მედიამონიტორინგი 18.02.2019
ტელევიზია
17.02.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: პოსტ სკრიპტუმი
C ჰეპატიტის ელიმინაციის წარმატებული პროგრამა საქართველოში - დაავადებისგან განკურნება უფასოდ არის შესაძლებელი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5881841
---
17.02.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის კვირა
შეცვლილი რეალობა და გაუმჯობესებული სიტუაცია სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5881791
---
17.02.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის კვირა
რეაგირება პოსტფაქტუმ, რუსთავში გასულ კვირას მომხდარი ტრაგედიის დეტალები - "იმედის კვირამ" ექსკლუზიური კადრები მოიპოვა, სათვალთვალო კამერის ჩანაწერში ჩანს, როგორ აკითხავს 29 წლის კაცი 8 თებერვალს საკუთარი ნებით ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს, მეგობრებსა და ნათესავებთან ერთად, თუმცა პაციენტს სამედიცინო დაწესებულებაში არ ტოვებენ. მეორე დღეს, 9 თებერვალს, რუსთავში, ერთ-ერთ კორპუსში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. მსხვერპლი 13 წლის ბიჭი იყო, მკვლელობაში ბრალდებული კი ბიძა, რომელმაც წინა საღამოს დახმარებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს მიაკითხა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5881776
---
17.02.2019
არხი: I არხი
გადაცემა: ახალი კვირა
რუსთავის ტრაგედიის საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა. მთელი კვირის განმავლობაში ახალი კვირის რეპორტიორები რუსთავში მუშაობენ და არკვევდნენ შეიძლებოდა თუ არა 13 წლის მოზარდის სიცოცხლის გადარჩენა, რომელიც საკუტარმა ბიძამ, სავარაუდოდ აქტიური ფსიქოზის დროს მოკლა. ის რასაც თვითმხილველები გვიყვებიან გამაოგნებელია. მოზარდი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ჩაკეტილი ბინიდან შველას ითხოვდდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5881724
---
17.02.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: პოსტ სკრიპტუმი
უკიდურესად გაჭირვებული ქალი, რომელსაც მძიმე ნევროლოგიური დაავადება აქვს, წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამო, სასამართლომ სასჯელის მოხდა გადაუვადა. 36 წლის ხათუნა ქოქაშვილი 2015 წელს ძარცვისთვის დააკავეს. ძარცვისთვის ბრალდებულ მძიმე ნევროლოგიური პრობლემის პაციენტს სასამართლომ თავისუფლება 5 წლით აღუკვეთა. ციხეში წელიწადი და ექვსი თვე სამარტოო საკანში გაატარა. მოგვიანებით განაჩენის გადახედვის მოთხოვნით სასამართლოში საქმე გაასაჩივრა და სასჯელი ყოველ წელს ერთი წლით უვადდება. სასამართლოს გადაწყვეტილებით ხათუნა ქოქაშვილმა ძვირადღირებული ექსპერტიზა წელიწადში, მინიმუმ, ერთხელ უნდა ჩაიტაროს და ამით სასჯელი გადაუვადდება. ოჯახი სოციალურად დაუცველია, ამიტომ საჭირო ექსპერტიზას საკუთარი სახსრებით ვერ აკეთებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5881838
---
17.02.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრებ შშმ პირს სახელმწიფო უწყებები სოციალურ დახმარებებს უხსნიან და არსებობის ერთადერთ წყაროს უკეტავენ
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5881578
---
16.02.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების მორიგი პროტესტი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5880900
---
16.02.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
154 დევნილ ოჯახს ბათუმში ბინა გადაეცა, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა საცხოვრებელი ფართი ლეონიძის ქუჩაზე ახლად აშენებულ კორპუსში მიიღეს. ორი მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობისთვის საქართელოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, სამინისტრომ 9 მილიონი ლარი დახარჯა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5880899
---
16.02.2019
არხი: I არხი
გადაცემა: რეალური სივრცე 18:30
გადაცემის მთავარი თემაა სოციალური მუშაკების პროტესტი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5880757
---
16.02.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 17:00
ცხენის ხორცი საბავშვო ბაღებში
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5880575
---
15.02.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
შარტავას ქუჩაზე, მშენებლობაზე დასაქმებული 40 წლამდე კაცი ლიფტის შახტში დღეს ჩავარდა და დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მომხდარზე გამოძიება სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5879847
---
15.02.2019
არხი: I არხი
გადაცემა: აქტუალური თემა 21:30
სოციალური მუშაკები გაფიცვის ზღვარზე, რას ითხოვენ ისინი, ვისაც სახელმწიფომ ყველაზე დაუცველ მოქალაქეებზე ზრუნვა დაავალა. როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემები და რა რესურსით ზრუნავს სახელმწიფო დაუცველ მოქალაქეებზე.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5879838
---
15.02.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
დევნილებისთვის ბინების შესაძენად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის პირობები მინისტრმა მენაშენეებს გააცნო. კონკურსი, ერთ და ოროთოხიან ფართებზე გამოცხადდა, რომელსაც სამინისტრო თბილისსა და გორში მცხოვრები დევნილებისთვის გამოიყენებს. სამინისტრო თბილისში 700 და გორში 40-მდე მშენებარე ბინას შეისყიდის.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5879182
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5878620
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5878327
მაესტრო - ახალი ამბები 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5878087
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5878004
I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5877984
I არხი-მოამბე 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5879822
---
15.02.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
არასამთავრობო სექტორი შშმ პირების გამო ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართავს. ამჯერად უკმაყოფილება ახლად ამოქმედებული კანონის უმოქმედებას ეხება. რეგულაციებში გაწერილია ის ვალდებულებები რომლებიც საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მფლობელებმა შშმ პირების მიმართ უნდა შეასრულონ. საუბარია ინფრასტრუქტურის ადაპტირებაზე, თუმცა რეგულაციების აღსრულების მექანიზმი არ არსებობს, რის გამოც ვალდებულებები ფურცელზე რჩება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5879805
---
15.02.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
ბათუმში, მრავალშვილიანი ოჯახი ავარიულ სახლში ცხოვრობს. მამა ავადმყოფობის გამო შრომის უუნაროა და ოჯახი სოციალური დახმარების საშუალებით ცხოვრობს, რადგან ქირის გადახდა არ შეუძლიათ, ოჯახი ხვალიდან შეიძლება საცხოვრებლის გარეშე დარჩეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5879716
---
15.02.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 18:00
შრომის ინსპექტირების სამსახურმა მეჯინისწყალში მომხდარი ფაქტის შესწავლა დაიწყო
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5879580
---
15.02.2019
არხი: იმედი
გადაცემა:ქრონიკა 17:00
ბავშვზე სექსუალური ძალადობის კიდევ ერთი სავარაუდო შემთხვევა აჭარაში. 8 წლის გოგონას დედა ყვება, რომ მის შვილთან უკრაინის მოქალაქე ერთ-ერთ დაწესებულებაში ფიზიკურ სიახლოვეს ცდილობდა და პორნოგრაფიულ ვიდეოებს აჩვენებდა. ქალის განცხადების საფუძველზე შსს-იმ ძიება დაიწყო. საქმეში ჩართულია სოციალური მომსახურების სააგენტო, ფსიქოლოგი და სახალხო დამცველის აპარატი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5878985
---
15.02.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
ფსიქიატრიული ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილე, რუსთავში 13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის განცხადბებს გამოეხმაურა. გური მენაბდიშვილის განცხადებით პაციენტი მორიგე ექიმმა მიიღო , თუმცა მან სტაციონარში დარჩენაზე უარი განაცხადა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5878353
---
ინტერნეტი
18.02.2019
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/43218/klinikashi-mamaladzis-janmrtelobis-mdgomareobaze-konsiliums-ministri-daestsreba
კლინიკაში მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კონსილიუმს მინისტრი დაესწრება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღუდუშაურის კლინიკაში დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შექმნილ კონსილიუმს მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრება. ორი დღის წინ დეკანოზი მამალაძე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს. მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ, მინისტრს გუშინ სთხოვა, პირად კონტროლზე აეყვანა ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა. კვირაზე მეტია, თორნიკე მამალაძე მხარდამჭერებთან ერთად საპატრიარქოს წინ აქციას მართავს და პატრიარქს ძმის შეწყალების თაობაზე პრეზიდენტთან შუამდგომლობას სთხოვს.
---
18.02.2019
დავით სერგეენკო დეკანოზ გიორგი მამალაძეზე - ექიმები მაქსიმუმს აკეთებენ, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი - მე ყველაფრის საქმის კურსში ვარ
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ამ შემთხვევის მართვაში მე მისი ჰოსპიტალიზაციის პირველივე წუთებიდან ჩართული ვარ და ყველა პარამეტრისა და კვლევის შედეგებიც ვიცი, რაც ამ დღეების განმავლობაში ჩატარდა, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. „მას აქვს გარკვეული ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომლის დაზუსტებაზე კვლევები ტარდება. ექიმები მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ სამედიცინო მიმართულებით ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და დიახ, რა თქმა უნდა, მე ყველაფრის საქმის კურსში ვარ. როდესაც ადამიანი ხდება ავად, ოჯახის წევრებს აქვთ ყველაფრის უფლება - დასვან ნებისმიერი კითხვა და ჰქონდეთ ნებისმიერი მოთხოვნა და ვალდებულები ვართ, ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გავცეთ. რაც შეეხება იმას, რომ პირად კონტროლზე მყავდეს, მე სამსახურებრივი მოვალეობების გამო უამრავი, ასეულობით პაციენტი მყავს პირად კონტროლზეც და ამ შემთხვევაშიც პირველივე წუთებიდან საქმის კურსში ვარ პარამეტრებისა და კვლევის შედეგების დონეზე”,- განაცხადა დავით სერგეენკომ. შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს, 21:35 საათზე გადაიყვანეს.
---
18.02.2019
დავით სერგეენკოს განცხადებით, გრიპის ვირუსის გავრცელების მეორე ტალღასთან დაკავშირებით თეორიული მოლოდინია და მცირე პიკისთვის ჯანდაცვის სისტემა მზადაა
საბედნიეროდ, სეზონური გრიპით ავადობის მაჩვენებლები უკვე სეზონურ ფონზე ჩამოდის,- ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, ვირუსის გავრცელების მეორე ტალღასთან დაკავშირებით თეორიული მოლოდინი არსებობს და მცირე პიკისთვის ჯანდაცვის სისტემა მზადაა. „რაც შეეხება მეორე ტალღას, ეს არის თეორიული, პოტენციური მოლოდინი, რადგან ჩვენ 3-4 კვირიანი ფაზით ვასწრებთ საშუალო ევროპულ მაჩვენებელს, ვვარაუდობთ, რომ შეიძლება იყოს. თუკი იქნება, იქნება პატარა პიკი, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მზადაა”, - განაცხადა სერგეენკომ.
