მედიამონიტორინგი 05.03.2019
ტელევიზია
05.03.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს უსმენენ. დავით სერგეენკო საკანონმდებლო ორგანოში ევროპულმა საქართველომ დაიბარა. დეპუტატების ინტერესი, ძირითადად, სოციალური მუშაკების სამსახურსა და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებს ეხება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5916487
მაესტრო - ახალი ამბები 10:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5916354
---
05.03.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
საპარლამენტო უმრავლესობაში მამუკა ხაზარაძის განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიების სწრაფად წარმართვის იმედი აქვთ. დეპუტატების თქმით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც პროკურატურამ კითხვებს პასუხები რაც შეიძლება მალე უნდა გასცეს. თემას გამოეხმაურა პარლამენტში მყოფი ჯანდაცვის მინისტრიც. დავით სერგეენკოს განცხადებით, ის კარგად იცნობს გიორგი გახარიას, და მისგან მუქარის შემცველი წერილის გაგზავნას, პრაქტიკულად გამორიცხავს.
---
05.03.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 08:00
მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლები. ისინი ქარხანასთან შეკრებას დღეს, 12:00 საათისთვის გეგმავენ. თანამშრომლები სახელფასო დავალიანების გასტუმრებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პერმანენტული აქციებით იმუქრებიან. საწარმოში დასაქმებულებს, როგორც ამბობენ კუთვნილი ანაზღაურება უკვე ექვსი თვეა არ მიუღიათ
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5916303
---
05.03.2019
არხი: ერთსულოვნება
გადაცემა: განთიადი
შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონი ამოქმედდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5916238
---
04.03.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
წითელას ეპიდაფეთქების თემა ისევ აქტუალურია. ბოლო ორ თვეში დაინფიცირების მაჩვენებელი საგანგაშოა და სტატისტიკა 2018 წლის საერთო მონაცემებსაც კი აჭარბებს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. რისკჯგუფში არიან თბილისში, კახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში მცხოვრები 20-დან 40 წლამდე ასაკის მოქალაქეები. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, ყოველდღიურად დაავადებით 20-25 ადამიანი ინფიცირდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5915868
პალიტრა ტვ-პალიტრა ნიუს 20:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5915882
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5914924
---
04.03.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
კამათის მიზეზი ხდება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მომავალში ბავშვთა უფლებების კოდექსად უნდა იქცეს. ცხრა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დოკუმენტს ძირითადად პარლამენტში მისული სასულიერო პირები და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები აკრიტიკებდნენ. პროექტის მოწინააღმდეგეებს რამდენიმე ჩანაწერი არ მოსწონთ, მათ შორის ფორმულირება, რომელიც ბავშვების მიმართ ძალადობას განსაზღვრავს. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ყველა სფეროში ბავშვების უფლებების დაცვა კოდექსის დონეზე იქნება გარანტირებული.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5915822
მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5915629
---
ინტერნეტი
05.03.2019
დავით სერგეენკო - ყველაფერზე, რაც სამინისტროში ან მის მიერ შემუშავებული პოლიტიკის განმახორციელებელ უწყებებში ხდება, პასუხისმგებელია მინისტრი
ყველაფერზე, რაც ხდება სამინისტროში, ან მის მიერ შემუშავებული პოლიტიკის განმახორციელებელ უწყებებში, პასუხისმგებელი არის მინისტრი, - ასე უპასუხა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჯანდაცვის კომიტეტზე სოციალური მუშაკების მიერ გაჟღერებულ არაერთ კრიტიკას. „რამდენჯერმე გაჟღერდა კითხვა, ვინ არის ამა თუ იმ საკითხზე პასუხისმგებელი. ვამბობ ხაზგასმით, იმაზე, რაც ხდება სამინისტროში, ან მის მიერ შემუშავებული პოლიტიკის განმახორციელებელ უწყებებში, ყველაფერზე პასუხისმგებელი არის მინისტრი. სოციალურ მუშაკებს ძალიან დიდი ტვირთი დააწვათ მხრებზე და ეს არ არის მხოლოდ რაოდენობრივი, ისინი აღმოჩნდნენ ძალიან მძიმე გადაწყვეტილებების მიღების და აღსრულების წინაშე მარტო. ეს არის პრობლემა და ეს ემოცია იგრძნობა მთლიანად. მეც ვგრძნობ ამას და გარწმუნებთ, რომ ეს მხოლოდ გრძნობების დონეზე არ დარჩება“, - მიმართა სერგეენკომ სოციალურ მუშაკებს.
