მედიამონიტორინგი 04.04.2019
ტელევიზია
04.04.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
პრემიერ-მინირტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა თემქაზე კლინიკა "ჯერარსი" გახსნეს. კლინიკა მოიცავს 10 საოპერაციო, 2 ლაბორატორიას და გათვლილია 208 პაციენტზე. აქ დასაქმებულია 600-ზე მეტი თანამშრომელი. შენობა სრულად აკმაყოფილებს უსაფრთხოების წესებს. დავით შერგეენკოს კომენტარი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5987688
---
04.04.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
დირსის შენობა კიდევ 10-მა დევნილმა დატოვა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან მოლაპარაკებები გვიან ღამემდე გაგრძელდა. დევნილების განცხადებით, მათ მიიღეს პირობა, რომ სიები განახლდება და თითოეულ ოჯახთან მოლაპარაკებები გაგრძელდება და მიიღებს ბინას, ხოლო ვინც ამ ეტაპზე ვერ მიიღებს ბინას, ქირით იქნება დაკმაყოფილებული.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5987777
რუსთავი 2- კურიერი 08:00 - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5987328
---
04.04.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
მოსახლეობის კმაყოფილება ჯანდაცვის სისტემით-კვლევის შედეგები. კავკასიური რესურსების კვლევითმა ცენტრმა ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორის ორგანიზაცია IDEA-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში კვლევა ჩაატარა. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5987320
---
04.04.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
კანონი მკაცრდება, მაგრამ შრომის უსაფრთხოება სათანადოდ დაცული მაინც არ არის. ამაზე თანხმდება როგორც ხელისუფლება, ისე კერძო სექტორი. პრობლემის მასშტაბები განსაკუთრებით იმ დღეებში ჩანს, როცა ვიგებთ, რომ მშენებლობაზე, ან რომელიმე საწარმოო პროცესში მორიგი მსხვერპლი არსებობს. სად არის გამოსავალი, ამასთან დაკავშირებით პარლამენტში დისკუსია კიდევ ერთხელ დაიწყო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5987348
---
04.04.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
პანკისის სოფელ წინუბანში უბედურ შემთხვევას 10 წლის გოგონა ემსხვერპლა. მოზარდს და-ძმამ ფეხსაცმელი სათავსოში აუგდო, მის ჩამოსატანად ასულ გოგოს ფეხი დაუცურდა და რკინის კონსტრუქციაზე თავსაბურავით დაეკიდა. შემთხვევა ოჯახის საცხოვრებელ სახლში მოხდა, სადაც გვიანობამდე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ადგილობრივი მაცხოვრებლის თქმით, გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარების მანქანა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5987769
---
03.04.2019
არხი: I არხი
გადაცემა: დღის თემა
მეექსვე დღეა ორთაჭალაში მდებარე 20 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის აზოგადოების ყურადღების ცენტრშია. შენობა 130 მდე დევნილმა ოჯახმა დაიკავა, რომლებიც ბინებით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული კონკრეტული გარანტიების მიღებამდე კორპუსის დატოვებას არ აპირებენ. მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი იძულებით გადაადგილებულ პირებსა და დევნილთა სამინისტროს შორის უშედეგოდ დასრულდა. კორპუსი, რომელიც დევნილებმა დაიკავეს, სწორედ იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის გადასაცემად აშენდა, თუმცა ბინები დევნილებმა კონკრეტული კრიტერიუმების და პროცედურების დაკმაყოფილების საფუძველზე უნდა მიიღონ, ასეთია სამინისტროს პოზიცია. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5986832
---
03.04.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
დატოვებს თუ არა 120- მდე დევნილი "დირსის" კორპუსს. ისინი სახელმწიფოსთან წერილობით შეთანხმებას ითხოვენ. თუმცა არ არის გამორიცხული მათ უკანონოდ დაკავებული საცხოვრებელი კორპუსი უახლოეს პერიოდში დატოვონ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მოლაპარაკებები ცოტა ხნის წინ დასრულდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5986678
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5986639
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5986416
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5986125
რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5984757
---
03.04.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
კვლევის შედეგები ტყვიის შემცველობაზე. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამრიან გამყრელიძე
https://www.imedi.ge/ge/video/35854/kvlevis-shedegebi-tkviis-shemtsvelobaze
---
03.04.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
ცხოვრება უკიდურეს გაჭირვებაში - სოფელ ვეჯინში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახის 5 ბავშვს, მინდობით აღზრდაში გადაყვანა ემუქრება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5986827
---
03.04.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 17:45
მოსალოდნელია თუ არა კერძო სექტორისთვის შრომის უსაფრთხოების მორიგი, გამკაცრებული ნორმების დაწესება. ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ ამ საკითხზე დისკუსია ისევ გახსნა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5985562
---
03.04.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 12:00
მარნეულში 32 დევნილი ოჯახისთვის ახალი დასახლება მოეწყობა. გერმანიის მთავრობა იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით, საქართველოს გრანტის სახით 10 მლნ ევროს გადმოსცემს. პროექტი დევნილების გრძელვადიანი განსახლებისთვის ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან აქტივობებს ითვალისწინებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5984899
---
03.04.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
სოციალური მომსახურების სააგენტომ სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ახალი ეტაპი დაიწყო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5984279
---
03.04.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: მაესტროელები
აბორტის აკრძალვის მოთხოვნა პერიოდულად ჩნდება საჯარო სივრცეში. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს რომ ემბრიონის სიოცოცხლის შეწყვეტა არცერთი მიზეზით არ უნდა იყოს დაშვებული საქართველოში. ამ მოსაზრებებს რადიკალურად უპირისპირდებიან ადამიანის უფლებებისა და გენდერულ თანსწორობაზე მომუშავე არასამთავრობოები. როგორია აბორტის მარეგულირებელი კანონმდებლობა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5986681
---
03.04.2019
არხი: ერთსულოვნება - სიახლენი 22:00
გადაცემა:
საქართველოში ტყვიით დაბინძურებული პროდუქციის საგანგაშო სტატისტიკაზე მედიაცენტრ მთავარში პრესკონფერენცია გაიმართა. ტოქსიკოლოგებმა თეიმურაზ კობიძემ და ინგა ღვინერიამ ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით სახელმწიფოს კონტროლის დაწესებისკენ მოუწოდეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5986884
---
03.04.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
თბილისის მერია ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსებას 70 ათას ლარამდე გაზრდის.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5986723
---
ინტერნეტი
04.04.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/davit-sergeenko-jerarsi-iqneba-ara-elituri-aramed-yvelastvis-khelmisawvdomi-klinika/
დავით სერგეენკო - „ჯერარსი“ იქნება არა ელიტური, არამედ ყველასთვის ხელმისაწვდომი კლინიკა
ეს იქნება არა ელიტური, არამედ ყველასთვის ხელმისაწვდომი კლინიკა, სადაც დროული და ადრეული დიაგნოსტიკის, გართულებების თავიდან აცილების ხარჯზე იქნება ხარჯეფექტური და ხარისხიანი მკურნალობა, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თემქაზე, კლინიკა „ჯერარსი“ გაიხსნის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, კლინიკა 208 სტაციონარულ საწოლზეა გათვლილი და ტექნოლოგიურად კარგად არის აღჭურვილი. „დღეს გაიხსნა კიდევ ერთი ახალი კლინიკა, რომელიც 208 სტაციონარულ საწოლზე არის გათვლილი, თუმცა ამბულატორიული და დიაგნოსტიკური ნაწილი საკმაოდ დიდია. მრავალპროფილური კლინიკაა, თუმცა უფრო აქცენტირებულია კარდიოლოგია და გულის ქირურგია, როგორც ბავშვთა, ასევე მოზრდილთა. ნიშანდობლივია ის, რომ ტექნოლოგიურად ეს მართლაც კარგად აღჭურვილი კლინიკაა და ნამდვილად მაქვს იმის მზაობა და მოლოდინი, რომ კლინიკა შესთავაზებს რეალურ, ხარჯეფექტურ ფასებს პაციენტებს, რადგან სახელმწიფო ტარიფი, პრინციპში, ყველასთვის ერთია. ეს იქნება არა ელიტური, არამედ ყველასთვის ხელმისაწვდომი კლინიკა, სადაც დროული და ადრეული დიაგნოსტიკის, გართულებების თავიდან აცილების ხარჯზე იქნება ხარჯეფექტური და ხარისხიანი მკურნალობა“,- განაცხადა დავით სერგეენკომ. თბილისში, თემქაზე კლინიკა „ჯერარსი“ გაიხსნა. კლინიკა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა.
---
04.04.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/davit-sergeenko-mtavar-problemad-medikamentebtan-xelmisawvdomoba-rcheba/
დავით სერგეენკო - მთავარ პრობლემად მედიკამენტებთან ხელმისაწვდომობა რჩება
ჯანდაცვის სისტემა ძალიან კომპლექსური საკითხია, რომელიც ფასდება ორ წელიწადში ერთხელ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მიერ, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სერვისების მიმართ პაციენტთა კმაყოფილება მაღალია. „ჯანდაცვის სისტემა ძალიან კომპლექსური საკითხია, რომელიც ფასდება ორ წელიწადში ერთხელ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მიერ. ჯანდაცვის სერვისებით პაციენტთა კმაყოფილება მაღალია, გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც შეძლო ექიმთან მისვლა და სერვისების მიღება, თუმცა მთავარ პრობლემად რჩება წამლებთან, მედიკამენტებთან ხელმისაწვდომობა. ასეთი მასშტაბის სისტემებს შესაბამისი ფორმატის კვლევა სჭირდება, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
---
04.04.2019
დავით სერგეენკო შრომის უსაფრთხოებაზე - მიმართულება, საითაც მივდივართ - სწორია, თუმცა, გარკვეული პროცესები უფრო ინტენსიურად არის წასამართი
მიმართულება, საითაც მივდივართ - სწორია, თუმცა, გარკვეული პროცესები უფრო ინტენსიურად არის წასამართი, - ასე უპასუხა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა საქართველოში შრომის უსაფრთხოება დაცული. როგორც სერგეენკომ აღნიშნა, შრომის უსაფრთხოების სისტემის აწყობა 2015 წლიდან დაიწყო, თუმცა ამას დრო და ადამიანური რესურსი სჭირდება. „უსაფრთხოების სისტემა და შრომის უსაფრთხოება იმ ხარისხით, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია, ჩვენ ჯერჯერობით, სამწუხაროდ, არ გვაქვს ორი მიზეზის გამო. პირველი - ამ სისტემის აწყობა თავიდან გახდა საჭირო 2015 წლიდან. ამას წინ უძღოდა საკანონმდებლო ცვლილებები და კონკრეტული ინსტიტუციონალური ცვლილებები 2015 წლიდან დაიწყო. ამას დრო სჭირდება და გვეხმარებიან საერთაშორისო გამოცდილების პარტნიორები. მეორეა ის, რომ ზოგადად ასეთი სისტემის ჩამოყალიბებას სჭირდება ადამიანური რესურსები, რომელიც ახლა ყალიბდება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ევროპული სტანდარტის შრომის უსაფრთხოება გვაქვს, პროგრესი და მიმართულება არის სწორი. თითოეული ტრაგიკული შემთხევვა რეალურად ტრაგედიაა და რთულია ამ დროს სტატისტიკაზე ილაპარაკო, თუმცა, ის მიმართულება, საითაც მივდივართ - სწორია და აშკარად, გარკვეული პროცესები არის უფრო ინტენსიურად წასამართი“, - განაცხადა სერგეენკომ.
