From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი- 17.01.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 17.01.2019 08:15
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 17.01.2019

ტელევიზია

17.01.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 09:00

გარდაცვლილების ოჯახებს გუშინ მიუსამძიმრეს მთავრობის წევრებმა. დავით სერგეენკო დაშავებულების მოსანახულებლად საავადმყოფოში იმყოფებოდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5813777

I არხი - მოამბე 08:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5813958

იმედი - იმედის დილა- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5813985

16.01

იმედი   -ქრონიკა 20:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5813719

რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5813624

I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5813591

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5813658  

---  

 

17.01.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 09:00

აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან იშვილის კლინიკაში მხოლოდ ერთი რჩება, დანარჩენი 5 მცირეწლოვანი ბინაზეა გაწერილი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5813773

იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5814263

---

 

17.01.2019

არხი:   იმედი

გადაცემა: ქრონიკა 11:00    

სამედიცინო დაწესებულებაში გრიპის ვირუსით პაციენტების მიმართვიანობა შემცირებულია. თუმცა, ვითარება კვლავ საყურადღებოა. ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწრაფო დახმარების გამოძახების რიცხვმაც იკლო. ამ დროისთვის ე.წ. ღორის გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატის მარაგიც არსებობს ქვეყანაში. ვირუსის შემთხვევების პიკმა დეკემბრის ბოლო კვირას გადაიარა. საქართველოში გრიპით ჩვიდმეტი ადამიანი გარდაიცვალა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5814353

I არხი -მოამბე 09:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5813858

---

 

17.01.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 09:00

საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში მწვავე ვირუსული დაავადების, "წითელას" 200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პაციენტებს შორის ძირითადად ჩვილები და 15-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანები არიან. სპეციალისტები მიმართვიანობის რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავენ და მოსახლეობას ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5813830

იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5814352

I არხი- მოამბე 09:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5813850

იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5813843

---

 

 

 

16.01.2019

არხი:   იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 20:00

გრიპის შემდეგ წითელა. 1 იანვრიდან დღემდე ქვეყანაში ინფექციის 312 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაზრდილია. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მიმართავს და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5813597

---

 

16.01.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 15:00

გრიპით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობამ იკლო - რისკჯგუფებში ორსულები შედიან

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5812921

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5812579

I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5812517

პალიტრა ტვ- პალიტრა ნიუს 20:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5813563

---

 

16.01.2019

არხი:  პალიტრა ტვ

გადაცემა:   პალიტრა ნიუს 20:00

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მოთავსებული პაციენტების რაოდენობამაც და მიმართვიანობამაც იკლო. ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, ამ დროისთვის გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნებით 28 პაციენტი მკურნალობს, აქედან ორი მართვით სუნთქვაზე რჩება. დეკემბერ-იანვარში ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის 13 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან, ორი ადამიანი გარდაიცვალა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5813550

---

 

16.01.2019

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა:   დღის ამბები 17:00

შალვა ნათელაშვილი გრიპის ვირუსზე საყოველთაო, უფასო ვაქცინაციის ჩატარებას ითხოვს. ინიციატივის დეტალებზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ბრიფინგზე ისაუბრა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5813059

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5812924

კავკასია - დღეს 19:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5813559

---

 

16.01.2019

არხი:   იმედი

გადაცემა:   იმედის დილა

დამსაქმებლები, რომლებიც მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან საქმიანობას ეწევიან, მიმდინარე წლიდან ვალდებულები არიან თანამშრომლები უბედური შემთხვევისგან დააზღვიონ, თუმცა სადაზღვევო სექტორმა განაცხადა, რომ აუცილებელია მთავრობამ შესაბამისი ნორმები დაადგინოს, თუ რა პირობებით უნდა იყვნენ დაზღვეული მსგავს პირობებში დასაქმებული ადამიანები. გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5811724

---

 

16.01.2019

არხი:   მაესტრო

გადაცემა:   ახალი ამბები 15:00

უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის მინიმალური მოთხოვნები რისკების ადექვატური უნდა იყოს - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში აცხადებენ. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სავალდებულო დაზღვევის პირობები ისე უნდა გაიწეროს, რომ უბედური შემთხვევის დადგომისას, დასაქმებულმა სათანადო ანაზღაურება მიიღოს. აკაკი ზოიძის განმარტებით, მინიმალური მოთხოვნების გაწერა უზრუნველყოფს, რომ დამსაქმებლებმა ძალიან მცირე დაფარვის პაკეტები არ შეიძინონ. პირველი იანვრიდან, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოების დარგის კომპანიებისთვის, დასაქმებულების უბედური შემთხვევის დაზღვევით უზრუნველყოფა სავალდებულო გახდა. ჯანდაცვის სამინისტრო, ამ ეტაპზე ჯანდაცვის წესების და პროცედურების შემუშავებაზე მუშაობს, რომელიც მომავალი წლიდან შევა ძალაში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5813290

---

 