---
18.02.2019
დავით სერგეენკო - ევროკავშირის დახმარებით საფუძველი ჩაეყრება ახალ პროექტს, რომლის გამორჩეული ნაწილია ბავშვთა უფლებების დაცვა
დღეს, ევროკავშირის დახმარებით საფუძველი ჩაეყრება ახალ პროექტს, რომლის გამორჩეული ნაწილია ის, რომ თემატური მიმართულება ბავშვთა უფლებების დაცვა და ბავშვთა კეთილდღეობა იქნება, -ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა“ პრეზენტაციის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, ახალი პროექტის თავისებურება იქნება ის, რომ ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნება. „ევროკავშირი საქართველოს მრავალი მიმართულებით ეხმარება. დღეს, ევროკავშირის დახმარებით საფუძველი ჩაეყრება ახალ პროექტს, რომლის გამორჩეული ნაწილია ის, რომ თემატური მიმართულება ბავშვთა უფლებების დაცვა და ბავშვთა კეთილდღეობა იქნება. ამ მხრივ თავისებურება იქნება ის, რომ შეიქმნება ქვეყნის ერთიანი სააკორდინაციო მექანიზმი. მართვის ასეთი სტრუქტურა აერთიანებს როგორც სახელმწიფო სტრუქტურებს, სხვადასხვა სამინისტროს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს და უფლებადამცველებს. ესე იგი, ეს არის ანალოგი იმისა, რაც ჩვენ გვაქვს გლობალურ ფონდთან ურთიერთობაში - ქვეყნის სააკორდინაციო საბჭო. ეს არის ამით გამორჩეული, რომ ამ ფორმატში უფრო კოორდინირებულად იქნება შესაძლებელი ამ მიმართულების მართვა“, - განაცხადა სერგეენკომ. რაც შეეხება პროექტს, ის სამწლიანი ინიციატივაა, რომელიც ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის განვითარებაში და ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული მომსახურების ჩამოყალიბებაში საქართველოს მთავრობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. World Vision-ის ინფორმაციით, ბავშვზე ზრუნვის სისტმის რეფორმის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ 44 დიდი ზომის ბავშვთა სამზრუნველო დაწესებულება დახურა და 1 316 მიუსაფარი ბავშვის რეინტეგრაცია უზრუნველყო. მათივე შეფასებით, მიუხედავად ამისა, ხარისხიანი ალტერნატიული ზრუნვის შეთავაზება მოწყვლადი ბავშვებისათვის სახელმწიფოს ერთ-ერთ გამოწვევად რჩება.
---
18.02.2019
თორნიკე მამალაძე - ექიმები ჩემი ძმის სრულ დიაგნოზს არ ამბობენ, რადგან ღუდუშაურის საავადმყოფო „ქართული ოცნების“ დეპუტატისაა
ექიმები ჩემი ძმის სრულ დიაგნოზს არ ამბობენ, რადგან ღუდუშაურის საავადმყოფო „ქართული ოცნების“ დეპუტატისაა. ჩემი აზრით, ის ზეწოლას ახდენს ექიმებზე, რომ საზოგადოებამ სრული დიაგნოზი არ გაიგოს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განუცხადა. ის იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქი დეკანოზის შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართავს. მამალაძის განმარტებით, მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. „ჩემი ძმის მდგომარეობა დამძიმდა. ახლა მას წამოდგომის საშუალებასაც არ აძლევენ. მასთან გუშინ ვიყავი შესული, პარალიზებულია, მეტყველება უჭირს, ძალიან სუსტად არის, რაც მისმა მაზიარებელმა მღვდელმაც დაადასტურა, რადგან მას ბაშვობიდან იცნობს და თითოეული მისი მანერა იცის. ექიმები არ ამბობენ სრულ დიაგნოზს, რადგან ეს საავადმყოფო „ქართული ოცნების“ დეპუტატისაა, ჩემი აზრით, ის ზეწოლას ახდენს ექიმებზე, რომ საზოგადოებამ სრული დიაგნოზი არ გაიგოს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან ვითხოვთ, რომ ჩემი ძმის შეწყალებით პრეზიდენტს მიმართოს. გვინდა, რომ საპყრობილიდან ცოცხალი გამოვიდეს. გვინდა, უფლისგან დაკისრებული მოვალეობა შეასრულოს და იყოს „მწყემსი კეთილი“, - აცხადებს მამალაძე. შეგახსენებთ, რომ მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი - "დეკანოზის სიცოცხლის გადასარჩენად" საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მიმართავს. ადვოკატები პატრიარქთან შეხვედრას ითხოვენ, რათა არსებული ინფორმაცია მას მიაწოდონ და სწორედ ის იყოს შეწყალების ინიციატორი.
---
17.02.2019
მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=197658&fbclid=IwAR0fm7q4vNLte3Vayupbm_rueaAiJ60TYPV3P7ItVmp9pnwbOsvODMFpoMY
კონსტიტუციის ქუჩაზე აფხაზეთიდან დევნილებმა ყოფილი საავადმყოფოს შენობაში შეჭრა სცადეს
კონსტიტუციის ქუჩაზე - აფხაზეთიდან დევნილებმა ყოფილი საავადმყოფოს შენობაში შეჭრა სცადეს, თუმცა, პოლიციამ ამის უფლება მათ არ მისცა. შეკრებილების თქმით, ისინი წლებია, მთავრობისგან ბინებით უზრუნველყოფას ითხოვენ, თუმცა, უშედეგოდ. აფხაზეთიდან დევნილების პროტესტს გამოეხმაურა ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე. "ზოგიერთი ადამიანი არის ისეთი, რომელზეც გაცემულია კომპენსაციები და სახლები მიცემულია, მაგრამ მათ შვილებს არა აქვთ მიღებული. თუ მოგვმართავენ ჩვენ და ჩვენი რაიონის მაცხოვრებლები იქნებიან, ჩვენი კომპეტენციის და კანონის ფარგლებში, აუცილებლად გავუწევთ მათ სათანადო დახმარებას, მაგრამ რომ შეიჭრნენ ადამიანები, ეს ყველაფერი კანონით ირღვევა,“ - განაცხადა ლადო გოგსაძემ.
---
17.02.2019
13 წლის ბიჭის მკვლელობა - ბრალდებულის სახლში ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს
რუსთავში სასტიკად ნაწამები 13 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულ 29 წლის ვალერი ირემაძის საცხოვრებელ სახლში ფსიქოტროპული მედიკამენტები იქნა აღმოჩენილი. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით ბრალდებულს მკვლელობამდე 2 კვირით ადრე მძიმე დეპრესია ჰქონდა, ის თავს შეუძლოდ გრძნობდა და მკურნალობას ითხოვდა. ვალერის მეგობრები პირად საუბრებში აღნიშნავენ რომ ბოლო 10 დღე ის სახლიდან საერთოდ არ გამოდიოდა, მისი ძმისშვილისგან კი იცოდნენ რომ მამაკაცს ჰალუცინაციები დაეწყო და ხშირად აღნიშნავდა, რომ მას უთვალთვალებენ, რის გამოც ყველას სათანადოდ გაუსწორდება. მკვლელობის წინა დღეს მან საკუთარი მამა ცემა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებთან საუბარში მან განაცხადა რომ წაიქცა და თავი იატაკს დაარტყა. ბინაში დაბრუნებულ მამას შვილი ისევ აგრესიული დახვდა, რის გამოც მან რძალს სთხოვა სახლიდან წასულიყვნენ და მცირეწლოვანი ბავშვიც წაეყვანათ. იქიდან გამომდინარე რომ მამა-შვილს კონფლიქტი ჰქონდათ 13 წლის ბიჭმა სახლში დარჩენა ამჯობინა და უთქვამს რომ, ვთხოვ და იქნებ ჩემი ხათრით პაპას ფიზიკურად აღარ გაუსწორდესო. ვალერის მეგობრები აშნიშნავენ რომ ბიძას და ძმის შვილს განსაკუთრებულად უყვარდათ ერთმანეთი, ბრალდებული მას შვილად მიიჩნევდა. მეზობლების ინფორმაციით მკვლელობის დღეს ვალერის სავარაუდოდ ფსიქოტროპული აბები ჰქონდა მიღებული, ერთერთი მეგობარისთვის მას უთქვამს რომ ერთი ფირფიტა მთლიანად დავლიეო. მეგობრებმა ასევე გაარკვიეს რომ ბრალდებული წამლებს სააფთიაქო ქსელში ექიმის ცნობის დახმარებით ხშირად ყიდულობდა.
