From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი- 30.01.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 30.01.2019 09:22
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 30.01.2019

ტელევიზია

30.01.2019

არხი: I არხი

გადაცემა:   მოამბე 09:00

ვაზისუბნის 4-ე მედიცინის ცენტრი დღეიდან პაციენტების მიღებას განაახლებს. გადაწყვეტილება მედ. პერსონალმა ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების შემდეგ მიღო. შეთანხმების მიხედვით ადმინისტრაციამ 10 სამუშაო დღეში სახელფასო დავალიანება უნდა დაფაროს. ასევე შეიქმნება 7 კაციანი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ პროცესის მონიტორინგს განახორციელებს. შეგახსენებთ, რომ ვაზის უბნის 4-ე საოჯახო მედიცინის ცენტრის თანამშრომლები გუშინ გაიფიცნენ, ისინი ფინანსური დავალიანების დაფარვას და სამუსაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5840619

---

 

29.01.2019

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 21:00  

თბილისის N4 საოჯახო მედიცინის ცენტრის ექიმები დაგროვილი დავალიანების გასტუმრებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მას შემდეგ, რაც დღეს სამსახურში მისულებს არც დენი და არც წყალი არ დახვდათ, მედიკოსებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე უარი განაცხადეს და ქუჩაში საპროტესტო აქცია გამართეს. ექიმები ამბობენ, რომ გარდა მიმდინარე დავალიანებისა, კლინიკის ადმინისტრაციას ძველი დავალიანებებიც არ გაუსტუმრებია. სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობა კი ძველ სახელფასო დავალიანებას არ აღიარებს. მათი განმარტებით, კლინიკას თავად აქვს ფინანსური პრობლემები, რომელიც მას შემდეგ შეექმნა, რაც შარშან ჯანდაცვის სამინისტრომ 4,5 მილიონი ლარით დააჯარიმა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5840266 

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5840224

I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5840219

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5840006

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5839825

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5839778

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5839625

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5839326

მაესტრო - ახალი ამბები 15:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5839255

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5839213

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5839027

---

 

29.01.2019

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 18:00

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ქობულეთის მკვიდრი გულგრილობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5839843

---

 

29.01.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:   იმედის დღე

თემა, რომელმაც მთელი საქართველო შეძლა - ეს არის პატარა ნინოს გარდაცვალება. რა გახდა პატარა გოგონას გარდაცვალების მიზეზი ამას სასამართლო დაადგნეს, თუმცა მანამდე საინტერესოა რა ხდება საქართველოში ამ პრობლემსთან მიმართებაში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5838835

---

 

29.01.2019

არხი: მაესტრო

გადაცემა:   ახალი ამბები 18:00

წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის თანდასწრებით, არასრულწლოვანზე განხორციელებული ოჯახში ძალადობის ბრალდებით გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული პირი გორის მუნიციპალიტეტში დააკავეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თავის საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ, 2010 წელს დაბადებულ, უდედმამოდ დარჩენილ ცოლის დისშვილს, ოჯახის სხვა არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი და აღნიშნული ძალადობის შემსწრე მისი და სოციალური სააგენტოს თანამშრომლებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლში გადაიყვანეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5839674

---

 

29.01.2019

არხი:  ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:  მთავარი 21:00

აჭარაში, ერთ-ერთი სკოლის 14 წლის მოსწავლეს, სავარაუდოდ მასწავლებელმა ინტიმური ხასიათის შეტყობინება გაუგზავნა. ამის შესახებ უკვე იციან ოჯახსა და სკოლაში, თუმცა არცერთ მათგანს სამართალდამცველებისთვის არ მიუმართავს. არ მიუმართავთ ასევე არც სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის. რაც, სააგენტოს წარმომადგენლის თქმით დირექციას ევალებოდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5840291

---

 

29.01.2019

არხი:  მაესტრო

გადაცემა:   ახალი ამბები 18:00

კარგი სამსახურის შოვნისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოში ნაცნობობაა. ასე მიიჩნევს საქართველოში გამოკითხულთა ყველაზე დიდი წილი 37%. ენდიაისა და კავკასიის კვლევითი რესურსცენტრის კვლევის თანახმად წარმატებულად დასაქმების მეორე ძირითად ფაქტორად პროფესიონალიზმსა და სამუშაო გამოცდილებას ასახელებენ. განათლების აუცილებლობაზე გამოკითხულთა მხოლოდ 5% საუბრობს.  აღსანიშნავია, რომ კვლევის მონაწილეთა დიდი ნაწილის აზრით მიღებულ განათლებაზე დიდი როლი სამსახურის შოვნაში გამართლებას აქვს. განსხვავებულია გამოკითხულთა დამოკიდებულება უცხოეთში მიღებულ განათლებასთან დაკავშირებით, რესპონდენტთა 9% ამას მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს.  ელზა ჯგერენაიას კომენტარი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5839803

---

 

29.01.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:   სხვა შუადღე

გადაცემის მთავარი თემა წიტელას ვირუსი. როგორ უნდა მოვიქცეთ წითელას ვირუსის დროს და როგორ უნდა დავიცვათ თავი. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია ინფექციონისტი მარინა ენდელაძე

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5838789

---

 

 

 

ინტერნეტი

30.01.2019

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/203394-vazisubanshi-meothkhe-saojakho-medicinis-centris-thanamshromlebma-gaficva-shetsyvites.html?lang=ka-GE

ვაზისუბანში „მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრის“ თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს

ვაზისუბანში "მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრი" დღეს პაციენტებს კვლავ მიიღებს. მისმა თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს. გადაწყვეტილება სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალმა ადმინისტრაციასთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ მიიღო. შეთანხმების მიხედვით, ადმინისტრაციამ 10 სამუშაო დღის განმავლობაში მედპერსონალს სახელფასო დავალიანება უნდა დაუფაროს. ასევე, შეიქმნება შვიდკაციანი სამუშაო ჯგუფი, რომელიც პროცესის მონიტორინგს განახორციელებს. მედიცინის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი ამირანაშვილი აცხადებს, რომ არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით დღეს, პირველ საათზე იგეგმება შეხვედრა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრებიან. ცენტრის თანამშრომლები გუშინ გაიფიცნენ. ისინი ცენტრის ადმინისტრაციას არასათანადო შრომითი პირობების შექმნაში ადანაშაულებდნენ და ფინანსური დავალიანების გასტუმრებას ითხოვდნენ.

---

 

30.01.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/mtavrobam-profesiuli-gadamzadebis-sakhelmwifo-programa-daamtkica/?fbclid=IwAR0xlCipcLem71m3u5m_itdw5Kg8fS_9FUdAyhghBn-ksd-8wxztw5fJHj8

მთავრობამ პროფესიული გადამზადების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა

მთავრობამ პროფესიული გადამზადების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა. პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ ხელმოწერილი დადგენილებით, ბიუჯეტიდან პროგრამის განსახორციელებლად წელს 2 090 000 ლარი გამოიყოფა. პროფესიული გადამზადების ღონისძიებების კოორდინაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა. პროექტში სხვა სახელმწიფო უწყებებიც ჩაერთვებიან. დოკუმენტით გათვალისწინებულია პროგრამაში მონაწილეებისთვის ვაუჩერების გაცემა. „მომსახურების ანაზღაურება ხდება მომსახურების ფაქტობრივი ღირებულებისა და ოდენობის შესაბამისად. ვაუჩერის მაქსიმალური ღირებულება განისაზღვრება 1000 ლარით და ამასთან, არ აღემატება იმავე საგანმანათლებლო დაწესებულებაში, იმავე პროფესიის გრძელვადიან კურსზე განსაზღვრულ ღირებულებას“, – აღნიშნულია დოკუმენტში. სტაჟირების შემთხვევაში გაიცემა სახელმწიფო სტიპენდია, რომლის ოდენობა თვეში 200 ლარი იქნება. პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია რეგისტრაცია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა − www.worknet.gov.ge-ში. მთავრობის დადგენილების მიხედვით, პროგრამის მიზანია, შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებით და/ან სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებით, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა. ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საქართველოში წელიწადში 50 ათასი ადამიანის გადამზადება იგეგმება.

