მედიამონიტორინგი 19.02.2019
ტელევიზია
18.02.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
ხამური იყო ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც გუშინ მთელი დღის განმავლობაში 40-მდე დევნილი კონკრეტულ გადაწყვეტილებას ელოდებოდა. ისინი საცხოვრებელ ფართებს ითხოვენ და ამ საკითხზე სასაუბროდ მინისტრ დავით სერგეენკოსთან შეხვედრა სურდათ
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5884787
---
19.02.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
წლევანდელი ზამთარი განსაკუთრებით გამოირჩეოდა წითელას გააქტიურებით, თებერვლის თვეში წითელას ახალ აფეთქებას ელოდებიან. რა მდგომარეობაა ქვეყანაში წითელასა და ღორის გრიპის თვალსაზრისით, როგორია აცრების დინამიკა- აღნიშნულ საკითხებზე გადაცემის სტუმარი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საუბრობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5885127
---
18.02.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00
დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯამრთელობის შესახებ კვლავ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. მედიკოსების კონსილიუმი, რომლის წევრიც დღეს დავით სერგეენკოც იყო, ამბობს, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5884377
I არხი-მოამბე 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5884473
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5884390
ერთსულოვნება - სიახლენი 22:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5884630
კავკასია - დღეს 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5884250
იმედი -ქრონიკა 17:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5883766
ტელეკომპანია აჭარა-მთავარი 15:00 -
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5883424
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5883311
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5883204
ტვ პირველი-დღის ამბები 13:00
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5882841
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5883719
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5883321
---
18.02.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 11:00
მსჯავრდბული დეკანოზი მკურნალობას ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკაში განაგრძობს. დავით სერგეენკოს თქმით, ის დეკანოზის ჰოსპიტალიზაციის პირველი დღეებიდან ჩართულია მისი მკურნალობის პროცესში.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5882447
რუსთავი2-კურიერი12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5882534
I არხი -მოამბე 12:00 -http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5882639
---
18.02.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
რუსთავში დატრიალებულმა ტრაგედიამ, როდესაც 29 წლის ბიძამ, რომელსაც სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, 13 წლის ძმისშვილი მოკლა, მწვავედ წარმოაჩინა პრობლემა, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებში არსებობს. ჯანდაცვის სამინისტროში ამ მხრივ არსებულ პრობლემას აღიარებენ და ამბობენ, რომ რეფორმა დაწყებულია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5884258
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5883784
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5883158
მაესტრო - ახალი ამბები 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5883001
I არხი - მოამბე 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5884406
---
18.02.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 15:00
ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები უწყებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და სწრაფ ვადებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5883483
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5883368
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5883191
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5884567
---
18.02.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 15:00
საქართველოში ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის გასაძლიერებლად სამწლიანი პროექტი განხორციელდება. მისი მიზანია სოციალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, სოციალურ მუშაკთა სახელმწიფო სისტემის გაძლიერება, ასევე ბავშვთა დაცვის პოლიტიკის მიმართულებით კანონმდებლობის და პრაქტიკის დახვეწაა. პროექტს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა აქვს. მას „ვორლდ ვიჟენ საქართველო“ განახორციელებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5883405
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5883180
I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5882651
---
18.02.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
როდის დასრულდება მშენებლობა და როდის აღიჭურვება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო - მშენებლობის დარღვეული ვადებისა და აღჭურვისთვის ბიუჯეტში თანხის გაუთვალისწინებლობის გამო ექიმები ამ კითხვას რამდენიმე თევა აქტიურად სვამენ. გამოთქვამენ ეჭვს, რომ საავადმყოფო გასასხვისებლად, ან იჯარით გასაცემად მზადდება, რასაც უარყოფენ ცენტრალურ და ადგილორბივ მთავრობაში.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5884380
---
