეთისაგან განსხვავებით, დანარჩენ საქართველოსთან მიმოსვლა 11 იანვრიდან დღემდე ისევ ჩაკეტილი აქვს ცხინვალის რეჟიმს. გარდა ამისა, ე.წ. ხელისუფლებამ ყველა სკოლასა და საბავშვო ბაღში კარანტინი გამოაცხადა და 20 თებერვლამდე სწავლება ყველგან შეწყდა "ღორის გრიპის" ვირუსის გავრცელების გამო. ცხინვალის მთავარი სანიტარიული ექიმი მარინა კოჩიევა აცხადებს, რომ გრიპის ვირუსით 14 წლამდე ბავშვების 77%-ია დაავადებული, სკოლებში მოსწავლეების 20% ვირუსის გამო არ დადიოდა და ამიტომაც გადაწყდა კარანტინის გამოცხადება სკოლებსა და საბავშვო ბაღებში. "მოზარდებში არის პნევმონიის შემთხვევები და ექიმებს უმეტესად გართულებისას მიმართავენ, ამიტომ მკურნალობა გართულებულია," - აცხადებს კოჩიევა. მან მიმართა მშობლებს, რომ დაავადებული ბავშვები სკოლაში არ გაუშვან, ასევე, მიმართა პედაგოგებსაც, რომ ვისაც ვირუსი აქვს, სამსახურში არ გამოცხადდნენ, რათა სხვებს არ გადადონ ვირუსი. კოჩიევა აცხადებს, რომ ბევრად რთულადაა სიტუაცია მეზობელ ჩრდილოეთ ოსეთში, "მეზობელ საქართველოში" და ცხინვალში გართულება თავიდან აიცილეს იმის გამო, რომ საქართველოსთან "საზღვარი ჩაკეტეს." "სიტუაცია არ გამწვავდა იმის გამო, რომ საზღვარი (საქართველოსთან) დაიხურა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენი მოსახლეობა ძალიან აქტიურად სტუმრობს ჩრდილოეთ ოსეთს და ინფექცია, შესაძლოა, ვლადიკავკაზიდან შემოვიდეს," - განაცხადა მან. მისი თქმით, ზოგადად, "რესპუბლიკაში" სიტუაცია საშინელი და კრიტიკული არ არის. ადგილობრივი მედია წერს, რომ სამხრეთ ოსეთში გრიპის ვირუსის შემთხვევები სერიოზული შეშფოთების საგანი არ არის. იანვარში შემთხვევების რაოდენობა კი გაიზარდა, თუმცა ეს პროგნოზირებული იყო. ამასთან, ვრცელდება საავადმყოფოში ბოლო სამი დღის მიმართვის მონაცემები და ნათქვამია, რომ ორშაბათს საბავშო პოლიკლინიკას მიმართა 75-მა ბავშვმა, სამშაბათს-ერთით ნაკლებმა, ოთხშაბათს კი - 45-მა ბავშვმა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5874628&name=14.02.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

 ​