From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-04.03.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com
Received On : 04.03.2019 09:22

 

 

მედიამონიტორინგი 04.03.2019

ტელევიზია

04.03.2019

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 11:00 

დღეიდან საქართველოს პარლამენტი „ბავშვთა უფლებების კოდექსის“ განხილვას იწყებს. საკანონმდებლო პაკეტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში მომზადდა. მთავარი პრინციპი მომზადებული დოკუმენტის არის ის, რომ ბავშვი არ განცალკევდება ოჯახიდან იმის გამო, რომ მშობელს სათანადო საცხოვრებელი პირობები ან ფინანსური სახსრები არ აქვს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5913938

---

 

04.03.2019

არხი: მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 10:00

რა მდგომარეობაა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრ ბედიანში, სადაც 90 ბენეფიციარი მკურნალობს. "იმედის კვირამ" გაარკვია, რომ ცენტრში მთავარი პრობლემა გადატვირთულობაა. პატარა ოთახებში 12 საწოლი დგას, სადაც ჯერ კიდევ არ არის ცენტრალური გათბობა. ოთხ ოთახს ორი შეშის ღუმელი ათბობს, ანალოგიურად თბებიან ფსიქიატრიული დაწესებულების ქალთა განყოფილებაშიც, სადაც 62 ბენეფიციარია. დაწესებულებას რეაბილიტაცია ბოლოს 2013 წელს ჩაუტარდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5913710

იმედი - ქრონიკა 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5913447

---

 

04.03.2019

არხი: ტვ პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა

შრომის ინსპექტორები სექტემბრიდან ყველა ტიპის კომპანიებს შეამოწმებენ. საკითხი პარლამენდა გასული თვის ბოლოს დაამტკიცა. კონკრეტულად რა ცვლილებებს მოიცავს ახალი რეგულაცია, როგორ მოხდება მონიტორინგი და რა სახის სანქციებთან იქნება ის დაკავშირებული? თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია  ბექა ფერაძე

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5913852

---

 

03.03.2019

არხი: იმედი

გადაცემა: იმედის კვირა     

ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი - ბედიანი. ადგილი, სადაც ძირითადად არა საკუთარი სურვილით, არამედ ექიმის ან ნათესავის გადაწყვეტილებით ხვდებიან. აქ იციან, რომ უნდა განიკურნონ, თუმცა პროცესი ხშირად სიცოცხლის ბოლომდეც გრძელდება. ამორტიზებულ და გისოსებში მოქცეულ შენობაში 90 ბენეფიციარია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5913324

---

           

03.03.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

ფერეჯოვების ოჯახი წელიწადნახევარია სოციალური დახმარების აღდგენას უშედეგოდ ელოდება. ოჯახს, რომლის ყველა წევრი ან არასრულწლოვანია ან შრომის უუნარო, თავი მეზობლებისა და მეჩეთის დახმარებით გააქვს. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ხელისუფლება სოციალურ დახმარებას ხშირად პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5913119

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5912778

---

 

03.03.2019

არხი:   იმედი

გადაცემა: ქრონიკა 17:00

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე მთავრობას მიმართავს, რომ დაიწყოს ფიქრი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაზე, აქციზის გადასახადი ყველა ტიპის თამბაქოზე გაიზარდოს. როგორც ზოიძემ ქრონიკაში სტუმრობისას აღნიშნა, თამბაქოზე აქციზის მატების მიზანი არა გადასახადების ამოღება, არამედ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, მაგრამ მხოლოდ ერთი ტიპის თამბაქოზე აქციზის მატება ამ შედეგს ვერ გამოიღებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5912988

---

 

02.03.2019

არხი: I  არხი

გადაცემა: მოამბე 15:00

საქართველოსა და სამხრეთ კორეის თანამშრომლობა სამედიცინო სფეროში ახალ ეტაპზე გადადის. კერძოდ, სამხრეთ კორეელი ექიმები სწავლისა და ქირურგების მომზადების პროცესში, ასევე, უშუალოდ ოპერაციებში აქტიურად ჩაერთვებიან. სამხრეთ კორეის დელეგაციას მინისტრი დავით სერგეენკო შეხვდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5911765

მაესტრო - ახალი ამბები 12:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5911449

I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5911347

იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5911167

---

 

01.03.2019

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 20:00 

სახალხო დამცველი სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკებს შეხვდა. განხილვის თემა სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები და რეფორმირებაა. სახალხო დამცველი არასათანადო სამუშაო პირობებსა და არასაკმარის ადამიანურ რესურსზეც საუბრობს. ომბუცმენის შეფასებით, 4 წლის გოგონას გარდაცვალებამ პრობლემა მთელი სიცხადით წარმოაჩინა. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ პირობების გაუმჯობესებაზე სააგენტოსა და სოც-მუშაკებს შორის მოლაპარაკება დაწყებულია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5910986

მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5910760

მაესტრო - ახალი ამბები 18:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5910494

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5910219

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5910088

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5909717

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5909573

---

 

01.03.2019

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 21:00 

სოციალური მუშაკების პრობლემები - ქალაქებსა და სოფლებში სიარული ყველა სოციალურ მუშაკს საკუთარი თანხებით უწევს, რომელსაც არავინ ანაზღაურებს. ტრანსპორტი სოციალური მუშაკებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც. უმანქანობის გამო, ბენეფიციარები უყურადღებოდ რჩებიან და ხშირად საფრთხეში მყოფი მოქალაქე დროულ დახმარებას ვერ იღებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5910907

---

 

01.03.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 15:00

სამედიცინო მომსახურება გარდაცვლილ ადამიანებზე - „ახალი საქართველოს“ ექსპერტის სკანდალური განცხადება

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5910025

---

 

 

 

ინტერნეტი

04.03.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/seqtembridan-shromis-inspeqtorebi-kompaniebs-nebismier-dros-gaufrtxileblad-sheamowmeben?fbclid=IwAR0qZXpJLkQcaCmaEWIYG84PPOz8XmOV0ATGXlbsD6EMLYWrD-xbKHqonxs

სექტემბრიდან შრომის ინსპექტორები კომპანიებს ნებისმიერ დროს, გაუფრთხილებლად შეამოწმებენ

მიმდინარე წლის სექტემბრიდან შრომის ინსპექცია ყველა ტიპის კომპანიას შეამოწმებს. შესაბამის ცვლილებას საქართველოს პრლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა. როგორც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, შემოწმება ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში განხორციელდება. „სიახლები, რაც კანონმა შემოგვთავაზა რამდენიმეა, თუ აქამდე ინსპექციის მანდატი მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ კომპანიებზე ვრცელდებოდა, 1 სექტემებრიდან ეს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორზე გავრცელდება. ასევე თუ გარკვეული დათქმები არსებობდა ვადებთან დაკავშირებით, ახალი რედაქციის მიხედვით ეს დათქმებიც გაუქმებულია“, - განმარტა ფერაძემ.  მისივე ინფორმციით, დეპარტამენტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდება და გაიზრდება შრომის ინსპექტორების რაოდენობაც. ფერაძით თქმით, შრომის ინსპექცია წარმოდგენილი იქნება რეგიონალური მასშტაბითაც. "შევიძინეთ სამხრე კამერები, ასევე ვმუშაობთ სოფთის პროგრამაზე, რომელიც მუდმივ რეჟიმში დააკავშირებს ინსპექტირების პროცესს ცენტრალურ ბაზასთან, იმისთვის, რომ მოხდეს გამჭვირვალე პროცესის ჩამოყალობება. ასევე ჩამოყალიბდება სამეთვალყურეო ბორდი, რომელის წინაშეც შრომის ინსპექცია იქნება ანგარიშალდებული“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

ბიემ.ჯი- http://www.bm.ge/ka/article/seqtembridan-shromis-inspeqtorebi-kompaniebs-nebismier-dros-gaufrtxileblad-sheamowmeben-/30635?fbclid=IwAR28Zrovvrg7LbJvp628kVaSu-MMZER5NrnLTjupwqWILm4JzzA4DYWLDNE

---

 

04.03.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/saqartveloshi-wels-aiv-infeqciis-87-akhali-shemtkhveva-gamovlinda/

საქართველოში წელს აივ ინფექციის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში  2019 წლის 4 მარტის მონაცემებით, აივ ინფექცია/შიდსის 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან შესაბამის პერიოდში 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის  ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში რეგისტრირებულია 7521 აივ ინფიცირებული პირი, აქედან 5630 მამაკაცია, 1891 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4007 პაციენტს განუვითარდა, 1540 გარდაიცვალა. 31 იანვრის მონაცემებით, აივ მკურნალობას იტარებს 4636 (4096 + 540 აფხაზეთი) პაციენტი, მათგან 46 ბავშვია. აქედან 10 ბავშვი აფხაზია. გადაცემის გზების მიხედვით, რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება ასეთია: 39.6 % (2976) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 46.5 % (3501) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.3 % (850) – მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.4 % (105) -დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (37) – სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (50) – გადაცემის გზა დაუდგენელია; აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2758 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა, 2- დაუდგენელი); სამეგრელოში – 951; შემდეგ იმერეთში- 933; აჭარაში- 839; აფხაზეთში- 474; კახეთში- 361 და ა.შ. შიდსის ცენტრის შეფასებით, ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2014 წელს – 564; 2015 წელს – 717; 2016 წელს – 719; 2017 წელს – 631, 2018 წელს – 672. აივ/შიდსის დიაგნოზი საქართველოში პირველად 1989 წელს გამოვლინდა.