---
04.04.2019
დავით სერგეენკო - შენობაში ძალადობრივი შეჭრა გამოსავალი არ არის, რომლითაც დევნილები საცხოვრებლით დაკმაყოფილდებიან
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, შენობაში ძალადობრივი, ძალისმიერი შეჭრა გამოსავალი არ არის, რომლითაც დევნილი ოჯახები საცხოვრებლით დაკმაყოფილდებიან. როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, დევნილებს არ აკმაყოფილებთ ბინების განაწილების მეთოდოლოგია, რასთან დაკავშირებითაც სამინისტრო მათთან ერთად მუშაობს და თუ საჭირო გახდება მეთოდოლოგიაში ცვლილებები შევა. „ერთადერთი გზა არის, რომ ის რიგითობა, რომლის დაცვის ვალდებულებაც გვაქვს, უნდა იყოს შეთანხმებული დევნილთა საზოგადოებასთან, გამჭვირვალე და აღქმადი მათი ჩართულობით. სხვანაირად ერთ ჯერზე ორი მილიარდი დოლარი უბრალოდ არ გვაქვს ამისთვის. ახლა კონკრეტული პრობლემა არის იმაში, რომ დევნილების ნაწილს მეთოდოლოგია, რომელშიც სოციალური საჭიროებებია ჩადებული, არ აკმაყოფილებს. ჩვენ რამდენჯერმე შევხვდით მათ და ერთობლივად ვამუშავებთ მეთოდოლოგიაში ცვლილებას, თუ ეს საჭირო იქნება. მაგრამ გზა არის ერთი - რაღაც რიგითობით, კრიტერიუმებზე და ლოგიკაზე დაფუძნებით ამ ბინების განაწილება. ძალადობრივ გზას შედეგი არ ექნება“, - განაცხადა სერგეენკომ. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საცხოვრებელ კომპლექს „დირსში“ რამდენიმე დევნილი ოჯახი შეიჭრა. მოლაპარაკებების შემდეგ, ნაწილმა ტერიტორია დატოვა.
ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/44248/davit-sergeenko-shenobashi-dzalismieri-shechra-gamosavali-ar-aris
---
04.04.2019
ამირან გამყრელიძე - წითელას ეპიდაფეთქება კვლავ გრძელდება, ყოველდღიურად 15-20 ახალი შემთხვევა გვაქვს
წითელას ეპიდაფეთქება კვლავ გრძელდება ქვეყანაში, ყოველდღიურად გვაქვს 15-20 ახალი შემთხვევა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ,,ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი თქმით, წითელა განსაკუთრებით 20-იდან 40 წლის ადამიანებში ვრცელდება, რადგან ამ ასაკის ადამიანები ან არ არიან აცრილი, ან არ აქვთ ეს დაავადება გადატანილი. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, წითელას აცრის გარდა ვერაფერი შეაჩერებს. „დიდი მადლობა კახა კალაძეს, რომ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე წითელას პრობლემას ხაზი გაუსვა და მოუწოდა მოსახლეობას აცრებისკენ, რამეთუ, წითელას ეპიდაფეთქება კვლავ არის ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი თვეა, გარკვეული სტაბილიზაციის დინამიკაა, ანუ, ზრდის ტემპი ისეთი არ არის, როგორიც იყო იანვარ-თებერვლის დასაწყისში, მაინც ყოველდღიურად გვაქვს 15-20 ახალი შემთხვევა. ბოლო მონაცემებით, 2880-მდე შემთხვევა ფიქსირდება ბოლო სამ თვეში. აქედან, დაახლოებით, 60%-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზება. გვაქვს გარდაცვალების 2 შემთხვევა. წითელა გახლავთ ვაქცინებით მართვადი, მას ვერაფერი შეაჩერებს გარდა აცრებისა. წითელას საწინააღმდეგო აცრა შედის ჩვენს ეროვნულ კალენდარში, თითოეული ბავშვი 1 წლისა და 5 წლის ასაკში უნდა იყოს აცრილი. 20-იდან 40 წლის ადამიანები ან არ არიან აცრილი, ან არ აქვთ ეს დაავადება გადატანილი. ასევე, მოვუწოდებთ ყველა მოზრდილს, თუ მათ არ ახსოვთ გადატანილი აქვთ თუ არა, ან აცრილი არიან თუ არა, მიბრძანდნენ და აიცრან. ზედმეტი აცრის ინექცია, გარდა იმისა, რომ სიკეთეს მოუტანს და მეტად იქნებიან დაცული - არ ავნებს. ვაქცინის რაოდენობა ქვეყანაში საკმარისია, ვაქცინა არის მაღალი ხარისხის, ამიტომ სასურველია, რომ წელს დამატებით ჩვენ 350 000 ადამიანი ავცრათ. იანვრიდან მოყოლებული უკვე აცრილია 112 000 ადამიანი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ასევე, წითელათი ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული ქალაქი თბილისია, შემთხვევების ნახევარი სწორედ, თბილისზე მოდის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
---
04.04.2019
ოჯახებში, სადაც ტყვიის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, პედიატრების, ჯანდაცვისა და გარემოს სპეციალისტებით დაკომპლექტებული სპეციალური ჯგუფები შევლენ
ყველა ოჯახში, სადაც ტყვიის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, დაწყებულია სპეციალური ჯგუფების (პედიატრი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, გარემოს სპეციალისტი) შესვლა, რათა დაადგინონ, რა შეიძლება ყოფილიყო პოტენციური წყარო ბავშვში ტყვიის მომატებისა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი თქმით, დამტკიცდება პროგრამა, სადაც გაიწერება, რა დახმარება გაეწევათ მკურნალობისა და კვლევების თვალსაზრისით იმ ბავშვებს, რომელთაც სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა გამოუვლინდათ. „შარშან ჩატარებული დიდი, მულტიინდიკატორული კვლევა, რომელსაც ტყვიის და წყლის კომპონენტი დაემატა, სექტემბრიდან მოყოლებული მუშავდება. ეს გახლავთ პირველი, ფართომასშტაბიანი კვლევა ტყვიასთან მიმართებაში, შემთხვევით შერჩევის პრინციპით, რომელიც ოქროს სტანდარტია ეპიდემიოლოგიური კვლევის და გვაძლევს ინფორმაციას, თუ რა მასშტაბის პრობლემასთან გვაქვს ქვეყანაში საქმე. აპრილის 20-დან გამოქვეყნდება კვლევის შედეგები, მაგრამ მანამდე გვაქვს პირველადი მონაცემები. ყველა ოჯახში შედიან ჩვენი ჯგუფები (პედიატრები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, გარემოს სპეციალისტი), სადაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო ტყვიისა. ისინი სინჯავენ ბავშვს, ოჯახის სხვა წევრებს, იღება სინჯები საყოფაცხოვრებო ნივთებიდან, საღებავებიდან, სათამაშოებიდან, წყლიდან, ჰაერიდან, საკვებიდან და ა.შ. აუცილებელია, რომ ამ ოჯახებში გავიდეთ წყაროზე, თუ რა შეიძლება იყოს პოტენციური წყარო ბავშვში ტყვიის მომატების და შემდეგ ელიმინირება გავაკეთოთ. შემდგომ, როცა წყაროს მოვაშორებთ, მაშინვე ბავშვის ორგანიზმში ტყვიის კონცენტრაცია იკლებს. გასულ კვირაში, პრემიერ-მინისტრთან გვქონდა საუბარი, შექმნილია საკოორდინაციო კომისია, 2018 წლის დეკემბრის ბოლოს დამტკიცდა გარემოს ჯანმრთელობის 5-წლიანი პროგრამა, რომელიც გულისხმობს, მთავარი გარემოს ფაქტორების უარყოფითი გავლენის მინიმალიზაციას ადამიანის ჯანმრთელობაზე (ნიადაგი, წყალი, ჰაერი, ქიმიური ნივთიერებები და ა.შ). ასევე, სულ მალე დამტკიცდება პროგრამა გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ, 1578 გამოკვლეული ბავშვიდან, რომელთაც ტყვიის შემცველობა მომატებული აქვთ, თუ რა დახმარება გაეწევათ მათ მკურნალობისა და კვლევების თვალსაზრისით. ასევე, 2 თვის განმავლობაში, შემუშავდება ხანგრძლივვადიანი პროგრამა ტყვიასთან ბრძოლისა. ეს პრობლემა დასავლეთის ქვეყნებს 80-იან წლებში ჰქონდათ და 20 წელი დასჭირდათ, რომ მინიმალურ დონეზე დაეყვანათ ტყვიის კონცენტრაცია ბავშვებში. ხაზს ვუსვამ, რომ პანიკის საფუძველი ჩვენთან არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან საყურადღებოა სიტუაცია, მულტისექტორული მიდგომაა საჭირო და ჩვენ ვთვლით, რომ ამ პრობლემას ქვეყანა მალე დაძლევს,” - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
---
04.04.2019
დევნილთა დასახლებებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდა და წეროვანში, წილკანში და ფრეზეთში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ საკითხებს დეტალურად გაეცნო. შეხვედრას ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი ესწრებოდა. მხარის რწმუნებულმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა და პირადად დაათვალიერა სოფელ ფრეზეთის მშენებარე საბავშვო ბაღი. ბაღი 2 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი, სადაც სკოლამდელი განათლების მიღებას ფრეზეთისა და მიმდებარე სოფლების ბავშვები შეძლებენ. სამუშაოები იაპონიის საელჩოს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. მიმდინარე წელს წილკნისა და წეროვნის დევნილთა დასახლებაში სანიაღვრე არხების მოწყობაც იგეგმება, რაც მოსახლეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სასმელი წყლის რეზერვუარებს ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში, დასრულდება წილკნის მრავალფუნქციური დარბაზის მშენებლობა და მოეწყობა ღია სცენა წეროვანში.
