მედიამონიტორინგი 01.05.2019
ტელევიზია
01.05.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 09:00
მსოფლიო მშრომელთა უფლებების დაცვის დღეს აღნიშნავს. "უსაფრთხო და ღირსეული შრომა" ამ ლოზუნგის ირგვლივ დღეს პროფკავშირები, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და სხვადასხვა სექტორში დასაქმებული პირები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბებიან. აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ იმ ნორმებს, რომლებიც ქვეყანაში შრომითი უსაფრთხოების კუთხით არსებობს. აქციას ქალთა მოძრაობაც შეუერთდება, რომელშიც 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული. საპროტესტო აქცია კანცელარიასთან 17:00 საათზეა დაანონსებული.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6044722
იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6044842
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6045245
მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6045007
---
01.05.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
1 მაისს მსოფლიო მშრომელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რომელსაც საქართველოც უერთდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6044909
---
01.05.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე მსჯელობენ ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6045338
მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6045008
I არხი - მოამბე 09:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6044721
იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6044846
---
01.05.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 09:00
9 ბავშვცი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციის დიაგნოზით იყო მოთავსებული, უცნობია რა გახდა 12-ე საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეების მოწამვლის მიზეზი. დირექტორის თქმით ბავშვების ნაწილმა სახლიდან წამოღებული სააღდგომო კვერცხები და პასკა მიიღო, თუმცა დირექტორი ამ მიზეზით ინტოქსიკაციას საეჭვოდ მიიჩნევს, რადგან მოწამლულებიდან ორს საერთოდ არ მიუღია აღნიშნული საკვები. ამ დროისათვის ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია ექიმის დანიშნულებით მოზარდები საავადმყოფოდან გუშინ საღამოსვე გაწერეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6044727
---
30.04.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
ბოლო წლების მონაცემებით მსოფლიოსი 23 მლნ. გოგო ვერ დაიბადა და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მშობლებს მამრობითი სქესის ბავშვი სურდათ- ასეთია ამერიკის მეცნიერთა ეროვნული აკადემიის კვლევის სედეგი. არდაბადებულ გოგონათა უმეტესობა ჩინეთსა და ინდოეთზე მოდის. მათ შორის საქართველოცაა.საქართველოში თანაფარდობა გამოსწორდა და დღეს 100 დაბადებულ გოგონაზე 107 ბიჭი მოდის. დადებით ცვლილებებზე ადასტურებენ გაეროს მოსახლეობის საქართველოს ოფისშიც.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6044217
---
30.04.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
დღემდე კონტროლს მიღმა არსებული მომსახურების სფერო, სექტემბრიდან მკაცრად უნდა გაკონტროლდეს. საშიშპირობებიანი ობიექტების შემდეგ შრომითი უსაფრთხოების ნორმები ნებისმიერი პროფილის დაწესებულებაში შემოწმდება. შრომის ინსპექციას უფლება ექნება, რომ რესტორნებში, სავაჭრო ობიექტებზე, ბანკებსა თუ სხვა პროფილის დაწესებულებებში წინასწარი გაფრთხილების გარეშე შევიდეს და გაარკვიოს, რა პირობებში მუშაობენ თანამშრომლები და რამდენად დაცულია დასაქმებულთა შრომითი უფლებები.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6044304
---
30.04.2019
არხი: I არხი
გადაცემა: ბიზნესპარტნიორი
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია, 1 სექტემბრიდან ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორის ინსპექტირებას მოახდენს. მიზანი ქვეყანაში შრომითი უსაფრთხოებუის სტრანდარტების ამღლება და დაცვაა. ინსოექციამ დღეს შრომის უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებული სიახლეები ბიზნებს სექტორის წარმომადგენლებს გააცნო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6043208
