მედიამონიტორინგი 04.12.2018
ტელევიზია
04.12.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
თელავის ისტორიულ მუზეუმში დასაქმების ფორუმი გაიმართება
---
04.12.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 08:00
ხმაური ბათუმში - ბარცხანის დასახლებაში სამართალდამცველებმა ყოფილი სამხედრო ბაზის შენობიდან თვითნებურად შეჭრილი ოჯახები ისევ გამოასახლეს. მათი თქმით, საცხოვრებელი წლებია არა აქვთ და ბინის ქირის გადახდას ვერ ახერხებენ, ხელისუფლება მათ დახმარებას კი დიდი ხანია უშედეგოდ ჰპირდება. აღნიშნული ოჯახები ყოფილი სამხედრო ბაზის შენობაში უკვე მესამედ შეიჭრნენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5733660
---
03.12.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
2019 წლიდან სოცრეაბილიტაციისა და ბავშვებზე ზრუნვის პროგრამის სახელმწიფო ბიუჯეტი იზრდება. დამატებითი ფინანსები 3700 ბენეფიციარს მოხმარდება. დაგეგმილი სიახლეები ჯანდაცვის სამინისტროს სოც. დეპარტამენტის უფროსმა და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა ჩვილ ბავშვთა სახლის ხელმძღვანელს გააცნეს. (მეორე ვიდეო ფაილი)
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5732712
I არხი -მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5732867
---
03.12.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
რეპორტაჟი ადამიანებზე, რომლებსაც თავშესაფარი საერთოდ არ აქვთ, ან ცხოვრობენ მიტოვებულ შენობებში საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, რადგან ასეთ დროებით თავშესაფარში გატარებული თითოეული წამი საფრთხის შემცველია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5733338
---
ინტერნეტი
04.12.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/batumshi-yofili-samkhedro-bazis-shenobashi-tvitneburad-shechrili-ojakhebi-gamoasakhles/
ბათუმში, ყოფილი სამხედრო ბაზის შენობაში თვითნებურად შეჭრილი ოჯახები გამოასახლეს
სამართალდამცველებმა დღეს, გამთენიისას ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში მდებარე ყოფილი სამხედრო ბაზის შენობაში თვითნებურად შეჭრილი ოჯახები უკან გამოასახლეს. შენობა 30-მდე ოჯახმა თვითნებურად გუშინ გვიან ღამით დაიკავა. აღნიშნული პირები ამბობენ, რომ არიან სოციალურად დაუცველები და ეკომიგრანტები. მათივე თქმით, საცხოვრებელი წლებია, არ აქვთ და ბინის ქირის გადახდას ვერ ახერხებენ, ხელისუფლება კი მათ დახმარებას წლებია, უშედეგოდ ჰპირდება და სწორედ ამიტომ მიიღეს შენობაში შეჭრის გადაწვეტილება. ეს ოჯახები ყოფილი სამხედრო ბაზის შენობაში უკვე მესამედ შეიჭრნენ. ერთი თვის წინ ისინი სამართალდამცველებმა გამოასახლეს, ერთი კვირის წინ კი შენობის დაკავების საშუალება არ მისცეს. ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის წარმომადგენლები. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, რამაზ ჯინჭარაძის განცხადებით, მოსახლეობის პრობლემები მათთვის ცნობილია, დღეიდან დაიწყებენ ოჯახების ინდივიდუალურ შესწავლას და დახმარებას მიიღებს ყველა, ვინც ამას კანონის შესაბამისად დაექვემდებარება, სახელმწიფო საკუთრებაში შეჭრის უფლებას კი არ მისცემენ.
---
03.12.2018
ოჯახების, ბავშვების და ქალების მდგომარეობის, ასევე, წყლის ხარისხის და 2-7 წლის ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობაზე კვლევა ტარდება
საქართველოში შინამეურნეობათა კვლევა - მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, კვლევის შედეგად შეგროვდება მაღალი ხარისხის და საერთაშორისო დონეზე შედარებადი მონაცემები ოჯახების, ბავშვების და ქალების მდგომარეობის შესახებ ქვეყნის მასშტაბით, კვლევა ასევე შეამოწმებს წყლის ხარისხს და შეისწავლის 2-7 წლის ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობას. აღსანიშნავია, რომ კვლევის საველე სამუშაოები სექტემბრიდან დაიწყო და დეკემბრის ბოლოს დასრულდება. ამასთან, კვლევას საქართველოში ატარებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. „კვლევა ჩატარდება 14 000-ზე მეტ შინამეურნეობაში თბილისსა და საქართველოს 10 რეგიონში. წყლის შემოწმება შინამეურნეობებში მოიცავს სასმელი წყლის ნიმუშების აღებას ნაწლავის ჩხირის არსებობაზე შესამოწმებლად. ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად, 2 -7 წლის დაახლოებით 1500 ბავშვს ქვეყნის მასშტაბით აუღებენ სისხლს ვენიდან. ნიმუშები გაიგზავნება ევროპის ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიაში იტალიაში. ოჯახები ინდივიდუალურად მიიღებენ ტყვიის ანალიზის პასუხებს და სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონის დადგენის შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მათ უფასო კონსულტაციას გაუწევს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გუნდში, რომელიც ოჯახებს ესტუმრება, იქნებიან 1-3 ინტერვიუერი, ადამიანი, რომელიც აიღებს წყლის სინჯებს, გაზომავს და აწონის 5 წლამდე ასაკის ბავშვებს და ფლებოტომისტი, რომელიც ბავშვებს აუღებს სისხლს ვენიდან. სისხლის აღებამდე, მშობლებს და ბავშვებს შეეკითხებიან, თანახმა არიან თუ არა სისხლის აღებაზე. კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას დაგეგმოს და შეიმუშაოს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკა, რაც გააუმჯობესებს დაუცველი ოჯახებისა და ბავშვების ცხოვრებას და ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია საზოგადოების მხრიდან თანამშრომლობა და მხარდაჭერა. გთხოვთ, კვლევაში მიიღოთ მონაწილეობა“, - აცხადებენ დაავადებათა ცენტრში.