18.02.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
რვა წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედებისის ფაქტზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო, სხდომა დახურული იყო. საქმეში ჩართულია სოციალური მომსახურების სააგენტო, ფსიქოლოგი და სახალხო დამცველის აპარატი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5884366
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5883447
---
18.02.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს, ხულოში არსებული სამედიცინო ცენტრის 22 თანამშრომელი - ექთნებმა წერილობით ბოლოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართეს, მანამდე კი მიმართვა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის სახელზე გააგზავნეს. საქმე ეხება საარსებო მინიმუმზე დაბალ ანაზღაურებას, ამას კი ისიც ემატება რომ 22 თანამშრომელი ვერ იღებს მთის კანონით გათვალისწინებულ შეღავათს, ანუ გაორმაგებულ ანაზღაურებას - მიზეზად კი ერთი გარემოება სახელდება - კლინიკა კერძოა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5884360
---
18.02.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 15:00
საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა კვების საკითხს ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა. დავით სერგეენკოს თქმით, ბავშვთა ჯანმრთელობა მისი უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. მისი განმარტებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის გაწერილი მოზარდთა მენიუც. მინისტრის თქმით, საკვების ხარისხის კონტორლი უკვე სურსათის უვნებლობის სამსახურის ამოცანაა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5883462
რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5882670
---
18.02.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
საქართველოში სპინალური ამიოტროფიის, იგივე ატროფიის დიაგნოზით დაავადებული ბავშვების მედიკამენტოზური მკურნალობა არ ხდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5882878
---
ინტერნეტი
19.02.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/533416-socialur-mushakebsa-da-socialuri-momsaxurebis-saagentos-shoris-molaparakeba-daicqo/
სოციალურ მუშაკებსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის მოლაპარაკება დაიწყო
სოციალურ მუშაკებსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის მოლაპარაკების მიზნით ჯანდაცვის სამინისტრომ მედიატორი დანიშნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოციალურ მუშაკთა და იურისტთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა ქეთი ხუციშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, მედიატორი დამოუკიდებელი იურისტია, რომელსაც აქამდე სამინისტროსთან შეხება არ ჰქონია. როგორც ქეთი ხუციშვილმა განაცხადა, მედიატორსა და სოციალურ მუშაკებს შორის პირველი შეხვედრა უკვე შედგა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მათ მოთხოვნებს შეასრულებს თუ არა. „ჯერ მხოლოდ და მხოლოდ პირველი შეხვედრა შედგა. მედიატორი დამსაქმებელთან ჩვენს მოთხოვნებს უფრო კონკრეტულად მიიტანს, ასევე, დამსაქმებლისგან ინფორმაციას ჩვენამდე მოიტანს, ასე რომ ჯერ წინასწარ რაიმეს თქმა მიჭირს. სავარაუდოდ, ამ კვირაშივე შედგება მეორე შეხვედრა. რა მოთხოვნებიც გვაქვს წერილში გაწერილი, ამის განხილვა დაიწყო. ამ ეტაპზე სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი არის თამაზ მოდებაძე და შესაბამისად, ჩვენსა და მას შორის მედიატორის მეშვეობით მიმდინარეობს მოლაპარაკება. ჯერჯერობით, წინასწარ რამის თქმა ძალიან გაგვიჭირდება“,- აღნიშნა საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ქეთი ხუციშვილმა. სოციალურმა მუშაკებმა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 8 თებერვალს შეიტანეს წერილი, რომელშიც მათი სამუშაო პირობების შესახებ მოთხოვნებია გაწერილი. მოთხოვნები სააგენტოში ადამიანური რესურსების დამატებას, სახელფასო ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ეხება. სოციალური მუშაკების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, გაფიცვას გეგმავენ.
ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/43239/sotsialuri-mushakebi-daitsyo-mediatsiis-protsesi-chvensa-da-saministros-shoris
---
18.02.2019
დავით სერგეენკო დევნილებისთვის ბინების გადაცემაზე - მინისტრი ერთპიროვნულად აღარ წყვეტს, ვის მიეცეს ბინა და ვის - არა
მინისტრი ერთპიროვნულად აღარ წყვეტს, ვის მიეცეს ბინა და ვის - არა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა. ის სამინისტროს შენობასთან მიმდინარე დევნილთა აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მინისტრი ბინების გაცემის საკითხში ვერ ჩაერევა. „მინისტრი ერთპიროვნულად აღარ წყვეტს, ვის მიეცეს ბინა და ვის - არა. ეს არის გამჭვირვალე და თვლადი მეთოდოლოგია, რომელიც გარკვეულ ქულებს ანიჭებს. მე ძალიან მტკივა გული ყველა იმ ადამიანზე, დევნილზე თუ არადევნილზე, ვისაც სოციალური პირობების გაუმჯობესება სჭირდება, მაგრამ ის წესი და რიგი, რაც დადგენილია, აუცილებლად არის დასაცავი და მინისტრი ამაში ვერ ჩაერევა“, - განაცხადა სერგეენკომ. ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილთა აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ითხოვენ მინისტრ დავით სერგეენკოსთან შეხვედრას და დაშლას მანამ არ აპირებენ, ვიდრე განსახლების საკითხზე პასუხებს არ მიიღებენ.