---

 

04.03.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/535404-parlamenti-bavshvis-uplebata-kodeksis-ganxilvas-icqebs/

პარლამენტი “ბავშვის უფლებათა კოდექსის“ განხილვას იწყებს

პარლამენტი “ბავშვის უფლებათა კოდექსის“ განხილვას იწყებს. “ბავშვის უფლებათა კოდექსს“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებებს 4 მარტს ერთდროულად ცხრა საპარლამენტო კომიტეტი განიხილავს. პროექტის განხილვა დაგეგმილია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, იურიდიულ საკითხთა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, საპროცედურო საკითხთა და წესების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, საფინანსო-საბიუჯეტო და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე. საკანონმდებლო პაკეტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში მომზადდა. პროექტის მიხედვით, ბავშვი არ განცალკევდება ოჯახიდან მხოლოდ იმის გამო, რომ მშობელს არა აქვს სათანადო საცხოვრებელი პირობები ან ფინანსური სახსრები. ბავშვის ოჯახიდან განცალკევება დასაშვები ხდება უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში - ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. “ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო და მუნიციპალური ორგანოები ქმნიან ოჯახის მატერიალური და არამატერიალური მხარდაჭერის პროგრამებს. ოჯახის მატერიალური და არამატერიალური მხარდაჭერის პროგრამები მოიცავს: - საკონსულტაციო და საგანამანათლებლო ღონისძიებებს ბავშვის აღზრდა-განვითარებისა და ბავშვთან არაძალადობრივი კომუნიკაციის ხელშეწყობისათვის; პოზიტიური მშობლობის, ბავშვზე ზრუნვის უნარების გაძლიერების კურსებს და კონსულტაციებს ოჯახური თანაცხოვრების, ოჯახური დავების და განქორწინების დროს; მშობლებისათვის პროფესიული განათლების და დასაქმების შესაძლებლობის შეთავაზებას; დღის ცენტრების, მედიაციისა და შერიგების სერვისებს ოჯახური დავების დროს; მკურნალობის კურსი ალკოჰოლიზმის, ნარკოდამოკიდებულების ან სხვა ფსიქო-ემოციური საჭიროების დროს; სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა მარტოხელა მშობლებისთვის; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საჭიროებების მხარდაჭერის სერვისები; მოზარდების მხარდაჭერა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის ხელშეწყობისათვის. ძლიერდება ბავშვთა ალტერნატიული ოჯახური ზრუნვა - კერძოდ, სახელმწიფო ვალდებულება განსაკუთრებული დაცვა და მხარდაჭერა აღმოუჩინოს ბავშვს, რომელიც დროებით ან სამუდამოდ მოკლებულია მშობელთა ზრუნვას. პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ზრუნავს ალტერნატიული ზრუნვიდან გამოსულ პირებზე, რომელთაც სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, გარდამავალ პერიოდში ესაჭიროება მხარდაჭერა. სახელმწიფო ადგენს მინდობით აღმზრდელთა რეგისტრაციისა და რეზიდენტული ზრუნვის დაწესებულების სალიცენზიო პირობებს და ბავშვზე ზრუნვის ერთიან სტანდარტებს, ასევე ამ სტანდარტების შესრულებაზე ზედამხედველობის მექანიზმებს. იქმნება გარანტიები ბავშვის განათლების მიღების უფლების უზრუნველყოფისათვის - პროექტით, თითეულ ბავშვს აქვს ხარისხიანი განათლების მიღების უფლება განათლების ყველა საფეხურზე. იქმნება ბავშის განათლების ფორმალური და არაფორმალური პროგრამები, ასევე ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის პროგრამები სახელმწიფო და მუნიციპალურ დონეზე. პროექტით ძლიერდება ბავშვის სოციალური დაცვა - განისაზღვრება ყოველი ბავშვის უფლება ისარგებლოს სოციალური დაცვით და მომსახურებებით ბავშვის და მასზე მზრუნველი პირების მდგომარეობის, ასაკის, ინდივიდუალური შესაძლებლობების და საჭიროებების გათვალისწინებით. პროგრამების საფუძველზე, სახელმწიფო რესურსების ფარგლებში და საჭიროებისამებრ, აწვდის მშობლებს ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებულ მიზნობრივ მატერიალურ და არამატერიალურ დახმარებას, განსაკუთრებით კვების, ტანსაცმლის და საცხოვრებელი პირობების კუთხით. ბავშვის სოციალური დახმარების ოდენობა, სახე და ხანგრძლივობა განისაზღვრება ბავშვისა და მისი ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებებისა და გარემოებების შეფასების საფუძველზე. პროექტის მიხედვით, იქმნება ბავშვის სოციალური აქტივობის პროგრამები სახელმწიფო ხელისუფლების და მუნიციპალურ დონეზე. პროგრამები იქმნება შემდეგი მიმართულებებით: - არაფორმალური განათლება ზოგადი, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული, შემეცნებითი, ტექნიკური, ეკოლოგიური და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებებით; სპორტული და გასართობი ხასიათის და გონებრივი განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებები; სასკოლო ან შრომით ვალდებულებებთან და ოჯახურ გარემოსთან დაკავშირებული ღონისძიებები; საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამები; ბავშვთა დასვენების პროგრამები; ბავშვთა საკონსულტაციო პროგრამები; კულტურული და სახელოვნებო პროგრამები; წინაპროფესიული უნარების განმავითარებელი პროგრამები. “ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ადგენს ბავშვის უფლებას დაცული იყოს ძალადობისგან, რაც გულისხმობს დაცვას ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულების, დაზიანების, უგულებელყოფის, დაუდევარი მოპყრობის, წამების, ექსპლუატაციის, ვაჭრობის, ტრეფიკინგის და ძალადობის სხვა ნებისმიერი ფორმისგან. პროექტის მიხედვით, აკრძალულია ბავშვის ფიზიკური დასჯა, წამება ან სხვა სასტიკი, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა ან სასჯელი ოჯახში, სკოლამდელ ან ზოგადსაგანამანთლებლო დაწესებულებაში, ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებაში, სამედიცინო ან ფსიქიატრიულ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ნებისმიერ სხვა ადგილას.

---

 

03.03.2019

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/344948/

ზრუნვა “შიშველი ხელებით” ბავშვებსა და მოხუცებზე – 4 ყველაზე მძიმე ამბავი სოცმუშაკისგან

