მედიამონიტორინგი 20.02.2019
ტელევიზია
20.02.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 09:00
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას უნივერსიტეტში სოციალური მუშაობის პროგრამები ხორციელდება. ამ პროგრამის წარმომადგენლები მოსმახურების სააგენტოში დასაქმებულ სოციალურ მუშაკებს შეხვდნენ. შეხვედრისას იმ პრობემებზე ისაუბრეს, რომელიც სასწავლო პროცესის დროს და შემდეგ უკვე პრაქტიკაში გამოვლინდა. სოციალური მუსაკები ამბობენ, რომ უმაღლეს სასწავლებლებში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას ეფექტიანად ვერ ახერხებენ, ამიტომ სწავლის პროცესში არსებული ხარვეზების გამოსწორება აუცილებელია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5887410
---
19.02.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წითელა-წითურას ელიმინაციის პროგრამების ხელმძღვანელი დადებითად აფასებს საქართველოში წითელას გავრცელების შეკავების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს და იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყანა არსებულ გამოწვევას გაუმკლავდება. წითელას ეპიდ-სიტუაციასთან დაკავშირებით, იმუნიზაციის ხელშემწყობი კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე წარდგენილი იყო ინფორმაცია წითელას გავრცელების და გატარებელი კონტროლის ისეთი ღონისძიებების შესახებ, როგორიცაა - დამატებითი და გეგმიური იმუნიზაცია, ეპიდ-ზედამხედველობა, ლაბორატორიული დიაგნოსტირება და კომუნიკაცია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5886529
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5886379
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5886562
---
19.02.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 22:30
სამართალდარღვევების გამო 2018 წელს 23 ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა შეჩერდა. ამის შესახებ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ 2018 წლის ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრადე პერიოდში ფარმაცევტული საქმიანობის კონტროლისათვის 810 ღონისძიება განხორციელდა, მათ შორის 652 შემთხვევაში სამართალდარღვევის ფაქტევბი გამოვლინდა, რაზეც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5887166
ტვ პირველი - საქმის კურსი 13:45-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5885770
---
19.02.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
ტუბერკულოზით დაავადებულთა რაოდენობის მიხედვით აჭარა საქართველოს მასშტაბით პირველ სამეულშია
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5887064
---
19.02.2019
არხი: ერთსულოვნება
გადაცემა: განთიადი
პაატა იმნაძე ღორის გრიპსა და წითელას ვირუსზე საუბრობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5884878
---
19.02.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 22:30
"სიტროენ ჯორჯიას" დამფუძნებელი გიორგი შარაშიძე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მეშველიანს, ასევე ხელისუფლების ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. შარაშიძის თქმით საქმეს წინ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადება უძღოდა, რომ კომპანია ჯანდაცვის სამინიტროსთან დაწყებულ სასამართლო პროცესს აუცილებლად წააგებდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5887142
---
ინტერნეტი
20.02.2019
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/quotubeduri-shemtxvevebis-savaldebulo-dazgvevis-amoqmedeba-shedegs-ar-idzlevaquot-/30029/
"უბედური შემთხვევების სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება შედეგს არ იძლევა"
სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელის, დევი ხეჩინაშვილის განცხადებით, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანების უბედური შემთხვევების სავალდებულო დაზღვევას ადმინისტრირებას ჯანდაცვის სამინისტრო გაუწევს. პარლამენტის ნაცვლად სწორედ აღნიშნული უწყება დაადგენს სადაზღვევო პოლისების ლიმიტს, გამონაკლისებსა და ყველა სხვა დეტალს. „პარლამენტმა, ასე ვთქვათ, საქმე გაიმარტივა, რაც არაა ცუდი. დეტალების განსაზღვრა, ლიმიტების დადგენა- ეს მოვალეობა ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა, რაც სიტუაციას უფრო მოქნილს ხდის. სამინისტრო დაადგენს დაზღვევის მოთხოვნებს, აქ ლიმიტიც იგულისხმება, დაფარვაც და გამონაკლისებიც. ეს არ არის ცუდი, იქ რომ რამე შესაცვლელი იყოს, პარლამენტის რთული პროცედურა არ იქნება გასავლელი“ - განმარტავს ხეჩინაშვილი. მისი თქმით, კანონის აღსრულება, რომელიც ძალაში 1 იანვრიდან შევიდა, ფორმალურად ხდებოდა და შედეგს არ იძლეოდა. შესაბამისად ახალი კანონი დაიწერა და რეგულაციის განხილვა ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა. "ამოქმედებულ კანონში წერია, რომ კომპანიებისთვის დაზღვევის ქონა არის სავალდებულო, მაგრამ კონკრეტულად რას ითვალისწინებს ეს დაზღვევა, არაა მითითებული. ამის გამო, კანონის ამოქმედება ფორმალური გახდა. კომპანიებმა იაფი პროდუქტების ყიდვა დაიწყეს, რომელიც შედეგს არ იძლეოდა, ამიტომ საერთოდ ახალი კანონი დაიწერა, რომელიც დაახლოებით სექტემბერში უნდა ამოქმედდეს. კანონის მიხედვით, ამის განხილვა პარლამენტის ფორმატში არ მოხდება და ამის გაკეთება ჯანდაცვის სამინისტროს მოუწევს" - აღნიშნავს ხეჩინაშვილი.
