მედიამონიტორინგი 31.01.2019
ტელევიზია
31.01.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
ფლებადამცველები ოთხი წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე, სოციალური მუშაკების სამსახურიდან გათავისუფლებას არასაკმარისად მიიჩნევენ. მათი თქმით, პასუხისმგებლობა მხოლოდ ქვედა რგოლს არ უნდა დაეკისროს და აუცილებელია, სისტემური რეფორმა განხორციელდეს. უფლებადამცველების განცხადებით, არსებობს ბევრი ხარვეზი, რაზეც თავად სოციალური მუშაკებიც მიუთითებენ. მათ ასევე შეკითხვები აქვთ შსს-თანაც, რამდენად ადეკვატური იყო უწყების მხრიდან რეაგირება 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების საქმეზე
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5843610
---
30.01.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 21:00
4 წლის გოგონას გარდაცვალების გამო გაათავისუფლეს 4 სოციალური მუშაკი. საკუთარი სურვილით დატოვა თანამდეებობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა. სოც. ქსელში კი გავრცელდა ღია წერილი, სადაც სააგენტოს თანამშრომელი წერს, რომ თიტოეული სოც. მუშაკი იღებს პასუხისმგებლობას მომხდარზე, თუმცა სახელმწიფომაც უნდა შექმნას მათთვის სამუშაო პირობები.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5843258
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5843138
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5843017
რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5843202
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5842948
კავკასია - დღეს 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5842971
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5842714
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5842375
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5842247
---
30.01.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
მედიკამენტებისადმი მდგრადი ტუბერკულოზის საგანგაშო სტატისტიკა საქართველოში - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ ბოლო წლების მთავარ გამოწვევად ტუბერკულოზის ის ფორმა რჩება, რომელიც მედიკამენტების მიმართ გამძლეა და მკურნალობას ხშირ შემთხვევაში აღარ ექვემდებარება. ე.წ. რეზისტენტული ტუბერკოლუზის შემთხვევებით საქართველო გლობალურ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აჭარბებს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5843212
---
30.01.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
ვაზისუბნის მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრის თანამშრომლებმა მუშაობა განაახლეს. მათ ჯანდაცვის სამინისტროს და პროფკავშირის წარმომადგენლები შეხვდნენ. მხარეებმა სამუშაო პირობებისა და ხელფასების დაგვიანების შესახებ ისაუბრეს. გადაწყდა, რომ 7-კაციანი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება და მედიაციის სერვისიც ჩაერთვება პროცესში.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5842747
---
30.01.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 13:00
33 წლსი გიორგი გურჯიძეს დახმარება სჭირდება. ახალგაზრდა მამაკაცს გულის გადანერგვა ესაჭიროება. ოპერაცია საქართველოში არ ტარდება. ტრანსპორტირება დიდ ხარჯებთანა რის დაკავშირებული, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს. თანხის ჩარიცხვა თიბისი ბანკის, ლიბერთი ბანკის და საქართველოს ბანკის ანგარიშებზეა შესაძლებელი. მსურველებს შეუძლიათ დარეკონ მაგთიდან, ბანიდან.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5841830
---
ინტერნეტი
31.01.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/530722-antivirusuli-preparatis-tamiplus-shesazenad-saxelmcipom-1-milioni-lari-daxarja
ანტივირუსული პრეპარატის - „ტამიფლუს“ შესაძენად სახელმწიფომ 1 მილიონი ლარი დახარჯა
გრიპის ვირუსთან საბრძოლველად წელს სახელმწიფოს 11 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული, საიდანაც 1 მილიონი ანტივირუსული პრეპარატის -„ტამიფლუს“ შესაძენად დაიხარჯა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული თანხა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არის გათვალისწინებული და მთლიანად ინფექციურ დაავადებებზე დაიხარჯება. შეგახსენებთ, რომ ანტივირული პრეპარატი „ტამიფლუ“ 12 იანვრიდან ყველასთვის უფასო გახდა. 24 იანვრიდან საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 3000 დოზა შემოიტანეს.
---
31.01.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/530720-tbilisshi-savaraudod-h1n1-is-virusit-30-clis-mamakaci-gardaicvala
თბილისში, სავარაუდოდ, H1N1-ის ვირუსით 30 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
თბილისში, სავარაუდოდ, H1N1-ის ვირუსით 30 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრებისა და ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში “ღორის გრიპის“ ვირუსით გამოწვეული გართულებებით მოათავსეს და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. როგორც “ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრში განუცხადეს, უწყებას ინფორმაცია “ღორის გრიპით“ გარდაცვალების ახალი შემთხვევის შესახებ, რაც ლაბორატორიულად უნდა იყოს დადასტურებული, ამ ეტაპზე არ აქვს. ლაბორატორიულად დადასტურებული ინფორმაციით, საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით 20 ადამიანია გარდაცვლილი.
