მედიამონიტორინგი 02.05.2019
ტელევიზია
02.05.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 10:00
შრომის მომავალი - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით და პროფკავშირების ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6047708
---
02.05.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
ღიად და საკმაოდ გასაგებად იყო დაანონსებული სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების შემოწმებისთვის რეიდები. ვინ და როგორ გააკონტროლებს უსაფრთხოების ნორმებს?
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6047323
---
01.05.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
1 მაისი თბილისში დემონსტრაციით აღნიშნეს. ღირსეულიდა უსაფრთხო შრომითი გარემო - ამ მოთხოვნით მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართა. პრობლემებს ხელისუფლებაშიც აღიარებენ და შრომის უსაფრთხოების საკთხებზე სპეციალური საპარლამენტო ჯგუფის შექმნას აანონსებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6046988
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6046827
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6046808
მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6046789
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6046765
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6046581
---
01.05.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
„ლეიბორისტული პარტია“ შრომითი უსაფრთხოების გამკაცრებას ითხოვს. მათ პარლამენტის წინ ფოტო მასალა გამოფინეს, რომელიც გარდაცვლილი მუშების საბედისწერო წუთებს ასახავს. პარტიის წევრები საკანონმდებლო ორგანოს მათ მიერ წარდგენილი ინიციატივის განხილვისკენ მოუწოდებენ. აღნიშნული ინიციატივა შრომის უსაფრთხოების კანონში ცვლილებების შეტანას არა 1 სექტემბრიდან, არამედ უფრო ადრე, 15 მაისიდან გულისხმობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6046809
---
01.05.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
შრომის უსაფრთხოების საკითხებზე , თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნება, გადაწყვეტილება დღეს პარლამენტის კომიტეტზე გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. სხვადასხვა უწყების მიერ წარდგენილი ანგარიშების მიხედვით , ირკვევა რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში ბევრი გამოწვევა რჩება
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6045991
---
01.05.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 17:45
სამშენებლო ობიექტებზე გაუფრთხილებელი რეიდები ჩატარდება, ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მისივე თქმით მიდგომების გამკაცრება აუცილებელია იმისთვის რომ მშენებლობაზე დასაქმებულ პირთა უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6046635
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6046058
---
01.05.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
რა რისკებს შეიცავს გზა, რომელსაც პაციენტები სასწრაფოს გამოძახებიდან კლინიკამდე გადიან-მოქალაქეები კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობენ, რომელსაც სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ და ტრანსპორტირებისას აწყდებიან. პრობლემების არსებობას არ უარყოფენ თავად მედიკოსებიც. სასწრაფოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ბრიგადები ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების შესაბამისად მოქმედებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6047052
---
ინტერნეტი
02.05.2019
შრომის ინსპექტორთა რაოდენობა 100-მდე გაიზრდება
შრომის ინსპექცია დარეგისტრირდება სსიპ-ად, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ რეგიონებში ჩვენი წარმომადგენლობა გავაძლიეროთ, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ, შრომის მომავალთან დაკავშირებული ღონისძიების დაწყებამდე განაცხადა. მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ შრომის ინსპექციაში ხარვეზებია, რადგან ეს მექანიზმი ჯერ კიდევ ახალი შექმნილია. "შრომის ინსპექციასთან დაკავშირებით არის პრობლემა, იმიტომ რომ ახალი არის ეს მექანიზმი. შრომის ინსპექტორების რაოდენობა, რა თქმა უნდა, შეზღუდულია ამ ეტაპზე, თუმცა იმ სექტორებს თუ გავითვალისწინებთ და იმ მანდატს, რომელიც დღეს ამ ეტაპზე მოქმედებს, ეს ნამდვილად, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით საკმარისია. თუმცა, ისევ და ისევ სტანდარტის გათვალისწინებით, ჩვენ ვამატებთ შრომის ინსპექტორებს. შრომის ინსპექტორთა რაოდენობა გაიზრდება 100 -მდე. მათ შორის, რეგიონებში დაემატება შრომის ინსპექტორები და დარეგისტრირდება შრომის ინსპექცია სსიპ-ად, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ რეგიონებში ჩვენი წარმომადგენლობა გავაძლიეროთ", - განაცადა ბარკალაიამ. როგორც მან აღნიშნა, სამინისტროს ინტერესში შედის, რომ დაცული იყოს შრომითი უფლებები და ისე დარეგულირდეს, რომ დასაქმებულებისთვის ხელშემწყობი იყოს. „მიმდინარეობს საუბარი შრომის მომავალზე და დღევანდელ გამოწვევებთან დაკავშირებით, ვინაიდან შრომის ბაზარი ცვალებადია და ახალი გამოწვევები ჩნდება. შრომის ბაზარზე არის მათ შორის მოქნილი შრომის რეგულირება, მაგალითად, რა და როგორ უნდა დავინახოთ ადამიანები, რომლებიც არიან ე.