მედიამონიტორინგი 02.04.2019
ტელევიზია
02.04.2019
არხი: რუსთავი2
გადაცემა: კურიერი 12:00
დევნილების ულტიმატუმი ხელისუფლებას - „DIRSI“-ს საცხოვრებელ კომპლექსში შეჭრილი ასობით ოჯახი შიმშილობის დაწყებით იმუქრება
http://rustavi2.ge/ka/news/129765
იმედი-ქრონიკა 10:00http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5981610
მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5981353
I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5981025
---
02.04.2019
არხი: რუსთავი2
გადაცემა: კურიერი 12:00
შრომითი უსაფრთხოება - სამოქალაქო აქტივისტების პროტესტს ჯანდაცვის მინისტრი პასუხობს
http://rustavi2.ge/ka/news/129759
რუსთავი2-კურიერი12:00-„სახელმწიფო იქცა სიკვდილის მანქანის თანამზრახველად იქცა" - სამოქალაქო აქტივისტები შრომითი უფლებების დაცვას ითხოვენ
http://rustavi2.ge/ka/news/129756
რუსთავი2-კურიერი12:00- ახალი რეგულაციები დაიცავს დასაქმებულთა უსაფრთხოებას - შს მინისტრი ჭავჭავაძის გამზირზე მოხდარ ტრაგედიას ეხმაურება
http://rustavi2.ge/ka/news/129757
---
02.04.2019
არხი: რუსთავი2
გადაცემა: კურიერი 12:00
საგანგაშო შედეგები - ტყვიის დიდი რაოდენობა სამშენებლო მასალებში, სათამაშოებსა და საკვებში
http://rustavi2.ge/ka/news/129751
---
02.04.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 08:00
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდები, შესაძლებლობების გაძლიერება და ცნობიერების ამაღლება - ამ სახელწოდების სემინარი ეროვნულ სასწავლო ცენტრში გაიხსნა. განიხილება გადაუდებელი სამედიცნო დახმარების ჯგუფების ფორმირების საკითხები, შეფასდება მათი როლი საგანგებო სიტუაციების დროს და შესაძლებელი გახდება იმ ძირითადი ნაბიჯების განსაზღვრა, რომელიც აუცილებელია ეროვნული და საერთაშორისო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდების გასაძლიერებლად. სემინარი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისისა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორგანიზებით საქართველოშ პირველად ტარდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5981591
მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5981421
---
02.04.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა:- ახალი ამბები 10:00
წამლის სააგენტო სარტანების შემცველი მედიკამენტების რეგისტრაციას დროებით შეაჩერებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5981420
---
02.04.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 09:00
"პარლამენტარები მუშებად", "მშრომელი ადამიანები საფრთხეში" ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ბათუმში ევროპის მოედანზე სტუდენტები და მესამე სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. თბილისში დაღუპული მუშების ოჯახებს მიუსამძიმრეს და ქვეყანასი შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა გააპროტესტეს. საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის განცხადებით სხვადასხვა სამუსაოებისას გარდაცვლილთა სტატისტიკა შემაშფოთებელია და შრომის ისნპექციის მუშაობა უფრო ქმედითი და აქტიური უნდა გახდეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5981021
---
02.04.2019
არხი: I არხი
გადაცემა:მოამბე 12:00
პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციისდან დაიწყო, აქციის მონაწილეებმა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საპარლამენტო კომიტეტის სექმნა და ასევე მერიის მიერ დედაქალაქში ყველა მიმდინარე მშენებლობის დაუყოვნებლივ შემოწმება მოითხოვეს. მოგვიანბით აქტივისტებმა მსვლელობით იმ მშენებარე ობიექტთან გადაინაცვლეს, სადაც 31 მარტს დატრიალებულ ტრაგედიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჭავჭავაძის გამზირზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა რაც აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს რისი უფლებაც პოლიცია მათ არ მისცა. შეკრებილთა ნაწილმა შენობის ფასადიც დააზიანა, მოგვიანებით აქცია კახა კალაძის სახლთან გაგრძელდა. დედაქალაქის მერიის შეთავაზება, რომ უახლოეს დღეებში აქციის მონაწილეებს შეხვდებიან და იმ ღონისძიებებს გააცნობდა რასაც თბილისის მთავრობა შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით ახორცოელებს, დემონსტრანტებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. შრომითი უსაფრთხოების გამკაცრების მოხოვნით აქცია თბილისში დღესაც გრძელდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5981678
---
02.04.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით აქცია დღეს ისევ გაგრძელდება. პარალელურად დაანონსდა სახალხო მოძრაობის შექმნაც. დღესვე გასაჯაროვდება საორგანიზაციო შეხვედრის თარიღიც. შეხვედრაზე მისვლის უფლება ექნება ნებისმიერს, ვინც ფიქრობს, რომ შრომითი უფლებები ქვეყანაში დაცული არ არის. გუშინდელი აქცია კი ერთ-ერთ ობიექტზე ორი მუშის გარდაცვალების შემდეგ დაიგეგმა. მონაწილეები თავდაპირველად კანცელარიასთან შეიკრიბნენ და მსვლელობით გადაინაცვლეს უბედური შემთხვევის ადგილზე. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ პასუხს კითხვაზე - რატომ ვერ აღმოაჩინა მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ის დარღვევები, რომელზეც დღეს უკვე შრომის ინსპექცია საუბრობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5980973
---
02.04.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
6 პირი დააკავეს გუშინ ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც მუშების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობდა. დაკავებულებს შორის იყო "თეთრი ხმაურის" წევრი დავით სუბელიანი და კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე. გვიან ღამით, ჭავჭავაძის 5-ნომერთან, იქ სადაც, ორი დღის წინ უბედური შემთხვევა მოხდა, ვითარება უკიდურესად დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ორი მუშის გარდაცვალებას აპროტესტებდნენ, ჯერ უბედური შემთხვევის ადგილზე შესვლა, მოგვიანებით კი ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვა სცადეს. რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა, პოლიციის წინააღმდეგობას კი დაპირისპირება მოჰყვა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5980972
---
01.04.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
ვაკის სამკურნალო კომბინატის მშენებლობა შეჩერებულია - ეს ის ტერიტორიაა, სადაც 2 ადამიანის სიცოცხლე შეწყდა. ობიექტი, სადაც 2 მუშა დაიღუპა, მხოლოდ სპეციალისტებისთვის არის ღია. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამ იმსხვერპლა 24 წლის დავით არჩვაძის და 41 წლის ედუარდ დავრიშევის სიცოცხლე. შრომის ინსპექციის წინასწარი დასკვნით, კომპანია, რომელიც ვაკეში ახალ კლინიკას აშენებდა, კუსტარულ სამშენებლო ტექნიკას იყენებდა. სამშენებლო ობიექტზე იყო ღია დაუცველი ღოობები რაც ადამიანების სიცოცხლეს დიდ საფრთხეს უქმნიდა. ის, რაც ინსპექტირების ჯგუფმა ტრაგედიის შემდეგ მარტივად შენიშნა, გამოეპარა მერიის ზედამხედველობის სამსახურს, რომელმაც ობიექტი ჭავჭავაძის 5 ნომერში ერთი კვირის წინ შეამოწმა, თუმცა დარღვევები არ გამოუვლენია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5980588
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5980489
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5980565
მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5980573
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5980550
პალიტრა ტვ -პალიტრა ნიუს 20:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5980617
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5980214
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5980108
ტვ პირველი- დღის ამბები 14:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5979376
კავკასია - დღეს 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5980389
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5979991
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5980081
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5979206
იმედი -ქრონიკა 14:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5979403
მაესტრო-ახალი ამბები 15:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5979767
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5979597
რუსთავი 2 -კურიერი 15:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5979616
პალიტრა ტვ- პალიტრა ნიუს 16:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5979926
I არხი -მოამბე 12:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5978866
მაესტრო- ახალი ამბები 12:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5978945
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5978935
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5978914
---
01.04.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
მშენებლობაზე მომხდარი კიდევ ერთი ტრაგედია. ერთი წლის წინ ობიექტზე დაღუპული გიორგი ქებურიას ოჯახისთვის ამ დრომდე უცნობია რა გახდა 51 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი. ამ კითხვას პასუხი ვერც გამოძიებამ გასცა. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ერთი წლის წინ გარდაცვლილი. ოჯახი დარწმუნებულია, რომ ტრაგედია სამშენებლო უბანზე უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო მოხდა, გიორგი ქებურია სიმაღლიდან გადმოვარდა, რასაც ამას მისი გარეგანი დაზიანებებიც ადასტურებს. მათივე თქმით, გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. სისხლნაჟღენთები ჰქონდა სახეზე, თავსა და ტანზე. თუმცა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გიორგი ქებურიას გარდაცვალების მიზეზი გულის იშემიური დაავადება გახდა. დაზიანებები კი ხანდაზმულობით უფრო ძველია და არ ემთხვევა გარდაცვალების დროს. მომხდარზე პასუხისმგებლობას იხსნის სამშენებლო კომპანია "გალაქს კონტაქშენი", სადაც გიორგი ქებურია მუშად მუშაობდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5980691
---
01.04.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
შრომის უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას საკუთარ ანგარიშში სახალხო დამცველიც ითხოვს. ომბუდსმენის აზრით, კანონში შესული ცვლილებები არაეფექტური აღმოჩნდა. 450-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას ეხება, ყველ სფეროს მოიცავს. მათ შორისაა ხორავას და მაჩილაკაშვილის საქმეები, რომელთა გაჭიანურებული ძიების გამო ნინო ლომჯარია პარლამენტს მანდატის ზრდას და საგამოძიებო მასალებზე წვდომის უფლებას სთხოვს. ანგარიშში შეფასებულია სასამართლო სფეროში მიმდინარე პროცესები, მოსამართლეების არჩევის სადავო თემა და ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები. სახალხო დამცველის აზრით, ქვეყანაში ისევ გამოწვევად რჩება ბავშვთა უფლებების დაცვა, ჰაერის დაბინძურების პრობლემა და გენდერული თანასწორობის დაცვა. ჯანდაცვის სფეროზე საუბრის დროს განსაკუთრებული აქცენტი ფსიქიატრიულ კლინიკებში არსებულ მძიმე პირობებზე კეთდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5980591
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5980533
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5980256
---
01.04.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ბიზნეს მაესტრო
ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სამშენებლო ობიექტზე, სადაც გუშინ ღამით ორი ადამიანი დაუღუპა, პირველადი დათვალიერებით შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა იკვეთება. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5980239
---
01.04.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
დირსის საცხოვრებელ კომპლექსში შეჭრილი დევნილები ამ დრომდე შენობაში რჩებიან. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5979988
---
01.04.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
150-მდე დევნილი მესამე დღეა, ალყაშია მოქცეული - ქალები და ბავშვები სასმელი წყლისა და საკვების გარეშე არიან დარჩენილები. „დირსის“ ადმინისტრაციამ კორპუსში ელექტროენერგია გამორთო და წყალი გადაკეტა, დევნილები მცირეწლოვან შვილებთან ერთად ღამეს სიცივეში ათენებენ. „დირსში“ გამაგრებული დევნილების გარდა, საცხოვრებელ კომპლექსთან ფართების მოთხოვნით დღეს სხვა დევნილებიც შეიკრიბნენ. მათი თქმით, მთავრობისთვის არაერთი მიმართვის მიუხედავად, ამ დრომდე ვერ მოხერხდა შეპირებული საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება. იძულებით გადაადგილებული პირები ამბობდნენ, რომ დევნილთან სამინისტროში სახლებს მხოლოდ ნეპოტიზმის ნიშნით და კორუფციული გარიგებით აძლევენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5980682
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5980511
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5980603
მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5980590
I არხი -მოამბე 18:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5980261
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5980221
რუსთავი 2- კურიერი 15:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5979683
ტვ პირველი -დღის ამბები 17:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5979974
მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5979771
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5979411
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5979224
რუსთავი 2-კურიერი 12:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5978850
მაესტრო-ახალი ამბები 12:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5978959
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5978909
---
01.04.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 21:00
"სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს სოციალური მუშაკების შრომითი უფლებების დაცვა და ხელშეწყობა'
ამჯერად მუშაკებმა დახმარებისათვის და მედიატორის როლის შესრულებისათვის ჯანდაცვის კომიტეტს მიმართეს. ჯანდაცვის სამინისტროს კი ამ დრომდე არ დაუთვლია, რა დაუჯდება უწყებას ფინანსურად სოციალური მუშაკების მოთხოვნების შესრულება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5980597
კავკასია - დღეს 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5980391
იმედი -ქრონიკა 14:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5979503
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5980681
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5980087
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5979227
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5980311
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5980279
რუსთავი 2 -კურიერი 12:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5978852
I არხი მოამბე 12:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5978911
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5979932
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5979800
მაესტრო -ახალი ამბები 12:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5978973
---
01.04.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
გოგი წულაია სოციალური მუშაკების აქციას შეურთდა. სოციალური მუშაკების გაფიცვა გრძელდება - ისინი ჯანდაცვის სამინისტროსგან, მიღებული გადაწყვეტილებების წერილობით დაზუსტებას ელოდებიან. სოციალური მუშაკები გაფიცულები არიან ქვეყნის მასშტაბით. მორიგი საპროტესტო აქცია დღეს ქუთაისში გაიმართა. ისინი დღეს სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის წინ შეიკრიბნენ. და სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკების სამუშაო პირობების გაუმჯობესება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5980224
---
01.04.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი
ჩაბნელებული დერეფნები, ჩატეხილი შუშები, ოთახები, რომლებიც ელექტროღუმელებით თბება - ასე გამოიყურება სოციალური მუშაკების სამუშაო პირობები.
---
01.04.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
ბოლო დროს ჩვენ ხშირად გვესმის პაციენტების პრეტენზიები ექიმების მიმართ. ისინი ექიმებს უურადღებობაში ადანაშაულებენ და მათ მიმართ სხვადასხვა სახის ბრალდებებიც აქვთ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5979035
---
ინტერნეტი
02.04.2019
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/44184/kompaniebi-legalurad-gasagebad-da-ara-brutalurad-unda-miviyvanot-shegnebamde--sergeenko
კომპანიები ლეგალურად, გასაგებად და არა ბრუტალურად უნდა მივიყვანოთ შეგნებამდე - სერგეენკო
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ შრომით უსაფრთხოების საკითხზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ შრომით უსაფრთხოებას 4 ფაქტორი განსაზღვრავს, რომელთა შორისაა შრომის ინსპექცია, ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სამსახური, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურები და კომპანიები. „შრომის უსაფრთხოებას განსაზღვრავს ოთხი ფაქტორი. ეს ოთხი ფაქტორი არის შრომის ინსპექცია საკუთრივ, რომელიც სისტემური ხარვეზის არსებობას ამოწმებს, მაგრამ არ ამოწმებს 24/7-ზე მონიტორინგს. ეს შრომის ინსპექციის საქმე არ არის. მეორე არის ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სამსახური, რომელიც აწესებს ტექნიკურ ნორმატივებს, მესამე არის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურები და მეოთხე - საკუთრივ კომპანიების შრომითი უსაფრთხოების სამსახურები. თუ თვითონ საკუთრივ ამ კომპანიებმა არ უზრუნველყვეს გამართული შრომითი უსაფრთხოების სამსახურების არსებობა, შედეგი ამას ნაკლები ექნება, ესეც ჩვენი მოვალეობა და ამოცანაა, რომ ეს კომპანიები, ვინც ვერ აცნობიერებს ამას, ლეგალურად, გამჭვირვალედ და გასაგებად და არა ბრუტალურად, მივიყვანოთ იმ შეგნებამდე, რომ ამ ნორმებს დაცვა არის აუცილებელი,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ. 31 მარტს ჭავჭავაძის გამზირზე მშენებლობასთან მიწა ჩამოიშალა, რის შედეგადაც ორი მუშა მიწის ქვეშ მოყვა. 26 წლის მუშა მაშველებმა რამდენიმე წუთში იპოვეს გარდაცვლილი. რამდენიმესაათიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ კი მიწის ქვეშ მოყოლილი მეორე მუშაც გარდაცვლილი იპოვეს.
---
02.04.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/539972-socialurma-mushakebma-gapicva-shecqvites/
სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს
სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს. ამის შესახებ სოციალური მუშაკების ნაწილმა განცხადება პრესკონფერენციაზე გააკეთა. მათი ინფორმაციით, გაფიცვა დღეიდან შეწყდება. როგორც სოცმუშაკებმა განაცხადეს, მათ პროფესიული კავშირის შექმნის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. "სოციალურმა მუშაკებმა კოლექტიური დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ წამოვიწყეთ 2019 წლის 8 თებერვალს. ჩვენი მოთხოვნები შეეხებოდა, როგორც სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ასევე ბენეფიციარებისთვის მომსახურებების შექმნასა და გაუმჯობესებას. თვენახევრიანი მედიაციის პროცესის უშედეგოდ დასრულების შემდეგ ვისარგებლეთ გაფიცვის კონსტიტუციური უფლებით და 25 მარტიდან გავიფიცეთ. გაფიცვიდან მხოლოდ მე-4 დღეს მოხდა შეხვედრა მინისტრსა და გაფიცულ სოციალურ მუშაკებს შორის. აღნიშნულ შეხვედრაზე ჩვენი მოთხოვნების მხოლოდ მცირე ნაწილზე მოხდა შეთანხმება, თუმცა, ამ შეთანხმების პირობები ამ ეტაპზე მხარეთა შორის არ არის დოკუმენტირებული და ხელმოწერილი. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპისთვის არ არის დაკმაყოფილებული ჩვენ მიერ წამოყენებული მოთხოვნების უმნიშვნელოვანესი ნაწილი",- განაცხადეს სოციალურმა მუშაკებმა. მათივე ინფორმაციით, შეთანხმება მოხდა შემდეგ საკითხებზე: სოციალური მუშაკის სამუშაო განიტვირთა ტექნიკური საქმიანობისგან, ასევე, სოციალური მომსახურების ცენტრებში გამოიყო 12 მანქანა და მაისის ბოლომდე იგეგმება კიდევ 18 მანქანის დამატება. "ხოლო მაისის ბოლომდე დასრულდება მოლაპარაკებები ტაქსის კომპანიებთან, რათა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს სოციალური მუშაკების ტრანსპორტირება; 12 იურისტი დაემატება სოციალური მომსახურების ცენტრებს. გამარტივდა “ექსპერტიზის ბიუროსთან” ხელმოწერის პროცედურა; დაემატა 1 ფსიქოლოგი თბილისში; დაიგეგმა ინფრასტრუქტურისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით ტენდერის გამოცხადება. ამასთანავე 1-ელ აპრილს განცხადებით მივმართეთ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, ასევე სოციალური საკითხებისა და ჯანდაცვის კომიტეტს და ვთხოვეთ პარლამენტს მისი საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში უზრუნველყოს ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებს შორის კოორდინაცია, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს სოციალური მუშაკებისა სამუშაო პირობების გაუმჯობესება. იმავე დღეს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 15 აპრილს ჯანდაცვის კომიტეტში დაბარებული არიან ფინანსთა და სოციალური დაცვის მინისტრები სოციალური მუშაკების სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად ფინანსების მობილიზების საკითხზე სამსჯელოდ",- განაცხადა სოციალურმა მუშაკმა ზოია შეხოვცევამ. როგორც სოციალურმა მუშაკმა თეა მაღრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეთანხმება ვერ მოხდა შემდეგ საკითხებზე: 1) არ შექმნილა მეურვეობისა და მზრუნველობის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე რეაგირების საბჭო მათ მიერ მოთხოვნილი შემადგენლობით, სადაც უნდა შევიდნენ, როგორც პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები, ასევე დარგის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანზიაციები. 2) არ მომხდარა სოციალური მუშაკების ხელფასის განაკვეთის ზრდის განხილვა. 3) საპროცესო წარმომადგენლობასთან დაკავშირებით დაიგეგმა სხვა უწყებებთან მოლაპარაკებების წარმოება, ასევე უწყების შიგნით საკითზე მუშაობა, თუმცა, ჯერჯერობით საკითხი რჩება ღიად. "მიუხედავად ამისა, ჩვენ ვწყვეტთ გაფიცვას და დღეიდან ვუბრუნდებით სამუშაო პროცესს და ველოდებით პარლამეტის მხრიდან საზედამხედველო ფუნქციის ჯეროვნად შესრულებას. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან ჟღერდებოდა ინფორმაცია, რომ გაფიცვის პერიოდში ბენეფიციარების მომსახურება სოციალური მომსახურების სერვისცენტრებში შეუფერხებლად მიმდინარეობდა, სახალხო დამცველის მონიტორინგმაც ცხადყო, რომ რეაგირება ხდებოდა მხოლოდ ახალ განცხადებებზე. ჩვენ და ყველა ადამიანი, რომელიც იცნობს სოციალური მუშაობის და ბავშვზე ზრუნვის სპეციფიკას, იაზრებს, რომ სოციალური მუშაკის როლი ჩაუნაცვლებელია და სხვა სფეროს წარმომადგენლები ვერ შეასრულებენ სოციალური მუშაკის მოვალეობებს. ჩვენ გაფიცვის რეჟიმშიც ვაგრძელებდით სატელეფონო კონსულტირებას და ვგრძნობდით პასუხისმგებლობას ჩვენს მიმდინარე შემთხვევებზე, ბენეფიციარების ჯანმრთელობაზე, განვითარებასა და სიცოცხლეზე", - განაცხადა მაღრაძემ.
