From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-01.04.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com
Received On : 01.04.2019 08:21
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 01.04.2019

ტელევიზია

01.04.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 10:00

სოციალური მუშაკების გაფიცვის მე-8 დღეს პარლამენტში განცხადებას შეიტანენ. ისინი ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე ჯანდაცვის კომიტეტებს მოუწოდებენ, რომ დროულად განიხილონ მათი პრობლემა და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ. სოციალური მუშაკების თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ჯანდაცვის სამინისტრომ ხარჯთაღრიცხვაც უნდა წარუდგინოს, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი სოციალური მუშაკების მოთოვნებიდან, რისი შესრულების ფინანსები გააჩნია უწყებას.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5978536

რუსთავი 2 - კურიერი 08:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5978447

I არხი -მოამბე 09:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5978343

---

 

01.04.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 09:00

8-საათიანი ძებნის შედეგად მაშველებმა ჭავჭავაძის გამზირზე მეორე მუშის 41 წლის ედუარდ დავრიშევის ცხედარს მიაგნეს. რამდენიმე საათით ადრე ამავე ადგილას მაშველებმა მიწიდან დაღუპული კიდევ ერთი, 25 წლის დავით აბესაძე ამოიყვანეს. უბედური შემთხვევა დღის ბოლოს, ყოფილი ლეჩკომბინატის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ახალი კლინიკის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს - მიწა შენობის საძირკვლის გამაგრების დროს ჩამოიშალა და ორი მუშა ჩაიყოლა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5978296

ტვ პირველი - დღის ამბები 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5978696

---

 

01.04.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 09:00

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარიუ უბვედური შემთხვევა, სამშენებლო სამუშაოების დროს 2 მუშა გარდაიცვალა. ბექა ფერაძის კომენტარი- პირველადი დათვალიერებით, ზოგადად ობიექტზე ფიქსირდება შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, სამუშაოები შეჩერებულია, დეტალური ინფორმაცია მაშინ იქნება როდესაც დასრულდება სრულფასოვანი მოკვლევა. საუბარი არის, რომ უნდა ხდებოდეს საფრთხეების შეფასება და რისკის იდენტიფიცირება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5978359

მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5978420

I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5978337

რუსთავი 2 - კურიერი 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5978298

---

 

01.04.2019

არხი:  I არხი

გადაცემა:  მოამბე 09:00

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარიუ უბვედური შემთხვევიოს გამო სამოქალქო აქტივისტები დღეს კანცელარიის წინ აქციას გამართავენ. აქციის მონაწილეები ქვეყანაში შრომითი უსაფრთხოიების სტანდარტებს გააპროიტესტებენ. ერთ-ერთი აქტივისტის თქმით მსგავსი შემთხვევები ერთეული არ არის და ადამიანები მშენებლობებზე, მაღაროებისა, თუ რკინიგზების მშენებლობისას იღუპებიან. აქცია 19:00 საათზე დაიწყება

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5978338

რუსთავი 2 - კურიერი 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5978302

---          

 

01.04.2019

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: დილა მშვიდობისა

ჭავჭავაძის გამზირზე ერთ-ერთ მშენებლობაზე საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობის დროს ორი მუშა მიწამ ჩაიყოლა. მშენებლობის სფერო პირველია მშენებლობის დროს დასაქმებულთა სიკვდილიანობის მაჩვენებლით.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5978260

---

 

 01.04.2019

არხი:  I არხი

გადაცემა:  მოამბე 12:00

უშედეგოდ დასრულდა მოლაპარაკება დირსის სენობაში შეჭრილ დევნილებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს შორის. სავარაუდოდ დღე დილიდან სამინისტროს წარმომადგენელი აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკებებს კვლკავ განაახლებენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5978869

I არხი -მოამბე 09:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5978342

 

რუსთავი 2 - კურიერი 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5978332

---

 

31.03.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 18:00

"დირსის" საცხოვრებელ კორპუსში პროტესტი გრძელდება. მეორე დღეა 150-მდე იძულებით გადაადგილებული პირი ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს. ისინი ბინების გადაცემას ითხოვენ. დევნილები ამბობენ, რომ სამინისტრო მათ შეპირდა დირსის ბინებით დაკმაყოფილებას, თუმცა, პირობა არ შეასრულა.ადგილზე დღეს მინისტრის მოადგილე იყო მისული, თუმცა, მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. დევნილები მხოლოდ პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5977884

მაესტრო-ახალი ამბები 18:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5978057

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5978055

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5977720

მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5977628

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5977352

იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5977132

30.03

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5976833

---

 

31.03.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:  პოსტ სკრიპტუმი

ჭავჭავაძის გამზირზე ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყოლილი 25 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. მეხანძრე-მაშველებმა მისი ცხედარი რამდენიმე წუთის წინ აღმოაჩინეს. ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები ნანგრევებში მოყოლილ კიდევ ერთ მოქალაქეს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 30 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. როგორც ირკვევა, ყოფილი ლეჩკომბინატის წინა ფასადის საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5978106

იმედი - იმედის კვირა- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5978088

---

 

31.03.2019

არხი:  I არხი

გადაცემა:  ახალი კვირა

ბულინგის ფაქტი, სადაც მოსწავლეებთან ერთად სკოლის პედაგოგიც ფიგურირებს. ამბავი სამცხე-ჯავახეთში მოხდა. ბავშვი მეორე კვირაა სკოლაში არ დადის, ის ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას გადის. 11 წლის ბავშვის ჩაგვრის შესახებ ისტორია, რომელიც სკოლაში მოხდა. (00:32)

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5978109

---

 

31.03.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 18:00

სოფელ მეორე სვირში მცხოვრები მეორე ჯგუფის ინვალიდი ლეილა ბარათელი ერთი წელია სოციალური შემწეობის აღდგენას ითხოვს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5977883

---

 

31.03.2019

არხი:  მაესტრო

გადაცემა:  ახალი ამბები 15:00

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინსტრუქტორებმა "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" პერსონალი პირველად გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში გადაამზადეს. კურსი სასწავლო სატრენინგო ცენტრის ბაზაზე ჩატარდა. სწავლების ფარგლებში მსმენელები გადაუდებელი დახმარების შესახებ თეორიულ ინფორმაციას გაეცნენ და პრაქტიკულ მეცადინეობაში ჩაერთვნენ. სწავლება ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და შესაბამისი უნარების განვითარებას ისახავს მიზნად.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5977536

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5977377

მაესტრო - ახალი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5977159

---

 

31.03.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:  დილა უქმეებზე

რას აკეთებს ადამიანი რეალურად მაში, როცა შიმშილის ზღვარზეა - გურიის მოსახლეობა სიღარიბეს სასფლაოების დახმარებით ებრძვის. აქ ხალხს ისე უჭირს, რომე ადამიანები საკუთარი ოჯახის საფლავის წევრების ხსნიან და ჯართში აბარებენ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში 96 წლის დიანოს წულაძე სიკვდილს და სოციალურ დახმარებას ერთად ელოდება. დახმარება მას 5 წლია შეწყვეტილი აქვს, ამბობს, რომ დოკუმენტზე ხელი მოტყუებით მოაწერინე და დახმარებაც შეუწყვიტეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5977154

---

 

30.03.2019

არხი:  I არხი

გადაცემა:  მოამბე 12:00

თბილისსა და ბათუმში სოციალურმა მუშაკებმა მორიგი აქციები გამართეს. დედაქალაქში, მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას ითხოვენ. სოციალური მუშაკების თქმით, აუცილებელია ფსიქოლოგების დამატება, მათი ტრანსპორტით უზრუნველყოფა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5975739

---

 

30.03.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 15:00

ხონის ფსიქიატრიულში გარდაცვლილი ქეთევან ბიგვავას ოჯახი ექიმების დასჯას ითხოვენ

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5976363

რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5975725

---

 

30.03.2019

არხი:  I არხი

გადაცემა:  მოამბე 18:00

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილური კლინიკის მშენებლობა დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება. ამის შემდეგ ობიექტი აღჭურვისა და ექსპლუატაციისთვის ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა. შესრულებული სამუშაოების ხარისხი ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა შეამოწმა. საუნივერსიტეტო საავადმყოფო 220 ადგილზეა გათვლილი. პარალელურად, სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის კლინიკის ტერიტორიაზე აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, აუზები და სკვერები მოეწყობა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5977061

მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5976374

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5976028

--- 

 

30.03.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 17:00

ჭიათურაში საბაგიროს რეაბილიტაციის დროს მუშა გარდაიცვალა. გარდაცვლილი 27 წლის იყო. მას სავარაუდოდ დენმა დაარტყა. ახალგაზრდა მამაკაცი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5976694

I არხი-მოამბე 18:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5977035

მაესტრო - ახალი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5976763

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5976665

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5976566

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5976227

მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5976224

---

 

30.03.2019

არხი:  ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:  მთავარი 15:00

ბავშთა ზრდისა და განვითარების მონიტორინგის ახალი მექანიზმი პირველად აჭარაში ინერგება. საპილოტე პროგრამის ფარგლებში, პირველადი ჯადნაცვის წარმომადგენლები 6 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს აღწერენ, მონაცემებს კი ელექტრონულად შეინახავენ. ახალი მექანიზმი გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ინერგება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5976895

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5975779

---

 

30.03.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 12:00

"ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ სამართალი არ იზეიმებს" - ბათუმში გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ახლობლები აქციას მართავენ

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5975734

--- 

 

30.03.2019

არხი:  ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:  მთავარი 21:00

პრეპარატ „ტამიფლუ“- ს გამოყენებით კლინიკა მედინა”- ში ახალშობილი გადაარჩინეს. ბავშვი ოზურგეთიდან კლინიკაში მწვავე რესპირატორული ნიშნებით მოათავსეს, მკურნალი ექიმის განცხადებით პატარას ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე, მისი გადარჩენის შანსი კი პრაქტიკულად მცირე იყო. ახალშობილის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და მართვით სუნთქვაზე აღარ იმყოფება. მედიკოსების ინფორმაციით,შესაძლოა ეს საქართველოში ახალშობილისთვის „ტამიფლუთი'' მკურნალობის პირველი შემთხვევა იყოს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5977073

---

 

29.03.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 20:00

სოციალური მუშაკების პრობლემის განხილვამ საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა. გაფიცულების მოთხოვნების დაკმაყოფილების პროცესში დეპუტატები ერთვებიან. საკითხის განხილვას მწვავე კამატისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის გარეშე არ ჩაუვლია. დაპირისპირების გარდა იყო 4 საათიანი განხილვა. გაფიცული სოციალური მუშაკების პრობლემის მოგვარებაში საკანონმდებლო ორგანო დღეიდან ოფიციალურად ჩაერთო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5975249

რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5975203

I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5975197

მაესტრო -დღის მთავარი თემა 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5975354

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5975350

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5975260

---

 

 

29.03.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 21:00

ექიმებმა ხონის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს. ქეთევან ბიგვავა ერთი საათის წინ გარდაიცვალა. 60 წლის ქალი ქუთაისის საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს. მას სახესა და სხეულზე სისხლჩაქცევები, მრავლობითი დაზიანება, ჭრილობები აღენიშნებოდა, ასევე მოტეხილი ჰქონდა ხელი. გარდაცვლილის ოჯახი 60 წლის ქალის ცემაში ხონის ფსიქიატრიული კლინიკის ექიმებს ადანაშაულებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5975172

მაესტრო-დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5975358

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5975253

I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5975237

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5974708

---

 

29.03.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 21:00

ერთი წლის და 10 თვის ბავშვის ცხედარი საკუთარმა მამამ ნახა - გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5975185

იმედი -ქრონიკა 20:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5975252

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5974760

---

 

29.03.2019

არხი: I არხი

გადაცემა:  მოამბე 18:00

ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოს პარლამენტთან იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების აქციას ეხმაურება. დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ერთდროულად საცხოვრებელი ფართით ყველა დევნილი მოქალაქის დაკმაყოფილება შეუძლებელია, თუმცა სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების შესრულების ტემპები საკმაოდ გაზრდილია და 2019-20 წლების სამოქმედო გეგმით საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 6 ათას ოჯახს გადაეცემა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5974991

---

 

29.03.2019

არხი: ტვ პირველი

გადაცემა:  დღის ამბები 13:00

34 წლის თიკო გელაშვილს, რომელსაც 2016 წელს თირკმლის სარკომა დაუდგინდა, დახმარება სჭირდება

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5973964

---

 

ინტერნეტი

01.04.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/539771-jandacvis-saministros-shromis-inspektirebis-departamentma-chavchavazis-kuchaze-momxdari-ubeduri-shemtxvevis-shescavla-daicqo

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესწავლა დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განუცხადა. „გუშინ დავიწყეთ ობიექტის მოკვლევა, მაგრამ ვინაიდან მიმდინარეობდა სამაშველო სამუშაოები, პროცედურულად ხანგრძლივი აღმოჩნდა. გუშინ მოკვლევის პერიოდში რაც შევძელით, იყო, რომ დავათვალიერეთ ტერიტორია და დავიწყეთ შემსწრე პირთა და პასუხისმგებელ პირთა გამოკითხვა. დღეს დილიდან გაგრძელდება მოკვლევის პროცედურები და შესაბამისად, გვექნება კომენტარის გაკეთების საშუალება. ობიექტი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ჩვენი მხრიდან არ იყო შემოწმებული, თუმცა მერიის მხრიდან, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, შემოწმებული იყო,“ - განაცხადა ბექა ფერაძემ. შეგახსენებთ, ჭავჭავაძის გამზირზე, სამშენებლო ობიექტზე მიწის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში იპოვეს. ხოლო 8 საათის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან 1979 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარიც ამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ადგილზე მუშაობდა 35 მეხანძრე-მაშველი. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/352924/

---

 

01.04.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/539746-chavchavazeze-mashvelebma-meore-mushac-gardacvlili-ipoves/

ჭავჭავაძეზე მაშველებმა მეორე მუშაც გარდაცვლილი იპოვეს

მეხანძრე-მაშველებმა ჭავჭავაძის გამზირზე მიწის მასიდან მეორე მუშის, 1979 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარიც ამოიყვანეს. სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას ჩამოშლილმა მიწის მასამ ორი ადამიანი მოიყოლა. 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში იპოვეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიება, რომელიც 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულებულია. ადგილზე მუშაობდა 35 მეხანძრე-მაშველი. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