წ პლატფორმის ეკონომიკაში ჩართულები და როგორ უნდა დავიცვათ და დავარეგულიროთ მათი უფლებები ისე, რომ ეს იყოს ხელის შემწყობი და არა ხელის შემშლელი და მათ შორის, მივცეთ ადამიანებს შესაძლებლობა, რომ ჩაერთონ ეკონომიკაში. ამ თემებზე დღესაც და ზოგადადაც მიმდინარეობს საუბარი", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
---
02.05.2019
ირაკლი პეტრიაშვილი - საერთაშორისო ექსპერტებმა დასაქმების სფეროში არსებულ გამოწვევებზე დასკვნა შეიმუშავეს
29 საერთაშორისო ექსპერტმა, წელიწადნახევარი იმუშავა დასაქმების სფეროში არსებულ გამოწვევებზე და შეიმუშავა დასკვნა, რომელშიც ის პრობლემებიც მოხვდა, რასაც პროფკავშირები წლებია აყენებს, - ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა შრომის მომავალთან დაკავშირებით, საერთაშორისო კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, მთავარი გამოწვევევებად რჩება არაფორმალური დასაქმება და ციფრული ეკონომიკა, რაზეც დღევანდელ ღონისძიებაზე მაღალი რანგის წამომადგენლებთან ერთად ისაუბრებს. „ეს არის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, რომელსაც მაღალი რანგის სტუმრები ესწრებიან. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი მარი ელენა ანდრეი ქართველ დამსაქმებლებთან ერთად განიხილავს შრომის გლობალურ მომავალს. არაფორმალურმა დასაქმებამ, ციფრულმა ეკონომიკამ, გარკვეულწილად სახე უცვალა შრომის სფეროს, დასაქმების პოლიტიკას და ბუნებრივია, ამ კუთხით არის გამოწვევები. 29 საერთაშორისო ექსპერტმა იმუშავა წელიწადნახევარი იმ საკითხზე, რა ცვლილებებია და როგორ უნდა აისახოს ეს სხვადასხვა ქვეყანაზე. ბუნებრივია, ეს გვაინტერესებს საქართველოსთან დაკავშირებით, სად ვართ ჩვენ და რა პრობლემა გვაქვს. 57 %-ია დასაქმებული არაფორმალურ ეკონომიკაში, რაც საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, რომ სოციალურ გარანტიებთან და უფლებებთან დაკავშირებით წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას. შვედეთის პრემიერმა და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა, შემოგვთავაზეს შრომის გლობალურ მომავალთან დაკავშირებით გარკვეული მიმართულებები. დღევანდელ ღონისძიებაზე, საქართველოს მხრიდანაც იქნებიან მაღალი რანგის წარმომადგენლები და გვექნება მსჯელობა, სოციალურ პარტნიორებთან ერთად. განვიხილავთ იმ საკითხებს, რასაც პროფკავშირებია წლებია აყენებს და რაც მოხვდა ამ დასკვნაში", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
---
02.05.2019
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით და პროფკავშირების ორგანიზებით, თბილისში კონფერენცია გაიმართება
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით და პროფკავშირების ორგანიზებით, 2 მაისს, შრომის მომავალზე თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროფკავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, კონფერენციას პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი გახსნის. შეხვედრაში მონაწილეობას მთავრობის, პარლამენტის, საერთშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ, მათ შორის თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ბარკალაია - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, , ელგუჯა მელაძე - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი, სერგიუს გლოვაცკასი - შსო/ACTRAV ევროპისა და ცემტრალური აზიის ოფიცერი. ძირითად მოხსენებას გააკეთებს მარია ჰელენა ანდრე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მშრომელთა აქტივობების ბიუროს (ILO/ACTRAV) დირექტორი, რომელიც წარმოადგენს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, გლობალური კომისიის ანგარიშს: “შრომა უფრო ნათელი მომავლისთვის”. რომელშიც სხვა ქვეყნებთან ერთად ასახულია საქართველოს შრომით სფეროში არსებული მდგომარეობა. პროფკავშირების წარმომადგენლები წარმოადგენენ პრეზენტაციას საქართველოს ეკონომიკურ, სოციალურ და დასაქმების სექტორში დღეისთვის არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.განსახილველ საკითხებს შორისაა - გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (UN SDGS) მნიშვნელობა პროფკავშირული პრიორიტეტების მიღწევის საკითხში. განიხილება დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა და შრომის მომავალი საქართველოში. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება - ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს იცავს. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ითვლის 150 000მდე წევრს. მისი წევრია 21 დარგობრივი პროფესიული კავშირი და 3 ტერიტორიული პროფკავშირული ორგანიზაცია: საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარისა და აფხაზეთის რესპუბლიკური გაერთიანებები, ცხინვალის სამხარეო პროფკავშირის ცენტრი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება არის პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) და პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERK) დამფუძნებელი და წევრი
