მედიამონიტორინგი 24.12.2018
ტელევიზია
23.12.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: პოსტ სკრიპტუმი
ლუგარის ლაბორატორია და კრემლის ბრალდებები
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5775782
---
23.12.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
მიმდინარე სეზონზე გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა H1N1 იგივე ე.წ. ღორის გრიპია,- ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5775597
---
23.12.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
გრიპის ვირუსების გავრცელება გაზრდილია, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ავადობა 100 000 ადამიანზე 185-ს შეადგენს. სპეციალისტები მოსახლეობას სიფრთხილისაკენ მოუწოდებენ, ასევე ექიმისთვის მიმართვისკენ. რეკომენდაციების ნაწილია ისიც, რომ გრიპის ვირუსის პრევენციისათვის მოქალაქეებმა ვაქცინაცია გაიკეთონ. ვირუსები და ვაქცინაცია, ამ საკითხების შესახებ გადაცემის სტუმარია აკაკი ზოიძე. (მეორე ვიდეო ფაილი)
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5775271
I არხი -ახალი კვირა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5775777
---
23.12.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
სოციალურ სიდუხჭირესთან ერთად გურიის სოფელ ხიდისთავში ინფრასტრუქტურული პრობლემებიც აწუხებთ. ლომთაძეების მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახი ყველაფერთან ერთად წლებია გარესამყაროსაა მოწყვეტილი. და საჭიროების შემთხვევაში მათთან სასწრაფო დახმარების მანქანაც კი ვერ მიდის.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5775317
---
23.12.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 15:00
თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში ტუბერკულოზის შემთხვევა დაფიქსირდა. სკოლის ერთ-ერთ მოსწავლეს დაავადება ერთი თვის წინ დაუდგინდა და ის მკურნალობას ამ ეტაპზე სახლში განაგრძობს, სკოლაში კი ამბობენ, რომ მომხდარის გამო სასწავლო ოთახები სველი წესით დაამუშავეს და შენობა კარგად გაანიავეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5775095
---
22.12.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
9 წლის თამარ გორგაძეს მსოფლიოში იშვიათი დაავადება ავტო იმუნური ჰეპატიტი აქვს. მას სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება, რომელიც ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში სამ დღეში უნდა ჩატარდეს. გოგონას დონორი დედაა, ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია 125 ათასი ლარი ჯდება. 80 000 ლარი აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ და ბათუმის მერიამ გაიღო, დარჩენილი 45 000 შეგროვებას კი ოჯახი ამ დრომდე ცდილობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5774606
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5773658
---
22.12.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 15:00
ჰოსპიტალურ სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტის ელექტრონული რეცეპტების გაცემის დანერგვა იწყება. საკითხთან დაკავშირებით, დღეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში საქართველოს ჯანდაცვის სამინსიტროს წარმომადგენელმა რეგიონის სტაციონალური სერვისის მიმწოდებელთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ კლინიკის მენეჯერები, ტექნიკური პერსონალი და მედიკოსები. პროგრამა 15 იანვრიდან ამოქმედდება და ახალ სისტემაში ყველა ის მოქალაქე ჩაერთვება, რომელიც სამედიცინო დაწესებულებას მიმართავს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5774142
---
21.12.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
ხაზგასმით ვამბობ, გრიპის ვირუსის ეპიდემიაზე საუბარი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისივე თქმით, წინა წლების მსგავსად, ამ პერიოდში გრიპის ვირუსის შემთხვევებზე სასწრაფო დახმარების გამოძახების რაოდენობა გაზრდილია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5772946
რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5772820
იმედი - ქრონიკა 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5772777
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5772748
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5772072
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5772942
---
21.12.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 15:00
სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტმა 2018 წელი შეაჯამა. 1840-ზე მეტი დასაქმებული, მათ შორის 89 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, - ასეთია წლის სტატისტიკა. დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი ორ პროგრამას ახორციელებს. ესენია: „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების პროგრამა“ და „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა“.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5772076
იმედი - ქრონიკა 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5772802
---
21.12.2018
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 12:00
პროფკავშირების ინფორმაციით, 2018 წელს სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 39 და მძიმედ დაშავდა 37 ადამიანი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5771577
---
ინტერნეტი
24.12.2018
აუდიტის სამსახურმა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შემწეობის გაცემის საკითხში ხარვეზები გამოავლინა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საარსებო შემწეობის გაცემის საკითხთან მიმართებაში ხარვეზები გამოავლინა. კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საარსებო შემწეობის ადმინისტრირების ინფორმაციული სისტემების (IT აუდიტი)” ეფექტიანობის აუდიტი ჩაატარა. აუდიტის შედეგად დადგინდა, რომ სააგენტოს ინფორმაციული სისტემა ვერ უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის მოხმარებისა და განათლების დონის მაჩვენებლების დადგენას, ასევე პრობლემურია სარეიტინგო ქულის გამოთვლის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის, ბენეფიციარის ასაკის განახლება. გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საარსებო შემწეობის პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტმა დააფიქსირა ბენეფიციარებზე საბიუჯეტო სახსრების ზედმეტად გადარიცხვის ფაქტები. პროგრამის ადმინისტრირებაში არსებული ხარვეზების გამო, საჭირო გახდა 2015-2016 წლებში საარსებო შემწეობის სახით გადარიცხული თანხების ლეგალიზება, რომელიც საერთო ჯამში 1 668 000-მდე ლარს შეადგენს. აუდიტის დასკვნით, სააგენტოს ინფორმაციული სისტემა სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს თანამედროვე ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებას, მათ შორის უსაფრთხოების პარამეტრები სათანადოდ არ არის დაცული რეგიონულ სამსახურებში. არსებული ნაკლოვანებების გასაუმჯობესებლად სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შემდეგი რეკომენდაციები გასცა: • ბუნებრივი აირის მოხმარებისა და განათლების დონის მაჩვენებლების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, სააგენტომ შეიმუშაოს ქმედითი მექანიზმები, ბენეფიციარის მიერ დეკლარირებული ინფორმაციის ვალიდაციისათვის; • სარეიტინგო ქულის მუდმივი სისწორის უზრუნველსაყოფად, სააგენტომ განახორციელოს აპლიკაციაში შესაბამისი ბრძანების მოდიფიცირება, რომელიც პერიოდულად განაახლებს ასაკის ველს; • სააგენტომ, როგორც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტმა, არსებული საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით შეიმუშავოს პოლიტიკა და პროცედურები ინფორმაციული წვდომისა და პრივილეგიების განსაზღვრის მიზნით; დანერგოს სისტემაში მომხმარებელთა მიერ განხორციელებული ქმედებების მონიტორინგის ქმედითი სისტემა.