ბენეფიციართა გადასარჩენად სახელმწიფო არ უნდა იყოს დამოკიდებული სოციალური მუშაკების პირად ნაცნობებსა და კონტაქტებზე, მისი სისტემა უნდა იყოს გამართული”, – ამბობს ნინო ლეკვიშვილი, ყოფილი სოცმუშაკი, რომელმაც სოციალური სამსახურის სააგენტო პირადი განცხადების საფუძველზე 28 თებერვალს დატოვა. “სამსახური პროტესტის ნიშნად პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე. მეწერებოდა დიდი რაოდენობის საქმეები, რომლებზეც ვიყავი პასუხისმგებელი და არსებული მდგომარეობის გამო ვერ ვასწრებდი დროულ და ეფექტიან რეაგირებას. ნამდვილად არ მინდოდა ვყოფილიყავი იმ დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი, რასაც დღეს ჩვენ ყველა ვხედავთ,” – ამბობს ნინო ლეკიშვილი. ნინო ლეკიშვილი გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრში 4 წლის განმავლობაში მუშაობდა. “ნეტგაზეთმა” მას თავისი გამოცდილებიდან ოთხი მისთვის ყველაზე მძიმე და ემოციური ამბავის გახსენება სთხოვა: ისტორია 1 “პირველი შემთხვევა, რომელიც გამახსენდა, არასრულწლოვან შშმ პირს ეხება. ბავშვი სახელმწიფო მზრუნველობაში ირიცხებოდა და მისი დიაგნოზი ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობა იყო. არასრულწლოვანი ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა და ხშირად გარბოდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სამზრუნველო დაწესებულებიდან. ბავშვი 7 თვის განმავლობაში ირიცხებოდა სახელმწიფო ზრუნვაში, თუმცა, ჩარიცხულ დაწესებულებებში, ჯამში, 2-3 დღე ჰქონდა გატარებული, რადგან ხშირად გარბოდა. რა თქმა უნდა, როდესაც ბავშვი გარბოდა დაწესებულებიდან, ჩვენ ვატყობინებდით პოლიციას, ვაფიქსირებდით ინფორმაციას მისი გაქცევის შესახებ და მუდმივ კომუნიკაციაში ვიყავით სამართლადამცავებთან. თუმცა, ამ საქმის მთავარი პრობლემა ის არის, რომ 7 თვის განმავლობაში ამ პრობლემური ქცევის მქონე ბავშვისთვის შესაბამისი დაწესებულება, სადაც ის ადეკვატურ დახმარებასა და სპეციალისტების ყურადღებას მიიღებდა, ვერ მოიძებნა. ბავშვი დარჩა ყველანაირი მომსახურების გარეშე. ინფორმაცია არასრულწლოვნის შესახებ სოც. სააგენტოს ცენტრალურ სამსახურში ფიქსირდებოდა მათ მიეწოდებოდათ ინფორმაცია, რომ ბავშვი გაიქცა და მას დახმარება სჭირდებოდა. შემდეგ კი მოხდა ეს: დაწესებულებაში მოთავსების დადგენილება ითვალისწინებს ბავშვის დაწესებულებიდან (იქნება ეს თავშესაფარი თუ სხვა) ამორიცხვასაც. ამ წესის მიხედვით, თუ პოლიცია ბავშვის პოვნას 6 კვირის განმავლობაში ვერ ახერხებს, ის სახელმწიფო ზრუნვიდან უნდა ამოირიცხოს. შესაბამისად, დადგა დრო, როდესაც იძულებული გავხდით, ამ დასკვნის საფუძველზე ის ბავშვი სახელმწიფო მზრუნველობიდან ამორგვერიცხა. მაგრამ მეც, ცენტრალური სამსახურის საბჭომაც, პოლიციამაც – ყველამ ვიცოდით, რომ ბავშვი რჩებოდა ქუჩაში. მოზარდს ჰყავდა მამა, რომელიც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო მასზე ვერ ზრუნავდა. სახელმწიფო კი, რომელსაც მის მაგივრად უნდა შეესრულებინა ეს ფუნქცია, სრულიად უძლური აღმოჩნდა. ამ ბავშვის ადგილსამყოფელი ახლა ჩემთვის უცნობია. ასეთი შემთხვევების დროს ჩვენგან, სოციალური მუშაკებისგან, დახმარებას ელიან, თუმცა, სახელმწიფო ამგვარი ფაქტების წინაშე შიშველი ხელებით გვტოვებს. ასეთი ქცევის ბენეფიციარისთვის სერვისი ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. ასეთ შემთხვევებში, ნებისმიერი რაიონის სოცმუშაკმა უნდა იმუშაოს შიშველი ხელებით – არა სერვისი, არა ინსტრუმენტი, არა სპეციალისტი, არა ფსიქოლოგი, არა ის პირობები, რომლებიც ბავშვს ზრუნვით უზრუნველყოფს. ისტორია 2 მეორე ისტორიაც, რომელიც მახსენდება, არასრულწლოვანზეა. ისიც, შშმ ბენეფიციარია, განსაკუთრებული გამოხატულებებით. ის ირიცხებოდა ერთ-ერთ პანსიონურ, ზოგადსაგანამართლებლო დაწესებულებაში, თუმცა, საჭირო გახდა მოძიებულიყო ამ მოზარდის საჭიროებებისთვის ადეკვატური დაწესებულება. საქმე ის იყო, რომ ამ არასრულწლოვანს, დიაგნოზიდან გამომდინარე, განსაკუთრებული სექსუალური მოთხოვნილებები ჰქონდა და ვერ აკონტროლებდა თავის ქმედებებს. ჩვენ 9 თვის განმავლობაში გვქონდა კომუნიკაცია სოც. სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის დეპარტამენტთან და ვაწვდიდით ინფორმაციას, რომ ირღვეოდა არამხოლოდ ამ მოზარდის, არამედ სხვა ბავშვების უფლებებიც. მოზარდი, მისი სტატუსის გამო, სხვა ბავშვებისგან განცალკევებული იყო და როგორც მას, ასევე სხვა ბავშვებს, დაწესებულებაში თავისუფლად გადაადგილების უფლება ელახებოდათ. საკმაოდ რთული აღმოჩნდა ამ პრობლემასთან გამკლავება, ამ ადამიანისთვის არანაირი სერვისი არ არსებობდა. 18 წლის შესრულებამდე მას ერთი თვე აკლდა და რადგან სრულდებოდა სასწავლო წელიც, ბავშვი ვეღარ დარჩებოდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რადგან განათლების სამინსიტროს დაფინანსებაც იწურებოდა. დავდექით იმის საჭიროების ქვეშ, რომ სხვა დაწესებულება მოგვეძებნა, მაგრამ ამ ბავშვის განთავსების წინა დღემდე, მე არ ვიცოდი, რომელ დაწესებულებაში განვათავსებდი ბენეფიციარს. საბოლოოდ, ხვეწნისა და თხოვნის საფუძველზე, პირადი კონტაქტების დახმარებით, მოზარდი ბავშვთა პანსიონატში 1 თვით გადავიდა. ეს არ იყო მისთვის ბოლომდე შესაფერისი ადგილი, თუმცა, სხვა ალტერნატივა არ არსებობდა. რაც შეეხება ამ ადამიანის მომავალს, მას შემდეგ, რაც მოზარდი 18 წლის გახდება, მას სათემო ორგანიზაციაში გადაიყვანენ, რომელიც სპეციალურად შშმ პირებისთვის არის განკუთვნილი. ისტორია 3 მესამე ისტორია ორ ბავშვს ეხება, რომლებზეც ბიოლოგიური მშობლებისგან განცალკევების შემდეგ, მიმღები მშობელი ძალადობდა. აღმოჩნდა, რომ მიმღები მშობელი ბავშვების ფიზიკური დასჯის მეთოდებს იყენებდა. რა თქმა უნდა, ამას ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. ჩვენი მიმართვის საფუძველზე დაიწყო გამოძიება და მოძალადე დაისაჯა, თუმცა ჩვენ დავდექით ბავშვების ოჯახიდან გადაყვანის საჭიროების წინაშე. იმის შემდეგ, რაც ბავშვზე ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა, პირველ ეტაპზე მოვძებნეთ სხვა მიმღები მშობლები. გარკვეული პრობლემების გამო მათთან ბავშვების განთავსება მხოლოდ რამდენიმე თვით იყო შესაძლებელი. შესაბამისად, ბავშვებს გარემო-პირობების შეცვლა მოკლე დროში რამდენჯერმე მოუხდათ. ისინი ჯერ ბიოლოგიურ, შემდეგ კი ორ მიმღებ მშობლებთან ცხოვრობდნენ. წარმოიდგინთ, მთელი საქართველოს მასშტაბით ბავშვებისთვის არც ერთი მიმღები მშობელი არ გამოჩნდა და ისინი საბოლოოდ მცირე საოჯახი ტიპის დაწესებულებაში განთავსდნენ. ამ შემთხვევაში მთავარი პრობლემა შემდეგია – ბავშვისთვის გარემო ასე ძირფესვიანად და ამდენჯერ არ უნდა იცვლებოდეს. როდესაც ბავშვები ცხოვრობენ მინდობით ოჯახში და მათ აქვთ ასეთი ოჯახური ცხოვრების გამოცდილება, ძალიან რთული ხდება მათთვის შემდგომ, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ემოციურად, მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებაში გადასვლა. მართალია, ეს უკანასკნელი მეტ-ნაკლებად მიმსგავსებულია ოჯახურ ცხოვრებას, მაგრამ ბავშვისთვის მას ოჯახი მაინც არ ჰქვია. ისტორია 4 ბოლო ისტორია ეხება ხანდაზმულ ქალს. ის ავადმყოფობის შემდეგ საავადმყოფოდან გამოეწერა, თუმცა, ქალს კვლავს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები და მისთვის გადაადგილება რთული იყო. ქალმა გამოიძახა პოლიცია, პოლიციამ კი ჩვენ, სოციალური მუშაკები ჩაგვრთო საქმეში. იმ დღეს, როდესაც ხანდაზმული თავშესაფრის გარეშე რჩებოდა, ჩვენ ვერც ერთი ადგილი ვერ მოვიძიეთ. თან, რომ ყოფილიყო თავისუფალი ადგილი, ხანდაზმულების ჩარიცხვას სჭირდება გრძელი ბიუროკრატიული პროცედურები, რომლებიც უსასრულოდ იწელება. ამ შემთხვევაშიც ჩვენ პირადი კონტაქტების საფუძველზე ქალი კერძო თავშესაფარში, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი ღამით განვათავსეთ. მეორე დილას, როდესაც ქალი კერძო თავშესაფრიდან გადმოვიყვანეთ, მისთვის სახელმწიფო თავშესაფარში ადგილი კვლავ არ იყო გამონახული, არ არსებობდა ჩარიცხვის დოკუმენტი, რომლითაც ბენეფიციარი თავშესაფარში ან სათემო ორგანიზაციაში ირიცხება. ჩვენ ისევ პირადი კონტაქტების საფუძველზე ვიპოვეთ მოქალაქე, რომელმაც აბსოლუტურად უანგაროდ და კეთილი ნების საფუძველზე 5 დღით შეიფარა ეს ხანდაზმული. მოქალაქე ავტოფარეხში ცხოვრობდა, რომელიც საცხოვრებლად ჰქონდა მოწყობილი. 5 დღის განმავლობაში ის თვითონ უვლიდა ხანდაზმულს, მათ შორის, ზრუნავდა მის ჰიგიენურ მდგომარეობაზე. საბედნიეროდ, ამ დღეების განმავლობაში ბიუროკრატიული პროცედურები მიმდინარეობდა და ქალის საქმე სპეციალურ საბჭოზე გადაწყდა. ჩვენი ძალისხმევით დამტკიცდა, რომ საქმე მართლაც გადაუდებელ შემთხვევასთან გვქონდა. 5 დღის შემდეგ ქალი სახელმწიფო პანსიონში მოათავსეს, თუმცა, ხშირად, ხანდაზმულებს რიგში ყოფნა თვეებისა და ზოგჯერ წლის განმავლობაშიც კი უწევთ. არასრულწლოვნების შემთხვევაში ბიუროკრატიული პროცედურების გავლა დაწესებულებაში განთავსების შემდეგ ხდება, ხანდაზმულებთან კი ეს პირიქითაა. ისეც შეიძლება მოხდეს, რომ ბენეფიციარმა ვერც მიაღწიოს მომსახურების მიღებამდე და გარდაიცვალოს ამ სერვისის გარეშე. ჩვენ კი შევეცდებოდით პირადი კონტაქტებით, მაგრამ ჩვენი პირადი კონტაქტებზე არ უნდა იყოს ასხელმწიფო დამოკიდებულური. ლოდინის განმავლობაში ბევრი ხანდაზმული ქუჩაში რჩება, ხანდაზმულების პრობლემა ძალიან მწვავეა და მათ სახელმწიფოს დახმარება მართლაც ძალიან სჭირდებათ. გარეკანის ფოტო ნინო ლეკიშვილმა 1 თვის წინ სოციალურ ქსელში განათავსა. მასზე გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრია ასახული. ჯანდაცვის სამინსიტროში ამბობენ, რომ ამ ცენტრში ამჟამად რემონტი მიმდინარეობს.

