მედიამონიტორინგი 03.04.2019
ტელევიზია
03.04.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 12:00
„დირსის“ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში კვლავ რჩებიან დევნილი ოჯახები. როგორც ისინი აცხადებენ, სანამ კონკრეტულ გარანტიებს არ მიიღებენ ჯანდაცვის სამინისტროსგან, ობიექტის დატოვებას არ აპირებენ. გუშინ ღამით მათთან იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რომელმაც სამინისტროში შეხვედრა შესთავაზა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5984647
ტვ პირველი - დღის ამბები 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5984501
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5984495
რუსთავი 2 - კურიერი 08:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5984266
მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5984210
I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5984065
---
03.04.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 10:00
მარნეულში 32 დევნილი ოჯახისთვის ახალი დასახლება მოეწყობა. გერმანიის მთავრობა იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით, საქართველოს გრანტის სახით 10 მლნ ევროს გადმოსცემს. პროექტი დევნილების გრძელვადიანი განსახლებისთვის ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან აქტივობებს ითვალისწინებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5984352
---
03.04.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 09:00
ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება მშენებარე სასტუმროს კედლის ჩამონგრებვის შედეგად დაშავებული 4 მუშა. შემთხვევა სოფელ ართანაში მოხდა. ექიმების განცხადებით დაშავებულებს სხეულზე სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები თავის ტვვინის ტრავმა და დაბეჟილობები აღენიშნებათ, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდრართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5984063
---
03.04.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ტყვიის შემცველობაზე, თბილისის სხვადასხვა უბანში, 17 ოჯახიდან აღებული 268 ყოველდღიური მოხმარების ნივთის სინჯების ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე, იანვარ-მარტის თვეებში, კვლევა ჩაატარეს, რომლის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა როგორც სამშენებლო მასალებში, ისე საყოფაცხოვრებო ნივთებსა და სურსათში.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5983985
იმედი - იმედის დილა- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5984187
---
03.04.2019
არხი: იმედი
გადაცემა: პირისპირ
სურსათში, სუნელებში, საყოფაცხოვრებო ნივთებში, სათამაშოებსა და თავად ბავშვების სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა, მონაცემები საგანგაშოა, ახლა მთავარია გავარკიოთ, როგორ აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე ზრუნვას და გვაქვს თუ არა პანიკის რეალური საფუძველი. მხოლოს 2018 წელს 59 ადამიანი დაიღუპა სამუშაო ადგილებზე, მძიმე სტატისტიკის ფონზე გავიგოთ რატომ ვერ მუშაობს კანონი, რომელიც წესით შრომელთა უფლებების გარანტორი უნდა ყოფილიყო. ასევე დევნილთა საკითხებზე გადაცემაში საუბრობს დავით სერგეენკო
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5983690
---
02.04.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
დევნილების პროტესტი ისევ გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტრომ შეთანხმებას ბინებში შეჭრილთა მხოლოდ ნაწილთან მიაღწია, რის შემდეგაც დევნილებმა დირსის ერთი კორპუსი გაათავისუფლეს. მეორე კორპუსში კი იძულებით გადაადგილებული პირები კონკრეტული მოთხოვნების შესრულებამდე ისევ რჩებიან. ადგილზე დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, იმყოფებოდა, თუმცა უშედეგოდ
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5983793
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5983580
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5983623
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5983134
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5983333
ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5983059
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5983057
რუსთავი 2 -კურიერი 15:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5982630
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5982304
მაესტრო -ახალი ამბები 15:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5982660
ტვ პირველი - საქმის კურსი 13:45- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5982281
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5982089
მაესტრო - ახალი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5981859
რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5981754
I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5981707
---
02.04.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
ახალი ლაბორატორიული კვლევით დადასტურდა, რომ ტყვია დასაშვებ ნორმას აღემატება 268 დასახელების პროდუქტში, რომლსაც მოსახლეობა ყოველდღიურად მოიხმარს. საგანგაშო შედეგით, მთავარ სამშენებლო მასალებში - ცემენტში, სამშენებლო ბლოკში, გაჯსა და კედლის საღებავში, ტყვია დასაშვებ ნიშნულს ბევრად აღემატება. ტყვიის გადაჭარბებული დოზა აღმოაჩინეს შპალერში, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარასა და ლამინირებულ იატაკში. თბილისის სხვადასხვა უბანში ახალგარემონტებული ბინებიდან აღებული სინჯებით დგინდება, რომ იქ ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5983647
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5983536
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5983099
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5983090
ტვ პირველი- დღის ამბები 16:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5982893
მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5983201
რუსთავი 2- კურიერი 15:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5982493
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5982429
რუსთავი 2 - სხვა შუადღე- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5982253
---
02.04.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: მაესტროელები
გამკაცრებული რეგულაციები შრომის უსაფრთხოების კუთხით საკმარისი არ აღმოჩნდა. ორი დღის წინ ჭავაჭავაძის გამზირზე მშენებლობაზე კიდევ ორი მუშა გარდაიცვალა. საქმეს შს სამინისტრო იძიებს. გამოძიების პირველადი შედეგებით, კომპანიას ადგილზე სამუშაოების წარმოების უფლება შეუჩერდა. თემაზე სასაუბროდ გადაცემის ერთ-ერთი სტუმარა შრომის პირობების ინსპეტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5983511
---
02.04.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
გადაცემის თემაა შრომის უსაფრთხოება საქართველოში. სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშში წერია, რომ კანონმა ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო. შარშან 59 ადამიანია გარდაცვლილი სამუშაოების დროს. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5981972
---
02.04.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
მრავლობითი დაზიანებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში დღეს 4 მუშა გადაიყვანეს, რომლებიც სამშენებლო ობიექტზე იყვნენ დასაქმებული. ბოლო 48 საათის განმავლობაში ეს მშენებლობაზე მომხდარი მეორე ინციდენტია. საგანგაშოა ის სტატისტიკა, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სარემონტო, ან სამშენებლო სამუშაოების დროს მუშების დაშავების, ან კიდევ უფრო მძიმე - გარდაცვალების, ფაქტებს მოიცავს. სახალხო დამცველის მონაცემებით, 2019 წელს დაშავებულ მშენებელთა რაოდენობა გაორმაგდა. 47-დან 59-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი. მძიმე შედეგებით დაიწყო წლევანდელი წელიც - პირველი სამი თვის განმავლობაში მშენებლობებზე 9 ადამიანი გარდაიცვალა. მესამე დღეა, სამშენებლო კომპანია ტრანსმშენი ჭავჭავაძის გამზირზე დატრიალებული ტრაგედიის შესახებ დუმს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5983650
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5983596
მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5983633
I არხი- მოამბე 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5983692
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5983359
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5983069
რუსთავი 2 -კურიერი 15:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5982628
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5982377
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5982200
მაესტრო - ახალი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5981844
მაესტრო -ახალი ამბები 15:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5982652
---
02.04.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 15:00
შრომითი უფლებების შესახებ დისკუსია იყო პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც მორიგი პლენარული სხდომა ხმაურითა და დაპირისპირებით დაიწყო. ოპოზიცაისა და უმრავლესობაში აღიარებენ, რომ აღსრულების მიმართულებით ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5982490
მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5982509
---
02.04.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა:საქმიანი დილა
სექტემბერში პარლამენტს შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი ინიციატივა წარედგინება, რომელიც დასაქმებულების სამართლებრივი უფლებების დაცვას ითვალისწინებს. ინფორმაციას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ავრცელებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5981534
---
02.04.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
რეზონანსული სისხლის სამართლის საქმეები, ადამიანის უფლებები და შრომით უსაფრთხოება., ეს ის საკითხებია, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5982907
---
02.04.2019
არხი: I არხი
გადაცემა: თავისუფალი ხედვა
გადაცემის ერთე-ერთი თემაა შრომის უსაფრთხოება (27:15 წუთიდან პირველი ვიდეო ფაილი)
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5983724
---
02.04.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 21:00
სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს. შეთანხმება მოხდა რამდენიმე საკითხზე, მათ შორის სოც მუშაკების სამუშაო განიტვირთა ტექნიკური საქმიანობისგან, ასევე სოციალური მომსახურების ცენტრებში გამოიყო ახალი მანქანები.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5983637
ტელეკომპანია აჭარა -მთავარი 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5983737
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5983062
იმედი -ქრონიკა 14:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5982355
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5983810
მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5982663
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5981758
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5981749
მაესტრო - ახალი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5981712
არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5981711
---
02.04.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა:საქმიანი დილა
ჩაბნელებული დერეფნები, ჩატეხილი შუშები, ოთახები, რომლებიც ელექტროღუმელებით თბება. ასეთია სოციალური მუშაკების სამუშაო პირობები. ამ მდგომარეობაში ისანში არსებული ერთ-ერთი სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთ-ერთი სერვისცენტრია. ერთ-ერთი სერვისცენტრი სოციალურ მუსაკებს სერვისის გაუმჯობესებაში ეხმარება. შენობა, რომელსიც სოციალური მუშაკები ყოველდღიურად მიდიან სახელმწიფოს საკუთრებაში არ არის. ისანში არსებული სერვის-ცენტრში არსებულ რთულ მდგომარეობას სამინისტროც აღიარებს და არსებული პირობების გამოსასწორებლად გრძელვადიანი გეგმა აქვს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5981540
---
02.04.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 12:00
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდები, შესაძლებლობების გაძლიერება და ცნობიერების ამაღლება - ამ სახელწოდების სემინარი ეროვნულ სასწავლო ცენტრში გაიხსნა. განიხილება გადაუდებელი სამედიცნო დახმარების ჯგუფების ფორმირების საკითხები, შეფასდება მათი როლი საგანგებო სიტუაციების დროს და შესაძლებელი გახდება იმ ძირითადი ნაბიჯების განსაზღვრა, რომელიც აუცილებელია ეროვნული და საერთაშორისო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდების გასაძლიერებლად. სემინარი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისისა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორგანიზებით საქართველოშ პირველად ტარდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5981930
---
02.04.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 12:00
წამლის სააგენტო სარტანების შემცველი მედიკამენტების რეგისტრაციას დროებით შეაჩერებს. გადაწყვეტილება ევროპის მედიკამენტების სააგენტოს ახალ რეკომენდაციაზე დაყრდნობით მიიღეს. აღნიშნული მინარევის შემცველი მედიკამენტის გამოყენება არ არის მყისიერი რისკის მატარებელი, თუმცა სააგენტო პრევენციულ ღონისძიებებს მიმართავს. ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტებს დროულად მიმართონ ექიმს დანიშნული პრეპარატის შესაცვლელად.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5981927
---
02.04.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
მასიური მოწამვლა სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღში - თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშო ბაღში დღეს კრიტიკული ვითარება იყო. 25 ბავშვს, რომელსაც პრაქტიკულად ერთდროულად დაეწყო პირღებინება და მუცლის ტკივილი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ბავშვები შეუძლოდ საუზმის შემდეგ გახდნენ. რამდენიმე სასწრაფო ბრიგადამ პატარები თელავის ორ საავადმყოფოში გადაანაწილეს, სადაც ისინი ამ დრომდე რჩებიან. სააღმზრდელო დაწესებულებაში საკვებით ინტოქსიკაციას გამორიცხავენ. წინასწარი ვერსიით, მოწამვლა სასმელი წყლის დაბინძურებამ გამოიწვია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5983785
---
02.04.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
თბილისში აუტიზმის ცენტრის მშენებლობა იწყება. ის 16 წელს ზემოთ აუტისტური სპექტრის მქონე ადამინაებს მოემსახურება და საჭირო სერვისის მიღებასა თუ უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარება
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5983652
I არხი - მოამბე 12:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5981822
რუსთავი 2 -კურიერი 15:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5982735
---
02.04.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
ქობულეთის სოფლების უმეტესობაში სამედიცინო პუნქტების ინფრასტრუქტურა იმდენად განადგურებულია, რომ ადგილობრივები სახლში მკურნალობას ამჯობინებენ და მედცენტრს იშვიათად აკითხავენ. რამდენიმე შენობის ჭერი დაზიანებულია, რის გამოც აქ წვიმის დროს არამხოლოდ ინვენტარი, არამედ მედიკამენტები და ელექტროსადენებიც ზიანდება. სამედიცინო პერსონალი კი გათბობისა და ელექტრო ენერგიის გარეშე რჩება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5983765
---
ინტერნეტი
03.04.2019
კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 72% საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობს, ხოლო 11%-ს კერძო დაზღვევა აქვს
გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 9%-ია ქვეყნის ჯანდაცვის სისტემით ძალიან კმაყოფილი, ხოლო მოსახლეობის 40,6% უფრო კმაყოფილია, ვიდრე უკმაყოფილო, - აღნიშნულის შესახებ კვლევა "ღია საზოგადოების ფონდმა" გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 72% საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობს, ხოლო 11% კერძო დაზღვევა აქვს. გეოგრაფიულ ჭრილში, თბილისის მოსახლეობის 18,7%, ხოლო რეგიონების მცხოვრებელთა 7,2% სარგებლობს კერძო დაზღვევით. საქართველოს მოსახლეობის 48% კონსულტაციის მიღების მიზნით ოჯახის ექიმს მიმართავს, 26,3% - ვიწრო სპეციალიზაციის ექიმს, ხოლო 18,3% - აფთიაქს. კვლევის ფარგლებში 1786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1187 რეგიონებში) გამოკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია, თუმცა თითეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და, შესაძლოა, ის არ ემთხვეოდეს საშუალო ცდომილების ზღვარს. საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა.
---
03.04.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/353561/
მოსახლეობის მხოლოდ 9% არის ძალიან კმაყოფილი საქართველოს ჯანდაცვის სისტემით – CRRC
საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 9% არის ქვეყნის ჯანდაცვის სისტემით ძალიან კმაყოფილი, ხოლო მოსახლეობის 40.6% უფრო კმაყოფილია, ვიდრე უკმაყოფილო. ამის შესახებ საუბარია საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევაში, რომელიც დღეს, 3 აპრილს გამოქვეყნდა...
ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/44218/saqartvelos-mosakhleobis-184-jandatsvis-sistemis-sruliad-ukmayofiloa
---
03.04.2019
თელავში, სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღში მოწამლულ ბავშვებს საავადმყოფოდან, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღში მოწამლული 23 ბავშვი სავარაუდოდ დღის პირველ ნახევარში დატოვებს სამედიცინო დაწესებულებას. 23 ბავშვიდან 13 აღსაზრდელი ბავშვთა საავადმყოფოშია მოთავსებული, 10 კი თელავის რეფერალურ კლინიკაში. ექიმების თქმით, ყველა მათგანს უკვე ჩაუტარდა განმეორებითი გამოკვლევა და მდგომარეობა დადებითია. „მთელი ღამის განმავლობაში ბავშვები ექიმების დაკვირვების ქვეშ იყვნენ. არც ერთს გართულება არ ჰქონია. დღეს დილით ჩაუტარდათ განმეორებითი გამოკვლევა, გაკეთდა ანალიზები და მდგომარეობა დადებითია. ვფიქრობ, დღის პირველ ნახევარში ყველა ბავშვი დატოვებს კლინიკას“, - განაცხადა თელავის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორმა, თამილა თეიმურაზიშვილმა. შეგახსნებთ, რომ გუშინ სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღის 23 აღსაზრდელი ინტოქსიკაციის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს. რა გახდა ბავშვების მოწამვლის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. აღებულია შესაბამისი სინჯები და მიმდინარეობს გამოკვლევა.
