From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-03.01.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 03.01.2019 09:12
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 03.01.2019

ტელევიზია

03.01.2019

არხი:    არხი

გადაცემა: მოამბე 12:00

გორში, სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ 39 წლის ქალი გარდაიცვალა. მედიკოსების თქმით, ვირუსის ნიშნებით ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში წუხელ ღამით შეიყვანეს. ჯერ-ჯერობით არ ადასტურებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, რომ 39 წლის ქალბატონის გარდაცვალების მიზეზი H1N1 იყო, რადგან ლაბორატორიული კვლევები ჯერ არ ჩატარებულა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5791592

იმედი -ქრონიკა 11:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5791389

---

 

03.01.2019

არხი:  ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი 12:00

ღორის გრიპით აჭარაში ამ დროისთვის 4 ადამიანია გარდაცვლილი. ეს ციფრი ბოლო დღეების განმავლობაში გაიზარდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5791402

---

 

03.01.2019

არხი:   I არხი

გადაცემა: მოამბე 12:00

ახალი წლის დღეებში პიროტექნიკით მიღებული დამწვრობით, კლინიკას 30-მა ადამიანმა მიმართა,- ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმღვანელი საუბრობს. დაშავებულთა ნაწილი მკურნალობის კურსს ამ დრომდე აგრძელებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5791603

იმედი-ქრონიკა 11:00 -http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5791390

მაესტრო - ახალი ამბები 10:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5791266

---

 

31.12.2018

არხი:  მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 18:00

ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან საწარმოებში უბედური შემთხვევების სავალდებულო დაზღვევის საკითხთან დაკავშირებით შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს. მათი განმარტებით, კანონი ამ ეტაპზე ხარვეზიანია და ჯანდაცვის სამინისტროსთან მის ჩასწორებასთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს. საქართველოს ბიზნესასოციაციის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული კანონში გაკეთდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება სადაზღვევო პოლისის ლიმიტები და დაზუსტდება სხვა დეტალებიც. 2019 წლის 1 იანვრიდან დამსაქმებელი ვალდებული იქნება დასაქმებული უბედური შემტხვევის დაზღვევით უზრუნველყოს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5790411

---

 

31.12.2018

არხი:  I არხი

გადაცემა: მოამბე 18:00      

გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაიზარდა, – ახალი სტატისტიკით, 100 ათას მოსახლეზე ვირუსით 276 ადამიანია დაავადებული, წინა კვირაში 100 ათას ადამიანზე დაინფიცირების 221 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი მომდევნო კვირებში, სავარაუდოდ, შემცირდება, რაც სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დაწყებულ არდადეგებს უკავშირდება. გამყრელიძე აცხადებს, რომ თუ ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი 100 ათას ადამიანზე 400-ს მიაღწევს, დღის წესრიგში დადგება ამბულატორიული დაწესებულებების 24-საათიან რეჟიმზე გადასვლა. თუმცა, მსგავსი საფრთხის საფუძველი ჯერ არ არსებობს. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლოს 100 ათასი ადამიანიდან 400-ის დაინფიცირების მაჩვენებელი 2009 წელს დაფიქსირდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5790400

---

 

31.12.2018

არხი:   პალიტრა ტვ

გადაცემა: პალიტრა ნიუს 16:00

2019 წლის პირველი იანვრიდან გეგმური აცრები სავალდებულო ხდება. შესაბამისი ცვლილებები ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონში პარლამენტმა 14 ნოემბერს დაამტკიცა. თუმცა იმ მშობლების მიმართ,რომლებიც შვილების აცრაზე უარს იტყვიან, საკანონმდებლო ცვლილება, ამ ეტაპზე, არანაირ სანქციას არ ითვალისწინებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5790314

---

 

 

ინტერნეტი

03.01.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/527586-gorshi-savaraudod-gripit-39-clis-kali-gardaicvala/

გორში, სავა​რაუდოდ, გრიპით 39 წლის ქალი გარდაიცვალა

გორის რაიონში მცხოვრები 39 წლის ქალი, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან კლინიკა “გორმედში“ წუხელ გადაიყვანეს, გარდაიცვალა. “გორმედის” სტაციონარში პაციენტი ძლიერი ცხელებით და სუნთქვის მწვავე უკმარისობით შეიყვანეს. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, დავით ყაზაიშვილის განცხადებით, ჩატარებული ინტენსიური ღონისძიებების მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. „პაციენტი გადმოყვანილია ჰოსპიტალიდან, მას აღენიშნებოდა ძლიერი ცხელება და სუნთქვის უკმარისობა. დაუყოვნებლივ გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო მკურნალობა, თუმცა, პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - აცხადებს დავით ყაზაიშვილი.

