მედიამონიტორინგი 04.01.2019
ტელევიზია
04.01.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 12:00
ღორის გრიპით გარდაცვალების ახალი შემთხვევები საქართველოში. უკვე დადასტურებულია, რომ H1N1-ის ვირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის არსებული დადასტურებული ინფორმაციით, H1N1-ის ვირუსს 8 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან ე.წ. ღორის გრიპით 4 ადამიანია გარდაცვლილი აჭარაში.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5793381
მაესტრო- ახალი ამბები 12:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5793482
---
03.01.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
H1N1 ვირუსით 6 ადამიანია გარდაცვლილი. გრიპის ვირუსი დაუდასტურდა 100 ათასიდან 279 ადამიანს, რომელთა 41 პროცენტი ჰოსპიტალიზებულია. 39 წლის სამი შვილის დედას ექსპერტიზა რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა. ნატალია ალიმბარაშვილი გორის კლინიკაში დღეს გარდაიცვალა. დავით სერგეენკო განმარტავს, რომ არასაკმარისი ადგილები საავადმყოფოებში პაციენტებს პრობლემას არ უქმნის. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, მკურნალობა სიმპტომების გამოვლენიდან 48 საათში უნდა დაიწყოს. გრიპთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა ბრიფინგი გამართა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5793002
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5793019
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5792894
რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5793012
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5793012
კავკასია - დღეს 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5792918
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5792785
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5792578
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5792170
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5792002
---
03.01.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
სოციალურად დაუცველები და ორსულები მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ, - ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5792408
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5792407
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5792539
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5792563
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5792556
---
03.01.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
5 წლამდე ასაკის ბაშვების პროფილაქტიკური აცრების ჩატარება სავალდებულო მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან გახდება. აღსრულების მექანიზმის შემუშავება ჯანდაცვის სამინისტროს სწორედ ზაფხულის დაწყებამდე დაევალა. პარლამენტის ჯანდაცვის კომინტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით 1 ივნისიდან ასევე სავალდებულო გახდება საბავშო ბაღებში და სკოლებში აცრების სტატუსის შესახებ ინფორმაციის წარდგენა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5793015
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5792059
---
ინტერნეტი
04.01.2019
H1N1 ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა
ღორის გრიპით“ გარდაცვლილთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა. საქართველოში ვირუსით გარდაცვალების კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა. 4 ადამიანი აჭარაშია გარდაცვლილი. როგორც დაავადებათა ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რვავე პაციენტს ქრონიკული დაავადება ჰქონდა, რამაც ვირუსის გამწვავება გამოიწვია. ასევე მათ სამედიცინო დაწესებულებებს დაგვიანებით მიმართეს. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით ქვეყანაში ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს.
---
04.01.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/527687-acharashi-gripis-virustan-dakavshirebit-hospitalur-mkurnalobas-130-mokalake-gadis/
აჭარაში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ჰოსპიტალურ მკურნალობას 130 მოქალაქე გადის
აჭარაში სეზონურ ვირუსთან დაკავშირებით ჰოსპიტალურ მკურნალობას 130 მოქალაქე გადის, - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს. როგორც უწყებაში განმარტეს, 130 მოქალაქიდან 18 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მათ შორის 6 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ვირუსის სიმპტომების შემთხვევაში უახლოეს კლინიკებს დროულად მიმართონ. ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ სეზონურ ვირუსთან დაკავშირებით დღე-ღამის განმავლობაში გამოძახებების რაოდენობა 400-მდე გაიზარდა. მათივე ცნობით, მოქალაქეები ძირითადად ჰოსპიტალურ მკურნალობას საჭიროებენ. შეგახსენებთ, რომ აჭარაში ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ 4 მოქალაქე H1N1 ვირუსის შედეგად გარდაიცვალა, ისინი მაღალი რისკ ჯგუფებს მიეკუთვნებოდნენ.
1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/acharashi-gripis-virusit-daavadebuli-eqvsi-adamiani-martvit-suntqvaze-imyofeba/
---
04.01.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/rustavis-centralur-saavadmyofoshi-gripis-virusis-gamo-karantini-gamockhadda/
რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსის გამო კარანტინი გამოცხადდა
რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსის შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო, კარანტინი გამოცხადდა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება. როგორც პირველ არხს ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში განუცხადეს, 25 დეკემბრიდან პაციენტთა მიმართვიანობა სულ მცირე სამჯერ არის გაზრდილი. მათივე ინფორმაციით, დღის განმავლობაში ამბულატორიულ დახმარებას 30-ზე მეტ მოზარდს უწევს. ექიმების თქმით, გასულ წლებში ეს რიცხვი 10-ს არ აჭარბებდა. ექიმების განცხადებით, პაციენტები ძირითადად მაღალი ტემპერატურით, საერთო სისუსტითა და პირღებინებით აკითხავენ, თუმცა არც ერთი მათგანის მდგომარეობა არ გართულებულა.