1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/socialurma-mushakebma-gaficva-shewyvites/
ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/44175/sotsialurma-mushakebma-gafitsva-shetsyvites
ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/353241/?fbclid=IwAR0p6GA7fG_hjCTU0xIP4oqweP6xJorY29eEe3LMCzdct-eTGzfL-B78sB4
---
02.04.2019
„დირსის“ გენერალური დირექტორი დევნილების შეჭრაზე - არ შეიძლება კერძო საკუთრების ასე ტყვედ აყვანა - შეჭრილები ბინების შიდა ხის კარებს ამტვრევენ და წვავენ
ჩვენ არ გვაქვს ამ ფორმის მოლაპარაკებების გამოცდილება და არ გვინდა დევნილების პირისპირ აღმოვჩნდეთ, რადგან შესაძლებელია ბევრი შეცდომა დავუშვათ, - ამის შესახებ „ას ჯორჯია-დირსის“ გენერალურმა დირექტორმა, ბესიკ ჯიქურაულმა პრესკონფერენციაზე, „დირსის“ ორ კორპუსში დევნილების შეჭრასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ეს ფაქტი აზარალებს მათ ბიზნესს და საფრთხეს უქმნის ინვესტიციების განხორციელებას. „სამი დღის წინ, ათეულობით ადამიანი შეიჭრა ჩვენს კერძო საკუთრებაში. მათ ბინების კარებები დაამტვრიეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს დაცვის სამსახურს, დაიკავეს სადარბაზოები და გამოიკეტნენ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის კერძო საკუთრების ძალიან ცუდი გზით შელახვა, რაც არის დაუშვებელი. პოლიცია უმაღლეს დონეზე მუშაობს პირველივე დღიდან, თუმცა მათ არ აქვთ უფლება ისინი იძულების წესით გამოიყვანონ გარეთ. მე მინდა მათ მოვუწოდო: ეს არის კერძო საკუთრება, ჩვენი ქონება. მათი ქცევით ზიანი ადგება ჩვენს ინვესტიციას და ჩვენს სამომავლო გეგმებს“, - განაცხადა ჯიქურაულმა. მისივე ინფორმაციით, სახელმწიფო სტრუქტურები ჩართულები არიან მოლაპარაკებების პროცესში, თუმცა ორი დღეა „დირსის“ კორპუსებში შეჭრილ მოსახლეობასთან დიალოგი უშედეგოდ სრულდება. „არ შეიძლება არც ერთი მიზეზით და არც ერთი მიზნით კერძო საკუთრების ასე ტყვედ აყვანა. ზოგადად, ყველა სადარბაზოსთან დგას დაცვის სამსახური. თუმცა, ჩვენ ნამდვილად არ ვიყავით მზად ასი კაცის თავდასხმისთვის და ვერ მოვასწარით ჯეროვანი რეაგირება. ჩემი თვალით ვნახე, რომ ამტვრევდნენ კარებებს, თითქოს ამაში არავის ენერგია არ ყოფილა ჩადებული. არ შეიძლება საკუთარი ბინის მისაღებად სხვისი ბინის ან სხვისი საკუთრების ასე ხელყოფა. 60-მდე ადამიანია გამაგრებული ძირითადად პირველ სართულებზე და სადარბაზოებში. ეს კორპუსები არის მშენებარე, ზოგ სართულზე კაბელები ღიაა, ამიტომ ელექტროენერგიის მიწოდება არ ხდება, არც წყალის, რადგან სართულების დატბორვის საშიშროებაა დაუმთავრებელი სამუშაოების გამო. შეჭრილები ბინების შიდა ხის კარებს ამტვრევენ და წვავენ“,- განაცხადა ჯიქურაულმა.
---
02.04.2019
ვახუშტი მენაბდე: მოვითხოვთ სახელმწიფოსგან, აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა და არ მიითვალოს მსხვერპლის სტატისტიკა
მოვითხოვთ სახელმწიფოსგან, აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა და არ მიითვალოს მსხვერპლის სტატისტიკა, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ ვაკის პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს და ჯერ უცნობია, როდის დაინიშნება სასამართლო სხდომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვაზე. "ვფიქრობ, ყველამ ნახა ჩემი დაკავების კადრები და სასამართლოში გაგრძელდება ეს საქმე, მაგრამ ერთი რამ მინდა, რომ ვთქვა – სახელმწიფო ვერ დაიცავს მკვლელებს და კედელი ვერ დამალავს დანაშაულის ადგილს. ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველდღიურად ადამიანები სამსახურში იხოცებიან. ეს ხდება იმიტომ, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ნება, დაიცვას ისინი და უზრუნველყოს მათი ღირსეული და უსაფრთხო შრომის პირობები. ჩვენ ამას ვაპროტესტებთ და მოვითხოვთ სახელმწიფოსგან, რომ აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა და არ მიითვალოს მსხვერპლის სტატისტიკა", – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ. კითხვაზე, როგორ აფასებს აქციაზე მისი და კიდევ ხუთი ადამიანის დაკავებას, ვახუშტი მენაბდემ აღნიშნა, რომ ისინი გამოხატავდნენ საკუთარ აზრს და პროტესტს. "ამ ქვეყანაშ ყველას აქვს უფლება, რომ გამოხატოს საკუთარი პასუხისმგებლობა. ჩვენ ამას გავაგრძელებთ, თუნდაც ამისთვის დაგვჭირდეს ყველა იმ პროცედურის გავლა, რაც გავიარეთ და უფრო მეტისაც", – აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ. ჭავჭავაძის გამზირზე, აქციაზე დაკავებული ექვსივე ადამიანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. აქცია შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით გაიმართა. დემონსტრანტები იმ ადგილას მივიდნენ, სადაც 31 მარტს სამშენებლო სამუშაოებზე ორი მუშა დაიღუპა. მოგვიანებით აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც ექვსი პირის დაკავება მოჰყვა.
---
02.04.2019
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/254806-aqciaze-dakavebuli-eqvsi-adamiani-xelwerilis-safuzvelze-gaatavisufles
აქციაზე დაკავებული ექვსი ადამიანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმიდინარე აქციაზე დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ცნობილია, რომ ვაკის პოლიციის შენობა ექვსივე დაკავებულმა დატოვა. ადვოკატის ინფორმაციით, ექვსი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით იყო დაკავებული. სასამართლო პროცესის გამართვის დრო ამ ეტაპზე უცნობია. შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლების მოთხოვნით თბილისში მიმდინარე აქცია დღეს დასრულდა, თუმცა დაანონსდა სახალხო მოძრაობის შექმნა – ამის შესახებ დემონსტრაციის მონაწილემ, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის(EMC)" წევრმა, გიორგი ღვინჯილიამ განაცხადა. მისი თქმით, დაანონსდება მოძრაობის საორგანიზაციო შეხვედრა და მასზე მიწვეული იქნება ყველა მსურველი; მათ შორის, ტაქსის მძღოლები, იპოთეკარები, დევნილები და სხვები. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქციაზე სულ 6 პირი დააკავეს. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე სამშენებლო ობიექტთან მიწის ჩამოშლის ადგილთან, სადაც შემთხვევის გამო ორი ადამიანი დიაღუპა, შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის შექმნა, ასევე მერიის მიერ დედაქალაქში ყველა მიმდინარე მშენებლობის დაუყოვნებლივ შემოწმებაა. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე გუშინ მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მომხდარიდან ცოტა ხნის შემდეგ მიწის ქვეშ მოყოლილი ერთი მუშა დაღუპული იპოვეს, მეორე მამაკაცის ცხედარს კი, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.
---
02.04.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/539940-akciis-monacileebi-saxalxo-mozraobis-shekmnas-aanonseben/
აქციის მონაწილეები „სახალხო მოძრაობის“ შექმნას აანონსებენ
აქციის „სოლიდარობა მუშებს“ მონაწილეები დღეს საპროტესტო აქციებს შეაჩერებენ, თუმცა ამ ტიპის პრობლემებთან დაკავშირებით ბრძოლას გააგრძელებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი ღვინჯილიამ თბილისი მერის კახა კალაძის სახლთან განუცხადა, სადაც ამ წუთებში აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირზე, კალაძის საცხოვრებელ სახლთან, საავტომობილო გზა ცალმხრივად გადაკეტეს. ამასთან, ითხოვენ, რომ კალაძე მათ შეხვდეს, გაესაუბროს ჭავჭავაძის გამზირზე ორი მუშის ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტზე და ასევე, ,წარმოადგინოს მისივე ხედვები მშენებლობის დროს უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით. „დღეს "სოლიდარობის ქსელით" დაანონსდება შეხვედრის ადგილი. ვიწვევთ ტაქსის მძღოლებს, იპოთეკით დაზარალებულებს, დევნილებს და ყველა ჩაგრულ ჯგუფს, რათა ყველამ ერთად დავაანონსოთ "სახალხო მოძრაობა ", რომელიც იბრძოლებს ხალხის უფლებებზე. ვნახოთ, ვინ ვის შეხვდება, .ალბათ, ვეცოტავებით.. ასე გაგრძელება არ შეიძლება .ყველა მოდით, ,ამიტომ შეხვედრებს ვაანონსებთ დამოუკიდებელ ჯგუფებთან. რაც შეხება დღევანდელ საღამოს, ახლა ამ აქციას ვაჩერებთ, მაგრამ ვაანონსებთ შეხვედრებს დამოუკიდებელ ჯგუფებთან“, - განაცხადა ღვინჯილიამ.
---
02.04.2019
„იურიდიული დახმარების სამსახური“ - 1 აპრილიდან მხარდაჭერის მიმღებთათვის ახალი გარდამავალი ეტაპი იწყება
2019 წლის 1 აპრილს მთავრდება გარდამავალი პერიოდი, რომლის მიხედვითაც სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებული იყო, 2 წლის განმავლობაში მიემართა სასამართლოსთვის, რათა მომხდარიყო ფსიქო-სარეაბილიტაციო კლინიკებში მყოფი პაციენტების ინდივიდუალური შეფასება და მათი მხარდაჭერის მიმღებად ცნობა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „იურიდიული დახმარების სამსახურიდან“ აცნობეს. მათი ინფორმაციით, 2015 წლის 1 აპრილიდან იურიდიული დახმარების სამსახური უფასო იურიდიული დახმარებით (სასამართლოში წარმომადგენლობა, სამართლებრივი დოკუმენტის შედგენა) უზრუნველყოფს პირებს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც უნდა განიხილოს სასამართლომ. დღემდე იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებით ამ საკითხზე ისარგებლა 14 683 პირმა. აქედან, სასამართლოში წარმომადგენლობა გაეწია 7180 ბენეფიციარს, ხოლო სამართლებრივი კონსულტაცია მიიღო 7503 –მა, მათ შორის სამართლებრივი დოკუმენტი მოუმზადდა 1199–ს. „აღსანიშნავია, რომ რეფორმის ფარგლებში შემოთავაზებული იყო გარდამავალი ეტაპი, რომელიც 2015 წლის 1 აპრილიდან ხუთწლიან პერიოდს ითვალისწინებდა. ოთხი წლის განმავლობაში ქმედუუნარო პირების მეურვეები ვალდებულნი იყვნენ, მიემართათ სასამართლოსთვის ინდივიდუალური შეფასებისთვის და მხარდაჭერის ხარისხის დასადგენად, ხოლო 2019 წლის 1 აპრილიდან 1 წლის განმავლობაში მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოები ვალდებულნი არიან, მიმართონ სასამართლოს მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და ინდივიდუალური შეფასებისათვის იმ ქმედუუნარო პირებზე, რომლებიც არა სტაციონარში, არამედ ოჯახებში ცხოვრობენ და თუ მათი მეურვე, თავად ქმედუუნარო პირი ან შესაბამისი დაწესებულება არ მიმართავს სასამართლოს აღნიშნული მიზნით. პროცესი დაიწყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე - არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის გამო პირების ქმედუნარიანობის შეზღუდვის საკანონმდებლო რეგულაციები და განხორციელდა ქმედუნარიანობის ინსტიტუტის რეფორმა. „ქმედუუნაროს“ ნაცვლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამკვიდრდა ცნება, „ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირი (მხარდამჭერის მიმღები). ცვლილებების თანახმად, „მხარდამჭერის მიმღები“ პირი მიიჩნევა ქმედუნარიან პირად, რომელსაც ფსიქო-სოციალური საჭიროებების ინდივიდუალური შესწავლის საფუძველზე შეიძლება, სასამართლომ დაუნიშნოს მხარდამჭერი, ანუ პირი, რომელიც მას დაეხმარება უფლებების რეალიზებასა და ინტერესების დაცვაში. გარდა ამისა, სასამართლო ასევე განსაზღვრავს მხარდაჭერის ფარგლებს და მხარდამჭერი პირის უფლება-მოვალეობებს. ასეთი შეიძლება ოყოს ოჯახის წევრი, ნათესავი ან ახლობელი, რომელიც კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. მხარდამჭერის საქმიანობას ზედამხედველობას უწევს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
---
02.04.2019
სოციალური მომსახურების სააგენტო პროფესიული გადამზადების სახელმწიფო პროგრამის მორიგ ეტაპს იწყებს
სოციალური მომსახურების სააგენტო სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მორიგ ეტაპს იწყებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოდან აცნობეს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ პროგრამაში ჩართულ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა. სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამისთვის, მიმდინარე წლის, ბიუჯეტიდან 2 090 000 ლარი გამოიყო. „მოკლევადიანი კურსების გავლა, საქართველოს მასშტაბით, 31 სახელმწიფო და კერძო აკრედიტირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაშია შესაძლებელი. პროფესიულ კურსებზე სწავლის მსურველებს სააგენტო ვაუჩერს გადასცემს, რომლის მაქსიმალური ღირებულება 1000 ლარს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კი 1500 ლარს შეადგენს. მომზადება-გადამზადების კურსები 2-დან 4 თვემდე გრძელდება. მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები შრომის ბაზრის თვისობრივი კვლევის საფუძველზე შემუშავდა, რომელმაც 43 მოთხოვნადი პროფესია გამოავლინა. მოთხოვნად პროფესიებს შორისაა: ბაგა-ბაღის აღმზრდელი, ბარმენი, გიდი, ექთნის თანაშემწე, კონდიტერი, სასტუმრო საქმის სპეციალისტი, შემდუღებელი, მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი და სხვ. პროგრამის სამიზნე ჯგუფს 16 წლის ზემოთ, შრომითი ქმედუნარიანობის მქონე საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები წარმოადგენენ. სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წელსაც ორ ეტაპად წარიმართება. პირველი ეტაპის რეგისტრაცია 2 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. სასწავლო პროცესი კი, 15 აპრილს დაიწყება. პროგრამაში ჩართვის მსურველებისთვის აუცილებელ პირობას შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა − www.worknet.gov.ge-ზე რეგისტრაცია წარმოადგენს. სამუშაოს მაძიებელმა, დადგენილ ვადებში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს უნდა მიმართოს და რეგისტრაცია გაიაროს. სწავლის დასაფინანსებლად სპეციალურ ვაუჩერებსაც სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები გასცემენ“, - აღნიშნულია სოციალური მომსახურების საგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 2018 წელს, პროფესიული სასწავლო კურსები წარმატებით 2574-მა ბენეფიციარმა დაასრულა. სხვადასხვა კომპონენტის ფარგლებში კი, სააგენტოს ხელშეწყობით 1888 სამუშაოს მაძიებელი დასაქმდა, მათ შორის 99 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.
იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/101482/rogor-unda-chaertot-samushaos-madziebelta-upasod-gadamzadebis-programashi
ექსპრენიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/index.php?id=81291&fbclid=IwAR3Rz4CHdO3ZrX48xxjnX50nnUbJ1jGOeEgKkuw8hjyt_hVsRZOe4oOVUSY
კვირა.ჯი- http://kvira.ge/459253?fbclid=IwAR15XmbngUgoUgB0moInEwFDfIB0luN93CsBaFD28E-w36KFY3y-ww0Rq2k
---
02.04.2019
კვლევის მიხედვით, სურსათში, სუნელებში, საყოფაცხოვრებო ნივთებში, სათამაშოებსა და თავად ბავშვების სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა გამოვლინდა
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ტყვიის შემცველობაზე, თბილისის სხვადასხვა უბანში, 17 ოჯახიდან აღებული 268 ყოველდღიური მოხმარების ნივთის სინჯების ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე, იანვარ-მარტის თვეებში, კვლევა ჩაატარეს, რომლის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა როგორც სამშენებლო მასალებში, ისე საყოფაცხოვრებო ნივთებსა და სურსათში. როგორც მკვლევარმა და ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა გურანდა არქოფაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ტყვიის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია სუნელებში, კერძოდ კი ყვითელ ყვავილში აღმოჩნდა. ამასთან, მისივე თქმით, გამოკვლეული ოჯახების 77%-ს ბავშვები შეადგენდნენ, რომელთა სისხლში ასევე მაღალი იყო ტყვიის კონცენტრაცია. "ეს იყო ფართო სპექტრის სინჯი და უამრავი რამ შედიოდა მასში. როგორც სამშენებლო მასალა, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთები, ქიმიური საყოფაცხოვრებო საშუალებები, სათამაშოები, საკანცელარიო ნივთები, საოჯახო ნივთები, როგორიცაა კერამიკური ნაკეთობები თუ საძინებლის ატრიბუტები და ასევე სურსათი. ეს პროდუქტები იყო მრავალფეროვანი. შედეგებიდან გამოიკვეთა, რომ უამრავ სინჯში აღმოჩნდა დამაბინძურებელი ტყვია. ამასთან, ტყვიის მაღალი კონცენტრაციით გამოირჩეოდა სათამაშოები, რომლითაც ბავშვები თამაშობენ. საკვები პროდუქტებიდან აღმოჩნდა სუნელებში. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოში გამკაცრდა რეგულაციები სუნელებთან დაკავშირებით, ჩვენ მაინც მივაგენით ყვითელ ყვავილში ტყვიის მაღალ კონცენტრაციას. ასევე იყო სხვადასხვა სუნელებში ტყვიის მაღალი შემცველობა და იყო ბულიონის კუბებში. მათი შემცველობა 3,3-ჯერ აჭარბებდა დასაშვებ კონცენტრაციას, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი და ყურადსაღები ფაქტია. ამასთან, ჩვენს მიერ გამოკვლეული ოჯახების 77%-ს ბავშვები შეადგენდნენ, რომელთა სისხლში საკმაოდ მაღალი იყო ტყვიის კონცენტრაცია", - აღნიშნა გურანდა არქოფაშვილმა
---
02.04.2019
ტყვიის შემცველობის შესახებ კვლევის ფარგლებში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიმართ რეკომენდაციები შემუშავდა
ტყვიის შემცველობის შესახებ კვლევის ფარგლებში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისთვის რეკომენდაციები შემუშავდა. როგორც კვლევის კოორდინატორმა ნოდარ ტანგიაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, მნიშვნელოვანია ეკონომიკის სამინისტრომ რაც შეიძლება მალე დანერგოს სათამაშოების უსაფრთხოების დირექტივა და მძიმე მეტალებთან დაკავშირებით ტექნიკური რეგლამენტი მიიღოს. მისივე თქმით, საჭიროა გაძლიერდეს სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით მუშაობა. "პირველ რიგში, რეკომენდაციაა მთავრობის მიმართ, რომ გაატროს საინფორმაციო კამპანია. მოსახლეობას აუხსნას რისკების შესახებ და პრევენციის გზების შესახებ. ასევე როგორ უნდა მოხდეს მკურნალობა. რეკომენდაცია ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ მდგომარეობს იმაში, რომ აუცილებელია გაიდლაინებში, ტყვიის საკითხი იყოს შეტანილი, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ექიმები. ასევე დაუნიშნონ მკურნალობა ბავშვებს, ორსულებს. მნიშვნელოვანია პედიატრების ცნობიერების ამაღლება. ცალკე რეკომენდაციაა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ, რომ გაგრძელდეს კვლევა, იმიტომ რომ ეს არის წინასწარი კვლევის შედეგები. კვლევა უნდა იყოს გაცილებით მასშტაბური და გაძლიერდეს სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით მუშაობა. ასევე მნიშვნელოვანია, შესწავლილი იყოს სკოლები და ბაღები, რომელთა შესწავლა ვერ მოვახერხეთ ჩვენი რესურსებით. მნიშვნელოვანია ასევე ეკონომიკის სამინისტრომ რაც შეიძლება მალე დანერგოს სათამაშოების უსაფრთხოების დირექტივა და ასევე მიიღოს ტექნიკური რეგლამენტი მძიმე მეტალებზე და ტყვიაზე, რაც ძალიან ბევრ ქვეყანაში არის. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ფინანსთა სამინისტრომ პროდუქცია, რომელიც საქართველოში შემოდის, საზღვარზე გააკონტროლოს ლაბორატორიულად, რადგან სათამაშოები, საკანცელარიო ნივთები, სამშენებლო მასალები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, ყოველი მეხუთე ჭარბი რაოდენობით შეიცავს ტყვიას", - განაცხადა ნოდარ ტანგიაშვილმა.
---
01.04.2019
მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=81282
აქციაზე ნინო ლომჯარია მივიდა - მონაწილეები ჭავჭავაძის #5-ში მთავრობის წევრების მისვლას ითხოვენ
ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე მივიდა სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია. ლომჯარიამ განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია აქციაზე ხუთი აქტივისტის დაკავების თაობაზე და მისი აპარატის წარმომადგენლები დაკავებულებს მოინახულებენ. ვრცელდება ცნობები, რომ პოლიციამ დააკავა ცოტნე ცხვედიანი, გიორგი კობახიძე, გიორგი სოფრომაძე, ვახუშტი მენაბდე და დავით სუბელიანი. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი იმ დრომდე არ დაიშლებიან, სანამ ჭავჭავაძის 5-ში, იქ, სადაც 31 მარტს ორი მუშა დაიღუპა, მთავრობის წარმომადგენლები არ მივლენ. აქციის მონაწილეების თქმით, დაღუპულ მუშებზე პასუხისმგებლობა სწორედ ხელისუფლებამ უნდა აიღოს. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ, აქციის მონაწილეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციის თანამშრომლებმა დავით სუბელიანი და აქციის კიდევ სამი მონაწილე დააკავეს. აქციის მონაწილეები შეიჭრნენ იმ შენობის ტერიტორიაზე, სადაც გუშინ 2 მუშა გარდაიცვალა. მათ ტერიტორიის დამცავი ღობე მოშალეს.