---
18.02.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/533280-jandacvis-ministris-moadgile-natlad-chans-rom-devnilta-akciis-mesveurebi-martulni-arian/
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ნათლად ჩანს, რომ დევნილთა აქციის მესვეურები მართულნი არიან
„ნათლად ჩანს, რომ დევნილთა აქციის მესვეურები მართულნი არიან", - ამის შესახებ საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აქციას ორგანიზებას უწევენ და დევნილთა გაჭირვებას იყენებენ, რაც მიუღებელია. „ყველაზე კარგად ჩვენ გვესმის, რა გამოწვევები გვაქვს დევნილებთან მიმართებაში. დევნილთა დაკმაყოფილების ტემპები 2012 წლიდან მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, მაგრამ რა თქმა უნდა, კვლავ არის პრობლემები. მაგრამ თაღლითობაზე ნასამართლევი, რომელმაც დევნილები მოატყუა, თანხები მიითვისა, და ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები რომ აორგანიზებენ ამ აქციას და იყენებენ დევნილთა გაჭირვებას, ეს არის უბრალოდ მიუღებელი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. გიორგაძის თქმით, საცხოვრებლით თანდათან მეტი დევნილი დაკმაყოფილდება, რაც გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. „იცით, რომ წლის ბოლოს ჩვენ თბილისში ბინების შეძენისთვის 50 მილიონი ლარის შესყიდვა განვახორციელეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება. ქულების სისტემა ერთადერთი სამართლიანი სისტემაა, რიგითობის მიხედვით, თუ პირველი ვინ უნდა მიიღოს საცხოვრებელი, ამისთვის უნდა არსებობდეს განსაზღვრული გარემოებები, მაგალითად ქირით ცხოვრება, ომის ვეტერანობა, სოციალურად დაუცველობა, შეზღუდული შესაძლებლობების ქონა, ომში დაღუპული ადამიანის ოჯახის წევრობა. ანუ ის ფაქტორები, რაც მოწყვლადობას განაპირობებს. ვისაც ასეთი მეტი გარემოება აქვს, ის რიგში უფრო წინაა. ხოლო კომისიური განხილვა და თითოეულ ოჯახზე გადაწყვეტილების მიღება არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის, ვეტერანთა სამსახურის წარმომადგენლების ფართო ჩართულობით ხდება", - აღნიშნა გიორგაძემ. ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილების და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აქცია მიმდინარეობს. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ბესო შენგელიამ განაცხადა, დევნილებს აქვთ მრავალი მძიმე პრობლემა, რის გადასაჭრელადაც მათ სახელმწიფო არ ეხმარება.
---
18.02.2019
“იძულებით გადაადგილებული პირები დღესაც იძულებით გადაადგილებაში არ უნდა იყვნენ“ - დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს
ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. იძულებით გადაადგილებული პირების განცხადებით, ისინი წლებია, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, სამინისტრო კი დაპირების მიუხედავად მათ ბინებს არ აძლევს. აქციის მონაწილეებს მინისტრის მოადგილე შეხვდა, თუმცა დევნილების თქმით, ისინი იქამდე არ დაიშლებიან, ვიდრე მათ მინისტრი არ შეხვდება. „მაგათ უნდათ, რომ დაიშალოს ეს აქცია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში. სანამ ნატო ხურცილავას პირში სული უდგია, შევასკდები ამათ. ეს კორუმპირებული მთავრობა გადადგეს. გიორგაძე, გოცირიძე, აბლოთია და მამუკა ცოტნიაშვილი - ესენი მოშორდნენ ამ მთავრობიდან და მაშინ იქნება ყველაფერი ღირსეული,“ - ამბობს აქციის მონაწილე, ნატო ხურცილავა. „ამ ადამიანების პრობლემას ხელისუფლება საერთოდ არ ისმენს. ამ ადამიანების პრობლემას ხელისუფლება საერთოდ დუმილით პასუხობს, მოტყუებით პასუხობს. ეს ადამიანები მოითხოვენ თავშესაფარს, ეს ადამიანები მოითხოვენ ყურადღებას სახელმწიფოსგან იმიტომ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და იძულებით გადაადგილებული პირები დღესაც იძულებით გადაადგილებაში არ უნდა იყვნენ, და რაც მთავარია, ადამიანები იძახიან, რომ არ დაიშლებიან, სანამ უშუალოდ მინისტრი სერგეენკოსგან არ გაიგებენ პასუხებს,“ - განაცხადა ”ნაციონალური მოძრაობის” აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესო შენგელიამ. მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ბინებით დაკმაყოფილება ხდება თვლადი და გამჭვირვალე მეთოდოლოგიის მიხედვით. „ესე ერთპიროვნულად არ წყვეტს, ვის მიეცეს ბინა და ვის არ მიეცეს. ეს არის გამჭვირვალე და თვლადი მეთოდოლოგია, რომელიც გარკვეულ ქულებს ანიჭებს. მე ძალიან გული მტკივა ყველა იმ ადამიანზე, დევნილზე თუ არა დევნილზე, ვისაც სოციალური პირობების გაუმჯობესება სჭირდება, მაგრამ ის წესი და რიგი, რაც არის დადგენილი და აუცილებლად დასაცავი არის და მინისტრი ამაში ვერ ჩაერევა ისე, რომ ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღოს, ვის მიეცეს და ვის არა,“ - აცხადებს დავით სერგეენკო.