---

 

30.01.2019

მედიასაშუალება: http://alia.ge/news/24843?fbclid=IwAR07vV9xx6QW8Au8--lOELSZjzM2NePFQm2Gp7f0hWCszRTx6q1cqNfIavw

„სოციალური აგენტები თავად გავხდით სოციალურად დაუცველები“

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც სოციალურ ქსელში იმედიანი სახელით არის რეგისტრირებული, ფეისბუქის პირად გვერდზე წერს: „მთავრობა, ხალხს იმედს ნუ ჩაუკლავთ, იმედს!  რას დარდობენ და რაზე წუხან სიღატაკეში მცხოვრები სოციალურად დაუცველები, ამას ყოველდღე ვხედავთ ის ხალხი, ვინც მათთან ყველაზე ხშირად ვურთიერთობთ.  გამოდით დაბურულმინებიანი კაბინეტებიდან, გამოგვყევით ჩვენ მათთან და დაინახეთ რეალური სურათი. დაგვინახეთ ვინ ვართ სოციალური აგენტები, მართლა ასეთი საზიზღარი ადამიანები ვართ, ვინც უგულოდ ეკიდება თავის საქმეს?!. მთავრობავ_ გაიკითხეთ რა მძიმე შრომას სწევს სოცაგენტი, ადამიანი რომელიც მუდმივი სტრესის ქვეშ მუშაობს იმიტომ, რომ ყოველდღე ვიხედებით მშიერი ადამიანების თვალებში, დაქცეულ-გაპარტახებულ, სიდუხჭირეში მცხოვრებთა ყოფაში, მარტოხელა არამომუშავე პენსიონერების მძიმე მდგომარეობაში. ყოველდღე ვებრძვით სამართლიანი პრინციპულობით იმ ადამიანებს, ვისაც სურს თვალში ნაცარი შეგვაყაროს და თეთრი შავად დაგვანახოს, რასაც მათი მხრიდან ჩვენს მიმართ აგრესია მოჰყვება. ხშირად ცდილობენ მოგვატყუონ რათა შეგვიქმნან ილუზია მათი სიღატაკის შესახებ. ამას კი იმ მიზნით აკეთებენ, რომ ისარგებლონ იმ შეღავათებით, რასაც სოციალურად დაუცველის სტატუსი ითვალისწინებს. საშუალოზე მაღალი შეძლების ოჯახში, სადაც სიღატაკის არანაირი ნიშანწყალი არ შეიმჩნეოდა, ასე მომმართეს:_ რასაც გამორჩები ამ ქვეყანას, ყველაფერი უნდა გამოიყენოვო. იმას კი არ ფიქრობენ, რომ მათ სიახლოვეში არსებობენ და სუნთქავენ ადამიანები, ვისაც აუცილებლად სჭირდებათ თანადგომა. ამ ოჯახის ქალბატონი კი დამემუქრა გიჩივლებ თუ მაღალი ქულა დამითვალეო. მან ისიც არ იცოდა, რომ სოციალური აგენტი არ და ვერ ითვლის სარეიტინგო ქულას(თუმცა ხშირად ტელევიზიები ისე აშუქებენ სიუჟეტებს, თითქოს ჩვენ ვითვლიდეთ ქულას) იმ მარტივი ჭეშმარიტების გამო, რომ შემოღებულია მეთოდოლოგია, როცა პროგრამულად ფორმულა ითვლის ქულას. თუმცა კი ამ მეთოდოლოგიაში უამრავი ხარვეზია, ისეთი, როცა მშრალი ციფრები სწორად ვერ ასახავენ რეალობას. პატივცემულო მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლებო, იქნება დაინტერესდეთ და იკითხოთ ან გადაამოწმოთ რა ხელფასები აქვთ სოციალურ აგენტებს ბოლო ორი წელია. მერე კი მიხვდებით, რომ ჩვენ თავად გავხდით სოციალურად დაუცველები. სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობა კი სირაქლემას პოზიციაშია და არ ანაღვლებთ ის, რომ თითქმის ორი წელია ჩვენი ხელფასი თამაშობს თვეში 160 დან 280 ლარამდე. აქამდე გვისმენდნენ და თავს აქიცინებდნენ, გვპირდებოდნენ მომატებას, მაგრამ ახლა, მოსმენაც არ უნდათ! და ბოლოს. იქნება შეგვხვდნენ ამ ქვეყნის და ხალხის ბედის "შემოქმედნი" და გაიგონ სიმართლე რა ხდება მოსახლეობის დაბალ ფენებში, რა პრობლემები აქვთ, რა ტკივილით ცხოვრობს ხალხი და დასკვნები თვითონ გააკეთონ. არ ისარგებლონ იმ ყალბი სტატისტიკით, რასაც მათ აწვდიან. უბრალოდ არ მოხდეს ისე, როგორც ამასწინათ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბრძანა, ციფრებს ჩავხედე და არც თუ ისე მძიმე მდგომარეობაში ყოფილა ხალხი და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით თუ ვიმსჯელებთ სიღატაკე თითქმის დამარცხებულიაო. მე მკითხე ბატონო მინისტრო რა ხდება და ფაქტობრივ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაგიმტკიცებთ თქვენი მოსაზრების საპირისპიროს. მერე ალბათ სწორ აქცენტებს გააკეთებთ და მთავრობა მთლიანად მიხვდება რა მიმართულებით უნდა იმუშაონ. მათ კი ვინც ასეთი ციფრები მოგაწოდათ და გული მოგილბოთ, ნახეთ რამდენი აქვთ ხელფასი და შეადარეთ სოც აგენტების ხელფასს. მთავრობა, იმედს ნუ ჩაუკლავთ ხალხს, იმედს!“ - წერს იმედიანი.

---

 

30.01.2019

მედიასაშუალება: http://mcm.ge/%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%98%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%98-800-000-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90/?fbclid=IwAR1f-k5NUCMpwey7EIMGPfdEAVvF_S1MYd2a4ScyGOUwDGn0J5HwZfXbe1w

უკიდურეს სიღარიბეში 800 000 ადამიანი ცხოვრობს, ამ ციფრის შემცირებას წლები დასჭირდება – კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტიისთვის 2020 წლის არჩევნებზე, უმთავრესი ამოცანა სწრაფი ეკონომიკური განვითარება და შესაბამისად, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ქვეყანაში უმთავრესია ეკონომიკური და სოციალური პრობლემები.    „სიღარიბის მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია. ეს მაჩვენებელი ჩვენ ძალიან მაღალი დაგვხვდა. იყო 1 150 000 ადამიანი, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა და ახლა არის 800 000. ანუ, ამ ექვსი წლის განმავლობაში მაჩვენებელი მხოლოდ 350 000 ადამიანით შემცირდა. ამ მაჩვენებლის შემცირებას და ნულამდე დაყვანას სამწუხაროდ, კიდევ არა ერთი წელიწადი დასჭირდება“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.  მისი თქმით, მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ მმართველ გუნდს პოლიტიკის მუდმივად გადააზრება სჭირდება, რადგან ხელისუფლება მუდმივად ეფექტიანი და მოქნილი უნდა იყოს, ამაში კი, წვლილი, რა თქმა უნდა, პარლამენტმაც უნდა შეიტანოს. “პრაქტიკულად, ვიწყებთ საპარლამენტო წელიწადს და ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ გავიაზროთ ხარვეზები, რაც პოლიტიკის თითოეული მიმართულებით არის. ვიმუშავებთ მთავრობასთან ერთად, რათა გავაუმჯობესოთ პოლიტიკა და შესაბამისად, ეს ადამიანების ცხოვრებაზე აისახოს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანო მთავრობასთან აქტიურად ითანამშრომლებს.  “გვექნება აქტიური თანამშრომლობა მთავრობასთან და ამ თანამშრომლობის საფუძველზე უნდა გამოიკვეთოს არა მარტო ახალი მიმართულებები პოლიტიკაში, არამედ კონკრეტული პროგრამები და პროექტები, რომლებიც საზოგადოებისთვის ხელშესახები იქნება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

---

 

29.01.2019

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/42793/klinika-tsylisa-da-samushao-pirobebis-gareshe--ras-aprotesteben-tanamshromlebi