---
04.04.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/353807/
დევნილები ისევ გარიყული არიან – ნინო კალანდარიშვილი
---
04.04.2019
გრიგოლ გიორგაძე - კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შეჭრის და სხვისი საკუთრების უფლების შელახვის საფუძველზე, დადებითი გადაწყვეტილების მიღებას
შეჭრა ვერანაირად ვერ გახდება საფუძველი იმისა, რომ მივიღოთ დადებითი გადაწყვეტილება, მხოლოდ ამ საფუძვლით, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა. „ეს არის მიუღებელი, რა თქმა უნდა. ჩვენ გვაქვს წესი, რა წესითაც ბინების განაწილება ხდება და ბუნებრივია, ამ წესის მიღმა ეს ვერ განხორციელდება. მით უმეტეს, იმ საფუძვლით, რომ შეჭრა არის და ჩვენ იძულებული გავხდებით, რაღაც გადაწყვეტილება მივიღოთ. ვერა, ეს ვერ მოხდება“, – განაცხადა გიორგაძემ. როგორც გიორგაძემ აღნიშნა, სამინისტრო ცდილობდა, „დირსის“ საცხოვრებელ კორპუსებში შეჭრილი ოჯახებისთვის ეს აეხსნა და სასიხარულოა, რომ დღეს არის პროცესი, რომელიც მისი აზრით, დადებითი შედეგით დასრულდება. გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაციის საფუძველზე დადასტურდება, რომ „დირსის“ საცხოვრებელ კორპუსში შეჭრილ ადამიანთა ნაწილს უფლება არ აქვს, თბილისში ბინები მოითხოვოს, ან სტატუსის არქონის გამო საცხოვრებელ ფართზე შესაბამისი პრეტენზია განაცხადონ, დატოვებენ თუ არა ისინი საცხოვრებელ კორპუსს, გიორგაძემ აღნიშნა, რომ ახლა მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს და ეს ყველაფერი მოგვიანებით ეცოდინება. „რა თქმა უნდა, მოლაპარაკებას უნდა ახლდეს გარკვეული დათმობებიც, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენი მხრიდან ვერ იქნება დათმობა იქ, სადაც წესის დარღვევა მოხდება. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ იმ ფარგლებში, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს. კანონმდებლობა კი, არ ითვალისწინებს შეჭრის და სხვისი საკუთრების უფლების შელახვის საფუძველზე, დადებითი გადაწყვეტილების მიღებას“, – განაცხადა გიორგაძემ. მისი თქმით, არის უამრავი დევნილი, ვინც ბინების განაწილებას წესების მიხედვით ელოდება, რა თქმა უნდა, სამინისტრო ყველას ინტერესების დამცველია და გადაწყვეტილებების მიღება სამართლიანად მოხდება, რაც ისედაც არსებობს. თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ჰქონდათ თუ არა დევნილებს კომუნიკაცია სამინისტროსთან, „დირსის“ საცხოვრებელ კორპუსში შეჭრამდე, გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, რომ დევნილთა გარკვეულ ჯგუფებთან არაერთი შეხვედრა გაიმართა, თუმცა, იქ შეჭრილთა რაოდენობა უფრო მეტია და ამიტომ არის საჭირო ყველა ოჯახის დეტალურად შესწავლა. „აბსოლუტურად ყველა პასუხი გაიცა იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც შევხვდით, მაგრამ რა თქმა უნდა, ბევრი მათგანი არ დაკმაყოფილდა. ახსნილი იყო, რომ შესაძლებელია, ორ თვეში ვერ მიიღოს ბინა, მაგრამ პერსპექტივა არის, მიიღოს მაგალითად, მომავალ წელს, ან შესაძლებელია, ასევე ისარგებლოს სხვა ალტერნატიული განსახლების პროგრამით, როგორიცაა მაგალითად, შესყიდვის პროგრამა“, – განაცხადა გიორგაძემ. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მიმდინარე კვირას თბილისისთვის დაიწყო ახალი პროექტი, რაც სახელმწიფოს მხრიდან ერთ კვ.მ-ზე 350 დოლარის თანადაფინანსებას ითვალისწინებს და ეს უფრო მეტ დევნილს მისცემს შესაძლებლობას, რომ მათ საბინაო საკითხები დაიკმაყოფილონ.
---
04.04.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/grigol-giorgadze-gansakhlebisas-prioriteti-enicheba-im-adamians-romelic-ufro-gachirvebulia/
გრიგოლ გიორგაძე - განსახლებისას პრიორიტეტი ენიჭება იმ ადამიანს, რომელიც უფრო გაჭირვებულია
განსახლებისას პირველ რიგში, პრიორიტეტი ენიჭება იმ ადამიანს, რომელიც თანაბარ შემთხვევაში, უფრო უკიდურესად გაჭირვებულია, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“. „ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ მაგალითად, ორ თვეში რვაას ოჯახს დავაკმაყოფილებთ, ყველა დანარჩენი არ იმსახურებს ბინებს. რა თქმა უნდა, მათაც აქვთ პრობლემები და ამიტომაც არის შემდეგი ეტაპი. უახლოესი ეტაპი იქნება მომავალ წელს და რა თქმა უნდა, ეტაპობრივად დაკმაყოფილდება ყველა დევნილი ოჯახი“, – განაცხადა გიორგაძემ. გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად სამართლიანია კრიტერიუმები და პროცედურები, რომელთა საფუძველზეც კონკრეტული ოჯახი ქულათა კონკრეტულ რაოდენობას იღებს, გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, რომ სამინისტრო მზად არის, კიდევ ერთხელ იმსჯელოს იმაზე, არის თუ არა შემოსაღები სხვა წესი, რაც სისტემას უფრო მეტად სამართლიანს გახდის. „ვფიქრობთ, ომის ვეტერანობა, მრავალშვილიანობა, სოციალურად დაუცველობა, მარტოხელა დედობა და ასეთი კრიტერიუმები ერთ-ერთი სამართლიანი კრიტერიუმია. თუ კონკრეტულ გადაწყვეტილებებში რამე კითხვის ნიშნებია, ჩვენ პირველ რიგში ვართ დაინტერესებული, რომ მაქსიმალურად სამართლიანად მოხდეს განაწილება. ამისთვის, გვაქვს გამჭვირვალე პროცესი, როცა კომისიურად ხდება გადაწყვეტილების მიღება. ამ კომისიის მუშაობაში ჩართული არიან არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და ვეტერანთა სამსახურის წარმომადგენლები. ანუ, მაქსიმალურად ვცდილობთ, გადაწყვეტილებები სამართლიანი იყოს“, – განაცხადა გიორგაძემ. თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რათა დევნილებს არ ჰქონდეთ განცდა, რომ სახელმწიფოს ისინი არ სჭირდება, როგორც ამას „დირსში“ მყოფი დევნილები აცხადებენ, გიორგაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს დამოკიდებულება კონკრეტული პროგრამებით ჩანს. „როდესაც ადამიანი ბინას ამდენი წელი ელოდება, ბუნებრივია, მას ეს განცდა შეიძლება, ჰქონდეს. თუმცა, პარალელურად, მათი ახლობლები დაკმაყოფილდნენ და აქვთ ჭერი. ჩვენ ძალიან ბევრ ბედნიერ ადამიანსაც ვხედავთ, როცა განსახლება ხორციელდება. გვაქვს მასშტაბური მშენებლობები და ორი წლის განმავლობაში 6 000 ოჯახის დაკმაყოფილება იგეგმება“, – განაცხადა გიორგაძემ. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 2013 წლამდე საერთოდ არ არსებობდა კრიტერიუმი, რითაც ბინა განაწილდებოდა და ეს კონკრეტული ჩინოვნიკის კეთილ ნებაზე, თუ სხვადასხვა პოლიტიკურ შეხედულებებზე იყო დამოკიდებული.
---
04.04.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/dirsis-shenoba-devnilebis-kidev-orma-ojakhma-datova/
„დირსის" შენობა დევნილების კიდევ ორმა ოჯახმა დატოვა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის დევნილებთან მოლაპარაკებების შემდეგ „დირსის” შენობა დევნილების კიდევ ორმა ოჯახმა დატოვა. „ამ ეტაპზე დევნილთა სამინისტრომ შემოგვთავაზა ისეთი პირობები, რომ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების იმედი მოგვეცა. იმედი გვაქვს, ეს საკითხი დადებითად გადაწყდება. მივენდეთ ბოლოჯერ სამინისტროს და ვნახოთ, რა იქნება. დღეს მოლაპარაკებების შემდეგ ორი ოჯახი რომ გამოვედით, უკვე ბევრს ნიშნავს. მივიღეთ პირობა, რომ შედგება ახალი სიები და განიხილება. იმედი რომ არ გვქონოდა, შენობიდან არ გამოვიდოდით. დანარჩენ ოჯახებთანაც მიდის მოლაპარაკებები. შეგვპირდნენ, რომ თითოეულ ოჯახთან დაიდება ხელშეკრულებები და თუ ახლა ვინმე ბინას ვერ მიიღებს, ქირით დაკმაყოფილდებიან. ამ ეტაპზე დავთანხმდით ამაზე. თუ ჩვენი იმედები არ გამართლდება, ისევ გავაგრძელებთ აქციებს და მკაცრ ზომებს მივიღებთ,” – განაცხადა დევნილმა ნანა ბუკიამ.
---
04.04.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/beso-shengelia-pasukhs-vageb-dirsis-me-15-korpusze-rom-iq-araferi-ar-aris-dazianebuli/
ბესო შენგელია - პასუხს ვაგებ „დირსის" მე-15 კორპუსზე, რომ იქ არაფერი არ არის დაზიანებული
პასუხს ვაგებ მე-15 კორპუსზე, რომ იქ არაფერი არ არის დაზიანებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ბესო შენგელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა. „რაც ახლაც ვნახე, ამ საღამოს, რაც იმ სიბნელეში შევძელი, არაფერი არ არის დაზიანებული, არავის არაფერი დაუმტვრევია, დაულეწავს და მით უმეტეს, ფიზიკურად არავინ არავის შეხებია. ის, რაც ტელეეთერებში გავიდა, ე.წ შეხლა-შემოხლა პოლიციასა და იძულებით გადაადგილებულ პირებს შორის, ეს იყო მე-13 კორპუსის კადრები. მე-15 კორპუსში იძულებით გადაადგილებული პირები შევიდნენ თავისუფლად. უბრალოდ, გამოაღეს სადარბაზოს კარი და შევიდნენ ისე,“ – განაცხადა ბესო შენგელიამ. მისი თქმით, „დირსის“ მე-15 კორპუსში მყოფ დევნილებს ერთი ღერი ასანთიც კი არ გაუტეხავთ და იქ დაზიანებული არაფერი არ არის. „ასე რომ, მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, ნურავინ შეაწმენდს ხელს მე-15 კორპუსში მყოფ დევნილებს“, – განაცხადა შენგელიამ და პირდაპირ ეთერში თხოვნით მიმართა იმ ადამიანებს, ვისაც ტერიტორიაზე პირთა შეშვება ეხებათ, რომ იქ ჟურნალისტები და ოპერატორები შეუშვან. ბესო შენგელიამ ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპისთვის, დევნილთა სამინისტროსთან მოლაპარაკებები დაძრულია. „შეთანხმება არის შემდეგი – სამინისტროს წარმომადგენლებს შეუშვებენ კონკრეტულ სადარბაზოებში, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები არიან და მოხდება ხელახალი აღრიცხვა, მათ მიერ გადაცემული სიის დაზუსტება, თუ ვინ არის აღნიშნულ მისამართზე და შემდეგ მოხდება ამ ადამიანების გადამოწმება, რამდენად რეალურია მათი მოთხოვნები, ეკუთვნით თუ არა მათ ფართები, აკმაყოფილებენ თუ არა ისინი სხვადასხვა მოთხოვნებს და ა.შ“, – განაცხადა ბესო შენგელიამ.
---
04.04.2019
მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/sofo-kiladze-shromis-usafrtxoebis-kanonmdebloba-gasamkacrebelia/32060
სოფო კილაძე: შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობა გასამკაცრებელია
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე შრომის უსაფრთხოების საკითხებზე პარლამენტში საკომიტეტო მოსმენას აანონსებს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, შრომის უსაფრთხოების ნორმების შესრულებაზე კონტროლი გასაძლიერებელია. „ტრაგედია მოხდა და სამწუხაროდ, ეს ტრაგედია არ არის ერთი და პირველი. მას შემდეგ, რაც ჩვენ ახალი კანონმდებლობა მივიღეთ, კიდევ ხდება ასეთი ფატალური შედეგები, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო კონტროლი გავაძლიეროთ და ასევე, ვფიქრობთ, საკომიტეტო მოსმენის ჩატარებას შრომის უსაფრთხოების თემებზე, რაც უფრო ნათელ წარმოდგნას შეგვიქმნის იმაზე, სად არის კონკრეტული ჩავარდნები, სად შეიძლება უფრო მეტი გავაკეთოთ და ამას ბუნებრივია, კარგი ანალიზი სჭირდება, თუ როგორ მუშაობს ის კანონები, რომელიც მივიღეთ, რა არ არის საკმარისი და რა უნდა გავაძლიეროთ“, - განაცხადა სოფო კილაძემ. მისივე მოსაზრებით, არსებული კანონმდებლობაც გასამკაცრებელია. „აღსრულებას სჭირდება როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსი, ამიტომ ამ კუთხითაც უნდა ვიმუშაოთ, იმიტომ რომ თუ არ გყავს შენ კვალიფიციური და საკმარისი რაოდენობის კადრები იმისთვის, რომ უამრავი მშენებლობა, რომელიც მიდის თბილისსა თუ რეგიონებში, კანონის ფარგლებში გააკონტროლო, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, ძალიან რთულია კანონის ეფექტიან აღსრულებაზე საუბარი, თუმცა მე მგონია, რომ კანონმდებლობაც ასევე გასამკაცრებელია და ეს ჩვენი, პარლამენტის პასუხისმგებლობაც არის და ამაზე უნდა ვიმუშაოთ ძალიან აქტიურად“, - განაცხადა დეპუტატმა. შეგახსენებთ, რომ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონი მიმდინარე წლის თებერვლიდან ამოქმედდა. კანონი შრომის უსაფრთხოების სხვადასხვა ნორმის დარღვევისთვის გაზრდილ ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს, 100-დან 50 ათას ლარამდე. გარდა ამისა, გასულ წელს, თბილისის მერის ინიციატივით, „პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილებები შევიდა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის დედაქალაქში ჯარიმები 3 000-დან 30 000 ლარამდე გაიზარდა.
