მედიამონიტორინგი 04.06.2019
ტელევიზია
04.06.2019
არხი: I არხი
გადაცემა: ახალი დღე
ბათუმში დასაქმების ფორუმი გაიმართა. პროექტის ფარგლებში, მათ ვინც სამსახურს ეძებს, დამსაქმებლებმა 2000-მდე ვაკანსია შესთავაზა. ამ თემაზე სასაუბროდ ახალი დღის სტუმარია ლევან გოგოძე - სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6125291
---
03.06.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
არაგადამდები დაავადებები ყოველწლიურად მსოფლიოში ათობით მილიონი ადამიანის სიკვდილს იწვევს. აქედან თითქმის მესამედი დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების წილია. თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების ზრდა, ცხოვრების პასიური წესი, არაჯანსაღი კვება და ჭარბი წონა – მედიკოსების ინფორმაციით, ეს ის მიზეზებია, რომლებიც გულსისხლძარღვთა და სხვა არაგადამდები დაავადებების მიზეზებს შორის ყველაზე ხშირია. პრობლემად სახელდება ექიმებთან პროფილაქტიკური ვიზიტების სიმცირეც.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6124662
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6124207
---
03.06.2019
არხი: ერთსულოვნება
გადაცემა: სიახლენი 22:00
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დალი ტრაპაიძემ მედიაცენტრ მთავარში პრეს-კონფერენცია გამართა. შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი არაგადამდები დაავადებების მხრივ საქართველოში არსებულ ვითარებაზე გაკეთდა. როგორც დალი ტრაპაიძემ განაცხადა მთელს მსოფლიოში გარდაცვალების შემთხვევების 70% სწორედ არაგადამდები დაავადებებით არის გამოწვებული, საქართველოში კი ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6124713
---
03.06.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 22:00
გაზრდილი ინფლაქცია, გაუფასურებული ლარი და გაზრდილი ფასები პროდუქტებზე,. საქართველოში ბოლო 5 თის განმავლობაში ფასების მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ჯანდაცვის მიმართულებით 3%-ით გაუძვირდათ მოსახელობას.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6124789
---
03.06.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 22:30
1 მლნ 631 603 ლარი მოქალაქეების სასარგებლოდ, სამინისტროების წაგებული დავების შესახებ IDFI ანგარიშს აქვეყნებს. IDFI სასამართლო დავები 89 საჯარო დაწესებულების წინააღმდეგ შეისწავლა. ირკვევე რომ შემდეგ მოქალაქეებმა დავები მოიგეს საჯარო დაწესებულებებს მათ სასარგებლოდ 1 მლნ 631 603 ლარის გადახდა დაეკისრათ. თავისუფალი განვითარების ინსტიტუტი აცხადებს რომ კონკრეტული თანამდებობის პირთა დანაშაულის გამო ბიუჯეტი ასობით ათას ლარს ზარალობს. ჩატარებულმა კვლევამ 2013-2017 წლსები მოცვა. სტატისტიკა ასეთია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 831 წაგებული საქმე, თავდაცვის სამინისტრო 352, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია 31, პასუხისმგებლობის სახით ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა შსს, დაცვის პოლიციას დაეკისრა 188 780 ლარი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6124736
---
03.06.2019
არხი: I არხი
გადაცემა: ბიზნესპარტნიორი
ინფრასტრუქტურული პროექტები შრომის უსაფრთხოების ხარჯებს არ ითვალისწინებს, რაც კომპანიებს უბიძგებს, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზე ეკონომია გასწიონ, შესაბამისად, ვერც დამკვეთი სთხოვს შემსრულებელ კომპანიას შრომის უსაფრთხოების სათანადო დაცვას.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6123452
