From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-01.03.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>
Received On : 01.03.2019 08:21

 

 

მედიამონიტორინგი 01.03.2019

ტელევიზია

01.03.2019

არხი:   იმედი

გადაცემა: ქრონიკა 09:00

"ანტიმიკრობული თერაპია". სენფორდის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. წიგნი ქართულ ენაზე მეორედ გამოიცა. ის ამერიკული შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მხარდაჭერით დაიბეჭდა. პრეზენტაციას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ექიმები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5908399

იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5908926

28.02

ერთსულოვნება - სიახლენი 22:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5908265

---

 

28.02.2019

არხი:   

გადაცემა:

ჩაშლილი მოლაპარაკება ელმავალმშენებელ ქარხანაში - შრომის მედიატორმა ფუნქცია ვერ შეასრულა და საწარმო ხმაურით დატოვა. ქარხნის თანამშრომლები უკვე 21 დღეა, კუთვნილ სახელფასო დავალიანებებს უშედეგოდ ითხოვენ

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5908211

I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5908186

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5907769

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5907136

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5907394

I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5906517

რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5906612

---

 

28.02.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 08:00

კუთვნილი ხელფასის გადაცემის მოთხოვნით შპს "თი-ემ"-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა შიმშილობა დაიწყო, მანამდე კი დასაქმებულებმა ერთობლივი აქცია გამართეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5906099

---

 

28.02.2019

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა: დღის ამბები 17:00

15 წლის თორნიკე კიკაბიძეს აქვს ხერხემლის დაჭიმვა, მოზარდის ყველა ორგანო უკიდურესად დეფორმირებულია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5907765

---

 

 

ინტერნეტი

01.03.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/535151-bavshvta-mimart-zaladobis-cinaagmdeg-strategiuli-dokumenti-sheikmneba/

ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სტრატეგიული დოკუმენტი შეიქმნება

ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სტრატეგიული დოკუმენტი შეიქმნება, რომელიც არსებულ გამოწვევებს და მათი დაძლევის საშუალებებს სრულად ასახავს, - ამის შესახებ გაერო-ს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მე-4 სხდომაზე შეთანხმდნენ, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროს ნატალია ჯალიაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, სხდომაზე განიხილეს ძალადობისგან ბავშვთა დაცვის სისტემის გაძლიერების მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებები. „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების გამოკითხვის მულტიდისციპლინური მოდელის განვითარების საკითხს. სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც აღნიშნული მოდელის განვითარების საფუძველს მოამზადებს. ამ პროცესში კომისიას ტექნიკურ დახმარებას გაერო-ს ბავშვთა ფონდი გაუწევს. სხდომის მონაწილეებმა, ასევე, იმსჯელეს ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შენობა-ნაგებობის, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და შენობა-ნაგებობის მოწყობასთან დაკავშირებულ ტექნიკურ რეგლამენტზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს. რეგლამენტთან დაკავშირებით სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა მიაწოდა. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნულ დოკუმენტს მთავრობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დასამტკიცებლად მომავალ კვირას წარუდგენს, რის შემდეგაც დაწესებულებების ავტორიზაციის წესიც დამტკიცდება. სხდომაზე ასევე იმსჯელეს კომისიის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გაწეულ ტექნიკურ მხარდაჭერაზე და ამ მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე“, - ნათქვამია ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში. უწყებათაშორისი კომისიის სხდომაში აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სხდომას ასევე დაესწრნენ სახალხო დამცველის აპარატისა და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები. ცნობისთვის, უწყებათაშორისი კომისია გაერო-ს ბავშვის უფლებების კომიტეტის და გაერო-ს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით, 2016 წლის დეკემბერში შეიქმნა და მის ძირითად ფუნქციას ეროვნულ დონეზე გაერო-ს ბავშვის უფლებების კონვენციის განხორციელების პროცესის კოორდინირება წარმოადგენს.

---

 

28.02.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/452380

წითელას გავრცელების კოეფიციენტით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2018 წელს წითელას გავრცელების დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა. დაავადების გავრცელების კოეფიციენტით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა. იანვარში გამოქვეყნებულ სტატისტიკაში საქართველო მე-5 პოზიციას იკავებდა. ამის შესახებ 1tv.ge წერს. საუბარია წითელას გამოვლენის მაჩვენებელზე ერთ მილიონ მოსახლეზე. საქართველოში 2018 წელს დაავადების 2203 შემთხვევა დაფიქსირდა (კოეფიციენტი 561.22). საქართველოს მხოლოდ უკრაინა და სერბეთი უსწრებენ. უკრაინაში შარშან 53 218 შემთხვევა გამოვლინდა (კოეფიციენტი 1197.56), სერბეთში კი 5076 შემთხვევა (კოეფიციენტი 575.5). 2018 წელს წითელას ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა ინდოეთში, უკრაინაში, პაკისტანში, ფილიპინებში, იემენში, მადაგასკარში, ბრაზილიაში, ნიგერიაში, ვენესუელასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. როგორც დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დღემდე საქართველოში წითელათი ინფიცირების 2065 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც უფრო მეტია, ვიდრე გასული წლის მთლიანი მონაცემი. „წითელას ეპიდაფეთქება გრძელდება, თუმცა ზრდის მნიშვნელოვანი დინამიკა არ გვაქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

---

 

28.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/535090-amiran-gamqrelize-mivmartav-mosaxleobas-citelas-veraperi-sheacherebs-acris-garda/

ამირან გამყრელიძე - მივმართავ მოსახლეობას, წითელას ვერაფერი შეაჩერებს, აცრის გარდა

მიმდინარე წლის მაის-ივნისში საქართველოში წითელას საწინააღმდეგო 200 000 დოზა ვაქცინა შემოვა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ ვაქცინებს საქართველო UNICEF-ის საშუალებით ყიდულობს და ის ინგლისური კომპანიის მიერ ბელგიაშია წარმოებული. „წითელას ეპიდაფექთება გრძელდება, ოდნავ შემცირების ტენდენცია აქვს, მაგრამ მაინც ყოველდღიური შემთხვევები 20-25-ის ფარგლებშია. სულ ამ ორი თვის განმავლობაში გვაქვს 2065 შემთხვევა. დამატებით, ამ ორ თვეში დამატებითი 90 000 აცრა გაკეთდა. ასევე, ბავშვების რუტინული აცრა 1-5 წლის ასაკში 23 000 გაკეთდა და საბოლოო ჯამში, იანვარ-თებერვალში 112000-113000 აცრაა გაკეთებული. ეს ძალიან კარგია, იმიტომ, რომ წითელას აცრის გარეშე ვერაფერი შეაჩერებს. ქვეყანაში ვაქცინების მარაგი საკმარისია. ამჟამად, ჩვენ საწყობებში დაახლოებით, 250 000-მდე დოზა ვაქცინა გვაქვს. წელს დაახლოებით, 350 000 ადამიანის დამატებით აცრას ვგეგმავთ. კიდევ შეკვეთილია და მაის-ივნისში შემოვა დაახლოებით, 200 000 დოზა ვაქცინა. ვაქცინა ქვეყანაში საკმარისია, ამავე დროს ის არის მაღალი ხარისხის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის პრეკვალიფიცირებული. მივმართავ მოსახლეობას! წითელას ვერაფერი შეაჩერებს აცრის გარდა, ამიტომ ყველა, ვინც აუცრელია ან ეჭვი ეპარება, აცრილია თუ არა, მიბრძანდეს და აიცრას. ასევე, დედებმა ბავშვის აცრების კალენდარი გადაამოწმონ. თუ ბავშვი ორჯერ არ არის აცრილი, 1-5 წლის ასაკში, მიიყვანონ და აცრან. ყველაფერს ამას ფარავს სახელმწიფო. ვაქცინებს ჩვენ UNICEF-ის საშუალებით ვყიდულობთ. ის გახლავთ ინგლისური კომპანიის მიერ ბელგიაში წარმოებული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფო9-http://www.info9.ge/chven-shesakheb/205344-amiran-gamyrelidze-mivmarthav-mosakhleobas-tsithelas-veraferi-sheacherebs-acris-garda.html?lang=ka-GE

