From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი- 27.11.2018
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze <tbakradze@moh.gov.ge>; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 27.11.2018 08:58
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 27.11.2018

ტელევიზია

27.11.2018

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 11:00

სამთო-სათხილამურო კურორტების მაშველები სამედიცინო დახმარებაში გადამზადდებიან. ინტენსიურ მომზადებას სეზონის დაწყებამდე 84 მაშველი გადის. გადამზადების შემდეგ მაშველები გუდაურის, ბაკურიანის, სვანეთისა და გოდერძის საკურორტო ზონებში განაწილდებიან. სამთო მაშველების პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით გადამზადების პროექტი საკურორტო ზონების უსაფრთხოებას ემსახურება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5718059

იმედი - ქრონიკა 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5717659

---

 

27.11.2018

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 11:00

ბათუმში ე.წ. ბარცხანის დასახლებაში 50-მდე ოჯახი ყოფლი სამხედრო ბაზის შენობის დაკავებას ცდილობდა, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა, შეუძლოდ გახდა ერთი ქალი. მას სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა პირველადი დახმარება. შეკრებილების განცხადებით, საცხოვრებელი სახლები არ აქვთ და ქირის ფულს ვერ იხდიან, არიან სოციალურად დაუცველები და ეკომიგრანტები.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5717977

---

 

26.11.2018

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 21:00

საპრეზიდენტო არჩევნები . „ქართული ოცნება“ მთელ ქვეყანაში ხმების მოსყიდვით არის დაკავებული. არასამთავრობო ორგანიზაციები პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში იღებენ ცნობებს ახალი ფაქტების შესახებ საქართველოს ყველა რეგიონიდან. სამოქალაქო სექტორი რეაგირებას აუდიტის სამსახურისგან, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებისგან ითხოვს, რომლის სახელითაც რეგიონებში „ქართული ოცნების“ კოორდინატორები მანიპულირებენ.(მეორე ვიდეო ფაილი)

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5717233

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5716772

---

 

26.11.2018

არხი: I არხი

გადაცემა: მოამბე 21:00

იანვრიდან ყველა შენობას და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტს ახალი რეგულაციების შესრულება მოუწევს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5717266

---

 

 

ინტერნეტი

26.11.2018

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/522686-saministro-soplad-saxls-kidev-400-ze-met-devnil-ojaxs-sheusqidis/

სამინისტრო სოფლად სახლს კიდევ 400-ზე მეტ დევნილ ოჯახს შეუსყიდის

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სოფლად სახლს, საკარმიდამო მიწის ნაკვეთით, 400-ზე მეტ დევნილ ოჯახს შეუსყიდის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს. სამინისტროს ინფორმაციით, სახლების შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მიიღო. კომისიას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ხელმძღვანელობს. კომისიის მუშაობაში სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან გოგოძე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ვეტერანთა დეპარტამენტის წარმომადგენლები მონაწილეობენ. კომისიამ „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროგრამის ფარგლებში, 600-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული ოჯახის განაცხადი განიხილა და 400-ზე მეტი დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სამინისტრო აღნიშნულ სახლს შეისყიდის. სახლებს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს. 2013 წლიდან დღემდე, სამინისტრომ სახლი უკვე 2534 დევნილ ოჯახს შეუსყიდა. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, განაცხადების მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/soflad-saxls-kidev-400-ze-met-devnil-odjaxs-sheusyidian

---

 

26.11.2018

მედიასაშუალება:  https://ipress.ge/new/gaphantuli-sklerozis-mqone-patsientebi-adekvaturi-mkurnalobis-uzrunvelqhophis-mothkhovnith-kidev-sheikribnen/

გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფის მოთხოვნით კიდევ შეიკრიბნენ

სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში”, გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები, მათი ოჯახის წევრები და ექიმები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და დაავადებაზე და მის მკურნალობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს. ღონისძიება კამპანიის “ერთად ერთმანეთისთვის” ფარგლებში მოეწყო და სოციალურ პროექტში სახელმწიფოსა და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას უკავშირდებოდა. შეხვედრის მიზანს პაციენტების მხარდაჭერა და დაავადების ადეკვატური მკურნალობის ხელმისაწვდომობა წარმოადგენდა. გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანები დაფინანსების მოლოდინში არიან. მათი მოთხოვნაა დაავადების დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფა. შეხვედრაზე მისულ დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაავადებასთან ბრძოლის მიმართულებით თავიანთი გამოცდილება ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ და წამყვან სპეციალისტებთან კითხვები დაესვათ. ღონისძიებას ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტთა კავშირის წარმომადგენლები და წამყვანი ნევროლოგები. ღონისძიების დასასრულს, ჯანდაცვის სამინისტროს, მერიისა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სახელზე პაციენტების მხრიდან მომზადდა და გაიგზავნა მიმართვა, სადაც კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა დაავადების ადექვატური მკურნალობის უზრუნველყოფის მოთხოვნას. “ჩვენ ვართ საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც სჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა და თანადგომა. კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს მთავრობას, გაგვიწიოს ფინანსური დახმარება, რომ დაავადების მკურნალობა გახდეს ხელმისაწვდომი,” – აღნიშნა პაციენტმა მაიკო მგელაძემ. “ესენი ის პაციენტები არიან, რომლებივ უაღრესად საჭიროებენ სახლემწიფო პატრონაჟს. ვერცერთი ოჯახი ვერ გაწვდება იმ მკურნალობას, რაც მათთის აუცილებელია. ჩვენ ავდგეთ და გადავაბაროთ მკურნალობის მენეჯმენტი მათ ოჯახებს, ეს ჩვენი მხრიდან დანაშაულია. მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში ამას პაციენტი ვერ უზრუნველყოფს, მასზე ზრუნავს სახელმწიფო. ბოლო 25 წლის განმავლობაში, საკმაოდ, წინ წავიდა ამ დაავადები მკურნალობა. ცივილიზებულმა სამყარომ შეძლომ ამ დაავადების პროგრესირების შეფერხება, შეჩერება, შეიქმნა იმუნური სისტემის გაჯანსაღებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი დიდი ჯგუფი პრეპარატებისა,” – განმარტავს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნეირომედიცინის მიმართულების პროფესორი, ექიმი-ნევროლოგი მარინა ჯანელიძე. მნიშვნელოვანია, რომ გაფანტული სკლეროზის გამოვლენის მიზნით, გლობალური აქცია მსოფლიოს მასშტაბით, სახელწოდებით, “ერთად ერთმანეთისთვის – Bringing us closer” წელს, გაზაფხულზე დაიწყო. კამპანიის მიზანს, დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, მისი დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. დღეს საზოგადოებას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის და მისი თანმდები სირთულეების შესახებ, უფრო მეტიც, დაავადების სახელწოდება საზოგადოების ერთი ნაწილისთვის დამაბნეველიც კი არის. შეგახსენებთ, რომ 30 მაისს, გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეს, კამპანიას საქართველოც შეუერთდა. მომზადდა ვიდეო რგოლიც, რომლის ძირითადი მონაწილეები იყვნენ პაციენტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები: დავით ლორთქიფანიძე, ანა კოშაძე, ია სუხიტაშვილი, ზურა ბალანჩივაძე (ზურიუსი), გოგა ჩანადირი, გია ჯაჯანიძე, ეკა ტოგონიძე, თეონა დოლენჯაშვილი, ფრიდონ სულაბერიძე და სხვები. ისინი ერთვებოდნენ პროექტში კეთილი ნების ელჩებად და ერთად მოუწოდებდნენ სახელმწიფოს მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ პაციენტებისთვის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისა და უნარშეზღუდობის პროგრესირების შემცირების მიზნით. ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის შესახებ: გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში დაახლოვებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული ამ პათოლოგიით. პირველი სიმპტომები უპირატესად 20-დან 40 წლის ასაკის პერიოდში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია ახალგაზრდებში. არსებობს დაავადების რამდენიმე ფორმა: • რეციდიულ-რემისიული ფორმა – ყველაზე ხშირია (80-85%). დაავადება პერიოდულად მწვავდება (რეციდივი), ტვინის სხვადასხვა უბანში ჩნდება ანთებითი კერა, შემდეგ კი ანთება ცხრება და დაავადება რემისიის (დაავადებისგან თავისუფალი პერიოდი) ფაზაში გადადის. რემისია რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე შეიძლება გაგრძელდეს. • მეორადად პროგრესირებადი ფორმა – ნებისმიერი რეციდიულ-რემისიული ფორმა გარკვეული ხნის შემდეგ მეორადად პროგრესირებად ფორმაში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადება მუდმივად პროგრესირებს. პაციენტი მძიმდება და ხდება უნარშეზღუდული. • პირველადად პროგრესირებადი ფორმა – პაციენტთა 15%-ში გვხვდება, დაავადება თავიდანვე პროგრესირებს, რემისიები არ ახასიათებს და პაციენტი მალევე უნარშეზღუდული ხდება. მნიშვნელოვანია, რომ დაავადების ყველა ფორმის დროს ძალიან საყურადღებოა დაავადების აქტივობა – ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები, რომელსაც თან სდევს თავის ტვინის ნერვული უჯრედების დაღუპვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს მაშინაც კი თუ პაციენტს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება. გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. დღესდღეობით გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ მოწოდებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირების დაავადების აქტივობას და უნარშეზღუდულობის პროგრესირებას.

