მედიამონიტორინგი 23.01.2019
ტელევიზია
23.01.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 10:00
წითელას ეპიდ აფეთქების შეჩერებისა და გრიპით ავადობის გაზრდილი მაჩვენებლის შესამცირებლად კომპლექსური ღონისძიებები გრძელდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5825819
რუსთავი 2 - კურიერი 08:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5825796
იმედი - ქრონიკა 08:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5825747
I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5826505
მაესტრო - ახალი ამბები 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5826476
---
23.01.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 12:00
სავარაუდოდ, H1N1-ის ვირუსი გახდა კიდევ ორი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი. 48 წლის ქალი აჭარაში დაიღუპა. ის კლინიკაში 12 იანვარს შეიყვანეს. სიკვდილის ზუსტი მიზეზი მოგვიანებით გახდება ცნობილი. 33 წლის ახალგაზრდა, დიდი ალბათობით, ე.წ ღორის გრიპით ტრაპიზონის კლინიკაში დაიღუპა. თავდაპირველად, მამაკაცი მაღალი სიცხით ინფექციურ კლინიკაში, შემდეგ კი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით პაციენტის ტრანსპორტირება, ოჯახის ინიციატივით, თურქეთში განხორციელდა. ოჯახს ქართულ სამედიცინო სისტემასთან მიმართებით პრეტენზიები აქვს. ექიმები ბრალდებას უარყოფენ. აჭარაში ამ დრომდე დადასტურებული H1N1-ის ვირუსით ჯამში 6 ადამიანი გარდაიცვალა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5826368
იმედი-ქრონიკა 11:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5826154
მაესტრო - ახალი ამბები 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5826472
იმედი- ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5825724
რუსთავი 2 - კურიერი 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5825692
---
23.01.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
ტრნსპლანტაციის საერთაშორისო ქსელის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის და კოორდინაციის სააგენტომ საქართველოში იმუნოლოგიური ტიპირების ლაბორატორია უნდა დააარსოს, რომელიც დონორისა და რეციპიენტის ურთიერთთავსებადობის დადეგნაზე მუშაობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5825873
---
23.01.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 12:00
გარდაცვლილი ბავშვის მამინაცვალი გოგონაზე ძალადობას უარყოფს. არკადი ზალაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ 4 წლის გოგონა ბოლო დროს ცუდად იყო და ის ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. მისივე თქმით, ბავშვი ოჯახში აგვისტოში დაბრუნდა და ამის შესახებ პოლიციაც ინფორმირებული იყო. დაღუპული ბავშვის მამინაცვალი იმასაც ამბობს, რომ გოგონას დედაზე არანაირი შემაკავებელი ორდერი არ იყო გაცემული. დაღუპული ბავშვის მამინაცვალი იმასაც ამბობს, რომ გოგონას დედაზე არანაირი შემაკავებელი ორდერი არ იყო გაცემული.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5826302
იმედი -ქრონიკა 11:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5826067
I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5826410
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5826349
მაესტრო -ახალი ამბები 10:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5825814
იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5825711
I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5825781
რუსთავი 2 - კურიერი 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5825687
---
23.01.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
4 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ შიდა მოკვლევა უკვე დაიწყო. უნდა დადგინდეს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, რამდენად თანმიმდევრული იყო სოციალური სააგენტოს თანამშრომლების ქმედება. ასევე უნდა გაირკვეს, ხომ არ აქვს ადგილი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტს. პარალელურად, სააგენტოს გამართულად მუშაობასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები აქვთ სამოქალაქო სექტორში.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5825689
---
22.01.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
შემზარავი შემთხვევა მოხდა ნაძალადევის რაიონში - გარდაცვლილია 4 წლის ბავშვი. მეზობლები და ოჯახის წევრები ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებზე საუბრობენ. ადგილზე მცხოვრებლები მცირეწლოვნის გარდაცვალების მიზეზად ცემას ასახელებენ და ამტკიცებენ, რომ ბავშვი დედის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. დაუდასტურებელი ცნობით, რამდენიმე კვირის წინ დედაზე შემაკავებელი ორდერიც გაიცემა. ვერსიას უარყოფს მცირეწლოვნის ბებია. ოჯახი სოციალურად დაუცველია. ამ დრომდე გარდაცვლილი მცირეწლოვანი გოგონას დედა იმყოფება ნაძალადების პოლიციაში.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5825490
მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5825399
რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5825374
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5825342
---
22.01.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
გრიპის ვირუსის პარარელურად ქვეყანაში გავრცელებულია წითელა. ამჟამად აჭარაში წითელას ვირუსით 1 პაციენტი მკურნალობს ინფექციურ საავადმყოფოში ჯამში კი რეგიონში 8 შემთხვევაა დაფიქსირებული. მედიკოსები და ჯანდაცვის ორგანიზაციები მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და მოცემულია ერთგვარი განკარგულებაც, რომელიც ერთგვარ შესაძლო სანქციას უშვებს აუცრელი სტუდენტებისა თუ სკოლის მოსწავლეების მიმართ. როგორ მოხდება სტატუსის შეჩერების საკითხის განხილვა ან რატომ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება მთვარობამ ეს კითხვა დღეს საქართველოს განათლების სამინისტროს დაუსვევს თუმცა უწყებაში განმარტებები არ გაკეთებულა, აღნიშნეს რომ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით ხელმძრვანელობენ მთავარი რეკომენდაცია კი ვაქცინაციაა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5825477
---
22.01.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა ბათუმში - ეპიდემიოლოგები ადგენენ, არის თუ არა 48 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი H1N1 ვირუსი. იგი სამედიცინო დაწესებულებაში გრიპის სიმპტომებით მკურნალობდა. ასევე, დღეს გახდა ცნობილი, რომ სავარაუდოდ გრიპის ვირუსით 33 წლის ქართველი ახალგაზრდა გარდაიცვალა ტრაპიზონის კლინიკაში. ქართულ სამედიცინო სისტემასთან მიმართებით პრეტენზიები აქვს ოჯახს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5825452
---
22.01.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
ტრაპზონში საქართველოს მოქალაქე, 33 წლის კაცი გარდაიცვალა. ცხედარი უკვე გადმოსვენებულია ბათუმში. იყო თუ არა კაცის გარდაცვალების მიზეზი H1N1, ჯერ უცნობია, თუმცა ის ბათუმის რეფერალურ საავდმყოფოში სუნთქვის უკმარისობით რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, ოჯახის მოთხოვნით კი მელევე ტრაპზონში გადაიყვანეს. საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5825481
---
22.01.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ საზღვრები 10 მარტამდე ჩაკეტილია. ოფიციალური მიზეზი ვირუსი H1N1-ია. დეფაქტო მთავრობების გადაწყვეტილების გამო პრობლემები ექმნება მოსახლეობას. გავრცელებული ცნობით, ისინი სურსათს ნაკლებობას, სამედიცინო სერვისის არ არსებობას, მიმოსვლასთან და განათლების მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებს უჩივიან. სტუდენტები, რომელებიც საახალწლოდ საკუთარ სახლებს ესტუმრნენ, ოკუპირებული რეგიონებიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებენ. საერთაშორისო საზოგადოების რეაგირებას, ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევასთან დაკავშირებით, ელოდება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5825406