---
23.12.2018
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/526548-paata-imnaze-mimdinare-sezonze-gavrcelebuli-virusebis-umravlesoba-ec-goris-gripia/
პაატა იმნაძე - მიმდინარე სეზონზე გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა ე.წ. ღორის გრიპია
მიმდინარე სეზონზე საქართველოში გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა H1N1 - ე.წ. ღორის გრიპია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განუცხადა. მისივე თქმით, გრიპის ვირუსების გავრცელება უკვე გაზრდილია და ავადობა 100 000 ადამიანზე 185-ს შეადგენს. „თავის დროზე მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარების რეკომენდაციას ვაძლევდით. ახლა კი ჩვენი რეკომენდაციია, რომ ხელები ხშირად დაიბანონ, ვირუსის მქონე პირები დარჩნენ სახლში, არ წავიდნენ სამსახურსა და სკოლაში, რადგან ვირუსებს მსუბუქი ფორმით დაავადებული პირები ავრცელებენ. ვირუსი როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში და ყველა ასაკის პირებშია გავრცელებული“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. ღორის გრიპი - დაავადების ნიშნები და თავდაცვის გზები
კვირა.ჯი- http://kvira.ge/440088
კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/paata-imnadze-mimdinare-sezonze-gavrcelebuli-virusebis-umravlesoba-ew-goris-gripia
სქინიუს.ჯი- http://sknews.ge/index.php?newsid=20779
---
23.12.2018
მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/tskheleba-tavis-tkivili-suntqvis-gadzneleba-saqartveloshi-h1n1-tipis-virusi-piks-dekembris-bolostvis-miaghtsevs/54171
ცხელება, თავის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება - საქართველოში H1N1 ტიპის ვირუსი პიკს დეკემბრის ბოლოსთვის მიაღწევს
ევროპის შემდეგ H1N1 ტიპის ვირუსი საქართველოშიც ვრცელდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ლაბორატორიულად დადასტურებულია H1N1 ტიპის ვირუსის 60-65 შემთხვევა. „ამჟამად დაახლოებით ლაბორატორიულად სადღაც 60-65 შემთხვევაა ქვეყანაში იდენტიფიცირებული და ძირითადად ტრიალებს ე.წ. H1N1-ის შტამი გრიპისა, რომელიც ცოტა მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე შარშანდელი მოცირკულირე შტამი“, - განაცხადა გამყრელიძემ. რისკჯგუფში შედიან მოხუცები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და ბავშვები. ამ ეტაპზე დაავადებულთა უმრავლესობა მცირეწლოვანია. ვირუსის გართულების შემთხვევებში პაციენტს პნევმონია უვითარდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ იმ სიმპტომებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის აღმოჩენის შემთხვევაში მოქალაქეებმა ექიმს უნდა მიმართონ. „გართულება შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ ვირუსს, არა მარტო გრიპის ვირუსს, არამედ ნებისმიერ ვირუსს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანს, განსაკუთრებით ბავშვს თუ აქვს 38.5 გრადუსზე მეტი ტემპერატურა, აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა. დიდს რაც შეეხება, თუ სამ დღეზე მეტია აქვს მაღალი ტემპერატურა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, თუ არის სისხლი ნახველში, ან თუ არის ჩირქოვანი ნახველი, ან თუ არის სუნთქვის გაძნელება, რაც ფილტვების ანთების ნიშანი შეიძლება იყოს“, - განმარტა იმნაძემ. პედიატრ თემურ მიქელაძის თქმით, ვირუსის გავრცელება დეკემბრის ბოლოსთვის პიკს მიაღწევს. „გრიპის პირველი ქრონიკული ნიშანი არის მაღალი ცხელება, რომელიც გრძელდება დაახლოებით 5-დან 8 დღემდე და ცხელებას თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი, ადვილად დაღლილობა, სახსრების ტკივილი, ყელის ტკივილი, ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს ღებინება, ნაწლავთა გახშირებული მოქმედება. პაციენტთა რაოდენობა გაზრდილია დაახლოებით, შეიძლება, სამჯერაც, იმიტომ რომ ყველას ერთი და იგივე ტიპური სიმპტომატიკა ახასიათებს. სწორედ დეკემბრის პერიოდში და დეკემბრის ბოლოსთვის რაღაც პიკს მიაღწევს, დაახლოებით 20 იანვრიდან ალბათ, წესით, უნდა დაიკლოს“, - აღნიშნა ექიმმა. ვირუსის გამო გაზრდილია სასწრაფო დახმარების გამოძახების რაოდენობა. დღე-ღამეში მარტო თბილისში 2000-ზე მეტი გამოძახება ფიქსირდება. ჯანდაცვის სამინისტრო პანიკის საფუძველს ამ ეტაპზე ვერ ხედავს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ საგანგებო რეჟიმში გადავიდეს და მანქანებით ოჯახის ექიმებიც უზრუნველყოს
---
23.12.2018
მედიასაშუალება: https://www.for.ge/view/158163/Sewydeba-Tu-ara-swavla-virusebis-gamo---ra-gancxadebas-akeTeben-daavadebaTa-kontrolis-centrSi.html
შეწყდება თუ არა სწავლა ვირუსების გამო - რა განცხადებას აკეთებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში
ბოლო დღეებში ძალიან გააქტიურდა გრიპის ახალი ვირუსი, რომელიც ეპიდემიასავით მოედო ქვეყანას. ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური განცხადებაც კი გაავრცელა. დადგება თუ არა სწავლის შეწყვეტის აუცილებლობა სკოლებსა და ბაღებში? დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი მიიჩნვს, რომ ეს მდგომარეობას არაფრით არ შეამსუბუქებს ავადობის მხრივ. "ახლა არის რესპირაციული ვირუსების გავრცელების აქტიური პერიოდი და რამდენიმე სახის ვირუსი ცირკულირებს, მათ შორის არის გრიპის ვირუსიც და სამწუხაროდ, სკოლებისა და ბაღების ადრე დათხოვნა არ არის გამოსავალი ავადობის შესამცირებლად. ამიტომაც ამ რეკომენდაციის საჭიროება არ არის. შემიძლია, რჩევის სახით ვთქვა, რომ სკოლებსა თუ ბაღებში ოთახები ხშირად განიავდეს და ადმინისტრაციამ ავადმყოფი ბავშვები არ დაუშვას. დანარჩენი ეს არის განათლების სამინისტროს კომპეტენცია, თუ ისინი თვლიან, რომ სასწავლო პროცესი სრულყოფილად ვერ მიმდინარეობს, მაშინ თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება"
---
23.12.2018
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=88366
აკაკი ზოიძე: აცრებზე უარის თქმით, მშობლები ბავშვების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან
საქართველოში სავალდებულო აცრების შემოღებასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ გააკეთა. მისი განცხადებით, მედპერსონალი ვალდებული იქნება, რომ მშობელს აცრებთან დაკავშირებით რჩევა კი არ მისცეს, არამედ დაბეჯითებით მოსთხოვოს ბავშვის აცრა. აკაკი ზოიძის განცხადებით, ბავშვის აცრა მშობლის მოვალეობაა. ზოიძის თქმით, არსებული სტატისტიკით ბავშვების 10%-ზე მეტს არ აქვს ჩატარებული წითელას აცრა. მისი განმარტებით, აცრებზე უარის თქმა ძირითადად აცრებთან დაკავშირებით დეზინფორმაციით არის განპირობებული, ასევე ექიმები არ ურჩევენ (აქამდე არ ურჩევდნენ) მშობლებს რომ ბავშვები აეცრათ. „ეს მშობლების არჩევანი არ არის, აქ ბავშვის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზეა ლაპარაკი. იმით რომ არ ცრიან ისინი ბავშვებს უქმნიან საფრთხეს“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ. სავალდებულო აცრები 2019 წლის 1 იანვრიდან შემოდის, თუმცა კანონის აღსრულება 1 ივნისიდან იქნება სავალდებულო.