---
18.02.2019
ევროკავშირი ბავშვთა დაცვის გასაძლიერებლად საქართველოში 3-წლიან პროექტს იწყებს
ბავშვთა დაცვის და კეთილდღეობის გასაძლიერებლად ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სამწლიანი პროექტი უნდა განხორციელდეს. ძირითადი კოორდინატორი ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროა. ამ თემასთან დაკავშირებით შეხვედრა "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარეობს. პროექტი არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის დახვეწას, სოციალურ მუშაკთა სახელმწიფო სისტემის გაძლიერებას ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებების სახელმწიფო რეგულირების ჩარჩოში მოქცევას და მინდობით აღზრდის პრაქტიკის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში ჩართულები იქნებიან საპატრიარქო, სახალხო დამცველის აპარატი, ჯანდაცვის სამინისტრო და არასამთავრობო სექტორი. დღეს პარლამენტი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში შემუშავებული ბავშვის უფლებათა კოდექსის განხილვას იწყებს. კოდექსი წარმოადგენს სახელმწიფოს ხედვას, კონკრეტული მექანიზმების საფუძველზე, თუ როგორ უნდა მოხდეს თითოეული ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=92223
---
18.02.2019
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/247849-rogor-gadaarcina-davit-sergeenkom-iraneli-qali-tvitmfrinavsi-tqven-me-sicocxle-macuqet-
როგორ გადაარჩინა დავით სერგეენკომ ირანელი ქალი თვითმფრინავში - „თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ...“
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თვითმფრინავში უცხოელ მგზავრს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. შემთხვევა ჟენევა-სტამბოლის რეისზე რამდენიმე კვირის წინ მოხდა, მაშინ როცა მინისტრი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამიტიდან ბრუნდებოდა. ირანელმა ქალმა, რომელსაც ქართველმა მინისტრმა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა, ცოტა ხნის წინ მადლობის წერილიც გამოუგზავნა სერგეენკოს. ქალი მეუღლესთან და შვილებთან ერთად ჟენევაში ცხოვრობს. „პატივცემულო სერგეენკო, გწერთ, რათა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ, იმ დახმარებისთვის, რომელიც ჟენევა-სტამბოლის რეისით ფრენის დროს გამოიჩინეთ ჩემ მიმართ. მსგავსი პროფესიონალური და გულისხმიერი დახმარება ბორტზე არასოდეს მიმიღია. თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ! კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას დახმარებისთვის და იმედს ვიტოვებ, კვლავ შევხვდებით და გაგაცნობთ ჩემი ოჯახის წევრებს“, - წერს ირანელი ქალი წერილში. რაც შეეხება თვითმფრინავის ბორტზე მომხდარ შემთხვევას, ჩვენი ინფორმაციით, ჟენევა-სტამბოლის რეისზე ბორტგამცილებელმა გამოაცხადა, რომ თვითმფრინავის მგზავრი ქალბატონი თავს შეუძლოდ გრძნობდა და მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა. დავით სერგეენკომ ქალს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, მთელი რეისის განმავლობაში გაუწია სამედიცინო დახმარება და თვითმფრინავის დაფრენამდე პირადად მართავდა პაციენტის მდგომარეობას. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებთ, მსგავს შემთხვევას ნამდვილად ჰქონდა ადგილი ჟენევა-სტამბოლის რეისზე, რომლითაც მინისტრი სამიტიდან სამშობლოში ბრუნდებოდა.
---
18.02.2019
დავით სერგეენკოს განცხადებით, გრიპის ვირუსის გავრცელების მეორე ტალღასთან დაკავშირებით თეორიული მოლოდინია და მცირე პიკისთვის ჯანდაცვის სისტემა მზადაა
საბედნიეროდ, სეზონური გრიპით ავადობის მაჩვენებლები უკვე სეზონურ ფონზე ჩამოდის,- ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, ვირუსის გავრცელების მეორე ტალღასთან დაკავშირებით თეორიული მოლოდინი არსებობს და მცირე პიკისთვის ჯანდაცვის სისტემა მზადაა. „რაც შეეხება მეორე ტალღას, ეს არის თეორიული, პოტენციური მოლოდინი, რადგან ჩვენ 3-4 კვირიანი ფაზით ვასწრებთ საშუალო ევროპულ მაჩვენებელს, ვვარაუდობთ, რომ შეიძლება იყოს. თუკი იქნება, იქნება პატარა პიკი, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მზადაა”, - განაცხადა სერგეენკომ.
რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=92242
---
18.02.2019
მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=78977
სერგეენკო ბავშვთა კვების საკითხზე: ხარისხის კონტროლს სურსათის უვნებლობის სამსახური ახორციელებს
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა კვების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საკვების ხარისხის კონტროლი სურსათის უვნებლობის სამსახურის ამოცანაა. „ბოლო წლების განმავლობაში შეიცვალა რამდენიმე რამ. პირველი - 13-14 წლების განმავლობაში 14-ში დასრულდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ძირითადი კალორაჟი, კვებითი მოთხოვნები და, ასე ვთქვათ, გზამკვლევი და გაიწერა დაწვრილებითი მენიუები. ამის ადმინისტრირებას ახდენენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, ხოლო ხარისხის კონტროლს ახორციელებს სურსათის უვნებლობის სამსახური და ეს საკმაოდ ეფექტური სისტემაა იმისთვის, რომ თუ კი ერთეული შემთხვევა მაინც იქნა, მოხდეს დეტექცია, ანალიზი და შესაბამისი ცვლილებები“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამტრედიის ბაგა-ბაღების კვების რაციონში ცხენის ხორცი აღმოაჩინეს.