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5825104
---
22.01.2019
არხი: კავკასია
გადაცემა: დღეს 19:00
„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი პრემიერ-მინისტრს და ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს, ხელისუფლებამ ცხინვალში ჰუმანიტარული ტვირთის შესატანად რესურსი გამოძებნოს. ელისაშვილის თქმით, ცხინვალის რეგიონში, ძალიან მძიმე ვითარებაა, რადგან ახალი წლის შემდეგ უამინდობის გამო ცხინვალის დამაკავშირებელი გზა ვლადიკავკაზთან, საიდანაც ოკუპირებულ რეგიონში პროდუქტები შედიოდა, ჩაკეტილია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5825485
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5824855
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5824482
---
22.01.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 18:00
საქართველოში დღეს ეიჩერთიენერთი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ახალი მარაგი 7000 დოზა შემოვა. მათი უფასოდ მიღება კი მოქალაქეებს 23 იანვრიდან შეეძლებათ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყარელიძის განცხადებით, აცრაზე პირველ რიგში ორსულებს მიიწვევენ. მისივე თქმით, ქვეყანაში გრიპით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობამ შედარებით იკლო, თუმცა, იმატებს წითელას შემთხვევები.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5825167
---
22.01.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
სკოლამდელმა და სასკოლო აღმზრდელობითმა დაწესებულებებმა წითელას საწინააღმდეგო ღონისძიებების გაძლიერებასთან დაკავშირებით დავალებები მიიღეს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5825055
---
ინტერნეტი
23.01.2019
გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედა წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს
გარდაცვლილი 4 წლის ნინო ზალინაშვილის დაკავებული დედა გვიან ღამით წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. მშობელი რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს. მას შემაკავებელი ორდერის დარღვევაში ადანაშაულებენ, რომლის მიხედვითაც, ქალს შვილთან კონტაქტი ეკრძალებოდა. გარდაცვლილი მცირეწლოვანის და-ძმა პოლიციის განყოფილებიდან გვიან ღამით სოციალურმა მუშაკმა თავშესაფარში გადაიყვანა. შეუძლოდ გახდა დაკითხვაზე მისული მამინაცვალი. ის დროებით საავადმყოფოში მოათავსეს. გოგონას სიკვდილის გამომწვევი მიზეზები ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს , რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. პოლიციამ გარდაცვლილის მშობლები, ოჯახის წევრები და მოწმეები გამოკითხა. მეზობლების ინფორმაციით, დედა ბავშვზე სისტემატურად ძალადობდა, თუმცა ამას არ ადასტურებს ბავშვის ბებია და აცხადებს, რომ ბავშვი ბანაობის დროს ტიროდა და მეზობლებს ეს ბავშვზე ძალადობა ეგონათ. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ბავშვზე ძალადობის პირველი შემთხვევა არ იყო და ერთი კვირის წინაც იყო მათ სახლში პოლიცია. მეზობლების თქმით, მათ სამართალდამცავებს ძალადობის შესახებ შეატყობინეს, თუმცა მაშინ ამას ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია, წინა შემთხვევაში, ქალი დაკითხვაზე გადაიყვანეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. რატომ არ დადგა დღის წესრიგში დედისთვის დედობის უფლების ჩამორთმევა, ამას ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტი იკვლევს, უწყების ინფორმაციით იმ შემთხვევაში თუ გადაცდომა დაფიქსირდება, ყველა პირი შესაბამისად დაისჯება. 4 წლის გოგონა 2 წლის განმავლობაში სხვა ოჯახში იზრდებოდა, ბოლოს დედასთან, და-ძმებთან და მამინაცვალთან ერთად ნაძალადევის რაიონში ცხოვრობდა.
რეგინფო.ჯი- https://reginfo.ge/people/item/12086-tbilisshi-4-xlis-bavshvis-gardazvalebis-saqmeze-deda-daakaves
---
23.01.2019
სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის მამინაცვალი - მეზობლები ბავშვზე ძალადობას იგონებენ, ასეთი რამ არ ხდებოდა
სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის მამინაცვალი არკადი ძავრიშვილი აცხადებს, რომ მცირეწლოვანს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ბავშვზე ძალადობა არასდროს ხდებოდა. გარდაცვლილის მამინაცვალი მისი ოჯახის მიმართ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში მეზობლებს, კერძოდ კი, მისი სახლის გვერდით მდებარე სტამბას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ სტამბას მისი საცხოვრებელი ფართის მითვისება უნდათ, ბავშვზე ძალადობა კი სწორედ აქედან გამომდინარე მოიგონეს. „სოციალურად დაუცველი ოჯახი ვართ. ბავშვს სუნთქვა უჭირდა, ასევე პრობლემები ჰქონდა ნაწლავებზე. ვმკურნალობდით კიდეც. ძალადობას იგონებენ მეზობლები. შემაკავებელი ორდერიც მათ გამო ჰქონდა ჩემს მეუღლეს. მათ თქვეს, რომ ბავშვს სცემდაო. ასეთი რამ არ ხდებოდა“, - განაცხადა არკადი ძავრიშვილმა. აღნიშნულ უარყოფს სტამბის დირექტორი, ძავრიშვილების ოჯახის მეზობელი ირაკლი დოლიძე. მისი თქმით, ხშირად მოუსმენია ამ ოჯახიდან ყვირილის და ძალადობის ხმა. „ნაცემი ბავშვები ხშირად მინახავს, თუმცა უშუალოდ ცემის ფაქტი არა. როდესაც იყო ყვირილი და ჩხუბი, ჩვენ არაერთხელ გვყავს სოციალური აგენტები და პატრული გამოძახებული. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ჩვენ გვაქვს მაგ ფართის ინტერესი, არ შეესაბამება სიმართლეს. მათ დავა არა ჩემთან, არამედ მერიასთან აქვთ. ესენი უკანონოდ იყვნენ დასახლებული, მერია და ზედამხედველობის სამსახური მათ გასახლებას ცდილობს. მაგათ კი გონიათ, რომ ეს ჩვენი ინტერესია“, - განაცხადა ირაკლი დოლიძემ. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის დააკავეს, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა.
ალია.ჯი- http://alia.ge/news/24565
---
23.01.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/529610-gardacvlili-4-clis-bavshvis-bebia-ambobs-rom-mcireclovans-janmrtelobis-problemebi-hkonda/
გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის ბებია ამბობს, რომ მცირეწლოვანს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა
სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის ბებია ამბობს, რომ მცირეწლოვან ნინო ზალინაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. როგორც გარდაცვლილის ბებია, ბაბუცა ძავრიშვილი ყვება, მცირეწლოვან ბავშვს მაღალი სიცხე ჰქონდა და ახველებდა. „გუშინ ჩემს რძალს ბავშვმა ხმა არ გასცა. შემდეგ მე დავუძახე და არც მე მიპასუხა. შემდეგ სასწრაფოში დავრეკეთ. გუშინ არანაირი ძალადობა არ ყოფილა. ბავშვს დაბანა არ უყვარდა და ტიროდა ხოლმე. მეზობლებს ამიტომ ეგონათ, რომ დედა სცემდა", - განაცხადა გარდაცვლილის ბებიამ. ამასთან, გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მეზობლები აცხადებენ, რომ მშობლები ბავშვზე სისტემატურად ძალადობდნენ. შსს-ს ინფორმაციით კი, გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის დააკავეს, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა.
---
23.01.2019
ბათუმში, გუშინ გარდაცვლილ ქალს ე.წ "ღორის გრიპი" დაუდასტურა
ბათუმში, გუშინ გარდაცვლილ ქალს H1N1 დაუდასტურა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ, რომ 48 წლის ქალს, რომელიც გუშინ რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა H1N1 ვირუსი ჰქონდა. სამედიცინო დაწესებულებას პაციენტმა რამდენიმე დღის წინ მიმართა,ის რეფერალურ საავადმყოფოში რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა.მოთავსებული რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იყო. აჭარაში ე.წ. "ღორის გრიპით" სულ 6 ადამიანია გარდაცვლილი, 108 მოქალაქე კი გრიპის და გრიპის მაგვარი ვირუსით მკურნალობის კურსს კლინიკებში გადის. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ მიმართვიანობა შემცირებულია. რეანიმაციულ განყოფილებაში კი ძირითადად ის ადამიანები რჩებიან, რომლებსაც ვირუსის პარალელურად ქრონიკული დაავადებები აქვთ.