---
01.04.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/solidarobis-aqciis-monawileebi-chavchavadzis-5-shi-mtavrobis-warmomadgenlebis-misvlas-itxoven
სოლიდარობის აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის 5-ში მთავრობის წარმომადგენლების მისვლას ითხოვენ
აქციის მონაწილეებმა, რომლემიც 2 მუშის დაღუპვას აპროტესტებენ, ჭავჭავაძის 5 ნომერთან გადაინაცვლეს, სადაც ტრაგედია მოხდა. აქციის გამო ამ ტერიტორიაზე მოძრაობა შეზღუდულია. მათი თქმით, ისინი იქ მანამდე დარჩებიან, სანამ მთავრობის წარმომადგენლები არ მივლენ. კერძოდ, აქციის მონაწილეები პრემიერმინისტრის, ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრების მისვლას ითხოვენ. აქციის ორგანიზატორი „სოლიდარობის ქსელია“. მათ შეუერთდნენ ასევე ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრი და დამოუკიდებელი პროფკავშირი „ერთობა 2013“. აქციაზე ასევე იმყოფებიან სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის წინასწარი შეფასებით, ჭავჭავაძის ხუთ ნომერში, სადაც გუშინ მიწის ჩამოშლის შედეგად 2 მუშა დაიღუპა, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა ფიქსირდება. ჭავჭავაძის 5 ნომერში მშენებარე ობიექტზე, სამშენებლო სამუშაოების დროს მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მაშველებმა მიწის მასიდან 25 წლის კაცის ცხედარი მალევე ამოიყვანეს, 8 საათი გაგრძელდა მეორე ცხედრის სამძებრო სამუშაო. ორივე კაცი მიწის რვამეტრიანი მასის ქვეშ იყო მოყოლილი. მიწა სავარაუდოდ იქ ჩამოიშალა, სადაც საძირკველი იყო გაჭრილი. რა გახდა მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. სამშენებლო სამუშაოებს "შპს ლეჩკომბინატი ნომერი 1"-ის დაკვეთით, კომპანია "ტრანსმშენი“ აწარმოებს. შემთხვევის ადგილზე საავადმყოფო უნდა აშენდეს. შსს-მ გამოძიება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე დაიწყო. დღეს ცნობილი გახდა, რომ ჭავჭავაძეზე მშენებლობის დამკვეთ კომპანიას საქმიანობის უფლება შეუჩერდა, ორ ქვეკონტრაქტორ კონპანიას კი ჯარიმა დაეკისრა.
---
01.04.2019
ჭავჭავაძის #5-ში სამუშაოების მწამოებელი ძირითად კომპანიას „ლეჩკომბინატს“ სამუშაოების წარმოების უფლება შეუჩერდა, „ტრანსმშენი“ 7000 ლარით დაჯარიმდა, „ხიმიჯ სერვისი“ კი - 1000 ლარით
ჭავჭავაძის გამზირის #5-ში სამუშაოების მწარმოებელ ძირითად კომპანია შპს „ლეჩკომბინატს“, აღნიშნულ ადგილზე სამუშაოების წარმოების უფლება დროებით შეუჩერდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურში განუცხადეს. როგორც შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე განმარტავს, შემოწმების შედეგად გამოვლინდა რამდენიმე ნორმის დარღვევა, მათ შორის შრომის ინსპექტირებისთან დაკავშირებულ საკითხებში. გარდა ამისა, ამავე ტერიტორიაზე სამუშაოებს აწარმოებს კომპანია „ტრანსმშენი“, რომელიც ინსპექტირების პროცესში ხელისშეშლის გამო დღეს 7 000 ლარით დაჯარიმდა. კიდევ ერთი კომპანია „ხიმიჯ სერვისი“ კი 1000 ლარით დაჯარიმდა, რადგან არ ჰქონდა შესაბამისი რეგისტრაცია მძიმე, მავნე და საშიში სამუშაოების წარმოებისთვის. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ დეტალებზე „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ ისაუბრა. . „გუშინ დავიწყეთ უბედური შემთხვევის მოკვლევის მიმართულებით გარკვეული პროცედურები, ინსპექტირება გარძელდა დღესაც. ჩვენი სტრუქტურები იკვლევენ ტერიტორიას. უშუალოდ იმ ადგილზე, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, რამდენიმე კომპანია ერთობლივად ახორციელებს სამუშაოებს. არის - კომპანია, შემსრულებელი და ასევე, რამდენიმე ქვეკონტარაქტორი. იმის გამო, რომ ოთხიდან სამ კომპანიას რეგისტრაცია არ ჰქონდა გავლილი შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, სამივე დაჯარიმდა, ხოლო კომპანია „ტრანსმშენი“ 7000 ლარით დაჯარიმდა, რადგან ჩვენი თანამშრომლების შესვლასთან დაკავშირებით არსებობდა ხარვეზები, ობიექტზე დაშვებას ხელს უშლიდნენ “, - აღნიშნა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. ფერაძემ ინსპექტირების პროცესზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ინსპექტირების დასრულების შემდგომ უბედური შემთხვევასთან დაკავშირებულ ტექნიკურ ხარვეზებზე საუბარი მეტად შეიძლება, თუმცა ობიექტზე ჩანს, რომ გარკვეული ხარვეზები და კუსტარული დანადგარები იყო. „მიმდინარეობს მოკვლევა, როცა დასრულებული იქნება პროცესი, გვექნება შესაძლებლობა, რომ მეტი ვთქვათ ტექნიკურ ხარვეზებთან დაკავშირებით. ახლაც ინსპექტირების პროცესი მიმდინარეობს, თუმცა გუშინ უშუალოდ მე ვიყავი პროცესში ჩართული და ერთი შეხედვით ფიქსირდებოდა დარღვევები ტერიტორიაზე, იყო კუსტარული მანქანა-დანადგარები, ასევე, სხვადასხვა ადგილას იყო ღიობები, რომლებიც შესაბამისი წესით არ იყო დაცული. თუმცა, ვსაუბრობ პირველადი მონაცემებით, ხოლო დანარჩენზე საუბარი ინსპექტირების შემდეგ იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ფერაძემ.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/459198
---
01.04.2019
მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=81278
ჯანდაცვის სამინისტრი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების მიზნით ახალ პროექტს იწყებს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თბილისში, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების მიზნით ახალ პროექტს იწყებს. 2013 წლის 1 ივნისამდე ,თბილისში რეგისტრირებულ ოჯახებს შესაძლებლობა ექნებათ, თავისივე შერჩეული საცხოვრებელი ფართები სამინისტროს თანადაფინანსებით შეისყიდონ. სამინისტრო იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ერთ კვადრატულ მეტრზე მაქსიმუმ 350 აშშ დოლარით დააფინანსებს. თავის მხრივ, დევნილი ოჯახის წილი კვადრატულ მეტრზე მინიმუმ 60 დოლარს უნდა შეადგენდეს. შესასყიდი საცხოვრებელი ფართის კვადრატულობას ოჯახის წევრთა რაოდენობა განსაზღვრავს.ერთსულიანი ოჯახისთვის განსაზღვრულია მაქსიმუმ 35კვ.მ, ორსულიანი ოჯახისთვის 40კვ.მ, ხოლო ყოველ მომდევნო წევრზე დამატებით 10კვ.მ. პროგრამაში ჩართვის მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დღეს დაიწყება და 1 მაისამდე გაგრძელდება. განაცხადები მიიღება სოციალური მომსახურების სააგენტოში - თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში შემდეგ მისამართებზე: • თბილისი - თამარაშვილის ქ. N15ა; • ზუგდიდი - აღმაშენებლის ქ. N106; • ქუთაისი - ირაკლი აბაშიძის გამზ. N27.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/539914-jandacvis-saministro-tbilisshi-devnili-ojaxebis-grzelvadiani-gansaxlebis-miznit-axal-proekts-icqebs/
---
01.04.2019
სამინისტრო: მხოლოდ „დირსის“ შენობის დატოვების შემდეგ განიხილება იქ შეჭრილი დევნილების განსახლების საკითხი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თბილისში, სამშენებლო კომპანია „დირსის“ საკუთრებაში არსებულ შენობაში დევნილი ოჯახების შეჭრის ფაქტს ეხმაურება. "დევნილთა გარკვეულმა ჯგუფებმა უკანონოდ დაიკავეს კომპანია დირსის კუთვნილი ბინები, რომლებიც სამინისტროს, დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისთვის, სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე უნდა გადმოეცეს. სამინისტროს ცალსახა პოზიციაა, რომ დევნილების მიერ, კომპანია „დირსის“ საკუთრებაში შეჭრა წარმოადგენს უკანონო ქმედებას და აღნიშნული დევნილი ოჯახების განსახლების საკითხი იმ დრომდე არ განიხილება, ვიდრე ისინი თვითნებურად დაკავებულ საცხოვრებელ ფართებს არ გაათავისუფლებენ. სამინისტრო უმოკლეს ვადებში შეისწავლის 200 -მდე შეჭრილი დევნილი ოჯახის მდგომარეობას და მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს იმ ოჯახებს, რომელთაც განსაკუთრებით გამოუვალი მდგომარეობა აქვთ. უკანონოდ შეჭრა კი იმ ათასობით დევნილი ოჯახის უფლებების დარღვევაა, რომლებიც კეთილსინდისიერად ელოდებიან საცხოვრებელი ფართების მიღებას და შექმნილი ვითარების გამო პროცესი ფერხდება. მხოლოდ შენობის დატოვების შემდგომ განიხილება მათი განსახლების საკითხი, სხვა იძულებით გადაადგილებული პირების მსგავსად, კრიტერიუმების შესაბამისად. სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, სამუშაო რეჟიმში, დევნილ ოჯახებთან მოლაპარაკებები აწარმოოს. სამშენებლო კომპანია „დირსის“ საკუთრებაში არსებული ბინები, სამინისტროს სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე უნდა გადმოეცეს და დევნილების მიერ შენობის დაკავება ამ პროცესსაც შეაფერხებს",-აცხადებენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებაში. უწყების ცნობითვე, თბილისში, საცხოვრებელი ფართის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულების სია მიმდინარე წლის 10 აპრილს გამოქვეყნდება. 7 მაისიდან კი, მონიტორინგის პროცესი დაიწყება, რის შემდეგაც დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია თითოეული ოჯახის საკითხს ინდივიდუალურად განიხილავს. "სამინისტრო დევნილ ოჯახებს საცხოვრებელ ფართებს გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადასცემს. ქულათა სისტემა განსაზღვრავს რიგითობას, თუ რომელი დევნილი ოჯახი საჭიროებს საცხოვრებლით უზრუნველყოფას პირველ რიგში. ამასთან, განიხილება იმ დევნილი ოჯახების განსახლების საკითხიც, რომლებიც შესაბამისი საექსპერტო დასკვნის თანახმად, ნგრევად და სიცოცხლისათვის საშიშ ობიექტებში ცხოვრობენ. ბინების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას კომისია იღებს, რომლის შემადგენლობაშიც სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან. სამინისტრო, თბილისში, როგორც „დირსისგან“ ისე სხვა სამშენებლო კომპანიებისგან შესყიდულ 800 ბინას დევნილ ოჯახებს მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს გადასცემს. 2012 წლიდან ბიუჯეტის ზრდა ამ მიმართულებით, ყოველწლიურად მიმდინარეობს. 2012 წელს ეს იყო 28 მილიონი ლარი, 2018 წელს კი, თანხამ 135 მილიონი ლარი შეადგინა. 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაში დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, 328 მილიონია გამოყოფილი",-განმარტავენ სამინისტროში.
---
01.04.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/murad-ablotia-dirsshi-binebi-wesisamebr-ganawildeba-im-devnil-ojakhebze-romlebic-molodinis-redjimshi-arian/
მურად აბლოთია - „დირსში“ ბინები წესისამებრ განაწილდება იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებიც წლებია, მოლოდინის რეჟიმში არიან
ადამიანები, რომლებიც შეიჭრნენ საცხოვრებელი კომპლექს „დირსის“ ერთ-ერთ კორპუსში, ვერ მიიღებენ ბინებს, ბინები წესისამებრ განაწილდება იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებიც წლებია, მოლოდინის რეჟიმში არიან, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და ეკომოგრანტთა პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა მურად აბლოთიამ განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკება მიმდინარეობს იმ ადამიანებთან, რომლებიც „დირსში“ ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. მისივე განცხადებით, თუ მათ შორის რომელიმე ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია, შეიძლება, სამინისტრომ გარკვეული ნაბიჯები გადადგას და დროებითი საცხოვრებლით დააკმაყოფილოს. „წელს, ივნისის ბოლოს თბილისში ბინებს 800-მდე ოჯახი მიიღებს, მათ შორის „დირსში“. ასეა იყო დაგეგმილი, თუ ამ პროცესებმა ხელი არ შეუშალა. მოლაპარაკებები გვაქვს დევნილებთან. თუ მათ შორის რომელიმე ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია, შეიძლება, რომ მასთან დაკავშირებით სამინისტრომ გარკვეული ნაბიჯები გადადგას და დროებითი საცხოვრებლით დააკმაყოფილოს. დანარჩენი ოჯახები დატოვებენ იქაურობას. არიან ვეტერანი და მაღალქულიანი ოჯახები, რომლებიც წლებია, ელოდებიან ამ ბინებს“, – განაცხადა მურად აბლოთიამ. მისი თქმით, ბინები განაწილებულია და აღნიშნა, რომ ეს წესი არ დაირღვევა. „10 აპრილს დევნილი ოჯახების საერთო შეფასების სიას გამოვაქვეყნებთ. 7 მაისიდან ვიწყებთ მონიტორინგს. შენობაში შეჭრილმა დაახლოებით 200-მა ოჯახმა სიები თავად გადმოგვცა. სიებს შევისწავლით და ხვალ დილისთვის სრული ანალიზი გვექნება. ცალსახად ვიმეორებ, რომ ბინები განაწილებულია და ეს წესი არ დაირღვევა. მათ ბინები არ გადაეცემათ. ათასობით დევნილი ოჯახის უფლება დაირღვევა, თუ მათ იქ ბინები მიიღეს“, – განაცხადა მურად აბლოთიამ. მესამე დღეა, „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთ კორპუსში ამ დრომდე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები რჩებიან. მათ საცხოვრებელი ფართები დაიკავეს და სამინისტროსგან მის დაკანონებას ითხოვენ. დევნილების თქმით, მათი უმეტესობა ქირით ცხოვრობს.
---
01.04.2019
საპატრულო პოლიცია - „დირსის“ კორპუსების რამდენიმე სადარბაზოში შეჭრილია 150-მდე დევნილი, მობილიზებულები ვართ, რომ დავიცვათ მართლწესრიგი და უსაფრთხოება
საცხოვრებელ კომპლექს „დირსიში“ ადგილზე უსაფრთხოებას და მართლწესრიგს პოლიცია უზრუნველყოფს. ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ვაჟა სირაძემ განუცხადა. „როგორც მოგეხსენებათ, საცხოვრებელ კომპლექს „დირსის“ კორპუსების რამდენიმე სადარბაზოში შეჭრილია 150-მდე დევნილი. ადგილზე მობილიზებულები არიან საპოლიციო დანაყოფები, რომლებიც უზრუნველყოფენ ორივე მხარის უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, რათა არ მოხდეს მხარეებს შორის რაიმე სახის კონფლიქტი ან დაპირისპირება. ნებისმიერ პირს აქვს საშუალება მიიღოს საკვებიც და სასმელი წყალიც და რაც საპოლიციო დანაყოფებმაც არაერთხელ მიაწოდეს. ამ ეტაპისთვის ჩვენ მობილიზებულები ვართ, იმისთვის, რომ ადგილზე დავიცვათ მართლწესრიგი და უსაფრთხოება, ამის გარდა პოლიციას სხვა დავალება არ გააჩნია“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ. აღნიშნულ კომენტარს შს სამინისტრო ავრცელებს.
---
01.04.2019
ჭავჭავაძეზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით პოლიციაში კომპანიის „ხიმიჯ სერვის 2“- ის წარმომადგენლების გამოკითხვა მიმდინარეობს
ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ვაკე-საბურთალოს პოლიციაში კომპანიის „ხიმიჯ სერვის 2“- ის წარმომადგენლების გამოკითხვა მიმდინარეობს. ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ განაცხადა. „ამ წუთებში კომპანიის წარმომადგენლების გამოკითხვა მიმდინარეობს. შემსრულებელი პირდაპირ არის პასუხისმგებელი იმ შედეგზე, რაც დადგა, ამას ვერ გავექცევით. დაცული ბოლომდე რომ ყოფილიყო, დამიჯერეთ არ მოხდებოდა ეს ამბავი. ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც მე გამაჩნია, უსაფრთხოებასა და ადამიანური რესურსის დაცვაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა არის „ხიმიჯ სერვისზე“. ამის უარყოფა იქნება არასწორი“, - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ. ჭავჭავაძის გამზირზე მშენებელი კომპანია არის, „ტრანსმშენი“, მაგრამ „ხიმიჯ სერვის 2“ კი ქვეკონტრაქტორი კომპანიაა, რომელიც ახორციელებდა სამუშაოებს.
---
01.04.2019
შრომის ინსპექტორი - ჭავჭავაძის #5-ში მიმდინარე მშენებლობაზე არ ხდებოდა რისკებისა და საფრთხეების შეფასება და უბედური შემთხვევა სწორედ ამან გამოიწვია
არ ხდებოდა კონკრეტული რისკების, არსებული საფრთხეების შეფასება და სწორედ ამან გამოიწვია შემთხვევა, - ამის შესახებ შრომის ინსპექტორმა მაია მიქაძემ განაცხადა. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლები ჭავჭავაძის #5-ში, იმ ტერიტორიაზე იყვნენ შესულები, სადაც წუხელ მომხდარ უბედურ შემთხვევას ორი ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა. შრომის ინსპექტორის, მაია მიქაძის განცხადებით, მოკვლევა კვლავ გრძელდება, თუმცა სურათიდან ჩანს, რომ გარკვეული საფრთხეების იდენტიფიცირება ობიექტზე არ ხდებოდა. „როგორც მოგეხსენებათ, შრომის ინსპექციამ მყისიერად მოახდინა გუშინდელ ფაქტზე რეაგირება. ჩვენ ვიყავით გუშინ შემთხვევის ადგილზე. მოკვლევა გრძელდება დღესაც, რაც გულისხმობს შესაბამისი დოკუმენტაციის გაცნობას, შემსწრე პირების გამოკითხვას, შესწავლას, თუ რამდენად ხორციელდებოდა მაგალითად, საფრთხეების იდენტიფიცირება, რამდენად მიმდინარეობდა სწავლება და რამდენად იცოდნენ ადამიანებმა კონკრეტულ სამუშაოებთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განეხორციელებინათ ის. შეგვიძლია ვთქვათ იმ საფრთხეებიდან გამომდინარე და იმ სურათიდან, რაც არსებობს ობიექტზე, რომ არ ხდებოდა კონკრეტული რისკების, არსებული საფრთხეების შეფასება და სწორედ ამან გამოიწვია ეს კონკრეტული შემთხვევა. ხოლო უფრო დეტალურად, თუ რა სისტემურმა და ძირეულმა მიზეზებმა გამოიწვია აღნიშნული შემთხვევა, მხოლოდ მას შემდგომ შეგვიძლია საუბარი, რაც დასრულდება მოკვლევის პროცესი და კომპლექსურად შემოწმდება ყველაფერი“, - განაცხადა მან. მიქაძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ კონკრეტულ სამუშაოებს ქვეკონტრაქტორი ახორციელებდა, პასუხისმგებლობისგან შემკვეთი არ თავისუფლდება. „საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, უსაფრთხოების შესახებ, პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდება შემკვეთი, მიუხედავად იმისა, რომ ჰყავს ქვეკონტრაქტორი. შეთანხმების შედეგად ერთობლივად უნდა იყოს განსაზღვრული უსაფრთხოების ნორმები კონკრეტულ სამუშაო ობიექტზე“, - აღნიშნა ინსპექტორმა.
---
01.04.2019
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლები ჭავჭავაძის #5-ში, უბედური შემთხვევის ადგილზე შევიდნენ
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლები ჭავჭავაძის #5-ში, იმ ტერიტორიაზე შევიდნენ, სადაც წუხელ მომხდარ უბედურ შემთხვებას ორი ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდაპირველად აღნიშნულ ტერიტორიაზე მათ დაცვის თანამშრომლები არ უშვებდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექტორებმა მათ განუმარტეს, რომ კანონმდებლობით ტერიტორიაზე ობიექტის ხელმძღვანელობის გაფრთხილების გარეშე შესვლის უფლება აქვთ, უბედური შემთხვევის ადგილზე შეუშვეს. "ჩვენ გუშინდელი დღიდან მოყოლებული ამ კონკრეტული უბედური შემთხვევის მოკვლევას ვაწარმოებთ. მოკვლევა გულისხმობს ადგილზე მოსვლას. დღეს მოვედით, რათა განვახორციელოთ შემოწმება, გავეცნოთ დოკუმენტაციას. ჩვენ წინასწარ გაფრთხილებას არ ვახორციელებთ, ობიექტის ხელმძღვანელობას მოსვლის შესახებ წინასწარ არ ვაცნონებთ, გვაქვს უფლება მოვიდეთ და მყისიერად განვახორციელოთ შემოწმება," - განაცხადა შრომის ინსპექტორმა მაია მიქაიამ. შრომის ინსპექტორების გარდა, უბედური შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები და ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები. შეგახსენებთ, ჭავჭავაძის გამზირზე, სამშენებლო ობიექტზე მიწის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში იპოვეს. ხოლო 8 საათის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან 1979 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარიც ამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ადგილზე მუშაობდა 35 მეხანძრე-მაშველი. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
---
01.04.2019
ბექა ფერაძე - ჭავჭავაძის გამზირზე უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზებზე მოკვლევა მიმდინარეობს, უახლესი ინფორმაცია მალე გვექნება
თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი სწავლობს. როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განაცხადა, ობიექტზე ზოგადი ტიპის დარღვევები დაფიქსირდა. „რაც შეეხება უშუალოდ უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს, ამის შესახებ ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს მოკვლევა და უახლოეს პერიოდში უახლესი ინფორმაცია გვექნება. როგორც გეოლოგები გვეუბნებიან, აქ არ გვქონდა გეოლოგიურ პროცესებთან საქმე. ჩვენ უნდა შევისწავლოთ რამდენად სწორად მიმდინარეობდა დახურულ სივრცეში სამუშაოები, მიწისქვეშა სამუშაოების დროს რამდენად იყო შესაბამისი წესით გამაგრება, რამდენად იყო საჭირო პროცედურები გატარებული იქ დასაქმებული ადამიანებისთვის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შესაქმნელად“, – განაცხადა ბექა ფერაძემ. ამასთან, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, სამშენებლო ობიექტზე ზოგადი დარღვევები იყო. „ზოგადად, ობიექტზე დარღვევები იყო, კუსტარული მანქანა-დანადგარები, იყო ღიობები. მხედველობაში მაქვს ზოგადი პერიმეტრი და არა კონკრეტულად უბედური შემთხვევის ლოკაცია. დეტალებზე საუბარს მოგვიანებით შევძლებთ“, – განაცხადა ბექა ფერაძემ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე გუშინ მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მომხდარიდან ცოტა ხნის შემდეგ მიწის ქვეშ მოყოლილი ერთი მუშა დაღუპული იპოვეს, მეორე მამაკაცის ცხედარს კი, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.