---

 

01.04.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/539778-chavchavazis-5-nomershi-sadac-ubedur-shemtxvevas-ori-adamiani-emsxverpla-dilidan-qvela-saxis-samushao-shecqvetilia/

ჭავჭავაძის 5 ნომერში, სადაც უბედურ შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, დილიდან ყველა სახის სამუშაო შეწყვეტილია

ჭავჭავაძის 5 ნომერში, სადაც გუშინ უბედური შემთხვევა მოხდა, დღეს დილიდან ყველა სახის სამუშაო შეწყვეტილია. დაცვის სამსახური ჟურნალისტებს შიდა პერიმეტრზე შესვლის შესაძლებლობას არ აძლევს. ჭავჭავაძის 5 ნომერში, მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობის დამკვეთია შპს „ლეჩკომბინატი N1“. შეგახსენებთ, ჭავჭავაძის გამზირზე, სამშენებლო ობიექტზე მიწის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში იპოვეს. ხოლო 8 საათის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან 1979 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარიც ამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ადგილზე მუშაობდა 35 მეხანძრე-მაშველი. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

---

 

01.04.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/539773-beka-nacvlishvili-chavchavazis-kuchaze-momxdarma-ubedurma-shemtxvevam-gamoaashkarava-saxelmcipos-upasuxismgebloba-da-ususuroba-mokalakeebis-usaprtxoebis-mimart/

ბექა ნაცვლიშვილი - ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ გამოააშკარავა სახელმწიფოს უპასუხისმგებლობა და უსუსურობა მოქალაქეების უსაფრთხოების მიმართ

„მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ გამოააშკარავა სახელმწიფოს ცალსახა უპასუხისმგებლობა და უსუსურობა საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მიმართ,“ - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანის გარდაცვალებას. როგორც ნაცვლიშვილი განმარტავს, ჭავჭავაძეზე მომხდარი ტრაგედია სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული არასწორი პოლიტიკის შედეგია. „მინდა მივუსამძიმრო ჭავჭავაძის გამზირზე გარდაცვლილთა ოჯახებს. მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ გამოააშკარავა სახელმწიფოს ცალსახა უპასუხისმგებლობა და უსუსურობა საკუთარი მოქლაქეების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მიმართ. კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, იმ გარემოებას, რომ ყველა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც სოციალური პოლიტიკის, შრომის უსაფრთხოებისა და სამშენებლო, თუ სხვა რეგულაციების თვალსაზრისით ხორციელდება, მოკლებულია საზოგადოების წინაშე არსებული საჭიროებების სისტემურ გააზრებას და ემსახურება მხოლოდ ევროკავშირთან გაუაზრებლად აღებული ვალდებულებების ფორმალურ, მექანიკურ შესრულებას. ეს არა მხოლოდ რომელიმე პასუხისმგებელი პირისა, თუ უწყების დაუდევრობის, არამედ, უფრო მეტად იმ არასწორი პოლიტიკის შედეგია, რომელსაც სახელმწიფო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უწყვეტად ახორციელებს. გაცხადებული სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ფასადს უკან დგას სოციალური წესრიგი, რომელიც ერთის გამარჯვების ხარჯზე, მეორის დამარცხებას გულისხმობს, ხოლო ერთის გამდიდრების ხარჯზე სხვის გაღარიბებას. ამ სოციალური წესრიგის შედეგად მივიღეთ ვითარება, როცა თანადგომაზე, სოლიდარობაზე, ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობაზე ორიენტირებული ქცევა სისუსტედ მიიჩნევა, ხოლო კონკურენცია, ინდივიდუალიზმი, ეგოიზმი არის წახალისებული“, - აცხადებს ნაცვლიშვილი. მისივე განმარტებით, აღნიშნულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, მხოლოდ მწუხარების გამოთქმა არ კმარა და ახლა ეს საკითხი არის ყველაზე მთავარი, რისთვისაც ყველამ უნდა იბრძოლოს. „ეს პოლიტიკა ყველაზე რადიკალური ფორმით ჩვენ წლების წინ გამოვცადეთ, როცა მიზანმიმართულად გაუქმდა ყველა ის მარეგულირებელი ნორმა და ინსტიტუტი, რაც მოქალაქეების უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი. სამწუხაროდ, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ხდება ცვლილებების მხოლოდ სიმულირება, რაც ვითარებას ბუნებრივია, ვერ შეცვლის. გამოცდილებამ გვანახა, რომ განვითარების ეს გზა იწვევს ერთეულების განვითარებასა და გამდიდრებას სხვისი ექსპლუატაციის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარჯზე. სწორედ, ეს არის საზოგადოებისა და პოლიტიკური კლასის გაუცხოვების მთავარი მიზეზი, მაგრამ მხოლოდ მწუხარების გამოთქმა არ კმარა. სწორედ ეს არის ახლა ყველაზე მთავარი რისთვისაც უნდა იბრძოლოს ყველამ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა. შეგახსენებთ, ჭავჭავაძის გამზირზე, სამშენებლო ობიექტზე მიწის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში იპოვეს. ხოლო 8 საათის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან 1979 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარიც ამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ადგილზე მუშაობდა 35 მეხანძრე-მაშველი. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

---

 

01.04.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/539766-advokati-imdenad-calsaxaa-gia-tvalavazis-udanashauloba-carmodgenac-ki-sheuzlebelia-ra-mtkicebulebaze-daqrdnobit-sheizleba-mosamartlem-gamamtqunebeli-ganacheni-gamoitanos/?fbclid=IwAR1Ho-Gal-AHZVfUiIzyCeK2uR4aPuhVJ9QSWMnWtQMbsixBKGkSRxowkjA

ადვოკატი - იმდენად ცალსახაა გია თვალავაძის უდანაშაულობა, წარმოდგენაც კი შეუძლებელია, რა მტკიცებულებაზე დაყრდნობით შეიძლება მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს

იმდენად ცალსახაა გია თვალავაძის უდანაშაულობა, წარმოდგენაც კი შეუძლებელია, რა მტკიცებულებაზე დაყრდნობით შეიძლება მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, გია თვალავაძის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა. ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მორიგი სხდომა გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე, რომელიც 15:00 საათზეა დანიშნული, ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. შესაძლოა, სასამართლოში მოწმეები დაიკითხონ. როგორც კაკაბაძე აცხადებს, აღნიშნულ საქმეზე დაცვის მხარე გამამართლებელი განაჩენის მოლოდინშია. „ამ ეტაპზე საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენა. პირიქით, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ეწინააღმდეგება ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ გარემოებებს. ასევე, დაცვის მხარემ მოვიპოვეთ და წარმოვადგინეთ მთელი რიგი წერილობითი მტკიცებულებები, ასევე გამოვკითხეთ უმნიშვნელოვანესი მოწმეები. წერილობითი მტკიცებულებების შინაარსი ცალსახად და კატეგორიულად გამორიცხავს გია თვალავაძის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. ჩვენი გამოკითხული მოწმეები კი, დაიკითხებიან სასამართლოში და მიაწვდიან სასამართლოს ისეთ ინფორმაციას, რომელიც ასევე სხვა მტკიცებულებებთან ერთად უტყუარად აჩვენებს იმას, რომ გია თვალავაძეს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. იმდენად ცალსახაა გია თვალავაძის უდანაშაულობა, წარმოდგენაც კი შეუძლებელია, რა მტკიცებულებაზე დაყრდნობით შეიძლება მოსამართლემ გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი. დაცვის მხარე ამ საქმეში ელოდება სრულ გამამართლებელ განაჩენს“, - განაცხადა კაკაბაძემ. შეგახსენებთ, რომ გია თვალავაძე ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი იყო და მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, რომელიც გულისხმობს სამეწარმეო საქმიანობას ნებართვის გარეშე, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობის შემოსავლის მიღება ჯგუფურად, სულ 21 პირი დააკავეს, ყველა მათგანი გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული. გამოძიების ინფორმაციით, თბილისსა და გორში მდებარე აფთიაქებში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია. აფთიაქების მფლობელები, მფარველობის სანაცვლოდსამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსისთვის – გია თვალავაძისთვის გადასაცემად ნუგზარ ჯანჯღავას დიდი ოდენობით თანხებს უხდიდნენ. ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში შეადგინა 4 094 709 ლარი. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

---        

 

01.04.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/sakhalkho-damcveli-saqartveloshi-boshata-temis-mdgomareoba-gansakutrebit-mdzimea/

სახალხო დამცველი - საქართველოში ბოშათა თემის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა

საქართველოს ბოშათა თემის მდგომარეობა განათლების, ჯანდაცვის, ინტეგრაციისა და დასაქმების თვალსაზრისით, განსაკუთრებით მძიმეა, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის 2018 წლის წლიურ ანგარიშში. დოკუმენტში მიმოხილულია ბოშათა თემის პრობლემები და აღნიშნულია, რომ 2014 წლის აღწერის მონაცემებით, საქართველოში 604 ბოშა ცხოვრობს. „ბოშების დიდ ნაწილს არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი, ან თუ აქვს, თავის საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად უწევს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა – ბინის დაქირავება, რაც, თავის მხრივ, ბავშვების სკოლაში სიარულსა და აკადემიურ მოსწრებაზე ნეგატიურად აისახება. ასევე პრობლემურია ისიც, რომ ბოშა ბავშვების ძალიან მცირე ნაწილი დადის ბაგა-ბაღში და სასკოლო მზაობის ცენტრებში. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სკოლაში 263 ბოშა ბავშვი სწავლობს. აღნიშნული სტატისტიკა საგანგაშოა, რადგან ბოშა მოსწავლეების დიდი ნაწილი დაწყებითი კლასების დამთავრების შემდეგ თავს ანებებს სწავლას. ეს, უმეტესწილად ბოშების მძიმე სოციალური მდგომარეობითა და მათი აკადემიური მოსწრების დაბალი მაჩვენებლით არის განპირობებული, რაც ასევე მძიმე სოციალური პირობებისა და განათლების მისაღებად საჭირო გარემოს არარსებობით არის გამოწვეული“, – ნათქვამია დოკუმენტში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის წესი ბოშა ბავშვებს სასკოლო განათლების მიღების გზაზე დამატებით სირთულეებს უქმნის, რადგანაც ბოშების უდიდესი უმრავლესობა არ ფლობს კომპიუტერს და ვერ ახერხებს ელექტრონული წესით თავისი შვილებისა და ოჯახის წევრების რეგისტრაციას. „ბოშების ძალიან მცირე ნაწილია სტაბილურად დასაქმებული. მოუწესრიგებელი დოკუმენტაციის, განათლების დაბალი დონისა და საზოგადოების ნაწილის მიერ მათი მიუღებლობის გამო, ბოშები ძალიან იშვიათად და ისიც, დროებით სამუშაოებზე თუ საქმდებიან. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, არც ერთ ბოშას არ აქვს სტაბილური სამუშაო. მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, ბოშების ნაწილი იძულებულია თავი დახმარების თხოვნით ირჩინოს. თემის წარმომადგენლებთან გასაუბრებისას აღმოჩნდა, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა ბოშების შრომითი მიგრაცია ევროპის ქვეყნებსა და თურქეთში“, – ნათქვამია ანგარიშში.

---

 

31.03.2019

მედიასაშუალება: https://reginfo.ge/people/item/13470-%E2%80%9Edroa-vibrwolot,-rom-agar-viglovot%E2%80%9C-%E2%80%93-shromis-usaprtxoebistvis-tbilisshi-aqzia-gaimarteba

„დროა ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ“ – შრომის უსაფრთხოების მოთხოვნით აქცია გაიმართება

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე ორი მუშის დაღუპვის შემდეგ, შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით აქცია დაიგეგმა. საპროტესტო აქცია ხვალ, პირველ აპრილს, 19:00 საათზე, მთავრობის კანცელარიის წინ გაიმართება. „ბიზნესის ინტერესებს კიდევ ადამიანების სიცოცხლე ეწირება. რისთვის შრომობენ ადამიანები? რომ ერთ დღეს სამსახურში მიწამ ჩაიტანოთ და სიცოცხლე ასე დაასრულონ? ეს არ არის ინდიფერენტულობა, ეს არ არის უბედური შემთხვევა. ეს არის ადამიანების წამება! ეს უნდა დასრულდეს. ჩვენ სახელმწიფო არ გვიცავს, ამიტომ პირდაპირი ბრძოლის და გაერთიანების გარდა არაფერი დაგვრჩა! გამოდით ყველა, ვისაც შეშფოთების აღარ გჯერათ. გამოდით იმისთვის რომ ადამიანების წამება და სიკვდილი დასრულდეს. სახელმწიფომ ადამიანების ჯანმრთელობაზე მხოლოდ იმის გამო არ უნდა იზრუნოს, რომ ევროკავშირმა დაავალა. სახელმწიფოს პრიორიტეტი ადამიანი უნდა იყოს. ვითხოვთ, შრომის ინსპექციას შრომითი უფლებების შემოწმების მანდატი დღესვე მიენიჭოს“, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/44123/droa-vibrdzolot-rom-aghar-viglovot--1-aprils-shromiti-usafrtkhoebis-motkhovnit-aqtsia-daigegma

---

 

31.03.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/grigol-giorgadze-afkhazetidan-devnilebs-sackhovrebel-kompleqs-dirsshi-khvdeba/?fbclid=IwAR1ejG1H_8b-uksZhC6WlnS8_4iVlGkZAMWQDCqzr4slkdqdGRXUofOQj6A

გრიგოლ გიორგაძე აფხაზეთიდან დევნილებს საცხოვრებელ კომპლექს „დირსში“ ხვდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე აფხაზეთიდან დევნილებს საცხოვრებელ კომპლექს „დირსში“ ხვდება. როგორც გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, ახალი სიები მაისში გასაჯაროვდება და წელს 800-მდე ოჯახი მიიღებს საცხოვრებელ ფართს. ამასთან, გრიგოლ გიორგაძე დევნილებს საინიციატივო ჯგუფის შექმნას სთავაზობს. მინისტრის მოადგილე მზად არის, ყველა ოჯახის მონაცემი ინდივიდუალურად განიხილოს. გიორგაძე დევნილების მიერ კორპუსებში შესვლას უკანონოს უწოდებს და აცხადებს, რომ ამგვარი ქმედებით პროცესი ჭიანურდება. მინისტრის მოადგილის თქმით, დევნილთა პროტესტი გასაგებია და მათი მოთხოვნა ბინებით დაკმაყოფილების შესახებ ლეგიტიმურია, თუმცა დევნილებმა პროტესტის ამგვარ ფორმაზე უარი უნდა თქვან. საცხოვრებელ კომპლექს „დირსში“ აფხაზეთიდან დევნილი 150-მდე ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვს. დევნილებმა საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართული გუშინ დაიკავეს. ისინი ფართების გადაცემას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციებს გააგრძელებენ. დევნილების თქმით, მათი უმეტესობა ქირით ცხოვრობს.