---

 

 

03.03.2019

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/205442-21-tslis-fotografs-dakhmareba-stcirdeba.html?lang=ka-GE

21 წლის ფოტოგრაფს დახმარება სჭირდება

21 წლის ფოტოგრაფს, გიორგი კალიაევს დაუდგინდა ლეიკემია და სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია რომელიც თურქეთში კეთდება. ოპერაციისთვის საჭირო თანხა უკვე შეგროვებულია, ახლა კი ფინანსები მისი შემდგომი რეაბილიტაციისთვის არის საჭირო, რაც თურქეთში, სამ თვიანი კურსის გავლას გულისხმობს. ვისაც სულ მცირედითაც მაინც შეგიძლიათ დახმარება, ერთად გადავარჩინოთ გიორგის სიცოცხლე. ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი - GE44BG0000000607618300 თიბისი ბანკი - GE17თB7712145061100086 ლიბერთი ბანკი- GE54LB0111142322316000 მიმღები - მაკა ვარინა

---

 

02.03.2019

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=93136

აკაკი ზოიძე: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგვიწოდებს, რომ ქვეყანაში გასახვევ თამბაქოზე აქციზის ფასი გავზარდოთ

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგვიწოდებს, რომ ქვეყანაში გასახვევ თამბაქოზე აქციზის ფასი გავზარდოთ“, – ამის შესახებ პირველ არხს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განუცხადა. როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, აქციზზე ფასის მატების ამოცანა არის არა ის, რომ ბიუჯეტში მეტი ფული შევიდეს, არამედ ის, რომ ადამიანებმა ცოტა მოწიონ ან თავი დაანებონ მოწევას. „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოგვიწოდებს, რომ აქციზის ფასი გასახვევი თამბაქოზეც გავზარდოთ. რეალურად მოიმატა აქციზის ფასმა ფილტრიანსა და უფილტრო თამბაქოზე, ახლა დარჩა გასახვევი თამბაქო, ე.წ საბითუმო თამბაქო, რომელზეც გადავიდა საზოგადოების ნაწილი, რადგან უფრო იაფი გამოდის. ფასი არის თითქმის ერთადერთი ბარიერი, რომელიც ხელს უწყობს იმას, რომ მოწევა არ დავიწყოთ. ჩვენთან ცამეტი წლის ადამიანები რეგულარულად ეწევიან და ეს კატასტროფაა, საერთოდ ეპიდემიაა, როდესაც მოსახლეობის მესამედი ეწევა. აქციზი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლითაც ხდება პრევენცია“, - განაცხადა ზოიძემ. მისივე თქმით, გასახვევი თამბაქოს იმპორტი და გაყიდვა მკვეთრად გაიზარდა. „გასახვევი თამბაქოს იმპორტი 16 000 დოლარი იყო და ახლა 8 მილიონამდე გაიზარდა. აქციზის ფასის ზრდის თაობაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოგვმართა, მე მივმართე მთავრობას და ახლა მთავრობის გადასაწყვეტია. მე, როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, გავახმოვანე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია“, - განაცხადა ზოიძემ.

---

 

01.03.2019

მედიასაშუალება: https://metronome.ge/story/191299

აუცილებელია, სოციალურ მუშაკებს ჰქონდეთ მინიმალური გარანტიები – ნინო ლომჯარია სოციალურ მუშაკებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ მუშაკებს შეხვდა და ქვეყანაში სოციალური მუშაობის სისტემაში არსებული პრობლემები განიხილა. სახალხო დამცველმა პირადად მოისმინა სოციალურ მუშაკთა წინაშე მდგარი პრობლემები, რის გამოც მათი საქმიანობა სხვადასხვა დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერის მიმართულებით არსებითი გამოწვევების წინაშე დგას. კერძოდ, მათ კვლავ ძველი მეთოდებით, კრიტიკულად მწირი ფინანსური და ადამიანური რესურსებით უწევთ მუშაობა. სავალალო მდგომარეობაშია და სრულიად არ არის ბენეფიციარებზე მორგებული სოციალური მომსახურების ცენტრებისთვის განკუთვნილი შენობები. ომბუდსმენის შეფასებით, სოციალური მუშაობის სფეროს ეფექტური ფუნქციონირებისთვის სახელმწიფო ვალდებულია დროულად გააძლიეროს პრობლემებზე რეაგირების მექანიზმი და ამ მიზნით უზრუნველყოს სოციალური მუშაობის სისტემის რეფორმირება. უნდა მოახდინოს სოციალურ მუშაკთა საკადრო, ტექნიკური, ინფრასტრუქტურული და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა. აუცილებელია, სოციალურ მუშაკებს ჰქონდეთ მინიმალური გარანტიები – უსაფრთხოების, სამუშაო გარემოსა და პირობების შესაბამისობის, თანაბარი და სამართლიანი მოპყრობის, ღირსეული ანაზღაურებისა და უწყებრივი მხარდაჭერის კუთხით. საქართველოს სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა სოციალურ მუშაკებს და მზადყოფნა გამოთქვა, რომ მანდატის შესაბამისად, აქტიურად ჩაერთოს ქვეყანაში სოციალური სისტემის ცვლილებებისკენ მიმართულ პროცესებში.