---
03.12.2018
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორგანიზებით, 4 დეკემბერს გრიპის ერთდღიანი უფასო ვაქცინაციის აქცია ჩატარდება
ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 4 დეკემბერს, 11:00 - 18:00 საათზე, საზოგადოების მოთხოვნის გამო, გრიპის ერთდღიანი უფასო ვაქცინაციის აქცია გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან აცნობეს, აქციის ფარგლებში ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებელი ექნება სურვილის შესაბამისად გრიპის უფასო ვაქცინაცია ჩაიტაროს. გრიპის ვაქცინაციის აქცია გაიმართება შემდეგ ქალაქებში: • ქ.თბილისში - სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელბის ეროვნული ცენტრის ყოფილი ადმინისტრაციული კორპუსის შენობა (მის: მ.ასათიანის ქ.N9) • ქ.ზუგდიდში: 1. სამედიცინო კორპორაცია ევექსის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალი. მისამართი: კ. გამსახურდიას ქ#206 2. სამედიცინო კორპორაცია ევექსის ზუგდიდის პოლიკლინიკა, მის: კოსტავას ქ #1 3. შპს ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკა, კ. გამსახურდიას I შესახვევი #2 4. შპს ,,ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო", მის: სოფ. ონარია • ქ. გორში - საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრი, მის:სტალინის 3 • ქ.ბათუმში: 1. N4 პოლიკლინიკა, მის: ტაბიძის ქ. N 7 2. N1 პოლიკლინიკა, მის: ტბელ აბუსერიძის ქ. N2 3. საზღვაო ჰოსპიტალი, მის: მელიქიშვილის ქ.N102 4. საოჯახო მედიცინის ცენტრი, მის: ბარათაშვილის ქ.N30 5. ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი ქ.#7 6. შპს ,,ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი" , მის: ქათამაძის ქ. N11 7. ქობულეთის სამედიცინო ცენტრი, ქ. ქობულეთი, თბილისის ქ. N31 8. ქედის, ხულოს, შუახევის პირველადი ჯანდაცვის ცენტრები • ქ.ქუთაისში: 1. შპს. ქუთაისის N1 პირველადი ჯანდაცვა - ტ. ტაბიძის N23 2. შპს.დიმიტრი მხეიძის სახ. ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკა "გიდი", მის:კაკო კიბორძალიძის ქუჩა N9 3. შპს. ქუთაისის ბავშვთა N3 პოლიკლინიკა, მის: ჯავახიშვილის ქუჩა N85 4. შპს. ქუთაისის N4 შერეული პოლიკლინიკა, მის: ნიკეას ქუჩა N46-ბ • ზესტაფონში: 1. ჯეოჰოსპიტალსის ამბულატორული ცენტრი, მის:აღმაშენებლის N1 2. შპს კლინიკა ,,ელიტე'', მის: ასლანიკაშვილის სანაპირო • ბაღდათში- დიმის საექიმო ამბულატორია, მის:სოფელი დიმი • ვანში: 1. ზეინდარის საექიმო ამბულატორია, სოფელი ზეინდერი 2. ამაღლების საექიმო ამბულატორია, სოფელი ამაღლება • ხარაგაულში - საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრი, მის:სოლომონ მეფის 19ა • ხონში - საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრი, მის:ა.კაკაბაძის 17 მსურველებს დამატებითი ინფორმაცია გრიპის და მისი მიმდინარეობის შესახებ შეუძლიათ იხილონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე www.ncdc.ge
---
03.12.2018
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 2019 წლისათვის 35 890 000 ლარამდე გაიზრდება
2019 წლიდან, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი იზრდება. გასულ წელთან შედარებით ის 7 690 000 ლარით გაიზარდება და 2019 წლისათვის 35 890 000 ლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის უფროსმა ნუცი ოდიშარიამ და სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა - მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარი წერეთელმა ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიაციარები მოინახულეს. შეხვედრა გაიმართა დაწესებულების ხელმძღვანელთანაც, რომელსაც დაგეგმილი ცვლილებები გააცნეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, „2019 წლიდან, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი იზრდება. გასულ წელთან შედარებით ის 7 690 000 