---
22.12.2018
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/526488-anakliashi-mcxovreb-devnil-ojaxebs-binebi-gadaecat/
ანაკლიაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ბინები გადაეცათ
ანაკლიაში, ახალაშენებულ კორპუსში, ბინა 13 დევნილ ოჯახს გადაეცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცედურას მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია დაესწრნენ. სამინისტროს განცხადებით, დევნილი ოჯახები ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხის ძველ კოტეჯებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. სახელმწიფოსთვის პორტის მშენებლობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, სწორედ ამიტომ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები, კრიტერიუმების გარეშე, უპირობოდ, გადაეცათ. 13 ოჯახი, მათი სურვილის შესაბამისად, ანაკლიაში, ახალაშენებულ კორპუსში განსახლდება. 2013 წლიდან დღემდე, სამეგრელოს რეგიონში ბინა 1262 დევნილ ოჯახს გადაეცა. ამ ეტაპზე, ზუგდიდში 360 ოჯახის განსახლების მიზნით 6 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
ფორ.ჯი-https://www.for.ge/view/158069/anakliaSi-mcxovreb-devnil-ojaxebs-binebi-gadaecaT.html
რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=42&id=88283
აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/anakliashi-mtskhovreb-devnil-ojakhebs-binebi-gadaetsath/
პია.ჯი- https://pia.ge/post/239932-anakliasi-mcxovreb-devnil-ojaxebs-binebi-gadaecat
---
22.12.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/440011
საშინელებაა, როდესაც შენი შვილის ტანჯვას უყურებ – რობაქიძეების ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდებათ
რობაქიძეების ოჯახში 8 წლის წინ შვილის დაბადებით გამოწვეული სიხარული დარდმა შეცვალა. როგორც “კვირას” “ჩერნოვეცკის ფონდიდან” აცნობეს, მათე დღენაკლული დაიბადა – 6 თვის. სულ რაღაც კილო-ნახევარს იწონიდა. ბავშვის გადარჩენა ექიმებმა შეძლეს, თუმცა მას ჯანმრთელობის მხრივ მრავალი პრობლემა შეექმნა. „საშინელებაა, როდესაც შენი შვილის ტანჯვას უყურებ და არ გაგაჩნია საშუალება, უშველო მას. მათეს საუბარი არ შეეძლო, ვერც გვაგებინებდა რა აწუხებდა“, – ამბობს მათეს დედა. უფროსი ძმები და მშობლები არ კარგავენ იმედს, რომ მათე გამოჯანმრთელდება. მათ ყველაფერი გაყიდეს რაც კი ებადათ და ბავშვის მკურნალობას მოახმარეს… მკურნალობამ შედეგი გამოიღო და მათეს მდგომარეობა უკეთესობისკენ წავიდა. ახლა ის დამოუკიდებლად ჯდება, ცდილობს ცალკეული სიტყვების წარმოთქმას, უყვარს ტელევიზორის ყურება, დედას ყველაფერს აგებინებს. ის ნაბიჯების გადადგმასაც კი ცდილობს. დიდი იმედია იმისა, რომ ბიჭუნა გამოჯანმრთელდება. ამისათვის მკურნალობის გაგრძელებაა საჭირო, რის საშუალება რობაქიძეების ოჯახს არ გააჩნია. ჩვენ რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ მათეს დედას: – ქალბატონი ნანა, ვინმე გეხმარებათ ? – მეზობლები გვეხმარებიან. ღმერთს სულ მადლობას ვეუბნები, რომ ასეთი კეთილი მეზობლები მყავს. მათ ძალიან უყვართ ჩემი მათე და გვერდში მიდგანან, მამხნევებენ მორალურად. – ამჟამად რა სახის დახმარება გესაჭიროებათ ? – ერთადერთი, რასაც ვთხოვ კეთილ ადამიანებს, მათეს გამოჯანმრთელებაში გამიმართონ ხელი. ძალიან გვიჭირს, ხანდახან პამპერსის ყიდვის საშუალებაც არა მაქვს. ჩემი ერთადერთი ნატვრაა, შევაგროვო საჭირო თანხა და მათეს მკურნალობის კურსი ბოლომდე მივიყვანო! ვიცი, რომ ღვთის წყალობით, ის სიარულს შეძლებს. ჩერნოვეცკის ფონდი აცხადებს საქველმოქმედო აქციას მათეს მხარდასაჭერად. თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000
---
21.12.2018
მედიასაშუალება: http://newpress.ge/devnil-ojaxebs-qutaisshi-axalashenebul-korpusshi-sacxovrebel-fartebi-gadaecemat
ქუთაისში დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დევნილ ოჯახებს ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელ ფართები გადაეცემათ. ამ ეტაპზე, სამინისტროს, მენაშენეების პროექტის ფარგლებში შესყიდული 52 ბინა ჩაბარდა. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ამჯერად, ბინები იმ ოჯახებმა მიიღეს, რომლებიც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ნგრევად შენობებში ცხოვრობდნენ. ჯამში, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 4 ობიექტი დაიხურა. გუმათის ნგრევად ობიექტში მცხოვრებმა 7-მა ოჯახმა კი მიიღო ადმინისტრაციული დაპირება, რომ ერთოთახიანი ბინები მომდევნო განაწილებაზე გადაეცემათ. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან იმ დევნილებს, რომლებსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ. სამინისტროს ინფორმაციით, დევნილების მიღება ქუთაისში, აბაშიძის ქ.N27-ში, 22 დეკემბერს, 11:00 საათზე დაიწყება და იმ დრომდე არ დასრულდება, ვიდრე თითოეული მათგანის შეკითხვას ამომწურავი პასუხი არ გაეცემა. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც გამოქვეყნებულ სიაში აღმოაჩენს რაიმე სახის უზუსტობას, შეუძლია აღნიშნულის თაობაზე მიმართოს სამინისტროს, რომელიც თავს მხრივ მზადყოფნას გამოთქვამს, კონფიდენციალურობის სრული დაცვით გადაამოწმოს მოწოდებული ინფორმაცია. ქუთაისში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, კიდევ 245 ბინაა შესყიდული. გარდა ამისა, ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე 480 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის 6 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ჯამში, 2019 წელს, საცხოვრებელი ფართები 725 დევნილ ოჯახს გადაეცემა. მომდევნო ეტაპებზე, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია ბინებს, ქულათა სისტემით გაანაწილებს. ასევე, განიხილება ნგრევადი ობიექტების დახურვის საკითხიც.