---

 

01.03.2019

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/344963/

“თბილავიამშენის” გაფიცვა დასაქმებულთა გამარჯვებით დასრულდა – პროფკავშირები

თბილისის საავიაციო ქარხანა “თბილავიამშენის” დასაქმებულების გაფიცვა ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით დასრულდა. ამის შესახებ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება იუწყება. პროფკავშირების ინფორმაციით, მხარეები რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ. მათ შორისაა თანამშრომლებისთვის სამსახურის შენარჩუნების პირობა და ანაზღაურება. “ს.ს. თამ ავიამშენის დასაქმებულების 3-დღიანი გაფიცვა დასაქმებულების გამარჯვებით დასრულდა! დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის შედგა შეთანხმება! კერძოდ: 1. გაფიცვაზე წარმოდგენილ დასაქმებულებს პირობა მიეცათ, რომ არ გათავისუფლდებიან სამსახურიდან. 2. სახელფასო ფონდისთვის პროექტიდან გამოიყო 410 ათასი ლარი, რომლის 80% გადანაწილდება დასაქმებულების ხელფასებზე, დანარჩენი 20% პრემიალური სისტემის დანერგვისთვის იქნება განკუთვნილი. 3. დაიწყება კოლექტიურ ხელშეკრულებაზე მუშაობა. გილოცავთ და ვულოცავთ დასაქმებულებს. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!” – აცხადებენ პროფკავშირებში. სამკვირიანი უშედეგო მედიაციის შემდეგ, თბილისის საავიაციო ქარხანა “თბილავიამშენის” თანამშრომლებმა ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაფიცვა 27 თებერვალს დაიწყეს. კომპანიის ხელმძღვანელობა მხოლოდ საპრემიო ფონდის შექმნაზე იყო თანახმა, რაც დასაქმებულებს არ აკმაყოფილებდათ. ისინი გაზრდილ სტაბილურ შემოსავალს ითხოვდნენ. დამსაქმებელი გაფიცულთა დროებით ჩანაცვლებაზე ფიქრობდა.

---

 

01.03.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=198771-%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

"სასწარფოდ! ნიკოლოზის გადასარჩენად მთელი საქართველო იბრძვის"- ოჯახს შვილის გადასარჩენად სულ მცირე თანხა აკლია

საქველმოქმედო ორგანიზაცია "იალქანის" ხელმძღვანელი, კიდევ ერთი პატარას გადარჩენას ცდილობს. როგორც "ნიუპოსტს" თიკო აბაშიძე უყვება 4 წლის ნიკოლოზს ფილტვის სიმსივნე აქვს და სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს: "სასწარფოდ! ნიკოლოზის გადასარჩენად მთელი საქართველო იბრძვის, იმდენად მცირეა შესაგროვებლი რომ მჯერა ჩვენ ყველანი საკუთარ თავს მოვაკლებთ დღეს 1 ლარს და ნიკოლზს მივცემთ გადარჩენის შესაძლებლობას. სულ რაღაც 1500 ლარია აკლია ოჯახს. 26 წლის ახალგაზრდა დედამ ქვეყანა შეძრა რომ მის შვილისთვის ყველა თეთრი მოეგრვებინა. ეხალ ჩვენ ვართ მისი ძალა და იმედი. ნიკოლოზ არის 4 წლის. მას აქვს ფილტვის სიმსივნე შუასაყრის ფორმა, დაბალდიფერენცირებული კარცინომა. სიმსივნური წანაზარდი აწვება ვენას და ნებისმიერ წამს შეუძლია გახეთქოს. ხუთშაბათს უკვე დანიშნული იყო ნიკოლოზის გადაყვანა საზღვარგარეთ, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ მოხერხდა. გვაკლია 1500 ლარი და ქართველი ხალხის იმედი გვაქვს. როგორც საკუთარი შვილის ამბავი, ისე მიიტანეთ გულთან. ნიკოლოზის სიცოცხლე თქვენს ხელშია.ყველა ვინც საქართველოში ხართ გაიღეთ თითო ლარი მისთვის ანგარიში"- აცხადებს აბაშიძე. დანიშნულებაში მიუთითეთ #ნიკოლოზი 0901200127 საქველმოქმედო ზარი თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ანგარიშის ნომერი აპარატებიდან: საბანკო მომსახურება იურიდიული პირი პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14

---

 

01.03.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1551444189-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%92%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%9C%E1%83%90

დავით სერგეენკოს მოადგილედ თამარ გაბუნია დაინიშნა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ თამარ გაბუნია დაინიშნა. ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოაწერა ხელი. გაბუნია ბოლო წლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტებში მონაწილეობდა და სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდა- ფილიპინებში, კამბოჯაში, ვიეტნამში, ინდოეთში, სამხრეთ აფრიკაში, ყაზახეთსა და უკრაინაში. 2011-2016 წლებში იყო საქართველოში USAID-ის ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის დირექტორი. დავით სერგეენკოს სულ ექვსი მოადგილე ჰყავს – ზაზა ბოხუა, გიორგი წოწკოლაური, თამილა ბარკალაია, გრიგოლ გიორგაძე, მამუკა ცოტნიაშვილი და თამარ გაბუნია.

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/43495/tamar-gabunia-davit-sergeenkos-moadgiled-dainishna

---

 

01.03.2019

მედიასაშუალება: http://sknews.ge/index.php?newsid=21594

82 წლის გალუსტიანზე მერია პასუხისმგებლობას სოციალურ სააგენტოს აკისრებს

ახალციხის მერია, დიდიმამიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ 82 წლის ვლადიმერ გალუსტიანს, რომელიც ლოგინადაა ჩავარდნილი და სავარაუდოდ, ოჯახის წევრების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია, ულუფას გაუზრდის და ასევე, სადილს სახლშიც მიუტანს. 82 წლის გალუსტიანზე მერია პასუხისმგებლობას სოციალურ სააგენტოს აკისრებს ახალციხის მერიის სოციალური განყოფილების თანამშრომლებმა 82 წლის ვლადიმერ გალუსტიანის მდგომარეობა მას შემდეგ შეისწავლეს, რაც მის შესახებ „სამხრეთის კარიბჭისგან" შეიტყვეს. „მას ულუფას გავუზრდით. ჩვენ არ გვაქვს ბინაზე მიტანის სერვისი, მაგრამ პირადად მივაწვდით ხოლმე საჭმელს“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური განყოფილების ხელმძღვანელი ინგა დიაკონოვი. ლოგინად ჩავარდნილი ვლადიმერ გალუსტიანი ორ ალკოჰოლდამოკიდებულ შვილთან ერთად ცხოვრობს. სოციალური სამსახურის თანამშრომლები ჯერ მხოლოდ ერთს, გრიგოლ გალუსტიანს ესაუბრებნენ. „ვკითხე, მერიიდან რომ შეშა მოგიტანეთ, სად არის მეთქი და მხრები აიჩეჩა. როგორც აღმოჩნდა, დენის გამათბობლით თბებიან. დღეს ვაპირებთ მეორე ძმასთან შეხვედრასაც“, – გვითხრა ახალციხის მერიის სოციალური განყოფილების სპეციალისტმა მაკა ზედგინიძემ. ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ გალუსტიანების მდგომარეობით სოციალური მომსახურების სააგენტო უნდა დაინტერესდეს. „ჩემი აზრით, ბევრი რამ სოციალური სააგენტოს პასუხისმგებლობაა. ვფიქრობთ, რომ გალუსტიანებს შეუსაბამოდ მაღალი ქულა აქვთ, ამიტომ სააგენტოს წერილობით მივმართავთ, რომ ხელმეორედ გადაამოწმონ“, – ამბობს ინგა დიაკონოვი. 82 წლის ვლადიმერ გალუსტიანს ამჟამად სოციალურად დაუცველის სტატუსი არ აქვს, როგორც უწყებაში აცხადებენ, მას მაღალი ქულები იმის გამო უფიქსირდება რომ ელექტროენერგიის და წყლის მაღალი გადასახადი მოსდის, ასევე, საკუთრებაში სხვა ბინაც აქვს. ლოგინად ჩავარდნილი ვლადიმერ გალუსტიანი ორ ალკოჰოლდამოკიდებულ შვილთან ერთად ახალციხეში, დიდიმამიშვილის პირველში ცხოვრობს. როგორც ერთ–ერთი შვილის სიდედრი ამბობს, 82 წლის კაცზე შვილი ფიზიკურად ძალადობს. მეზობლები აცხადებენ, რომ სახლიდან ჩხუბისა და ტირილის ხმა ხშრიად გამოდის.