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/tsitelati-dainfitsirebis-machvenebelma-gasuli-tslis-monatsemebs-gadaacharba-amiran-gamkrelidze/56792

---

 

28.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/534987-mxolod-ianvar-tebervalshi-115-000-mde-adamiani-aicra/

მხოლოდ იანვარ-თებერვალში 115 000-მდე ადამიანი აიცრა

დღეს საქართველოში წითელას კიდევ 95 000 ვაქცინა შემოვა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში წითელას ვაქცინის საკმარისი მარაგია. უფრო კონკრეტულად, საწყობებში დაახლოებით, 170 000-მდე დოზა ვაქცინა ინახება, ქსელში კი 30 000 დოზა ვაქცინაა ჩაშვებული. ამირან გამყრელიძემ ვაქცინის ჩასატარებლად მიმართვიანობის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება. მისი ინფორმაციით, 2019 წლის იანვრის შემდეგ, რაც მთავრობის დადგენილებით სასწავლო დაწესებულებებში წითელას ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის რეკომენდაცია გაიცა, ვაქცინირებულ პირთა რაოდენობამ იმატა. „მას შემდეგ, რაც წითელას დამატებითი ღონისძიებების შესახებ 18 იანვარს მთავრობის დამატებითი განკარგულება გამოიცა, აცრები საკმაოდ ინტენსიური გახდა და დამატებითი აცრა დაახლოებით 90 000-მა ადამიანმა გაიკეთა. საბოლოო ჯამში კი გამოდის, რომ იანვარ-თებერვალში ერთად, რუტინული (სავალდებულო აცრა ბავშვებისთვის) და დამატებითი აცრა ჩაიტარა დაახლოებით, 112 000-115 000-მა ადამიანმა. მთავრობის დადგენილებამ, სამინისტროს მოწოდებამ და ასევე, ხშირმა საინფორმაციო აქტივობამ თავისი შედეგი გამოიღო. იანვარში დღეში იტარებდნენ 5000-6000 აცრას, ახლა დაახლოებით, საშუალოდ,1200-1500 აცრაზე ვართ, ამიტომ ალბათ, მოსახლეობას კიდევ მოვუწოდებთ და დავიწყებთ აცრებისთვის ინტენსიური სახის მიცემას, რადგან წითელას ახალი შემთხვევები მაინც ყოველდღიურად ფიქსირდება. ყოველდღიურად, წითელას შემთხვევების რაოდენობა 20-25-ს შეადგენს, ამას კი იმუნიზაციის გარდა, ვერაფერი ვერ შეაჩერებს. ჩვენ წელს ვგეგმავთ, რომ დაახლოებით, 300 000 ადამიანი ავცრათ, ამით ალბათ, წითელას არამხოლოდ შევაჩერებთ, არამედ სრული აღმოფხვრისკენ წავალთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, პირველი იანვრიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით, წითელას 2065 შემთხვევა დაფიქსირდა. ის ძირითადად, კონცენტრირებულია სამეგრელოში, იმერეთში, თბილისსა და კახეთში. ამასთან, წითელას დაავადების შემთხვევების 50% ძირითადად, 20-40 წლის ასაკის პირებში ფიქსირდება.

---

 

28.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/535070-davit-sergeenko-sakartveloshi-ekimebis-mier-antibiotikebis-aramiznobrivad-danishvnis-problema-arsebobs/

დავით სერგეენკო - საქართველოში ექიმების მიერ ანტიბიოტიკების არამიზნობრივად დანიშვნის პრობლემა არსებობს

საქართველოში, ყველა სხვა ქვეყნის მსგავსად, ექიმების მიერ ანტიბიოტიკების არამიზნობრივად დანიშვნის პრობლემა არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, სენფორდის სახელმძღვანელოს - „ანტიმიკრობული თერაპია” პრეზენტაციის დაწყებამდე განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი საუკუნის გამოწვევაა. “მას აქვს საუკუნის ჯანდაცვის გამოწვევის კატეგორია მინიჭებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ანუ საქართველოშიც არის, ისევე, როგორც ყველა სხვა ქვეყანაში”, - განაცხადა დავით სერგეენკომ. მინისტრის თქმით, აღნიშნული სახელმძღვანელო ექიმებს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში დაეხმარებათ, მათ შორის ანტიბიოტიკების დანიშვნის პროცესშიც. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სენფორდის სახელმძღვანელოს „ანტიმიკრობული თერაპია“ 2018 წლის ვერსია ქართულ ენაზე მეორე გამოცემაა, რომელიც დაიბეჭდა აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მხარდაჭერით. სახელმძღვანელო პირველად სამი წლის წინ გამოიცა. უწყების ინფორმაციით, მრავალი დაავადების ანტიმიკრობული თერაპიის მიდგომების შეცვლამ განაპირობა სენფორდის სახელმძღვანელოს 2018 წლის გამოცემის ქართულად თარგმნის აუცილებლობა.

ნიუპოსტ.ჯი-http://www.newposts.ge/?l=G&id=198668-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D,%20%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94

ბიეფემ.ჯი- http://bfm.ge/saqartveloshi-eqimebis-mier-antibiotikebis-aramiznobrivad-danishvnis-problema-arsebobs/

---

 

28.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/535075-davit-sergeenko-ver-vxedav-tendencias-rom-mmartvel-gunds-zveli-taobis-carmomadgenlebi-tovebdnen/

დავით სერგეენკო - ვერ ვხედავ ტენდენციას, რომ მმართველ გუნდს ძველი თაობის წარმომადგენლები ტოვებდნენ

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვერ ხედავს ისეთ ტენდენციას, რომ მმართველ გუნდს ძველი თაობის წარმომადგენლები ტოვებდნენ, - ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მმართველი გუნდის შესაძლო დაშლასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განუცხადა. მინისტრის თქმით, ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ პარლამენტი იღებს მთავარ გადაწყვეტილებებს და ამ პროცესში მოსაზრებების შეჯერება ყოველთვის არ ხერხდება. “იმ ადამიანებში, ვინც პარტია დატოვა, იყვნენ როგორც ძველი, ისე ახალი თაობის წარმომადგენლები. ისეთ ტენდენციას, რომ ძველი თაობა ტოვებდეს პარტიას, მე ვერ ვხედავ. იმის მიზეზები, თუ რატომ გააქტიურდა ეს საკითხები და რატომ დადგა დღის წესრიგში, ჩემი აზრით, არის ის, რომ პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ ახალი კონსტიტუცია შევიდა ძალაში, რომელიც პარლამენტს აძლევს წამყვან ფუნქციას - საქართველო გახდა საპარლამენტო რესპუბლიკა. ეს ნიშნავს იმას, რომ პარლამენტი იღებს მთავარ გადაწყვეტილებებს. ამ გადაწყვეტილებებში მოსაზრებების შეჯერება ჯერჯერობით ყოველთვის არ ხერხდება და ამის მიზეზი არის ეს. ბოლო თვეებია, ქვეყნის მართვაში პარლამენტის ფუნქცია გაიზარდა, გადაწყვეტილებების მიღება განსხვავებული აზრების შეჯერებით ხდება, განსხვავებით აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, რომელიც აღასრულებს პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ამ შეჯერებაში ყოველთვის არ ხდება პირდაპირი მნიშვნელობით შეჯერება - ადამიანები რჩებიან თავიანთ მოსაზრებაზე“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. შეგახსენებთ, რომ დეპუტატებმა ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ზვიად კვაჭანტირაძემ მმართველი გუნდი დატოვეს. ასევე, დეპუტატები გია ჟორჟოლიანი, კობა ნარჩემაშვილი და მირიან წიკლაური უმრავლესობის დატოვებას აანონსებენ.