---
23.01.2019
მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=77763
პენიტენციურ დაწესებულებებში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
პენიტენციურ დაწესებულებებში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. „წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის N6 განკარგულების თანახმად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს და პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებს, წითელას საწინააღმდეგო აცრა გაუკეთდებათ. როგორც „ექსპრესნიუსს“ სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან აცნობეს, პენიტენციურ დაწესებულებებში დაგეგმილი წითელას საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება. უწყების ცნობით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ის 20-დან 40 წლამდე ასაკის პირებს მოიცავს. თუმცა, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს, ასევე პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებს, მათ შორის სხვა ასაკობრივ ჯგუფებსაც, ინფორმაცია მიეწოდებათ დაავადების გავრცელების რისკებისა და ვაქცინაციის აუცილებლობაზე და ყველა პირს, ვინც ამის სურვილს გამოთქვამს, წითელას საწინააღმდეგო აცრა გაუკეთდება. "ვაქცინაცია შეეხება იმ ადამიანებსაც, ვისაც არ აქვს ზუსტი ინფორმაცია ჩატარებულ გეგმურ ვაქცინაციასა, ან მცირეწლოვან ასაკში წითელას შესაძლო გადატანასთან დაკავშირებით. მართალია, თანამედროვე ვაქცინები უსაფრთხოა, მაგრამ არც ერთ მათგანზე არ შეიძლება აბსოლუტურად გამოირიცხოს გვერდითი რეაქციების, ან იმუნიზაციის შემდგომი გართულებების განვითარების რისკი. იმუნიზაციის მართვის წესების შესაბამისად, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ხელმისაწვდომია ანტიშოკური საშუალებები და ბენეფიციარების პირველადი სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა. შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ალერგიული რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში ბრალდებულები/მსჯავრდებულები სათანადო სამედიცინო სერვისებით იქნებიან უზრუნველყოფილნი, როგორც პენიტენციური დაწესებულებების სამედიცინო ნაწილში, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების გზით. პენიტენციურ დაწესებულებებში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
---
23.01.2019
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში, გრიპის ვირუსის გამო, შუახნის ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში, გუშინ შემოყვანილი შუახანსგადაცილებული ქალბატონის მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ "პრაიმტაიმს“ ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, სულხან ორჟონიამ განუცხადა. "პაციენტი სამეგრელოს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტიდან ჰოსპიტალში შემოყვანილ იქნა დაგვიანებით,მისი მდგომარეობა არის კრიტიკული. აქვს ორივე ფილტვის ორმხრივი ტოტალური პნევმონია, იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ამ ჯერზე ჰოსპიტალში ამბულატორიულად მკურნალობს 11 პაციენტი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.ასევე გვაქვს მიმართვიანობის კლება“,- განუცხადა ორჟონიამ "პრაიმტაიმს“. დეკემბერ-იანვარში ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით საავადმყოფოში 3 პირი გარდაიცვალა.
---
23.01.2019
„200 ათასი ადამიანი თუ აიცრა წელს წითელას აღმოფხვრისკენ წავალთ“ - ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს
წითელას ეპიდაფეთქება - ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. აღნიშნულ საკითხზე სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აღსანიშნავია, რომ წითელას ვაქცინაცია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში საგანგებო რეჟიმში გრძელდება. ვაქცინაციით უკვე ისარგებლა 4 ათას 300-ზე მეტმა მოქალაქემ. ვაქცინაცია სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება. „ყველა მშობელმა, მასწავლებელმა თუ ბაღის აღმზრდელმა, თავისი მოწაფის ან შვილის აცრის სტატუსი, თუ ბავშვი არ არის ორჯერადად აცრილი 1 და 5 წლის ასაკში, აუცილებლად მიიყვანონ და აცრან, უკვე 4 ათასი ადამიანია ქვეყანაში აცრილი, ჩვენი გათვლებით, დაახლოებით 200 ათასი ადამიანი წელს თუ ავცერით დამატებით, სერიოზულად შევაჩერებთ კი არა, წავალთ აღმოფხვრისკენ წითელასი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
---
23.01.2019
სავარაუდოდ, H1N1-ის ვირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა
ტრაპიზონის კლინიკაში ბათუმიდან გადაყვანილი 33 წლის კაცი გარდაიცვალა, ის მანამდე ბათუმის რეფერალურ საავდმყოფოში გრიპის დიაგნოზით, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, ოჯახის მოთხოვნით ის ტრაპიზონში გადაიყვანეს. იყო თუ არა დიაგნოზი H1N1 ან რა გახდა გარდაცვალების მიზეზი უცნობია.. ოჯახს ქართველ ექიმებთან პრეტენზიები აქვს, მათი თქმით თურქეთის კლინიკაში პაციენტს ქართველი ექიმებისგან დასმული დიაგნოზისგან განსხვავებული დიაგნოზი დაუსვეს. ექიმები ბრალდებას უარყოფენ. სავარაუდოდ ღორის გრიპი გახდა ბათუმში 48 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზიც, ის კლინიკაში 12 იანვარს მოათავსეს.
ინტრპრესნიუს.ჯი - https://www.interpressnews.ge/ka/article/529597-batumshi-savaraudod-ecgoris-gripit-kali-gardaicvala/
---
23.01.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/zugdidis-referalur-hospitalshi-gripis-simptomebit-motavsebuli-pacienti-martvit-suntqvazea/
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპის სიმპტომებით მოთავსებული პაციენტი მართვით სუნთქვაზეა
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპის სიმპტომებით მოთავსებული პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ პირველ არხს ჰოსპიტალის კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განუცხადა. მისი თქმით, პაციენტი გუშინ კლინიკაში გადაუდებელი დახმარებისა და კატასტროფის სამსახურმა შეიყვანა. „ქალი შემოიყვანეს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციით, ორმხრივი ტოტალური პნევმონიით და ფილტვების შეშუპებით. იმყოფება მართვით სუნთქვაზე, კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. აღებულია ნაცხი ვირუსის იდენტიფიკაციისთვის“, – განაცხადა სულხან ორჟონიამ. მისი თქმით, პაციენტი საავადმყოფოში დაავადების ერთკვირიანი ანამნეზით შეიყვანეს „ერთი კვირაა, რაც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და გვიან მოგვმართა“, – განაცხადა ორჟონიამ. ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 11 პაციენტი მკურნალობს, აქედან სამი ბავშვია. ექიმების ცნობით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დეკემბერ-იანვარში სამეგრელოში ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის 15-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან სამი ადამიანი გარდაიცვალა.
---
22.01.2019
მედიასაშუალება: https://www.ambebi.ge/article/231064-mshoblebi-masze-sistematurad-zaladobdnen-ras-hqvebian-gardacvlili-4-clis-bavshvis-mezoblebi-da-bebia/
"მშობლები მასზე სისტემატურად ძალადობდნენ..." - რას ჰყვებიან გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის მეზობლები და ბებია
სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მეზობლების ინფორმაციით, მშობლები ბავშვზე სისტემატურად ძალადობდნენ. მათივე განცხადებით, გასულ კვირას ცემისგან ბავშვმა სერიოზული ტრავმები მიიღო, რის გამოც, ის გარკვეული პერიოდი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. მეზობლების განცხადებით, მათ არაერთხელ მიმართეს პოლიციას, საქმის კურსში იყო უბნის ინსპექტორიც, თუმცა 4 წლის გოგონა 3 დედ-მამიშვილთან ერთად მაინც მშობლებთან ცხოვრობდა. სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას ბებია მეზობლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გოგონა ცემის შედეგად გარდაიცვალა, უარყოფს. გარდაცვლილის ბებიის განცხადებით, ბავშვი გაციებული იყო და ამის გამო გარდაიცვალა. როგორც Ambebi.ge-ს ბებიამ ბაბულია ძავაშვილმა განუცხადა, ბავშვი სახლში არ უცემიათ და ამ მიზეზს მეზობლები იგონებენ. გოგონას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ბებიისთვის რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. მეზობლები კი აცხადებენ, რომ მათ ბავშვის გარდაცვალების შესახებ დღის პირველ ნახევარში შეიტყვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, 2014 წელს დაბადებული ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციითვე, საქმეზე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
---
22.01.2019
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/243749-socialuri-dacvis-saagentom-4-wlis-bavsis-gardacvalebis-faqtze-mokvleva-daiwyo
სოციალური დაცვის სააგენტომ 4 წლის ბავშის გარდაცვალების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო
თბილისში 4 წლის ბავშის გარდცვალების სამეზე სოციალური დაცვის სააგენტომ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოკვლევა დაიწყო. "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა, აღნიშნული ფაქტის გავრცელებისთანავე საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უკვე დაიწყო მოკვლევა. აუდიტი მუშაობს. მოკვლევა დაწყებულია და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტიკისაგან თავს შევიკავებთ", - განუცხადეს "პირველს" უწყებაში. თბილისში, 4 წლის გოგონა გარდაიცვალა. შსს-მ თბილისში მოკლული 4 წლის ბავშის დედა დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გარდაცვლილი ბავშვის მიმართ ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე შეტყობინება ერთხელ, 6 იანვარს შევიდა. ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტზე, სსკ-ის 126-ე პრიმა მე-2 მუხლის "ა" ქვეპუნქტით დაიწყო გამოძიება. შეტყობინების საფუძველზე ოჯახში მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ დააკავეს მცირეწლოვანის დედა ლ. ქ.თავად მცირეწლოვანი კი პოლიციამ სავადმყოფოში გადაიყვანა და მომხდარის შესახებ ეცნობა სოციალურ სამსახურს. საქმეზე გამოიკითხა ბრალდებული და არაერთი მოწმე, მათ შორის ოჯახის წევრები, შეტყობინების ინიციატორი და პოლიციის თანამშრომლები. გამოკითხულმა მოწმეებმა უარყვეს ბავშვის მიმართ დედის მხრიდან რაიმე ფორმით ძალადობა. ოჯახის წევრების განცხადებით, ბავშვზე არსებული დაზიანებები გამოწვეული იყო მისი ჰიპერაქტიური ქცევით. ბრალის წარდგენის მტკიცებულებითი სტანდარტის არარსებობის მიუხედავად მის მიმართ პოლიციის მიერ გამოიწერა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით დედას ეკრძალებოდა არასრულწლოვანთან კონტაქტი. 22 იანვარს მომხდარი ფაქტის შემდეგ ლ.ქ. ორდერის დარღვევისთვის პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა.