---
05.03.2019
დავით სერგეენკო - სამწუხაროდ, სოციალური მუშაკები მარტონი არ არიან ამ დრამატულ რეჟიმში - მათთვის ეს შეღავათი არ არის, მაგრამ იგივე რეჟიმში არიან ექიმები
სამწუხაროდ, სოციალური მუშაკები მარტონი არ არიან ამ დრამატულ და ერთგვარ ბრუტალურ რეჟიმში. მათთვის ეს შეღავათი არ არის, მაგრამ იგივე რეჟიმში არიან მაგალითად, ექიმები, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. დეპუტატის კითხვა სოციალური მუშაკების მძიმე სამუშაო პირობებსა და მათი სახელმწიფოსგან დაუცველობის საკითხს ეხებოდა. დავით სერგეენკოს თქმით, ელენე ხოშტარიას შეთავაზება, რომ სოციალურ მუშაკზე მოძალადის მიმართ კანონი განსაკუთრებით მკაცრი იყოს, მისთვის მისაღებია. „სამწუხაროდ, სოციალური მუშაკები მარტონი არ არიან ამ დრამატულ და ერთგვარ ბრუტალურ რეჟიმში, მათთვის ეს შეღავათი არ არის, მაგრამ იგივე რეჟიმში არიან მაგალითად, ექიმები. თქვენ დააყენეთ საკითხი, რომ ერთად გვემუშავა იმაზე, რომ თუ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სოციალურ მუშაკზე ძალადობა ან აგრესია იქნა გამოვლენილი, ასეთ შემთხვევაში კანონი განსაკუთრებით მკაცრად მოექცეს მოძალადეს. აბსოლუტურად გეთანხმებით და სათხოვარი მექნება, რომ ექიმებიც შევიყვანოთ იგივე სიაში“, - განაცხადა მან.
---
05.03.2019
თბილისში მომუშავე სოციალურ მუშაკებს მთელი წლის სამგზავრო აბონიმენტები გადაეცემათ, ხოლო რაიონებში ავტომობილებით იქნებიან უზრუნველყოფილი
თბილისში მომუშავე სოციალურ მუშაკებს მთელი წლის სამგზავრო აბონიმენტები გადეცემათ, ხოლო რაიონებში ავტომობილებით იქნებიან უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. მან სოციალური მუშაკების მხარდაჭერაზე ისაუბრა და მათ შორის ინფასტრუქტურული და ტრანსპორტირების პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. „ალბათ, რამდენიმე დღის საკითხია, თბილისში მომუშავე სოციალურ მუშაკებს მივცემთ მთელი წლის სამგზავრო აბონიმენტებს, ხოლო რაიონებს მივაშველებთ ავტომობილებს, რომ შეძლონ ტრანსპორტირება. რაიონებში სამგზავრო აბონიმენტი არ იქნება ეფექტიანი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, მისი თქმით, განხორციელდა ინვენტარიზაცია ოფისების, რომლებშიც სოციალურ მუშაკებს უწევთ მუშაობა. შედეგად, გაიწერა გეგმა, შედგა გრაფიკი და გეგმის აღსრულება დაწყებულია. ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანი საკითხია უკუკავშირისა და კომუნიკაციის გაძლიერება. ამ მხრივ, მინისტრმა სოციალური მომსახურების სააგენტოს რეორგანიზაცია აღნიშნა. „სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარეობს რეორგანიზაცია, რომელიც მრავალი მიზეზითაა განპირობებული. მიდის ოთხივე მიმართულებით: შრომა სოციალური, ჯანდაცვა, დევნილები. რაც შეეხება სოციალურ მიმართულებას, გათვალისწინებულია ისეთი ერთეულების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიულ უკუკავშირს, პროფესიულ მხარდაჭერასა და პროფესიულ პრევენცია-დეტექცია რეაგირების მექანიზმების ამუშავებას. რეორგანიზაცია მიმდინარეა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
---
05.03.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/535630-socialuri-mushakebis-raodenoba-gaizrdeba/