---
03.04.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/353610/
მშენებარე კორპუსი, სადაც დევნილები შიმშილობენ, ლითონის ღობით შემოსაზღვრეს
მეოთხე დღეა, რაც “დირსის” კორპუსში დევნილები გამაგრდნენ. მშენებლებმა სწორედ ამ კორპუსს ლითონის ღობე შემოავლეს, რომელიც მანამდე იქ არ იყო. როგორც დევნილები ამბობენ, კორპუსში რამდენიმე ადამიანი უკვე მესამე დღეა, რაც შიმშილობს. მათივე თქმით, ამჟამად კორპუსში 120 ოჯახია განთავსებული. კორპუსის ღობით შემოსაზღვრიდან მალევე ღობის ერთ-ერთ მხარეს ნაპრალი გაჩნდა, რომლის მეშვეობითაც, დევნილების ინფორმაციით, ისინი კორპუსში მყოფ პირებს საჭირო ნივთებს აწვდიან. თუმცა ჟურნალისტების მისვლის შემდეგ, ღობე შეაკეთეს. “დირსის” კორპუსი, სადაც დევნილები არიან გამაგრებულნი, ღობით შემოსაზღვრეს. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი “დირსის” კორპუსი, სადაც დევნილები არიან გამაგრებულნი, ღობით შემოფარგლეს. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი დევნილების მოთხოვნები უცვლელია. მათი თქმით, ისინი კორპუსს იქამდე არ დატოვებენ, სანამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მათ ბინებს არ გადასცემს. მათი ინფორმაციით, “დირსის” კომპლექსის მე-15 კორპუსის ბინები სამინისტრომ სწორედ დევნილებისთვის შეისყიდა. ისინი ასევე ითხოვენ, რომ კორპუსში მათი ადვოკატი და ჟურანლისტები შეუშვან, რათა საზოგადოებამ ნახოს, რომ მათ ინფრასტრუქტურა არ დაუზიანებიათ. ნეტგაზეთმა ჰკითხა “დირსს”, თუ რატომ შემოსაზღვრა კორპუსი ღობით. კომპანია დაგვპირდა, რომ პასუხს მალე მოგვაწვდიდა. დევნილები “დირსის” ერთ-ერთ კორპუსში 4 დღის წინ, 31 მარტს გამაგრდნენ. მათი განცხადებით, გადაწყვეტილება მე-15 კორპუსის სამივე სადარბაზოს დაკავების შესახებ იმიტომ მიიღეს, რომ სახელმწიფოს შეახსენონ მათი გაჭირვების შესახებ. ნეტგაზეთთან ისინი ჰყვებიან, რომ უმეტესობას სახლ-კარი არ აქვს, სახელმწიფო კი მათ უკვე 26 წელია, რაც ბინას ჰპირდება, ეს კონკრეტული კორპუსი კი, მათი ინფორმაციით, სამინისტრომ სწორედ დევნილებისთვის გადასაცემად შეისყიდა. დევნილები ამბობენ, რომ შენობას არ დატოვებენ მანამ, სანამ მთავრობა საცხოვრებელ ფართს არ მისცემს. ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, ბინები, მათ შორის “დირსის” კომპლექსში, მართლაც დევნილებისთვისაა შესყიდული, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, თუ კონკრეტულად რომელ პირებზე გაიცემა საცხოვრებელი ფართები. სამინისტრო ამბობს, რომ 10 აპრილიდან გრძელვადიანი განსახლების პროგრამაში მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყება და პირველ მაისამდე გაგრძელდება. განაცხადები მიღება სოციალური მომსახურების სააგენტოში – თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში- იწარმოებს. პროგრამის ფარგლებში, 2013 წლის 1 ივნისამდე, თბილისში რეგისტრირებულ ოჯახებს შესაძლებლობა ექნებათ, თავისივე შერჩეული საცხოვრებელი ფართები სამინისტროს თანადაფინანსებით შეისყიდონ. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში 282 485 დევნილი პირი და 89 970 ოჯახია რეგისტრირებული. მათგან გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილი არის 39 782 ოჯახი, ხოლო 50 188 ოჯახი განსახლების მოლოდინშია.
---
03.04.2019
მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=81371
ღია საზოგადოების ფონდი: მოსახლეობის 21% მედიკამენტებზე თვეში საშუალოდ 200 ლარს ხარჯავს
ღია საზოგადოების ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 9%-ია ქვეყნის ჯანდაცვის სისტემით ძალიან კმაყოფილი, ხოლო მოსახლეობის 40,6% უფრო კმაყოფილია, ვიდრე უკმაყოფილო. კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 72% საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობს, ხოლო 11% კერძო დაზღვევა აქვს. ამასთან, გეოგრაფიულ ჭრილში, თბილისის მოსახლეობის 18,7%, ხოლო რეგიონების მაცხოვრებელთა 7,2% სარგებლობს კერძო დაზღვევით. საქართველოს მოსახლეობის 48% კონსულტაციის მიღების მიზნით ოჯახის ექიმს მიმართავს, 26,3% - ვიწრო სპეციალიზაციის ექიმს, ხოლო 18,3% - აფთიაქს. კითხვაზე - საშუალოდ თვეში რამდენს ხარჯავს თქვენი ოჯახი მედიკამენტებზე: მოსახლეობის 34% ხარჯავს - 50 ლარს, 26% - 51-100 ლარამდე, 21% - 101-200, 8% ხარჯავს 201-300 ლარამდე, ხოლო მოსახლეობის 6% 301 ლარზე მეტს. კვლევის ფარგლებში 1786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1187 რეგიონებში) გამოკითხა; რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, კიშის ცრილის გამოყენებით შეირჩნენ. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2.9%-ია, თუმცა, ღია საზოგადოების ფონდის ინფორმაციით, თითოეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და, შესაძლოა, ის არ ემთხვეოდეს საშუალო ცდომილების ზღვარს. საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) ჩაატარა, ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში.
---
03.04.2019
მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/223572
მოსახლეობის მხოლოდ 9%-ია ჯანდაცვის სისტემით ძალიან კმაყოფილი - CRRC კვლევა
საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 9%-ია ქვეყნის ჯანდაცვის სისტემით ძალიან კმაყოფილი, ხოლო მოსახლეობის 40,6% უფრო კმაყოფილია, ვიდრე უკმაყოფილო", - ნათქვამია კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) კვლევაში. საქართველოს მოსახლეობის 72% საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობს, ხოლო 11% კერძო დაზღვევა აქვს. გეოგრაფიულ ჭრილში, თბილისის მოსახლეობის 18,7%, ხოლო რეგიონების მაცხოვრებელთა 7,2% სარგებლობს კერძო დაზღვევით. საქართველოს მოსახლეობის 48% კონსულტაციის მიღების მიზნით ოჯახის ექიმს მიმართავს, 26,3% - ვიწრო სპეციალიზაციის ექიმს, ხოლო 18,3% - აფთიაქს. კითხვაზე - საშუალოდ თვეში რამდენს ხარჯავს თქვენი ოჯახი მედიკამენტებზე - პასუხები ასე გამოიყურება: საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვა ჩაატარა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC), ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA (ინთერნეშენალ აიდია) ერთობლივი პროექტის ფარგლებში. 2018 წლის 16-27 ნოემბერში თბილისსა და რეგიონებში 1786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1187 რეგიონებში) გამოიკითხა. რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, კიშის ცხრილის გამოყენებით შეირჩნენ. გამოკითხვის პროცესში ფორმულირებული შეკითხვების მეშვეობით პირველად მოხდა მოსახლეობის განწყობის კვლევა რიგი საკითხების შესახებ, რაც მანამდე უცნობი და სრულიად ახალი ინფორმაციაა მოსახლეობის განწყობის შესახებ ზოგიერთ თემაზე.
---
03.04.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/gamokitxuli-mosaxleobis-72-sayoveltao-saxelmwifo-dazgvevit-sargeblobs-xolo-11-kerdzo-dazgvevit
გამოკითხული მოსახლეობის 72% საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობს, ხოლო 11% კერძო დაზღვევით
გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 9%-ია ქვეყნის ჯანდაცვის სისტემით ძალიან კმაყოფილი, ხოლო მოსახლეობის 40,6% უფრო კმაყოფილია, ვიდრე უკმაყოფილო, – აღნიშნულის შესახებ კვლევა “ღია საზოგადოების ფონდმა” გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 72% საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობს, ხოლო 11% კერძო დაზღვევა აქვს. გეოგრაფიულ ჭრილში, თბილისის მოსახლეობის 18,7%, ხოლო რეგიონების მცხოვრებელთა 7,2% სარგებლობს კერძო დაზღვევით. საქართველოს მოსახლეობის 48% კონსულტაციის მიღების მიზნით ოჯახის ექიმს მიმართავს, 26,3% – ვიწრო სპეციალიზაციის ექიმს, ხოლო 18,3% – აფთიაქს. კვლევის ფარგლებში 1786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1187 რეგიონებში) გამოკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია, თუმცა თითეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და, შესაძლოა, ის არ ემთხვეოდეს საშუალო ცდომილების ზღვარს. საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა.
---
03.04.2019
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/44224/mosakhleobis-64-fiqrobs-rom-samushao-adgilebze-shromis-usafrtkhoeba-datsuli-ar-aris
მოსახლეობის 64% ფიქრობს, რომ სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოება დაცული არ არის
საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სამუშაო ადგილზე შრომის უფლების ყველაზე ხშირი დარღვევაა: არასათანადო ანაზღაურება (მოსახლეობის 71%), შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა (მოსახლეობის 64%), სამუშაო საათების ხანგრძლივობის ნორმების დარღვევა (მოსახლეობის 57%). საქართველოს მოსახლეობის 17,8% მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილზე ხდება სექსუალური შევიწროება; თბილისში ასე მოსახლეობის 26,9% ფიქრობს, ხოლო რეგიონებში - 14%. საგულისხმოა, რომ ამ მოსაზრებას ეთანხმება ქალების 21,2%, კაცების კი - 13,7%. კითხვაზე - შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მოსალოდნელია თუ არა, რომ სასამართლო დაგეხმარებათ - მოსახლეობის 41,2% პასუხობს, რომ უფრო არ არის მოსალოდნელი; დადებითი მოლოდინი აქვს 38,5%-ს (არ ვიცი/უარი პასუხზე: 20,3%). გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 3,4%-ია გაერთიანებული პროფესიულ კავშირში. პროფკავშირის წევრობის მაჩვენებელი თითქმის იდენტურია როგორც თბილისისა და რეგიონების, ისე ქალებისა და კაცების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ 18-34 წლის ახალგაზრდები უფრო ნაკლებად არიან პროფკავშირის წევრები (0.4%), ვიდრე 35-54 წლის ადამიანები (5.8%). შეკითხვაზე - ისურვებდით თუ არა, გახდეთ პროფკავშირის წევრი - საქართველოს მოსახლეობის 6,8% დადებითად პასუხობს. უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეები უფრო ხშირად გამოთქვამენ ასეთ მზადყოფნას (10,4%), ვიდრე საშუალო ან უფრო დაბალი საფეხურის განათლების მქონე ადამიანები (4.9%). კვლევის ფარგლებში 1786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1187 რეგიონებში) გამოკითხა; რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის შერჩევის პრინციპით, კიშის ცრილის გამოყენებით შეირჩნენ. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია, თუმცა თითეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და, შესაძლოა, ის არ ემთხვეოდეს საშუალო ცდომილების ზღვარს. საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ, ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში.
