From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-01.02.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 01.02.2019 09:16
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 01.02.2019

ტელევიზია

01.02.2019

არხი: იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 11:00

ბოლო მონაცემებით გრიპისა და წითელას შემთხვევებმა იკლო. ამირან გამყრელიძის განმარტებით, მნიშვნელოვნად არის შემცირებული როგორც ჰოსპიტალიზაცია, ისე მიმართვიანობა. თუმცა, მისივე თქმით, რისკის დონე ისევ მაღალია. იანვარში წითელას 972 შემთხვევაა დადასტურებული. სპეციალისტების რეკომენდაციაა სიმპტომების აღმოჩენისთანავე ყველამ მიმართოს ექიმს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5846633

მაესტრო - ახალი ამბები 10:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5846464

---

 

31.01.2019

არხი: I არხი

გადაცემა:   მოამბე 21:00

სისტემური პრობლემა თუ კონკრეტულ სოციალურ მუშაკთა გადაცდომა. 4 წლის გოგონას გარდაცვალების შემდეგ, სოციალური მომსახურების სააგენტოში მასშტაბური რეფორმის გატარება დაანონსდა. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდაზე და რაც მთავარია, მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე. გეგმაშია სააგენტოს ბიუჯეტის ზრდაც, რადგან სისტემური ხარვეზის ერთ-ერთ მიზეზად დაფინანსებაც სახელდება. შეგახსენებთ, რომ სწორედ ოთხი სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობა გამოიკვეთა მინდობით აღზრდაში მყოფი და ოჯახში დაბრუნებული მცირეწლოვნის გარდაცვალების საქმეზე ჩატარებული შიდა მოკვლევის შედეგად.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5845856 

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5845569

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5845011

---

 

31.01.2019

არხი: მაესტრო

გადაცემა:   დღის მთავარი თემა 20:00

ყველა საავადმყოფოში, სადაც გრიპის ვირუსით მკურნალობა 2 კვირაზე მეტხანს გაგრძელდება, კონსილიუმები დაინიშნება. გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრმა მიიღო. პირველი შეხვედრა იაშვილის კლინიკაში შედგა, სადაც ამ დროისთვის რენიმაციულ განყოფილებაში 2 მოზარდი მკურნალობს. კონსილიუმში დავით სერგეენკო პედიატრის რანგშიც ჩაერთო

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5845811

იმედი-ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5845842

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5845480

მაესტრო - ახალი ამბები 18:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5845360

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5845287

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5844627

---

 

31.01.2019

არხი: რუსთავი 2  

გადაცემა:   კურიერი 15:00

მოსკოვის ახალი პროვოკაცია - დიმიტრი მედოევი საქართველოს ახალ ტერიტორიულ პრეტენზიებს უყენებს. დავით სერგეენკოს კომენტარი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5845047

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5844418

რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5844270

---

 

31.01.2019

არხი: იმედი           

გადაცემა:   ქრონიკა 20:00

ეკა ბესელიას პირველი კომენტარი მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ-ბესელია პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით ეჭვმიტანილთა წრეს უფრო ავიწროებს და კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს. ის დამნაშავეს მასთან დაპირისპირებულ ჯგუფში ეძებს. დავით სერგეენკოს კომენტარი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5845671

---

 

31.01.2019

არხი: პალიტრა ტვ

გადაცემა:   პალიტრა ნიუს 16:00

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს წინასწარი ინფორმაციით, ქეთევან წამებულის ქუჩაზე 7 ადამიანის გარდაცვალება მხუთავმა აირმა - CO გამოიწვია. მისივე თქმით, არიან მხოლოდ გარდაცვლილები, დაშავებულების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5844966

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5844818

---

 

31.01.2019

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 21:00

მხუთავი არის 7 მსხვერპლი -კიდევ ერთი ტრაგედია თბილისში, რომელიც ბუნებრივი აირის არასწორ მოხმარებას უკავშირდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5845832

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5845667

---

 

31.01.2019

არხი: იმედი

გადაცემა:   იმედის დღე

საქართველოში დაბადებულ ყოველ 100 გოგონაზე საშუალოდ 109 ბიჭი მოდის, მაშინ, როცა დაბადებისას სქესთა შეფარდების ნორმალური ბიოლოგიური დონე მაქსიმუმ 100/106 შეიძლება იყოს. აღნიშნული შეფარდება, მესამე და მეტი შვილის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად იზრდება და 100/140-ს აღწევს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5844492

---

 

31.01.2019

არხი: I არხი

გადაცემა:   მოამბე 21:00

GWP სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ დედაქალაქში სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს. კომპანია ამ განცხადებით ორი დღის განმავლობაში გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც შესაძლოა თბილისში სასმელი წყლის ხარისხი დადგენილ სტანდარტს არ შესაბამებოდეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ სპეციალისტები სასმელი წყლის ხარისხს ყოველდღიურად 24 საათიან რეჟიმში აკონტროლებენ. განცხადებას ავრცელებს სურსათის ეროვნული სააგენტოც, სადაც ნათქვამია, რომ წყალი ლაბორატორიულად მოწმდება და სრულად შეესაბამება წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5845868

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5845844

მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5845819

---  

 

31.01.2019

არხი: I არხი

გადაცემა: მოამბე 18:00

შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, თუმცა ამ დრომდე არსებობს შეზღუდული გარემო, რომელიც შშმ პირების დასაქმებას აფერხებს. დედაქალაქში საკითხი სპეციალურმა კვლევითმა ორგანიზაციამ „კონსტიტუციის 42 მუხლი“ შეისწავლა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5845584

---

 

31.01.2019

არხი: მაესტრო

გადაცემა:   ახალი ამბები 12:00

სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან წასვლას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მარიამ ჯაში ეხმაურება. დეპუტატი ამბობს, რომ მარიამ წერეთელმა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობით ხაზი გაუსვა, რომ რჩება სისტემური პრობლემები, რაც მოსაგვარებელია. ნაძალადევის რაიონში 4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე 4 სოციალური მუშაკი სამსახურიდან დაითხოვეს. სოციალური დეპარტამენტის პროგრამების უფროსმა მარიამ წერეთელმა თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5844337

---

 

ინტერნეტი

01.02.2019

მედიასაშუალება: https://www.bpn.ge/article/52592-aqrili-iataki-da-chamtvreuli-minebi-ra-mdgomareobashia-gldani-nazaladevshi-socialuri-momsaxurebis-saagentos-shenoba/?fbclid=IwAR0Rxu8gjWRtPva9bnnl0pPi68YDBprec-m2UlG08yP2xO42Zv9Qq7zx1lo

აყრილი იატაკი და ჩამტვრეული მინები - რა მდგომარეობაშია გლდანი-ნაძალადევში სოციალური მომსახურების სააგენტოს შენობა

სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის რაიონის სერვის ცენტრის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სააგენტოს თანამშრომელი ნინო ლეკიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ავრცელებს. ფოტობზე ჩანს, რომ შენობა ამორტიზებულია, აყრილია იატაკი და ა.შ. „სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი–ნაძალადევის სერვის ცენტრის თანამშრომლები წლების განმავლობაში ფოტოებში ასახულ გარემოში მუშაობენ და სწორედ ამ პირობებში იღებენ მომსახურებას– შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ხანდაზმულები, ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები, მზრუნველობამოკლებული არასრულწლოვნები, სოციალურად დაუცველი პირები და სხვ. აღნიშნულის შესახებ ჩვენს მიერ არაერთხელ იყო ინფორმირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობა, თუმცა, ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია. მსგავს გარემოში თითოეულ ჩვენს ბენეფიციარს უჩნდება სოციალური მუშაკების და ზოგადად სოციალური სამსახურის მიმართ უნდობლობის განცდა,“-წერს ლეკიშვილი „ფეისბუქზე“. შეგახსენებთ, რომ ამ შენობის მდგომარეობის შესახებ, ჟურნალისტის ია ვეკუას მიერ გავრცელებულ ფოტოებზე დაყრდნობით, ორი წლის წინაც ვწერდით. მაშინ სოცილური მომსახურების სააგენტოში „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრეს, რომ შეიძლება მათ ყველა შენობაში ასეთი ვითარება არაა, თუმცა, აცხადებდნენ, რომ მათი თანამშრომლები არც ევრორემონტში ისხდნენ. მათივე თქმით, ბიუჯეტი, რაც გამოყოფილი აქვთ, ძირითადად ჯანდაცვის პროგრამას, პენსიებს, სოციალურ დახმარებებს და ა.შ. ხმარდება.

---

 

01.02.2019

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/245266--yaztransgaz-tbilisi-tbilissi-6-adamianis-mowamvlis-mizezi-kustarulad-damontajebuli-gazdanadgaria

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“: თბილისში 6 ადამიანის მოწამვლის მიზეზი კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარია

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, ოჯახს, სადაც CO-თი 6 ადამიანი მოიწამლა, ორჯერ ჩაუჭრეს გაზდანადგარი. პირველად გასული წლის 4 მაისს და მეორედ გასული წლის 12 დეკემბერს. თუმცა ოჯახმა დანაგარი ორივეჯერ თვითნებურად დააერთა. მათ მიეცათ გაფრთხილება, რომ ბინაში ღია წვის კამერიანი გაზდანადგარის მოხმარება დაუშვებელი და კატეგორიულად აკრძალულია. შემთხვევა წუხელ თბილისში, თემქის მე-3 მიკრორაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოხდა CO-თი (ბუნებრივი აირის ნამწვი) ოჯახის 6 წევრი მოიწამლა.

---

 

01.02.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/446464

თემქაზე CO-თი მოწამლული ოჯახის წევრები საავადმყოფოებიდან გაწერეს

ორი მოზარდი, რომლებიც საავადმყოფოში CO-თი მოწამვლის შედეგად აღმოჩნდნენ, იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოდან გამთენიისას გაწერეს. როგორც „კვირას“ ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს, პაციენტებს პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ კლინიკა დატოვეს. გარდა ამისა, მე-5 საავადმყოფოდან უკვე გაწერეს ამავე ოჯახის წევრები, რომლებიც გუშინ კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა. მიმღები განყოფილების ექიმის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და სამედიცინო დაწესებულება დილით დატოვეს. ცნობისათვის, გუშინ, თემქის დასახლებაზე, მე-5 კვარტალში CO-თი ოჯახის ექვსი წევრი მოიწამლა, მათ შორის ორი ბავშვია. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 10 და 17 წლის ბავშვები იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა, დანარჩენი ოჯახის წევრები კი – მეხუთე საავადმყოფოში.

---

 

01.02.2019

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=8&id=90920

ვაქცინაციაზე უარის თქმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კაცობრიობის გლობალურ საშიშროებად დაასახელა

სამწუხაროდ, ბოლო დროს მედიკოსებს სულ უფრო ხშირად უწევთ იმაზე საუბარი, თუ რამდენად საჭიროა ვაქცინაცია - და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. 2019 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შეადგინა კაცობრიობის გლობალური საშიშროების ყოველწლიური სია, ერთგვარი რეიტინგი. ამჯერად ათ ყველაზე გლობალურ საფრთხეს შორის ვაქცინაციაზე უარის თქმა დასახელდა. ბოლო რამდენიმე წელია ანტივაქსერულმა პროპაგანდამ იმატა და მსოფლიო მასშტაბით. ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად ვაქცინაციით 2-3 მილიონი ადამიანის გადარჩენაა შესაძლებელი. ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, ვაქცინაციაზე უარის თქმის შედეგად წითელას შემთხვევები 30%-ით გაიზარდა.

---  

 

31.01.2019

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/166517/?fbclid=IwAR3JYKCS4QTxe8oI-xpW73UsKtPBT1W9N7Zd-BEjR1MG--BTQGJw7PuqG9U

სოცაგენტის ხელფასი თვეში 100 ლარია, დირექტორის კი 5116 – სოციალური უსამართლობა სოცსააგენტოში