---
02.04.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/353282/
“დევნილები ამ სახელმწიფოს არ ვჭირდებით” – რა ხდება “დირსის” კორპუსებთან
უკვე მესამე დღეა, რაც “დირსის” კორპუსში იძულებით გადაადგილებული პირები არიან გამაგრებული. კორპუსებს ირგვლივ პოლიციაა მობილიზებული, ხოლო ახლომდებარე ტერიტორია, მთელ სიგრძეზე, საპოლიციო ლენტებითაა შემოსაზღვრული. დევნილები ამბობენ, რომ პოლიცია მათ ბლოკადაში ამყოფებს, ვინაიდან, იმ შემთხვევაში, თუ ისინი კორპუსებს დატოვებენ, სამართალდამცველები უკან აღარ შეუშვებენ. დევნილების თქმით, იქ გამაგრებულ პირებს წყალი და საკვები არ მიეწოდებათ. კორპუსებში გათიშულია ელექტროენერგიაც. კორპუსებში გამაგრებული დევნილების ზუსტი რაოდენობა უცნობია. დევნილების განცხადებით, გადაწყვეტილება მე-15 კორპუსის სამივე სადარბაზოს დაკავების შესახებ იმიტომ მიიღეს, რომ სახელმწიფოს შეახსენონ მათი გაჭირვების შესახებ. ნეტგაზეთთან ჰყვებიან, რომ უმეტესობას სახლ-კარი არ აქვს, სახელმწიფო კი მათ უკვე 26 წელია, რაც ბინას ჰპირდება. დევნილები ამბობენ, რომ შენობას არ დატოვებენ მანამ, სანამ მთავრობა საცხოვრებელ ფართს არ მისცემს. მშენებარე კორპუსებთან დევნილთა ნაწილი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები, დგანან და პოლიციისგან მოითხოვენ, რომ მე-15 კორპუსში ჟურნალისტებთან და ადვოკატთან ერთად შეუშვან. მათი თქმით, კორპუსში გამაგრებულ ადამიანებს საჭმელი და წყალი არ აქვთ, ზოგიერთ მათგანს კი ქრონიკული დაავადების გამო წამლები ესაჭროება. სვეტლანა კვანჭიანი ერთ-ერთია, ვინც პოლიციის კორდონის წინ დგას. მისი თქმით, 30 მარტს, სხვა ოჯახებთან ერთად, კორპუსში შევიდა, თუმცა არც კარი შეუნგრევიათ და არც დამატებითი ბარიკადები აუგიათ. “არანაირი კარები არ ჩაგვიხერგავს, ჩვენ რომ შემოვედით, კორპუსის კარი ღია იყო, ჩვეულებრივად შევედით, არავის არაფერი უკითხავს. ფოიეში განვლაგდით ისე, რომ არათუ ბინებში, არამედ ზემო სართულებზეც კი არ ავსულვართ. შემდეგ მოვიდნენ დაცვის თანამშრომლები და იკითხეს, “აქ რა ხდებაო?!”, ჩვენც ავუხსენით, რომ ვიყავით დევნილები და წასასვლელი არსად გვქონდა,” – ამბობს სვეტლანა კვანჭიანი. რაც შეეხება თავად კომპანიას, “ას ჯორჯია- დირსის” გენერალური დირექტორი, ბესიკ ჯიქურაული ამბობს, რომ კორპუსში გამაგრებულმა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ინფრასტურქტურა დააზიანეს. მისი თქმით, მათ დაამტვრიეს კორპუსის შესასვლელი და სხვა ბინების კარები, ფიზიკურად გაუსწორდნენ დაცვის სამსახურს, დაიკავეს სადარბაზოები და გამოიკეტნენ. “ეს არის კერძო საკუთრების ძალიან ცუდი გზით შელახვა, რაც დაუშვებელია. პოლიცია უმაღლეს დონეზე მუშაობს პირველი დღიდან, თუმცა მათ არ აქვთ უფლება, იძულების გზით გამოიყვანოს ეს ხალხი გარეთ. მათ მინდა მოვუწოდო, რომ ეს არის კერძო საკუთრება, ზიანი ადგება ჩვენს სამომავლო გეგმებსა და ინვესტიციას. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო ორგანოები ძალიან სწრაფად ჩაერევიან და მალე აღკვეთენ ამ ფაქტს. ეს უკანონობაა. არცერთი მიზნის მისაღწევად არ შეიძლება კერძო საკუთრების ხელყოფა,” – ამბობს ბესიკ ჯიქურაული. “დირსის” გენერალური დირექტორი იმედოვნებს, რომ სახელმწიფო უწყებები “კოორდინირებულად იმუშავებენ და მალე აღკვეთენ ამ ფაქტს”. მისივე თქმით, დევნილებთან მოლაპარაკების რამდენიმე მცდელობა შედგა, თუმცა, უშედეგოდ. თავად დევნილები კი იწრმუნებიან, რომ კარები ისედაც ღია იყო, ხოლო ბინებში არ შესულან. “ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ეს ბინები უნდა გადმოგვცემოდა, რომ ისინი ლტოლვილებისთვის იყო შესყიდული. ჩვენ არაფერი ჩაგვიმტვრევია და არავისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია, ეს არის ტყუილი. საქმე ისაა, რომ საღამოს მომიტანეს პლედი. როცა გარეთ გამოვედი მის წასაღებად, 7-მა კაცმა დაიწყო ჩემთან ჭიდაობა. რომ ავტეხე ყვირილი, გამოცვივდნენ ჩვენები და გამოსტაცეს ჩემი თავი… ეს იყო და ეს,”- განმარტავს სვეტლანა კვანჭიანი. რაც შეეხება მოთხოვნებს, კორპუსში გამაგრებული პირებსა და კორპუსის გარეთ მომლოდინე ადამიანების მთავარი მოთხოვნა არის ბინებით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან. “30 წლის ვიყავი [აფხაზეთის დატოვებისას], სიცოცხლით სავსე ქალი, ახლა ვარ 56 წლის, 3-4 წელიწდში შეიძლება არც ვიყო. სწორედ ამას ელოდება მთავრობა, რომ უფროსი თაობა გაწყდება და ნაკლები კომპენსაცია ექნებათ გადასახდელი. არ ვჭირდებით ჩვენ მთავრობას და თუ არ ვჭირდებით, გაგვიშვას აეროპორტში და გვითხრას, “წადით! ლტლოვილები არ ხართ ჩვენი ქვეყნის ნაწილი” და ჩვენც წავალთ იმასთან, ვინც თავშეასფარს მოგვცემს. აბა, რაღა ვქნათ?! რა გავაკეთოთ? 26 წელიწადია ველოდებით. ველოდებოდი პატიოსნად… საშველი არ არის, დედა მყავს უკიდურესად მძიმე, გულით ავადმყოფი, თუმცა ჩემთვის საშველი მაინც არ არის. დაცვის სამსახურმა არაფერი გვითხრა”, – გვიყვება სვეტლანა კვანჭიანი. ვინ დგას კორპუსებთან – სამი დევნილის ისტორია. თამთა ქეცბაია- “აქ ძირითადად ის ლტოლვილები ვართ, ვისაც სახლი, კარი და ბავშვობა წაგვერთვა. ყინვასა და თოვლში, როდესაც მოვდიოდით… მე შეიძლება გადავრჩი, მაგრამ ასობით სხვა დაიღუპა. რაც თბილისში გადმოვედით, ჯერ ჩემი მშობლები დარბოდნენ სამინისტროებში ბინისთვის, 2010 წლიდან კი მეც დავრბივარ და მოლოდინის რეჟიმში ვარ. ხვალ-ზეგ, ხვალ-ზეგ – აი, ესაა ერთადერთი პასუხი, რომელიც გვაქვს… არანაირი ბინები. ჩვენ აქ იმიტომ მოვედით, რომ გვქონდა ინფორმაცია, თითქოს ეს ბინები ჩვენთვის შეისყიდეს, თორემ ჩვენ არ შევსულვართ ვიღაცის ოჯახებში. მხეცები კი არ ვართ, სადმე შევვარდეთ. ჩვენ ეს ინფორმაცია რომ გავიგეთ, განცხადებას განცხადებაზე ვწერდით, დავდიოდით ადმინისტრაციაშიც, მიტინგებს ვმართავდით, ვხვდებოდით ყველას და ერთადერთი პასუხი გვქონდა- “კი, ასეა, ზუსტ პასუხს რამდენიმე დღეში გეტყვით”. რა ვერ დამთავრდა ეს პრობლემა 26 წლის განმავლობაში?! განა რამდენი ვართ, რომ ვერ დავმთავრდით?! თბილისში რომ ჩამოვედი, ჩემი შვილისხელა ვიყავი, ახლა კი ვდგავარ ყინვაში ჩემს ორ შვილთან ერთად. არ ვიცი, რა სიტყვებით აღვწერო ის ადამიანები, ვინც ბლოკადაში ამყოფებს ორი დღეა… გუშინ მუხლებზე დამდგარი ვეხვეწებოდი პოლიციას, რომ ერთ-ერთი იქ მყოფი ბავშვისთვის საჭმელი და წყალი შემეტენა. 2 საათს ვთხოვდი… არც დენი, არც წყალი, არც გათბობა – როგორც კი შევიდნენ, იმ დღეს გაითიშა ყველაფერი. ჩვენ კი მხოლოდ სამი მოთხოვნა გვაქვს: ჟურნალისტები რომ შეუშვან, ბლოკადა მოხსნან და ადვოკატები შეუშვან, რომ მათ ჩვენი ინტერესები დაიცვან. შიგნით ახლა არიან ბავშვები, მოხუცები და ისეთი ადამიანები, ვისაც ქრონიკული, მძიმე დაავადებები აქვთ. არ გვიშვებენ არავის, რომ შევიდნენ და საჭმელი მივაწოდოთ. რაც შეეხება ბინების მიღებას… ბინა რომ გადმოგცენ, ამბობენ, სოციალურად დაუცველი უნდა იყო და შესაბამისი ქულები გქონდეს. მე ყველაზე დაბალი ქულები მაქვს – 1 000 ქულა, მყავს ორი შვილი, მარტოხელა დედა ვარ… რაც ამ სოცდახმარებით მერიცხება, ეს 400 ლარი, უნდა მეყოს ბინის ქირაზე, ბავშვების საჭიროებებზე და საჭმელზე… სახელმწიფოსთვის თითოეული ადამიანი უნდა იყოს მნიშვნელოვანი, მე ამას ვერ ვგრძნობ… მირიან გურჩიანი- წარმოიდგინეთ, ბინა რომ მივიღოთ, რამდენიმე წელი ვწერთ განცხადებებს, მივდივართ, ვეძებთ, ვხვდებით ხალხს, მაგრამ საბოლოოდ – არაფერი. მე აფხაზეთიდან ვარ დევნილი, პატარა ვიყავი, იქიდან რომ წამოვედით. იმის შემდეგ უსახლკაროდ დავრჩი. ხალხი ვართ ჭერის გარეშე. მე არაფერი გამაჩნია. ტყუპისცალი ძმა და მამა დავმარხე სხვისი სახლიდან! მარტივია ამის ატანა?! სამართლიანია?! დევნილთა სამინისტროსგან ნორმალური საქციელია ეს?! 45 ლარით სად ვიცხოვრო, ვისთან წავიდე, ვინ შევაწუხო?! ყველას უჭირს. გაითვალისწინოს მთავრობამ და დევნილთა სამინისტრომ, რომ ნამდვილად არაფერი გაგვაჩნია. აფხაზეთში რომ ვცხოვრობდი, ბავშვი ვიყავი მაშინ, ჩაი და თხილი გვქონდა, რომელიც მამაჩემმა შვილებისთვის გააშენა. ახლა კი მის შვილს, წასავლელი არსად მაქვს და არაფერი გამაჩნია. რიმა ქარდავა- იძახიან ხოლმე, რომ არის ხალხი, ვისაც უფრო უჭირს, ვიდრე ჩვენ, და ვინც თავიდან უნდა დააკმაყოფილონ. რა თქმა უნდა, უნდა დააკმაყოფილონ, მაგრამ საქმე ისაა, რომ ყველას გვიჭირს და როდესაც ჩვენ გავიგეთ, რომ იმ ბინების, რომლებიც ჩვენთვის შეისყიდეს, სხვებისთვის გადაფორმება უნდოდათ – ხალხი აჯანყდა. თუ არ დაკმაყოფილდა აქ ხალხი, თუნდაც, ისინი, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, 300-დან 200 კაცი მაინც თუ არ დაკმაყოფილდა, უფრო მასშტაბური იქნება მიტინგები, ეს დასაწყისია. ფაქტები გვინახავს და ვიცით, რომ ჯერ მოდიან მთავრობიდან, ვითომ ღარიბებისთვის იძლევიან ბინებს, შემდეგ კი ვხედავთ, რომ ეს ხალხი ჯიპებით მოძრაობს. მთელი საქართველო ღატაკია… მით უმეტეს, ჩვენ. სახლი, ჭერი – არავის გვაქვს. რას ამბობს ჯანდაცვის სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, ბინები, მათ შორის “დირსის” კომპლექსში, მართლაც დევნილებისთვისაა შესყიდული, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, თუ კონკრეტულად რომელ პირებზე გაიცემა საცხოვრებელი ფართები. სამინისტრო ამბობს, რომ 10 აპრილიდან გრძელვადიანი განსახლების პროგრამაში მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყება და პირველ მაისამდე გაგრძელდება. განაცხადები მიიღება სოციალური მომსახურების სააგენტოში – თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში იწარმოებს. პროგრამის ფარგლებში, 2013 წლის 1 ივნისამდე, თბილისში რეგისტრირებულ ოჯახებს შესაძლებლობა ექნებათ, თავისივე შერჩეული საცხოვრებელი ფართები სამინისტროს თანადაფინანსებით შეისყიდონ. სამინისტროს ინფორმაციით, 7 მაისიდან დაიწყება განაცხადის შემტანი პირების მონიტორინგი, მანამდე კი კონკრეტულად ვინ მიიღებს ბინას, ჯერჯერობით უცნობია. რაც შეეხება ბინების გადაცემის კრიტერიუმებს, სამინისტრო ამბობს, რომ ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი ქულა აქვს ამა თუ იმ პირს. მათი თქმით, ბინები უპირველეს ყოვლისა ყველაზე მოწყვლადებს უნდა გადასცენ, მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. ქულები კი თავის მხრივ რამდენიმე კომპონენტისგან შედგება – მათ შორის, შშმ, მრავალშვილიაონობისა თუ ვეტერანის სტატუსისგან. სამინისტრო ამბობს, რომ ივნისამდე სულ 800 ბინა უნდა გასცეს. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში 282 485 დევნილი პირი და 89 970 ოჯახია რეგისტრირებული. მათგან გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილი არის 39 782 ოჯახი, ხოლო 50 188 ოჯახი განსახლების მოლოდინშია. 2018 წელს 1 406 ოჯახი განსახლდა, მათ შორის, ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტში მცხოვრები – 337 ოჯახი. ასევე, 1 531 ოჯახს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართები კერძო საკუთრებაში გადაეცა. ომბუდსმენი სამინისტროზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ თბილისში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით 826 ბინაა გამოსყიდული, სადაც დევნილები 2019-2020 წლებში განსახლდებიან.