---
17.02.2019
6 თვის თეკლა ხოსიტაშვილს სასწრაფოდ სჭირდება თქვენი დახმარება
6 თვის თეკლა ხოსიტაშვილს, რომელსაც დაუდგინდა სპინალური ამიოტროფია (ვერდინგ-ჰოფმანის დაავადება). რომლის მკურნალობა საქართველოში არ ხდება. საფრანგეთის კლინიკა ,,Trausseau"-ში არსებობს წამალი ,,avex-101" და თუ დროულად მოხდება კურსის დაწყება, დაავადება მკურნალობას დაექვემდებარება. თეკლას ტრანსპორტირების დროს, მისი ჯანმრთელობა გაუარესდა რის გამოც, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა ქალაქ ბუდაპეშტში და ბავშვი მწვავე ფილტვების ანთებით მოხვდა ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში. თეკლას მკურნალობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. სამწუხაროდ, ქართულმა სადაზღვეო კომპანიამ უარი განაცხადა მკურნალობის დაფინანსებაზე. დავალიანება ყოველდღიურად იზრდება და გადახდა უფრო შეუძლებელი ხდება. დრო ბავშვის საწინააღმდეგოდ მოქმედებს და თითოეულ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საქველმოქმედო ზარი: დანიშნულებაში მიუთითეთ #თეკლა 0901200128 თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ანგარიშის ნომერი აპარატებიდან: საბანკო მომსახურება იურიდიული პირი პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14
---
17.02.2019
მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/arasodes-moiparo-irakli-16-tslis-bichis-ambavi
“არასოდეს მოიპარო ირაკლი!“ _ 16 წლის ბიჭის ამბავი
“რამდენიმე დღის წინ ბათუმიდან თბილისისკენ მომავალს ლანჩხუთის სოფელ ვაზისუბანში რკინიგზის გადასასვლელთან პატარა ბიჭმა დამიქნია ხელი, წამიყვანეო. მარტო ვიყავი, გავუჩერე და წამოვიყვანე. გამეცნო როგორც ი.ა-შვილი”, _ წერს სოციალურ ქსელში, ფეისბუქის მომხარებელი თამაზ ბოლქვაძე. ბოლქვაძის პოსტს “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. “ცოტა რომ გავშინაურდით, ვკითხე, ასე შუა გზაზე რას აკეთებდა და სად მიდიოდა. ამოიოხრა და დაიწყო: "აქეთ ვიყავი, ნისიად მინდოდა რაღაც საჭმელი და არ მომცეს, ახლა იქით უნდა გავიდე, იქნება იმათ მაინც მომცენ პური და კალბასი. სახლში მივედი მშიერი და რომ არ დამხვდა არაფერი, წამევედი". ვკითხე მშობლები სად გყავს-მეთქი. " მამა ციხეშია. მამაჩემი რავარც დეიჭირეს, დედაჩემი მესამე დღეს ადგა და სხვას გაყვა, გათხოვდა. სახლში ჩემი დაა, 16 წლის. კვერცხის შეწვა კი იცის, მარა რათ გინდა, არ გვაქ და რას შეწვავს... ნათესავებიც ვითომ გვკითხულიბენ ჭკვიანად იყავითო, მარა არავინ არაფერს გვეხმარება. შუქი ჩაგვიჭრეს. წინა თვეში ჯართზე ვიმუშავე და გადევიხადე რაცხა იყო _ 7 ლარი, მარა 2 კვირაა არ გვაქ შუქი. .." ამ საუბარში მივუახლოვდით შემდეგ "პერეეზდს". აქანე ჩამოვალ მეო. ვკითხე, სოციალური სამსახური ან სკოლა არ დაინტერესებულან თქვენი მდგომარეობით-თქო? კი იყვენ მოსული, გვნახენ, შეგვამოწმენ და გვითხრენ, ცოტა ხანი დეელოდოთ უნდა და მოგცემთ დახმარებასო თუ რაცხასო.. ნებართვა ვთხოვე, სურათი გადამეღო და დავპირდი რამეს ვიზამდი მათ დასახმარებლად. შემდეგ მანქანიდან ჩამოვედი და მაღაზიაში შევყევი. ვუთხარი აიღე, რაც გინდა და მე გადავიხდი-თქო. რამდენიმე დღის საჭმელი აიღო, მერე მაცივართან მივიდა , "ბუმს" მოკიდა ხელი და თავდახრილი გამომხედა. გავუღიმე და თვალი ჩავუკარი. აიღო გახარებულმა და გულიანად დამლოცა. მარკეტის გამყიდველმაც მადლობა გადამიხადა, თქვენ არ იცით რამხელა სიკეთე გააკეთეთო... მანქანაში რომ ვჯდებოდი მივუბრუნი და ვუთხარი: არასოდეს მოიპარო ირაკლი, ყველაფერი კარგად იქნება მეთქი... "ხო მაგაში მართალი ხარ, მარაა.... " ამ "მარა"-მ ისე შემზარა და შემაშინა.. თვალწინ დამიდგა მისი განწირული "მომავალი." მთელი გზა ვცდილობდი ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკვას, მაგრამ არ პასუხობდნენ. არ ვიცი, ვის ხელეწიფება ამის მოგვარება, მაგრამ სასწრაფოდ უნდა შველა ამ ბავშვებს. გთხოვთ, გააზიარეთ და მონიშნეთ ყველა სამსახური, ვინც ვალდებულია ამათზე იზრუნოს. ვისაც დახმარების საშუალება ექნება, მომწერეთ და იქნებ გადავარჩინოთ სანამ ფეხი დაუცდება და რამე ცუდს ჩაიდენს.“ ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ დიდი გამოხმაურება იყო ფეისბუქზე. საზოგადოების წევრები ხელისუფლებას დროულ რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ. “გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 16 წლის ი.ა-შვილი იმერეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტიდან არის. ბიჭის ბედით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი, სოციალური მომსახურების სააგენტოს, გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელი, თეა ლომჯარია და ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნინო ჩიტაძე დაინტერესდნენ. “როგორც კი გავიგეთ ეს ამბავი, იმ წამსვე გადავამოწმეთ ბაზაში და აღმოჩნდა, რომ ეს მოზარდი იმერეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. შესაბამისად, სოცაგენტები უკვე დაინტერესდა ამ ბიჭის ბედით“, - გვითხრა თეა ლომჯარია. “გურია ნიუსი“ იმერეთის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკს დაუკავშირდა, რომელიც კარგად იცნობს 16 წლის ბიჭის ოჯახს. “მე, პირადად, ვმუშაობდი ა-ს შვილების საქმეზე, პრენვეცია გაკეთდა. ოჯახი ჩართული იყო კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამაში. ოჯახი იღებს სოციალური დახმარების თანხას. ეს ბიჭი, რომლის სურათი გავრცელდა ინტერნეტში, სახლში დედასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს. ბავშვების დედა ბავშვებზე ზრუნავს, სეზონურად კი მუშაობს და მაგ დროს მათ ბიძა პატრონობს. ჩვენ ნამდვილად არ დაგვიფიქსირებია, რომ ოჯახს პურის ფული არ ჰქონდეს და ბავშვები ქუჩაში დადიოდნენ საკვების მოსაპოვნელად“.
---
17.02.2019
მედიასაშუალება: https://manifest.ge/main/item/2506?fbclid=IwAR1V8twpURatS08CeGRrbklh7hiTJUGGxSUq3UT7P6zH1Z2b78jc5fDnWgc
მოვითხოვთ სოციალურ მუშაკებს მიეცეთ პროფესიული ეთიკის დაცვისა და პროფესიული ვალდებულებების შესრულების საშუალება
---
17.02.2019
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/182980/?fbclid=IwAR3lcn5B_ljjDBfgcYfLz4jEekdQ4BsCbD2b_Y-U1iR_oPEZgvuarwqfTuI
35 წელი ბინის მოლოდინში და კვლავ პროგრამის მიღმა
---
16.02.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/533127-batumshi-154-devnil-ojaxs-bina-gadaeca/
ბათუმში 154 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა
ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 154 დევნილ ოჯახს გადაეცა.როგორც „ინტერპრესნიუსს“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინის გასაღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ გადასცეს. ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ორი 16-სართულიანი კორპუსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის „მთავრობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში აშენდა. სამინისტროს ბიუჯეტიდან კორპუსების მშენებლობისთვის გამოყოფილმა თანხამ 9 000 000 ლარზე მეტი შეადგინა. აჭარის მთავრობამ კი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში 1989 წელს, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლების მიზნით ბათუმში 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 1 550 000 ლარი გამოყო. ამავე კორპუსებში საცხოვრებელ ფართს სოფელ წაბლანაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 208 ეკომიგრანტი ოჯახიც მიიღებს
კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/batumshi-154-devnil-odjaxs-bina-gadaeca
აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/bathumshi-154-devnil-ojakhs-bina-gadaetsa/
პია.ჯი- https://pia.ge/post/247635-batumsi-154-devnil-ojaxs-bina-gadaeca
ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/221058
კვირა.ჯი- http://kvira.ge/449766
ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/204497-bathumshi-154-devnil-ojakhs-bina-gadaeca.html?lang=ka-GE
ბათუმელები.ჯი- http://batumelebi.netgazeti.ge/news/183152/
ტვ25.ჯი- http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=11018
---
16.02.2019
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/183096/
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლეთა აქცია
დღეს, 16 თებერვალს, კიდევ ერთი აქცია გაიმართა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან. ამჯერად აქციას ცოტა მონაწილე ჰყავდა, მაგრამ აქვე დაანონსეს კიდევ უფრო ხალხმრავალი აქცია, რომელიც შემდეგში აჭარის ტელევიზიასთან გაიმართება. ბენო ჭელიძე – რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი და მის თანამოაზრეები აჭარის ტელევიზიის პირდაპირი ეთერს ითხოვენ და დებატებში იწვევენ ზაალ მიქელაძეს – აჭარის ჯანდაცვის მინისტრს. იმ შემთხვევაში, თუ ზაალ მიქელაძე დებატებში არ მიიღებს მონაწილეობას, ბენო ჭელიძე პირობას დებს, რომ „ახდის ფარდას მათ მოღალატეობრივ ქმედებას, როგორც აქამდე“. ბენო ჭელიძე და მისი თანამოაზრეები ითხოვენ სასწრაფოდ ამოქმედდეს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო. მათ ეჭვი აქვთ, რომ სახელმწიფო გეგმავს რესპუბლიკურის ახალაშენებულ შენობა კორპორაცია „ევექსს“ მიყიდოს. „ეს შენობა თითქმის ერთი წელია ტყუილად დგას და ფუნქციონირებაში არ უშვებენ, ფინანსებს არ ითვლიან, შტატებით არ აკომპლექტებენ. გამოვიდა ამას წინათ ჩვენი მინისტრი და შემდეგი მორიგი ტყუილი და სისულელე დააბრეხვა, რომ თითქოს 15 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს – ნაწილი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ნაწილი საქართველოს. საქმე იმაშია, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი ჩვენი მუხტის გასანელებლად. ვინ დათვალა, რომ 15 მილიონი სჭირდება, საიდან იციან, რომ არ სჭირდება ან 5 მილიონი ან 30 მილიონი. რატომ არ ითვლიან, რას არ ელოდებიან? ერთადერთი ახსნა აქვთ – ის შეთქმულება გრძელდება. მათ პროგრამა მინიმუმი შეასრულეს – „ევექსის“ პროგრამა მინიმუმი იყო, რომ არ გაშვებულიყო ახალი რესპუბლიკური, მათი კონკურენტი მოქმედებაში. მაქსიმუმი იყო მისი ხელში ჩაგდება, მაგრამ მაქსიმუმი ვერ მოახერხეს… ჩვენი მაქსიმუმი იყო ეს საავადმყოფო ფუნქციონირებაში გაშვებულიყო დროულად, შარშან აგვისტოში და მინიმუმი იყო, რომ ის არ ჩაეგდო „ევექსს“ ხელში. ჩვენი პროგრამა მინიმუმი შესრულებულია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომ ეს საავადმყოფო გახდეს აჭარა-გურიის რეგიონის მთავარი საავადმყოფო, რომელიც განსაზღვრავს მაღალი დონის მომსახურებას, ნორმალურ სერვისებს, ხარისხს და ასევე ხელფასს“. ბათუმის „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ გასხვისების წინააღმდეგ აქამდეც გამართა რამდენიმე აქცია იგივე ჯგუფმა, რომლებიც ნაწილობრივ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები არიან. მათი ერთ-ერთი მორიგი აქციის შემდეგ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თქვა, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გასხვისება არ იგეგმება. მინისტრის თქმით, ხელისუფლება ამუშავებს პროექტს, რომლის მიხედვითაც, „საქართველოში უნდა შეიქმნას რამდენიმე სანიმუშო, ეტალონური კლინიკა, რომელიც იქნება სახელმწიფოს მართვაში, სახელმწიფოს საკუთრებაში“ და მათ შორის იქნება რესპუბლიკური საავადმყოფოც.