მომავალი წლიდან 16-წლამდე ბავშვები, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ, 50-ლარამდე დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ დღეს, 2 ნოემბერს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ისაუბრა. პრემიერი და ხელისუფლება ჯერ არ საუბრობს სოციალურ მუშაკებზე, რომლებმაც, პირველ რიგში, უნდა იზრუნონ ამ ბავშვების დაცვაზე. სოციალური აგენტის ხელფასი თვეში ისევ 100 ლარია, სოციალური მუშაკის – 800 ლარი, სააგენტოს დირექტორის კი – 5 116 ლარი. სახელმწიფოში სოციალურ დაცვაზე პასუხისმგებელი უშუალო ორგანო სოციალური მომსახურების სააგენტოა, თუმცა თუკი ამ უწყების ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურებას გაეცნობით, ნახავთ, რომ სოციალური უსამართლობა აქედან იწყება. „80 ლარი ხელფასი – რატომ ტოვებენ სოციალური აგენტები ხულოში სამსახურს“ – ეს სტატია „ბათუმელებმა“ 16 ოქტომბერს გამოაქვეყნა. სტატიაში საუბარია ვაკანსიებზე სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს განყოფილებაში. მიზეზი მარტივია: დაბალი ანაზღაურების გამო სოციალურ აგენტად მუშაობა არ სურთ. სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ აგენტის ხელფასი სტანდარტულია ქვეყანაში და ის 100 ლარს შეადგენს. ამას ემატება 6 ლარი თითო შევსებული დეკლარაციისთვის. სოციალური აგენტებს თვეში დაახლოებით 400-500 ლარი გამოსდით შრომის ანაზღაურება. მიზერული გასამრჯელოს გარდა, სოციალურ აგენტებს, რომლებსაც ყოველდღიურად სოფლიდან სოფელში უწევთ გადაადგილება, ტრანსპორტი არ ემსახურება. მათ არც მგზავრობის ხარჯს უნაზღაურებს ვინმე. შესაბამისად, საკუთარი შემოსავლების დიდი წილს გადაადგილებაში ხარჯავენ. სოციალური აგენტები ოჯახების სოციალურ მდგომარეობას აფასებენ სპეციალურად შერჩეული კითხვარების მეშვეობით. სააგენტოს ასევე ჰყავს სოციალური მუშაკები, რომლებიც, ძირითადად, ძალადობის მსხვერპლ ქალებთან, ასევე ბავშვებთან მუშაობენ. ამ განყოფილების თანამშრომლებს თბილისში 850 ლარს უხდიან, რეგიონებში – 800 ლარს. სააგენტოს ინფორმაციით, მხოლოდ უფროსი სოციალური მუშაკის ანაზღაურებაა განსხვავებული და იგი 1 000 ლარია. სოციალური მუშაკების მძიმე სამუშაო პირობებზეც წერდა „ბათუმელები“, თუმცა მათთვის ამ დრომდე არაფერი შეცვლილა. სტატიაში „ზრუნვა ცარიელი ხელებით“ ჩანს, რომ თითოეული სოციალური მუშაკის ხელში ბათუმში დაახლოებით 60 საქმეა. სოციალური მუშაკი შეიძლება გვიან ღამით დარჩეს საგამოძიებო ორგანოში მისასვლელი, როცა სოციალურად დაუცველ არასრულწლოვანს კითხავენ. ტრანსპორტი არც სოციალურ მუშაკს ემსახურება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების შესახებ „ბათუმელებმა“ საჯარო ინფორმაცია ზაფხულში გამოითხოვა. მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, დირექტორების მოადგილეებს თენგიზ აბაზაძესა და თამაზ მოდებაძეს 2017 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის პირველ ივლისამდე ჯამში 57 600 [თვე – 3200] ლარი აქვთ აღებული. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის კიდევ ერთი მოადგილის – კობა სონღულაშვილის შრომის ანაზღაურებამ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში 50 406 ლარი შეადგინა. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობას კი თამაზ მოდებაძე ასრულებს, რომელიც მანამდე დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. თამაზ მოდებაძის მიერ შევსებული თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიხედვით, მან 2017 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ჯამში 61 400 ლარი აიღო [თვე 5116 ლარი]. „ბათუმელებისთვის“ სააგენტოდან მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, თამაზ მოდებაძის საშუალო თვიური ანაზღაურება 3 200 ლარი გამოდის, დეკლარაციის მიხედვით კი – 5 116. ამ სხვაობის შესახებ განმარტება სააგენტოში ვითხოვეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ ორშაბათამდე პასუხს ვერ მივიღეთ. სააგენტოს ასევე ვთხოვეთ კომენტარი სხვაობაზე, რომელიც რიგით სოციალურ მუშაკებს აქვთ მათ უფროსებთან შედარებით – ამ კუთხითაც სააგენტო კომენტარს ორშაბათისთვის დაგვპირდა. საჯარო ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურებაზეც გამოვითხოვეთ. ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის პირველ ივლისამდე სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსმა თემურ ქარცივაძემ 29 636 ლარი მიიღო [თვე 1646 ლარი]. თემურ ქარცივაძეს სამი მოადგილე ჰყავს. წელიწად-ნახევრის განმავლობაში შაქრო ჯაფარიძეს და ზაირა მელაძეს ერთნაირად მიუღიათ ანაზღაურება – თითოეულს 21 600 ლარი, რუსუდან ბოლქვაძეს კი – 21 405 ლარი. „ეს აჩვენებს იმას, რომ ხელისუფლებისთვის სოციალური დაცვა არ არის პრიორიტეტი“, – მიიჩნევს სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კუპრაძე. ის რამდენიმე შემთხვევას იხსენებს, როცა სოციალურ მუშაკებს დაემუქრნენ, ან ფიზიკურად გაუსწორდნენ. „მათ აქვთ ძალიან მძიმე სამუშაო გარემო. ჩვენ გვინახავს კიდეც ფაქტები, როცა მათ დასკვნის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაემუქრნენ…. იგივეა სოციალურ აგენტზე, რომელიც სიღარიბის კუთხით ავსებს დეკლარაციას. თუკი მოქალაქე გაასაჩივრებს, სოციალური აგენტს მოეთხოვება პასუხი. პასუხი ყველა შემთხვევაში მოეთხოვებათ დაბალი რანგის თანამშრომლებს და არა ხელმძღვანელობას, რომლებსაც 10-ჯერ და 15-ჯერ უფრო მაღალი შრომის ანაზღაურება აქვთ. ჩემი აზრით, სოციალური მუშაკის სტატუსი გათანაბრებული უნდა იყოს საჯარო მოხელის სტატუსთან,“ – გვითხრა ირაკლი კუპრაძემ. როგორ ზიანდება სოციალური დაცვის პროცესი, როცა უსამართლობის განცდა თავად სოცმუშაკს აქვს? – ირაკლი კუპრაძის დაკვირვებით, სოციალური სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირებს უხდიან მაღალ ხელფასს, რადგან მათ პოლიტიკური დავალების შესრულება უწევთ, დაბალი რგოლი კი არავის ანაღვლებს. „ყველა ვხედავთ, რომ არჩევნების წინ სოციალურად დაუცველების კატეგორია იმატებს, არჩევნების შემდეგ იკლებს… სოციალური აგენტი მიზერულ ანაზღაურებას იღებს, მაგრამ ხშირად ისიც იძულებულია კონკრეტულ პრობლემებზე დახუჭოს თვალი. ამ დაბალი ანაზღაურების გამოა შემდეგ ბევრი პრობლემა, რაც სოციალური დაცვის საკითხებს უკავშირდება. დაბალი შემოსავლების გამო სოციალური აგენტობა კვალიფიციურ კადრებს ნაკლებად სურთ. მათ, სამწუხაროდ, სხვა ალტერნატივა არ აქვთ, თორემ ადამიანს ამ პირობებში შეუძლებელია 100-ლარიანი სამუშაო მოუნდეს,“ – გვითხრა ირაკლი კუპრაძემ.

---

 

31.01.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/davit-sergeenko-socialuri-politikisa-da-socialuri-mushakebis-saqmianobis-mimartulebit-sistemuri-reformebi-gankhorcieldeba/

დავით სერგეენკო - სოციალური პოლიტიკისა და სოციალური მუშაკების საქმიანობის მიმართულებით სისტემური რეფორმები განხორციელდება

საქართველოში სოციალური პოლიტიკისა და სოციალური მუშაკების საქმიანობის მიმართულებით სისტემური ცვლილებები განხორციელდება, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი თქმით, უკვე შემუშავებულია სპეციალური სამოქმედო გეგმაც. ამასთან, როგორც დავით სერგეენკომ განაცხადა, ოთხი წლის ბავშვის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სოციალური მუშაკების სამსახურიდან გათავისუფლება სისტემურ პრობლემას არ უკავშირდება და აღნიშნული ზომა კონკრეტული შემთხვევის გამო იყო მიღებული. „როგორც სოციალურ პოლიტიკაში, ასევე სოციალურ სამუშაოში, რომელსაც სოციალური მუშაკები ახორციელებენ, სისტემური ცვლილებები დიდი ხნის წინ არის დაგეგმილი. გასული წლის ბოლოს შემუშავდა სპეციალური სამოქმედო გეგმა, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, გათავისუფლება, რომელიც განხორციელდა, სისტემურ პრობლემებთან კავშირში არ არის. ეს უკავშირდება კონკრეტულ შემთხვევას. თუმცა, სისტემური რეფორმები განხორციელდება, რომელიც მეტი შედეგისკენ იქნება მიმართული“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. ნაძალადევის რაიონში ოთხი წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე, ოთხი სოციალური მუშაკი სამსახურიდან დაითხოვეს, ასევე მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა, მარი წერეთელმა საკუთარი გადაწყვეტილებით თანამდებობა დატოვა. თბილისში ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე დედა 22 იანვარს დააკავეს. 2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/530746-davit-sergeenkos-gancxadebit-socialur-mushakebtan-dakavshirebit-sistemuri-cvlilebebi-igegmeba/