ტვ პირველი -საქმის კურსი 22:30 -http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6044426
მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6043735
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6043416
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6043096
ტვ პირველი - საქმის კურსი 13:45- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6043054
---
30.04.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 15:00
სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს ბათუმში. თარიღთან დაკავშირებით გამწვანების აქცია გაიმართა. პროფესიული კავშირების აჭარის გაერთიანების წარმომადგენლებმა აღმაშენებლის ქუჩაზე სკვერში ხეები დარგეს. ამ ფორმით პატივი მიაგეს სამუშაო ადგილზე დაღუპულთა სხოვნას. ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს საქართველოში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა 59 და დასახიჩრდა 199 დასაქმებული, წელს კი ქვეყნის მასშტაბით 10 ადამიანია გარდაცვლილი. პროფკავშორების განცხადებით, პრობლემის მოსაგვარებლად შრომის უსაფრთხოების საკითხის გამკაცრებაა საჭირო. სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღე 28 აპრილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით 2003 წლიდან აღინიშნება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6043298
---
ინტერნეტი
01.05.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/eveqsi-kriminalur-skandalshi-exveva
ევექსი კრიმინალურ სკანდალში ეხვევა
„კომერსანტი „ ხშირად წერს იმ დარღვევებსა თუ გადაცდომებზე, რომელიც „ევექსის“ კლინიკათა ქსელში არც თუ იშვიათად ფიქსირდება და რომელსაც შესაბამისი რეაგირება არც სამედიცინო ქსელის ხელმძღვანელობის მხრიდან და არც ჯანდაცვის შესაბამისი უწყებებიდან მოჰყოლია. ურეაგიროდ დარჩენილი ფაქტები და პასუხგაუცემელი კითხვები კი, მომავალში ახალი პრობლემების მიზეზი ხდება, რომელიც ხშირად ფატალური შედეგით სრულდება. ერთი თვის წინ, ბათუმში, 29 წლის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ, რომლის ახლობლებიც სწორედ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოს ექიმების ბრალეულობაზე საუბრობენ, „ევექსის“ კლინიკათა ქსელი ახალ კრიმინალურ სკანდალში გაეხვია. რამდენიმე დღის წინ, ქობულეთის რეგიონალურ საავადმყოფოს საკანალიზაციო მილში ემბრიონი იპოვეს, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო. რა ხდება „ევექსში“ და რატომ არ სრულდება სკანდალი საქართველოს ყველაზე დიდი სამედიცინო კორპორაციის გარეშემო, ამ თემაზე დარგის სპეციალისტები „კომერსანტთან“ რამდენიმე მნიშვნელოვან მიზეზს ასახელებენ. „„ევექსი“ არის მონოპოლისტი, რომელიც სპობს ქართულ მედიცინას. საქმე გვაქვს მენეჯმენტის პრობლემასთან, რომელიც მოუგვარებელია და რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ყურადღებას არ აქცევს. ეს მაშინ, როცა ჩვენ (სხვა კლინიკებს ვგულისხმობ) არცერთ შეცდომას არ გვპატიობს, მკაცრად გვაკონტროლებს. „ევექსს“ ყველაფერი ეპატიება. ძალიან მალე ადგილობრივი კლინიკები აღარ იარსებებენ თუ ანტიმონოპოლიური კანონი არ შემოვა,“ - ასე აფასებს კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი ანზორ მელია „ევექსის“ კლინიკის მორიგ სკანდალს. ანზორ მელია დარწმუნებულია რომ „ევექსის“ კლინიკას მფარველობენ. შესაბამისად, მას ყველა შეცდომა ეპატიება და ამიტომაც არ დაისჯება. რაც შეეხება ქობულეთის რეგიონალურ საავადმყოფოში მომხდარ ფაქტს, მელია ამ შემთხვევაშიც მთავარ პრობლემას მენეჯმენტში ხედავს. „ემბრიონს რომ აღმოაჩინე საკანალიზაციო მილში, ესე იგი მენეჯმენტის პრობლემა გაქვს. ეს ერთი და მეორე ის, რომ ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამისად არ ამოწმებს „ევექსის“ დაწესებულებას. ის მოთხოვნები რაც ყველასთვის არის დაწესებული, როგორც ჩანს „ევექსის“ არ ეხება. სხვანაირად აღნიშნული შემთხვევა ვერ აიხსნება“,- განმარტავს ანზორ მელია. პრობლემას კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი მონოპოლიზმშიც ხედავს. „ძალიან ბევრი კარგი პირობა აქვს შექმნილი სახელმწიფოს მხრიდან „ევექსის“. მაგალითად, გასინჯვის პროგრამები აქვს უფასო, რის შემდეგაც პაციენტები რჩებიან და შემდგომ მკურნალობასაც იქ გადიან. არადა, ამ დაწესებულების აკადემიური დონე არ არის ისეთი, როგორც ტრადიციული ქართული კლინიკების. არათანაბარ პირობებში ყოფნა არის დაუშვებელი და სანამ ანტიმონოპოლიური კანონი არ შემოვა, არაფერი გვეშველება. „ევექსის“ პრივილეგირებულ მდგომარეობაში მყოფი კვლავ განაგრძობს შეცდომებიც დაშვებას“,- ამბობს ანზორ მელია. ქობულეთში მომხდარი კრიმინალის შესახებ სამართლებრივი შეფასებას კომერსანტთან იურისტი ლევან ალაფიშვილი აკეთებს. როგორც რესპოდენტი განმარტავს, ფაქტის სპეციფიკიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა კლინიკის რომელიმე თანამშრომლებს ფიზიკურად ვერ დაეკისრება, ვიდრე გამოძიება საბოლოო სიტყვას არ იტყვის. თუმცა, ფაქტია, სისტემურ გაუმართაობის პრობლემა ნამდვილად დგას. „ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ნამდვილად იკვეთება მენეჯმენტის პრობლემა და სისტემური გაუმართაობა. რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს როლს, მას შეუძლია შეისწავლოს როგორ მოხდა ფაქტი (გადიოდა თუ არა კონკრეტული პაციენტი მკურნალობას, რამდენად ეთიკურად იქცეოდა და ა.შ.). საგამოძიებო ორგანოები კი აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ როგორ მოხდა ნაყოფის სავარაუდოდ ხელოვნურად მოცილება. თუ ამ ორმა უწყებამ შესაბამისად იმუშავა, მაშინ სიმართლე დადგინდება“,- განმარტავს ლევან ალაფიშვილი. მისივე თქმით, აუცილებელია ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან შეიცვალოს მიდგომები. „დღეს არსებული გადაჭარბებულად მკაცრი კონტროლიორ-რევიზორიდან ჯანდაცვის სამინისტრო უნდა გადაიქცეს მთლიანი სისტემის სანდო პარტნიორად; შესაბამის დახმარებებს მისცემს კლინიკებს. თავის მხრივ, სამედიცინო დაწესებულებებს არ ექნებათ შიში,“- ამბობს ლევან ალაფიშვილი.
---
01.05.2019
მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/sachiroa-tu-ara-yvela-kompaniashi-shromis-usafrtxoebis-specialisti-/33216
საჭიროა თუ არა ყველა კომპანიაში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი?
შრომის უსაფრთხოების საკითხებზე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით კონფერენცია გაიმართა. გარდა იმ კომპანიებისა, რომელთაც "შრომის უსაფრთხოების შესახებ" ახალი კანონის მოთხოვნები უკვე ეხება, ღონისძიებას ისინიც ესწრებოდნენ, რომელთაც ახალი ნორმები 2019 წლის 1 სექტემბრიდან უნდა დაიცვან. კომპანია "დასტა რეკორდს მენეჯმენტის" წარმომადგენლის ქეთი გვრიტიშვილის განმარტებით, მისი ორგანიზაცია საარქივო მასალებზე მუშაობს, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი კი იქ საჭირო არ არის. "ჩვენ ვართ არქივის აუთსორსინგის პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც კერძო კომპანიების არქივებს ინახავს და მათ სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს. ასევე ჩვენ საქართველოს ეროვნული არქივისგან მივიღეთ აკრედიტაცია და უკვე შეგვიძლია სახელმწიფო სექტორსაც შევეხოთ და მათი დოკუმენტები დავამუშაოთ. ჩვენს მიმართულებას დიდად არ სჭირდება შრომის უსაფრთხოების ოფიცერი, თუმცა რადგან ეს კანონი სავალდებულოა, ჩვენ ვაპირებთ რომ კანონმდებლობას მივყვეთ", - განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს ვალდებულება კომპანიის ხარჯებს საგრძნობლად არ გაზრდის. "ჩვენ ვაპირებთ, რომ არსებული თანამშრომლები გადავამზადოთ. ჩვენ დიდი კომპანია არ ვართ და უსაფრთხოების ერთი ოფიცერი საკმარისი იქნება", - განმარტა ქეთი გვრიტიშვილმა. ცნობისთვის, "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონის თანახმად, დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები იმ პირობით, რომ მას გავლილი აქვს შესაბამისი აკრედიტებული პროგრამა. თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე დასაქმებული ჰყავს, იგი ვალდებულია ჰყავდეს არანაკლებ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ხოლო 100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით. აღნიშნული მოთხოვნები სექტემბრიდან ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე გავრცელდება.
