From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-03.12.2018
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze <tbakradze@moh.gov.ge>; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 03.12.2018 08:15
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 03.12.2018

ტელევიზია

03.12.2018

არხი:  იმედი

გადაცემა: იმედის დილა

რამდენად ეფექტურია ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც 10 დეკემბრიდან გაფართოვდება. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია მაია ლაგვილავა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5731135

---

 

02.12.2018

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: პოსტ სკრიპტუმი 

წყალი ჭერიდან და იატაკის ნაცვლად მიწა - „პოსტსკრიპტუმი“ უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების სახლებში

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5730794

---

 

01.12.2018

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა: საქმის კურსი 17:45

დასაქმებულთა უბედური შემთხვევის დაზღვევა, საშუალოდ, 10 000 ლარიანი ლიმიტის შემთხვევაში, 10 ლარი ეღირება - ამის შესახებ საქმის კურსთან "ჯი პი აი ჰოლდინგის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს. "შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიხედვით, 1-ლი იანვრიდან დამსაქმებელი ვალდებული ხდება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე დასაქმებულების უბედური შემთხვევა დააზღვიოს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5729494

---

 

01.12.2018

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა: დღის ამბები 17:00

პირველ დეკემბერს მსოფლიო შიდსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირევით ღონისძიებები იმართება საქართველოში. ამირან გამყრელიძის კომენტარი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5729316

მაესტრო - ახალი ამბები 12:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5728710

I არხი - მოამბე 15:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5729126

---

 

01.12.2018

არხი: ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:მთავარი 15:00

საქართველოში აივ/შიდსის შემთხვევების ტენდენცია მზარდია და 7000-ს გადააჭარბა. დღეის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში 7 380 აივ ინფიცირებულის რეგისტრირებული. მათ შორის 5 526 კაცია, 1 854 კი ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 3 938 პაციენტს განუვითარდა, 1500 - გარდაიცვალა. საქართველო ევროპის ტესტირების კვირეულს უერთდება

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5729063

---

 

01.12.2018

არხი: ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:მთავარი 15:00

ბოლო წლებში, საქართველოში ტუბერკულოზის გავრცელების კლების ტენდენციაა. თუმცა მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის ქვეყნების მონაცემებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5729057

---

 

 01.12.2018

არხი: ტვ პირველი

გადაცემა: დღის ამბები 17:00

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონპროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარებას ეხება და მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში სვამს მას. კანონი მარიხუანას მოხმარებაზე არაერთი რეგულაციის დაწესებას გულისხმობს, კონკრეტულ სივრცეებთან, ასაკობრივ ბაიერთან, თუ პოპულარიზაციასთან დაკავშირებით

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5729292

---

 

30.11.2018

არხი:  მაესტრო

გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00

თბილისის 87-ე საჯარო სკოლაში მენინგოკოქცემიის შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც მშობლებმა სკოლაში დეზინფექციის ჩატარება მოითხოვეს. 8 წლის გოგონა საავადმყოფოში 27 ნოემბერს გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სხვა ბავშვებზე ინფექციის გადადების საფრთხე არ არის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5728181

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5728052

---

 

30.11.2018

არხი:  მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 10:00

სადაზღვევო სექტორში შრომის უსაფრთხოების კანონთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ . სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ რომ , ჩანაწერი მძიმე , მავნე და საშიშ პირობებიან სამუშოზე უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებიტ უნდა დაკონკრეტდეს . კერძოდ განისაზღვროს დაზღვევის პირობები გაცემული პოლისისი მინიმალური ლიმიტი . დასაქმებულები ითხოვენ , რომ დაზარალებულის გარდაცვლის შემთხვევაში კონპენსაცია წლიური ხელფასის დახურვით ხუთმაგი ოდენობა იყოს . ჯანდაცვის სამინისტროს კი განმარტავენ , რომ საკითხთან დაკავშირებით შექმნილია სამუშაო ჯგუფი , რომელიც აკვირდება რა ტიპის სადაზღვევო პაკეტებს შესთავაზებენ მძიმე მავნე და საშიშ პირობებიან კატეგორიაში მოხვედრილი კომპანიები დასაქმებულებს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5726638

მაესტრო - ახალი ამბები 12:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5726529 

---

 

 

ინტერნეტი

02.12.2018

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/klinikebis-umravlesobas-meoradi-da-chamowerili-aparatura-aqvs