---
01.04.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/chavchavadzis-gamzirze-sadac-ubedur-shemtkhvevas-ori-musha-emskhverpla-samsheneblo-samushaoebi-shecherebulia/
ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც უბედურ შემთხვევას ორი მუშა ემსხვერპლა, სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია
თბილისში, ჭავჭავაძის 5 ნომერში, სადაც უბედურ შემთხვევას ორი მუშა ემსხვერპლა, სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია. შემთხვევის ადგილი დალუქულია. ტერიტორიაზე მხოლოდ დაცვის თანამშრომლები რჩებიან. სამშენებლო ობიექტს შრომის ინსპექტორები მოინახულებენ. მათ უნდა დაადგინონ, იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ნორმები. პირველადი მოკვლევა შემთხვევის ადგილზე გუშინ ჩატარდა, რის საფუძველზეც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო. სამშენებლო ობიექტი ერთი კვირის წინ მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა შეამოწმეს, თუმცა მათ რაიმე სახის დარღვევა არ დაუფიქსირებიათ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე გუშინ მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მომხდარიდან ცოტა ხნის შემდეგ მიწის ქვეშ მოყოლილი ერთი მუშა დაღუპული იპოვეს, მეორე მამაკაცის ცხედარს კი, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.
---
01.04.2019
კომპანია „ტრანსმშენი“ ჭავჭავაძის #5-ში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კომპანია „ტრანსმშენი“, რომელიც ჭავჭავაძის #5-ში მშენებლობას ახორციელებდა, განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აღნიშნულ ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის ვალდებულება ამავე კომპანიის მიერ დაქირავებულ ქვეკონტრაქტორ კომპანიას ეკისრებოდა. გარდა ამისა, კომპანია „ტრანსმშენი“ აცხადებს, რომ გარდაცვლილი თანამშრომლები ქვეკონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები იყვნენ. კომპანია „ტრანსმშენი“ გამოძიებასთან თანამშრომლობის მზაობას გამოთქვამს. „კომპანია “ტრანსმშენი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჭავჭავაძის #5-ში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ აღნიშნული ობიექტის კონკრეტულ მონაკვეთზე მიმდინარე სპეციფიკური სამუშაოების გამო, კომპანიას დაქირავებული ჰყავდა ქვეკონტრაქტორი კომპანია, რომელსაც გააჩნია დიდი და მრავალწლიანი გამოცდილება ამ ტიპის სამუშაოების წარმოებაში და რომელიც გაფორმებული ხელშეკრულებით, პასუხისმგებელი იყო ამ სამუშაოების წარმობის დროს სამუშაო მონაკვეთზე დაეცვა უსაფრთხოების ნორმები. გარდაცვლილი თანამშრომლები იყვნენ ქვეკონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილების ოჯახებს ამ უაღრესად დიდ დანაკლისს. გამოვთქვამთ სრულ მზაობას ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან,“ - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, ჭავჭავაძის გამზირზე, სამშენებლო ობიექტზე მიწის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში იპოვეს. ხოლო 8 საათის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან 1979 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარიც ამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ადგილზე მუშაობდა 35 მეხანძრე-მაშველი. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/44139/qvekontraqtori-kompania-valdebuli-iyo-daetsva-usafrtkhoebis-normebi--transmnsheni
---
01.04.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/353000/
შრომის უფლებები ომბუდსმენის ანგარიშში
სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, 2018 წლის საანგარიშო პერიოდში უმთავრეს გამოწვევად კვლავ რჩებოდა შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა. დოკუმენტის მიხედვით, პრობლემურ საკითხად გამოიკვეთა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებით უზრუნველყოფა. “ამავე დროს, მწვავე შეფასება დაიმსახურა კანონპროექტმა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის სამართლებრივი სტატუსის ცვლილებას. მსგავსი შემთხვევიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ უნდა მიეთითოს, რომ აუცილებელია კანონმდებლებმა ყოველთვის გაითვალისწინონ პროფესიული საჯარო სამსახურის სტაბილურობა, მოხელეების შრომითი უფლებები და საჯარო სამსახურის სისტემის საფუძვლად არსებული პრინციპები”, – აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში...
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/539844-ombudsmeni-2018-cels-samushao-adgilebze-daigupa-59-da-dashavda-199-adamiani/
კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/2019-ianvari-martis-periodshi-msheneblobaze-11-musha-gardaicvala-da-3-dashavda
კვირა.ჯი- http://kvira.ge/459077
---
01.04.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/saqartveloshi-yvelaze-mets-msheneblobaze-dasaqmebulebi-mushaoben
საქართველოში ყველაზე მეტს მშენებლობაზე დასაქმებულები მუშაობენ
საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირაში 40 საათს შეადგენს, სპეციფიკურ სამუშაოებზე კი 48 საათს. თუმცა ქართულ რეალობაში ამ წესის დაცვა ალბათ, ყველაზე ნაკლებად ხდება, რაზეც ოფიციალური სტატისტიკაც მიუთითებს. მაგალითად, მშენებლობაზე დასაქმებულები კვირაში 50 საათს მუშაობენ, რესტორნებში 49 საათს და ა.შ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ძირითად სამუშაოზე კვირაში ნამუშევარი ჩვეულებრივი საათების საშუალო რაოდენობა ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით ასე გამოიყურება: (მონაცემები მოიცავს 2017 წელს) სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 28,2 საათი მრეწველობა - 46,1 საათი მშენებლობა - 50,5 საათი საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 49,2საათი ტრანსპორტირება და დასაწყობება - 45,7 საათი განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 49,3 საათი ინფორმაცია და კომუნიკაცია - 42,5 საათი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 42,8 საათი უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 39,4 საათი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 41,6 საათი ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 44,3 საათი სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური დაცვა - 48,0 საათი განათლება - 30,4 საათი ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 42,1 საათი ხელოვნება, გართობა და დასვენება - 38,7 საათი სხვა სახის მომსახურება - 45,7 საათი შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის - 50,2 საათი ექსტერიტორიული ორგანიზაციების და ორგანოების საქმიანობები - 43,3 საათი როგორც ცნობილია, სამუშაო კვირის ხანგრძლივობას საქართველოს შრომის კოდექსის მე–14 მუხლი არეგულირებს. ამ მუხლის თანახმად, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, – კვირაში 48 საათს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენებისა და დასვენების დრო.
---
01.04.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/539842-cels-samushao-adgilebze-9-adamiani-daigupa/
წელს სამუშაო ადგილებზე 9 ადამიანი დაიღუპა
2019 წლის მონაცემებით, სამუშაო ადგილებზე 9 ადამიანი დაიღუპა და 4 ადამიანი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში განუცხადეს. პროფკავშირების ინფორმაციით, 2018 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე 59 ადამიანი გარდაიცვალა და მძიმედ დაშავდა 199 ადამიანი. 2017 წელს გარდაიცვალა 47 და 106 მძიმედ დაშავდა. 2016 წელს კი 58 ადამიანი გარდაიცვალა, 85 - მძიმედ დაშავდა.
---
01.04.2019
აკაკი ზოიძე - პარლამენტს შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი ინიციატივა, სავარაუდოდ, სექტემბერში წარედგინება
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, სავარაუდოდ, სექტემბერში, პარლამენტს წარედგინება შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი ინიციატივა, რომელიც დასაქმებულების სამართლებრივი უფლებების დაცვასაც ითვალისწინებს. „ამაზე დისკუსია დიდი ხანია მიდის და სამუშაო ჯგუფიც არის შექმნილი, რომელსაც დიმიტრი ცქიტიშვილი ხელმძღვანელობს. ასევე მონაწილეობას იღებენ შრომის საერთაშორისო დონის ექსპერტები და სავარაუდოდ, სექტემბერში უკვე უნდა წარადგინონ ინიციატივა, თუ როგორ აისახება შრომის ინსპექციის, მათ შორის შრომის უფლებების მონიტორინგი და პრევენცია ამ კუთხით. რა თქმა უნდა, სამართლებრივ საკითხებზეც იყო საუბარი, რომ საკანონმდებლო დონეზე მოხდეს ამ მიმართულებით განსაზღვრა, მაგრამ მე ვერ დავეთანხმები შეფასებაში, რომ სიკვდილიანობის უმეტესობა დაკავშირებულია შრომის უფლებების დარღვევასთან. პირველ ყოვლისა, ეს იყო შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხი. ჩვენ ძალიან მცირე დროში, ფორსირებულად, ძალიან მნიშნელოვან კანონებს ვიღებთ. იცით, რომ შარშან მივიღეთ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი, რომელიც მავნე, საშიშ სამუშაო პირობებს ეხებოდა“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, შრომის ინსპექციას უკვე დიდი ფუნქციები აქვს, რომელსაც შესაბამისი ინსტიტუციონალური გაძლიერება და უზრუნველყოფა სჭირდება. „დაახლოებით თვენახევრის წინ მივიღეთ ორგანული კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ. ძალიან დიდი ფუქციები უკვე აქვს შრომის ინსპექციას, რომელსაც შესაბამისი ინსტიტუციონალური გაძლიერება და უზრუნველყოფა სჭირდება. ეს არის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა და არა ის, რომ საკანონმდებლო დონეზე რაიმე აკლია. ჩემი აზრით, საქართველოს პარლამენტმა ძალიან მნიშენლოვანი კანონმდებლობა მიიღო ამ კუთხით. ახლა მთავარია ამ კანონის აღსრულება მოხდეს ადეკვატურად და შრომის ინსპექციის ინსტიტუციონალური შესაძლებლობები, რაოდენობა ინსპექტორების, მათ კვალიფიკაცია შეესაბამებოდეს იმ მოთხოვნებს, რაც არის დაყენებული ამ კანონმდებლობის მიხედვით“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირების გაერთიანებაში განუცხადეს, 2019 წლის მონაცემებით, სამუშაო ადგილზე 9 ადამიანი გარდაიცვალა და 4 მძიმედ დაშავდა.
---
01.04.2019
მედიასაშუალება: http://newpress.ge/qveyanashi-konkurencia-individualizmi-egoizmi-aris-waxalisebuli---beqa-nacvlishvili
ქვეყანაში კონკურენცია, ინდივიდუალიზმი, ეგოიზმი არის წახალისებული - ბექა ნაცვლიშვილი
დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი შემთხვევისას გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა. მისი განცხადებით, ქვეყანაში სოციალური პოლიტიკა და შრომის უსაფრთოების საკითხები მხოლოდ ფორმალურად რეგულირდება, სინამდვილეში კი წახალისებულია არა თანადგომა და პასუხისმგებლიანი ქცევა, არამედ ეგოიზმი და უპასუხისმგებლობა. „კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, იმ გარემოებას, რომ ყველა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც სოციალური პოლიტიკის, შრომის უსაფრთხოებისა და სამშენებლო თუ სხვა რეგულაციების თვალსაზრისით ხორციელდება, მოკლებულია საზოგადოების წინაშე არსებული საჭიროებების სისტემურ გააზრებას და ემსახურება მხოლოდ ევროკავშირთან გაუაზრებლად აღებული ვალდებულებების ფორმალურ, მექანიკურ შესრულებას. ეს არა მხოლოდ რომელიმე პასუხისმგებელი პირისა თუ უწყების დაუდევრობის, არამედ უფრო მეტად იმ არასწორი პოლიტიკის შედეგია, რომელსაც სახელმწიფო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უწყვეტად ახორციელებს. გაცხადებული სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ფასადს უკან დგას სოციალური წესრიგი, რომელიც ერთის გამარჯვების ხარჯზე, მეორის დამარცხებას გულისხმობს, ხოლო ერთის გამდიდრების ხარჯზე სხვის გაღარიბებას. ამ სოციალური წესრიგის შედეგად მივიღეთ ვითარება როცა თანადგომაზე, სოლიდარობაზე, ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობაზე ორიენტირებული ქცევა სისუსტედ მიიჩნევა, ხოლო კონკურენცია, ინდივიდუალიზმი, ეგოიზმი არის წახალისებული. ეს პოლიტიკა ყველაზე რადიკალური ფორმით ჩვენ წლების წინ გამოვცადეთ, როცა მიზანმიმართულად გაუქმდა ყველა ის მარეგულირებელი ნორმა და ინსტიტუტი, რაც მოქალაქეების უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი. სამწუხაროდ, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ხდება ცვლილებების მხოლოდ სიმულირება, რაც ვითარებას ბუნებრივია ვერ შეცვლის. გამოცდილებამ გვანახა, რომ განვითარების ეს გზა იწვევს ერთეულების განვითარებასა და გამდიდრებას სხვისი ექსპლუატაციის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარჯზე. სწორედ ეს არის საზოგადოებისა და პოლიტიკური კლასის გაუცხოვების მთავარი მიზეზი. მაგრამ მხოლოდ მწუხარების გამოთქმა არ კმარა. სწორედ ეს არის ახლა ყველაზე მთავარი, რისთვისაც უნდა იბრძოლოს ყველამ“, – აღნიშნულია ბექა ნაცვლიშვილის განცხადებაში. ცნობისთვის, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე გარდაცვლილი 26 წლის დავით აბესაძე ჭიათურის მუნიციპალიტეტიდანაა. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. შეგახსენებთ, ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა თებერვალში დატოვა, რაც საპენსიო საკითხთან მისი ინიციატივის გაუთვალისწინებლობას უკავშირდებოდა. მან ასევე დატოვა "სოციალ-დემოკრატიული პარტია" და მუშაობას დამოუკიდებელი დეპიუტატის სტატუსით აგრძელებს.
---
01.04.2019
პროფკავშირების წარმომადგენელი - ეჭვი მეპარება, რომ ჭავჭავაძის #5-ში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ქანები გამოკვლეული ყოფილიყო
მე ძალიან მეპარება ეჭვი, რომ ამ ტერიტორიაზე გამოკვლეული იყო ქანები. აქ კვლევა რომ ჩატარებულიყო, დაადგენდნენ, რომ ამ ტერიტორიაზე არის სიცარიელე", - ამის შესახებ საქართველოს მშენებელთა და ტყის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თავმჯდომარე მარინა კურტანიძემ განაცხადა. კურტანიძე ცოტა ხნის წინ უბედური შემთხვევის ადგილზე მივიდა. "უბედური შემთხვევის შემდეგ აზრი აღარ აქვს პრევენციული ქმედებების განხორციელებას. აუცილებელია შემოწმდეს ყველა სამუშაო ობიექტი, სანამ დაიწყებს ადამიანი მუშაობას კონკრეტულ ტერიტორიაზე. დასაქმებულებს უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი ინსტრუქტაჟი და უნდა იცოდნენ, რომ მათი სამუშაო გარემო არის უსაფრთხო. ამ შემთხვევაში ინსტრუქტაჟი ჩატარებული რომ ყოფილიყო, აღნიშნულ შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. მე ძალიან მეპარება ეჭვი, რომ ამ ტერიტორიაზე გამოკვლეული იყო ქანები. აქ კვლევა რომ ჩატარებულიყო, დაადგენდნენ, რომ ამ ტერიტორიაზე არის სიცარიელე. სხვა შემთხვევაში არ შეიძლებოდა ჩანგრეულიყო მიწა. ეს არის კვლევა? პროფკავშირების როლი არის გადამწყვეტი. ყოველთვის, როცა ვატარებთ შესაბამის სემინარებს შრომის უსაფრთხოების კუთხით, დასაქმებულებმა იციან, როგორ უნდა იმოქმედონ, როგორ დაიცვან თავი და როგორ გახადონ უსაფრთხო თავიანთი სამუშაო გარემო," - განაცხადა მარინა კურტანიძემ.
---
01.04.2019
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ხელისუფლებას მშენებლობებზე ზომების კიდევ უფრო გამკაცრებისკენ მოუწოდებს
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მშენებლობებზე ზომების კიდევ უფრო გამკაცრებისკენ მოუწოდებს. განცხადების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში სამშენებლო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევაზე სანქციები მნიშვნელოვნად გამკაცრდა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის მხრივ თბილისში მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, პროფესიული კავშირების გაერთიანების მონაცემებით 2019 წლის პირველ სამ თვეში, სამუშაო ადგილებზე 9 სასიკვდილო შემთხვევა დაფიქსირდა და აქედან 8 სამშენებლო სექტორში. ამასთან, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევიდან გამოწვეულ მძიმე შედეგებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ კომპანიების მხოლოდ ქვედა რგოლის წარმომადგენლებს. „პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის პოზიციაა შემდეგია: 1. შრომის ინსპექციას დაუყოვნებლივ მიენიჭოს შრომის უსაფრთხოების და შრომითი უფლებების შემოწმების მანდატი ყოველგვარი სასამართლოს ნებართვის გარეშე. პრაქტიკა ცხადყოფს, რომ საწარმოო უბედური შემთხვევები უკავშირდება არა მხოლოდ შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არამედ შრომის კანონმდებლობით დადგენილ სხვა საკითხებსაც, მაგალითად, ნორმირებულ დროზე მეტხანს მუშაობა და ღამის სამუშაოებზე მუშაობა, რაც ზრდის სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევის რისკებს. ამას გარდა ზედამხედველ ორგანოებს უნდა ჰქონდეთ მათ საზედამხედველო ობიექტებზე უპირობოდ დაშვების უფლება ნებისმიერ დროს, როგორც დღის, ისე ღამის საათებში. ასევე უმოკლეს ვადებში უნდა გაიმიჯნოს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე ზედამხედველი უწყებების უფლებამოსილებები. 2. მოხდეს შრომის ინსპექციის ინსტიტუციური განმტკიცება და უზრუნველყოფილი იქნას გამართული და ეფექტური ფუნქციონირებისთვის საჭირო საკადრო და მატერიალური რესურსებით. უახლოეს მომავალში, შრომის ინსპექცია ჩამოყალიბდეს ცალკე, დამოუკიდებელ სტრუქტურად საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით და შეიქმნას შესაბამისი რეგიონული ოფისები ქვეყნის მასშტაბით. მისი მანდატის ქვეშ მოექცეს სახელმწიფო უწყებებში გაბნეული მერიის მუნიციპალური ინსპექცია და ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო და ანგარიშვალდებული გახდეს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის წინაშე. 3. საჯარიმო სანქციების გაზრდის გარდა საწარმოო შემთხვევების მაჩვენებლის შესამცირებლად აუცილებელია მომხდარ უბედურ შემთხვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ კომპანიების არა მხოლოდ ქვედა, არამედ ზედა რგოლის წარმომადგენლებსაც. ტრადიციულად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც არ არიან უფლებამოსილნი და არ ძალუძთ ადმინისტრაციის ზედა რგოლის ნების გარეშე, სამუშაო ადგილებზე გაატარონ ის ქმედითი ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია სამუშაო ადგილებზე არსებული უბედური შემთხვევის გამომწვევი საფრთხის ფაქტორების აღმოფხვრისა ან შემცირებისთვის. 4. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფორმატში იქნას გაანალიზებული ამ სექტორში არსებული სხვა გამოწვევები და რისკების როგორც შეფასების, ასევე პრევენციის შესაძლებლობები; „მნიშვნელოვანია სახელმწიფომ საზოგადოების და დასაქმებულების ცნობიერების ამაღლების კუთხით გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რაც გულისხმობს საზოგადოების ჩართულობას მსგავსი ფაქტების გამოვლენის საქმეში,“-აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, გუშინ ჭავჭავაძის გამზირზე, სამშენებლო ობიექტზე მიწის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
---
01.04.2019
„სახელმწიფოსთვის ბიზნესის ინტერესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე„ - რატომ ვერ იცავს გამკაცრებული შრომის უსაფრთხოების კანონი მუშებს
საზოგადოებრივი მოძრაობა „სოლიდარობის ქსელი“ 1 აპრილს, 19:00 საათზე, თბილისში, მთავრობის კანცელარიის წინ საპროტესტო აქციას შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით გეგმავს. როგორც სოლიდარობის ქსელის წევრი ნენო ჩარკვიანი აცხადებს, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი შემთხვევა კიდევ ერთელ აჩვენებს იმას, რომ სახელმწიფოსთვის დღეს ბიზნესის ინტერესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე. აქციის წევრები ჭავჭავაძის გამზირზე, სამშენებლო ობიექტზე მიწის ჩამოშლის შედეგად, ორი მუშის გარდაცვალების ფაქტს აპროტესტებენ. „გუშინ ჩვენ შემთხვევის ადგილზე ვიყავით და გავარკვიეთ, რომ ეს ადამიანები 2 კვირის განმავლობაში ზედიზედ, დასვენების გარეშე მუშაობდნენ. კვირას მომხდარი შემთხვევაც ამას გვიჩვენებს, რომ რეალურად გარდა შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევისა, შრომის უფლებებიც ირღვევა. გუშინ ჩვენ ერთ-ერთი გარდაცვლილი მუშის შვილს ვესაუბრეთ, ისიც იქ მუშაობდა, 17 წლის არის. ის ამბობს, რომ ობიექტზე არ ხდებოდა იმის კონტროლიც კი, თუ რამდენი წლის ადამიანს იყვანდნენ სამსახურში. კომპანიას არ ჩაუტარებია არანაირი ინსტრუქტაჟი უსაფრთხოებზე,კასკებიც კი არ მოუტანიათ. ეს აქცია რეალურად დაანონსდა იმისთვის, რომ მიღებულია შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი, შრომის ინსპექციას კი უკვე ევალება შეამოწმოს სამუშაო ადგილზე, მაგრამ ფაქტია, ასეთი შემთხვევები მაინც ხდება. არ არსებობს შრომის უსაფრთხოების კანონში ჩანაწერი იმის შესახებ, თუ რამდენი უნდა იყოს კომპენსაცია უბედური შემთხვევის შემდეგ უკვე დაზარალებული ადამიანისთვის ან გარდაცვლილის ოჯახისთვის. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ შრომის უფლებების შემოწმების მანდატიც დაემატოს შრომის ინსპექციას, გაიწეროს კომპენსაციების თემა და ყურადღება მიექცეს ნებართვების გაცემებსაც,“-აღნიშნავს ჩარკვიანი. რეალურად რამ გამოიწვია ჭავჭავაძის გამზირზე სამშენებლო ობიექტზე მიწის ჩამოშლა, ამას გამოძიება დაადგენს, თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი შემთხვევების დიდი ნაწილი, ხშირად, შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევების გამო ხდება. „კომერსანტი“ დაინტერესდა, რეალურად, რატომ ვერ ხერხდება მსგავსი ფაქტების მინიმუმამდე დაყვანა მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში უკვე 1 წელია შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი მოქმედებს? როგორც „კომერსანტს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს, 2019 იანვარი-მარტის პერიოდში მშენებლობაზე 11 მუშა გარდაიცვალა და 3 დაშავდა. უწყებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შედეგად, 2016 - 2019 (იანვარი-მარტი) წლების პერიოდში სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა სტატისტიკა ასე გამოიყურება: 2019 წლის იანვარი-მარტში სამუშაო ადგილზე 14 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 11 მშენებლობაზე, აღნიშნულ პერიოდში დაშავდა 10 ადამიანი, აქედან 3 — მშენებლობაზე. 2018 წელს სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 40 ადამიანი, აქედან 16 მშენებლობაზე, ამავე პერიოდში სამუშაო ადგილზე დაშავდა 37 ადამიანი, აქედან 17 იყო მშენებლობაზე. სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა გარდაცვალებულთა რიცხვი 2017 წელს 39-ს შეადგენდა, აქედან მშენებლობაზე-17. 2017 წელს დაშავდა 55 ადამიანი, აქედან 22 შემთხვევა მშენებლობაზე მოხდა. 2016 წელს სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 58 ადამიანი, აქედან 18 მშენებლობაზე, ამავე პერიოდში სამუშაო ადგილზე დაშავდა 84 ადამიანი,აქედან 23 იყო მშენებლობაზე. „საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის“ წარმომადგენელი თორნიკე აბულაძე განმარატვს, რომ რაც ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა ცალსახად უბედური შემთხვევაა, თუმცა, აღნიშნავს, რომ ასოციაციის ინფორმაციით, წლების და კვარტლების მიხედვით, მშენებლობებზე გარდაცვალებულთა რიცხვი შემცირებულია. „გამკაცრებამდე თვე არ გავიდოდა, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარიყო, თუმცა, დღეს შემცირებულია. შრომის უსაფრთხოების კანონი გასული წლის მარტში ამოქმედდა და შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ ეს კანონი მუშაობს. აქ მთავარი იყო მენტალობის გადატეხვა. დიდი კომპანიები ყოველთვის ვცდილობდით უსაფრთხოების ზომების დაცვას. თუმცა, როგორც კი მუშას ჩაფხუტის დახურვას ვთხოვდით, აპროტესტებდა. თუ დავაჯარიმებდით, სამუშაოდ სხვა კომპანიაში გადადიოდა, იქ, სადაც ამას არ სთხოვდნენ. დღეს სიტუაცია შეიცვალა, ამას ყველგან სთხოვენ. მუშებიც ნორმების დაცვას შეეჩვივნენ. ერთი რამ უნდა ყველამ ვიცოდეთ - კანონის და ნორმის შემოღება ნიშნავს რისკის შემცირებას და არა მის სრულად აღმოფხვრას,“-აღნიშნავს აბულაძე. ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტს სწავლობს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტიც. „გუშინ დავიწყეთ ობიექტის მოკვლევა, მაგრამ ვინაიდან მიმდინარეობდა სამაშველო სამუშაოები, პროცედურულად ხანგრძლივი აღმოჩნდა. გუშინ მოკვლევის პერიოდში რაც შევძელით, იყო, რომ დავათვალიერეთ ტერიტორია და დავიწყეთ შემსწრე პირთა და პასუხისმგებელ პირთა გამოკითხვა. დღეს დილიდან გაგრძელდება მოკვლევის პროცედურები და შესაბამისად, გვექნება კომენტარის გაკეთების საშუალება. ობიექტი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ჩვენი მხრიდან არ იყო შემოწმებული, თუმცა მერიის მხრიდან, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, შემოწმებული იყო,“ - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.