ლარით გაიზარდება და 2019 წლისათვის 35 890 000 ლარს შეადგენს. მათივე ცნობით, პროგრამის ბიუჯეტის ზრდა მიზნად ისახავს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესისა და ინსტიტუციონალიზაციის პრევენციის ხელშეწყობას, შშმ ბავშვებისა და შშმ პირებისათვის განკუთვნილი მომსახურობების მხარდაჭერასა და გაძლიერებას, ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული, ალტერნატიული სერვისების განვითარებას. გაზრდილი ბიუჯეტი სხვადასხვა მომსახურებებში ჩართულ 3700-მდე ბენეფიციარს შეეხება. „განსაკუთრებულად გაიზარდა სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის ბიუჯეტი: სათემო მომსახურების და მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციართა, მათ შორის ბავშვების, დღიური თანხა 20 ლარამდე გაიზრდება, ხოლო შშმ ბავშვების მცირე საოჯახო ტიპის სახლების და დამოუკიდებელი ცხოვრების მომსახურების ფარგლებში ბენეფიციართა დღიური თანხი 30 ლარამდე (ნაცვლად 20 ლარისა). მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსება ნათესაური შშმ პირებისთვის - თვეში 375 ლარამდე გაიზრდება, და რეგულარული შშმ ბავშვებისთვის - თვეში 900 ლარამდე. ასევე დაგეგმილია შშმ ბავშვების და შშმ პირების დღის ცენტრების დაფინანსების ზრდაც“,- ნათქვამია განცხადებაში.
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=75729
---
03.12.2018
ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლაში დასაქმებული მუშები ხელფასებს ითხოვენ
მუშები, რომლებიც ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებენ, კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ თვენახევრის დავალიანება არ მიუღიათ. „25 ადამიანი ვითხოვთ კუთვნილ ხელფასს“,- აცხადებენ ობიექტზე დასაქმებული მუშები „პრაიმტაიმთან“. მუშები ყოფილი დამსაქმებლისგან პასუხს ელოდებიან.მათ ჯერჯერობით არავის გამოხმაურებია. მუშების ნაწილმა ხელფასების მოთხოვნით აქცია მიმდინარე წლის 20 ოქტომბერსაც გამართა, მაშინ მათ სკოლაში მუშაობა ოთხი დღით ადრე შეწყვიტეს. სკოლების რეკონსტრუქცია ზუგდიდში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველოს პროექტის ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოებს ჩინური კომპანია „ავიკ გრეითვოლ დადი კონსტრაქშენ გროუპ კო“ ახორციელებს. თეა შონია
---
03.12.2018
კომპოზიტორ დავით მალაზონიას, რომელსაც სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა, ფინანსური დახმარება სჭირდება
ოჯახი ჯანდაცვის სამინისტროდან ელოდება დაფინანსებასთან დაკავშირებულ პასუხს. ანსამბლ „ირიაოს“ მუსიკალურ ხელმძღვანელს, ცნობილ კომპოზიტორს, დავით მალაზონიას ნოემბრის დასაწყისში პეკინზე სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა. მისი მდგომარეობა საკმაოდ
მძიმე გახლდათ, როდესაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეიყვანეს. კომპოზიტორს სახესა და ორივე ფეხზე ოპერაციები ჩაუტარდა და დიდი ხნის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდნენ. მცირე ხნის წინ ის გამოწერეს, თუმცა დავით მალაზონია იმავე საღამოს ცუდად გახდა
და ამჟამად „ნიუ ჰოსპიტალსში“ იმყოფება. მას ნევროლოგიური ხასიათის პრობლემები აწუხებს და ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ. თბილისის მერიამ 10 000 ლარით დააფინანსა კომპოზიტორის მკურნალობა, თუმცა რესპუბლიკურ საავადმყოფოში კიდევ 20 000 ლარია გადასარიცხი, ხოლო
„ნიუ ჰოსპიტალის“ ხარჯები ჯერჯერობით უცნობია. ოჯახი ჯანდაცვის სამინისტროდან ელოდება დაფინანსებასთან დაკავშირებულ პასუხს, თუმცა სოციალურ ქსელში დათოს მეგობრები უკვე ავრცელებენ ანგარიშს, სადაც მსურველებს შეუძლიათ, მძიმე მდგომარეობაში მყოფი მუსიკოსის დახმარება.
მუსიკალური საზოგადოება, ჯგუფი „ირიაოს“ წევრებთან ერთად აქტიურობას აპირებს და უახლოეს მომავალში დავით მალაზონიას ოჯახის დასახმარებლად კონცერტებს გამართავენ.