მედიამონიტორინგი 15.02.2019
ტელევიზია
15.02.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 12:00
"თიბისი ბანკის" საქმე. დავით სერგეენკოს კომენტარი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5877915
---
14.02.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
110 დევნილ ოჯახს სახელმწიფო იპოთეკურ სესხს დაუფარავს. განცხადების მიღება სამინისტრომ უკვე დაიწყო. ამ ეტაპზე ერთჯერადი ფულადი დახმარება მათ გადაეცემათ, ვინც 2019 წლის პირველ იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინა სახლი, რომელიც ოჯახის ერთადერთ საკუთრებას წარმოადგენს. მაქსიმალური დახმარება 20 000 ლარს შეადგენს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5877162
მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5877098
ერთსულოვნება - სიახლენი 22:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5877209
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5876832
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5876112
მაესტრო - ახალი ამბები 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5875470
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5876028
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5876401
არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5875395
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5875298
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5876747
---
14.02.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 15:00
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერიმ ზაალ უდუმაშვილი მუხიანის დასახლებაში მცხოვრებ ტალიანოვების ოჯახს ესტუმრა. ოჯახი სოციალურად დაუცველთა სიაშია და უმძიმეს ეკონომიკურ პირობებში უწევთ ცხოვრება. მათ საკუთარი საცხოვრებელი სახლი არ გააჩნიათ და ნაქირავებში ცხოვრობენ, თუმცა გამგეობა ქირას არ უნაზღაურებს. ოჯახის უფროსმა ოპერაციის გაკეთების გამო უფასო სასადილოში ერთი კვირის განმავლობაში მისვლა ვერ მოახერხა, გამოუცხადებლობის გამო კი კათარზისით სარგებლობა აეკრძალა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5876148
---
14.02.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 22:30
"ელმავალმშენებელი" ქარხნის დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის მოლაპარაკებებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მედიატორი ჩაერთვება. პროფკავშირების წარმომადგენლის ვიტალი გიორგაძის განცხადებით "ელმავალმშენებელი" ქარხნის 1000-მდე დასაქმებულს კომპანიისგან 6 თვის კუთვნილი ანაზღაურება ამ დრომდე არ მიუღია. არაოფიციალური ინფორმაციით მათ ეუბნებიან, რომ კომპანიაში ფინანსური პოლიცია არის შესული და სწორედ ამ მიზეზით ვერ უხდიან მათ ანაზღაურებას.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5877247
---
14.02.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
ცხინვალის დეფაქტო მთავრობა გადაწყვეტილებას არ ცვლის - 11 იანვრის შემდეგ საზღვარი ისევ ჩაკეტილია და მოსახლეობა იზოლაციაშია. უკვე თვეზე მეტია სკოლაში ვერ დადიდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები 21 ბავშვი. გადაადგილებას ვერ ახერხებენ ისისნი, ვინც ახალგორში მუშაობენ. დეფაქტო მთავრობაში აცხადებენ, რომ გადაადგილების შეზღუდვეის მიზეზი ქვეყანაში ღორის გრიპის ეპიდემიაა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5877155
მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5877022
---
14.02.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00
უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების შემდეგ, სადაზღვევო პაკეტის მინიმალური ფასი და ლიმიტები ბაზარმა უნდა დაარეგულიროს - მიაჩნიათ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში, რომლის წევრი კომპანიები ახალი რეგულაციისთვის საკმაოდ დიდხანს ემზადებოდნენ. ასოციაციაში განმარტავენ, რომ მოკვლევის შედეგად ისეთი პაკეტი შეირჩა, რომელიც ყველა მხარისთვის მისაღებია. მართალია, ახალი ვალდებულება ბიზნესს ხარჯებს უზრდის, თუმცა ასოციაცია მიიჩნევს რომ კომპანიებმა ეს პასუხისმგებლობა უნდა გაიაზრონ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5877000
---
14.02.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული პირველლადი ჯანდაცვა აჭარაში- ასე ჰქვია პროგრამას, რომელიც პირველადი ჯანდაცვის ცენტრის გაძლიერებას ითვალისწინებს რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში. გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით საპილოტე პროგრამა 4 თვეს მოიცავს, სპეციალისტების თქმით დაბადებიდან 5 წელიწადში ვიტარდება ადამიანის ტვინის 90% და ამ პერიოდშია მნიშვნელოვანი ბავშვზე ზრუნვა იუნისფეის წარმომადგენლების ტქმით კვლევებმა აჩვენა, რომ პრობლემა იყო პირველად ჯანდაცვაში და ის თავის ფუნქციას ვერ ასრულებდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5877156
---
14.02.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