---

 

31.03.2019

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/352748/

გვაიძულეს, ეს ნაბიჯი გადაგვედგა” — ათეულობით ოჯახმა “დირსის” კორპუსი დაიკავა

ისანში, კომპანია “დირსის” ერთ-ერთი კორპუსში იძულებით გადაადგილებულთა რამდენიმე ათეული ოჯახია გამაგრებული. ისინი სახელმწიფოსგან საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითხოვენ და ამბობენ, რომ კორპუსის დატოვებას არ აპირებენ. “იმედის” თანახმად, ოჯახები დირსის მე-15 კორპუსის სამივე სადარბაზოში იმყოფებიან და შესასვლელები ხის კონსტრუქციებით აქვთ ჩახერგილი. შსს-ის ცნობით, ამჟამად იქ მშვიდი ვითარებაა და პოლიცია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადაა მობილიზებული. ოჯახებმა კორპუსი 30 მარტს დაიკავეს. “ბინით დაგვაკმაყოფილონ. სხვა მოთხოვნა არა გვაქვს. არც გამოვალთ ახლა… მთავრობის იმედიზე ვიყავით. იძულებული გაგვხადეს, ეს ნაბიჯი გადაგვედგა”, — ამბობს ერთ-ერთი მათგანი. “ვართ ქირით, ვერ ვიხდით ამ ქირას. ცოცხალი თავით აქედან არ გავალთ, მკვდრებს თუ გაგვიტანენ აქედან”, — ამბობს მეორე. “27 წელია, [ბინის მიღების] რიგში ვდგავართ. ამასობაში ეს ბინები იყიდება… მაგრამ ჩვენ გვტოვებენ უბინაოდ. აქედან გასვლას არ ვაპირებთ იქამდე, სანამ არ დაგვაკმაყოფილებენ ფართით”, — უთხრა რუსთავი2-ს ერთ-ერთმა მათგანმა. კომპანია “დირსის” წარმომადგენელმა განაცხადა, რომ “სამართლებრივ ზომებს” მიმართავდნენ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ კი განაცხადა, რომ ეს ბინები ამჟამად რემონტდება და სამინისტროსთვის გადაცემული არ არის: “ისინი იმყოფებიან კერძო მესაკუთრის, კომპანიის საკუთრებაში, რაც, ვფიქრობ, ყოვლად დაუშვებელია. ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, გაჭირვებულები არიან, რომლებსაც, რა თქმა უნდა, ეკუთვნით ბინები, მაგრამ არის წესი და რიგი”, — განაცხადა მან. გიორგაძის თანახმად, “30 ოჯახის გარდა, რომლებიც აქ შეიჭრნენ, არის ასეულობით ოჯახი. ყველას შეფასებაა საჭირო და ამის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება და ბინების გადაცემა, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით”. როგორ ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, ამ ეტაპზე, 31 მარტის მდგომარეობით, ადგილზე სიმშვიდეა და იქ პოლიციაა მობილიზებულია, რათა უსაფრთხოება უზრუნველყოს. შსს-ს გამოძიება დაწყებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რაც “ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას” გულისხმობს.

30.03

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/207110-devnilebis-jgufi-dirsis-korpusis-dakavebas-cdilobs.html?lang=ka-GE

---

 

31.03.2019

მედიასაშუალება: http://knews.ge/?p=37730&fbclid=IwAR0E8FFGhX5snMeqvurGKgx34ffMJcNYQZbtDptbyQOUicJDVH81ydLp3KM

მძიმე ამბავი

„თქვენი იმედი მაქვს… გააშუქეთ.. სადღაც სოფლის თავში არსებობისთვის იბრძვიან ბავშვები..ისინი ხვალ, (ერთს ლეიკემია ჰქონია) პასუხს მოგვთხოვენ ყველას, ვინც ,,შეაწუხეს,, და პურს ვეღარ აძლევს, ვინც გაიარა და ვერ დაიმახსოვრა ეს სახეები..“ – ეს წერილი გუშინ ჩვენმა მკითხველმა მოგვწერა. ამ დილით  უმწეო მდგომარეობაში მყოფი 5 ბავშვის ისეთი სულისშემძვრელი ფოტოები გადავიღეთ, უსასოობის განცდას რომ გაგიასმაგებს.  ეს 5 წლის ანა-მარიაა. სრულიად მიტოვებული ბავშვი თავის 4 მცირეწლოვან და-ძმებთან ერთად დახმარებას ითხოვს. მარიამი, გიორგი, დავითი, ანა-მარია, დავითი,   გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ცხოვრობენ. უკვე რამდენიმე თვეა, ბავშვები სკოლაში არ დადიან.  გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებს ისიც ემატება, რომ 8 წლის დავითი ავადაა. ბავშვს პირველადი გამოკვლევები ჩაუტარდა და ლეიკემიის ნიშნები დადგინდა, თუმცა დაავადების მკურნალობა ამბულატორიულ პირობებში ვერ ხერხდება. რამდენიმე თვეა, ბავშვი ჯანდაცვის მომსახურებას ვერ იღებს. ავადმყოფი ბავშვი თავის და-ძმებთან ერთად უკიდურეს სიდუხჭირეში, საჭმლის, ჰიგიენისა და სოციალური დაცვის გარეშეა მიტოვებული. ბავშვებს უკიდურეს არაადამიანურ პირობებში უწევთ ცხოვრება: სახლის ფანჯარა ჩამტვრეულია, ბავშვებს არ აქვთ ავეჯი, არც საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ტანსაცმელი. საწოლის მაგივრად ნახევრად სველ და ჭუჭყიან ლეიბებს იყენებენ. კუსტარულად დამზადებულ ღუმლიდან კვამლი გამოდის და ბავშვები მას შეისუნთქავენ. შიმშილობის ზღვარზე მყოფ მიტოვებულ ბავშვებს საჭმლით მეზობლები ეხმარებიან. ხანდახან მოხუცებული და ავადმყოფი ბება-პაპაც, მეზობელი დასახლებიდან,  თუმცა გაუსაძლისი პირობები და  ანტისანეტარია, ბავშვების სიცოცხლეს საფრხეს უქმნის. 7 შვილის დედა, რომელიც სოციალურ დახმარებას იღებს,  ბავშვებთან არ ცხოვრობს. უფროსი ასაკის შვილები სოფლიდან წავიდნენ. ყველაფერთან ერთად  ბავშვები ზოგადი სასკოლო განათლების მიღმაც დარჩნენ. 7 წლის მარიამი გვიამბობს, რომ სკოლაში სექტემბრის დასაწყისში, მხოლოდ 1 კვირით იარეს, მას შემდეგ სკოლაში არ დადიან. „ ძალიან მინდა სკოლაში სიარული, მაგრამ ტანსაცმელი არ გვაქვს. დედამ დირექტორს ელაპარაკა და ჩვენ სკოლიდან გამოგვიყვანა.“ – ამბობს 8 წლის მარიამი.

---

 

30.03.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1553934398-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9C

გაფიცვის მე-6 დღე - სოციალური მუშაკები გაფიცვის არ წყვეტენ და განცხადებას ავრცელებენ

უკვე მეექვსე დღეა სოციალური მუშაკები გაფიცვას არ წყვეტენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჯანდაცვის მინისტრთან დავით სერგეენკოსთან შეხვედრის შემდეგ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმდნენ, კვლავ რჩება რიგი პუნქტები, რომლებზეც სოც.მუშაკები სამინისტროს პოზიციას არ იზიარებენ. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე სოციალური მუშაკები განცხადებას ავრცელებენ. "პრაიმტაიმი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. "საზოგადოების მაღალი ინტერესისა და პროცესის გამჭვირვალობისთვის ვაქვეყნებთ ჩვენს მოთხოვნებს და ვაზუსტებთ, კონკრეტულად რაში არ ვეთანხმებით და რაში ვეთანხმებით სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. „როგორც მოგეხსენებათ სოციალური მუშაკები მე-6 დღეა გაფიცულები არიან. მათ მიერ წამოყენებულ მოთხოვნების ნაწილს ნაწილობრივ უპასუხა სამინისტრომ, თუმცა, ღიად დარჩა სხვა მრავალი საკითხი. საზოგადოების მაღალი ინტერესისა და პროცესის გამჭვირვალობისთვის ვაქვეყნებთ ჩვენს მოთხოვნებს და ვაზუსტებთ, კონკრეტულად რაში არ ვეთანხმებით და რაში ვეთანხმებით სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ეს არის უმნიშვნელოვანესი პუნქტები, რომელთა დაკმაყოფილების გარეშე სოციალური მუშაობის განხორციელების საშუალება არ გვექნება. იხ. განცხადება: გაცნობებთ, რომ განვიხილეთ თქვენ მიერ ზემოთ დასახელებული ბრძანებით შემოთავაზებული პუნქტები და გაცნობებთ შემდეგს პუნქტების მიხედვით: 1. “სოციალური სამუშაოს ეფექტური განხორციელების შესახებ სააგენტოს დირექტორის ბრძანებაში ცვლილების შეტანა და სიტყვა „საჭიროების შემთხვევაში“ ამოღება. 29.03.2019; - სააგენტო, თამაზ მოდებაძე” - მისაღებია 2. 2019 წლის სოციალური რეაბილიტაცია ბავშვზე ზრუნვის ადრეული განვითარების და შშმ ბავშვების და პირების დღის ცენტრების ქვეპროგრამაში ცვლილების და მისი განხორციელების პროცესში სოციალური მუშაკის შეფასების და დასკვნის ამოღება. - 30.05.2019; სამინისტრო - ნინო ოდიშარია; - მისაღებია 3. 12 თვემდე ბავშვის ხელოვნური კვებით უზრუნველყოფის ქვე-პროგრამის განხილვა ბათუმის და გორის სოციალურ მუშაკებთან და წინადადებების წარდგენა კომისიისთვის. 22.04.2019 სამინსტრო - ნინო ოდიშარია; - მისაღებია 4. იურისტების დამატება: ყველა რეგიონში დაემატება ერთი იურისტი ხოლო თბილისში 2; სააგენტო - თამაზ მოდებაძე; - მისაღებია 5. თბილისში 1 ფსიქოლოგის დამატება, ხოლო სამუშაო ჯგუფის ფორმატში გამოვლინდეს ყველაზე დიდი საჭიროების მქონე რეგიონები და რეკომენდაცია მიეცეს სააგენტოს ამ რეგიონებში ფისქოლოგების აყვანის თაობაზე. საკოორდინაციო საბჭო და სააგენტო; - აღნიშნული პუნქტი მისაღები იქნება იმ შემთხვევში თუ სააგენტოს მიერ დაემატება 15 ფსიქოლოგი (4 თბილისში, 11- რეგიონებში) და ამ პოზიციებზე ვაკანსიები გამოცხადდება არაუგვიანეს 01.06.19-მდე. 6. სოციალური მუშაკების დამატება; 50 სოციალური მუშაკის დამატების პროცედურები დაწყებულია. მათი აყვანის პროცედურა დასრულდება 30.04.2019; - სააგენტო, თამაზ მოდებაძე - აღნიშნული პუნქტი მისაღები იქნება იმ შემთხვევში თუ ამ კადრების დამატება მოხდება შემდეგი მნიშვნელოვანი პრინციპების გათვალისწინებით: დაემატოს თითო სოციალური მუშაკი იმ რაიონებს, სადაც ამჟამად მხოლოდ ერთი სოციალური მუშაკი მუშაობს, ხოლო დანარჩენი გადანაწილდეს სამუშაო დატვირთვის შესაბამისად. 7. საპროცესო წარმომადგენლობის ტვირთის შემცირების მიზნით, სამუშაო ფორმატში სოციალურ მუშაკებთან ერთად ინდიკატორების ჩამოყალიბება (15.04.2019). საპროცესო წამომადგენლობის ტვირთის შემცირების ინდიკატორებზე დაყრდნობით (მათ შორის დამატებითი სპეციალიზირებული სოციალური მუშაკების საჭიროების დადგენა) შესაბამისი ღონიძიებების გატარება 30.04.2019 სამინისტრო, თამილა ბარკალია; - აღნიშნული პუნქტი მისაღები იქნება იმ შემთხვევში თუ, დაემატება სულ მცირე 20 სპეციალიზირებული სოციალურ მუშაკთა კადრი (რომელიც არ შედის ზემოაღნიშნულ 50-ში) და გადანაწილდება საპროცესო წარმომადგენლობის საჭიროებების მიხედვით. 8. 2019 წლის 28 მარტს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან მოლაპარაკების შედეგად მოხდა შეთანხმება, შესაბამისად სოციალური მუშაკის შეფასების ფორმაში განხორციელდება ცვლილება და ხელმოწერილი შეფასების ფორმა გადაეგზავნება სამხარაულის ბიუროს ელექტრონული ფოსტით, ხოლო აღნიშნული დოკუმენტი გახდება დასკვნის განუყოფელი ნაწილი. შესაბამისად ხელმოწერა და მისვლა აღარ დასჭირდებათ. პროექტი მომზადებულია და დამტკიცების სავარაუდო თარიღია 05.04.2019. სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტი და სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტი; - მისაღებია 9. ტრანსპორტირება - უკვე გამოყოფილია 12 მანქანა (მათ შორის 2 თბილისში), 15. 04.2019 -მდე დაემატება 11 მანქანა, ხოლო მაისის ბოლომდე მანქანების რაოდენობა გაიზრდება 30 ერთეულამდე. სააგენტო/ სამინისტრო თამაზ მოდებაძე, კახაბერ ძიმისტარიშვილი; 28/2019 გადაუდებელი რეაგირების საჭიროების დროს, რეგიონზე მიმაგრებული მანქანის რესურსის სრულად გამოყენების შემთხვევაში სოციალური მუშაკები ისარგებლებენ ტაქსის მომსახურებით, 31.05.2019. სააგენტო თამაზ მოდებაძე;- აღნიშნული პუნქტი მისაღები იქნება იმ შემთხვევში თუ გათვალისწინებული იქნება შემდეგი განაწილების პრინციპი: თითო რეგიონზე სოციალური მუშაკებისთვის გამოიყოფა სულ მცირე 2 მანქანა, ხოლო თბილისში - 5 მანქანა, დარჩენილი 3 მანქანა კი გამოყენებულ იქნას საჭიროებისამებრ. ასევე, შეიმუშავეთ მექანიზმი, რათა არ მოხდეს სოციალური მუშაკის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას საჭირო ტრანსპორტირების უზრუნველყოფა საკუთარი ხარჯებით როგორც გეგმიური, ასევე, გადაუდებელი შემთხვევების დროს. 10. ინფრასტრუქტურის და სამუშაო პირობების გაუჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება 15.05.2019 (ტენდერის წარმატებით დასრულების შემთხვევაში). სააგენტო თამაზ მოდებაძე. - აღნიშნული პუნქტი მისაღები იქნება იმ შემთხვევში თუ ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სტანდარტების ფარგლებში მომზადდება ქვე სტანდარტი სერვისცენტრებში ბავშვისა და ოჯახის საჭიროებებზე მორგებული და ადაპტირებული ინსფრასტრუქტურის შესაქმნელად არა უგვიანეს 15.05.19. ამასთნავე, განსახილველად წარედგინოს მთავრობას 5 პრობლემური სერვისცენტრის რეაბილიტაციის გეგმა. გარდა ამისა გაწვდით ჩვენს მოსაზრებებს ჩვენი მოთხოვნების შესახებ, რომლებიც არ არის ასახული თქვენს წერილში. 1. ხელფასი - სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკების ხელფასი დაუყოვნებლივ გაუთანაბრდეს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში სსიპ-ებში დასაქმებულ სოციალურ მუშაკთა მაქსიმალურ ხელფასს (რაც აღნიშნულ იქნა ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 29 მარტის გაფართოებულ სხდომაზე პარლამენტარების მიერ); 2. მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში შეიქმნას მეურვეობისა და მზრუნველობის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე რეაგირების სამუშაო ჯგუფი (მხარეთა შორის უთანხმოების წარმოშობისა და შემათანხმებელი პროცედურების დაწყების თაობაზე 2019 წლის 8 თებერვლის განცხადების პირველი პუნქტის შესაბამისად), სადაც შევლენ როგორც სამთავრობო ისე არასამთავრონო დარგის ექსპერტები, რომლის შემადგენლობა და მანდატი გაიწერება შესაბამისი ბრძანებით და მისი მიზანი იქნება სისტემის გაუმჯობესების მიზნით გრძელვადიანი სტრატეგიის დასახვა (პროფესიული ზედამხედველობა, სამუშაო მეთოდოლოგია, ბავშვზე ზრუნვის მომსახურებების გადახედვა, განფასება, განვითარება და აღსრულება და სხვა)“. - წერია განცხადებაში.