---
01.05.2019
შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის თემაზე პარლამენტში სპეციალური მოსმენა მიმდინარეობს
შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის თემაზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სპეციალური მოსმენა მიმდინარეობს. საკომიტეტო შეხვედრა მედიისთვის დახურულია. როგორც შეხვედრის დაწყების წინ კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კანონმდებლობის გამკაცრების მიუხედავად, სამუშაო ადგილებზე ადამიანები კვლავ იღუპებიან და შეხვედრის მიზანია იმის გაანალიზება, თუ სად არის ხარვეზი. „ასეთი სამწუხარო შედეგები რომ თავიდან ავიცილოთ, აუცილებელია ვისაუბროთ ხარვეზებზე, რომელიც ჩვენი მხრიდან სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს. ხარვეზების დროულად აღმოფხვრა არის მთავარი მიზანი, რათა სამუშაო ადგილებზე ადამიანები აღარ დაიღუპონ“, - განაცხადა სოფო კილაძემ. კომიტეტის დახურულ სხდომაზე ანგარიშით წარსდგებიან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე და თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი გიორგი ბაგრატიონი. მოსმენაზე ასევე მოწვეული არიან პროფკავშირების, ბიზნესასოციაციების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონი 2019 წლის მარტში ამოქმედდა, სრული დატვირთვით კი ძალაში სექტემბრიდან შევა.
---
01.05.2019
მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/104334/parlamentshi-shromis-usaprtkhoebaze-sakomiteto-mosmena-gaimarteba
პარლამენტში შრომის უსაფრთხოებაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართება
პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე შრომის უსაფრთხოების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე მოსმენა გაიმართება. "ბუნებრივია, უნდა გავაანალიზოთ, რეფორმების მიუხედავად რატომ არის ასეთი მდგომარეობა. ამას სჭირდება საკომიტეტო მოსმენა, რათა კარგად მოვისმინოთ ანგარიშები და შემდგომში კონსულტაციების გზით გადავწყვიტოთ, რა შეიძლება გავაუმჯობესოთ, რომ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დავიცვათ სამუშაო ადგილებზე. ვგეგმავთ გარკვეული ფორმა გამოვძებნოთ, რომ სამომავლოდ კონკრეტულ კანონპროექტზე დავიწყოთ მუშაობა, თუ ასეთი საჭიროება გამოიკვეთება. ჯერ უნდა ვნახოთ, სად გვაქვს პრობლემა, რომ შემდგომში ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე ვიმუშაოთ”,- განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ. 1 მაისი შრომის უფლებების დაცვის დღეა. ,,უსაფრთხო და ღირსეული შრომა” - ამ ლოზუნგით დღეს პროფკავშირები, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და სხვადასხვა სექტორში დასაქმებული ადამიანები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბებიან. აქციის მონაწილეები გააპროტესტებენ იმ საკანონმდებლო ნორმებს, რომელიც ქვეყანაში შრომითი უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებობს.