16.01.2019

არხი:   მაესტრო

გადაცემა:   ახალი ამბები 15:00

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები მინიმალური ხელფასის განსაზღვრის შემოღებას ითხოვს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მინიმალური ხელფასი 300 ლარს უნდა აღწევდეს, ხოლო თუკი დასაქმებული არარეგალურ სამუშაოს ასრულებს, მისი ანაზღაურება საათობრივად უნდა განისაზღვროს. პროფკავშირებში განმარტავენ, რომ საკითხი სოციალური პარტნიორობის სამხრივ კომისიაზე ორგანიზაციამ ორი წლის წინ დააყენა, თუმცა კომისიის ფორმატში მისი განხილვის დაწყება ისევ ჭიანურდება. 1999 წელს მიღებული ბრძანებულებით, საქარტველოში მინიმალური ხელფასის ოდენობა 20 ლარს შეადგენს, თუმცა აღნიშნული ნორმა პრაქტიკაში არ არსებობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5813285

---

 

16.01.2019

არხი:   ერთსულოვნება

გადაცემა:   განთიადი

ლუგარის ლაბორატორია ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა და საზოგადოების ინტერესიც აღნიშნული ლაბორატორიის მიმართ გაიზარდა. ამის მიზეზი ე.წ. ღორის გრიპის გააქტიურება გახდა. სწორედ აქ ხდება პროფესიონალების მიერ გრიპის ვირუსის ტიპის განსაზღვრა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღორის გრიპით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული 15 შემთხვევა ფიქსირდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5811442

---

 

 

ინტერნეტი

17.01.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/528949-apetkebis-shedegad-dashavebuli-xuti-bavshvi-iashvilis-klinikidan-gaceres-erti-ki-reanimaciashi-rcheba/?fbclid=IwAR2Qb2iapyOsJV9dONTdcMfOJnoCR5ffdJ9tXR1Vr3DsDwsaQq_PtpXHuwY

აფეთქების შედეგად დაშავებული ხუთი ბავშვი იაშვილის კლინიკიდან გაწერეს, ერთი კი რეანიმაციაში რჩება

იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში ამ დროისთვის დიდ დიღომში გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ექვსი ბავშვიდან ერთი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის კლინიკიდან აცნობეს, მათთან შემთხვევის შედეგად მოთავსებული 5 ბავშვი კლინიკიდან უკვე გაწერეს. საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ოპერაციის შემდგომი დაკვირვების ქვეშ 4 წლისა და 6 თვის გოგონა რჩება. მას ოპერაცია თავზე ჩაუტარდა. კლინიკაში აცხადებენ, რომ პატარა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი.

პია.ჯი- https://pia.ge/post/242919-iasvilis-saavadmyofosi-dasavebultagan-mxolod-1-bavsvi-rceba

---

 

17.01.2019

მედიასაშუალება:    https://www.interpressnews.ge/ka/article/528946-jandacvis-saministro-apetkebis-shedegad-dashavebulta-mdgomareobis-shesaxeb-bolo-inpormacias-avrcelebs/

ჯანდაცვის სამინისტრო აფეთქების შედეგად დაშავებულთა მდგომარეობის შესახებ ბოლო ინფორმაციას ავრცელებს

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ დრომდე იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში რჩება 6 ბავშვი. მათ შესაბამისი სამედიცინო სერვისები ადგილზე მიეწოდებათ. "ექიმის განცხადებით, არც ერთი მათგანის მდგომარეობა არ არის მძიმე. 2 პაციენტი გადის მკურნალობას ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში. შუახნის ქალისა და მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათ საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ. აფეთქება დიდ დიღომში 16 იანვრის საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 8 პირმა, მათ შორის 6 ბავშვია", - ნათქვამია განცხადებაში.

---

 

17.01.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/528962-iashvilis-klinikis-samedicino-direktori-apetkebis-shedegad-dashavebuli-bavshvis-mdgomareoba-stabiluria-tumca-mkurnalobas-kritikuli-medicinis-departamentshi-agrzelebs/

იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი - აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში აგრძელებს

იაშვილის კლინიკაში დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმი გაიმართა. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, გამოვლენილია სისხლის დანაკარგი, რის საწინააღმდეგოდაც ღონისძიებები მიმდინარეობს. მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ბავშვი კონტაქტურია. „ახლა კლინიკაში რჩება მხოლოდ ერთი პაციენტი, რომელიც მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობს. ამ პაციენტს გუშინ ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია. ერთი პრობლემა, რომელიც გუშინვე გამოვლინდა, არის სისხლის დანაკარგი, რის საწინააღმდეგოდ გუშინაც დაიწყო ღონისძიებები და ახლაც გრძელდება. ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, კონტაქტურია, თუმცა, დაზიანების ხარისხის და სისხლის დანაკარგის გათვალისწინებით გააგრძელებს მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში და პარამეტრებს დინამიკაში დავაკვირდებით. კონსილიუმის შედეგად, ჩვენ დღეს დამატებით დაგვჭირდება ყელ-ყურ-ცხვირის აქტიური ჩარევა. დამატებით ნეიროქირურგისა და ყბა-სახი ქირურგის ჩარევას არ საჭიროებს", - განაცხადა ჩხაიძემ. დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი, თუმცა, ისინი კლინიკებიდან დღეს გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.