 ტაბულა.ჯი- http://www.tabula.ge/ge/verbatim/145072-sergeenko-ocnebidan-deputatebis-tsasvlaze-chemi-azrit-charbobs-garkveuli-emociuri

ნიუპოსტს.ჯი-http://www.newposts.ge/?l=G&id=198675-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94

---

 

28.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/535065-davit-sergeenko-tibisi-bankis-sakmeze-sisxlis-samartlis-damnashaveebis-garda-aravis-dakavebas-visurvebdi/

დავით სერგეენკო „თიბისი ბანკის“ საქმეზე - სისხლის სამართლის დამნაშავეების გარდა არავის დაკავებას ვისურვებდი

რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის დამნაშავეების გარდა, არავის დაკავებას არ ვისურვებდი, მაგრამ მე ნამდვილად არ ვარ ამ საგამოძიებო პროცესში გარკვეული, ეს პროკურატურის და გამოძიების საქმეა,- ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტების მიერ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც მათი შესაძლო დაკავების საკითხს ეხებოდა. მინისტრმა “თიბისი ბანკის” საქმესთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის მიერ განხორციელებული აქტივობებიც შეაფასა. დავით სერგეენკოს თქმით, პროკურატურის აქტივობა საზოგადოების ინფორმირების მიმართულებით დადებითია. “ისეთი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტი, როგორიც “თიბისი ბანკია” და მასთან მიმართებაში ნებისმიერი საქმე უნდა იყოს საინფორმაციო ველში მაქსიმალურად გამჭვირვალედ მოქცეული, რომ საზოგადოებას, დარგის ექსპერტებს ამის თაობაზე მაქსიმალური ინფორმაცია ჰქონდეთ. ამ კუთხით თუ განვიხილავთ პროკურატურის დღევანდელ აქტივობას, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა აქტივობას, ეს მხოლოდ დადებითია ჩემი აზრით, რადგან საზოგადოებისთვის რაც შეიძლება მეტი გამჭვირვალე და ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას ემსახურება, რომ არ იყოს ცრუ მოლოდინები, საფრთხეები და რაღაც ნეგატიური მოლოდინები. საინფორმაციო კამპანია ჩემს წარმოდგენაში, ალბათ აქტივობების მწკრივია. პროკურატურამ დღეს თავისი სათქმელი თქვა. მე რასაც თვალს ვადევნებ, საინფორმაციო ველში მსჯელობა სულ მიდის და ეს ჩემი აზრით მისასალმებელია, რადგანაც არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ უნდა იყოს. თვითონ საქმის მიმდინარეობაში მართლა არ ვარ ჩახედული და გამიჭირდება ამის პროგნოზირება. რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის დამნაშავეების გარდა, არავის დაკავებას არ ვისურვებდი, მაგრამ მე ნამდვილად არ ვარ ამ საგამოძიებო პროცესში გარკვეული, ეს პროკურატურის და გამოძიების საქმეა”,- განაცხადა დავით სერგეენკომ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, „თიბისი ბანკის“ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვები მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გამოკითხვების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილია, ხოლო სხვა პირებზე ინფორმაციის გავრცელება საგამოძიებო უწყებას მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

---

 

28.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/535077-davit-sergeenko-karasinis-gancxadebaze-qvela-kveqana-tviton-irchevs-mimartulebas-sait-cavides/

დავით სერგეენკო კარასინის განცხადებაზე - ყველა ქვეყანა თვითონ ირჩევს მიმართულებას, საით წავიდეს

ცალსახად, მჯერა, რომ ყველა ქვეყანა თვითონ ირჩევს განვითარებას და თავის მიმართულებას, საით წავიდეს, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადების შეფასებისას განაცხადა. დავით სერგეენკოს შეფასებით, გრიგორი კარასინის განცხადება მუქარანარევი იყო. „ამ ფორმატის მოლაპარაკებების ბოლო შეხვედრიდან ყველაზე უფრო საყურადღებოდ თვითონ კარასინის მუქარანარევი განცხადება მიმაჩნია, რომ საქართველომ არჩევანი დროზე უნდა გააკეთოს. მე ამაზე შემიძლია, გიპასუხოთ, რომ ცალსახად, მჯერა, რომ ყველა ქვეყანა თვითონ ირჩევს განვითარებას და თავის მიმართულებას, საით წავიდეს“, - განაცხადა მინისტრმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბოლო დროს გახშირდა ქართველი პოლიტიკოსების მკვეთრი განცხადებები, მათ შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის მხრიდან. „ისინი საუბრობენ ნატო-სკენ დაჩქარებულ სვლაზე, დემოკრატიული ევროპის მიმართ რუსეთისგან მომავალ საფრთხეზე და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს არ უწყობს ხელს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ორმხრივი მიზიდულობის ატმოსფეროს გაძლიერებას. თბილისი უნდა ჩამოყალიბდეს: ან აირჩიოს სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური კეთილგანწყობის ატმოსფეროს შექმნა, ან ევროატლანტიკური დღის წესრიგი. ამის ერთდროულად გაკეთება რთულია და ძალიან სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს. გასაგებია, რომ თუ სამხრეთ კავკასიაში ნატო-მ სამხედრო აქტიურობა განავითარა, ადრე თუ გვიან ეს პრობლემებს გამოიწვევს“, - განაცხადა კარასინმა.

---

 

28.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/535080-davit-sergeenko-rac-dro-gadis-upro-naklebi-albatobaa-rom-gripis-virusma-piks-miagcios/

დავით სერგეენკო - რაც დრო გადის, უფრო ნაკლები ალბათობაა, რომ გრიპის ვირუსმა პიკს მიაღწიოს

რაც დრო გადის, უფრო ნაკლები ალბათობაა, რომ გრიპის ვირუსმა პიკს მიაღწიოს, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გრიპის ვირუსის შესაძლო მეორე ტალღასთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსის“ მიერ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა. მინისტრის თქმით, მცირე პიკი თებერვლის ბოლოსაც იყო მოსალოდნელი, თუმცა თვემ „მშვიდობიანად“ ჩაიარა. „ავადობის მაჩვენებელი უკვე სეზონურ ფონზე ჩამოვიდა, ანუ დიდი რისკები გადავლილია. მეორე პიკის ძალიან მცირე ალბათობაა. ალბათობა ალბათ არსებობს, რადგან ჩვენ 3-4 კვირიანი ფაზით ევროპაში ავადობას ვასწრებთ. ჩვენთან უფრო ადრე დაიწყო, იქ უფრო გვიან და ამ მიმოსვლის გამო, თეორიულად შესაძლებელია. თებერვლის ბოლოსაც ვარაუდობდნენ პატარა პიკს, თუმცა მშვიდობიანად გადავიარეთ. რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო ნაკლები ალბათობაა, რომ პიკს მიაღწიოს“, - განაცხადა მინისტრმა.

---

 

28.02.2019

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/sazogadoeba/205310-zugdidshi-61-tslis-kaci-savaraudod-h1n1-virusith-gardaicvala.html?lang=ka-GE

ზუგდიდში 61 წლის კაცი სავარაუდოდ, H1N1 ვირუსით გარდაიცვალა

ზუგდიდში 61 წლის მამაკაცი სავარაუდოდ, H1N1 ვირუსით გარდაიცვალა. პაციენტი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში დაახლოებით ერთი კვირის წინ შეიყვანეს. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას თქმით,პაციენტს ჰქონდა სისხლმბადი ორგანოების დაუზუსტებელი ავთვისებიანი სიმსივნე ფილტვების დაზიანებით. ახლობლების ინფორმაციით, პაციენტს "ტამიფლუთი" მკურნალობდნენ. როგორც კლინიკის მენეჯერი აცხადებს, ვერ დაადასტურებს ინფორმაციას, რომ პაციენტის გარდაცვალება ე.წ. ღორის გრიპს უკავშირდება. "ფაქტს,რომ მამაკაცი მწვავე ვირუსული ინფექციით გარდაიცვალა,ამას უკვე ლაბორატორიული კვლევის შედეგები დაადასტურებს",- ამბობს ორჟონია.