ორი ახალი რელიგიური პანსიონი შენდება მაღალმთიან აჭარაში. ერთი ხულოში, მეორე კი შუახევში. ხულოში ამის გარდა კიდევ 9 პანსიონია, მათგან 7 ფუნქციონირებს. პანსიონი ფუნქციონირებს შუახევშიც, რომელიც განათლების სამინისტროს ლიცენზირების ქვეშაა. ხულოში მოქმედ დაწესებულებებს კი არ აქვთ ლიცენზია, რის გამოც ხულოს მუფთმა პროცედურების გამარტივების თხოვნით საქართველოს პარლამენტს მიმართა წერილობით. ამოქმედებული კანონის შესაბამისად პანსიონებმა სააღმზრდელო დაწესებულების სტანდარტი უნდა დააკმაყოფილონ, ამ შემთხვევაში კი ლიცენზიისთვის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმართონ. სტანდარტი ოთახების მასშტაბებთან ერთად, ბავშვების რაოდენობას და მოზარდებზე ზრუნვის ნორმებს ეხება. აჭარაში ამჟამად 20-მდე მუსლიმური პანსიონი ფუნქციონირებს, რომლებსაც ასევე არ გააჩნიათ ლიცენზია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5877010
---
ინტერნეტი
15.02.2019
დავით სერგეენკო - საბავშვო ბაღებსა და სკოლებში კვების დარღვევაზე სანქციები შეიძლება, გამკაცრებას მართლა საჭიროებდეს
ბავშვთა კვების რაიმე სახით დარღვევა ცალსახად მიუღებელია,- ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც საბავშვო ბაღებში საკვებით მომარაგების საკითხის გამკაცრებას გულისხმობს. მინისტრის განცხადებით, 2012-2014 წლებში მონიტორინგის შედეგად, არამარტო საბავშვო ბაღებში, არამედ გაყიდვების ქსელში გარკვეული დარღვევები აღმოჩნდა. „2012-2014 წლებში იყო ბევრი პრიორიტეტი, მათ შორის საბავშვო ბაღებში ბავშვთა კვება. ამაში რამდენიმე უწყება იყო ჩართული. ჯანდაცვის სამინისტრო ჩართული იყო იმით, რომ მან განსაზღვრა ძირითადი კვებითი საჭიროებები და მენიუ. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ახორციელებენ ამ ყველაფრის მართვასა და ლოჯისტიკას, ხოლო სურსათის უვნებლობის სამსახური ხარისხის მონიტორინგს. მართლაც იყო შემთხვევები, როდესაც სურსათის უვნებლობის სამსახურმა დეტექცია მოახდინა. ეს ეხებოდა არამარტო საბავშვო ბაღებს, არამედ მთლიანად გაყიდვის ქსელში არსებულ იმ რამდენიმე პუნქტს, რომელზეც მყისიერი რეაგირება მოხდა. ბავშვთა კვების რაიმე სახით დარღვევა ცალსახად მიუღებელია. ის სანქციები, რაც ასეთი დარღვევებისკენ არის მიმართული, შეიძლება, გამკაცრებას მართლა საჭიროებდეს, თუმცა მონიტორინგი ცალსახად მკაცრია და ბავშვთა კვება ყველაზე მაღალი პრიორიტეტი უნდა იყოს”,- განაცხადა დავით სერგეენკომ. შეგახსენებთ, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, რომ საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვებით მომარაგების საკითხი კიდევ უფრო გამკაცრდება და მეტიც, დარღვევების შემთხვევაში კომპანიას ჯარიმის ნაცვლად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. BPN-ის ინფორმაციით, კანონის გამკაცრების მიზეზი - რეგიონების საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ცხენისა და ვირის ხორცის; ნედლი რძის ნაცვლად კი რძის ფხვნილისა და პალმის ზეთისგან დამზადებული პროდუქტების აღმოჩენა გახდა. „რძის პროდუქტებთან და ხორცთან დაკავშირებით, რამდენიმე შემთხვევა ნამდვილად დაფიქსირდა და ჩვენ გვაქვს ამის შესახებ ინფორმაცია, თუმცა, რა თქმა უნდა, ვერც დროს და ვერც კონკრეტულ ობიექტებს ვერ დაგისახელებთ. ჩვენმა კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა უკვე დაიწყო, რომ სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში და ალბათ, არა მხოლოდ, მსგავს დარღვევებზე კონტროლი გამკაცრდეს და სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მიეცეს, რადგან არის შემთხვევები, როდესაც მარტივად რომ ვთქვათ, კომპანიას ბიზნესურად უღირს ჯარიმის გადახდა. ძალიან მკაცრები უნდა ვიყოთ, რომ დარღვევების შემთხვევაში ჯარიმა გაუქმდეს და პირდაპირ სისხლის სამართლის პასუხისგება იყოს. როგორც უკვე ვთქვი, მზადდება შესაბამისი ინიციატივა და აღმასრულებელ ხელისუფლებასთანაც დავიწყებთ კომუნიკაციას. ვფიქრობ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, კონსესუსი ნამდვილად იქნება,“-აღნიშნა დანელიამ.
---
15.02.2019
დავით სერგეენკო - წითელაზე ვაქცინაციის მსურველთა ნაკადი მაღალია და თავი დავიზღვიეთ, რომ თუნდაც რამდენიმესაათიანი შეფერხებაც არ ყოფილიყო
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, თურქეთიდან წითელას ვაქცინის 100 000 დოზა უკვე შემოსულია, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მისი დისტრიბუცია რაიმე მიზეზით შეფერხდება, ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობა არსებობს. ამის შესახებ დავით სერგეენკომ “ინტერპრესნიუსის” შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მინისტრის განცხადებით, წითელას გეგმური ვაქცინაციის ჩატარების მაჩვენებელი იზრდება. „ვაქცინებზე შეფერხება არასდროს არ ყოფილა. ჩვენ წითელას ეპიდაფეთქებამდე ვაქცინის 150 000 დოზა გვქონდა. ვაქცინირებულია 65 000 ადამიანი. ქვეყანაში ვაქცინების რაოდენობა არის. იქიდან გამომდინარე, ვაქცინირების ნაკადი მაღალია, რაც ძალიან კარგია - ადამიანები გეგმურ აცრას იკეთებენ, ჩვენ თავი დავიზღვიეთ, რომ თუნდაც რამდენიმესაათიანი შეფერხებაც არ ყოფილიყო. თურქეთიდან ეს ვაქცინა უკვე შემოსულია. მისი დისტრიბუცია რაიმე მიზეზით რამდენიმე საათით რომც შეფერხდეს, საკმარისი მარაგი, დაახლოებით, 70 000 დოზა ქვეყანაში გვაქვს”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.