სოციალური მუშაკების რაოდენობა გაიზრდება
2019 წელს სოციალური მუშაკების რაოდენობა გაიზრდება, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჯანდაცვის კომიტეტზე განაცხადა. „ის კანონი, რომელიც მიღებულია, არეგულირებს მთელ რიგ საკითხებს და მათ შორის ხედვას, სოციალური მუშაკების შესახებ. 2009 წელს სოციალური მუშაკების რაოდენობა იყო 171, 2018 წელს - 244, ხოლო 2019 წელს დაგეგმილია 50 სოციალური მუშაკის დამატება. სოციალური მუშაკების დამატება არ არის მხოლოდ სამინისტროს კეთილ ნებაზე ან შიდა გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული. ეს კანონის ნაწილია, მათ შორის ქვეყნის ბიუჯეტის კანონის და უნდა მოხდეს შესაბამისობაში მოყვანა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. მინისტრის თქმით, ასევე არსებობს გრაფიკი და სოციალური მუშაკების რაოდენობა გაიზრდება. კერძოდ, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, 2020 წელს დაემატება ასევე 50 სოციალური მუშაკი, 2021 წელს თვითმმართველობებში გაჩნდება სოციალური მუშაკების აქტივობა და ბოლო თარიღი არის 2025 წელი, როცა ერთ სოციალურ მუშაკს არ უნდა ჰქონდეს 50 საქმეზე მეტი.
ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/43554/2019-tsels-dagegmilia-50-sotsialuri-mushakis-damateba--sergeenko
იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/ekonomika/98580/2019-tsels-sotsialuri-mushakebis-raodenoba-gaizrdeba
---
05.03.2019
დავით სერგეენკო - სანზონაში 4 წლის გოგონას გარდაცვალებამ დამანახა, რომ დაგეგმილი ცვლილებები სწრაფად უნდა განხორციელდეს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალური მუშაკები ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების და აღსრულების პროცესში მარტო აღმოჩნდნენ. ამის შესახებ მან პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, სამინისტროსა და სოციალურ მუშაკებს შორის კომუნიკაცია უფრო ეფექტური უნდა იყოს. „ძალიან სამწუხაროდ, წელს მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ - 4 წლის გოგონას გარდაცვალებამ, რომელსაც ვერანაირად ვერ ავუვლით გვერდს, მე პირადად დამანახა იმის საჭიროება, რომ ბევრი დაგეგმილი ცვლილება უნდა განხორციელდეს სწრაფად. ამ მხრივ არსებობს ფუნქციონალური პრობლემები. სოციალური მუშაკები რეალურად მარტო აღმოჩნდნენ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების და აღსრულების პროცესში. სამინისტროსთან რაიმე ეფექტური უკუკავშირი, რომელიც უზრუნველყოფდა მწვავე საკითხების პრევენციას, დეტექციას და მათზე რეაგირებას, იყო ძალიან სუსტი. ამ საკითხის მოსაგვარებლად ერთი თვის წინ ჩვენ შევქმენით სპეციალური საბჭო, რომელიც ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია, სადაც წარმოდგენილები არიან სოციალური მუშაკები, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები. ამ საბჭოს ფუნქცია არის სოციალურ მუშაკებთან პირდაპირი უკუკავშირის და კომუნიკაციის უზრუნველყოფა და ამ საბჭოს მინისტრი ხელმძღვანელობს. მიუხედავად იმისა, რომ გეგმურად თვეში ერთხელ არის წინასწარ გაწერილი, შესაძლებელია მისი ნებისმიერი სიხშირით მოწვევა და ბოლო თვის განმავლობაში ეს საბჭო ორჯერ იყო მოწვეული“, - განაცხადა სერგეენკომ.