აიბიზნეს.ჯი- http://ibusiness.ge/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%A5%E1%83%9D-2/

---

 

26.11.2018

მედიასაშუალება:  https://news.ge/sinmovlis-servisi-185-000-adamians-swirdeba-momsaxurebit-ki-mxolod-5-sargeblobs/

შინმოვლის სერვისი 185 000 ადამიანს სჭირდება, მომსახურებით კი მხოლოდ 5% სარგებლობს

საქართველოში დაახლოებით 185 000 ადამიანი გრძელვადიან ზრუნვას და მკურნალობას – შინმოვლას საჭიროებს. შესაბამისი მონაცემები მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებშია ასახული. დღეისათვის, ბენეფიციარებს შინმოვლის მომსახურებას ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები დონორების დახმარებით აწვდიან. თუმცა, ის ძირითადად სოციალურად დაუცველი თემისთვის არის განკუთვნილი. შინმოვლის სერვისს სახელმწიფო ფრაგმენტულად აფანინასებს (სერვისი გათვალისწინებულია პალიატიური ზრუნვის პროგრამაში) და ჯანდაცვის პროგრამებში თითქმის არ არის გათვალისწინებული. როგორც „საქართველოს კარიტასის“ ჯანდაცვის პროგრამის მენეჯერი გაიოზ ყუბანეიშვილი ამბობს, დღეისათვის, საერთო ჯამში შინმოვლის სერვისით ბენეფიციარების მხოლოდ 5 პროცენტი სარგებლობს (კარიტასი ერთ პროცენტს ფარავს), დანარჩენი კი კვალიფიციური სერვისის მიღმა რჩება – მათ მომსახურებას უწევენ ოჯახის წევრები ან მომვლელი, რასაც თან ერთვის არასათანადო სერვისი და მომსახურების დაბალი ხარისხი. სერვისს მიღმა დარჩენილი მოსახლეობისთვის კვალიფიციური მომსახურების მისაწოდებლად, ორგანიზაცია შინმოვლის ფასიან მომსახურებას ნერგავს. გაიოზ ყუბანეიშვილის განცხადებით, მომსახურების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად, მკურნალობისა და ზრუნვის თანამედროვე მეთოდების შესწავლის მიზნით, მათთან მოქმედებს სამედიცინო პერსონალის პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა, რომელიც გერმანელი სპეციალისტების მიერ ხორციელდება. ორგანიზაციის ინიციატივით, შემუშავდა შინმოვლის სასწავლო მოდული და ყოველწლიურად 400 სტუდენტი პროგრამას პროფესიულ სასწავლებლებში გადის.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