პრაიმთაიმ.ჯი- https://primetime.ge/news/1551340361-%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90

---

 

28.02.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1551361063-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9D

სიახლე საქართველოში ტუბერკულოზის მართვის მიმართულებით - ვიდეო

საქართველოში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა ტუბერკულოზის ადრეული გამოვლენის გაუმჯობესების მიმართულებით, რაც აუცილებელი პირობაა ქვეყანაში ამ დაავადების გავრცელების შესამცირებლად. კერძოდ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა არასპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში, ანუ მრავალპროფილურ კლინიკებში და ჰოსპიტლებში, დაიდგა თანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატები, ჯინექსპერტები (GenExpert), რომელთა საშუალებით უმოკლეს ხანშია შესაძლებელი ტუბერკულოზის დიაგნოზის დასმა. გარდა ამისა, პირველადი ჯანდაცვის ექიმებს (ოჯახის ექიმებს) მიეცათ შესაძლებლობა, პირდაპირ გადაამისამართონ საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტები ამ აპარატების საშუალებით გამოკვლევის ჩასატარებლად, ანუ პაციენტს აღარ სჭირდება აუცილებლად ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მისვლა პირველადი დიაგნოსტიკისთვის. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს დიაგნოსტიკისთვის საჭირო დროს. რაც მთავარია, ეს გამოკვლევა პაციენტებისთვის სრულიად უფასოა და იფარება სახელმწიფო პროგრამის მიერ. ტუბერკულოზის მართვის მიმართულებით სიახლეზე "პრაიმტაიმის" პრესკლუბში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი კამკამიძემ, ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა ავალიანმა და ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის რეფერალური ლაბორატორიის მენეჯერმა ინა ქინქლაძემ პრესკონფერნეცია გამართეს. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა ავალიანის განცხადებით , ტუბერკულოზის პრობლემა კვლავ რჩება თანამედროვე მედიცინის აქტუალურ საკითხად, რომლითაც 60 მილიონზე მეტი დაავადებულია მსოფლიოში, ხოლო გარდაცვალების ფაქტი 2 მილიონამდე ფიქსირდება. „საქართველოს სტატისტიკას რაც შეეხება მნიშვნელოვანი კლება ფიქსირდება გასულ წლებთან შედარებით. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადა პროგრამის ეფექტურმა მუშაობამ, სწორმა მიდგომამ და ახალი პრეპარატების გამოცემამ", - განაცხადა ზაზა ავალიანმა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი კამკამაძე ყურადღებას ამახვილებს ახალ ტექნოლოგიებზე და აღნიშნავს, რომ ადრე ძველი მეთოდებით დაავადების დადგენას დიდი დრო სჭირდებოდა. მისი თქმით, ახალი ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, რომ დიაგნოზის დასმა უფრო სწრაფად გახდეს შესაძლებელი. "ჯინექსპერტის სისტემები ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომია, რომლებიც დგას ბევრ ცენტრში. ასეთი 16 მოქმედი ცენტრია, რომლებიც მდებარეობს არამარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც. პაციენტს უფასოდ შეუძლია ეს გამოკვლევა უფასოდ ჩაიტაროს. რას საშუალებას იძლევა სწრაფად მოხდეს იდენტიფიცირება პაციენტების, რომლებიც შეიძლება ადრე არ აკითხავდნენ სპეციალურ დაწესებულებას. შესაბამისად, ოჯახის ექიმს შეუძლია სწრაფად აღმოაჩინოს ეს შემთხვევა, გაგზავნოს მოლეკულური დიაგნოსტიკის მეთოდზე, მიიღოს პასუხი და გააგზავნოს სპეციალიზირებულ დაწესებულებაში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქართველოს პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის ინტენსიური ტრეინინგი, რათა მათ მიეწოდოს სიახლის შესახებ ინფორმაცია. ეს არის სრულიად ახალი მიდგომა, ახალი ტექნოლოგიები, რომელიც ინერგება ტუბერკულოზის ნაციონალური ეროვნული პროგრამის ფარგლებში და ასევე ხდება ამ ტესტების დაფინანსება" - განაცხადა კამკამაძემ.

---

 

28.02.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/kakhethis-regionshi-tsithelas-virusis-shemthkhvevebis-raodenobam-mkvethrad-iklo/

კახეთის რეგიონში წითელას ვირუსის შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იკლო

კახეთის რეგიონში წითელას ვირუსის შემთხვევების კლება შეინიშნება – ამის შესახებ “აიპრესს” დაავადებათა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა. 2 Shares 2 მისივე ინფორმაციით, მიმდინარე კვირას მწვავე ვირუსული ინფექციის 13 შემთხვევაა დაფიქსირებული. “წლის დასაწყისში გვქონდა სტაბილურობა, კვირის განმავლობაში იყო 25-20 შემთხვევა, შემდეგ მოიმატა და 45-იც კი დაფიქსირდა. ამ კვირის 4 დღეში ჯერჯერობით მხოლოდ 13 შემთხვევაა. გასულ კვირას 39 შემთხვევა გვქონდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებლი საგარეჯოშია. კვირის დამთავრებამდე შესაძლოა რამდენიმე შემთხვევა დაემატოს, მაგრამ ზოგადად კლების ტენდენცია შეინიშნება და არა ზრდის. ეს გამოწვეულია იმით, რომ მიმდინარეობს უფასო აცრები. ამ დროისთვოს 19 იანვრის შემდეგ 7 500 ადამიანს აქვს აცრე ჩატარებული. რაც მეტი ადამიანი აიცრება, მით უფრო კლებისკენ წავა ვირუსი”,- განაცხადა ხიზანიშვილმა. კახეთის რეგიონში მიმდინარე წელს წითელას 201 შემთხვევაა დაფიქსირებული.

---

 

28.02.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=198661-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98,%20%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1,%20%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%93%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97

საცხოვრებელი ადგილის ცვლილება, საარსებო შემწეობის შეჩერების მიზეზი არ უნდა გახდეს - თეონა ჭალიძე

პოლიტიკური პარტია ,,ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახში იმყოფებოდა. ოჯახს, სადაც ოთხი მცირეწლოვანი ცხოვრობს, საარსებო შემწეობა მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის ცვლილების გამო შეუჩერდა. თეონა ჭალიძე ამბობს, რომ მსგავსი მიზეზით, ყოველთვიურად ასობით ბავშვი რჩება საარსებო შემწეობის გარეშე. მისი თქმით, შესაბამისი უწყების მხრიდან, აუცილებელია ამ ხარვეზის გამოსწორება. ,,ჩვენს ქვეყანაში, ყველაზე დაუცველ ადამიანებს, ისედაც ბევრი პრობლემა აქვთ და სახელმწიფო კიდევ დამატებით დაბრკოლებებს უქმნის. სოციალურად დაუცველი ოჯახების დიდი ნაწილი ქირით ცხოვრობს. მათ ხშირად უწევთ საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა სხვა და სხვა მიზეზით. ეს ისედაც სტრესია ოჯახებისთვის, ბავშვებისთვის და ამას ემატება ის, რომ სახელმწიფო მათ სამი თვით, საარსებო შემწეობას უჩერებს სწორედ საცხოვრებელი ადგილის ცვლილების გამო და იწყებს ბიუროკრატიულ პროცედურებს. სედეგად, ყოველ თვე, ასობით ბავშვი ლუკმა-პურის გარეშე რჩება და არავინ ფიქრობს რითი უნდა იარსებონ ოჯახებმა ამ პერიოდის განმავლობაში. ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან ყველაზე დაუცველი პირების მიმართ და დანაშაული ბავშვების წინაშე, რომელიც უნდა გამოსწოდეს. საცხოვრებელი ადგილის ცვლილება საარსებო შემწეობის შეჩერების მიზეზი არ უნდა გახდეს!“- აცხადებს თეონა ჭალიძე