---
05.03.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/davit-sergeenko-socialuri-mushakebis-funqciebi-sakmaod-fartea-da-kidev-ufro-gaizrdeba/
დავით სერგეენკო - სოციალური მუშაკების ფუნქციები საკმაოდ ფართეა და კიდევ უფრო გაიზრდება
სოციალური მუშაკების ფუნქციები დღესდღეობით საკმაოდ ფართეა და პერსპექტივაში კიდევ უფრო გაიზრდება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. „რა ფუნქციებს ასრულებს დღესდღეობით სოციალური მუშაკი: ბავშვზე ოჯახში ძალადობის გამოვლენა, მათზე რეაგირება და შემდგომი ინტერვენციების გამოვლენა; მეურნეობის მზურველობის მხარდაჭერის საქმიანობა და მათზე ზედამხედველობა; ბავშვის შვილად აყვანასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება; სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების ზედამხედველობა; დამცავი და შემაკავებელი ორდერების და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ სასამართლოში პროცესებში მონაწილეობა. არასრულწლოვანთა დაკითხვის პროცესში მონაწილეობა. ოჯახური დავების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება; ფულადი და არაფულადი დახმარების საკითხში მონაწილეობა და ამ საკითხთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება, როგორიც არის ოჯახებთან გასაუბრება, სერვისების მიღებაში დახმარება და სხვა; ეს არის მოკლე და საკმაოდ მშრალი ჩამონათვალი იმ აქტივობების, რასაც ახორციელებენ სოციალური მუშაკები“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. ამასთან მინისტრმა სოციალური მიმართულებით წლების განმავლობაში არსებულ დინამიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მიმართულება ორ ნაწილად იყოფა, რაოდენობრივი და თვისობრივი. „სოციალური რებილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა, 2019 წელს 35 მილიონ ლარზე მეტია, წლების განმავლობაში გაორმაგდა. ადრეული განვითარების პროგრამის ბიუჯეტი 2012 წელს იყო 129 ათასი ლარი და დღეს არის 2 მილიონი ლარი, ანუ რაოდეობრივი დინამიკა არის მზარდი. რაც შეეხება თვისობრივ დინამიკას და საკითხის ფუნქციურ არსს – გამომდინარე იქიდან, რომ წლების განმავლობაში სოციალური მუშაკების სამუშაოს მოცულობა და ფუნქციები მნიშვნელოვნად იზრდებოდა, სისტემამ, რომელიც უზრუნველყოფს მათი შესრულებული სამუშაოს რაოდენობრივ-თვისობრივ კონტროლს, მათთან უკუკავშირს, სისტემა იმდენად სწრაფად ვერ განვითარდა ვერ დაეწია იმ ფუნქციების გაფართოებას, რაც ხდებოდა მათ სამუშაო დატვირთვაში. აქედან გამომდინარე, ამის დეტექცია ყოველთვის ხდებოდა. ეს დაფარული არასდროს არ ყოფილა, სწორედ ამიტომ იყო შარშან რამდენიმეთვიანი კონსულტაციები სპეციალისტებთან მათ შორის, საერთაშორისო დონის სპეციალისტებთან. შარშან 2018 წელს მიღებული იქნა ახალი კანონი, რომელშიც გაიწერა ბევრი მიზანი, გაიწერა გრაფიკი და შარშან სექტემბერში ამ კანონს დაემატა სტანდარტული საოპერაციო პროცედურები და სხვადასხვა რეგულაციები“, – განაცხადა სერგეენკომ.
---
05.03.2019
დავით სერგეენკოს ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის ორი დიდი ზომის ბავშვთა სახლია დარჩენილი, რომელიც მალე დაიხურება
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოში 2 დიდი ზომის ბავშვთა სახლია დარჩენილი, რომელიც მალე დაიხურება. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დავით სერგეენკოს თქმით, სახელმწიფო დიდი ზომის ბავშვთა სახლებიდან მცირე ზომის ბავშვთა სახლებზე და ოჯახების შესაძლებლობების გაძლიერებაზე უნდა გადავიდეს, რათა ბავშვის ოჯახიდან გაყვანა ნაკლებად გახდეს საჭირო. “სოციალური პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს სოციალური სამუშაო, რომლის ძირითადი განმახორციელებლები არიან სოციალური მუშაკები და ეს პროფესია ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდააა ჩვენს ქვეყანაში. დაახლოებით, 20 წლის წინ ჩეყარა ამ მიმართულებას საფუძველი. სოციალური მუშაკების სამუშაოს მოცულობა ამ წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდებოდა. ამაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებდა, თუმცა მათგან გამორჩეული იყო ორი. ერთი არის ე.