27.11.2018

მედიასაშუალება: რეზონანსი

კლინიკების უმრავლესობას მეორადი და ჩამოწერილი აპარატურა აქვს

პაციენტისთვის დიაგნოზის დასმა საქართველოში სულ უფრო რთულდება... პაციენტისთვის სწორი დიაგნოსტიკა მკურნალობაზე რთულია. ჩვენი მოქალაქეები არ ენდობიან საქართველოში ჩატარებულ კვლევებს და იძულებული არიან, სხვა ქვეყნების სამედიცინო მომსახურებით ისარგებლონ. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის რეფორმაში მილიონობით ლარი იხარჯება, სამედიცინო მომსახურების ხარისხი მაინც დაბალია. რაც აუნდა ვიტრაბახოთ, რომ სერვისი უმჯობესდება, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღება ხშირ შემთხვევაში მაღალი დონის კლინიკებშიც კი შეუძლებელია. მოსახლეობა სულ უფრო ნაკლებად ენდობა ადგილობრივ კვლევებს და დახმარებისთვის უცხოურ სამედიცინო კლინიკებს მიმართავს. ამაში ხალხი ძალიან დიდ ფულს ხარჯავს. სამედიცინო მომსახურების შედარებით დაბალი ფასის გამო განსაკუთრებით მაღალია პაციენტების გადინება თურქეთსა და გერმანიაში, უკიდურეს შემთხვევაში კი - ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მკურნალობა გაცილებით დიდ თანხას უკავშირდება. ბუნებრივია, ადამიანები სწორი დიაგნოზის დასასმელად მიდიან უცხოეთში იმიტომ, რომ ადგილობრივ ლაბორატორიებს და ექიმებს არ ენდობიან. ელემენტარულად, პაციენტს სისხლის საერთო ანალიზის გადამოწმებაც კი რამდენიმეჯერ უწევს, რადგან ყველა ჩატარებული ანალიზის პასუხი სხვადასხვაა. საბოლოოდ მაინც, სწორი პასუხის მისაღებად საზღვარგარეთ ხდება ბიოლოგიური მასალის გადაგზავნა, ადამიანს აქვს თუ არა ამის შესაძლებლობა. დიაგნოსტირების მხრივ არსებულ პრობლემას ხელისუფლებაც აღიარებს. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე "ბიზნეს-რეზონანსთან" ამბობს, რომ ჯანდაცვის რეფორმამ ბევრი რამ სასიკეთოდ შეცვალა, თუმცა დიაგნოსტირებისა და ექიმების კვალიფიკაციის საკითხი მოსაგვარებელია, რაც ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. ზოიძე ბოლო დროის მიღწევებზე საუბრობს, მაგრამ ვერც იმ ფაქტს უარყოფს, რომ რჩება პრობლემები, რისი მოგვარებაც ვერ მოხერხდა. "ბოლო წლების განმავლობაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად საზღვარგარეთ უფრო მეტი ადამიანი მიდის. ეს ნიშნავს, რომ მეტ ადამიანს გაუჩნდა ხელმისაწვდომობა საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, მეტი პაციენტი იკეთებს ანალიზებს და კომფრომაციისთვის მიდის უცხოეთში. ასეცაა, მაგრამ ვერ დავმალავ, რომ სამედიცინო მომსახურების ხარისხი საქართველოში არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა და ამას უნდა მოვუაროთ. ორი პრობლემაა ჯანდაცვის წინაშე: წამლების ხელმისაწვდომობა და სამედიცინო მომსახურების ხარისხი როგორც დიაგნოსტირებაში, ისე სამეცნიერო კვლევებსა და პოსტოპერაციულ მკურნალობაში. ამისთვის ტარდება ძალიან დიდი რეფორმა, რომელიც აუცილებლად მოგვცემს შედეგს. ეს, პირველ რიგში, არის ექიმების განათლების დონის ამაღლება, მათი კვალიფიკაციის გადამოწმება, დაწესებულებებისთვის ნებართვების გაცემის სტანდარტის ამაღლება და სხვა, ძალიან ბევრი ნაბიჯი უნდა გადაიდგას საერთაშორისო სტანდარტზე დაყრდნობით, რაც არსებულ ვითარებას