კლინიკების უმრავლესობას მეორადი და ჩამოწერილი აპარატურა აქვს

პაციენტისთვის სწორი დიაგნოსტიკა მკურნალობაზე რთულია. ჩვენი მოქალაქეები არ ენდობიან საქართველოში ჩატარებულ კვლევებს და იძულებული არიან, სხვა ქვეყნების სამედიცინო მომსახურებით ისარგებლონ. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის რეფორმაში მილიონობით ლარი იხარჯება, სამედიცინო მომსახურების ხარისხი მაინც დაბალია. რაც უნდა ვიტრაბახოთ, რომ სერვისი უმჯობესდება, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღება ხშირ შემთხვევაში მაღალი დონის კლინიკებშიც კი შეუძლებელია. მოსახლეობა სულ უფრო ნაკლებად ენდობა ადგილობრივ კვლევებს და დახმარებისთვის უცხოურ სამედიცინო კლინიკებს მიმართავს. ამაში ხალხი ძალიან დიდ ფულს ხარჯავს. სამედიცინო მომსახურების შედარებით დაბალი ფასის გამო განსაკუთრებით მაღალია პაციენტების გადინება თურქეთსა და გერმანიაში, უკიდურეს შემთხვევაში კი – ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მკურნალობა გაცილებით დიდ თანხას უკავშირდება. ბუნებრივია, ადამიანები სწორი დიაგნოზის დასასმელად მიდიან უცხოეთში იმიტომ, რომ ადგილობრივ ლაბორატორიებს და ექიმებს არ ენდობიან. ელემენტარულად, პაციენტს სისხლის საერთო ანალიზის გადამოწმებაც კი რამდენიმეჯერ უწევს, რადგან ყველა ჩატარებული ანალიზის პასუხი სხვადასხვაა. საბოლოოდ მაინც, სწორი პასუხის მისაღებად საზღვარგარეთ ხდება ბიოლოგიური მასალის გადაგზავნა, ა დამიანს აქვს თუ არა ამის შესაძლებლობა. დიაგნოსტირების მხრივ არსებულ პრობლემას ხელისუფლებაც აღიარებს. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე „ბიზნეს-რეზონანსთან“ ამბობს, რომ ჯანდაცვის რეფორმამ ბევრი რამ სასიკეთოდ შეცვალა, თუმცა დიაგნოსტირებისა და ექიმების კვალიფიკაციის საკითხი მოსაგვარებელია, რაც ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. ზოიძე ბოლო დროის მიღწევებზე საუბრობს, მაგრამ ვერც იმ ფაქტს უარყოფს, რომ რჩება პრობლემები, რისი მოგვარებაც ვერ მოხერხდა. „ბოლო წლების განმავლობაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად საზღვარგარეთ უფრო მეტი ადამიანი მიდის. ეს ნიშნავს, რომ მეტ ადამიანს გაუჩნდა ხელმისაწვდომობა საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, მეტი პაციენტი იკეთებს ანალიზებს და კომფორტიზაციისთვის მიდის უცხოეთში. ასეცაა, მაგრამ ვერ დავმალავ, რომ სამედიცინო მომსახურების ხარისხი საქართველოში არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა და ამას უნდა მოვუაროთ. ორი პრობლემაა ჯანდაცვის წინაშე: წამლების ხელმისაწვდომობა და სამედიცინო მომსახურების ხარისხი როგორც დიაგნოსტირებაში, ისე სამეცნიერო კვლევებსა და პოსტოპერაციულ მკურნალობაში. ამისთვის ტარდება ძალიან დიდი რეფორმა, რომელიც აუცილებლად მოგვცემს შედეგს. ეს, პირველ რიგში, არის ექიმების განათლების დონის ამაღლება, მათი კვალიფიკაციის გადამოწმება, დაწესებულებებისთვის ნებართვების გაცემის სტანდარტის ამაღლება და სხვა, ძალიან ბევრი ნაბიჯი უნდა გადაიდგას საერთაშორისო სტანდარტზე დაყრდნობით, რაც არსებულ ვითარებას ძირეულად შეცვლის. პრობლემა არის, ამას ვერ უარვყოფთ, მაგრამ ეს საბჭოთა პერიოდიდან მოდის. აქამდე ჩვენ ფინანსური საკითხი გადავჭერით, მაგრამ გვჭირდება დიდი ძალისხმევა, რომ ხარისხთან დაკავშირებული პრობლემაც მოგვარდეს”, – აცხადებს ზოიძე. კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა სამედიცინო დიაგნოსტირებაზე კონტროლი, ზოიძემ ამომწურავად ვერ უპასუხა, თუმცა აღნიშნა, რომ ტექნოლოგიებზე მეტად ქვეყანას კვალიფიკაციის პრობლემა აქვს. „პრობლემის მიუხედავად, მიჭირს თქმა, რომ სამედიცინო მომსახურების დაბალი დონეა, პირიქით, მეზობელი რეგიონებიდან საქართველოშიც კი ჩამოდიან მოქალაქეები სამედიცინო მომსახურების მისაღებად, მაგრამ რაღაც სფეროებია, სადაც სხვადასხვა პრობლემა გვხვდება. კარდიოქირურგია ქვეყანაში იმ დონეზეა განვითარებული, რომ არსად წასვლა არ გვჭირდება, მაგრამ სიმსივნის დიაგნოსტიკის მიმართულება, ძვლის ტვინის გადანერგვის საკითხები და სხვა, აქ მეტი უნდა შევძლოთ. ამისთვის უდიდესი ინვესტიციები უნდა კადრებსაც და ტექნოლოგიებსაც გაცილებით მაღალი დონის მომსახურების მისაღებად. ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ხარისხი დაეცა, უბრალოდ, მეტი მოთხოვნა გაჩნდა და ეს საკითხი ერთ დღეში ვერ მოგვარდება. პრობლემა პერსონალის კვალიფიკაციაა. პატარ-პატარა კლინიკა ბევრია, ხოლო კონცენტრაცია უფრო საუნივერსიტეტო ცენტრებში, დიდ კლინიკებში უნდა ხდებოდეს, რადგან პრაქტიკას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რაც უნდა ძლიერი ქლირურგი იყოს, კარგი სპეციალისტი იყოს, თუკი ხშირი პრაქტიკა არ აქვს და შესაბამისი მოცულობის კვლევებს არ ატარებს, მაინც იკარგება. ამიტომ პატარ-პატარა კლინიკებში ამ მხრივ მეტი პრობლემაა.# ჯანდაცვა გრძელვადიანი პროგრამაა, კონკრეტულ ვადაში გაწერილი. მას გეგმაზომიერად თუ მივყვებით, არა მარტო რეგიონში, ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მოწინავეც შეიძლება გავხდეთ”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” აკაკი ზოიძემ. თუ რატომ ვერ სვამენ ექიმები საქართველოში სწორ დიაგნოზს, ობიექტური და ძალიან საინტერესო პასუხი აქვს კომპანია „ერმედ-ჯორჯიას“ დამფუძნებელ მერტ ჩალიქუშუს, რომელიც პრობლემის მიზეზად ტექნოლოგიების დაბალ დონეს მიიჩნევს. როგორც აღმოჩნდა, პრობლემა უკავშირდება ცალკეული კლანების ინტერესს, რომელთა მეშვეობითაც კლინიკებს სამედიცინო აპარატურა მიეწოდებათ. თურქი ბიზნესმენის ინფორმაციით, დაბალი კონკურენციის გამო ვერ ხერხდება სამედიცინო დაწესებულებების უზრუნველყოფა მაღალი ხარისხის აპარატურით, რაც საბოლოოდ სამედიცინო კვლევების ხარისხზე აისახება. „სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობას არ აქვს სამედიცინო დიაგნოსტიკაზე არანაირი კონტროლი დაწესებული. კანონში ხარისხთან მიმართებით არსებული მოთხოვნები ზოგადია და აპარატურის მომწოდებლებიც და ცალკეული კლინიკებიც გვერდს მას იოლად უვლიან. შედეგად კონკურენცია სამედიცინო ბაზარზე არის გაუმჭვირვალე, თამაშის წესები _ ბინძური. არის კლინიკების ნაწილი, რომელთაც მაღალი პასუხისმგებლობის გამო აქვთ სათანადო აპარატურა და სერვისი, მაგრამ არის ყველა დანარჩენი, სადაც ხარისხი დაბალია ან ნულის ტოლი. ამ დროს მომსახურების ფასები, ფაქტობრივად, ყველგან ერთნაირია. შესაბამისად, პაციენტისთვის ფასიც კი არ არის ინდიკატორი, რომ სანდო და ჯანმრთელობისთვის სახიფათო სერვისი ერთმანეთისგან განასხვაოს“, – აცხადებს ჩალიქუშუ. მისი ინფორმაციით, მსოფლიოში სადიაგნოსტიკო ტექნოლოგიების სულ 5 აღიარებული მწარმოებელია (მათ შორის „ებოტი“ მოწინავეა) და მათ მთლიანი ბაზრის 70% უკავიათ, დანარჩენი 30% კი 1000-ზე მეტი სხვა მწარმოებლის სეგმენტია, რომელთა შორის არიან ისეთებიც, ხარისხი საერთოდ რომ არ ეზომებათ, თუმცა ფასიც დაბალი აქვთ და ეს ქართული კლინიკებისთვის საცდურია. „კონკურენტზე 10-ჯერ იაფად იყიდი აპარატურას და მასალებს, მომსახურებას კი ისეთივე ფასს დაადებ… თითქოს მომგებიანია, თუმცა როდესაც პაციენტი თავის უფლებებში გაერკვევა და არასწორი დიაგნოზისა და მკურნალობის გამო სასამართლოში მასობრივად გიჩივლებს, მიხვდები, რომ შეცდი და ადრე თუ გვიან ეს ეტაპიც დადგება. „ემედ-ჯორჯიას“ გარდა, საქართველოში კიდევ მხოლოდ 1 კომპანიაა პრემიუმბრენდი ოფიციალურად – დანარჩენები ყველა, ამა თუ იმ ფორმით, სიყალბით არიან დაკავებული. მათ არ აქვთ ურთიერთობა მწარმოებლებთან, შესაბამისად, ნახულობენ მეორად, ჩამოწერილ ან საეჭვო კომპლექტაციის აპარატურას სხვა ბაზრებზე და შემოაქვთ საქართველოში. არ შეუძლიათ და არც იღებენ პასუხისმგებლობას ანალიზების შედეგების სანდოობაზე, ლეგალური კუთხით ეს უკანონოა. სამედიცინო აპარატურა, რომელიც შემოდის ბაზარზე, უნდა იყოს გამართული და ეს უნდა იყოს დადასტურებული. ამას გარდა, მათი დამონტაჟება უნდა უზრუნველყონ კვალიფიციურმა ინჟინრებმა და ექსპლუატაციის ტრენინგი ჩაუტარონ კლინიკის პერსონალს. უფრო მეტიც, ეს აპარატურა შემდეგ პერიოდულად უნდა მოწმდებოდეს, რომ მუდმივად გამართული იყოს, მაგრამ ამას არავინ უზრუნველყოფს~, – აცხადებს მერტ ჩალიქუშუ. ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთი პრობლემა სამედიცინო მომსახურების ხარისხია. როგორც `არდის~ სამედიციო დაზღვევის დირექტორმა ეკა ერგემლიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ქართველი პაციენტები უცხოეთში სამკურნალოდ სწორედ ამ მ იზეზით მიდიან. „საქართველოში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა დაავადების დიაგნოსტიკა. ხშირ შემთხვევაში ხდება დიაგნოზის არასწორად დასმა (მცდარი დიაგნოზი), ჰიპერ დიაგნოსტიკა (რეალური სურათის გამწვავება) ან დიაგნოზის დასმის შეუძლებლობა. პრობლემაა ლაბორატორიების მუშაობის ხარისხიც. პაციენტს სისხლის საერთო ანალიზის გადამოწმებაც კი რამდენიმეჯერ უწევს, რომ არაფერი ვთქვათ მორფოლოგიურ კვლევებზე მძიმე შემთხვევებში, როცა საბოლოოდ მაინც საზღვარგარეთ ხდება ბიოლოგიური მასალის გადაგზავნა სწორი პასუხის მისაღებად. ხშირია, როცა სამედიცინო დაწესებულება შეიძენს აპარატურას, თუმცა მათი გამოყენება ვერ ხერხდება შესაბამისი ცოდნის ან პრაქტიკის მქონე ექიმის არარსებობის გამო. ვხვდებით პირიქით შემთხვევებს, ბევრი კვლევა, რომელიც მრავალი წელია, დანერგილია განვითარებულ ქვეყნებში, არ ტარდება საქართველოში შესაბამისი აპარატურის არარსებობის გამო“, – აცხადებს ერგემლიძემ რეზონანსი