წ. დეინსტიტუციონალიზაცია, რომელიც შინაარსობრივად არის ის, რომ დიდი ზომის ბავშვთა სახლებიდან სახელმწიფო მცირე ზომის ბავშვთა სახლებზე, ოჯახის შესაძლებლობების გაძლიერებაზე უნდა გადავიდეს, რათა ნაკლებად გახდეს საჭირო ბავშვის ოჯახიდან გაყვანა. ამ დეინსტიტუციონალიზაციას, წლები დასჭირდა და ფაქტობრივად, ფინალში გავდივართ, მხოლოდ, 2 დიდი ზომის ბავშვთა სახლი დარჩა დღეის მდგომარეობით და ისინიც მალე დაიხურება. მეორე გამორჩეული ფაქტორი არის ის, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევებში, რომელიც ადრე ოჯახში იკეტებოდა ან მხოლოდ სასამართლოს აღსრულების ანაბარა იყო ეს ოჯახები, სულ უფრო და უფრო მეტად არიან სოციალური მუშაკები ჩართული. შესაბამისად, სოციალური მუშაკების ფუნქციები დღეის მდგომარეობით, საკმაოდ ფართოა და პერსპექტივაში გაიზრდება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/43553/sergeenko-mkholod-ori-didi-zomis-bavshvta-sakhli-darcha-da-isinits-male-daikhureba
---
05.03.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/535632-socialuri-momsaxurebis-saagentoshi-reorganizacia-mimdinareobs/
სოციალური მომსახურების სააგენტოში რეორგანიზაცია მიმდინარეობს
სოციალური მომსახურების სააგენტოში, ამ ეტაპზე, რეორგანიზაცია მიმდინარეობს, რომელიც მრავალი მიზეზით არის განპირობებული, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრმა რამდენიმე პუნქტი წარადგინა, რაც სოციალური მუშაკებისთვის პირობების გაუმჯობესებას უკავშირდება. „გარკვეულმა პროცესებმა მნიშვნელოვნად გაზარდა სოციალური მუშაკების ფუნქციური დატვირთვა და ისინი ერთი მხრივ, მოცულობით დიდი სამუშაოს წინაშე აღმოჩნდნენ და მეორე მხრივ, აღმოჩნდნენ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების და აღსრულების წინაშე. ამოცანა არის სოციალური მუშაკების სამუშაოს მოცულობის ნაწილის განტვირთვა იმ ნაწილისგან, რომელიც არ არის მათი უშუალო საქმიანობის სფერო. ასევე, მნიშვნელოვანია ტექნიკური მხარდაჭერა. თბილისში მომუშავე სოციალურ მუშაკებს მივცემთ მთელი წლის სამგზავრო აბონემენტებს, ხოლო რაიონებს მივაშველებთ ავტომობილებს. ასევე, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ შევაჯამეთ ერთგვარი ინვენტარიზაცია იმ ოფისების, სადაც სოციალურ მუშაკებს უწევთ ძირითადად მუშაობა და გაიწერა გეგმა, მისი აღსრულება უკვე დაწყებულია. კიდევ ერთი საკითხი არის უკუკავშირის და კომუნიკაციის გაძლიერება. ახლა, სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარეობს რეორგანიზაცია, რომელიც მრავალი მიზეზით არის განპირობებული. გათვალისწინებულია ისეთი ერთეულების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიულ უკუკავშირს, პროფესიულ მხარდაჭერას და პრევენცია-დეტექცია-რეაგირების მექანიზმების ამოქმედებას“,- განაცხადა სერგეენკომ.
---
05.03.2019
ელენე ხოშტარიას შეფასებით, სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებული ვითარება „კატასტროფულად, ტრაგიკულად, გულის გასახეთქად მძიმეა“
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებული ვითარება არის „კატასტროფულად, ტრაგიკულად, გულის გასახეთქად მძიმე“. ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს უსმენენ. ელენე ხოშტარიამ სოციალური მუშაკების რაოდენობასთან და ცოდნასთან, ასევე მოვალეობებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა. „თქვენ სწორად თქვით, მიზეზები არ გიკავშირდებათ თქვენ, ამ სამინისტროს ან ამ ხელისუფლებას, მაგრამ ჩვენ თუ შევხედავთ, რა საშინელებები ხდება და როგორი დაუცველები არიან ეს ბავშვები, მე ვფიქრობ, რომ ამ სიმწვავეზე უნდა შევთანხმდეთ, რომ გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად არის მისაღები. აქ რაზეა ლაპარაკი: სოციალურ მუშაკებს აქვთ 29 ფუნქცია, მაგრამ ესეც არ ასახავს იმ ფუნქციას, რასაც ისინი აკეთებენ. უცებ შეიძლება, ღამის 03:00 საათზე დაურეკონ და უთხრან, რომ ბავშვის შესაძლო გაუპატიურების შემთხვევაა, ის დგება, მას ობიექტურად არ ჰყოფნის ტრანსპორტის ფული, რაღაცას იზამს, მაგრამ იქიდან როგორ წამოიყვანს ბავშვს?არავის არ ეგონოს, რომ აქ ვინმე მანქანებს ითხოვს, ბავშვები რომ გადავარჩინოთ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.დეპუტატმა რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სოციალურ მუშაკებს, რომლებიც რეგიონებში მუშაობენ, სოფლიდან სოფელში გადაადგილების პრობლემა აქვთ, რადგან ავტომობილს არ ფლობენ.