---
19.02.2019
მედიასაშუალება:http://netgazeti.ge/news/341911/?fbclid=IwAR25JTnsC5xJiPrOMfME6OyR3Xo0PhHPCS7tR7-8cUsvBVfrXYVi1irdLLc
შრომის ინსპექციის უფლებამოსილებები გაიზარდა
საქართველოს პარლამენტმა, 78 ხმით 0-ის წინააღმდეგ, “შრომის უსაფრთოების შესახებ” ორგანული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გაუქმდა “შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონი და ორგანული კანონი დამტკიცდა. კანონის სტატუსის ამაღლებას კონსტიტუციის ახალი რედაქცია ითვალისწინებდა. “შრომის უსაფრთხოების შესახებ” ახალი კანონით დადგინდა შრომის უსაფრთხოების კუთხით ოპერირების ერთიანი სტანდარტი ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგში არსებული საწარმოებისთვის და არამხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე ან მავნე საქმიანობებზე. გაიზარდა შრომის ინსპექციის შესაძლებლობები. კანონის თანახმად, ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილია, წინასწარი შეტყობინების გარეშე შეამოწმოს ინსპექციისადმი დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო სივრცე, დღე-ღამის ნებისბიერ დროს განახორციელოს სამუშაო სივრცის ინსპექტირება, მოკვლევა და შემოწმება. კანონის დარვევისთვის გათვალისწინებული სახდელები შეიძლება იყოს გაფრთხილება, ჯარიმა ან სამუშაო პროცესის შეჩერება. ამასთან, ადმინისტრაციული სახდელიის დაკისრება არ ათავისუფლებს პირს კანონმდებლობით გათვალისიწნებული მოხთოვნების შესრულებისგან. კანონი სრულად 2019 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.
ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/43270/parlamentma-shromis-usafrtkhoebis-shesakheb-kanonshi-tsvlilebebi-miigho
---
19.02.2019
საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წითელა-წითურას ელიმინაციის პროგრამების ხელმძღვანელი იმყოფება
საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წითელა-წითურას ელიმინაციის პროგრამების ხელმძღვანელი პიტერ ოკონერი იმყოფება, რომელიც იმუნიზაციის განხორციელების ხელშემწყობი კომისიის სხდომას დაესწრო. ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, შეხვედრის ძირითადი საკითხი საქართველოში არსებული წითელას ეპიდსიტუაცია იყო. პიტერ ოკონერმა დადებითად შეაფასა საქართველოში წითელას გავრცელების შეკავების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა გაუმკლავდება არსებულ გამოწვევას და მიაღწევს წითელასა და წითურას ელიმინაციას ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებთან ერთად. სხდომა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნა. შეხვედრას ესწრებოდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე. კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია წითელას გავრცელების და გატარებული კონტროლის ღონისძიებების შესახებ, როგორიცაა - დამატებითი და გეგმიური იმუნიზაცია, ეპიდზედამხედველობა, ლაბორატორიული დიაგნოსტირება და კომუნიკაცია. პიტერ ოკონერმა კომისიის წევრებს წარუდგინა ევროპის რეგიონში წითელას გავრცელების მრავალწლიანი დინამიკა და აღნიშნა, რომ ევროპის რეგიონი 2018 წელს ხასიათდებოდა დაავადების განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებლით. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპის რეგიონალური სამოქმედო გეგმის მიხედვით, ერთ-ერთ მთავარ აქტივობად განსაზღვრულია წითელას და წითურას ელიმინაცია და რომ ამ გზაზე საქართველო წარმატებულ ნაბიჯებს დგამს.