---
15.02.2019
დავით სერგეენკო „თიბისი ბანკზე“ - მჯერა, პროცესი ისე წარიმართება, როდესაც საზოგადოებისათვის არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩება
მე ნამდვილად მჯერა, რომ მიმდინარე პროცესი სწორედ ისე წარიმართება, როდესაც საზოგადოებისათვის არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩება, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ „თიბისი ბანკთან” დაკავშირებული გამოძიების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ჩემი აზრით, ნებისმიერი საკითხი, მითუმეტეს ასეთი მნიშვნელობის, რომელიც საბანკო სისტემას ეხება, ასევე, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გადადგმული იქნება, მნიშვნელოვანია, რომ გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის მაქსიმალურად აღქმადი იყოს. მე ნამდვილად მჯერა, რომ ეს მიმდინარე პროცესი სწორედ ასე წარიმართება, როდესაც საზოგადოებისათვის არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩება”,- განაცხადა დავით სერგეენკომ. ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკისგან“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. მათივე ინფორმაციით, რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა. თავის მხრივ, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც სებ-ი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადადგომას ითხოვს, სასამართლოში გაასაჩივრებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის“.
---
15.02.2019
ჯანდაცვის სამინისტრო დევნილი ოჯახებისთვის მენაშენეებისგან 700-ზე მეტ ბინას კონკურსის წესით შეისყიდის
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დევნილი ოჯახებისთვის მენაშენეებისგან 700-ზე მეტ ბინას კონკურსის წესით შეისყიდის. ამის შესახებ მინისტრ დავით სერგეენკოს მიერ მენაშენეებისთვის გამართულ ღია კარის დღეზე გახდა ცნობილი. საკონკურსო პირობების თანახმად, ამ ეტაპზე, სამინისტრო თბილისში, დაახლოებით, 700, გორში კი 40-მდე მშენებარე ბინას შეისყიდის. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, თბილისში მხოლოდ ერთოთახიანი და ოროთახიანი ბინების შეძენის საკითხი განიხილება, რადგან სამინისტრომ 550 სამოთახიანი ბინა გასულ წელს უკვე შეიძინა. ამასთან, მშენებლობების დასრულების საბოლოო ვადად 2020 წლის 30 ივნისი განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019-2020 წლების ბიუჯეტში, მენაშენეებისგან ბინების შესყიდვის მიზნით 51 500 000 ლარი გამოიყო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კერძო პირებისგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ დაადგინა კრიტერიუმები, რომლებსაც კონკურსში მონაწილე მენაშენეები უნდა აკმაყოფილებდნენ. კომისიის მუშაობის პროცესში ჩართულები არიან ფინანსთა სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდის, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის, მენაშენეთა ასოციაციისა და დევნილთა საკითხებზე მომუშავე 4 არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანების - „კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს“ (LAG) წარმომადგენლები. საკონკურსო წინადადების მიღება 26 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
---
15.02.2019
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2018 წლის ბოლოს დევნილებისთვის თბილისში შეძენილი ბინები, სავარაუდოდ, 2019 წლის მაისში განაწილდება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, 2018 წლის ბოლოს დევნილებისთვის თბილისში შეძენილი ბინები სავარაუდოდ, 2019 წლის მაისში განაწილდება. ამის შესახებ გრიგოლ გიორგაძემ მენაშენეებისთვის გამართულ ღია კარის დღეზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, 2018 წლის ბოლოს დევნილებისთვის შეძენილი 550 ბინის ჩაბარების პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება. „სამინისტრომ მენაშენეებისათვის მორიგი კონკურსი გამოაცხადა. ჩვენ ვგეგმავთ, რომ თბილისში დაახლოებით, 700-მდე ბინა შევისყიდოთ, ასევე, 40-მდე ბინა ქალაქ გორში. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ წლის ბოლოს შესყიდვები უკვე განვახორციელეთ და თბილისში 500-ზე მეტი ბინა შევიძინეთ. ასევე, გარკვეული რაოდენობით ბინები შევიძინეთ მარნეულსა და ხაშურში. ეს სწორედ ის ქალაქებია, სადაც მშენებლობას სამინისტრო არ ახორციელებს. ჩვენ მასშტაბურ მშენებლობებს იმერეთში, სამეგრელოში ვახორციელებთ და ამ ეტაპზე თბილისში არის საჭიროება, რომ მენაშენეებისგან ბინები გამოვისყიდოთ. ამას ორმაგი ეფექტი აქვს: დევნილებისთვის შევიძენთ გარემონტებულ ბინებს და ასევე, მენაშენეებისთვის ეს არის სტიმული, რათა სახელმწიფოს მხრიდან მათი წახალისება მოხდეს”,- განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ. აღსანიშნავია, რომ წელს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დევნილი ოჯახებისთვის მენაშენეებისგან 700-ზე მეტ ბინას კონკურსის წესით შეისყიდის.
---
15.02.2019
ქუთაისის ავტომექანიკურ ქარხანაში მომხდარ უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ქუთაისის ავტომექანიკურ ქარხანში უბედური შემთხვევის შედეგად მუშა გარდაიცვალა, კომპანია მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: "ქუთაისის ავტომექანიკურ ქარხანაში საწარმოო პროცესის დროს მუშა გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა ჰორიზონტალურ შიგმჩარხ დანადგარზე მეტალურგიული პროდუქციის დამუშავებისას მოხდა. საწარმოს თანამშრომელი- თეიმურაზ ბალავაძე, ყოველდღიურ საქმიანობას ასრულებდა, იგი მეტალურგიული პროდუქციის გაწმენდა- დამუშავებაზე მუშაობდა, რა დროსაც წინასწარი მონაცემებით ჩარხმა ზედა კიდური დაუზიანა, ტრამვის სიმძიმის შედეგად ის ადგილზევე გარდაიცვლა,"- წერია განცხადებასში.