---
01.05.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/544284-mshromelta-saertashoriso-dges-propkavshirebi-saprotesto-akciit-agnishnaven/
მშრომელთა საერთაშორისო დღეს, პროფკავშირები საპროტესტო აქციით აღნიშნავენ
დღეს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს, პროფკავშირები საპროტესტო აქციით აღნიშნავენ. მანიფესტაცია თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან 17:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, პროფკავშირები ღირსეულ და უსაფრთხო შრომას მოითხოვენ და მთავრობის მეთაურს ე.წ. სოციალური კონტრაქტის გაფორმების მოთხოვნით მიმართავენ. „სოციალურ კონტრაქტში" სწორედ ის საჭიროებებია ასახული, რომლებიც სოციალური უთანასწორობის თვალსაზრისით - კატასტროფის წინაშე მდგომ ჩვენს (და მსოფლიოს არაერთ) ქვეყანას გააჩნია. საუბარია საგანგაშოდ დიდ სოციალურ უთანასწორობაზე, რომელიც არ მცირდება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ, რეფორმები კი იმათი ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს, ვისაც ეხება. წელს პროფკავშირები აქცენტს სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე აკეთებენ და მოითხოვენ ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი არა პოპულიზმზე, არამედ სოციალური კონტექსტსა და საჭიროებებზე იყოს დაფუძნებული, მათ შორის ადეკვატური მინიმალური ხელფასის განსაზღვრაზე, უმუშევრობის შემწეობის დაწესებაზე, ახალგაზრდების დასაქმებაზე, დედობის დაცვაზე და ა.შ. აღსანიშნავია, რომ "სოციალური კონტრაქტი", არის ფორმა, რომელსაც მსოფლიო პროფკავშირები ახლა ამკვიდრებს და რომლითაც სახელმწიფომ უნდა აიღოს კონკრეტული ვალდებულებები სოციალური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და რეალური სახალხო დემოკრატიის უზრუნველყოფის მიზნით. საპროტესტო აქციის შემდეგ მიიღებენ ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემების შესაბამის მანიფესტს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად აქცენტი გაკეთდება ქალისა და მამაკაცის ხელფასებს შორის არსებულ სხვაობაზე,“ - ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, პირველ მაისს - დასაქმებულთა საერთაშორისო დღეს, საპროტესტო აქციები სოციალური მოთხოვნებით ჯაჭვურად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიმართება. მანიფესტაციას სხვადასხვა დარგობრივ პროფკავშირულ ორგანიზაციებში დასაქმებულებთან ერთად შეუერთდება ქალთა მოძრაობა. პროფკავშირების ინფორმაციით, 133 წლის წინ, 1886 წლის 1 მაისს, ქ. ჩიკაგოში მოეწყო მუშათა დემონსტრაცია, რომლის ძირითადი ლოზუნგი იყო “8-საათიანი სამუშაო დღე”. დემონსტრაცია იმდენად მრავალრიცხოვანი იყო, რომ ქალაქში საქმიანი ცხოვრება შეწყდა. 4 მაისს მიტინგის დროს ჰიპერმარკეტის მოედანზე მუშათა საწინააღმდეგო პროვოკაცია მოაწყვეს და პოლიციელთა რაზმს ბომბი ესროლეს, რასაც რამდენიმე პოლიციელი და მუშა ემსხვერპლა. ხელისუფლებამ მუშაკთა მოძრაობის ლიდერები დააპატიმრა, რომელთაგანაც 1887 წლის 11 ნოემბერს, ოთხს სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა. 1889 წლის ივლისში II ინტერნაციონალის პარიზის კონგრესმა ქ. ჩიკაგოს დემონსტრაციის უკვდავსაყოფად, მიიღო დადგენილება “პირველი მაისის დემონსტრაციის ყოველწლიურად ჩატარების შესახებ”. პროფკავშირების ცნობითვე, 1890 წელს 1 მაისს – პირველად ჩატარდა ის, როგორც მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე და წელს უკვე 129-ე წელია, რაც აღინიშნება.
იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/104326/1-maisi-shromis-uplebebis-datsvis-dgea
---
30.04.2019
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=97569
ლევან კობერიძე: შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კანონი დაბალანსებული უნდა იყოს და არა ცალკეულ მხარეს გადახრილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან კობერიძის განცხადებით, შრომის უსაფრთხოებასა და შრომით რეგულაციებთან დაკავშირებით კანონი „დაბალანსებული უნდა იყოს და არა ცალკეულ მხარეს გადახრილი". „მხოლოდ კანონი ვერ გახდება დასაქმებულების უსაფრთხოების გარანტი. ეს კომპლექსური საკითხია. კანონი მისი შემადგენელი ნაწილია და ამაზე ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობთ, ოღონდ ეს არ უნდა იყოს რაღაც ცალკეულ მხარეს გადახრილი კანონპროექტი. ვფიქრობ, აქ უნდა იყოს ძალიან შეჯერებული, დაბალანსებული პოზიცია. ერთი მხრივ, უსაფრთხოების ნორმებთან, მეორე მხრივ, ბიზნესის საჭიროებებთან და იმ რეალობასთან მიმართებით, რომელიც დღეს საქართველოში გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია კანონპროექტი დაცლილი იყოს რაღაც პოლიტიკური აჟიტირებისგან და იყოს ყველა მხარის ძალიან ჯანსაღი, საღი მსჯელობა. დღევანდელ შეხვედრაზე დიდი იმედი მაქვს, ასე იქნება. ასე რომ, ერთი მხრივ, კანონი, რა თქმა უნდა, შრომით უფლებებსა და ადამიანის უსაფრთხოებაზე უნდა იყოს მორგებული, მაგრამ არ გამოგვივიდეს ისე, რომ ჯოხი მხოლოდ ერთ მხარეს გადავხაროთ და რეალურად ბიზნესისთვის და უბრალოდ ადამიანისთვის სანაღდო ხელშეკრულებები, დასაქმების თვალსაზრისით, გახდეს იმდენად პრობლემური, რომ ამან გავლენა იქონიოს შემდგომ უკვე დასაქმებისა და სამუშაოს ე.წ. შოვნის მაჩვენებლებზე. იმის მომხრე ვარ, რომ ზედმეტი რეგულაციები არ იყოს შემოღებული და იყოს დაბალანსებული პოზიციები“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.
---
30.04.2019
მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/deputati-shromis-usafrtxoebis-kanonis-gamkacreba-arafers-gansakutrebuls-ar-mogvcems/33199
დეპუტატი: „შრომის უსაფრთხოების კანონის გამკაცრება არაფერს განსაკუთრებულს არ მოგვცემს“
შრომის უსაფრთხოების საკითხებში პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, „შრომის უსაფრთხოების კანონის გამკაცრება არაფერს განსაკუთრებულს არ მოგვცემს“. ამის შესახებ ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო „ბესტ ვესტერნ თბილისში“ განუცხადა, სადაც შრომის უსაფრთხოებასა და შრომით რეგულაციებთან დაკავშირებით დიალოგი გაიმართა. ცქიტიშვილის აზრით, „ჩვენ საკმაოდ მაღალი სტანდარტის საკანონმდებლო პაკეტი და სამართლებრივი ბაზა გვაქვს და აღსრულების სწორი მექანიზმები გვჭირდება“. დეპუტატი მიიჩნევს, რომ საკითხზე ბიზნეს ასოციაციებთან მეტი კომუნიკაციაა საჭირო. „ბიზნეს ასოციაციებთან მეტი კომუნიკაციაა საჭირო იმისთვის, რომ მათ თავის წევრ ორგნიზაციებს სწორი ინფორმაცია მიაწოდონ. ჩვენ პერმანენტული კომუნიკაცია გვჭირდება იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ისეთი შემთხვევები აღმოვფხვრათ, როგორთანაც საქმე მიმდინარე წლის აპრილში გვქონდა“, - განაცხადა პარლამენტარმა. დიმიტრი ცქიტიშვილის აზრით, კანონის აღსრულების პროცესში გარკვეული სახის ხარვეზებია. „ზოგიერთი კომპანია კანონის მოთხოვნებს არ ასრულებს და ეს ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვასწოროთ. არსებობს კანონის მოთხოვნები და ეს კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ. ბუნებრივია, კანონის მიღებით დანაშაულს სრულად ვერ აღმოვფხვრით, მაგრამ ამ კანონის სწორი აღსრულება, სანქცირება და თუ საჭირო იქნება საწარმოო პროცესის შეჩერება იმის გარანტი იქნება, რომ ადამიანის უფლებების ხარჯზე ბიზნესის კეთება წამგებიანია“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.
კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/deputati-shromis-usafrtxoebis-kanonis-gamkacreba-arafers-gansakutrebuls-ar-mogvcems
---
30.04.2019
მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/mixeil-kordzaxia-bazarze-shromis-usafrtxoebis-specialistebis-naklebobaa/33190
მიხეილ კორძახია: ბაზარზე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების ნაკლებობაა
შრომის უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის მიხეილ კორძახიას აზრით, „ბაზარზე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების ნაკლებობაა და ამ საკითხზე სერიოზულად არის დასაფიქრებელი, რომ ბაზარზე სპეციალისტების აღმოჩენა და მუშაობის დაწყება რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს. ამის შესახებ კორძახიამ ჟურნალისტებს სასტუმრო „ბესტ ვესტერნ თბილისში“ განუცხადა, სადაც შრომის უსაფრთხოებასა და შრომით რეგულაციებთან დაკავშირებით დიალოგი გაიმართა. ამ ეტაპზე, ექსპერტი ორ ძირითად და მნიშვნელოვან საკითხს გამოყოფს. „პირველი საკითხი, რომელიც სასწრაფოდ გადასაწყვეტია, ეს კომპეტენციების გადანაწილებაა - მაკონტროლებელი ორგანოების გამიჯვნა კონკრეტული კომპეტენციებისგან და მათი როლის გამოკვეთა. მეორე საკითხია, რაც შეიძლება მჭიდრო თანამშრომლობა ბიზნეს სექტორთან მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან, თუ რა სტანდარტებით უნდა იმოქმედონ უშუალოდ კომპანიებმა“, - განაცხადა კორძახიამ. მიხეილ კორძახიას განცხადებითვე, ქვეყანაში შრომის კანონმდებლობის პოლიტიკა წლების განმავლობაში არ არსებობდა ამიტომ, მის განხორციელებას სპეციალისტები სჭირდება. „აუცილებელია, საგანმანათლებლო და ადამიანური რესურსების გაძლიერება. პირველ რიგში, იმ სპეციალისტების, ვისი მომზადებაც ამ ეტაპზეა დაწყებული“, - განაცხადა ექსპერტმა და იმედი გამოთქვა, რომ შრომის უსაფრთხოების გაზრდილი მანდატის გამო, მაღალი რისკის საწარმოებს ყურადღება არ მოაკლდება.