---

 

30.03.2019

მედიასაშუალება:  https://commersant.ge/ge/post/socmushakebis-gaficva-dargveuli-shromisa-da-konstituciuri-uflebebi

სოცმუშაკების გაფიცვა - დარღვეული შრომისა და კონსტიტუციური უფლებები

„დაუცველი სოციალური მუშაკი ვერ დაიცავს ბავშვს, მსხვერპლს, ხანდაზმულს“, „მოქნილი და ეფექტური სერვისები ადამიანების გადასარჩენად“, „დაუცველი დამცველები“, „ვითხოვთ ღირსეულ მოპყრობას და შრომის შესაბამის ანაზღაურებას“, „ვიფიცებით ჩვენი პროფესიის გადასარჩენად“ - ამ და სხვა შინაარსის პლაკატები ეჭირათ გაფიცულ სოციალურ მუშაკებს, რომლებიც ქუთაისში სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრთან შეიკრიბნენ. იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში 30 სოციალური მუშაკია. მათ, საქართველოს მასშტაბით გაფიცული სხვა კოლეგების მსგავსად, გააპროტესტეს შრომის მძიმე პირობები და სისტემაში დაგროვილი პრობლემების მოგვარება მოითხოვეს: „ყველამ უნდა გაითავისოს, ჩვენ რა კატორღული შრომა გვიწევს. ეს არის ძალადობა ჩვენზე. იძულებული ვარ ვიმუშაო ზეგანაკვეთურად, ღამით - მაშინ, როცა სახლში უნდა ვიყო - და არასრულწლოვანი შვილები დავტოვო“; „ჩვენ ხშირად ღამის საათებში გვიძახებენ, სადღესასწაულო დღეებში. არ გვაქვს არც დღესასწაულის და დასვენების უფლება“; „დაგვემატა დიდი მოცულობის სამუშაო და არ მოჰყვა მას შესაბამისი მეთოდოლოგია, გამართული სისტემა, ინსტრუქტაჟი და ანაზღაურება, რის გამოც ჩვენ სამუშაო დრო აღარ გვყოფნის“; „ვეღარ ვახერხებთ ბენეფიციარებზე ზრუნვას, რადგან ჩვენც უმძიმეს მდგომარეობაში ვართ. როგორც მათ სჭირდებათ დახმარება, ასევე გვესაჭიროება ჩვენც“, - ამბობენ სოცმუშაკები. ჭიათურის მუნიციპალიტეტში მომუშავე სოციალური მუშაკის, ვენერა გაჩეჩილაძის, თქმით, მას 20 სოფელში უწევს ბენეფიციარების მომსახურება, ხშირად მუნიციპალური ტრანსპორტით ან ტაქსით სარგებლობს, თუმცა ზოგიერთი სოფლის რთული მდებარეობის გამო დანიშნულების ადგილამდე რამდენიმე კილომეტრს ფეხითაც გადის. ვენერა გაჩეჩილაძე ამბობს, რომ რთული სამუშაო პირობები მომსახურების ხარისხზე აისახება: „ნორმალურად რომ ვიმუშაო, 20 საქმე უნდა მქონდეს სტანდარტული და ახალი. ყოველთვიურად მაქვს 177 საქმე სტანდარტული, რასაც თვის განმავლობაში კიდევ ემატება რამდენიმე“. ვენერა გაჩეჩილაძის თქმით, 10 წლის წინ, როცა სოციალური მუშაკები სააგენტოს დაქვემდებარებაში მოექცნენ, მხოლოდ სამი მიმართულებით მუშაობდნენ, ამჟამად კი 32 მიმართულებით უწევთ ბენეფიციართა მომსახურება, რამაც ძალიან გაზარდა სამუშაოს მოცულობა და დატვირთვა, სოციალური მუშაკების რაოდენობა კი არ გაზრდილა. ვენერა გაჩეჩილაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად უწევს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება და ბენეფიციარებს არასამუშაო საათებსა და უქმე დღეებშიც ემსახურება, მისი ხელფასი არ არის გაწეული შრომის შესაბამისი: „სოფლებიდან დილით მოდის ტრანსპორტი და საღამოს ბრუნდება, ამიტომ ტაქსით მიწევს გადაადგილება, რაშიც ხელფასის დიდი ნაწილი მეხარჯება“. უფროსი სოცმუშაკი მზევინარ ღაჭავა, რომელსაც 17-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს,აცხადებს, რომ სახელმწიფო სხვადასხვა მიმართულებით იღებს ვალდებულებებს, რომელთა შესრულებას სოციალურ მუშაკებს აკისრებს, სანაცვლოდ კი არ სთავაზობს არც მატერიალურ და არც ტექნიკურ რესურსს: „თუ ვინმე თვლის, რომ ქვეყანაში ყველაფერი ისეა რიგზე, რომ მხოლოდ ერთი ბავშვი მოკვდა, ძალიან ცდება. ჩვენ თავი გვაქვს გადადებული, საკუთარ შვილებს ვტოვებთ და გავრბივართ, რომ კიდევ ვინმე არ მოგვიკვდეს. რომ არ არის ბევრი ბავშვი, მოხუცი თუ ძალადობის მსხვერპლი ქალი დაღუპული, სწორედ სოცმუშაკების დამსახურებაა“. გაფიცვას უშედეგო ბრძოლის შედეგად მიიჩნევს სოციალური მუშაკი ნათია წივწივაძე. მისი თქმით, პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მედიაციის პერიოდში, ჯანდაცვის სამინისტროსა და მთავრობასთან ვერ მიაღწიეს ვერანაირ შედეგს. ნათია წივწივაძე 22-პუნქტიანი მოთხოვნიდან რამდენიმეს გამოყოფს, რაც, მისივე თქმით, მოკლე დროში უნდა მოგვარდეს: „მოვითხოვთ ანაზღაურებას ჩვენი შრომის შესაბამისად, მოხდეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების გადაცემა სხვა უწყებისთვის და მოვითხოვთ სოციალური მუშაკის შრომის ეფექტურ გამოყენებას სახელმწიფოს მხრიდან, შესაბამისი ეფექტურისერვისების არსებობით“. გაფიცული სოციალური მუშაკების მიერ ქუთაისში გამართულ აქციას სოლიდარობა გამოუცხადეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა. ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის, ზაალ გორგიძის, განცხადებით, სოცმუშაკების მძიმე სამუშაო პირობები უარყოფითად აისახება იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლებსაც ისინი ემსახურებიან: „ეს არის დარღვევა შრომითი პირობების და არა მხოლოდ შრომის კოდექსის დარღევაა, ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა, რაც კონსტიტუციით გარანტირებულია. დარღვეულია სოცმუშაკების და მათთან ერთად იმ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლება, რომლებსაც ემსახურებიან“. როგორც გაფიცული სოცმუშაკები აცხადებენ, პროტესტის მიუხედავად, მზად არიან მოქალაქეებს მოემსახურონ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, რადგან აცნობიერებენ საკუთარ უფლება-მოვალეობებს და ფუნქციებს. გაფიცვის მიუხედავად, იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭიღლაძე ამბობს, რომ სააგენტოს ფუნქციონირება არ შეფერხდება და გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარებს მოემსახურებიან სააგენტოს სამსახურების ხელმძღვანელები, ფსიქოლოგები და იურისტები. ნინო ჭიღლაძისავე განცხადებით, „სამხარეო ცენტრი მოკლე დროში უზრუნველყოფს იმ საკითხების მოგვარებას, რომელთა გადაჭრა ცენტრის კომპეტენციაშია“. სოციალური მომსახურების იმერეთის სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელის, ნინო ჭიღლაძის, ინფორმაციით, რეგიონში კონკურსია გამოცხადებული სოციალური მუშაკის 5 ვაკანტურ ადგილზე, ახლო მომავალში კი მათი რაოდენობა ეტაპობრივად კიდევ გაიზრდება. რაც შეეხება სისტემურ პრობლემებს, ნინო ჭიღლაძეს იმედი აქვს, რომ ამ საკითხებს ჯანდაცვის სამინისტრო დროულად მოაგვარებს.

---

 

30.03.2019

მედიასაშუალება: https://presa.ge/?m=society&AID=73887

დაუნის სინდრომის მქონე წლის და 8 თვის ბავშვი მშობელმა იაშვილის კლინიკაში დატოვა

წლის და 8 თვის დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი 4 თვის წინ მშობელმა იაშვილის კლინიკაში დატოვა. ამის შესახებ საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის წარმომადგენელმა ლია ტაბატაძემ სოციალურ მუშაკებთან შეხვედრისას პარლამენტში განაცხადა. ეს მაგალითი ლია ტაბატაძემ იმის დასტურად მოიყვანა, რომ სოციალური სამსახური ეფექტურად ვერ მუშაობს. "ორი წლის განმავლობაში, სანამ ჩვენ კანონპროექტზე ვმუშაობთ, დაიბადა ბავშვი, რომელიც არის წლის და 8 თვის. ახლა იმყოფება იაშვილის კლინიკაში. 4 თვეა კლინიკაში დატოვა მშობელმა. მას აქვს დაუნის სინდრომი, არ გამოუჩნდა პატრონი და სოციალური სამსახური ვერ მუშაობს ჯეროვნად," - განაცხადა ლია ტაბატაძემ.

---

 

30.03.2019

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/352665/           

ჭიათურაში, საბაგიროს მშენებლობაზე, მუშა დაიღუპა

ჭიათურაში, საბაგიროს მშენებლობაზე, მუშა დაიღუპა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შემთხვევა დღეს, 30 მარტს, დილით მოხდა. შსს-ს განცხადებით, ახალგაზრდა კაცის დაღუპვის ზუსტ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს. გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.      