---
30.01.2019
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/42836/sotsmushakebi-sergeenkos-tqven-tu-grdznobt-am-pasukhismgeblobas-tu-grdznobt-ras-aketebt
სოცმუშაკები სერგეენკოს: თქვენ თუ გრძნობთ ამ პასუხისმგებლობას? თუ გრძნობთ, რას აკეთებთ?
დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ 4 წლის გოგოს დაღუპვის საქმის მოკვლევის საფუძველზე, 2 უფროსი სოცმუშაკი და 2 სოცმუშაკი გაათავისუფლა - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც „ლიბერალს“ სამინისტროში განუცხადეს, გათავისუფლდნენ გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრის თანამშრომლები. მინისტრის მოადგილის ბრიფინგამდე რამდენიმე საათით ადრე გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრის სოციალურმა მუშაკებმა განცხადება გაავრცელეს. სოცმუშაკები აცხადებენ, რომ მინისტრს არაერთხელ მიმართეს დახმარებისთვის, „რადგან ყოველგვარ ადამიანურ შესაძლებლობას ცდება იმ სამუშაოების ჯეროვნად შესრულება, რაც დღეს სოციალურ მუშაკებს გვაკისრია. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ, ალბათ, სანამ რომელიმე სოციალური მუშაკი სამსახურებირივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად არ განადგურდება, მანამდე სისტემა ვერ დაინახავს რეალურ უფსკრულს, თუმცა მსხვერპლი, სამწუხაროდ, ყველაზე უდანაშაულო არსება აღმოჩნდა“. სოცმუშაკები აცხადებენ, რომ მინისტრმა დიდი ხანია იცოდა, რომ მუშაკთა რაოდენობა ვერ წვდებოდა მომსახურების საჭიროების მქონე ბენეფიციართა დროულ და სრულ იდენტიფიცირებასაც კი. „არც იფიქროთ, რომ რომელიმე სოციალური მუშაკი გავურბივართ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას, შექმნილი ვითარების გამო, მაგრამ თქვენ თუ გრძნობთ ამ პასუხსმგებლობას? თუ გრძნობთ, რას აკეთებთ? ეძებთ რომელი ცენტრის სოციალური მუშაკი მეტად დამნაშავეა, რომ სამაგალითოდ დასაჯოთ, ხომ? კი ბატონო, ჩვენ ყველანი დავტოვებთ პოზიციებს და სიმართლეს დავიცავთ თუნდაც სასამართლოში, მაგრამ ესაა გამოსავალი?! ეს არ უშველის იმ ასობით ბავშვს, რომელთა შესახებაც ინფორმაცია მოსულია სააგენტომდე, თუმცა ვერ ვახერხებთ შემთხვევის დროულად გაცნობას, არათუ შემდგომ თითზე დასათვლელ „მომსახურებებში“ ადეკვატურ ვადებში ჩართვას. სამწუხაროდ, ბევრია ძალადობის მსხვერპლი ბავშვი, სადაც არ უნდა დავაგვიანოთ რეაგირება! არ უნდა დაგვაგვიანებინოთ!“, - აცხადებენ სოციალური მუშაკები განცხადების სრული ვერსია: ბატონო მინისტრო, მოგმართავთ საჯაროდ რადგან ვშიშობთ ჩვენს მიერ თქვენთან ოფიციალურად გამოგზავნილი წერილი არ „დაიკარგოს“ “შემთხვევით” ან შვებულებაში გასული თანამშრომლის უჯრაში არ აღმოჩნდეს 10 სამუშაო დღის შემდეგ. იმედი აღარ გვაქვს რომ თქვენამდე მოვა სოციალური მუშაკების ხმა, რომელთაც არაერთი წერილი დავწერეთ, თუმცა ამაოდ... პირველ რიგში როგორც რიგითი მოქალაქეები და განსაკუთრებით, როგორც სისტემაში დასაქმებული სოციალური მუშაკები ღრმა მუწუხარებას გამოვთქვამთ, 4 წლის ნინოს გარდაცვალების გამო და თითოეული ჩვენგანი ვგრძნობთ მორალურ პასუხისმგებლობას აღნიშნული ფაქტის წინაშე. როგორც ჩანს საკმარისი არ იყო არაერთი მოხსენებითი ბარათი/წერილი რითიც ვითხოვდით, მოვითხოვდით თქვენს დახმარებას, რადგან ყოველგვარ ადამიანურ შესაძლებლობას ცდება იმ სამუშაოების ჯეროვნად შესრულება რაც დღეს სოციალურ მუშაკებს გვაკისრია. არაერთხელ აღგვინიშნავს რომ ალბათ სანამ რომელიმე სოციალური მუშაკი სამსახურეობირივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად არ განადგურდება მანამდე სისტემა ვერ დაინახავს რეალურ უფსკრულს, თუმცა მსხვერპლი სამწუხაროდ ყველაზე უდანაშაულო არსება