From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-03.05.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com
Received On : 03.05.2019 09:01
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 03.05.2019

ტელევიზია

03.05.2019

არხი:     იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 09:00

ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძესთან ერთად დევნილ მოსახლეობას შეხვდა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6049979

---

 

03.05.2019

არხი:     I არხი

გადაცემა:  ახალი დღე

20-მდე სავაჭრო სადისტრიბუციო კომპანია დღეს დასაქმების ფორუმზე ვაკანსიებს წარადგენს. ღონისძიებაზე მისულ სამუშაოს მაძიებლებს საშუალება ექნებათ ერთიან სივრცეში გაეცნონ პოტენცოური დამსაქმებლების შეთავაზებებს. შეხვედრა სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6049971

---

 

03.05.2019

არხი:     რუსთავი 2   

გადაცემა:  კურიერი 09:00

როგორ დააგროვეს დიდძალი ქონება სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსერულებელმა და მისმა მოადგილემ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ? ოპოზიციის ინფორმაციით, თამაზ მოდებაძემ სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, იძულებითი აუქციონებიდან მიწის სამი ნაკვეთი და ორი საცხოვრებელი ბინა შეიძინა. მისმა მეუღლემ კი თბილისში, 2015 წელს 300 000 ლარამდე ღირებულების საცხოვრებელი სახლი იყიდა თბილისში. ასევე, მოდებაძის მოადგილემ ლევან გოგოძემ, 2012 წლის შემდეგ 5 უძრავი ქონება შეიძინა, რომლის საერთო ღირებულება 931 ათას 200 ლარია. ოპოზიცია მოითხოვს შესაბამისი უწყებები დაინტერესდნენ ამ საქმით და შეისწავლონ, როგორ დააგროვეს ასეთი დიდძალი ქონება რამდენიმე წლის განმავლობაში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6049927

---

 

03.05.2019

არხი:     იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 09:00

თბილისში მხუთავი აირის გაჟონვის სედეგად მოწამლული 4 არასწრულწლოვანი კლინიკიდან გაწერეს. მათ ჯანმრთელობას საბრთხე არ ემუქრება. მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6050079

---

 

02.05.2019

არხი:     მაესტრო

გადაცემა:  ბიზნესი მაესტროზე 21:30

მომავალი წლიდან შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოვება იგეგმება. შრომის უსაფრთხოებასთან ერთად ინსპექცია სამუშაო ადგილებზე შრომის უფლებების საკითხსაც შეისწავლის. ამასთან ჯანდაცვის სამინისტრომ შრომის და დასაქმების სტრატეგიაზე მუშაობა უკვე დაასრულა. დასაქმებისა და შრომის ბაზარზე არსებულ ვითარებას დღეს პროფკავშირების ორგანიზებით გამართულ პრეს-კონფერენციაზე განიხილავდნენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6049637

მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6049535

მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6048939

I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6048223

---

 

ინტერნეტი

03.05.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/saxelmwifo-programashi-chartuli-qronikuli-daavadebebis-mqone-macientebistvis-aftiaqebis-chamonatvali-gaizarda/

სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის აფთიაქების ჩამონათვალი გაიზარდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ იმ აფთიაქების ჩამონათვალი გააფართოვა, სადაც ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ ან განახევრებულ ფასად შეუძლიათ. სახელმწიფო პროგრამით მოსარგეებლებმა მედიკამენტების მისაღებად ხუთი აფთიაქიდან ერთ-ერთს უნდა მიაკითხონ. ესენია: „პეესპე“, „ავერსი“, „ჯიპისი“ , „ფარმადეპო“ და „სახალხო აფთიაქი“. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის სიახლეები და სამომავლო გეგმები ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ სამედიცინო საზოგადოებას პირადად გააცნო. დავით სერგეენკომ პროგრამის შედეგები და არსებული გამოწვევებიც მიმოიხილა. სახელმწიფო პროგრამა ბენეფიციარებს ექვსი წამყვანი ქრონიკული დაავადების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტს უფინანსებს, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ხელმისაწვდომი მედიკამენტებისა და დაავადებების ნუსხა ეტაპობრივად გაფართოვდება. პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებული ქრონიკულ დაავადებებს: გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები; შაქრიანი დიაბეტი (ტიპი II); ფილტვის ქრონიკული დაავადებები (მათ შორის ასთმა); ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები; ეპილეფსია; პარკინსონის დაავადება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამით მოსარგეებლეები არიან სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და მედიკამენტების შეძენა შეუძლიათ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად; ამასთან, 50 პროცენტით და მეტი ოდენობით დაფინანსებას სახელმწიფოს მიერ მიიღებენ საპენსიო ასაკის მოქალაქეები; მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, შშმ ბავშვები; პარკინსონით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე; ეპილეფსიით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე.