---
19.02.2019
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/248019-sezonuri-gripis-meore-talraze-virusis-macvenebeli-semcirda
სეზონური გრიპის მეორე ტალღაზე ვირუსის მაჩვენებელი შემცირდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე "პირველთან" საუბარში აღმნიშნა, რომ ამ ეტაპზე გრიპის ვირუსის კლება სახეზეა. სეზონური კლების მიუხედავად იმნაძე ორსულებს გრიპის საწინააღმდეგო აცრისკენ მოუწოდებს. "ვირუსის კლება შესამჩნევია, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ევროპის რეგიონსა და რუსეთში დაავადებები მომატებულია ვვარაუდობით, რომ ვირუსის მაჩვენებელი ჩვენთანაც გაიზრდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ გრიპის ნაკადი კვლავ კლებაშია. ბოლო კვირის მონაცემებით, 178 შემთხვევა ფიქსირედება 100 ათას მოსახლეზე, გასულ პერიოდში ამავე რაოდენობის მოსახლეზე დაავადებული 277 ადამიანი იყო. თუმცა შემცირებული არ ნიშნავს რომ არ არის, ამიტომ ახლაც გავცემთ რეკომენდაციას განსაკუთრებით ორსულებზე და ვურჩევთ, რომ აიცრან რათა, არ დამძიმდეთ ორსულობის მიმდინარეობა. რაც შეეხება გრიპის სეზონს ის აპრილის ბოლომდე გასტანს", - განუცხადა იმაძემ "პირველს". ზოგადი პრევენციული ზომები რომელიც არა მარტო გრიპთან, არამედ სხვა ინფექციურ დაავადებებთან არსებობს - ხელების ჰიგიენაა, რადგან ხელები დაავადების ერთ-ერთი მთავარი გამავრცელებელია. პრენეციაში, რა თქმა უნდა შედის ვაქცინაცია, რომელიც სასურველია ოქტომბრის ბოლოდან ნოემბრის თვეში ჩატარდეს. ვაქცინაციას ანტისხეულების გამოსამუშავებლად დაახლოებით 2 კვირა სჭირდება. გრიპის სეზონი შემოდგომიდან იწყება და გაზაფხულამდე გრძელდება, პიკური მაჩვენებელი კი, იანვარ-თებერვალში ფიქსირდება.
---
19.02.2019
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/248039-witela-isev-matulobs-mas-mxolod-acra-seacerebs
პაატა იმნაძე : წითელა ისევ მატულობს - მას მხოლოდ აცრა შეაჩერებს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძის განცხადებით, წითელათი დაავადებული ადამიანების რაოდენობა ისევ იზრდება. მისი თქმით, ინფექციის შეჩერების ერთადერთი საშუალება ვაქცინაციის ჩატარებაა. "ინფექციური დაავდება წითელა ისევ მზარდია მაგრამ საბედნოეროდ გასულ წელთან შედარებით 80 ათასმა ადამიანმა უკვე ჩაიტარა დამატებითი აცრა. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ წითელაზე აცრის ჩატრება ორსულებსათვის არ შეიძლება, ადამინმა მანამდე უნდა გაიკეთოს ვაქცინაცია სანამ ის დაფეხმძმდება. მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ წითელას გრიპთან შედარებით სეზონი არ გააჩნია. თუ კი გრიპი მთავრდება აპრილის ბოლოს წითელას ინფექციის შეჩერბა არ ხდება, რომელიმე სეზონზე, მისი შეჩერების ერთადერთი საშუალება ვაქცინაციიაა", - განაცხადა პაატა იმნაძემ "პირველთან" საუბრისას. 2019 წლის განვლილ პერიოდში წითელათი უკვე დაავადდა 300-ზე მეტი ადამიანი, მ.შ. 53%-ზე მეტი 20-40 წლის ასაკშია. დაავადებულთა 58%-ზე მეტს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. შემთხვევები ძირითადად კონცენტრირებულია იმერეთში, სამეგრელოსა და კახეთში. პროცესების მართვისა და კოორდინაციის მიზნით უკვე მომზადებულია საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ", რომელიც ითვალისწინებს კონკრეტული უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ურთიერთთანამშრომლობით, მაქსიმალურ ძალისხმევათა განხორციელებას, რათა საქართველოს თითოეულ აუცრელ (არაიმუნიზირებულ) მოქალაქეს ჩაუტარდეს წითელას საწინააღმდეგო აცრები, რომელსაც სრულად უზრუნველყოფს სახელმწიფო. პროცესის შეკავების სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ამასთან, ქვეყანაში არსებობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული, მაღალი ხარისხის, მაღალეფექტური და უსაფრთხო წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინის ადექვატური მარაგი და მომსახურება მოქალაქეებს მიეწოდებათ უფასოდ.