რეპორტიორ.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=90849

კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/davit-sergeenkos-gancxadebit-socialur-mushakebtan-dakavshirebit-sistemuri-cvlilebebi-igegmeba

ინფო9- http://www.info9.ge/politika/203477-davith-sergeenkos-ganckhadebith-socialur-mushakebthan-dakavshirebith-sistemuri-cvlilebebi-igegmeba.html?lang=ka-GE

კვირა.ჯი- http://kvira.ge/446277

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/davit-sergeenko-ackhadebs-rom-socialuri-politikis-mimartulebit-sistemur-reformebs-gegmavs/

ინტერპსნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/530770-davit-sergeenkos-gancxadebit-socmushakebis-sakmianobas-mudmiv-rezhimshi-gaecnoba/

---

 

31.01.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/iashvilis-klinikashi-konsiliumze-gripis-virusis-diagnozit-motavsebul-pacientebze-imsjeles/

იაშვილის კლინიკაში, კონსილიუმზე გრიპის ვირუსის დიაგნოზით მოთავსებულ პაციენტებზე იმსჯელეს

ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იაშვილის კლინიკაში გამართულ კონსილიუმს დაესწრო. კონსილიუმზე კლინიკაში გრიპის ვირუსის დიაგნოზით მოთავსებულ პაციენტებზე იმსჯელეს და მკურნალობის სტრატეგია შეიმუშავეს. ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში ე.წ. ღორის გრიპით დაავადებული ორი ბავშვი მკურნალობს. „ყველა კლინიკაში, სადაც პაციენტები ორ კვირაზე მეტია, გრიპის გამო მკურნალობენ, იმართება კონსილიუმი და ვგეგმავ, ყველგან მივიღო მონაწილეობა. იაშვილის კლინიკაში საყურადღებო მდგომარეობაში ორი ბავშვია, თუმცა ორივე შემთხვევაში, მდგომარეობა გაუმჯობესებულია. გრიპის საწინააღმდეგო 3000 ვაქცინა, რომელიც დამატებით შევიძინეთ, განკუთვნილია ორსულებისა და მელოგინეებისთვის. მარაგი ჯერ კიდევ არის. 1000-იც არ გახარჯულა და თუ საჭირო გახდა შემოტანა, შევიძენთ. გრიპის შემთხვევების რაოდენობა მცირდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაავადების მიმდინარეობა შემსუბუქდა. პაციენტებს, რომლებიც სტაციონარში გადიან მკურნალობას, ისეთივე ყურადღება სჭირდებათ რაც აქამდე“,-განაცხადა დავით სერგეენკომ. მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში გრიპის ან გრიპის მსგავსი ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდა. ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 249-ს შეადგენს.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/530757-gripis-daavadebit-stacionarebshi-500-mde-adamiania-motavsebuli-ec-goris-gripis-diagnozit-iashvilis-klinikis-reanimaciul-ganqopilebashi-ori-bavshvi-mkurnalobs/

ამბები.ჯი- https://www.ambebi.ge/article/231293-bolo-monacemebi-ec-goris-gripit-gardacvlilta-shesaxeb-ramdeni-adamiani-mkurnalobs-stacionarshi/

პრაიმთაიმ.ჯი- https://primetime.ge/news/1548932026-%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%A0%E1%83%9D

ინფო9- http://www.info9.ge/politika/203478-davith-sergeenko-gripis-shemthkhvevebis-raodenoba-mcirdeba-thumca-es-shemcireba-ar-aisakheba-daavadebebis-mimdinareobaze-radganac-is-kvlav-mdzimed-mimdinareobs.html?lang=ka-GE

კვირა.ჯი- http://kvira.ge/446274

---

 

31.01.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/530745-davit-sergeenko-gripis-shemtxvevebis-raodenoba-mcirdeba-tumca-es-shemcireba-ar-aisaxeba-daavadebebis-mimdinareobaze-radganac-is-kvlav-mzimed-mimdinareobs/?fbclid=IwAR3KdtYs1vtb-P_NVtT43Dp_CKwYSt7KxiQhATG6Vp3OrzQvkWYinsKfKbc

დავით სერგეენკო - გრიპის შემთხვევების რაოდენობა მცირდება, თუმცა, ეს შემცირება არ აისახება დაავადებების მიმდინარეობაზე, რადგანაც ის კვლავ მძიმედ მიმდინარეობს

გრიპით ავადობის შემთხვევების რაოდენობა მცირდება, თუმცა, ეს შემცირება, სამწუხაროდ ასახვას არ პოულობს დაავადებების მიმდინარეობაზე, რადგანაც ის კვლავ მძიმედ მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც სერგეენკომ აღნიშნა, თბილისში 30 წლის მამაკაცის გარდაცვალება გრიპის ვირუსმა გამოიწვია თუ არა, ჯერჯერობით უცნობია. "ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ჯერ ლაბორატორიული დადასტურება არ გვაქვს. რაც შეეხება ზოგადად გრიპით ავადობას, საბედნიეროდ შემთხვევების რაოდენობა მცირდება. თუმცა, ეს შემცირება, სამწუხაროდ, ასახვას არ პოულობს დაავადებების მიმდინარეობაზე, რადგანაც ის კვლავ მძიმედ მიმდინარეობს. ჩვენ დღესაც გვექნება სტაციონარებში შეფასება და საღამოს ზუსტად გვეცოდინება მდგომარეობის შესახებ", - განაცხადა სერგეენკომ.

---

 

31.01.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/530776-davit-sergeenko-3000-doza-gripis-sacinaagmdego-vakcinidan-romelic-damatebit-shemovida-jer-1000-mde-dozac-ar-gaxarjula/

დავით სერგეენკო - 3000 დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინიდან, რომელიც დამატებით შემოვიდა, ჯერ 1000-მდე დოზაც არ გახარჯულა