---

 

03.01.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/527576-sascrapo-daxmarebis-730-000-ze-meti-gamozaxebidan-14-500-mde-cru-shetqobineba-agmochnda-7-224-ubedur-shemtxvevebze-3-511-ki-zaladobaze-modis/

სასწრაფო დახმარების 730 000-ზე მეტი გამოძახებიდან, 14 500-მდე ცრუ შეტყობინება აღმოჩნდა, 7 224 - უბედურ შემთხვევებზე, 3 511 კი, ძალადობაზე მოდის

2018 წლის 11 თვეში სასწრაფო დახმარების 732 926 გამოძახება დაფიქსირდა, საიდანაც 14 409 ცრუ (სასწრაფოს მისვლამდე პაციენტის გაუმჯობესება ან პაციენტის არდახვედრა) იყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან გამოითხოვა. მათივე მონაცემებით, სასწრაფო დახმარება ყველაზე მეტ, 634 074 შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად გამოიძახეს; 70 842 გამოძახება უცაბედი ავადობის გამო დაფიქსირდა; მესამე ადგილს კი 14 409 შემთხვევით- ცრუ გამოძახებები იკავებს. ამასთან, უბედური შემთხვევების გამო სასწრაფო დახმარების გამოძახების 7 224, ხოლო ძალადობის შემთხვევაში გამოძახების 3 511 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველაზე ნაკლებ - 2 842 შემთხვევაში კი სასწრაფო დახმარება პათოლოგიური ფეხმძიმობის/მშობიარობის გამო გამოიძახეს.

---

 

03.01.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/527590-bavshvebistvis-gegmuri-acrebis-chatareba-savaldebulo-ara-2019-clis-ianvridan-aramed-1-eli-ivnisidan-gaxdeba/

ბავშვებისთვის გეგმური აცრების ჩატარება სავალდებულო არა 2019 წლის იანვრიდან, არამედ 1-ელი ივნისიდან გახდება

5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პროფილაქტიკური აცრების ჩატარება სავალდებულო არა 2019 წლის იანვრიდან, არამედ 1-ელი ივნისიდან გახდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ზაფხულამდე პერიოდი საჭიროა იმისთვის, რომ გარკვეული კანონქვემდებარე აქტები მოვიდეს შესაბამისობაში. ზოიძის ინფორმაციით, 1-ელი ივნისიდან ასევე სავალდებულო გახდება საბავშვო ბაღებში აცრების სტატუსის შესახებ ინფორმაციის წარდგენა. „კანონში ცვლილება უკვე შესულია. სავალდებულო პროფილაქტიკური აცრების კალენდარში არსებული 10 აცრა მანამდე სარეკომენდაციო სახის იყო, ახლა წერია, რომ სავალდებულოა, უბრალოდ, ტექნიკურად ეს ცვლილება ძალაში შევა 1-ელი ივნისიდან, რადგან გარკვეული კანონქვემდებარე აქტები უნდა მოვიდეს შესაბამისობაში. ცვლილების ძირითადი არსი ის არის, რომ აცრებთან დაკავშირებით ყოველგვარი ორაზროვნება აღმოიფხვრას, რადგან აცრები არის სავალდებულო, სასარგებლო და ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი, რათა ჩვენი ბავშვები ისეთი საშიში დაავადებებისგან დავიცვათ, როგორიც არის: წითელა, წითურა, პოლიემიელიტი და ა.შ“, - აღნიშნა მან. აკაკი ზოიძის ინფორმაციით, აღსრულების მექანიზმი კანონმდებლობაში ჯერჯერობით გათვალისწინებული არ არის. „აღსულების მექანიზმი ჯარიმა ან რაიმე კანონში ჯერჯერობით ჩადებული არ არის, თუ საჭირო გახდა, ბაღში ბავშვის დაშვება-არდაშვების საკითხი შეიძლება დადგეს, მაგრამ ეს ჯერჯერობით გეგმაში არ არის. სხვა ქვეყნებში ასეთი რამ არსებობს, მაგრამ ამას ჯერ არ ვაკეთებთ“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის თანახმად, 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შემდეგი აცრების ჩატარებაა სავალდებულო: B ჰეპატიტი; BCG (ბცჟ); დიფტერია/ტეტანუსი/ყივანახველა/ჰეპ B/ჰიb/იპვ; პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა; როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა; წითელა, წითურა, ყბაყურას საწინააღმდეგო აცრა და პოლიომიელიტის ორალური ვაქცინა.