---

 

03.05.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/544712-davit-sergeenko-pacientebs-kronikuli-daavadebebis-samkurnalo-medikamentebit-uzrunvelqopis-programaze-ekimebisgan-sruli-inpormacia-ar-akvt/

დავით სერგეენკო - პაციენტებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაზე ექიმებისგან სრული ინფორმაცია არ აქვთ

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამასთან დაკავშირებით, პაციენტებს ექიმებისგან სრული ინფორმაცია არ აქვთ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ინფორმაციის არასრული მიწოდების გამო, პროექტის ბენეფიციარების რაოდენობა ბევრად ნაკლებია. „ძალიან დეტალურად შევისწავლეთ ამ პროგრამის მიმდინარეობა და ერთი მთავარი სუსტი წერტილი დავინახეთ, რომ პაციენტებს ექიმებისგან სრული ინფორმაცია არ აქვთ. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ამ ინფორმაციას იღებენ, იღებენ ხოლმე ნაწილობრივ, რადგანაც სუსტი წერტილების დეტექციას რომ ვაკეთებდით, პაციენტი, რომელიც მიიღებს ექიმისგან ინფორმაციას, მიდის მერიაში და არა სოციალური მომსახურების სააგენტოში, რადგან შეჩვეულია, რომ დახმარებას იქიდან იღებს. ის ცალკე სახელმწიფო პროგრამაა, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ახორციელებენ. ეს ცალკე სახელმწიფო პროგრამაა, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება ახორციელებს. არასრული ინფორმაციაა მიდის პაციენტამდე. ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ამ პროგრამის მომხმარებლების რაოდენობა, პროექტის ბენეფიციარების, მოსარგებლეების ბევრად ნაკლებია, ვიდრე შესაძლებლობაა. ამიტომ თქვენი ჩართულობა არის კრიტიკული ამ ყველაფერში. ჩვენ, როგორც ნახეთ, რაიონებისა და დაწესებულებების მიხედვით, ვაკეთებთ მონიტორინგს, სად მეტი პაციენტია ჩართული, იმისათვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა უფრო ორმხრივი და აქტიური გავხადოთ"- განაცხადა დავით სერგეენკომ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით ორმხრივი მზაობა არსებობდეს. „ზოგჯერ ექიმებისგან მომისმენია, რომ ჩვენ იმდენი სამუშაო გვაქვს, მაღალი ხელფასი არ გვაქვს და დავუშვათ, რატომ უნდა შევიწუხო თავი, რომ პაციენტს ავუხსნა ამ პროგრამის შესახებ, სახელმწიფო რას მაძლევს ამის სანაცვლოდო. სამწუხაროდ, ერთეულ შემთხვევებში, მაგრამ გამიგია ხოლმე ასეთი დამოკიდებულება. მემგონი, ამას ბევრი ახსნა არ სჭირდება, მაგრამ ხაზს გავუსვამ ცალსახად, რომ პირველადი ჯანდაცვის განვითარება და გაძლიერება ზეპრიორიტეტული ამოცანაა ჩვენთვის. იმისათვის, რომ ეს მოხდეს, ორმხრივი მზაობა უნდა დავინახოთ თვითონ პირველადი ჯანდაცვის ექიმებისგან, მზაობა იმისათვის, რომ უფრო გააქტიურდნენ და უფრო მეტი შვება მისცენ თავიანთ პაციენტებს, თუნდაც აი, ამ პროგრამის გამოყენებით",- განაცხადა მინისტრმა.