---
21.12.2018
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის თბილისში სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება გაიხნა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მძიმე და ღრმა დარღვევების მქონე ბავშვებისთვის თბილისში ახალი, სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების სახლი გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, სახლი საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით გაიხსნა. მათივე ცნობით, ინიციატივას შეუერთდა „m² უძრავი ქონება“, რომელმაც სრულად დააფინანსა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთათვის განკუთვნილი სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებისთვის სახლის მშენებლობა. სახლი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილიმ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ადამ შმიდტა და „m² უძრავი ქონებას“ მმართველმა პარტნიორმა შოთა ბერეკაშვილმა გახსნეს. „სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება არის გარდამავალი მომსახურება სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი 18 წლამდე ბავშვებისთვის მძიმე და ღრმა დარღვევებით, რომელთაც ჯანმრთელობის რთული პრობლემები აქვთ. მომსახურების მიზანია, უზრუნველყოს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ზრუნვა, ფსიქოსოციალური დახმარება და შესაბამისი პირობების შექმნა ბავშვების განვითარებისა და სოციალური ინკლუზიისთვის. სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება უზრუნველყოფს ბავშვებზე 24 საათიან ზრუნვას, საექთნო მოსახურებას, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს, პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვების ფიზიკური, ფუნქციური და ადაპტაციის უნარების განვითარებას. მომსახურების მიმწოდებლები არიან სპეციალისტთა მულტიდიციპლინური გუნდი (ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი და პედიატრი) და აღმზრდელები. მომსახურება ქმნის ოჯახურ გარემოს ბავშვებისთვის და ხელს უწყობს მათ ინკლუზიას საზოგადოებაში“, - განმარტავენ ჯანდაცვის სამინისტროში. მათივე ცნობით, სამინისტროსთან თანამშრომლობითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ბავშვთა ფონდმა აღჭურვა საოჯახო ტიპის სპეციალიზებული მომსახურების სახლი და ჩაატარა ტრენინგები პროფესიონალებისთვის, რომლებიც ბავშვებთან იმუშავებენ.
პრესა.ჯი- https://presa.ge/?m=bp&AID=71586
დრონი.ჯი- https://droni.ge/?m=3&AID=42474
---
21.12.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/2018-wels-socialuri-momsaxurebis-saagentos-sxvadasxva-programebis-sashualebit-djamshi-1877-adamiani-dasaqmda
2018 წელს, სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა პროგრამების საშუალებით, ჯამში, 1877 ადამიანი დასაქმდა
სოციალური მომსახურების სააგენტომ „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ შემაჯამებელი კონფერენცია გამართა. 2018 წელს, სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა პროგრამების საშუალებით, ჯამში, 1877 ადამიანი დასაქმდა. მათ შორის, 95 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. შემაჯამებელი კონფერენციის მიზანს, შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების, გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების საზოგადოებისათვის გაცნობა წარმოადგენდა. წლის შემაჯამებელი კონფერენცია გახსნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიღწევებზე,სამომავლო გეგმებსა და დამსაქმებლებთან მჭიდრო თანამშრომლობის სტრატეგიაზე გაამახვილა ყურადღება სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ. ერთობლივად განხორცილებულ ფორუმებზე ისაუბრა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის თავმჯდომარე მიხეილ კორძახია და პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობაზე ანგარიში დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა წარმოადგინა. ღონისძიებას დამსაქმებლებთან და კოლეჯების ხელმძღვანელებთან ერთად პარტნიორი სამინისტროების, სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმოადგენლებიც ესწრებოდნენ. დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების პროგრამისა" და „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს. კერძოდ: საშუამავლო მომსახურება სამუშაოს მაძიებელსა და დამსაქმებელს შორის, ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირებები, დასაქმების ფორუმები, მხარდაჭერითი დასაქმება, პროფკონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურება, მომზადება - გადამზადების, სუბსიდირების, სტაჟირებისა და სხვა პროგრამები. ჯგუფურ კონსულტაციებში 1479 სამუშაოს მაძიებელი მონაწილეობდა. ინდივიდუალური კონსულტირება კი 16 275 სამუშაოს მაძიებელმა გაიარა. ინდივიდუალური პროფესიული კონსულტირება 530-ს, ჯგუფური კი 333 ბენეფიციარს გაეწია. მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტებმა შშმ პირთათვის 341 ვაკანსია მოიძიეს. მხარდაჭერითი მომსახურება 274 შშმ პირს გაეწია. აქედან, 33 შშმ პირი დასაქმდა. სუბსიდირების კომპონენტში ჩაერთო 14 დამსაქმებელი და 26 ბენეფიციარი, მათ შორის, 22 შშმ პირი. დღეის მდგომარეობით, შრომითი ხელშეკრულება უკვე გაუფორმდა 11 ბენეფიციარს, აქედან 9 შშმ პირია. პროფესიული მომზადება - გადამზადების პროგრამის პირველ და მეორე ეტაპზე სამუშაოს მაძიებელთა მოკლევადიანი კურსით უკვე 3000-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა. გასულ წლებთან შედარებით, მსურველთა რაოდენობა მზარდია, რაც პროგრამის წარმატებით მიმდინარეობაზე მეტყველებს. 2016 წლიდან დღემდე, უკვე 876 პირი დასაქმდა. 2018 წელს, თბილისსა (ჩუღურეთის, გლდანის, ნაძალადევის, ისნის, ვაკის, საბურთალოს, კრწანისის, სამგორის რაიონებში) და რეგიონებში (თელავი, ბათუმი, თეთრიწყარო და რუსთავი) დასაქმების 12 ფორუმი ჩატარდა. ფორუმების მეშვეობით, 369 პირი დასაქმდა და მონიტორინგი კვლავაც გრძელდება. შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე სულ 229 555 ადამიანია რეგისტრირებული. აქედან, აქტიური სამუშაოს მაძიებელია 194 296. წლის განმავლობაში, თავისუფალი სამუშაო ადგილი იყო 8932. ღონისძიებაზე სოციალური მომსახურების სააგენტომ საუკეთესო პარტნიორები და დამსაქმებლები დააჯილდოვა. 2018 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა 5 კომპანია: ნიკორა ტრეიდი; ჯეოტურანი; აგროჰაბი; გრინვეის ჯორჯია; ჰიპერმარკეტების ქსელი კარფური. წლის საუკეთესო პარტნიორები გახდნენ: თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე; ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე; შპს საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა; სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი მერმისი; შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია.
პია.ჯი- https://pia.ge/post/239889-dasaqmebis-departamentma-2018-wlis-angarisi-warmoadgina
აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/dasaqmebis-departamentma-2018-tslis-angarishi-tsarmoadgina/
კვირა.ჯი- http://kvira.ge/439952
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=76681
---
21.12.2018
მედიასაშუალება: https://presa.ge/?m=society&AID=71605
1-ელი იანვრიდან აცრები სავალდებულო იქნება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით 1-ელი იანვრიდან აცრები სავალდებულო ხდება. როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, პირველ ეტაპზე სავალდებულო აცრები ვაქცინაციაზე საზოგადოების ყურადღების გამახვილებას ეხება. „სავალდებულო ჯერ რაიმე საჯარიმო სანქციებს არ მოიაზრებს. ჩვენი ამოცანაა კიდევ ერთხელ ხაზგასმა კაცობრიობის უმნიშვნელოვანეს მიღწევაზე, რასაც ვაქცინაცია ჰქვია. აცრები განსაკუთებით ბავშვებში ძალიან მნიშვნელოვანია. ვაქცინაციაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ჩვენ განუწყვეტლივ ვახდენთ. მათ შორის სკოლებში და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში, რომ იქ მომუშავე ადამიანებსა და ბავშვების მშობლებს ამის მნიშვნელობა კიდევ ავუხსნათ”, – განაცხადა სერგეენკომ. შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში შესული ცვლილების თანახმად, 2019 წლის პირველი იანვრიდან ბავშვებისთვის პროფილაქტიკური აცრების გაკეთება სავალდებულო ხდება. თუმცა ცვლილება ამ ეტაპზე მხოლოდ შესაბამისი ჩანაწერის გაკეთებას გულისხმობს და აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში მშობლის მიმართ რაიმე სანქციას არ ითვალისწინებს.