კლინიკა წყლისა და სამუშაო პირობების გარეშე - რას აპროტესტებენ თანამშრომლები

ვაზისუბანში, კლინიკა „საოჯახო მედიცინის ცენტრის“ თანამშრომლები დილიდან კლინიკის ეზოში დგანან და ხელფასის დროულ ანაზღაურებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. დილით მათ კლინიკაში დავალიანების გამო, ელექტროენერგია და წყალი გათიშული დახვდათ: „ამიტომ, ვერც პაციენტებს მოვემსახურებოდით. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა კლინიკაში შუქი და წყალი არ გვაქვს", - ამბობენ კლინიკის თანამშრომლები. მათივე ინფორმაციით, 2015 წლიდან ანაზღაურება უგვიანდებათ ან საერთოდ ვერ იღებენ: „მაგალითად, მე 2018 წლის განმავლობაში 5 თვის ხელფასი მაქვს აღებული. ისიც მწირი, გამომუშავებით 400-600 ლარი". ასევე, ექიმები საუბრობენ მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე, გაუმართავ სამუშაო პირობებზე. ამის ფონზე კი, პაციენტების უკმაყოფილებაზე. კლინიკის ეზოში დაწესებულების დირექტორი, ვახტანგ ჭედიაც იმყოფებოდა, რომელმაც უარყო ინფორმაცია, რომ თანამშრომლებს თვეების განმავლობაში ხელფასები არ მიუღიათ, თუმცა, განაცხადა, რომ კლინიკას ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა დაჯარიმებული, ასევე გაუნახევრდათ დაფინანსება, რის გამოც, ხანდახან ფინანსური პრობლემები ექმნებათ, ხანდახან ხელფასს სრულად ვერ აძლევენ თანამშრომლებს და სამუშაო პირობების მხრივაც ხარვეზებია. „ჯანდაცვის სამინისტრომ დაფინანსება გაგვინახევრა, ამიტომ ისიც გასაკვირია ხელფასებს როგორ ვიხდით ხოლმე. სულ სხვანაირად ვართ შეთანხმებული სამინისტროსგან და მოდის იმის ნახევარი თანხა, ამ დროს კი, იქმნება გარკვეული პრობლემები კლინიკაში". „ლიბერალი" ესაუბრა ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელს. მაია ხომერიკი განმარტავს, რომ ეს კლინიკა პირველადი ჯანდაცვის მიწოდების დაწესებულებაა და პროგრამის პირობების მიხედვით, 2019 წლის პირველ თებერვლამდე საჯარიმო სანქციების ადმინისტრრისების კუთხით მორატორიუმია გამოცხადებული: „შესაბამისად, რაიმე სახის სანქცია თუ აქვთ დაკისრებული, მისი გადახდა ამ ეტაპზე არ ევალებათ. მათთან ერთად ახლა მიმდინარეობს ჯარიმის გადახედვასთან დაკავშირებით მუშაობა". ასევე, მაია ხომერიკი უარყოფს კლინიკის დაფინანსების განახევრების საკითხზე დირექტორის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასაც და ამბობს, რომ კლინიკა მათთან წარმოადგენს შესრულებული სამუშაოს ანგარიშს და ამის მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტით, ფორმდება ხელშეკრულება. დეპარტამენტის უფროსის თქმით, ამ დროისთვის მედიაციის მოთხოვნის მიზნით სამინისტროში განცხადება არ შესულა, თუმცა სამინისტრო სწავლობს მდგომარეობას. კლინიკის ეზოში ასევე იმყოფებოდნენ მედიცინის პროფკავშირის წარმომადგენლები. მათი ინიციატივით, თანამშრომლებისგან დაკომპლექტთა 4-კაციანი სამუშაო ჯგუფი და ამ წუთებში დირექტორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ვაზისუბნის კლინიკაში მისული იყო ასევე რაიონის მაჟორიტარი ირაკლი აბუსერიძე და მათ დაპირდა, რომ მაქსიმალურად შეეცდება დახმარებას, თუმცა, კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებს, უცნობია: „ეს კლინიკა არის იმისთვის, რომ ამხელა რაიონს მოემსახუროს, პაციენტებს შეუქმანს კომფორტი, მოემსახუროს მაქსიმალურად. იყო წინა პრობლემები რომელიც დავალაგეთ ჯანდაცვასთან. აქ ვარ მეც, საკრებულოს დეპუტატებიც, გამგეობაც. ახლა აქ იმიტომ ვართ, რომ სიღმისეულად გავყვებით პრობლებს და ეს პრობლემა აღარ ჰქონდეს პოლიკლინიკას. პასუხისმგებელი ვიქნები და მივყვები ბოლომდე ამ საკითხს“,- განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

---

 

29.01.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/530451-saqoveltao-janmrtelobis-dacvis-martvis-departamenti-vazisubanshi-mdebare-meotxe-saojaxo-medicinis-centris-gapicvas-gamoexmaura/

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტი ვაზისუბანში მდებარე „მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრის'' გაფიცვას გამოეხმაურა

ინფორმაცია, რომ „მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრის” თანამშრომლებს ხელფასები შეუმცირდათ ან ამასთან დაკავშირებით პრობლემაა, დღეს პირველად გაჟღერდა და ჩვენთვის პირველად გახდა ცნობილი, - ამის შესახებ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსმა მაია ხომერიკმა “მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრის” თანამშრომლების გაფიცვის შესახებ განაცხადა. მისივე თქმით, მედიცინის ცენტრის დირექტორის განცხადება, რომ თანამშრომლებისთვის ხელფასის შემცირების საფუძველი სამინისტროს მიერ დაკისრებული სანქციები გახდა, სწორ შეფასებას არ წარმოადგენს, რადგან ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებლებისთვის დაკისრებულ საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით, 2019 წლის 1-ელ თებერვლამდე მორატორიუმია გამოცხადებული. “აღნიშნული დაწესებულება წარმოადგენს პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელს. გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელთათვის დაკისრებული საჯარიმო სანქციის თაობაზე 2019 წლის 1-ელ თებერვლამდე გამოცხადებულია მორატორიუმი. შესაბამისად, თუ პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს გეგმური კონტროლის ან რევიზიის ეტაპზე დაკისრებული აქვთ საჯარიმო სანქცია, სანქციის შესაბამისი თანხის დაკავების პროცესი შეჩერებულია 1-ელ თებერვლამდე. მიმწოდებელთან მიღება-ჩაბარების აქტი რა თანხაზეც ფორმდება, შესაბამისად, თანხის გადარიცხვაც ზუსტად იმ ოდენობით ხორციელდება. შესაბამისად, სახელფასო ბადის კორექტირების რაიმე საფუძველი ამ კუთხით მიმწოდებლის ადმინიტრაციას ნაკლებად ჰქონდა და ხელფასების ადმინისტრირება ძირითადად, მათი პრეროგატივაა. ეს ინფორმაცია, რომ მათ ხელფასები შეუმცირდათ ან ამასთან დაკავშირებით პრობლემაა, დღეს პირველად გაჟღერდა და ჩვენთვის პირველად გახდა ცნობილი”,- აღნიშნა მაია ხომერიკმა. მისივე თქმით, აღნიშნული გაფიცვა სამინისტროსთვის გარკვეული მესიჯი იქნება, რომ საკითხი უფრო დეტალურად შეისწავლონ და ჩარევა მათი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ. პროფკავშირების ინფორმაციით, ვაზისუბანში მდებარე „მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრი'' გაფიცულია, რის მიზეზსაც არასათანადო სამუშაო პირობები წარმოადგენს.

---

 

29.01.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/530509-holidei-inshi-saertashoriso-seminari-sazogadoebriv-janmrtelobaze-garemos-zemokmedebis-zedamxedveloba-gaimarteba

„ჰოლიდეი ინში“ საერთაშორისო სემინარი “საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე გარემოს ზემოქმედების ზედამხედველობა”  გაიმართება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) დაფინანსებით, ხვალ „ჰოლიდეი ინში“ საერთაშორისო სემინარი “საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე გარემოს ზემოქმედების ზედამხედველობა” გაიმართება . დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საერთაშორისო სემინარს დაესწრებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირებიმ ექსპერტები; აგრეთვე - გარემოსა და ჯანმრთელობის დარგის ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები (ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, თურქეთი, იტალია, პოლონეთი და სხვ.). სამდღიანი სემინარის განმავლობაში მონაწილეები წარმოადგენენ პრეზენტაციებს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე გარემოს ზემოქმედების ზედამხედველობის შესახებ, მოხდება გამოცდილების გაზიარება საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, პოლონეთის, ნიდერლანდების სამეფოს და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ექსპერტების მიერ. რეგიონული სემინარის პარალელურად და დამოუკიდებლად ასევე ტარდება სამუშაო შეხვედრა გარემოს რისკ-ფაქტორების ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების ზედამხედველობის შესახებ, რომელზეც მოხდება ჩინეთისა და აშშ-ის წარმატებული გამოცდილების გაზიარება, ამ კუთხით პარტნიორული კავშირების გაღრმავება და შესაძლო გამოწვევებზე მსჯელობა. საერთაშორისო სემინარის მიზანია საქართველოს და მის მეზობელ ქვეყნებში ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერა და გარემოს ჯანმრთელობის დაცვის სფეროს გაძლიერების ხელშეწყობისათვის საჭირო გამოცდილების გაზიარება. ამ პროცესის წარმატებისთვის აუცილებელია მასში ყველა დონის სამთავრობო უწყებების ჩართულობა, სამოქალაქო სექტორისა და დარგობრივი უწყებების უშუალო მონაწილეობა, საერთაშორისო დარგობრივ ექსპერტებთან ურთიერთობა, თანამშრომლობის ჩამოყალიბება და სამომავლო პარტნიორული კავშირების გაღრმავება.