---

 

17.01.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/528939-ivane-chxaize-damtavrda-neirokirurgiuli-operacia-pacienttan-sadac-mdgomareoba-shedarebit-mzime-iqo-da-misi-mdgomareoba-sicocxlistvis-sashishad-ar-pasdeba/

ივანე ჩხაიძე - დამთავრდა ნეიროქირურგიული ოპერაცია პაციენტთან, სადაც მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო და მისი მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშად არ ფასდება

„ახლა დამთავრდა ნეიროქირურგიული ოპერაცია იმ პაციენტთან, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო. მისი მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშად არ ფასდება“, - ამის შესახებ იაშვილის კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, აღნიშნულ პაციენტს თავის ზედაპირული და ყურის დაზიანება აღენიშნება. ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული ექვსი მოზარდიდან ხუთი ხვალ გაეწერება, ერთი კი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობს მკურნალობას. „ახლა დამთავრდა ნეიროქირურგიული ოპერაცია იმ პაციენტთან, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო: თავის ზედაპირული დაზიანება, ყურის დაზიანება. ახლანდელი შეფასებით მისი მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშად არ ფასდება. ბავშვი აუცილებლად დარჩება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში და აუცილებლად გავაგრძელებთ მეთვალყურეობას. კიდევ ერთხელ იქნება იგი კონსულტირებული ნეიროქირურგის, ყელ-ყურ-ცხვირის და ყბა-სახის ქირურგის მიერ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ბავშვთან ყველაფერი კარგად იქნება. ის ცვლილებები, რომელიც კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე დაფიქსირდა, არ მიუთითებს მნიშვნელოვან დაზიანებაზე. ასე რომ, საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, მათი მდგომარეობა ამ წუთას დამაკმაყოფილებელია. მათი დაზიანება სხეულის ზედაპირულ ტრავმას მოიცავს. ზედაპირული ტრავმა გულისხმობს მხოლოდ ლოკალურ დაზიანებებს. აქედან გამომდინარე, ყველა მათგანი ხვალ გაიწერება კლინიკიდან. შესაბამისად, ერთი პაციენტი გააგრძელებს მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, ხოლო დანარჩენი ხუთი ხვალ გაეწერება,“ - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

---

 

17.01.2019

მედიასაშუალება:   https://www.interpressnews.ge/ka/article/528951-did-digomshi-apetkebis-shedegad-dashavebulma-orive-pacientma-gudushauris-klinika-datova/?fbclid=IwAR2Mwvz0ChQXvNTF38pXcjLLuYrXdQEHpnwH111qNzPlS6Eyv1W8MRgEcwg

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებულმა ორივე პაციენტმა ღუდუშაურის კლინიკა დატოვა

დიდ დიღომში გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულმა ორივე პაციენტმა ღუდუშაურის კლინიკა უკვე დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღუდუშაურის კლინიკიდან აცნობეს, აფეთქების შემდეგ მათ კლინიკაში ორი პაციენტი იყო მოთავსებული, რომელთაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ. „დაშავებულებს საჭირო გამოკვლევები ჩაუტარდათ და რამდენიმესაათიანი დაკვირვების შემდეგ კლინიკიდან გუშინვე გაეწერნენ“, – განაცხადეს ღუდუშაურის საავადმყოფოში. დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი ბავშვია. ასევე, დაშავდა 8, მათგან 6 მცირეწლოვანია.

---

 

17.01.2019

მედიასაშუალება:  http://ghn.ge/com/news/view/219153

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა

დიდ დიღომში მომხადრი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა. დაშავებულების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ისაუბრა. დაშვებულთა შორის 6 ბავშვია. „ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია 8 ადამიანი. მათ შორის 6 ბავშვი, რომლებიც არიან იაშვილის კლინიკაში. ორი მოზრდილი არის ღუდუშაურის კლინიკაში. მათ მდგომარეობა მუბუქია“, - განაცხადა სერგეენკომ. აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, 16 აინვარს 20:30 საათზე მოხდა. აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არასრულწლოვნი. დაშავებულია 6 ადამიანი, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. კორსპუსის მცხოვრებლების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ "ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს. ისინი ამბობენ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა პრობლემა ვერ აღმოაჩინეს.

---

 