---
21.12.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/minda-mosaxleobas-mivmarto-gripis-simptomebisas-tvitmkurnaloba-ar-daiwyon-da-eqims-mimarton-sergeenko
"მინდა მოსახლეობას მივმართო, გრიპის სიმპტომებისას თვითმკურნალობა არ დაიწყონ და ექიმს მიმართონ"- სერგეენკო
მართალია ბოლო პერიოდში გაზრდილია სასწრაფო დახმარების გამოძახების რაოდენობა, თუმცა გრიპის ვირუსის ეპიდემიაზე საუბარი არ არის, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. „გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების რაოდენობა სეზონურად ყოველწლიურად იმატებს, წელიწადში მინიმუმ ორჯერ. ახლაც, როგორც მოსალოდნელი იყო, დეკემბრის ბოლოს ჩვენ გაზრდილ რაოდენობას ველოდებოდით. ხაზგასმით ვამბობ, ეპიდემიაზე, რა თქმა უნდა, საუბარი არ არის. როგორც წინა წლებში, ავადობის შემთხვევათა რაოდენობა გაზრდილია. შესაბამისად, მომატებულია სასწრაფო დახმარებების გამოძახების რაოდენობაც. „მონიტორინგს ვაკეთებთ და საჭიროების შემთხვევაში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს 24-საათიან რეჟიმში გადავიყვანთ, ოჯახის ექიმებს კი ავტომობილებით უზრუნველვყოფთ. თუმცა მინდა მოსახლეობას მივმართო, რომ გრიპის ვირუსის სიმპტომების, მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, თვითმკურნალობა არ დაიწყონ და ექიმს მიმართონ," - განაცხადა დავით სერგეენკომ. გრიპის ვირუსი ადამიანიდან ადამიანს ცემინების, ხველებისა და ახლო კონტაქტისას გადაეცემა. სიმპტომები იწყება უეცარად და გრძელდება რამდენიმე დღიდან კვირამდე. მისი ძირითადი სიმპტომებია ცხელება და შემცივნება, ხველება, თავისა და კუნთების ტკივილი, დაღლილობა. გრიპით გამოწვეული სერიოზული გართულებების რისკი იზრდება სხვა ქრონიკული დაავადებების ან ჯანმრთელობის პრობლემების არსებობისას. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური სპეციფიკური საშუალება. მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნოთ, ვაქცინაციას შეუძლია გრიპით დაავადების რისკი შეამციროს 60%-ით მთელს მოსახლეობაში გრიპის სეზონის განმავლობაში. ვაქცინაცია უსაფრთხოა. ვაქცინაციის გვერდითი ეფექტები იშვიათია და მსუბუქი; ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს ტკივილი და სიწითლე ვაქცინაციის ადგილას; ძალზე იშვიათად - თავის და კუნთების ტკივილი, ცხელება, დაღლის შეგრძნება, გულისრევა. ვაქცინაციის გვერდითი ეფექტები, გრიპისგან განსხვავებით, არის მსუბუქი და ქრება სწრაფად, - ასეთ რეკომენდაციას აძლევს ხალხს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საზოგადოებას რეკომენდაციებს აძლევს. იმისათვის, რომ გრიპის ვირუსი თავიდან ავირიდოთ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საზოგადოებას აფრთხილებს: გრიპმა შესაძლოა შეგიქმნათ სერიოზული საფრთხე, თქვენ და თქვენს გარშემო მყოფთ. გრიპის პრევენციის მიზნით, ჩაიტარეთ სეზონური ვაქცინაცია. ვაქცინაცია უსაფრთხოა. დღეისთვის გრიპის ვირუსი საქართველოში არ ცირკულირებს, თუმცა 200-მდე სხვა ვირუსს შეუძლია გამოიწვიოს გრიპისმაგვარი დაავადება. გრიპისმაგვარი სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს. ექიმს შეუძლია განსაზღვროს რა ტიპის მკურნალობა გესაჭიროებათ. იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა - სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში - ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა - სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა. გრიპისმაგვარი დაავადებების სიმპტომების მქონე პაციენტებს დამატებითი ლაბორატორიული კვლევები გამომწვევის იდენტიფიკაციისთვის არ ესაჭიროებათ.
ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/330668/
---
21.12.2018
მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/aravitar-epidsituatsiaze-saubari-ar-aris-imitom-rom-avadoba-100-000-adamianze-185-s-sheadgens-paata-imnadze/54084
არავითარ ეპიდსიტუაციაზე საუბარი არ არის, იმიტომ, რომ ავადობა 100 000 ადამიანზე 185-ს შეადგენს - პაატა იმნაძე
არავითარ ეპიდსიტუაციაზე საუბარი არ არის, იმიტომ, რომ გრიპით ავადობა 100 000 ადამიანზე 185-ს შეადგენს, - განუცხადა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ. მისი თქმით, გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებლი დეკემბრის ბოლოდან იზრდება. „არავითარ ეპიდსიტუაციაზე საუბარი არ არის, იმიტომ, რომ ავადობა 100 000 ადამიანზე 185-ს შეადგენს. ეპიდემიური ზღვარი კი 100 000 მოსახლეზე 400-ია ხოლმე. მთავარია, რომ დაავადების მქონე პირი არ წავიდეს სამსახურსა და სკოლაში, ბაღში. ვისაც დაავადება უფრო მძიმე ფორმაში აქვს ხოლმე, როგორც წესი, ის წევს, მაგრამ ვისაც მსუბუქი ფორმა აქვს, ისინი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დადიან და გრიპის ვირუსს ავრცელებენ. გრიპის ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქეებმა უნდა მიმართონ ექიმს”,- განაცხადა პაატა იმნაძემ. შეგახსენებთ, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა გუშინ საგანგებო განცხადება გაავრცელა, ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, ვირუსის პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე ოჯახის ექიმს მიმართონ. მათივე ინფორმაციით, ვირუსის გართულების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა, მოქალაქეებმა პირველივე დღეებიდან ჩაიტარონ შესაბამისი მკურნალობის ამბულატორიული კურსი.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/439851
---
21.12.2018
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ერთიანი ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური განყოფილება შეიქმნა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ერთიანი ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით, რომელშიც როგორც ადამიანები, ისე ცხოველები მოიაზრებიან, სპეციალური განყოფილება შეიქმნა. ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარკვეული ინფექციები ადამიანზე ცხოველისგან ვრცელდება და ამის პრევენციას 21-ე საუკუნეში დიდი ყურადღება ექცევა. „დღეს ჩვენთან „ერთიანი ჯანმრთელობის დღე” აღინიშნება. როგორც წესი, ის მსოფლიოში ნოემბერში აღინიშნება ხოლმე, მაგრამ ამ დიდ პრობლემასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში სპეციალური განყოფილება შეიქმნა და საქართველოში მისი 21 დეკემბერს აღნიშვნაც ამას უკავშირდება. “საყოველთაო ჯანმრთელობის დღე”- ეს არის შედარებით ახალი მიმართულება ჯანმრთელობის დაცვაში, რომელიც ცხოველთა და ადამიანთა ჯანმრთელობასთან ერთიან მიდგომას გულისხმობს. ბევრი დაავადება, მაგალითად, ცოფი და ჯილეხი ადამიანზე ცხოველით გადადის, ამიტომ ვეტერინარულ და ადამიანის ჯანმრთელობის სექტორებს შორის თანამშრომლობას 21-ე საუკუნეში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, განსაკუთრებით, მაშინ როდესაც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კლიმატის ცვლილება ხდება, რომელიც ხელს უწყობს გენეტიკურ ცვლილებებს და შედეგად, სულ ახალი ინფექციები ჩნდება”,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