---

 

29.01.2019

მედიასაშუალება: https://inforustavi.ge/?m=31&news_id=8653

გაიზარდა თუ არა წითელას შემთხვევები რუსთავში

წითელას ვირუსით მიმართვიანობის ზრდა რუსთავის სამედიცინო დაწესებულებებში არ შეინიშნება. როგორც ინფექციონისტმა, ნანა გელაშვილმა "ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადა, ამ დროისთვის საავადმყოფოში მკურნალობას 2 პაციენტი გადის, ხოლო ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორ, ნატო თოფურიას თქმით, ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში წითელათი ინფიცირებული 1 პაციენტია მოთავსებული. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აღნიშნავენ, რომ ქალაქში წითელას წინააღმდეგ საბრძოლველი ვაქცინის საკმარისი მარაგია შემოსული. სამსახურის ხელმძღვანელი, დავით ბეგაშვილი მოუწოდებს მოსახლეობას, რომ დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია, რადგან აცრა არის ერთადერთი საშუალება წითელასგან თავის დასაცავად. ბეგაშვილის თქმით, გასულ შაბათ-კვირას რეგისტრირებულ ამცრელ კაბინეტებში მიმართვიანობა არ იყო დაბალი, განსაკუთრებული აქტივობა აცრის ჩატარებასთან დაკავშირებით კი პედაგოგების მხრიდან შეინიშნებოდა. "ბაღისა და სკოლის პედაგოგები განსაკუთრებით ორგანიზებულად მოდიან ასაცრელად. მოქალაქეებიც საკმაოდ აქტიურობენ, თუმცა უკეთესი აქტიურობა საურველია", - განაცხადა დავით ბეგაშვილმა. შეგახსენებთ, წითელას ვაქცინაცია მხოლოდ ბავშვებისა და 20-40 წლამდე ასაკის პირებისთვის ფინანსდებოდა, ახლა კი ყველა ჯგუფისთვის უფასოა. წითელაზე აცრის ჩატარება შესაძლებელია პირველადი ჯანდაცვის ყველა დაწესებულებაში.

---

 

29.01.2019

მედიასაშუალება: https://inforustavi.ge/?m=31&news_id=8656

H1N1-ის შემთხვევა რუსთავში

H1N1 ვირუსის კიდევ ერთი შემთხვევა რუსთავში. 15 წლის მოზარდი რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში 2 დღის წინ მოათავსეს. "ინფო რუსთავს" რუსთავის მე-11 სკოლის მოსწავლეების მშობლები დაუკავშირდნენ და მოზარდის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციის დაზუსტება თხოვეს. 15 წლის მოზარდის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. "პაციენტი მაღალი ტემპერატურის გამო სასწრაფო დახმარების მანქანამ შემოიყვანა რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში. ჰქონდა 40-მდე სიცხე. ჩაუტარდა ლაბორატორიული გამოკვლევები. სისხლის საერთო ანალიზში გამოჩნდა, რომ არის ვირუსი და დაისვა შესაბამისი დიაგნოსი-ვირუსული ინფექცია. დღეისათვის პაციენტი წევს საავადმყოფოში და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა, ეძლევა პრეპარატი "ტამიფლუ", მისი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას მკურნალმა ექიმმა. "სკოლაში პანიკა არ შეინიშნება. დღეს მოსწავლეების 80 %-იანი დასწრება იყო. მოსწავლეს აღენიშნება H1N1 გრიპი ე.წ. ღორის გრიპი, ის აღნიშნული ვირუსით სკოლის ფარგლებს გარეთ დაინფიცირდა და სკოლასთან შეხება არ ჰქონია. საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაცულია სანიტარული ნორმები და ყველა პირობაა შექმნილი ბავშვების უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა ჩვენთან საუბრისას 11 სკოლის დირექტორმა გიორგი შეყილაძემ.

---

 

29.01.2019

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/42800/shssm-arasrultslovanze-dzaladobis--braldebit-gorshi-1-piri-daakava

შსს-მ არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით, გორში 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით, გორში 1 პირი დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული ი.ს., წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის თანდასწრებით არასრულწლოვანზე განხორციელებული ოჯახში ძალადობის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტში დააკავეს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ, 2010 წელს დაბადებულ, უდედმამოდ დარჩენილ ცოლის დისშვილს, ოჯახის სხვა არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ ი.ს. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დააკავა. ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი და აღნიშნული ძალადობის შემსწრე მისი და კი სოციალური სააგენტოს თანამშრომლებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლში გადაიყვანეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის თანდასწრებით არასრულწლოვანზე განხორციელებულ ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/42800/shssm-arasrultslovanze-dzaladobis--braldebit-gorshi-1-piri-daakava

---

 

29.01.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/okupirebuli-aphkhazethis-teritoriaze-ghoris-gripith-daavadebis-phaqtebi-gamovlinda/

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ღორის გრიპით დაავადების ფაქტები გამოვლინდა

ოკუპირებული სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაფიქსირდა ღორის გრიპის პირველი შემთხვევა. როგორც აფხაზური მედია იუწყება, ფაქტს ადასტურებს რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი- თერაპევტი ანჟელა არჩელია. მისივე თქმით რესპუბლიკურ საავადმყოფოში H1N1 ვირუსით დაავადებული სამი ავადმყოფი მკურნალობს და სამივეს დაავადება ლაბორატორიულად დადასტურდა. არჩელია აცხადებს, რომ პაციენტთა მიმართვიანობამ იმატა, თუმცა ის პანიკის საფუძველს ვერ ხედავს. ღორის გრიპით დაავადებულთაგან არც ერთი არ არის მოზარდი. ოკუპირებულ აფხაზეთში ირწმუნებიან რომ ვირუსთან საბრძოლველად ყველა საჭირო პრეპარატი გააჩნიათ.

---

 

29.01.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1548769692-8-%E1%83%97%E1%83%95%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A1

"8 თვის ბავშვი მომიკვდა, მეორე შვილი კი მშიერი მიკვდება"- 27 წლის ქალი ხელისუფლებას მიმართავს

"დღეს ბავშვს ტყემალში ამოსვრილი მჭადი ვაჭამე, გუშინ არაფერი მქონდა და სიმინდი მოვუხარშე"- ეს სოფელ ოფშკვითში მცხოვრები, 27 წლის დარიკო ხარატიშვილისა და მისი მცირეწლოვანი ბავშვის ყოველდღიურობაა. ახალგაზრდა ქალს, ქმარი დაჭერილი ჰყავს, თვითონ კი ავარიულ სახლში 2 წლის ბავშვთან ერთად ცხოვრობს. ქალს უმძიმესი დაავადება B ჰეფატიტი აქვს, თუმცა იმის გამო, რომ ოჯახს არანაირი შემოსავალი არ აქვს, ახალგაზრდა ქალი მედიკამენტებს საერთოდ ვერ ყიდულობს. ქალს, ცოტა ხნის წინ, ერთი შვილი დაეღუპა, ბავშვს ფილტვების ანთება ჰქონდა, მედიკამენტები კი ვერ უყიდა. ,,წამლებზე საუბარი ზედმეტია, საჭმლის ფულიც კი არ გვაქვს. მე და ჩემი შვილი უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ. მეორე შვილი გარდამეცვალა, ფილტვების ანთება ჰქონდა და წამლები ვერ ვუყიდეთ. ეს ცხოვრება არ არის, ეს არსებობაა. ღამე, რომ ბავშვს დავაძინებ და მეც საწოლზე მივუწვები, ერთადერთს ვოცნებობ, ნეტა ვინმემ დილით პატარა ლობიო მომიტანოსთქო,"- განუცხადა ,,პრაიმტაიმს'' დარიკო ხატიაშვილმა.