---
22.01.2019
მედიასაშუალება: https://droni.ge/?m=9&AID=42923
გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედას შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, რომელსაც არღვევდა
სანზონაში 4 წლის გარდაცვლილი გოგონას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების მიერ გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ გარდაცვლილი ბავშვის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტის შესახებ შსს-ში შეტყობინება 6 იანვარს შევიდა, რა დროსაც მცირეწლოვანის დედა დააკავეს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ დედის მიმართ შემაკავებელი ორდერი იქნა გამოწერილი, რომლის მიხედვითაც, ქალს შვილთან კონტაქტი ეკრძალებოდა. 4 წლის მცირეწლოვანის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. შინაგანს საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო ასევე იმაზე, თუ როგორ აღმოჩნდა ბავშვი მშობელთან. დაწყებულია სამსახურეობრივი შემოწმება, რამდენად ადეკვატურად ხორციელდება მონიტორინგი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველომ მიმდინარე წლის 22 იანვარს, თბილისში 2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში დაკავებულია არასრულწლოვნის დედა, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლით, რაც შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს. ამ შემთხვევამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში გარდაცვლილი ბავშვის მიმართ ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე შეტყობინება ერთხელ, 6 იანვარს შევიდა. ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტზე, სსკ-ის 126-ე პრიმა მე-2 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით დაიწყო გამოძიება. შეტყობინების საფუძველზე ოჯახში მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ დააკავეს მცირეწლოვანის დედა ლ. ქ. თავად მცირეწლოვანი კი პოლიციამ სავადმყოფოში გადაიყვანა და მომხდარის შესახებ ეცნობა სოციალურ სამსახურს. საქმეზე გამოიკითხა ბრალდებული და არაერთი მოწმე, მათ შორის ოჯახის წევრები, შეტყობინების ინიციატორი და პოლიციის თანამშრომლები. გამოკითხულმა მოწმეებმა უარყვეს ბავშვის მიმართ დედის მხრიდან რაიმე ფორმით ძალადობა. ოჯახის წევრების განცხადებით, ბავშვზე არსებული დაზიანებები გამოწვეული იყო მისი ჰიპერაქტიური ქცევით. ბრალის წარდგენის მტკიცებულებითი სტანდარტის არარსებობის მიუხედავად მის მიმართ პოლიციის მიერ გამოიწერა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით დედას ეკრძალებოდა არასრულწლოვანთან კონტაქტი. 22 იანვარს მომხდარი ფაქტის შემდეგ ლ.ქ. ორდერის დარღვევისთვის პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გენერალური ინსპექციის მიერ პარალელურად დაწყებულია შესწავლა და სამსახურეობრივი შემოწმება, რომელიც დაადგენს მიმდინარეობდა თუ არა ეფექტიანად შემაკავებელი ორდერის მონიტორინგი. მცირეწლოვანის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით, ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა,“ - ნათქვამია განცხადებაში.
აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/thbilisshi-4-tslis-gogonas-gardatsvalebis-phaqtze-misi-deda-daakaves/
ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/335242/
---
22.01.2019
გარდაცვლილი 4 წლის გოგონას ბებია, მეზობლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბავშვი ცემის შედეგად გარდაიცვალა, უარყოფს
სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას ბებია მეზობლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბავშვი ცემის შედეგად გარდაიცვალა, უარყოფს. მისი თქმით, ბავშვი გაციებული იყო, გრიპი ჰქონდა და ამის გამო გარდაიცვალა. როგორც "პრაიმტაიმს" ბებიამ განუცხადა განუცხადა, გოგონა სახლში არ უცემიათ. მისივე თქმით, ბავშვს დედა სძულდა. "გრიპი ჰქონდა გართულებული, ახველებდა, ნახველი ვერ ამოჰქონდა, სიცხეებს აძლევდა. დილას, ძალიან დიდხანს ეძახდა, შემდეგ მივიდა, ისევ ეძახდა და თქვა, რომ გათიშული იყო ბავშვი. ტირილი დაიწყო და სასწრაფოს გამოუძახა. ცოტა ხანში, პოლიცია მოვიდა. ჩემს რძალს მოჰქონდა სახლში წამლები და ასე მკურნალობდა...გარდაცვლილი ბავშვი ჩემი შვილის (ბიჭის) გერი არის. ბავშვს ქალი სძულდა, არ უყვარდა ბანაობა... მეზობლებს ბავშვის ხმაური რომ ესმოდათ, ამბობენ სცემდა და იმიტომ წიოდა ბავშვუ, მაგრამ არა. შვილებს ვფიცავ, რომ ბავშვს წყალი მაგრად სძულდა", - აცხადებს ბებია. ბებიის თქმით, რძალს ბავშვი მინდობილობით აღზრდაში ყავდა და აგვისტოში წამოიყვანა სახლში. როგორ გარდაცვლილის ბებია "პრაიმტაიმთან" საუბრისას ამბობს, ოჯახი სოციალურად დაუცველია. შეგახსენებთ, რომ მომხდარზე საქმის გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
---
22.01.2019
მედიასაშუალება: http://www.gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/tsitelas-epidemia-ra-evalebat-sabavshvo-baga-baghebs-da-dasakmebul-personals
წითელას ეპიდემია_ რა ევალებათ საბავშვო ბაგა-ბაღებს და დასაქმებულ პერსონალს
წითელას ეპიდემიის გამო ბაგა-ბაღებში დასაქმებული პირების აცრა სავალდებულო ხდება. ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების მიხედვით, სააგენტო მოსახლეობაში წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, კონკრეტული ღონისძიებების გატარებას იწყებს. „საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, რომლითაც ადგილობრივ თვითმმართველობებს მათ ტერიტორიაზე, ამ კუთხით კონტროლის მექანიზმის გაძლიერებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაევალათ, სააგენტოს დირექტორის ბრძანება გამოიცა, რომლითაც ბაგა-ბაღების ადმინისტრაციები დღეიდან იხელმძღვანელებენ. დოკუმენტის მიხედვით, საბავშვო ბაგა-ბაღებს არასრულად აცრილი ან აუცრელი პირების გამოვლენის მიზნით, მიმდინარე წლის 31 იანვრის ჩათვლით, ბენეფიციარების გეგმური აცრის შესახებ სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდება, მშობლებისთვის (ბავშვთა კანონიერი წარმომადგენლისთვის) და პერსონალისთვის საქართველოს მთავრობის განკარგულების გაცნობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დაევალა. ამასთანავე, აცრის სტატუსის მიუხედავად, ერთი თვის ვადაში, სავალდებულო ხდება დასაქმებული პირების აცრა წითელას შემცველი კომპონენტის ვაქცინით, ხოლო ბრძანების გამოცემიდან ორი თვის ვადაში, ბენეფიციარების აუცრელობის შემთხვევაში, მისთვის სტატუსის შეჩერების საკითხი განიხილება. წითელას ეპიდემიის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღს უკვე მიეწოდა“,_ნათქვამია განცხადებაში.