---
03.04.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/sophel-arthanashi-dashavebuli-mushebi-kvlav-eqimebis-methvalqhureobis-qvesh-rchebian/
სოფელ ართანაში დაშავებული მუშები კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან
ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება სოფელ ართანაში მშენებარე ობიექტის ბეტონის კედლის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული სამი მუშა. დაშავებულები ყამბარაშვილის კლინიკაში და რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული. ექიმების განცხადებით, დაშავებულებს სხეულზე სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები, თავის ტვინის ტრამვა და დაჟეჟილობები აღენიშნებათ. თუმცა ჩატარებული კვლევებიდან გამომდინარე, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულები კახეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შიოშვილმა მოინახულა. “საავადმყოფოში დაშავებული მუშების მოსანახულებლად მოვედი, მე ტელეფონზე ვესაუბრე მშენებარე სასტუმროს მეპატრონეს ,,ვინოტელის” დამფუძნებელს ბენო ქაშაკაშვილს და საავადმყოფოში ისიც გეგმავს დაშავებულების მოსანახულებლად ჩამოსვლას და მათ დახმარებას”- განაცხადა შიოშვილმა. სასტუმროს მშენებლობაზე დასაქმებული ხელოსნები ამბობენ, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული იყო და მომხდარს უბედურ შემთხვევას უკავშირებენ. შს სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სსკ 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს
---
03.04.2019
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/255214-gadaudebeli-daxmarebis-centrisa-da-janmrtelobis-msoflio-organizaciis-evropis-ofisis-ertoblivi-seminari-dasrulda
გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ერთობლივი სემინარი დასრულდა
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ერთობლივი სემინარი დასრულდა. სამი დღის განმავლობაში, მონაწილეებმა ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდების როლზე იმსჯელეს. განიხილეს ეროვნული და საერთაშორისო გუნდების ფორმირებისთვის აუცილებელი აქტივობები. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჯგუფი ჯანდაცვის პერსონალის პროფესიონალებისგან შედგება და საგანგებო სიტუაციების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კლინიკური სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფს. სემინარი - „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდების შესაძლებობების გაძლიერება და ცნობიერების ამაღლება“ - საქართველოში პირველად ჩატარდა. ღონისძიებაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები, ასევე ცენტრის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურებისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/540300-gadaudebeli-daxmarebis-centrisa-da-janmrtelobis-msoplio-organizaciis-evropis-opisis-ertoblivi-seminari-dasrulda/
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=81399
---
03.04.2019
მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/146773-modzraoba-cvlilebebistvis-fsiqikuri-problemebis-mqoneta-uflebebi-kitxvis-nishnis
მოძრაობა ცვლილებებისთვის: ფსიქიკური პრობლემების მქონეთა უფლებები კითხვის ნიშნის ქვეშაა
კოალიცია "მოძრაობა ცვლილებებისთვის", რომელიც შშმ პირთა და მშობელთა ორგანიზაციებს აერთიანებს, პრემიერმინისტრს მიმართავს. ისინი რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან იმის შესახებ, რომ ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 2 ადამიანი დაიღუპა და ამის მიზეზი მედპერსონალის არასათანადო მოპყრობა გახდა. კოალიცია აღნიშნავს, რომ "ეს ფაქტები და მასზე სახელმწიფო უწყებების რეაგირება კიდევ ერთხელ ცხადად გვაჩვენებს, რომ საქართველოში ფსიქიატრიული პრობლემების მქონე ადამიანების სიცოცხლის, ადამიანური მოპყრობის, ადეკვატური მკურნალობის და სხვა ფუნდამენტური უფლებების დაცულობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას". "ღირსების მქონე ყველა ქვეყანა ცდილობს უზრუნველყოს ეს უფლება. ჩვენ კი შეუპოვარი ბრძოლა გვიწევს მისი მოპოვებისათვის. ერთ-ერთი ასეთი ბრძოლა დიდი ხნის წინ წამოვიწყეთ. ეს მენტალური (ინტელექტუალური და ფსიქიკური) დარღვევების მქონე ადამიანებისთვის სპეციალურად შექმნილი, საბჭოთა მემკვიდრეობის დანატოვარის, ე.წ ზრუნვის, ცხოვრებისა და იზოლირების ადგილის, ინსტიტუციების ალტერნატიული სერვისების განვითარებას ეხება, კონკრეტულად კი საოჯახო ტიპის საცხოვრისების მომსახურებას. ვფიქრობდით, რომ ამ სერვისის ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან, სათემო სამკურნალო და სარეაბილიტაციო სერვისების განვითარებასთან ერთად, ბუნებრივად დააჩქარებდა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს. შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც უსამართლოდ არიან გამოკეტილნი ფსიქტრიულ კლინიკებში, ერთ დღესაც დატოვებდნენ იზოლირებიის ადგილს და დაბრუნდებოდნენ საზოგადოებაში და ღირსეულად ცხოვრებას შეძლებდნენ. ჩვენ მუდმივად გვარწმუნებენ, რომ ინსტიტუციებში (პანსიონატებსა თუ სპეციალიზებულ ფსიქიატრიულ კლინიკებში, სადაც ადამიანები ცხოვრობენ), ფიზიკური ძალადობა არ ხდება და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს დრო სჭირდება და მოგვეცადა. მაგრამ ქალაქ ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევებმა, რომლებიც საზოგადოებისათვის ცნობილი ამ ბოლო პერიოდში გახდა, ჩვენი შიში გაამართლა და გააასმაგა - ამ შემთხვევებს ემსხვერპლა ორი ადამიანის სიცოცხლე! ეს გარდაცვალება მათი ოჯახის წევრებივით გვეტკინა და გაგვამწარა. ეს ორი ადამიანი, მსგავსად 730 ადამიანისა ცხოვრობდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ დიდი ზომის ინსტიტუციებში. კერძოდ კი იმ 448 ადამიანის გვერდით, რომლებიც ფსიქიატრიულ კლინიკებშია იზოლირებულნი. ეს ორი ადამიანი გაურკვეველ ვითარებაში, უამრავი ტრავმებით გარდაიცვალა. რა ელოდება დანარჩენს? კიდევ რამდენი შვილი უნდა შეეწიროს მახინჯ სისტემას? შეგახსენებთ, რომ შშმ პირთა უფლებების გაეროს 2006 წლის კონვენცია, რომლის რატიფიკაცია ქვეყანამ 2013 წელს მოახდინა და ამით მისი შესრულების ვალდებულება აიღო, მოიცავს 19-ე მუხლს, რომელიც გულისხმობს შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების უფლებას და სახელმწიფოს ვალდებულებებს უზრუნველყოს აღნიშნული უფლების რეალიზება. 2018 წლის ადამიანის უფლებების სამთავრობო გეგმის 19.1.5.1. და 19.1.7.1. პუნქტებით (ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება და დიდი ზომის რეზიდენტული დაწესებულების დეინსტიტუციონალიზაციის გეგმის შემუშავება) 2019 წელს გათვალისწინებულია დიდი ზომის რეზიდენტულ დაწესებულებებში მცხოვრები შშმ პირების შეფასება, ინსტიტუციაში ჩარიცხვის პრევენცია და დიდი ინსტიტუციებიდან მათი გაყვანა. რა გაკეთდა ამ მიმართულებით? დღეს ჩვენს განცხადებაში კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები. ამიტომ მოვითხოვთ, რომ: საგამოძიებო ორგანოებმა ჩაატარონ შემთხვევის ობიექტური და დამაჯერებელი გამოძიება და დაისაჯონ შემთხვევაში დამნაშავე პირები; მოვითხოვთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ პაციენტების, უფლებადამცველებისა და პროფესიონალების მონაწილეობით დაუყოვნებლივ დასახოს: - მოკლევადიანი ღონისძიებები ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლისა და გაუმჯობესების კუთხით; - დაუყოვნებლივ შეიმუშაოს ფსიქიატრიულ პაციენტთა, განსაკუთრებით კი ე.წ. "ხანგრძლივი დაყოვნების პაციენტთა" უფლებების ადეკვატური სამედიცინო და სოციალური მომსახურებები. მოვითხოვთ, რომ შეიქმნას მულტისექტორული და მულტიდისციპლინური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ადამიანის უფლებების გეგმის ზემოაღნიშნული პუნქტების შესაბამისად, იმუშავებს დეინსტიტუციონალიზაციის (როგორც ფსიქიკური ჯანდაცვის, ასევე სოციალური პროგრამებით დაფინანსებული ინსტიტუციების) სამოქმედო გეგმაზე, ჯგუფში სათანადო წარმომადგენლობა უნდა ჰქონდეთ შშმ პირებს და მათი ოჯახის წევრებს, სოციალური მომსახურების სპეციალისტებს, უფლებადამცველებს. შშმ პირთა უფლებების ბაზისური პრინციპია, რომ არცერთი გადაწყვეტილება შშმ პირთა შესახებ არ უნდა მიიღებოდეს მათი მონაწილეობის გარეშე; შემუშავდეს ჭიშკრის დარაჯობის მექნიზმები, რათა არ მოხდეს ყველა ქრონიკული პაციენტის განთავსება ფსიქიატრიულ კლინიკებში.