---
01.05.2019
თბილისში დასაქმების ფორუმი გაიმართება
სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, 3 მაისს, თბილისში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოდან აცნობეს. მათივე ცნობით, დასაქმების ფორუმის მონაწილეებს აქტიურ ვაკანსიებს 20-მდე მსხვილი სავაჭრო და სადისტრიბუციო კომპანია შესთავაზებს. სამუშაოს მაძიებლები ვაკანსიებს ადგილზევე გაეცნობიან და პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირ კომუნიკაციას დაამყარებენ. „ღონისძიება თემქისა და სანზონის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაზა გაბუნიას ინიციატივით იმართება და ძირითად სამიზნე ჯგუფს ამ რაიონში მცხოვრები სამუშაოს მაძიებლები წარმოადგენენ. თუმცა, ფორუმში მონაწილეობა შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ფორუმის მიმდინარეობისას, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეებს დასაქმების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებს დეტალურად გააცნობენ. ფორუმი 11:00 საათზე დაიწყება და 14:00 საათამდე გაგრძელდება“, - აღნიშნულია სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
---
01.05.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/466439
„შრომის პირობების გაუმჯობესებისთვის ჩატარებული რეფორმები ტარდება არა მშრომელებისთვის, არამედ ძირითადად ევროპელი თუ სხვა მენტორების გულის მოსაგებად“
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი მოსახლეობას შრომის საერთაშორისო დღეს ულოცავს და საქართველოში შრომის უფლებების დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას. დეპუტატის თქმით, ქვეყანაში შრომა უნდა იყოს დაფასებული, მშრომელი კი დაცული. ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ რეფორმები რომელიც შრომის პირობების გაუმჯობესებისთვის ტარდება, ხშირად არათანმიმდევრული და გაუაზრებელია. „გილოცავთ შრომის საერთაშორისო დღეს! ყოველ პირველ მაისს კიდევ ერთხელ ვაფასებთ მშრომელების მდგომარეობას საქართველოში, მაგრამ არაფერი იცვლება. მაინც მარცხდებიან და იღუპებიან მუშები სამუშაო ადგილზე, მაინც შეუსაბამოა ანაზღაურება გაწეული შრომისთვის, მაინც უწევთ ადამიანებს არანორმირებული სამუშაო დროის გამო ძვირფასი საათების მოკლება საკუთარი ოჯახებისთვის. ეს იმიტომ რომ, ჩვენ ბოლომდე ვერ ვიაზრებთ შრომის მნიშვნელობას თითოეული ჩვენგანისთვის. სანამ, ჩვენ ყველა ერთად არ დავანგრევთ დამკვიდრებულ აზრს, რომ დოვლათს ქმნის მხოლოდ დამსაქმებელი და დასაქმებული, მხოლოდ დეტალია ამ პროცესში, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გაცვდეს და გამოიცვალოს, მანამდე ჩვენ ვერ გავათვიცნობიერებთ შრომის მნიშვნელობას. შრომა ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სწორედ შრომის შედეგად ათვიცნობიერებს ადამიანი მისი ცხოვრების საზრისს. სამუშაო ადგილზე ატარებს ადამიანი მისი ცხოვრების უმეტეს ნაწილს. ამიტომ შრომა უნდა იყოს დაფასებული და მშრომელი დაცული. რეფორმები, რომელიც ტარდება შრომის პირობების გაუმჯობესებისთვის ხშირად არის არათანმიმდევრული და გაუაზრებელი. ეს იმიტომ ხდება, რომ მშრომელები ამ პროცესში ვერ იღებენ მონაწილეობას. რეფორმები ტარდება არა მშრომელებისთვის, არამედ ძირითადად ევროპელი თუ სხვა მენტორების გულის მოსაგებად. მაგალითად ევროკავშირის მოთხოვნის შესაბამისად შეიქმნა შრომის ინსპექცია, რომელიც შრომის უსაფრთხოებას ზედამხედველობს, მაგრამ დღემდე ის არ არის აღჭურვილი შესაბამისი მანდატით, რომ შრომის უფლებებსა და პირობებს გაუწიოს ზედამხედველობა. სინამდვილეში არ არსებობს უსაფრთხო შრომა, დაცული შრომის უფლებების გარეშე. როდესაც ჩნდება კითხვა, თუ რატომ იღუპებიან თუ ზიანდებიან ადამიანები სამუშაო ადგილზე, პასუხი ამ გარემოებაშიც უნდა ვეძებოთ. ამიტომ ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები არა ვიღაცისთვის, არამედ ჩვენთვის, ჩვენი საჭიროებებისთვის. მაგრამ ეს არ მოხდება ძლიერი მშრომელთა გაერთიანებების გარეშე. გამოცდილებამ გვანახა, რომ ყველაზე საუკეთესო მხოლოდ ბრძოლით მოიპოვება. ამიტომ დღევანდელი დღე უნდა გახდეს არა მხოლოდ წარსულის გააზრების, არამედ მომავალი გეგმებისა და ინიციატივების დასახვის საწყისი. კიდევ ერთხელ გილოცავთ პირველ მაისს“,- აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.