---
04.01.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/laboratoriulad-dadasturda-rom-ingoroyvas-klinikashi-gardacvlil-akhalgazrda-mamakacs-h1n1-is-virusi-hqonda/
ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ინგოროყვას კლინიკაში გარდაცვლილ ახალგაზრდა მამაკაცს H1N1-ის ვირუსი ჰქონდა
ინგოროყვას კლინიკაში გუშინ გარდაცვლილ პირს H1N1-ის ვირუსი ჰქონდა, რაც ლაბორატორიულად დადასტურდა. ამის შესახებ პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტი მათთან ორი დღის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა საავადმყოფოში შეყვანისას მისი მდგომარეობა უკვე მძიმე იყო და ამიტომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ინგოროყვას კლინიკის ინფორმაციით, გარდაცვლილი 30 წლამდე მამაკაცია და მას ქრონიკული დაავადებაც ჰქონდა. მიმდინარე სეზონზე, H1N1-ის გართულების შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გუშინ განაცხადა, რომ გარდაცვალების ყველა შემთხვევაში ვირუსი მინიმუმ ერთ სხვა დაავადებასთან ერთად მიმდინარეობდა. მინისტრის განმარტებით, ამ შემთხვევებში გარდაცვალება გამოიწვია გარკვეულმა დაავადებამ – ინფექციის გავრცელების პროცესში სხვა დაავადებაც იყო და ეს გახდა სიმძიმის განმსაზღვრელი. სერგეენკოს თქმით, 48 საათში დაწყებული მკურნალობა ეფექტურია. ამ ეტაპზე 100 ათას მოსახლეზე გრიპით ინფიცირების 277 შემთხვევა ფიქსირდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს საგანგაშო მონაცემი არ არის და ეპიდემია ამ მაჩვენებლის 500-მდე გაზრდის შემთხვევაში იქნება. თუმცა უწყებაში განმარტავენ, რომ მსგავსი საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს.
---
04.01.2019
მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=77139
სოციალურად დაუცველები და ორსულები დღეიდან ანტივირუსულ მედიკამენტს უფასოდ მიიღებენ
დღეიდან სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ორსულები ანტივირუსულ მედიკამენტს, ოსელტამივირს (ტამიფლუ) უფასოდ მიიღებენ. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გუშინ განაცხადა. როგორც მინისტრმა განმარტა, ტამიფლუ აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს და მნიშვნელოვანია, რომ ის სიმპტომების დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში დაინიშნოს. “გრიპით ავადობა გაზრდილია, მაგრამ რეალურად, პანიკის საფუძველი არ არის. ჩვენ არ გვაქვს ეპიდემია, არამედ გვაქვს გაზრდილი ავადობა. თუკი აქამდე ჯანდაცვის სამინისტრო ტამიფლუს ორსულებისთვის გასცემდა, დღეიდან უკვე სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე დაიწყება გაცემა. მარაგები საკმარისია და დღეს უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით გადანაწილდება. სოციალურად დაუცველ მოსახლეობასა და ორსულებს შეუძლიათ, ყველა რაიონში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს მიმართონ, სადაც ამ მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ. ასევე, ტამიფლუს მარაგი აფთიაქებშიც არის, ხოლო პაციენტს თუ მედიკამენტი სტაციონარში დასჭირდა, საყოველთაო დაზღვევის შესაბამისად მიეწოდება. ხაზი მინდა გავუსვა ტამიფლუს დანიშვნის ჩვენებებს: როდესაც გაციების სიმპტომები მკვეთრად სწრაფად იზრდება და ადამიანს რამე სხვა დაავადებაც აქვს (თანდაყოლილი, ქრონიკული თუ სხვა). ასევე, მოხუცები, ორსულები და მელოგინეები რისკჯგუფში შედიან. ტამიფლუ აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს და მნიშვნელოვანია, რომ ის სიმპტომების დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში დაინიშნოს. მას ასეთ შემთხვევაში აქვს მაქსიმალური ეფექტი”,- განაცხადა დავით სერგეენკომ. პრეპარატის უფასოდ მისაღებად საჭიროა ბენეფიციარებმა მიაკითხონ მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს და წარმოადგინონ ექიმის მიერ გაცემული დანიშნულება (ფორმა N100).