---
03.04.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/akaki-zoidze
აკაკი ზოიძე „ევექსის“ კლინიკაში გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ფაქტზე შეფასებას ორი კვირის შემდეგ, პირველად „კომერსანტთან“ აკეთებს
ბათუმში, ბრმა ნაწლავის პერფორაციით 29 წლის მელანი ფუტკარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვები ორი კვირის შემდეგაც პასუხგაუცემელია. გარდაცვლილის ოჯახი და საზოგადოება ექსპერტიზის პასუხის მოლოდინშია. დღემდე ღიად არის დარჩენილი მთავარ შეკითხვაც - რა ხდება „ევექსის“ კლინიკებში და, საერთოდ, ქართულ ჯანდაცვის სისტემაში. ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოს ერთ-ერთი წამყვან კლინიკაში - ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, ადამიანი ბრმა ნაწლავის პერფორაციით გარდაიცვალა. ამგვარი ფატალური შემთხვევები კი ქართულ სინამდვილეში არც თუ იშვიათია... ამ პრობლემებზე „კომერსანტი“ სისტემატურად წერს და სვამს შეკითხვებს, თუმცა პასუხისმგებელი პირებისგან არც რეაგირება ჩანს და არც პასუხები ისმის. მელანი ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე „კომერსანტის“ პირველი გაოცება გამოიწვია იმან, რომ არც „ევექსის“ ხელმძღვანელობამ და არც ჯანდაცვის სამინისტრომ საჯარო რეაგირება არ მოახდინა. საჯარო პოზიცია არც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს აკაკი ზოიძეს დაუფიქსირებია. ორი კვირის შემდეგ ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე აკაკი ზოიძე „კომერსანტის“ დასმულ კითხვებს პასუხობს: - ბატონო აკაკი, თქვენთვის ხომ არ არის ცნობილი, გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ექსპერტიზის შედეგები ან რა ეტაპზეა გამოძიება? - ჯერ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს , რადგან მომხდარს რეგულირების სააგენტო იძიებს. შესაბამისად თავიანთ დასკვნას დადებენ. საქმეა აღძრული და როგორც კი გვექნება ზუსტი დასკვნა, რამ გამოიწვია პაციენტის დაღუპვა, იყო ეს ექიმის უგულვებელყოფა თუ სხვა ფაქტორი, უფრო კონკრეტულად მას შემდეგ შევძლებთ საუბარს. ზედაპირულად ვერავის დავადებთ ხელს, რადგან ეს იქნება შეუსაბამო ქცევა. - მომხდარზე არც „ევექსის“ ხელმძღვანელობამ და არც ჯანდაცვის სამინისტრომ საჯარო რეაგირება არ მოახდინა. მეტიც, ოფიციალურად, არც მწუხარება და არც ბოდიში მოუხდია ვინმეს ოჯახისთვის. ექიმს კი დროებით უფლებამოსილება მხოლოდ მას შემდეგ შეუჩერდა (მისივე გადაწყვეტილებით), რაც გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ბათუმის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. როგორ აფასებთ ამ ფაქტს? - რატომ უნდა მოეხადა ბოდიში ან ექიმს ან საავადმყოფოს ხელმძღვანელობას? ვიდრე არ დადგინდება ფაქტი, არის თუ არა სამედიცინო შეცდომა ან ექიმის მხრიდან გულგრილობა, წინასწარ მედიაში გასამართლება და ადამიანის დამნაშავედ გამოყვანა, კატეგორიულად მიუღებელია. ერთ დღეში დამნაშავედ ჩავთვალეთ ექიმი თუ რა ვქენით? ექიმი ვარ და წლების განმავლობაში, ჩემდა სამწუხაროდ, ბევრი ტრაგედია მინახავს. როდესაც ადამიანი იღუპება, ბუნებრივია, ოჯახი ეძებს დამნაშავეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს აპრიორი იმის, რომ მედიკოსი 100%-ით დამნაშავეა. - მოდით, დავსვათ მარტივი კითხვა - მსგავსი ფაქტი რომ მომხდარიყო ამერიკის ან ევროპის რომელიმე წამყვან კლინიკაში, რა ტიპის რეაგირება მოჰყვებოდა? - დამერწმუნეთ, ასეთი უამრავი ფაქტი ხდება. იგივე რეაგირება მოჰყვებოდა მსგავს ფაქტს, თუნდაც ამერიკაში და ევროპაში, როგორიც ჩვენთან მოჰყვა. უბრალოდ იქ არის პროფესიული შეცდომის დაზღვევა, საქმეში ერთვებიან როგორც ადვოკატები, ასევე დაზღვევის დამატებითი მექანიზმებიც. ამერიკასა და ევროპაში მსგავსი ფაქტის დროს გზას არავინ გადაკეტავდა, სანამ არ დადგინდებოდა რეალური მიზეზი და არ დადებდა ექსპერტი დასკვნას. სხვა მხრივ, იგივე რეაგირებაა რაც ჩვენთან - პროფესიული გამოკვლევა და პროფესიული შეფასება. პარალელურად პაციენტის ოჯახს შეუძლია იჩივლოს სასამართლოში და ჩივიან კიდეც. - პაციენტი მსოფლიოს ნებისმიერ წამყვან კლინიკაში შეიძლება გარდაიცვალოს. თუმცა 21-ე საუკუნეში ბრმა ნაწლავის პერფორაცით სასწაული თუ არ ხდება არავინ კვდება. ხომ არ თვლით, რომ ეს ფაქტი პირდაპირი მაჩვენებელია იმის, რომ მთლიანად „ევექსის“ კლინიკების ქსელის მართვაშია რაღაც პრობლემაა? - ყველაფერი ხდება 21-ე საუკუნეში. საუკეთესო მედიცინის მქონე ქვეყნებშიც კი. სანამ მედიცინაში ადამიანის ფაქტორი მნიშვნელოვანია, ყოველთვის მოხდება შეცდომა. მთავარია აქ არ იყოს გულგრილობა და სხვა ტიპის დანაშაული, ექიმისა და სამედიცინო პუნქტის მხრიდან. - დამეთანხმებით, პაციენტის მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თავად კლინიკების მართვის სწორი მენეჯმენტი. თუმცა, როგორც თავად ევექსის ქსელის სხვადასხვა საავადმყოფოების ექიმები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ კლინიკების მართვის სტილი მთლიანად აგებულია მხოლოდ და მხოლოდ ფინანსური მაჩვენებლების - შემოსავლების და მოგების გაზრდაზე და ხშირად, ეს ყველაფერი სწორედ პაციენტების ინტერესების ხარჯზე ხდება. არავინ ზრუნავს ექიმებისთვის სამუშაო პირობების შექმნაზე და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე. - ზოგადად, სამედიცინო სფეროში სავალდებულოა ხარისხის თემა, თუ რა უნდა კეთდებოდეს სისტემურად. შესაბამისი რეფორმები გვაქვს დაგეგმილი და მიმდინარეობს მუშაობა. რაც შეეხება კონკრეტულად კერძო სამედიცინო პუნქტს, როგორ ხდება „ევექსში“ ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება, აუცილებლად უნდა დაელაპარაკოთ მათ ხელმძღვანელობას. ასჯერ გვქონდა ექიმის კვალიფიკაციაზე კითხვები და პასუხია ერთი - უნდა მოხდეს სისტემის ძირფესვიანად შეცვლა, ექიმის დიპლომის შემდგომ განათლების და პროფესიული განვითარების. ჩვენი მხრიდან, ექიმების გადამზადების შესახებ კანონს მივიღებთ, რომელიც გეგმაში გვაქვს, მაგრამ როგორც კი კანონზე ვიწყებთ საუბარს, ჩვენი კოლეგების ნაწილი, უკმაყოფილებას გამოხატავენ. - თქვენი აზრით, ის რაც ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსი მოხდა, და საერთოდ, ამ კლინიკებში ტრაგიკული შემთხვევები ნამდვილად არ ხდება იშვიათად, ხომ არ არის იმის ბრალი, რომ „ევექსი“ საბანკო სფეროს მხრიდან არაპროფილური აქტივების მართვის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. მართალია, იურიდიულად ის გამიჯნულია „საქართველოს ბანკისგან“, მაგრამ იგი, ფაქტობრივად, შედის „საქართველოს ბანკის“ ჯგუფის შემადგენლობაში და მისი ტოპ მენეჯმენტიც ძირითადად საბანკო სფეროდან წამოსული ფინანსიტებით არის უფრო მეტად დაკომპლექტებული, ვიდრე ჯანდაცვის სპეციალისტებით. - არ ვფიქრობ და არ იქნება ჩემი მხრიდან მართებული „ევექსი“ დავუკავშირო „საქართველოს ბანკს“. თავს შევიკავებ პასუხისგან, თუმცა „ევექსისს“ ხელმძღვანელობისგან უნდა მივიღოთ პასუხი, რას აკეთებენ თავიანთი ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. - ამ ვითარებაში ჩვენთვის გაუგებარია, რატომ დუმს ჯანდაცვის სამინისტრო. მით უფრო, რომ ჯერ კიდევ სამი წლის წინ თავად ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა — „ევექსში“ ყველაფერი რიგზე არ არის. - მოქმედი მინისტრია დავით სერგეენკო და ეს კითხვა, შეგიძლიათ მას დაუსვათ. წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობდა ჯანდაცვის მინისტრი. ჩვენამდე არ მოსულა არც ინფორმაცია, არც წერილი, სადაც კონკრეტულ პრობლემაზე იქნებოდა ყურადღება გამახვილებული, რაზეც ჩვენ რეაგირებას მოვახდენდით. - „ევექსის“ ქსელი თუ სხვა ქართული კლინიკებიც, გარდაცვლილი პაციენტების, თუ ცუდად ჩატარებული მკურნალობის გამო, არაერთხელ მოექცა მსოფლიოს სხვა ქვეყნების კლინიკების ყურადღების ცენტრში, ვფიქრობთ, ეს ქვეყნის იმიჯზეც უარყოფითად აისახება. თქვენ, როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ჯანდაცვის სამინისტრო და ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირებიც გრძნობთ თუ არა ამ ყველაფერზე პირად პასუხისმგებლობას? - არსებობს სახელმწიფო კონტროლის ზღვარი. სახელმწიფო ვერ გააკონტროლებს ყველაფერს და ვერ შეიყვანს თავიანთ მმართველობას კერძო სექტორში. თუ პაციენტის უფლება დაირღვევა, „ევექსი“ იქნება ეს თუ სხვა საავადმყოფო, შესაბამისად უნდა დაისაჯოს ყველა ვინც დასასჯელია. ამაზე არ ვდაობთ. ასევე თუ შესაბამის ხარისხს არ აწვდიან და ლიცენზიის პირობებს არღვევენ კლინიკები, ხელმძღვანელობაც უნდა დაისაჯოს. კანონმდებლობის ფარგლებში, ის კონტროლი და ზედამხედველობა რაც უნდა ტარდებოდეს ტარდება.
---
03.04.2019
მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/akaki-zoidze-shromis-usafrtxoebis-kutxit-agsrulebis-nawili-gasaumjobesebelia/32051/
აკაკი ზოიძე: შრომის უსაფრთხოების კუთხით, აღსრულების ნაწილი გასაუმჯობესებელია
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, "მხოლოდ შრომის ინსპექცია ვერ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ 90,000 ობიექტი აკონტროლოს. გარდა ამისა, კომიტეტის თავმჯდომარემ "საქმის კურსის" ეთერში აღნიშნა, რომ შრომის უსაფრთხოებაში აღსრულების ნაწილი გასაუმჯობესებელია. „ჩვენნაირი ქვეყნისთვის დაახლოებით, 90 შრომის ინსპექტორია რეკომენდირებული, ახლა 40 გვყავს. თუმცა ამის გაუმჯობესების შემთხვევაშიც, მხოლოდ შრომის ინსპექცია ვერ იქნება საკმარისი 90 000 ობიექტის თუ იურიდიული პირის გასაკონტროლებლად. ამ კანონის აღსრულების კულტურა უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც - დასავლეთში. უნდა მოხდეს პასუხისმგებლობის გაცნობიერება და მისი მკაცრი აღსრულება", - აცხადებს ზოიძე. მისი თქმით, ამ პასუხისმგებლობის გააზრება როგორც - დასაქმებულების, ასევე დამსაქმებლების მხრიდან უნდა მოხდეს; "წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი მიღწეული ვერ იქნება", - აღნიშნა მან.