---
ინტერნეტი
04.06.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/475890
“ჩერნოვეცკის” ფონდი: ნათელაშვილების ოჯახს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
ნათელაშვილების ოჯახს უკვე რამდენიმე წელია, რაც საშინელ პირობებში უწევს ცხოვრება. 57 წლის დედა, ქეთევან თოდაძე ორ სნეულ შვილსა და მეუღლეს უვლის, რომლებსაც ფსიქიკური აშლილობა აქვთ. ქეთევანმა დახმარების თხოვნით „ჩერნოვეცკის“ ფონდს მიმართა. ქეთევანი: სამი წლის წინ, ჩემს მეუღლეს ნერვებმა უმტყუნა. როდესაც ჩვენს შვილს ფსიქიკური პრობლემები აღმოაჩნდა, მის სამკურნალოდ ყველაფერი გავყიდეთ, რაც გვქონდა და აქ გადმოვსახლდით (საგარეჯოს რაიონი, სოფელი გიორგიწმინდა). მრავალწლიანმა მკურნალობამ, რა თქმა უნდა, შედეგი გამოიღო. ახლა ლევანი 17 წლისაა, მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, არაა აგრესიული და გვიჯერებს, მაგრამ ეს შედეგი რომ მიგვეღო, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ დავრჩით და მხოლოდ სოციალური შემწეობით ვირჩენთ თავს. ზვიადი – ჩემი მეუღლე, ძალიან განიცდიდა შექმნილ ვითარებას და, საბოლოოდ, მასაც უმტყუნა ნერვებმა. – ამ სახლს ქირაობთ? – დიას, თვეში 50 ლარად. პირობები დამაკმაყოფილებელია, მაგრამ აქედანაც შეიძლება, ნებისმიერ დროს გაგვასახლონ, თუ პატრონი სახლის გაყიდვას გადაწყვეტს. ჩვენი შემოსავალი ქმრისა და შვილის პენსია და სოციალური შემწეობაა, რომელიც წამლების, საკვების საყიდლად და კომუნალური გადასახადების დასაფარად ძლივს გვყოფნის. – თქვენ არ მუშაობთ? – განათლებით ინჟინერი ვარ. პოლიტექნიკურ ინსტიტუტშიც ვმუშაობდი, მაგრამ რაც ლევანს ჯანმრთელობის პრობლემები აღმოაჩნდა, სამსახურს თავი დავანებე. ახლა ძალიან მინდა მუშაობა, მაგრამ მეც ვერ დავიკვეხნი კარგი ჯანმრთელობით. სამჯერ გავიკეთე ოპერაცია – კისტა ამომაჭრეს, ერთხელ თვალებზეც მომიწია… გული მაწუხებს, მაღალი წნევები… – ოპერაცია სახელმწიფომ დაგიფინანსათ, არა? – კი, სახელმწიფომ დამაფინანსა. ასევე, ჩემი ქმარი და შვილი სახელმწიფო პროგრამის სერვისებით სარგებლობენ. ადგილობრივი ხელისუფლებაც გვეხმარება, როგორც შეუძლიათ – ისე. მესმის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება დახმარება. გამგეობა ორ თვეში ერთხელ წამლებს გვიფინანსებს, უფასო სასადილოთიც ვსარგებლობთ… – ამჟამად, ყველაზე მეტად რა გჭირდებათ? – საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ფაქტობრივად, არ გვაქვს. რამდენიმე დღის წინ გაზქურა აგვიფეთქდა. სარეცხი მანქანა არც გვქონია არასდროს. მაცივარი არ მუშაობს… ძალიან ბევრი მსმენია თქვენი ფონდის შესახებ, რომ უამრავი გულისხმიერი ადამიანები ეხმარებიან საქართველოში გაჭირვებულ ოჯახებს. მინდა, რომ ჩემი ხმა მათ მიაწვდინოთ! ვოცნებობ, რომ ჩემი შვილი და მეუღლე კვლავ ჯანმრთელები იყვნენ. “მეგობრებო, ნათელაშვილების ოჯახს თქვენი დახმარება სჭირდება, ნებისმიერი სახის დახმარება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება! მათი მისამართია: საგარეჯოს რაიონი, სოფელი გიორგიწმინდა, ტელ: 591 31 31 87; თუ თქვენთვის უფრო მოსახერხებელია ფინანსური დახმარების აღმოჩენა, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ “ჩერნოვეცკის” ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნათელაშვილების ოჯახი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც “, – აცხადებენ ფონდში.