---

 

01.03.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/535212-propkavshirebis-inpormaciit-tbilaviamshenshi-gapicva-dasrulda-da-administracia-dasakmebulebs-xelpasebs-gauzrdis/

პროფკავშირების ინფორმაციით, „თბილავიამშენში“ გაფიცვა დასრულდა და ადმინისტრაცია დასაქმებულებს ხელფასებს გაუზრდის

პროფკავშირების ინფორმაციით, „თბილავიამშენში“ გაფიცვა დასრულდა და ადმინისტრაცია დასაქმებულებს ხელფასებს გაუზრდის. „პროფკავშირების ძალისხმევით დავა დასაქმებულთა სასარგებლოდ დასრულდა. ადმინისტრაცია ყველა დასაქმებულს ხელფასს გაუზრდის და საპრემიო სისტემასაც შემოიღებს. ყოველთვიური სახელფასო ბიუჯეტი 87 000 ლარს შეადგენდა. კომპანიის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება - გამოყოს კიდევ 410 000 ლარი, რომელიც მთელ წელზე განაწილდება და სწორედ ზემოაღნიშნულ საჭიროებებს მოხმარდება“,- ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ „თბილავიამშენის“ თანამშრომლებმა 2 დღის წინ აქცია გამართეს. როგორც ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ავიაინჟინერმა ოთარ ბახტაძემ განუცხადა, ისინი ხელფასების მატებას და პრემიალური სისტემის შემოღებას ითხოვდნენ.

---

 

01.03.2019

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/185088/

წამლის სააგენტო: „ფენსპირიდის“ შემცველი სამკურნალო საშუალებების რეგისტრაცია შეჩერებულია

წამლის სააგენტოს ცნობით, აქტიური სუბსტანციის „ფენსპირიდის“ შემცველი სამკურნალო საშუალებების რეგისტრაცია შეჩერებულია. ამის მიზეზი „ევროპის წამლების სააგენტოს“ ინფორმაცია გახდა. წამლის სააგენტოს ცნობით, პრეპარატ „ერესპალზე“ (აქტიური სუბსტანცია – ფენსპირიდი; მწარმოებელი – Les Laboratoires Servier Industrie“, France) ჩატარებულ 2 პრეკლინიკურ კვლევაში გამოვლინდა, რომ ეს პრეპარატი კალიუმის იონური არხების (hERG) ინჰიბირებით ხელს უწყობს ეკგ-ზე QT ინტერვალის გახანგრძლივებას, რაც ქმნის გულის პარკუჭოვანი არითმიის განვითარების შესაძლებლობას. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ანალოგიური ცვლილებები შესაძლებელია გამოვლინდეს ადამიანებშიც რეკომენდებულ დოზებში პრეპარატის გამოყენებისას. კვლევების საფუძველზე საფრანგეთის მარეგულირებელმა 8 თებერვალს შეაჩერა ზემოაღნიშნული ფარმაცევტული კომპანიის წარმოებული ფენსპირიდის შემცველი სამკურნალო საშუალებების სავაჭრო ნებართვის მოქმედება და გამოითხოვა ისინი ბაზრიდან. ფენსპირიდის შემცველი პრეპარატები გამოიყენება ბრონქოპნევმოპათიების დროს. წამლის სააგენტომ პრეპარატ ფენსპირიდის შესახებ არსებული ინფორმაციის საფუძველზე EMA-ს მიერ საკითხის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე დაშვებული, ფენსპირიდის შემცველი შემდეგი პრეპარატების რეგისტრაცია: პულმოდინი ტირფენსი ფენირიდი ერესპალის სიროფი ერესპალი 80მგ ფენსპირიდი-LF ელოფენალი ეპისტატი მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატების მწარმოებლების შესახებ წამლის სააგენტოს უფროსის ბრძანებაში შეგიძლიათ ნახოთ. სააგენტოს ცნობით, ზემოაღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტების რეგისტრაციით დაინტერესებულ პირებს, იმპორტიორებსა და რეალიზატორებს, დაევალათ უზრუნველყონ მათი რეალიზაციის შეჩერება და ბაზრიდან გამოთხოვა.

---

 

01.03.2019

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/43474/narkologiuri-gamokvleva-ert-otakhshi-ertdroulad-ramdenime-patsients-utardeboda--angarishi

ნარკოლოგიური გამოკვლევა ერთ ოთახში ერთდროულად რამდენიმე პაციენტს უტარდებოდა - ანგარიში

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი 2018 წლის ანგარიშში ჯანდაცვის სექტორში პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას. ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი დარღვევები და ნაკლოვანებები ცხადყოფს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავებისას კვლავ არსებობს გამოწვევები. მაგალითად, გამოვლინდა პაციენტის წერილობითი თანხმობისა და კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისის გარეშე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემის ფაქტები. „ინსპექტორს მომართა მოქალაქემ, რომელმაც მიუთითა, რომ იგი იმყოფებოდა ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ე.წ. „ნარკოლოგიური ცნობის“ აღების მიზნით. მომსახურების დროს ექიმის ოთახში მასთან ერთად იმყოფებოდნენ სხვა პაციენტებიც, რომლებიც პარალელურ რეჟიმში პასუხობდნენ ექიმ-ნარკოლოგის შეკითხვებს. განმცხადებლის მითითებით, მას ესმოდა სხვა პირის მიერ ექიმის შეკითხვებზე გაცემული პასუხები და მისი პასუხებიც შეეძლო მოესმინა სხვა პაციენტს. საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადასტურდა, რომ დაწესებულებაში ნარკოლოგიური გამოკვლევა ერთ ოთახში ერთდროულად რამდენიმე პაციენტს უტარდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულებაში პაციენტები ფიზიკურად ხვდებიან ერთმანეთს და შესაძლოა, ვარაუდობდნენ, რომ ესა თუ ის პირი იტარებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, უშუალოდ ნარკოლოგიური გამოკვლევის პროცესზე დასწრებით მათ მიეწოდებათ დაზუსტებული და ოფიციალური ინფორმაცია კონკრეტული პაციენტის ვინაობის, მის მიერ მიღებული პრეპარატების, გადატანილი დაავადებებისა და სხვა დეტალების შესახებ. ინსპექტორმა მიიჩნია, რომ ერთსა და იმავე ოთახში რამდენიმე პაციენტის პარალელურ რეჟიმში გამოკვლევა არ შეესაბამება მონაცემთა დამუშავების უსაფრთხოების დაცვის სტანდარტს და მუდმივად წარმოშობს მონაცემების შემთხვევითი გამჟღავნების რისკს", - ნათქვამია ანგარიშში. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ინსპექტორის დავალებით დაწესებულებამ დანერგა ნარკოლოგიური გამოკვლევის პროცესში პაციენტების პერსონალური მონაცემების შემთხვევითი/უკანონო გამჟღავნებისაგან დაცვის პროცედურები.

---

 

01.03.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/452429

რომელ სამინისტროებში გასაჯაროვდა უკანონოდ მონაცემები-პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ფაქტები გამოავლინა