---

 

29.01.2019

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/336760/

WHO საქართველოს მოუწოდებს, ელ-სიგარეტზე რეგუალციები შეინარჩუნოს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) საქართველოს ურჩევს, დაიცვას თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა და ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობა თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესების ზეგავლენისგან. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ უმნიშვნელოვანესია მოქმედი კანონმდებლობის და სახელმწიფო პოლიტიკის სათანადოდ დაცვა, მათ შორის, თამბაქოს ახალი პროდუქტებისა და ელექტრონული სიგარეტების მიმართ რეგულაციების შენარჩუნება. როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მსოფლიო ბაზარზე ელექტრონული სიგარეტები და გასახურებელი თამბაქოს ნაწარმი დაახლოებით 15 წლის წინ გამოჩნდა, საქართველოში კი, უფრო გვიან, თუმცა სწრაფადვე გახდა მასშტაბური მოხმარების პროდუქტი. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 2016 წელს საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის ფარგლებში, 13-15 წლის ბავშვებში თამბაქოს მოხმარება შეისწავლა. კვლევით დადგინდა, რომ ამ ასაკის ბავშვების 12,6% ჩვეულებრივ სიგარეტს, ხოლო 13,2% ელექტროსიგარეტს რეგულარულად მოიხმარს. “აღსანიშნავია, რომ ელექტროსიგარეტების მომხმარებელ ბავშვთა 40%-ს არასოდეს გაუსინჯავს თამბაქოს სხვა ნაწარმი, ხოლო 39% მასთან ერთად რეგულარულად მოიხმარს სხვა თამბაქოსაც. ეს ციფრები პრობლემის ხასიათსა და მასშტაბზე მიგვანიშნებს, – ე.წ. ახალი თამბაქოს ნაწარმი და ელექტროსიგარეტები, სავარაუდოდ, მომხმარებელთა ახალ სეგმენტებს იზიდავს და ხშირად მოწევის დაწყების საშუალებაა, რაც, საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო ზრდის ნიკოტინდამოკიდებულების მასშტაბებს”, – ვკითხულობთ განცხადებაში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც 2017 წლის მაისში საქართველოს პარლამენტმა თამბაქოს კონტროლის ახალი კანონმდებლობა მიიღო, მასში ასახული თანამედროვე მიდგომების გამო, ხშირად უწოდებენ „ახალი თაობის“ თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობას, რაც მრავალი ქვეყნისთვის სამაგალითოა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ასეთ შეფასებას ე.წ. ელექტროსიგარეტების და გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის რეგულაციაც განაპირობებს: “საქართველოს კანონმდებლობით, ნიკოტინის მიწოდების ელექტრონული სისტემები და გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები თამბაქოს ყველა სხვა ნაწარმის მსგავსად რეგულირდება. აკრძალულია მისი მოხმარება დახურულ საზოგადოებრივ სივრცეში, რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა, მათ შორის, დახლებზე გამოფენა, რეგულირდება მათი რეალიზაციის წესები და სხვა. რეგულაციების მიზანია საქართველოში, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდებში, თამბაქოს პროდუქტების მოხმარების შემცირება და აღმოფხვრა”, – წერია განცხადებაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, იმის გამო, რომ აღნიშნული პროდუქტები შედარებით ახალია, ჯანმრთელობაზე მათი უარყოფითი ეფექტები ჯერ კიდევ შესწავლის საგანია. თუმცა უკვე ცნობილია, რომ ისინი შეიცავენ და/ან მოხმარებისას გამოყოფენ ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენის მქონე ნივთიერებებს. ამასთან, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ თამბაქოს ინდუსტრიის განცხადებების მიუხედავად, არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ ეს პროდუქტები მოწევაზე თავის დანებების საშუალებაა, რადგან მათ შემადგენლობაში არსებული ნიკოტინი დამოკიდებულებას იწვევს. ამასთან, შეიცავენ სხვა ისეთ ნივთიერებებსაც (მ.შ. კანცეროგენები), რომელთაც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, უარყოფითი გავლენა აქვთ ჯანმრთელობაზე და, შესაბამისად, დამოუკიდებელ კვლევებს საჭიროებენ: “აღსანიშნავია, რომ ელექტროსიგარეტებს და გასახურებელ თამბაქოს მრავალ პროდუქტს ფლობს ის კომპანიები, რომლებიც წარსულში უპირატესად სიგარეტს აწარმოებდნენ. უკვე არსებული მონაცემების თანახმად, ეს ახალი პროდუქტები თამბაქოს კონტროლის რეგულაციების გვერდით ავლის და თამბაქოს მოხმარების რენორმალიზაციისთვის გამოიყენება, რაც საზოგადოების ჯანმრთელობის ინტერესებს ეწინააღმდეგება”, – წერია განცხადებაში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს ურჩევს, გასახურებელი თამბაქო დაარეგულირონ თამბაქოს სხვა პროდუქტების მსგავსად, რაც საქართველოს კანონმდებლობაში უკვე ასახულია. თუმცა, ორგანიზაციის თქმით, ეს არ გამორიცხავს ქვეყნების მიერ, ეროვნული ინტერესების შესაბამისად, მათ სრულ აკრძალვასაც. “საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა თანხვდება და პასუხობს გლობალურ ტენდენციებს და ასახავს დღეს არსებული ცოდნის დონეს ელექტრონული სიგარეტების და მსგავსი პროდუქტების პოტენციური რისკების შესახებ. ეს ეფექტური გზაა ახალგაზრდების და ბავშვების, არამწვლების და სხვათა მიერ თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის დაწყების პრევენციისათვის. ამ პროდუქტების მიმართ მსოფლიოს მრავალ ქვეყანას უფრო მკაცრი რეგულაციებიც აქვს, 32 ქვეყანაში ისინი აკრძალულია. საგულისხმოა, რომ საქართველოს მოსახლეობა დადებითად შეხვდა თამბაქოს კონტროლის ახალ რეგულაციებს და ბოლო მონაცემებით, დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვის ნაწილში 85%-იანი, ხოლო რეკლამის აკრძალვის ნაწილში კიდევ უფრო მაღალი მხარდაჭერით სარგებლობს. კანონის აღსრულების მაჩვენებელი მაღალია ყველა ძირითადი მიმართულებით: დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვის, რეკლამის და პოპულარიზაციის აკრძალვის, ვაჭრობის რეგულირების ნაწილებში”, – წერია განცხადებაში. WHO-ს შეფასებით, ამ კანონმდებლობის და სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკის პირველი შედეგები უკვე გამოჩნდა. კერძოდ, განცხადების ავტორები აცხადებენ, რომ წინასწარი მონაცემებით, მწეველთა და მოხმარებული თამბაქოს რაოდენობა კლებულობს, ხოლო არამწეველთა ექსპოზიცია თამბაქოს მეორადი კვამლისადმი მკვეთრად შემცირდა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ახლო მომავალში უნდა ველოდოთ ამ ცვლილებების ეფექტს უკვე მოსახლეობის ჯანმრთელობის ისეთ პარამეტრებზე, როგორიცაა დაავადების და სიკვდილობის შემცირება, რისთვისაც უმნიშვნელოვანესია თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის მდგრადობა, რათა ტენდენციები შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაღრმავდეს. “აღსანიშნავია, რომ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის საინვესტიციო შემთხვევის ანალიზის შესაბამისად, აღნიშნული ღონისძიებებით და რეგულაციებით ათობით ათასი საქართველოს მოქალაქე გადარჩება და 15-წლიან პერსპექტივაში 3,6 მილიარდი ლარი დაიზოგება. თამბაქოს ინდუსტრია და მასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული ჯგუფები ცდილობენ კანონი შეასუსტონ, ან მისი ეფექტური დანერგვა ჩაშალონ. ასეთი მცდელობები წარსულშიც ყოფილა და უამრავ ქვეყანას მსგავსი გამოცდილება აქვს. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ხშირად, ამ მხრივ, სწორედ გასახურებელი თამბაქოს და ელექტროსიგარეტების საკითხები გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო პოლიტიკის თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესებისაგან დაცვა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის 5.3 მუხლის მოთხოვნაა, რომლის სრულად დანერგვის პასუხისმგებლობა საქართველომ აიღო. ამ საკითხთან დაკავშირებით კანონი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემის ვალდებულებასაც ითვალისწინებს. შესაბამისი დოკუმენტი უკვე შემუშავებულია. ჩვენ საქართველოს ხელისუფლებას უახლოეს პერიოდში მისი ოფიციალურად დამტკიცებისა და რეალიზაციისკენ მოვუწოდებთ” ,- წერია განცხადებაში.