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, დამატებით შემოტანილი 3000 დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინიდან, რომელიც ორსულებისა და მელოგინეებისთვის არის განკუთვნილი, ჯერ 1000-მდე დოზაც არ გახარჯულა. როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განმარტა, ვაქცინების მარაგი ამჟამად საკმარისია, თუმცა თუ დამატებითი დოზების შემოტანა გახდა საჭირო, უწყება ამას უზრუნველყოფს. „ვაქცინების ეს მარაგი, რომელიც ჩამოვიდა, როგორც წესი, 85%-ში სეზონური ვაქცინაციისთვის, ანუ ოქტომბერ-ნოემბრისთვის არის განკუთვნილი. დანარჩენი 15% კი არის ორსულებისა და მელოგინეებისთვის. 3000 ვაქცინა, რომელიც დამატებით ჩამოვიდა, სწორედ ორსულებისა და მელოგინეებისთვის არის განკუთვნილი. ვაქცინის მარაგები ჯერ კიდევ არის, ჯერ 1000 ვაქცინის დოზაც არ გახარჯულა და რა თქმა უნდა, თუ დამატებითი რაოდენობა იქნება საჭირო, მოკლე ვადაში შემოვიტანთ”,-განაცხადა დავით სერგეენკომ. მინისტრის თქმით, გრიპით ავადობის მაჩვენებელი შემცირდა. “ჩვენ წინა წლებისა და წელს არსებული პიკური მდგომარეობის მაჩვენებლებს ყოველდღიურად ვადარებთ. ასევე ვადარებთ ევროპულ მონაცემებსაც. რაოდენობა ცალსახად მცირდება. შემცირების სიჩქარე იგივეა, რაც იყო წინა წლებში, თუმცა ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ შემცირება არ ნიშნავს, რომ დაავადების მდგომარეობა შემსუბუქდა. იმ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობას სტაციონარებში გადიან, იგივე ყურადღება სჭირდებათ, რაც აქამდე”,- აღნიშნა დავით სერგეენკომ. ამ დროის მონაცემებით, გრიპის ან გრიპისმაგვარი ვირუსით სტაციონარში 500-მდე პაციენტია მოთავსებული, ლაბორატორიულად დადასტურებული გარდაცვალების შემთხვევები კი 20-ს შეადგენს.

რეპორტიორ.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=90862

---

 

31.01.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/davit-sergeenko-adasturebs-rom-qetevan-wamebulis-quchaze-shvidi-adamiania-garacvlili/

დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ ქეთევან წამებულის გამზირზე შვიდი ადამიანია გარდაცვლილი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ ქეთევან წამებულის გამზირზე შვიდი ადამიანია გარდაცვლილი. შემთხვევა თბილისში, ქეთევან წამებულის #67-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, მეშვიდე სართულზე მოხდა. როგორც ადგილზე მყოფები ყვებიან, გარდაცვლილებს ბინა ნაქირავები ჰქონდათ. მეზობლების ინფორმაციით, ისინი მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებული. „გარდაცვლილია რამდენიმე ადამიანი. მიმდინარეობს გარდაცვლილთა ვინაობის დადგენა. მომხდართან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგვიანებით გაავრცელებს“, – აცხადებენ შსს-ში. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. ასევე, მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური.       

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/sergeenko-qethevan-tsamebulze-7-adamianis-gardatsvaleba-dadasturebulia-dashavebulebi-ar-arian/

ნიუს.ჯი- https://news.ge/winaswari-monacemebit-es-aris-mxutavi-airit-co-ti-gardacvaleba/

პია.ჯი- https://pia.ge/post/245150-vitareba-qetevan-wamebulis-qucaze-sadac-7-adamiani-gardacivala-fotoebi-semtxvevis-adgilidan

ნიუპოსტს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=196216-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D,%20%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98,%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98

რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=90856

კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/davit-sergeenko-winaswari-informaciit-qetevan-wamebulis-gamzirze-7-adamianis-gardacvaleba-mxutavma-airma-c0-m-gamoiwvia

---

 

31.01.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/sergeenko-piradi-tskhovrebis-kadrebze-araerthkhel-daadastura-saqarthvelos-mthavrobam-rom-es-misthvis-miughebelia/

სერგეენკო პირადი ცხოვრების კადრებზე:არაერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობამ, რომ ეს მისთვის მიუღებელია

“ათასობით ჩანაწერი საჯაროდ განადგურდა და დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არის ერთიანი და ცალსახა რომ ეს არის მიუღებელი,“-ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ამბობს, რომ მისთვის, ისევე როგორც მთავრობის მთლიანი შემადგენლობისთვის, პირადი ცხოვრების კადრები მიუღებელია. „აუცილებელია ობიექტურად დადგინდეს ეს ყველაფერი და ამის შემდეგ შეიძლება უკვე შეფასებების გაკეთება. 2012 წლიდან დაწყებული არაერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობამ, რომ ეს მისთვის მიუღებელია. ათასობით ჩანაწერი საჯაროდ განადგურდა და დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არის ერთიანი და ცალსახა რომ ეს არის მიუღებელი,“-განაცხადა დავით სერგეენკომ.

ტაბულა.ჯი- http://www.tabula.ge/ge/verbatim/143623-sergeenko-farul-kadrebze-obieqturad-dadgindes-kvelaferi-da-shemdeg-sheidzleba

---

 

31.01.2019

მედიასაშუალება:

---

 

31.01.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/kakhethis-regionshi-am-droisthvis-tsithelas-85-shemthkhvevaa-gamovlenili/

კახეთის რეგიონში ამ დროისთვის წითელას 85 შემთხვევაა გამოვლენილი

მწვავე ვირუსული ინფექცია ძირითადად 1 წლამდე და 20-40 წლამდე ასაკის პირებს უფიქსირდებათ. “ახალი წლის დასაწყისიდან უკვე ერთი თვეა გასული და კახეთის რეგიონში წითელას 85 შემთხვევაა დაფიქსირებული ამ დროის განმავლობაში. შემთხვევების უმეტესობა დედოფლისწყაროს, საგარეჯოსა და ახმეტის რაიონებშია დაფიქსირებული. წითელაზე აცრის მსურველთა მომართვიანობა კი საგრძნობლად გაიზარდა. მაგალითად, გასული ერთი კვირის განმავლობაში 3700 მოქალაქე აიცრა მხოლოდ კახეთის რეგიონში”,- განუცხადა “აიპრესს” დავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის ოფისის ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა.

---

 

31.01.2019

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/180133/

164 დევნილი ოჯახი ბათუმში ბინას მიიღებს – სამინისტროში შესულია 468 განაცხადი

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, ორ 16-სართულიან ახალაშენებულ კორპუსში, 164 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხს განიხილავს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, ბათუმში საცხოვრებელი ფართობის მიღების მოთხოვნით განაცხადები მხოლოდ აჭარის რეგიონსა და თბილისში რეგისტრირებულმა დევნილმა ოჯახებმა შეავსეს. „პირველ და მეორე ეტაპზე სულ შემოვიდა 468 აპლიკაცია, ამაში შედის ე.წ. 0-ქულიანებიც, რომლის შესახებაც თავიდანვე იყო ცნობილი, რომ ასეთი განაცხადების განხილვა არ მოხდებოდა. შემდგომ მონიტორინგის ჯგუფმა შეისწავლა ყველა ოჯახი,“ – გვითხრა ბადრი კობალაძემ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საქმეების დეპარტამენტის უფროსმა, რომელიც თბილისში კომისიის მუშაობაში მონაწილეობს. სამინისტროს ცნობით, საცხოვრებელი ფართობების განაწილების პროცესში პრიორიტეტი აჭარის რეგიონში რეგისტრირებულ ოჯახებს მიენიჭებათ. კომისიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ხელმძღვანელობს. კომისიის შემადგენლობაში სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, სახალხო დამცველის აპარატის, აჭარის მთავრობის, აფხაზეთის მთავრობის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც შედიან. სამინისტროს ცნობით, დევნილი ოჯახები ახალაშენებულ კორპუსებში ბინებს უახლოეს მომავალში მიიღებენ.