ნიუს.ჯი- https://news.ge/xarisxis-kontrols-axorcielebs/
---
18.02.2019
დავით სერგეენკო დეკანოზ გიორგი მამალაძეზე - პაციენტი არის კონტაქტური, ადეკვატური და ხანმოკლე გასაუბრებაც მქონდა მასთან პალატაში
პაციენტი არის კონტაქტური, ადეკვატური და ხანმოკლე გასაუბრებაც მქონდა მასთან პალატაში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ღუდუშაურის საავადმყოფოში დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ განაცხადა. „მე მქონდა შეხვედრა, როგორც მკურნალ ექიმთან, ასევე სპეციალისტებთან და ვინახულე პაციენტი. დეტალებს ვერ მოგახსენებთ, თუმცა ის არის კონტაქტური, ადეკვატური და ხანმოკლე გასაუბრებაც მქონდა პალატაში. რაც შეეხება მისი დიაგნოსტიკის და მკურნალობის გეგმას, ჩაუტარდა კვლევა, უახლოეს საათებში იქნება საბოლოოდ ამ კვლევის შედეგები და ამის მიხედვით მოხდება გადაწყვეტყილების მიღება. ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტის მკურნალობის ადგილს რაც შეეხება, ნებისმიერმა უნდა მიიღოს საუკეთესო სერვისი და მკურნალობა. რაც შეეხება იმას, თუ სად ჯობია მისი მკურნალობა, დღეს უახლოესი საათების განმავლობაში იქნება ამაზე გადაწყვეტილების მიღება. მას აქვს გარკვეული ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომლის წარმოშობის მიზეზების დაზუსტება ახლაც მიმდინარეობს. სანამ ერთი კითხვაც იქნება პასუხგაუცემელი, ის იქნება სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ამ კლინიკაში ან სადმე სხვაგან, მაგრამ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას აპირებდა, რასაც ეკლესიაც მიესალმებოდა, თუმცა ხელისუფლებამ თავი შეიკავა. სერგეენკომ აღნიშნა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის.
ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/43218/klinikashi-mamaladzis-janmrtelobis-mdgomareobaze-konsiliums-ministri-daestsreba
ნიუს.ჯი- https://news.ge/sergenkom-mamaladze-moinaxula/
იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/96952/sergeenko-dekanozze-patsienti-kontaqturi-da-adekvaturia
კვირა.ჯი- http://kvira.ge/450017
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=78978
რეპორტიორ.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=92226
ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/221126
---
18.02.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/533298-2018-cels-sakartveloshi-copit-daavadebis-ori-shemtxveva-dapiksirda/
2018 წელს საქართველოში ცოფით დაავადების ორი შემთხვევა დაფიქსირდა
2018 წელს საქართველოში ცოფით დაავადების 2 შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ჩეკურიშვილმა პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოხსენების დროს განაცხადა. მისი თქმით, მაშინ, როცა ზედიზედ, სამი წლის განმავლობაში ადამიანების ცოფით დაავადების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, 2018 წელს ეს ტენდენცია დაირღვა. „ბოლო 2015-2016-2017 წლებში ვამაყობდით, რომ ადამიანებში ცოფის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მაგრამ სამწუხაროდ, შარშან დაფიქსირდა ორი შემთხვევა - ზუგდიდის რაიონში მცხოვრები ქალი გადავიდა გალის რაიონში და ტყეში გარეულმა ტურამ დაგლიჯა. მეორე იყო ნაგავსაყრელზე, სადაც ადამიანი ცხოვრობდა და ცოფით დაავადდა. შარშან წინა წლების კარგი სტატისტიკა დაგვერღვა“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა.
---
18.02.2019
მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/221119
გადარჩენილი 9 წლის ბავშვის სიცოცხლე ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში
ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ტრანსპლანტოლოგთა გუნდმა 9 წლის გოგონას ღვიძლი გადაუნერგა. აუტო იმუნური ჰეპატიტის დიაგნოზით დაავადებულ პაციენტს ღვიძლი დედამ მისცა. 10 საათიანი ურთულესი ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა, პაციენტი და დონორი თავს კარგად გრძნობენ და პოსტოპერაციულ რეაბილიტაციას სახლში გადიან. ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი საქართველოში პირველი სამედიცინო ცენტრია, სადაც ქართველმა ექიმებმა ღვიძლის გადანერგვის წარმატებული ოპერაცია განახორციელეს. ჰოსპიტალს საქართველოში ტრანსპლანტოლოგიის ამ მიმართულებით ყველაზე დიდი კლინიკური გამოცდილება აქვს. ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში დღემდე ღვიძლის გადანერგვის 24 წარმატებული ოპერაცია განხორციელდა.