---

 

29.01.2019

მედიასაშუალება: https://www.bpn.ge/article/52444-romelia-qvelaze-motxovnadi-medikamentebi-sakartveloshi/

რომელია ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტები საქართველოში

საქართველოში ლარის დევალვაციის პარალელურად, მედიკამენტების ფასები მუდმივად იცვლება და უმეტეს შემთხვევაში მზარდია. ამას ემატება გახშირებული ქრონიკული თუ ვირუსული დაავადებები, რის გამოც მოქალაქეები მედიკამენტებში ძალიან დიდ თანხას ხარჯავენ. მეტიც, ჯანდაცვის დანახარჯების ნახევარზე მეტი სწორედ მედიკამენტებზე მოდის. აფთიაქებში მიმართვიანობა განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე იზრდება, როდესაც გრიპის ვირუსი ცირკულირებას იწყებს. ამის გამო, წელს რამდენიმე მედიკამენტის მარაგი საერთოდ ამოიწურა. ერთ-ერთი ასეთი იყო „ტამიფლუ“ და გაიზარდა მისი ფასიც. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რომელია საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტები, რისთვისაც რამდენიმე სააფთიაქო ქსელს დაუკავშირდა. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მოთხოვნადთა შორის, ტკივილგამაყუჩებლები, დამამშვიდებლები, ანტივირუსული და წნევის დასარეგულირებელი საშუალებები ლიდერობს. კერძოდ, ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების ჩვენს მიერ შედგენილი ათეული ასე გამოიყურება: „ნიმესილი“ „ციტრამონი“ „დიკლოფეროლი“ „კორსიზი“ „ტერაფლუ“ „ნოლგრიპი“ გაციების ჩაი (ყველა სახის) „ქალმი“ „ვამელანი“; „ლორისტა“ აღსანიშნავია, რომ რამდენიმე სააფთიაქო ქსელში საკმაოდ მოთხოვნადია თვალის წვეთებიც, რომელიც დიფიციტშიც კი აღმოჩნდა.

---

 

29.01.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1548759144-%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9C

სკანდალური ვიდეო -მოზარდები თრობისთვის მომაკვდინებელ ქიმიურ ნივთიერებას მოიხმარენ

სკანდალური ვიდეო სადაც ჩანს, ნარკოტიკული თრობისთვის, როგორ მოიხმარენ არასრულწლოვანები მომაკვდინებელ ნივთიერებას. ქილებში, რომლის სახელსაც „პრაიმტაიმი“ შეგნებულად არ ასახელებს, საყოფაცხოვრებო გამოყენების ქიმიური ნივთიერებაა მოთავსებული და მას ბავშვები თრობისთვის ისუნთქავენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ საყოფაცხოვრებო ქიმია ყველასთვის ხელმისაწვდომია და მისი თრობის მიზნით გამოყენება ზოგჯერ უეცარ სიკვდილს იწვევს. „ბენზინი, წებო, სანთებელას გაზი, ლაქის გამხსნელი და სხვა საყოფაცხოვრებო ქიმია - ეკუთვნის აქროლადი, ორგანული გამხსნელების ჯგუფს, ანუ ინჰალანტებს, რომელიც შესაძლოა ბოროტად და არამიზნობრივად იქნას გამოყენებული ე.წ. თრობის მიზნით, რომელიც სინამდვილეში ორგანიზმის ინტოქსიკაციაა და სხვა არაფერი. მოხმარების გზა არის შესუნთქვა, შეყნოსვა და სხვადასხვა საშუალებით მისი ორგანიზმში მოხვედრა. ასეთი ქცევა შეიძლება აღინიშნებოდეს ბავშვებში, მოზარდებში და მოზრდილებშიც კი. ორგანული გამხსნელები იოლად იხსნება ცხიმებში, მათი შესუთქვის შედეგად ფილტვის გავლით იოლად ხვდება სისხლის მიმოქცევაში და ამ გზით უკვე თავის ტვინსა და ორგანოებში. ამ ნივთიერებათა ტოქსიკურობიდან, მოხმარების სიხშირიდან და ხანგრძლივობიდან გამომდინარე შესაძლოა მივიღოთ შემდეგი სახის ეფექტები: მუცლის ტკივილი, ამნეზია, დეპრესია, დიარეა, ძილიანობა, თავის ტკივილი, გაღიზიანებადობა, აგზნებადობა, კოორდინაციის დარღვევა, მადის დაქვეითება, გულისრევა- ღებინება,ასევე შესაძლოა უეცრად განვითარდეს თავის ტვინის შეშუპება, ფილტვების შეშუპება და უეცარი სიკვდილიც კი დადგეს. „-აცხადებს „პრაიმტაიმთან საუბარში საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, მკვლევარი ირმა კირთაძე

---

 

29.01.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=195998-%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90,

"სასიცოცხლო ელქტროლიტები გვეკარგება... მიჭირს ჩემი გოგონას ტანჯვის ყურება, გთხოვთ თანადგომა გაგვიწიოთ"- 22 წლის ახალგაზრდას დედა საზოგადოებას მიმართავს

22 წლის მერი სისაურის დედა საზოგადოებას დახმარების იმედადაა. მერის დიაგნოზი უიშვიათესი დავადება "ვოლფრამის" სინდრომი დაუსვეს. "მერის თანმხლები დაავადებები აქვს როგრიცა შაქარინი, ასევე უშაქრო დიაბეტი, ორივე თვალის ნერვის ატროფია. სმენის სენსორული კლებადობა.მეორე ტიპის ანემია. მესამე თვეა მიმდიანრეობას ჰიპონატრიუმია. ეს სირთულე გამოიწვია უშაქრო დიაბეტის წამალმა რომელციც არის საქართველოში დამზადებული და საკმოდ უხარისხო. "დესმოპერსინი" . მერის დაგნოზის სასიცოხლო მაჩვენებლი არის 30-34 წელი მაგარმ დედისთვის ყველი წუთი მნიშვნელოვანია ის ხომ ჯერ მხოლდ 22 წლისაა"- განუცხადა "ნიუპოსტს" საქველმოქმედო ორგანიზაცია "იალქანის" ხელმძღვანელმა, თიკო აბაშიძემ. მისი თქმით, მდგომრეობის გართულების გამო მერი 29 ოქტომბრის შემდეგ იმყოფება კლინაკაში. "ჩემს მერიკოს სასიცოცხლოდ მუდმივად მესაჭიროება მინირინის აბები 0,2-იანი. შაქრის საზომი ჩხირები აკუჩეკი გოუ პრეფორმის ფირმა. ომეგა 3-950-ხანგრძლივად. კოენზიმ-Q-10.ხანგრძლივად. ვიტაგამა-5600-ხანგრძღუვად. ფსილიუმი-ხანგრძღივად. ჰეპა-მერცი-ხანგრძლივად. დანარჩენი კიდევ რაც საჭიროა რომელიც ხანგრძლივი და მუდმივი არაა ჩვენით ვცდილობთ ცალობაში შევიძინოთ. მერიკოს სასიცოცხლოდ ესაჭიროება მუდმივი მკურნალობა დიაგნოზი მძიმე და უიშვიათესია ამ წუთას ჰიპერნატრიუმია მიმდინარეობს სასიცოცხლო ელქტროლიტები გვეკარგება. ვართ კეთილი ხალხის იმედად კლინიკაც ფასიანია წამლები ცალკე საყიდელი. მიჭირს ჩემი 22-წლის გოგონას ტანჯვის ყურება გთხოვთ თანადგომა გაგვიწიოთ ვის როგორ შეგვეძლება. დაგხალეთ და მოგაბეზრეთ თავი მაგრამ იძულებული ვარ შვილის სიცოცხლისთვის ვითხოვო ფინანსურად თანადგომა. ვის როგორც შეგვეძლება რადგან ორშანათს 2100-ლარი უნდა შევიტანოთ დღეს 700ლარი ლარი შევიტანეთ. გთხოვთ კიდევ ერთხელ ნუ გამწირავთ მადლობას გიხდით ერთი ლარისთვისაც. დანიშნულებაში მიუთითეთ #მერიკოსისაური"- აცხადებს პაციენტის დედა.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