03.01
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=77135
კვირა.ჯი- http://kvira.ge/441679
გურიანიუს.ქომ- http://www.gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/sotsialurad-dautsvelebi-da-orsulebi-medikament-tamiplus-upasod-miigheben
რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=88982
მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/sotsialurad-dautsvelebi-da-orsulebi-medikament-tamiflus-ufasod-miigheben/54593
---
03.01.2019
დავით სერგეენკო - ჩვენი პროგნოზებით გათვლა იყო ასეთი, რომ ახალი წლის წინა დღეებში თბილისში გრიპით ავადობა შემცირდებოდა და პიკი რაიონებში დაიწყებოდა
ჩვენი პროგნოზებით გათვლა იყო ასეთი, რომ ახალი წლის წინა დღეებში თბილისში გრიპით ავადობა შემცირდებოდა და პიკი რაიონებში დაიწყებოდა, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ავადობის მაჩვენებლები თბილისში შემცირდება, 2 კვირის შემდეგ კლება რეგიონებშიც დაიწყება. „როგორც კი ავადობის ზრდის ტენდენცია გაჩერდება, აქედან 2 კვირის განმავლობაში მისი კლება დედაქალაქში დაიწყება, ორკვირიანი ინტერვალის შემდეგ კი - რეგიონებში. გრიპის ის 6 სამწუხარო შემთხვევა, რომელიც გარდაცვალებით დასრულდა, მინიმუმ ერთ სხვა დაავადებასთან ერთად მიმდინარეობდა“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ. მინისტრი კლინიკა „გორმედში“ 39 წლის ქალის სავარადუდოდ, H1N1-ით გარდაცვალებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პაციენტს გრიპის ვირუსთან ერთად, სხვა დაავადებაც ჰქონდა, რამაც მდგომარეობა დაამძიმა. „ამ შემთხვევაში გარდაცვალება გამოიწვია გარკვეულმა დაავადებამ - ინფექციის გავრცელების პროცესში სხვა დაავადებაც იყო და ეს გახდა სიმძიმის განმსაზღვრელი. ზოგადად, 48 საათში დაწყებული მკურნალობა არის ეფექტური“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
ბიემ.ჯი- http://www.bm.ge/ka/article/jandacvis-saministro-gripis-virusit-gardacvlilia-6-adamiani/28157/
---
03.01.2019
მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/142389-sergeenko-gripze-am-etapze-panikis-safudzveli-ar-aris-mnishvnelovania-droulad-mimartva
სერგეენკო გრიპზე: ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არის, მნიშვნელოვანია დროულად მიმართვა
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, "ახლა პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არის". მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ექიმისადმი დროულად მიმართვა და მკურნალობა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, როდესაც მკვეთრად სწრაფად იწყება გაციების სიმპტომები და პარალელურად, ადამიანს აქვს რაიმე სხვა დაავადება, ქრონიკული ან მიმდინარე, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ოჯახის თქმით. სერგეენო აღნიშნავს, რომ რისკ ჯგუფში ასევე არიან ორსულები, მელოგინეები და ხანდაზმულები. "ექიმმა უნდა გადააკონტროლის სხვა დაავადება და კონდიციები, მნიშვნელოვანია, რომ ტამიფლუ, ანტივირუსული მკურნალობა დაენიშნოს სიპტომების გაჩენიდან 48 საათის განმავლობაში, ასეთ შემთხვევაში აქვს მას მაქსიმალური ეფექტი. თუ განვითარდა მკვეთრად გამოხატული გაციების სიმპტომები - უხშირეს შემთხვევაში მაღალი ტემპერატურა, ხველა, ყელის ტკივილი, ჩივილები კუჭ-ნაწლავის მხრივ, შეიძლება იყოს თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი, ძლიერი სისუსტე, და ამ მომენტისთვის პლუს რომელიმე ერთი დაავადება, თანდაყოლილი, ქრონიკული ან მიმდინარე, ეს არის უკვე ცალსახა ჩვენება იმისთვის, რომ ადამიანმა