---
03.04.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/353543/
ანაზღაურება და უსაფრთხოება – რას მიიჩნევს მოსახლეობა შრომის უფლების დარღვევად
საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სამუშაო ადგილზე შრომის უფლების ყველაზე ხშირი დარღვევა არის არასათანადო ანაზაღაურება (მოსახლეობის 71%), შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა (მოსახლეობის 64%) და სამუშაო საათების ხანგრძლივობის ნორმების დარღვევა (მოსახლეობის 57%). საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის მონაცემები დღეს, 3 აპრილს გამოქვეყნდა. კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) საქართველოში ჩაატარა, ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA-ს ერთობლივი პროექტი ფარგლებში. კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 17.8% მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილზე ხდება სექსუალურ შევიწროება; თბილისში ასე მოსახლეობის 26.9% ფიქრობს, ხოლო რეგიონებში – 14%. ამ მოსაზრებას ეთანხმება ქალების 21.2%, ხოლო კაცების 13.7%. კითხვაზე – შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მოსალოდნელია თუ არა, რომ სასამართლო დაგეხმარებათ – მოსახლეობის 41.2% პასუხობს, რომ უფრო არ არის მოსალოდნელი; დადებითი მოლოდინი აქვს 38.5%-ს (არ ვიცი/უარი პასუხზე: 20,3%). გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 3.4% არის გაერთიანებული პროფესიულ კავშირში. პროფკავშირის წევრობის მაჩვენებელი თითქმის იდენტურია როგორც თბილისისა და რეგიონების, ისე ქალებისა და კაცების შემთხვევაში. 18-34 წლის ახალგაზრდები უფრო ნაკლებად არიან პროფკავშირის წევრები (0.4%), ვიდრე 35-54 წლის ადამიანები (5.8%). კითხვაზე – ისურვებდით თუ არა, გახდეთ პროფკავშირის წევრი – საქართველოს მოსახლეობის 6.8% დადებითად პასუხობს. უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეები უფრო ხშირად გამოთქვამენ ასეთ მზადყოფნას (10.4%), ვიდრე საშუალო ან უფრო დაბალი საფეხურის განათლების მქონე ადამიანები (4.9%). კვლევის ფარგლებში 1 786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1 187 რეგიონებში) გამოკითხა; რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის შერჩევის პრინციპით, კიშის ცხრილის გამოყენებით შეირჩნენ. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია, თუმცა თითეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და, შესაძლოა, ის არ ემთხვეოდეს საშუალო ცდომილების ზღვარს. საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ, ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში.
---
03.04.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/am-qveyanashi-shroma-aris-winaswar-gamocxadebuli-sikvdili-samushao-adgilebi-ki-sasaklaoebad-iqca
„ამ ქვეყანაში შრომა არის წინასწარ გამოცხადებული სიკვდილი, სამუშაო ადგილები კი სასაკლაოებად იქცა“
„ამ ქვეყანაში შრომა არის წინასწარ გამოცხადებული სიკვდილი, სამუშაო ადგილები კი სასაკლაოებად იქცა“, - ასე აფასებს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე არა მხოლოდ ვაკეში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც ორი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, არამედ, ბოლო პერიოდში სამუშაოს შესრულებისას გარდაცვალებულთა გაზრდილ მაჩვენებელს. ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ სახელმწიფომ სოციალური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მხოლოდ სტატიატიკა არ უნდა აწარმოოს. „სახელმწიფო სიკვდილის მანქანის თანამზრახველად იქცა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იწირავს ძალიან ბევრს ადამიანს. სამწუხაროდ, ხელისუფლებას აქვს ერთადერთი სტრატეგია - ყველა პროტესტის მიჩქმალვა, კავშირების დაბრალება ოპოზიციასთან, ხანდახან პროტესტის საერთოდ უგულვებელყოფა. ჩვენ ვხედავთ, რომ კანონმდებლობა არაეფექტურია და ვერ იცავს ადამიანის შრომით უსაფრთხოებას, კარგად ვხედავთ იმასაც, რომ ხელისუფლება არ აპირებს არანაირი ნაბიჯის გადადგმას, ისინი ვერ აღიქვამენ ამ პრობლემებს სერიოზულად. საბოლოო ჯამში მათ ეს ამბავი ძალიან ცუდად მოუბრუნდებათ . არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ სტრატეგიით “ქართული ოცნება“ დიდხანს გაძლებს არსებობას. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული ადამიანის უფლება. ვაკის მშენებლობაზე ელემენტარული უსაფრთოხების ნორმები რომ ყოფილიყო დაცული, ასეთი მძიმე რეალობის წინაშე არ დავდებოდით“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ. ვახუშტი მენაბდის პოზიციას იზიარებს საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე. იურისტი აცხადებს, რომ არსებული რეგულაციების არაეფექტურობის პირობებში ყოველწლიურად უამრავი ადამიანი იღუპება. მისი თქმით, გარდაცვალება ერთგვარი სტატისტიკა გახდა, თუმცა იმის გააზრება, თუ რა არის ამის გამომწვევი მიზეზი, არ ხდება. „ადამიანები მიდიან სამსახურებში და შეიძლება ცოცხლები ვერ დაბრუდნენ ვინაიდან, ხშირად ობიექტზე უსაფრთხოება დაცული არ არის. აღსანიშნავია ისიც, რომ სანქციები არ არის პროპორციული და შეიძლება კონკრეტულ კომპანიას უღირდეს თანხის გადახდა უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფის სანაცვლოდ. საკითხი არის კომლექსური, ბევრი პრობლემა ახლავს, ხშირად ეს შეიძლება განპირობებული იყოს მძიმე სოციალური ფონით, როდესაც ადამინები დაუცველი შრომითი პირობების შემთხვევაშიც მზად არიან იმუშაონ ოღონდ მინიმალური ანაზღაურება მიიღონ“, - განაცხადა სულხან სალაძემ. სულხან სალაძე აცხადებს, რომ ეს საკითხი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. მისი თქმით, სწორედ მმართველ გუნდს აქვს იმის ბერკეტი, რომ კანონში ნებისმიერი ცვლილება მარტივად შეიტანოს. იურისტი ამბობს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლებაც იგივე პოლიტიკური გუნდის ხელშია, ამიტომ მთავარია პოლიტიკური ნება და რეალური სურვილი, იმისთვის, რომ მათ არსებული შრომის პოლიტიკა შეცვალონ. სალაძის განმარტებით, თუ ეს პოლიტიკური ნება არ იქნება, ყოველდღე ვისაუბრებთ გარდაცვლილ და დაშავებულ ადამიანებზე. „როდესაც ვლაპარაკობთ შრომით უსაფრთოხებაზე, სოციალური მუშაკების პრობლემებზე მრჩება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფო ბოლომდე ვერ აღიქვამს ამ მასშტაბს და სიმწვავეს. გაიგებს თუ არა სახელმწიფო ადეკვატურად საპროტესტო მუხტს, ამას დრო გვიჩვენებს, რასაც დიდი დრო არ სჭირდება. თუმცა პირველადი განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ, იგივე სოცმუშაკებთან დაკავშირებით, არ მიტოვებს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ისინი რეალურად აღიქვამენ იმ გამოწვევებს და პრობლემებს, რომელიც ქვეყანაში არსებობს. შეიძლება აღიქვამენ კიდევაც, მაგრამ ნება პოლიტიკური გადაწყვეტილებისა ყოველ შემთხვევაში ჰორიზონტზე არ ჩანს“, - განაცხადა სულხან სალაძემ. „2018 წლის საანგარიშო პერიოდში, უმთავრეს გამოწვევად კვლავ რჩებოდა შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა“ - ასე იწყება საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში შრომის უფლების შესახებ. ტექსტი იდენტური იყო 2017 წელს, ანგარიში არ შეცვლილა არც 2016 წელსაც, პრობლემა პრობლემად რჩებიდა 2015, 2014, 2013, 2012, 2011, 2010 წლებშიც. სამაგიეროდ, იცვლებოდა სტატისტიკა, რომელსაც ომბუდსმენი პირველი ფრაზის გასამყარებლად იყენებდა. წლების განმავლობაში საწარმოო შემთხვევების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა და დაიღუპა. გარდაცვალებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვებოდა ხოლმე, ტრადიცია არც ახლა დარღვეულა, თუმცა ამჯერად შრომითი უფლებების დასაცავად დაწყებული საპროტესტო გამოსვლები უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მწვავე ფორმით გაგრძელდება. ეს გადაწყვეტილება იმ საინიციატივო ჯგუფმა მიიღო ვისი ორგანიზებითაც გუშინ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მასშტაბური მსვლელობა გაიმართა. იქნება თუ არა ეს საპროტესტო მუხტი ხელისუფლებისთვის სიგნალი და გადადგას თუ არა ქმედითი ნაბიჯს ქართული ოცნება ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ. სამწუხაროდ, აქამდე გავიგეთ მხოლოდ ის, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ჩატარებული შემოწმებით რიგ ობიექტებზე სისტემური დარღვევები გამოვლინდა. დარღვევების შესახებ ყურადღება გამახვილებულია სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშშიც. „რისკების შეფასების არარსებობა, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოუყენებლობა, კოლექტიური დაცვის საშუალებების არარსებობა, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის არარსებობა, კუსტარული დანადგარების გამოყენება, სახანძრო უსაფრთხოების დაუცველობა, ელექტრო უსაფრთხოების დაუცველობა, სწავლება/ტრენინგების ჩაუტარებლობა, საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმის არარსებობა, მანქანა-დანადგარების გაუმართაობა, გამაფრთხილებელი ნიშნების არარსებობა“, — ეს იმ სისტემური დარღვევბის მცირე ჩამონათვალია რომელსაც დოკუმენტში ვკითხულობთ. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია, რომ კანონით რიგი მნიშვნელოვანი ვალდებულებები დაინერგა, თუმცა შესაბამისი რეგულაციების აღსრულება არ ყოფილა უზრუნველყოფილი ეფექტიანი ინსპექციის სისტემით — ზედამხედველობის ორგანოს არ ჰქონია მინიჭებული დასაქმების ადგილებზე უპირობო დაშვების მანდატი. სახალხო დამცველი წინ გადადგმული ნაბიჯად მიიჩნევს 2019 წლის თებერვალში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიღებას, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის სექტემბრიდან შრომის უსაფრთხოების სტანდარტების მოქმედება ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე გავრცელდება. შრომის ინსპექტორებს მოეხსნებათ სამუშაო ადგილებზე დაშვების შეზღუდვები. ამგვარად, საქართველოს კანონმდებლობა კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება საერთაშორისო სტანდარტებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას. იმას, რომ დასაქმების ადგილებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებული შემაშფოთებელი ვითარება არ გაუმჯობესებია, კიდევ უფრო ამყარებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სტატისტიკა. ინფორმაციის თანახმად, 2010 წლიდან 2018 წლამდე 399 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1183 დაშავდა. 2018 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად დაიღუპა 59 და დაშავდა 199 ადამიანი, რაც წინა წლის მონაცემებს მნიშვნელოვნად აღემატება. 2017 წელს, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 47 და დაშავდა 106 ადამიანი. 2016 წლის მონაცემებით, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 ადამიანი. 2015 წლის განმავლობაში სამუშაოს შესრულებისას დაშავებულთა რაოდენობა შეადგენს 82-ს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა - 42-ს. 2014 წელს, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 72 და დაშავდა 45 ადამიანი. 2013 წლის მონაცემებით, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 23 და დაშავდა 111 ადამიანი. 2012 წლის განმავლობაში სამუშაოს შესრულებისას დაშავებულთა რაოდენობა შეადგენს 289-ს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 49-ს. 2011 წელს, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 54 და დაშავდა 137 ადამიანი. 2010 წელს სამუშაოს შესრულებისას დაშავებულთა რაოდენობა იყო 102, გარდაცვლილთა რაოდენობა - 42