---

 

01.12.2018

მედიასაშუალება: https://presa.ge/?m=society&AID=70978

საქართველოში აივ/შიდსის შემთხვევების ტენდენცია მზარდია - რეგისტრირებულია 7380 აივ ინფიცირებული პირი

შიდსის ცენტრის მონაცემებით, საქართველოში აივ/შიდსის შემთხვევების ტენდენცია მზარდია და 7000 შემთხვევას გადააჭარბა. 2018 წლის 1-ლი დეკემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 7380 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 5526 მამაკაცია, 1854 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 3938 პაციენტს განუვითარდა, 1500 - გარდაიცვალა. 31 ოქტომბრის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 4524. რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 40.1 % (2959) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 46.2 % (3413) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.1 % (818) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.4 % (104) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (36) - სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (49) - გადაცემის გზა დაუდგენელია; აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2701 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა); სამეგრელოში 934 (აქედან ზუგდიდი - 630); შემდეგ იმერეთში 916 (ქუთაისი 451); აჭარაში 827 (ბათუმი – 533); აფხაზეთში (466); კახეთში (355) ქვემო ქართლში (384); შიდა ქართლში (278); გურიაში (156); ფოთში (110); სამცხე-ჯავახეთში (105) და ა.შ. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის აივ/შიდსზე ტესტირება და მკურნალობა უფასოა. გაეროს შიდსის პროგრამის მოწოდებით 2018 წლის შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის დევიზია: „იცოდე შენი აივ სტატუსი!” ნუ გადადებთ ხვალისთვის, ჩაიტარეთ აივ ტესტირება დღესვე!