---
19.02.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/amiran-gamqhrelidze-sazogadoeba-dzalian-stsorad-moekida-qveqhanashi-thambaqos-kontrolis-kanonis-aghsrulebas/
ამირან გამყრელიძე: საზოგადოება ძალიან სწორად მოეკიდა, ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულებას
საქართველოში “თამბაქოს კონტროლის შესახებ” მიღებული კანონის აღსრულება წარმატებით მიმდინარეობს. 10 თვიანი შედეგების ეფეტურობაზე საუბრობენ როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე აღმსარულებელ ხელისუფლებაში. ამასთან, მიაჩნიათ, რომ საზოგადოება სწორად მოეკიდა კანონს და დარგის ექსპერტების აზრით თამბაქოს მოხმარებაც შემცირებულია. 3 Shares 3 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში ძალიან მაღალია არაგადამდები დაავადებებით როგორც ავადობის, ისე სიკვდილობის მაჩვენებლები. თამბაქო გახლავთ ამ დაავადებების ძირითადი რისკის ფაქტორი, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი თამბაქოს კანონმდებლობის სრული და ეფექტური აღსრულება, რაც დღეს წარმატებით მიმდინარეობს. დღეისათვის მსოფლიოში 1.1 მილიარდი მწეველია, თამბაქოს მოხმარება სიკვდილის ერთ-ერთ წამყვან მიზეზს წარმოადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, თამბაქოს მოხამრების შედეგად ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება მსოფლიოში. თამბაქოსთან დაკავშირებული მიზეზებით ყოველ 6 წამში, საშუალოდ, 1 ადამიანი კვდება. სიკვდილის 8 ძირითადი მიზეზბიდან 6 ასოცირებულია თამბაქოს მოხმარებასთან. გლობალურად, მწეველია მამაკაცათა 40 პროცენტი და ქალთა 9 პროცენტი. მე-20 საუკუნეში თამბაქომ 100 მილიონი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში 21-ე საუკუნეში თამბაქოს მიზეზით 1 მილიარდი ადამიანი გარდაიცვლება. “თამბაქო გულის კორონარული დაავადებების, ინფარქტის და პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებების, კიბოს, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებისა და დიაბეტის მნიშვნელოვან რისკფაქტორს წარმოადგენს. ამასთან, მსოფლიოში და საქართველოშიც, ნომერი პირველი მკვლელი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებია. ამ დაავადებებს უკავშირდება სიკვდილის შემთხვევების დაახლოებით 60 პროცენტი მსოფლიოში, 85 პროცენტი ევროპაში და 94 პროცენტი საქართველოში. თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2017 წელს მიიღო და 2018 წლის 1 მაისიდან ძალაში შევიდა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვისკენ ერთ-ერთი ყველაზე ქმედითად გადადგმული ნაბიჯია. კანონის აღსრულება, 10 თვის განმავლობაში, ჩემი აზრით, წარმატებულად მიდმიანრეობს. საზოგადოება საბედნიეროდ, ძალიან სწორად მოეკიდა, სწორად გაიაზრა ყველაფერი. ერთეული დარღვევები შესაძლებელია არის, თუმცა მიმდინარეობა ცალსახად წარმატებულია”,- განმარტავს დაავადებათა კონტროლისა დასაზოგადოებირვი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 17 მაისს საქართველოს პარლამენტმა “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები, ხოლო გასული წლის 26 ივლისს ამ კანონის ახალი რედაქცია დაამტკიცა. “თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონი 2018 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც მოწევა აიკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის შენობა-ნაგებობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კაფე-ბარებში, გარდა დადგენილი გამონაკლისებისა. სავალდებულო გახდა შენობის ტერიტორიაზე – ყველა შესასვლელსა და სხვა თვალსაჩინო ადგილზე თამბაქოს მოწევის აკრძალვა/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების განთავსება, შესაბამისი წარწერა და ნიშანი თამბაქოს მოწევის აკრძალვის თაობაზე.