---
16.02.2019
ნინო ოდიშარია: მხარდაჭერის სისტემების უზრუნველყოფა სოციალურ მუშაკებს დაეხმარება, მთავარი ფუნქციები უკეთ შეასრულონ, ვიდრე ახლაა შესაძლებელი
სოციალურ სამუშაოსთან დაკავშირებით ცვლილებებზე მუშაობა შარშან დავიწყეთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის უფროსმა, ნინო ოდიშარიამ პირველი არხის გადაცემაში "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა. "შევაფასეთ საჭიროებები, თუ რა საჭიროებები ჰქონდათ სოციალურ მუშაკებს და რა გამოწვევების წინაშე დგანან, რადგან ეს გამოწვევები წლების განმავლობაში იცვლება. გავიდა რამდენიმე წელი, სისტემა არ შეცვლილა და ჩვენ დავინახეთ საჭიროებები, როგორ შევუწყოთ მათ ხელი, როგორც ტექნიკურად, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, იგივე მანქანებით დახმარება და ა.შ, თუ მეთოდოლოგიით უზრუნველყოფა. ამ ეტაპზე, სოციალური მომსახურების სააგენტოში რეორგანიზაცია მიმდინარეობს და გვინდა, ისეთი სისტემები ჩამოვაყალიბოთ, სადაც სოციალურ მუშაკებს გადაწყვეტილებების მიღების დროს მეტი მხარდაჭერა ექნებათ, როგორც მეთოდოლოგიური სუპერვიზიის მხრივ, ასევე სისტემური და ტექნიკური", – განაცხადა ნინო ოდიშარიამ. მისი თქმით, სისტემაში წელს უკვე განსაზღვრულია სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდა და მიმდინარეობს მუშაობა, რომ გადაიხედოს სოციალური სამუშაო, რათა სოციალურ მუშაკებს ჩამოშორდეთ ის ფუნქციები, რისი შესრულებაც სხვა ადამიანებს შეუძლიათ. აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად - პრობლემები სოციალურ სისტემაში #LIVE მსგავსი: აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად - პრობლემები სოციალურ სისტემაში #LIVE გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ შეიძლება, დღეს ამოქმედდეს ნორმა, რომლის მიხედვითაც ერთ სოციალურ მუშაკს 50 ბენეფიციარზე მეტი არ უნდა ჰყავდეს, ნინო ოდიშარიამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, ამდენი კვალიფიციური სოციალური მუშაკი ქვეყანას არ ჰყავს. "კადრები ბევრი არ გვყავს და სისტემაში დასაქმებული კადრებიც გადასამზადებელი გვყავს. სამოქმედო გეგმა ამასაც ითვალისწინებს, რომ წელს გადამზადდებიან ის სოციალური მუშაკებიც, რომლებსაც უმაღლესი განათლება არ აქვთ", – განაცხადა ნინო ოდიშარიამ. მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად საკმარისია არსებულ პრობლემებთან გასამკლავებლად მიმდინარე წელს, სოციალური მომსახურების სააგენტოში სოციალური მუშაკის პოზიციაზე 50 ვაკანსიის გამოცხადება, ნინო ოდიშარიამ აღნიშნა, რომ მთავარი არა მხოლოდ საქმეების რაოდენობაა, არამედ სოციალური მუშაკებისთვის იმ საქმეების ჩამოშორება, რაც მაინცდამაინც სოციალური მუშაკის ჩართვას არ მოითხოვს. "ასევე, მხარდაჭერის სისტემების უზრუნველყოფა მათ დაეხმარება იმაში, რომ მთავარი ფუნქციები უკეთ შეასრულონ, ვიდრე ეს ახლაა შესაძლებელი", – განაცხადა ნინო ოდიშარიამ.
---
16.02.2019
ქეთი ხუციშვილი: თუ სოციალურ მუშაკსა და მედიატორს შორის მოლაპარაკება შედგება და დაპირდებიან, რომ მოთხოვნები გონივრულ ვადებში დაკმაყოფილდება, პროტესტი შეწყდება
მეურვეობისა და მზრუნველობის სოციალურ მუშაკებს ისეთი მოვალეობები ავალიათ, რომელიც სოციალურ მუშაობასთან ახლოსაც არ დგას, – ამის შესახებ ყოფილმა სოციალურმა მუშაკმა და საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ქეთი ხუციშვილმა პირველი არხის გადაცემაში "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა. "ეს არის წმინდა ტექნიკური საქმიანობები. მაგალითად, ადამიანების სხვადასხვა სოციალურ პროგრამებში ჩართვა. გაგეცინებათ და, სოციალური მუშაკები ყოველი თვის ბოლოს დგანან, ვაუჩერებს ბეჭდავენ და ამ ვაუჩერებს ბენეფიციარებზე გასცემენ", – განაცხადა ქეთი ხუციშვილმა. გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იყო თუ არა ინფორმირებული ჯანდაცვის სამინისტრო იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც სოციალურ მუშაკებს ამდენი ხნის განმავლობაში ჰქონდათ, ქეთი ხუციშვილმა აღნიშნა, რომ სამინისტრო ძალიან ბევრჯერ, ძალიან კარგად იყო ინფორმირებული და თუ ისინი გაბედავენ და იტყვიან, რომ არ იცოდნენ, რა ხდებოდა, ეს უბრალოდ, სირცხვილი იქნება. "მაგალითად, 2017 წელს "საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ" გაავრცელა პეტიცია, რომელსაც 585 ხელმომწერი ჰყავდა. ეს პეტიცია ჯანდაცვის მინისტრს, მთავრობასა და პარლამენტს ჩაბარდა. პეტიციაში იყო ყველა ის მუხლი, რაზეც დღეს განცხადებით მივმართავთ და პეტიციაში პირდაპირ ეწერა ასეთი სიტყვები – შეგვხვდით, ბატონო მინისტრო, მოისმინეთ ჩვენი პრობლემები! არათუ რამე რეაგირება მოხდა, ჯანდაცვის მინისტრი ერთხელაც არ შეხვედრია სოციალურ მუშაკებს", – განაცხადა ქეთი ხუციშვილმა. მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრი მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრი არ არის, ის სოციალური დაცვის მინისტრიცაა და სოციალური მუშაკების უკან მდგარ ადამიანებს უნდა ემსახუროს. "ვიცი, ახლა, როცა ჯანდაცვის წარმომადგენელი ჩაგვერთვება, გვეტყვის, რომ რაღაც საბჭო შეიქმნა და მინისტრი ამ ადამიანებთან ზის, მაგრამ ეს საბჭო გამჭვირვალე არ არის. ჩატარდა ერთადერთი შეხვედრა, სადაც იჯდა ორი სოციალური მუშაკი, რომლებსაც თვითონ დაურეკეს და თვრამეტი ადამიანი იმავე უწყებიდან", – განაცხადა ქეთი ხუციშვილმა. როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, მუდმივად მიმდინარეობს საუბარი კადრების დეფიციტზე, მაგრამ სინამდვილეში, კადრების დეფიციტი არ არის. "მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოშვებული ჰყავს 350-ზე მეტი სტუდენტი და იმ მონაცემით, რაც ვიცით, მათი ნახევარია დასაქმებული, ნახევარი კი არა. ამ ადამიანებს აქვთ უნივერსიტეტის დიპლომი, სოციალური მუშაობის და მათ ისეთი გარემო უნდა შევუქმნათ, რომ მოვიდნენ და დასაქმდნენ. სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმა ამბობს, რომ 2021 წლიდან ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ 2021 წლამდე სისტემა ასე ვერ მივა", – განაცხადა ქეთი ხუციშვილმა. მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორია საინიციატივო ჯგუფის სამომავლო გეგმები და ძალაშია თუ არა დაანონსებული აქციები, ქეთი ხუციშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერი სამართლებრივ ფარგლებში წარიმართება. "დამსაქმებელს ვალდებულება აქვს, მედიატორი გამოყოს და დაიწყება მოლაპარაკებების პროცესი. თუ სოციალურ მუშაკსა და მედიატორს შორის მოლაპარაკებების პროცესი შედგება და მათ დაპირდებიან, რომ მოთხოვნები გონივრულ ვადებში დაკმაყოფილდება, პროტესტი შეწყდება, რადგან არავის არ უნდა, ვინმე დაზარალდეს", – განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.
---
16.02.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/449705
შათირიშვილების ოჯახს დახმარება სჭირდება
დათო, თამრიკო და თორნიკე სრულ სიღარიბეში ცხოვრობენ. ეს უკანასკნელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვია და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, თუმცა შათირიშვილების ოჯახში ისეთი დუხჭირი მატერიალური მდგომარეობაა, რომ ბავშვებს ხანდახან პურიც სანატრელი აქვთ. გარდა იმისა, რომ ბავშვებს არ გააჩნიათ ნორმალური საკვები, ისინი მეტად მოუწყობელ გარემოში ცხოვრობენ. 300 ლარის ოდენობის სოციალური დახმარება არ იძლევა საჭირო მედიკამენტების, ახალი ტანსაცმლის, საოჯახო ნივთების შეძენის საშუალებას. მთელი ოჯახი შეყუჟულია დაუმთავრებელი სახლის ერთიციცქნა ოთახში, სადაც არ არის წყალი, გაზი, ავეჯი, მაცივარი… ოთახში მათ ხელნაკეთი ღუმელი უდგათ, რომლითაც თბებიან. იმ შემთხვევაში, თუ მამამ ტყიდან ფიჩხის მოტანა ვერ შესძლო, მათ გაყინულ ოთახში მოუწევთ ძილი. სამწუხაროდ, ოჯახის უფროსი შრომისუუნაროა, მას კუჭის ძლიერი ტკივილი აწუხებს, ხოლო გამოკვლევის და მით უმეტეს, მკურნალობის სახსრები ოჯახს არ გააჩნია. ორი მორყეული საწოლი, პატარა მაგიდა და რამდენიმე სკამი – ეს არის შათირიშვილების ოჯახის მთელი ავლადიდება. ეს ადამიანები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებიან და თუ ასე გაგრძელდა, კატასტროფა გარდაუვალია. ჩვენ ვესაუბრეთ 3 შვილის დედას, ესმა შათირიშვილს: – ესმა, როგორ აღმოჩნდით ასეთ რთულ ვითარებაში? ესმა: ყოველთვის ვოცნებობდი დიდ და ლამაზ ოჯახზე. როდესაც გავთხოვდი, თავს ბედნიერად ვგრძნობდი, განსაკუთრებით, პირველი შვილი დაბადების შემდეგ. ჩემმა ქმარმა ვერა და ვერ იშოვა სამსახური, მტვირთავადაც კი ვერ მოეწყო. საბედნიეროდ, მამამთილი გვეხმარებოდა ყველანაირად და ცხოვრებაც თავისი რიტმით მიდიოდა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილის დაბადების შემდეგ კი უაღრესად გართულდა ვითარება. მეუღლემ იმდენი ინერვიულა, რომ კუჭის წყლული განუვითარდა. ახლა იგი შრომისუუნაროა, გამართულადაც ვერ დადის, ხშირად სტკივა კუჭი… -ყველაზე მეტად რომელი პრობლემა აწუხებს თქვენს ოჯახს? ესმა: ეს არის შიმშილის პრობლემა. სოციალური დახმარების თანხით ფქვილს ვყიდულობთ, რადგან მაღაზიაში იგი ძვირია… ხოდა თავად ვაცხობ პურს. ეს არის ჩვენი საუზმეც, სადილიც და ვახშამიც. – მედიკამენტების ფულს სად შოულობთ? ესმა: ბაბუა გვაძლევს თავის პენსიას. ამ თანხით ვყიდულობთ ელემენტარულ წამლებს, ხოლო ბავშვის თუ მეუღლის მკურნალობას ძალიან დიდი თანხა სჭირდება. ეს ჩვენთვის მიუწვდომელია. – თბილი ტანსაცმელი აქვთ ბავშვებს ? ესმა: ძველმანებში დადიან, დახეულ ტანსაცმელში. ამის გამო, ხშირად ცივდებიან, ახველებენ, სიცხე აქვთ… – ვინმე გეხმარებათ? ესმა: არავინ გვეხმარება. დიდი მადლობა ჩერნოვეცკის ფონდს, რომ დაინტერესდით ჩვენი ოჯახით. გფარავდეთ უფალი! მჯერა, რომ თქვენი მეშვეობით, კეთილი ადამიანები დახმარებას გაუწევენ ჩემს შვილებს… ჩვენ ბავშვებსაც გავესაუბრეთ: – ბავშვებო, ყველაზე მეტად რა გინდათ ახლა? დათო (6 წლის): მე მინდა მანქანა, მაგრამ არავინ მჩუქნის… ბაბუას მოაქვს ხანდახან სათამაშოები, ქუჩაში პოულობს. მე ძალიან მიყვარს ჩემი ბაბუ, ყოველთვის მეთამაშება. თორნიკე (5 წლის): მე ახლა მინდა პური… დათო: ჩანთა მინდა კიდევ და ფეხსაცმელი, რომელშიც წყალი არ შედის… მეგობრებო, შათირიშვილების სამშვილიანი ოჯახი სასწრაფო დახმარებას საჭიროებს. მოდით, გავუწოდოთ ამ ოჯახს დახმარების ხელი! ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი განვითარების პერსპექტივა ახლა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვიმოქმედებთ გაერთიანებული ძალებით. ჩვენ შეგვიძლია, შევუქმნათ მათ მომავლის პლაცდარმი. თქვენ შორის უამრავი ქველმოქმედი ადამიანია და ჩვენ ვიცით, რომ თქვენ არ დატოვებთ დათოს, თირნიკეს და თამრიკოს უყურადრებოდ. გფარავდეთ უფალი! ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიში: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: შათირიშვილების ოჯახი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც.