---
02.04.2019
მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/saministro-quotdirsshiquot-shechrili-pirebidan-10-devnili-ar-aris-/31994/
სამინისტრო: "დირსში" შეჭრილი პირებიდან 10% დევნილი არ არის
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საცხოვრებელ კომპლექსში – "დირსი" – შეჭრილი პირებიდან დაახლოებით, 10% დევნილი არ არის. როგორც bm.ge-ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა მურად აბლოთიამ განუცხადა, ეს ინფორმაცია ირკვევა იმ სიიდან, რომელიც უწყებას ბინებით დაკმაყოფილების მსურველებმა მიაწოდეს. ამჟამად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე "დირსი"-ში შეჭრილი დევნილების წარმომადგენლებს ხვდება. ორ მხარეს შორის სასაუბრო თემა ძირითადად დევნილების მიერ წარმოდგენილ მოქალაქეების სიას ეხება. აბლოთიას განცხადებით, სიაში დევნილების 15% სახელმწიფოს მხრიდან უკვე უზრუნველყოფილია. მისივე თქმით, დევნილებს ბევრ საკითხზე ინფორმაცია საერთოდ არ აქვთ. "სიაში წარმოდგენილები არიან ისეთი პირებიც, ვისაც დევნილობის სტატუსი არ აქვთ. მაგალითად, 10% არ არის დევნილი, 15% სახელმწიფოს მხრიდან უკვე დაკმაყოფილებულია, ხოლო დიდი რაოდენობა თბილისში რეგისტრირებული საერთოდ არ არის. ამ ყველაფერს თითოეულ მოქალაქეს ინდივიდუალურად ვაცნობთ. მათ ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ", - აღნიშნა აბლოთიამ. ამასთან, როგორც აბლოთია აცხადებს, ამ ეტაპზე "დირსის" ერთ-ერთი კორპუსიდან 50 დევნილის გამოყვანის პროცესი კვლავ გრძელდება, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე სამინისტროს წარმომადგენელი ახლა ვერ საუბრობს. "დაზუსტებით ვერ ვიტყვით პროცესი როდის დასრულდება. ამ საკითხზე ერთობლივად ვმუშაობთ", - განმარტა აბლოთიამ. რაც შეეხება უსახლკაროდ დარჩენილი დევნილების მდგომარეობას, დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების არსებობის შემთხვევაში, ისინი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფილები იქნებიან და ახლა ქირის პროგრამაში ჩასმის პროცესი განიხილება. შეგახსენებთ, 29 მარტს კომპანია "დირსის" საცხოვრებელ კორპუსში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი 60-მდე ოჯახი შეიჭრა და შენობა დაიკავა. დევნილების მოთხოვნა საცხოვრებლით უზრუნველყოფაა. როგორც დევნილები განმარტავენ, მათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო "დირსი"-ში აშენებულ კორპუსებში ბინების გადაცემას დაჰპირდა.
---
02.04.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/vano-zardiashvili-chveni-khelisuphlebis-prioriteti-devnili-ojakhebis-ghirseuli-satskhovrisith-uzrunvelqhophaa/
ვანო ზარდიაშვილი: ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი დევნილი ოჯახების ღირსეული საცხოვრისით უზრუნველყოფაა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი სამშენებლო კომპანია ,,დირსის“ დასახლებაში უკანონოდ შეჭრილი დევნილების საკითხს ეხმიანება. მისი თქმით, ამ დევნილების 15 % უკვე დაკმაყოფილებულია, 10% საერთოდ არ არის დევნილი , ხოლო 60 %-ს რეგისტრაცია აქვთ რეგიონში და თბილისში რეგისტრირებულნი არ არიან. ,,მინდა გამოვეხმაურო ისანში, დირსის დასახლებაში მიმდინარე პროცესებს. პირველ რიგში ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრისის უზრუნველყოფა და სწორედ ამისთვის, ჩვენ მათ 5 წლის განმავლობაში უკვე 12 000 ბინა გადავეცით. ამჟამადაც მიმდინარეობს მშენებლობა და მიმდინარე და მომავალი წლის განმავლობაში კიდევ 6000 ბინის გადაცემა იგეგმება დადგენილი წესით. დირსის დასახლებაში უკანონოდ შეჭრილი დევნილების 15% სახელმწიფოს მხრიდან ბინებით უკვე დაკმაყოფილებულია, 10% საერთოდ არ არის დევნილი, ხოლო 60% არიან რეგიონებში რეგისტრირებულნი და არ გააჩნიათ თბილისში რეგისტრაციის ადგილი”,- განაცხადა პარლამენტის წევრმა. ვანო ზარდიაშვილმა ყურადღება საინვესტიციო გარემოზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ კერძო საკუთრების ხელყოფა და თვითნებურად დაკავება დააზიანებს ქვეყნის იმიჯს და ინვესტორებს დააფრთხობს. ამიტომ, დეპუტატი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, გაატარონ კანონით დადგენილი ყველა ქმედითი ღონისძიება როგორ დევნილი ოჯახების, ასევე კომპანიის ინტერესების დასაცავად. ,,უცხო ქვეყნიდან მოზიდული ინვესტორები უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. მათ სახელმწიფომ, როგორც აქამდე, უნდა შესთავაზოს მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, დაბალი გადასახადები და საკუთრების გარანტირებული დაცულობა. კერძო საკუთრების ხელყოფა და თვითნებურად დაკავება დააზიანებს ქვეყნის იმიჯს და დააფრთხობს ინვესტორებს. ამიტომ, მოვუწოდებ სახელმწიფო ინსტიტუტებს გაატარონ კანონით დადგენილი ყველა ქმედითი ღონისძიება, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც დევნილი ოჯახების ინტერესების დაცვას, ასევე კომპანია ,,დირსის“, როგორც ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორის კანონიერი, კერძო ინტერესის დაცვას. ჩვენ გვახსოვს ის საშინელი პრაქტიკა, თუ როგორ ექცეოდა წინა ხელისუფლება დევნილებს, როგორ ასახლებდა მათ უკანონოდ დაკავებული ფართებიდან. ამიტომ, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა და დევნილთა, შრომის, ჯანრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს, რომლებიც მაღალი პროფესიონალიზმით და კანონის ზუსტი დაცვით მოქმედებენ”,- აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.
---
02.04.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/459407
მარნეულში, 32 დევნილი ოჯახისთვის ახალი დასახლება მოეწყობა
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა, იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით, საქართველოს, გრანტის სახით, 10 მილიონ ევროს გადმოსცემს. პროექტი დევნილების გრძელვადიანი განსახლებისთვის, ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან აქტივობებს ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც მარნეულის მუნიციპალიტეტში, 32 დევნილი ოჯახისთვის, რომელიც ადგილზე, წლებია, ცხოვრობს და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევა, სოფლის ტიპის დასახლება მოეწყობა. საცხოვრებელი სახლების მშენებლობის საწყისი ბიუჯეტი 25 ათასი ევროა. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილესთან, მამუკა ცოტნიაშვილთან; ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორთან, ვინსენტ დონტომთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა. მხარეებმა დეტალურად განიხილეს რეგიონში გასახორცილებელი გეგმები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ცნობისათვის, გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი დევნილების გრძელვადიანი განსახლებისთვის, ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან აქტივობებს ითვალისწინებს, რომლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, საგანმანათლებლო მიმართულებით, იგეგმება ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელება, გაიცემა გრანტები ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით და 260-მდე ახალგაზრდა დევნილი გაივლის პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს. შოთა რეხვიაშვილმა, შეხვედრის მიმდინარეობისას, ისაუბრა რუსთავის კონკრეტულ უბნებში სააღმზრდელო დაწესებულებების სიმცირეზე და, პროექტის ფარგლებში, შესაბამისი რესურსის არსებობის შემთხვევაში, რეკომენდაცია ქალაქში ამ მიმართულებით გასახორციელებელ სამუშაოებს გაუწია. აღსანიშნია, რომ პროექტი სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება და 2021 წელს დასრულდება. დაფინანსების ხელშეკრულებას ხელი 22 თებერვალს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორმა, კლაუს ფაიგელმა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა, ვინსენტ დონტომმა მოაწერეს.
---
02.04.2019
მედიასაშუალება: https://reginfo.ge/people/item/13524-sopel-artanashi-sastumros-msheneblobaze-mushebi-dashavdnen
სოფელ ართანაში სასტუმროს მშენებლობაზე მუშები დაშავდნენ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში, სასტუმროს მშენებლობაზე რამდენიმე მუშა დაშავდა. როგორც „რეგინფოს“ ადგილობრივებმა უთხრეს, სამშენებლო სამუშაოების დროს კედელი გადმოინგრა და ქვეშ სამი მუშა მოიყოლა. თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ორი დაშავებული რამდენიმე წუთის წინ მიიყვანეს. როგორც „რეგინფოს“ საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა უთხრა, ისინი კონტაქტურები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
---
02.04.2019
მედიასაშუალება: http://frontnews.eu/news/ge/47964
"კომპანიები, რომლებიც ვერ აცნობიერებენ, უნდა მივიყვანოთ შეგნებამდე, რომ ნორმების დაცვა არის აუცილებელი"
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. "მართლაც დიდი ტრაგედიაა ყველანაირად, ადამიანურად. როგორც სახელმწიფო მოხელეს, მართლაც უზმოდ მტკივა გული ამ ტრაგედიის გამო. საქმე ისაა, რომ მარტო კანონმდებლობის გამკაცრება, რომელიც უკვე მოხდა არ არის საკმარისი, რათა მაქსიმალურად უსაფრთხო შრომითი გარემო შეიქმნას. კომპლექსური მიდგომაა საჭირო. ხშირად ეს საკითხები ასოცირდება მხოლოდ მეტ შრომის ინსპექტორთან. შრომითი ინსპექცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთ-ერთი ნაწილია. ბევრი სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს. უპირველესად, თავად კომპანიის შრომის უსაფრთხოების სამსახურის გამართული მუშაობა. მთელი რიგი ნაბიჯების მიუხედავად, ვერ გავჩერდებით მიღწეულზე, რადგანაც მდგომარეობა უკიდურესაც საყურადღებოა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. მინისტრის თქმით, რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, უმნიშვნელოვანესია, უმოკლეს ვადებში გაირკვეს რეალური მიზეზები, რამ გამოიწვია ტრაგედია. "აქედან უნდა ავაწყოთ ჩვენი მოქმედება. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი სწორი გზა. შრომის უსაფრთხოებას განსაზღვრას ოთხი ფაქტორი – შრომის ინსპექცია, რომელიც ამოწმებს სისტემური ხარვეზის არსებობას, მაგრამ არ ატარებს 24/7-ზე მონიტორინგს. ეს შრომის ინსპექციის საქმე არ არის; მეორე არის ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სამსახური, რომელიც აწესებს ტექნიკურ ნორმატივებს. მესამე არის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურები და მეოთხე – კომპანიების შრომითი უსაფრთხოების სამსახურები. რა გაკეთდა ამ ოთხი ფაქტორის მოსაგვარებლად. 2013 წელსვე შრომის კოდექსი შეიცვალა, 2015 წელს დაფუძნდა შრომის ინსპექცია, შარშან შევიდა კანონი ძალაში, რომლითაც შრომით ინსპექტორებს მოსამართლის გადაწყვეტილების გარეშე შეეძლოთ მძიმე და მავნე ინდუსტრიის საწარმოებში შესვლა და წელს შევიდა კანონი, როდესაც ნებისმიერი ინდუსტრიის შემოწმება გახდა შესაძლებელი. თუმცა საკუთრივ ამ კომპანიებმა არ უზრუნველყვეს გამართული შრომის უსაფრთხოების სამსახურის არსებობა. შედეგი ამას ნაკლები ექნება და ჩვენი მოვალეობაა, რომ ეს კომპანიები, რომლებიც ვერ აცნობიერებენ ამას, მივიყვანოთ იმ შეგნებამდე, რომ ნორმების დაცვა არის აუცილებელი. სხვა შემთხვევაში, სასჯელი გარდაუვალია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/459332
---
02.04.2019
მედიასაშუალება: http://frontnews.eu/news/ge/47968
კანონმდებლობა უკვე გაუმჯობესებულია, პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება სრულად, ყველა სახის კომპანიისა და საწარმოებისთვის"
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით. შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა ქვეყანაში უკვე გაუმჯობესებულია. გახარია ჭავჭავაძეზე მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. "ეს იყო აბსოლუტურად ტრაგიკული შემთხვევა. საერთოდ, შრომის უფლებისა და უსაფრთხოების დაცვა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. კანონმდებლობა უკვე გაუმჯობესებულია, თებერვლიდან ძალაში შევიდა, მაღალი რისკის შემცველ ობიექტებზე და პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება სრულად, ყველა სახის კომპანიისთვის და საწარმოებისთვის. რაც შეეხება აღსრულებას – ქვეყანაში, როგორც ასეთი, სადაც შრომის ინსპექცია არ არსებობდა წლების განმავლობაში, აღსრულების პრობლემები შეიძლება არსებობდეს. თუმცა მიმაჩნია, რომ ეს მენეჯმენტის საკითხია და მოგვარებადია. მთავარია, რომ სახელმწიფოს ნება არსებობს, კანონმდებლობა არსებობს. პირველი სექტემბრიდან ეს უნდა გახდეს საზრუნავი თითოეული მოქალაქის, მთავრობის წევრისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
---
02.04.2019
მედიასაშუალება: http://frontnews.eu/news/ge/47953
"ყოველდღიურად ადამიანები სამსახურში იხოცებიან, ეს ხდება იმიტომ, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ნება, დაიცვას ისინი"
მოვითხოვთ სახელმწიფოსგან, აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა და არ მიითვალოს მსხვერპლის სტატისტიკა, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ ვაკის პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს და ჯერ უცნობია, როდის დაინიშნება სასამართლო სხდომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვაზე. "ვფიქრობ, ყველამ ნახა ჩემი დაკავების კადრები და სასამართლოში გაგრძელდება ეს საქმე, მაგრამ ერთი რამ მინდა, რომ ვთქვა – სახელმწიფო ვერ დაიცავს მკვლელებს და კედელი ვერ დამალავს დანაშაულის ადგილს. ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველდღიურად ადამიანები სამსახურში იხოცებიან. ეს ხდება იმიტომ, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ნება, დაიცვას ისინი და უზრუნველყოს მათი ღირსეული და უსაფრთხო შრომის პირობები. ჩვენ ამას ვაპროტესტებთ და მოვითხოვთ სახელმწიფოსგან, რომ აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა და არ მიითვალოს მსხვერპლის სტატისტიკა“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ. შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით აქციის მონაწილეები ჯერ მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლეს, სადაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება და რამდენიმე პირის დაკავება მოხდა. მოგვიანებით, აქციის მონაწილეები თბილისის მერ კახა კალაძის სახლისკენ მსვლელობით მივიდნენ, შემდეგ კი ვაკის პოლიციის განყოფილებასთან გადაინაცვლეს, სადაც დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვდნენ. აქციაზე დაკავებული ექვსივე ადამიანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