აღმოჩნდა. წარმოუდგენელია 21-ე საუკუნეში ჰქმნიდე მომსახურებას და არ გაინტერესებდეს მომსახურების მიმწოდებელი თუ გყავს. დიახ ბატონო მინისტრო, ჩვენ სოციალური მუშაკები ვართ თავად მომსახურება და იმ მომსახურების მიმწოდებლები, რასაც სთავაზობთ მოქალაქეებს. თუმცა თქვენ კარგად იცით რომ დიდი ხანია სოციალური მუშაკების რაოდენობა ვერ წვდება მომსახურების საჭიროების მქონე ბენეფიციართა დროულ და სრულ იდენტიფიცირებასაც კი. ჩვენ ვართ ადამიანები რომლებიც ვიმყოფებით მუდმივად „საოპერაციო ბლოკში“ სადაც უამრავი ბავშვია „ნარკოზის“ ქვეშ, არ გვაძლევთ სათანადო "აღჭურვილობას" რომ გავაკეთოთ ჩვენი საქმე. არ გვაქვს სოციალურ მუშაკებს 10 ხელი, რასაც ხშირად ვნატრობთ, რადგან რეალურის მოლოდინი ბევრად ნაკლებია აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი სულაც არ მოითხოვს სოციალური მუშაობის მიმართულებით სპეციალურ ცოდნას, რაზეც ხშირად კეთდება აქცენტი, თითქოს საკმარისი რაოდენობით პროფესიონალი არ მოიძებნება. ეს ყველაფერი თქვენ იცით! არც იფიქროთ რომ რომელიმე სოციალური მუშაკი გავურბივართ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას, შექმნილი ვითარების გამო, მაგრამ თქვენ თუ გრძნობთ ამ პასუხსმგებლობას? თუ გრძნობთ, რას აკეთებთ? ეძებთ რომელი ცენტრის სოციალური მუშაკი მეტად დამნაშავეა რომ სამაგალითოდ დასაჯოთ, ხომ? კიბატონო, ჩვენ ყველანი დავტოვებთ პოზიციებს და სიმართლეს დავიცავთ თუნდაც სასამართლოში, მაგრამ ესაა გამოსავალი?! ეს არ უშველის იმ ასობით ბავშვს რომელთა შესახებაც ინფორმაცია მოსულია სააგენტომდე, თუმცა ვერ ვახერხებთ შემთხვევის დროულად გაცნობას, არათუ შემდგომ თითზე დასათვლელ „მომსახურებებში“ ადეკვატურ ვადებში ჩართვას. სამწუხაროდ ბევრია ძალადობის მსხვერპლი ბავშვი, სადაც არ უნდა დავიგვიანოთ რეაგირება! არ უნდა დაგვაგვიანებინოთ!!! აღარც გთხოვთ და აღარც მოვითხოვთ, გემუდარებით... გაიგონეთ ჩვენი ხმა, ბატონო დავით! წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებულები ვიქნებით დავიწყოთ შესაბამისი პროცედურები. ამ დრომდე მაქსიმალურად ვიკავებდით თავს პროტესტის გამოხატვის უკიდურესი ფორმისგან, რადგან არ გვსურს ჩვენი საქმიანობის შეჩერებით მოქალაქეები დაზარალდნენ და ველით თქვენგან უმოკლეს ვადებში ადეკვატურ ნაბიჯებს. პ.ს დღეის მდგომარეობით, სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკების ვალდებულებაა აწარმოონ სახელმწიფო მზრუნველობაში არსებული არასრულწლოვნების საქმეები (რეინტეგრაცია/მინდობით აღზრდა), დღის ცენტრის, ხელოვნური კვებით უზრუნველყოფის, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების, რეაბილიტაცია/აბილიტაციის, ადრეული განვითარების, მცირე საოჯახო ტიპის სახლების, სათემო ორგანიზაციების, დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ქვეპროგრამებში ჩართვა/მონიტორინგის; მეურვეობა/მზრუნველობა/მხარდაჭერის, შვილად აყვანის, ბავშვზე და ოჯახში ძალადობის, ოჯახური დავების, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების, საპროცესო წარმომადგენლობის, გადაუდებელად შესასწავლი შემთხვევების, მიმღებ მშობლად/მშვილებელ კანდიდატად დარეგისტრირების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, სახალხო დამცველის, შსს და სხვა უწყებების მომართვებზე რეაგირების განხორიელება/მონიტორინგი. შესაბამის მომსახურებებში ჩართვასთან დაკავშირებით არამატერიალიზებული ვაუჩერის ბეჭდვა, პროგრამებში ჩართვის გადაწყვეტილებების და რეესტრების მომზადება/მონიტორინგი, ასევე, მეურვეობა–მზრუნველობისა და სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებული მოქალაქეთა კონსულტირება და განცხადებების მიღება.