---
01.05.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/544367-parlamentshi-shromis-usaprtxoebis-sakitxebtan-dakavshirebit-tematuri-mokvlevis-jgupi-sheikmneba/
პარლამენტში შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნება
პარლამენტში შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნა სოფო კილაძის ინიციატივაა, რომელიც შრომის უსაფრთხოების საკითხებს დეტალურად შეისწავლის და რეაგირებას მოახდენს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სხვადასხვა უწყების მიერ წარმოდგენილ შუალედური ანგარიშების მიხედვით ამ მიმართულებით ბევრი გამოწვევა დაფიქსირდა. „ჩვენ გავამკაცრეთ რეგულაციები, შევცვალეთ კანონი, თუმცა უფრო ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რათა ჩვენს ქვეყანას არ ყავდეს სამუშაო ადგილზე დაღუპული ადამიანები. მივიღეთ გადაწყვეტილება, „შევქმნათ თემატური მოკვლევის ჯგუფი“, რომელიც ამ მიმართულებით, იქნება საპარლამენტო ზედამხედველობის ერთ-ერთი ბერკეტი“, - განაცხადა სოფო კილაძემ.
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=82791
---
01.05.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/360515/
მერია მშენებლობებზე უსაფრთხოების ე.წ. რეიდულ შემოწმებებს გეგმავს
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მერია გეგმავს, თბილისში არსებული მშენებლობები მოულოდნელად, ე.წ. რეიდულად შეამოწმოს. კალაძემ დღეს, პირველ მაისს გამართულ სხდომაზე ვიცემერს დაავალა, რომ აღნიშნული შემოწმებები “დიდი სიხშირით დაიწყონ, მთელი ქალაქის მასშტაბით”. “ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ კიდევ უფრო გავამკაცროთ ჩვენი მიდგომები და დამოკიდებულება სამშენებლო ობიექტების მიმართ, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება. თქვენ იცით, რომ ამ მიმართულებით ჩვენ გასულ წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ, გავამკაცრეთ რეგულაციებიც, თუმცა აუცილებელია კიდევ უფრო მეტი ყურადღება. აუცილებელია ე.წ. რეიდების ჩატარება, რომ იქ [ მშენებლობაზე] მისვლა და გადამოწმება ყველასათვის მოულოდნელი იყოს, რათა კიდევ ერთხელ ყველამ გაითავისოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სიცოცხლე”,- ამბობს კალაძე. მისივე თქმით, თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა გაითავისოს როგორც დამსაქმებელმა, ასევე დამკვეთმა და მშენებლობაზე მომუშავე ადამიანებმაც. კალაძის განმარტებითვე, მერიას მკაცრი მიდგომები ექნება. თუ დაინახავთ, რომ მშენებლობაზე ან სხვა სამუშაოს შესრულებისას შრომის უსაფრთხოების პირობები დაცული არ არის — მუშებს არ ახურავთ ჩაფხუტები, არ არიან შენობაზე დამცავი თოკებით დამაგრებული, ან სხვა რამე მოგხვდებათ თვალში — გადაუღეთ ფოტო/ვიდეო და გამოგვიგზავნეთ. თუკი ფოტო-ვიდეოგადაღების შესაძლებლობა არ გაქვთ, ან ვერ მოახერხეთ, უბრალოდ, მოგვწერეთ სამშენებლო ობიექტის მდებარეობა/მისამართი. ჩვენ აუცილებლად მოვიკითხავთ შესაძლო დარღვევებს როგორც მშენებელთან, ისე ზედამხედველ ორგანოებთან. ნეტგაზეთს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ფეისბუქზე ინსტაგრამზე ტვიტერზე იმეილზე: info@netgazeti.ge ტელეფონის ნომერზე: 0322 94 26 42; ამასთან, შეგიძლიათ თვითონაც დაუკავშირდეთ ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს. თუ ობიექტი, სადაც სავარაუდო დარღვევას დაინახავთ, დედაქალაქში მდებარეობს, შეგიძლიათ თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციასაც დაუკავშირდეთ. შრომის ინსპექციის დეპარტამენტს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ფეისბუქზე, ან ნომერზე: 15 05 თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე: 0322 72 22 22
---
01.05.2019
პრემიერმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის შესარჩევი კომისია დაამტკიცა
მამუკა ბახტაძემ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის შესარჩევი კომისია დაამტკიცა. საკონკურსო კომისიაში შედიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ვასილ როინიშვილი, სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უფლებამოსილების ვადა პირველ ივლისს ეწურება. თამარ ქალდანი საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორად 2013 წელს დაინიშნა.