---

 

03.05.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/544706-davit-sergeenko-ec-jibidan-gadasaxadebi-saqoveltao-jandacvis-shemogebis-shemdeg-mnishvnelovnad-shemcirda-tumca-isev-magali-rcheba/

დავით სერგეენკო - ე.წ. ჯიბიდან გადასახადები, საყოველთაო ჯანდაცვის შემოღების შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ისევ მაღალი რჩება

ე.წ. ჯიბიდან გადასახადები, საყოველთაო ჯანდაცვის შემოღების შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ისევ მაღალი რჩება, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის სიახლეებზე საუბრისას განაცხადა. მინისტრი სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა და ამ მიმართულებით არსებული სამომავლო გეგმები გააცნო. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის მიმართულებით, საინფორმაციო აქტივობა გაიზარდოს. "მოსახლეობის დანახარჯის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ე.წ. ჯიბიდან გადასახადები, საყოველთაო ჯანდაცვის შემოღების შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ისევ მაღალი რჩება - 50%-ზე მეტი. ამ დანახარჯების თითქმის 80%-ს შეადგენს დანახარჯები მედიკამენტებზე, იმ წამლებზე, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებების გარეთ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უნდა მიიღოს ადამიანმა. სახელმწიფო პროგრამამ, რომელიც 2017 წელს დაიწყო, მართლაც მნიშვნელოვანი შვება უნდა მისცეს მოსახლეობას ამ მხრივ, თუმცა აუცილებელია კიდევ უფრო ინტენსიური საინფორმაციო აქტივობები იმისათვის, რომ მოსახლეობას სრული ინფორმაცია ჰქონდეს ამ შესაძლებლობების შესახებ. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და პრიორიტეტი დღეს. როგორც კი, ამ მხრივ აქტიურობა გაიზრდება, ჩვენ კიდევ ერთხელ გადავაფასებთ საჭიროებებს, ვნახავთ, სად არის ყველაზე მოთხოვნადი არეალები და ამ პროგრამას კიდევ უფრო გავაფართოვებთ," - განაცხადა დავით სერგეენკომ.

---

 

03.05.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/544672-giorgi-shengelia-cels-zugdidshi-60-veterani-da-300-devnili-ojaxi-binas-miigebs/

გიორგი შენგელია - წელს, ზუგდიდში 60 ვეტერანი და 300 დევნილი ოჯახი ბინას მიიღებს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, გიორგი შენგელია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძესთან ერთად, დღეს, ინგირისა და კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობას შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს, მერობის კანდიდატი, დევნილთა საჭიროებებს გაეცნო. ასევე, ის გეგმები და ინფრასტრუქტურული პროექტები წარუდგინა, რაც მისი მერად არჩევის შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განხორციელდება. გიორგი შენგელია ასევე, ბარამიასა და ლაღიძის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბარამიას ქუჩაზე 720 დევნილი ოჯახისთვის კორპუსების სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება. უახლოეს მომავალში კი დამატებით 240 ოჯახისთვის ბინის მშენებლობა დაიწყება. „მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წელს, 60 ვეტერანი და 300 დევნილი ოჯახი ახალ ბინებს მიიღებს. აქ მცხოვრებ დევნილებს წარედგინათ ის განსახორციელებელი პროექტები, რომლლებიც განსაზღვრულია სოციალურად დაუცველი დევნილებისთვის, ჯანდაცვის კუთხით დახმარბითვის და ა.შ. ჩვენ მაქსიმალურად ვიქნებით ჩართულნი შესაბამის სამინისტროსთან მჭიდრო კომუნიკაციაში, რათა მოხდეს გაუსაძლის პირობებში მცხოვრები დევნილებისთვის უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნა“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ. ზუგდიდში, 2013 წლიდან დღემდე ბინა 900 მდე დევნილ ოჯახს გადაეცა, პროგრამა „სოფლად სახლის“ ფარგლებში კი სახლი მიწის ნაკვეთით 459 დევნილ ოჯახს გადაეცა.