---

 

02.01.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/527564-saaxalclod-sakartvelos-regionebshi-sascrapom-daxmareba-4733-pacients-agmouchina/

საახალწლოდ საქართველოს რეგიონებში სასწრაფომ დახმარება 4733 პაციენტს აღმოუჩინა

31 დეკემბრიდან 1-ელი იანვრის ჩათვლით, საქართველოს რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5063 გამოძახება დაფიქსირდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან აცნობეს, სასწრაფოს ეკიპაჟებმა ორი დღის განმავლობაში 4733 პაციენტს აღმოუჩინეს დახმარება. ნაწილს შესაბამისი სერვისები ადგილზე მიეწოდა, დამატებითი საჭიროებისთვის კი, ჰოსპიტალიზაცია 1410 შემთხვევაში განხორციელდა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, საახალწლოდ, რეგიონებში პიროტექნიკით სხეულის დაზიანებების შემთხვევებიც დაფიქსირდა. 31 დეკემბერს ამ მოტივით სასწრაფოს 31-მა პაციენტმა მიმართა, დამატებითი სამედიცინო სერვისებისთვის მათგან 24-ის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა. პიროტექნიკით სხეულის დაზიანების 3 შემთხვევა დაფიქსირდა 1-ელ იანვარს. სამივე დაშავებული სასწრაფომ პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, კლინიკაში მოათავსა.

---

 

02.01.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/527559-axali-clis-dgeebshi-tbilisis-damcvrobis-centrs-20-mokalakem-mimarta/

ახალი წლის დღეებში თბილისის დამწვრობის ცენტრს 20 მოქალაქემ მიმართა

ახალი წლის დღეებში თბილისის დამწვრობის ცენტრს 20 მოქალაქემ მიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, არც ერთი შემთხვევა მძიმე არ ყოფილა და პაციენტებს ძირითადად მარჯვენა ხელის დამწვრობა აღენიშნებოდათ. მისივე ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. „ახალი წლის დღეებში დამწვრობის ცენტრმა 20 პაციენტი მიიღო, აქედან 10 მოზრდილი, 10 კი ბავშვი. მძიმე შემთხვევები, საბედნიეროდ, არ დაფიქსირებულა. იყო უმნიშვნელო დამწვრობები, ძირითადად მარჯვენა მტევნის. მოზრდილებიდან ორი უცხოეთის მოქალაქე იყო, კერძოდ, ინდოეთიდან და ირანიდან. ყველა მათგანს გაეწია შესაბამისი მკურნალობა“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ გუგა ქაშიბაძემ.

---

 

02.01.2019

მედიასაშუალება: https://www.bpn.ge/article/51690-1-li-ianvridan-pensia-20-larit-gaizarda/

1-ლი იანვრიდან პენსია 20 ლარით გაიზარდა

2019 წლის პირველი იანვრიდან პენსია 20 ლარით გაიზარდა და 200 ლარი გახდა. 2019 წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისათვის გამოყოფილია 1 925.0 მლნ ლარი, რაც 2018 წელთან შედარებით 225 მლნ ლარით მეტია. როგორც ცნობილია, საქართველოში პენსია 180 ლარამდე 2016 წლის ივლისიდან გაიზარდა. 2018 წლის ბიუჯეტით მიმდინარე საპენსიო უზრუნველყოფაზე გამოყოფილია 1.7 მილიარდი ლარი.

---

 

01.01.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/527550-2018-cels-sascrapo-samedicino-daxmareba-659545-pacients-gaecia/

2018 წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარება 659545 პაციენტს გაეწია

2018 წელს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში 710303 გამოძახება დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წლის განმავლობაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები 659545 პაციენტს მოემსახურნენ. დამატებითი სამედიცინო სერვისებისთვის, დაშავებულთა ჰოსპიტალიზაცია 210872 შემთხვევაში განხორციელდა. კლინიკიდან კლინიკაში გადაყვანილი კრიტიკული პაციენტების რაოდენობამ კი 18868 შეადგინა, რომელთაგან 1625 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, თბილისის და ბათუმის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპერირებს და პაციენტებისთვის პირველადი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიწოდებას უზრუნველყოფს.