---
18.02.2019
აჭარაში 8 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 8 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 28 წლის მამაკაცის სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. სხდომის შემდეგ როგორც ბრალდებულის ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. დავით ჩავლეიშვილი ამბობს, რომ დედისა და 8 წლის გოგონას ჩვენებებს შორის წინააღმდეგობაა. ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარეს ერთი მოწმე, ხოლო დაცვის მხარეს ხუთი მოწმე ჰყავს და მიიჩნევენ, რომ შეძლებენ ბრალდებულის უდანაშაულობის დამტკიცებას. შეგახსენებთ, რომ 28 წლის მამაკაცი რამდენიმე დღის წინ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. საქმე ეხება 8 წლის გოგონას დედის განცხადებს, რომლის თანახმადაც, მისი შვილის მიმართ აჭარაში, ერთ-ერთ სასტუმროში, 28 წლის მამაკაცი გარყვნილი ქმედების ჩადენას ცდილობდა, რომელიც ამავე სასტუმროს მეპატრონეა. 8 წლის გოგონას საქმეში სახალხო დამცველის წარმომადგენლები, სოციალური სააგენტო და ფსიქოლოგები არიან ჩართული. ბრალდებული უკრაინის მოქალაქეა, რომელიც საქართველოში რამდენიმე წლის წინ სამუშაოდ ჩავიდა.
---
18.02.2019
"4 წელია ზონდით იკვებება, ვერ დადის, ვერ საუბრობს, ძვლები ტყდება ხელის შეხებითაც”- 16 წლის დათუნას ჩვენი დახმარება სჭირდება
16 წლის დავით კიპაროიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ოჯახის ინფორმაციით, დათო 10 წლის იყო, როცა წითელას ვირუსი შეეყარა. მოზარდმა პირველად სკოლაში დაკარგა გონება. მოზარდს პანეცეფალიტის დიაგნოზი დაუდგინეს. “ამ ვერაგმა დაავადებამ და უგონოდ მიაჯაჭვა საწოლს, განუვითარდა პანეცეფალიტი, რამაც გამოიწვია ტვინის უჯრედების კვდომა. ის ამჟამადკლერიზირებული პანენცეფალიტს ებრძვის. ოჯახმა დათოს საკუთარი სახსრებით უმკრნალა ანკარაში, შემდეგ 2 წელი ინდოეთში ჰყავდათ, მაგრამ სამწუხაროდ უშედეგოდ. ამჟამად დათო სახლში ჰყავთ მშობლებს. ყელში უდგას სასუნთქი აპარატი, 4 წელია ზონდით იკვებება, ვერ დადის, ვერ საუბრობს, ძვლები ტყდება ხელის შეხებითაც”- აცხადებს საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანის“ ხელმძღვანელი. თიკო აბაშიძის თქმით, ოჯახს ფინანსური დახმარება სჭირდება, რომ შეძლოს ადამაინურ პიროებეში მისი მოვლა. ასევე ესაჭიროებათ პამპერსი, სანაციის მილები შეკერილი ბინტები და სხვა. აბაშიძე ამბობს, რომ დათოს ძვირათღირებული მედიკამენტი სჭირდება. ოჯახის თანხმობით ვაქვეყნებთ დათოს ფოტოსა და ანგარიშის ნომერებს: დანიშნულებაში მიუთიტეთ #დავითი 0901200127 თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ანგარიშის ნომერი აპარატებიდან: საბანკო მომსახურება იურიდიული პირი პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14
---
18.02.2019
"თქვენი გულისხმიერების იმედი გვაქვს" - პატარა დეაკოს, რომელიც უიშვიათეს დაავადებას ებრძვის, საზოგადოიების დახმარება ესაჭიიროება
ატარა დეაკოს ფოტომ, რომელსაც თანდაყოლილი გიგანტური წარმონაქმნი მელანოციტური ნევუსი აქვს, სოციალური ქსელი მოიცვა. ოჯახი და ახლობლები მკურნალობისთვის საჭორო 85000 ევროს შეგროვებას ცდილობენ და ამ საქმეში ჩვენი დახმარება სჭირდებათ. „კეთილო ადამიანებო, (გთხოვთ გააზიაროთ, ვინაიდან აქ ზუსტად არის მითითებული ბავშვის დედის ანგარიშის ნომერი (კარგად გადაამოწმეთ, სხვა ნომრებზე და სხვა სახელზე არ დარიცხოთ, მხოლოდ და მხოლოდ აქ მითითებულ ნომერზე) თიბისი ბანკი: GE60TB7060645063600052 მიმღები ლელა ქამადაძე (მისი საკონტაქტო ნომერი კომენტარებშიც არის და თვითონაც ნახულობს ყველა კომენტარს) პირადი ნომერია 61002014090 საქართველოს ბანკის ანგარიში: GE07BG0000000160765186 მიმღები დეა ჯორთმენაძე (გთხოვთ გააზიაროთ და დაეხმაროთ!) ეს არის პატარა დეაკო, რომელსაც თანდაყოლილი გიგანტური წარმონაქმნი მელანოციტური ნევუსი აქვს. მისი მოშორება აუცილებელია ადრეულ ასაკში ახალშობილობის პირველივე წელს. პატარა დეას, როგორც ხედავთ, აღენიშნება სახის მარცხენა მხარეს მელანოციტური ნევუსი, რომელიც საჭიროებს 2 წლამდე მოცილებას სხვადასხვა მეთოდით. ეს უიშვიათესი შემთხვევაა, რომელიც ყველგან ვერ კეთდება და ყველა ვერ აკეთებს მითუმეტეს, როცა საქმე გვაქვს ახალშობილის სახესთან და არა სხვა ნაწილთან. შვეიცარიაში, კერძოდ ციურიხში, ერთ-ერთ ბავშვთა საუნივერსიტეტო კლინიკაში არის ისეთი განყოფილება, სადაც უკეთდებათ ბავშვებს ამგვარი ოპერაციები. პატარა დეას ოპერაციები დაიგეგმა ციურიხში, სადაც მას 4 ეტაპად ჩაუტარდება ოპერაცია ნევუსის სრულად მოსაცილებლად. მკურნალობის საფასური 85000 ევროა. თქვენი გულისხმიერების იმედი გვაქვს - ძალა ერთობაშია!!!”- წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში. მცირედიც კი ბევრს ნიშნავს ჩვენთვის ❤ აქვე მითითებულია ოჯახის, კერძოდ დედის საბანკო ანგარიშის ნომერი - თითოეული თეთრი უშუალოდ მის ანგარიშზე დაჯდება. ანგარიშის ნომერია: თიბისი ბანკი: GE60TB7060645063600052 მიმღები ლელა ქამადაძე Lela Kamadadze პირადი ნომერია 61002014090 საქართველოს ბანკის ანგარიში: GE07BG0000000160765186
---
18.02.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/mosaxleobis-nawili-administraciuli-djarimis-saxdelisgan-tavisufldeba
მოსახლეობის ნაწილი ადმინისტრაციული ჯარიმის სახდელისგან თავისუფლდება
სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკომონიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 ათას 001 ქულაზე ნაკლებია; ასაკით პენსიონერები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები – ადმინისტრაციული სახდელისაგან თავისუფლდებიან. ამის შესახებ, საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა. კერძოდ, თუ მათ 2019 წლის 15 იანვრამდე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს, ადმინისტრაციული სახდელისაგან თავისუფლდებიან. როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება ფიზიკური პირის ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელისა და საურავის აღუსრულებელი ნაწილისაგან გათავისუფლებას გულისხმობს.
ბეჭდვითი მედია
19.02.2019
მედიასაშუალება: ქრონიკა+
"ჯანდაცვის რეფორმამ, რომლითაც "ოცნება" თავს იწონებს, კრახი განიცახა!"
"ქართულ ოცნებას" რომ ჰკითხოთ, მაშ შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა , ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება თანდათან წინ მიდის. მეტიც: თბილისის მერი, კახა კალაძე და სხვა ჩინოვნიკები არც იმკის თქმას ერიდებიან, რომ საქართველოში უამრავი სამუშაო ადგილია, მაგრამ ხალხს მუშაობა ეზარება და ცუდად ამიტომ ცხოვრობს. ეს რომ ცინიზმია, ამას წყალი არ გაუვა. წყალი არც იმას გაუვა, რომ ჯანდაცვის რეფორმა, კონკრეტულად ე.წ. უფასო დაზღვევა, რომლითაც "ოცნება" თავს იწონებს, საპნის ბუშტია და მეტი არაფერი. ყოველ შემთხვევაში, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, მანანა ჯებაშვილი, ამბობს, რომ "ოცნების" ჯანდაცვის რეფორმამ კრახი განიცადა. შეიძლება, ზოგმა თქვას, რომ ოპოზიციის წარმომადგენლის ეს შეფასება სუბიექტურია, მაგრამ ამ აზრს საქართველოს მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი იზიარებს. ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანები, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ უფასო ჯანდაცვის პროგრამაში არიან, სამედიცინო დაწესებულებაში მისვლის შემდეგ სხვა რეალობის წინაშე დგებიან. კიდევ ერთი თემა, რომელიც ჯანდაცვას ეხება, C ჰეპატიტის პროგრამაა, რომლითაც "ოცნება" ასევე თავს იწონებს, მაგრამ ირკვევა, რომ ამ პროგრამის ფარგლებში ხელისუფლების უნიათობის გამო, ასეულობით ათასი დოლარი წყალში ჩაიყარა. ყველაფერი ეს აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ქართულ ჯანდაცვაში კორუფცია ფესვგამდგარია. ამას გარდა, ვითარებას ჯანდაცვის სფეროში არსებული მონოპოლიებიც ართულებს. ერთი სიტყვით, ჯანდაცვის სფეროში სრული დომხალია. ამ ფონზე დავით სერგეენკო მაინც წარმატებულ მინისტრად სახელდება და ის, თეა წულუკიანის მსგავსად, შვიდი წელია თანამდებობას ინარჩუნებს. რატომ? - ეს კითხვა "ქრონიკა+" -მა მანანა ჯებაშვილსაც დაუსვა. მანანა ჯებაშვილი: - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ხარჯების