---
22.01.2019
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/42622/baghis-tanamshromlebistvis-tsitelas-shemtsveli-komponentis-vaqtsinit-atsra-savaldebulo-khdeba
ბაღის თანამშრომლებისთვის წითელას შემცველი კომპონენტის ვაქცინით აცრა სავალდებულო ხდება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მოსახლეობაში წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, კონკრეტული ღონისძიებების გატარებას იწყებს. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, რომლითაც ადგილობრივ თვითმმართველობებს მათ ტერიტორიაზე ამ კუთხით კონტროლის მექანიზმის გაძლიერებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაევალათ, სააგენტოს დირექტორის ბრძანება გამოიცა, რომლითაც ბაგა-ბაღების ადმინისტრაციები დღეიდან იხელმძღვანელებენ. „დოკუმენტის მიხედვით, საბავშვო ბაგა-ბაღებს არასრულად აცრილი ან აუცრელი პირების გამოვლენის მიზნით, მიმდინარე წლის 31 იანვრის ჩათვლით, ბენეფიციარების გეგმური აცრის შესახებ სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდება, მშობლებისა (ბავშვთა კანონიერი წარმომადგენლისთვის) და პერსონალისთვის საქართველოს მთავრობის განკარგულების გაცნობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დაევალა. ამასთანავე, აცრის სტატუსის მიუხედავად, ერთი თვის ვადაში, სავალდებულო ხდება დასაქმებული პირების აცრა წითელას შემცველი კომპონენტის ვაქცინით, ხოლო ბრძანების გამოცემიდან ორი თვის ვადაში, ბენეფიციარების აუცრელობის შემთხვევაში, მისთვის სტატუსის შეჩერების საკითხი განიხილება“,- ნათქვამია განცხადებაში. როგორც სააგენტოში აცხადებენ, წითელას ეპიდემიის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღს უკვე მიეწოდა.
---
22.01.2019
მედიასაშუალება: http://bfm.ge/gripis-sawinaaghmdego-vaqcina-savaraudod-20-lari-eghireba-vaqcinis-importiori-kompania-jipisia/
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა სავარაუდოდ, 20 ლარი ეღირება – ვაქცინის იმპორტიორი კომპანია „ჯიპისია“
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების ახალი პარტია საქართველოში დღის მეორე ნახევარში შემოვა. განბაჟებისა და განაწილების პროცედურების შემდეგ, ვაქცინა სავარაუდოდ, ხუთშაბათიდან ან პარასკევიდან იქნება ხელმისაწვდომი. ამასთან, როგორც პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა, სახელმწიფო 3 000 ერთეულ ვაქცინას შეისყიდის, რაც ორსულების ვაქცინაციას მოხმარდება. კერძო სექტორში კი, 4 000 ერთეული ვაქცინა შევა. ვაქცინის იმპორტიორ კომპანია „ჯიპისიში“ აცხადებენ, რომ ფრანგული წარმოების მედიკამენტები ამ ეტაპზე თურქეთშია და მის საქართველოში შემოტანას უახლოეს საათებში ელოდებიან. კომპანიის ინფორმაციით, ვაქცინა სამ კომპონენტიანია და მისი სავარაუდო ფასი 20 ლარი იქნება.
---
22.01.2019
"ვინმეს სიკვდილს ვნატრობდი, რომ საჭმელი მეჭამა", - მარტოხელა დედა, რომელიც შვილისთვის სითბოსა და საკვებს ნატრობს
წყალტუბოში, სოფელ ოფშკვითში მცხოვრები გურანდა თათეიშვილი მარტოხელა დედაა. იმის გამო, რომ ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, 27 წლის მარტოხელა დედამ სამი შვილი აღსაზრდელად სახელმწიფოს გადასცა. გურანდა თათეიშვილი ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში ერთი წლის შვილი მშიერი ჰყავს. სახლს, რომელიც ნახევრად დანგრეულია, არც გათბობის საშუალება გააჩნია, ამიტომ, დედასაც და პატარა დაჩისაც დაძინება სიცივეში უწევთ. „წალკაში ვიყავი გათხოვილი, თუმცა წამოვედი, რადგან ჩემი ქმარი მეც და ჩემს შვილებსაც გვცემდა. აქ წამოვედი, მაგრამ არ ვიცი აქაც რა ვქნა. ერთი სკამი გვაქვს სახლში, რომელზეც მორიგეობით ვჯდებით. 6 სული ვართ ოჯახში. ჩვენი შემოსავალი სოციალური შემწეობა, 300 ლარია. ხშირად მშვირები ვართ. მამაჩემი ცხრა წელია საწოლსაა მიჯაჭვული. იმის გამო, რომ საჭმელი არ გვაქვს, ჩემი სამი შვილი მინდობით აღზრდაში მყავს გადაცემული. ბავშვები აქ როგორ გავზარდო, როცა საწოლზე ლეიბის ნაცვლად პალტოს ვიფარებ. ვინმეს სიკვდილს ვნატრობდი, რომ საჭმელი მეჭამა. ბავშვის გამო ვერ ვმუშაობ. ყველას ვთხოვ დახმარებას, ვისაც ადამიანის გასაჭირის გულთან მიტანა შეუძლია. ჩემი უფროსი შვილი მეუნება: წავალ, ჯართს შევაგროვებ და დაგეხმარებიო,“ - ამბობს გურანდა თათეიშვილი. თათეიშვილების ოჯახის მძიმე მდგომარეობას იცნობენ წყალტუბოს მერიის სოციალურ სამსახურში. სამსახურის უფროსი მარტოხელა დედას, რომელიც ასევე ძალადობის მსხვერპლია, ქირით გაყვანას სთავაზობს. მერიაში აღნიშნავენ, რომ ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლებისგან ფულადი დახმარება მიღებული აქვს.
---
22.01.2019
ბავშვები, რომლებიც ქუჩაში მუშაობენ და ცხოვრობენ
---
22.01.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/ramdeni-deputati-warmogidgeniat-romelic-bavshvta-sigaribis-dasadzlevad-gadasadgmel-sam-nabidjs-mainc-daasaxelebs
“რამდენი დეპუტატი წარმოგიდგენიათ, რომელიც ბავშვთა სიღარიბის დასაძლევად გადასადგმელ სამ ნაბიჯს მაინც დაასახელებს“
---
22.01.2019
მძიმე ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ცხინვალში საკვების და მედიკამენტების მარაგი იწურება
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმებმა საოკუპაციო ხაზი "ღორის გრიპის" გავრცელების მოტივით ჩაკეტეს, რის გამოც, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ოკუპირებულ ცხინვალში, სადაც პროდუქტი და პირველადი მოხმარების პროდუქტები, დიდთოვლობის გამო, ვერც რუსეთიდან შედის და ვერც დანარჩენი საქართველოდან, მაღაზიებში პროდქტების მარაგი ამოიწურა, რასაც პანიკა მოჰყვა. მძიმეა ავადმყოფების მდგომარეობაც, რომლებსაც სამკურნალოდ დანარჩენ საქართველოში გადმოსვლის უფლებას არ აძლევენ. ენგურის ხიდზე ოკუპირებულ აფხაზეთში გადასასვლელად ხალხი ყოველ დღე მიდის. გადასვლა მხოლოდ ქრთამის გადახდითაა შესაძლებელი - საოკუპაციო რეჟიმის ჯარისკაცს ხალხი დაახლოებით 300 ლარს უხდის. ოფიციალური თბილისი საოკუპაციო რეჟიმებს არაჰუმანურობაში ადანაშაულებს და მოუწოდებს, მოსახლეობა შიმშილის ზღვარზე არ მიიყვანოს.