---
14.02.2019
მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/220901
ჯანდაცვის სამინისტრო 110 დევნილ ოჯახს იპოთეკურ სესხს დაუფარავს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იპოთეკურ სესხს კიდევ 110 დევნილ ოჯახს დაუფარავს. ამ თემასთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ბრიფინგი გამართა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, „დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის დაფარვის“ პროექტი 2015 წლიდან დაიწყო და წარმატებით ხორციელდება. ამ დრომდე, სამინისტრომ სესხი უკვე 375 დევნილ ოჯახს დაუფარა. ამ ეტაპზე, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება იმ დევნილ ოჯახებზე გაიცემა, რომლებსაც 2019 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ სახლი/ბინა, რომელიც ოჯახის ერთადერთ საკუთრებას წარმოადგენს. იპოთეკური სესხის დაფარვისათვის ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ ოჯახზე 20 000 ლარს შეადგენს. 2019 წელს, იპოთეკური სესხების დაფარვის პროექტისთვის 2 200 000 ლარი გამოიყო. განცხადების მიღება 14 თებერვალს დაიწყო და 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
ბიემ.ჯი- http://www.bm.ge/ka/article/jandacvis-saministro-110-devnil-ojaxs-ipotekur-sesxs-daufaravs/29809
ბიეფემ.ჯი- http://bfm.ge/ipotekuri-seskhis-dafarvashi-sakhelmwifo-kidev-110-devnil-ojakhs-daekhmareba/
კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/ipotekuri-sesxis-dafarvis-motxovnit-devnili-odjaxebis-ganacxadebis-migebis-morigi-etapi-iwyeba
მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/110-devnil-odjakhs-sakhelmtsifo-ipotekuri-seskhis-dafarvashi-daekhmareba/56263
ტვ25- http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=10981
---
14.02.2019
"ბაბუამ დანა ჯერ ჩემს კოლეგას მოუქნია, მერე ფეხში ჩაირტყა, არადა, ბავშვი რომ არ წამოგვეყვანა, შეიძლება დღეს ცოცხალი არ ყოფილიყო"
რატომ არ იცავს სახელმწიფო სოციალურ მუშაკებს? გასულ თვეში სანზონაში მომხდარი ტრაგედიისას, როდესაც 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალებისთვის დედა დააკავეს, ჩვენში ძალიან ბევრი საყვედური გამოითქვა საოციალური სამსახურისა და მისი თანამშრომლების მიმართ. რიგ შემთხვევაში პატარას გარდაცვალებაში მათ დაუდევრობასაც აბრალრბდნენ, თუმცა საკითხავია რა პირობებში უწევთ მუშაობა სოცმუშაკებს? უკვე რამდენიმე კვირაა ისინი აქციებს მართავენ და ნორმალური სამუშაო პირობების შექმნას ითხოვენ. ისინი სისტემური პრობლემების მოგვარებას სახელმწიფოს სთხოვენ, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ პროგრამა გაწერილია და ნელ-ნელა მოხდება ცვლილებები. თავად სოციალური მუშაკების კანონი კი 2021 წელს ამოქმედდება. სოციალური მუშაკების თქმით კი, დრო არ ითმენს. ის, რომ მათ ურთულეს მდგომარეობაში უწევთ ყოფნა, ამის დასტურია 12 თებერვალს მომხდარი ფაქტი. ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკი ნანი მახათაძე ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა. მას მეტროში იმ ბავშვის დედა დაესხა თავს, რომლის შვილი რამდენიმე დღით ადრე, უმძიმესი პირობების გამო მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს. 21 წლის ნინო კობაიძე მეტროში ჩვილით ხელში თითქმის ერთი წელია დადის და მოწყალებას ითხოვს. ის არაერთხელ იყო გაფრთხილებული, რომ ბავშვი ქუჩაში არ გაეყვანა, მაგრამ დედა ამ გზით საკმაო თანხას შოულობდა ყოველდღიურად და ამაზე უარი არ თქვა. უმძიმეს პირობებში ცხოვრობს პატარა და ამიტომ სოციალურმა მუშაკებმა ქსენია ნაჭყებიამ და ნანი მახათაძემ ინციდენტამდე 4 დღით ადრე ბავშვი პოლიციის თანხლებით გადაიყვანეს სახლიდან მინდობით ოჯახში. როგორც ჩანს, შვილის გარეშე დედა მეტროში მათხოვრობას ისევ აგრძელებდა და სწორედ მეტროში ნახა სააგენტოს თანამშრომელი ნანი მახათაძე და ხალხის თვალწინ მას ფიზიკურად გაუსწორდა. ნანი მახათაძე: - ნინო კობაიძე წლებია მათხოვრობს და ეს საქმე მას პროფესიად აქვს ქცეული. ბავშვის დაბადების შემდეგ უკვე პატარასთან ერთად მათხოვრობდა და ამ ფულით, ფაქტობრივად, ორ ოჯახს არჩენდა - თავისი ქმრის და მშობლების. ბავშვის სახლიდან გამოყვანამდე ორი დღით ადრე მან დიდუბის პოლიციაში განაცხადა, რომ მამამისმა შვილი გასტაცა, რომ ვერ პოულობდა ბავშვს და დახმარებას ითხოვდა - არ ვიცი, სად არის ბავშვიო და უჩიოდა საკუთარ მამას. დარეკა საპატრულო პოლიციამ და გვითხრეს, რომ ბავშვი ჩვენს ტერიტორიაზე იყო. პირველ რიგში მისი მშობლების სახლში გადავწყვიტეთ წასვლა. ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე უკიდურესად მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში ცხოვრობენ, ვიცოდით ამ დროს პოლიციას ბავშვის ბაბუა განყოფილებაში დასაკითხად რომ ჰყავდა მიყვანილი და ამიტომ ჯერ პოლიციაში მივედით, ეს ხდება პარასკევს საღამოს. ისანი სამგორის მეხუთე განყოფილების უფროსს ავუხსენით, რომ ბავშვი იყო გამოსაყვანი და დაცულები რომ ვყოფილიყავით თავდასხმისგან დახმარება ვთხოვეთ, მისგან უარი მივიღეთ, - ვერ დაგიცავთ, ვერ გამოგყვებით, თქვენ მიდით და თუ დახმარება დაგჭირდათ, პატრული გამოიძახეთო. საღამო იყო, ბებიას ხელში ეჭირა ბავშვი, რომელიც გაუჩერებლად ტიროდა. ირგვლივ საშინელი ანტისანიტარია იყო. რომ ვუთხარით, რომ ბავშვი უნდა წაგვეყვანა, ატეხა კივილი და ბავშვიანად მეზობელთან გაიქცა. ის მეზობელი გამოგვენთო, ჭიშკრის აქით არ გადმოხვიდეთო. პატრული გამოვიძახეთ, საგამოძიებო სამსახურიც და ამ დროს სახლში ბავშვის ბაბუა დაბრუნდა. ახლა ის გადმოვიდა შეტევაზე, ჯერ ჩვენ გვემუქრებოდა მოკვლით, მერე იძახდა, თავს მოვიკლავ ბავშვს თუ წაიყვანთო. ხელში დანა ეჭირა, ჯერ ჩემს კოლეგას - ქსენია ნაჭყებიას მოუქნია, არ იყო გამორიცხული, ასეთ გააფთრებულს მართლაც ჩაერტყა, ქსენიამ შეძლო გაქცევა, ამის შემდეგ ჯერ მუცელზე დაიდო დანა, მერე კისერზე და ბოლოს ფეხში მართლა ჩაირჭო... სასწრაფო გამოვიძახეთ, მაგრამ მსუბუქი ჭრილობა იყო და გადაყვანა არ დასჭირვებია. პატრულის თანამშრომელი და გამომძიებელი შეწუხდნენ ძალიან, ამან ახლა თავი რომ მოიკლას ჩვენ დაგვბრალდება, იტყვიან, ბავშვი წაართვეს და ამიტომ მოიკლა თავიო. შეშინდნენ, მაგრამ იმასაც ხვდებოდნენ, რომ იქ ბავშვის დატოვება არ შეიძლებოდა. - ამ წიოკის ფონზე გამოიყვანეთ ბავშვი? დედა სახლში არ იყო? - დედას მეუღლე ბოშა ყავს და გვითხრეს ლოტკინზე ცხოვრობსო. ღამის 4 საათამდე ეძებდა დედას პოლიცია და 4 საათზე მოიყვანეს. - თქვენ მის მოსვლამდე იქ იყავით? - დილის 7 საათამდე იქ ვიყავით. სახლთან ველოდებოდით, რომ ბავშვი მალულად არ გაეყვანათ. 12 საათი ვდარაჯობდით ბავშვი რომ არ გაეპარებინათ. პატრულს ამ ხნის განმავლობაში არ მივუტოვებივართ, სახლიდან გამოგვყარეს, საშინელ სიტყვებს გვეძახდნენ, მაგრამ მოთმინებით ვიტანდით ამას. სასწრაფოს ექიმები რომ მოვიდნენ, ვთხოვეთ ბავშვიც გაესინჯათ, რადგან ძალიან ახველებდა. ბავშვს სიცხე ჰქონდა 38,5 გრადუსი - ბრონქების მწვავე ანთება დაუდგინდა. ამ ფონზე როგორ უნდა დაგვეტოვებინა იმ გაუსაძლის პირობებში, დილის 4 საათზე დედა რომ მოიყვანეს, მოკიდა ბავშვს ხელი და გამოგვიცხადა, რომ არ გამოგვატანდა, - ბებია ხვალ წაიყვანს ექიმთანო. თან ყვრიოდა, - ორი დღეა საჭმელი არ მიჭამიაო... ისტერიკები მოაწყო... ამ დროს პოლიციელმა როგორღაც გამოართვა ბავშვი, ამის მერე უარეს დღეში ჩავარდა. გამომძიებელმა ხელში მომაჩეჩა ეს ბავშვი და მითხრა, შენ წინ წადი, მე უკან მოგყვები და ამათ მე მივხედავო. მანქანაში ჩავჯექით. მანქანას მუშტებს და ფეხების ურტყამდნენ. ორი დღეც რომ დაგვეტოვებინა ბავშვი, არ ვიცი, რა დაემართებოდა, შეიძლება მომკვდარიყო კიდეც სიცხიანი, გაუსაძლის პირობებში, ექიმმა სიცხის დამწევი დაალევინა და გადავიყვანეთ მიმღებ ოჯახში, სოცმუშაკმა ქსენიამ და მიმღებმა ქალბატონმა აბანავეს, ერთი წლის ბავშვი საშინლად იყო დასვრილი, თან პატარა სულ ტილიანი იყო, თავი სასწრაფოდ გადახოტრეს. ასეთი რამე პირველად ვნახე, გადახოტრილი თავიც სავსე იყო ტილებით, კანში იყო ჩამჯდარი ტილები და პატარას სისხლს სწოვდნენ. აბანავეს, აჭამეს, სიცხემაც დაუწია და ჩაეძინა სითბოში პატარას. აწი, მის ჯანმრთელობაზე ის ოჯახი იზრუნებს. - თქვენ როგორ დაგესხათ თავს ბავშვის დედა? - ის მეტროში დადის და მათხოვრობს. ასე ცხოვრობს