---
21.12.2018
ამირან გამყრელიძე: გრიპის ვირუსის სიმპტომებით საავადმყოფოებისადმი მიმართვიანობა გაზრდილია, მაგრამ ეპიდემია გავრცელებული არ არის
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში სხვადასხვა რესპირატორული დაავადებებით მიმართვიანობა როგორც ამბულატორიებში, ისე საავადმყოფოებში იზრდება, თუმცა გრიპის ეპიდემია გავრცელებული არ არის. ამირან გამყრელიძის თქმით, რესპირატორული დაავადებებით მიმართვიანობა განსაკუთრებით ბავშვთა საავადმყოფოებში გაიზარდა. "მოგეხსენებათ, ზამთარია და ვირუსული ინფექციები, მათ შორის, გრიპი აქტიურდება. დაახლოებით, 2 კვირაზე მეტია, რაც გრიპის ვირუსი ლაბორატორიულად ფიქსირდება. მანამდე, რესპირატორული ვირუსები ფიქსირდებოდა. გრიპის ვირუსის მიერ გამოწვეული რესპირატორული სიმპტომები შედარებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხვა რესპირატორული ვირუსების მიერ გამოწვეული სიმპტომები. ბოლო 2 კვირის განმავლობაში თანდათან მოგვდის ინფორმაცია, რომ მიმართვიანობა იზრდება როგორც ამბულატორიებში, ისე საავადმყოფოებში. განსაკუთრებით, მიმართვიანობა ბავშვთა საავადმყოფოებში იზრდება", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი თბილისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. "გუშინდელი განცხადება იყო მხოლოდ მოსახლეობისთვის მოწოდება, რადგან გრიპი უმეტეს შემთხვევაში გართულების გარეშე მიმდინარეობს, მაგრამ 25-30% შემთხვევებში სერიოზული გართულებები გვაქვს. განსაკუთრებით, ბავშვთა და მოხუცთა ასაკში და ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში. ამიტომ ამ ადამიანებისადმი არის მოწოდება, რომ რაც შეიძლება მეტი პრევენციული ღონისძიება გაატარონ. განსაკუთრებით, ეს არის მშობლებისთვის: როდესაც ბავშვს აქვს მაღალი ტემპერატურა, საჭიროა, პედიატრისთვის მიმართვა", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. ცნობისთვის, გუშინ გავრცელებულ განცხადებაში თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, ვირუსის პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე ოჯახის ექიმს მიმართონ.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/439856
---
21.12.2018
"ოჯახმა ერთადერთი საცხოვრებელი იპოთეკაში ჩადო, მაგრამ ეს არ არის საკმარისი..."- 9 წლის თამარს საზოგადოების დახმარება სჭირდება
9 წლის თამარ გორგაძე საზოგადოების კეტილ ნებაზეა დამოკიდებული - პატარას 25 დეკემბერს, ბათუმის რეფერალურ საავდმყოფში სასწრაფო გადუდებელი ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რომლის ღირებულება 125 000 ლარს შეადგენს. ოჯახის ინფორმაციით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ თამარის დდასახმარებლად 50 000 ლარი გამოჰყო. პატრას 30 ათას ლარს ბათუმის მერია ურიცხავს. დანაჩენი თანხა კი ოჯახმა სამშაბათამდე უნდა ჩარიცხოს საავადმყოფოს ანგარიშზე. ოჯახმა ერთადერთი საცხოვრებელი ფართი იპოთეკაში ჩადო, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. პატარას სასწარფოდ ესაჭირეობათ 45 ათასი ლარი . "გთხვთ ყველას, ვისაც შეგიძლიათ თამარის თოვლის ბებიები დ აბაბუები და გადაარჩინოთ მისი სიცოცხლე"- აცხადებენ გორგაძეები. ოჯახის თანხმობით და და თხვნით ვაქვეყნებთ აორგანიზაციის ანგარიში ნომრებს . რომლდან თანხა პირდაპირ კლინიკას ჩაერცხება. საქველმოქმედოზარი 0901200128 თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ანგარიშის ნომერი აპარატებიდან: საბანკო მომსახურება იურიდიული პირი პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტაქტო ნომერი : 599 33 01 14
---
21.12.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/sayoveltao-jandacvis-quotgadasarchenadquot-gamoyofil-15-milions-mtavrobam-kidev-5-mln-daumata/27787
საყოველთაო ჯანდაცვის "გადასარჩენად" გამოყოფილ 15 მილიონს მთავრობამ კიდევ 5 მლნ დაუმატა
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის 2018 წლის ბიუჯეტით განსაზვრული 713 მილიონი ლარი 18 დეკემბერს ამოიწურა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამას 15 მილიონი დაუმატა და მისი ბიუჯეტი 728 მილიონამდე შეავსო. როგორც ირკვევა, საყოველთაო ჯანდაცვის შეუფერხებელი ოპერირებისთვის არც ეს თანხა არ აღმოჩნდა საკმარისი, რადგანაც აღნიშნული თანხიდან 727 მილიონი უკვე დახარჯულია. ამიტომ, სამინისტრომ პროგრამას კიდევ 5 მილიონი ლარი დაუმატა, რითიც მისი მოცულობა 733 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ბიუჯეტის დადგენილზე ჩქარა ათვისება სავარაუდოდ, საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებზე მოთხოვნის ზრდას უკავშირდება. იმისთვის, რათა პროგრამის ბიუჯეტი მთელი წლის განმავლობაში ყოფილიყო საკმარისი, დღეში საშუალოდ, 1.95 მილიონი ლარი უნდა დახარჯულიყო, თუმცა ფაქტობრივმა ხარჯვამ ამაზე მეტი შეადგინა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 2017 წელსაც ვადაზე ადრე ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის გადასარჩენად 40 მილიონის სახით დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. წელსაც თუ ხარჯვის არსებული ტემპი გაგრძელდა, დაახლოებით, 37 მილიონი ლარის დამატება გახდება საჭირო. შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის ფაქტობრივი ბიუჯეტი 750 მილიონ ლარს მიაღწევს. მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი არც 2016 და 2015 წლებში ეყო. 2016 წლის 7 ნოემბერს პროგრამის 570-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის საპასუხოდაც ჯანდაცვის სამინისტრომ მას საკუთარი შიდა რესურსების გადაჯგუფებით 35 მილიონი ლარი დაუმატა. დამატებული 35 მილიონი 12 დეკემბერს ამოიწურა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ მას კიდევ 18 მილიონი ლარი დაუმატა. ანალოგიური შემთხვევა მოხდა 2015 წელსაც, როდესაც პროგრამის ბიუჯეტი ნოემბერში ამოიწურა, რის გამოც მთავრობამ მის დასაფინანსებლად ბიუჯეტის კორექტირება მოახდინა და პროგრამას 100 მილიონი ლარი დაამატა. ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვაზე მისამართი თანხა სოციალური დახმარებების გაცემის მუხლს მოაკლო. 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვაზე 754 მილიონი ლარია გამოყოფილი.