---
04.06.2019
რუსთავში მენინგიტით 34 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
რუსთავში მენინგიტით 34 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი დაცვის სამსახურში “ჯეო სექიურიტში” მუშაობდა და “კლინიკა რუსთავის” დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი იყო. მამაკაცი თავდპირველად სწორედ აღნიშნულ კლინიკაში გადიოდა მკურნალობას, მოგვიანებით კი თბილისში, ინფექციურ განყოფილებაში გადაიყვანეს. მენინგოკოკური ინფექცია სწრაფად გადაიზარდა სეპტიკურ შოკში ჰიპოტენზიით, რაც აციდოზითა და დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედებით გამოიხატა. სამწუხაროდ, მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
---
03.06.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/475867
ქუთაისში, მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშის მდგომარეობა კრიტიკულია
ქუთაისში, მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდნილი მუშის მდგომარეობა კრიტიკულია. ექიმმა, ლევან ჭელიძემ განaაცხადა, რომ 52 წლის პაციენტს ტრავმული შოკი და მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება. „სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ შემოყვანილ იქნა 52 წლის მამაკაცი. სიმაღლეზე ვარდნის შედეგად მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიღებული. პაციენტს ტრავმული შოკი აქვს და იმყოფება მართვით სუნთქვაზე“, – აცხადებს ექიმი ლევან ჭელიძე. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.
ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/45507/qutaisshi-mshenebare-obieqtidan-musha-gadmovarda
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/549748-ekimis-inpormaciit-kutaisshi-msheneblobidan-gadmovardnili-mushis-mdgomareoba-kritikulad-mzimea/
პია.ჯი- https://pia.ge/post/265051-mseneblobidan-gadmovardnili-musis-mdgomareoba-kritikulia
---
03.06.2019
მედიასაშუალება: https://expressnews.com.ge/?id=84646
გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულმა 176-მა მოქალაქემ მიიღო - პრემიერის მოხსენება
მთავრობის მუშაობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში, რომელსაც ის პარლამენტს ივნისში წარუდგენს, აღნიშნულია, რომ ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრებმა 176 პირმა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიიღო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ პაციენტებიდან 77 აფხაზეთის, ხოლო 99 ე.წ. სამხრეთ ოსეთის მკვიდრი იყო. „სასწრაფო, გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება“ კომპონენტის ფარგლებში დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან ოპერირებს შესაბამისი ტექნიკითა და სამედიცინო პერსონალით აღჭურვილი რეანომობილები და სასწრაფო დახმარების მანქანები, რომლებიც ახორციელებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტების სამედიცინო ტრანსპორტირებას შესაბამისი პროფილის კლინიკებში. 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის 31 მარტის ჩათვლით განხორციელდა 176 პაციენტის სამედიცინო ტრანსპორტირება, მათ შორის 77 სამედიცინო ტრანსპორტირება აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის პირობითი საზღვრიდან , ხოლო 99 - სამხრეთ ოსეთის პირობითი საზღვრიდან“, - ნათქვამია მოხსენებაში.
---
03.06.2019
C ჰეპატიტის სკრინინგის არეალი ფართოვდება
ქვეყნის მასშტაბით, 2018 წლის სექტემბრიდან დღემდე, C ჰეპატიტზე 323 675 პირი შემოწმდა, რომელთაგან დადებითი 16 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის წლიურ მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, სკრინინგი ჩატარებული აქვს 1 635 737 პირს, მათ შორის გამოვლენილია 132 048 დადებითი შემთხვევა. „წლის განმავლობაში C ჰეპატიტის სკრინინგის არეალის გაფართოება იგეგმება, რაც მოქალაქეებს დამატებით გაუადვილებთ აღნიშნული მომსახურების მიღების შესაძლებლობას“,- აღნიშნულია დოკუმენტში.