წლებია. როცა ბავშვი ხელში ჰყავს უფრო კომფორტულია, რადგან უფრო მეტ ფულს შოულობს და ამისთვის სჭირდება ეს ბავშვი. მეტროთი ვმგზავრობდი, ავლაბარში შემოვიდა და მოწყალებას ითხოვდა, სკამზე ვიჯექი, ჯერ ისე მოიქცა ვითომ ვერ მიცნო, ხელში ეკავა ბატიბუტის პარკი. მომვარდა, სად წაიყვანე ჩემი შვილი, რომელ ბავშვთა სახლში გყავს, როგორ გამტაცეო და ატეხა ყვირილი, თან ხალხის რეაქციას აკვირდებოდა, მერე ჩემს გვერდით მყოფს მიაჩეჩა ბატიბუტის პარკი და თქვა ამას ახლა ან მოვკლავ, ან მაგრად ვცემო, მწვდა ყელში და მახრჩობდა... გაოგნებული ვარ, ამდენი ხალხი მიყურებდა შორიდან და არავინ დამიცვა, ვიგერიებდი, რომ არ გავეგუდე, ასეთი გულგრილობა არასოდეს მინახავს. ერთადერთი ადამიანი გამომესარჩლა, ახალგაზრდა მამაკაცი წამოხტა, რას აკეთებო და დაიჭირა, მერე მეც შევძელი წამოდგომა, ახლა წიხლი მომიქნია, ფეხში მომარტყა და თმებში მწვდა. ორთაბრძოლას ხომ არ გავმართავდი, გაიწიე-მეთქი. ისევ მომქაჩა, სად არის ჩემი შვილიო. წარმოიდგინეთ, იმის ნაცვლად მოძალადისგან დავეცავი ვინმეს, ერთი მამაკაცი მომიბრუნდა და მითხრა, რატომ წაართვი შვილი და სად გყავსო. იმ კაცის ეს სიტყვები რომ მოისმინა, უფრო მიეცა გული და გადმოვიდა შეტევაზე. ასე ისნის მეტრომდე მოვედით, შეურაცხყოფილი და დამცირებული ვიყავი, ამას შენ არ გაპატიებ მეთქი და ჩამოვათრიე ვაგონიდან. გამოვიძახე მეტროს პოლიცია და დააკავეს. ძნელია ამდენი დამცირება ხალხის თვალწინ აიტანო. საშინელი სიტყვებით მომმართავდა, ხალხმა არ იცოდა ვინ ვიყავი. ამ დროს არავინ გიცავს, არც ერთი ადამიანი... - დააკავეს? - კი, მეტროშივე დააკავეს, პოლიციამ სასამართლოში წაიყვანა და ადმინისტრაციული წესით მისი დაჯარიმება ითხოვა, ასევე ვითხოვდი შემაკავებელი ორდერის გამოცემას. როგორც გავიგე, მოსამართლე გაფრთხილებით შემოიფარგლა და ყველაფრის გარეშე დარბაზიდან გაუშვა. ფიზიკურ ძალადობაზე კი გამოძიება მიდის, რომც დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი დარწმუნებული ვარ, მას, აწი, პოლიცია ვერ იპოვის, დაიმალება. შემაკავებელი ორდერი მაინც გამოეცათ, ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს. ვინ დამიცავს მე სოციალურ მუშაკს? 17 წელია ამ სისტემაში ვართ მე და ქსენია ნაჭყებია, ბევრი შეურაცხყოფა, სიტყვიერი ლანძღვა, გინება აგვიტანია, მაგრამ ასეთი თავდასხმა სხვა დროს ჩემზე არ მომხდარა. ვთვლი, რომ სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, რომ ეს სხვებმა არ გაბედონ. ვინ დაიცავს სოცმუშაკს? ისედაც სტრესში გვიწევს მუშაობა და უამრავ დაბრკოლებას ვაწყდებით, როცა ასეთ ოჯახებთან ვმუშაობთ. რამდენი დაგვმუქრებია დანით, მოგკლავ ყელს გამოგჭრიო, მაგრამ 21 წლის გოგო რომ თავს გესხმის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ეს უკვე მეტისმეტია. ბავშვი რომ არ გადაგვეყვანა, ის შეიძლება დღეს ცოცხალი არ ყოფილიყო. ბავშვის ბაბუა, ჯემალ კობაიძე და მისი მეუღლე ბავშვის უკან დაბრუნებას ითხოვენ. "ბავშვი უკანონოდ ორჯერ გამომტაცეს ხელიდან, თავის მოკვლა ვცადე და ფეხში ჩავირტყი დანა. სახლი და კარი რომ მქონდეს სხვის ქოხში ვიქნები? მაშინ მომცენ კარგი ბინა და იქ ვიცხოვრებთ და გავზრდით ბავშვს", -ამბობს ბაბუა ჯემალ კობაიძე. კობაიძეები უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს იქ არსებული მდგომარეობა. იმ ადგილს, სადაც ისინი ცხოვრობენ, არ შეიძლება საცხოვრებელი დაარქვა, ეზოში პატარა ფიცრული დგას, ორი პატარა ოთახით, აქედან ერთში, 7 კვადრატულში ერთი საწოლი დგას, იქვეა შეშის ღუმელი, რომლითაც ოთახს ათბობენ, დგას პატარა მაგიდა, ორი სკამი და კუთხეში სალოცავი კუთხეც აქვთ გაკეთებული. ამ ფიცრულს მეორე ოთახიც აქვს, მაგრამ ის საცხოვრებლად გამოუსადეგარია, სხვადასხვა ნივთებით არის სავსე. ენით აუღწერელია მათი მდგომარეობა. ნინო 12 წლიდან ითხოვს მოწყალებას. ორსული 30- 40-50 ლარს დღეში შოულობდა და არჩენდა როგორც ქმარს, ასევე მშობლებს. საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლითაა დაწყებული. დანაშაული ერთიდან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა დადგება თუ არა ნინო კობაიძის პასუხისმგებლობის საკითხი, რთული სათქმელია.