---

 

28.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/535003-elmavalmshenebel-karxanashi-dasakmebulebi-da-rkinigzis-axali-propkavshirebi-6-marts-partomasshtabian-akcias-aanonseben/

„ელმავალმშენებელ ქარხანაში" დასაქმებულები და რკინიგზის ახალი პროფკავშირები 6 მარტს, ფართომასშტაბიან აქციას აანონსებენ

„ელმავალმშენებელ ქარხანაში" დასაქმებული ადამიანები და რკინიგზის ახალი პროფკავშირები 6 მარტს, ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალი პროფკავშირების პრეზიდენტმა ვიტალი გიორგაძემ განუცხადა. "სამწუხაროდ, ქარხნის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა მოლაპარაკების სამმხრივ ფორმატზე და პროფკავშირები და მუშები იძულებული გახადა გამოიყენონ კანონით მინიჭებული უფლება. საპროტესტო აქცია გახდება უფრო რადიკალური. ჩვენ შევეცადეთ, მედიატორის ჩართულობით კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში მომხდარიყო შეთანხმება და ადამიანებს მიეღოთ 5-6 თვის კუთვნილი ანაზღაურება. ადმინისტრაცია ამ მოთხოვნას შეხვდა ხისტი უარით. მათ უარი განაცხადეს პროფკავშირებთან შეხვედრაზე. ეს ერთი ერთში იმეორებს რკინიგზის ადმინისტრაციის პოზიციას უახლოეს წარსულში განხორციელებულ აქციებთან დაკავშირებით. მათი წარმომადგენელი ახლა აქ იმყოფება და დირექტივებს აძლევს დირექციას. პროფკავშირები გამოიყენებს მთელ საკუთარ რესურსს, რათა არ დაიჩაგრონ ქარხანაში დასაქმებული ადამიანები", - განაცხადა გიორგაძემ. მისივე თქმით, სამშაბათს გაიმართება ფართომასშტაბიანი აქცია, რომელსაც პროფკავშირების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები შეუერთდებიან. "ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ ამ ადამიანების მიმართ. ადმინისტრაციას ჰგონია, რომ ყველაფრის უფლება აქვთ ამ ქვეყანაში. საქართველოში არსებობს შრომის კოდექსი, კანონი და ყველა ვალდებულია, დაემორჩილოს ამ კანონს" , - აღნიშნა რკინიგზის ახალი პროფკავშირების პრეზიდენტმა. რაც შეეხება დღეს დაგეგმილ სამმხრივ შეხვედრას, ის არ შედგა, ვინაიდან ქარხნის ხელმძღვანელობამ პროფკავშირების წარმომადგენლების თანდასწრებით მუშებთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნულმა მედიატორმა მარიამ სიგუამ კი ქარხნის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გააკეთა. მისი განცხადებით, მედიაციის პროცესი მედიით გაშუქებას არ ითვალისწინებს.

---

 

28.02.2019

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/344329/

ელმავალმშენებელი ქარხნის მუშები 6 თვის ანაზღაურების მიღებას ითხოვენ

ელმავალმშენებელი ქარხნის მუშები ითხოვენ, ადმინისტრაციამ 6 თვის სახელფასო დავალიანება დაუყოვნებლივ გადაუხადოს; კიდევ ერთი მოთხოვნაა, ქარხანამ მუშაობა განაახლოს. პროფკავშირების თანახმად, შრომითი დავა 21 დღის წინ დაიწყო და პროცესში ჩაერთო სახელმწიფოს წარმომადგენელი მედიატორი, რომელიც ცალ-ცალკე შეხვდა მხარეებს; 28 თებერვალს, პროფკავშირებისა და მუშების მოლოდინით, უნდა დაწყებული მოლაპარაკებები სამმხრივ ფორმატში, ანუ დამსაქმებელი, პროფკავშირი და მედიატორი უნდა დამსხდარიყვნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. თუმცა, პროფკავშირების თანახმად, ადმინისტრაცია მხოლოდ საკუთარ მუშებთან იყო მზად სალაპარაკოდ და პროფკავშირების გარეშე სურდა მოლაპარაკებების წარმოება. მას შემდეგ, რაც მედიატორმა დასაქმებულებს ადმინისტრაციის პასუხი გააცნო, პროფკავშირებმა დააანონსეს მასშტაბური აქცია სამშაბათს, 5 მარტს. ამ დღეს ისინი საწარმოსთან შეიკრიბებიან და საპროტესტო აქციას გამართავენ სხვა დარგების პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად. “ადმინისტრაციას და უკვე სახელმწიფოსაც რადიკალური მეთოდებით მოვთხოვთ, დაკმაყოფილდეს მუშების მოთხოვნები”, – უთხრა ნეტგაზეთს პროფკავშირების წარმომადგენელმა, ილია ლეჟავამ. “ადმინისტრაცია უარს აცხადებს, გადაუხადოს ხელფასები და დავალიანება გაუსტუმროს და უარს აცხადებს მოლაპარაკებებზე”,- უთხრა ადგილზე შეკრებილ ჟურნალისტებს ვიტალი გიორგაძემ, პროფკავშირების ხელმძღვანელმა. როგორც ილია ლეჟავა ამბობს, მათ სურდათ, ამ მოლაპარაკებებისას გაერკვიათ დეტალები, — რის გამო მოუწია ქარხანას გაჩერება, დგას თუ არა რაიმე სირთულეების წინაშე და ა.შ, თუმცა “ადმინისტრაციამ პროფკავშირების გარეშე მოინდომა დასაქმებულებთან შეხვედრა”. მისი თქმით, შრომითი მოლაპარაკებების პროცესში დაგროვებული გამოცდილების გათვალისწინებით, დასაქმებულებისთვის მნიშვნელოვანია, პროფკავშირებმაც მიიღონ მონაწილეობა მოლაპარაკებებში. “ჩვენ უნდა ვაწარმოოთ მოლაპარკებების პროცესი. მედიატორმა ვერ უზრუნველყო სამმხრივ ფორმატში შეხვედრა და ჩაფლავდა მედიაციის პროცესი”, – ამბობს ლეჟავა. ნეტგაზეთი დაუკავშირდა შრომის სამინისტროს დეტალების დასაზუსტებლად. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

---

 

28.02.2019

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/344589/

საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის განცხადება

როგორც ცნობილია, სს „ელმავალმშენებელში“ შექმნილია უკიდურესად მძიმე მდგომარეობა. ქარხანაში დასაქმებულ პერსონალს 6 თვის განმავლობაში არ მიუღიათ კუთვნილი ხელფასები. ჩვენ ვიზიარებთ და ვეთანხმებით მათ მოთხოვნებს სახელფასო დავალიანების გასტუმრებასა და შრომითი პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ელმავალმშენებლი ქარხნის პროფესიულმა კავშირმა, რომელიც არის საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის წევრი ორგანიზაცია და აქტიურადაა ჩართული მიმდინარე პროცესებში, მოგვმართა თხოვნით, რომ დავხმარებოდით და მხარი დაგვეჭირა დასაქმებულებისთვის. ჩვენი მხრიდან შექმნილი სიტუაციის მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, რკინიგზელთა პროფესიული კავშირის ჩართულობით განხორციელდა შეხვედრა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებსა და დასაქმებულთა უმრავლესობას შორის. მოლაპარაკების დროს ადმინისტრაციამ აღიარა დავალიანება პერსონალის წინაშე და გამოთქვა მზაობა ფულადი სახსრების მოძიებისთანავე დაფაროს სახელფასო დავალიანება, რაც ორმხრივი წერილობითი შეთანხმებით დადასტურდა. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, ნათესაურ კავშირში იმყოფება ელმავალმშენებელი ქარხნის გენრალურ დირექტორთან დავით გორგოძესთან. რაც დეზინფორმაციაა და სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას შეასრულოს მედიატორის როლი დაპირისპირებულ მხარეებს შორის და სრულ თანადგომას და სოლიდარობას უცხადებს ელმავალმშენებლი ქარხნის თანამშრომლებს.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/535109-rkinigzelta-propkavshiri-ss-elmavalmshenebelshi-shekmnili-vitarebis-gamo-gancxadebas-avrcelebs/

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/205358-profkavshirebi-elmavalmshenebelshi-vithareba-ukiduresad-mdzimea.html?lang=ka-GE

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=79591

---

 

 

28.02.2019

მედიასაშუალება: https://for.ge/view/162228/didi-gaficva-TbilaviamSenSi---xelfasis-gazrda-Tu-qarxnis-paralizeba.html

დიდი გაფიცვა „თბილავიამშენში“ - ხელფასის გაზრდა თუ ქარხნის პარალიზება?