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/216492

---

 

01.12.2018

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/saqartveloshi-aiv-infeqtsiit-daakhloebit-10-500-adamiania-daavadebuli-amiran-gamkrelidze/53075

აქართველოში აივ ინფექციით დაახლოებით 10 500 ადამიანია დაავადებული - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში აივ ინფექციით დაახლოებით 10 500 ადამიანია დაავადებული, მაგრამ გამოვლენილია და იცის თავისი სტატუსი 7 380-მა ადამიანმა. შესაბამისი განცხადება გამყრელიძემ შიდსთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე გააკეთა. „მოგეხსენებათ, ეს დაავადება გლობალური პრობლემაა მთელ მსოფლიოში, რომლითაც დღესაც დაინფიცირებულია 36-37 მილიონამდე ადამიანი, თუმცა მათგან უკვე 20 მილიონი გადის მკურნალობას. ეს დაავადება კარგა ხანია, გახდა კონტროლირებადი, ანუ თუ მკურნალობ და იღებ მედიკამენტებს, მაშინ ცოცხლობ იმდენ ხანს, რაც ღმერთმა დაგიწესათ. ჩვენთან ინფიცირებულია დაახლოებით 10 500 ადამიანი, მაგრამ გამოვლენილია და იცის თავისი სტატუსი 7 380-მა ადამიანმა. ანუ დაახლოებით 3000 ადამიანია ქვეყანაში, რომელიც არ არის დიაგნოსტირებული. აქედან გამომდინარე, 2018 წლის შიდსის მსოფლიო დღის დევიზია: „გაიგე შენი აივ სტატუსი!“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებით, 1988 წლიდან 1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის დღე აღინიშნება.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/523528-amiran-gamqrelize-sakartveloshi-aiv-inpekciit-daaxloebit-10-500-adamiania-daavadebuli-magram-gamovlenilia-da-icis-tavisi-statusi-7-380-ma-adamianma/

---

 

01.12.2018

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/523520-shidsis-centris-xelmzgvaneli-tu-pacients-droulad-daesmeba-diagnozi-da-chaitarebs-mkurnalobas-misi-sicocxlis-xangrzlivoba-praktikulad-ganusazgvrelia/

შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი - თუ პაციენტს დროულად დაესმება დიაგნოზი და ჩაიტარებს მკურნალობას, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა პრაქტიკულად, განუსაზღვრელია

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის და საქართველოს შიდსის ასოციაციის ორგანიზებით, შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, მსოფლიომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია შიდსთან ბრძოლის საქმეში, რამაც საფუძველი ჩაუყარა გლობალურ ვალდებულებას შიდსთან ბრძოლის დასრულების თაობაზე. შიდსის ცენტრის ინფორმაციით, დღეს საქართველოში აივ/შიდსის შემთხვევების ტენდენცია მზარდია და 7 000-ს გადააჭარბა. 2018 წლის 1-ელ დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია აივ/შიდსით ინფიცირებულთა 7380 შემთხვევა, მათგან 5526 მამაკაცია, ხოლო 1854 ქალი. „თუ პაციენტს დროულად დაესმება დიაგნოზი და ჩაიტარებს მკურნალობას, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა პრაქტიკულად განუსაზღვრელია, ცხოვრების ხარისხი კარგია და შესაძლებელია სრულფასოვანი ინტეგრირება. ასე განსაჯეთ, ჩვენი პაციენტები ქორწინდებიან, აჩენენ ჯანმრთელ შვილებს და სრულფასოვანი მოქალაქეები არიან. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა დანერგა მკურნალობის ყველაზე პროგრესული მეთოდი - ვმკურნალობთ ყველას! ადრე იყო ასეთი წესი, რომ ინფიცირებულს დიაგნოზის დასმისთანავე არ ვმკურნალობდით, სანამ შიდსის ანუ დაგვიანებული სტადია არ განვითარდებოდა. ახლა ეს პრინციპი შეიცვალა და ვმკურნალობთ ყველას, ვისაც დიაგნოზი დაესმება. ამით მიიღწევა ორი დიდი მიზანი - შიდსით ავადმყოფი უფრო დიდხანს და სრულფასოვნად ცხოვრობს და მეორე - მკურნალობაზე მყოფი შიდსით ავადმყოფი აღარ წარმოადგენს ინფექციის გადაცემის წყაროს. ამ პრინციპმა მსოფლიო ლიდერებს საშუალება მისცა, რომ 2030 წლისთვის შიდსის ეპიდემიის დასრულების შესაძლებლობა გამოეცხადებინათ. ჩვენ შარშან პირველ დეკემბერს მივიღეთ დეკლარაცია, რომ 2030 წლისთვის შიდსის ეპიდემიას დავასრულებთ საქართველოში. ეს იოლი არ არის, მაგრამ უკვე ჩაყრილია სოლიდური საფუძველი, რომ ეს მოხერხდეს,"- განაცხადა შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ. მისივე ინფორმაციით, საქართველოში ყველაზე მეტი აივ- ინფიცირებული ადამიანი არის თბილისში, შემდეგ სამეგრელოში, შემდეგ იმერეთში და აჭარაში. შიდსის ცენტრის მონაცემებით, პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. მათივე ცნობით, 3938 პაციენტს განუცითარდა შიდსი და მათგან 1500 გარდაიცვალა. "ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 40% -ს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გზით აქვს გადაცემული, 50%-ს აჭარბებს უკვე ჰეტეროსექსუალური გზით გადაცემა, ასევე ძალიან სწრაფად იზრდება ჰომოსექსუალური გზით გადაცემა. ანუ შიდსის გადაცემის თვალსაზრისით, მეორე პლანზე გადადის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება. წინა პლანზე იწევს ჰეტერო და ჰომოსექსუალური კავშირები,"- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ. 2019-2020 წწ აივ/შიდსთან ბრძოლის ეროვნულ სტრატეგიაში გაწერილია რეკომენდაციები, რომელიც მიზნად ისახავს 2020 წლისთვის გაეროს შიდსის პროგრამის მიერ რეკომედებული ე.წ. 90-90-90 სამიზნეების შესრულებას. ეს გულისხმობს, რომ 2020 წლისთვის ქვეყანამ უნდა გამოავლინოს აივ ინფიცირებულთა სულ ცოტა 90%, უმკურნალოს მათგან სულ ცოტა 90%-ს და მკურნალობაზე მყოფი პაციენტების 90%-ში მიაღწიოს სისხლში ვირუსის არაგანსაზღვრადობას. კონფერენციის მონაწილეებმა საქართველოს მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდეს, გატარდეს ქმედითი ღონისძიებები აღნიშნულ სტრატეგიაში გაწერილი მიზნების შესასრულებლად. დღეს გამართულ კონფერენციაზე დაჯილდოვდნენ ის მედიასაშუალებები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში აივ ინფექციასთან/შიდსთან დაკავშირებულ საკითხებს ოპერატიულად და საზოგადოებისთვის გასაგებ ენაზე აშუქებდნენ, მათ შორის "ინტერპრესნიუსი" და mkurnali.ge.