პრაიმთაიმ.ჯი- https://primetime.ge/news/1556858775-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9A-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1

---

 

03.05.2019

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/361198/

გაპროტესტების შემდეგ, ცენტრებთან მანქანები ისევ გამოჩნდნენ – სოცმუშაკები

სოციალური მუშაკების თქმით, მას შემდეგ, რაც მათ შესაბამისი განცხადება გაავრცელეს, სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრებთან დღეს, 3 მაისს, მათთვის გამოყოფილი მანქანები გამოჩნდნენ. სოცმუშაკებმა 2 მაისს თქვეს, რომ მიუხედავად დაპირებებისა, გადაუდებელი საქმეებისთვის გამოყოფილი მანქანები არა ცენტრებთან, არამედ სამინისტროსთან იდგნენ, რაც ხელისშემშლელი იყო. “თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრებთან დღეს დილიდან მანქანები გამოჩნდენ სოციალური მუშაკების გადასაადგილებლად. სამწუხაროა, რომ შეასრულებს თუ არა სოციალური მუშაკი მის მოვალეობას, იქნება თუ არა მობილური, დამოკიდებულია რამდენად „ხმამაღლა ვიყვირებთ“ მედიაში და არ არსებობს მდგრადი მექანიზმი, რომელიც ჯეროვნად უზრუნველყოფს სოციალური მუშაკების ბენეფიციარებამდე/მომსახურებამდე გადაადგილებას,” – აცხადებენ სოცმუშაკები. სოციალურმა მუშაკებმა გუშინ, 2 მაისს, განცხადება გაავრცელეს, სადაც თქვეს, რომ გადაუდებელი/სწრაფი რეაგირების მანქანები სოციალური მომსახურების ცენტრებთან მხოლოდ 2 კვირის განმავლობაში იდგა, შემდგომ კი ისინი წერეთლის გამზირის N144-ში (ჯანდაცვის სამინისტროს მისამართი) გადაიყვანეს. სამინისტროს პასუხის მიხედვით, რომელიც უწყებამ ნეტგაზეტს 2 მაისსვე მიაწოდა, “ამ ეტაპზე სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მობილიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები ბავშვზე ზრუნვის საკითხებთან დაკავშირებით მომართვებზე რეაგირებისათვის საკმარისია. მოთხოვნის გაზრდის შემთხვევაში სააგენტო მზადაა დაამატოს სატრანსპორტო საშუალებები სამუშაო პროცესის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად”.  გარდა ამისა, უწყებამ განაცხადა, რომ რეგინებში ავტომობილები სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრებთან არიან განთავსებული. რაც შეეხება თბილისს, სოცმუშაკის მიერ გამოძახების შემთხვევაში, ადგილზე მისასვლელად ავტომობილს 40 წუთზე მეტი არ დასჭირვებია (დედაქალაქში მოძრაობის ინტენსივობის გათვალისწინებით)...

---

 

03.05.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/544668-tbilisshi-dasakmebis-porumi-gaimarteba/

თბილისში დასაქმების ფორუმი გაიმართება

სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, 3 მაისს, თბილისში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოდან აცნობეს. მათივე ცნობით, დასაქმების ფორუმის მონაწილეებს აქტიურ ვაკანსიებს 20-მდე მსხვილი სავაჭრო და სადისტრიბუციო კომპანია შესთავაზებს. სამუშაოს მაძიებლები ვაკანსიებს ადგილზევე გაეცნობიან და პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირ კომუნიკაციას დაამყარებენ. „ღონისძიება თემქისა და სანზონის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაზა გაბუნიას ინიციატივით იმართება და ძირითად სამიზნე ჯგუფს ამ რაიონში მცხოვრები სამუშაოს მაძიებლები წარმოადგენენ. თუმცა, ფორუმში მონაწილეობა შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ფორუმის მიმდინარეობისას, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეებს დასაქმების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებს დეტალურად გააცნობენ. ფორუმი 11:00 საათზე დაიწყება და 14:00 საათამდე გაგრძელდება“, - აღნიშნულია სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