---
14.02.2019
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/elmavalmshenebeli-qarxnis-shromit-davashi-mediatori-chaertveba/29818/
ელმავალმშენებელი ქარხნის შრომით დავაში მედიატორი ჩაერთვება
ელმავალმშენებელი ქარხნის დასაქმებულებსა და ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებებში ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორი ჩაერთვება. ამის შესახებ bm.ge-ს პროფკავშირების წარმომადგენელმა ვიტალი გიორგაძემ განუცხადა. მისი თქმით, ელმავალმშენებელი ქარხნის 1000-მდე დასაქმებულს კომპანიისგან 6 თვის კუთვნილი ანაზღაურება ამ დრომდე არ მიუღია. არაოფიციალური ინფორმაციით, მათ ეუბნებიან, რომ კომანიაში ფინანსური პოლიციაა შესული და სწორედ ამ მიზეზით ვერ უხდიან მათ ანაზღაურებას. გიორგაძე ამბობს, რომ ელმავალმშენებელ ქარხანაში ინვენტარიზაცია მიმდინარეობს და ზემოთ დასახელებული მიზეზი ადმინისტრაციის მხრიდან ვალდებულების თავის არიდების მცდელობაა. დასაქმებულებსა და ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებებში მედიაციის სამსახური მომავალი კვირიდან ჩაერთვება. ამოწმებს თუ არა ფინანსური პოლიცია ელმავალმშენებელ ქარხანას, ამის შესახებ bm.ge-ს ინფორმაცია საგამოძიებო უწყებიდან გამოთხოვილი აქვს და მას მიღებისთანავე გავავრცელებთ.
---
14.02.2019
რა ტიპის კომპანიებში ფიქსირდება შრომის უსაფრთხოების დარღვევები?
შრომის უსაფრთხოების ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე აცხადებს, რომ უწყების მიერ 150-მდე კომპანია შემოწმდა, რის შედეგადაც უმრავლესობაში უსაფრთხოების დარღვევა გამოვლინდა. მისი განმარტებით, ძირითადად დარღვევები სამშენებლო, სამთო-მოპოვებით სამრეწველო და ლითონის დამამუშავებელ კომპანიებში დაფიქსირდა. „150-მდე კომპანია შევამოწმეთ. მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტები. ეს არის სამთო-მოპოვებითი მრეწველეობა, მშენებლობა, ლითონის დამუშავება და ა.შ, სადაც მეტწილად ხდება შემოწმება და არის დარღვევები“, - განმარტავს ბექა ფერაძე. მისივე თქმით, დარღვევების ნუსხა მრავალფეროვანია, თუმცა ძირითადი პრობლემა სისტემური მიდგომის არარსებობაა. „არ არსებობს სისტემური მიდგომა შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, რაც მოიცავს საფრთხის განსაზღვრას და შესაბამისი საინჟინრო თუ სხვა გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც შეამცირებს და აღმოფხვრის რისკს. რა კომპანიებიც შევამოწმეთ, უმრავლესობაში დარღვევებია. არ ხდება საფრთხის შეფასება, რაც მთავარი პრობლემაა. საფრთხე შეიძლება იყოს ნებისმიერი, მაგალითად, სიმაღლეზე მუშაობა შესაბამისი დაცვის გარეშე, კოლექტიური დაცვის საშუალებების არქონა, მავნე საწარმოო ფაქტორების არ გაზომვა და ა.შ“ - აცხადებს ფერაძე. მისივე განმარტებით, მეორე ან მესამე შემოწმების დროს პრობლემები როგორც წესი გამოსწორებულია, შესაბამისად, ხისტმა დამოკიდებულებამ და ახალმა რეფორმამ გაამართლა. „სტატისტიკური მონაცემები დადებითი გვაქვს, დინამიკის მიმართულებაც შემიძლია დადებითად შევაფასო“ - განმარტა ბექა ფერაძემ.