---
01.05.2019
მედიასაშუალება: https://www.bpn.ge/article/55493-1-li-ivnisidan-axali-valdebulebis-sheusruleblobis-gamo-tambakos-biznesi-dajarimdeba/
1-ლი ივნისიდან ახალი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, თამბაქოს ბიზნესი დაჯარიმდება
31 მაისიდან თამბაქოს ბიზნესისთვის ახალი ვალდებულება ამოქმედდება. კერძოდ, 31 მაისიდან სავალდებულო ხდება, რომ თუთუნის, ელექტრო სიგარეტის ან სხვა ნებისმიერი სახის თამბაქოს პროდუქტის სარეალიზაციოდ გატანამდე, 3 თვით ადრე მწარმოებელმა ჯანდაცვის სამინისტროში უნდა წარადგინოს ყველა ინფორმაცია ამ თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობის და მისი ქიმიური დანამატების შესახებ. მსგავსი ინფორმაციის წარდგენა ქვეყანაში შემოსულ ყოველ პარტიაზე სავალდებულო იქნება. თუ მეწარმე ამ მოთხოვნას არ შეასრულებს ან არასრულად წარადგენს ინფორმაციას, კანონით საჯარიმო სანქციაა გათვალისწინებული. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობა (მათ შორის, გამოფრქვეული ნივთიერებების რაოდენობის ან მათი სხვა პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში) და თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების (კერძოდ, ინგრედიენტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და წონის) თაობაზე ინფორმაციის წარუდგენლობა (მათ შორის, ინგრედიენტების რაოდენობის ან მათი სხვა პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში) − მწარმოებლის 5 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
---
01.05.2019
მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/148050-tambaqos-kontrolis-shesaxeb-gamkacrebuli-kanonis-amoqmedebidan-1-tseli-gavida
თამბაქოს კონტროლის შესახებ გამკაცრებული კანონის ამოქმედებიდან 1 წელი გავიდა
1 მაისს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თამბაქოს კონტროლის შესახებ გამკაცრებული კანონი ძალაში შევიდა. 1 წლის წინ ამოქმედებული კანონის მიხედვით, თამბაქოს მოხმარება აიკრძალა საქართველოს სკვერებსა და პარკებში, დაწესებულებებში, კაფეებსა და რესტორნებში, მრავალბინიანი შენობების ვესტიბიულებში, სხვენებში, სარდაფებში, დერეფნებში, კიბის უჯრედებში; ასევე ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებში, გარდა ტაქსებისა და კატერებისა. თამბაქოს კონტროლის კანონი პარლამენტმა 2017 წელს მიიღო. კანონპროექტის ინიციატორი ქართული ოცნების დეპუტატი გუგული მაღრაძე, ხოლო ავტორი კი "თამბაქოს კონტროლის ალიანსი" იყო. ეს კანონი თავისი მოქმედების არეალიდან გამომდინარე ბოლო წლებში მიღებული ერთერთი ყველაზე დიდი რეგულაციაა, რადგანაც ის ქვეყნის პრაქტიკულად ყველა მწეველ მოქალაქეს, ათიათასობით ბიზნესსა და დაწესებულებას შეეხო. კანონის მნიშვნელოვანი ნაწილი 2018 წლის მაისშივე ამოქმედდა, უკვე ძალაში შესული ნორმებიდან ყველაზე მეტ ადამიანს დაწესებულებებსა და საჯარო სივრცეებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვა ეხება. ეს ცვლილება 2018 წლის 1 მაისს შევიდა ძალაში. თუმცა, პარლამენტის მიერ თავდაპირველად მიღებულ კანონში უკვე მრავალი რამ შეიცვალა. მათგან ყველაზე დიდი ცვლილება თამბაქოს ნაწარმის ე.წ. "სადა შეფუთვის" ამოქმედების გადავადება იყო. პირველადი პროექტის მიხედვით, 2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოში თამბაქოს ნაწარმის ე.წ. "სტანდარტული შეფუთვით" რეალიზაცია უნდა დაწყებულიყო. ამ ნორმის ამოქმედების შემთხვევაში, ქვეყანაში ყველა მარკის სიგარეტი ერთნაირი შეფუთვით გაიყიდებოდა. აიკრძალებოდა ნებისმიერი სახით შეფუთვაზე ბრენდის მითითება. ეს მოსახლეობისთვის და ბიზნესისთვის შეუსაბამოდ მძიმე ტვირთის დაწესება იქნებოდა მაშინ, როდესაც ამის გაკეთებას საქართველოს არავინ არ ავალდებულებდა. ამიტომ 2017 წელსვე შევიდა კანონში ცვლილება და სტანდარტული შეფუთვის ამოქმედება 2022 წლამდე გადაიწია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ამ "მომდევნო თაობის თამბაქოს კონტროლის კანონი" უწოდა. თამბაქოს კონტროლის გამკაცრების გამო, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო WHO-ს აღმასრულებელი სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა. აღნიშნული აკრძალვა განხორციელდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი მუხლის გაჩენით, რომელმაც თითოეული ამ კანონდარღვევისთვის შესაბამისი სანქცია გაწერა. თუ შსს საკანონდებლო ცვლილებების