---

 

03.05.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/466973

“ჩემი ოცნებაა, რომ დედიკომ იცოცხლოს” – მარტოხელა დედას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

ონკოლოგიური სენით დაავადებული მარტოხელა დედა სიცოცხლისთვის იბრძვის. ახალგაზრდა ქალი სასოწარკვეთამ მოიცვა. მას მოსვენებას არ ძლევს ფიქრი იმაზე, თუ რა ეშველება მის 10 წლის ბიჭს. 33 წლის ლელა ალადაშვილი მარტოხელა დედაა. მეუღლემ იგი მიატოვა, როდესაც 5 თვის ორსული იყო. მისი მშობლები გარდაცვლილნი არიან, ხოლო ნათესავები არ ეკონტაქტებიან. 10 წელია, რაც იგი მარტო ზრდის შოთიკოს, რომელიც ეხმარება დედას შეძლებისდაგვარად და ლოცულობს, რომ მან დიდხანს იცოცხლოს. ბოლო დროს, ბიჭუნასაც გაუჩნდა პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, კერძოდ, ქუსლების ტკივილი აწუხებს. დედა-შვილის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, მათ თბილისში წასასვლელი ფულიც არ აქვთ, რომ გამოკვლევა ჩაიტარონ. ლელასა და მის შვილს მეზობლები პერიოდულად ეხმარებიან, თუმცა, მატერიალური სიდუხჭირის გამო, ყოველთვის არ აქვთ დახმარების შესაძლებლობა. “ჩერნოვეცკის” ფონდის წარმომადგენელი ლელა ალადაშვილს ესაუბრა: – როდის შეიტყვეთ ონკოლოგიური დაავადების შესახებ? ლელა ალადაშვილი: შარშან მითხრეს, რომ მეორე სტადია მაქვს და გამიკეთეს ოპერაცია, რომელიც სახელმწიფომ დააფინანსა. ბოლო პერიოდში ისევ დამეწყო ტკივილები, ხშირად მიწევს „სასწრაფო დახმარების“ გამოძახება, რომელიც გამაყუჩებელს გამიკეთებს… წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთი მწარე ტკივილებია, რომ ვერ გავუძლებ. -გამოკვლევის ფინანსური საშუალება არ გაქვთ, არა? ლელა ალადაშვილი: დიაგნოსტიკას სახელმწიფო არ აფინანსებს, ხოლო მე სად უნდა ვიშოვო თანხა? თბილისშიც კი ვერ მივდივარ, რომ კლინიკაში გამოკვლევის კალკულაცია გავაკეთო. სოფლის ექიმმა მითხრა, რომ გამოკვლევა 2000 ლარი ჯდებაო. იცით, ჩემს ჯანმრთელობაზე მეტად მაღელვებს ჩემი ბიჭის მდგომარეობა. ძალიან სტკივა სახსრები, ფეხის ქუსლები… ხანდახან ერთად ვტირით ტკივილისგან. -როგორია თქვენი შემოსავალი? ლელა ალადაშვილი: სოციალური შემწეობა – 150 ლარი. მეზობლები მეხმარებიან, ზოგი ლობიოს შემოგვიტანს, ზოგი – პურს და ვართ ასე… -ეს თქვენი სახლია? ლელა ალადაშვილი: ეს მშობლების სახლია. ქვედა სართულზე 2 ოთახია, ზემო სართული სრულიად გამოუსადეგარია საცხოვრებლად. ჭერიდან წყალი ჩამოდის, ირგვლივ სინესტეა, არც კარია მწყობრში და არც – ფანჯრები. ავეჯი არ გვაქვს, თუ არ ჩავთვლით პლასტმასის 2 სკამს, ძველ საწოლს და პატარა მაგიდას. დიდი ბოდიში, ამას რომ ვამბობ, მაგრამ … ტუალეტიც არ არის ეზოში და მეზობლებთან დავდივართ. -ახლა შოთიკოს გავესაუბრები. რომელ კლასში სწავლობ და რაზე ოცნებობ? შოთიკო: მე-5 კლასში ვსწავლობ. ჩემი ოცნებაა, რომ დედიკომ იცოცხლოს. -ვინ გინდა გამოხვიდე? შოთიკო: ჯარისკაცი, რომ სამშობლო დავიცვა. -რაში ეხმარები დედას? შოთიკო: დალაგებაში ვეხმარები, შეშას ვაპობ, წყალი მომაქვს… -ფეხები ძალიან გტკივა? შოთიკო: ხანდახან ძალიან მტკივა ქუსლები, სიარულიც კი არ შემიძლია. -რომელი ნივთი გაგახარებს ყველაზე მეტად? შოთიკო: ჩვენი ტელევიზორი ძველია და არ მუშაობს… დიდი პლაზმური ტელევიზორი კი გამახარებს! “მეგობრებო, ლელასა და მის შვილს გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებათ! გაერთიანებული ძალებით ჩვენ ეს შეგვიძლია! მოდით ვაჩუქოთ მათ მომავლის იმედი და დავეხმაროთ შეძლებისდაგვარად! ღმერთი იყოს თქვენი მფარველი! თუ გაქვთ სურვილი, რომ პირადად მოინახულოთ ისინი, გაცნობებთ მათ მისამართს: თელავის რაიონი, სოფელი კონდოლი, ტელ.: 599 32 68 01. თქვენ ასევე შეგიძლიათ მათ დასახმარებლად გადარიცხოთ თანხა “ჩერნოვეცკის ფონდის” ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლელა ალადაშვილი) ან ფონდის საიტიდან “,- აცხადებენ ფონდში.