---
01.04.2019
მედიასაშუალება: https://news.ge/ramdeni-unda-gardaicvaos/
მერამდენე უნდა გარდაიცვალოს, რომ კალაძემ, ამ მართლა კორუმპირებულმა ადამიანმა შეიგნოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება – ვაკეში გარდაცვლილი მუშის ახლობელი
უმძიმესი ტრაგედიის შედეგად ჭავჭავაძის გამზირზე დაღუპული მეორე მუშის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული, მას ექსპერტიზა უტარდება. იქ იმყოფებიან მისი ახლობლებიც, რომლებიც ტრაგედიასთან დაკავშირებით საუბრობენ. ოჯახის ახლობელი, გიორგი კაპანაძე ხელისუფლებას და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს უყურადღებობაში ადანაშაულებს. ის მოითხოვს, რომ რეგულაციები დაწესდეს, რათა მორიგი ტრაგედიების აცილება გახდეს შესაძლებელი. „არავინ ყურადღებას არ აქცევს, აქ არიან ადამიანები და კომპანიის წარმომადგენლები მეც არ მინახავს. ხომ უნდა შეიგნონ, ამ შტერებმა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეუძლება. მერამდენე 25 წლის ადამიანი უნდა იყოს, მერამდენე უნდა გარდაიცვალოს, რომ კალაძემ, ამ მართლა კორუმპირებულმა ადამიანმა შეიგნოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. რატომ დაიღუპა? დაიღუპა იმიტომ, რომ წესიერი კაცი იყო და თავისი შრომით ცდილობდა ამ ოჯახის რჩენას. მერამდენე ახალგაზრდა უნდა დაიღუპოს ამ სიკვდილით სავსე ქალაქში რომ ჩვენ შევიგნოთ და რაღაც რეგულაციები მაინც დავაწესოთ, მერე ხალხს ხომ უნდა მიაქციონ ყურადღება ან კომპანიის წამომადგენლები სად არიან, ან მთავრობის წარმომადგენლები სად არიან,“ – ამბობს ოჯახის ახლობელი. უმძიმესი ტრაგედიის შედეგად ჭავჭავაძის გამზირზე დაღუპულ მეორე მუშას მაშველებმა 8-საათიანი ძებნის შემდეგ მიაგნეს. რამდენიმე საათით ადრე ამავე ადგილას მიწიდან კიდევ ერთი დაღუპული, 25 წლის ახალგაზრდა ამოიყვანეს. უბედური შემთხვევა დღის ბოლოს ყოფილი ლეჩკომბინატის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ახალი კლინიკის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მიწა შენობის საძირკველის გამაგრების დროს ჩამოიშალა და ორი მუშა ჩაიყოლა. მერიაში განმარტავენ, რომ კომპანია “ტრანსმშენი,” რომელიც ადგილზე სამუშაოებს აწარმოებს ერთი კვირის წინ შემოწმდა და ყველაფერი წესრიგში
---
01.04.2019
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/192389/
საპროტესტო აქცია ბათუმში მუშების დაღუპვის გამო
დღეს, პირველ აპრილს, ბათუმის ევროპის მოედანზე სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისში დაღუპული მუშების გამო საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მთავარი მოთხოვნაა, ხელისუფლებამ შექმნას ეფექტური მექანიზმი, რომელიც დაიცავს დასაქმებულთა უსაფრთხოებას. მარიამ მუთიძე, სამოქალაქო აქტივისტი: „დღევანდელი აქციის გზავნილია, გვქონდეს ისეთი შრომითი კოდექსი, რომელიც იქნება ადამიანის უსაფრთხოების გარანტი. შეთანხმებული მოქმედება მთავრობასა და ბიზნესს შორის, რომელიც ადამიანის სიცოცხლეზე გადის, უნდა დამთავრდეს და ყველას უნდა შეგვეძლოს უსაფრთხო გარემოში მუშაობა. ასე აღარ შეიძლება გაგრძელება“. მარიამ ქაჯაია: „უკვე ძალიან დაგვიანებულია, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოფხიზლდეს მთავრობა, პარლამენტარები და ამოქმედდეს ძლიერი შრომის ინსპექცია, რომელიც არის იმის გარანტია, რომ მშრომელი ადამიანები აღარ დაიღუპებიან. ბიზნესი არ იცავს და არც დაიცავს შრომის უსაფრთხოებას, თუ არ იქნება სახელმწიფოს ნება. სახელმწიფოს აკისრია ცენტრალური როლი ადამიანის უფლებების დაცვაში, მან უნდა აიძულოს ბიზნესი დაიცვას დასაქმებულები, მშრომელები“. ანა მდინარაძე, საიას აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე: „ამ აქციით, პირველ რიგში, ხაზს ვუსვამთ იმას, რომ შემაშფოთებელია ის მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია შექმნილი შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამას ცალსახად ადასტურებს ამდენი გარდაცვლილი ადამიანი და კრიტიკულად მზარდი დინამიკა, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, ქმედითი და ეფექტური შრომის ინსპექტირების მექანიზმი და ის, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი პროფესიული დაავადებები, სამუშაო დროს ადამიანთა სიკვდილი.“ რაკლი ბაკურიძე, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“: „ჩვენ ოჯახით ვართ დღეს წარმოდგენილები და ვეუბნებით არა მხოლოდ ხელისუფლების კონკრეტულ ჯგუფს, არამედ, ზოგადად, საზოგადოებას, რომ დაიცვან ადამიანების სიცოცხლე, რადგან ეს პრობლემა ბევრს გვეხება და მეტი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ადამიანების სიცოცხლეს. არ არის აუცილებელი ჩვენს ახლო წრეს შეეხოს ტრაგედია, რომ მივხვდეთ, რამდენად მტკივნეულია ეს. უნდა შეჩერდეს ქაოტური მშენებლობებიც და ესეც დაარეგულირებს ალბათ ამ პრობლემას“. მარიამ იობიძე: დღეს გამოვედით მშრომელთა უფლებების დასაცავად და გვინდა ვკითხოთ ხელისუფლებას, როდემდე უნდა გაგრძელდეს ადამიანების გამიზნულად ხოცვა. უნდა ამოქმედდეს ისეთი მექანიზმი, რომელიც დაიცავს შრომის უფლებას“.
---
01.04.2019
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/44135/khelmomtseri-organizatsiebi-agrdzeleben-sotsmushakebistvis-samushao-pirobebis-gaumjobesebis-motkhovn
ხელმომწერი ორგანიზაციები აგრძელებენ სოცმუშაკებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნას
დღეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ოფისში მხარდამჭერი ორგანიზაციებმა სოციალურ მუშაკთა გაფიცვის საკითხზე პრესკონფერენცია გამართეს. მათი განცხადებით, გაფიცულებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება შედგა, თუმცა პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად შედეგიანად წარიმართოს - სახელმწიფომ სრულად შეასრულოს სოციალური მუშაკების ყველა მოთხოვნა როგორც უშუალოდ მათი შრომითი უფლებების დაცვასთან, ასევე ბენეფიციართათვის მომსახურების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. „არსებული ადამიანური რესურსით, აღნიშნული ფუნქციების შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია, დღეს მოქმედი კანონმდებლობით შემოთავაზებული სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდის გეგმა კი აცდენილია რეალობას და არ შეესაბამება სხვა კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულებების მოცულობას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო კი დღემდე არ მოქმედებს კოორდინირებულად საქართველოს პარლამენტთან“, - აცხადებენ ორგანიზაციები. მათი განცხადებით, საგანგაშოა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა, რომლის თანახმად, საქართველოში 100 000 ადამიანზე 7 სოციალური მუშაკია გათვალისწინებული. სოციალური მუშაკების მიერ თავდაპირველად დასახელებულ ძირითად პრობლემებს შორის იყო: - სოციალური მუშაკების არასაკმარისი რაოდენობა; - სათანადო ინფრასტრუქტურის არარსებობა, რომელიც უზრუნველყოფდა მესამე პირთა პერსონალური მონაცემების და კონფიდენციალობის დაცვას; - მათზე დაკისრებული მოვალეობების და პასუხისმგებლობისთვის შეუსაბამოდ დაბალი ანაზღაურება; - სამუშაოს შესრულების მიზნით სატრანსპორტო საშუალებების არარსებობა; - სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების პირობების დაუცველობა, რაც გამოიხატებოდა მესამე პირთაგან მომავალ ფიზიკურ საფრთხეში, ასევე, გათბობისა და გაგრილების სისტემების არარსებობაში; - ბენეფიციარებისთვის ფსიქოლოგის და იურისტის დამხმარე მომსახურების ნაკლებობა. 28 მარტს სოციალურ მუშაკებსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის გაიმართა შეხვედრა, რომლის შედეგადაც, მხარდამჭერი ორგანიზაციების განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ რამდენიმე საკითხზე: 1. “სოციალური სამუშაოს ეფექტური განხორციელების შესახებ სააგენტოს დირექტორის ბრძანებაში ცვლილების შეტანა და სიტყვა „საჭიროების შემთხვევაში“ ამოღება. 29.03.2019; - სააგენტო, თამაზ მოდებაძე” - მისაღებია 2. 2019 წლის სოციალური რეაბილიტაცია ბავშვზე ზრუნვის ადრეული განვითარების და შშმ ბავშვების და პირების დღის ცენტრების ქვეპროგრამაში ცვლილების და მისი განხორციელების პროცესში სოციალური მუშაკის შეფასების და დასკვნის ამოღება. - 30.05.2019; სამინისტრო - ნინო ოდიშარია; - მისაღებია 3. 12 თვემდე ბავშვის ხელოვნური კვებით უზრუნველყოფის ქვე-პროგრამის განხილვა ბათუმის და გორის სოციალურ მუშაკებთან და წინადადებების წარდგენა კომისიისთვის. 22.04.2019 სამინისტრო - ნინო ოდიშარია; - მისაღებია 4. იურისტების დამატება: ყველა რეგიონში დაემატება ერთი იურისტი ხოლო თბილისში 2; სააგენტო - თამაზ მოდებაძე; - მისაღებია 5. თბილისში 1 ფსიქოლოგის დამატება, ხოლო სამუშაო ჯგუფის ფორმატში გამოვლინდეს ყველაზე დიდი საჭიროების მქონე რეგიონები და რეკომენდაცია მიეცეს სააგენტოს ამ რეგიონებში ფისქოლოგების აყვანის თაობაზე. საკოორდინაციო საბჭო და სააგენტო; - აღნიშნული პუნქტი მისაღები იქნება იმ შემთხვევში თუ სააგენტოს მიერ დაემატება 15 ფსიქოლოგი (4 თბილისში, 11- რეგიონებში) და ამ პოზიციებზე ვაკანსიები გამოცხადდება არაუგვიანეს 01.06.19-მდე. 6. სოციალური მუშაკების დამატება; 50 სოციალური მუშაკის დამატების პროცედურები დაწყებულია. მათი აყვანის პროცედურა დასრულდება 30.04.2019; - სააგენტო, თამაზ მოდებაძე - აღნიშნული პუნქტი მისაღები იქნება იმ შემთხვევში თუ ამ კადრების დამატება მოხდება შემდეგი მნიშვნელოვანი პრინციპების გათვალისწინებით: დაემატოს თითო სოციალური მუშაკი იმ რაიონებს, სადაც ამჟამად მხოლოდ ერთი სოციალური მუშაკი მუშაობს, ხოლო დანარჩენი გადანაწილდეს სამუშაო დატვირთვის შესაბამისად. 7. საპროცესო წარმომადგენლობის ტვირთის შემცირების მიზნით, სამუშაო ფორმატში სოციალურ მუშაკებთან ერთად ინდიკატორების ჩამოყალიბება (15.04.2019). საპროცესო წამომადგენლობის ტვირთის შემცირების ინდიკატორებზე დაყრდნობით (მათ შორის დამატებითი სპეციალიზირებული სოციალური მუშაკების საჭიროების დადგენა) შესაბამისი ღონიძიებების გატარება 30.04.2019 სამინისტრო, თამილა ბარკალია; - აღნიშნული პუნქტი მისაღები იქნება იმ შემთხვევში, თუ დაემატება სულ მცირე 20 სპეციალიზირებული სოციალურ მუშაკთა კადრი (რომელიც არ შედის ზემოაღნიშნულ 50-ში) და გადანაწილდება საპროცესო წარმომადგენლობის საჭიროებების მიხედვით. 8. 2019 წლის 28 მარტს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან მოლაპარაკების შედეგად მოხდა შეთანხმება, შესაბამისად სოციალური მუშაკის შეფასების ფორმაში განხორციელდება ცვლილება და ხელმოწერილი შეფასების ფორმა გადაეგზავნება სამხარაულის ბიუროს ელექტრონული ფოსტით, ხოლო აღნიშნული დოკუმენტი გახდება დასკვნის განუყოფელი ნაწილი. შესაბამისად ხელმოწერა და მისვლა აღარ დასჭირდებათ. პროექტი მომზადებულია და დამტკიცების სავარაუდო თარიღია 05.04.2019. სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტი და სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტი; - მისაღებია ამავე დროს, სოციალურმა მუშაკებმა გამოკვეთეს საკითხები, რომელიც მიუღებელია სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ფორმით: 9. ტრანსპორტირება - უკვე გამოყოფილია 12 მანქანა (მათ შორის 2 თბილისში), 15. 04.2019 -მდე დაემატება 11 მანქანა, ხოლო მაისის ბოლომდე მანქანების რაოდენობა გაიზრდება 30 ერთეულამდე. სააგენტო/ სამინისტრო თამაზ მოდებაძე, კახაბერ ძიმისტარიშვილი; 28/2019 გადაუდებელი რეაგირების საჭიროების დროს, რეგიონზე მიმაგრებული მანქანის რესურსის სრულად გამოყენების შემთხვევაში სოციალური მუშაკები ისარგებლებენ ტაქსის მომსახურებით, 31.05.2019. სააგენტო თამაზ მოდებაძე;- აღნიშნული პუნქტი მისაღები იქნება იმ შემთხვევში თუ გათვალისწინებული იქნება შემდეგი განაწილების პრინციპი: თითო რეგიონზე სოციალური მუშაკებისთვის გამოიყოფა სულ მცირე 2 მანქანა, ხოლო თბილისში - 5 მანქანა, დარჩენილი 3 მანქანა კი გამოყენებულ იქნას საჭიროებისამებრ. ასევე, შეიმუშავეთ მექანიზმი, რათა არ მოხდეს სოციალური მუშაკის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას საჭირო ტრანსპორტირების უზრუნველყოფა საკუთარი ხარჯებით როგორც გეგმიური, ასევე, გადაუდებელი შემთხვევების დროს. 10. ინფრასტრუქტურის და სამუშაო პირობების გაუჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება 15.05.2019 (ტენდერის წარმატებით დასრულების შემთხვევაში). სააგენტო თამაზ მოდებაძე. - აღნიშნული პუნქტი მისაღები იქნება იმ შემთხვევში თუ ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სტანდარტების ფარგლებში მომზადდება ქვე სტანდარტი სერვისცენტრებში ბავშვისა და ოჯახის საჭიროებებზე მორგებული და ადაპტირებული ინსფრასტრუქტურის შესაქმნელად არა უგვიანეს 15.05.19. ამასთნავე, განსახილველად წარედგინოს მთავრობას 5 პრობლემური სერვისცენტრის რეაბილიტაციის გეგმა. „ამასთან, სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ პირობებში არ იყო ასახული სოციალური მუშაკების შემდეგი მოთხოვნები: 1. ხელფასი - სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკების ხელფასი დაუყოვნებლივ გაუთანაბრდეს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში სსიპ-ებში დასაქმებულ სოციალურ მუშაკთა მაქსიმალურ ხელფასს (რაც აღნიშნულ იქნა ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 29 მარტის გაფართოებულ სხდომაზე პარლამენტარების მიერ); 2. მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში შეიქმნას მეურვეობისა და მზრუნველობის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე რეაგირების სამუშაო ჯგუფი (მხარეთა შორის უთანხმოების წარმოშობისა და შემათანხმებელი პროცედურების დაწყების თაობაზე 2019 წლის 8 თებერვლის განცხადების პირველი პუნქტის შესაბამისად), სადაც შევლენ როგორც სამთავრობო ისე არასამთავრობო დარგის ექსპერტები, რომლის შემადგენლობა და მანდატი გაიწერება შესაბამისი ბრძანებით და მისი მიზანი იქნება სისტემის გაუმჯობესების მიზნით გრძელვადიანი სტრატეგიის დასახვა (პროფესიული ზედამხედველობა, სამუშაო მეთოდოლოგია, ბავშვზე ზრუნვის მომსახურებების გადახედვა, განფასება, განვითარება და აღსრულება და სხვა). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალურ მუშაკებთან მოლაპარაკების პროცესში: - პოლიტიკის დონეზე გაიაზროს სოციალური მუშაკების მიერ შესასრულებელი სამუშაოს მნიშვნელობა ქვეყნისთვის და სხვადასხვა დაუცველი ჯგუფების ინტერესებისთვის; - სოციალური მუშაკების მოთხოვნების შესაბამისად, მაქსიმალურად უზრუნველყოს მათი შრომითი პირობების გაუმჯობესება; - სოციალური მუშაკების მოთხოვნების შესაბამისად, მაქსიმალურად უზრუნველყოფს ბენეფიციარებისთვის იმგვარი მომსახურების შეთავაზება, რომელიც უფრო ეფექტიანს გახდის სოციალური მუშაკის მიერ შესრულებულ სამუშაოს; - საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს პარლამენტთან კოორდინირებულად იმოქმედოს“. ხელმომწერი ორგანიზაციები: პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება (GTUC); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია); საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (GASW); სოლიდარობის ქსელი-დამოუკიდებელი პროფკავშირი; საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
---
01.04.2019
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი - ჯანდაცვის სამინისტრო ხელოვნურად ყოფს სოციალური მუშაკების მოთხოვნებს და მათი ბენეფიციარების ინტერესებს
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელის ანა არღანაშვილის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „ხელოვნურად ხლეჩს სოციალური მუშაკების მოთხოვნებსა და მათი ბენეფიციარების ინტერესებს“. ამის შესახებ ანა არღანაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც სოციალური მუშაკების გაფიცვის მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით გაიმართა. მისივე თქმით, სოციალური მომსახურების სისტემაში პრობლემების მოუგვარებლობა არა ფინანსების ნაკლებობას, არამედ სამინისტროს მხრიდან ხედვის არქონას უკავშირდება. „ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დღეს სამინისტრო ვალდებულია, პარლამენტში მიღწეული შეთანხმების თანახმად, წარადგინოს ის ხარჯთაღრიცხვა და ხედვა, რაც პრობლემის გამოსწორებას უდევს საფუძვლად. ჩვენ პარასკევს პარლამენტში მოვისმინეთ, რომ რეალურად, პრობლემა არის არა ფინანსების ნაკლებობაში, არამედ სამინისტროს მხრიდან ხედვის არქონაში. როგორც მათ განაცხადეს, მაგალითად, ხელფასების მომატებას ისინი არ უარყოფენ, იმიტომ რომ თანხა არ არის, არამედ რაღაც სხვა მიზეზების გამო, რაც გვაფიქრებინებს მათი პოლიტიკური ნების არქონაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სამინისტრო ცდილობს ზეწოლა მოახდინოს სოციალურ მუშაკებზე და მათ არცხვენს იმ კუთხით, რომ ვითონ სოციალური მუშაკები ამბობენ უარს ბენეფიციარების მომსახურებაზე, რაც არის სიცრუე, სინამდვილეში, სამინისტრო თავისი არაეფექტური პოლიტიკის გადაფარვას ცდილობს და რაც მთავარია, დღეს, რასაც სამინისტრო სთავაზობს სოციალურ მუშაკებს, მაგალითად, ვაუჩერის ბეჭდვის გაუქმებას და რაღაც დეტალებს, ეს ყველაფერი ხალხამდე არ მივა. ხალხს, ბავშვებს, ხანდახზულებს, რომლებსაც შიოდათ, ისევ ისე ეშიებათ, აი ამ შეთავაზებული ოთხპუნქტიანი გეგმით, როგორც აქამდე შიოდათ და ისევ ისე იქნებიან ქუჩაში. ჯანდაცვის სამინისტრო ხელოვნურად ყოფს სოციალური მუშაკების მოთხოვნებს და მათი ბენეფიციარების ინტერესებს, ამიტომ სოციალური მუშაკები თუ დათანხმდებიან ამ მოთხოვნებს, სინამდვილეში, მათი ბენეფიციარები ისევ დაუცველები რჩებიან და რა თქმა უნდა, ამაზე იქნება ისევ დიდი პროტესტი და სამართლებრივი დავა“, - განაცხადა ანა არღანაშვილმა. მისივე თქმით, აღნიშნული სერვისების გასაუმჯობესებლად, აუცილებელია შეიქმნას რეაგირების გამჭვირვალე ჯგუფი, სადაც სოციალურ პოლიტიკა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად განიხილება. „სოციალური მუშაკები ითხოვენ, რომ შეიქმნას ისეთი ჯგუფი, სადაც განხილული იქნება სოციალური პოლიტიკა, რომელიც იქნება გამჭვირვალე და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად იმსჯელებენ ამ პრობლემებზე. სამინისტრო კატეგორიული წინააღმდეგია გამჭვირვალობის, მათ უნდათ, რომ ჩაკეტილი იყოს ინფორმაცია, მათ უნდათ, რომ ერთ ოთახში ჰყავდეთ მუშაკები და მუდმივი ზეწოლა განახორციელონ მათზე. მე მინდა მივმართო პარლამენტს, მათი საზედამხედველო როლი, როგორც ჩანს არაეფექტურია, რადგან არაერთხელ დაიბარეს მათ მინისტრი და მინისტრის მოადგილე და ამას შედეგი არ მოაქვს. მაშინ ჩვენ გვაქვს შეკითხვა, პარლამენტის ფუნქცია რა არის სოციალური პოლიტიკის განსაზღვრაში, მონიტორინგში და ზედამხედველობაში.?! ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ პარლამენტს რეალური საზედამხეველო ფუნქცია აქვს და რეალურად შეუძლია თავისი როლის განხორციელება“, - განაცხადა ანა არღანაშვილმა.