---
21.12.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/bavshvebis-organizmshi-tyviis-shemcvelobis-dasadgenad-kvleva-gaxangrdzlivda
ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობის დასადგენად კვლევა გახანგრძლივდა
ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობის დასადგენად კვლევა გახანგრძლივდა, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შარშან ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტყვიის შემცველი წყაროების შესახებ ქვეყანაში პოტენციური საფრთხეები არსებობდა, რის შემდეგაც სამინისტრომ კვლევა დაიწყო. „კვლევა მნიშვნელოვანია. მის დაწყებამდე, შარშან ზაფხულში ინფორმაცია გააქტიურდა, რომ ტყვიის შემცველი წყაროების შესახებ ქვეყანაში პოტენციური საფრთხეები არსებობს, რაც განსაკუთრებით ბავშვებს საფრთხეს უქმნის. ამ საფრთხეების შემხვედრ ნაბიჯად ჩვენ კვლევა დავიწყეთ, რომელიც აუცილებელია, რათა გავიგოთ, ეს მომატებული საფრთხე მართლა თუ არსებობს და რა წყაროებიდან მოდის“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობას მიმართა, ანალიზების გაკეთებაზე უარი არ თქვან. „ეს უსაფრთხოა. ანალიზებს იტალიაში სპეციალიზირებულ ლაბორატორიაში ვაგზავნით. იმის მოლოდინი არ გვქონდა, რომ 100%-ით დამყოლობა იქნებოდა, მაგრამ 60% დამყოლობა ძალიან დაბალია. ამიტომ ჩვენ ამ კვლევას იქამდე გავაგრძელებთ, ვიდრე ვალიდურ რაოდენობას არ დავაგროვებთ. თუ ნაკლები ადამიანი ჩაერთვება, ამ კვლევას უფრო დიდი ხანი დასჭირდება და პასუხს უფრო გვიან მივიღებთ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 11 დეკემბერს განაცხადა, რომ ჯამში 1500 ბავშვის სისხლის ანალიზები უნდა აიღონ. ამ დროისთვის კი მხოლოდ 1 300-მდე ბავშვს აუღეს სინჯები. კვლევები 24 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო.
---
ბეჭდვითი მედია:
24.12.2018
მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი
შვილმოკლული დედა სერგეენკოს უწყებაში ჩაბუდებულ მკვლელ ექიმებს ამხელს!
2018 წლის 10 მაისს თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ფილტვის აბსცესით, პნევმონიითა და "დაუზუსტებელი" ანემიით 42 წლის ქართველი ჟურნალისტი, "სილქ ტვ"-ის სპორტული კომენტატორი შალვა (ბაჩანა) გარდაიცვალა. აწ განსვენებული ბაჩანას დედის, ქალბატონი მზია ბალავაძის გაცხადებით, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში მისი ვაჟის მიმართ პატივისცემას არ იშურებდნენ, სამაგიეროდ, "ამტელ ჰოსპიტალსა" და ამირან გამყრელიძის ვაჟის - გიორგი გამყრელიძის "ევექსის" რეგიონალურ ჰისპიტალში ჯალათმა ექიმებმა ბაჩანა მოლოდინაშვილს სიცოცხლის უკანასკნელი დღეები ჯოჯოხეთად უქციეს და ავადმყოფი საავადმყოფოდანაც კი გამოაგდეს! გამწარებული შვილმკვდარი დედა ეჭვობს, რომ ჯალათ ექიმებს, რომლებიც მის ერთადერთ შვილს სადისტურად მოექცნენ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსი ნინო ხუციშვილი მფარველობს. მზია ბალავაძე: 2018 წლის მარტის ბოლოს, გაციებისა და ვირუსის ფონზე, მარჯვენა მხარეს, ფილტვის მიდამოებში აღენიშნებოდა ტკივილი. აპრილის ბოლო სასწრაფო დახმარების ექიმების მიერ ბაჩანა გადაყვანილ იქნა "ავერსის" კლინიკაში, სადაც გამოკვლევების შემდეგ გვირჩიეს, რომ ტუბერკულოზის გამოსარიცხად ტუბერკულოზის ცენტრში მოგვეთავსებინა. ექიმმა გამოგვიცხადა, - პაციენტს ტუბერკულოზი არ აქვს და "ევექსის" საავადმყოფოში გადაიყვანეთო. ასე აღმოვჩნდით 2018 წლის 27 აპრილს "ევექსის "ემერჯენსში, სადაც მაშინვე პრობლემები შეგვექმნა. დიდი წვალების შემდეგ გავიგე, რომ ჩემი შვილის სამკურნალოდ დაშვებული იყო 15 ათასი ლარის ოდენობით ლიმიტი, რაც შეეხება ჯალათ ექიმებს, რომლებიც უპატიებლად გვეპყობოდნენ - მეორე ინტენსიური თერაპიის მკურნალი ექიმი თუ განყოფილების უფროსი გახლდათ ვინმე მედეა აბჟანდაძე, რომელთანაც კომუნიკაცია ყოვლად წარმოუდგენელი იყო. გადავიტანე უამრავი დამცირება, აბუჩად აგდება... არა მგონია, დავით სერგეენკომ იცოდეს, თუ რა ხდება მის საავადმყოფოებში! მე, შვილმკვდარი, გამწარებული დედა მოვითხოვ: მთელი სიმკაცრით დადგეს მკვლელი ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი და დაისაჯოს "ევექსის" ექიმი მედიკო აბჟანდაძე, ვინმე ნიკა და ასევე "ამტელ ჰოსპიტლის" ექიმი ვინმე ჩაჩუა, რომელმაც სამ საათში ჩემი შვილი გათიშულ მდგომარეობაში სახლში გამომიგდო. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და კონტროლის დეპარტამენტის უფროსს ნინო ხუციშვილს განმარტებები არ აუღია "ამტელ ჰოსპიტლისგან", რომელსაც რატომღაც ხელს აფარებენ. თუ სააკაშვილი ხალხს ქუჩასა და ციხეებშუ ხოცავდა, დავით სერგეენკოს უწყებაში, როგორც ჩანს, სპეციალური პროგრამებია შემუშავებული, რათა ადამიანები საავადმყოფოებში დახოცონ!