30.01.2019

მეიდასაშუალება: 

---

 

30.01.2019

მეიდასაშუალება:      ახალი თაობა

,,აგინებდა ბიძამისი, ცემდა ბავშვებს. საშინელება ხდებოდა"

არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით გორის მუნიციპალიტეტში , ერთ-ერთ დევნილთა ჩასახლებაში 30 წლამდე მამაკაცი დააკავეს. ახალგაზრდა მამაკაცს გამოძიება ცოლის დის შვილის ცემას ედავება. როგორც დაკავებულის მეზობლები „ნიუპოსტს" უყვებიან, მამაკაცი ბავშვზე სისტემატიურად ძალადობდა. სავარაუდო მოძალადის დაკავების შემდეგ, ძალადობის მსხვერპლი და მისი ძმა ხაშურის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში გადაიყვანეს. “ობლები არიან ბავშვები, დეიდა ზრდიდა. ჩვენ ვიცით, რომ ხშიად ძალადობდნენ. აგინებდა ბიძამისი, ცემდა ბავშვებს. საშინელება ხდებოდა. გუშინ იყო პოლიცია, გამოკითხეს ბავშვებიც, დიდმა გოგომ მოუყვა ყველაფერი“-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული ი.ს., წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის თანდასწრებით არასრულწლოვანზე განხორციელებული ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ, 2010 წელს დაბადებულ, უდედმამოდ დარჩენილ ცოლის დისშვილს, ოჯახის სხვა არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ ი.ს. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დააკავა. ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი და აღნიშნული ძალადობის შემსწრე მისი და კი სოციალური სააგენტოს თანამშრომლებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლში გადაიყვანეს. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის თანდასწრებით არასრულწლოვანზე განხორციელებულ ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5840669&name=30.01.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

30.01.2019

მეიდასაშუალება:  საქართველოს რესპუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტრო მკაცრ ზომებზე გადადის

1990-2015 წლებში საქართველოში ბიჭის ყოლის სურვილის გამო, 31 446 გოგო არ დაიბადა. ასეთია ბოლო 25 წლის სტატისტიკა. გაეროს მოსახლეობის ფონდის ინფორმაციით, სქესთა შორის ბალანსი ყველაზე მეტად კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთია დარღვეული. უცნობია, ბოლო წლებში რამდენი სელექციური აბორტი გაკეთდა, რადგან ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. რაც შეეხება აბორტებს, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ მხრივ კლების ტენდენცია შეიმჩნევა: თუკი 2017 წელს 16 000- მდე აბორტი გაკეთდა, 2018 წელს ეს რიცხვი 2000-მდეა შემცირებული. „სქესთა თანაფარდობა ძალიან იყო დარღვეული“,– აცხადებს დავით გაგუას კლინიკის გენდირექტორი დავით გაგუა. შექმნილი სურათიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს, რაც რ2–ის ცნობით, ორსულებისთვის 3 თვემდე ნაყოფის სქესის გამხელის აკრძალვას გულისხმობს. მიზანი სელექციური აბორტების შემცირებაა. შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას უახლოეს პერიოდში ელიან, თუმცა ჯერ უცნობია, რა სანქცია დაეკისრება ექიმს, რომელიც სქესს გაამჟღავნებს. „14 კვირამდე ბავშის სქესის გამჟღავნება აიკრძალება. ასევე მოხდება ეხოსკოპისტების, მეანგინეკოლოგების გადამზადება, რათა კომპეტენციების გაძლიერება შეძლონ“,– აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავროგო ორგანიზაციების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას მიესალმება, ნაწილი კი რისკებს ხედავს. კერძოდ, მათი თქმით, ქალი მამრობითი სქესის შვილზე არჩევანს მეუღლის გავლენით აკეთებს, რაც პაქტრიარქალური საზოგადოების მენტალური პრობლემაა – მსგავს საზოგადოებაში გოგონა არასასურველი ხდება. „არის საფრთხე, რომ პროცესმა იატაკვეშ გადაინაცვლოს. გარდა ამისა, როდესაც ქალს არ ელოდებიან და ვაიძულებთ, ამ პირობებში ვაიძულბთ, გააჩინოს ქალი, არ მგონია, რომ ეს გამოსავალი იყოს“,– აცხადებს იდა ბახტურიძე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5840604&name=30.01.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