---
02.04.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/353461/
რა ვიცით მუშაობისას დაღუპულ 25 წლის ბიჭსა და მშენებლობაზე
“ვაკეში მშენებლობაზე ორი მუშა დაიღუპა” — ვინ და რა ისტორიები იმალება ამ სიტყვებს უკან? რამ გამოიწვია მათი სიკვდილი? შეიძლებოდა თუ არა შენობის საძირკვლის გამაგრებისას მიწის ჩამოშლისგან თავის არიდება? დაეკისრება რაიმე პასუხისმგებლობა დამსაქმებელს? მაღაროელების ოჯახი ძმები, 25 და 23 წლის დათო და გაგა აბესაძეები თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ უბანში, ვაკეში მშენებლობაზე მუშაობდნენ. ჭიათურაში, მაღაროელების ოჯახში დაბადებულები, დედაქალაქს გარეთ მცხოვრები ათასობით ადამიანის მსგავსად, თბილისში სამუშაოდ იყვნენ გადმოსულები. აბესაძეების მამა ჭიათურის მანგანუმის მომპოვებელ კომპანიაში, “ჯორჯიან მანგანეზში”, უფრო ზუსტად — მანგანუმის გამრეცხავ ერთ-ერთ ქარხანაში (ცოფ-ში) მუშაობდა, თუმცა ფიზიკური მდგომარეობის გამო იგი იძულებული გამხდარა, მუშაობისთვის დავი დაენებებინა; დედაც იმავე კომპანიაში მუშაობს საკაბელო მანქანების სიგნალისტად; აბესაძეებს ოთხი შვილი ჰყავდათ, რომელთაგან ერთ-ერთიც, მამის მსგავსად, მაღაროელია. კვირას, 31 მარტს, საღამოს 6-7 საათისთვის, როდესაც დათო აბესაძე თანამშრომელთან, 40 წლის ედუარდ ვარიშოვთან ერთად შენობის საძირველში, რამდენიმე მეტრის სიღრმეზე იყო ჩასული, მიწის მასა ჩამოიშალა და ორივე მათგანი ქვეშ მოიყოლა. დათოს ცხედარი დაახლოებით ერთ საათში იპოვეს, მეორისა კი თითქმის 8-საათიანი ძებნის შემდეგ ამოასვენეს. გაივლის დრო და დათო აბესაძე და ედუარდ ვარიშოვი სტატისტიკის ნაწილად იქცევიან, რომელიც ამბობს, რომ 2011-2018 წლებში საწარმოო შემთხვევების შედეგად 376 ადამიანი დაიღუპა და 1081 დაშავდა. უშუალოდ 2018 წელს ამგვარად 199 ადამიანი დაშავდა და 59 დაიღუპა. იმავე წელს გამოძიება წარმოებაში მომხდარ 224 შემთხვევაზე დაიწყო: ჯერჯერობით 2019 წლის ოფიციალური მონაცემები უცნობია, თუმცა, ნეტგაზეთის ინფორმაციით, სულ მცირე, 6 ადამიანია დაღუპული. [წაიკითხეთ ამ თემაზე: მუშები ისევ იღუპებიან — რატომ ვერ მუშაობს სისტემა] უშუალოდ აბესაძისა და ვარიშოვის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლითაა დაწყებული, რაც მშენებლობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. მუხლი 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დამსაქმებლები მშენებლობაში 3 კომპანია ფიგურირებს: შენობის მფლობელი “ლეჩკომბინატი”, სამშენებლო კომპანია “ტრანსმშენი” და მისი ქვეკონტრაქტორი — “ხიმიჯ სერვისი”. “ლეჩკომბინატია” კომპანია, რომლის სასარგებლოდაც მიმდინარეობს მშენებლობა, ანუ შენობა მათ ეკუთვნით. კომპანიის სრული სახელია “შპს ლეჩკომბინატი #1”, ყოფილი “შპს დილა 2010”. კომპანიამ ჭავჭავაძის #5-ში შენობა 2010 წელს 7.3 მილიონ აშშ დოლარად იყიდა სახელმწიფოსგან პრივატიზაციის პოლიტიკის ფარგლებში. სამეწარმეო რეესტრის თანახმად, ლეჩკომბინატს ორი მფლობელი ჰყავს: 75%-იანი წილის მფლობელია რუსეთის მოქალაქე რუსუდან მახაშვილი, 25%-იანი წილის მფლობელი კი- ნიკოლაი სარქისოვი. სააქციო საზოგადოება “ტრანსმშენი”, რომელიც “ლეჩკომბინატს” ჰყავს დაქირავებული, სამშენებლო კომპანიაა. მისი გენერალური დირექტორია მოქალაქე უჩა გელაშვილი. კომპანიის აქციების მფლობელ(ებ)ი რეესტრში არ ფიქსირდება. “ტრანსმშენმა” პირველ აპრილს მომხდარზე პასუხისმგებლობა მოიხსნა და განაცხადა, რომ ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის ვალდებულება მათ მიერ საძირკვლის გასამაგრებლად დაქირავებულ ქვეკონტრაქტორ კომპანიას ეკისრებოდა; ეს ქვეკონტრაქტორი კომპანია არის “ხიმიჯ სერვის 2”. რამ ჩამოშალა მიწა? ნიკა კაკაშვილი, გაერთიანებული პროფკავშირის შრომის ინსპექტორ,ი ნეტგაზეთთან საუბარში განმარტავს, რომ საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოებისას თხრილის კედლების სპეციალური, წერტილოვანი გამაგრებაა საჭირო, რათა მიწა არ დაიძრას. მისივე განმარტებით, მიწის მასის ჩამოშლის ორი შესაძლო მიზეზი არსებობს: მიწის ქანების მოძრაობა (მეწყერი, ა.შ), რაც უბედური შემთხვევას ნიშნავს, ან თხრილის კედლების არასათანადო გამაგრება. ნეტგაზეთთან საუბარში ილიაუნის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ წეროძე, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, აცხადებს, რომ ბუნებრივ მოვლენას, რამაც მიწის მასის ჩამოშლა შეეძლო, ადგილი არ ჰქონია. პროფკავშირების წარმომადგენლის, ნიკა კაკაშვილის ვარაუდით, თუკი გამოირიცხება, რომ ამას ადგილი არ ჰქონია, მაშინ შემთხვევის მხოლოდ შემდეგნაირად ახსნის შესაძლებლობა რჩება — კედლები არ იყო სათანადოდ გამაგრებული. “ხიმიჯ სერვისის” დირექტორი ოთარ ცნობილაძე, რომელიც მუშების სიკვდილს “უბედურ შემთხვევას” უწოდებს, რუსთავი2-თან ინტერვიუში ამბობს: “15 წლის გამოცდილება მაქვს. ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, არ შემხვედრია ჯერ. პირველი შემთხვევა იყო. ყველაფერი დაცული იყო, უსაფრთხოება, ყველაფერი”. როგორც ნიკა კაკაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ვარაუდობს, “[კედლები] სათანადოდ არ ყოფილა გამაგრებული, რაც ნიშნავს, რომ უსაფრთოხების წესები იყო დარღვეული”. თუმცა ამაზე საბოლოოდ პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს — საკითხს ჯერ კიდევ იძიებენ. სანქციები ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ, “ნეტგაზეთს” განუცხადა: “ლეჩკომბინატს” ადგილზე სამუშაოების წარმოების უფლება დროებით შეუჩერეს; “ტრანსმშენს”, რომლის წარმომადგენლებმაც, ბექა ფერაძის თქმით, შრომის ინსპექციის თანამშრომლებს მშენებლობის ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ შესვლა შეუზღუდეს, ამის გამო 7 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს; ქვეკონტრაქტორ კომპანია “ხიმიჯმშენს” კი, რომელსაც, ფერაძის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობათ რეესტრში რეგისტრაცია გავლილი არ ჰქონდა, 1 000 ლარის გადახდა დააკისრეს; ბექა ფერაძის თქმით, ეს მხოლოდ პირველადი სანქციებია და საქმის შესწავლა კვლავ გრძელდება. კითხვაზე, იკვეთება თუ არა რომელიმე კონკრეტული კომპანიის პასუხისმგებლობა უსაფრთხოების ნაწილში, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი პასუხობს, რომ აღნიშნულის გამორკვევა გამოძიების პრეროგატივაა. თუმცა ბექა ფერაძე ასევე განმარტავს: “შრომის უსაფრთხოების კანონის მიხედვით, უსაფრთხოების მიმართულებით კოორდინაციის ვალდებულება სამივე კომპანიას აქვს”.შესწორება: მასალა განახლდა 2 აპრილს, 21:50 საათზე — სტატიის პირვანდელ ვერსიაში არასწორად გვქონდა მითითებული ილიაუნის სეისმური ცენტრის წარმომადგენლის, მიხეილ წეროძის გვარი.
---
02.04.2019
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/254895-sofo-kilaze-faqtia-rom-cveni-sromis-usafrtxoebis-politika-adamianebis-sicocxles-da-janmrtelobas-ver-icavs
სოფო კილაძე: ფაქტია, რომ ჩვენი შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვერ იცავს
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჭავჭავაძის გამზირზე, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად გარდაცვლილი მუშების ოჯახებს მიუსამძიმრა და მათ გამძლეობა უსურვა. კილაძის თქმით, ვითარება ძალიან მძიმეა და ფაქტია, რომ შრომითი უფლებების და უსაფრთხოების საკითხებში არაერთი რეფორმის მიუხედავად, მაინც არიან გარდაცვლილები სამუშაო ადგილებზე. „ფაქტია, რომ ჩვენი შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა ვერ იცავს ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ჩვენი კანონები არ არის საკმარისად ეფექტიანი იმისთვის, რომ დავიცვათ ადამიანები, ჩვენი აღსრულებაც არ არის საკმარისად ეფექტიანი. სამწუხაროდ, ზოგიერთი უპასუხისმგებლო კომპანიის კოლოსალური მოგებების გამო, ადამიანები იღუპებიან და მათ სანქციების შიში არ აქვთ“,-განაცხადა სოფო კილაძემ. სოფო კილაძის აზრით, სანქციები და აღსრულება გასამკაცრებელია: „ბუნებრივია, აღსრულების გაუმჯობესებას სჭირდება მეტი თანხები ბიუჯეტიდან და თუ ფინანსთა მინისტრი გვეტყვის, რომ მას არ აქვს თანხები, მემგონია, ჩვენ უნდა მოვძებნოთ ეს თანხები. დაუშვებლად მიმაჩნია ზოგიერთი კომპანიის ბიზნესინტერესის დაცვა ადამიანის სიცოცხლის და უსაფრთხოების ხარჯზე“,-აღნიშნა სოფო კილაძემ.
---
02.04.2019
მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/sakhelmtsifom-ver-moakherkha-shekrebili-adamianebis-fundamenturi-uflebebis-realizeba-konstitutsiis-42-e-mukhli/57917
სახელმწიფომ ვერ მოახერხა შეკრებილი ადამიანების ფუნდამენტური უფლებების რეალიზება - „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ეხმიანება 31 მარტს, ჭავჭავაძის #5-ში დაღუპული ორი მუშის გარდაცვალების ფაქტს და ამ ფაქტთან დაკავშირებით, 2019 წლის 1 აპრილს, შემთხვევის ადგილას აქტივისტების მიერ გამართულ მშვიდობიან აქციას და მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ვერ მოახერხა შეკრებილი ადამიანების ფუნდამენტური უფლებების რეალიზება. დასაქმების ადგილას მუშათა გარდაცვალების ფაქტი წლებია სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ყურადღების მიღმა რჩება; საფრთხის შემცველ სამუშაოზე ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაუცველი და სარისკოა, დაღუპული და დაშავებული მუშების რიცხვი კი საგანგაშო. პრობლემად რჩება დასაქმების ადგილზე მომხდარი გარდაცვალებისა და ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევების ეფექტურად გამოძიება, შესაბამისი კვალიფიკაცია და პასუხისმგებელ პირთა დაუსჯელობა. სახელმწიფოს შრომითი პოლიტიკა მინიმალური დაცვის გარეშე ტოვებს სოციალურად ყველაზე დაუცველ ფენას, რომელიც ფიზიკური შრომით მოიპოვებს საარსებო წყაროს. სახელმწიფოს შრომითი პოლიტიკის გასაკრიტიკებლად გამართული გუშინდელი მანიფესტაცია, რომლის მშვიდობიანი სახით ჩატარება პოლიციას უნდა უზრუნველეყო, 6 პირის დაკავებით დასრულდა. აქტივისტები, რომლებიც გარდაცვლილებისათვის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით ჭავჭავაძის ქუჩის დაკავებას ცდილობდნენ, საზოგადოებრივი წესრიგისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის არაპროპორციული ძალის გამოყენებით დააკავეს. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და ამ მიზნით გამოხატული სამოქალაქო პროტესტი საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებია, რომელთა ხელყოფამ შეიძლება სერიოზულად დააზარალოს სახელმწიფოს დემოკრატიულობის ხარისხი. ამიტომ, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს: · უმოკლეს ვადებში იქნას ყველა ზომა მიღებული შრომითი ინსპექციის სწრაფი და ეფექტური ამოქმედებისათვის · შეფასდეს და გადაისინჯოს პრევენციის სახელმწიფო პოლიტიკის არსებული სხვა მექანიზმების ეფექტიანობა · დროულად და ეფექტურად იქნას გამოძიებული ჭავჭავაძის N5-ში მომხდარი შემთხვევა, შესაბამისი კვალიფიკაცია მიეცეს ორი ადამიანის გარდაცვალების ფაქტს და დადგეს დამნაშავე პირთა პასუხისმგებლობა · სახელმწიფო ორგანოებმა პატივი სცენ და უზრუნველყონ პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის კონსტიტუციით დაცული უფლება · საერთო სასამართლოებმა უზრუნველყონ აქციაზე დაკავებული 6 პირის საქმის სრული და ყოველმხრივი განხილვა, საქართველოს კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს ყველა პრინციპის დაცვით.
---
02.04.2019
მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/ra-pirobebshi-mushaoben-soc-mushakebi-isani-samgoris-socialuri-momsaxurebis-centrshi---foto/32008
რა პირობებში მუშაობენ სოც. მუშაკები ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრში?
ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრში ყოველწლიურად ათეულ ათასობით ბენეფიციარს ემსახურებიან. შენობას ადვილად იცნობთ ფანჯრებზე გაკრული მუყაოს ქაღალდებით, რომლებიც შუშების ფუნქციას ვერ ასრულებენ. დახმარების მისაღებად აქ ყოველდღიურად მოდის ათობით სოციალურად დაუცველი, ძალადობის მსხვერპლი ქალი თუ მოზარდი. წესით, შენობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც ემსახურება, თუმცა ეტლით მოსარგებლეებისთვის ადაპტირებული არ არის. დერეფნები ჩაბნელებულია, კედლები ჩამონგრეული, იატაკი აქა-იქ ამოგლეჯილი, აქ ძველ მრიცხველებსაც წააწყდებით, რომლებმაც დიდი ხანია ფუნქცია დაკარგეს. დერეფანში გზის გასაგნებად და სასურველ ოთახამდე მისასვლელად კარებზე ხელით მიწერილი, ან ფურცლებზე ამობეჭდილი აღნიშნვნები დაგეხმარებათ.სოციალური მუშაკების ოთახებში თავისებური გათბობა-გაგრილების სისტემები დაგხვდებათ. ფარდები ზოგ ოთახში არის, ზოგგან – არა. მათი ნაწილი თავად სოციალური მუშაკების მოტანილია. შენობა, რომელშიც სოციალური მუშაკები ყოველდღე მოდიან, სახელმწიფოს საკუთრებაში არ არის. შესაბამის უწყებას ის უზუფრუქტით აქვს აღებული. ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი რომ კრიტიკულ მდგომარეობაშია, თავად სამინისტროც აღიარებს და აქ არსებული პირობების გამოსასწორებლად გრძელვადიანი გეგმა აქვს.