ძირეულად შეცვლის. პრობლემა არის, ამას ვერ უარვყოფთ, მაგრამ ეს საბჭოთა პერიოდიდან მოდის. აქამდე ჩვენ ფინანსური საკითხი გადავჭერით, მაგრამ გვჭირდება დიდი ძალისხმევა, რომ ხარისხთან დაკავშირებული პრობლემაც მოგვარდეს", - აცხადებს ზოიძე. კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა სამედიცინო დიაგნოსტირებაზე კონტროლი, ზოიძემ ამომწურავად ვერ უპასუხა, თუმცა აღნიშნა, რომ ტექნოლოგიებზე მეტად ქვეყანას კვალიფიკაციის პრობლემა აქვს. "პრობლემის მიუხედავად, მიჭირს თქმა, რომ სამედიცინო მომსახურების დაბალი დონეა, პირიქით, მეზობელი რეგიონებიდან საქართველოშიც კი ჩამოდიან მოქალაქეები სამედიცინო მომსახურების მისაღებად, მაგრამ რაღაც სფეროებია, სადაც სხვადასხვა პრობლემა გვხვდება. კარდიოქირურგია ქვეყანაში იმ დონეზეა განვითრებული, რომ არსად წასვლა არ გვჭირდება, მაგრამ სიმსივნის დიაგნოსტიკის მიმართულება, ძვლის ტვინის გადანერგვის საკითხები და სხვა, აქ მეტი უნდა შევძლოთ. ამისთვის უდიდესი ინვესტიციები უნდა კადრებსაც და ტექნოლოგიებსაც გაცილებით მაღალი დონის მომსახურების მისაღებად. ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ხარისხი დაეცა, უბრალოდ, მეტი მოთხოვნა გაჩნდა და ეს საკითხი ერთ დღეში ვერ მოგვარდება. პერსონალის კვალიფიკაციაა პრობლემა. პატარ-პატარა კლინიკა ბევრია, ხოლო კონცენტრაცია უფრო საუნივერსიტეტო ცენტრებში, დიდ კლინიკეში უნდა ხდებოდეს, რადგან პრაქტიკას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რაც უნდა ძლიერი ქირურგი იყოს, კარგი სპეციალისტი იყოს, თუკი ხშირი პრაქტიკა არ აქვს და შესაბამისი მოცულობის კვლევებს არ ატარებს, მაინც იკარგება. ამიტომ პატარ-პატარა კლინიკებში ამ მხრივ მეტი პრობლემაა. ჯანდაცვა გრძელვადიანი პროგრამაა, კონკრეტულ ვადაში გაწერილი. მას გეგმაზომიერად თუ მივყვებით, არა მარტო რეგიონში, ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მოწინავეც შეიძლება გავხდეთ", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" აკაკი ზოიძემ. თუ რატომ ვერ სვამენ ექიმები საქართველოში სწორ დიაგნოზს, ობიექტური და ძალიან საინტერესო პასუხი აქვს კომპანია "ერმედ-ჯორჯიას" დამფუძნებელ მერტ ჩალიქუშუს, რომელიც პრობლემის მიზეზად ტექნოლოგიების დაბალ დონეს მიიჩნევს. როგორც აღმოჩნდა, პრობლემა უკავშირდება ცალკეული კლანების ინტერესს, რომელთა მეშვეობითაც კლინიკებს სამედიცინო აპარატურა მიეწოდებათ. თურქი ბიზნესმენის ინფორმაციით, დაბალი კონკურენციის გამო ვერ ხერხდება სამედიცინო დაწესებულებების უზრუნველყოფა მაღალი ხარისხის აპარატურით, რაც საბოლოოდ სამედიცინო კვლევების ხარისხზე აისახება. "სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობას არ აქვს სამედიცინო დიაგნოსტიკაზე არანაირი კონტროლი დაწესებული. კანონში ხარისხთან მიმართებით არსებული მოთხოვნები ზოგადია და აპარატურის მომწოდებლებიც და ცალკეული კლინიკებიც გვერდს მას იოლად უვლიან. შედეგად კონკურენცია სამედიცინო ბაზარზე არის გაუმჭვირვალე, თამაშის წესები - ბინძური. არის კლინიკების ნაწილი, რომელთაც მაღალი პასუხისმგებლობის გამო აქვთ სათანადო აპარატურა და სერვისი, მაგრამ არის ყველა დანარჩენი, სადაც ხარისხი დაბალია ან ნულის ტოლი. ამ დროს მომსახურების