---
30.04.2019
დახმარების სათხოვნელადაც კი დედას ორივე ბავშვის ტარება უწევს ყველგან" - ახალგაზრდა დედას და მის ორ შშმპ შვილს დახმარება ესაჭიროებათ
ნატო აბაშიძე მაღალმთიანი აჭარიდან სოფელი ყინჩაური, მას ორი შშმ პირი შვილი ჰყავს 8 წლის ანრი და 10 წლის აბესალომი, ოჯახი სოციალურად დაუცველია, ყველა სამ თვეში ერთხელ ჩამოდინ მთიდან რომ ბავშვებს რეაბილიტაცია და ლოგოპეტის კურსი გაატარონ. უამრავ პრობლემას ემატება ისიც რომ ბათუმში 20 დღით უწევთ ბინის დაქირავება. ბავშვებს მუდმივი მეთვალყურეობა ესაჭირებათ, დახმარების სათხვნელადაც კი დედას ორივე ბავშვის ტარება უწევს ყველგან, რადგან მაღალმთიან აჭარაში არ არსებობს, პროგრამები რომელიც ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მხარდაჭერას. ანრის მუდმივად სჭირდება ჰიგიენური საფენები, აბესალომის ყურის სასმენი აპარატის ელემენტები, ოჯახს ასევე უჭირის ქირის გადახდა როცა იმყოფებიან ბათუმში რებილიტაციაზე. ქალბატონი ნატოს დიდი სურვილი აქვს ანრი წაიყვანოს გამოკვლევებზე თურქეთში, თუმცა უსახსრობსი გამო ბათუმშიც კი ვერ ჩამოდიან. ანრის მუდმივად სჭირდება ურიეკის ქვიშის თერაპია, დედის გადმოცემით ურეკში 10 დღიანი კურის სამ რებილიტაციის კურს უდრის ჩემი შვილისთვისო, ეხსნება ტონუსი და დამოუკიდებლად აგრძელებს ხოხვასო. მათ დასხმრებლად ვაქვეყნებთ ორგანიზაციის ანგარიშის ნომრებს იქნებ გამოჩნდეს კეთილი ადამინები და დაეხმრონ ანრის და აბესალომს, ან ხამს მივაწვდენთ რომელიმე სასტუმროს ურეკში რომლებიც უსასყიდლოდ დაპატჟებს ოჯახს მათთან. 09 01 200 128 1ლარი საქველმქმედო ზარის ღირებულება დანიშნულებაში მიუთითეთე ნატო აბაშიძე, თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია აპარატებიდან: #თიბისი #ფეის, საბანკო მომსახურება, აირჩიეთ იურდიული პირი, იურიდიული პირის პირადი ნომერი 61004014867, დაბადების თარიღი 03.10.1982 საიდენტიფიკაციო კოდი:445473014, საქართველოს ბანკის აპარტები, იურიდული პირი ან კომპანის ანგარიში იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით, საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი, #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში - #GE12TB7990736080100007, დოლარში - #GE94TB7990736180100002, ევრო - #GE94TB7990736180100002 საკონტაქტო ნომერი 599 33 01 14.
---
30.04.2019
მედიასაშუალება: https://reginfo.ge/people/item/14123-batumis-ert-ert-skolashi-9-mosxavle-moixamla
ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში 9 მოსწავლე მოიწამლა
ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ცხრა მოსწავლე ინფექციურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ბავშვების მოწამვლის მიზეზი. არსებული ინფორმაციით, მათ სკოლაში სააღდგომო კვერცხები და პასკა მიირთვეს. „დაახლოებით 17:00 საათისთვის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთმა მანქანამ ექვსი ბავშვი მოიყვანა, ცოტა ხნის შედეგ კი, მეორე სასწრაფო მანქანამ დამატებით კიდევ სამი. ერთი კლასის მოსწავლეები არიან, რომლებიც ამბობენ, რომ მიირთვეს შეღებილი კვერცხი, დაახლოებით 14:00 საათისთვის. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო, ჩაუტარდათ შესაბამისი გამოკვლევები“, – განაცხადა აჭარის ტელევიზიასთან ექიმმა ჯემალ დუმბაძემ. სკოლის დირექტორისთვის უცნობია, რა შეიძლებოდა გამხდარიყო მოსწავლეების მოწამვლის მიზეზი. „სკოლაში ბუფეტი არ არის. შესაბამისად, ბავშვებს ადგილზე არაფერი უყიდიათ. მათ სახლიდან წამოიღეს სააღდგომო კვერცხები და პასკა, თუმცა ვერც ამას დავაბრალებ, რადგან კლასში 25 ბავშვია და ყველამ მიირთვა. საავადმყოფოში ცხრა მოსწავლე აღმოჩნდა და მათგან ორს საერთოდ არ უჭამია სადღესასწაულო ნუგბარი“, – ამბობს რუსუდან დავითაძე. ყველა მოსწავლე საავადმყოფოდან ექიმების დანიშნულებით გაწერეს.
---
ბეჭდვითი მედია
01.05.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
საქართველოში ბუნებრივი მატება მოულოდნელად მკვეთრად შემცირდა - თითქმის 20 %-ით
---