---
30.01.2019
4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე, 4 სოცმუშაკი გაათავისუფლეს, სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა კი თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა
4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოიკვეთა სოციალური სამსახურის მუშაკების პასუხისმგებლობის საკითხი, რის შედეგადაც თანამდებობიდან 4 პირი გათავისუფლდა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ განუცხადა. ამასთან, მისი განმარტებით, საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარი წერეთელმა. როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების საქმეში გამოიკვეთა "ბავშვის მართვის მენეჯმენტთან " დაკავშირებული ხარვეზები, რომელიც დაკავშირებული იყო სოციალური სამსახურის მუშაკების საქმიანობასთან. "4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა მოკვლევა დაასრულა, რის შედეგადაც გამოიკვეთა იმ ორი უფროსი სოციალური მუშაკისა და ორი სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობა, რომლებსაც უშუალოდ ევალებოდათ ბავშვის საქმის მართვა. აღნიშნული სოციალური მუშაკები დღეიდან გათავისუფლებულები არიან დაკავებული თანამდებობებიდან, მოკვლევის მასალები კი შესაბამის სამსახურებს გადაეცათ. პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა. რასაკვირველია, ჩვენ, მთელი უწყება ვწუხვართ პატარა გოგონას გარდაცვალების გამო და ვგრძნობთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას მომხდართან დაკავშირებით. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს სისტემური ცვლილებები სოციალური მუშაობის მიმართულებით, რაც გვევალება კიდეც “სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის მიხედვით, რომელიც 2018 წლის ზაფხულში იქნა მიღებული. შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელშიც კონკრეტულად გაიწერა სისტემური რეფორმისათვის საჭირო ნაბიჯები. გარდა ამისა, 2018 წელს დაიგეგმა სოცმომსახურების სააგენტოს რეორგანიზაცია, რომელიც მიმართულია სისტემური ხარვეზების აღმოფხვრისკენ და რისკების მინიმალიზაციისკენ. რასაკვირველია, სისტემური რეფორმა თავისთავად გულისხმობს სოციალური მუშაკის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, სოციალური მუშაობის ხარისხის ამაღლებას და რეგიონული საბჭოების მანდატის გადახედვა/გაძლიერებას," - განაცხადა ბარკალაიამ. სანზონაში 4 წლის ბავშვი 22 იანვარს გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის დააკავეს. მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაც მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცოსხლის მოსპობას გულისხმობს. გარდაცვლილი გოგონას დედას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=78111
ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/337203/
ესქეინიუს.ჯი- http://sknews.ge/index.php?newsid=21193
რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=90788
კვირა.ჯი- http://kvira.ge/446149
ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/220036
---
30.01.2019
რატომ დატოვა თანამდებობა მარი წერეთელმა?
ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარი წერეთელმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. თავად მარი წერეთელი დღეს მედიასთან არ გამოჩენილა. მისი პოსტიდან წასვლა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ 4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე მორალური პასუხისმგებლობით ახსნა. შეგახსენებთ, რომ დეპარტამენტი, რომელსაც მარი წერეთელი ხელმძღვანელობდა სწორედ 4 წლის გოგონას მეურვეობა-მზრუნველობასა და მონიტორინგზე იყო პასუხისმგებელი. თავად წერეთელმა მედიასთან განცხადება გოგონას გარდაცვალებიდან მეორე დღეს გააკეთა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მაშინ განმარტა, რომ მიზეზი რის გამოც 4 წლის გოგონას მინდობით აღზრდიდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება გადაწყდა ამ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება იყო. მარი წერეთელი ასევე აცხადებდა, რომ: „მათ ჰქონდათ წინსვლა. მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იყო გაუმჯობესებული. ოჯახის დანარჩენი ბავშვებიც ცხოვრობდნენ იქ და მათი ჰიგიენური ნორმებიც იყო დაცული“