---
16.02.2019
ხაშმში მოხუც ქალს დახმარება სჭირდება
---
16.02.2019
"200 განცხადება დავწერე, მაგრამ არავინ მაქცევს ყურადღებას"
ლანჩხუთში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში, ნასახლარზე, ხანძარს გადარჩენილი რკინის საქანელებია შემორჩენილი, თითქოს ერთ დროს ძლიერი ოჯახის სიმბოლოდ. ახლა ამ ეზოში პატარა სახლი დგას, რომლის დიასახლისი, თამარ შანიძე უმძიმეს მდგომარეობაში ცხოვრობს. მისი თქმით, სახლში წყალი ჩამოდის და ჯერჯერობით, დამხმარეც არავინ ჩანს. შანიძეების ოჯახის ტრაგედია 25 წლის წინ დაიწყო. "სახლი 1993 წელს დაგვეწვა, მაშინ არც საწვავი იყო, არც ტრანსპორტი და სახანძროს მოსვლამდე ჩვენი სახლი მთლიანად დაიწვა. აგურით ნაშენები სახლი იყო, მაგრამ შიგნითა ნაწილი მთლიანად _ ხის. ამით არ დასრულებულა ჩემი ოჯახის უბედურება _ ორი წლის შემდეგ დაიწყო ის, რაც ბევრად მეტია სახლის დაწვაზე. ამ ტრაგედიამ გაანადგურა ჩვენი ოჯახი _ ჩვენს ავტომობილს მანქანა დაეჯახა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ჩემი შვილები _ 19 წლის შაკო და 20 წლის ალეკო უმძიმესი მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს... შაკო 13 დღე იბრძოდა სიცოცხლისთვის, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", _ გვიყვება თამარ შანიძე, რომელიც საუბრისას ცრემლებს ვერ იკავებს. შვილის დაკრძალვიდან მეორე დღეს დედამ რკინის ქალამნები ჩაიცვა მეორე შვილის სიცოცხლის გადასარჩენად. მოახერხა კიდეც, თუმცა, სამი წლის შემდეგ მეორე შვილი მოუკლეს... ამ ტრაგიკული ბედის ქალბატონს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს, ძალიან უმძიმს საკუთარ პრობლემებზე საუბარი, მით უმეტეს, დახმარების თხოვნა, თუმცა, სხვა გამოსავალიც აღარ დარჩა. სახლი, რომელშიც ქალბატონი თამარი ცხოვრობს, ორი ოთახისგან შედგება. სახურავი მთლიანად უვარგისია, რის გამოც ჭერზე აკრული ხის მასალა დამპალია. დამპალია ფანჯრებიც, რომლის ნაწილზე პოლიეთილენის პარკებია მიმაგრებული: "ფაქტობრივად, ტყუილად ახურავს შიფერი, წვიმაში წყალს ვერ იკავებს, რის გამოც ყველგან წყალი ჩამოდის. შუა ღამით რაღაც ბრახუნმა გამაღვიძა, თავიდან ყაჩაღები მეგონა. ჩემგან რა უნდა წაეღოთ, მაგრამ მაინც ძალიან შემეშინდა. თურმე, ჭერზე აკრული "ლამინატი" ჩამოვარდნილა. საწოლი სამზარეულოში გამოვიტანე, ზემოთ ბეტონია და წვიმა მარტო აქ არ ჩამოდის. არც გათბობა მაქვს, შეშის მოტანა მე არ შემიძლია. გაზქურას ვანთებ ხოლმე, გავთბები და მალევე ვრთავ, ბევრი რომ არ დამიწვას. შევწვები საწოლში და ვარ ასე. კედელზეც "ადეალა" მაქვს მიფარებული, რომ არ გავიყინო", _ საკუთარი გასაჭირის მოყოლისას ოჯახის დიასახლისს თვალებზე ცრემლები ღაპაღუპით ჩამოდის. თამარ შანიძის თქმით, სოციალური დახმარება გადამოწმების მიზნით შეუჩერეს, რის შემდეგაც მაღალი ქულა დაუფიქსირდა: "ერთი ქათამიც არ დადის ჩემს ეზოში, მეზობლის ხბოს თუ ჩემად ასაღებენ, არ ვიცი, აბა, ამ პირობებში როგორ მომცეს 77 ათასი ქულა?!" თამარის თქმით, როცა ბოლო სტიქიის დროს ლანჩხუთში სახლები გადახურეს, ის ადგილზე არ იმყოფებოდა, თუმცა, მის სახლში წყალი სტიქიამდეც ჩამოდიოდა და ყურადღება არავის მიუქცევია: "ამ სტიქიამდეც რომ ჩამომდიოდა სახლში წყალი, მომხედა ვინმემ?! შვილიშვილი რომ მოვა, სად უნდა დავაწვინო?! დავატარებ საწოლს იქეთ-აქეთ. ოთხი წლის პენსია მაქვს წინასწარ გამოტანილი, ყოველდღე გამაყუჩებელ წამალს ვსვამ. თავზე მაწვიმს. 200 განცხადება დავწერე, მაგრამ არავინ მაქცევს ყურადღებას", _ ამბობს ქალბატონი თამარი, რომლის სახლშიც მიუხედავად მძიმე ყოფითი პირობებისა საოცარი სისუფთავე სუფევს. "გურია ნიუსი" თამარ შანიძის მდგომარეობასთან დაკავშირებით ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს კახა კვიტაიშვილს დაუკავშირდა, რომლის თქმითაც, მუნიციპალიტეტი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურ დახმარებას აღმოუჩენს ქალბატონს: "ვიმყოფებოდით კიდეც ამ ქალბატონის ოჯახში, მერიც ინფორმირებულია ამ საკითხთან დაკავშირებით და ვაპირებთ, შესაძლებლობის ფარგლებში დახმარება გავუწიოთ მას", _ გვითხრა კვიტაიშვილმა.
---
15.02.2019
მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/220992
2019-2020 წლებში მენაშენეებისგან ბინების გამოსყიდვის მიზნით 51.5 მლნ ლარი დაიხარჯება
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დევნილი ოჯახებისთვის მენაშენეებისგან 700-ზე მეტ ბინას კონკურსის წესით შეისყიდის. ამის შესახებ მინისტრ დავით სერგეენკოს მიერ მენაშენეებისთვის გამართულ ღია კარის დღეზე გახდა ცნობილი. საკონკურსო პირობების თანახმად, ამ ეტაპზე, სამინისტრო თბილისში, დაახლოებით, 700, გორში კი 40-მდე მშენებარე ბინას შეისყიდის. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, თბილისში მხოლოდ ერთოთახიანი და ოროთახიანი ბინების შეძენის საკითხი განიხილება, რადგან სამინისტრომ 550 სამოთახიანი ბინა გასულ წელს უკვე შეიძინა. ამასთან, მშენებლობების დასრულების საბოლოო ვადად 2020 წლის 30 ივნისი განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019-2020 წლების ბიუჯეტში, მენაშენეებისგან ბინების შესყიდვის მიზნით 51 500 000 ლარი გამოიყო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კერძო პირებისგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ დაადგინა კრიტერიუმები, რომლებსაც კონკურსში მონაწილე მენაშენეები უნდა აკმაყოფილებდნენ. კომისიის მუშაობის პროცესში ჩართულები არიან ფინანსთა სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდის, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის, მენაშენეთა ასოციაციისა და დევნილთა საკითხებზე მომუშავე 4 არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანების - „კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს“ (LAG) წარმომადგენლები. საკონკურსო წინადადების მიღება 26 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება
რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=92021
პია.ჯი- https://pia.ge/post/247460-saministro-devnili-ojaxebistvis-700-ze-met-binas-seisyidis
აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/saministro-devnili-ojakhebisthvis-700-ze-met-binas-sheisqhidis/
---
15.02.2019
მედიასაშუალება: http://www.etaloni.ge/geo/main/index/19762
არის თუ არა საჭირო სკოლებსა და ბაღებში კვების დარღვევებზე სანქციების გამკაცრება - დავით სერგეენკო დეტალებზე
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ სკოლებში და საბავშვო ბაღებში კვების დარღვევებზე სანქციების გამკაცრება შესაძლოა საჭირო იყოს. როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ბავშვთა კვების რაიმე სახით დარღვევა ცალსახად მიუღებელია. „2012-2014 წლებში იყო ბევრი პრიორიტეტი, მათ შორის საბავშვო ბაღებში ბავშვთა კვება და რამდენიმე უწყება იყო ჩართული. ჯანდაცვის სამინისტრო ჩართული იყო იმით, რომ მან განსაზღვრა ძირითადი კვებითი საჭიროებები და მენიუ. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ახორციელებენ ამ ყველაფრის მართვასა და ლოჯისტიკას, ხოლო სურსათის უვნებლობის სამსახური ხარისხის მონიტორინგს. იყო შემთხვევები, როდესაც სურსათის უვნებლობის სამსახურმა დეტექცია მოახდინა. ეს ეხებოდა არამარტო საბავშვო ბაღებს, არამედ მთლიანად გაყიდვის ქსელში არსებულ იმ რამდენიმე პუნქტს, რომელზეც მყისიერი რეაგირება მოხდა. ის სანქციები, რაც ასეთი დარღვევებისკენ არის მიმართული, შეიძლება, გამკაცრებას მართლა საჭიროებდეს, თუმცა მონიტორინგი ცალსახად მკაცრია და ბავშვთა კვება ყველაზე მაღალი პრიორიტეტი უნდა იყოს“,- აღნიშნული განცხადება სერგეენკომ პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც საბავშვო ბაღებში საკვებით მომარაგების საკითხის გამკაცრებას გულისხმობს.