16.01.2019

მედიასაშუალება:  http://netgazeti.ge/news/334076/

აფეთქებისას დაშავებული 4 წლის ბავშვი დაიღუპა

“იმედის” კლინიკის ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დიდ დიღომში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 4 წლის ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც ექიმმა თქვა, საავადმყოფოში შეყვანისას მისი მდგომარეობა უმძიმესი იყო. როგორც “რუსთავი 2” ამბობს, აფეთქებისას დაღუპულთა შორის, სავარაუდოდ, არიან ბავშვის მშობლებიც, თუმცა ეს ინფორმაცია საბოლოოდ დადასტურებული არ არის. იაშვილის კლინიკაში ამ დროისათვის [23:04] 6 ბავშვი იმყოფება, რომელთაგან შედარებით საყურადღებო დაზიანება აქვს ერთ ბავშვს, ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. რაც შეეხება დანარჩენ ბავშვებს, მათ ნაწილს აღენიშნება ზედაპირული დაზიანებები, ნაწილ კი აქვს ემოციური სტრესი. დაზიანების არმქონე ბავშვები რამდენიმე საათში დატოვებენ კლინიკას. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს იაშვილის კლინიკის ექიმმა ივანე ჩხაიძემ მიაწოდა. დიდ დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებას 20:30 საათზე ნგრევა მოჰყვა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, აფეთქებამდე, დღის განმავლობაში, იგრძნობოდა გაზის სუნი, თუმცა გაზის კომპანიის წარმომადგენლებმა ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს. “ყაზტრანსგაზი” განცხადებას მომხდართან დაკავშირებით უახლოეს საათებში გაავრცელებს. გარდაცვლილთა რაოდენობამ უკვე ოთხს მიაღწია. საცხოვრებელი კორპუსი ამ დროისათვის სრულად ევაკუირებულია. ტერიტორია პოლიციის ლენტებით არის შემოსაზღვრული.

---

 

16.01.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/528933-davit-sergeenko-am-drois-monacemebit-gardacvlilia-4-da-dashavebulia-8-adamiani/

დავით სერგეენკო - ამ დროის მონაცემებით, გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ინფორმაციით, დიდ დიღომში გაზის აფეთქების შედეგად დაშავებული 8 ადამიანი მკურნალობას კლინიკებში გადის. აქედან ექვსი არის ბავშვი და ისინი იაშვილის კლინიკაში მკურნალობენ. რაც შეეხება ორ მოზრდილ პაციენტს, სერგეენკოს თქმით, ისინი ღუდუშაურის კლინიკაში არიან გადაყვანილები. მინისტრის ინფორმაციით, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „ბოლო ინფორმაციით, მკურნალობს 8 დაშავებული. ექვსი არის ბავშვი, რომელიც იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. ორი მოზრდილი ღუდუშაურშია, მათი მდგომარეობა მსუბუქია. არის ოთხი გარდაცვლილი. ექსვი პაციენტი, ბავშვები, რომლებიც აქ არიან, მათი მდგომარეობა საბედნიეროდ მსუბუქია, თუმცა სჭირდებათ ექიმის მეთვალყურეობა და დღეს ღამე აქ დარჩებიან. სულ, მუდმივად ხდება მათი მდგომარეობის გადაფასება. ორი მოზრდილის ჯანმრთელობის მდგომრეობაც, ასვევ საბედნიეროდ მსუბუქია“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. თბილისში, დიდ დიღომში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირი აფეთქდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ოთხი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი.

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/djandacvis-ministris-informaciit-afetqebis-shedegad-7-bavshvia-dashavebuli

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/219129

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/202842-jandacvis-ministris-informaciith-afethqebis-shedegad-7-bavshvia-dashavebuli.html?lang=ka-GE

კვირა.ჯი- http://kvira.ge/443423

ტაბულა.ჯი- http://www.tabula.ge/ge/story/142949-sergeenko-afetqebisas-dashavebuli-bavshvebis-mdgomareoba-mdzime-ar-aris

ნიუპოსტს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=194915-%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%97%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90,%20%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D

კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/davit-sergeenko-iashvilis-klinikashi-motavsebuli-sami-bavshvidan-mdzime-dazianeba-arc-erts-ar-agenishneba

პია.ჯი- https://pia.ge/post/242879-sergeenko-sabednieros-samive-bavsis-mdgomareoba-ar-aris-mzime

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/528914-davit-sergeenko-iashvilis-klinikashi-motavsebuli-sami-bavshvidan-mzime-dazianeba-arc-erts-ar-agenishneba/

---  

 

16.01.2019

მედიასაშუალება:  https://commersant.ge/ge/post/premieri-dedaqalaqis-meri-da-djandacvis-ministri-iashvilis-klinikashi-mividnen

პრემიერი, დედაქალაქის მერი და ჯანდაცვის მინისტრი იაშვილის კლინიკაში მივიდნენ

იაშვილის კლინიკაში, სადაც ექვსი დაშავებული მოზარდია მოთავსებული, პრემიერ-მინისტრი, დედაქალაქის მერი და ჯანდაცვის მინისტრი მივიდნენ. მთავრობის წარმომადგენლები კლინიკაში, დიდ დიღომში გაზის აფეთქების შედეგად დაშავებული მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნობიან. კლინიკაში ასევე იმყოფება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. იაშვილის კლინიკაში მისვლამდე, მამუკა ბახტაძე და კახა კალაძე დიდ დიღომში, უშუალოდ აფეთქების ადგილას იმყოფებოდნენ. ამასთან, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, გაზის აფეთქების შედეგად დაშავებული ექვსი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება დაშავებულ კიდევ ერთ მოზარდს, რომელიც „იმედის“ კლინიკაში იყო მოთავსებული, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.