---
02.04.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/saqhvarelidze-sotsialur-protestze-khelisuphlebam-dados-gegma-rogor-apirebs-am-problemebis-mogvarebas/
საყვარელიძე სოციალურ პროტესტზე: ხელისუფლებამ დადოს გეგმა, როგორ აპირებს ამ პრობლემების მოგვარებას!
ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ თუ პრობლემები იქნება პროტესტიც იქნება. როგორც საყვარელიძემ „აიპრესს“ განუცხადა, ამ ვითარების კარდინალური შეცვლის, ან ამ ცვლილებების წარმოდგენის გარეშე პროტესტი იქნება. ჩვენ პოლიტოლოგს მივმართეთ კითხვით, რა შეფასებას გააკეთებს იმაზე, რაც ხდება გარშემო სოციალური ფონის თვალსაზრისით – როდესაც ჯერ ვნახეთ სოცმუშაკების გაფიცვა, მერე ტაქსისტების აქცია, 31 მარტს კი ჭავაჭავაძის გამზირზე ერთ-ერთი მშენებარე ობიექტზე მომხდარი ტრაგედიის გამო იფეთქა სამოქალაქო პროტესტმა. ეს ყოველივე ხომ არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ამ გაზაფხულზე გველოდება სხვადასხვა სახის პროტესტის გამოხატულება? „თუ პრობლემები იქნება პროტესტიც იქნება. ალბათ ეს ჯანსაღი მოვლენაა. პროტესტი არ არის იქ, სადაც შიშია. ღმერთმა დაგვიფაროს შიში იყოს, თუმცა ისიც გვახსოვს, როდესაც შიში იყო, მაგრამ მას პროტესტიც ახლდა. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ადამიანები პროტესტის გამოხატვას ერიდებოდნენ. პროტესტი იქნება ამ ვითარების კარდინალური შეცვლის, ან ამ ცვლილებების დამაჯერებელი გეგმის წარმოდგენის გარეშე. ჯერ-ჯერობით, პროტესტს აჩენს ის, რომ დაპირებების მიუხედავად, რომ ვითარებას გამოასწორებენ, ასეთი ტრაგედიები მაინც ხდება. ე. ი. არ არის ნაპოვნი ის საკვანძო წერტილი, რომლის მოგვარებაც მერე სიხშირეს შეამცირებს. მეორე მხარე, რაზეც ლაპარაკია სოციალური მუშაკების პროტესტზე, სერგეენკომაც ვერ გააუფასურა ეს მოთხოვნები და დაეთანხმა. იმიტომ, რომ ამ ადამიანებს დატვირთვა მართლაც უზარმაზარი აქვთ, ვინც ამ სისტემაშია ჩართული, ხელშეწყობა კი მინიმალური. უდავოა, რომ მოთხოვნა დიდია და ამ პრობლემების მომსახურე ადამიანების რიცხვი მცირე. მაშინ, როცა ითხოვენ პროფესიონალ კადრებს, იურისტებს და ფსიქოლოგებს. ეს ისევ და ისევ პროცესის მოუმზადებლად დაწყების ნიშანია და ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო. დაწყება ყოველთვის პრობლემურია. მე ჯერ-ჯერობით სწორად მიმაჩნია ის, რომ მათი პროტესტი მიღებულია და უარყოფილი არ არის. არავის უთქვამს, რომ პროტესტის საფუძველი არ აქვს“, – ამბობს საყვარელიძე. კითხვაზე, მთავარი მაინც ის არის, რომ ხელისუფლებისგან დამაჯერებელი და არგუმენტირებული პასუხები იყოს, რომ აპირებენ ამ მიმართულებით ეფექტიანად მუშაობას? – პასუხობს: „დიახ. აპირებენ და როგორ აპირებენ. ვაპირებთო თქვეს, ახლა უნდა იმის დამატებაც როგორ აპირებენ. სოციალური მუშაკების თემამ ცხადი გახადა, რომ ელემენტარულად სტატისტიკაა გამოსაყენებელი. რამდენი პრობლემა აღმოცენდება მათ წინაშე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, მოხუცები თუ სხვა. შესაბამისად რა რიცხვი შეიძლება მოემსახუროს ამ საქმეს ისე, არ ჰქონდეს არანორმირებული სამუშაო დღე და თუ აქვს, აუნაზღაურდეს ის. როცა იძახიან, რომ მოვაგვარებთო დაიდოს ის გეგმა როგორ აპირებენ და საზოგადოების დაინტერესებულმა ნაწილმა ჩაიხედონ და მათთან ერთად გაითვალონ, რაც დასათვლელია“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
---
02.04.2019
საგანგაშო შედეგები – ტყვიის დიდი რაოდენობა სამშენებლო მასალებში, სათამაშოებსა და საკვებში
საგანგაშო შედეგები – დგინდება, რომ თითქმის ყველა სამშენებლო მასალა ტყვიით არის დაბინძურებული. საგანგაშო კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ მავნე ნივთიერების ზღვარი დასაშვებს 200-ჯერ აღემატება. სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდა არა მხოლოდ სამშენებლო მასალები, არამედ საკვები და სათამაშოები. ტყვიის დიდი რაოდენობა აღმოჩნდა საკვებში, მათ შორის სუნელებში, ასევე სათამაშოებში. კვლევის მიხედვით, ტყვიის დასაშვებ ზღვარზე მაღალი მაჩვენებელი აღმოჩნდა სათამაშოებიდან მანქანებში, მატარებლებში, კუბებში, ასაწყობ „ფაზლებში“. შედეგებიდან ირკვევა, რომ ნივთიერება დიდი რაოდენობით საკანცელარიო ნივთებშიც დაფიქსირდა. მასშტაბური კვლევა სამეცნიერო ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რიგითი მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა და შესწავლილი იქნა 300-მდე ყოველდღიური მოხმარების საგანი. ყველა ნიმუში დაბინძურებულია. კვლევის მიხედვით, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან ის ადამიანები, რომლებიც ახლად გარემონტებულ სახლებში ცხოვრობენ. „ყოველ მეხუთე ნივთში, რომელთანაც შეხება აქვს მოსახლეობას, აღმოჩნდა ტყვიის ჭარბი რაოდენობა. სუნელში, ყვითელ ყვავილში 246-ჯერ მეტი იყო ნორმაზე ტყვიის შემცველობა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სურსათის უვნებლობა ჯერ კიდევ ვერ მუშაობს ეფექტურად. 33 სინჯიდან 14-ში აღმოჩნდა ტყვია ჭარბი რაოდენობით. აღსანიშნავია ცემენტი, სამშენებლო ბლოკი, რომელიც ცემენტისგან არის დამზადებული, გაჯი, საღებავი, როგორც ინტერიერის კედლის, ასევე კარ-ფანჯრის საღებავი,“ – განაცხადა კვლევის ავტორმა, ნოდარ ყანდიაშვილმა. ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. დავით სერგეენკოს თქმით, ტყვიის შემცველობაზე Unicef-თან ერთად ერთობლივი კვლევა ახლახან დაასრულდა, რომლის შედეგებს, დაახლოებით, 2 კვირაში გაასაჯაროებენ. მინისტრის განმარტებით, სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს, რომელშიც ჯანდაცვის უწყებას ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ექსპერტები ეხმარებოდნენ.
ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/353273/
პრესა.ჯი- https://presa.ge/?m=society&AID=73950
---
02.04.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/459448
ამირან გამყრელიძე: ტყვიასთან დაკავშირებით ვერცერთი კვლევით ვისაუბრებთ, თუ რა ხდება ქვეყანაში
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით ყველა კვლევა სწრაფი მეთოდითაა ჩატარებული. მისივე განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ, ამ კუთხით კონკრეტულად რა მდგომარეობაა ქვეყანაში, ვერ დადგინდება. “ჯერჯერობით, არცერთი კვლევა ტყვიასთან დაკავშირებით არ არის რეპრეზენტატული, ანუ ეს არ არის იმ მეთოდოლოგიით ჩატარებული, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვისაუბრებთ, თუ რა ხდება ქვეყანაში ამ პრობლემაზე. ეს კვლევები, ძირითადად, სწრაფი მეთოდითაა ჩატარებული, მაგრამ თუ იქ მომატებულია ტყვიის მაჩვენებელი, სხვა აპარატზე უნდა გადამოწმდეს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ცნობისათვის, ტყვიის შემცველობაზე მასშტაბური კვლევა სამეცნიერო ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რიგითი მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა, რა დროსაც ყოველდღიური მოხმარების 300-მდე საგანი შეისწავლეს. კვლევის თანახმად კი, თითქმის, ყველა ნიმუში დაბინძურებულია.
---
02.04.2019
მედიასაშუალება: http://topnews.com.ge/news/16094?fbclid=IwAR0ToLDy3zv8S8oZiPZYrbDd76zRD8OKoanMTr6YQwB2hA3H6rfcBCGy2rY
წყალტუბოში, თამარ მეფის ქუჩაზე დევნილებისთვის რვასართულიანი კორპუსი შენდება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე,იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი წყალტუბოში სანატორიუმ "გელათის’’ ავარიულ შენობებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. შეხვედრაზე დევნილთა ბინით უზრუნველყოფისა და ნგრევის პროცესში მყოფი შენობების დახურვის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ წყალტუბოში, თამარ მეფის ქუჩაზე მიმდინარეობს დევნილთა 8 მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა, სადაც ბინას 560 ოჯახი დაიდებს. შეხვედრას წყალტუბოს მუნციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნათია ჩაკვეტაძე და საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლაშა კაკრიაშვილი ესწრებოდნენ.
---
02.04.2019
"თავისუფალი მართვითი სუნთქვის აპარატი არ გვქონდა" - რა გახდა გორიდან მძიმე მდგომარეობაში მყოფი გოგოს, თბილისში გადაყვანის მიზეზი
ორში 19 წლის გოგომ თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგო უგონო მდგომარეობაში ოჯახის ახლობლებმა ნახა, წინასწარი ინფორმაციით, მას დიდი ოდენობით მედიკამენტები ჰქონდა მიღებული. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალგაზრდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. თუმცა, გოგონას თბილისში გადაყვანა გახდა აუცილებელი. როგორც "Qartli.ge"-სთან აღნიშნავენ, ამის მიზეზი მართვითი სუნთქვის აპარატის არასაკმარისი რაოდენობა გახდა. ჰოსპიტალის წარმომადგენლის ცნობით, ახალგაზრდა გოგონას მდგომარეობა მძიმე იყო, რადგან ინტოქსიკაცია დაუდგენელი ნივთიერებისგან მიიღო. ,,მიუხედავად ამისა, გოგონას ჩაუტარდა ყველანაირი კვლევა, რეანიმაციულ განყოფილებაში თავისუფალი მართვითი სუნთქვის აპარატი არ გვქონდა და თბილისში მოხდა მისი გადაყვანა"- აცხადებენ სამხედრო ჰოსპიტალში.
---
02.04.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/thelavshi-sophel-bushetis-sabavshvo-baga-baghis-12-aghsazrdeli-moitsamla/
თელავში, სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაგა-ბაღის 12 აღსაზრდელი მოიწამლა
ამის შესახებ ინფორმაცია “აიპრესს” თელავის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების უფროსმა, თინიკო ხანჯალიშავილმა დაუდასტურა. ბავშვები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა თელავისს ორ საავადმყოფოში მოათავსეს. ბაგა- ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი პროდუქტიდან ბავშვების მოწამლას გამორიცხავს და ამბობს, რომ ყველა პროდუქტი ბაღში ვარგისია. “32დან 12 ბავშვია მოწამლული, გადაყვანილია ყველა საავადმყოფოში,ამჟამად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გამოვრიცხავ პროდუქტებით მოწამვლას,იმიტომ რომ სულ მოწმდება პროდუქტი, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით 31 საბავშვო ბაღში შეგვაქვს. მაგრამ სინჯები უკვე აღებულია პროდუქტისაც და წყლისაც და გადაგზავნილია შესამოწმებლად.შესაძლოა საქმე გვქონდეს რაიმე სახის ვირუსთან, თუმცა სანამ ცნობილი გახდება ბავშვების მოწამვლის ზუსტი მიზეზი, მანამდე ბაღი დახურული იქნება” – განუცხადა “აიპრესს” ხანჯალიაშვილმა.
---
02.04.2019
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ქალმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში იმშობიარა. ახალშობილი ბიჭია და ის 2 კგ და 800 გრამს იწონის. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას მორიგე ექიმი ავრცელებს.
---
02.04.2019
მედიასაშუალება: http://rustavi2.ge/ka/news/129815
ჩხოროწყუში სამშობიარო სახლის გაუქმების გამო, ქალმა ბავშვი სასწრაფო დახმარების მანქანაში გააჩინა
ჩხოროწყუში სამშობიარო სახლის დახურვის გამო, ქალმა სასწრაფოს დახმარების მანქანაში იმშობიარა. ჩხოროწყუს სამშობიაროს ლიცენზია ამორტიზირებული შენობის გამო გაუუქმდა. ახალი საავადმყოფოს პროექტი არსებობს, თუმცა, სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულა. პაციენტებს სამედიცინო დახმარების მიღება სენაკში ან ზუგდიდში უწევთ. დღეს სამშობიარო ტკივილების დაწყების შემდეგ მშობიარემ სასწრაფო დახმარება გამოიძახა, თუმცა, სამედიცინო ბრიგადამ კლინიკამდე პაციენტის მიყვანა ვეღარ მოასწრო და მშობიარობა ავტომობილში მიიღო.
---
02.04.2019
მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=81335
2 აპრილის მონაცემებით, შიდსის ცენტრში 7569 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებულია - სტატისტიკა
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის 2 აპრილის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის 135 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან შესაბამის პერიოდში 178 შემთხვევა გამოვლინდა. 2 აპრილის მონაცემებით, შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 7569 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 5672 – მამაკაცია, 1897 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4007 პაციენტს განუვითარდა. 1540 პაციენტი გარდაიცვალა. 2019 წელს გარდაიცვალა 24 აივ ინფიცირებული. 2018 წელს - 135, 2017 წელს - 127, 2016 წელს - 168, 2015 წელს - 94, 2014 წელს - 84 პირი. 2019 წელს 15 გარდაცვლილთაგან: 18 მამაკაცია და 6 ქალი. რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 39.4 % (2984) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 46.7 % (3532) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.3 % (859) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.4 % (105) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (37) - სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (52) - გადაცემის გზა დაუდგენელია. აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2774 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 953 (აქედან ზუგდიდი - 641); შემდეგ იმერეთში 941 (ქუთაისი 460); აჭარაში 846 (ბათუმი – 545); აფხაზეთში (478); კახეთში (365) ქვემო ქართლში (389); შიდა ქართლში (287); გურიაში (160); ფოთში (113); სამცხე-ჯავახეთში (109) და ა.შ. ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2014 წელს - 564; 2015 წელს - 717; 2016 წელს - 719; 2017 წელს - 631, 2018 წელს - 672. სულ საქართველოში გამოვლენილია 111 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 69 - ვაჟი, 42 - გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან; განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით: ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით - 103 შემთხვევა (მათგან 1 - ძუძუთი კვებით); სისხლის რეციპიენტი - 4; 2 დაუდგენელი გზით. საქართველოს მოქალაქეებისთვის აივ-ტესტირება და მკურნალობა უფასოა. შიდსის ცენტრის ცხელი ხაზია: 238-80-18.