---

 

02.05.2019

მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/148080-socialuri-mushakebi-jandacvis-utskeba-chventvis-mocemul-dapirebebs-ar-arsulebs

სოციალური მუშაკები: ჯანდაცვის უწყება ჩვენთვის მოცემულ დაპირებებს არ არსულებს

სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტრო მათთვის მიცემულ დაპირებებს არ არსულებს.  კერძოდ, მათი თქმით, მანქანები გადაუდებელი/სწრაფი რეაგირებისა და შორ და მიუდგომელ ადგილებში წასასვლელად დაახლოებით 2 კვირის მანძილზე იდგა სოციალური მომსახურების ცენტრებთან და ემსახურებოდა სოციალურ მუშაკებს.  მაგრამ დაახლოებით 10 დღეა, არცერთი მანქანა ადგილზე აღარ არის. სოციალური მუშაკების თქმით, სამინისტროში მათ უთხრეს, რომ სოციალურ მუშაკს ამ მანქანების გამოყენება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებზე შეუძლია, ამასთან, უნდა დაელოდოს, როდის მივა სოციალურ მუშაკთან მანქანა წერეთლის #144-დან და შემდეგ წავა რეაგირებისთვის.  "მაგალითად, დიდ ლილოში ბავშვზე შესაძლო ძალადობის შემთხვევაზე, სოციალური მუშაკი წერეთლის 144 ნომრიდან მომავალ მანქანას უნდა დაელოდოს. "ვიდრე წერეთლიდან ეს მანქანა მოვიდოდა, მე ვერ დავიცდიდი, ჩემით გავიქეცი და 15 წუთში ვიყავი ადგილზე, გადაუდებელი ნიშნავს გადაუდებელს!" - ამბობს ერთ-ერთი სოციალური მუშაკი.  სოციალურ მუშაკთა პროფესიული კავშირის ხელმძღვნელის, ქეთევან ხუციშვილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს გაფიცვის დროს სოციალური მუშაკებისთვის მათი ყველა მოთხოვნის შესრულების პირობა არ მიუცია, თუმცა, დაჰპირდნენ მანქანებს და თითო მათგანი გაფიცვის პერიოდიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა სერვის ცენტრს ემსახურებოდა.  "დაახლოებით 2 კვირის მანძილზე, როდესაც სოციალური მუშაკები გადიოდნენ ისეთ ადგილებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მისვლა ადვილი არ არის, ისევე, როგორც გადაუდებელ შემთხვევებზე, ამ მანქანებით გადიოდნენ.  10 დღის წინ სამინისტრომ თქვა, რომ ეს მანქანები ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან განლაგდებოდნენ და მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში მოემსახურებოდნენ".  სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ მათ დღემდე არ აქვთ პასუხი სამინისტროსგან, ათასობით მიმდინარე შემთხვევებზე გადაადგილების უზრუნველყოფის რა მექანიზმი შეიმუშავა სამინისტრომ. ქეთევან ხუციშვილის თქმით, დავით სერგეენკომ ორჯერ გადადო პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე მოსვლა.  "პარლამენტში მისი მისვლა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ 29 მარტს იყო პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე მოსმენა და მაშინ რამდენიმე დეპუტატმა თქვა, რომ ისინი აიღებდნენ მედიატორის ფუნქციას და იქნებოდნენ შუამავლები მათსა და უწყებას შორის, რომ მინისტრმა მოიძიოს ის რესურსები, რაც სჭირდება სოციალურ სამსახურს, მაგრამ უკვე ორჯერ აარიდა თავი პარლამენტში მისვლას", - ამბობს ქეთი ხუციშვილი. მისივე თქმით, სოციალური მუშაკები ასევე ელოდებიან პასუხს კადრების დამატების შესახებ. ქეთი ხუციშვილი ამბობს, რომ ამ დრომდე არც ერთ სოციალურ ცენტრში არც იურისტი და არც ფსიქოლოგი არ გამოჩენილა. ამ სპეციალისტების დამატება სოციალური მუშაკების გაფიცვის დროს მათ მთავარ მოთხოვნებს შორის იყო.   "სამწუხაროდ გვაქვს განცდა, რომ მიუხედავად სისტემის ნაკლოვანებების სრული და სამართლიანი გაშიშვლებისა, გადაწყვეტილების მიმღები პირები არ აპირებენ სოციალური სამსახურის გაჯანსაღებაზე ზრუნვას და სოციალური მუშაკების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას", - წერია სოციალური მუშაკების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  ჯანდაცვის უწყებაში სოციალური მუშაკების ამ განცხადებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.  სოციალური მუშაკები 25 მარტს გაიფიცნენ, მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის უწყებასთან მოლაპარაკებების რამდენიმეკვირიანი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ისინი სისტემური პრობლემების მოგვარებას ითხოვდნენ. 10 დღიანი გაფიცვის და ჯანდაცვის უწყებიდან რამდენიმე პრობლემის მოგვარების დაპირების შემდეგ სოციალური მუშაკები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ.

ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/360928/

---

 

02.05.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/544597-sagangebo-situaciebis-koordinaciisa-da-gadaudebeli-daxmarebis-centris-inpormaciit-tradiciulad-msoplio-rbenis-mxardamcherebi-arian/

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ტრადიციულად, მსოფლიო რბენის მხარდამჭერები არიან

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, ტრადიციულად, მსოფლიო რბენის მხარდამჭერია. წლევანდელი საქველმოქმედო მარათონი 5 მაისს გაიმართება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების 4 ეკიპაჟი სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსდება და საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეებს შესაბამის დახმარებას აღმოუჩენს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, იმ მიზნით, რომ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი გახდეს, მარათონი 6 კონტინენტსა და 34 ლოკაციას, უკვე მეექვსე წელია, აერთიანებს. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი კი, მისი ტრადიციული პარტნიორია.

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=82888

---

 

 

02.05.2019

მედიასაშუალება: http://progressnews.ge/ratom-ar-aqvth-6-tslamde-bavshvebs-uphaso-sasdiloshi-kvebis-uphleba/?fbclid=IwAR08JkqZerFTrt0vviIjFcYJ1iTi2PyTZ-EI9--pLML10TfPoY9V7_6PqY0

რატომ არ აქვთ 6 წლამდე ბავშვებს უფასო სასდილოში კვების უფლება?

---

 

ბეჭდვითი მედია

03.05.2019

მედიასაშუალება:      ახალი თაობა

სერგეენკო და ციხელაშვილი შეიძლება დაიჭირონ?