„თბილავიამშენის“ თანამშრომლები ხელფასების მომატებისა და საპრემიო სისტემის დანერგვის მოთხოვნით გაიფიცნენ. დაახლოებით 100-მდე სპეციალისტი აცხადებს, რომ გენერალი დირექტორის, ნოდარ ბერიძის მხრიდან ანაზღაურების გაუმჯობესებაზე პირობა ჰქონდათ მიღებული, რომელიც ქარხნის ხელმძღვანელობამ არ შეასრულა. ხელფასების გაზრდას ადმინისტრაცია არც ახლა აპირებს, ისინი სხვაგვარ პირობებს სთავაზობენ გაფიცულებს. აქციის მონაწილეებს კი სხვა არაფრის გაგონება არ უნდათ. გაფიცული ავიაინჟინრის ოთარ ბახტაძის თქმით, ამ დროისთვის ქარხანაში სამუშაო პროცესი შეჩერებულია და მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აღდგება. „თბილავიამშენის“ კოლექტივს რამდენიმე მოთხოვნა აქვს, ხელფასების მატება შესრულებულ სამუშაოსთან შესაბამისად და საპრემიო სისტემის დანერგვა, რომლის პირობაც ჩვენ მივიღეთ უშუალოდ დამსაქმებლისგან. ეს არის ძირითადი პრობლემა, რის გამოც ხალხი უკიდურეს ზომამდე მივიდა. ვცადეთ მედიატორის ჩართვა, მაგრამ ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას. სამუშაო პროცესები ქარხანაში შეჩერებულია და აქციები გაგრძელდება, სანამ არ დაკმაყოფილდება ძირითადი მოთხოვნები“, - განაცხადა ბახტაძემ. „თბილავიამშენის“ საწარმოში, დღესდღეობით, საშუალო ხელფასი 600-700 ლარია, დასაქმებულები კი, მინიმალური ხელფასის 1250 ლარამდე გაზრდას ითხოვენ. „თბილავიამშენის“ აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გოგიბერიძე ამბობს, რომ მათ უკვე შესთავაზეს გაფიცულ თანამშრომლებს პრემიალური სისტემა. რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, სახელფასო სარგოს გაზრდის შესაძლებლობა კომპანიას ამ ეტაპზე არ აქვს. „ამ ნაწილში ვერანაირ ნაბიჯებს დღევანდელი მოცემულობით ვერ გადავდგამთ. მთლიანად ვართ კონტრაქტებზე დამოკიდებული, შესაბამისად, ეს შემოსავლები ნაწილდება მუშა-მოსამსახურეებზე“,- აცხადებს საავიაციო ქარხნის აღმასრულებელი დირექტორი. რაც შეეხება ხელფასების ზრდას, გოგიბერიძე ამბობს, რომ სახელფასო სარგოს გაზრდის შესაძლებლობა კომპანიას არ აქვს. „პრემიალური სისტემა, რასაც მოითხოვენ, ჩვენც თანახმა ვიყავით ამ კუთხით წავსულიყავით. კონკრეტული წინადადებაც შევიმუშავეთ და წარვუდგინეთ. შეხვედრის დროს ნეგატიური გამოხმაურება მათი მხრიდან ჩვენს წინადადებას არ მოჰყოლია. ჩვენ არ ვართ საბიუჯეტო ორგანიზაცია, ჩვენ მთლიანად ფინანსურად დამოკიდებული ვართ იმ ხელშეკრულებებზე, რომელიც ფორმდება გარკვეული პროექტების ფარგლებში. შესაბამისად, ყოველი პროექტიდან 2% სრულად გადაირიცხებოდა საპრემიო ფონდში, რომელიც ასევე სრულად განაწილდება შემდგომ თანამშრომლებზე. მთლიანი მოცულობა ჩვენი სახელფასო ფონდის არის დაახლოებით, 150-160 ათასი ლარი და მარტო ერთი პროექტიდან საპრემიო ფონდი შეადგენს 600 ათას ლარზე მეტს, ანუ ციფრებში რომ გადავიანგარიშოთ, საკმაოდ დიდი მატება იქნებოდა. ამ კუთხით ვფიქრობდით წასვლას, შეთავაზება გავუკეთეთ კიდეც. რაც შეეხება ხელფასებს, რეალობა ისეთია, რომ ჩვენ საბიუჯეტო ორგანიზაცია არ ვართ, მთლიანად დამოკიდებული ვართ კონტრაქტებზე, შესაბამისად აქცენტი გაკეთდა პრემიალურ სისტემაზე. ჩვენი მხრიდან შეთავაზება ძალაშია, შესაბამისად მათი მოსაფიქრებელია რა გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ გოგიბერიძემ. ადმინისტრაციის ეს შეთავაზება საწარმოს გაფიცული თანამშრომლებისთვის მიუღებელია. „პრემია არ არის სანდო. ის შეიძლება იყოს წელიწადში ერთხელ და ისიც რამდენს დარიცხავენ მათზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ჩვენ არ ვართ ამაზე თანახმა. ჩვენ გვირჩევნია გქონდეს გარანტირებული ხელფასი, ვიდრე ვიღაცას, როცა მოუნდება მაშინ დაგვირიცხოს პრემია“, - აცხადებს ავიატექნიკოსი გიორგი გედამისკი. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ბოლომდე გაფიცულთა მხარესაა. ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ალანია ამბობს, რომ დასაქმებულებმა 21-დღიანი მედიაციის პროცესიც გაიარეს, თუმცა უშედეგოდ. „ამ ხალხმა ყველა კანონიერი გზა გაიარა-მოლაპარაკება, მედიაცია, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. აქედან გამომდინარე, ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ამ ხალხმა მიიღონ კუთვნილი ანაზღაურება. ხალხი წლებია მუშაობს და უვადო ხელშეკრულებებს არ უფორმებენ. ჩაცუცქული მოლაპარაკება არ უნდა იყოს“, - განაცხადა ალანიამ. „თბილავიამშენის“ აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, საწარმოს თანამშრომლებს უფლება აქვთ გაიფიცონ, თუმცა მათთვის პრიორიტეტულია საწარმოო პროცესი არ გაჩერდეს, რის უზრუნველსაყოფად კომპანიამ უკვე დაიწყო მათი ალტერნატიული მუშახელით ჩანაცვლება. „ჩვენ საწარმოო პროცესს ვერ შევაჩერებთ, შესაბამისად, კადრებიც არსებობს საქართველოში პროფესიონალები, რომლებიც გაფიცვის პერიოდში ჩაანაცვლებენ ამ ხალხს. დღესაც საწარმო მუშაობს, მიმდინარეობს ჩანაცვლების პროცესი, შესაბამისად, საწარმოო პროცესი აღდგენილია და მიდის მუშაობა. ეს არანაირად არ შეიძლება განვიხილოთ, რომ ხალხი, რომლებიც გაფიცვას იყენებს როგორც მის უფლებას, სამსახურს დატოვებენ“, - აცხადებს გოგიბერიძე. საწარმოს გაფიცულ თანამშრომლებს ადმინისტრაციის განცხადება, რომ მათ ალტერნატიული სამუშაო ძალით ანაცვლებენ, არ სჯერათ. ამბობენ, რომ საწარმო გაჩერებულია და სამუშაო ადგილებს მანამ არ დაუბრუნდებიან, სანამ „თბილავიამშენი“ ხელფასების ზრდის და პრემიალური სისტემის შემოღების გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