---
02.04.2019
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/254931-saxlxo-damcvelis-angarisi-adamianis-uflebata-da-tavisuflebata-dacvis-mdgomareobis-sesaxeb
სახალხო დამცველის ანგარიში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ
მიმდინარე წლის 30 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში შეიტანა, საზოგადოებას კი დღეს წარუდგინა. 32 თავისგან შემდგარი, 448 გვერდიანი ანგარიში ძირითადად 2018 წელს მოიცავს, თუმცა მასში ასევე გაანალიზებულია ის პრობლემები, რომლებიც მანამდე არსებულ პერიოდში წარმოიშვა და საანგარიშო პერიოდშიც გაგრძელდა. ანგარიშში სიცოცხლის უფლების ჭრილში განხილულია თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გამოყენებული ძალის პროპორციულობის გამოძიება, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების ეფექტიანობა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების მასალებში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზები. ასევე, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მოკლული პატიმრის ლევან კორტავას საქმეზე პასუხისგებაში მიცემულ პენიტენციური სამსახურის მოხელეებს სასჯელის არაპროპორციულად მსუბუქი ზომა შეეფარდათ. "არასათანადო მოპყრობასთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით დასრულებული სისხლის სამართლის საქმეების შესწავლამ არასწორი კვალიფიკაციის, დაზარალებულის ჩართულობის, დროული, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების კუთხით არსებული პრობლემები გამოვლინა. არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა 7 წინადადება გააგზავნა, მაგრამ სავარაუდო დამნაშავეთა დადგენა კვლავ ვერ ხერხდება. სიცოცხლის უფლებასთან და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი მოითხოვს კანონმდებლობის ცვლილებას და მანდატის გაფართოებას, რათა ჰქონდეს წვდომა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების მასალებზე, სიცოცხლის ხელყოფისა და არასათანადო მოპყრობის გამოძიების მიმდინარეობის ეფექტიანობის შესაფასებლად და დასადგენად. საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც პრევენციის ეროვნული მექანიზმის განსაკუთრებული ყურადღების საგანია პენიტენციური დაწესებულებები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები და ფსიქიატრიული დაწესებულებები. ანგარიშში სამივე მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესია წარმოდგენილი. მიმოხილულია დეესკალაციის ოთახში ხანგრძლივად მოთავსების პრაქტიკა, სამედიცინო ექსპერტიზის სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად ჩაუტარებლობა, უსაფრთხოების ზომების შესაბამისი დასაბუთების გარეშე ჩატარება, რეაბილიტაციის ღონისძიებების სიმცირე, ფსიქოლოგიური დახმარების და სოციალური მუშაობის სირთულეები, სხვადასხვა დაწესებულებების ფიზიკური გარემოს პრობლემები, პენიტენციური ჯანდაცვის ხარვეზები, პერსონალის უფლებრივი მდგომარეობა. მისასალმებელია დიდი პენიტენციური დაწესებულებების მცირე დაწესებულებებად დაყოფის გეგმა და ამ კუთხით გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრევენციის ეროვნულ მექანიზმთან საკმაოდ აქტიურად ითანამშრომლა 2018 წელს. სპეციალური მეთოდოლოგიის საფუძველზე, პრევენციულმა ჯგუფმა შეაფასა სტატისტიკური მონაცემები და გაანალიზა მრავალი წერილობითი დოკუმენტი. მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველისადმი პოლიციის მიერ განხორციელებული ძალადობის შესახებ მომართვიანობა შემცირებულია, თითქმის ორჯერ არის გაზრდილი მთელი ქვეყნის მასშტაბით იმ დაზიანებათა მაჩვენებელი, რომელიც დაკავებულმა პირებმა მიიღეს დაკავების შემდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ აჭარაში, 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს დაკავების შემდეგ დაზიანებების მიღების შემთხვევათა რაოდენობა დაახლოებით 9-ჯერ არის გაზრდილი. პრევენციული ჯგუფი აუცილებლად მიიჩნევს არასათანადო მოპყრობის პრევენციისთვის საჭირო გარანტიების (ოჯახის წევრებისთვის, ადვოკატისთვის, საკონსულოსთვის შეტყობინება, უფლებების განმარტება და სხვა) ჯეროვან და განუხრელ დაცვას. არასათანადო მოპყრობის პრევენციისთვის აუცილებლად არის მიჩნეული ყველა იმ სამუშაო ოთახის კამერებით აღჭურვა, სადაც დაკავებულებს უწევთ ყოფნა. ასევე საპროცესო გარანტიების უკეთ უზრუნველსაყოფად სახალხო დამცველს სამინისტროს მიმართ გაცემული აქვს რამდენიმე დამატებითი ღონისძიების საპილოტე რეჟიმში დანერგვის რეკომენდაცია (დაკავებული პირის პირდაპირ დმი-ში მიყვანა და დაკითხვის პროცესის ვიდეოგადაღება). დადებითად უნდა აღინიშნოს სურამის ფსიქიატრიულ კლინიკაში ჩატარებული სარემონტო სამუშაოები, მაგრამ ამის მიუხედავად, ფსიქიატრიული ჯანდაცვის დარგი მნიშვნელოვან ძირეულ რეფორმებს საჭიროებს. თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების თავში საუბარია უკანონო დაკავებების შემთხვევებზე, 12 მაისის სპეციალური ოპერაციის დროს სამხრე კამერების გამოყენების ხარვეზებზე. განხილულია შემთხვევები, როდესაც პირებს არ აძლევდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დატოვების შესაძლებლობას სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის მიუხედავად; ასევე საუბარია ივანე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტის გამოძიებაზე და ამ კუთხით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ დადგენილ მოთხოვნებზე. სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით მიმოხილულია სისტემაში არსებული ინსტიტუციური პრობლემები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს. ასევე, საუბარია საქმეთა გონივრულ ვადაში განხილვის პრინციპის დარღვევის ფაქტებზე, უდანაშაულობის პრეზუმფციის ხელყოფის შემთხვევებზე, სამართალწარმოების პროცესში წარმოჩენილ ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ხარვეზებზე. თანასწორობის უფლების დაცვის კუთხით სახალხო დამცველის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ხშირ შემთხვევაში, დისკრიმინაციას იწვევს დაუცველი ჯგუფების შესახებ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და არასწორი აღქმები, თუმცა მათ დასაძლევად, სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ღონისძიებები ნაკლებად ტარდება. გენდერული თანასწორობა კვლავ გამოწვევას წარმოადგენს. ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და შრომითი უფლებების თვალსაზრისით, მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა. რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების ეფექტიანი განხორციელების კუთხით არსებული გამოწვევები ქალთა უფლებრივი მდგომარეობის და გენდერული თანასწორობის მაჩვენებელზე ასევე უარყოფითად აისახება. 2018 წელს ქალთა მკვლელობის 22 ფაქტი გამოვლინდა, მათგან ოჯახური დანაშაულის ნიშნით 7 შემთხვევა. ქალთა მკვლელობის მცდელობის 18 ფაქტი გამოვლინდა, მათგან 11 ოჯახური დანაშაულის პირობებში იქნა ჩადენილი, მათგან 10 ფაქტი ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის მცდელობას ეხება. ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა. საზოგადოებაში კვლავ ძლიერია ჰომოფობია და ანტიგენდერული ჯგუფების გავლენა, რის გამოც ეს ადამიანები კვლავ განიცდიან ჩაგვრას, დისკრიმინაციას და ძალადობას. 2018 წელს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების რეალიზების კუთხით, გამოწვევად რჩებოდა ჯანსაღი მედიაგარემოს არსებობა. შემაშფოთებელია, რომ სახელმწიფოს დღემდე არ გამოუძიებია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმე. შეკრების თავისუფლების რეალიზაციის კუთხით, მთავარ პრობლემას სამართალდამცავთა მხრიდან შეკრების მიმდინარეობისას დროებითი კონსტრუქციების განთავსების შესაძლებლობის უკანონოდ შეზღუდვის პრაქტიკა და კონტრდემონსტრაციების არაეფექტიანი მართვა წარმოადგენს. სახალხო დამცველის წლევანდელ ანგარიშში ცალკე საკითხად არის გამოყოფილი საქართველოში გაერთიანების უფლების რეალიზაციის პრობლემები, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენელთა მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დისკრედიტაციის მცდელობით არის გამოწვეული. ეკოლოგიასთან დაკავშირებით განსაკუთრებით აქტუალურია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემები; სამართლებრივი ნორმების დარღვევის შედეგად წლების განმავლობაში გარემოსათვის მიყენებული ზიანი და არაეფექტიანი საკანონმდებლო რეგულაციები; უცვლელია მშენებლობასთან დაკავშირებული ხარვეზიანი რეგულაციები, რაც პრაქტიკაში საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა უფლებას, იცხოვრონ ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში. ანგარიშში სახალხო დამცველი პირველად შეეხო ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოების საკითხებს და ამ მიმართულებით შესაბამის რეგულაციებისა და ზედამხედველობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულმა არაეფექტიანმა საკანონმდებლო რეგულირებამ 2018 წელს წარმოებაში უბედური შემთხვევების შედეგად 59 ადამიანის დაღუპვა და 199–ის დაშავება გამოიწვია, რაც წინა წლის მონაცემებს მნიშვნელოვნად აღემატება. ანგარიშში კიდევ ერთი სიახლეა – შრომითი უფლებები სპეციფიკური რეჟიმის დაწესებულებებში. კერძოდ, საუბარია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სსიპ „112“-ის თანამშრომელთა დღიური სამუშაო საათებისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს რაოდენობრივი საზღვრების არარსებობაზე. თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, წელს პირველად შემოწმდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვის სამსახურის საქმიანობის პირობები და გამოვლინდა არასათანადო სამუშაო გარემო. ასევე ყურადღება ეთმობა თვითნებური დასჯის პრაქტიკასა და სამხედრო ნაწილებში გარდაცვალების შემთხვევების გამოძიებებს. სახალხო დამცველი საუბრობს ვეტერანთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობაზე და ამ მიმართებით წარმოდგენილია რეკომენდაცია, შესაბამისი საგადასახადო შეღავათების გაზრდის აუცილებლობის თაობაზე. ანგარიშში ასევე საუბარია პაციენტთა უფლებების არაეფექტიან დაცვასა და ხარისხიანი სერვისების ხელმიუწვდომლობაზე. ყურადღება გამახვილებულია ონკოლოგიურ დაავადებათა ერთიანი სახელმწიფო პროგრამის არარსებობაზე. სოციალური დაცვის პოლიტიკის მიმართულებით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს მიზნობრივი შემწეობის დანიშვნის მეთოდოლოგიური ხარვეზები. ასევე არათანმიმდევრულია ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობა უსახლკარო პირების თავშესაფრითა და საკვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. პრობლემად რჩება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისათვის ეფექტიანი საკანონმდებლო გარანტიების შექმნა და სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. შეფასებულია საარჩევნო უფლების რეალიზაცია, საპრეზიდენტო არჩევნების მწვავე ნეგატიური კამპანია, წინასაარჩევნო პერიოდის თანმდევი სხვადასხვა ძალადობრივი ინციდენტები, სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები. 2008 წლის ომიდან 10 წლის შემდეგაც, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ყველაზე მძიმე იყო არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის. ასევე მძიმეა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზების გასწვრივ საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის, უსაფრთხოების, განათლების და ბავშვთა უფლებების დარღვევის, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის კუთხით არსებული ვითარება. დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები საკმარისი არ აღმოჩნდა და დევნილთა დიდ ნაწილს კვლავ სიცოცხლისათვის საშიშ ნგრევად შენობებში უწევს ცხოვრება. ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის დასაცავად არაეფექტიანი პოლიტიკის გატარებამ ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სისტემა კრიზისულ მდგომარეობამდე მიიყვანა. სახელმწიფო არ გამოყოფს საკმარის რესურსს სფეროში განხორციელებული სისტემური ცვლილებების შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად. არ აქვს შესაბამისი ხედვა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების გასაძლიერებლად. სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, ჯერაც არ შექმნილა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის კონცეფცია და შესაბამისი სერვისი. მაღალია სკოლის მიტოვების მაჩვენებელი, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, ადრეულ ასაკში დაქორწინებული და შრომაში ჩართული ბავშვები წარმოადგენენ. პრობლემად რჩება, რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში არსებულ პანსიონატებში მყოფ ბავშვებზე სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მიმართულებით განსაკუთრებულ პრობლემად იკვეთება გარემოს, ინფორმაციისა და სერვისების მიუწვდომლობა, ინკლუზიური განათლების ხარისხი, დასაქმების დაბალი მაჩვენებელი, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა, აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამების სიმცირე და არაეფექტიანობა. ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებით სისტემურ პრობლემებს შორის იკვეთება ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია, ძალადობა, მათ შორის, ოჯახში ძალადობა, სიღარიბისა და უსახლკარობის საფრთხე, ხანდაზმულებზე ზრუნვის ყოვლისმომცველი გრძელვადიანი სტრატეგიის არარსებობა, სოციალური მომსახურების არაეფექტიანობა, არასაკმარისი მიზნობრივი პროგრამები, ადგილობრივ დონეზე ხანდაზმულთა კეთილდღეობაზე ზრუნვის მიზნით გატარებული ღონისძიებების ნაკლებობა და სხვ. ეროვნული უმცირესობების დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით კვლავ აქტუალურია ეროვნული უმცირესობების განათლების, სახელმწიფო ენის სწავლების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისა და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი. სახალხო დამცველის აპარატის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ქვეყანაში, ეთნიკურ და რასობრივ ნიადაგზე მიუღებლობა კვლავ მწვავე პრობლემაა. ამ მხრივ, განსაკუთრებულად შემაშფოთებელი იყო ვიტალი საფაროვის მკვლელობა ქსენოფობიურ ნიადაგზე. რელიგიის თავისუფლების კუთხით წლებია არ გადაჭრილა ისტორიული საკუთრების დაბრუნების, განათლების სფეროში არსებული დარღვევებისა და უთანასწორო გარემოს, რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენილ დანაშაულზე ეფექტიანი და დროული რეაგირების პრობლემა. ასევე შესწავლილი და გაანალიზებულია დევნილთა უფლებრივ მდგომარეობა, უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობა. სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში პირველად არის წარმოდგენილი თავი ადამიანის უფლებების სწავლების შესახებ. ამ მიმართებით გაანალიზებულია სახელმწიფო პოლიტიკა და შესაბამისი სტრატეგიული დოკუმენტები, წარმოდგენილია მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი სკოლამდელი და ზოგადი განათლების ჭრილში. დასასრულს, სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულება პრიორიტეტული იქნება ყველა შესაბამისი უწყებისთვის, რაც, თავის მხრივ, გააუმჯობესებს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წელს სახალხო დამცველის აპარატში შემოვიდა 8 480 განცხადება, მათგან 6 640 დასაშვებად იქნა ცნობილი და განხორციელდა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. აპარატის ცხელ ხაზზე შემოვიდა 6 063 ზარი. ინდივიდუალური განცხადებების განხილვის შედეგად, 107 რეკომენდაცია და წინადადება გაიცა. წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა 11-ჯერ წარადგინა სასამართლო მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგზავნილია 2 კონსტიტუციური სარჩელი. 2018 წლის განმავლობაში მომზადდა 11 სპეციალური ანგარიში",-ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
---
02.04.2019
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/254873-gadaudebeli-samedicino-daxmarebis-gundebis-sesazlebobebis-gazlierebis-miznit-seminari-tardeba
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდების შესაძლებობების გაძლიერების მიზნით სემინარი ტარდება
„გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდების შესაძლებობების გაძლიერება და ცნობიერების ამაღლება“ – ამ სახელწოდების სემინარი დღეს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა გახსნა. მან პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და საგანგებო სიტუაციების დროს, რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჯგუფების როლი გამოჰყო. „სამი დღის განმავლობაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებთან და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად შევაფასებთ, როგორ შეუწყობს ხელს საგანგებო სიტუაციების დროს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდების ჩართულობა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას და მოვახდენთ იმ ძირითადი ნაბიჯების იდენტიფიკაციას, რაც აუცილებელია, ეროვნული და საერთაშორისო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდების შექმნისა და გაძლიერებისათვის. მიმაჩნია, რომ აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი ქვეყნისთვის.“ - აღნიშნა თალაკვაძემ. ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდების ფორმირებისთვის ჯანდაცვის უწყების მზადყოფნაზე გააკეთა აქცენტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაზა ბოხუამ. „საქართველოში ეს ღონისძიება პირველად ტარდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ერთობლივი მუშაობის შედეგად, ჩვენ შევძლებთ შევაფასოთ, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდების როლი საგანგებო სიტუაციების დროს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში და გავწეროთ ის ღონისძიებები, რომელიც აუცილებელია მათი ფორმირებისა, თუ გაძლიერებისთვის,“ - განმარტა მან. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჯგუფი ჯანდაცვის პერსონალის პროფესიონალებისგან შედგება და საგანგებო სიტუაციების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კლინიკური სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფს. პროგრამის შედეგად, ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერისთვის ეროვნული და საერთაშორისო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდების როლი განისაზღვრება და მათი ფორმირებისთვის აუცილებელი ნაბიჯები გაიწერება. ღონისძიებაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები, ასევე ცენტრის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურებისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობენ. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ერთობლივი სემინარი დღეს გაიხსნა და 3 აპრილს დაიხურება.