---

 

01.12.2018

მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=75643

შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ეროვნულ კონფერენციაზე მთავრობისადმი მიმართვა მიიღეს

შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ეროვნული კონფერენციის მონაწილეებმა მთავრობისადმი მიმართვა მიიღეს. ისინი აივ/შიდსის სტრატეგიაში გაწერილი ღონისძიებების შესასრულებლად მთავრობისგან ქმედითი ღონისძიებების გატარებას ითხოვენ. მიმართვას ხელი ასამდე მედიკოსმა და საზოგადოების წარმომადგენელმა მოაწერა. მიმართვაში წერია, რომ უზრუნველყოფილი უნდა იქნას ყველა გამოვლენილი აივ/შიდსით ავადმყოფის მკურნალობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამასთან უზრუნველყოფილი იქნას ყველა მაღალი რისკის ჯგუფის პირთა ხელმისაწვდომობა ეფექტურ პრევენციულ ღონისძიებებზე. „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 30 წლის წინ დაწესდა ეს დღე და ყოველწლიურად აღინიშნება მთელ მსოფლიოში. ღონისძიების ძირითადი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას აივ ინფექცია/შიდსის შესახებ. მოგეხსენებათ, ეს დაავადება გლობალური პრობლემაა მთელ მსოფლიოში, რომლითაც დღესაც დაინფიცირებულია 36-37 მილიონამდე ადამიანი, თუმცა მათგან უკვე 20 მილიონი გადის მკურნალობას. ეს დაავადება კარგა ხანია გახდა კონტროლირებადი, ანუ თუ მკურნალობ და იღებ მედიკამენტებს, მაშინ ცოცხლობ იმდენხანს, რაც ღმერთმა დაგიწესა", - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ. საქართველოში დაახლოებით 10 500 ადამიანი ინფიცირებულია, მაგრამ გამოვლენილია და იცის თავისი სტატუსი 7 380-მა ადამიანმა. ანუ დაახლოებით 3000 ადამიანია ქვეყანაში, რომელიც არ არის დიაგნოსტირებული. აქედან გამომდინარე, 2018 წლის შიდსის მსოფლიო დღის დევიზია: „გაიგე შენი აივ სტატუსი!“

---

 

01.12.2018

მედიასაშუალება: https://bpn.ge/finansebi/50874-ra-thankhis-gadakhda-moutsevs-damsaqmebels-dasaqmebulis-ubeduri-shemthkhvevis-savaldebulo-dazghvevashi-video.html?lang=ka-GE

რა თანხის გადახდა მოუწევს დამსაქმებელს, დასაქმებულის უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევაში?

პირველი იანვრიდან დამსაქმებელი ვალდებულია მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულის უბედური შემთხვევა დააზღვიოს. ამას შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი ითვალისწინებს. დღეისათვის უცნობია, რა ლიმიტით და როგორი პირობებით ამოქმედდება სავალდებულო დაზღვევა. სადაზღვევო კომპანიებს მიაჩნიათ, რომ კანონი ბუნდოვანია და შესაბამისად, კონკრეტული სტანდარტების შემოღებას ითხოვენ. კომპანიებისთვის სადაზღვევო პაკეტის ფასისა და ასანაზღაურებელი ზარალის ლიმიტის დაწესებას ეწინააღმდეგებიან დამსაქმებელთა ასოციაციაში. ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს საკითხი ბაზარმა თავად უნდა დაარეგულიროს. სადაზღვევო კომპანიებში ამბობენ, რომ დამსაქმებლებს უბედური შემთხვევის დაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევაზე ბევრად იაფი დაუჯდებათ და ეს თანხა წლიურ ჭრილში, კონკრეტულ ადამიანზე, 10 ლარს არ გადააჭარბებს.

---

 

01.12.2018

მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/216457

პაატა იმნაძე: მოსწავლეებზე მენინგოკოქცემიის გადადების არავითარი რისკი ამ შემთხვევაში არ არსებობს

„მოსწავლეებზე მენინგოკოქცემიის გადადების არავითარი რისკი ამ შემთხვევაში არ არსებობს“ - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ, 87-ე სკოლაში დაფიქსირებული მენინგოკოქცემიის შემთხვევასთან დაკავშირებით გააკეთა. მისი განმარტებით, ინფექცია დაავადებულთან უშუალო, ხანგრძლივი კონტაქტისას, წვეთოვანი გზით გადადის. დაავადების გამომწვევი მიკრობი გარემოში, რამდენიმე წუთში იღუპება. დაავადაბეთა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ მენინგოკოქცემიის ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში, ობიექტის სველი წესით დამუშავება საკმარისია და დამატებით სადეზინფექციო საშუალებების გამოყენების აუცილებლობა არ არსებობს. პაატა იმნაძის განცხადებით, მენინგოკოკურ ინფექციას ტემპერატურის უეცარი მატება და სხეულზე ვარსკვლავისებრი სისხლჩაქცევები ახასიათებს. ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

---

 

30.11.2018

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/41587/dedata-sikvdilobisa-da-avadobis-shemtsirebistvis-ritskhvebs-mighma-metodologia-inergeba

დედათა სიკვდილობისა და ავადობის შემცირებისთვის „რიცხვებს მიღმა“ მეთოდოლოგია ინერგება