---
01.04.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/539806-sulxan-salaze-socialuri-momsaxurebis-sistemashi-ori-sakitxi-isev-gamocvevad-rcheba/
სულხან სალაძე - სოციალური მომსახურების სისტემაში ორი საკითხი ისევ გამოწვევად რჩება
საიას თავმჯდომარის სულხან სალაძის განცხადებით, მისასალმებელია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და სოციალურ მუშაკებს შორის შეხვედრა გაიმართა, თუმცა ორი მნიშვნელოვანი საკითხი ისევ გამოწვევად რჩება. „ძალიან კარგია, რომ სამინისტრომ გამართა შეხვედრა, თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ 2 კრიტიკული საკითხი და მნიშვენლოვანი თემაა, რომელიც სულ გასდევს ამ პროცესს და ისევ გამოწვევად რჩება. რაც უნდა იყოს გათვალისწინებული ამ პროცესში ეს არის ის, რომ სამინისტრომ მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს სოციალური მუშაკების შრომითი უფლებების დაცვა და ხელშეწყობა ამ პროცესში და მეორე, ბენეფიციარებმა უნდა მიიღონ ამ პროცესში მომსახურება, რაც პირდაპირპროპორციულად დამოკიდებულია იმ ვალდებულებების და იმ პროცესების გაუმჯობესებაზე, რომლის ირგვლივაც გვიწევს ამ პროცესში საუბარი. თუ დღეს ვინმე ქვეყანაში ვერ ღებულობს იმ სერვისებს, როგორსაც უნდა ღებულობდნენ სოციალური მუშაკები, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება თავად სამინისტროს, ვინაიდან ამ უწყებას უფრო ადრე უნდა დაეწყო ამ პროცესში ეფექტური ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა სალაძემ. მისივე თქმით, ამ პროცესის ისეთ კონდიციამდე მიყვანა არის საჭირო, რომ საბოლოოდ, სოციალური მუშაკების მოთხოვნების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც კრიტიკულად აუცილებელია, დაკმაყოფილდეს. „ვინაიდან საჭიროა მათზე დაკისრებული უფლებამოსილებების და იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც კანონით არის მისაღები მათ საქმიანობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სულხან სალაძემ.
---
01.04.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/wamlis-saagentom-hipertenziis-samkurnalo-40-ze-meti-medikamentis-realizacia-sheachera/
წამლის სააგენტომ ჰიპერტენზიის სამკურნალო 40-ზე მეტი მედიკამენტის რეალიზაცია შეაჩერა
წამლის სააგენტო სარტანების შემცველი მედიკამენტების რეგისტრაციას დროებით აჩერებს. სარტანები ჰიპერტენზიის სამკურნალო მედიკამენტებს მიეკუთვნება. როგორც სააგენტოდან საქართველოს პირველ არხს აცნობეს, გადაწყვეტილება ევროპის მედიკამენტების სააგენტოს ახალ რეკომენდაციაზე დაყრდნობით მიიღეს, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც სარტანების შემცველი მედიკამენტების მწარმოებლებმა უნდა უზრუნველყონ წარმოების პროცესში საჭირო ცვლილებების შეტანა, ასევე ანალიზის მეთოდების დამუშავება. ამასთან, აფთიაქებს უკვე მიეცათ აღნიშნული მედიკამენტების რეალიზაციის შეწყვეტის მითითება. „აღნიშნული მინარევის შემცველი მედიკამენტის გამოყენება არ არის მყისიერი რისკის მატარებელი, თუმცა სააგენტო პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს. პაციენტებს ვთხოვთ, დროულად მიმართონ ექიმს დანიშნული პრეპარატების შესაცვლელად. სარტანების შემცველი იმპორტირებული პრეპარატების, კონკრეტულ სერიაში მინარევების არარსებობის ან დადგენილ ზღვრებში არსებობის შემთხვევაში, რაც დადასტურებული უნდა იყოს ლაბორატორიული კვლევებით, სერიის რეალიზაცია იქნება ნებადართული. პრეპარატების სარეგისტრაციო დოსიეში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მედიკამენტების რეგისტრაცია იქნება აღდგენილი“, – აცხადებენ სააგენტოში. უწყების ინფორმაციით, სააგენტო პერიოდულად გამოაქვეყნებს ინფორმაციას პრეპარატების ბაზარზე დაშვების აღდგენის შესახებ, ასევე, იმ სერიებზე, რომლებიც ნებადართული იქნება რეალიზაციისთვის. ამასთან, წამლის სააგენტოს ინფორმაციით, სარტანების შემცველი რიგი პრეპარატების შემთხვევაში, აუცილებელი ცვლილებები სარეგისტრაციო დოსიეში უკვე შეტანილია, შესაბამისად რეგისტრაციის შეჩერება მათ არ შეეხებათ. წამლის სააგენტოში აცხადებენ, რომ ბაზარზე სარტანების შემცველი 40-ზე მეტი მედიკამენტია, რომლებსაც შეზღუდვა შეეხება. მათი ჩამონათვალი სააგენტოს საიტზე უახლოეს დღეებში განთავსდება.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/459181
---
01.04.2019
„ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” დირექტორის მოადგილე - ნარკოტესტი 1-დან 8 საათის განმავლობაში მოხმარებას ადგენს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირი იმ წუთიდან იქნება დასჯილი
ნარკოტესტი 1-დან 8 საათის განმავლობაში მოხმარებას ადგენს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირი იმ წუთიდან იქნება დასჯილი, - ამის შესახებ ,,ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” დირექტორის მოადგილემ გური მენაბდიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ასევე ისაუბრა იმ ნარკოტესტების ეფექტურობასა და ზოგად პროცედურებზე, რომლითაც მძღოლები ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმდებიან. როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, მხოლოდ ნერწყვის ტესტით პიროვნების დასჯა არ მოხდება, ტექსტი ერთგვარი სელექციაა იმის, თუ ვინ უნდა იყოს გადაყვანილი კლინიკური ზემოქმედების დასადგენად სპეციალურ დაწესებულებაში. „ბუნებრივია, საგზაო უსაფრთხოება არ შეიძლება განხილული იყოს მხოლოდ ინდივიდუალურ ჭრილში, ეს არ არის მხოლოდ მძღოლის უსაფრთხოება. მე როგორც ნარკოლოგი, ვიტყვი, რომ მნიშვნელობა არა აქვს ადამიანი რისი თრობის ქვეშ იმყოფება. ამგვარი ნარკოტესტირება, აღნიშნული ტესტები, რომლებიც ამ ეტაპზე შემოტანილი აქვს შსს-ს, პრაქტიკულად ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც სელექციური ნაწილი, ანუ, მხოლოდ ნერწყვის ტესტის მეშვეობით არ ხორციელდება პიროვნების უშუალო დასჯა, ეს არის სელექცია, ვინ გადაიყვანონ შემდგომ კლინიკური ზემოქმედების დასადგენად. აქ მნიშვნელობა ენიჭება არა იმას, რომ რამდენი საათის წინ მოიხმარა და მის ორგანიზმში არის თუ არა, არამედ იმას, არის თუ არა პირი ზემოქმედების ქვეშ, ანუ, თრობის ქვეშ. ტესტი 1-დან 8 საათის განმავლობაში მოხმარებას ადგენს, მაგრამ ვუსვამ ხაზს, რომ ეს არ ნიშნავს, იმას, რომ პირი იმ წუთიდან იქნება დასჯილი, არა! შემდეგ ის გადაჰყავთ შესაბამის ექიმ-ნარკოლოგთან, რომელიც შეაფასებს მის კლინიკურ მდგომარეობას. კლინიკური შეფასება არ არის დამყარებული მხოლოდ ლაბორატორიულ კვლევებზე, აუცილებლად ცალკე აღებული ინდივიდი უნდა იყოს გამოკვლეული, როგორც ვიზუალური დათვალიერებით, ასევე უნდა იყოს შესწავლილი მისი ფიზიკური, ფსიქიკური და ნერვოლოგიური მდგომარეობა” - განაცხადა გური მენაბდიშვილმა. 2019 წლის 1 აპრილიდან სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე, 3 წლის ვადით სხვადასხვა უფლებების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა. უწყების ცნობით, კანონის აღსრულების მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორებმა უკვე გაიარეს შესაბამისი გადამზადება. ამასთან, დეპარტამენტი სრულად აღჭურვილია პორტატული გერმანული ნარკოტესტერებით, რომელიც ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედებას ნერწყვის საშუალებით ადგენს. კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, საპატრულო პოლიცია მძღოლს ნარკოტიკულ სიმთვრალეზე ნარკოტესტერით გადაამოწმებს. დადებითი პასუხის შემთხვევაში, პირის შემოწმება დამატებით შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში მოხდება. ნარკოტიკული ნივთიერების კლინიკური ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. „ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის სისხლის სამართლის წესით დასჯის მიზანია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უკეთ უზრუნველყოფა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
---
01.04.2019
ავთანდილ თალაკვაძემ სემინარი: „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდების შესაძლებლობების გაძლიერება და ცნობიერების ამაღლება“ გახსნა
„გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდების შესაძლებლობების გაძლიერება და ცნობიერების ამაღლება“, - ამ სახელწოდების სემინარი დღეს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ გახსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან აცნობეს, მან პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და საგანგებო სიტუაციების დროს, რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჯგუფების როლზე გაამახვილა ყურადღება. „სამი დღის განმავლობაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებთან და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად შევაფასებთ, როგორ შეუწყობს ხელს საგანგებო სიტუაციების დროს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდების ჩართულობა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას და მოვახდენთ იმ ძირითადი ნაბიჯების იდენტიფიკაციას, რაც აუცილებელია, ეროვნული და საერთაშორისო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდების შექმნისა და გაძლიერებისათვის. მიმაჩნია, რომ აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა თალაკვაძემ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაზა ბოხუამ კი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდების ფორმირებისთვის ჯანდაცვის უწყების მზადყოფნაზე გააკეთა აქცენტი. „საქართველოში ეს ღონისძიება პირველად ტარდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ერთობლივი მუშაობის შედეგად, ჩვენ შევძლებთ შევაფასოთ, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდების როლი საგანგებო სიტუაციების დროს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში და გავწეროთ ის ღონისძიებები, რომელიც აუცილებელია მათი ფორმირებისა, თუ გაძლიერებისთვის“,-განაცხადა ზაზა ბოხუამ. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჯგუფი ჯანდაცვის პერსონალის პროფესიონალებისგან შედგება და საგანგებო სიტუაციების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კლინიკური სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფს. პროგრამის შედეგად, ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერისთვის ეროვნული და საერთაშორისო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდების როლი განისაზღვრება და მათი ფორმირებისთვის აუცილებელი ნაბიჯები გაიწერება. ღონისძიებაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები, ასევე ცენტრის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურებისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობენ. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ერთობლივი სემინარი დღეს გაიხსნა და 3 აპრილს დაიხურება.
---
01.04.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/352930/
გადატვირთულობა, პირადი სივრცის არარსებობა და ძალადობა – ომბუდსმენი ფსიქიატრიული დაწესებულებებზე
სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც დღეს, პირველ აპრილს გამოქვეყნდა, საქართველოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არაერთი სერიოზული პრობლემა არსებობს, მათ შორის: პალატების გადატვირთულობა; პაციენტების პირადი სივრცის არარსებობა და პრივატულობის დაუცველობა;
პაციენტების არაადაპტირებული გარემო; შენობების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და პაციენტთა პირადი ჰიგიენის დაუცველობა; ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების არსებული პრაქტიკა. როგორც ომბუდსმენის აპარატი წერს, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებით გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, ქვეყნის ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემა რეფორმირებას მაინც საჭროებს. “დღეისათვის მოქმედ 10 დიდი ზომის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული პირობები და თერაპიული გარემო ვერ უზრუნველყოფს პაციენტთა ღირსეულ ცხოვრებასა და უფლებების დაცვას. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკის განმსაზღვრელმა სახელმწიფო უწყებებმა უმოკლეს ვადებში გადადგან ეფექტიანი ნაბიჯები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში თემზე დაფუძნებული, მათ შორის, საოჯახო ტიპის მომსახურებების განვითარების ხელშესაწყობად,” – ამბობს სახალხო დამცველი.
ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვა- სახალხო დამცველთან არსებული სპეციალური პრევენციული ჯგუფის თქმით, სტაციონარში მყოფი პაციენტების მიმართ სახელმწიფო იყენებს ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის საშუალებებს, ხოლო მათ აღმოფხვრას ხელს არ უწყობს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, შეზღუდვის ალტერნატიული მეთოდები კანონის დონეზე განსაზღვრული არ არის, შესაბამისად, დაწესებულებებში ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის ალტერნატიული (დეესკალაციის) მეთოდი არ გამოიყენება. სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, ეს შემდეგი ფაქტორებით არის განპირობებული, კერძოდ: ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის ალტერნატიული მეთოდების შესახებ საკანონმდებლო რეგულაციების არარსებობა;
ქიმიური შეზღუდვის სამართლებრივი რეგულირების არარსებობა და ქიმიური შეზღუდვის აღრიცხვის პრობლემა; ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სათანადო ფსიქიატრიული დახმარების უზრუნველყოფის სახელმწიფო ზედამხედველობისა და პაციენტთა უფლებების დაცვის მონიტორინგის პრობლემა და დაწესებულებებში მომუშავე პერსონალის სიმცირე. 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს რეკომენდაციით მიმართა, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის ალტერნატიული გზების საკანონმდებლო განსაზღვრაც განიხილებოდა. გარდა ამისა, ომბუდსმენი წერს, რომ მსგავსი რეკომენდაციით მიმართა ჯანდაცვის სამინისტროსაც, თუმცა სახალხო დამცველის რეკომენდაცია და წინადადება არ შესრულებულა. ამასთანავე, დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მიმართ იძულებითი მედიკამენტური მკურნალობისა და ფიზიკური შეზღუდვის პრაქტიკა. ომბუდსმენის შეფასებით, ეს ეწინააღმდეგება წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის პოზიციას, რომლის თანახმადაც, ფორმალურად ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების ფიზიკური შეზღუდვა დაუშვებელია. პაციენტთა შორის ძალადობა-“2017 წელს განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ “სურამის ფსიქიატრიულ კლინიკაში“, „ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა“ და შპს „რესპუბლიკურ ფსიქონევროლოგიურ კლინიკურ საავადმყოფოში“ არ იყო ძალადობისგან დაცული, უსაფრთხო გარემო. ხშირ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა პაციენტთა შორის კონფლიქტს, რაც ზოგჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად, ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გამოიხატებოდა,” – წერია სახალხო დამცველის ანგარიშში. ომბუდსმენი წერს, რომ ამ პრობლემის საწინააღმდეგოდ, 2017 წელს ჯანდაცვის სამინისტროს შესთავაზა, პაციენტთა შორის ძალადობის პრევენციისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შექმნილიყო ნორმატიული ბაზა. ამ რეკომენდაციის მიხედვით, აღნიშნულს უნდა დაერეგულირებინა სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, საფრთხის წარმოქმნისთანავე დროული და ადეკვატური ინტერვენციის, ძალადობის შემთხვევების/ინციდენტებისა და საპასუხოდ გატარებული ზომების დოკუმენტირების, პერსონალის ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის საკითხები. როგორც სახალხო დამცველი წერს, სამინისტრომ არც ეს რეკომენდაცია გაითვალისწინა. სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობა- ომბუდსმენის ინფორმაციით, 2018 წელს პრობლემა იყო ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტთა სომატური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის, ასევე, სომატური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით მომარაგების კუთხითაც. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სომატური მედიკამენტების შეძენა ბენეფიციარებს თავად უწევთ. რაც შეეხება ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, ისინი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის შესაბამისად შეისყიდება, რის გამოც ტენდერის პირობებიდან გამომდინარე, არჩევანი ძირითადად ყველაზე იაფ და დაბალი ხარისხის მედიკამენტებზე კეთდება. ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციის პრობლემა- “მიუხედავად იმისა, რომ პაციენტები ხშირად არ საჭიროებენ აქტიურ მკურნალობას, საავადმყოფოს ვერ ტოვებენ, რადგან წასასვლელი არ აქვთ, ან ოჯახი თავს არიდებს მათ სახლში დაბრუნებას. ეს თემში მხარდამჭერი სერვისების ნაკლებობით არის გამოწვეული,” – წერია ომბუდსმენის ანგარიშში. სახალხო დამცველის ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით კვლავ შეუსრულებელია 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაცია ფსიქიატრიულ დაწესებულებებში 6 თვეზე მეტი ხნით მოთავსებული პაციენტების საჭიროებების შეფასების, მათი დაწესებულებიდან გაწერისა და სათემო სერვისებზე გადამისამართებასთან დაკავშირებით. “თავშესაფრების შექმნის გეგმა აუცილებელია შემუშავდეს თავშესაფრის მომავალ ბენეფიციართა რაოდენობის გათვალისწინებით. სტაციონარიდან გასაწერ და სათემო სერვისებზე გადასამისამართებელ პირთა რაოდენობისა და მათი საჭიროებების განსაზღვრა შესაძლებელს გახდის საჭირო ფინანსური რესურსის ოდენობის განსაზღვრას,” – ამბობს სახალხო დამცველი. ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია-სახალხო დამცველი ბენეფიციართა ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციასაც ეხება. ანგარიშის მიხედვით, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ჩატარებულმა მონიტორინგმა ცხადყო, რომ ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მოცულობა დაწესებულებებში კვლავ უკიდურესად შეზღუდულია, ხოლო არსებული ინტერვენციები ფრაგმენტულია და არ არის საჭიროებებზე ფოკუსირებული. “პაციენტებთან გასაუბრება ამ ინტერვენციების ფორმალურ ხასიათზე მიუთითებს, არც ოჯახის წევრების ჩართულობა იკვეთება პაციენტთა რესოციალიზაციის პროცესში. არასაკმარისი და არასათანადო კვალიფიკაციის მქონე პერსონალის ფონზე, რასაც თან ერთვის რთული სამუშაო პირობები და დაბალი ანაზღაურება, დაწესებულებებში ფსიქიკური აშლილობების მართვა კვლავ ემყარება ფარმაკოთერაპიას, არ არის უზრუნველყოფილი ბიოფსიქოსოციალური მიდგომა. პაციენტების გადმოცემით, დღის განმავლობაში ისინი არ არიან დაკავებული რაიმე სახის ღირებული აქტივობით,” – ვკითხულობთ ანგარიშში.