---

 

28.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/535024-sakartvelos-citeli-jvris-sazogadoebam-2018-clis-ganmavlobashi-ganxorcielebuli-sakmianobis-angarishis-caradgina/?fbclid=IwAR0Bcj0uWT1ivB5RekeVzztlU4qMMujwp1NwUpovgIuvW2hltzlGeuGVrAo

„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ“ 2018 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ“ მთავრობის წარმომადგენლებს, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ურთიერთთანამშრომლობა გააცნო. „წითელი ჯვრის საზოგადოების“ პრეზიდენტის, ნათია ლოლაძის განცხადებით, მათ, როგორც ჰუმანიტარულ სფეროში მთავრობის დამხმარე ორგანიზაციამ, არაერთი საქმიანობა განახორციელეს მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად, ქვეყნის გამოწვევებისა და საჭიროებების საპასუხოდ. „დღეს გაიმართა „საქართველოს წითელი ჯვრის“ 2018 წლის საქმიანობის შეჯამება. „საქართელოს წითელ ჯვარს“ აქვს 39 ფილიალი და 15 ათასი მოხალისე ჰყავს. ჩვენი ძირითადი მიმართულება დღეს რაც წარვადგინეთ, არის კატასტროფებისთვის მზადოფნა და რეაგირება, ასევე ჯანდაცვა და სოციალური საკითხები. ჩვენი მოხალისეები არიან დატრენინგებული და მზად არიან ნებისმიერი კატასტროფების დროს პირველადი რეაგირება აღმოუჩინონ დაზარალებულებს", - განაცხადა ნათია ლოლაძემ.

---

 

ბეჭდვითი მედია

01.03.2019

მედიასაშუალება: ახალი თაობა

დავით სერგეენკო: "საქართველოში ექიმების მიერ ანტიბიოტიკების არამიზნობრივად დანიშვნის პრობლემა არსებობს"

საქართველოში, ყველა სხვა ქვეყნის მსგავსად, ექიმების მიერ ანტიბიოტიკების არამიზნობრივად დანიშვნის პრობლემა არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, სენფორდის სახელმძღვანელოს - „ანტიმიკრობული თერაპია” პრეზენტაციის დაწყებამდე განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი საუკუნის გამოწვევაა. “მას აქვს საუკუნის ჯანდაცვის გამოწვევის კატეგორია მინიჭებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ანუ საქართველოშიც არის, ისევე, როგორც ყველა სხვა ქვეყანაში”, - განაცხადა დავით სერგეენკომ. მინისტრის თქმით, აღნიშნული სახელმძღვანელო ექიმებს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში დაეხმარებათ, მათ შორის ანტიბიოტიკების დანიშვნის პროცესშიც. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სენფორდის სახელმძღვანელოს „ანტიმიკრობული თერაპია“ 2018 წლის ვერსია ქართულ ენაზე მეორე გამოცემაა, რომელიც დაიბეჭდა აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მხარდაჭერით. სახელმძღვანელო პირველად სამი წლის წინ გამოიცა. უწყების ინფორმაციით, მრავალი დაავადების ანტიმიკრობული თერაპიის მიდგომების შეცვლამ განაპირობა სენფორდის სახელმძღვანელოს 2018 წლის გამოცემის ქართულად თარგმნის აუცილებლობა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5908347&name=01.03.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

01.03.2019

მედიასაშუალება: მესინჯერი

„თბილავიამშენის“ თანამშრომლები გაიფიცნენ

ვიდრე ეს ხალხი იქნება გაფიცული, ჩვენ იძულებული ვართ, ისინი სხვა პერსონალით ჩავანაცვლოთ, საქართველოში ამ მიმართულებით პროფესიონალების ნაკლებობას ჯერჯერობით არ ვუჩივით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში სს „თბილავიამშენის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი გოგიბერიძემ განაცხადა. მისივე თქმით, საწარმოში მოქმედებს პრემიალური ფონდი, რომელშიც ყოველი შესრულებული ხელშეკრულებიდან მთლიანი ღირებულების 2% ირიცხება და ის სრულად ნაწილდება მუშა-მოსამსახურეების პრემიალურ დანამატზე. „დავიწყოთ პრემიალური სისტემის დანერგვის დაპირებით, რომელზეც გაფიცული თანამშრომლები საუბრობენ - მე პირადად ასეთი დაპირება არავისთვის მიმიცია. რაც შეეხება ხელფასებს, ეს არ არის საბიუჯეტო ორგანიზაცია. ჩვენ მთლიანად ვართ დამოკიდებული იმ შეკვეთებზე და კონტრაქტებზე, რომლებიც სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენთან“ ფორმდება. შესაბამისად, ჩვენი შემოსავალი დამოკიდებულია ამ კონტრაქტების შესრულებაზე. აქედან გამომდინარე, შემუშავებულია პრემიალური სისტემა პრემიალური ფონდის სახით, რომელშიც ყოველი შესრულებული ხელშეკრულებიდან მთლიანი ღირებულების 2% ირიცხება, რომელიც სრულად იქნება მიმართული მუშა-მოსამსახურეებზე და მათ პრემიალურ დანამატებზე. მაგალითად, ახლა დაახლოებით 11,5 მილიონი დოლარის კონტრაქტი გვაქვს და 600 ათასზე ლარზე მეტი მხოლოდ ამ კონტრაქტიდან მიდის პრემიალურ ფონდში. აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველთვიური სახელფასო ფონდი 150-160 ათას ლარს შეადგენს. რაც შეეხება მოვლენების შემდგომ განვითარებას, რა თქმა უნდა, თანამშრომლებს გაფიცვის კანონმდებლობიით მინიჭებული უფლება აქვთ და შეუძლიათ ამ უფლებით ისარგებლონ რამდენი ხანიც უნდათ, მაგრამ ჩვენ საწარმოო პროცესს ვერ შევაჩერებთ. ვმუშაობთ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტებზე. ვიდრე ეს ხალხი იქნება გაფიცული, ჩვენ იძულებულები ვართ, ისინი სხვა პერსონალით ჩავანაცვლოთ. მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით საქართველოში პროფესიონალების ნაკლებობას ჯერჯერობით არ ვუჩივით. ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტული არის ის, რომ საწარმოო პროცესი არ შეჩერდეს“, - განაცხადა გოგიბერიძემ. შეგახსენებთ, რომ „თბილავიამშენის“ თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ. საწარმოში დასაქმებულთა ნაწილმა დღეიდან გაფიცვა გამოაცხადა.როგორც ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ავიაინჟინერმა ოთარ ბახტაძემ განუცხადა, ისინი ხელფასების მატებას და პრემიალური სისტემის შემოღებას ითხოვენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5908834&name=01.03.2019+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

01.03.2019

მედიასაშუალება:      რეზონანსი

ზუგდიდში მამაკაცი დაიღუპა - "ღორის გრიპის" კიდევ ერთი მსხვერპლი?