---
19.02.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/450475
სოციალური მუშაკები ჯანდაცვის სამინისტროსგან მათი სამსახურის სისტემურ ცვლილებებს ითხოვენ
სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარე შორენა საძაგლიშვილი აცხადებს, რომ სოციალური მუშაკები ჯანდაცვის სამინისტროსგან მათი სამსახურის სისტემურ ცვლილებებს ითხოვენ. მისი თქმით, სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა და ამ შეხვედრის შედეგის შესახებ 21 დღეში გახდება ცნობილი. „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია მხარს უჭერს სოციალურ მუშაკებს. დაწყებულია მედიაციის პროცესი, შეთანხმდნენ გარკვეულ პუნქტებთან დაკავშირებით. მედიაციის პროცესში იგულისხმება შეთანხმება იმ პუნქტებზე, რომელიც წამოაყენა საინიციატივო ჯგუფმა. რაზეა შესაძლებელი შეთანხმება და რა პოზიცია ექნება სამინისტროს, ეს ჯერ არ არის ცნობილი. ამას მედიაციის შედეგები განსაზღვრავს. 21 დღე სჭირდება საბოლოო პასუხს. ამის შემდეგ გვეცოდინება, რა შედეგი დადგება. გუშინ იყო შეხვედრა. ძირითადი პუნქტი არის სისტემური ცვლილებები ამ სფეროში – მეურვეობა მზრუნველობის სისტემაში. გუშინ კონკრეტული საკითხები წამოიჭრა, რომელიც ეხებოდა სისტემურ ცვლილებებს ამ მიმართულებით“, – განაცხადა სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარე შორენა საძაგლიშვილმა.
---
19.02.2019
მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/204644-darghvevebis-gamo-2018-tsels-23-avtorizebul-afthiaqs-nebarthva-gauuqmda.html?lang=ka-GE
დარღვევების გამო 2018 წელს 23 ავტორიზებულ აფთიაქს ნებართვა გაუუქმდა
სამართალდარღვევების გამო 2018 წელს 23 ავტორიზებულ აფთიაქს ნებართვა გაუუქმდა. ამის შესახებ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ 2018 წლის ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 2019 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში ფარმაცევტული საქმიანობის კონტროლის 810 ღონისძიება განხორციელდა, მათ შორის: 652 შემთხვევაში გამოვლინდა სამართალდარღვევის ფაქტები, რაზეც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა; 158 შემთხვევაში კი სამართალდარღვევის ფაქტები არ დაფიქსირებულა. "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და საქართველოს კანონის ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი სამართალდარღვევების გამო, რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე ნებართვა გაუუქმდა 23 ავტორიზებულ აფთიაქს. საკონტროლო პერიოდში, "სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2018 წლის პროგრამის" ფარგლებში, საცალო რეალიზაციის რგოლში 116 დაწესებულებაში შესყიდული იქნა 304 დასახელების ფარმაცევტული პროდუქტი. ვიზუალური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 5 დასახელების (6 პოზიცია) სამკურნალო საშუალების შეფუთვა-მარკირება არ შეესაბამებოდა სახელმწიფო ნიმუშის შეფუთვა-მარკირებას, ხოლო 2 დასახელების (3 პოზიცია) ფარმაცევტულ პროდუქტი წარმოადგენდა საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონეს (არარეგისტრირებულს). ლაბორატორიული ანალიზი ჩაუტარდა 41 დასახელების შესყიდულ ფარმაცევტულ პროდუქტს, მათ შორის 4 დასახელების სამკურნალო საშუალება წარმოადგენდა სუბსტანდარტულს,"-ნათქვამია ანგარიშში.
კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/dargvevebis-gamo-2018-wels-23-avtorizebul-aftiaqs-nebartva-gauuqmda
---
19.02.2019
თორნიკე მამალაძე - ხუთი დღეა, ჩემი ძმის ნამდვილ დიაგნოზს არ მეუბნებიან, ამიტომ შესაძლოა, დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი მოვიწვიო
„ხუთი დღეა, ჩემი ძმის ნამდვილ დიაგნოზს არ მეუბნებიან, ამიტომ შესაძლოა, დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი მოვიწვიო“, - ამის შესახებ მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განაცხადა. მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფებოდა ძმის მოსანახულებლად და ექიმებთან სასაუბროდ. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ მან აღნიშნა, რომ გიორგი მამალაძის მდგომარეობა წინა დღეებთან შედარებით მძიმეა და იმის გამო, რომ დეკანოზის დიაგნოზი არ ხდება ცნობილი, ის დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტის ჩართვას აპირებს. „მე და ჩემმა ძმამ ვისაუბრეთ პირველ რიგში მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ არ მიდის. გუშინ ნორმალურად იყო, დღეს კი ძალიან სუსტადაა. არც მან იცის, რა დიაგნოზი აქვს, ვერც მე მივიღე პასუხი. უკვე 5 დღეა, იკვლევენ და ვერ გამოიკვლიეს. ეჭვი მიჩნდება, რომ ან მიმალავენ, ან სპეციალურად ცდილობენ ამას, რადგან არ უნდათ ჩემი ძმის მდგომარეობაზე სიმართლის თქმა. მთავრობას არ სურს, საზოგადოებას მოახსენოს ის, რაც ჩემს ძმას დამართეს. ექიმმა პასუხი ვერ გამცა კითხვაზე, რომ თუ ინსულტი არ ჰქონია, რატომაა ჩემი ძმა პარალიზებული. ადამიანები, ვინც მასთან შედიან, მათ შორის სახალხო დამცველი, ამბობენ, რომ ის მძიმედაა. ამიტომ შესაძლებელია, დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი მოვიწვიო, რომელსაც ჩავრთავ ამ საქმეში. დღეს ოჯახთან კონსულტაციას გავივლი და სავარაუდოდ, ექსპერტის ჩართვა ხვალიდან უკვე შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა მამალაძემ. ღუდუშაურის კლინიკის გენერალური დირექტორის მოადგილე მარინა გელანტიამ დღეს განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ინსულტი არ დაუდასტურდა. მისივე თქმით, დეკანოზს ზუსტი დიაგნოზის დასადგენად დამატებითი კვლევები ჩაუტარდება
---
19.02.2019
„მუშა 23-ე სართულზე, დაცვის გარეშე“ - მოქალაქე „არქის“ კორპუსში გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს
ოქალაქე დავით ბრაგვაძე Facebook-ზე ფოტოებს აქვეყნებს, სადაც მისი მტკიცებით, სამშენებლო კომპანია „არქის“ ისნის პროექტში ქარის მიერ დაზიანებულ ფასადის ნაწილს მუშა დამცავი საშუალებების გარეშე აკეთებდა - „უსაფრთხობა როგორ იყო დაცული? დანარჩენ ორს ეკავა იმ ერთის ფეხები“ „მოკლედ ძლივს ჩამოვიყვანე მოაჯირიდან, მაგრამ ეს სამი ლაკისტუფლებიანი კაცი მაინც არ მოეშვა ყოველგვარი დაცვის გარეშე ამ უბედურ ქარში 23-ე და 24-ე სართულებზე ფასადის დეტალებთან ჭიდილს“. როგორც ბრაგვაძე წერს, ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ „არქიდან“ დაუკავშირდნენ და მადლობის გადახდის შემდეგ მისი წაშლა სთხოვეს.„2018 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული „არქის“ ვერ გავაგებინე, რომ მე ბინა შევიძინე მათგან. შესაბამისად, ყველა პრეტენზია მექნება მათთან. არქი რომ კანონმდებლობას და სტანდარტებს იცავდეს სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ვერ დააყენებდა მუშას ლაკის ტუფლებით 23-ე სართულის აივნის მოაჯირზე. მის მიერ დაქირავებული სხვა კომპანია გაზის მილებს პირიდან ჩაბერვით არ შეამოწმებდა და ა.შ.“, - წერს ბრაგვაძე კომპანიის ერთ-ერთი მეწილე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ივლიანე (ილია) წულაიაა. „ლიბერალი“ კომპანიის პრესსამსახურთან დაკავშირებას ცდილობს. ცხელ ხაზზე აცხადებენ, რომ მასთან დასაკავშირებლად ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე უნდა გავაგზავნოთ წერილი, წერილის გაცნობის შემდეგ კი ის თავად დაგვიკავშირდება.