---
30.01.2019
მედიასაშუალება: https://www.ambebi.ge/article/231254-davbane-davazine-da-dilit-aset-mdgomareobashi-damxvdao-ra-uambo-gardacvlili-4-clis-gogonas-dedam-advokats/
"დავბანე, დავაძინე და დილით ასეთ მდგომარეობაში დამხვდაო..." - რა უამბო გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედამ ადვოკატს
სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედას ლელა ქსოვრელს, 24 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 4 წლის ბავშვი 22 იანვარს გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის დააკავეს. ქალს არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა. ქსოვრელს სახელმწიფომ სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა და ახლა მის ინტერესებს ნინო ტაბატაძე იცავს. ადვოკატი ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ამბობს, რომ დედის განმარტებით, 4 წლის ნინო ზალინაშვილი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე იყო და აგრესიულად იქცეოდა, რის გამოც საკუთარ თავს დაზიანებებს თავად აყენებდა. გთავაზობთ ამონარიდებს "სარკეში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან: - ქალბატონო ნინო, რატომ გამოიწერა 6 იანვარს ლელა ქსოვრელის სახელზე შემაკავებელი ორდენი ბავშვის ცემის გამო? - საკითხავია, რამდენად კანონიერად გამოიწერა 6 იანვარს შემაკავებელი ორდერი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს და საქმეშიც მოიპოვება არაერთი მოწმის ჩვენება, რომ ის არ ძალადობდა ბავშვზე. ეს ოჯახი სოციალურად დაუცველია, არ აქვთ არანაირი შემოსავალი. ბავშვი იყო აუტისტური სპექტრის და წყლის ეშინოდა. საჭმელს თუ განავალს, ყველაფერს თავზე ისვამდა და დედა იძულებული იყო, ხშირ-ხშირად დაებანა. ჭიქითაც რომ მიეტანათ წყალი, ბავშვი ისტერიკულ კივილს ტეხდა და სწორედ ამ კივილის გამო შეწუხდნენ მეზობლები. არ არსებობს თვითმხილველი, რომელმაც მშობლის ძალადობა დაინახა. - რისგან მიიღო დაზიანებები 6 იანვარს? ჯერ კიდევ ცოცხალი ბავშვის ფოტო, სადაც მას უამრავი დაზიანება აქვს, მთელმა ქვეყანამ ნახა... - 6 იანვარს აბანავებდა. ტაშტში ჰყავდა ჩასმული და ხელიდან გაუსხლტა. დედა ამბობს, რომ ბავშვს ხარივით ძალა ჰქონდა. ხელს ვუჭერდი, რომ როგორმე დამეკავებინა და ტანზე დალურჯებები ალბათ ამის გამო აქვსო. ხელიდან რომ გამისხლტა, პლასტმასის ტაშტი გადატყდა, ზედ წაიქცაო. დაბანის დროს კედელსაც ეხლებოდა. მერე წაიქცა და სახეზე დაზიანებები მაშინ მიიღოო. ბავშვი ვერ მეტყველებდა, ვერ ყლაპავდა, რაქიტული იყო და ხშირად ეცემოდა. დედა ცდილობდა, მასაჟები გაეკეთებინა მისთვის, რომ ხშირად არ დაცემულიყო. უნდოდა საბავშვო ბაღში ეტარებინა. მასაჟებისთვის დაფინანსება მოითხოვა მერიისგან და ეს დევს საქმეში. - ორდერის დარღვევას ედავება გამოძიება ლელა ქსოვრელს?… - დიახ და ორდერს გასაჩივრების ვადა ჰქონდა, მაგრამ ამ ქალს დაბალი სამართლებრივი განათლება აქვს და არც მოუკითხავთ ეს ამბავი. შემაკავებელი ორდერი რომ გამოწერეს, იქ შემოხაზულია, რომ მოძალადეს მსხვერპლთან მიახლოება და რაიმე სახის კომუნიკაცია ეკრძალება. იქ წერია ასევე, რომ მსხვერპლი უნდა განრიდებულიყო მოძალადისაგან. ეს ბავშვი კი მისგან არავის გაუყვანია. პატრულმა ბავშვი იაშვილის კლინიკაში დატოვა. ორი დღის მერე იაშვილის კლინიკა მშობლებს ეძახდა, გინდათ თუ არა, ბავშვი გაიყვანეთ აქედან და თან დავალიანება, 650 ლარი გადაიხადეთო. ეს ოჯახი ამ თანხის გადამხდელი, რა თქმა უნდა, არ იყო. რაღაც კალკულაციით ჩამოუყარეს 86 ლარზე და დღემდე აქვთ ის დავალიანება - ხელშეკრულებაა გაფორმებული, რომ ის დავალიანება ეკისრება ოჯახს. შესაბამისად, ორდერი დაირღვეოდა, რადგან კლინიკამ აიძულა ოჯახი, რომ ბავშვი გაეყვანა და მისთვის არც არავის მიუკითხავს. რა ექნა დედას, რომელსაც დავარდნილი, მოხუცი დედამთილი და კიდევ ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდა სახლში? ყველა დაეყარა და წასულიყო?! თან შემაკავებელ ორდერს არ ეწერა, რომ ქალი არ უნდა მისულიყო იმ ოჯახში, არამედ ბავშვი უნდა განრიდებულიყო. - რა მოხდა 22 იანვარს, რისგან გარდაიცვალა პატარა გოგო? - სიცხემ აუწია, ახველებდა და წამლები მივეციო, ამბობს დედამისი. მისი სხვა შვილებიც გაციებულები ყოფილან და მათაც იგივე წამლები დაალევინა. დავბანე, დავაძინე და დილით ასეთ მდგომარეობაში დამხვდაო. ამბობს, რომ ამ ბავშვს მამინაცვალი თან ჰყვებოდა და თავის შვილებზე მეტად ეცოდებოდა. ...