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გახსნა. შეხვედრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) „რიცხვებს მიღმა“ მეთოდოლოგიის საქართველოში დანერგვის პილოტური პროექტის შედეგების პრეზენტაციას ეძღვნება. მეთოდოლოგია WHO/UNFPA-ის უშუალო ინიციატივით უკვე დაინერგა ევროპის 14 ქვეყანაში, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დედათა სიკვდილობის და ავადობის შემცირებას და შედეგად, დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. UNFPA-ს ხელშეწყობით, „რიცხვებს მიღმა“ მეთოდოლოგია საქართველოში 2016 წლიდან დაინერგა 9 პილოტურ დაწესებულებაში. „დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობა ნებისმიერი ქვეყნის კეთილდღეობისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელი და საზრუნავია. მიუხედავად პროგრესისა, რომელსაც საქართველომ მიაღწია უკანასკნელ ათწლეულში, დედათა სიკვდილობის დონე კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე მაღალი ევროპაში. ქვეყნის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, აგრეთვე, ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მდგრადი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია საქართველოში დედათა სიკვდილობის და ავადობის შემთხვევათა აუდიტის მეთოდოლოგიის შემუშავება/ადაპტაცია, დანერგვა და განხორციელების მონიტორინგი. აღსანიშნავია, რომ დედათა სიკვდილის მიზეზთა შორის ჭარბობს ის მიზეზები, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია სწორი სამედიცინო მეთვალყურეობით და დროული და ადეკვატური ჩარევით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებულ დედათა სიკვდილიანობის და მძიმე ავადობის შემთხვევათა გამოვლენის და შესწავლის ინოვაციური მეთოდოლოგია „რიცხვებს მიღმა“ ითვალისწინებს კლინიკური აუდიტის, როგორც ხარისხის მონიტორინგის ინსტრუმენტის დანერგვას და მშობიარობის რისკების დროულ გამოვლენას, რათა უზრუნველყოფილ იქნას უსაფრთხო დედობა საქართველოში," - ამბობენ გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისში. შეხვედრის ფარგლებში სიღრმისეულად განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა: სიკვდილთან ახლოს მდგარი შემთხვევების განხილვის პრინციპები და მეთოდოლოგია, მისი დანერგვის შედეგები და გამოწვევები; შეხვედრის მონაწილეები პროექტის განვითარების პერსპექტივებზე და 9 პილოტური დაწესებულებისთვის მეთოდოლოგიის შემდგომი სრულყოფის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზეც იმსჯელებენ.

---

 

 