აქცენტნიუს.ჯი- http://www.accentnews.ge/ge/news/details/69841     

ტაბულა.ჯი- http://www.tabula.ge/ge/story/146568-chiaturashi-sabagiros-msheneblobisas-musha-daighupa

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/tchiathurashi-sabagiros-msheneblobaze-musha-daighupa/  

პრაიმთაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1553938514-%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%90%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%A3%E1%83%9E%E1%83%90         

რეგინფო.ჯი- https://reginfo.ge/people/item/13447-chiaturashi-sabagiroze-mushaobisas-musha-daigupa

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=81157

---

 

30.03.2019

მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/kompania-sabagiros-msheneblobaze-sadac-musha-gardaicvala-usafrtxoebis-normebi-daculi-iyo-/31852

კომპანია: საბაგიროს მშენებლობაზე, სადაც მუშა გარდაიცვალა, უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო

ჭიათურაში საბაგიროს პროექტის მენეჯერის, ამხანაგობა "დაგისკის" ხელმძღვანელის ოთარ ჩიკვაიძის განმარტებით, ადგილზე, სადაც მუშა გარდაიცვალა, შრომის უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. როგორც ჩიკვაიძემ BM.GE-ს განუცხადა, ჭიათურის საბაგიროზე სამუშაოებს ამხანაგობის მიერ დაქირავებული ფრანგული კომპანია "ტექკაბელი" ახორციელებს. "ჩვენს მიერ დაქირავებულია ფრანგული კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია, როგორც შრომის უსაფრთხოებაზე, ისე სამუშაოების წარმოებაზე ამ ბაგირების მონტაჟთან დაკავშირებით და შრომის ხელშეკრულების საფუძველზე, გვქონდა მიმაგრებული ჯგუფი, რომელიც ყველა დავალებასა და მითითებას მათი დავალების შესაბამისად ასრულებს. შრომის უსაფრთხოების ნორმები, სადაც ეს მოხდა, დაცული იყო. ამას საგამოძიებო მოქმედებებიც დაადასტურებს", – განაცხადა ოთარ ჩიკვაიძემ. მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილი მუშა 26 წლის მამაკაცია, რომელიც ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული. ჩიკვაიძის ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა. როგორც BM.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

---

 

 

30.03.2019

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/191763/

აჭარაში ბავშვის ადრეულ განვითარებაზე ზედამხედველობის სისტემა ამოქმედდა

დღეს, 30 მარტს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, იუნისეფმა ბავშვის ადრეულ განვითარებაზე ზრუნვის ახალი სისტემის პროექტი წარმოადგინა. პროექტი საპილოტეა და ის პირველად აჭარაში ხორციელდება. გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში უკვე დაიწყო 650 ახალშობილი ბავშვის ზრდა-განვითარებაზე დაკვირვება და გადამზადდა 120 მედპერსონალი, რომელიც პროექტშია ჩართული. ექიმებისთვის შეძენილია 170 პლანშეტი, სადაც ახალი სისტემაა ჩატვირთული. „ბავშვის ადრეული განვითარების სისტემა აქამდე არ არსებობდა, ეს სისტემა, ფაქტობრივად, ჩამოშლილია, მაშინ როცა ბავშვის განვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ პირველი ხუთი წელია, რადგან ბავშვის ტვინის 80 პროცენტი სწორედ ამ პერიოდში ვითარდება და ეს არის ფუნდამენტი, რომელსაც ბავშვის შემდგომი განვითარება ეფუძნება,“- გვეუბნება მაია ქურციკიძე. მისი თქმით, თუკი პრობლემა ამ პერიოდში იჩენს თავს და არ მოხდება მისი დროული მოგვარება, შემდეგ წლებში მისი გამოსწორება თითქმის ვერ ხერხდება. ბავშვის ადრეულ განვითარებაზე ზრუნვის მონიტორინის სისტემის პრეზენტაცია „რედისონში“. „შეიქმნა ელექტრონული მოდული, როგორც ბავშვის ზრდისა და განვითარების, ასევე, დაბადების რეესტრი, სადაც აღირიცხება ყველა ახალდაბადებული ბავშვის შესახებ ინფორმაცია და ეს ინფორმაცია გადაეცემა ბავშვის ზრდისა და განვითარების მოდულს, რის საფუძველზეც პირველადი ჯანდაცვის რგოლი იწყებს ბავშვის აღრიცხვას და მას განვითარებაზე ზედამხედველობას. პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმი აღჭურვილია პლანშეტით, სადაც ჩატვირთულია ბავშვის განვითარების მოდულები და როცა ის მიდის ოჯახში, ამონიტორინგებს ზომას, წონას, კვებას, დედის ჯანმრთელობას, კონსულტაციას უწევს დედას და ოჯახს. გარდა ამისა, თუკი რაიმე პრობლემას ან დარღვევას შეამჩნევს ბავშვის განვითარებაში, ხდება დაუყოვნებლივ რეაგირება,“-ამბობს, მაია ქურციკიძე. თუ ოჯახი სოციალურად შეჭირვებულია, ასევე, მის შესახებ ინფორმაციას გადაამისამართებენ სოციალურ სამსახურში.

---

 

30.03.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/sophel-rukhshi-mravalprophiluri-klinikis-mshenebloba-daakhloebith-erth-thveshi-dasruldeba/

სოფელ რუხში მრავალპროფილური კლინიკის მშენებლობა დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილური კლინიკის მშენებლობა დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება. ამის შემდეგ ობიექტი აღჭურვისა და ექსპლუატაციისთვის დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეცემა. შესრულებული სამუშაოების ხარისხი რეგიონული განვითaრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა შეამოწმა. „საპროექტო დოკუმენტაციაში და მშენებლობის პროცესშიც იყო პრობლემები, მაგრამ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მალე ობიექტი იმ მდგომარეობაში იქნება, რომ შევძლებთ ჯანდაცვის სამინისტროს გადავცეთ. ეს კლინიკა სულ ერთ კილომეტრშია აფხაზეთთან და მჯერა, რომ ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა აფხაზი დებისა და ძმებისთვის, რათა ისარგებლონ ყველა იმ სერვისით, რასაც ჩვენი მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მოსახლეობას სთავაზობს,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. საუნივერსიტეტო საავადმყოფო 220-ც ადგილზეა გათვლილი. პარალელურად, სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის კლინიკის ტერიტორიაზე აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, აუზები და სკვერები მოეწყობა.

მარშალპრეს.ჯი-  https://marshalpress.ge/archives/227598

პია.ჯი- https://pia.ge/post/254472-cqitisvili-ruxis-klinika-sesazlebloba-iqneba-afxazi-debisa-da-zmebisatvis-yvela-im-servisit-isargeblon-rasac-cveni-mtavroba-stavazobs

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/539612-maia-ckitishvili-ruxis-klinika-ikneba-shesazlebloba-apxazi-debisa-da-zmebistvis-rata-im-servisebit-isargeblon-rasac-saqoveltao-jandacvis-programa-mosaxleobas-stavazobs/

---

 

30.03.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=201245-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90,%20%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90,

ერთი წლის დათუნას სიმსივნიანი მარტოხელა დედა ზრდის - მათ საზოგადოების დახმარება ესაჭიროებათ

დათუნა 1 წლის და შვიდი თვისაა, მას მარტოხელა დედა ზრდის, რომელიც თავად სიმსივნით არის დაავადებული. 2 თვის წინ დახმარებას როცა ვითხვდით ერთი ქალაბტონი გამოგვეხმაურა, კლინიკა მაქვს ჩემი საკუთარი და მინდა ერთი წელი ქირა გადავუხადოო, სამწუხაროდ მან ეს პირობა არ შეასრულა და დათუნა ისევ საფრთხეში აღმოჩნდა . ორი თვის წინ ძალიან ბვერი ადამიანი გაერთიანდა დათუნას დასახმარებლად, შევიძინეთ შეშა, საკვები, მედიკამენტები, დავაფინანსეთ დათუნას დედის კომპიუტერიული კვლევა. შვუძინეთ შეშის ღუმელი. იმედით ვიყვით, რომ 1 წლის განმავლობაში მას ქირას გადაუხდიდნენ, დღეს კი სულ სხვა რეალობის წინაშე ვდგევართ, 2 თვის დავალიანება აქვს ქირის რის გამოც შეიძლება სიმსვნით დაავადებული 29 წლის ქალი და მისი შვილი ქუჩაში აღმოჩნდნენ, სულ ორი დღე გვაქვს ქირის დასაფარად. ძალინ დიდი იმედი მაქვს თითეული ადამიანის ვინც ადრე დაეხმარა დათუნას, ინგას აქვს სულ ორი თვის დავლიანება 320 ლარი. მჯერა შევძლებთ შეუძლებელს. ქალბატონს კი რომლმაც ასე მოგვატყუა უბრალად შერცხვეს რომ ექიმის სახელს არის ამოფრებული. არ დავტოვოთ დათუნა ქუჩაში. ოჯახი არის სოციალაურად დაუცველი ამიტომ ვაქვეყნებ ორგანიზაციის ანგარიშის ნომრებს. პატარა დათუნას დასახმარებლად დარეკეთ ნომერზე 09 01 200 127 უმორჩილესად გთხოვთ ყველას დაგვეხმარეთ დახმარების მსურველთათვის ქვემოთ მითეთბულია ორგანიზაციის ანგარიშის ნომერი. დანიშნულებაში მიუთითეთ დათუნა დავითაძე თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია აპარატებიდან: საბანკო მომსახურება იურიდიული პირი პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14

---

 

30.03.2019

მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=81163

მოლარე/კონსულტანტი, როგორც „თანამედროვე მონა“ - რა პირობებში მუშაობენ „სპარის“ თანამშრომლები

---

 

29.03.2019

მედიასაშუალება: https://marshalpress.ge/archives/227499

სოციალური მუშაკები კვლავ გაფიცვის რეჟიმში არიან და ჯანდაცვის სამინისტროდან ახალ შეთავაზებას ელოდებიან

სოციალიური მუშაკები გაფიცვას კვლავ განაგძობენ და ჯანდაცვის სამინისტროსგან ახალ შეთავაზებას ელოდებიან. „ჩვენ ისევ გაფიცვის რეჟიმში ვართ. იმედი გვაქვს, მთავრობა აქტიურად ჩაერთვება და იმ პრობლემატურ საკითხებს მოაგვარებს, რისთვისაც გავიფიცეთ,” – განაცხადა თეა მაღრაძემ. „გაფიცვის რეჟიმს ვინარჩუნებთ და დაველოდებით ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ რას შემოგვთავაზებს. ასევე, სხდომის ბოლოს გაჟღერდა ის, რომ პარლამენტის წევრები სოციალური მუშაკების მოთხოვნებს მხარდაჭერას უცხადებენ. ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს მითითება მიეცა, რომ მან ყველა ის ხარჯი დაითვალოს, რომელიც სოციალური მუშაკების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად იქნება საჭირო. პარლამენტს მიმართონ და ალტერნატიული ფინანსების მოძიება დაიწყონ”, – განაცხადა ნანა გოჩიაშვილმა. სოციალური მუშაკის, თეა მაღრაძის თქმით კი, პარლამენტისგან მიიღეს დაპირება იმ პრობლემების გადაწყვეტაში დახმარების შესახებ, რასაც მათი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ვერ წყვეტს. „ჩვენ ისევ გაფიცვის რეჟიმში ვართ. იმედი გვაქვს, მთავრობა აქტიურად ჩაერთვება და იმ პრობლემატურ საკითხებს მოაგვარებს, რისთვისაც გავიფიცეთ,” – განაცხადა თეა მაღრაძემ.

---

 

29.03.2019

მედიასაშუალება: http://newpress.ge/qutaisshi-devnilebistvis-320-biniani-saxlis-mshenebloba-igegmeba

ქუთაისში დევნილებისთვის 320 ბინიანი სახლის მშენებლობა იგეგმება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა და მიმდინარე საკითხების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. გუბერნიის ინფორმაციით, შეხვედრაზე 12–ვე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა დეტალურად წარმოადგინეს ინფორმაცია იმ საკითხების შესახებ, რომელსაც რწმუნებულის პირველი მოადგილე უწევს კურატორობას. დღესვე, რეგიონში დაგეგმილი და განსახორციელებელი პროექტების შესახებ კიდევ ერთი შეხვედრა მოეწყო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილეს და მუნიციპალიტეტების მერებს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამების, სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქუთაისში, ამჟამად მიმდინარეობს 480 ბინიანი, სამი შეწყვილებული კორპუსის მშენებლობა დევნილი ოჯახისთვის, აღმაშენებლის ქუჩაზე მენაშენეებისგან შეძენილია 245 ბინა და უახლოეს მომავალში დამატებით, კიდევ 320 ბინიანი სახლის მშენებლობა დაიწყება შერვაშიძის ქუჩაზე. წყალტუბოში კი ჯამში, მიმდინარეობს 560 ბინიანი 8 კორპუსის მშენებლობა. მშენებლობის დასრულების შემდგომ, ეტაპობრივად, ქუთაისსა და წყალტუბოში არაერთი ნგრევადი ობიექტი დაიხურება. აღსანიშნავია, რომ წყალტუბოში სრულად დაიხურება ყველა ავარიული სანატორიუმი და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცემათ. სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ობიექტების დახურვა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. 2013 წლიდან, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით, 100-ზე მეტი ნგრევადი შენობა დაიხურა და იქ მცხოვრებ 2000-მდე დევნილ ოჯახს ბინა ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცა.

---

 

29.03.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/murad-ablotia-2020-wlamde-kidev-eqvs-atas-devnil-ojakhs-gadaecema-sakutrebashi-akhali-sackhovrebeli-farti/?fbclid=IwAR2UzH4rFjQAEKcUU30DZKKyFLBcga9kd7yCG_CVipToq_4XljcNAjJKrEg

მურად აბლოთია - 2020 წლამდე ახალი საცხოვრებელი ფართი კიდევ ექვსი ათას დევნილ ოჯახს გადაეცემა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, მურად აბლოთია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დღევანდელ აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათთან მუდმივ კომუნიკაციაშია. აბლოთიას განმარტებით, ერთიანად იმ ადამიანების დაკმაყოფილება, ვინც დღემდე ელოდება საცხოვრებელ ბინებს, შეუძლებელია, მაგრამ ტემპი გაზრდილია. მისი თქმით, 2019-2020 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, კიდევ ექვს ათას ოჯახს გადაეცემა საკუთრებაში ახალი საცხოვრებელი ფართები. „მუდმივ კომუნიკაციაში ვართ დევნილებთან, მინისტრიც რამდენიმეჯერ შეხვდა ამ ადამიანებს. მოვისმინეთ მათი წინადადებები, რომ შეიცვალოს შეფასების სისტემა ან გაუქმდეს. ბუნებრივია, გაუქმება შეუძლებელია. დევნილის მიერ ბინის მიღება რაღაც სისტემით უნდა მოხდეს. რაც შეეხება მათ წინადადებას, რომ უპირატესობა მიენიჭოთ დევნილებს, რომლებმაც თავდაპირველად განიცადეს დევნილობა, ეს და სხვა საკითხები, რომელიც ქულათა სისტემას და შეფასებას შეეხება, განიხილება”, – განაცხადა აბლოთიამ. მისივე თქმით, სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც საკითხს განიხილავს. აბლოთიას განცხადებით, შეფასების სისტემა, რომლითაც ხდება დევნილებისთვის ბინების გადაცემა, სამართლიანია. „დღეისათვის 90 ათასზე მეტი დევნილი გვყავს და სამწუხაროდ, მხოლოდ 41 500-მდე არის დაკმაყოფილებული გრძელვადიანი განსახლებით. 27 ათასი ოჯახია, ვისაც მომართული აქვს და ჯერ არ არის დაკმაყოფილებული. ეს ძალიან დიდი ციფრია და მათი დაკმაყოფილება ერთიანად შეუძლებელია, მაგრამ სამინისტროს დაფინანსება და ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება და 2018 წელს თითქმის გაორმაგდა წინა წლებთან შედარებით. 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა მნიშვნელოვნად გაზრდილია და ჯამში ექვსი ათას ოჯახს მიეცემა ახალი საცხოვრებელი ფართი,” – განაცხადა მურად აბლოთიამ. დღეს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე შეიკრიბნენ აფხაზეთიდან დევნილები. მათი განცხადებით, უკვე 26 წელია, უშედეგოდ ელოდებიან საცხოვრებელ ფართებს.