---

 

31.01.2019

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/gwp---quotvrceldeba-dezinformacia-sasmeli-wylis-xarisxis-shesaxebquot/29257/

GWP - "ვრცელდება დეზინფორმაცია სასმელი წყლის ხარისხის შესახებ"

GWP-იმ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც კომპანია უარყოფს დღის განმავლობაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს თბილისში სასმელი წყლის ხარისხი სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მათ მიერ ქალაქისთვის მიწოდებული წყლის ხარისხის შემოწმება მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. "დღის განმავლობაში ვრცელდებოდა დეზინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა თბილისში სასმელი წყლის ხარისხი არ არის შესაბამისობაში დადგენილ სტანდარტთან. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს. კომპანიის ლაბორატორიის სპეციალისტები სასმელი წყლის ხარისხს ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში აკონტროლობენ. წყლის დამუშავება კი ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური და სათავე ნაგებობების ლაბორატორიები აკრედიტებულია საერთაშორის სტანდარტის (სსტ ისო/იეკ 17025:2010) შესაბამისად. აკრედიტაციის ცენტრი ყოველწლიურად აკონტროლებს ლაბორატორიების მუშაობის ხარისხს,"- წერია განცხადებაში

---

 

31.01.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/446402

თბილისის საავადმყოფოებში უარყოფენ მოქალაქეების მიმართვიანობას წყლით ინტოქსიკაციის ნიშნებით

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს დედაქალაქის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში სასმელი წყლით მოწამლული მოქალაქეები შეჰყავთ, არ დასტურდება. “კვირა” გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, დედაქალაქის რამდენიმე კლინიკას დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ მათთვის წყლით ინტოქსიკაციის ნიშნებით არავის მიუმართავს და არც სასწრაფო დახმარების ბრიგადას შეუყვანია პაციენტი მსგავსი ჩივილებით. “ჩვენი კლინიკისთვის არავის მოუმართავს მსგავსი ჩივილებით”, – განუცხადეს “კვირას” ინფექციური საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებაში. გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადებს იაშვილის კლინიკაში არასრულწლოვნები შეჰყავთ, თავად კლინიკაში არ ადასტურებენ და სიცრუეს უწოდებენ. “კვირა” თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკური საავადმყოფოსაც დაუკავშირდა, სადაც სხვა კლინიკების მსგავსად, გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურეს. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თბილისში შესაძლოა, სასმელი წყლის ხარისხი შესაბამისობაში არაა დადგენილ სტანდარტთან, დეზინფორმაციას უწოდებს. მათივე ინფორმაციით, სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს. “30 იანვარს, დღის განმავლობაში ვრცელდებოდა დეზინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა თბილისში სასმელი წყლის ხარისხი არ არის შესაბამისობაში დადგენილ სტანდარტთან. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს. კომპანიის ლაბორატორიის სპეციალისტები სასმელი წყლის ხარისხს ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებენ. წყლის დამუშავება კი ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური და სათავე ნაგებობების ლაბორატორიები აკრედიტებულია საერთაშორისო სტანდარტის (სსტ ისო/იეკ 17025:2010) შესაბამისად. აკრედიტაციის ცენტრი ყოველწლიურად აკონტროლებს ლაბორატორიების მუშაობის ხარისხს”,-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

---

 

31.01.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=196200-%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%99%E1%83%99

"ვეღარ უძლებს სამ საათიან დიალეზს, ორივე თირკმელი დახურულია... საქართველოში დარჩენა მისთვის სასიკვდილო განაჩენია" - ახალგაზრდა კაცი დახმარებას ითხოვს

39 წლის გოჩა ებრალიძის ოჯახი საზოგადოების დახმარების იმედზე დარჩა. როგორც „ნიუპოსტს“ საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანის“ ხელმძღვანელმა, თიკო აბაშიძემ განუცხადა, ახალაგზრდა მამაკაცს საფრანგეთში გადაყვანა და სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. „მისი მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა . გოჩას საქართველოში დარჩენა იქნება მისთვის სასიკვდილო განაჩენი. ის ქუთაისის კლინიკაში გადის მკურნალობას. ორი წელია მისი თირკმლები არ მუშაობს და დაილზით ცდილობს სიცოცლხის გახანგრძლივებას. ამ ეტაპზე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მუცელიც შებერილი აქვს , სამი თვეა შარდზეც არ გასულა , თუმცა ვეღარ უძლებს სამ საათიან დიალეზსაც ორივე თირკმელა დახურულია . გოჩას მარჯვენა ფილტვზე აქვს სისხლოვანი კოლტი რის გამო ის მუდმივად საჭირობეს ჟანგბადს, რაზეც გადის ეხლა მკურნლობას ყველა მე- 5 დღეს ჩადის ქუთაისში გურიის რაიონიდან და ეს მომსახურებ არ უფინასდება საყოვეთლა დაზღევევით”- აცხადებს ებრალიძის ოჯახის წევრი. თიკო აბაშიძის განცხადებით, კვირაში ერთხელ ებრალიძეს 150 ლარი სჭირდება კლინიკაში ჩასარცხად. “გარდა ამის რასაც საყოველთა ჯანდაცვა ფარავს 500 ლარი ამ ვიზიტებზე , საწუხაროდ ეს ლმიტიც ამოიწურა . დარჩენილი თანხით მხოლდ ამ კვირას ისარგებლებს. გოჩა ებრლიძეს ჰყავს სამი არასრუწლოვანი შვილი ოჯახმა სოციალურად დაუცველის სტატუის ეხლა მიიღო და მხოლდ თებერვალში დაენიშნებათ თანხა. გთხვთ დაგვეხმაროთ რომ გოჩას შვუნარჩუნოთ სიცოცხლე. ფონდის ანგარიშზე უკვე შგროვებულია 1700 ლარი. მაგრამ ეს საკმარისი არა რომ შეძლოს საფრანგეთში შესვლა მეუღლესთან ერთად. გთხვთ დანიშნულებაში მიუთითოთ #გოჩა #ებრალიძე“- აღნიშნავს აბაშიძე. საქველმოქმედოზარი 0901200128 თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ანგარიშის ნომერი აპარატებიდან: საბანკო მომსახურება იურიდიული პირი პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14

---

 

31.01.2019

მედიასაშუალება: https://www.ambebi.ge/article/231284-meshinia-rom-bavshvebs-pizikurad-gauscordeba-qopili-col-kmari-or-shvils-ver-iqops-da-ertmanets-bavshvebze-zaladobashi-adanashaulebs/

"მეშინია, რომ ბავშვებს ფიზიკურად გაუსწორდება..." - ყოფილი ცოლ-ქმარი ორ შვილს ვერ იყოფს და ერთმანეთს ბავშვებზე ძალადობაში ადანაშაულებს

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

01.02.2019

მედიასაშუალება:     ჯორჯია თუდეი

ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების 20 შემთხვევაა დადასტურებული