ნიუპოსტს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=194926-%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98,%20%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90,%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%A1

---

 

16.01.2019

მედიასაშუალება:  https://www.primetime.ge/news/1547659964-%E1%83%96%E1%83%A3%E1%83%92%E1%83%93%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90

ზუგდიდში წითელას ვირუსის 49 შემთხვევა დაფიქსირდა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში წითელას ვირუსის 49 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ხუთი ინფიცირებული, რონელთა შორისაც ერთ-ერთი მოზარდია, ამ დრომდე გადის მკურნალობას. როგორც "პრაიმტაიმს" ინფექციური საავადმყოფოს ექიმ-ინფექციონისტმა, ლალი დარახველიძემ განუცხადა, იანვარში მომართიანობამ საგრძნობლად იმატა, ინფიცირებულები კი 18-დან 45 წლამდე ასაკის პირები არიან, რომლებიც შესაბამის ვირუსზე დაინფიცირებამდე არ აცრილან. "ამჟამად ჩვენს კლინიკაში მკურნალობას ხუთი პაციენტი გადის, მათ სორის ერთი მოზარდია. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე საბილურია, ინტოქსიკაცია გართულებების გარეშეა გამოხატული. მომართვიანობა იანვაში მეტად გაზრდილია ვიდრე აქამდე. ინფიცირებულები 18-დან 45 წლამდე ასაკის პირები არიან, რომლებიც არ არიან აცრილები. ამ ეტაპზე მათი სიმპტომატური მკურნალობა მიმდინარეობს, ეს არის ჩვეულებრივი დეზინტოქსიკაცია, პნევმონიით გართულების შემთხვევაში ჩართულია ანტიბიოტიკები, შედარებით მარტივ შემთხვევებში კი იტამინოთერაპია და დეზინტოქსაცია", - განმარტავს ექიმ-ინფექციონისტი, ლალი დარახველიძე.

---

 

16.01.2019

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/528899-marneulshi-h1n1-virusit-inpicirebis-ori-shemtxveva-laboratoriulad-dadasturda/

მარნეულში H1N1 ვირუსით ინფიცირების ორი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა

მარნეულში H1N1 ვირუსით ინფიცირების ორი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა. კლინიკა ,,ავერსში" მწვავე რესპირატორული დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომებით 59 წლის მამაკაცი მოათავსეს. ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც კლინიკაში აცხადებენ, სიმპტომებიდან გამომდინარე თავიდანვე ეჭვი H1N1-ზე მიიტანეს, რაც შემდგომ ლაბორატორიულადაც დადასტურდა. ამავე კლინიკაში H1N1 ვირუსით, 39 წლის ქალბატონიც მოათავსეს, რომელიც ასევე მართვით სუნთქვაზეა.

---

 

16.01.2019

მედიასაშუალება:  http://mcm.ge/%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%E1%83%98%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91/?fbclid=IwAR3KVi7zhQwT6IWz0jPbMAdOKN7GIZkl0WXi1wiU8yCDOqJdTe82q_qgRB0

„შიში იმუნიტეტს აქვეითებს, ახლა ჩატარებული ვაქცინაცია თებერვლისთვის თავდაცვა იქნება“ – ინფექციონისტი

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტი, მედიცინის დოქტორი, მაია კანაშვილის განცხადებით, გრიპის ვირუსის ვირუსის მეორე ტალღა შესაძლოა თებერვალი იყოს. ინფექციონისტი მოსახლეობას ურჩევს, ნუ შეშინდებიან, ვინაიდან, შიში იმუნიტეტს აქვეითებს. როგორც ექიმმა „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, ყველა შემთხვევას, რომელიც ვირუსის დროს ფატალურად დასრულდა, თან ახლდა გარკვეული დამამძიმებელი გარემოება. მისივე განცხადებით, სტატისტიკურად, ვირუსის მაჩვენებელი საგანგაშო არ არის, თუმცა თებერვალში ვირუსის მეორე ტალღის მზაობისთვის, საჭიროა ვაქცინაცია. „როგორც წესი, შემთხვევათა ძალიან დიდ ნაწილში ხდება მეორე ტალღა. რომელიც თებერვალს ემთხვევა. შესაბამისად, მზაობა საჭიროა. სიფრთხილე ძალიან კარგია, თუმცა, შიში საზოგადოებისთვის სასარგებლო არ არის. ინფექციური დაავადების განვითარებისას ძალიან ბევრი ფაქტორი ღებულობს მონაწილეობას და ერთ-ერთი მათგანი ემოციური სტატუსია. შიში ერთგვარად იმუნიტეტის დამაქვეითებელი ფაქტორია“ – აცხადებს ინფექციონისტი. მისივე შეფასებით, ვირუსის მეორე ეტაპი აუცილებლობას სრულიადაც არ წარმოადგენს: „გრიპის ვირუსი საფრთხეს წარმოადგენს ორსულებისთვის. ამიტომ, რეკომენდირებულია აცრების ჩატარება. ამ დაავადების რისკს წარმოადგენენ მაგალითად, ის ადამიანები, ვისაც არ აქვს ელენთა და ისინიც, ვისაც აქვს მჭიდრო კონტაქტი ადამიანებთან. რაც შეეხება მეორე ტალღისთვის მზაობას, ერთ-ერთი ფაქტორია დაავადების გავრცელების შეზღუდვა, ავადმყოფების იზოლაციას და მათ გამიჯვნას ისეთი ავადმყოფებისგან, რომლებსაც აქვთ სხვა დაავადებები“. რაც შეეხება ვაქცინას, ინფექციონისტის ინფორმაციით, ახლა ჩატარებული ვაქცინა თებერვლისთვის იმუნიტეტი იქნება: „ ვაქცინა არ ასუსტებს ადამიანს, ვაქცინა ეს არის აქტივირებული შხამი, რომელიც გვაძლევს ორგანიზმის იმუნურ ძალებს და აქტივაციის საშუალებას. შესაბამისად, ახლა ჩატარებული ვაქცინაცია თებერვლისთვის თავდაცვა იქნება“.