---
24.12.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
საქართველოში გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა ე.წ. ღორის გრიპია - პაატა იმნაძე
მიმდინარე სეზონზე საქართველოში გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა H1N1 - ე.წ. ღორის გრიპია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განუცხადა. მისივე თქმით, გრიპის ვირუსების გავრცელება უკვე გაზრდილია და ავადობა 100 000 ადამიანზე 185-ს შეადგენს. „თავის დროზე მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარების რეკომენდაციას ვაძლევდით. ახლა კი ჩვენი რეკომენდაციია, რომ ხელები ხშირად დაიბანონ, ვირუსის მქონე პირები დარჩნენ სახლში, არ წავიდნენ სამსახურსა და სკოლაში, რადგან ვირუსებს მსუბუქი ფორმით დაავადებული პირები ავრცელებენ. ვირუსი როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში და ყველა ასაკის პირებშია გავრცელებული“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
---
24.12.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
საქართველოში გრიპის ვირუსი შემოიჭრა: პაციენტების რაოდენობა ყოველდღე იზრდება
საქართველოში გრიპის ვირუსი გააქტიურდა. უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, ხვადასხვა რესპირატორული დაავადებებით მიმართვიანობა იზრდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოაგდოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულიც ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გრიპის ეპიდემია გავრცელებული არ არის. "მოგეხსენებათ, ზამთარია და ვირუსული ინფექციები, მათ შორის, გრიპი აქტიურდება. დაახლოებით, 2 კვირაზე მეტია, რაც გრიპის ვირუსი ლაბორატორიულად ფიქსირდება. მანამდე, რესპირატორული ვირუსები ფიქსირდებოდა. გრიპის ვირუსის მიერ გამოწვეული რესპირატორული სიმპტომები შედარებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხვა რესპირატორული ვირუსების მიერ გამოწვეული სიმპტომები. ბოლო 2 კვირის განმავლობაში თანდათან მოგვდის ინფორმაცია, რომ მიმართვიანობა იზრდება როგორც ამბულატორიებში, ისე საავადმყოფოებში. განსაკუთრებით, ბავშვთა და მოხუცთა ასაკში და ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში. ამიტომ ამ ადამიანებისადმი არის მოწოდება, რომ რაც შეიძლება მეტი პრევენციული ღონისძიება გაატარონ", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
---
22.12.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
"მინდა, მოსახლეობას მივმართო, გრიპის სიმპტომებისას თვითმკურნალობა არ დაიწყონ და ექიმს მიაკითხონ" - სერგეენკო
მართალია ბოლო პერიოდში გაზრდილია სასწრაფო დახმარების გამოძახების რაოდენობა, თუმცა გრიპის ვირუსის ეპიდემიაზე საუბარი არ არის, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. „გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების რაოდენობა სეზონურად ყოველწლიურად იმატებს, წელიწადში მინიმუმ ორჯერ. ახლაც, როგორც მოსალოდნელი იყო, დეკემბრის ბოლოს ჩვენ გაზრდილ რაოდენობას ველოდებოდით. ხაზგასმით ვამბობ, ეპიდემიაზე, რა თქმა უნდა, საუბარი არ არის. როგორც წინა წლებში, ავადობის შემთხვევათა რაოდენობა გაზრდილია. შესაბამისად, მომატებულია სასწრაფო დახმარებების გამოძახების რაოდენობაც. „მონიტორინგს ვაკეთებთ და საჭიროების შემთხვევაში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს 24-საათიან რეჟიმში გადავიყვანთ, ოჯახის ექიმებს კი ავტომობილებით უზრუნველვყოფთ. თუმცა მინდა მოსახლეობას მივმართო, რომ გრიპის ვირუსის სიმპტომების, მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, თვითმკურნალობა არ დაიწყონ და ექიმს მიმართონ," - განაცხადა დავით სერგეენკომ. გრიპის ვირუსი ადამიანიდან ადამიანს ცემინების, ხველებისა და ახლო კონტაქტისას გადაეცემა. სიმპტომები იწყება უეცარად და გრძელდება რამდენიმე დღიდან კვირამდე. მისი ძირითადი სიმპტომებია ცხელება და შემცივნება, ხველება, თავისა და კუნთების ტკივილი, დაღლილობა. გრიპით გამოწვეული სერიოზული გართულებების რისკი იზრდება სხვა ქრონიკული დაავადებების ან ჯანმრთელობის პრობლემების არსებობისას. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური სპეციფიკური საშუალება. მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნოთ, ვაქცინაციას შეუძლია გრიპით დაავადების რისკი შეამციროს 60%-ით მთელს მოსახლეობაში გრიპის სეზონის განმავლობაში. ვაქცინაცია უსაფრთხოა. ვაქცინაციის გვერდითი ეფექტები იშვიათია და მსუბუქი; ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს ტკივილი და სიწითლე ვაქცინაციის ადგილას; ძალზე იშვიათად - თავის და კუნთების ტკივილი, ცხელება, დაღლის შეგრძნება, გულისრევა. ვაქცინაციის გვერდითი ეფექტები, გრიპისგან განსხვავებით, არის მსუბუქი და ქრება სწრაფად, - ასეთ რეკომენდაციას აძლევს ხალხს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საზოგადოებას რეკომენდაციებს აძლევს. იმისათვის, რომ გრიპის ვირუსი თავიდან ავირიდოთ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საზოგადოებას აფრთხილებს: გრიპმა შესაძლოა შეგიქმნათ სერიოზული საფრთხე, თქვენ და თქვენს გარშემო მყოფთ. გრიპის პრევენციის მიზნით, ჩაიტარეთ სეზონური ვაქცინაცია. ვაქცინაცია უსაფრთხოა. დღეისთვის გრიპის ვირუსი საქართველოში არ ცირკულირებს, თუმცა 200-მდე სხვა ვირუსს შეუძლია გამოიწვიოს გრიპისმაგვარი დაავადება. გრიპისმაგვარი სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს. ექიმს შეუძლია განსაზღვროს რა ტიპის მკურნალობა გესაჭიროებათ. იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა - სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში - ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა - სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა. გრიპისმაგვარი დაავადებების სიმპტომების მქონე პაციენტებს დამატებითი ლაბორატორიული კვლევები გამომწვევის იდენტიფიკაციისთვის არ ესაჭიროებათ.
---
22.12.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
იანვრიდან აცრები სავალდებულო გახდება
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით 1-ელი იანვრიდან აცრები სავალდებულო ხდება. როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, პირველ ეტაპზე სავალდებულო აცრები ვაქცინაციაზე საზოგადოების ყურადღების გამახვილებას ეხება. „სავალდებულო ჯერ რაიმე საჯარიმო სანქციებს არ მოიაზრებს. ჩვენი ამოცანაა კიდევ ერთხელ ხაზგასმა კაცობრიობის უმნიშვნელოვანეს მიღწევაზე, რასაც ვაქცინაცია ჰქვია. აცრები განსაკუთებით ბავშვებში ძალიან მნიშვნელოვანია. ვაქცინაციაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ჩვენ განუწყვეტლივ ვახდენთ. მათ შორის სკოლებში და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში, რომ იქ მომუშავე ადამიანებსა და ბავშვების მშობლებს ამის მნიშვნელობა კიდევ ავუხსნათ", - განაცხადა სერგეენკომ.
---