30.01.2019

მეიდასაშუალება:  ვერსია

შვილმკვლელი დედები

2019 წლის იანვარი ტრაგედიებთან ასოცირდება _ ჯერ იყო და, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, გაზის გაჟონვის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსი აფეთქდა, რომელმაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამას მოჰყვა ახალგაზრდა ჟურნალისტის, `ტვ „პირველის~ წამყვანის, ლევან ჩხაიძის ტრაგიკული გარდაცვალება. მერე, ცნობილი გახდა, რომ 23 წლის ქართველი მეზღვაური უცხოეთში გარდაცვლილი იპოვეს. ასევე, საზღვარგარეთიდან მოვიდა ცნობა, რომ ქართველი ემიგრანტი მხატვარი, ქართველმა მოკლა. ამ ტრაგედიებიდან არანაკლებ შოკისმომგვრელია 4 წლის გოგონას გარდაცვალება, მით უმეტეს, რომ მოარული ინფორმაციით, შესაძლოა, ბავშვი საკუთარმა დედამ ცემით მოკლა. მიმდინარე წლის 22 იანვარს, ქართულმა საინფორმაციო პორტალებმა შემდეგი სახის ინფორმაცია გაავრცელეს: „თბილისში, სანზონაში, 4 წლის გოგონა გარდაიცვალა. მეზობლები ჟურნალისტებთან ყვებიან, რომ 4 წლის გოგო მშობელმა ცემით მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, დედა მცირეწლოვან ბავშვზე ხშირად ძალადობდა. შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე დანიშნულია სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზა. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ისჯება თავისუფლების შეზღუდვით, ვადით ხუთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ოთხ წლამდე. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს გარდაცვლილის მშობლების, ოჯახის წევრებისა და მოწმეების გამოკითხვა~. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცავებმა ბავშვის დედა დააკავეს, თუმცა დედას გამოძიება შვილის მოკვლას კი არა, არამედ, შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევას ედავება. დაკავებული ქალი, როგორც მისმა ადვოკატმა, ნინო ტაბატაძემ განაცხადა, დუმილის უფლებით სარგებლობს და დანაშაულს არ აღიარებს. ამ დროისთვის ქალს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. გარდაცვლილი ბავშვის დედისთვის პატიმრობის შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა, ადვოკატი კი, პატიმრობის ნაცვლად, გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ ხელწერილის გამოყენებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა `შემაკავებელი ორდერით, დედას აეკრძალა ბავშვთან, მის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, რაც მან არ შეასრულა და ამის გამო, ის დაკავებულია. საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდებულს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა და 381 პრიმა მუხლების პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობას. საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და იმ საფრთხეების საფუძველზე, რაც საქმეზე იკვეთებოდა, სასამართლოს მივმართეთ შუამდგომლობით, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ, _ განუცხადა მედიას პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ და დასძინა, _ დედას 30 დღის განმავლობაში _ 6 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით, მსხვერპლთან ანუ არასრულწლოვანთან, მის საცხოვრებელთან მიახლოება და ნებისმიერი სახით კომუნიკაცია ეკრძალებოდა. დედას ვალდებულება ჰქონდა, რომ მის სახლში არ მისულიყო. აღსრულება თავად მოძალადეს, დედას ევალებოდა. ყველა პირის გამოკითხვა, ყველა ვერსიის შემოწმება მიმდინარეობს~. ქართული ანდაზაა, ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო. ჰოდა, ახლაც ასეა _ ტრაგედია მოხდა თუ არა, ყველა, ვისაც არ ეზარება, იმაზე მსჯელობს, ვინ არის დამნაშავე 4 წლის გოგონას გარდაცვალებაში ანუ მიდის თუ არა ტრაგედიის კვალი სახელმწიფო უწყებებამდე, კერძოდ, სოციალური მომსახურეობის სააგენტოსა და სამართალდამცავებამდე, რომელთაც ევალებოდათ, ეკონტროლებინათ, დედა შემაკავებელი ორდენით გათვალისიწინებულ პირობებს ასრულებდა, თუ არა? ამ დეტალების გარკვევა, ცხადია, სამომავლოდ აუცილებელია, რადგან მსგავსი ტრაგედია აღარ მოხდეს, მაგრამ იქნებ, დღის წესრიგში ის საკითხიც უნდა დადგეს და იმაზეც უნდა გავშალოთ დისკუსია, რომ მსგავსი დანაშაულისთვის სასჯელი გამკაცრდეს? გამკაცრებული სასჯელი შესაძლოა, მავანს არაჰუმანურად მოეჩვენოს, მაგრამ განა, ის ჰუმანურია, რომ მშობელი, რომელიც საკუთარ პირმშოს სიცოცხლეს გამოასალმებს, რამდენიმე წლის შემდეგ, თავისუფლებაზე გამოვიდეს და საზოგადოების სრულფასოვანი წევრი გახდეს? ამ მკაცრი განცხადების საფუძველს კი ის ფაქტები იძლევა, რომლებიც ბოლო წლებში მოხდა. ამ მხრივ, ერთ-ერთი გახმაურებული, მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში, 2011 წლის დასაწყისში მომხდარი ტრაგდიაა _ მაშინ დედამ ხუთი წლის შვილი შეშით მოკლა. იმდროინდელ ბეჭდურ მედიაში ამ ტრაგედიის შესახებ ეწერა: `...სამი შვილის დედამ, მაია გელდიაშვილმა უფროსი ვაჟი _ ხუთი წლის შალვა (შაკო) წიკლაური მოკლა. დედამ დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ პატარას შეშის ნაჭრით გაუპო თავი: „ბავშვს მანამდე ვცემდი ხოლმე, სანამ გონებას არ დაკარგავდა. ამჯერადაც ასე იყო, შეშის ნაპობი გათიშვამდე ვურტყი, მერე იატაკზე მთელი ძალით დავახეთქე. როცა დავეჭვდი, რომ გონზე ვეღარ მოვიდოდა, ვცადე, ენა ამომეწია. კბილები ხელს მიშლიდა, ამიტომ კოვზით ჩავუმტვრიე~. „შაკო თითქმის სულ ნაცემი დადიოდა, დედას გაფრთხილებული ჰყავდა, არავის უთხრაო და ისიც გვიმალავდა. ერთხელ, თვალი ჰქონდა ჩალურჯებული და რომ ვკითხე, რა მოგივიდა- მეთქი, წავიქეციო. უბანში ერთად ვთამაშობდით. მაგასთან სახლში არასდროს შევსულვარ, ეზოში ვხვდებოდით ერთმანეთს. დედამისის გვეშინოდა, რაღაცნაირი ქალი იყო. არა, კი არ გვიყვიროდა, მაგრამ შაკო რომ ნაცემი იყო, ჩვენც გვეშინოდა. შაკოს კიდევ და და ძმა ჰყავს. ძმა პატარაა, თოთო და არასდროს მინახავს, სულ სახლში ჰყავდათ. ერთხელ, გული გავუწვრილე, არ მეტყვი, რა გჭირს-მეთქი? დედამ ჩამარტყა თავშიო... დედა ძალიან უყვარდა, მაგრამ ამბობდა, დედას არ ვუყვარვარ, დედას და მამას ჩემი და-ძმა უფრო უყვართ, იმათ ეფერებიან, მე _ არაო. ის ქალი ყველაფერს შაკოს აკეთებინებდა. დილით უთენია, ნახირში გაადენინებდა საქონელს. ისეთ ადგილზე მიდიოდა, სადაც დიდებიც კი არ გადიოდნენ. სულ ნამტირალევი დადიოდა. სოფელში ამბობდნენ, ეს საწყალი ბავშვი მონასავით ჰყავსო. ყოველთვის დახეული შარვალი და გამოგლეჯილი ჯემპრი ეცვა. შაკოს სიკვდილი რომ გავიგე, მისი სახლისკენ წავედი. ჭიშკარი ღია იყო, მაგრამ შესვლა ვერ გავბედე~, _ უყვებოდა პატარა შაკოს მეგობარი ჟურნალისტებს. როგორც ყველა ტრაგედია, საზოგადებამ მისაქციელის ამბავიც მალე დაივიწყა, თუმცა მოგვიანებით, დედისგან მოკლული პატარა შაკო ხალხმა კიდევ ორჯერ გაიხსენა: ერთხელ მაშინ, როცა ხმა გავარდა, შვილის მკვლელი დედა საპყრობილეში ჭკუიდან შეიშალაო. მეორედ კი მაშინ, როცა ცნობილი გახდა, რომ შვილის მკვლელობისთვის ბრალდებული ქალი, მიხეილ სააკაშვილმა, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე, კერძოდ, 2013 წლის მაისში შეიწყალა. „მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში მოკლული 5 წლის ბავშვის დედა, საქართველოს პრეზიდენტმა 25 მაისს შეიწყალა. ამ ინფორმაციას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროშიც ადასტურებენ~, _ იუწყებოდა 8 წლის წინ, ქართული მედია. ზოგადად, თუ Gოოგლე- ის საძიებო სისტემაში შეხვალთ, მშობლის მიერ შვილის მოკვლის შესახებ არაერთ ნიუსს ნახავთ და იმასაც აღმოაჩენთ, რომ ჩვენს გვერდით, არაერთი შვილმკვლელი ცხოვრობს. არის თუ არა ეს სახელმწიფოს პრობლემა? _ ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, თუმცა მოდით, ნუ ვიქნებით იდეალისტები და ნუ ვიტყვით, რომ სახელმწიფო არაფერ შუაშია. იგივე ნაძალადევის ტრაგედიას რომ დავუბრუნდეთ, შესაბამის უწყებებს უფრო მეტი ყურადღება რომ გამოეჩინათ და დედისთვის, რომლის მიმართაც შემაკავებელი ორდერი იყო გამოწერილი, შვილთან ურთიერთობის საშუალება არ მიეცათ, დღეს 4 წლის გოგო, შესაძლოა, ცოცხალი ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, საკითხავია: გამოძიება მხოლოდ დედის დასჯით დაკმაყოფილდება, თუ იმითაც დაინტერესდება, როგორ მოხვდა ოთხი წლის ნინო დედასთან მაშინ, როცა მშობელს შვილთან ურთიერთობა 30 დღით ჰქონდა აკრძალული? იმ შემთხვევაში, თუ ამ კითხვას პასუხი არ გაეცემა, შესაძლოა, კიდევ არაერთი ტრაგედიის მოწმენი გავხდეთ, ტრაგედიისა, რომლის შემდეგაც ისევ ვაი-ვიშს მოვყვებით. სხვათა შორის, ისიც საინტერესოა, როდის გაიზრდება თითოეული ჩვენგანის სამოქალაქო განათლება ანუ მეზობლები ახლა ამბობენ, რომ დედა ოთხი წლის გოგოს ხშირად სცემდა. მართალია, ისიც ცნობილია, რომ რამდენჯერმე პატრული გამოიძახეს, მაგრამ თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ხედავდა, რომ ბავშვი ძალადობის მსხვერპლი იყო, უფრო მეტი სამოქალაქო თვითშეგნება რომ გამოეჩინა, ნაძალადევის ტრაგედია, შესაძლოა, არც მომხდარიყო, თუმცა როგორც ჩანს, საქართველოში ჯერ კიდევ აქტუალურია „სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო“. ასევე, პოლიციაში დარეკვაც, როგორც ჩანს, ცუდ ტონად ითვლება _ აბა, „ჩამშვებები“ ხომ არ გავხდებით?! ამ კუთხით ასევე, საინტერესოა ჭიდაობის ფედერაციის ბოლო სკანდალი, როცა სპორტსმენები ამტკიცებდნენ, ევროპის ჩემპიონზე გეგეშიძის თავდასხმას შინაურულად გავარჩევთ, პოლიცია რა საჭიროაო?! ისე, ხანდახან ისე ჩანს, რომ ჩვენ, ამ საზოგადოების თითოეული წევრი, ტრაგედიებს შოუდ ვაქცევთ, რაც არანაკლები ტრაგედიაა!

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5840553&name=30.01.2019+-+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---  ​