---

 

29.03.2019

მედიასაშუალება:

29.03.2019

მედიასაშუალება:

 

29.03.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/parlamenttan-afkhazetidan-devnilebi-aqcias-martaven/?fbclid=IwAR06Hv10489-5lpgtDuY6-PBtX-ZQMe77N-kIbGRq_vWNTYqEEhQsdkp7a0

პარლამენტთან აფხაზეთიდან დევნილები აქციას მართავენ

პარლამენტის შენობის წინ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საცხოვრებელი ფართის მიღებას ითხოვენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ფიქრია ცალანმა განაცხადა, 26 წელია, ბინებს ელოდებიან, თუმცა უშედეგოდ. დევნილებთან ერთად აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის” წევრები იმყოფებიან. ,,ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება, რომელსაც ველოდებით 26 წელია. აქ მდგომთაგან ყველას ბევრჯერ აქვს ამ მოთხოვნით მიმართული, მაგრამ ერთი და იგივე პასუხი მიიღეს – ეტაპობრივი დაკმაყოფილება, რომელმაც არ მოაღწია ჩვენამდე. ვითხოვთ იმ ქულების გაუქმებას, რითიც ახლა დაიწყეს ბინების გაცემა, ვითხოვთ, დაკმაყოფილებას ბინებით. შეიქმნას კომისია, სადაც დევნილები და სხვადასხვა ორგანიზაცია იქნება ჩართული. ვითხოვთ, იყოს გამჭირვალე, რა როგორ ხდება. გამოიყოს მთავრობიდან მეტი თანხა. დღესდღეობით 38000 ოჯახია დასაკმაყოფილებელი საცხოვრებლით. არ გავჩერდებით, გავაგრძელებთ პროტესტს და ხვალ და ზეგ ვიქნებით მეტი და მეტი,”-განაცხადა ფიქრია ცალანმა. აქციის მონაწილეები პროტესტის გაგრძელებას კანცელარიასთან გეგმავენ.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/539464-devnilebis-nacilma-parlamentis-cin-akcia-gamarta/?fbclid=IwAR2yJKDucM-91bFUexEjYd0JHiRNVESBF4WmuV8sDsmT0Xzx8jAoLxtLnwk

---

 

29.03.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/539533-jandacvis-msoplio-organizaciashi-evropis-regionis-regionuli-direktoris-tanamdebobaze-sakartvelos-kandidati-caradgines/?fbclid=IwAR00w-rmYsMtkf0GUsgOXPGbIi3T0W266L6M7a7QqJnoqEgm-s-xDglFeU0

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ევროპის რეგიონის რეგიონული დირექტორის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატი წარადგინეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონის რეგიონული დირექტორის თანამდებობაზე ნატა მენაბდის კანდიდატურა წარუდგინეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ჯანდაცვის სფეროში საქართველოს კანდიდატის მრავალწლიანი გამოცდილებისა და მიღწევების შესახებაც ისაუბრეს. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ზრდის საკუთარ წარმომადგენლობას საერთაშორისო ორგანიზაციებში მენეჯერულ პოზიციებზე. დავით ზალკალიანის შეფასებით, ნატა მენაბდის შესაძლებლობები არის ძალიან ღირებული, რადგანაც მას აქვს უაღრესად დიდი გამოცდილება ამ ორგანიზაციაში საქმიანობის, როგორც მენეჯერულ პოზიციებზე, ისე აკადემიური კუთხით. „დღევანდელ შეხვედრაზე დიპლომატიურ კორპუსთან წარვადგინეთ ნატა მენაბდის კანდიდატურა ევროპის ჯანდაცვის ორგანიზაციის რეგიონალური ორგანიზაციის გენერალური დირექტორის პოზიციაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ზრდის საკუთარ წარმომადგენლობას საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისეთ მნიშვნელოვან პოზიციებზე, როგორიც არის მენეჯერული, ხელმძღვანელი პოზიციები. ქალბატონი ნატას შესაძლებლობები ამ მხრივ არის ძალიან ღირებული, რადგანაც მას აქვს უაღრესად დიდი გამოცდილება ამ ორგანიზაციაში საქმიანობის, როგორც მენეჯერულ პოზიციებზე, ისე აკადემიური კუთხით და ვფიქრობ, რომ ის გამოცდილება რომელიც მას დაუგროვდა ამ წლების განმავლობაში, იქნება გადამწყვეტი ამ ორგანიზაციის არჩევნების ჩატარებისას. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ყველა წევრ ქვეყანასთან ევროპის ფარგლებში, რათა საქართველოს კანდიდატურა იყოს მხარდაჭერილი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, ნატა მენაბდეს დიდი საერთაშორისო გამოცდილება აქვს და ის არის ძალიან მნიშვნელოვანი კანდიდატურა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ევროპის ოფისის დირექტორის პოსტზე. „დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა . ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ საქართველოში აკრედიტებული ელჩებისთვის წარგვედგინა ძალიან მნიშვნელოვანი კანდიდატურა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ევროპის ოფისის დირექტორის პოსტზე ნატა მენაბდე, რომელსაც აქვს ძალიან დიდი საერთაშორისო გამოცდილება და მე იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა, პირველი წარდგენა გაგრძელდება აქტიურ კომუნიკაციაში და რეალურად მოგვეცემა მის შესაძლებლობა, რომ ქალბატონმა ნატამ დაიკავოს ეს უმნიშვნელოვანესი პოსტი, რომელიც არა მარტო საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მთლიანად ევროპის რეგიონისთვის“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. შეხვედრაზე დიპლომატებს ნატა მენაბდემ ინფორმაცია წლების მანძილზე, მის მიერ გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებითაც მიაწოდა და გააცნო ის მიზნები და ამოცანები, რომელთა განხორციელებას გეგმავს ზემოხსენებულ პოზიციაზე არჩევის შემთხვევაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონის რეგიონული დირექტორის არჩევნები გაიმართება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 69-ე სესიის ფარგლებში, 2019 წლის 16-19 სექტემბერს, ქ. კოპენჰაგენში.

---

 

29.03.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/539446-sakstatis-monacemebit-2018-cels-cocxlad-dabadebuli-bavshvebis-raodenoba-4-it-shemcirda/?fbclid=IwAR3LuW4svw3g2k0AdVHeXkT6sLQsGlojgF2SGxza92gSHwuvw703kWLIjLI

საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს ცოცხლად დაბადებული ბავშვების რაოდენობა 4%-ით შემცირდა

2018 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 51 138 ბავშვი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 4 %-ით ნაკლებია, - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ 2018 წლის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშის მიხედვით, ცოცხლად დაბადებულ ბავშვებს შორის, 26 538 ბიჭი , ხოლო 24 600 გოგოა. „სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით დარჩა უცვლელი და ყოველ 100 ცოცხლად დაბადებულ გოგოზე 107.9 ბიჭი მოდის,“- აღნიშნულია ანგარიშში. მაჩვენებლების მიხედვით, 2018 წელს დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა , 16 161 ბავშვი, დაფიქსირდა თბილისში, ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში , სადაც მხოლოდ 328 ბავშვი დაიბადა. ამასთან, დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2018 წელს 2017 წელთან შედარებით 38.9 პროცენტიდან 37.9 პროცენტამდე შემცირდა რიგით პირველი დაბადებულის წილი. მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი 22.6 პროცენტიდან 23.4 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 25.6 წლით განისაზღვრა. საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2017 წელთან შედარებით 2.7 პროცენტით შემცირდა და 46 524 ადამიანი შეადგინა. ისევე როგორც დაბადების შემთხვევაში, 2018 წელს გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში (12 122 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (656 კაცი). „აღსანიშნავია, რომ 2018 წელს 416 ჩვილი (1 წლამდე ასაკის ბავშვი) გარდაიცვალა. ამასთან, ჩვილთა მოკვდაობის კოეფიციენტი (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) წინა წელთან შედარებით 1.5 პუნქტით შემცირდა და 8.1 პრომილე შეადგინა. ჩვილთა მოკვდაობის კოეფიციენტის ანალოგიურად, 5 წლამდე გარდაცვლილთა კოეფიციენტი (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 2017 წელთან შედარებით 1.4 პუნქტით შემცირდა და 9.8 პრომილე შეადგინა,“- აღნიშნულია ანგარიშში. 2018 წლის ბუნებრივი მატება , ანუ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის, წინა წელთან შედარებით 15.7 პროცენტით შემცირდა და 4 614 შეადგინა. „ბუნებრივი კლება დაფიქსირდა იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის რეგიონებში,“- წერია ანგარიშში.

---

 

ბეჭდვით მედია

01.04.2019

მედიასაშუალება:      ალია

საჯარო სამსახურის თანამშრომლებმა გაფიცვა როგორ უნდა გაბედონ? სად გაგონილა ეგ? სოცმუშაკები "ალიადან" გაიგებენ, რომ გაფიცვის პირველივე დღეებში სერგეენკომ მათი გათავისუფლების ბრძანება დაწერა

მოგესალმებით, ბატონო ბიძინა, რუბრიკის დღევანდელი კითხვაა: ეს მთავრობა როდის უნდა დახვანჩალდეს? რაო, რა თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა, მკაცრად დავსჯი კრიმინალებსო? სანამ დასჯი, ჯერ უნდა დაიჭიროო - რატომ არ უხსნის შს მინისტრს არავინ? არჩევნების პერიოდში, სამეგრელოში კრიმინალებთან შეხვედრებში რომ ადანაშაულებენ შს მინისტრს, ეგ საქმე გამოიძიეს? ვინმე დაისაჯა ცილისწამებისთვის? რატომ? - მართალი იყო, რასაც ამბობდნენ და მართლა ხვდებოდა შს მინისტრი კრიმინალებს? ქალაქის მერმა ტაქსები უნდა გადავღობოთო - ვის მანქანებს ღებავ, თბილისის მერი? ქალაქის ბალანსზე არსებული ავტობუსებია გადასაღები და გადასაყრელი, რაც გევალება და რაც გაბარია, ის რომ გადაღებო ჯერ? სადმე გინახავთ, გაფუჭებულ ავტობუსთან თბილისის მერიას ხელოსნები გაეგზავნოს? მე - არა. სამაგიეროდ, მინახავს, როგორ იმკლავებს მძღოლი და იწყებს შეკეთებას. მძღოლია თუ ტექნიკური სამსახური? სოციალური მუშაკები გაიფიცნენ. გაიფიცნენ და მინისტრმა, შეთანხმებას მივაღწიეთო...

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5978744&name=01.04.2019+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

01.04.2019

მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი

გამსკდარი ბრმა ნაწლავით მკვდარი გოგონა და დაბრმავებული სერგეენკოს საპნის ბუშტივით გამსკდარი ავტორიტეტი!

21 მარტს ბათუმის "მედცენტრში" მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით 28 წლის მელანო ფუტკარაძე გარდაიცვალა! მშვენიერი ქართველი გოგონა, რომელსაც მუცლის საშინელი ტკივილი სტანჯავდა, თავდაპირველად ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში მიიყვანეს, სადაც იგი თავისმა მოგვარემ, ექიმმა ექოსკოპისტმა ეკა ფუტკარაძემ გასინჯა. "ასავალ-დასავალის" ასეულობით მკითხველის სახელით განსვენებული მელანო ფუტკარაძის ოჯახს ამ საშინელი ტრაგედიის გამო ვუსამძიმრებთ, თუმცა, აქვე ვუცხადებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოსა და მისი უწყების მიმართ გამოთქმული ყოველგვარი მათი პროტესტი ყოველგვარ აზრს მოკლებულია! სერგეენკო 2012 წლიდან მოყოლებული, უცვლელი მინისტრია და სააკაშვილის ფანკლუბის წევრებს - თხუთმეტიათასლარიან მარინა დარახველიძეებს, რომლებსაც დეპარტამენტები შეუქმნეს და ნაცრეჟიმის ერთგული ჩაფრები ქერის ორმოში ჩააგდეს, მთელი სისტემა, მათ შორის, სოციალური მომსახურების სააგენტო გადააყოლა! "პროფესორად" წოდებული გურამ ქარაზანაშვილი, რომელიც ვაკის "ლეჩკომბინატის" დანგრევის გამო პროკურატურას ჩვენებას უნდა აძლევდეს, ხოლო გიზო დოლიძის, გია მერაბიშვილის, შოთა კაპანაძისა და აბელ მამარდაშვილის იმქვეყნად გასტუმრების, დაინვალიდებისა თუ გაუბედურებისთვის სამუდამო სასჯელს უნდა იხდიდეს, ჯანდაცვის სამინისტროში ნებისმიერი კაბინეტის არს წიხლის კვრით აღებს და დაგვცინის! იმ ფონზე რომ საქართველოში მედიკამენტები ნებისმიერ მეზობელ სახელმწიფოსთან შედარებით ძვირია, როცა ჯანდაცვის უწყება, ძირითადად, გოჩა ინგოროყვასა და ამირან გამყრელიძის კლინიკებს აფინანსებს, ხოლო C ჰეპატიტის ელიმინაციის უნიკალური პროგრამის ამოქმედება პირადად ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, ბუნებრივად დაისმის კითხვა - მაშინ, რას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტროში დავით სერგეენკო?