შედეგად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გაჩენილი ახალი მუხლების კანონდარღვევის შემთხვევებს არ აღასრულებს გამოვა, რომ თამბაქოს კონტროლის კანონის ეს ნაწილი ფიქტიური იქნება და მას რეალურად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების შემცირება არ მოჰყვება. მოგვიანებით, 2019 წლის 1 იანვარს მაისში მიღებულ რეგულაციებს აქციზის გადასახადის გაზრდაც დაემატა. უფილტრო სიგარეტის აქციზის გადასახადი 60 თეთრიდან 1.70 ლარამდე გაიზარდა, ფილტრიანი სიგარეტის ადვალური (იმპორტირებული პროდუქტის ღირებულების პროცენტული გადასახადი) კი - 10%-დან 30%-მდე, რამაც სიგარეტის 1 კოლოფზე ფასი 1 ლარით გაზარდა. სიგარეტზე ფასის ზრდამ ქვეყანაში უაქციზო სიგარეტის დიდი რაოდენობით შემოტანა გამოიწვია. ტაბულამ ფინანსთა სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის 1 იანვრიდან 14 მარტამდე 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, უაქციზო სიგარეტზე 200%-ით მეტი სისხლის სამართლის საქმე დაიწყო. 2017 წლის 1 იანვრიდან 14 მარტამდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტზე 13 სისხლის სამართლის საქმე აღძრა, 2018 წელს ეს მონაცემი არ შეცვლილა, ხოლო 2019 წელს კი 39-მდე მოიმატა, რაც 3-ჯერ ზრდას გულისხმობს. შედარებისთვის, 2017 წლის 1 იანვრიდან 14 მარტამდე პერიოდში საგამოძიებო სამსახურმა ჯამში 13 431 უაქციზო სიგარეტი ამოიღო, 2018 წელს - 26 612, ხოლო 2019 წელს კი გასულ წელთან მიმართებით მონაცემი 707-ით გაიზარდა და 27 319 კოლოფი შეადგინა.
---
01.05.2019
მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=203690&fbclid=IwAR1i34HZjy1HlmiLZS78buYXDCdT5CG_F7K6owHEIpzlXEqeuIUBra_Ybzw
გარდაცვლილი მელაო ფუტკარაძის დეიდა ექიმებს ადანაშაულებს
29 წლის გოგოს მუცელი ასტკივდა და საავადმყოფოში წაიყვანეს. როგორც დედა ამბობს, პაციენტი გინეკოლოგთან მიიყვარეს, ექოსკოპია გადაუღეს ტკივილის მიზეზი ვერ დაადგინეს და კლინიკიდან გაწერეს.გოგონას მდგომარეობა ისე დამძიმა, რომ სხვა საავადმყოფოში წაიყვანეს. ოპერაცია გაუკეთეს გოგონა გარდაიცვალა."ნანუკას შოუში" მელანო ფუტკარაძის დეიდა გოგონას მდგომარეობაზე საუბრობს. " ასტკივდა მუცელი, მივიყვაენთ რეფერალურ საავადმყოფოში. გასინჯა მორიგე ექიმმა, დაუდგეს გადასხმა და აუღეს ანალიზები. 4 საათის შემდეგ ექიმს ვკითხე რას ჭირს-მეთქი. ცოტა ხნის შემდეგ ბავშვს ხელი ჰქონდა დაჭერილი და საშინლად ტიროდა. ბოლოს გადაწყვიტეს გაეკეთებინათ ექოსკოპია.წუთებიც არ იყო გასული ბავშვი გამოვიდა და იცინოდა. ხომ არ გაგიჟდნენ რას მიკეთებენო. ქალწული ვარო. ხელახლა გადაუღეს ექოსკოპია და კიდევ არ დაუჯერეს გოგონას და ორჯერ გაუკეტეს ტესტი"-აცხადებს ბათუმში დაღუპული გოგოს დეიდა ნანუკას შოუში.
---
01.05.2019
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/44757/damoukidebel-profkavshirta-gaertianeba-iqmneba
დამოუკიდებელ პროფკავშირთა გაერთიანება იქმნება
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პროფესიული კავშირი - „ერთობა 2013”, დამოუკიდებელი პროფკავშირი - „სოლიდარობის ქსელი”, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესული კავშირი და სოციალურ მუშაკთა გაერთიანება დამოუკიდებელ პროფკავშირთა გაერთიანებას შექმნის. „ჩვენ ვქმნით ახალ, ალტერნატიულ პროფკავშირულ გაერთიანებას. რაც ნიშნავს, რომ ვიწყებთ ერთიანი ძალებით სამართლიანი შრომის პოლიტიკისთვის ბრძოლას, რათა ყველა დასაქმებულს ჰქონდეს უსაფრთხო სამუშაო გარემო, ღირსეული შრომის პირობები და ხელფასი! ეს ნიშნავს, რომ საქართველოში გაჩნდება ალტერნატიული პროფკავშირების კონფედერაცია, რომელიც რეალურ ცვლილებებს მოიტანს მშრომელთა ყოველდღიურობაში და საშუალებას მისცემს ყველას, ჩაერთოს სხვისი და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლაში! ჩვენ ვქმნით ახალ, ალტერნატიულ პროფკავშირების გაერთიანებას, რადგან არსებული პროფკავშირული მოძრაობა საჭიროებს განახლებულ სტრატეგიას, სამოქმედო გეგმას, მიდგომასა და ზოგადად, ახალ ხალხს! ჩვენ ვიბრძოდით და დღეიდან გაერთიანებული ძალებით ვიბრძოლებთ ყველა მშრომელისთვის, რათა არავის უწევდეს 40 საათზე მეტი მუშაობა; რათა ყველას ჰქონდეს ღირსეული ანაზღაურება, დადგენილი გრაფიკი, უსაფრთხო სამუშაო გარემო, თავისუფალი დრო და ცხოვრება სამსახურის გარეთ! ჩვენ ვიბრძოლებთ უკეთესი ინსტიტუციური სისტემისთვის, რათა შრომის კოდექსი გაძლიერდეს, მოხდეს მისი აღსრულება და მშრომელთა უფლებები იყოს დაცული!“,- ნათქვამია განცხადებაში.