---
03.04.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/saqartveloshi-yvelaze-mets-samsheneblo-seqtorshi-dasaqmebulebi-mushaoben
საქართველოში ყველაზე მეტს სამშენებლო სექტორში დასაქმებულები მუშაობენ
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით საქართველოში ყველაზე მეტს მშენებლობაზე დასაქმებულები მუშაობენ. ძირითად სამუშაოზე კვირაში ნამუშევარი ჩვეულებრივი საათების რაოდენობა სამშენებლო სექტორში 50,5 საათს შეადგენს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ძირითად სამუშაოზე კვირაში ნამუშევარი ჩვეულებრივი საათების საშუალო რაოდენობა ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით ასე გამოიყურება: (მონაცემები მოიცავს 2017 წელს) სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 28,2 საათი; მრეწველობა - 46,1 საათი; მშენებლობა - 50,5 საათი ; საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 49,2საათი; ტრანსპორტირება და დასაწყობება - 45,7 საათი; განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 49,3 საათი; ინფორმაცია და კომუნიკაცია - 42,5 საათი; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 42,8 საათი; უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 39,4 საათი; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 41,6 საათი; ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 44,3 საათი; სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური დაცვა - 48,0 საათი; განათლება - 30,4 საათი; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 42,1 საათი; ხელოვნება, გართობა და დასვენება - 38,7 საათი; სხვა სახის მომსახურება - 45,7 საათი; შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის - 50,2 საათი; ექსტერიტორიული ორგანიზაციების და ორგანოების საქმიანობები - 43,3 საათი. 2017 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ადამიანი ეკონომიკიური დარგების მიხედვით სოფლის მეურნეობის სექტორშია დასაქმებული- (737,5 ათასი), მეორე ადგილზეა მრეწველობა (137,5 ათასი) ხოლო მესამეა მშენებლობა (82 ათასი)
---
03.04.2019
მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/akhalshobilta-26-da-dedebis-11-inpektsiebisgan-ighupeba
ახალშობილთა 26% და დედების 11% ინფექციებისგან იღუპება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და უნისეფი გლობალურ ანგარიშს აქვეყნებენ, რომელიც ჯანდაცვის ობიექტებში წყალს, ჰიგიენასა და სანიტარიას ეხება. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ყოველ 8 ჯანდაცვის ცენტრიდან 1 ობიექტში წყლის მომსახურება არ არის, ხოლო 5-იდან 1-ს სანიტარული მომსახურება არ აქვს, რაც 900 მილიონზე მეტ ადამიანზე ახდენს გავლენას. 1.5 მილიარდზე მეტი ადამიანი დადის სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც საპირფარეშო არ აქვს. ჯანდაცვის დაწესებულებები კი სათანადო სანიტარული პირობების გარეშე დაავადებების პრევენციის ნაცვლად შეიძლება, მისი გავრცელების მიზეზი გახდეს. 6-იდან 1 დაწესებულებაში საპირფარეშოებში არ არის საპონი და წყალი. საპნის და წყლის არ ქონა კი ინფექციის გავრცელების დიდი რისკია. ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის მონაცემებით, 69 ქვეყნიდან 17 ქვეყანაში ჯანდაცვის ობიექტების 20%-ს წყლის მომსახურება არ აქვს, 65 ქვეყნიდან 28-ში ჯანდაცვის ობიექტების 10%-ს სანიტარული მომსახურება არ გააჩნია, 55 ქვეყნიდან 8-ში ჯანდაცვისთვის ხელსაყრელი პირობები არ არის, 48 ქვეყნიდან 30-ში კი ჯანდაცვის დაწესებულებების ნახევარზე მეტს ნარჩენების მართვის მომსახურება არ აქვს. როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, არაჰიგიენურ პირობებში დაბადების შედეგად ყოველწლიურად მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება. ინფექციები ახალშობილთა სიკვდილიანობის 26 %-ის და დედების 11%-ის გარდაცვალების მიზეზი ხდება. უნისეფი მოუწოდებს ხელისუფლებებს დარწმუნდნენ, რომ ყველა დედასა და ბავშვს ხარისხიან ზრუნვაზე ხელი მიუწვდებათ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ასამბლეა მაისში ჩატარდება, სადაც ხელისუფლებები ჯანდაცვის ობიექტებში წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის რეზოლუციის შესახებ იმსჯელებენ. რეზოლუცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა.
---
03.04.2019
დედაქალაქის მერი მოსახლეობას წითელას აცრების გაკეთებისკენ მოუწოდებს
კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მოსახლეობას მოუწოდა, პრევენციის მიზნით, წითელას საწინააღმდეგო აცრები ჩაიტარონ. „2019 წლის იანვარში დაიწყო წითელას ეპიდაფეთქების ლიკვიდაციისკენ მიმართული აცრების კამპანია. მიუხედავად განხორციელებული და მიმდინარე ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებისა, მოსახლეობის დიდ ნაწილს კვლავაც სჭირდება წითელას საწინააღმდეგო გეგმური და არაგეგმური იმუნიზაცია. წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის განკარგულებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ქვეყანა უზრუნველყოფილია მაღალი ხარისხის ვაქცინით.“ – განაცხადა თბილისის მერმა. კალაძემ კიდევ ერთხელ შეახსენა მოსახლეობას, რომ აცრები უფასოა. „მინდა ყველას მოვუწოდო, ჩაიტარონ აცრები, რომ პრევენცია მოვახდინოთ და დაავადება არ გავრცელდეს.“ – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.
---
03.04.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/459573
თბილისის მერია ღვიძლის ტრანსპლანტაციას 70 000 ლარით დააფინანსებს
---
ბეჭდვითი მედია
04.04.2019
მედიასაშუალება: გზა
ვინ არის მუშების სიკვდილში დამნაშაბე?
თბილისში, ვაკეში, ჭავჭავაძის 5 ნომერში, სადაც მრავალპროფილური საავადმყოფო შენდება, უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა: "ლეჩკომბინატის" ძველი შენობის საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას, მოულოდნელად მასობრივად ჩამოიშალა მიწა და ორი მუშა ქვეშ მოიყოლა. შემთხვევის ადგილზე მისულ მაშველებს საშინელი სურათი დახვდათ. სახალხო დამცველმა გასული წლის სტატისტიკა გამოაქვეყნა: მდგომარეობა საგანგაშოა. 2018 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 59 ადამიანია დაღუპული, 199 კი დაშავებული. 31 მარტს მომხდარმა ხალხი არაშფოთა. 1-ლ აპრილს ხალხი ქუჩაში გამოვიდა. მთავრობის კანცელარიის წინ შრომის უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებისა და შრომის ქმედითი ინსპექციის ამოქმედების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ამ აქციის ორგანიზატორი იყო სოლიდარობის ქსელი. მათ მსვლელობას სამოქალაქო აქტივისტები და პროფკავშრები შეუერთდნენ. ტრაგედიის ადგილას აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ინციდნეტი მოხდა. ძალოვანებმა აქციის მონაწილე 6 პირი პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს და ვაკე-საბურთალოს პოლიციაში გადაიყვანეს. აქციის მონაწილეებმა ამის შემდეგ ჯერ თბილისის მერის სახლთან, შემდეგ პოლიციის შენობასთან გადაინაცვლეს და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. კალაძემ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა. ბექა ფერაძე, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: - მიმდინარეობს მოკვლევა, თუმცა უშუალოდაც ვიყავი ჩართული და ერთი შეხედვით, ფიქსირდებოდა დარღვევები ტერიტორიაზე. ტრაგედიის დეტალებს გამოძიება დაადგენს. კომპანიის ადვოკატი, გიორგი ყიფშიძე აღიარებს, რომ შემთხვევის ადგილზე გამაგრებითი სამუშაოები არასაკმარისი იყო. მისი ტქმით, არსებობს მომატებული რისკების ობიექტები და ყველაფრის წინასწარ გათვლა შეუძლებელია. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინსპექტორი, მაია მიქაია ამბობს, რომ წინასწარი დაკვირვების შედეგად, მშენებლოვბაზე შრომის უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო. ის გამოეხმაურა კომპანია "ტრანსმშენის" მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ისინი ქვეკონტრაქტორი კომპანიისკენ იშვერენ ხელს. მიქაიას თქმით, ეს "ტრანსმშენს" არ ტავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. პროფკავშრების წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია როგორც კომპანია, ასევე სახელმწიფო: "სახელმწიფომ დაიწყო კომპანიაზე გადაბრალება, კომპანია ქვეკომპანიას აბრალებს, ისინი კიდევ თავად გარდაცვლილი მუშებისკენ იშვერენ ხელს. ბოლო დასკვნა კი ის გამოდის, რომ თავად მუშები უსფართხოების ნორმებს არ იცავენ. ეს აქრის ჩვეულებრივი ნარატივი, შრომის ინსპექციას საკმაოდ შეზღუდული ძალაუფლება აქვს და ის ვერაფერს ვერ აკეთებს - განაცხადა პროფკავშირების წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ. " საქართველოს საერთო სასამართლოებიდან გამოთხოვილი განაჩენების ანალიზით დგინდება, რომ 2018 წლის განმავლობაში წარმოებაში მომხდარ უბედური შემთხვევებთან დაკავშირებით საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა 35 საქმე განიხილეს და მათგან რეალური სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ ორ შემთხვევაში განისაზღვრა. არსებითი განხილვის შედეგად გამამტყუნებელი განაჩენი დადგა კიდევ 7 საქმეზე. საქმეთა დაახლოებით 69% არსებითი განხილვის გარეშე დასრულდა, საპროცესო შეთანხმების დადებით. ერთი საქმე კი, განრიდების გამოყენების მიზნით, რაიონულ პროკურატურას დაუბრუნდა", - ნათქვამია სახალხო დამცველის მოხსენებაში.
---
04.04.2019
მედიასაშუალება: ახალი თაობა
ყოველ ხუთშაბათს "ნიკორა სუპერმარკეტი" "ლიბერთი ბანკის" სოციალური ბარათის მფლობელებს უპრეცედენტო ფასდაკლებას შესთავაზებს
დღეიდან, ყოველ ხუთშაბათს, „ნიკორა სუპერმარკეტი“ ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელებს ყველაზე მოთხოვნად პროდუქციაზე უპრეცედენტო ფასდაკლებას შესთავაზებს. აქცია ვრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. „ნიკორა სუპერმარკეტის“ და „ლიბერთის“ ერთობლივი პროექტი სექტემბრის თვიდან დაიწყო ჩვენს ქსელში. ამ პროექტის ფარგლებში სოციალური ბარათის მფლობელებისთვის ასობით დასახელების, ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე სპეციალური ფასები შემუშავდა, რაც ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით ბევრად დაბალია. პროექტის მიმართ ინტერესი და კმაყოფილება სოციალური ბარათის მფლობელებისგან იმდენად მაღალია, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება მათთვის ყველაზე სასურველ 4 დასახელების პროდუქტზე, შევთავაზოთ უპრეცედენტოდ დაბალი ფასი. 14 თებერვალს, მხოლოდ ერთი დღით: ზეთის, კვერცხის, ქათმის და შვრიის ფანტელის შეძენას, სოციალური ბარათის მფლობელები ყველაზე დაბალ ფასად შეძლებენ. ვურჩევთ ყველას, ვინც სოციალური ბარათით სარგებლობს, არ გამოტოვოს ეს დღე და ისარგებლოს საუკეთესო შეთავაზებით",- განაცხადა "ნიკორა სუპერმარკეტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ანა კოშაძემ. მომხმარებელზე ზრუნვა, ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის პრიორიტეტს წარმოადგენს. 2018 წლის სექტემბრიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიონერები და სოციალური დახმარების მიმღები პირები "ნიკორა სუპერმარკეტის" ნებისმიერ ობიექტზე, ყველაზე მოთხოვნად 350-მდე დასახელების პროდუქტზე საუკეთესო ფასით ყოველდღიურად სარგებლობენ. კომენტარები
---