`ახალი თაობა~ უკვე წერდა, რომ ხელი სუფლებაში დიდი დაჭერები იწყება. მმარ თველ პარტიასთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, პასუხისგებაში შეიძლება რამ დენიმე მინისტრი მიეცეს. ჩვენი წყარო ამბობდა, რომ საქმე შეიძ ლება ფულის გათეთრებას ეხებოდეს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია `ოცნებასთან~ და ახლოებულ კიდევ ერთ წყაროსთან გადავა მოწმეთ. `ოცნებასთან~ დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, საქართველოში ჩამოსულია ამერიკელი გამომძიებლების ჯგუფი, რომე ლიც საქართველოს მთავრობაში არსებულ კორუფციის ფაქტებს სწავლობს. ამ ინფორმაციას ოფიციალურად ხე ლისუფლების წარმომადგენლები არ ადას ტურებენ, კულუარებში კი ამ თემაზე ბევრ დეტალს გაიგებთ. საქართველოს მთავრობა სკანდალში შეიძლება იმით გაეხვეს, რითაც ასე ძალიან იწონებდა თავს. საუბარია ცე ჰეპატიტის პროგრამაზე. `ოცნების~ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გამუდმებით გვესმის საუბარი იმაზე, თუ რამდენი ათასი ადამიანი განიკურნა ამ დაავადებისგან. ეს ყველაფერი კი იმ ვაქცინის დახმარებით მოხდა, რომელიც საქართველოში დასავლეთი დან შემოვიდა. იმაზეც გვსმენია, რომ ცე ჰეპატიტის სამკურნალოდ საქართველოში უამრავი ადა მიანი ჩამოდის აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. ოსებსა და აფხაზებს ქართუ ლი მხარე უფასოდ მკურნა ლობდა. ჩვენი ხელისუფლება თვლიდა, რომ ეს აფხაზებთან და ოსებთან დაგვაახლოებ და. ავადსახსენებელმა ცე ჰე პატიტმა ცხინვალი და სოხუ მი ვერ დაგვიბრუნა, მაგრამ ქართველ ჩინოსნებს აფხაზ და ოს კოლეგებთან ერთად კარგი ფული აშოვნი ნა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, საგამოძიებო ჯგუფი ახლა სწავლობს, თუ რა გარიგებაში იყვნენ ქართველი ჩინოვნიკები სეპარატისტებთან. სკანდალს შეიძლება ჯანდაცვისა და შერიგების სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებაც მოჰყვეს. ჩვენი წყარო არ გამორიცხავს, რომ შეიძლება საქმე დავით სერგეენკოსა და ქეთევან ციხელაშვილის დაკავებამდეც კი მივიდეს. სერგეენკოსთან დაკავშირებით რომ რაღაც ხდება, ამაზე მედიაში ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციებიც მეტყველებს. ჯანდაცვის მინისტრს პროსახელისუფლებო მედია ღიად აკრიტიკებს. ეს კი შემთხვევით არ ხდება. როგორც უკვე ვთქვით, ცე ჰეპატიტის სამკურნალოდ პაციენტები სოხუმიდან და ცხინვალიდან თბილისში ჩამოდიოდნე. მერე დაიწყო საუბარი, რომ დაავადებული ოსებისა და აფხაზებისთვის ადგილზე ჩაეტანათ წამლები, მაგრამ ეს ჩაიშალა, სამაგიეროდ, შედგა კორუფციული გარიგება, რომლის წყალობითაც ძვირადღირებული ვაქცინა რუსეთის ბაზარზე აღმოჩნდა. საგამოძიებო ჯგუფს ეჭვი აქვს, რომ იგი რუსეთში აფხაზეთის ან ცხინვალის გავლით მოხვდა. მათთან კავშირი კი ჯანდაცვისა და შერიგების საქმეთა სამინისტროებს აქვთ, ვაქცინებიც მკაცრად კონტროლდება. ვნახოთ, რა შედეგს დადებს გამოძიება. ვიმეორებთ, რომ ამ ინფორმაციას ოფიციალურად ხელისუფლება არ ადასტურებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6049947&name=03.05.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

​