---
15.02.2019
მედიასაშუალება: http://www.accentnews.ge/ge/news/details/67335
სერგეენკო „თიბისი ბანკზე“: "მჯერა, პროცესი სწორედ ასე წარიმართება,საზოგადოებისათვის არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩება"
მე ნამდვილად მჯერა, რომ მიმდინარე პროცესი სწორედ ისე წარიმართება, როდესაც საზოგადოებისათვის არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩება, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ „თიბისი ბანკთან” დაკავშირებული გამოძიების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ჩემი აზრით, ნებისმიერი საკითხი, მითუმეტეს ასეთი მნიშვნელობის, რომელიც საბანკო სისტემას ეხება, ასევე, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გადადგმული იქნება, მნიშვნელოვანია, რომ გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის მაქსიმალურად აღქმადი იყოს. მე ნამდვილად მჯერა, რომ ეს მიმდინარე პროცესი სწორედ ასე წარიმართება, როდესაც საზოგადოებისათვის არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩება”,- განაცხადა დავით სერგეენკომ. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის ყველაზე დიდი საფინანსო ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ბანკის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით იურიდიული უფლებები გაეყინათ. ამავდროულად, სებ-ი მომდევნო 2 თვის ვადაში მათ გადაყენებას ითხოვს. ბანკი ამ მოთხოვნას არ ეთანხმება და საკუთარი უფლებების სასამართლოს გზით დაცვას გეგმავს. ეროვნული ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ სებ-მა აღნიშნული გადაწყვეტილება 13 თებერვალს მიიღო.
---
15.02.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/341112/
საპენსიო სააგენტოს შესარჩევი კომისიის წევრები პარლამენტიდან
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრების შესარჩევი 7-წევრიანი კომისიის 6 წარმომადგენელი უკვე ცნობილია. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, კომისიის წევრები პარლამენტიდან ირაკლი კოვზანაძე, აკაკი ზოიძე და ზურაბ ჭიაბერაშვილი იქნებიან. კომისიის სამი წევრი სამეთვალყურეო საბჭოს წევრებით: გიორგი ქობულიათი (ეკონომიკის მინისტრი), ივანე მაჭავარიანითა (ფინანსთა მინისტრი) და დავით სერგეენკოთი (ჯანდაცვის მინისტრი) დაკომპლექტდება. შესარჩევი კომისიის მე-7 წევრს ეროვნული ბანკი დაასახელებს. საპენსიო სააგენტოს ცნობით, სებ-იდან კანდიდატური დასახელებას ელოდებიან. შესარჩევმა კომისიამ ის საინვესტიციო საბჭო უნდა დაამტკიცოს, რომელიც განსაზღვრავს, თუ სად და როგორ დაბანდდება დასაქმებულთა საპენსიო შენატანები. დაგროვებით პენსიის შესახებ კანონის მიხედვით, საინვესტიციო საბჭო 5 წევრისგან შედგება და მის წევრებს პარლამენტი 5 წლის ვადით ამტკიცებს. მანამდე იქმნება საინვესტიციო საბჭოს წევრთა შესარჩევი კომისია. შესარჩევი კომისია მიღებულ განცხადებებს განიხილავს, ასევე იქნება გასაუბრების ეტაპი. ამ პროცესის დასრულების შემდეგ კომისია შერჩეულ 5 წევრს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს. ინვესტიციების კუთხით იქმნება საინვესტიციო ოფიცრის თანამდებობაც, რომელიც აყალიბებს საინვესტიციო სამსახურს. ამავე დროს, საინვესტიციო საბჭო პოლიტიკის დოკუმენტს შეიმუშავებს, რომელსაც ცვლილების შეტანის გარეშე დაამტკიცებს სამეთვალყურეო საბჭო. ოფიცერს საინვესტიციო საბჭოს წარდგინებით სააგენტოს დირექტორი ნიშნავს. საბჭოს მიერ გაწერილ საინვესტიციო პოლიტიკას, საინვესტიციო სამსახურის მეშვეობით, ოფიცერი აღასრულებს.
---
15.02.2019
მედიასაშუალება: https://droni.ge/?m=3&AID=43245
გოგონამ მასწავლებელს დაურეკა და დახმარება სთხოვა -14 წლის გოგო და 13 წლის ბიჭი მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარების გამო საავადმყოფოში მოხვდნენ
რუსთავში, ნარკოტიკული თრობის ქვეში მყოფი 2 მოსწავლე რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს. როგორც მოზარდებმა ექიმებს განუცხადეს, მათ მსუბუქი ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანა მოიხმარეს. ინფო რუსთავის ინფორმაციით, 14 წლის გოგო და 13 წლის ბიჭი რუსთავის 25-ე საჯარო სკოლაში სწავლობენ და ისინი კლასელები არიან. როგორც რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ, დავით გოგოძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, მოზარდებს საავადმყოფოში შეყვანისას თავბრუსხვევა და საერთო სისუსტე აღენიშნებოდათ. "2 მოზარდი, ბიჭი და გოგო შემოიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, ისინი კლასელები არიან. თავიანთივე განცხადებით, რაღაც მოწიეს და იმის შემდეგ დაეწყოთ თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ალბათ მალე სახლში გავწერთ. კონკრეტულად რომელი ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს ეს მოზარდებისგან ზუსტად ვერ გავიგეთ, თუმცა მძიმე ნარკოტიკულ საშუალებასთან საქმე არ გვაქვს", - აცხადებს დავით გოგოძე. ინფო რუსთავი ფაქტის გადასამოწმებლად 25-ე საჯარო სკოლაში მივიდა. სკოლის დირექტორის ინფორმაციით, მოსწავლეების მხრიდან ნარკოტიკული საშუალების მიღება სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა. მისი თქმით, 14 წლის გოგომ, თავად დაურეკა კლასის დამრიგებელს და დახმარება სთხოვა. კლასის დამრიგებელმა საქმის კურსში ჩააყენა მანდატურის სამსახურიც. დირექტორის ინფორმაციით, ბავშვები შარტავას გამზირზე იმყოფებოდნენ.
---
15.02.2019
მედიასაშუალება: http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=1101334
პაქსაძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს
სოციალურად დაუცველი ოჯახი ბათუმიდან. პაქსაძეები ხელისუფლებას მიმართავენ. ცოლქმარი თითქმის 20 წელია ნაქირავებში ცხოვრობს. კაცს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. რატომ მოუხსნა სახელმწიფომ ფულადი შემწეობა უკიდურესად გაჭრვებულებს? პაქსაძეებს 17 წელია რაც საკუთარი საცხოვრებელი არ გააჩნია და წლების განმავლობაში ქირით ცხოვრობენ. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური პენსიაა, რომლის დიდ ნაწილსაც ბინის ქირაში იხდიან, პროდუქტებისა და მედიკამენტების შესაძენად კი თანხა აღარ ჰყოფნით. ორ სულიანი ოჯახს მატერიალურად ახლობლები ეხმარებიან. იმის გამო, რომ ხანდაზმულებს ჯანმრთელობის პრობლემები ხშირად აწუხებთ, შესაბამის უწყებებს რამდენჯერმე მიმართეს. ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსგან ერთჯერადი დახმარება არაერთხელ მიიღეს, თუმცა ოჯახისთვის ეს არასაკმარისი აღმოჩნდა. მათ გაუსაძლის ყოფას, ის გარემოებაც ამძიმებს რომ სახლემწიფოსგან სოციალურ დახმარებას ვერ ღებულობენ. ოჯახს სტატუსი წლების წინ შეუჩერდა, მას შემდეგ სააგენტოსთის აღარ მიუმართვათ. ბათუმის სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტეს, რომ უწყებას ოჯახმა განცხადებით უნდა მიმართოს. რომლის შემდეგაც, კომისია პაქსაძეების სოციალურ მდგომარეობას შეისწავლის. ვაჟა ფუტკარაძის თქმით, სტატუსის მისანიჭებლად დეკლარაციაში , ბენეფიციარების ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციაც უნდა აისახოს. ოჯახის პრობლემასთან დაკავშირებით ბათუმის მერიაში სიტყვიერი კომენტარი გააკეთეს. აქ ამბობენ, რომ პაქსაძეებმა მათი დგომარეობის შესახებ უწყებას წერილობით უნდა მიმართონ, რომლის შემდეგაც საკითხის შესწვალა მოხდება.
---
15.02.2019
ხანდაზმულთა პანსიონატებისთვის გამოყოფილი დაფინანსება მაცხოვრებლებისთვის პრობლემებს ქმნის
---
ბეჭდვითი მედია
18.02.2019
მედიასაშუალება: კვირის პალიტრა
"მე ვინ დამიცავს?"