მიმართოს ოჯახის ექიმს. სწორედ ოჯახის ექიმს აქვს იმის კომპეტენცია, რომ განსაზღვროს სწორი მკურნალობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი - დროული მიმართვა ექიმისთვის და ანტვირუსული მკურნალობის დროულად დაწყება. ჯანდაცვის სისტემა მზად არის, რომ უფრო გაზრდილ რაოდენობაზეც გააკეთოს რეაგირება, თუმცა, ახლა პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არის, მნიშვნელოვანია დროულად მიმართვა ექიმთან იმ ჩვენებების მიხედვით, რომელზეც მოგახსენეთ" - ამბობს დავით სერგეენკო და აღნიშნავს, რომ ხვალიდან, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ორსულები ანტივირუსულ მედიკამენტს, ოსელტამივირს (ტამიფლუ) უფასოდ მიიღებენ. "მარაგები საკმარისია და დღეს უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით გადანაწილდება. სოციალურად დაუცველ მოსახლეობასა და ორსულებს შეუძლიათ, ყველა რაიონში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს მიმართონ, სადაც ამ მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ. ასევე, ტამიფლუს მარაგი აფთიაქებშიც არის, ხოლო პაციენტს თუ მედიკამენტი სტაციონარში დასჭირდა, საყოველთაო დაზღვევის შესაბამისად მიეწოდება" - თქვა მინისტრმა. ამ დროისთვის ქვეყანაში გრიპის ვირუსის 144-მდე შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული. აქედან 6 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი, 40 წლამდე ქალი, 5 შვილის დედა - დღეს. გრიპის ვირუსის 144-მდე დადასტურებული შემთხვევიდან, 140 - H1N1 ვირუსია, ხოლო დანარჩენი - H3 ვირუსი. "ასევე ლაბორატორიულად გვაქვს დადასტურებული, რომ ქუთაისში B ტიპის ვირუსი გამოჩნდა. ბოლო 3-4 კვირის განმავლობაში ქვეყანაში გრიპის შემთხვევების ზომიერი ზრდის დინამიკაა. გასული ორშაბათის მონაცემებით, გრიპის შემთხვევების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 277-ია, რაც ზომიერი მატების ფარგლებშია. ჯერ პიკთან შორს ვართ. ჩვენი ქვეყნისთვის ეპიდემიოლოგიური ზღვარი 100 000 მოსახლეზე დაახლოებით 500-მდეა, თუმცა საგანგაშოა თუ 400-ს მიაღწევს”, - უთხრა ინტერპრესნიუსს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
---
03.01.2019
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=88989
„ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით აღსრულების მექანიზმი 1 ივნისამდე შეიმუშაოს“
„ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, რომ სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით აღსრულების მექანიზმი 1 ივნისამდე შეიმუშაოს“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 5 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი პროფილაქტიკური აცრების სავალდებულობასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა „მექანიკურ შეზღუდვებს შედეგი იშვიათად აქვს ხოლმე. საჭიროა კომუნიკაცია, ყოველდღიური ახსნა, რადგან ვაქცინაციის მოწინააღმდეგეების მოძრაობა პერიოდულად აქტიურდება ხოლმე და მათ ადეკვატური საინფორმაციო კამპანია სჭირდებათ. ჩვენ არ გვინდა, რომ პირველივე იმპლემენტაციის დროს უხეში რეგულაცია შემოვიღოთ, ამიტომ გვირჩევნია საინფორმაციო აქტივობა, კონსულტაციები, შეჯერება და მსჯელობა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. შეგახსენებთ, რომ 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პროფილაქტიკური აცრების ჩატარება სავალდებულო გახდება. ასევე, სავალდებულო გახდება საბავშვო ბაღებსა და სკოლებში აცრების სტატუსის შესახებ ინფორმაციის წარდგენა. აღსრულების მექანიზმი კანონმდებლობაში ჯერჯერობით გათვალისწინებული არ არის.