გრიპის ვირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკის შესახებ ზუსტ მონაცემებს სეზონის დამთავრების შემდეგ გამოვაქვეყნებთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ე.წ. ღორის გრიპით დაავადების შემთხვევების კლების ტენდენცია შეინიშნება. გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ლაბორატორიულად დადასტურებულია H1N1 ვირუსით გარდაცვალების 20 შემთხვევა. „მოგეხსენებათ, გრიპის ვირუსის პიკი გქვონდა დეკემბრის ბოლო კვირას. იანვარში არის კლება, რომელიც 4 კვირის განმავლობაში გრძელდება, თუმცა მკვეთრ კლებას ადგილი არ აქვს. არის როგორც ავადობის მაჩვენებლის, ისე ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის და სასწრაფოს გამოძახების კლება. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე გრიპის თვალსაზრისით გვაქვს შედარებით სიმშვიდისკენ მსვლელობა. გარდაცვლილთა რაოდენობა, რომელთაც ლაბორატორიულად დაუდგინდათ H1N1 ვირუსი, ამ ეტაპზე არის 20 ადამიანი, მაგრამ ზოგადად შემაჯამებელ სტატისტიკას გამოვაქვეყნებთ სეზონის დამთავრების შემდეგ, როცა სხვადასხვა რესპირატორული დაავადებებით გარდაცვლილთა ანალიზი კეთდება და დგინდება, სად შეიძლება ყოფილიყო გრიპოზული ფაქტორი დამატებითი ან წამყვანი,"- განაცხადა გამყრელიძემ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5846697&name=01.02.2019+-+%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%94%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

01.02.2019

მედიასაშუალება:

ჯანდაცვა: 10 მთავარი საფრთხე 2019-ში

რეალური ხდება პრეანტიბიოტიკურ ხანაში დაბრუნების საფრთხე, როცა ფილტვების ანთება, ტუბერკულოზი, სალმონელას განაჩენი სასიკვდილო განაჩენს უდრის. მსოფლიო ჯანდაცვა კვლავ აღმოჩნდა ძველი გამოწვევების წინაშე და ხშირად უწევს ბრძოლა ისეთი ინფექციური დაავადებების გავრცელებასთან, რომელთა პრევენცია ვაქცინაციით ძალიან ეფექტურად შეიძლება. სხვა პრობლემებთან ერთად, განსაკუთრებით გაიზარდა გარემოს დაბინძურების უარყოფითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, რაც გლობალურ ჯანდაცვას არანაკლებ ტვირთად აწვება. ამ და სხვა მნიშვნელოვან საფრთხეებთან გამკლავების მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი, 5-წლიანი სტრატეგიული გეგმა შეიმუშავა (13th General Programme of Work), რომელიც 2019 წელს დაიწყება და 2023 წლის ბოლომდე გასტანს. გეგმის მიზანია, შემდეგ 5 წელიწადში, საყოველთაო ჯანდაცვაზე მილიარდით მეტ ადამიანს მიუწვდებოდეს ხელი, მილიარდით მეტი იყოს უზრუნველყოფილი გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით და დამატებით მილიარდი ადამიანის ჯანმრთელობა და ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს. 2019 წელს, გლობალური ჯანდაცვის წამყვან პრობლემებს შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 10 მთავარ საფრთხეს გამოყოფს და მათკენ მსოფლიოს ქვეყნების ჯანდაცვის სისტემების ყურადღების მიპყრობას ითხოვს. 1. გარემოს დაბინძურება და კლიმატური ცვლილებები ყოველი 10-დან 9 ადამიანი ყოველდღიურად დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მთავარ დამბინძურებლად ძრავის გამონაბოლქვს თვლის, რომელიც ჰაერში სატრანსპორტო საშუალებებდან გამოიყოფა, ასევე - ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის საწარმოებიდან და შინ გამოყენებული მყარი, თხევადი, თუ აირის საწვავის ქურებიდან. ეს სახელმწიფოთა ჯანდაცვის სისტემებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს, რაც დედამიწაზე ყოველწლიურად საშუალოდ 7 მილიონ ადამიანს კლავს. სიკვდილიანობის 90% მოდის დაბალ და საშუალო შემოსავლების მქონე, ძირითადად - განვითარებად ქვეყნებზე. ადამიანი გამონაბოლქვის სახით, მიკროსკოპული ზომის, თვალით უხილავ საწამლავს შეისუნთქვს. ტოქსინები შემდეგ ორგანიზმში ცირკულირებს და აზიანებს ფილტვებს, თავის ტვინს, გულს და იწვევს კიბოს, ინსულტს, ინფარქტს, თუ სხვა მაღალი რისკის შემცველ დაავადებებს. ჰაერის დაბინძურება კლიმატურ ცვლილებებზეც უარყოფით გავლენას ახდენს, უფრო ინტენსიურს ხდის მას, რაც ასევე მოქმედებს ადამიანთა ჯანმრთელობაზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშით, კლიმატური ცვლილებები და გლობალური დათბობა ადამიანებში მალნუტრიციით, მალარიით და დიარეით (ფაღარათით), დამატებით მსხვერპლს გამოიწვევს. 2. არაგადამდები დაავადებები გლობალური ჯანდაცვის მეორე წამყვანი საფრთხე არაგადამდები დაავადებებია, როგორიცაა მაგალითად დიაბეტი, კიბო და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ამ ჯგუფის რისკი ჯამში ყველაზე მაღალია. ის იწვევს ყოველწლიურად 41 მილიონი ადამიანის სიკვდილს, ანუ - სიკვდილიანობის 70 პროცენტზეა პასუხისმგებელი. აქ შედის 15 მილიონი ადამიანიც, რომელიც ნაადრევად, 30-დან 69 წლამდე ასაკში იღუპება. ნაადრევი სიკვდილიანობის შემთხვევების უმეტესი ნაწილიც დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებზე მოდის. ჯანდაცვის ექსპერტების აზრით, გადამწყვეტ როლს აქ 5 მთავარი რისკ-ფაქტორი თამაშობს: თამბაქოს მოწევა ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება არაჯანსაღი კვება ჰაერის დაბინძურება 3. ვირუსული გრიპის (ინფლუენზა) გლობალური პანდემია მსოფლიო ვირუსული გრიპის მორიგი პანდემიის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. ამ ეტაპზე, უცნობია მისი სავარაუდო გავრცელების დრო და სიმწვავე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გრიპის ვირუსების ცირკულაციაზე მუდმივ დაკვირვებას აწარმოებს, რათა სეზონური აცრებისთვის პოტენციური შტამები გამოავლინოს. ამ პროცესში 114 ქვეყნის 153 ორგანიზაციაა ჩართული. ამის შემდეგ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველწლიურად გამოსცემს რეკომენდაციას, თუ რომელი შტამები ჩართონ მომდევნო სეზონის ვაქცინაციის პროცესში. 4. სუსტი და მგრძნობიარე გარემო მსოფლიოს მოსახლეობის 22% ისეთ ადგილებში სახლობს, სადაც ბუნებრივი პირობები და სუსტი ჯანდაცვა მათ სიცოცხლეს მაღალი რისკის ქვეშ ამყოფებს. იქ როგორც წესი, ჯანდაცვის სისტემა სუსტია, იმუნიზაცია მინიმუმზეა დაყვანილი და ადამიანები ხშირად ელემენტარულ საჭიროებათა დაკმაყოფილების შესაძლებლობის გარეშე რჩებიან. ამ შემთხვევაში, საუბარია 1.6 მილიარდ ადამიანზე. ისინი ისეთ გეოგრაფიულ რეგიონებში ცხოვრობენ, სადაც ხშირია გვალვა, კონფლიქტები, იძულებითი მიგრაცია და ა.შ. მსგავსი გარემო მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეშია შექმნილი. 5. ანტიმიკრობული რეზისტენტობა ანტიბიოტიკების, ანტივირუსული მედიკამენტების და მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატების შექმნა თანამედროვე მედიცინის უდიდეს მიღწევად ითვლება. თუმცა, მათი ეფექტურობის ვადა თანდათან იწურება. ანტიმიკრობული რეზისტენტობა არის ბაქტერიის, პარაზიტის, ვირუსის უნარი, წინ აღუდგეს სამედიცინო პრეპარატებს და მათ მიმართ მდგრადობა გამოიმუშაოს. პრე-ანტიბიოტიკურ ხანაში დაბრუნების საფრთხე რეალური ხდება, ანუ იმ დროში, როცა ფილტვების ანთება, ტუბერკულოზი, სალმონელა და სხვა მსგავსი დიაგნოზი სასიკვდილო განაჩენს უდრიდა. ტუბერკულოზის მიმართ რეზისტენტობა უკვე სერიოზული პრობლემაა და ეს ფაქტი ყოველწლიურად, დაახლოებით 600 ათას პაციენტში ფიქსირდება. წამლების მიმართ რეზისტენტობის (მდგრადობის) გამომუშავებას ხელს უწყობს ანტიმიკრობული პრეპარატების საჭიროების გარეშე, ჭარბად, ან არადანიშნულებისამებრ (წამლის დროზე ადრე შეწყვეტა, არასაკმარისი დოზა, სიხშირე...) გამოყენება. პრობლემას აღრმავებს მეფრინველეობაში, მეცხოველეობაში და თევზეულში ანტიბიოტიკების გამოყენებაც, რაც საბოლოო ჯამში, საკვების სახით, ისევ ადამიანის ორგანიზმში ხვდება. 6. ებოლა და სხვა საშიში პათოგენები 2018 წელს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ორი აფეთქება მოხდა. ის დიდ ქალაქებში გავრცელდა და დროის მცირე ინტერვალში, მილიონზე მეტი ადამიანი დააავადა. ერთ-ერთი პროვინცია, სადაც ხალხი დაინფიცირდა, აქტიური კონფლიქტის ზონას წარმოადგენდა და იქ ებოლას მართვა გაცილებით რთული გახდა. გასული წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ მსგავსი პათოგენების გავრცელების შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კონტექსტს. გარეუბნებში და მეჩხერად დასახლებულ რეგიონებში მომხდარი ებოლას აფეთქების მართვის გამოცდილება თვისობრივად განსხვავებულია დიდ ქალაქებში და კონფლიქტურ ზონებში მომხდარი ეპიდემიისგან. 7. სუსტი პირველადი ჯანდაცვა როცა ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა ექმნება, ჯანდაცვის სისტემასთან მისი პირველი შეხება, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების საშუალებით ხდება. იდეალურ შემთხვევაში, პირველადი ჯანდაცვის სისტემას უნდა შეეძლოს საჭირო და ხელმისაწვდომი, საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე დაფუძნებული მომსახურებით უზრუნველყოფა მთელი მისი ცხოვრების მანძილზე. თუმცა, ბევრ სახელმწიფოს ადეკვატური პირველადი ჯანდაცვის სისტემის შექმნაზე ხელი ჯერჯერობით არ მიუწვდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 2019 წელს მაქსიმალურად გააძლიერებს ამ მიმართულებით მუშაობას და პარტნიორებთან ერთად, შეეცდება მდგომარეობის შეძლებისდაგვარად გამოსწორებას. 8. აცრებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვაქცინაციაზე უარის თქმა უკუჩვენების გარეშე, მაშინ როცა აცრები ხელმისაწვდომია, მედიცინის განვითარებაში მიღწეული პროგრესის რეგრესით ჩანაცვლების საშიშროებას ქმნის. მედიცინაში იმუნიზაცია მთელი რიგი დაავადებების პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, იაფი და იოლი საშუალებაა. დღეს აცრების საშუალებით, ყოველწლიურად 2-3 მილიონი სიცოცხლის გადარჩენა ხდება. ადამიანები ნებაყოფლობით რომ არ ამბობდნენ უარს აცრებზე და იმუნიზაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, დაღუპვას დამატებით 1.5 მილიონი ადამიანი გადარჩებოდა. გასულ წელს, წითელას შემთხვევებმა გლობალურად 30 პროცენტით მოიმატა. მიზეზი ხშირად კომპლექსურია, მაგრამ სპეციალისტების აზრით, მთელ რიგ ქვეყნებში, დაავადებათა გავრცელების ინტენსივობაზე ძალიან დიდი გავლენა იქონია აცრებზე უარის თქმამ. იმუნიზაციისგან თავშეკავებასაც ბევრნაირი ახსნა შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თვლის, რომ ამ მიმართულებით მდგომარეობის გამოსასწორებლად, მოსახლეობასთან სწორ კომუნიკაციას და სანდო ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელებას, უდიდესი დადებითი გავლენა აქვს. 9. დენგეს ცხელება დენგეს ინფექცია კოღოს საშუალებით გადადის. ის ცხელების მაგვარი სიმპტომებით ხასიათდება და დაავადებულთა 20 პროცენტს კლავს. 2018 წელს დენგეს ცხელების დაახლოებით 390 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადების რისკი განსაკუთრებით იზრდება წვიმიან სეზონზე და ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბანგლადეში და ინდოეთი. გასული წელი განსაკუთრებით მსხვერპლიანი იყო ბანგლადეშისთვის, სადაც ბოლო 20 წელიწადში ინფიცირების და სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა. 2018 წელი იმითაც იყო გამორჩეული, რომ დენგეს ცხელება გავრცელდა ნეპალშიც, ქვეყანაში, რომლისთვისაც მსგავსი დაავადება აქამდე უცხო იყო. 10. აივ-ინფექცია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში კაცობრიობამ ბოლო წლების მანძილზე უზარმაზარ წარმატებას მიაღწია, იქნება ეს ტესტირება, ანტირეტროვირუსული მკურნალობა, თუ პრევენციული ზომების გატარება. ამჟამად მკურნალობას გადის აივ-ინფექციით დაავადებული 22 მილიონი ადამიანი. თუმცა, აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულთა შორის, წელიწადში მაინც მილიონამდე ადამიანი იღუპება. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 70 მილიონზე მეტი დაავადებულიდან თითქმის ნახევარი გარდაიცვალა, დაახლოებით 37 მილიონი კი ცოცხალია. დაავადებულებისთვის გამოწვევად რჩება იმ ჯგუფების სტიგმატიზაცია, რომელიც ინფიცირების მეტი რისკის ქვეშაა და რაც მათ ზოგჯერ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას უზღუდავს. საუბარია სექს-მუშაკებზე, ჰომოსექსუალებზე, ან ტრანსგენდერებზე. მაღალი რისკის ქვეშ არიან სუბ-საჰარის რეგიონში მცხოვრები 15-დან 25 წლამდე ახალგაზრდა გოგონებიც.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5846053&name=01.02.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

 ​