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=81318
---
02.04.2019
საქართველოს რეგიონებში მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის პროექტის განხილვა დაიწყო
საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-23 წლების სტრატეგიის პროექტის რეგიონული განხილვები დაიწყო - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, პირველი შეხვედრა აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში გაიმართა. შემდეგი განხილვა მესტიასა და ცაგერში გაიმართება. სტრატეგიის განხილვაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, სსიპ ტურიზმის განვითარების ეროვნული ადმინისტრაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში” და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პროექტში ხაზგასმულია, რომ მაღალმთიანი დასახლებები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან და დაბლობის საცხოვრებელი არეალებისგან, როგორც ბუნებრივი, ეკონომიკური და სასოფლო-სამეურნეო რესურსებით, ასევე სოციალური პირობებითა და ეთნო-კულტურული თავისებურებებით. კლიმატური პირობები და რესურსების არამდგრადი გამოყენება აუარესებს საცხოვრებელ და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის პირობებს მაღალმთიან დასახლებებში, მთის მცხოვრებლები კი უფრო მოწყვლადნი არიან ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული რისკებისადმი. ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენება, საჯარო და კერძო სექტორის სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა გართულებულია არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და ბუნებრივი პირობების გამო. ყოველივე ეს ხდება მოსახლეობის მიგრაციის ზრდის მიზეზი მაღალმთიანი დასახლებებიდან. ასეთ პირობებში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საგანგებო პოლიტიკის გატარება მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ პირთა ცხოვრების დონის ასამაღლებლად. შესაბამისად, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების პოლიტიკის მიზანია ინკლუზიური და მდგრადი განვითარების სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბება. ამ ეტაპზე, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 43 მუნიციპალიტეტში მდებარე 1 730 დასახლებას. კანონის შესაბამისად, მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც წლის განმავლობაში 9 თვის და მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობს ასეთ არეალში, ენიჭება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი და სარგებლობს დადგენილი სოციალური და საგადასახადო შეღავათებით, როგორიცაა: დანამატი სახელმწიფო პენსიასა და სოციალურ პაკეტზე, ფულადი დახმარება შვილის შეძენის შემთხვევაში, სახელფასო დანამატი მასწავლებლებს, მწვრთნელებს, ექიმებს და ექთნებს, მოხმარებული ელექტროენერგიის თანადაფინანსება, ზამთარში გათბობით უზრუნველყოფა, დასაქმებულთა და მეწარმე ფიზიკური პირების გათავისუფლება საშემოსავლო გადასახადიდან და მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე არსებული მიწის მესაკუთრეთა ქონების გადასახადისგან გათავისუფლება.
---
02.04.2019
როცა გზაზე მშობიარობენ ან კვდებიან - ონის სამშობიაროს აღდგენაზე მთავრობა უარს ამბობს
---
ბეჭდვითი მედია
02.04.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
სოცმუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს
სოციალური მუშაკები გაფიცვას წყვეტენ და სამუშაო პროცესს უბრუნდებიან. როგორც სოციალურმა მუშაკმა ზოია შეცოვცევამ განაცხადა, ისინი გრძნობენ პასუხისმგებლობას ბენეფიციარების წინაშე, რის გამოც, მიიღეს გადაწყვეტილება, გაფიცვა შეეწყვიტათ. „ვიმედოვნებთ, პარლამენტი საზედამხედველო ფუნქციას ჯეროვნად შეასრულებს. ყველა ადამიანი, ვინც იცნობს სოციალური მუშაობისა და ბავშვზე ზრუნვის სპეციფიკას, იზიარებს, რომ სხვა სფეროს წარმომადგენლები სოციალური მუშაკის მოვალეობებს ვერ შეასრულებენ. გაფიცვის რეჟიმშიც ვაგრძელებდით სატელეფონო კონსულტირებას და ვგრძნობდით პასუხისმგებლობას ბენეფიციარების წინაშე", - აცხადებს სოციალური მუშაკი ზოია შეხოვცევა. სოციალური მუშაკები პროფესიული კავშირის დაფუძნებას აანონსებენ. მათი განმარტებით, ყველა იმ საკითხის განხილვას, რაზეც შეთანხმება ვერ მოხდა, მოლაპარაკებების ფორმატში განიხილავენ. ამასთან, მათივე თქმით, შეთანხმება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ჯერ დოკუმენტურად არ გაფორმებულა და იმედოვნებენ, რომ ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება. სოციალური მუშაკები ერთი კვირიის განმავლობაში გაფიცულები იყვნენ. გასულ კვირაში ისინი ჯანდაცვის მინისტრს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ სოცმუშაკებს ხელფასი 2020 წლიდან გაეზრდებათ. სამინისტრომ გაფიცული სოციალური მუშაკების პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით 4-პუნქტიანი გეგმა წარადგინა. სოცმუშაკები შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
---
02.04.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
"დირსი" 130-მა დევნილმა ოჯახმა დატოვა
შეთანხმება შედგა -130-მა დევნილმა ოჯახმა "დირსი" დატოვა - ეს გადაწყვეტილება დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს. იმ შემთხვევაში, თუ დევნილები "დირსის" საცხოვრებელ კორპუსს დატოვებდნენ, 2020 -წლამდე მათ ბინები გადაეცემოდათ, სწორედ ამ დაპირების შემდეგ დევნილებმა გადაწყვეტილება შეცვალეს და მოლაპარაკებებზე წასვლა გადაწყვიტეს. "მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ 2020 წლამდე ის ადამიანები, ვინც ტერიტორიაზე ვიყავით, დავკმაყოფილდებით ბინებით. ეს განისაზღვრა როგორც ქულებით, ასევე სოციალური მდგომარეობით. ხვალ უნდა წავიდეთ სამინისტროში, შევავსოთ აპლიკაცია სახლების მიღებასთან დაკავშირებით". - განმარტა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა. "დირსის" მშენებარე ორ კორპუსში აფხაზეთიდან დევნილი 180-მდე ოჯახი კვირას შეიჭრა.
---
02.04.2019
მედიასაშუალება: ვერსია
სოფო კილაძე:`ჩვენი შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ვერ იცავს~
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ, ჭავჭავაძის გამზირზე, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად გარდაცვლილი მუშების ოჯახებს მიუსამძიმრა და მათ გამძლეობა უსურვა. კილაძის თქმით, ვითარება ძალიან მძიმეა და ფაქტია, რომ შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხებში არაერთი რეფორმის მიუხედავად, მაინც არიან გარდაცვლილები სამუშაო ადგილებზე. „ფაქტია, რომ ჩვენი შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა ვერ იცავს ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ჩვენი კანონები არ არის საკმარისად ეფექტიანი იმისთვის, რომ დავიცვათ ადამიანები, ჩვენი აღსრულებაც არ არის საკმარისად ეფექტიანი. სამწუხაროდ, ზოგიერთი უპასუხისმგებლო კომპანიის კოლოსალური მოგებების გამო, ადამიანები იღუპებიან და მათ სანქციების შიში არ აქვთ“, _ განაცხადა სოფო კილაძემ. სოფო კილაძის აზრით, სანქციები და აღსრულება გასამკაცრებელია. „ბუნებრივია, აღსრულების გაუმჯობესებას სჭირდება მეტი თანხები ბიუჯეტიდან და თუ ფინანსთა მინისტრი გვეტყვის, რომ მას არ აქვს თანხები, მგონია, ჩვენ უნდა მოვძებნოთ ეს თანხები. დაუშვებლად მიმაჩნია ზოგიერთი კომპანიის ბიზნესინტერესის დაცვა ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოების ხარჯზე“, _ აღნიშნა სოფო კილაძემ.
---
02.04.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
ტყვიის სახიფათო შემცველობა სათამაშოებსა და სარემონტო მასალებში აღმოჩნდა - ახალი კვლევა
სათამაშოებში, სამშენებლო-სარემონტო მასალებში, ყვითელ ყვავილსა და ბულიონის კუბებში ტყვიის შემცველობა საგანგაშოდ მაღალია - კვლევას არასამთავრობოების ერთი ჯგუფი აქვეყნებს და, ამ კვლევის მიხედვით, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან ის ადამიანები, რომლებიც ახლად გარემონტებულ სახლებში ცხოვრობენ. აპრილის ბოლოს ასევე გამოქვეყნდება ოფიციალური მონაცემებიც, დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და "იუნისეფის" მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევა ბავშვთა ორგანიზმში ტყვიის შემცველობის საკითხზე. დიდი ალბათობით, ამ დასკვნის შემდეგ გვეცოდინება, რამდენად საგანგაშოა ვითარება ქვეყანაში. მანამდე კი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კონტროლის მიმართულებით დიდი ნაბიჯი 2015 წელს გადაიდგა, როდესაც იმ საწვავის მოხმარება აიკრძალა, რომელიც მძიმე მეტალის დიდ რაოდენობას შეიცავდა. რაც შეეხება არასამთავრობოების კვლევას, მისივე თქმით, რა კვლევებიც ტყვიის შემცველობაზე ტარდება, ეს სწრაფი მეთოდითაა ჩატარებული და ბოლომდე სანდოდ არ შეიძლება, ჩაითვალოს. "ჯერჯერობით არც ერთი კვლევა ტყვიასთან მიმართებაში არ არის რეპრეზენტატიული. ანუ, ეს არ არის იმ მეთოდოლოგიით ჩატარებული, რომლის მიხედვითაც, ჩვენ ვისაუბრებთ, თუ რა ხდება ქვეყანაში ტყვიასთან დაკავშირებით. "ეს კვლევები, რომლებიც დღეს ჩვენთან, საქართველოში ტარდება, ძირითადად ტარდება სწრაფი მეთოდით, მაგრამ თუ იქ მომატებულია, მერე ის უნდა გადაამოწმოთ ძალიან პრეციზიოზულ აპარატურაზე", - აცხადებს გამყრელიძე. სხვადასხვა პროდუქციაში სიცოცხლისათვის საშიში ტყვიის მაღალი შემცველობის შესახებ საუბარი პერიოდულად აქტიურდება, თუმცა საქართველოში არ არსებობს კონტროლის მექანიზმი, რამე მარეგულირებელი ორგანო იმისათვის, რომ ტყვიის შემცველი პროდუქტები გააკონტროლონ. ამჯერად კვლევა 2019 წლის იანვარ-მარტში მოხალისეობრივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა. კვლევა ფიზიკის ინსტიტუტის გამოყენებითმა კვლევების ცენტრმა ჩაატარა გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფების დაკვეთით და შვედეთის მთავრობისა და ფონდ "ორბელიანი საქართველოს" მხარდაჭერით. ამ კვლევით დგინდება, რომ ტყვიის შემცველობა ყველაზე მაღალი დაფიქსირდა სამშენებლო და სარემონტო მასალებში და ასევე - სათამაშოებში. საგანგაშო კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ ტყვიის დონე დასაშვებ ზღვარზე 200-ჯერ მაღალია სამშენებლო და სარემონტო მასალებში. შესაბამისად, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარ სახლებში რემონტი ჩაატარეს. როგორც კვლევაში ვკითხულობთ, სინჯები თბილისის მასშტაბით შერჩეული 17 ოჯახიდან აიღეს, სულ 300-მდე ყოველდღიური მოხმარების საგანი შეისწავლეს და 17 ოჯახიდან 29 ადამიანს ჰქონდა სისხლში ტყვიის შემცველობა, მათ შორის - 19 ბავშვს. ავტორების თქმით, 268 სინჯიდან 84 იყო სურსათი და წყალი, 77 - სათამაშო, 34 - სამშენებლო-სარემონტო მასალები, 17 - საყოფაცხოვრებო მტვერი, 22 - კოსმეტიკა, 21 - საოჯახო და სამზარეულოს ნივთები, 5 - საყოფაცხოვრებო ქიმია, 3 - ბიჟუტერია და 5 - სხვა. "ყოველ მეხუთე ნივთში, რომელთანაც შეხება აქვს მოსახლეობას, აღმოჩნდა ტყვიის ჭარბი რაოდენობა. სუნელში, ყვითელ ყვავილში 246-ჯერ მეტი იყო ნორმაზე ტყვიის შემცველობა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სურსათის უვნებლობა ჯერ კიდევ ვერ მუშაობს ეფექტურად. "აღსანიშნავია ცემენტი, სამშენებლო ბლოკი, რომელიც ცემენტისაგან არის დამზადებული, გაჯი, საღებავი, როგორც ინტერიერის კედლის, ისე კარ-ფანჯრის საღებავი. ასევე აღმოჩნდა, კორიანში, რომელიც არის ხელოვნური ქვა", - განაცხადა კვლევის ავტორმა ნოდარ ყანდიაშვილმა. კვლევის ერთ-ერთი ავტორი გურანდა ავქოფაშვილი ამბობს, რომ შესწავლილი პროდუქცია მრავალფეროვანი იყო, უამრავი რამ შედიოდა მასში, როგორც სამშენებლო მასალა, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთები, ქიმიური საყოფაცხოვრებო საშუალებები, სათამაშოები, საკანცელარიო ნივთები, საოჯახო ნივთები, როგორებიცაა კერამიკული ნაკეთობები თუ საძინებლის ატრიბუტები და უამრავ სინჯში აღმოჩნდა დამაბინძურებელი ტყვია. მისი თქმით, სარემონტო მასალების გარდა, ტყვიის მაღალი კონცენტრაციით გამოირჩეოდა სათამაშოები. "სამშენებლო მასალების შემდეგ, მოდის სათამაშოები, რომლითაც ბავშვები თამაშობენ. შემდეგ მოდის საკანცელარიო ნივთები. ტყვია აღმოაჩნდა ისეთ სათამაშოებში, როგორებიც არის: კუბიკ-რუბიკი, ასაწყობ კუბიკებში, ყველაში არა, მხოლოდ ერთი სახეობის კუბიკში, ასევე ერთი სახეობის მეტალის მანქანებში, რომელიც მალაიზიაშია წარმოებული, ასევე ერთ პლასტმასის მანქანაშიც აღმოჩნდა და პაზლებში... "ასევე იყო სხვადასხვა სუნელში ტყვიის მაღალი შემცველობა და იყო ბულიონის კუბებში. მათი შემცველობა 3,3-ჯერ აჭარბებდა დასაშვებ კონცენტრაციას, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი და ყურადსაღები ფაქტია", - განაცხადა გურანდა ავქოფაშვილმა.