---
14.02.2019
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფო, რამდენიმე თვეში, სახელმწიფო დაფინასებით გაიხსნება
„ეს იქნება სახელმწიფო დაწესებულება“ – აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფო რამდენიმე თვეში გაიხსნება ზაალ მიქელაძის თქმით, საავადმყოფო ამ ეტაპზე ინვენტარით აღჭურვის საკითხზეა ორიენტირებული. 31 Shares 30 როგორც მინისტრი “აიპრესთან” საუბრისას აცხადებს, კლინიკის გახსნისთვის 15 მილიონამდე ლარის მობილიზებაა საჭირო. რაც შეეხება დაფინასებას, მინისტრის თქმით წილობრივად ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან მოხდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს მართვა კი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული კლინიკების განვითარების სტარტეგიის ფარგლებში განხორციელდება. „პირველი – ეს იქნება სახელმწიფო დაწესებულება, სახელმწიფო საკუთრება. მეორე – საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ჩვენთან ერთად შეიმუშავა სახელმწიფო კლინიკების განვითარების სტრატეგია: ზუგდიდი, თბილისის რესპუბლიკური, საჩხერის, და თბილისის ონკოლოგიური – ამ ხუთი კლინიკით ავითარებს ამ სტრატეგიას. ჩემი სურვილიც არის, რომ მალე დასრულდეს, მაგრამ არსებობს პროცესები, რამაც ხელი შეგვიშალა, თუნდაც რეგულაციები სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად გადაკეთება მოგვიწია დასრულებაზე მისული მშენებლობის. ჩვენთვის მთავარია ხარისხი და უსაფრთხოება. მე არ მოვაწერ ხელს მის გახსნას, სანამ არ ვიქნები დარწმუნებული სრულ უსაფრთხოებაში. ვიღაცას რომ ეჩქარება, არ ნიშნავს არაფერს. არ მაქვს საწოლების პრობლემა რეგიონში, არა მაქვს სერვისების პრობლემა, არ ვართ ის რეგიონი, რომლისგანაც პაციენტი მიდის სხვა რეგიონში. ეხლა ვართ ინვენტარით აღჭურვის მოლაპარაკების ეტაპზე გადასული. ვცდილობთ ცენტრალურთან წილობრივად მოვახერხოთ ახალი ინვენტარით აღვჭურვოთ, იმიტომ რომ იმ ძველი ინვენტარით იქ არ გადაისვლება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ჯანდაცვისა და ჩვენი ჩართულობით მოხდება ეს. პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ გაშვებისთვის დაგვჭირდება დაახლოებით 15 მილიონამდე ინვენტარისთვის. წლები არა, მაგრამ თვეები დაჭირდება ამ პროცესს, – განუცხადა „აიპრესს“ ზაალ მიქელაძემ. შეგახსენებთ, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსთან ნაწილი პერიოდულად აქციაბეს მართავს და აცხადებს, რომ სახელმწიფო მის გასხვისებას გეგმავს, მათი ეჭვი კი ახალი კლინიკის მშენებლობის გაჭიანურებამ გაამყარა. საავადმყოფოს მედ-პერსონალი საპროტესტო ბანერებით რამდენიმე დღის წინ შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთანაც ჩავიდა.
---
ბეჭდვითი მედია
15.02.2019
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
ჯანდაცვის სამინისტრო 110 დევნილ ოჯახს იპოთეკურ სესხს დაუფარავს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იპოთეკურ სესხს კიდევ 110 დევნილ ოჯახს დაუფარავს. ამ თემასთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ბრიფინგი გამართა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, „დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის დაფარვის“ პროექტი 2015 წლიდან დაიწყო და წარმატებით ხორციელდება. ამ დრომდე, სამინისტრომ სესხი უკვე 375 დევნილ ოჯახს დაუფარა. ამ ეტაპზე, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება იმ დევნილ ოჯახებზე გაიცემა, რომლებსაც 2019 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ სახლი/ბინა, რომელიც ოჯახის ერთადერთ საკუთრებას წარმოადგენს. იპოთეკური სესხის დაფარვისათვის ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ ოჯახზე 20 000 ლარს შეადგენს. 2019 წელს, იპოთეკური სესხების დაფარვის პროექტისთვის 2 200 000 ლარი გამოიყო. განცხადების მიღება 14 თებერვალს დაიწყო და 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
---
15.02.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
"ასეთი უხეში და გაუწონასწორებელი სოცაგენტები ჩვენს მოქალაქეებს არ სჭირდება"
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს თბილისში, მეორე ნავთლუღის დასახლების მეექვსე ქუჩაზე, ბინა N71-ში მცხოვრები ალექსანდრე არუთინოვი განცხადებით მიმართავს. საქმე ეხეა სოციალურ მუშაკების არაკვალიფიციურ დამოკიდებულებას: "მოგახსენებთ, ოჯახი ვართ სოცდაუცველები. მყავს პატიმარი ძმა, დედა პენსიონერი ავადმყოფი, თავად ვარ უმუშევარი. დეკემბრის თვეში პირადობის მოწმობის დაკარგვის გამო იუსტიციის სახლს მივმართე დოკუმენტის გაუქმების მოთხოვნით. შედეგად შემიჩერეს სოციალური დახმარება. 13 დეკემბრიდან დღემდე მიწელავენ სოციალური ქულების მინიჭებას, მამცირებენ, დამცინიან, უხეშად მომმართავენ და მემუქრებიან. ჩემს მეზობელსაც შეექმნა პრობლემა სოცაგენტთან. აგენტის ვიზიტის დროს ოჯახში ატირდა პატარა ბავშვი და მანაც უხეშად დაუყვირა - გაათრიეთ ეს ბავშვიო! ასეთი უხეში და გაუწონასწორებელი სოცაგენტები ჩვენს მოქალაქეებს არ სჭირდება. თუ არ შეუძლიათ ზრდილობიანად და ადეკვატურად მომართვა ისედაც მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ადამიანებისთვის, საერთოდაც ნუ იმუშავებენ.
---
15.02.2019
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
რუხის ახალ საუნივერსიტეტო კლინიკას - ღირსეული მეცნიერის სახელი
სამეგრელო-ზემო სვანეთის და აფხაზეთის მოსახლეობის ერთსულოვანი თხოვნა ქვეყნის ხელისუფლებას: საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს; საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ მამუკა ბახტაძეს; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების და დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს, ბატონ დავით სერგეენკოს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს მთავრობის დიდი ძალისხმევით ქვეყანაში ბევრი პროექტი ხორციელდება მათ შორის, ზუგდიდის რაიონის, სოფელ რუხის ტერიტორიაზე აშენებული, ამიერკავკასიაში ერთ-ერთი თანამედროვე სამედიცინო ცენტრი - საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც თავისი გეოპოლიტიკური დატვირთვითაც მნიშვნელოვანია. მოგმართავთ თხოვნით, რომ აღნიშნულ საუნივერსიტეტო კლინიკას ეწოდოს აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელი.
---