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5978774&name=01.04.2019+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

01.04.2019

მედიასაშუალება:      ასავალ-დასავალი

სერგეენკოს უწყებამ გიჟი სახლში გაუშვა!

გასულ კვირას რუსთავში 13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვალერი ირემაძეს სასამართლო, ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ორწლიანი მკურნალობა მიუსაჯა. ექსპერტების დასკვნით, დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებული საკუთრ ქმედებას ვერ აკონტროლებდა. ვალერი ირემაძის დედა ინგა ირემაძე მთელ პასუხისმგებლობას ჯანდაცვის სამინისტროს და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ექიმებს აკისრებს: - სასამართლომ ჩემს შვილს ვალერი ირემაძეს ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობა მიუსაჯა. ექსპერტების დასკვნით, ის შეურაცხადია და საკუთარი ძმისშვილის მკვლელობის დროს თავს ქმედებას ვერ აკონტროლებდა. ახლა იპასუხოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, იცის თუ არა, რა ხდება მის დაქვემდებარებაში მყოფ საავადმყოფოებში? - ჩემი შვილი, რომელსაც ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა, არ მიიღო ქავთარაძის ქუჩაზე არსებულმა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა - ფსიქიატრმა თამარ ალადაშვილმა, რომელმაც საავადმყოფოს კორიდორში პაციენტთან 2-წუთიანი გასაუბრების მერე დაასკვნა, რომ ის შეურაცხადი არ იყო, თან ვითომ ადგილებიც არ ჰქონდა და საავადმყოფოში არ დააწვინა. ნარკომანიის განყოფილებამ კი წინასწარ 3 ათასი ლარი მოითხოვა! კვირას დილით გაღიზიანებულმა ჩემმა შვილმა ჩემს მეუღლეს - მამას გარეთ გასვლა მოსთხოვა, გოგიტასთან სალაპარაკო მაქვსო. ჩემი მეუღლე გარეთ გავიდა, თუმცა, კართან დადგა, რაიმე არ მოხდესო. ჩემმა შვილმა კარი შიგნიდან ჩაკეტა. გამოიძახეს პატრული, სამაშველო სამსახური, მაგრამ სახლში შესვლა არც უცდიათ... საპატრულო პოლიციამ ჩემი შვილი მხოლოდ მაშინ დააკავა, როცა გარეთ თავად გამოვიდა. ვეკითხები შინაგან საქმეთა სამინისტროს: რა საჭიროა პატრულის ასეთი ეკიპაჟ, რომელიც ადამიანებს არ იცავს... არც პატრული მოსულა, არც ჯანდაცვის სამინისტროდან წარმომადგენლები, არც სახალხო დამცველი... მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრს მივმართე, დახმარებას დამპირდნენ... პასუხი აგოს ჯანდაცვის სამინისტრომ, საქმეს სტრასბურგამდე მივიტან, ჩემნაირი რამდენია, ბარემ სათითაოდ დაგვიჭირონ და დაგვხვრიტონ. სერგეენკომ იცის, რომ საქართველოში არათუ ფსიქიკურად აშლილ ადამიანებს არ უვლიან, არამედ ბრმა ნაწლავის ოპერაციებს ვერ აკეთებენ... ჯანდაცვის მინისტრო, მიიღე ზომები, თორემ ექიმთა უცოდინრობით დაღუპული ადამიანების ჭირისუფლები ბევრნი ვართ, გამოვალთ და ვერავინ და ვეღარაფერი გიშველით!

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5978147&name=01.04.2019+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

01.04.2019

მედიასაშუალება:     ასავალ-დასავალი

ვიკა ჩიმჩიური: საქვეყნოდ ვაცხადებ - როცა ადამიანები არასწორი დიაგნოზის პირისპირ აღმოჩნდებიან, არ შეეშინდეთ ხმის ამოღების!

სულ ახლახან იაშვილის კლინიკაში პატარა ბიჭუნას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა, თურქეთში გადაყვანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მის გამოსაჯანმრთელებლად მხოლოდ გლანდების ოპერაცია იყო საჭირო. სოციალურ ქსელსა და სამედიცინო საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა "დედების ფონდის" დამფუძნებლის ინტერვიუს, სადაც საქართველოში დასმულ არასწორ დიაგნოზებსა და სამედიცინო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე იყო საგანგებო მინიშნება. როგორია ფონდის ყოველდღიური საქმიანობა და რა ბარიერები ექმნება მას სამედიცინო საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან სიკეთის კეთების გზაზე. აღნიშნულ საკითხებზე "დედების ფონდის" დამფუძნებელი ვიკა ჩიმჩიური გვესაუბრება: - პირველ რიგში, დიდ მადლობას მოვახსენებ "ასავალ-დასავალს" ამ კონკრეტული საკითხით დაინტერესებისთვის. "დედების ფონდი" ეხმარება სიცოცხლის შენარჩუნებაში ბავშვებსა და არ არის ორიენტირებული, კონკრეტულ ექიმებს დაუნგრიოს კარიერა... პატარას ლიმფომის დიაგნოზი დაისვეს. მშობელმა სამედიცინო დასკვნაც წარმოგვიდგინა, რომლის მიხედვითაც ბავშვს ჰქონდა ჰოჩკინის ლიმფომა, თუმცა, საზღვარგარეთ დიაგნოზის გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ გლანდების მიმდინარე პროცესების გამო ჰქონდა გაღიზიანებული ლიმფური კვანძები... დღეს კომაშია 20 წლის გოგონა, რომელსაც ღუდუშაურში ბრმა ნაწლავის ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა, მერე აღმოჩნდა, რომ ტკივილი მაინც გრძელდებოდა და ხელოვნურად დააძინეს... ძალიან აპოლიტიკური ადამიანი ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ჯანდაცვის მინისტრი პროცესებს ადამიანთა საკეთილდღეოდ არ მართავს! საშინელებაა თუნდაც ეს მუდმივი გადამისამართება ერთმანეთთან და "ატკატების" თემა ექიმებს შორის. წარმოგიდგენიათ, თავიდან აკეთებინებენ ანალიზებსა და კვლევებს, რათა კლინიკაში მეტი ფული შევიდეს! საქვეყნოდ ვაცხადებ - როცა ადამიანები არასწორი დიაგნოზის პირისპირ აღმოჩნდებიან, არ შეეშინდეთ ხმის ამოღების! თქვენი გაზეთის მკითხველი ვარ და კარგად მახსოვს პაციენტი შოთა კაპანაძე. "დედების ფონდი" სიამოვნებით დაეხმარება ამ ადამიანებს, რომელიც ექიმების დაუდევრობისა და ჯანდაცვის მინისტრის გულგრილობის მსხვერპლია! ხმა ამოიღეთ და განუდექით ფულზე დახარბებულ ადმინისტრაციას და ხარჯების დაზოგვის მიზნით მრავალი ადამიანის გაუბედურებაში დამნაშავე ჯანდაცვის სამინისტროს!

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5978261&name=01.04.2019+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