---
03.01.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/amiran-gamyrelidze-bolo-dgheebshi-griptan-dakavshirebuli-shemtkhvevebis-gansakutrebuli-zrda-ar-aghinishneba/
ამირან გამყრელიძე - ბოლო დღეებში გრიპთან დაკავშირებული შემთხვევების განსაკუთრებული ზრდა არ აღინიშნება
გრიპთან დაკავშირებით, მდგომარეობა ბოლო დღეების განმავლობაში დასტაბილურდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ვირუსით დაავადების რიცხვის განსაკუთრებული ზრდა არ აღინიშნება, თუმცა წელს წინა წლებთან შედარებით, მდგომარეობა შედარებით რთულია. „წელს ცირკულირებს ა გრიპის შტამი H1N1, რომელიც მეტი აგრესიულობით ხასიათდება. ამიტომ, წელს გრიპისა და გრიპის მსგავსი სიმპტომებით მიმართვიანობა ამბულატორიებსა და კლინიკებში მომატებულია. ასევე გაზრდილია გართულებების შემთხვევები, რომელიც საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობას. ბოლო სამი კვირის განმავლობაში მიმართვიანობის ზრდა ფიქსირდება. ლაბორატორიულად დასტურდება H1n1-ით გარდაცვალების 6 შემთხვევა. მომატებული ტემპერატურისა და გრიპის სიმპტომების შემთხვევაში, როგორიცაა ხველა, თავის ტკივილი, სურდო, შემცივნება, რეკომენდებულია პაციენტებმა მიმართონ ექიმს. გასული ორშაბათის ინფორმაციით, გრიპის ან მსგავსი ტიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ქვეყანაში 100 000 კაცზე 277-ია, რაც ეპიდემიის ზღვარს არ სცდება. განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებია ბავშვები, მოხუცები, ორსულები და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, გრიპი პირველივე სიმპტომების გამოვლენისას პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს. „წელს ორსულებში აცრების მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით გაიზარდა. 1200-მდე ორსული აიცრა, თუმცა ეს არ არის საკმარისი“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
---
03.01.2019
მედიასაშუალება: https://www.ambebi.ge/article/230526-gripit-sakartveloshi-6-adamiani-gardaicvala-95-shemtxvevebshi-h1n1-cirkulirebs/
გრიპით საქართველოში 6 ადამიანი გარდაიცვალა : "95% შემთხვევებში H1N1 ცირკულირებს"
ამ დროისთვის ქვეყანაში გრიპის ვირუსის 144-მდე შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, საიდანაც 6 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. გრიპის ვირუსის 144-მდე დადასტურებული შემთხვევიდან, 140 H1N1 ვირუსია, ხოლო დანარჩენი - H3 ვირუსი. „ასევე ლაბორატორიულად გვაქვს დადასტურებული, რომ ქუთაისში B ტიპის ვირუსი გამოჩნდა. ბოლო 3-4 კვირის განმავლობაში ქვეყანაში გრიპის შემთხვევების ზომიერი ზრდის დინამიკაა. გასული ორშაბათის მაჩვენებლით, გრიპის შემთხვევების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 277-ია, რაც ზომიერი მატების ფარგლებშია. ჯერ პიკთან შორს ვართ. ჩვენი ქვეყნისთვის ეპიდემიოლოგიური ზღვარი 100 000 მოსახლეზე დაახლოებით 500-მდეა, თუმცა საგანგაშოა თუ 400-ს მიაღწევს”, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე სეზონზე გართულებული შემთხვევების ზრდის დინამიკა შეინიშნება. “არის გართულებული შემთხვევების ტენდენცია, როდესაც აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია და შესაბამისი ინტენსიური ანტივირუსული მკურნალობაა საჭირო. ასეთი შემთხვევების მონაცემები შარშანდელთან შედარებით მომატებულია, თუმცა თითქმის იგივეა, რაც შარშანწინ იყო. “მას შემდეგ, რაც ქვეყანაში გრიპის ვირუსი გამოჩნდა, 95% შემთხვევებში H1N1 ცირკულირებს. ამიტომ ჩვენი მოსახლეობისადმი მოწოდება და რეკომენდაციები არის პროფილაქტიკის მიზნით აცრა”,- აღნიშნა მან. ამასთან, ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა, ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში ოჯახის ექიმს მიმართონ და ჰიგიენის ნორმები დაიცვან.