---

 

16.01.2019

მედიასაშუალება:  http://mcm.ge/http-mcm-ge-%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%91%e1%83%94%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e18/

“იმედენად ბევრი პაციენტი გვყავდა, დასაწოლი კი არა, დასაჯდომიც არ გვქონდა” – დავით გადელია

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორის, დავით გადელიას ინფორმაციით, გირპის ვურისთან დაკავშირებით პაციენტების მატება, მათ კლინიკაში, დეკემბრის პირველ ნახევარში  დაიწყო, ხოლო პიკს 20 დეკემბრის შემდეგ მიაღწია, თუმცა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პაციენტების კლება შეინიშნება.  “იმდენად ბევრი პაციენტი გვყავდა, არა თუ საწოლები, დასაჯდომი ადგილებიც აღარ იყო. ყველაზე დიდი რაოდენობა დაავადებულების შემოვიდა ჩვენს კლინიკაში. სრულიად გადაჭედილი იყო საავადმყოფო. 120-მდე მიაღწია პაციენტების რიცხვმა. 5-6 დღეა, რაც დაიწყო პაციენტების კლება, იწყება დაღმა სვლა”, – განაცხადა დავით გადელიამ “მედიაცენტ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.  მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში 90-მდე პაციენტი რჩება, მათ შორის არიან როგორც გრიპის ვირუსით, ისე სხვა დაავადებით შესული მოქალაქეები. გრიპით დაავადებულთა შორის, არც ერთი ლეტალური შემთხვევა არ ჰქონიათ.    “პიკის დროს 60-მდე ბავშვი იყო შემოსული, ამჟამად 40 პაციენტი გვყავს. ჩვენს კლინიკაში არც ერთი ლეტალური შემთხვევა არ ყოფილა. იყო მაღალი რისკის და დაგვიანებულად შემოყვანილი პაციენტები, მაგრამ პაციენტის დაღუპვის შემთხვევა არ გვქონია. დაახლოებით 7-8 პაციენტი გვყავს რეანიმაციულ განყოფილებაში, მათ შორის 3 ბავშვია. პიკის დროს მივიღეთ იძულებითი გადაწყვეტილება, რომ თუ პაციენტს არ ჰქონდა გართულება, სახლში ვაბრუნებდით. უბრალოდ საშუალება აღარ გვქონდა, რომ ყველა პაციენტისთვის კლინიკის პირობებში გვემკურნალა”, – განაცხადა დავით გადელიამ “მთავარში”. საავადმყოფოს მედპერსონალის ვაქცინაციას რაც შეეხება, დავით გადელიას თქმით, მისი კლინიკის ექიმებმა და მთლიანად მედპერსონალმა გრიპის ვირუსზე აცრა შემოდგომით, ოქტომბერში გაიკეთეს.

---

 

16.01.2019

მედიასაშუალება:  http://www.newposts.ge/?l=G&id=194857-%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C,%20%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

"პატარა რუსკას მეოთხე ხარისხის სიყრუე აქვს..." - გოგონასთვის ინპლანტის შესაძენად საზოგადოების დახმარებაა საჭირო

ეს ლამაზი გოგო, რუსუდან ნებიერიძეა. ჩვენ, ყველა რუსკას ვეძახით. ძალიან ჭკვიანი, თბილი და მოსიყვარულეა. რუსკა, ზესტაფონის მე-7 საჯარო სკოლის მე-5 კლასში სწავლობს. წარმატებული მოსწავლეა, უყვარს ხატვა, ცეკვა, სწავლობს უცხო ენებს. მომავალში სურს გახდეს ექიმი. რადგან იცის რომ აქამდე გულისხმიერი და ნიჭიერი ექიმების ძალისხმევით მოვიდა. რუსკა 5 წლის იყო როცა ინფექციური დაავადება წითურა შეეყარა რაც საკმოდ რთულად გადაიტანა საბოლოოდ კი, რუსკას მე-2-4 ხარისხის სიყრუე აქვს... მარცხენა ყურში ესაჭიროება ინპლანტი, რომელიც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ინპლანტი უნდა შვიძინოთ გერმანაშია და ჯდება 25 ათასი ევრო. სამწუხაროდ, ითვლება პლასტიკურ ოპერაციად და არ ფინასდება. მხოლოდ ხალხის იმედი გვაქვს, გვინდა ამ პატარა გოგოს იმედი ვაჩუქოთ. რუსუდანის დასახმრებლად ვაქვეყნებთ ორგანიზაციის ანგრიშის ნომრებს: გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ რუსუდანი. საქველმოქმედოზარი: 0901200127, თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვის ქვემოთ მოცემულია ანგარიშის ნომერი. დანიშნულებაში მიიუთითეთ საბა კიწმარიშვილი. აპარატებიდან: საბანკო მომსახურება იურიდიული პირი პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 დოლარში #GE94TB7990736180100002 ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი: 599 33 01 14