---
19.02.2019
6 თვის თეკლა ხოსიტაშვილს სასწრაფოდ სჭირდება თქვენი დახმარება
6 თვის თეკლა ხოსიტაშვილს, რომელსაც დაუდგინდა სპინალური ამიოტროფია (ვერდინგ-ჰოფმანის დაავადება). რომლის მკურნალობა საქართველოში არ ხდება. საფრანგეთის კლინიკა ,,Trausseau"-ში არსებობს წამალი ,,avex-101" და თუ დროულად მოხდება კურსის დაწყება, დაავადება მკურნალობას დაექვემდებარება. თეკლას ტრანსპორტირების დროს, მისი ჯანმრთელობა გაუარესდა რის გამოც, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა ქალაქ ბუდაპეშტში და ბავშვი მწვავე ფილტვების ანთებით მოხვდა ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში. თეკლას მკურნალობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. სამწუხაროდ, ქართულმა სადაზღვეო კომპანიამ უარი განაცხადა მკურნალობის დაფინანსებაზე. დავალიანება ყოველდღიურად იზრდება და გადახდა უფრო შეუძლებელი ხდება. დრო ბავშვის საწინააღმდეგოდ მოქმედებს და თითოეულ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საქველმოქმედო ზარი: დანიშნულებაში მიუთითეთ #თეკლა 0901200128 თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ანგარიშის ნომერი აპარატებიდან: საბანკო მომსახურება იურიდიული პირი პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14
---
19.02.2019
არსებობს კორუფციული სქემა, რომელშიც ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები მონაწილეობენ - „სიტროენ ჯორჯიას“ დამფუძნებელი
„სიტროენ ჯორჯიას” დამფუძნებელი გიორგი შარაშენიძე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მეშველიანს, ასევე ხელისუფლების ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ „პირველი არხი“ წერს. შარაშიძე ამბობს, რომ მოსამართლე თამარ მეშველიანმა კომპანიის მიმართ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება რვა თვის წინ მიიღო, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება წერილობით დღემდე არ ჩაბარებია, რის გამოც „სიტროენ ჯორჯიას” ფინანსური პრობლემები შეექმნა. შარაშენიძის თქმით, საქმეს წინ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება უძღოდა, რომ კომპანია ჯანდაცვის სამინისტროსთან დაწყებულ სასამართლო პროცესს აუცილებლად წააგებდა. „სიტროენ ჯორჯიას“ დამფუძნებელს მიაჩნია, რომ არსებობს კორუფციული სქემა, რომელშიც ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები მონაწილეობენ. მათ შორის არიან კონკურენციისა და შესყიდვების სააგენტოების ხელმძღვანელები ნოდარ ხადური და ირაკლი რაზმაძე. გიორგი შარაშიძის განცხადებით, დღემდე ქვეყანაში ავტომობილების კორუფციული კარტელი მოქმედებს, რომელშიც ექვსი საავტომობილო კომპანიაა ჩართული. მისივე თქმით, აღნიშნულ კარტელში 50- პროცენტიანი წილი სპორტის ყოფილ მინისტრს, ტარიელ ხეჩიკაშვილს აქვს და სახელმწიფო ტენდერები ხშირად სწორედ ამ კომპანიაზეა მორგებული. კომპანია „სიტროენ ჯორჯიას” საქმე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ შეაფასა. მან აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემა არ არის დამოუკიდებელი და არსებობს ბევრი ხარვეზი. ანა დოლიძის თქმით, იუსტიციის საბჭოში მოსამართლე თამარ მეშველიანის მიმართ სადისციპლინო მოხსენებით ბარათს წარადგენს და საბჭოს რეაგირებას მოთხოვს.