2018 წელს საჯარო დაწესებულებაში დაცულ მონაცემთა ბაზებზე მოხელეთა არასამსახურებრივი მიზნით წვდომისა და ინფორმაციის კონფიდენციალობის დარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა, – ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საჯარო დაწესებულებების მიერ ადამიანის პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უფლების უზრუნველყოფა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა საჯარო უწყებებისადმი მოქალაქეთა ნდობის განმტკიცების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო დაწესებულებების საქმიანობა და მათ მიერ მონაცემთა დამუშავების წესი უმეტესად პირდაპირ რეგულირდება კანონმდებლობით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა რამდენიმე პრობლემა, რაც პერსონალური მონაცემების დაცვისთვის ეფექტიანი სამართლებრივი თუ ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების გატარებისა და საჯარო მოხელეთა მეტი ინფორმირებულობის საჭიროებაზე მიუთითებს. 2018 წელს საჯარო დაწესებულებაში დაცულ მონაცემთა ბაზებზე მოხელეთა არასამსახურებრივი მიზნით წვდომისა და ინფორმაციის კონფიდენციალობის დარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ინსპექტორის აპარატის მიერ გამოვლენილ საჯარო მოსამსახურეების გადაცდომებზე თავად უწყებებიც ახდენდნენ დისციპლინურ რეაგირებას, თუმცა არასამსახურებრივი მიზნით მონაცემებზე წვდომის პრევენციისათვის, მნიშვნელოვანია შიდა კონტროლის მექანიზმების გაძლიერება. საანგარიშო პერიოდში ინსპექტორმა სამინისტროების, საარჩევნო ადმინისტრაციის, სასამართლოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, მათ შორის საჯარო სამსახურის ბიუროს, საჯარო სკოლებისა და სახელმწიფო უნივერსიტეტების მიერ მონაცემთა დამუშავების 115 ფაქტი შეისწავლა. 70 სამართალდარღვევის ფაქტზე 11 შემთხვევაში გამოყენებულ იქნა ჯარიმა, ხოლო 7 შემთხვევაში – გაფრთხილება; გარკვეულ დარღვევებზე, ხანდაზმულობიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება ვერ მოხდა, თუმცა გაიცა 50 შესასრულებლად სავალდებულო მითითება და რეკომენდაცია“, – ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის ანგარიშში. “საანგარიშო პერიოდში ინსპექტორს მომართა მოქალაქემ, რომელიც მიუთითებდა, რომ ერთ-ერთი სამინისტროს თანამშრომელმა, სავარაუდოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვა მისი პერსონალური მონაცემები. განცხადების განხილვის ფარგლებში დადგინდა, რომ სამინისტროში დასაქმებულმა პირმა პირადი მიზნებით გამოიყენა მისთვის გადაცემული ე.წ. დიჯიპასი და მოიპოვა განმცხადებლის მონაცემები. აღნიშნულ ფაქტზე სამინისტრომ თავად ჩაატარა სამსახურებრივი მოკვლევა და დისციპლინური პასუხისმგებლობა დააკისრა მოხელეს“, – აღნიშნულია დოკუმენტში. კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც დოკუმენტშია ასახული ჯანდაცვის სამინისტროს ეხება: „ერთ-ერთი მოქალაქე მიუთითებდა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მისი წერილობითი მიმართვა ხელმისაწვდომი გახადა ამავე მიმართვაში დასახელებული პირებისთვის. აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად სოციალურ ქსელ – „Facebook”-ში რამდენიმე პირს შორის შემდგარი პირადი მიმოწერის ამსახველი ფოტომასალა წარმოადგინა, სადაც განიხილებოდა განმცხადებლის მიერ სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილობით მიმართვაში მითითებული საკითხები და ნახსენები იყო მიმართვის ავტორის სახელი და გვარი. განხილვის ფარგლებში დადგინდა, რომ მოქალაქის წერილობითი მიმართვა შეეხებოდა აივ/შიდსით შესაძლო ინფიცირების საფრთხეებს. სამინისტრომ წერილი რეაგირების მიზნით, სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს გადაუგზავნა. თავის მხრივ, სსიპ-მა მიმართვა მასში მითითებული გარემოებების დადგენის მიზნით, კონტრაქტორ ორგანიზაციებს გადასცა. ცენტრსა და კონტრაქტორ ორგანიზაციებს შორის დადებული ხელშეკრულებით, მათ ვალდებულებას წარმოადგენდა აივ ინფექციის/შიდსის პრევენცია, რისკის ქვეშ მყოფი თემის წევრების მობილიზება და მათთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. განხილულ შემთხვევაში, კონტრაქტორებისგან დამატებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელი იყო წერილის ავტორის იდენტიფიცირების გარეშეც, მით უფრო, რომ წერილის შინაარსი ავტორისთვის გარკვეული ზიანის მიყენების საფრთხეს ქმნიდა. აღსანიშნავია, რომ ინსპექტორის დავალების საფუძველზე, სამინისტრომ მონაცემების დამუშავების კანონიერების უზრუნველსაყოფად რიგი ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების გატარების საჭიროება განსაზღვრა“, – ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის ანგარიშში.

---

 

01.03.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/535180-nino-lomjaria-kuchashi-mcxovrebi-arasrulclovnebi-aris-seriozuli-problema-da-gamocveva-saxelmcipostvis/

ნინო ლომჯარია - ქუჩაში მცხოვრები არასრულწლოვნები არის სერიოზული პრობლემა და გამოწვევა სახელმწიფოსთვის

ქუჩაში მცხოვრები არასრულწლოვნები არის ძალიან სერიოზული პრობლემა და გამოწვევა სახელმწიფოსთვის, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, ქუჩაში მცხოვრები ბავშვების ცხოვრების პირობების შესახებ საუბრისას განაცხადა. “ქუჩაში მცხოვრები არასრულწლოვნები არის ძალიან სერიოზული პრობლემა და გამოწვევა სახელმწიფოსთვის. არ არსებობს შესაბამისი სერვისები სახელმწიფოში, რომელიც შესაბამის მომსახურებას გაუწევდა ამ ბავშვებს ან დაიცავდა მათ იმისგან, რომ არ მოუწიოთ ქუჩაში ყოფნა. ეს არის სერიოზული გამოწვევა ქვეყნისთვის და ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორედ სოციალური სამსახურის განვითარებით და შესაბამისი სერვისების შექმნით უფრო მეტი დაფინანსებით და ყურადღების მიქცევით შეიძლება მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება. რაც შეეხება კითხვას, როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო მათ მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის საკითხზე, ლომჯარია აცხადებს, რომ მათ მიმართ შესაბამისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ვერ იქნება გამოყენებული. „რა თქმა უნდა, არასრულწლოვნების მიმართ არსებობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და მათ მიმართ შესაბამისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ვერ გამოვიყენებთ შესაბამის ასაკამდე, ამიტომ, სხვა ტიპის რეაგირება არის სახელმწიფოს მხრიდან საჭირო“,- აღნიშნა ლომჯარიამ.

---

 

01.03.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/zemo-mlethis-ekomigrantebisthvis-alternatiuli-satskhovrebeli-pharthebis-shesadzenad-phuladi-thankha-gamoiqhopha/

ზემო მლეთის ეკომიგრანტებისთვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართების შესაძენად ფულადი თანხა გამოიყოფა

საქართველოს მთავრობის ინიციატივით დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ზემო მლეთის ეკომიგრანტებისთვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართების შესაძენად ფულადი თანხა გამოიყოფა. ოჯახების დაფინანსებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობა უზრუნველყოფენ. მცხეთა–მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ზემო მლეთის მოსახლეობას მთავრობის ინიციატივა გააცნო. მხარის რწმუნებულმა სოფლის საჭიროებები მოისმინა, მოსახლეობასთან ერთად ალტერნატიული საცხოვრებლის უზრუნველყოფის საკითხზე იმსჯელა და მათ მხარდაჭერა აღუთქვა. „ჩვენთვის მლეთის ეკომიგრანტების უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესი საზრუნავია. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ–მინისტრს და ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას თანადგომისთვის. აქტიურად ვმუშაობთ, რათა მოსახლეობა საცხოვრებლად ეკოლოგიურად უსაფრთხო ზონაში გადავიყვანოთ“ – აღნიშნა მხარის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

---

 

01.03.2019

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/249610-dedis-rvizlit-gadarcenili-svilis-sicocxle-10-saatiani-urtulesi-operacia-saqartvelosi

დედის ღვიძლით გადარჩენილი შვილის სიცოცხლე - 10-საათიანი ურთულესი ოპერაცია საქართველოში