---

 

 

ბეჭდვითი მედია

17.01.2019

მეიდასაშუალება:      რეზონანსი

თითო ოჯახს გრიპის ვირუსთან ბრძოლა, მინიმუმ, 150 ლარი დაუჯდა

გრიპის ვირუსის დასამარცხებლად თითო ოჯახს, საშუალოდ, 150 ლარის გაღება უწევს. ამის მიზეზი გაძვირებული მედიკამენტებია, ვირუსი კი იმდენად გავრცელებულია, რომ თითო ოჯახში ორ ადამიანს მაინც სჭირდება მკურნალობა, რადგან ჩვეულებრივი გრიპი იქნება ეს, H1N1თუ სხვა ნებისმიერი ვირუსი, ყველა მათგანი გადამდებია. კონკურენციის სააგენტო სწორედ ახლა სწავლობს, არის თუ არა მედიკამენტებზე ფასი ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესაბამისი. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ აუცილებლად უნდა შეიქმნას უწყება, რომელიც მედიკამენტებზე ფასების დარეგულირებას გააკონტროლებს. საქართველოში გავრცელებული "ღორის გრიპის" ვირუსის გამო ხალხი შეშინებულია და უბრალო გაციებასაც კი მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება, რადგან გრიპი რთულ დაავადებაში არ გადაიზარდოს. შესაბამისად, ადამიანები მაქსიმალური ძალებითა და დანახარჯებით ცდილობენ ვირუსის თავიდან აცილებას. "რეზონანსის" გამოკითხვით გაირკვა, რომ თითო ადამიანის მკურნალობა დაახლოებით 80 ლარამდე ჯდება, რადგან წამლები საკმაოდ გაძვირებულია. ესეც მაშინ, როდესაც უბრალო გრიპზეა საუბარი და არა - H1N1-ზე, რადგან "ღორის გრიპის" მკურნალობა გაცილებით ძვირია, როგორც მედიკამენტოზურად, ასევე ექიმების ჩარევითაც. მარინა ბერაძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ წამლების ფასი არ არის ადეკავტური და ამაზე სახელმწიფო ორგანომ უნდა იზრუნოს. "მედიკამენტების ფასი შექმნილ სიტუაციაში არ იყო ადეკვატური, მე, როგორც რიგითი მოქალაქე და ჯანდაცვის სპეციალისტი, ვფიქრობ, რომ გააძვირეს წამლები. არაჰუმანურია ეს ყველაფერი. თითოეული ადამიანი ასეთ დროს უნდა იყოს უზრუნველყოფილი მედიკამნეტებითა და საჭირო სამკურნალო საშუალებებით. ეს არის ჯანდაცვის სისტემის მთავარი ამოცანა, როდესაც ფარმაცევტული კომპანია, რომლის მთავარი მიზანი მოგების მიღებაა, მედიკმენტებზე მოთხოვნის გაზრდისთანავე პროდუქციას აძვირებს. ამიტომ საკონტროლო შესყიდვები უნდა განხორციელდეს. ყველა ხედავს, რომ ძალიან მოკლე დროში მედიკამენტები გაძვირდა, "ტამიფლუ" - განსაკუთრებით. ჩემი აზრით, რაც უფრო მეტია მოთხოვნა წამალზე, ფასი უფრო დაბალი უნდა იყოს, მაგრამ აქ რატომღაც ყველაფერი პირიქით ხდება. რაც შეეხება ექიმთან ვიზიტს, როდესაც ასეთი პანიკური დამოკიდებულებაა ქალაქში და ასე მძვინვარებს გრიპი, სხვანაირი მიდგომაა საჭირო. როდესაც მედიკამენტის გაცემა უფასოდ დაიწყო, ეს იყო კარგი ჟესტი სახელმწიფოსაგან, მაგრამ უკიდურეს სიტუაციამდე ნაბიჯი არ გადადგეს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თანხა პრევენციაში ჩავდოთ და ამაში სახელმწიფოც უნდა დაგევხმაროს, ძალიან კარგ რჩევებს გვაძლევდნენ, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო ეს ყველაფერი. აუცილებელია, გრიპის საჭინააღმდეგო აცრების ჩატარება იყოს უფასო, რომ ყოველმა მოქალაქემ შეძლოს, თავი დაიცვას მსგავსი ვირუსისაგან. ვისაც აქვს ფული, ის შეძლებს ვაქცინის ყიდვას, მაგრამ ვისაც არ აქვს საშუალება, იმან რა დააშავა? ვირუსებთან ბრძოლა ყოველთვის არის სტიქიური სწორედ იმის გამო, რომ წინასწარ თავს არასდროს ვიცავთ. აუცილებელია რეგულაცია, რომელიც მოაწესრიგებს ფასს მედიკამენტებზე", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მარინა ბერაძემ. საქართველოში მძიმე სოციალური ფონის გამო ოჯახებს ძალიან უჭირთ, შესაბამისად, ვირუსის ხარჯები გაუთვალისწინებელი აღმოჩნდა ზოგიერთი მათგანისთვის და ამისთვის ფინანსურად მოუმზადებლები იყვნენ. ადამიანები თუ ადრე სახლის პირობებში ცდილობდნენ გრიპის ვირუსთან გამკლავებას, ამ ეტაპზე ეს ვერ მოხერხდა, რადგან "ღორის გრიპის" გამო ყველა პანიკაში ჩაცვივდა. ხალხი ბოლო თანხას დებდა მედიკამენტებსა და მკურნალობაში. ექსპერტი სერგო ჩიხლაძე "რეზონანსთან" ადასტურებს, რომ ბოლო პერიოდში მედიკამენტების ფასი რეალობასთან შეუსაბამო იყო: "ტამიფლუ" გაძვირდა ყველაზე მეტად - 90-100 ლარი ღირდა. მერე უფასოდ დაიწყო გაცემა, თუმცა ეს იყო დაგვიანებული რეაქცია. ამ პერიოდში საზღვარგარეთ ვიყავი და იქ რეცეპტით საერთოდ უფასო იყო თავიდანვე, საქართველოში კი წამლები სამმაგ ფასში იყიდებოდა, ეს იყო არაადეკვატური მოგება, რაც რჩებოდათ ფარმაცევტულ კომპანიებს. ამ დროს აფთიაქებში აუცილებელი ნივთების დეფიციტი იყო, პირბადეებიც კი არ იყო საკმარისი. ამ მდგომარეობამ გვაჩვენა, რომ სახელმწიფო არ იყო მზად ეპიდემიისათვის და ეს არის ძალიან ცუდი. რა თქმა უნდა, არ აქვთ ოჯახებს იმის საშუალება, რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდნენ, არადა, ნამდვილად 100 ლარამდე ჯდება 1 ადამიანის მკურნალობა, რომ ვირუსი დაამარცხოს", - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ "რეზონანსთან" საუბრისას.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5813786&name=17.01.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