01.04.2019

მედიასაშუალება:      ახალი თაობა

როცა გზაზე მშობიარობენ ან იხოცებიან

მუცელი რომ ასტკივდა, ვიდრე წედისიდან ონამდე ჩააღწევდნენ, ბავშვი პიპილეთის გადა-სახვევთან მანქანაში გააჩინა. რაჭაში `მთის ამ-ბებს~ კიდევ რამდენიმე შემთხვევის შესახებ უამ-ბეს, როცა ორსული არ მიიღეს ონის საავადმყო-ფოში, არც ამბროლაურში, მშობიარობაზე ტყი-ბულსა და თერჯოლაშიც უარი უთხრეს და ქუთაისამდე ძლივს ჩაასწრეს. ზემო რაჭის სოფ-ლებში ორმა ორსულმა სახლში იმშობიარა _ ამბროლაურში ან ქუთაისში წასვლა ვერ მოახერ-ხეს. გასული წლის ზაფხულში, 24 წლის ფეხმძი-მე, ძლიერი სისხლდენით ვიდრე ონიდან ამბრო-ლაურში გადაიყვანეს, ბავშვი დაიღუპა, ქალი ძლივს გადარჩა. ჯანდაცვის სამინისტრო ონში სამშობიაროს აღდგენაზე მაინც უარს ამბობს და ორსულებს ურჩევს, თადარიგი წინასწარ დაიჭი-რონ. ონის საავადმყოფოში სამშობიარო გან-ყოფილება 2018 წლიდან აღარ ფუნქციონირებს. სამინისტრო სამშობიაროს გაუქმების ერთ-ერთ მიზეზად რეგიონში შობადობის უკიდურესად დაბალ მაჩვენებელს ასახელებს. 2016 წელს ონის სამშობიაროში 16 ბავშვი დაიბადა. ონში, ამბროლაურში, ლენტეხსა და ცა-გერში, ოთხივე რაიონში ერთად, კვირაში ერთი, იშვიათად კი ორი ბავშვი იბადება. ონის მუნიცი-პალიტეტში სიკვდილიანობა შობადობას 202%-ით აღემატება. მოსახლეობაც საქართველოში ყველაზე მეტად რაჭაში შემცირდა _ 37.4%-ით. ასეთი კრიტიკული ვითარებაა სტრატეგი-ულად მნიშვნელოვან, საზღვრისპირა რეგიონში, რომლის ნაწილიც რუსეთს აქვს ოკუპირებული. `გზაში მივფრინავდით, რომ გადაგვერჩი-ნა~, _ იხსენებს ონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი ნონა ბაკურაძე 24 წლის ქალის ნაადრევი მშობიარობის შემთხვევას. 15 წელია, რაც სასწრაფოს ექიმად მუშაობს. `კი, ონიდან ამბროლაურამდე კარგი გზაა, უმეტესად მანქანე-ბი გზასაც გვითმობენ, მაგრამ 25-28 წუთი მაინც გვჭირდება. ეს დრო პაციენტისთვის შეიძლება გადამწყვეტი იყოს. ონში სამშობიარო სახლის არსებობა აუცილებელია~. აგნეშკა კობერიძე ონში ცხოვრობს. ივნის-ში მე-6 ბავშვს ელოდება. გადასაწყვეტი აქვს, სად იმშობიარებს. `მე და ჩემი ქმარი მარტო ვართ აქ. არავი-ნაა, რომ მოვიდეს, ბავშვების მოვლაში დაგვეხმა-როს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამშობიარო ახლოს იყოს. რთულია ქუთაისში ან თბილისში წასვლა. ამიტომ, ალბათ მაინც ამ-ბროლაურში მომიწევს. დიდი პრობლემაა ონის სამშობიარო რომ დახურეს. მით უმეტეს, ახალი საავადმყოფოა, ცოტა ხნის წინ ააშენეს. ამბობენ, რომ სპეციალისტები არ ჰყოფნით, ანესთეზიო-ლოგი და ნეონატოლოგი არ ჰყავთ, მაგრამ მე ასე ვიმშობიარე, მხოლოდ გინეკოლოგთან. ორი შვი-ლი პოლონეთში გავაჩინე, სამი _ აქ. პატარა საავადმყოფოა, მაგრამ ყველა ყურადღებას გაქ-ცევს, გეხმარებიან. ახლა რომ ვიგრძნო, შესაძლოა უკვე მშო-ბიარობა მეწყება, ამბროლაურში უნდა გავიქცე იმიტომ, რომ შემეშინდება. მოასწრებ, ვერ მოას-წრებ არავინ იცის. მანქანა უნდა იპოვო, უნდა ჩახვიდე, არ ვიცი... ონის სამშობიაროს დახურვა განსაკუთ-რებით ისეთ ოჯახებს შეუქმნის პრობლემებს, რომლებიც უფრო გაჭირვებულები არიან, სო-ფელში ცხოვრობენ. ჩვენ ონში გვაქვს ბინა, მაგ-რამ ვინმე თუ ღებშია, ჭიორაში ან გლოლაში, ეს საერთოდ ძალიან დიდი პრობლემაა~. ონის, ცაგერის, ლენტეხისა და ამბროლა-ურის საავადმყოფოებს შპს `რეგიონული ჯან-დაცვის ცენტრი~ მართავს, რომლის მესაკუთრეც სახელმწიფოა. `საერთოდ რომ არ დაეხურათ სტაციონა-რები და მხოლოდ ამბულატორიები არ დაეტო-ვებინათ, სახელმწიფომ ამის გამო გამოისყიდა სადაზღვევო კომპანიებისგან ონის, ცაგერის, წალ-კის და სხვა რაიონების კლინიკები და რეგიონუ-ლი ჯანდაცვის ცენტრს დაუქვემდებარა. მილიო-ნები გადაიხადა ამაში სახელმწიფომ~, _ ამბობს `მთის ამბებთან~ ინტერვიუში ჯანდაცვის სამი-ნისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენ-ტის უფროსი მარინა დარახველიძე. ის ონში, ლენტეხსა და სხვა მაღალმთიან რეგიონებში სამშობიარო სახლების გაუქმებას პერინატალური რეგიონალიზაციით ხსნის. `ეს პროგრამა საქართველოში 2015 წელს დავიწყეთ. მანამდე ყველა სამშობიარო სახლის შესწავლა მოხდა სიმძლავრეების, განლაგებისა და დაშორების მიხედვით. როდესაც რაჭა-ლეჩ-ხუმსა და ქვემო სვანეთზე ვსაუბრობთ, ამ საკით-ხის განხილვის დროს მხედველობაში იქნა მიღე-ბული ორსულთა და რეპროდუქციული ასაკის ადამიანების რაოდენობა, რომელიც ამ რაიონებ-ში ძალიან მცირეა. მე მახსოვს, იმ პერიოდში, წელიწადში 10 მშობიარე ჰყავდათ ონში მიღებუ-ლი. მოსახლეობას როცა ხარისხიანი სამედიცი-ნო მომსახურება უნდა შესთავაზო, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ადამიანური რესურსების დატვირთვა და შემდგომში იქ წარმოებული სერ-ვისების მოცულობა. იმისათვის, რომ მეან-გინე-კოლოგმა და ნეონატოლოგმა თავიანთი კვალი-ფიკაცია შეინარჩუნონ და იქ სერვისი ხარისხია-ნად მიაწოდონ, ისე, რომ არ იყოს რისკის შემცვე-ლი, არსებობს გარკვეული მოცულობა, რომლის ქვემოთაც ზოგადად არ არის რეკომენდებული სერვისის წარმოება. ეს არის წელიწადში 300 მშობიარე. ასეთი დატვირთვა პატარა ქალაქებ-შიც კი ძალიან ჭირს, არათუ მაგ რეგიონში. უნდა გავითვალისწინოთ კვალიფიციური მეან-გინეკოლოგი, რომელიც ონში იყო, ჰქონდა კიდეც საკეისრო კვეთის გამოცდილება, მაგრამ ერთი ექიმია, რომელიც თუ არ იქნებოდა, მაგა-ლითად, შვებულების, რაიონიდან გასვლის ან ავადმყოფობის დროს, ძალიან რთული იყო მისი ჩანაცვლება. ნეონატოლოგი საერთოდ არ იყო. მხედველობაში იქნა მიღებული, რომ ონიდან ამბროლაურამდე პრაქტიკულად 20 კილომეტ-რია და ეს გზა არასდროს იკეტება. _            ქალბატონო მარინა, 20 კილომეტრია ამბროლაურამდე ონის ცენტრიდან. საზღვრის-პირა და სხვა სოფლები _ ირი, წედისი, შქმერი და სხვა ბევრად შორს არის, მით უფრო, ამ სოფლებიდან ონის ცენტრამდე მანქანას ერთი საათი სჭირდება ცუდი გზის გამო, ზამთარში _ უფრო მეტი. _         მე თვითონ წარმოშობით ამ რეგიონიდან ვარ და ძალიან კარგად ვიცი. მხოლოდ იმაზე აპელირება, რომ შეიძლება შორეული სოფლი-დან ჩამოვიდეს, მანძილი მეტი იყოს და ამის გულისთვის იქ რისკის შემცველი სერვისი ყოფი-ლიყო, რეგიონალიზაციის საკოორდინაციო საბ-ჭომ არ გაიზიარა და გადავწყვიტეთ, რომ ამ ხეობაში სამშობიარო დაგვეტოვებინა მხოლოდ ამბროლაურში, სადაც ასევე ძალიან მცირეა მშო-ბიარეთა რაოდენობა. _            ახლა გზაზე და სახლებში რომ უწევთ ორსულებს ბავშვების გაჩენა, ეს რისკები გაით-ვალისწინეთ გადაწყვეტილების მიღებამდე? _      მე ყოფილი მეან-გინეკოლოგი ვარ. და- ახლოებით 15 წელი ვმუშაობდი. თბილისშიც მყავდა ასეთი პაციენტები და ყველა მეან-გინეკო-ლოგს აქვს ასეთი შემთხვევა, როდესაც სასწრა- ფოს მოუყვანია უკვე ნამშობიარევი. პერინატალური რეგიონალიზაციის ფარ- გლებში სამშობიარო სახლები სამ დონედ არის დაყოფილი. პირველი დონეა ამბროლაურში დარ-ჩენილი, ონსა და ლენტეხში აღარ არის საერთოდ. არ არის ასევე ქუთაისთან ახლოს მყოფ რაიონებ-ში, როგორებიც არის თერჯოლა, ხონი. ტერი- ტორიული პრინციპი, სიახლოვე სამშობიარო სახლთან, უნდა იყოს სამანქანო სვლით დაახლო-ებით 30 წუთიდან 1 საათამდე. გასათვალისწინე- ბელია, რომ ისეთ შორ ადგილებზე თუ არის ორსული, 9 თვის განმავლობაში ორსულის მეთ- ვალყურეობის დროს ექიმმა წინასწარ უნდა გან-საზღვროს, როგორი მშობიარობა ექნება, ფიზი-ოლოგიური თუ გართულებულია ორსულობა, ეს ქალი არც ამბროლაურში არ უნდა დარჩეს და უნდა გადამისამართდეს სხვაგან. _    გადამისამართების შემდეგ ხომ უფრო მეტი თანხა სჭირდება ოჯახს? _          შეუძლებელია, მეორე დონის სამშობია- რო სახლი იყოს ონში ან ამბროლაურში, წარმო-უდგენელია. ვერ იქნება ფიზიკურად ასეთი დატ-ვირთვის რაიონებში. _            გართულებული ხელმისაწვდომობა არ შეუწყობს ხელს მოსახლეობის მიგრაციას და კიდევ უფრო არ გააუარესებს ისედაც საგანგაშო დემოგრაფიულ ვითარებას? _ არ არის ეს სწორი მიდგომა. პერინატა-ლური რეგიონალიზაციის გამოცდილება არ არის მხოლოდ საქართველოს გამოცდილება. ჩვენ გა- ვითვალისწინეთ საერთაშორისო გამოცდილება. აუცილებელია, რომ პაციენტი სწორ დროს მივი- დეს სწორ ადგილას. მეორე დონის სამშობიარო სახლმა უნდა მოახდინოს ძალიან დიდი გართუ-ლებების მართვა მშობიარე და ორსულ ქალში, რომელსაც სჭირდება არა მხოლოდ სამეანო გი-ნეკოლოგიური კვალიფიკაციის მაღალი დონე, არამედ მაღალი კვალიფიკაციის ნეონატოლოგე-ბი. მხოლოდ მესამე დონეზე მიდის ყველაზე გართულებული ქალი, რომელსაც სჭირდება სხვა- დასხვა სპეციალობის ადამიანების ჩარევა. მესამე დონის სამშობიარო სახლები განთავსებულია მულტიპროფილურ საავადმყოფოებში _ თბი-ლისში, ქუთაისსა და ბათუმში. დაგეგმარება არის მოწყობილი ისე, რომ ცენტრალიზაცია ხდება და თუ ონში, სოფელ ღებში ან სხვაგან, არის ქალი, რომელსაც სჭირდება მესამე დონის სპეციალიზებული დახმარება, ის ამ დახმარებას არათუ ონში ან ტყიბულში ვერ მიიღებს, აუცი-ლებლად უნდა ჩამოვიდეს მესამე დონის სამშო- ბიაროში. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ იმას, რომ ან დედა დაიღუპება ან ბავშვი. გასაგე- ბია, რომ ეს ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ჯანმრთელობა გარკვეულ ხარჯებს მო-ითხოვს. ამბროლაურში შესაძლებელია ფიზიოლო-გიური მშობიარობის მიღება, დროული, ერთნა- ყოფიანი, გაურთულებელი სახით. თუ პაციენტს გადაუდებლად დასჭირდა საკეისრო კვეთა, ამის-გან არავინაა დაზღვეული, სავალდებულოა, რომ იქ იყოს კადრი, რომელიც გააკეთებს ოპერაცი-ულ ჩარევას. ეს სერვისი შენარჩუნებულია ამ- ბროლაურსა და ცაგერში. ცაგერშიც ძალიან დაბალია დატვირთვა. გასულ წელს 18-მდე მშო-ბიარობა იყო, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ლენტეხი მიბმულია ცაგერზე. სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებ- ლობას და ვერ შესთავაზებს ადამიანს ისეთ ადგილს სამშობიაროდ, სადაც შეიძლება, დედა ან ბავშვი ცოცხალი ვერ გადარჩეს. დედათა სიკვდილიანობა საქართველოში საკმაოდ მაღალია. 2015 წელს გვქონდა 35 შემ-თხვევა, რაც არის ძალიან მაღალი. მას შემდეგ, რაც პერინატალური რეგიონალიზაცია დაიწყო, მკვეთრად შემცირდა. პირველივე წელს 23-ზე ჩამოვიდა და 2017 წელს უკვე 13.1 იყო. 2018 წელს ოდნავ აიწია, მაგრამ 2-3 წლის წინანდელ პერი-ოდთან შედარებით, დიდი პროგრესი გვაქვს. არ შეიძლება ორსული ქალის მართვა იმ სამშობია-როში, რომელსაც ამის კომპეტენცია და საშუა-ლება არ გააჩნია. რაც შეეხება ონს, ლენტეხსა და სხვა რეგი-ონებს, აუცილებლად გასათვალისწინებელია ის, რომ სამედიცინო დაწესებულებებს გადაუდებე-ლი მართვის, ემერჯენსი განყოფილებები აქვთ და აქ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სპეციალისტმა, თავისი კომპეტენციის მიხედვით, შესაძლებელია მართოს ნებისმიერი პაციენტი, ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პაციენტიდან დაწყებული, მშობიარეთი დამთავრებული, გაუ-წიოს პირველადი დახმარება თუ საჭირო გახდე-ბა და სტაბილიზაციის შემდეგ გადაამისამარ-თოს დანიშნულებისამებრ. _ ონის საავადმყოფოში ექოსკოპისტიც რომ არ ჰყავთ, როგორ უნდა გაუწიონ თუნდაც პირველადი დახმარება? _            ულტრაბგერის სპეციალისტი აუცილებ-ლად უნდა ჰყავდეთ. _       კვირაში ერთხელ ადის ამბროლაური-დან. ღამით თუ დასჭირდათ, პაციენტის ახლობ-ლებმა უნდა მიაკითხონ. _            ექოსკოპისტის ყოლა აუცილებელი პი-რობაა სტაციონარული დაწესებულების არსე- ბობისთვის. ადამიანური რესურსების ნაკლებო-ბა, სიმწვავე არის, არ არის ასე ადვილი რეკრუ-ტირება, მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვე-ვაში საკმაოდ მაღალ ხელფასებს სთავაზობენ. _          250 ან 400-500 ლარი გადასახადების ჩათვლით, ექიმისთვის მაღალი ანაზღაურებაა? _  ვერ გეტყვით, შესრულება როგორია, ესეც გასათვალისწინებელია. _         მაღალმთიან რეგიონებში ძალიან ცოტა ხალხია დარჩენილი და შესრულებაც, შესაბამი-სად, დაბალია. _      მესმის, ჩვენ სპეციალურ დაფინანსებაზე გვყავს მაღალმთიანი რეგიონების დაწესებულე- ბები და მათ სპეციალურად ვუხდით თანხას შესანარჩუნებლად. ყველა რაიონს აქვს საკუთა- რი ბიუჯეტი დამატებით, გარდა იმისა, რასაც ისინი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან იღებენ. სახელმწიფო დაინტერესებულია, რომ ადა-მიანებმა გადაწყვიტონ და სამუშაოდ წავიდნენ მაღალმთიან რეგიონებში. 2014 წელს სპეცია-ლურად გავაკეთეთ სარეზიდენტო პროგრამა, რომ მაღალმთიანი რეგიონებისთვის სპეციალის- ტები გამოგვეზარდა, დაგვეფინანსებინა და შემ-დეგ, მინიმუმ 3 წელი გაგვეგზავნა. შედეგად მივიღეთ ის, რომ გარკვეულ სპეციალობებში, რეზიდენტებმა, რომლებიც სახელმწიფოს დახმა-რებით ჩაირიცხნენ და ისე ძალიან რთული იქნე- ბოდა მათი მოხვედრა პროგრამაში, ისწავლეს, დაასრულეს, მიიღეს სერტიფიკატები და შემდეგ უარი თქვეს მითითებულ რაიონებში წასვლაზე და ლამის მზად იყვნენ, რომ სამმაგი ჯარიმა გადაეხადათ. ყველა ცდილობს, რომ როგორღაც ვალდებულებისგან თავი დაიხსნას, დარჩეს და ქალაქში იმუშაოს. აქ ბევრად უფრო მიმზიდვე- ლია მათთვის რამდენიმე სამსახურში მუშაობა~. `მთის ამბებმა~ ონის საავადმყოფოს მეან-გინეკოლოგ ნანა ლობჟანიძესთან დააზუსტა, ბო- ლო წლებში იყო თუ არა ონის სამშობიაროში დედის ან ახალშობილის გარდაცვალების შემ- თხვევა. ნანა ლობჟანიძე ონში მეან-გინეკოლო-გად 2004 წლიდან მუშაობს და ვერც ერთი ასეთი ფაქტი ვერ გაიხსენა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5978384&name=01.04.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

01.04.2019

მედიასაშუალება:      ახალი თაობა

ჭიათურაში მუშა ირაკლი შამათავა დაიღუპა

ჭიათურაში საბაგირო გზის ობიექტზე 27 წლის ირაკლი შამათავა დაიღუპა. როგორც მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი მოდებაძე აცხადებს, შამათავა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.  _ ჭიათურაში, თხელიძის ქუჩაზე მშენებარე საბაგირო გზის ობიექტზე 27 წლის ირაკლი შამათავა გარდაიცვალა, მან სამუშაოს შესრულებისას მიიღო ელექტროტრავმა და უგონო მდგომარეობაში მყოფი გადაყვანილ იქნა ჭიათურის `ჯეო ჰოსპიტალში~, სადაც იგი გარდაიცვალა, _ განაცხადა გივი მოდებაძემ.            მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. ჭიათურაში არსებული სამგზავრო საბაგირო გზების სისტემებისა და სადგურების სრული რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები 2016 წელს დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ამხანაგობა `დაგი სოლუშენი~ ახორციელებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5978472&name=01.04.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

01.04.2019

მედიასაშუალება:      ახალი თაობა

ხონის ფსიქიატრიულის გარდაცვლილი პაციენტის ოჯახი ექიმების დასჯას ითხოვს

ხონის ფსიქიატრული საავადმყოფოს პაციენტის გარდაცვალების შემდეგ ქეთევან ბიგვავას ოჯახის წევრები ფსიქიატრული კლინიკის ექიმების დასჯას ითხოვენ. გარდაცვლილის და ამბობს, რომ ტრავმები, რომლებიც პაციენტს აღენიშნებოდა, დაცემის დროს მიღებული ვერ იქნება. გადაჩეხილი ფეხი, მოტეხილი მკლავი, დაზიანებული თვალი, მრავლობითი ჰემატომა და სხვა დაზიანებები მასზე ფიზიკური ძალადობის კვალზე მიუთითებს. 60 წლის ქალი ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან ქუთაისის კლინიკაში 17 მარტს გადაიყვანეს, თუმცა, ოჯახმა ამის შესახებ მხოლოდ 2 დღის შემდეგ გაიგო.           ქუთაისის კლინიკაში პაციენტი 29 მარტს გარდაიცვალა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5978436&name=01.04.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

 

 

 ​