რეზონანსი-
ახალი თაობა-
საქართველოს რესპუბლიკა-
---
02.04.2019
მედიასაშუალება: საქართველო და მსოფლიო
ქართული ოცნების მორიგი შეცდომა
სოციალური მუშაკების გაფიცვამ ნათლად აჩვენა, სოციალური მუშაკების გაფიცვამ ნათლად აჩვენა, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ბურბონების არ იყოს, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ბურბონების არ იყოს, „ვერაფერი დაივიწყა და ვერაფერი ისწავლა“. „ვერაფერი დაივიწყა და ვერაფერი ისწავლა“. ურთიერთობა გაფიცულებთან ამ შემთხვევაში თითქმის იმავე ალგორითმით წარიმართა, თითქმის იმავე ალგორითმით წარიმართა, როგორც მეტროპოლიტენის მემანქანეებთან 2018 წლის მაის-ივნისში: პრობლემისთვის თვალის არიდება — მოუმზადებელი მოლაპარაკება — ზეწოლის წარუმატებელი მცდელობა — ჩიხში მოქცევა — უკანდახევა. რაზე შეიძლება მიუთითებდეს ხელისუფლების ამგვარი ქცევა? სოცმუშაკებმა სამუშაო პირობების გაუმჯობესება 8 თებერვალს საჯაროდ მოითხოვეს. საინიციატივო ჯგუფმა ჯანდაცვის სამინისტროშიწერილი შეიტანა. სწორედ მაშინ დაიწყო საუბარი სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ თანამშრომელთა მოსალოდნელ გაფიცვაზე. ხელისუფლების წარმომადგენელთა იმდროინდელ კომენტარებში აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ რეფორმები ამ სფეროში უკვე დაიწყო (კლასიკური კომბინაცია „გვაცალეთ, ბატონო!“), აგრეთვე, ლეთ, ბატონო!“), აგრეთვე, იმაზე, რომ გაფიცვა გაჭირვებულ მოქალაქეებს პრობლემებს შეუქმნის. მართალია, ხელისუფლებას არ უცდია 2018 წლის უშედეგო მანევრის გამეორება, როდესაც სასამართლომ, სატრანსპორტო კოლაფსის არდაშვების საბაბით, მეტროპოლიტენის თანამშრომლების გაფიცვა ჯერ გადაავადა, შემდეგ კი (უშედეგოდ) აკრძალა, თუმცა წინასწარ დაიწყო მზადება იმისთვის, რომ გაფიცულებისთვის საზოგადოებაში ნეგატიური იმიჯი შეექმნათ. ისინი კი, თავის მხრივ, ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ, რომ მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესება, უწინარესად, ბენიფიციარების ინტერესებშია. 12 თებერვალს მხარდაჭერა სოცმუშაკებს ომბუდსმენმა გამოუცხადა: „შემაშფოთებელია, რომ წლების განმავლობაში ვერ გადაიჭრა სოციალური მუშაკების ტრანსპორტირების, სამუშაო ინფრასტრუქტურის, ადამიანური რესურსების პრობლემური საკითხები“. ბოლო გარემოებას საინიციატივო ჯგუფის წევრები თავის განცხადებებში დიდ ყურადღებას უთმობდნენ და ამბობდნენ, რომ სამუშაოების მოცულობა ისე დიდია, რომ მათი შესრულება არსებული რესურსით ფიზიკურად შეუძლებელია. საგულისხმოა, რომ ერთ-ერთ პლაკატზე, რომელიც სახელმწიფო კანცელარიასთან მიიტანეს, ეწერა: „სოციალური მუშაკი (ვერ) ემსახურება 15 000 მოქალაქეს!“. 12 ქეს!“. თებერვალს მათი მხარდამჭერი განცხადება ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის თანამშრომლების ნაწილმაც გაავრცელა. რამდენიმე დღეში მედიამ დაიწყო ამის გაშუქება, თუმცა 20 მარტს, როდესაც უნდა ჩატარებულიყო შეხვედრა სამინისტროს ხელმძღვანელებსა და საინიციატივო ჯგუფს შორის, ამ უკანასკნელმა გაავრცელა განცხადება იმის თაობაზე, რომ სამინისტრო რეგიონული სერვისცენტრების მუშაკებზე ზეწოლას ცდილობს. მომდევნო დღეს საინიციატივო ჯგუფმა გაფიცვა დააანონსა. გაფიცვა 25 მარტს დაიწყო. 27-ში სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ტრანსპორტის, აგრეთვე, ფსიქოლოგებისა და იურისტების შტატების დამატების პრობლემა გვარდება, რომ 2019-ში სამსახურში კიდევ 50 თანამშრომელს აიყვანენ, ხოლო სოციალური მუშაკის ხელფასი 2020 წლიდან — 1200, 2022 წლიდან კი 1500 ლარი გახდება (ესეც კლასიკური კომბინაციაა — „ხვალ თუ არა, ზეგ უსათუოდ“). ამ განცხადებამ გაფიცულები არ დააკმაყოფილა. იმავე დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ თქვა, ლაიამ რომ მომავალი თვიდან გაფიცულებს ხელფასი შეიძლება არც გადაუხადონ. მომდევნო დღეს კი საქმეში მძიმე არტილერია, ანუ მინისტრი დავით სერგეენკო ჩაერთო. ის გაფიცულთა წამომადგენლებს შეხვდა, შემდგომ კი იმედი გამოთქვა, რომ გაფიცვა მალე დასრულდება, რადგან მხარეები კონსენსუსს მიუახლოვდნენ. ამ პერიოდში საზოგადოების უდიდესი ნაწილის სიმპათია გაფიცულთა მხარეს იყო და ხელისუფლების წარმომადგენლები იძულებულნი შეიქნენ, ეს გაეთვალისწინებინათ. „ოცნების“ კანდიდატმა მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში — ლადო კახაძემ შემდეგი განცხადება გაავრცელა: „როცა ფინანსური მხარდაჭერა არ აქვს ადამიანს, ოჯახი არ ჰყავს, ერთადერთი ადამიანი — სოციალური მუშაკი — მიდის მხარდასაჭერად, როგორც ჟანგბადის ბალონები, გორც ჟანგბადის ბალონები, ისე არიან. ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, გააკეთოს ხელისუფლებამ, ვინც უნდა იყოს ხელისუფლებაში, რომ ამ ადამიანების სამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი რგოლი ჰყავდეს დაფასებული“. დაფასებული“. მარტის ბოლოს კარგად გამოჩნდა, რომ ხელისუფლებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია „სახის შენარჩუნება“. თავის დროზე იგივე იგრძნობოდა მეტროპოლიტენის მემანქანეებთან, ყვითელი ავტობუსის მძღოლებთან, მეშახტეებთან და სხვა უკმაყოფილო მუშაკებთან მოლაპარაკებებისას. ამას, სავარაუდოდ, ორი მიზეზი განაპირობებს: თუ საზოგადოებას შეექმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებამ კაპიტულაცია გამოაცხადა, გაფიცვები „დომინოს პრინციპით“ შეიძლება სხვა სფეროებშიც გაგრძელდეს. ამასთანავე, ივანიშვილის ხელისუფლებას ხისტი მეთოდების გამოყენების შესაძლებლობა ნაკლებად აქვს, ხოლო ზეწოლის მეთოდები, რომლებსაც მიმართავს (მაგალითად, მეტროპოლიტენის თანამშრომელთა გაფიცვის აკრძალვის მცდელობა), როგორც წესი, არავის აშინებს. მას (ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით) არ შეუძლია, მოიქცეს სააკაშვილის ხელისუფლების მსგავსად, რომელმაც ქუთაისში „ჰერკულესის“ მეტალურგების გაფიცვის პერიოდში საწარმოში პოლიციური ტერორის რეჟიმი დაამყარა. პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რომ ხელისუფლებამ თავის დროზე სოცმუშაკების საკითხის მოგვარება მომავლისთვის გადადო, მთავარი პრობლემა სისტემაშია, რომელიც ქვედა ფენების ხარჯზე მმართველი ელიტის შემოსავლების მუდმივ ზრდას ემსახურება. ის წარმოშობს მსოფლმხედველობას, რომლის ფარგლებში ქვეყნის სოციალური წონასწორობის აღდგენა არ განიხილება, როგორც პრიორიტეტი. პრიორიტეტი. პრიორიტეტი. გაჭირვებულმა ფენებმა კარგად გააცნობიერეს ეს და ისიც, რომ საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესების ერთადერთი მეთოდი ხმამაღალი ყვირილი, თოდი ხმამაღალი ყვირილი, ხელისუფლების შეშინება და მასზე შეტევაა, რადგან კეთილგონიერი, მშვიდი არგუმენტები მას არ ესმის, ხოლო ცვლილებები იწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ასკვნის, რომ რეალური საფრთხე ექმნება. ეს არანორმალური ვითარება საზოგადოების ერთიანობას, ზოგადოების ერთიანობას, შესაბამისად, სახელმწიფოს მდგრადობას ძირს უთხრის. მდგრადობას ძირს უთხრის. იყო დრო, როდესაც პოლიტიკურად გაკოტრებული სააკაშვილის რეჟიმის მთავარი მესიჯი გახდა „რაღაც ხომ მაინც კეთდება“. იმ პიარაქტიურობით თუ ვიმსჯელებთ, რომელიც ბოლო დროს პრემიერმინისტრმა განავითარა, „ქართული ოცნებაც“ ამ მიმართულებით მიდის. ისინი მუდამ იმეორებდნენ „პირველად საქართველოს ისტორიაში“, ესენი რაღაც უცნაურ მეტაფორებს მიმართავენ. „ბათუმში განათლების ქალაქი აშენდება“, — აცხადებს მამუკა ბახტაძე.ქუთაისისგან ხომ შექმნეს ოქსფორდი, ახლა ბათუმსაც მიადგნენ, კემბრიჯი უნდა შექმნან. დაკვირვება ცხადყოფს, რომ სინამდვილეში საუბარია რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, კომაროვის სკოლის ფილიალზე, შესაძლოა, პროფესიულ სასწავლებელზე — ამას შეიძლება ეწოდოს „ცენტრი“, მაგრამ სახელისუფლო პროპაგანდას სათაურებში სწორედ „ქალაქი“ გამოაქვს და, სავარაუდოდ, ვერ გრძნობს, რომ ეს პერსპექტივაში ხელისუფლების წინააღმდეგ იმუშავებს, ისევე, როგორც ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებული ჰიპერბოლიზაცია. მეგალომანია ხელისუფლების ლექსიკონში ერთ-ერთი სიმპტომია იმისა, რომ ის ხალხს შორდება. ზუსტად ასე იქცეოდა სააკაშვილი მმართველობის ბოლო პერიოდში, როდესაც ასეთ კომენტარებს აკეთებდა: „200-სართულიან შენობას ვისურვებდი. ეგრევე 200 სართული და ყველაზე ლამაზი არქიტექტურა. მე მომწონს რაღაც ისეთი, არქიტექტურული, დიდი, ლამაზი“ (საუბარი უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული ფედერაციის მდივან გლებ გოლოვჩ- ენკოსთან) ენკოსთან და შემდეგ: „არაფერს ვაზვიადებ, ბათუმი 4 წლის შემდეგ სინგაპურს დაემსგავსება. იქ ახლა შენდება 500 შენობა, რომელიც 50 სართულზე მაღალია. არის 70, 80- სართულიანიც“. გამორიცხული არაა, რომ მამუკა ბახტაძეც იმავე გზას დაადგა: ჯერ — „განათლების ქალაქი“, შემდეგ, ალბათ, „ცოდნის იმპერია“ და ბოლოს 500 ცათამბჯენი და გალოპერიდოლის გაორმაგებული დოზა. ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც რამდენიმე(!) მანქანის შეძენა სოციალური მუშაკებისთვის ყოფნა-არყოფნის საკითხად იქცა. შეცდომა იქნებოდა იმის მტკიცება, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთოდ ვერ ხედავს ტრაგიკულ შეუსაბამობას მთავრობის პიარსა და მოსახლეობის მოთხოვნებს შორის, ან ვერ აცნობიერებს, რომ კრიზისში მყოფ მმართველ პარტიას, ადმინისტრაციული ბერკეტების გარდა, ამომრჩეველთა მობილიზების ინსტრუმენტები არ დარჩა. ამიტომ გამორიცხული არ არის, ხელი შეუწყოს იმ ჯგუფების გაძლიერებას, რომლებიც დაშორდნენ „ქართულ ოცნებას“, უპირველესად, „ახალგაზრდა გვარდიასთან“ კონფლიქტის გამო, რათა 2020-ში მათი დახმარებით ახალი მმართველი კოალიცია შეაკოწიწოს. ერთ-ერთი ასეთი ჯგუფის ლიდერად საკუთარ თავს, როგორც ჩანს, „დაიცავი საქართველოს“ ხელმძღვანელი დავით მაღრაძე განიხილავს, რომელმაც გასულ კვირას „პალიტრანიუსის“ ეთერში შემდეგი რამ თქვა: „არც ვიცი, რატომ უნდა გაიმარჯვოს 2020 წლის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილმა ან თუ გაიმარჯვებს, მე რატომ უნდა ვიგრძნო თავი გამარჯვებულად, ესეც არ ვიცი. ამიტომ ვეცდები, შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეიქმნას ისეთი მოძრაობა (ეს არ იქნება ჩაკეტილი ორგანიზაცია, რომელშიც ნაბრძოლი ხალხი შევიკრიბებით და ჩავიკეტებით, პირიქით ძალიან გახსნილი ორგანიზაცია იქნება), რომელსაც გადავცემთ ესტაფეტასავით იმ ხალხს, რომელსაც სურვილი ექნება სამართლიანობის აღდგენის“. ძნელი სათქმელია, რამდენად წარმატებული გამოდგება „ძველი გვარდიის“ კონსოლიდაციის ეს მცდელობა. სამართლიანობისთვის ბრძოლის იდეა „2012 წლის ამომრჩევლისთვის“ გასაგები და მისაღებია, მაგრამ უცნობია, დაიჯერებს თუ არა ის, რომ ახალი გაერთიანება ნამდვილად გამიჯნულია „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი პოლიტიკისგან. პოლიტიკისგან ისიც საინტერესოა, თავსებადი იქნება თუ არა ერთმანეთთან „ძველი გვარდიის“ ლიდერების ამბიციები. ცარიელი დეკლარაცია, კეთილი სურვილი განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს, მით უმეტეს, რომ 2012 წლის იდეალებზე ახალი ძლიერი მოძრაობის დაფუძნების ყველა მცდელობა აქამდე წარუმატებელი გამოდგა.
---