17.01.2019

მეიდასაშუალება: გზა

რას ემსახურება ლუგარის ლაბორატორია და ვის აძლევს ხელს საზოგადოების დაშინება

ბოლო დროს საზოგადოება უცაურმა ისტერიამ მოიცვა. ვრცელდება დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს, ე.წ. ღორის გრიპსა და კიდევ სხვა, საშიშ ვირუსებს საქართველოში ლუგარის ლაბორატორია ავრცელებს. ზოგიერთი ვერსიით, ლაბორატორია ამერიკელებმა საქართველოში იმიტომ ააშენეს, რომ ადგილობრივ მოსახლეობაზე ცდები აწარმოონ. შოუბიზნესის ზოგიერთი წარმომადგენელი აქციების მოწყობის ინიციატივითაც კი გამოდის...ვის ინტერესებში შედის საქართველოს მოსახლეობაში პანიკის დათესვა, რას ემსახურება რეალურად ლუგარის ლაბორატორია და რით არის განპირობებული გრიპის ვირუსის მძიმე შედეგები, ამის შესახებ ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე და მინისტრი დავით სერგეენკო გვესაუბრებიან. ნიკოლაი პატრუშევი და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობდნენ, რომ თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორია საიდუმლო სამხედრო ნაგებობაა, სადაც რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ ბიოლოგიური იარაღი მზადდება. ლაბორატორია 2013 წელს ამოქმედდა. ის დღეს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სისტემის ნაწილია და შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკუთვნის. კვლევითი ცენტრი ამერიკის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტომ 1991 წლის "საფრთხეებით შემცირების თანამშრომლობის პროგრამის" ფარგლებში დააფინანსა. ცენტრი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პარტნიორი ლაბორატორიაა. ამირან სალუქვაძე: "რუსული პროპაგანდა დაიწყო შარშან ზაფხულში, როდესაც უშიშროების ექსმინისტრი იგორ გიორგაძე გამოვიდა ვითომდა მოპოვებული მასალებით და ლუგარის ლაბორატორია დაადანაშაულა." დავით სერგეენკო: "ლუგარის ცენტრზე რანდენჯერმე იყო საინფორმაციო შეტევა, რადგანაც ეს პოტენციალი ბევრ ჩვენს მეზობელს მოსვენებას არ აძლევს. BBC-მ აქ უკვე ჩაატარა გამოძიება და დაადასტურა, რომ სრულიად უსაფრთხოა და არაფერი ხდება." პაატა იმნაძე: "ლუგარის ლაბორატორიის დამსახურებით ზოგიერთი დაავადების დიაგნოსტიკა გაუმჯობესდა კიდეც. გრიპი ყველაზე მასობრივი და რთული დაავადებაა დედამიწაზე. ყოველი სეზონის დასაწყისში ვაფრთხილებთ ხალხს. რატომრაც არავინ გვისმენს, მერე პრეტენზიებით მოგვმართავენ. ოქტომბრიდან დავიწყეთ მოსახლეობის გაფრთხილება და აცრებისკენ მოვუწოდეთ. კარგი იქნება ზოგჯერ მაინც თუ მოგვისმენენ."

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5814136&name=17.01.2019+-+%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

17.01.2019

მეიდასაშუალება:      ახალი თაობა

როდის შეიძლება იყოს სისხლში ტყვიის შემცველობა სიცოცხლისათვის საშიში

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5813732&name=17.01.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

 ​