ბათუმში, ზღვისპირა ქალაქში, რომელიც მზესთან და დასვენებასთან ასოცირდება, სადაც თითქოს მხოლოდ ბედნიერი ამბები უნდა ისმოდეს, ორი თვის წინ ახალგაზრდა ქალი შვილის გადასარჩენად იბრძოდა... ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სამსახურიდან სახლში დაბრუნებული დედა შვილის სიყვითლემ შეაშინა. მერე იყო ექიმთან ვიზიტი, გამოკვლევები და თავზარდამცემი დიაგნოზი... ხათუნა ცეცხლაძე: „დაახლოებით ორი თვის წინ სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს თამარი შეუძლოდ დამხვდა. ფერიც არ მომეწონა და მეორე დღესვე ექიმთან მივიყვანე. აღებული ანალიზი გერმანიაში გადააგზავნეს, ერთი კვირის შემდეგ პასუხი მოვიდა. როცა დიაგნოზის ფურცელი გადმომცეს, მითხრეს, აუტოიმუნური ჰეპატიტიაო. ვერ გავიგე, რას ნიშნავდა. მერე, რომ ამიხსნეს ჩემი შვილის დიაგნოზი, ადგილზე გავიყინე. ღვიძლს ფუნქცია დაქვეითებული ჰქონდა და ყოველდღიურად მწვავდებოდა მდგომარეობა... ბავშვს თანდაყოლილი ჰეპატიტი აღმოაჩნდა. მე და ჩემმა მეუღლემ ინტერნეტში დავიწყეთ ამ დაავადების შესახებ ინფორმაციის მოძიება. რაც უფრო ბევრს ვიგებდით, მით უფრო გვიპყრობდა შიში. თამარი თბილისში, იაშვილის საავადმყოფოში, დავაწვინეთ. თუ არ ჩავთვლით უბრალო გაციებას, ამ 9 წლის განმავლობაში ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია“,- იხსენებს თამარის დედა. გადასხმებით აჩერებდნენ ღვიძლის თვითგანადგურების შეუქცევად პროცესს, მაგრამ დრო არ ითმენდა. რა არის გამოსავალი? - პატარა თამარის მშობლების დასმულ ამ შეკითხვას მედიკოსებმა კონსილიუმის შემდეგ უპასუხეს: „დონორის პოვნა და ღვიძლის გადანერგვა“. ყოველი დღე გადამწყვეტი იყო, უფრო სწორად, ყოველი წამი. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ ოჯახს არც საკმარისი ფინანსური რესურსი ჰქონდა, რომ მსოფლიო მასშტაბით ღვიძლის დონორი მოეძებნათ და არც - დრო. მსოფლიო პრაქტიკის გამოცდილებით, პირველ რიგში მშობლები მოსინჯეს დონორებად. დედის ანალიზები დადებითი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, მაინც არსებობდა რისკი, რომ თეორიულად დადასტურებული დონორის ღვიძლს ოპერაციის შემდეგ პაციენტის სხეული არ შეითვისებდა. „ღვიძლის ტრანსპლანტაცია გარდაუვალი იყო. იმის გამო, რომ ყოველ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, რეანომობილით ჩავიყვანეთ ბავშვი. როცა საოპერაციოში შევდიოდი, მეუღლეს და ოჯახის წევრებს ვუთხარი, თუ საჭირო გახდა მთლიანი ღვიძლის გადანერგვა, არც დაფიქრდეთ, მაშინვე მიეცით თანხმობა ექიმებს, მზად ვარ შვილის გადასარჩენად დავთმო სიცოცხლე-თქო. შოკურ მდგომარეობაში ვიყავი, თავში მხოლოდ ის მიტრიალებდა, როგორმე შვილი გადამერჩინა. საოპერაციოში რომ შემიყვანეს, მაშინ მოვედი გონზე... სამედიცინო იარაღები რომ დავინახე, გამოვერკვიე და მივხვდი, რა ურთულესი ოპერაცია ჰქონდა გადასატანი ჩემს გოგონას“ - გვიყვება ხათუნა ცეცხლაძე. ქირურგ კახა ქაშიბაძეს, რომელსაც ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში მანამდე ღვიძლის რამდენიმე ტრანსპლანტაცია ჰქონდა გაკეთებული, იმ დღეს ასმაგად საპასუხისმგებლო ოპერაცია უნდა გაეკეთებინა. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, 9 წლის პაციენტისთვის ღვიძლი საქართველოში პირველად უნდა გადაენერგა. ღელავდა ყველა, ქირურგის გარდა. პროფესიონალური ჩვევაა ემოციების გვერდზე გადადება და კონცენტრირება... იმ დღესაც ასე იყო. ჯერ დონორს, 31 წლის დედას, ჩაუტარდა ოპერაცია და მერე მის შვილს, 9 წლის პაციენტს. ტრანსპლანტაციის პროცესი ზუსტად 10 საათს მიმდინარეობდა. „არსებობდა იმის საშიშროებაც, რომ ანალიზით დადასტურებული დონორის ღვიძლი ოპერაციის შემდეგ არ გამომდგარიყო პაციენტისთვის. ღმერთის წყალობით და პროფესიონალი მედიკოსების დახმარებით ტრანპლანტაციამ წარმატებით ჩაიარა. არ მახსოვს, მაგრამ ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ პირველად ბავშვის მდგომარეობა მიკითხავს. სანამ ტელეფონით გადაღებული ვიდეო არ მაჩვენეს პალატაში მწოლიარე შვილის, მანამდე ვერ მოვისვენე. არ ვიცი როგორ და რა გზით, ან თუ ოდესმე შევძლებ კახა ქაშიბაძისა და მისი გუნდის მიმართ მადლიერების გამოხატვას! მათ ყველაფერი გააკეთეს ჩემი შვილის გადასარჩენად და სიცოცხლე ხელმეორედ აჩუქეს. 25 დეკემბერს მე და ჩემი შვილი, ორივე, მეორედ დავიბადეთ! ბევრი რამე შეიცვალა ოპერაციის შემდეგ. დილა მედიკამენტების მიღებით იწყება და დაძინებამდე ასე გრძელდება. წამლების რაოდენობა დროთა განმავლობაში შემცირდება“ - ამბობს თამარის დედა. წარმატებით დასრულებული ოპერაციის შემდეგ ახლა 9 წლის თამარი და მისი დონორი დედა პოსტოპერაციულ რეაბილიტაციას სახლში გადიან. კვირაში ერთხელ ანალიზებს აბარებენ და ახალ სხეულთან ადაპტაციის პროცესს აკვირდებიან. ყოველი ანალიზის პასუხი სულ უფრო დადებითია. გადანერგილი ღვიძლი ფუნქციას წარმატებით ასრულებს და თამარის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ახლა დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. მძიმე დაავადებას თამარი სულ მალე უბრალო ისტორიად გაიხსენებს და ჩვეულებრივად გააგრძელებს ცხოვრებას, თანატოლებთან ბევრს ითამაშებს და როცა დიდი გოგო გაიზრდება, ეცოდინება რომ ქართველმა ქირურგმა ყველაფერი გააკეთა, რათა ეცოცხლა, ჯანმრთელი და მებრძოლი ყოფილიყო. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

---

 

 

ბეჭდვითი მედია

04.03.2019

მედიასაშუალება: რეზონანსი

მე არ მითქვამს, რომ მარტში გრიპის ახალი ტალღა იქნება - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოენრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კატეგორიულად უარყოფს მედიაში გავრცელებულ იმფორმაციას, რომ მარტში „ღორის გრიპის" ახალი ეპიდ-აფეთქებაა მოსალოდენლი. იგი აცხადებს, რომ მსგავსი რამ არ უთქვამს, და ხალხს არ უნდა ჰქონდეს პანიკის საფუძველი. „გრიპის საფრთხე და შემთხვევები შესაძლოა იყოს მარტშიც, აპრილშიც, ამიტომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა და ის პრევენციული ღონისძიებები, რომლებსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქვეყნებს, უკლებლივ ყველა უნდა განხორციელდეს", - აცხადებს გამყრელიძე . მისი თქმით, გრიპთან დაკავშირებით სიტუაცია ნელნელა მშვიდდება. თუმცა, ხელისუფლება ყველაფრისთვის მზად არის, მედიკამენტების მხრივაც რაიმე კრიზისი საფრთხე არ არსებობს, რადგანაც ქვეყანაში არის „ტამიფლუს" საკმარისი მარაგი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ჰიგიენური ნორმები მაქსიმალურად დაიცვან,რათა თავიდან აიცილონ ის ფატალური შედეგები, რაც იანვარ-თებერვალში ღორის გრიპის ვირუსის ტალღას მოჰყვა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5913423&name=04.03.2019+-+%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90+%28%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%29&p=1&lang=Ge

---

 

04.03.2019

მედიასაშუალება:      ალია

„აპარატზე შეერთებულ კაცს დაზღვევა ამოეწურა თუ არა პატრონს გამოუცხადეს გარდაიცვალაო... კატასტროფა ხდება საქართველოში!“

ყოფილი საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს სოციალურ ქსელში წერს: „კატასტროფა ხდება საქართველოში: მე-8 საავადმყოფოში, 2 კვირა ადამიანი აპარატზე შეერთებული ამყოფეს, პატრონს არ უშვებდნენ კარანტინიაო და დაზღვევა ამოიწურა თუ არა იმავე დღეს გამოუცხადეს გარდაიცვალაო!… და მეორე კითხვა: სოციალურად დაუცველ ადამიანს იმერეთიდან თბილისში არ ემსახურებიან?!… სულ გარეკეთ?!”….

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5914229&name=04.03.2019+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

04.03.2019

მედიასაშუალება:      ალია

„საქართველოში 11 ათასი სიკვდილის შემთხვევა პირდაპირ დაკავშირებულია ჰაერის დაბინძურებასთან“

8 მილიონი ადამიანის სიკვდილის შემთხვევა გამოწვეულია ჰაერით. ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა. „ჰაერი არის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი სიკვდილიანობის. საქართველოში 11 ათასი სიკვდილის შემთხვევა პირდაპირ დაკავშირებულია ჰაერთან. მარტო კიბო, რომ იძახიან მასე არაა, რადგან ზუსტად ის ჰაერის დაბინძურება იწვევს ინსულტს,დიაბეტს, ქრონიკულ დაავადებებს და კიბოს". - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5913986&name=04.03.2019+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 ​