---
03.06.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/inpheqtsiuri-saavadmqhophos-proeqti-6-thvis-vadashi-momzaddeba/
ინფექციური საავადმყოფოს პროექტი 6 თვის ვადაში მომზადდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის პროექტირებაზე გამარჯვებული კომპანია გამოავლინა. ინფორმაციას მგფ-ის პრესსამსახური ავრცელებს. ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია შპს ,, აპექს სტუდიო 1“-ია. კომპანია ვალდებულია 6 თვეში წარმოადგინოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის პროექტი. მას შემდეგ რაც, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, შემუშავდება და მიღებული იქნება საავადმყოფოს სრულფასოვანი საპროექტო დოკუმენტაცია, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ამ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, გამოაცხადებს მშენებლობის ტენდერს. პროექტი ითვალისწინებს 100 საწოლზე გათვლილი საერთაშორისო სტანდარტების ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო- პრაქტიკული ცენტრის მშენებლობას. ცენტრი აშენდება თბილისში, ლუბლიანას ქუჩა N21- ში. მისი სამუშაო ფართი დაახლოებით 10000 კვადრატული მეტრი იქნება, ხოლო საერთო სამშენებლო ფართი 15000 კვადრატულ მეტრზე მეტი. პროექტისთვის ტექნიკური დავალების შემუშავებაში ჩართული იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/549696-inpekciuri-saavadmqopos-proekti-6-tveshi-momzaddeba/
ბიემ.ჯი- https://www.bm.ge/ka/article/infeqciuri-saavadmyofos-proeqts-quotapeqs-studio-1quot-moamzadebs/34803
პია.ჯი- https://pia.ge/post/264965-infeqciuri-saavadmyofos-proeqti-6-tvis-vadasi-momzaddeba
---
03.06.2019
დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი - სამწუხაროდ, გაახალგაზრდავდა გულსისხლძარღვთა და ფილტვის, ონკოლოგიური დაავადებები და დიაბეტი
სამწუხაროდ, გაახალგაზრდავდა გულსისხლძარღვთა და ფილტვის დაავადებები, ონკოლოგიური დაავადებები, დიაბეტი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დალი ტრაპაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, არაგადამდები დაავადებები ძირითად წილს იკავებს ქვეყნის როგორც ავადობის, ასევე სიკვდილობის სტრუქტურაში. ამასთან, დალი ტრაპაიძის ინფორმაციით, მსოფლიოში არაგადამდები დაავადებები საფუძველია დაახლოებით 70%-მდე ზოგადი სიკვდილობის შემთხვევებისა. ასევე ე.წ. შრომის უუნარო სტატუსი 78-80%-ს მინიჭებული აქვს არაგადამდებ დაავადებათა მიზეზით. დალი ტრაპაიძის განმარტებითვე, სიტუაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ქვეყნებში უფრო მძიმეა. მისი თქმით, სიკვდილობის სტრუქტურაში არაგადამდები დაავადებები დაახლოებით 90%-მდეა, ხოლო შრომის უუნარობის სტატუსი აღნიშნული მიზეზით დაახლოებით 85%-ს აქვს მინიჭებული. "ქართულ პოპულაციაში, ზოგადი სიკვდილობის სტრუქტურაში, დაახლოებით 95%-მდე არაგადამდები დაავადებების მიზეზით გამოწვეული სიკვდილობაა. არაგადამდები დაავადებები - ეს არის ჯგუფი დაავადებებისა, სადაც კონსოლიდირებულია გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, კიბო და შაქრიანი დიაბეტი. ამ დაავადებათა ყველა ჯგუფს, ფაქტობრივად, აქვს ერთი ტიპის რისკის ფაქტორები", - განაცხადა დალი ტრაპაიძემ. მისივე თქმით, ქცევითი ხასიათის რისკ ფაქტორებს მიეკუთვნება თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება, ასევე სუფრის მარილის მიმართ დამოკიდებულება, დაბალი ფიზიკური აქტივობა და სხვა. "რისკ ფაქტორების კორექცია, სწორი მართვა არის ზუსტად საფუძველი და გარანტია იმისა, რომ ესა თუ ის დაავადება არ განვითარდეს. არსებობს არაკორეგირებადი რისკ ფაქტორები, რომელთა შეცვლა არ შეგვიძლია. ეს არის ასაკი, სქესი და მემკვიდრული დატვირთვა, რომელიც ქრონიკული დაავადებების მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ ეს შეუცვლელი, არაკორეგირებადი რისკ ფაქტორები განსაკუთრებულად უნდა მივუდგეთ, რომ ქცევითი რისკ ფაქტორები გავაკონტროლოთ. ეს არის ჯანსაღი კვება, მავნე ჩვევებზე, მათ შორის თამბაქოზე უარის თქმა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების საწინააღმდეგო ღონისძიებები და განათლება. ასევე ამ ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოსოციალური სტრესები, ამ სტრესის მენეჯმენტი მნიშვნელოვანია." - აღნიშნა დალი ტრაპაიძემ.