ქალი ამ ამბავს ძალიან განიცდის, რადგან აშკარად უყვარდა. მხოლოდ მაგ ამბავს კი არა, იმაზეც წუხს, სად და როგორ იქნება მისი ორი მცირეწლოვანი შვილი მის გარეშე. - როდესაც ადამიანს განათლება არ ჰყოფნის, ალბათ შეიძლება წამლებიც კი შეცდომით მისცეს და ამით საკუთარი შვილი დააზარალოს, წამლები მისცეს, დააძინოს და ბავშვმა ვეღარ გაიღვიძოს. ეს საკითხი თუ განიხილება? - ეს ვერსია პირველად მესმის. ჯერ ერთი, ამ ქალს უმაღლესი განათლება აქვს. დაწყებითი და სკოლამდელი აღზრდის პედაგოგია, მრავალი სიგელიც აქვს მიღებული და მრავალი პროექტი აქვს მოგებული. მე ვთქვი, რომ სამართლებრივი განათლება არ ჰქონდა და არც ნერვები, რომ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი გაესაჩივრებინა, თორემ… როდესაც ორდერი იწერება, სოციალურმა სამსახურმა უნდა გამოიყვანოს ბავშვი. შესაბამისად, მათ არ შეასრულეს თავიანთი უფლება-მოვალეობანი. - ახლაც მუშაობდა პედაგოგად? - არა, რადგან სამი პატარა ბავშვი ჰყავდა სახლში, თორემ ადრე მუშაობდა. რა წამლებიც სხვა შვილებს დაალევინა, ის წამლები მისცა ნინოსაც, ბავშვს იმ ფოტოზე დაზიანებები ისეთ ადგილებზე აქვს, რომელიც სწორედ დაცემის შედეგად შეიძლება მიიღოს და არა - ცემით
---
30.01.2019
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=90785
ამირან გამყრელიძე: ლაბორატორიულად ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების 20 შემთხვევაა დადასტურებული
გრიპის ვირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკის შესახებ ზუსტ მონაცემებს სეზონის დამთავრების შემდეგ გამოვაქვეყნებთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ე.წ. ღორის გრიპით დაავადების შემთხვევების კლების ტენდენცია შეინიშნება. გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ლაბორატორიულად დადასტურებულია H1N1 ვირუსით გარდაცვალების 20 შემთხვევა. „მოგეხსენებათ, გრიპის ვირუსის პიკი გქვონდა დეკემბრის ბოლო კვირას. იანვარში არის კლება, რომელიც 4 კვირის განმავლობაში გრძელდება, თუმცა მკვეთრ კლებას ადგილი არ აქვს. არის როგორც ავადობის მაჩვენებლის, ისე ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის და სასწრაფოს გამოძახების კლება. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე გრიპის თვალსაზრისით გვაქვს შედარებით სიმშვიდისკენ მსვლელობა. გარდაცვლილთა რაოდენობა, რომელთაც ლაბორატორიულად დაუდგინდათ H1N1 ვირუსი, ამ ეტაპზე არის 20 ადამიანი, მაგრამ ზოგადად შემაჯამებელ სტატისტიკას გამოვაქვეყნებთ სეზონის დამთავრების შემდეგ, როცა სხვადასხვა რესპირატორული დაავადებებით გარდაცვლილთა ანალიზი კეთდება და დგინდება, სად შეიძლება ყოფილიყო გრიპოზული ფაქტორი დამატებითი ან წამყვანი,"- განაცხადა გამყრელიძემ.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/530635-amiran-gamqrelize-am-droistvis-laboratoriulad-ec-goris-gripit-gardacvalebis-20-shemtxvevaa-dadasturebuli/
---
30.01.2019
მედიასაშუალება: https://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/26959-sokhumshighorisgripis7shemthkhvevadafiqsirda.html
სოხუმში "ღორის გრიპის" 7 შემთხვევა დაფიქსირდა
დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, აფხაზეთში ე.წ ღორის გრიპის ვირუსით 7 ადამიანია დაავადებული. როგორც „აფსნიპრესი“ იტყობინება, ეს შემთხვევები უკვე ლაბორატორიულადაა დამტკიცებული. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის ორი პაციენტი მკურნალობს. დე ფაქტო სამინისტროს განმარტებით, მათ მკურნალობა იმაზე ადრე დაიწყეს, ვიდრე დიაგნოზს შეიტყობდნენ. ისინი მოუწოდებენ მოსახლეობას, არ დაელოდონ გრიპის გართულებას და ექიმებს დროულად მიმართონ. ასევე, ამბობენ, რომ დაავადების გავრცელების წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური საშუალება დროული ვაქცინაციაა. სოხუმის საავადმყოფოში რომ დაფიქსირდა ე.წ ღორის გრიპით დაავადების სამი შემთხვევა, ამის შესახებ ინფორმაცია 29 იანვარს სააგენტო „აპსადგილ ინფომ“ გაავრცელა.