---
ბეჭდვითი მედია
02.05.2019
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
ბიჭი ხომ კარგია, გოგონა - კიდევ უკეთესი!
ბოლო წლების მონაცემებით, მსოფლიოში 23 მილიონი გოგო ვერ დაიბადა და ამის მიზეზი კი ის არის, რომ მშობლებს მამრობითი სქესის ბავშვი სურდათ. ასეთია ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერთა ეროვნული აკადემიის კვლევის შედეგი. დაუბადებელ გოგოთა უმეტესობა ჩინეთსა და ინდოეთზე მოდის, თუმცა სელექციური აბორტების მაღალი მაჩვენებელი სხვა ქვეყნებშიც გამოვლინდა, 11 ქვეყნას შორისა საქართველოც არის. თუმცა კვლევის შედეგებში ისიც არის მითითებული, რომ საქართველოში თანაფარდობა გამოსწორდა და დღეს 100 ახალ დაბადებულ გოგოზე 107 ბიჭი მოდის. დადებით ცვლილებებს ადასტურებენ გაეროს მოსახლეობის საქართველოს ოფისშიც, თუმცა ჯერ კიდევ არსებულ პრობლემებზე მიუთითებენ. სამ რეგიონში სქესთა შორის გადახრა არის კვლავ მაღალი. ეს რეგიონებია კახეთი, ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი. საქართველოს ეთნიკური უმცირესობის მოსახლეობაში, აზერბაიჯანელებსა და სომხურ მოსახლეობაში კვლავ მაღალია სქესთა შორის გადახრის მაჩვენებელი. მესამე შვილის შემთხვევაში განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი ორი შვილი გოგოა, სქესთა შორის გადახრა აღწევს 170-ზე მაღლა, - განაცხადა ლელა ბაქრაძემ, გაეროს მოსახლეობის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა. გაეროს მონაცემებით საქართველოში 1990-2015 წლებში ბიჭის ყოლის სურვილის გამო 31 446 გოგო არ დაიბადა. დღეს ტენდენცია კლებადია. გვინდა, რომ სელექცია ქვეყანაში საერთოდ არ ხდებოდეს. ჯანდაცვის სამინისტრომ თავისი პოზიცია მინისტრის ბრძანებაში აბორტების შესახებ დააფიქსირა და თქვა, რომ დაუშვებელია სელექცია სქესის შერჩევის ნიშნით, - განაცხადა ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსმა მარინა დარახველიძემ. როგორც ქრონიკასთან მედიკოსები ამბობენ, დღეს უკვე შემცირებულია იმ მშობელთა რიცხვი, რომლებიც უპირატესობას მამრობითი სქესის ბავშვს ანიჭებენ. სამშობიარო სახლებში ექოსკოპისტები ცდილობენ, რომ 12 კვირამდე ბავშვის სქესი არ გაამხილონ.
---
02.05.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
კიდევ ერთი რეგულაცია თამბაქოს ბიზნესისთვის - შეიცვლება თუ არა ფასი?