---
19.02.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/341916/?fbclid=IwAR3x1L0qYheb-oV9oPFDgJx4wtQERu9UcBx23K_Z4XfS2iMY_MQnvbwmN5M
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ეგვიპტის მოქალაქეს სცემეს – ადვოკატი
” ეგვიპტის მოქალაქეს, ვაგდია ელკორაეის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში სცემეს” – ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს” ელკორაეის უფლებების დამცველმა თამარ მჭედლიშვილვილმა მიაწოდა, რომელიც თავისი დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად ამჟამად პოლიციის განყოფილებაში, გამოკითხვაზე იმყოფება. მჭედლიშვილის თქმით, ვაგდია ელკორაეის მამა ალი ელი ელკორაეი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მკურნალობდა, თუმცა პაციენტის ოჯახი ჩიოდა, რომ მას ყურადღებას არ აქცევდნენ. “დღეს ვაგდია ელკორაეიმ მამამისის სხეულზე ცოცხალი მატლები აღმოაჩინა. აიღო ეს მტკიცებულებები (ბინტი და სხვა მასალები) და გამოჰქონდა პალატიდან, რომ საავადმყოფოსთვის ეჩივლა. გამოედევნენ დაცვის თანამშრომლები და საავადმყოფოს ტერიტორიაზევე, ლიფტში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს”, – განაცხადა თამარ მჭედლიშვილმა. მისივე ინფორმაციით, ვაგდია ელკორაეიმ საპატრულო პოლიციას მიმართა და გამოძიება უკვე დაიწყო სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით. შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ გამოძიების ფარგლებში გამოიკითხებიან კონფლიქტში მონაწილე პირები, დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა ქირურგიის ეროვნულ ცენტრსაც, სადაც გვითხრეს, რომ თუ საჭიროდ ჩათვლიან, კომენტარი გააკეთონ, თავად დაგვიკავშირდებიან.
---
ბეჭდვითი მედია
20.02.2019
მედიასაშუალება: ვერსია
დავით სერგეენკომ თვითმფრინავში ირანელი ქალი გადაარჩინა
ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ თვითმფრინავში, უცხოელ მგზავრს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. შემთხვევა ჟენევა- სტამბოლის რეისზე, რამდენიმე კვირის წინ მოხდა. მაშინ, როდესაც მინისტრი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამიტიდან ბრუნდებოდა. ირანელმა ქალმა, რომელსაც ქართველმა მინისტრმა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა, ცოტა ხნის წინ, მადლობის წერილიც გამოუგზავნა სერგეენკოს. ქალი მეუღლესა და შვილებთან ერთად, ჟენევაში ცხოვრობს. „პატივცემულო სერგეენკო, გწერთ, რათა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ იმ დახმარებისთვის, რომელიც ჟენევა- სტამბოლის რეისით ფრენის დროს გამოიჩინეთ ჩემს მიმართ. მსგავსი პროფესიონალური და გულისხმიერი დახმარება ბორტზე არასოდეს მიმიღია. თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ! კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას დახმარებისთვის და იმედს ვიტოვებ, კვლავ შევხვდებით და გაგაცნობთ ჩემი ოჯახის წევრებს“, _ წერს ირანელი ქალი წერილში. რაც შეეხება თვითმფრინავის ბორტზე მომხდარ შემთხვევას, ჩვენი ინფორმაციით, ჟენევა- სტამბოლის რეისზე ბორტგამცილებელმა გამოაცხადა, რომ თვითმფრინავის მგზავრი ქალბატონი თავს შეუძლოდ გრძნობდა და მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა. დავით სერგეენკომ ქალს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, მთელი რეისის განმავლობაში გაუწია სამედიცინო დახმარება და თვითმფრინავის დაფრენამდე, პირადად მართავდა პაციენტის მდგომარეობას. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებთ, მსგავს შემთხვევას ნამდვილად ჰქონდა ადგილი ჟენევა- სტამბოლის რეისზე, რომლითაც მინისტრი სამიტიდან სამშობლოში ბრუნდებოდა.
საქართველოს რესპუბლიკა-
---