---
30.01.2019
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=90783
საქართველოში ბოლო 10 დღეში წითელაზე 38 000 მოქალაქე აიცრა
ბოლო 10 დღის განმავლობაში წითელას 38 000 დამატებითი აცრა გაკეთდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის თქმით, ეს მაჩვენებელი წითელას პრევენციას შეამცირებს. „სერიოზული დაინტერესებაა მოქალაქეების მხრიდან. გუშინ 5000 დამატებითი აცრა გაკეთდა ქვეყანაში ანუ მოსახლეობამ გაითავისა, რომ წითელას ეპიდაფეთქებაა ქვეყანაში და მისი შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ ვაქცინაციით. ამიტომ ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ჯგუფში აცრების პრომოციასთან დაკავშირებით და კარგია, რომ მოსახლეობიდან გამოხმაურება მაღალია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის მარაგი ქვეყანაში არის, გამყრელიძის განცხადებით, ისინი მარაგის შევსებაზეც მუშაობენ. „ჩვენ გვქონდა სერიოზული მარაგი. 150 000 დოზა გვქონდა ვაქცინის იანვრის დასაწყისში, მაგრამ ახლა ინტენსიურად ვმუშაობთ მის შემდგომ შევსებებზე. როგორც გითხარით, 10 დღის განმავლობაში გვქონდა დაახლოებით 38 000 აცრა. მარაგი არის ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ სერიოზულად ვმუშაობთ მარაგის შევსებაზე. ამ ინტენსივობით თუ წავიდა აცრები, რაც ძალიან კარგი იქნება, ჩვენ საბოლოო ჯამში დავამარცხებთ წითელას“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
---
30.01.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/im-pirta-momzadebistvis-vinc-samushaos-edzebs-biudjetidan-2-mln-larze-meti-daixardjeba-2
იმ პირთა მომზადებისთვის, ვინც სამუშაოს ეძებს, ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება
სამუშაოს მაძიებელ პირთა მოზადება/გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მთავრობას 2 090 000 ლარი აქვს გათვალისწინებული.აღნიშნულის შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცებულ სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაშია აღნიშნული. პროგრამის განმახორციელებელი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო მიმწოდებელი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები (რომელსაც ავტორიზაციის ვადა ეწურება 2019 წლის შემდგომ) (დამოუკიდებლად ან პარტნიორ ორგანიზაციასთან/დამსაქმებელთან ერთად) იქნება. მთავრობის მიერ დამტკიცებული წესით, პროგრამის ხანგრძლივობა 2-დან 4 თვემდე ხანგრძლივობის იქნება, რომელიც შემუშავებულია მოთხოვნადი პროფესიების შესაბამისად და ხორციელდება მიმწოდებლის მიერ. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ 16 წლის ზემოთ შრომითი ქმედუნარიანობის მქონე საქართველოს მოქალაქეები (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული მოსწავლეებისა) საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სისტემა − www.worknet.gov.ge-ზე და თანახმა არიან გაიარონ მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა ან/და სტაჟირება. როგორც მთავრობის მიერ დამტკიცებულ წესშია აღნიშნული, მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის დაფინანსების საშუალება იქნება ვაუჩერი, რომელიც მომსახურების მიღების მიზნით, მოსარგებლის მიერ მიმწოდებელს წარედგინება. ვაუჩერის მაქსიმალური ღირებულება განისაზღვრება 1 000 ლარით და ამასთან, არ აღემატება იმავე საგანმანათლებლო დაწესებულებაში, იმავე პროფესიის გრძელვადიან კურსზე განსაზღვრულ ღირებულებას.
---
30.01.2019
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/245025-jandacvis-ministris-moadgile-maia-lagvilava-tanamdebobas-tovebs
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა თანამდებობას ტოვებს
"პირველს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, რომ ჯანდაცვის მინისტრის ორი მოადგილე უახლოეს მომავალში თანამდებობას დატოვებს. კონფიდენციალური წყაროს ცნობით, უწყებაში საკადრო პოლიტიკა იცვლება და მინისტრის მოადგილეების რაოდენობა 4-მდე შემცირდება. "პირველი" გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა საცხოვრებელ ადგილს იცვლის (სავარაუდოდ, უცხო ქვეყანაში მიემგზავრება. რედ.). თუმცა, ამ დროისთვის ის თანამდებობაზე რჩება. "მაია ლაგვილავას რაც შეეხება, გეგმაში რაღაც იყო, იმიტომ რომ საცხოვრებლად აპირებს სხვაგან გადასვლას თუმცა ჯერჯერობით მას თანამდებობა არ დაუტოვებია", - განუცხადეს "პირველს" ჯანდაცვის უწყებაში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ამ დროისთვის არიან: ზაზა ბოხუა, გიორგი წოწკოლაური, თამარ ბარკალაია, გრიგოლ გიორგაძე, მამუკა ცოტნიაშვილი და მაია ლაგვილავა. მაია ლაგვილავა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა.