"კვირის პალიტრის" გასულ ნომერში სოციალური მუშაკების პროტესტის შესახებ ვწერდით, თუ როგორ მძიმე პირობებში უწევთ მათ მუშაობა. ამის გამო მათ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს ღია წერილითაც მიმართეს. წერილის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში კიდევ ერთი შემაშფოთებელი ფაქტი მოხდა - ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკს ნანი მახათაძეს მეტროსადგურში 21 წლის ნინო კობაიძე თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. წელიწადია სოციალური მუშაკები ნინო კობაიძის ოჯახში დადიან: ყველა პროგრამაში ჩართეს, უნდოდათ ბავშვს ნორმალურ გარემოში ბიოლოგიურ დედასთან ეცხოვრა. თუმცა ნინომ ამ მწირ დახმარებას უფრო იოლი გზა არჩია, ბავშვით ხელში ვაგონიდან ვაგონში დადიოდა და მოწყალებას ითხოვდა. დედასთან ვერაფერს რომ ვერ გახდნენ, სოციალურმა მუშაკებმა, ქსენია ნაჭყებიამ და ნანი მახათაძემ, ბავშვის მინდობით ოჯახში გადაყვანა გადაწყვიტეს. ნანი მახათაძე, სოციალური მუშაკი: - ნინო კობაიძე არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ ბავშვი სამათხოვროდ არ გაეყვანა, მაგრამ ამ გზით სოლიდურ თანხას შოულობდა და ქმრის და მშობლების ოჯახებს არჩენდა. ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობენ. საღამო იყო, მე და ჩემი კოლეგა რომ მივედით მათ სახლში. ბებიას ხელში ეჭირა ბავშვი, რომელიც ტიროდა. ირგვლივ საშინელი ანტისანიტარია იყო. რომ ვუთხარით, რისთვისაც მივედით, ქალი აკივლდა და ბავშვიანად მეზობელთან გაიქცა. ისიც გამოგვენთო, ჭიშკრის აქეთ არ გადმოხვიდეთო. პატრული რომ გამოვიძახეთ, შინ ბავშვის ბაბუაც დაბრუნდა. ჯერ ჩვენ დაგვემუქრა მოკვლით, მერე იმუქრებოდა, თავს მოვიკლავ, ბავშვს თუ წაიყვანთო. ხელში დანა ეჭირა, შესაშინებლად ჩემს კოლეგას, ქსენია ნაჭყებიას მოუქნია, მერე კისერზე მიიდო, ყელს გამოვიჭრიო და ბოლოს ფეხში მართლა ჩაირჭო დანა. "სასწრაფო" გამოვიძახეთ, მაგრამ მსუბუქი ჭრილობა იყო და გადაყვანა არ დასჭირვებია. პატრულის თანამშრომელი და გამომძიებელი შეწუხდნენ, ამან თავი რომ მოიკლას, ჩვენ დაგვბრალდებაო. შეშინდნენ, მაგრამ იქ ბავშვის დატოვება არ შეიძლებოდა. ღამის 4 საათზე მოიყვანა ბავშვის დედა პოლიციამ. დილის 7 საათამდე იქ ვიყავით, რომ პატარა მალულად არსად გაეყვანათ. ამ ხნის განმავლობაში ლანძღვა-გინება არ დაგვკლებია. "სასწრაფოს" ექიმები რომ მოვიდნენ, ბავშვი გასინჯეს, რადგან ძალიან ახველებდა. სიცხეც ჰქონდა, 38,5. ბრონქების მწვავე ანთება დაუდგინდა. როგორ უნდა დაგვეტოვებინა ასეთ მდგომარეობაში? დედა აკივლდა, ბავშვს არ გაგატანთო და მიწაზე გაგორდა. მანქანაში რომ ჩავსხედით, მანქანას მუშტებს და ფეხებს ურტყამდნენ. ექიმმა ბავშვს სიცხის დამწევი დაალევინა და გადავიყვანეთ მიმღებ ოჯახში. პატარა სულ ტილიანი იყო და თავი სასწრაფოდ გადახოტრეს. გადახოტრილი თავიც სავსე ჰქონდა ტილებით, კანში იყო ჩამჯდარი და პატარას სისხლს სწოვდნენ. - თქვენ როგორ დაგესხათ თავს ბავშვის დედა? - ავლაბარში შემოვიდა მეტროს ვაგონში და მოწყალებას ითხოვდა, რომ დავინახე, ჩემკენ მოდიოდა, თავი ჩავღუნე, არ მინდოდა მასთან ახალი კონფლიქტი. მომვარდა, სად წაიყვანე ჩემი შვილი, რომელ ბავშვთა სახლში გყავსო, საშინელი სიტყვებით მლანძღავდა, მერე ჩემ გვერდით მჯდომს მიაჩეჩა ბატიბუტის პარკი და ყელში მწვდა, მახრჩობდა. გაოგნებული ვარ, ამდენი ხალხი მიყურებდა და არავინ დამიცვა. მხოლოდ ერთი ახალგაზრდა გამომესარჩლა, წამოხტა და დაიჭირა, მერე მეც შევძელი წამოდგომა. ახლა წიხლი მომიქნია და თმაში მწვდა. წარმოიდგინეთ, იმის ნაცვლად, მოძალადისგან დავეცავი, ერთმა მამაკაცმა მითხრა, რატომ წაართვი შვილი, უარესის ღირსი ხარო. ის გოგო იმ კაცის სიტყვებმა უფრო წაახალისა და გადმოვიდა შეტევაზე. ასე მივედით ისნის მეტრომდე. როგორღაც შევძელი და ვაგონიდან გამოვიყვანე, მერე კი მეტროს პოლიცია გამოვიძახე. სასამართლოში პოლიციამ ადმინისტრაციული წესით მისი დაჯარიმება ითხოვა, მე კი - შემაკავებელი ორდერი, მაგრამ მოსამართლე მხოლოდ გაფრთხილებას დასჯერდა და დარბაზიდან გაუშვა. ფიზიკურ ძალადობაზე საქმე კი აღიძრა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მას პოლიცია ვეღარ იპოვის. შემაკავებელი ორდერი მაინც გამოეცათ, ახლა მე ვინ დამიცავს?.. P.S. კობაიძეებს შიდა ქართლში ოროთახიანი ბინა დაკეტილი აქვთ. ამბობენ, რომ იქ საცხოვრებელი პირობები არა აქვთ, თუმცა იქ, სადაც ახლა ცხოვრობენ, გაუსაძლისი პირობებია. სოციალური მუშაკები რომ დაუცველები არიან და ამ სისტემაში პრობლემებია, ეს ამ ფაქტითაც ცხადია. იმედია, სისტემური ცვლილებები არ დაიგვიანებს, დახმარების პროგრამებიც გაიზრდება და სოციალური მუშაკების უსაფრთხოებაზეც იზრუნებენ. "კვირის პალიტრის" არქივიდან ნინო კობაიძეს პირველად შარშან შევხვდი. მაშინ მისი პატარა თვეების იყო და მშობლებთან ცხოვრობდა. ამბობდა, ქმარი მოძალადე მყავს და ამიტომ მისი სახლიდან წამოვედიო. თუმცა ამ ინციდენტის შემდეგ შევიტყვე, რომ ისინი შერიგდნენ. აი, რა მიამბო მან შარშან: "12 წლის ვიყავი, სოფლიდან თბილისში რომ ჩამოვედით. ჯერ დედაჩემი წამოვიდა, ვაგზალზე ხაჭაპურებს ყიდდა და იმ ფულით საჭმელი ჩამოჰქონდა. მე მამასა და ბებოსთან ვიზრდებოდი. სკოლაში პირველი კლასის მერე არ მივლია, არ მინდოდა და იმიტომ. ხელის მოწერა ვიცი და ფულის დათვლა. თბილისში ჩამოსულმა ერთი გოგო გავიცანი. გადავწყვიტეთ მათხოვრობა დაგვეწყო. იმ დღეს 10 ლარი მოვაგროვეთ და მას მერე ხშირად დავდიოდით. 14 წლის ვიყავი, ქუჩაში რომ დამიჭირა ერთმა გოგომ, დღის ცენტრში მიგიყვან, იქ დაგბანენ, საჭმელს გაჭმევენო. "კარიტასი" ერქვა, რომ შევედი, მომეწონა. 6 საათამდე იქ ვიყავი, კარგად მაჭმევდნენ, სითბოც იყო და სათამაშოებიც, მერე მოვდიოდი სახლში. იქიდან რომ გამოვიდოდი, ცოტა ხნით ან მეტროში ჩავიდოდი, ან ქუჩაში ვიდექი, რომ ცოტა ფული მომეგროვებინა და მშობლებთან მიმეტანა. მათაც ხომ უნდოდათ საჭმელი. 17 წლის ვიყავი, თავშესაფრიდან რომ წამოვედი და ისევ მათხოვრობა დავიწყე. ჩემი ქმარი ციგანია. მას პირველი ცოლისგან 8 წლის ბავშვი ჰყავს, ისიც მათხოვრობს, ჩემი ქმრის პატარა ძმები, და, დისშვილები, ყველანი მათხოვრობენ. ჩემი ქმარი სულ სახლში იყო და მე მთხოვდა ფულს. ორსულს მცემდა. ერთხელ პოლიცია გამოვიძახე, მაგრამ შემეცოდა ციხისთვის და არ დავაჭერინე. ორსული რომ ვიყავი, დღეში 30-40-50 ლარს ვშოულობდი. ქმრისთვის ყველაფერს ვყიდულობდი, ტელეფონიც ვუყიდე..."
---
18.02.2019
მედიასაშუალება: ალია
"13 წლის გოგა დღეს ცოცხალი იქნებოდა, ამ ქვეყანაში წესიერად რომ ფუნქციონირებდეს შსს და ჯანდაცვის სამინისტრო"
„13 წლის გოგა დღეს ცოცხალი იქნებოდა ამ ქვეყანაში წესიერად რომ ფუნქციონირებდეს შსს და ჯანდაცვის სამინისტრო", - ამის შესახებ რუსთავში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი გიორგი გზირიშვილი აცხადებს. "ამ უწყებების კისერზეა, ანგელოზის 12 ჭრილობა რომელმაც სიცოცხლე დაუსრულა! ჩემს მეგობრებს, ბიძა რომელმაც მოკლა თავისი ძმისშვილი, მიყვანილი ყავდათ წინა დღეს სამედიცინო დაწესებულებაში და რეაგირება იყო ნული, თუ 3000 ლარის წინასწარ მოთხოვნას არ ჩავთვლით ფსიქიატრიულიდან. მისი მეზობლებიც და მეუღლეც მოითხოვდნენ რომ რეაგირება ყოფილიყო, იხვეწევოდნენ დაგვხოცავს ყველას, რამე ქენითო. მეუღლემ ღამე თავზე დანით დამადგა უკვე რამდენჯერმეო. მამა წინა დღეს ცემა. სახლში რომ ყოფილიყო ვინმე, ბავშვის ბედს გაიზიარებდა. პოლიციელები პირად საუბარში ამბობენ, რომ ფსიქიატრიულში ბევრჯერ დაეზარათ დამატებითი საქმე და არ მიიღეს ადრეც ბევრი პაციენტი, უბრალოდ ასეთი შედეგი არ მოჰყოლიაო", - განაცხადა გზირიშვილმა.
---
18.02.2019
მედიასაშუალება: ალია
"მიმიფურთხებია ასეთი ჯანდაცვისთვისაც და ექიმებისთვისაც, აღარ მჯერა მათი დასმული დიაგნოზის"
„ჯი-ეიჩ-ენ“-ის დირექტორი, ჟურნალისტი თემურ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში წერს: „მეოთხე თვეა, ექიმიდან ექიმთან დავდივართ. კლინიკიდან კლინიკაში და ეს არ სრულდება. 14 წლის შვილი მყავს. 4 თვეა ქართული სამედიცინო კოჰორტა არკვევს რატომ აქვს მთელი ამდენი ხნის განმავლობაში, ბავშვს, პერიოდულად, ტემპერატურა. რა თქმა უნდა, პასუხი არ გვაქვს. ჩვენ კი მუხლჩაუხრელად დავდივართ. ერთი და იგივე ანალიზი, აღარ მახოვს რამდენჯერ გავიკეთეთ. ალბათ, ანალიზების ჩამონათვალიდან, ცოტა იქნება დარჩენილი, რაც არ გაგვიკეთებია. ცოტა აპარატურა იქნება დარჩენილი, რომელიც არ გამოვიყენეთ, გასაშუქებლად თუ გამოსაკვლევად. ზოგიერთი ექიმი, უფრო შორსაც წავიდა, მაგალითად, შესაძლოა, ბიფოსია დაგვჭირდესო. ცხადია, ამას არ დავეთანხმეთ. 4 თვის შემდეგ ექიმმა დაასკვნა: თუ მაღალი ტემპერატურა ექნება დამწევი მიეცით. თუ სიცხე არ ექნება, სკოლაში გაუშვით. სიცხის გამოწვევი მიზეზი უცნობია. როცა მორიგი ახალი ექიმი გვირჩევს კონკრეტული ანაზლის გაკეთებას და ვეუბნებით რომ ეს 3 დღის წინ გავიკეთეთ, პასუხი ასეთია - კიდევ ერთხელ გავიკეთოთ. არ ვიცი, მეცოდება ჩემი თავიც, მათ ხელში ჩავარდნილი მოქალაქეებიც. ექიმების თავაშვებული უკონტროლობა, უპასუხიმგებლობა და დარჩენილი ადამიანების მიმართ სიძულვილი კი გულს მირევს. დიახ, ეს დანარჩენი ადამიანების მიმართ სიძულვილია, როცა ურცხვად, უნამუსოდ შეგიძლია უყურო განერვიულებენ მშობლებს(ჩვენს შემთხვევაში) და სრულიად გამოუსადეგარი ანალიზებით ყვლეფდე. მიმიფიურთხებია ასეთი ჯანდაცვისთვისაც და ექიმებისთვისაც. მართლა აღარ მჯერა მათი დასმული დიაგნოზის, არც კარგის და არც ცუდის შემთხვევაში. თუმცა, როგორც გამოვარკვიე, ჩვენ კიდევ იოლად გადავრჩით - ქიმიას უნიშნავენ ისეთ პაციენტებს, რომელთაც ეს არ სჭირდებათ. რა გვეშველება, როგორ დავაღწევთ თავს, ამდენ უნამუსობას“, - წერს თემურ ჭუმბურიძე.