---
05.03.2019
სოცმუშაკი დავით სერგეენკოს - ის, რომ ბავშვები და ხანდაზმულები არ გვიკვდებიან, არის შემთხვევითობის დამსახურება, სად არის ამ დროს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა?!
ის, რომ ბავშვები და ხანდაზმულები არ კვდებიან, არის მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობის დამსახურება, სად არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა?!, - ამ სიტყვებით მიმართა სოციალურმა მუშაკმა, ქეთევან ხუციშვილმა პარლამენტში, ჯანდაცის კომიტეტზე მისულ ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს. სოციალურმა მუშაკმა სიტყვით გამოსვლისას იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც მას და მის კოლეგებს მუშაობის დროს ექმნებათ. „ამბობენ, რომ სოციალური მუშაკების რიცხვი არის 238, თუმცა ეს ასე არ არის, რადგან წლების განმავლობაში ხდებოდა კადრების გადინება სისტემიდან და არ ხდებოდა ახლების მიღება. დღეს, როცა საუბარია, რომ მიმდინარე წელს 50 სოციალურ მუშაკს მიიღებენ, ეს არ იქნება კადრების დამატება, ეს იქნება კადრების შევსება. ძალიან მიხარია, რომ დეპუტატებს გააზრებული აქვთ ის, რაზეც ჩვენ ვწუხვართ და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა, ეს არის 100 ათასობით ყველაზე დაუცველი ადამიანის პრობლემა ქვეყანაში, რომელთანაც მიდის პირველი და რჩება ბოლომდე სოციალური მუშაკი. ბოლომდე დარჩენაში მართლა ბოლომდე დარჩენა იგულისხმება, რადგან მაგალითად სოციალური მუშაკები ხშირად დასაკრძალ ადგილებს ეძებენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მიატოვა თავის ოჯახმა და სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო, რომ პანსიონატებში გადაეყვანა. სოციალური მუშაკები ვითხოვთ თავშესაფრებს ამ ადამიანებისთვის, ჩვენ ვითხოვთ ჩვენს სერვისებს ბავშვებისთვის. უკვე ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ სოციალური მუშაკები იმაზე, რომ ამ ფიზიკური, ემოციურ და ადამიანური რესურსებით საქმეს ვერ ვაკეთებთ, რის გამოც ზარალდებიან პირველ რიგში ყველაზე დაუცველი ადამიანები ჩვენს უკან“, - განაცხადა სოციალურმა მუშაკმა. მან მინისტრ დავით სერგეენკოს მიმართა განემარტა, თუ რა გეგმა აქვს სახელმწიფოს იმ კრიზისთან დაკავშირებით, რაც მაგალითისთვის გლდანის სერვის-ცენტრშია შექმნილი. „რა გეგმა გაქვთ კრიზისის მართვის იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება გლდანის სერვის-ცენტრში. სერვის-ცენტრი უკვე ერთი თვეა მუშაობს უფროსი სოციალური მუშაკის გარეშე, ცენტრში სულ მუშაობს 10 ადამიანი, რომელთაგან 6 არის ახალი მოსული, არ არსებობს არანაირი შიდა სამუშაო ინსტრუქცია, როგორ განაწილდეს საქმეები. ერთი კვირის მოსული ადამიანი მიდის და მუშაობს სექსუალურ ძალადობაზე. ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ მას რაღაც აუცილებლად შეეშლება?! ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ერთ მუშაკს კვირაში 100 საქმე ეწერება და განცხადების წაკითხვას ვერ ასწრებენ?! ჩვენ ასეთ შემთხვევაში ვამბობთ-ხოლმე - ის, რომ ბავშვები და ხანდაზმულები არ გვიკვდებიან, არის მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობის დამსახურება. სად არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა?!“ - მიმართა სოციალურმა მუშაკმა დავით სერგეენკოს.