კომერსანტი.ჯი-
---
22.01.2019
მედიასაშუალება: https://droni.ge/?m=9&AID=42916
ჟურნალისტ ანა მამულაშვილს სიმსივნესთან ბრძოლისთვის 10500 ლარი სჭირდება
ჟურნალისტ ანი მამულაშვილის დასახმარებლად ანგარიში კვლავ ამოქმედდა. შეგახსენებთ, რომ „ჯი-დი-ეს“ის ყოფილ წამყვანს მძიმე დაავადება აქვს, რომელსაც რამდენიმე წელია ებრძვის. როგორც მისი მეგობარი, რუსკა ჭაბუკიანი წერს: „მეგობრებო, მოკლედ, მაქვს არც ისე კარგი ინფორმაცია ანი მამულაშვილთან დაკავშირებით. ყველა გახარებულები ვიყავით იმ ამბით, რომ ანის ძალიან კარგი მკურნალობის შედეგები ქონდა. იანვრის დასაწყისში თურქეთში ჩატარებული სხეულის პეტ სკანირების შედეგები იყო ძალიან სასიხარულო – მეტასტაზის კერები მთლიანად გაქრა. მაგრამ რამდენიმე დღის წინ ჩატარებულმა თავის ტვინის მრტ კვლევამ აჩვენა თავში მრავლობითი მეტასტაზური კერები. ამ ეტაპზე სასწრაფოდ დაენიშნა სხივური თერაპია, რომელიც ჯდება 10500 ლარი, სხივური თრეაპიის კურსის რაოდენობა შედეგიდან გამომდინარე ეტაპობრივდ გადაწყდება. ასევე აუცილებელია იმ თერაპიის კურსის გარგრძელება რასაც იტარებდა. (მეკნისტი/ ტაფინლარი 7500 ლარი) ამასთანავე დროდადრო საჭირო იქნება გარკვეული კვლევები. მოკლედ, ახლა ყველა ჩვენგანის მობილიზებაა საჭირო. ყველა უნდა ჩავერთოთ და გავაქტიურდეთ. თანხების მობილიზება გვჭირდება სასწრაფოდ. უნდა გავავრცელოთ ყველგან და მთები გადავდგათ #ჩვენიანისთვის ▪ თიბისი ბანკი ანგარიში: GE73TB7192345063300002 ▪ საქართველოს ბანკი ანგარიში: GE31BG0000000101246233 ▪ სწრაფი გადახდის აპარატებიდან: პირადი ნომერი – 01009018536 დაბადების თარიღი – 15.01.1986 მიმღები – ანა მამულაშვილი ➡ საზღვარგარეთიდან გადმორიცხვის შემთხვევაში ▪ TRANSFER IN US DOLLAR: Intermediary Bank: Citibank N.A., New York, USA; SWIFT: CITIUS33 Account With Institution: Bank of Georgia SWIFT: BAGAGE22; Beneficiary: MAMULASHVILI ANA Account: GE31BG0000000101246233 ▪ TRANSFER IN EURO: Intermediary Bank: Commerzbank, Frankfurt, Germany SWIFT: COBADEFF Account With Institution: Bank of Georgia SWIFT: BAGAGE22; Beneficiary: MAMULASHVILI ANA Account: GE31BG0000000101246233 #ჩვენიანისთვის“
---
ბეჭდვითი მედია
23.01.2019
მეიდასაშუალება: საერთო გაზეთი
ვინ თქვა, რომ "ტამიფლუ" ღორის გრიპის სამკურნალო წამალია?
ვესაუბრებით მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ჰომეოპათიის აკადემიის პრეზიდენტს, ადამიანის ეკოლოგიის ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარეს თინათინ თოფურიას, რომელიც უკვე 20 წელია ბუნებრივი საშუალებებით გრიპის მკურნალობისა და პროფილაქტიკის ცნობილ პროგრამას _ `ნუ გეშინია გრი პის~ ახორცი ელებს, რამაც მოსახლეობაში დიდი პოპულარო ბა და ნდობა მოიპოვა. _ ქალბატონო თინა, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა გრიპი, თითქოს, უკვე მო იხადა, მაგრამ ბევრ მათ განს ვირუ სი შეუბრუნდა. ზოგი ხველას ვერ იშორებს, რაც პერი ოდულად თავს იჩენს, ზოგს სისუსტე და დაბალი სიცხეები დაუტოვა. _ დიახ, ეს ვირუსი არჩევითად ბრონქებსა და ფილტვებს აზიანებს. ამიტომაც, ამ ტიპის გრიპის გადატანის მერე დიდხანს რჩება ხველა, ზოგჯერ, სუბფებრილიტეტიც. ეს ხდე ბა, გან საკუთრებით, ბავშვებში. პრაქტიკულად, ამ ვირუსს არ შველის არც მრავალფეროვანი ხველების წამლები, რომლებიც ფართოდაა წარმოდგენილი ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარ ზე და არც ანტიბიოტეიკები. ზოგს ჰორმონებსაც უნიშნავენ, მაგრამ უშედეგოდ. წელს ეს პრობლემა გაცილებით მეტ ბავშვს აქვს, ვიდრე წინა წლებში. _ როგორ მოვიქცეთ თუ გრი-პის ვირუსი შეგვეყარა? _ ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ავადმყოფობის სწორად მართვა. პირველ რიგში, არ უნდა ვებრძო ლოთ სიცხეს. მინდა შეგახსენიოთ: სიცხე ეს არის ორგანიზმის რეაქცია ინფექციურ აგენტზე, რომელიც მიგვანიშნებს, რომ იმუნური სისტემა და ავადებას ებრძვის. სიცხის ხე ლოვნურად სწრაფი დაგდე ბა გამოჯანმრთელე ბას არ ნიშნავს. პირიქით, ასე ჩვენ იმუნურ სისტემას ვთიშავთ და მას დაავადებასთან ბრძოლაში ხელს ვუშლით. რამოდენიმე საათში სიცხე ისევ აიწევს, 2–3 დღეში თავისით დავა ნორმადე ან ნორმის ქვევით. მერე კი იწყება გაუთავებე ლი ჩივილები: სისუსტე, ხველა, ანგინა, ყურის ანთება, სახსრე ბის ტკივილი და სხვა. ეს გართულებები ორგანიზ-მში დიდხანს რჩება და ათასგვარი ქრონიკული დაავადების ფორმას იღებს, რაც `ე ფექტური” მკურნალობის შედეგია. _ გამოდის, სიცხის დამწევი წამლები არ უნდა გამოვიყენოთ? _ მხოლოდ მაშინ თუ სიცხე 39,5-ზე ზევით ადის. გამონაკლისია, კრუნჩხვისადმი მიდრეკილნი და ძალიან თეთრი ბავშვები. მათ შეიძლება მისცეთ სიცხის დამწევი უფრო დაბალი მაჩვენებლების დროსაც. მაგ რამ ნებისმიერ შემთხვევაში, სანამ წამლის მიცემაზე ვი ფიქრებთ, უნდა ვეცადოთ სიცხის დარეგულირებას ბუნებრივი, კარგად გამოცდილი საშუალებებით, კერძოდ, ოფლის მომდენი სასმელებით: ჩაი ჟოლოს მურაბით, ან გამხმარი ჟოლოთი; ცაცხ ვის ყვავილე ბის ჩაი; ასევე, ჩაი ღოღნაშოს მუ რაბით, რომელსაც ძლიერი ანტივირუსული მოქ მედება გააჩნია. ეფექტურია, ასევე, ფეხების დათბილვა ცხელი აბაზანებით, რომელშიც უნდა გახსნათ მდოგვი. ამ საშუალებებით ხდება სიცხის ნელ-ნელა დაწევა, იმდენად, რომ ის არ იყოს შემა წუხებელი პაციენტისთვის და ამავდროულად, საკმარისი იმისათვის, რომ იმუნიტეტმა იბრძოლოს. _ ღორის გრიპს განსაკუთრებული სიმპტომები თუ ახასიათებს? _ იგი ძალიან ვი რულენტურიადა საკმაოდ ატიპიურად მიმდინარეობს. დაწყება უეცა რი აქვს, პროდრომალუ რი პერიოდის გა რეშე — იწყება მაღალი სიცხით, რომე ლიც 40 გრადუსზე ზევითაც ადის და ცუ დად ექვემდებარება სიცხის დამწევ საშუალებებს. ახასი ათებს ძლიერი ინტოქსიკაციის სიმპტომები. ჩვენთან, ადრე გავრცელებული ღორის გრიპისგან, განსხვავდება. ახლა გავრცელებული ღორის