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/218472

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/2018-tsels-sastsrafo-sameditsino-dakhmareba-659-545-patsients-gaetsia/54547

ნიუპოსტს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=193745-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A1,%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%94%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%90

პია.ჯი- https://pia.ge/post/241182-2018-wels-saswrafo-samedicino-daxmareba-659545-pacients-gaewia

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=77096

---

 

01.01.2019

მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/218471

1-ელი იანვრიდან საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულთა დაზღვევა სავალდებულო გახდა

1-ელი იანვრიდან დამსაქმებლებისთვის ახალი ვალდებულებები ამოქმედდა. კერძოდ: შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიხედვით, სავალდებულო ხდება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულის დაზღვევა. დამსაქმებელივალდებულია, დანიშნოს, ან მოიწვიოს შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით. ის აგებს პასუხს, თუკი უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო რაიმე ინციდენტი ან უბედური შემთხვევა მოხდება. აუცილებელია, უსაფრთხოების სპეციალისტს ჰქონდეს შესაბამისი გამოცდილება და გააჩნდეს აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი მოწმობა.

---

 

01.01.2019

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/gegmuri-atsrebi-savaldebulo-khdeba/54546

გეგმური აცრები სავალდებულო ხდება

2019 წლის პირველი იანვრიდან გეგმური აცრები სავალდებულო ხდება. შესაბამისი ცვლილებები ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონში პარლამენტმა 14 ნოემბერს დაამტკიცა. საუბარია პროფილაქტიკურ აცრებზე, რომლებიც აცრების ეროვნულ კალენდარშია გაწერილი. თუმცა საკანონმდებლო ცვლილება ამ ეტაპზე არ ითვალისწინებს არანაირ სანქციას იმ მშობლების მიმართ, რომლებიც შვილების აცრაზე უარს იტყვიან. ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის, აკაკი ზოიძის თქმით, სანქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ აცრების მაჩვენებელი არ გაიზრდება და სიტუაციის ანალიზის შედეგად საჭირო გახდება დამატებითი ზომების მიღება. კერძოდ, ზოიძის თქმით, მომავალი წლის ზაფხულიდან შესაძლოა, ბაღებსა და სკოლებში აუცრელი ბავშვის შეყვანა აიკრძალოს. ამ ეტაპზე კი დოკუმენტი ითვალისწინებს ვალდებულებას, მშობელმა სკოლაში ან ბაღში სწავლის დაწყებისას აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინოს. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის იმუნიზაციითმოცვის დონე არასაკმარისია. აცრებზე მოთხოვნას ხელს უშლის მოსახლეობის არასათანადო ცნობიერება ვაქცინების სარგებლისა და უსაფრთხოების შესახებ და უნდობლობა, ასევე, ვაქცინაციის საწინააღმდეგო ინფორმაცია საზოგადოებასა და საინფორმაციო საშუალებებში, მშობლების უყურადღებობა და პასუხისმგებლობის დეფიციტი. საქართველოში მოქმედ აცრების ეროვნულ კალენდარში ათი ვაქცინაცია შედის. ესენია: B ჰეპატიტი (HEP B / HEPB); ბცჟ (BCG); დიფთერია + ტეტანუსი + ყივანახველა + ჰეპ B +ჰიბ + იპვ (ჰექსა/DPAT+HEPB+HIB+IPV); პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა (პნევმო/PCV); როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა; წითელა, წითურა, ყბაყურა; დიფთერია, ტეტანუსი, ყივანახველა; პოლიომიელიტის ორალური ვაქცინა; დიფთერია-ტეტანუსი; ტეტანუსი-დიფთერია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ორ წლამდე ბავშვთა 5%-ს პროფილაქტიკური აცრები არ აქვს გაკეთებული, ხუთი წლის ბავშვებში კი ეს მაჩვენებელი 10%-ია.

---

 

ბეჭდვითი მედია

03.01.2019

მედიასაშუალება: ახალი თაობა

პენსია 20 ლარით გაიზარდა

2019 წლის 1-ელი იანვრიდან სახელმწიფო პენსია 20 ლარით იზრდება _ ყველა პენსიონერი ყოველთვიურად, 180 ლარის ნაცვლად 200 ლარს მიიღებს. პენსია 20 ლარით იზრდება შშმ პირებისთვისაც. კერძოდ, როგორც `ინტერპრესნიუსს~ ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, მკვეთრად გამოხატული 1-ელი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები 180 ლარის ნაცვლად 200ლარს მიიღებენ,         მე-2            ჯგუფის შშმ პირები კი  100 ლარის ნაცვლად 120 ლარს.      ამასთან, შშმ ბავშვები პენსიის სახით 180 ლარის ნაცვლად 200 ლარს მიიღებენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5791130&name=03.01.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---