---
03.06.2019
ნინიმ დაბადების დღე საავადმყოფოს კედლებში აღნიშნა"- 4 წლის გოგონას საზოგადოების დახმარება სჭირდება
ეს 4 წლის ნინი აბუსერიძეა, კიდევ ერთი ლეიკემიით დაავადებული ბავშვი აჭარიდან. "ნინის 26 მაისს ჰქონდა დაბადების დღე, რომელიც საავდმყოფოს კედლებში აღნიშნა. თეთრხალათიანი დეიდების და წამლების გარემოცვაში. 1 წელია ნინი ამ მძმე დაავდებას ებრძვის და სიცოცხლის სხივი არ ჩაქრობია თვალებში თქვენი თანადგომით. ნინის მკურნალობა გრძელდება, ისევ გვჭირდება დახმარება რადგან ეხლა უფრო რთული ბლოკების ქიმიის მიღების ეტაპი გადავლახოთ და შემდეგი დაბადების დღე სრულიად ჯამრთელი სახლში დავაბრუნოთ. პატარა ურთულეს ბლოკებზეა გადასული და მიუხედავად ამ ტკივილისა ის ძლიერად დგას რადგან სიცოცხლე უყვარს, ყველაზე მეტად საბავშვო ბაღის მეგობრები და მათთან თამაში ენატრება . მალე უნდა დააღწიოს თავი საავადმოფოს კედლებს მჯერა ყველა გავერთაინდებით და კიდევ ერთ პატარას ვაჩუქებთ სიცოცხლეს. ნინის დასახმრებლად გთხვთ ნუ აუვლით ამ წერილს გვერდს , ის 1 წელი თქვნი დახმრებით მოდის და სიევ სჭირდებით"- აცხადებს "იალქანის" ხელმძღვანელი. 09 01 200 127 საქაველმოქმედო ზარი ყველა ოპერატორიდან. დახმარების მსურველთათვის მოცემულია ანგარიშის ნომრები. დანიშნულებაში მიუთითეთ ნინი აბუსერიძე თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია აპარატებიდან: #თიბისი #ფეის საბანკო მომსახურება აირჩიეთ იურდიული პირი იურიდიული პირის პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საქართველოს ბანკის აპარტები იურიდული პირი ან კომპანის ანგარში იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14.
---
03.06.2019
მერაბ მეტრეველი: „ოთხი წელი სრულდება, რაც ჩემი ბიძაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა... რამდენიმე ექიმის ხუშტურზე ვართ დამოკიდებული...“
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს გამოიძიება უკვე ოთხი წელია, საავადმყოფოში მისი ბიძაშვილის გარდაცვალების შესახებ და ჯერჯერობით, არანაირი შედეგი არ დამდგარა. გთავაზობთ მერაბ მეტრეველის სტატუსს ამ თემაზე: „ასეთი არაფერი მინახავს! 19 ივნისს 4 წელი სრულდება, რაც ჩემი ბიძაშვილი ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას მერე მიდის საქმეზე ძიება. უფრო სწორად, არ მიდის, რადგან სამხარაული ამდენი წელია, ექსპერტიზის დასკვნას ვერ იძლევა. მათი პასუხი ასეთია: ექსპერტიზის დროს ექსპერტებს ჯანდაცვის სამინისტრო გვაძლევს და ჩვენ კანონით არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, მათ დასკვნის დაწერა დავძალოთ, როცა მოუნდებათ, მაშინ დაწერენო. ანუ გამოდის, რომ რამდენიმე ექიმის ხუშტურზე ვართ დამოკიდებული. მოუნდებათ დროზე დაწერენ, მოუნდებათ და 10 წელი არ დაწერენ! ჩვენ უკვე 4 წელია ველოდებით! ეს საერთოდ ქვეყანაა?! ჯანდაცვის სამინისტრო, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“
---
03.06.2019
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/207753/?fbclid=IwAR3MC0uib-OheYxQcqjII2eZZPT-cm379Yk315VHxyt892btCaifY-Tga8A
იუნისეფი: დაინერგოს სერვისები ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დასახმარებლად
პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, იუნისეფი ძალადობის მსხვერპლი ბავშვების შესახებ საუბრობს და სახელმწიფოს მოუწოდებს ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქო-სოციალური პროგრამები დაინერგოს. იუნისეფის განცხადებით, პრობლემაა იმ სპეციალიზებულ პროფესიონალთა ნაკლებობაც, რომლებიც ძალადობაგადატანილ ბავშვებს რეაბილიტაციაში ეხმარებიან. საჭიროა სოციალური მუშაკების გაძლიერება და ბავშვებთან მომუშავე სხვა პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლება, შესაბამისი სერვისების და პროგრამების შექმნის პარალელურად, რომ ბავშვებმა შეძლონ ტრავმასთან გამკლავება და შემდგომი განვითარება. „ამ დღეს ასევე გვსურს ვიფიქროთ იმ ბავშვებზე, ვინც ყურადღების მიღმაა დარჩენილი, ცხოვრობს სიღარიბეში, ძალადობის მსხვერპლია და არ არის დაცული. ქვეყანაში არ არსებობს შესაბამისი მომსახურებები ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის. ამიტომ მზადყოფნას გამოვთქვამთ, დავეხმაროთ მთავრობას ამგვარი მომსახურებების და პროგრამების შემუშავებაში“-ამბობს, ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი. წელს ასევე აღინიშნება ყველაზე ფართოდ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულების – ბავშვის უფლებათა კონვენციის – 30 წლისთავი. „მიღებიდან 30 წლის მანძილზე ამ კონვენციამ ხელი შეუწყო ბავშვთა ცხოვრებების გარდაქმნას. მან სათავე დაუდო საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ უკეთ იყოს დაცული ბავშვთა უფლებები და მათ მიეცეთ საზოგადოებაში მონაწილეობის საშუალება. თუმცა ბავშვის უფლებათა კონვენცია ჯერ კიდევ არ არის სრულად რეალიზებული და სათანადოდ გააზრებული. აუცილებელია 21-ე საუკუნეში კონვენციის რელევანტურობის და საჭიროების ხაზგასმა. იუბილე განსაკუთრებული მომენტია იმისთვის, რომ წევრმა სახელმწიფოებმა კვლავაც აიღონ ვალდებულება, განახორციელონ კონვენცია და მოსახლეობაში გააუმჯობესონ ცოდნა ბავშვის უფლებების შესახებ“-ნათქვამია, იუნისეფის განცხადებაში. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტში ამჟამად განიხილება, მნიშვნელოვანი კანონია, რომელიც ქმნის სამართლებრივ საფუძვლებს, დაცვის მექანიზმებს და გარანტიებს საქართველოში ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისთვის. „მასში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლებას იზრდებოდეს ოჯახში, დაცული იყოს ძალადობის ყველა ფორმისგან, მიუწვდებოდეს ხელი ინკლუზიურ განათლებასა და ჯანდაცვაზე, სოციალურ დაცვასა და მართლმსაჯულებაზე. მიღების შემდეგ, ეს კოდექსი წარმართავს სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი ხელისუფლებების, სასამართლოების, საჯარო და კერძო ორგანიზაციების და პირების ბავშვებთან მუშაობისა და მათ შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესს“.
---
03.06.2019
მედიასაშუალება: http://liberali.ge/articles/view/45495/chiatura--mshromelebis-tsikhe
ჭიათურა - მშრომელების ციხე
---
03.06.2019
მედიასაშუალება: http://bfm.ge/ristvis-da-romel-media-sashualebebs-ukhdis-sajaro-uwyebebi-gadasakhadis-gadamkhdelta-fuls/
რისთვის და რომელ მედია საშუალებებს უხდის საჯარო უწყებები გადასახადის გადამხდელთა ფულს
---
ბეჭდვითი მედია
04.06.2019
მედიასაშუალება: ქრონიკა+
სთავაზობენ თუ არა ხელოვნურ რძეს ქუთაისელ დედებს სამშობიარო სახლებში?