ფასები, ფაქტობრივად, ყველგან ერთნაირია. შესაბამისად, პაციენტისთვის ფასიც კი არ არის ინდიკატორი, რომ სანდო და ჯანმრთელობისთვის სახიფათო სერვისი ერთმანეთისგან განასხვაოს", - აცხადებს ჩალიქუშუ. მისი ინფორმაციით, მსოფლიოში სადიაგნოსტიკო ტექნოლოგიების სულ 5 აღიარებული მწარმოებელია (მათ შორის "ებოტი" მოწინავეა) და მათ მთლიანი ბაზრის 70% უკავიათ, დანარჩენი 30% კი 1000-ზე მეტი სხვა მწარმოებლის სეგმენტია, რომელთა შორის არიან ისეთებიც, ხარისხი საერთოდ რომ არ ეზომებათ, თუმცა ფასიც დაბალი აქვთ და ეს ქართული კლინიკებისთვის საცდურია: "კონკურენტზე 10-ჯერ იაფად იყიდი აპარატურას და მასალებს, მომსახურებას კი ისეთივე ფასს დაადებ... თითქოს მომგებიანია, თუმცა როდესაც პაციენტი თავის უფლებებში გაერკვევა და არასწორი დიაგნოზისა და მკურნალობის გამო სასამართლოში მასობრივად გიჩივლებს, მიხვდები, რომ შეცდი და ადრე თუ გვიან ეს ეტაპიც დადგება. "ემედ-ჯორჯიას" გარდა, საქართველოში კიდევ მხოლოდ 1 კომპანიაა პრემიუმბრენდი ოფიციალურად - დანარჩენები ყველა, ამა თუ იმ ფორმით, სიყალბით არიან დაკავებული. მათ არ აქვთ ურთიერთობა მწარმოებლებთან, შესაბამისად, ნახულობენ მეორად, ჩამოწერილ ან საეჭვო კომპლექტაციის აპარატურას სხვა ბაზრებზე და შემოაქვთ საქართველოში. არ შეუძლიათ და არც იღებენ პასუხისმგებლობას ანალიზების შედეგების სანდოობაზე; ლეგალური კუთხით ეს უკანონოა. სამედიცინო აპარატურა, რომელიც შემოდის ბაზარზე, უნდა იყოს გამართული და ეს უნდა იყოს დადასტურებული. ამას გარდა, მათი დამონტაჟება უნდა უზრუნველყონ კვალიფიციურმა ინჟინრებმა და ექსპლუატაციის ტრენინგი ჩაუტარონ კლინიკის პერსონალს. უფრო მეტიც, ეს აპარატურა შემდეგ პერიოდულად უნდა მოწმდებოდეს, რომ მუდმივად გამართული იყოს, მაგრამ ამას არავინ უზრუნველყოფს", - აცხადებს მერტ ჩალიქუშუ. ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთი პრობლემა სამედიცინო მომსახურების ხარისხია. როგორც "არდის" სამედიცინო დაზღვევის დირექტორმა ეკა ერგემლიძემ "კომერსანტს" განუცხადა, ქართველი პაციენტები უცხოეთში სამკურნალოდ სწორედ ამ მიზეზით მიდიან. "საქართველოში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა დაავადების დიაგნოსტიკა. ხშირ შემთხვევაში ხდება დიაგნოზის არასწორად დასმა (მცდარი დიაგნოზი), ჰიპერ დიაგნოსტიკა (რეალური სურათის გამწვავება) ან დიაგნოზის დასმის შეუძლებლობა. პრობლემაა ლაბორატორიების მუშაობის ხარისხიც. პაციენტს სისხლის საერთო ანალიზის გადამოწმებაც კი რამდენიმეჯერ უწევს, რომ არაფერი ვთქვათ მორფოლოგიურ კვლევებზე მძიმე შემთხვევებში, როცა საბოლოოდ მაინც საზღვარგარეთ ხდება ბიოლოგიური მასალის გადაგზავნა სწორი პასუხის მისაღებად. ხშირია, როცა სამედიცინო დაწესებულება შეიძენს აპარატურას, თუმცა მათი გამოყენება ვერ ხერხდება შესაბამისი ცოდნის ან პრაქტიკის მქონე ექიმის არარსებობის გამო. ვხვდებით პირიქით შემთხვევებს, ბევრი კვლევა, რომელიც მრავალი წელია, დანერგილია განვითარებულ ქვეყნებში, არ ტარდება საქართველოში შესაბამისი აპარატურის არარსებობის გამო", - აცხადებს ერგემლიძე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5717382&name=27.11.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

 ​