---
01.04.2019
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/44144/sakhalkho-damtsveli-khonis-fsiqiatriuli-saavadmyofos-patsientis-gardatsvalebis-faqts-stsavlobs
სახალხო დამცველი ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტის გარდაცვალების ფაქტს სწავლობს
სახალხო დამცველი ხონის ფსიქიატრიული კლინიკის 60 წლის პაციენტის გარდაცვალების ფაქტს სწავლობს. ამის შესახებ „ლიბერალს“ სახალხო დამცველის აპარატიდან განუცხადეს. „დაწყებული გვაქვს შესწავლა, ჯერჯერობით, მეტ დეტალზე ვერ ვისაუბრებთ“, -განუცხადეს „ლიბერალს“ სახალხო დამცველის აპარატიდან. გავრცელებული ინფორმაციით, ფსიქიატრიულის პაციენტი ქუთაისის კლინიკაში რეანომობილით მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს.
---
01.04.2019
2018 წელს საქართველოში 23 ათასზე მეტი აბორტი გაკეთდა
---
01.04.2019
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/44148/2018-tsels-shssm-bavshvta-mimart-seqsualuri-dzaladobis-331-shemtkhvevaze-daitsyo-gamodzieba
2018 წელს შსს-მ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის 331 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება
---
01.04.2019
მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/146652-marto-ver-vrchebodi-megona-gavigudebodi-ra-vicit-postsamshobiaro-depresiaze
პოსტსამშობიარო დეპრესია "მარტო ვერ ვრჩებოდი, მეგონა, გავიგუდებოდი" - რა ვიცით პოსტსამშობიარო დეპრესიაზე
საქართველოში პოსტსამშობიარო დეპრესიას სათანადო ყურადღება არ ექცევა. სამშობიარო სახლების უმეტესობაში ქალებს ამის შესახებ არაფერს ეუბნებიან. ეს არც ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტია. უწყებაში ტაბულას უთხრეს, რომ სახელმწიფო პოსტსამშობიარო დეპრესიის მკურნალობაშიც ისევეა ჩართული, როგორც ნებისმიერი ფსიქიკური აშლილობის დროს...
---
01.04.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/458963
13 წლის ნინი როსტიაშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
13 წლის ნინი როსტიაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურში ცხოვრობს. გოგონა ზურგის ტვინის ამიოტროფიით დაიბადა და სავარძელს არის მიჯაჭვული. ვერაგმა ავადმყოფობამ ბავშვს მეტყველების უნარი წაართვა. ტანისა და ფეხის კუნთები პარალიზებულია, თუმცა გონებრივი ჩამორჩენილობა არ აღინიშნება. ნინი აცნობიერებს ყველაფერს და მწარედ განიცდის თავის მდგომარეობას. ბავშვს ხშირად ემართება ასთმური შეტევები, იწყებს ინტენსიურ ხველებას და კარგავს გრძნობას. 46 წლის ასმათი, ნინის დედა, ნამდვილად რომ გმირი ქალია – ის ფაქტი, რომ ბავშვი დღემდე ცოცხალია, სწორედ მისი დამსახურებაა. იგი ძალ-ღონეს არ იშურებს შვილის მოსავლელად და მზადაა, სიცოცხლე გაიღოს მისთვის. “ჩერნოვეცკის” ფონდის წარმომადგენელმა მას რამდენიმე კითხვით მიმართა: – როგორ უმკლავდებით გოგონას მოვლას, თუ გავითვალისწინეთ იმ გარემოებას, რომ თქვენს ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირს? ასმათი: მე ჩემს სიცოცხლეს ნინის ვუძღვნი. ნინი ჩემი შვილია და მე, როგორც დედა, ვალდებული ვარ, ბოლომდე დავიხარჯო… მე ხომ ის ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს! ღმერთი მაძლევს ძალას, რომ გავუმკლავდე პრობლემებს, რადგან ახლა არ არის სასოწარკვეთაში ჩავარდნის დრო. – ბავშვს ხშირად ემართება ასთმური შეტევები? ასმათი: კვირაში ერთხელ, თუმცა – ხანდახან ორჯერ და სამჯერაც. ვიძახებ „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადას, მაგრამ სანამ ისინი მოაღწევენ ჩვენს სოფელში, თავად ვისწავლე, თუ როგორ უნდა აღმოვუჩინო პირველადი დახმარება. ჩვენ გვაქვს სანაციის მილები და ჟანგბადის ბალიში. როდესაც ნინი თბილისის კლინიკაში იწვა, მაშინ ადმინისტრაციამ საჩუქარად გადმოგვცა. ჯერ გვყოფნის, მაგრამ ხვალ რა იქნება, არ ვიცი… -ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეთ დახმარებისთვის? ასმათი: მივმართე არაერთხელ სახლის გამაგრებასთან დაკავშირებით. ეს ძველი შენობაა და ლამის სადაცაა წაიქცევა და თავზე დაგვეცემა. მპირდებიან დახმარებას, მაგრამ ჯერ არაფერია სანუგეშო. -ეს კიდევ ერთი დიდი საფიქრალია, არა? ასმათი: რა თქმა უნდა. მეორე სართულზე ასვლა არ შეიძლება, სახიფათოა – ან კიბე დაინგრევა, ან ჭერი ჩამოვარდება. ვართ „გამომწყვდეული“ პირველი სართულის ერთ ოთახში, სადაც არც წყალია, არც გაზი და არც – საპირფარეშო. ჩემი მეუღლე, ნინოს მამა, შრომისუუნაროა, რამდენიმე ოპერაცია აქვს კუჭზე გაკეთებული, ვერ მუშაობს, აწუხებს კუჭის წყლული. მეუღლესაც მე ვუვლი… – როგორ ცხოვრობთ? ასმათი: სოციალური შემწეობა და ბავშვია პენსია… ყველაფერი წამლებში მიდის, ფაქტობრივად… “მეგობრებო, პატარა ნინი სასწრაფო დახმარებას საჭიროებს. მოდით გავუწოდოთ მას დახმარების ხელი! ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი განვითარების პერსპექტივა ახლა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვიმოქმედებთ გაერთიანებული ძალებით. ჩვენ შეგვიძლია, შევუქმნათ მას მომავლის პლაცდარმი. თქვენ შორის უამრავი ქველმოქმედი ადამიანია და ჩვენ ვიცით, რომ არ დატოვებთ ნინოს უყურადღებოდ. გფარავდეთ უფალი! “ჩერნოვეცკის” ფონდის ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნინი როსტიაშვილი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც “,- აცხადებენ ფონდში.
---
ბეჭდვითი მედია
02.04.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
ვაკეში გარდაცვლილი მუშები - ვინ აგებს პასუხს, უბედური შემთხვევა თუ სისტემური პრობლემა
უბედური შემთხვევა თუ სისტემური პრობლემა, რომელიც უსაფრთხოების სისტემის არ არსებობამ გამოიწვია. ჭავჭავაძის გამზირზე ორი მუშის გარდაცვალების ფაქტს - შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინსპექტორი, მაია მიქაია აფასებს და ამბობს, რომ წინასწარი დაკვირვების შედეგად, მშენებლობაზე შრომის უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო. მაიქაიას თქმით, საქმეზე მიმდინარეობს მოკვლევა, დაწყებულია დოკუმენტაციის გაცნობა და თვითმხილველების გამოკითხვა. მისივე განცხადებით, პირველადი მონაცემებით არ ხდებოდა რისკების შეფასება და საფრთხეების იდენტიფიცირება, რამაც ეს ტრაგედია გამოიწვია. მიქაია ასევე ეხმაურება კომპანია „ტრანსმშენის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ამ მონაკვეთზე სპეციფიკური სამუშაოების გამო ქვეკონტრაქტორი კომპანია დაიქირავეს და გარდაცვლილი თანამშრომლები დაქირავებულ კომპანიაში მუშაობდნენ. მიქაია ამბობს, რომ ეს ფაქტი „ტრანსმშენს“ არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. ურთიერთბრალდებები და პასუხისმგებლობების თავიდან აცილების მცდელობა. ესაა პროფკავშირების წარმომადგენლების შეფასებები ჭავჭავაძეზე დატრიალებული უბედური შემთხვევის ფაქტზე. მათი თქმით, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, როგორც კომპანია, ასევე სახელმწიფოა, რომელსაც ქვეყანაში სოციალური პოლიტიკა არ გააჩნია და ვერ დააყენა საშველი, რომ შრომის ინსპექციას უფრო მეტი უფლებები მიეცეს და კანონით მკაცრი მოქმედების საშუალება ჰქონდეს. უბედური შემთხვევა 31 მარტს დღის ბოლოს ყოფილი ლეჩკომბინატის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ახალი კლინიკის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მიწა შენობის საძირკველის გამაგრების დროს ჩამოიშალა და ორი მუშა ჩაიყოლა. მერიაში განმარტავენ, რომ კომპანია "ტრანსმშენი," რომელიც ადგილზე სამუშაოებს აწარმოებს, ერთი კვირის წინ შემოწმდა და ყველაფერი წესრიგში იყო. არსებული ინფორმაციით, მრავალპროფილური საავადმყოფო შენდება. საუბარია ვაკის ყოფილი ლეჩკომბინატის ტერიტორიაზე. ამ ტერიტორიაზე მშენებლობა ორიოდე თვის წინ დაიწყო და პროექტის მიხედვით, 2021 წელს დასრულდება. არსებული პროექტით, ჭავჭავაძის გამზ. #5- ში სამედიცინო დაწესებულებასთან ერთად ლანდშაფტური პარკი და მუზეუმი მოეწყობა. კომპანია „ტრანსმშენი,“ რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა, ადგილზე დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება. „ტრანსმშენის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ მონაკვეთზე სპეციფიკური სამუშაოების გამო ქვეკონტრაქტორი კომპანია დაიქირავეს. მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულების მიხედვით, უსაფრთხოების ნორმები სწორედ აღნიშნულ კომპანიას უნდა უზრუნველეყო. „ტრანსმშენის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი თანამშრომლები დაქირავებულ კომპანიაში მუშაობდნენ. „კომპანია "ტრანსმშენი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჭავჭავაძის 5-ში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და განმარტავს რომ აღნიშნული ობიექტის კონკრეტულ მონაკვეთზე მიმდინარე სპეციფიკური სამუშაოების გამო კომპანიას დაქირავებული ჰყავდა ქვეკონტრაქტორი კომპანია, რომელსაც გააჩნია დიდი და მრავალწლიანი გამოცდილება ამ ტიპის სამუშაოების წარმოებაში და რომელიც გაფორმებული ხელშეკრულებით პასუხისმგებელი იყო ამ სამუშაოების წარმოების დროს სამუშაო მონაკვეთზე დაეცვა უსაფრთხოების ნორმები. გარდაცვლილი თანამშრომლები იყვნენ ქვეკონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილების ოჯახებს ამ უაღრესად დიდ დანაკლისს. გამოვთქვამთ სრულ მზაობას ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან,“ - აღნიშნულია განცხადებაში. ჭავჭავაძეზე დაღუპული ერთ ერთი მუშა 25 დათო აბესაძეა, რომლის მამაც მაღაროელი იყო. მამის სამსახურიდან გათავისუფლების გამო, 4 დაძმის რჩენა დათომ გადაწყვიტა და მანამ ობიექტზე მუშაობა დაიწყო. მისი ახლობლები ყვებიან, რომ გარდაცვლილი ზაფხულში დაოჯახებას აპირებდა და ფული ძალიან სჭირდებოდა, ამიტომაც, ახალგაზრდა დაუზოგავად შრომობდა. რაც შეეხება 44 წლის მამაკაცს, ის 17 წლის ვაჟთან ერთად მუშაობდა მშენებლობაზე და ის სრულიად შემთხვევით გადარჩა, რადგანაც იმ დროს ადგილზე არ იმყოფებოდა. დამოუკიდებელი პროფკავშირების წევრი სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ ისნპექცია მსგავსი მშენებლობებს ვერ ამოწმებს და ახლა მიიღეს კანონი, რომელიც ძალიან სუსტია და ფაქტობრივად მშენებლობების შემოწმების უფლება არა აქვთ და არც არის ცნობილი, როდის შეიძლება, რომ ამ კუთხით კანონი გამკაცრდეს. მისივე თქმით, ახლა რაც გვაქვს შექმნილი, ეს არის კანონი, რომელიც ევროკავშირის ხელშეკრულების მიხედვით გვაქვს და ისიც მინიმალურს ვაკეთებთ. თუ ევროპიდან დირექტივები არ არის, არაფერს აკეთებენ და იმასაც რაც შეიძლება ბოლომდე წელავენ. ჯაფარიძე აცხადებს, რომ ეს არ არის უბედური შემთხვევა, ეს არის ხელოვნურად შექმნილი სიტუაცია, რადგანაც ცუდი პოლიტიკა გვაქვს და ეს თავიდან ბოლომდე მთავრობის პრობლემაა. „ეს პრობლემები მუდმივად გაგრძელდება, რადგანაც ქვეყანაში სოცილური პოლიტიკა არ გვაქვს. თავიდან ბოლომდე დაიწყება ერთმანეთზე გადაბრალება. სახელმწიფომ დაიწყო კომპანიაზე გადაბრალება, კომპანია ქვე კომპანიას აბრალებს, ისინი კიდევ თავად გარდაცვლილი მუშებისკენ იშვერენ ხელს. ბოლო დასკვნა კი ის გამოდის, რომ თავად მუშები უსაფრთხოების ნორმებს არ იცავენ. ეს არის ჩვეულებრივი ნარატივი, შრომის ინსპექციას საკმაოდ შეზღუდული ძალაუფლება აქვს და ის ვერაფერს ვერ აკეთებს. ამიტომ მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. შრომის ინსპექცია უფრო უნდა გავაძლიეროთ და მას მეტი უფლებები მივცეთ. შრომის უფლებებს ინსპექცია ვერ ამოწმებს. 7 საათის განმავლობაში გარდაცვლილი მუშის მეუღლესთან ერთად ვიდექი. არც კომპანიიდან და არც არსაიდან პასუხისმგებელი პირი არ გამოვიდა, ვინც ეტყოდა რა ხდებოდა. ეს ქალბატონი ასე მარტო გაუგებარ სიტუაციაში იყო. ერთი ადამიანი მაინც ყოფილიყო, ვინც რაღაცა პასუხს მაინც გასცემდა. შრომის ინსპექტორებს არა 2020-ში და 2021-ში უნად მიეცეთ უფრ მეტის საშუალება, არამედ ახლავე“, - აცახდებს სოფო ჯაფარიძე. მისივე თქმით, დაღუპული 44 წლის მამაკაცის 17 წლის ვაჟიც იქ მუშაობდა და შემთხვევით გადარჩა. ჯაფარიძე ამბობს, რომ მუშებს ხელშეკრულება არ ჰქონდათ დადებული და ყოველ დღე, 17 წლის ბავშვი 14 საათი მუშაობდა. მისი აზრით, როცა კომპანია შრომის უფლებებს არ იცავს, უსაფრთხოებას რატომ დაიცავს? „გამომუშავებაზე მუშაობდნენ და 60 თუ 70 ლარს აძლევდნენ. ერთ მეტრამდე თუ გამოთხრი, რაღაც განსაზღვრული თანხაა დაწესებული, ანუ რაც უფრო სწრაფად გამოთხრი, უფრო მეტი ხელფასი გექნება. მუშები გამოჭერილი ჰყავთ, გეგმა არ არსებობს, არ იციან ვინ სად რა უნდა გააკეთოს. “ზემოდან ლამაზად აქვთ გაკეთებული, რომ ვითომ შრომის უფლებებია დაცული. რეალურად კი 17 წლის ბავშვი ორი კვირა გადაბმულად მუშაობს და იქ შრომითი ხელშეკრულება არა აქვთ. ვინ დაიჯერებს რომ იქ ხალხს შესვენების უფელბას აძლევდნენ?! ჩვეულებრივი განუკითხაობაა და ხალხი გამოჭერილი ჰყავთ“,-აცახდებს სოფო ჯაფარიძე. ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში კი "ხიმინჯ სერვის 2"-ის ხელმძღვანელებს კითხავდნენ. ეს კომპანია ასრულებდა სამუშაოებს ჭავჭვაძეზე მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილზე და ორივე გარდაცვლილი სწორედ "ხიმინჯ სერვის 2"-ის თანამშრომელი იყო. შპს „ხიმინჯ სერვის 2-ის“ დირექტორი, ოთარ ცნობილაძე ამბობს, რომ უსაფრთხოების ნორმები მშენებლობაზე დაცული იყო. „პირველი შემთხვევა იყო ეს, უსაფრთხოება დაცული იყო, ყველაფერი და იყო უბედური შემთხვევა. წუხელაც ვიყავი, ახლაც მივდივარ დაკითხვაზე,“ - ამბობს ცნობილაძე. როგორც ირკვევა, "ხიმინჯ სერვის 2“ ინსპექტირების წარმომადგენლებმა დღეს დააჯარიმეს იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა გავლილი რეგისტრაცია საფრთხის შემცველ სამუშაოებთან დაკავშირებით. ჯარიმა ათას ლარს შეადგენს. მომხდარ ტრაგედიას უბედურ შემთხვევას უწოდებს ადვოკატი გიორგი ყიფშიძეც. „წინასწარი ვერსიით, ეს იყო უბედური შემთხვევა, რა თქმა უნდა, ცალსახად. არსებულმა გამაგრებამ ვერ გაუძლო დაწოლილ მასას მიწისას და მოხდა ასეთი რამ, სამწუხაროდ, უკვე დასრულებულ იმ დღის სამუშაოებზე. ხელშეკრულების მიხედვით, მომუშავე პერსონალზე მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა ევალებოდა "ხიმინჯ სერვის 2"-ს, ამის უარყოფა იქნება ალბათ არასწორი. “სავალდებულოა, საქართველოში იმ სამუშაოების ჩამტარებელი კომპანიის მიერ რეგისტრაცია, რომელიც შეიცავს ადამიანისთვის სიცოცხლის საფრთხეს და ეს რეგისტრაცია კომპანიას სამწუხაროდ გავლილი არ ჰქონდა. ამ ტიპის უბედური შემთხვევების დროს თუ რაიმე ტიპის დაუდევრობაა, ეს უნდა თქვას ექსპერტიზამ. მხოლოდ ამის შემდეგ, სავარაუდოდ, უკვე პროკურატურა მიიღებს გადაწყვეტილებას - მისცეს ვინმე პასუხისგებაში თუ არ მისცეს, მაგრამ არა მგონია, მთლად ასე ჩაიაროს ამ საქმემ, რომ ვინმე არ იქნეს მიცემული პასუხისგებაში. ეს ცალსახა თავის მოტყუება იქნება, რომ სხვანაირად ვიმსჯელოთ,“ - განაცხადა ადვოკატმა.