თამბაქოს ბიზნესს წესები ტექნიკურ დონეზეც უმკაცრდება. სიგარეტის, თუთუნისა და ელექტროსიგარეტის ან ნებისმიერი სახის თამბაქოს სარეალიზაციოდ გატანამდე დეტალური ინფორმაცია პროდუქტის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს უნდა წარედგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმა 5 000 ლარია. 31 მაისიდან სავალდებულო ხდება, რომ თუთუნის, ელექტროსიგარეტის ან სხვა ნებისმიერი სახის თამბაქოს პროდუქტის სარეალიზაციოდ გატანამდე, 3 თვით ადრე, მწარმოებელმა ჯანდაცვის სამინისტროში წარადგინოს ყველა ინფორმაცია ამ თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობისა და მისი ქიმიური დანამატების შესახებ. მსგავსი ინფორმაციის წარდგენა ქვეყანაში შემოსულ ყოველ პარტიაზე სავალდებულო იქნება. თუ მეწარმე ამ მოთხოვნას არ შეასრულებს ან არასრულად წარადგენს ინფორმაციას, კანონით საჯარიმო სანქციაა გათვალისწინებული. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობა (მათ შორის, გამოფრქვეული ნივთიერებების რაოდენობის ან მათი სხვა პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში) და თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების (კერძოდ, ინგრედიენტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და წონის) თაობაზე ინფორმაციის წარუდგენლობა (მათ შორის, ინგრედიენტების რაოდენობის ან მათი სხვა პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში) მწარმოებლის 5 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები არსებულ ვითარებას აფასებენ. კომპანია "ჯეითიაი კავკასიის" კომუნიკაციების სპეციალისტი ივა ხასია ამბობს, რომ ნორმა ადრეც არსებობდა, უბრალოდ, 2019 წლიდან დრო განისაზღვრა სამი თვის წინსწრებით, ადრე კი ვალდებულება წელიწადში ერთხელ ჰქონდათ. "2019 წლის მაისიდან, ძველი რეგულაცია იცვლის სახეს და თუ ამ დრომდე ჩვენ არ გვქონდა ვალდებულება ვადებთან დაკავშირებით და ყოველი წლის 31 მაისამდე წარვადგენდით ახალი შემოტანილი თამბაქოს ნაწარმის დეალურ აღწერილობას, ახლა განგვესაზღვრება დრო სამი თვის წინსწრებით. ამას ყოველწლიურად ვაკეთებთ და ვაგზავნით ჯანდაცვის სამინისტროში. საუბარია იმაზე, რომ ნებისმიერი ახალი პოროდუქტის იმპორტირება ან წარმოება სანამ მოხდება, შემომტანმა 3 თვით ადრე უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია წინსწრებით ცვლილების შესახებ. უბრალოდ, თადარიგის დაჭერა მოგვიწევს, პრინციპში, მეტი არაფერი იცვლება. ეს უფრო ტექნიკური მოთხოვნაა, რომელსაც აქამდეც ვასრულებდით", - აცხადებს ხასია "რეზონანსთან". ანალიტიკოსები ცოტათი განსხვავებულად აფასებენ ვითარებას. "მთავარია, რისთვის ვიღებთ რეგულაციას და რა ეფექტი ექნება, ეს არის მთავარი საკითხი", - ამბობს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი. "ყველა ახალი რეგულაცია თუ ნორმა მთავარია, რისთვის ტარდება. თუ ეს კეთდება იმისათვის, რომ შემდგომში გამოვიყენოთ საიმიჯო-საგანმანათლებლო კამპანიებისათვის, კი ბატონო, ეს მისასალმებელია, ძალიან კარგია და ამას გარკვეული პოზიტიური ეფექტი ექნება, რისი საერთაშორისო პრაქტიკაც არსებობს კიდეც. არაერთი რეგულაცია ამ სფეროში გატარდა ფორმალურად და თუ ესეც მსგავსი შემთხვევაა, როგორც, მაგალითად, "თამბაქოს შესახებ კანონში" ჩანაწერი, რომ მოედნებზე არ შეიძლება მოწევა და მრავალი სხვა, რაც აზრს მოკლებულია, რასაკვირველია, უაზრო იქნება. ძირითადად ეს ინფორმაცია ასახავს პროდუქტის აღწერილობას, არც ხარჯს ზრდის დიდად და არც ბიუროკრატიას, მთავარია, რისთვის კეთდება და ხომ არ იქნება კიდევ ერთი აბსურდული რეგულაცია, ისეთივე, როგორიც ბოლო წლებში არაერთი გვინახავს. ზოგის აღსრულება რომ შეუძლებელია, ზოგი ზედმიწევნით მკაცრად სრულდება, მაგრამ უკეთესობისაკენ, გაჯანსაღებისაკენ საერთოდ ვერაფერს ვერ ცვლის და უბრალოდ, ბიზნესს წნეხავს", - აცხადებს "რეზონანსთან" ბაირახტარი. შეგახსენებთ, ბოლო 3 წელია, თამბაქოსა და მის ნაწარმზე რეგულაციები წლიდან წლამდე მკაცრდება. შეიზღუდა მოწევის ადგილები, გაიზარდა აქციზი, დაწესდა ადვალური გადასახადი. შესაბამისად, თამბაქოს ფასი განუწყვეტლივ მატულობს.
---
02.05.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
თბილისში სამშენებლო ობიექტებს დააჯარიმებენ, ხოლო ზოგიერთს დაანგრევენ
---
02.05.2019
მედიასაშუალება: მესინჯერი
პროფკავშირებმა შრომის საერთაშორისო დღე საპროტესო აქციით აღნიშნეს
1 მაისს პროფკავშირების და ქალთა მოძრაობის მონაწილეობით თბილისში მთავრობის ადმინისტრაციასთან შრომის უფლებებთან დაკავშირებით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მთავრობას სოციალური კონტრაქტის გაფორმებას სთავაზობენ. სოციალური კონტრაქტის ფარგლებში სახელმწიფო იღებს კონკრეტულ ვალდებულებებს, რომ აღმოიფხვრას სოციალური უთანასწორობა და უზრუნველყოფილი იყოს სახალხო დემოკრატია.
---