---
30.01.2019
ირაკლი აბუსერიძე - ექიმებს ღირსეული ანაზღაურება და სამუშაო პირობები უნდა ჰქონდეთ, რათა მოქალაქეებმა შეუფერხებლად მიიღონ სამედიცინო მომსახურება
„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრი, ისნის მერვე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი აბუსერიძე, ვაზისუბნის „მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრის“ გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა და დახმარებას დაჰპირდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს, დეპუტატმა აღნიშნა, რომ საკითხს პირად კონტროლზე აიყვანს და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს, შემდეგ კი გაფიცულ თანამშრომლებს დეტალურ ინფორმაციას პირადად მიაწვდის. „აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია მქონდა. მათი ინფორმაციით, ეს საკითხი პრობლემას აღარ წარმოადგენდა, მაგრამ საქმეში კვლავ ფიგურირებს სამინისტროს სახელი და გაჟღერდა ინფორმაცია, რომ მათი მხრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების ანაზღაურება არასრულად ხდება, რაც თანამშრომლების ხელფასებზე აისახება. სწორედ ამიტომ, უახლოეს პერიოდში ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებს შევხვდები, რომელთანაც კლინიკას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. დაუშვებელია კლინიკაში ყოველგვარი გაფიცვა და არეულობა. საქმე ეხება ადამიანების ჯანმრთელობას და ამ პროცესებმა არ უნდა დააზარალოს ადგილობრივი მოსახლეობა, მით უმეტეს, ზამთრის პერიოდში, როდესაც კლინიკებში მიმართვიანობა მზარდია. აუცილებელია, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და უზრუნველვყოთ, რომ მედიკოსებმა ადეკვატურ გარემოში, შესაბამისი ანაზღაურებით გააგრძელონ მუშაობა და მოქალაქეებმა შეუფერხებლად მიიღონ სამედიცინო მომსახურება“, - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.
---
30.01.2019
მედიასაშუალება: https://for.ge/view/160174/dRe-ar-gava-viTom-uvnebeli-narkotikis-gamo-vinme-ar-moxvdes-saswrafo-ganyofilebaSi.html
"დღე არ გავა, ვითომ უვნებელი ნარკოტიკის გამო ვინმე არ მოხვდეს სასწრაფო განყოფილებაში"
ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე იმ საგანგაშო მდგომარეობაზე წერს, რომელიც დღეს საქართველოში ნარკოტიკების მოხმარებას უკავშირდება: "არ მეგონა თუ ასე რთულად იყო საქმე. ახლახანს დავბრუნდი დასავლეთიდან, შევხვდი ბევრ ექიმს და ვესაუბრე „ემერჯენსის“ წარმომადგნელებს. დღე არ გავა, რომ ვინმე არ მოხვდეს სასწრაფო გადაუდებელ განყოფილებაში უძლერესი აღზნებით, ფსიქოზით ანდა კომატოზური მდგომარეობით. ვითომ უვნებელი ნარკოტიკი, რომელიც დღეს არის ყველაზე გავრცელებული საქრთველოში და იწვევს ძალიან მძიმე შედეგებს ნარკოგენული თვისებებით, ბევრჯერ აღემატება მეტამფეტამინს და მის მსაგვს ნარკოტიკულ საშუალებებს. აღნიშნული ნარკოტიკის სისტემატიური მიღების შემდეგ ვითარდება უმძიმესი ფორმის დამოკიდებულება, რომელიც ვლინდება პარანოიაში, აგრესიაში, თვითდაზიანების შემთხვევებში, მეტყველების და მოძრაობის გაძნელებასა და თავის ტვინის უმძიმეს ორგანულ დაზიანებებში!.. აგრეთვე ზედოზირება ხასითდება მაღალი ცხელებითა და მიკარდიუმის ინფარქტით ანდა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლით. ეს ვნებს თქვენ შვილებს, ახლობლებს. ამ ნარკოტიკზე უნდა აუხსნათ, რომ უმძიმესი შედეგი მოაქვს მის მოხმარებას და საჭიროა ექიმის დროული ინტერვენცია თუ ამ ნარკოტიკის მიმართ გარკვეული დამოკიდებულება გაჩნდა. ეს მეხება მეც, შენც, თითოეულ თქვენგანს ვინც ამ პოსტს კითხულობს და ბევრ იმ ადამიანსაც, ვის ყურამდეც ჩემი ხმა შეიძლება არც კი მივიდეს, ამიტომ მოგიწოდებთ, იყავით ფრთხილად!”, – წერს სიხარულიძე.
---