30.11.2018

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/325058/

კომპენსაცია უმუშევრებს – პროფკავშირები ინიციატივით გამოდის

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება “უმუშევართა შემწეობის” შემოღების ინიციატივით გამოდის და ხელისუფლებას კანონმდებლობაში ცვლილებებს სთავაზობს. ინიციატივის თანახმად, საჭიროა შემწეობა იმ მოქალაქეებს დაენიშნოთ, რომლებიც ბოლო 12 თვის განმავლობაში მუშაობდნენ, მაგრამ სამსახური დაკარგეს. შემწეობის მინიმალურ თანხად 200 ლარი სახელდება, რომელიც უმუშევრებმა უსამსახუროდ დარჩენიდან ექვსი თვის განმავლობაში უნდა მიიღონ. პროფკავშირების გაანგარიშებით სახელმწიფოს ეს მომსახურება დაახლოებით 48 მლნ. ლარი დაუჯდება. ექსპერტების აზრით გარდა ამისა ყველას, ვინც დღეს უმუშევარია საშუალება უნდა ჰქონდეს გაიაროს გადამზადების პროგრამა. მართალია ასეთი პროგრამა მცირე მასშტაბით დღესდღეობით არსებობს, თუმცა პროფკავშირების მოსაზრებით ის მნიშვნელოვნად უნდა გაფართოვდეს. პროფკავშირების მონაცემებით, წელიწადში უმუშევართა სულ მცირე 10%-ის გადასამზადებლად საჭირო იქნება ბიუჯეტიდან დამატებით 27 მილიონი ლარის გახარჯვა. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ უმუშევრობის შემწეობა ამცირებს სიღარიბეს, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთათვის გასაცემი საარსებო შემწეობის მოცულობა შემცირდება. დღევანდელი მდგომარეობით საარსებო შემწეობაზე იხარჯება 257,7 მლნ. ლარი, კვლევის ავტორთა აზრით უმუშევრობის შემწეობის შემოღებით ეს თანხა მინიმუმ 17 მლნ. ლარით შემცირდება. ფაქტია, რომ უმუშევრობის პრობლემა საქართველოში მწვავედ დგას. თუმცა რამდენად რეალური გამოსავალია შექმნილი ვითარებიდან უმუშევრობის შემწეობა? რას მოგვიტანს ეს?! ხომ არ გააზარმაცებს აქტიურ, თუმცა უმეშევარ მოსახლეობას, ეს კითხვები მაშინვე ჩნდება, როგორც კი ინიციატივის შესახებ მსჯელობა იწყება. პროფკავშირებში აცხადებენ, რომ უმუშევრობის შემწეობის მიზანი სიღარიბის დონის შემცირებაა. ინიციატივაზე მომუშავე ექსპერტთა თქმით უმუშევრობის დაზღვევის სისტემის საქართველოში დანერგვის შემთხვევაში – შემცირდება საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, მოხდება გაღარიბების პრევენცია ადრეულ ეტაპზევე და სამუშაოს მაძიებელთა მინიმალური საარსებო საშუალებებით უზრუნველყოფა, ასევე რაც მთავარია შესაძლებელი იქნება საზოგადოების სტაბილური განვითარება; ინიციატივის თანახმად უმუშევრობის შემწეობით სარგებლობას ისინი შეძლებენ, ვინც ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებში ჯდება და სამსახურს კანონის ამოქმედების შემდეგ დაკარგავს. საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებამდე პროფკავშირებმა სპეციალური კვლევა საკითხზე ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა. მკვლევარებმა შეისწავლეს საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოში უმუშევრობის დონე მაჩვენებლები. ნაშრომი სახელწოდებით”უმუშევრობის დაზღვევა ევროპაში და საქართველოს პერსპექტივა” სულ ახლახან გამოქვეყნდა. ოფიციალური მონაცემებით ჩვენს ქვეყანაში სამუშაოს წელიწადში საშუალოდ კარგავს 40,8 ათასი ადამიანი. მსოფლიო ბანკის მონაცემებით ასაკით პენსიონერთათვის პენსიის 20 ლარიანმა ზრდამ 741 ათასი პენსიონერის სიღარიბის 2,8%-ით შემცირება გამოიწვია. შესაბამისად, 200 ლარიანი უმუშევრობის შემწეობის დაწესება, რომლის მიმღებიც იქნება დაახლოებით 40,8 ათასი ადამიანი, გამოიწვევს სიღარიბის დონის შემცირებას 0,8%-ით. 2017 წლის მდგომარეობით ქვეყანაში სულ 3 012 ათასი 15 წლის და უფროსი ადამიანია, მათგან 1 983 ათასი წარმოადგენს სამუშაო ძალას, ხოლო დასაქმებული 1 706 ათასი ადამიანია. სამუშაო ძალის 13,9%, ანუ 276 ათასი ადამიანი ოფიციალური მონაცემებით უმუშევარია. მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვი არც თუ ისე მაღალი ჩანს, მოსახლეობის 60% თავს უმუშევრად თვლის. როგორც ირკვევა ყველაზე მაღალი უმუშევრობის დონე ფიქსირდება 20-24 წლის ასაკის მოქალაქეებში და შეადგენს 29,6%-ს. სოფლად უმუშევრობის დონე მნიშვნელოვნად ჩამორჩება მაჩვენებელს ქალაქში. თუკი სოფლად უმუშევრობის დონე 2017 წელს 5,06%-ს შეადგენდა, ქალაქში უმუშევარი 22,78% იყო. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ უმუშევრობის ოფიციალური დონე შედარებით მცირეა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ხარჯზე, რომელთა უმეტესობა ჩართულია სოფლის მეურნეობაში. მიუხედავად იმისა, რომ მათი შემოსავალი განსაკუთრებით მცირეა, ისინი ითვლებიან დასაქმებულებად. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აღნიშნული სტატისტიკის დათვლისას ეყრდნობა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიას, რომელიც კარგად შეესაბამება განვითარებული ქვეყნების რეალობას, ხოლო ისეთი განვითარებადი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა გარკვეულწილად ამრუდებს რეალურ სურათს, ვინაიდან საქართველოში სოფლის მეურნეობის სფეროში შრომის ნაყოფიერება მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება პროდუქტიულობას განვითარებულ ქვეყნებში. საქართველოში სადაც დასაქმებულთა 52% ჩართულია სოფლის მეურნეობაში, წარმოებული პროდუქცია არ არის საკმარისი ქვეყნის შიდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლადაც კი, მაშინ, როცა განვითარებულ ქვეყნებში სოფლის მეურნეობაში ჩაბმულია დასაქმებულთა 10% და ეს მცირე წილი სრულად უზრუნველყოფს მოსახლეობას საჭირო სურსათით. ექსპერტები თანხმდებიან, რომ უმუშევრობა არის მოსახლეობაში სიღარიბისა და უთანასწორობის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. 2017 წლის მდგომარეობით სიღარიბის ზღვარს მიღმა იყო 455 813 ადამიანი, რაც მთლიანი მოსახლეობის 12 %-ია. სოციალური მომსახურების სააგენტოაღარ აქვეყნებს საარსებო შემწეობის მიმღებთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობას, რომელიც 2016 წელს 1,6 მილიონს აჭარბებდა. შესაბამისად, მოსახლეობის 43% თავს ღარიბად თვლის და სახელმწიფოსგან ითხოვს დახმარებას. საარსებო შემწეობის ოდენობა მერყეობს 30-დან 60 ლარამდე, რაც ბევრად ჩამორჩება იმ საარსებო მინიმუმსაც კი, რომელსაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო აქვეყნებს და, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი ღირსეული ცხოვრებისათვის. პროფკავშირების ანალიტიკოსები ამ მონაცემებზე დაყრდნობით ასკვნიან, რომ უმუშევრობის პერიოდში შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა სულ უფრო ღარიბდება და შესაძლოა სამუშაოს პოვნამდე უმუშევარი პირი და მისი ოჯახი სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდეს. სახელმწიფო უნდა ებრძოლოს სიღარიბეს ადრეულ ეტაპზე და არ დაელოდოს მოსახლეობის უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩენას. ამისი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა უმუშევრობის შემწეობის შემოღება, რომელიც ნაწილობრივ ჩაანაცვლებს საარსებო შემწეობას. შემწეობა უნდა აღემატებოდეს 4 სულიანი ოჯახის საარსებო შემწეობას, რათა უმუშევარს ჰქონდეს მეტი მოტივაცია დაიწყოს მუშაობა. ამჟამად სამსახურის დაწყების შემთხვევაში პირი და მისი ოჯახი კარგავენ საარსებო შემწეობას, რის გამოც მათ დასაქმების ნაკლები მოტივაცია აქვთ დაბალანაზღაურებად სამუშაოზე. უკვე არსებობს ხელისუფლების მზაობა, რომ მომავალში მუშაობის დაწყებიდან 1 წლის განმავლობაში საარსებო შემწეობა შენარჩუნდეს – რაც მისაღებია. უმუშევრობის შემწეობა უნდა იქცეს გარკვეულწილად შემავსებელი საარსებო შემწეობის შემცირების და მუშაობის მოტივაციის შექმნის პოლიტიკაში. პროფკავშირების გაანგარიშებით წლიურად სამუშაოს კარგავს დაახლოებით 40 ათასი ადამიანი, შესაბამისად სახელმწიფოს უმუშევრობის შემწეობაზე ყოველწლიურად დახარჯავს არაუმეტეს 48 000 000 ლარს. მთლიანი წლიური ხარჯი შემწეობის მიმღებთა გადამზადების გათვალისინებით ასე გამოიყურება: უმუშევრობის შემწეობა 48 მილიონი + მომზადება გადამზადების პროგრამები წელიწადში 27 მილიონი. – საარსებო შემწეობაზე დაზოგილი ხარჯი 17 მილიონი, ჯამში = 58 მილიონი. აქვე აღსანიშნავია უმუშევრობის შემწეობის და დაზღვევის ევროპული გამოცდილება, ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში უმუშევრობის ბენეფიტების გაცემის პერიოდი მერყეობს 6 თვიდან 2,5 წლამდე (ბელგიაში უვადო). დაზღვევის/შემწეობის თანხა დამოკიდებულია მანამდე არსებულ ხელფასზე, მინიმალური დაზღვევის პერიოდი კი 6-12 თვეა. ევროპული პრაქტიკის და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინიციატივით უმუშევრობის შემწეობის მიღება უნდა შეეძლოს პირს მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში და მას უნდა ჰქონდეს მანამდე უწყვეტი სამუშაო გამოცდილება ბოლო 12 თვე. სახელმწიფომ კი აუცილებლად უნდა უზრუნველყოს უმუშევართა სპეციალური პროგრამებით გადამზადებაც. პროფკავშირების ეკონომიკური ანალიტიკოსი, გიორგი ჭანტურიძე კვლევის მიზნებზე საუბრისას აცხადებს: “ჩვენი კვლევის მიზანი იყო წარმოგვედგინა გამოსავალი, რომელიც შეიძლება იყოს სიღარიბის შემცირება და უმუშევართათვის მინიმალური სახსრებით უზრუნველყოფა. კვლევის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს უმუშევრობის შემწეობა, რომელიც უნდა დაენიშნოთ ადამიანებს, ვინც მუშაობდა ბოლო 12 თვის განმავლობაში და დაკარგა სამსახური. ასეთ ადამიანებს უმუშევრობის შემწეობა უნდა დაენიშნოთ 6 თვის განმავლობაში და უნდა შეადგენდეს მინიმუმ 200 ლარს, რაც არის საარსებო მინიმუმის დაახლოებითი თანხა. ასევე, ეს არის ოთხსულიანი ოჯახისთვის საარსებო შემწეობაზე ოდნავ მეტი, რაც მოტივაციას მისცემს ადამიანებს, დაიწყონ მუშაობა. ბიუჯეტს რაც შეეხება, დაახლოებით 48 მლნ ლარია საჭირო, რათა 40 000 ადამიანმა, რომელიც საშუალოდ წლის განმავლობაში კარგავს სამსახურს, მიიღოს 200 ლარიანი შემწეობა 6 თვის განმავლობაში. ამასთან, პროფკავშირები მიიჩნევს, რომ ყველა უმუშევრისთვის სახელმწიფომ მომზადება-გადამზადების პროგრამა უნდა უზრუნველყოს, რაც საშუალებას მისცემთ მათ, კვალიფიკაცია აიმაღლონ და დასაქმების პერსპექტივა გაუჩნდეთ. დღეს არსებული მომზადება-გადამზადების კურსი წელიწადში ამზადებს დაახლოებით 2 000 ადამიანს, ხოლო 2 000 ადამიანის მომზადება ნიშნავს, რომ ყველა უმუშევრის გადამზადებას დასჭირდება 138 წელიწადი, შესაბამისად, ეს არის არაეფექტური პროგრამის ბიუჯეტის სიმცირიდან გამომდინარე“. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, იმედოვნებს, რომ ხელისუფლება პროფკავშირების ინიციატივის განხილვას ახლო მომავალში დაიწყებს. “საუბარია როგორც უმუშევრობის შემწეობაზე ასევე პროფესიულ გადამზადებაზე რაც ვფიქრობ, შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალია და პასუხი გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს აქვს. განსაკუთრებით მწვავე პრობლემებია – დასაქმება და უმუშევრობა. აუცილებელია პოლიტიკური ნება ამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხის გადასაწყვეტად. თუ საკანონმდებლო და აღმასრულებელი მთლიანად არ გაითვალისწინებენ ჩვენს რეკომენდაციებს, იმედია მნიშვნელოვანი ნაწილის იმპლემენტაცია მაინც მოხდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვენი ინიციატივა მოწონებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.” კვლევაზე დაყრდნობით, პროფკავშირები ხელისუფლებას რეკომენდაციას აძლევენ პარლამენტმა მიიღოს კანონი „უმუშევრობის შემწეობის შესახებ“. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს ახლო მომავალში გადაეგზავნება. პროექტის მიხედვით უშუშევრობის შემწეობით სარგებლობას ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც სამსახურს კანონის დამტკიცების შემდეგ დაკარგავენ.