მართვაა. ამ პროგრამის შესასრულებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები არასაკმარისია და მისი განუსაზღვრელი და უსასრულოდ ზრდა ხდება. ამის შესაკავებლად ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ პროგრამა შეზღუდოს და სერვისებიც შეამციროს. თუ ქვეყანაში არ არის ძლიერი პირველადი ჯანდაცვა, ასევე თუ დაავადებები ადრეულ სტადიაზე არ გამოვლინდა და უმკურნალეს, მაშინ ჯანდაცვის ხარჯები ძალიან დიდი იქნება და მის შეკავებას ვერანაირი ღონისძიებით შეძლებენ. - ყოველივე აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ "უფასო ჯანდაცვას" კორუფციის რისკები ახლავს? - დღეს საქართველოში ჯანდაცვის ისეთი მოდელია, რომელიც ჯანსაღ კონკურენციასა და გამჭვირვალობას ხელს არ უწყობს. სამაგიეროდ, წახალისებულია ოლიგოპოლიები და კარტელური გარიგებები. საქართველოს ხელისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროს ჩათვლით, მცდელობაც კი არ აქვს, რომ ამ მხრივ რამე შეცვალოს. რეცეპტების სისტემის დანერგვა, რომელიც აუცილებლად გასატარებელი რეფორმა იყო, თავიდანვე ნაკლოვანებებით წარიმართა. ბოლო წლების განმავლობაში კი სრულიად ჩამოიშალა, მაგრამ მის აღმოსაფხვრელად მაინც ვერაფერი გაკეთებულა. ზოგადად, რეცეპტების მკურნალობის სისტემა მარტო სააფთიაქო ნარკომანის წინააღმდეგ კი არ არის საჭირო, არამედ აუცილებელია პაციენტების თვითმკურნალობის თავიდან ასაცილებლად და პოლიპრაგმაზიის შესამცირებლადაც. "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევის მიხედვით, თვითმკურნალობა რჩება სერიოზულ პრობლემად, კერძოდ, მოსახლეობის 25%-ს ბოლო 12 თვის მანძილზე ანტიბიოტიკი ან ფსიქოაქტიური მედიკამენტი მაინც მიუღია ექიმის დანიშნულებისა და რეცეპტის გარეშე. როგორც საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" კვლევა გვიჩვენებს, რეცეპტით გასაცემ მედიკამენტებზე ფასნამატი გაცილებით მეტია, ვიდრე - ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე. - საქართველოში სამედიცინო ბიზნესი ერთოდ წარმატებულია. მსოფლიოში ასეა? ისე, შეიძლება, რომ მედიცინა ბიზნესი იყოს? - გეთანხმებით, რომ სამედიცინო ბიზნესი საქართველოში ზოგიერთი კომპანიისთვის საკმაოდ წარმატებულია. მაგალითად, "ევექსის" სუფთა მოგება, რომელიც 35%-ზე გადის, ძალიან დიდია და ეს მაშინ, როდესაც ევროპაში 10-15% -ც კი კარგ მაჩვენებლად ითვლება. 2012-დან 2019 წლამდე ჯანდაცვის ბიუჯეტი 5-ჯერ გაიზარდა, მაგრამ ავადობა და სიკვდილიანობა არ შემცირებულა. სერგეენკო, რომელიც 7 წელია, უცვლელი მინისტრია, ისევე როგორც თეა წულუკიანი ან სხვა, რომელმაც ვერაფრით გამოჩინა თავი, მხოლოდ ოლიგარქის კეთილდღეობით ინარჩუნებს თანამდებობას.
---
19.02.2019
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
დავით სერგეენკომ დეკანოზი მამალაძე მოინახულა
ჯანდაცვის მინისტრმა მსჯავრდებული დეკანოზი მოინახულა. როგორც დავით სერგეენკომ განაცხადა, ის ასევე გაესაუბრება მსჯავრდებული სასულიერო პირის მკურნალ ექიმს. „მე მქონდა შეხვედრა, როგორც მკურნალ ექიმთან, ასევე სპეციალისტებთან და ვინახულე პაციენტი. დეტალებს ვერ მოგახსენებთ, თუმცა ის არის კონტაქტური, ადეკვატური და ხანმოკლე გასაუბრებაც მქონდა პალატაში. რაც შეეხება მისი დიაგნოსტიკის და მკურნალობის გეგმას, ჩაუტარდა კვლევა, უახლოეს საათებში იქნება საბოლოოდ ამ კვლევის შედეგები და ამის მიხედვით მოხდება გადაწყვეტილების მიღება. ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტის მკურნალობის ადგილს რაც შეეხება, ნებისმიერმა უნდა მიიღოს საუკეთესო სერვისი და მკურნალობა. რაც შეეხება იმას, თუ სად ჯობია მისი მკურნალობა, დღეს უახლოესი საათების განმავლობაში იქნება ამაზე გადაწყვეტილების მიღება. მას აქვს გარკვეული ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომლის წარმოშობის მიზეზების დაზუსტება ახლაც მიმდინარეობს. სანამ ერთი კითხვაც იქნება პასუხგაუცემელი, ის იქნება სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ამ კლინიკაში ან სადმე სხვაგან“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
---