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ძუძუთი კვება ჩვილის ზრდისა და განვითარების იდეალური გზაა. ბუნებრივი კვება დადებითად მოქმედებს როგორც ახალშობილზე, ასევე დედაზე. UNICEF-ისა და WHO- ს რეკომენდაციით, ბუნებრივი კვება ჩვილის დაბადებიდან ერთი საათის მანძილზე უნდა დაიწყოს. ძუძუთი კვება ბავშვის პირველი ექვსი თვის მანძილზე უნდა გაგრძელდეს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და UNICEF-ის რეკომენდაციით სასურველია, ქვეყნებში შეიქმნას მშობელთა სკოლები, ასევე მეან-გინეკოლოგებმა, ნეონატოლოგებმა და პედიატრებმა ხელი უნდა შეიწყონ დედების ინფორმირებას და მათ ცოდნას ყველა იმ საკითხზე, რაც ბუნებრივ კვებას შეეხება. ნინუცა ტურაშვილმა პირველი შვილი ქუთაისში, სამშობიარო სახლ "ბომონდში" სამი წლის წინ გააჩინა. იგი იხსენებს, როგორ უნდოდა, ბუნებრივად ეკვება შვილი და როგორ გართულდა ეს პროცესი კლინიკის ექთნების დამსახურებით: "კლინიკაში საშინელი სიტუაცია იყო. მთელი სამი დღე ვიტანჯებოდი იმის გამო, რომ რძის დიდი ნაკადი მომაწვა. სიცხიანს, გათანგულს შემომთავაზეს ბავშვისთვის ხელოვნური საკვების მიცემა, - შენი რძე არ არგებს, რადგან სიცხე გაქვსო. არ დავთანხმდი, ლამის ვიტირე. მოგვიანებით გავიგე, რომ როდესაც გამოსაცვლელად გაუყვანიათ, ჩუმად მოუციათ ბოთლით საკვები, კერძოდ "ჰუმანა", - მშიერი ბავშვი ტიროდაო, ასე ამიხსნეს. უარყოფითი გამოცდილება აკავშირებს კლინიკასთან მარიამ ჯინჯიხაძეს. მან შვილი სამი წლის წინ ქუთაისში, "ევექსის" სამშობიაროში გააჩინა. მარიამმა თავისი ისტორიაც გაგვიზიარა: "საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, დამეწყო მშობიარობის შემდგომი დეპრესია...ექთანმა რომ დაინახა ჩემი მდგომარეობა და ის, თუ რამდენად გულგრილი ვიყავი ახალშობილის მიმართ, იმის ნაცვლად რომ ფსიქოლოგის დახმარება შემოეთავაზებინა, მითხრა თუ რა გინდა ბუნებრივად კვებო, მოდი, აირჩიე ფორმულა, ბრენდების მიხედვით გვაქვს და რომელიც გინდა ვაჭამოთო. იმის თავი არ მქონდა, ბრენდები მერჩია. მაშინ თავად შემომთავაზა "ნუტრიბენი", რომელსაც ჩემი შვილი ერთი თვე ჭამდა. მარიამისგან განსხვავებით "ევექსთან" მხოლოდ და მხოლოდ დადებითი ემოციები აკავშირებს ხათუნა გოგაბერაშვილს. ხათუნამ პირველი შვილი საკეისრო კვეთით თბილისში გააჩინა. მისი ბუნებრივად კვება ვერ შეძლო. როგორც ამბობს, შესაბამისი ხელშეწყობა არც სამშობიარო სახლში ჰქონია. "ძალიან ცუდად ვიყავი მეორე საკეისრო კვეთის შემდეგ. ექთანი იჭერდა ხელში კვების პროცესში, რადგან მე ჭრილობა მტკიოდა. ისე მამხნევებდა ირგვლივ ყველა, სამედიცინო პერსონალი მთხოვდა, ბუნებრივად მეკვება. ქუთაისის კლინიკებში ლაქტაციის კონსულტანტის კადრი არ არსებობს. მათ მოვალეობას ექთან-მასაჟისტი ასრულებენ. ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც სპეციალისტებს კონსულტანტებად ამზადებს და ბუნებრივი კვების პროპაგანდას ეწევა "ლა ლეჩე ლიგაა"... ქვეყანაში ბუნებრივი კვების პროპაგანდას ჯანდაცვის სამინისტროც არ ეწევა. არ არსებობს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მშობელთა სკოლები, ბროშურები და ბუკლეტები, სადაც მომავალი დედები ძუძუთი კვების უპირატესობასა და პრინციპებს გაეცნობიან.
---