---
02.04.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
მშენებლობაზე მუშაობა თანდათან სიკვდილთან თამაშს ემსგავსება
მთელი საქართველოს მასშტაბით შრომის უსაფრთხოებას მხოლოდ 40 ინსპექტორი ამოწმებს. მიუხედავად იმისა, რომ კანონში ცვლილება უკვე შევიდა და შრომის ინსპექციის უფლება-მოვალეობებიც გაიზარდა, სტატისტიკა კვლავ შემაშფოთებელია. 2019 წლის პირველ სამ თვეში სამუშაოს შესრულების დროს 14 ადამიანი დაიღუპა. რეფორმა ფასადურია და საქართველოში შრომის პროცესში სიკვდილის რისკი ძალიან მაღალია. მხოლოდ 2019 წლის იანვარ-მარტში სამუშაო ადგილზე 14 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 11 მშენებლობაზე; იმავე პერიოდში დაშავდა 10 ადამიანი, აქედან 3 - მშენებლობაზე; 2018 წელს სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 40 ადამიანი, აქედან 16 მშენებლობაზე; ამავე პერიოდში სამუშაო ადგილზე დაშავდა 37 ადამიანი, მათგან 17 მშენებლობაზე. სამუშაო ადგილზე დაღუპულთა, დაშავებულთა და გარდაცვალებულთა რიცხვი 2017 წელს 39-ს შეადგენდა, აქედან მშენებლობაზე - 17; იმავე პერიოდში დაშავდა 55 ადამიანი, მათგან 22 შემთხვევა მშენებლობაზე მოხდა. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე "ბიზნეს-რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ მათ 2020 წლიდან ექნებათ უფლება, რეგიონული წარმომადგენლობები შექმნან, რაც საქმეს გააიოლებს. "რა თქმა უნდა, ვამოწმებთ. დღესდღეობით გვყავს 40 ინსპექტორი და რვა ადმინისტრაციული თანამშრომელი. ამ რესურსით ინსპექტირებას ვატარებთ მთელი საქართველოს მაშტაბით. თქვენ იცით, რომ შრომის უსაფრთხოების საკითხებში შევიდა გარკვეული ცვლილება, ინსპექცია 2020 წლიდან დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბდება და ექნება უფლება, რეგიონული წარმომადგენლობები შექმნას. რაც შეეხება უფლებამოსილებას, ამ ეტაპზე ვამოწმებთ საფრთხის შემცველ კომპანიებს, ხოლო შემდეგში ნებისმიერი კომპანია დაექვემდებარება ინსპექტირებას," - აღნიშნა ბექა ფერაძემ. სამუშაო ადგილზე დაღუპვის ერთ-ერთი შემზარავი შემთხვევა გაუშინ მოხდა, როდესაც თბილისში, ჭავჭავაძის 5-ში მშენებარე ობიექტზე, მიწა ჩამოიშალა და 2 ახალგაზრდა მამაკაცი იმსხვერპლა. "სოლიდარობის ქსელის თავმჯდომარე" სოფო ჯაფარიძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას გუშინდელი ტრაგედიის დეტალებს იხსენებს და მიიჩნევს, რომ რეფორმა, რომელიც შრომის ინსპექციას შეეხო, ფასადურია. "ძალიან ხშირად მუშები უსაფრთხოებაზე უარს ამბობენ, რადგან ეშინიათ სამსახურის დაკარგვისა. ამ ადამიანებმა რომ დაიწყონ თავიანთი უფლებების დაცვა და მოთხოვნები წამოაყენონ, შესაძლოა, სამსახური დაკარგონ. თავიდან ბოლომდე შიშის ფაქტორზე გადის მათი ამბავი, ხმას ვერ იღებენ, რადგან ფიქრობენ, რომ უფროსები ამოიჩემებენ და სამუშაოდან გაათავისუფლებენ. გუშინწინ გარდაცვლილი ადამიანი ორი კვირა ყოველდღე მუშაობდა, მისი შვილიც მასთან ერთად მუშაობდა. 17 წლის ბიჭია და მას ვესაუბრეთ. ჩვენი ინფორმაციით, არ არსებობდა გეგმა, არ იყო საქმე გადანაწილებული, ზედმეტად თხრიდნენ ამ მიწას, რამაც მისი ჩავარდნა გამოიწვია. იმ ადამიანების ხელფასი დამოკიდებული იყო გამომუშავებაზე, ანუ რამდენსაც გათხრიდნენ, იმდენ ფულს მიიღებდნენ. ყველაფერი თავის რიგზე რომ ყოფილიყო, ეს ადამიანები დღეს ჩვენ გვერდით იქნებოდნენ და კიდევ ორი მათგანი არ დაიღუპებოდა სამუშაო ადგილზე. იმდენად არეულ-დარეულია ყველაფერი, სიტყვითაც კი ძნელია გამოთქმა. გუშინ მე რომ არ ვყოფილიყავი, დაღუპულთა ოჯახის წევრებს ვერც უკავშირდებოდნენ, არც ჰქონდათ ნომერი. რა კომპენსაციაზეა საუბარი, არც მთავრობის და არც კომპანიის არც ერთი წევრი არ მოსულა და არ უცდია ოჯახთან საუბარი, სანამ არ დავრეკე და არ მოვიყვანეთ ვინმე. გარდაცვლილის სასოწარკვეთილ მეუღლეს არავინ უხსნიდა, რა მოხდა, არც ესაუბრებოდნენ. სისხლის სამართლის სასჯელი არ დგება ამ საკითხში და საკმარისი არც ჯარიმებია, კომპანიებს არ უნდათ ფულის დახარჯვა. თუ დავაწესებთ დიდ ჯარიმებს, შეეშინდებათ და რამეს გააუმჯობესებენ. იქ მომუშავეებმა არც იცოდნენ, სად მუშაობდნენ და ვის დაქვემდებარებაში, ორწუთიანი ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს, დაახურეს ქუდები და ამუშავებენ. ფასადურად თითქოს ისე ჩანს, რომ დაცულია ყველაფერი, მაგრამ რეალურად არაფერი არ არის ისე, როგორც უნდა იყოს," - აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.
---
02.04.2019
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
შრომა არა, ტანჯვა და სიკვდილი!
არავინ არაა წინააღმდეგი რომ აშენდეს ახალი საავადმყოფოები, მუზეუმები, სკვერი და შადრევანი, მაგრამ შენობებე ძვირფასი რომ ადამიანთა სიცოცხლეა, ამაზე, იმედია, არ ვიკამათებთ. არც ისაა საკამათო, რომ მშენებლობის პროცესში ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული მუშა-მოსამსახურეების უსაფრთხოება. საშინელებაა იმისი გააზრება, რომ ყოველდღიურად ასობით ჩვენს თანამოქალაქეს სრულიად დაუცველ გარემოში უწევს შრომა. შრომა – არა, ტანჯვა! რეგიონებიდან დედაქალაქში ჩამოსული ხელმოკლე ახალგაზრდები (ყოველდღიური ლუკმა-პურის მოძიების მუხანათურ გზაზე) ხან გაზით იგუდებიან, ხან ხარაჩოებიდან ვარდებიან, ხან მშენებლობისას მოულოდნელი ტრაგედიისას იღუპებიან. შრომის და სიცოცხლის ველური პირობები… უკიდურესი გაჭირვება… დაუცველობა და სიმარტოვე… ხელისუფლება- სხვა პლანეტაზე!!! ბოლოს, პასუხისმგებელი ისევ არავინ არაა. ამჯერადაც აღიძვრება საქმე, ამჯერადაც დაიწყება გამოძიება, რომლის შედეგებს ვერავინ გაიგებს. იმდენი დრო გავა, რომ ყველას ყველაფერი დაავიწყდება… ამ საბრალო, ახალგაზრდა ბიჭებს კი, ვერავინ გააცოცხლებს. ამასობაში კი, ახალი ტრაგედიის შესახებ გავიგებთ, როდემდე? P.S. კვირა დღე, წესით, დასვენების დღეა.
---
02.04.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
ჭავჭავაძის 5 ნომერში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
აქციის მონაწილეები, რომლებიც ჭავჭავაძის 5 ნომერთან 2 მუშის დაღუპვას აპროტესტებენ, პოლიციას დაუპირისპირდნენ. მათ გზის ორივე ნაწილი დაიკავეს, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა. სამართალდამცველები ამ წუთებში გზის გათავისუფლებას ცდილობენ. აქციის მონაწილეების თქმით, იქ მანამდე დარჩებიან, სანამ მთავრობის წარმომადგენლები არ მივლენ. კერძოდ, ისინი პრემიერმინისტრის, ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრების მისვლას ითხოვენ. აქციის ორგანიზატორი „სოლიდარობის ქსელია". მათ შეუერთდნენ ასევე ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრი და დამოუკიდებელი პროფკავშირი „ერთობა 2013". აქციაზე ასევე იმყოფებიან სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის წინასწარი შეფასებით, ჭავჭავაძის ხუთ ნომერში, სადაც გუშინ მიწის ჩამოშლის შედეგად 2 მუშა დაიღუპა, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა ფიქსირდება. ჭავჭავაძის 5 ნომერში მშენებარე ობიექტზე, სამშენებლო სამუშაოების დროს მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მაშველებმა მიწის მასიდან 25 წლის კაცის ცხედარი მალევე ამოიყვანეს, 8 საათი გაგრძელდა მეორე ცხედრის სამძებრო სამუშაო. ორივე კაცი მიწის რვამეტრიანი მასის ქვეშ იყო მოყოლილი. მიწა სავარაუდოდ იქ ჩამოიშალა, სადაც საძირკველი იყო გაჭრილი. რა გახდა მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. სამშენებლო სამუშაოებს "შპს ლეჩკომბინატი ნომერი 1"-ის დაკვეთით, კომპანია "ტრანსმშენი" აწარმოებს. შემთხვევის ადგილზე საავადმყოფო უნდა აშენდეს. შსს-მ გამოძიება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე დაიწყო. დღეს ცნობილი გახდა, რომ ჭავჭავაძეზე მშენებლობის დამკვეთ კომპანიას საქმიანობის უფლება შეუჩერდა, ორ ქვეკონტრაქტორ კონპანიას კი ჯარიმა დაეკისრა.
---
02.04.2019
მედიასაშუალება: ახალი თაობა
ვაკეში მიწის ჩამოშლას 2 მუშის სიცოცხლე შეეწირა
31 მარტს ჭავჭავაძის გამზირზე მშენებლობის დროს მიწის ჩამოშლას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უმძიმესი ტრაგედიის შედეგად დაღუპულ მუშებს მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. თავიდან მათ 25 წლის დავით აბესაძის ცხედარს მიაგნეს, რამდენიმე საათის ძიების შემდეგ კი 41 წლის ედუარდ დავრიშევი ამოასვენეს. უბედური შემთხვევა დღის ბოლოს ყოფილი ლეჩკომბინატის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ახალი კლინიკის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მიწა შენობის საძირკვლის გამაგრების დროს ჩამოიშალა და ორი მუშა ჩაიყოლა. მერიაში განმარტავენ, რომ კომპანია `ტრანსმშენი~, რომელიც ადგილზე სამუშაოებს აწარმოებს, ერთი კვირის წინ შემოწმდა და ყველაფერი წესრიგში იყო. `ტრანსმშენის~ განცხადებაში წერია, რომ აღნიშნულ სამუშაოებს ქვეკონტრაქტორი კომპანია ახორციელებდა და დაღუპული მუშებიც სწორედ მათთან იყვნენ დასაქმებულები. _ კუსტარული მანქანა-დანადგარები და დაუცველი ღიობები არსებობდა, რომელიც ერთი შეხედვით თვალსაჩინო იყო, _ განაცხადა შრომითი პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის სამსახურის უფროსმა, ბექა გერაძემ. ბექა გერაძის თქმით, ამ ეტაპზე მიწის ჩამოშლის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა, გარკვეული დარღვევები პირველადი დათვალიერების დროს უკვე დააფიქსირეს. _ დეტალურად ალბათ, დღის ბოლოს ან უახლოეს პერიოდში გვექნება შესაძლებლობა, რომ კონკრეტულად, უშუალო და სისტემურ მიზეზებზე ვისაუბროთ, რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა, _ განაცხადა ბექა გერაძემ. ინსპექტირების ჯგუფის წარმომადგენლების თქმით, პირველადი დათვალიერების დროს გარკვეული დარღვევები გამოიკვეთა, თუმცა, უნდა დაზუსტდეს რამდენად სწორად იყო სამუშაოები დაპროექტებული. მათივე თქმით, ამის გარკვევის შემდეგ კი დადგინდება, ვის მიერ იყო შეცდომა დაშვებული _ შემსრულებლის თუ დამკვეთის. გუშინ, 1 აპრილს, ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში `ხიმინჯ სერვის 2~-ის დირექტორი ოთარ ცნობილაძე დაიკითხა. სწორედ ეს კომპანია ასრულებდა სამუშაოებს უბედური შემთხვევის ადგილზე და ორივე გარდაცვლილი სწორედ `ხიმინჯ სერვის 2~-ის თანამშრომელი იყო. ოთარ ცნობილაძე ამბობს, რომ უსაფრთხოების ნორმები მშენებლობაზე დაცული იყო. _ პირველი შემთხვევა იყო ეს, უსაფრთხოება დაცული იყო, ყველაფერი და იყო უბედური შემთხვევა. წუხელაც ვიყავი, ახლაც მივდივარ დაკითხვაზე, _ ამბობს ცნობილაძე. `ხიმინჯ სერვის 2~ ინსპექტირების წარმომადგენლებმა გუშინ დააჯარიმეს იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა გავლილი რეგისტრაცია საფრთხის შემცველ სამუშაოებთან დაკავშირებით. ჯარიმა 1.000 ლარს შეადგენს. კომპანიის წარმომადგენლები აკრიტიკებენ დამქირავებელ კომპანია `ტრანსმშენს~, რომელმაც მომუშავე პერსონალის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა მათ დააკისრა. ვაკეში მომხდარ ტრაგედიას უბედურ შემთხვევად მოიხსენიებს ადვოკატი გიორგი ყიფშიძეც. მისი თქმით, შემთხვევის დღეს სამუშაოები დასრულებული იყო, თუმცა, არსებულმა გამაგრებამ მიწის დაწოლილ მასას ვერ გაუძლო. _ წინასწარი ვერსიით, ეს იყო უბედური შემთხვევა, რა თქმა უნდა, ცალსახად. არსებულმა გამაგრებამ ვერ გაუძლო დაწოლილ მასას მიწისას და მოხდა ასეთი რამ, სამწუხაროდ, უკვე დასრულებულ იმ დღის სამუშაოებზე. ხელშეკრულების მიხედვით, მომუშავე პერსონალზე მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა ევალებოდა `ხიმინჯ სერვის 2~-ს, ამის უარყოფა იქნება ალბათ არასწორი. სავალდებულოა საქართველოში იმ სამუშაოების ჩამტარებელი კომპანიის მიერ რეგისტრაცია, რომელიც შეიცავს ადამიანისთვის სიცოცხლის საფრთხეს და ეს რეგისტრაცია კომპანიას სამწუხაროდ გავლილი არ ჰქონდა, _ განაცხადა გიორგი ყიფშიძემ. ყიფშიძე ვარაუდობს, რომ აღნიშნულ საქმეში ბრალეულობის გამოკვეთის შემდეგ კონკრეტული პირები პასუხისგებაში მიეცემიან. _ ამ ტიპის უბედური შემთხვევების დროს თუ რაიმე ტიპის დაუდევრობაა, ეს უნდა თქვას ექსპერტიზამ. მხოლოდ ამის შემდეგ, სავარაუდოდ, უკვე პროკურატურა მიიღებს გადაწყვეტილებას, მისცეს ვინმე პასუხისგებაში თუ არ მისცეს, მაგრამ არა მგონია, მთლად ასე ჩაიაროს ამ საქმემ, რომ ვინმე არ იქნეს მიცემული პასუხისგებაში. ეს ცალსახა თავის მოტყუება იქნება, რომ სხვანაირად ვიმსჯელოთ, _ განაცხადა ადვოკატმა.
---
02.04.2019
მედიასაშუალება: ახალი თაობა
ირაკლი პეტრიაშვილი: "სამეწარმეო ტრაგედიების დროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა იყოს"
საქართველოში მორიგი ტრაგედია მოხდა, რაც სამეწარმეო საქმიანობას უკავშირდება. 31 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე მიწა ჩამოიშალა, რამაც 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. შრომის ინსპექტორი ამბობს, რომ არ ხდებოდა რის-კების შეფასება და ამან გამოიწვია ტრაგედია. სახალხო დამცველი კი 2017-18 წლების სტატისტიკას აქვეყნებს, საიდანაც ჩანს, რომ 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს მნიშვნელოვნად გაზრდილია წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევები. 31 მარტის ტრაგედიაზე და ზოგადად ამ მხრივ არსებული გამოწვევების შესახებ "ახალი თაობა" გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელ ირაკლი პეტრიაშვილს ესაუბრა. - მშენებარე ობიექტზე მორიგი ტრაგედია მოხდა, რა შეფასებას გააკეთებთ? - უბედური შემთხვევა, რაც მოხდა, არის ის, რომ სისტემური პრობლემა და ხარვეზია, რაც აქვს კანონმდებლობას. მხედველობაში მაქვს ის, რომ სხვადასხვა დონეზე გაბნეულია სახელმწიფო უწყებებში, ზედამხედველობაზე მერია ცალკე მუშაობს, შრომის ინსპექცია ცალკე მუშაობს, ეკონომიკის სამინისტროში არსებული ზედამხედველობის სამსახური კიდევ ცალკე მუშაობს. ყველაფერი გააბნიეს სხვადასხვა უწყებებში და პროფკავშირების რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს. ერთი უწყების დაქვემდებარებაში, სამმხრივი პარტნიორობის კომისიის ქვეშ უნდა ყოფილიყო და ყველა ფუნქცია ჰქონოდა ამ ორგანიზაციას, აი ეს არის გამომწვევი მიზეზი, რომ ვერ ხდება მობილიზება, ვერ ხდება ოპერატიულობა. მხოლოდ მინიმალური სანქციები, ის ჯარიმაც, რაც უნდა გადაიხადოს დამსაქმებელმა ანუ სამუშაოს მწარმოებელმა, საკმარისი არ არის და უნდა იყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ეს არის ჩემი შეფასებაც და ეს არის გამოსავალიც. - თქვენ რა არგუმენტი გითხრეს მაშინ, როდესაც არ შეასრულეს თქვენი რეკომენდაცია? - არგუმენტი ის იყო, რომ საერთოდ არაფერი არ იყო და ნაბიჯ-ნაბიჯ რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ, საერთაშორისო მოთხოვნებსო. ინსპექცია, რომელიც არ იყო, გვაქვს, უსაფრთხოების კანონმდებლობა, რომელიც არ იყო, გავაკეთეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ სრულყოფისკენ და 2021 წლისთვის ყველაფერი გვექნებაო. ვეუბნებოდი, რომ ყოველდღიურად უამრავი ადამიანი დგება რისკის ქვეშ. ამის არგათვალისწინება, ბუნებრივია, უბედურ შემთხვევებს იწვევს. - ხელისუფლებას კიდევ ერთი არგუმენტი აქვს ხოლმე, რომ ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან უნდა მოახდინონ ჰარმონიზაცია. ხდება ეს? - ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია ხდება. ოღონდ იმ ხარვეზებით, რაც მე ჩამოგითვალეთ. აქ მხოლოდ პროფკავშირების ზეწოლა საკმარისი რომ ყოფილიყო, 2006 წლიდან მიიღებდნენ. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ამ საკითხზე და მუდმივად გვაქვს პროტესტი შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ე. წ. ლიბერალიზებულ გარემოსთან დაკავშირებით, მაგრამ ასოცირების ხელშეკრულების მეშვეობით, ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მეშვეობით მოხდა ზეწოლა და ამიტომაც კანონმდებლობა მეტნაკლებად სრულყოფილია, მაგრამ მის აღსრულებასთან და ეფექტიანობასთან დაკავშირებით არის კითხვის ნიშნები. ამ კითხვის ნიშნებზე პასუხი არის ის ტრაგიკული შემთხვევები, რაც ხდება. - ბოლო ტრაგედიაზე ჯანდაცვის სამინისტროში არსებული შრომის ინსპექცია ამბობს, რომ გარკვეული ხარვეზები გამოიკვეთა ობიექტზე. ამაზე რას იტყვით? - თუ ობიექტზე არ იყო რაიმე წესრიგში და უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო, დამსაქმებელი დაისჯება. - სახალხო დამცველმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც 2017-18 წლების სტატისტიკური მონაცემებია. საგრძნობლად გაზრდილია ასეთი ფაქტები 2018 წელს და მხოლოდ 19 შემთხვევაზე დაიწყო სისხლის სამართლის საქმე. ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ? - ის, რაც სახალხო დამცველს აქვს, არის პროფკავშირების მონაცემები. იმიტომ, რომ ამ კუთხით სტატისტიკას სახელმწიფო არ აწარმოებს. მხოლოდ პროფკავშირები აწარმოებს სტატისტიკას. რაც ყველაზე მთავარია, ეს არ არის სრულყოფილი მონაცემები. ბევრ სექტორში ჩვენ არ გვყავს წარმომადგენელი. ანუ ჩვენი წარმომადგენელი მხოლოდ 27%-შია წარმოდგენილი. იქ რა ხდება და როგორ ხდება მიჩქმალვა ასეთი უბედური შემთხვევებისა, ეს საზოგადოებისთვის უცნობია. - ჩამოთვალეთ ხარვეზები, ასევე ისაუბრეთ აღსრულების პრობლემებზეც. ხომ არ გგონიათ, რომ არა მხოლოდ შესაბამისი სფეროს, არამედ მთელი საზოგადოების კონსოლიდაციაა საჭირო, თუნდაც პოლიტიკური პარტიების ჩართულობაც? - პოლიტიკური პარტიების ჩართულობა რამდენად საჭიროა, არ ვიცი. იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიები საუბრობენ იმ მოტივით, რომ კრიტიკამ მათ მოუტანოს ის სკამები, რომლებიც მათ ოპონენტებს უკავიათ. საზოგადოების ჩართულობაზე გეთანხმებით, ერთ-ერთია ცნობადობის ამაღლებასთან დაკავშირებული საკითხები. ყველა სამუშაო ადგილზე შრომის ინსპექტორის ყოფნის ფუფუნება არ გვაქვს, მაგრამ საზოგადოების ჩართულობა იწვევს გარკვეულწილად პრევენციას. 3 დღის წინ ასეთ ფაქტს როდესაც შევესწარი მშენებლობაზე, ავიღე ტელეფონი, დავურეკე შრომის ინსპექციის ხელმძღვანელს, ჩავაყენე საქმის კურსში, რა ხდებოდა. დაველოდე, სანამ იქ არ მოვიდნენ ინსპექტორები და არ შეაჩერეს მუშაობა. ასე უნდა დავუკავშირდეთ საზოგადოების თითოეული წევრი, უნდა ვაკონტროლოთ შრომის ინსპექცია. მე ასევე მაინტერესებდა, რამდენად სწრაფად მოვიდოდა შრომის ინსპექცია ჩემ მიერ მითითებულ ადგილზე, სადაც კატასტროფულ მდგომარეობაში მუშაობდნენ. არც დამცავი ქამრები, არც ჩაფხუტები და საერთოდ არაფერი არ ეკეთათ. აქედან გამომდინარე, საზოგადოება როდესაც ნახავს ასეთ ფაქტებს, მთავარია, რომ ხმა მიაწვდინონ შრომის ინსპექციას და თუ ის ადეკვატური არ იქნება, მაშინ დაუკავშირდნენ პროფკავშირს, რომელსაც გააჩნია გარკვეული ბერკეტები, რომ საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია შრომის ინსპექციის მუშაობაზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავად დასაქმებულებმაც კარგად გაითავისონ და დამსაქმებლის რაღაც მათრახზე არ იყვნენ დამოკიდებულნი, რომ მათ ჰქონდეთ დამცავი საშუალებები. მათ უნდა მოითხოვონ და ისინი თავად უნდა უფრთხილდებოდნენ საკუთარ სიცოცხლეს.
---