---
18.02.2019
მედიასაშუალება: ალია
"სიფრთხილე და მზადყოფნა უნდა გვქონდეს" - როდის უნდა ველოდოთ გრიპის ვირუსის აფეთქებას
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გრიპით ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 186-ს შეადგენს. მისი თქმით, გრიპით ავადობისა და რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი მცირდება. “გრიპით ავადობის მაჩვენებელი მცირდება და დღევანდელი მონაცემით 100 000 მოსახლეზე 186-ია. გასულ კვირას ეს მაჩვენებელი 211-ს შეადგენდა. მოგეხსენებათ, პიკი დეკემბრის ბოლო კვირა იყო, როცა 100 000 მოსახლეზე ავადობის მაჩვენებელი 277 იყო. ასევე, ე.წ მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც 18,2%-მდეა ჩამოსული, წინა კვირას კი 21% იყო. ეს ნიშნავს, იმას რომ სიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის, მაგრამ ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ გრიპის სეზონი ევროპაში დაახლოებით, აპრილამდე ან აპრილის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ევროპის ქვეყნებში თებერვალში დაიწყო ის პიკი, რაც ჩვენ იანვარში გვქონდა, ამიტომ სიფრთხილე და მზადყოფნა ყოველთვის უნდა გვქონდეს, რადგან გრიპს ტალღისებური განვითარება ახასიათებს”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
---
18.02.2019
მედიასაშუალება: ალია
ბოლო მონაცემებით, „ღორის გრიპით“ 22 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო მონაცემებით, გრიპით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 22-ს შეადგენს. ამის შესახებ "ინტერპრენიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს. მათივე მონაცემებით, გრიპით ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 186-ს შეადგენს და დაავადების გავრცელება მცირდება. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, ასევე მცირდება რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი მცირდება. მიუხედავად ამისა, ამირან გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ და ჰიგიენის ძირითადი ნორმები დაიცვან, რადგან მისი თქმით, ევროპაში გრიპით ავადობის პიკი თებერვალში აღინიშნება. "გრიპით ავადობის მაჩვენებელი მცირდება და დღევანდელი მონაცემით 100 000 მოსახლეზე 186-ია, გასულ კვირას 211-ს შეადგენდა. მოგეხსენებათ, პიკი დეკემბრის ბოლო კვირა იყო, როცა 100 000 მოსახლეზე ავადობის მაჩვენებელი 277 იყო. ასევე, ე.წ მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც 18,2%-მდეა ჩამოსული, წინა კვირას კი 21% იყო", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
---
18.02.2019
მედიასაშუალება: ალია
გინეკოლოგიური კლინიკა "ბომონდს" პაციენტები ამხელენ!
ქუთაისში კლინიკა "ბომონდის" ექიმი, მეან-გინეკოლოგი შ.თ. დააკავეს, შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს. ეს კლინიკა პირველად არ ეხვევა სკანდალში, ჯერ კიდევ 2013 წელს კლინიკის დირექტორი მამუკა მიქაძე ჯანდაცვის სამინისტროს თანხების არადროულ გადარიცხვაში ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ ორი თვე გავიდა და ჯანდაცვის სამინისტრომ არ გადაურიცხა დავალიანება. მაშინ ჯანდაცვის სამინისტრომ უპასუხა, რომ თანხები დროულად ირიცხება კლინიკის ანგარიშზე და დაამატა: "რა დავალიანებაზეა საუბარი და რატომ სჭირდება ბატონ მამუკას ასეთი ტყუილები? იმიტომ ხომ არა, რომ კლინიკის პაციენტთა ის უკმაყოფილება გადაფაროს, რაც ზოგჯერ სამინისტროს მონიტორინგის სამსახურის ყურამდეც აღწევს ხოლმე?" 2016 წელს 23 წლის ლანა მიქაბერიძე გარდაიცვალა. 24 ოქტომბერს იყო ჩანიშნული საკეისრო კვეთა. ოპერაციის წარმატებით დასრულება ამცნეს ოჯახს. ოღონდ საშვილოსნოს პრობლემებს წავაწყდით, რომელიც წინა საკეისრო კვეთის დროინდელიაო, ანუ 5 წლის წინანდელი და იძულებული გავხდით, საშვილოსნო ამოვჭრათო. ამ შემთხვევიდან 2 წელი და 4 თვე გავიდა, მაშინ გარდაცვლილის ოჯახი ჯერ კიდევ არ იყო დაზარალებულად ცნობილი, რადგან ოჯახის ადვოკატი კომისიური ექსპერტიზის დასკვნას ელოდებოდა. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობდნენ, რომ გამოძიებამ დედნები წაიღო დოკუმენტების და ასლები არასრულია, გამოძიება კი აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს კომისიური ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. 2 წლისა და 4 თვის მერე, გთავაზობთ ოჯახის ადვოკატის, ლედი ტუკვაძის კომენტარს: - გამოძიება არ არის დასრულებული, გუშინაც ვიყავი გამომძიებელთან - ჯერ კიდევ არ არის კომისიური ექსპერტიზის პასუხი, ტექნიკური პრობლემების გამოო, არ ვიცი, ორ წელიწადზე მეტი გავიდა და ჩვენ კიდევ არ გვაქვს დაზარალებულის წოდება, კიდევ არ გვაქვს ხელთ ექსპერტიზის პასუხი, რომ მოხდეს დანაშაულის კვალიფიკაცია. სამწუხაროდ, ჯანდაცვის სამინისტრო ყველაზე დახურული სამინისტროა. რეფორმა, წესით, ამ სამინისტროში უნდა გატარდეს პირველ რიგში, რადგან ეს საავადმყოფოა პასუხისმგებელი ადამიანის სიცოცხლეზე, მაგრამ რეფორმა კი არა, უფრო და უფრო ჩაკეტილი სამინისტრო ხდება - ისიც კი არ ვიცით, როდის, რა დროისთვის გვექნება კომისიური ექსპერტიზის დასკვნა ხელთ. "ალიას" იმერეთის ერთი ქალაქიდან დაუკავშირდნენ, პაციენტის სახელსა და გვარს ვერ დავწერ, რადგან მისი მეუღლეც ექიმია: - სამი შვილის დედა ვარ, მესამე შვილი "ბომონდში" გავაჩინე, ადგილობრივი გაყუჩებით. მეუბნებოდნენ, რომ არ ღირდა ამ კლინიკაში მისვლა, მეხუმრებოდნენ, რომ ამ კლინიკიდან ნარკოტიკი გასაყიდად გააქვთ და გამაყუჩებლები არასოდეს აქვთ საკმარისი ტკივილის ასატანად, მაგრამ ალიან კარგი გინეკოლოგი ჰყავთ ერთი და იმ ექიმისთვის მივედი ზუსტად "ბომონდში"... შვიდი თვის ფეხმძიმე ვიყავი, პირველი ორი შვილი გამიცივდა და წავიყვანე ექიმთან, ისე მოხდა, რომ ერთი შვილი ერთ პედიატრთან მოხდა, მეორე - მეორე პედიატრთან და მეც მივედი ბარემ გინეკოლოგთან. სამივე ექიმმა რეცეპტები გამოგვიწერა - დავხედე და სამივეს ერთი და იგივე წამალი დაგვინიშნა - "ლ-ვაივა"... მივბრუნდი ისევ ექიმებთან, რომ მეკითხა, რა წამალია ასეთი, რომ მთელ ოჯახს შველის - ბავშვებს გაციების გამო დავუნიშნეთ და შენ დაბალი წნევის გამოო, მიპასუხეს. ერთ-ერთ ექიმთან კი ზუსტად ამ წამლის ე.წ. "დისტრიბუტორი" დამხვდა, ისხდნენ და ითვლიდნენ რამდენ ადამიანს გამოუწერა... რას უხდიან წამლის კომპანიებს ასეთს? ვისთან არიან შეკრულნი? მხოლოდ ფარმადეპოს აქვს ეს პრეპარატიო - გამაფრთხილეს თან და იქ იყიდეო. როგორც მერე გავარკვიე, ეგეც ტყუილი აღმოჩნდა, ყველა ქსელში იყიდება. კომენტარისთვის დავუკავშირდი კლინიკის გენერალურ დირექტორს მამუკა მიქაძეს. - გამოძიება მიმდინარეობს, როგორც ვიცი, და დაველოდოთ. მე რაც და როგორც ჩავთვალე საჭიროდ, ისე მოვიქეცი და დაველოდოთ კომისიური ექსპერტიზის დასკვნას. ... ჯანდაცვის სამინისტრო, თქვენ ყურამდე რომ ექიმების შესახებ ასეთი სკანდალური ინფორმაციები მოდის - სად უშვებთ, მეორე ყურში? ცოტა ყური გამოიბერტყე, ჯანდაცვის სამინისტრო, წამლებს მიხედე და ვიტამინებს, გეგმიური ოპერაციების შემდეგ დაღუპული პაციენტების კომისიური ექსპერტიზის პასუხი მაინც არ დააგვიანო ორი წელი და ოთხი თვე, ფეხმძიმე ქალებს მაინც მიმიხედე ჯანდაცვის სამინისტრო, ჯანი გავარდეს, ვიხოცებით.
---
16.02.2019
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
2019-2020 წლებში მენაშენეებისგან ბინების გამოსყიდვის მიზნით 51.5 მლნ ლარი დაიხარჯება
სამინისტრო დევნილი ოჯახებისთვის მენაშენეებისგან 700-ზე მეტ ბინას, კონკურსის წესით შეისყიდის. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მენაშენეებს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ მენაშენეებს კონკურსის მოთხოვნებისა და პირობების შესახებ ინფორმაცია პირადად გააცნო. კერძო პირებისგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ კონკურსში მონაწილე მენაშენეებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა. საკონკურსო პირობების თანახმად, ამ ეტაპზე, სამინისტრო თბილისში, დაახლობით, 700, გორში კი 40-მდე მშენებარე ბინას შეისყიდის. არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, თბილისში მხოლოდ ერთოთახიანი და ოროთახიანი ბინების შეძენის საკითხი განიხილება, რადგან სამინისტრომ 550 სამოთახიანი ბინა გასულ წელს უკვე შეიძინა. მშენებლობების დასრულების საბოლოო ვადად 2020 წლის 30 ივნისი განისაზღვრა.
---