გრიპი დიდხანს ტოვებს უჩვეულო სისუსტესს, თუმცა, აქვე მინდა აღვნიშ ნო, რომ ასეთი სიცხეებით მიმდინარე ვირუსი შარშანაც ხშირად გვხვდებოდა, მაგრამ მაშინ ღორის გრიპზე საუბარი არ ყოფილა. _ იქნებ, ადა მი ანს სხვა ვი-რუსი აქვს, რატომ უნდა მიიღოს მაინცდამაინც ტამიფლუ? _ ვინ თქვა რომ ტამიფლუ ღორის გრიპის სამკურნალო წამალია?! ეს არის ჩვეულებრივი ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც ყველა ვირუსზე ერთნაირად მოქმედებს ისევე როგორც სხვა ანრივირუსული პრეპარატები. უბრალოდ, ითვლება, რომ ის უფრო ძლი ერია და გაიდლაინში არის შეტანილი. _ ბევრი ტამიფლუს საპროფილაქტიკოდ იყენებს. ეს რამდენად სწორია? _ რა თქმა უნდა, ტამიფლუს საპროფილაქ ტიკოდ გა მოყენება არ შე იძლება! ეს არ გახ ლავთ საპროფილაქტიკო საშუალება. მისი გა მოყენება მხოლოდ მას მე რე უნდა დაიწყოს, როცა ვირუსი უკვე ორგანიზმ შია, რადგან ის ებრძვის ვირუსს და მის გამრავლებას აფერხებს. ის რომ ტამიფლუს ძალიან დიდი რა ოდენობა გაიყიდა, დარიგ და არ ნიშ ნავს იმას, რომ ყველა ამ წამალს სვამს. ბევრმა ყოველიშემთხვევისთვის შეიძინა და გული დაიმშვიდა. _ ორსულებისთვის თუ შეიძლე ბა ასეთი ძლიერი წამლის მიღება? _ კარგი შეკითხვაა. აქამდე სულ აცხადებდნენ: ორსულებს და ბავშვებს ტამიფ ლუ არ მისცეთ, მათთვის რელანზა გვაქვს, რომელიც ნაკლებად ტოქსიკურიაო. ახლა კი, რატომ ღაც, რე ლანზას აღარავინ ახსენებს და ყველას ტამიფ ლუს უნიშნავენ. თუმცა, ტამიფლუს ინგლისურ და გერმანულ ინსტრუქციებში ორსულები ცალკეა გამოყოფილი და მათ ამ პრეპარატის მიღებას მხოლოდ მკურნალი ექიმის დანიშნულებით ურჩევენ. ვფიქრობ, ექიმებმა და ფარმაცევტებმა, რომლებიც ამ წა მალს ნიშნა ვენ არც იციან რა წერია ტამიფლუს ინგლისურ და გერმანულ ინ სტრუქციაში. მათ აქვთ გაიდლაინი და იმით ხელმ-ძღვანელო ბენ. _ თქვენი პროგრამის _ `ნუ გეშინია გრიპის~ არსი რა არის? _ იგი ძირითადად მიმართულია პრევენცია ზე ჰომეოპათიური და ბუნებრივი საშუალებებით, ასევე, ვიძ ლევით კონ კრეტულ რჩევებს თუ როგორ აიმაღლონ ადამიანებმა ჯანმრთელობის დონე. ჰო მეოპათიას ეპიდემიებთან ბრძო ლის დიდი გამოცდილება აქვს. მაგალითად, `ისპანკა~ გრიპის ეპიდემიის დროს კიდევ ერთხელ გა მოჩნ და ჰომეოპათიური წამლე ბის გასაოცა რი ეფექ ტურობა. არსებული სტატისტიკიდან ყვე ლაზე შთამბეჭდავია ამერიკელი ჰომეოპათების მონაცემები, რომელთაც სიკვდილიანობა 30%-დან 1,05%-მდე დაიყვანეს! ეს მონაცემები 100 000-ზე მეტი პაციენტის მკურ ნალო ბის შედეგებს მოიცავს. გრიპის პროფილაქტიკისა და მკურნალობის ჩემი პროგრამა _ `ნუ გეშინია გრიპის~ სწორედ ამ მრავალსაუკუნოვან გამოცდილებას ეფუძნება. იგი მიმართულია როგორც იმუნიტეტის, ასევე, ზოგადად, ორგანიზმის გაძლიერებაზე. _ რა აზრის ხართ გრი პის აცრებზე? რატომ არის აუცილე-ბელი ყოველ წელს თავიდან აცრა და თუ იგი ასეთი ეფექტურია, რატომ არსებობს ეპიდემიების საშიშროება? _ ევროპელ ექიმებს სულ უფრო ხშირად უხდებათ აცრებზე უარის თქმა, პაციენტების ალერგიული პრობლემების გამო. გრიპი არ განეკუთვნება სახადების რიცხვს. იგი მდგრად იმუნიტეტს არ ტოვებს, რადგან გრიპის ვირუსი ძალიან სწრაფად იცვლება. ამ პროცესს მუტაცია ეწოდება, რის მერეც საქმე გვაქვს, პრაქტი კულად, ვირუსის ახალ სახეობასთან და მასთან საბრძოლველად სხვა, ახალი ანტისხეულებია საჭირო. ეს პროცესი იმ დენად სწრაფად ხდება, რომ მისგან დამცავი ვაქცინის შექმნას ვერ ასწრებენ. ანტისხეულე ბი, რომ ლებიც ორგანიზმში გრიპის ვაქცი ნის შეყვანის საპასუხოდ წარმოიქმნება, ამ ახალ მუტირებულ ვი რუსს მტრად ვერ აღიქ ვამენ, რადგან მის ცილას უკვე სხვა სტრუქტურა აქვს, რომელზეც ისინი კოდირებულნი არ არიან, რად გან ვირუსის მუ ტაციას გაცილებით ნაკლები დრო სჭირდე ბა, ვიდრე მისი სა წინააღმდეგო ვაქცინის შექმნას. წარმოიდგინეთ რამდენი ანტისხეული დაგროვდება ორგანიზმში და როგორ მოიმატებს ალერგიული ფონი ყოველ წელს გრიპის აცრა რომ იკეთო. თანაც ყოველ სეზონზე ერთი ვირუსი კი არ არის, არამედ ვირუსების დიდ ნაირსახეობასთან გვაქვს საქ მე. რომელი ვირუსი იქნება წამყვანი ან როგორ მუტაციას განიიცდის იგი, ამის პროგნოზირება რთულია და ეს ძირითადად თე ორიული გათვლე ბით ხდება. ასეთი ვაქცინის ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დაემთხვევა ასეთი პროგნოზი იმ წლის რეალურ ეპიდემიოლოგიას. ამის ალბათობა საკმაოდ დაბალია. რამოდენიმე წლის წინ ის კანადელი და ფრანგი მეცნიერების დასკვნებით, პრაქტიკულად, ნულოვანიც კი არის. საუკეთესო შემთხვევაში კი 30%-ს არ აღემატება. _ მავა ნი გვარწმუნებს, რომ გრიპის აცრა სრულიად უვნებელია და ყველამ უნდა გაიკეთოს. ეს რამდენად შეესაბამება სიმართლეს? _ უვ ნებე ლი არაფერი არ არის. ყვე ლა ფერს აქვს თავისი უკუჩვენება და შეიძლება მას გარკვეული სირთულეები მოჰყვეს. ამი ტომ, თუ აცრის გაკეთებას გადაწყვეტთ, ისეთ დაწესებულებას მი მართეთ, სადაც აცრისთ ვის სპეციალური პირობებია. რამდენად ღირს გრიპისგან თავდასაცავად ორგანიზმში ვი რუსე ბის და ვაქცი ნაში შემავალი სხვა მრავალი კომპონენტის შეყვანა, თავად უნდა გადაწყვიტონ. – და ბოლოს რა ჰომეოპათიურ საშუალებებს შესთავაზებთ ჩვენს მკითხველს გრიპის სამკურნალოდ? – ნივრიანი ჩაი. დაჭყლეტილი ნივრის 2 კბილი ჩა ყარეთ 1 ჭიქა მდუღა რე ჩაიში. დაახურეთ მჭიდ როდ თავი, შეფუ თეთ და დააყენეთ 10–15 წუთი. თქვენ გაქვთ ახალი წამალი, რომელიც არ ტოვებს ნივრის სუნს და არ აზიანებს არც პირის, არც კუჭის ლორწოვანს. საპროფილაქტიკოდ დალიეთ დღეში 2ჯერ 1 ჭიქა, ცხლად. თუ თავს უკ ვე შე უძლოდ გრძნობთ, დალიეთ 4-ჯერ. ეს აძლიერებს იმუნიტეტს და არის ძლიერი ანტივირუსული საშუალება; ძილის წინ ფეხის გულები ნივრის წვენით დაიზილეთ, ჩაიც ვით შალის (ან ბამბის) წინდა და მთელი ღამით დაიტოვეთ. წინდაში ნი ორი არ შეგყ ვეთ, თო რემ შეიძლება ფუფქი წარმოიშვას. ტიბეტელები თვლიან, რომ ნიორს ფეხის გულებიდან ავადმყოფობა `გამოაქვს”. ბავშვებს ფეხის გულები დაუზილეთ წყლით განზავებული წვენით პრო პორციით 3წილი წყალი 1 წილი ნივრის წვენი; წვრილად დაჭერით ნივრის რამდენიმე კბი ლი, დადგით პატარა ლამ ბაქით ოთახის სხვადასხვა კუთხეში და საწოლთან. გაჭრილი ნივრიის კბილი 10 დღის გან მავლობა ში ინარჩუნებს ბაქტერიოციდულ ეფექტს. ალბათ, სწორედ ამით აიხსნება უძველესი ტრა-დიცია _ ბავშვის საწოლთან ნივრის ჩამოკიდება `ავი სულების დასაფრთხობად~; გრეიფრუტის, ფორთოხლი სა და ლიმონის კა ნები დააწყვეთ ოთახში სხვადასხვა ადგილებში. ისინი გაამდიდრებენ თქვენი ოთახის ჰაერს ეთერზეთებით. ცვალეთ 5–7 დღეში; ძალიან ეფექტურია მიხაკის ღეჭვა. ის გაგიქრობთ პირში უსიამოვნო სუნს და დაგიცავთ ინფექციისგან; დინდგელის პატარა ნაჭერი ჩაიდეთ ლოყის უკან სახლიდან გასვლისას. ასევე, ეფექ ტურია ლიმონის ან გრეიფრუტის კანის და ფიჭვის `კევის” ღეჭვა; ავადმყოფობის დროს შეეცადეთ მიიღოთ მსუბუქი, ად ვილად მოსანე-ლე ბელი საკ ვები, მი ეძალეთ ხილს, ასკი ლის ჩაის, მწვანილს, სა ლათის ფოთლებს, თევზს, კომპოტებს; დიდი მნიშვნელობა აქვს ყელის სანაციას. ამისათვის კარგია სხვადასხვა მცენარეული ნაყენების გამოყენება სავლებების სახით; თუ ყელი გაწუ ხებთ მონაცვლეობით გაიკეთეთ სოდიანი და ძმრიანი წყლის სავლებები; თუ ყელში დისკომფორტს გრძ-ნობთ, გაიხსენეთ ისეთი შესანისნავი საშუალება როგორიცაა ტყლა პი, რომე ლიც გაწმენდს თქვენს ყელს და ნუშურაჯირკვლებს იქ და ბუდებული ბაქტერიებისაგან; _ ანგინის დროს ბავშვებს აჭამეთ უგემრიელესი მუსი: სოდა (დანის წვერზე) გახსენით 1 ჩაის კოვზ შინდის მურაბის წვენში; ვირუსული ინტოქსიკა ციის თავიდან ასაცილებლად მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სითხე, მინერალური წყალი, ნი ახურის ნა ხარში, ლიმონის ცედრა, ასკილის ჩაი; კიდევ ერთი კარგი ანტივირუსული საშუალებაა გახეხილი ჯანჯაფი ლი, რომელსაც ასხამთ ცხელ წყალს და ამატებთ ლიმონის ცედრას. დააყენეთ 20 წუთი და დაიწყეთ დილა ამ უგემრიელესი ელექსირით.
---
23.01.2019
მეიდასაშუალება: რეზონანსი
„მსგავსი რამ პირველად ხდება“ - ოკუპანტები ავადმყოფ ბავშვებს თბილისში სამკურნალოდ არ უშვებენ
„დე ფაქტო ხელისუფლება რაღაც ზეიმების, იუბილის, ან რაიმე პრობლემების გამო რეგულაურად კეტავს და ხსნის ხოლმე გამშვებ პუნქტებს, მაგრამ კრიტიკულ სიტუაციაში, როდესაც კონკრეტულ ადამიანებს ეხებოდა საქმე, ყოველთვის ხდებოდა კონტაქტი თბილისსა და ცხინვალს შორის და კონკრეტულ ადამიანებზე ხდებოდა შეთანხმება, რომელთაც შემდეგ ე.წ. საზღვარზე ატარებდნენ," - აღნიშნავს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას. ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები ვირუსული ინფექციის სიმპტომების მქონე ორ მოზარდს ე.წ. საზღვარზე არ უშვებენ. დე ფაქტო ხელისუფლება მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვის მიზეზად ე.წ. საზღვარზე კარანტინსა და ვირუსული ინფექციების გავრცელების თავიდან არიდებას ასახელებს. მიუხედავად იმისა, რომ ორი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მოზარდების მშობლებს ე.წ. საზღვარზე გადმოსვლის ნებართვა არ მისცეს იმისთვის, რომ მოზარდებს მკურნალობა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაეგრძელებინათ. რა ვითარებაა ოკუპირებულ ახალგორში და რატომ ვერ ხორციელდება მოზარდების გადმოყვანა, პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას კონკრეტულ მიზეზებს ვერ ასახელებს და ამ ფაქტს უცნაურს უწოდებს. „იშვიათი შემთხვევაა, რომ კონკრეტულ ადამიანს არ ატარებენ, ძალიან უცნაურია. წესით, უნდა არსებობდეს თბილისსა და ცხინვალს შორის ასეთ დროს კონტაქტი, ცხელი ხაზი და ურთიერთობები. „ურთიერთვალდებულბები ყოველთვის არსებობდა. მართალია, ეს ვალდებულბები ყველაფერზე არ ვრცელდებოდა, თუმცა კონკრეტული ადამიანების ბედზე კი ვრცელდებოდა - დაღუპულების გადმოსვენებაზე, ავადმყოფების გადაყვანაზე და ა.შ. კრიტიკულ სიტუაციებში გარკვეული ნაბიჯის გადადმა უხმაუროდ, დარეკვით ან ვინმეს თხოვნით ხდებოდა - ე.წ. საზღვარზე გადასვლის საკითხი, როგორ წესი, გვარდებოდა. „რაც დღეს გავიგე, ცოტა არ იყოს უცნაურია. ეტყობა რაღაც კავშირები აღარ არის, რაც იყო ადრე თბილისსა და ცხივალს შორის. კარანტინია გამოცხადებული, ეშინიათ, რომ თბილისიდან არ შევიდეს ვირუსი, მაგრამ აქეთ გამოშვება რა პრობლემაა?! პირველად ხდება, არ მახსოვს აქეთ არ გამოეშვათ ადამიანი, რომელიც ავად არის. ერთი არის პოლიტიკა, მეორე - კონკრეტულ ადამიანებზე ზრუნვა," - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
---
23.01.2019
მეიდასაშუალება: რეზონანსი
წითელაზე აცრა სავალდებულო გახდა - აუცრელ ბავშვებს საბავშვო ბაღებში არ მიიღებენ
მოსახლეობაში წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, კონკრეტული ღონისძიებების გატარება დაიწყო. თბილისის ბაგა- ბაღების მართვის სააგენტომ საქართველოს მთავრობის განკარგულება მიიღო, რომლის მიხედვითაც გამოიცა ბრძანება, რაც გულისხმობს წითელაზე აუცრელობის შემთხვევაში თანამშრომლებსა და მოსწავლეების სტატუსის შეჩერებას. ბრძანება დღეიდან მოქმედებს და მასში აღნიშნულია, რომ წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა მომავალი 2 თვის განმავლობაში უნდა გაიკეთოს ყველამ - როგორც ბაღის აღსაზრდელებმა, ისე ბაღების თანამშრომლებმა, მათ შორის აქამდე აცრილებმაც. შესაბამისი დამადასტურებელი საბუთის სახით აუცილებელია, რომ მშობლებმა და მასწავლებლებმა წარმოადგინონ სამედიცინო ცნობა. თუ პიროვნება აცრას ვერ იკეთებს სხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემის გამო, კონკრეტული ბაღის დირექტორი ინდივიდუალურად განიხილავს მის საკითხს. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ხოლო დაავადების შემდგომი გავრცელების რისკი ძალიან მაღალი. მიუხედავად ამისა, სააგენტო ცდილობს, რომ მდგომარეობა დაარეგულიროს.
---