---

 

ბეჭდვითი მედია

03.12.2018

მედიასაშუალება:      ახალი თაობა

„კომპანიებმა არაფრის მომცემი პოლისების შეძენა უკვე დაიწყეს“

პირველი იანვრიდან დამსაქმებელი ვალდებულია მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულის უბედური შემთხვევა დააზღვიოს. ამას შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი ითვალისწინებს. დღეისათვის უცნობია, რა ლიმიტით და როგორი პირობებით ამოქმედდება სავალდებულო დაზღვევა. სადაზღვევო კომპანიებს მიაჩნიათ, რომ კანონი ბუნდოვანია და შესაბამისად, კონკრეტული სტანდარტების შემოღებას ითხოვენ. „ჩვენ გვაინტერესებს, რა ლიმიტით, რა პირობებით მოხდება ამ კანონის ამოქმედება, თუმცა დღეს ეს ყველაფერი ძალიან ზოგადია. ვაკვირდებით ტენდენციას, რომ კომპანიებმა უკვე დაიწყეს ძალიან დაბალ ლიმიტიანი და არაფრის მომცემი პოლისების შეძენა, რაც სარგებელს არ მოუტანს არც დამსაქმებელს, არც დასაქმებულს, არც სადაზღვევო ინდუსტრიას და არც სახელმწიფოს“, - განაცხადა სადაზრვევო კომპანია „ჯი პი აის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა თინა სტამბოლიშვილმა. მისივე განმარტებით, სადაზღვევო ინდუსტრია უბედური შემთხვევის დაზღვევის შეთავაზებისთვის მზად არიან. „თუ არის საუბარი იმაზე, რა სახის ლიმიტი უნდა არსებობდეს, ეს უნდა იყოს გარდაცვალების შემთხვევისას წლიური ხელფასის სამიდან ხუთმაგი ოდენობა და უფრო იზრდება ეს ლიმიტი, როდესაც საქმე გვაქვს შრომის უნარის დაკავრგვის შემთხვევასთან“, - აცხადებს სტამბოლიშვილი. სადაზღვევო კომპანიებში ამბობენ, რომ დამსაქმებლებს უბედური შემთხვევის დაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევაზე ათჯერ ან ოცჯერ იაფი დაუჯდებათ და ეს თანხა წლიურ ჭრილში, კონკრეტულ ადამიანზე, 10 ლარს არ გადააჭარბებს. კომპანიებისთვის სადაზღვევო პაკეტის ფასისა და ასანაზღაურებელი ზარალის ლიმიტის დაწესებას ეწინააღმდეგებიან დამსაქმებელთა ასოციაციაში. ასოციაციის ვიცე პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს საკითხი ბაზარმა თავად უნდა დაარეგულიროს. მიშა კორძახიას განცხადებით, კანონის ამოქმედების შემდეგ სადაზღვევო კომპანიებს მოუწევთ უკეთესი ექსპერტების და თანამშრომლების აყვანა, უკეთესი შეთავაზებების გაკეთება იმისთვის, რომ განისაზღვროს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში რა პაკეტი შესთავაზონ იმ ბაზარს, რომელზეც 2019 წლიდან კანონი გავრცელდება. მისი თქმით, უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებით დამსაქმებლებს ხარჯი გაეზრდებათ, თუმცა ბიზნესს სხვა არჩევანი აღარ აქვს და პირველი იანვრიდან უკვე ვალდებულია, რომ ეს ხარჯი გაიღოს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5730838&name=03.12.2018+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

 ​