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ჭაქვინჯის მკვიდრი 61 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ H1N1 ვირუსით გარდაიცვალა. პაციენტი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში დაახლოებით ერთი კვირის წინ შეიყვანეს. ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას თქმით, პაციენტს ჰქონდა სისხლმბადი ორგანოების დაუზუსტებელი ავთვისებიანი სიმსივნე ფილტვების დაზიანებით. ახლობლების ინფორმაციით, პაციენტს „ტამიფლუთი" მკურნალობდნენ. როგორც კლინიკის მენეჯერი აცხადებს, ვერ დაადასტურებს ინფორმაციას, რომ პაციენტის გარდაცვალება ე.წ. ღორის გრიპს უკავშირდება. „ფაქტს, რომ მამაკაცი მწვავე ვირუსული ინფექციით გარდაიცვალა, ამას უკვე ლაბორატორიული კვლევის შედეგები დაადასტურებს",- ამბობს ორჟონია. გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი სოფელ ჯაქვინჯში უკვე გადაასვენეს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5908398&name=01.03.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

01.03.2019

მედიასაშუალება:      რეზონანსი

ბულინგი სკოლებში, რომლესაც მასწავლებლები არ იმჩნევენ: 15 წლის გოგონამ დაცინვის გამო სუიციდი სცადა

ბოლო დროს არასრულწლოვნების სუიციდის მიზეზი სკოლაში თანატოლების მიერ ჩაგვრა და ბულინგი ხდება. ასევე, ხშირია სოციალური ქსელებით შანტაჟი და დაცინვა, ხოლო სირცხვილის და შიშის გამო მოზარდების ფსიქიკური მდგომარეობა მძიმდება, რაც თვითმკვლელობისკენ უბიძგებს. ფსიქოლოგები კი ამბობენ, რომ მასწავლებლების და მშობლების მხრიდან პრობლემის უგულვებელყოფის გამო, სიტუაცია ხშირად სავალალო შედეგით სრულდება. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე თბილისის ერთ-ერთ სკოლაში. 28 თებერვალს დილით სკოლაში მისულმა მოზარდმა ბულინგის შემდეგ, სუიციდი სცადა. მე- 9 კლასელებს შორის დაპირისპირება, ერთ- ერთი მოსწავლის მიერ, მისი თანაკლასელის დაცინვით და დამცირებით დაიწყო. ბულინგი რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა, 15 წლის გოგონამ, ზეწოლას ვერ გაუძლო და სკოლის ეზოში მედიკამენტები დალია. 15 წლის გოგონას სუიციდის მცდელობის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მან თანაკლასელს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ წამლები დალია და თავს შეუძლოდ გრძნობდა. „მოუვიდა მის თანაკლასელს მესიჯად, რომ რაღაც წამალი მივიღე და ცუდად ვარო. მაშინვე მანდატურის სამსახური და კლასელები გავიყოლეთ ჩვენ და სკოლის ტერიტორიის მიღმა ვნახეთ ბავშვი რომელსაც ხელში ეკავა წამალი. დავუძახეთ სასწრაფო დახმარებას. ოპერატიულად მოვიდნენ და გადაიყვანეს ბავშვი იაშვილის კლინიკაში,“ - აცხადებს სკოლის მასწავლებელი. საქმეში ფსიქოლოგები და სოციალური აგენტები ჩაერთვებიან. ტოქსიკოლოგი მარიამ პეტრიაშვილი აცხადებს, რომ გოგონას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მისი თქმით, გოგონა საუბარში ადასტურებს ინფორმაციას, რომ მან წამლების დალევა თანაკლასელთან ჩხუბის გამო გადაწყვიტა. „28 თებერვალს დილის საათებში შემოყვანილია 15 წლის გოგონა, რომელსაც მეგობართან კამათის შემდეგ მიღებული აქვს ანტიჰიპერტენზიული მოქმედების პრეპარატი. ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბავშვს გავესაუბრე, სავარაუდოდ, შესაშინებლად აქვს მიღებული აბები თანაკლასელთან კამათის შემდეგ,“ - განაცხადა ტოქსიკოლოგმა მარინა პეტრიაშვილმა. ამ ფაქტის შემდეგ "რეზონანსი" დაინტერესდა, რამდენად ხშირია მოზარდების მიმართ ბულინგი და რა როლი ეკისრება ამ შემთხვევასი სკოლას და მასწავლებლებს. რატომ არ ხდება რეგირება ბავშვების მიმართ თანატოლების მხრიდან ჩაგვრაზე, ან რა უნდა ვიცოდეთ ბულინგზე. ფსიქოლოგი ნონა ხიდაშელი აცხადებს, რომ ბულინგი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმაა, რომელიც ძირითადად მოზარდ თანატოლთა შორის არის გავრცელებული და ერთი მხარის მიერ მეორის დაჩაგვრასა და დაცინვაში გამოიხატება. შეიძლება, ერთი ბავშვი ძალადობდეს მეორეზე ან ჯგუფი - ჯგუფზე, ანდა ჯგუფი - ერთ კონკრეტულ ბავშვზე. ბულინგის მიზეზი კი შეიძლება გახდეს განსხვავებულობა, ფიზიკური ნაკლი, განსხვავებული აზრი და სხვა. ფსიქოლოგი ამბობს, რომ ბულინგი მსოფლიოში გავრცელებული პრობლემაა, თუმცა ცივილიზებულ ქვეყნებში მას ებრძვიან, საქართველოში კი ბულინგი სკოლებში ნორმად ქცეული ბავშვთა ძალადობაა. საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებშიც არ არიან ფსიქოლოგები, რომლებიც ასეთ ფაქტებზე ბავშვებთან იმუშავებდნენ. ასევე, გავრცელებულია მასწავლებლების უყურადღებობა, რაც არაკომპეტენტურობით და გულგრილობითაა განპირობებული. „სკოლა ვალდებულია, მსგავსი ფაქტების შემთხვევაში სწრაფი რეგირება მოახდინოს. წარმოგიდგენიათ, ერთი თვეა ბავშვს ჩაგრავენ და არავინ არაფერი იცის. არ რეაგირებს სკოლა, მანდატურის სამსახური და მშობელი. მაშინ რა ქნას ბავშვმა? ვის მიმართოს. სკოლებში არ არიან ფსიქოლოგები, რომლებიც ასეთ ფაქტებს შეამჩნევენ. ასევე ხშირია მასწავლებლების გულგრილობის ფაქტები. დარწმუნებული ვარ, გოგონა ხშირად ტიროდა და თავის განწყობას მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობით გამოხატავდა. ანუ გამოდის რომ დამრიგებელმა გულგრილობა გამოხატა. დასცინოდნენ ბავშვს, ყველაფერი ხომ მათ თვალწინ ხდებოდა? როდესაც ერთხელ რომელიმე სკოლა მაინც აგებს ამაზე პასუხს, მერე ყველა ნებას იბოძებს და ასეთ ფაქტებზე ყურადღებას გაამახვილებენ. მე-9 კლასის მოსწავლეები აღარ არიან იმ ასაკში, რომ მათ პასუხი არ მოვთხოვოთ ჩადენილ საქციელზე. აქვე მადატურის სამსახური უნდა იყოს აქტიურად ჩართული და რეაგირებდეს. არის ასევე შემთხვევები, როდესაც ბავში მშობელს მიმართავს დახმარებისთვის და ის ებუნება, რომ თავის პრობლემას თავად მიხედოს. აქ ყველას ბრალეულობა იკვეთება. მარტო ბავშვები არ არიან დამნაშავეები“, - აცახდებს ფსიქოლოგი „რეზონანსთან“. მისი თქმით, საქართველოში ამ კუთხით სოციო-კულტურული პრობლემაც გვაქვს. ვერც მშობლები და ვერც მასწავლებლები ვერ ათვითცნობიერებენ, რომ ამას შესაძლოა მძიმე შედეგები მოჰყვეს. აღსანიშნავია, რომ აგრესორი შეიძლება თავად განიცდიდეს ჩაგვრას, ხოლო ბულინგის შედეგები უმძიმესია. ბავშვი, ვისზეც ძალადობენ, დიდი ალბათობით თავად გახდება აგრესორი. ფსიქოლოგი ამბობს, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ბულერს თავად პედაგოგი ახალისებს, რა დროსაც სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება. არის შემთხვევები, როდესაც მასწავლებელი კლასელების თვალწინ ბავშვს სწავლის ან სხვა მიზეზის გამო დასცინის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5908562&name=01.03.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

 ​