---
03.01.2019
"ეპიდემიურ ზღვართან მიახლოებული ჯერ არ ვართ"- პაატა იმნაძე გრიპთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე გრიპის ვირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს, იმნაძის თქმით, მიუხედავად იმისა რომ დაავადების შემთხვევებმა იმატა ეპიდემიურ ზღვართან მიახლოებული ჯერ არაა: „ბოლო ორი კვირაა დაფიქსირდა გრიპის შემთხვევების მატება, ავადობა არის ისეთივე, როგორიც იყო შარშანწინ ამ დროს, მაგრამ მეტია შარშანდელზე. ეპიდემიურ ზღვართან მიახლოებული ჯერ არ ვართ, დაახლოებით 2-ჯერ მეტია საქართველოში ეპიდემიური ზღვარი, 450-500 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე ითვლება საქართველოში ეპიდემიურ ზღვარად. ძირითადი პრობლემა არის ის რომ მოცირკულირე ვირუსების აბსოლუტური უმრავლესობა არის H1N1, ძალიან იშვიათად არის H3N2 ვირუსით გამოწვეული გრიპის შემთხვევები.“- განაცხადა პაატა იმნაძემ. იმნაძის თქმით, თუ ბავშვს ან ორსულს 38,5 გრადუსი ტემპერატურა აქვს ერთი დღე მაინც აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. დანარჩენ პირებმა კი, თუ ტემპერატურა 3 დღეზე მეტი გრძელდება. იმნაძის განცხადებით აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, თუ ნახველში გაჩნდა სისხლის ან ჩირქის მსგავსი ნაწილაკები. „სხვა შემთხვევაში პაციენტები უნდა იყვნენ სახლში, რაც შეიძლება მოსვენებულ მდგომარეობაში, არ უნდა იყოს ფიზიკური დატვირთვა, უნდა მიიღონ ბევრი სითხე და ჯანსაღი საკვები. მკურნალობას რაც შეეხება ეს აუცილებლად უნდა გადაწყვიტოს ექიმმა და საჭიროების შემთხვევაში ჩართოს მკურნალობაში ანტივირუსული საშუალებები. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ანტიბიოტიკების მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე, რადგანაც ანტიბიოტიკები არცერთი ვირუსის დროს ეფექტს არ იძლევა. ანტიბიოტიკები ინიშნება, მხოლოდ ბაქტერიული გართულებების შემთხვევაში.“- განაცხადა პაატა იმნაძემ. იმნაძის თქმით, მნიშვნელოვანია ჰიგიენური პირობების დაცვა, ხველების ეტიკეტის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა, მისი განცხადებით, სიცივეში ვირუსი რამდენიმე საათი ცოცხლობს, ამიტომ გარკვეულ ზედაპირებზე ხელის მოკიდების დროს ადამიანის ორგანიზმში შესაძლოა ვირუსი მოხვდეს. იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს ხელის დაბანის საშუალება, ადამიანმა უნდა გამოიყენოს შესაბამისი ხელსახოცები და სადიზინფექიო სითხეები.
---
03.01.2019
საახალწლოდ რეგიონებში სასწრაფოს 9030 გამოძახება დაფიქსირდა
საახალწლოდ რეგიონებში სასწრაფო 9030 გამოძახება დაფიქსირდა. "31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, საქართველოს რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 9 030 გამოძახება დაფიქსირდა. 31 დეკემბერს პირველადი გადაუდებელი დახმარებისთვის მიმართვების რაოდენობამ 2 598 შეადგინა, 1-ელ იანვარს - 3 211, ხოლო 2 იანვარს - 3 221. ამათგან, 156 შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მოტივს ინტოქსიკაცია, 32 შემთხვევაში კი - პიროტექნიკით სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება წარმოადგენდა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი საქართველოს რეგიონებში ოპერირებს. სასწრაფოდ ეკიპაჟები მოსახლეობისთვის პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიწოდებას უწყვეტ რეჟიმში, ოპერატიულად უზრუნველყოფენ" - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პია.ჯი- https://pia.ge/post/241314-saaxalwlod-regionebsi-saswrafo-9030-gamozaxeba-dafiqsirda
---
ბეჭდვითი მედია
03.01.2019
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
H1N1 ვირუსი გვიტევს
თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში 29 წლის ბიჭი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ლაბორატორიული ანალიზების პასუხები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა სავარაუდოდ, გარდაცვალების მიზეზი ე.წ. ღორის გრიპი, იგივე H1N1-ია. პაციენტი ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან ოჯახის მოთხოვნით, გუშინ ღამით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა უკვე დამძიმებული იყო. გორის საავადმყოფოში გრიპის ვირუსის გართულებით 32 წლის ქალი გარდაიცვალა. სოფელ თორტიზაში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი კლინიკა „გორმედში“ გვიან ღამით, სავარაუდოდ, ე.წ. ღორის გრიპის (H1N1) ვირუსის სიმპტომებით მიიყვანეს. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო და ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე, თუმცა, ექიმების მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. იყო თუ არა გარდაცვალების მიზეზი ე.წ. ღორის გრიპი, ამას ექსპერტიზა დაადგენს. გასული წლის დეკემბერში საქართველოში H1N1 ტიპის ვირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა.
---