---
05.03.2019
გიგი წერეთელი - სოციალური მუშაობის მიმართულებით კრიტიკისთვის ოპოზიციას დიდი სარბიელი აქვს, ვინაიდან ხელისუფლება ბევრ შეცდომას უშვებს
თუ უმუშევრობის, სიღარიბის, ინვესტიციების ნაკლებობის და სხვა პრობლემული მიმართულებებით ქვეყანამ თავისი ინდიკატორები არ გააუმჯობესა, მაშინ არც ფული იქნება ბიუჯეტში და რაც არ უნდა იძახოთ, „ფული მეტი გვინდა“ - არ იქნება ეს ფული, თუ არ იქნება ქვეყანაში ფულის შექმნის, ფინანსების გენერირების მექანიზმები, - ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, სოციალური მუშაობის მიმართულებით კრიტიკისთვის ოპოზიციას ძალიან დიდი სარბიელი აქვს, ვინაიდან ხელისუფლება ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს. „მთელ მსოფლიოშია ტენდენცია, რომ სოციალური მუშაკების წონა და საჭიროება იზრდება. აქედან გამომდინარე, შესაბამისი ნაბიჯები ნამდვილად გადასადგმელია. ვხედავთ, რომ ასეთი სურვილი არსებობს. ნამდვილად არ არის ახლა იმაზე ლაპარაკი, რომ ოპოზიცია ხელოვნურად რაღაც კრიზისებს ქმნიდეს. ოპოზიციისთვის ძალიან დიდი სარბიელია, იმდენი საკრიტიკოა და იმდენ შეცდომას ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან. ჩემთვის საინტერესო იქნება სოციალური მუშაკების საჭიროებების მოსმენაც, მაგრამ წლების წინ სოციალური მუშაკი ასოცირდებოდა ორ თემასთან - ბავშვის შვილად აყვანა და შშმ პირებისთვის დახმარების გაწევა. დღეს ეს არეალი ძალიან გაფართოვდა, სოციალურ მუშაკს აქვს ძალიან დიდი დატვირთვა. კარგია, თუ უფრო მეტი კოორდინაცია იქნება, მაგრამ საჭიროებებზე უნდა იყოს ყველაფერი მორგებული. ისე არ არის, რომ ჯერ დახარჯო, და მერე იმაზე იფიქრო, ფული საიდან მოიტანო. ჯერ ფული უნდა მოიტანო და მერე დახარჯო. ის პრობლემები, რაც უკავშირდება მძიმე უმუშევრობას, სიღარიბეს, ინვესტიციების ნაკლებობას, პოლიტიკას, სასამართლო რეფორმას - თუ ამ მხრივ ქვეყანამ თავისი ინდიკატორები არ გააუმჯობესა, მაშინ არც ფული იქნება ბიუჯეტში, და რაც არ უნდა იძახოთ, „ფული მეტი გვინდა“ - არ იქნება ეს ფული, თუ არ იქნება ქვეყანაში ფულის შექმნის, ფინანსების გენერირების მექანიზმები. ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ამ კომიტეტის წევრი ვიყავი და არადროს მახსოვს, ოდესმე მეთქვას, რომ ფული უნდა მოვაკლოთ ჯანდაცვას ან სოციალურ სფეროს, მაგრამ ხელისუფლების ამოცანაა, ამ ხარჯების საფუძველი შექმნას“, - განაცხადა წერეთელმა.
---
05.03.2019
ყოფილი სოციალური მუშაკი - დედმამიშვილების, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დაშორება არ შეიძლება, ეს არის ბავშვის უფლებების დარღვევა
სოციალური მუშაკი რატომ უნდა ვუხსნიდე სამი საათის განმავლობაში ჩემს დამსაქმებელს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 4 დედმამიშვილის დაშორება არ შეიძლება?! - ამ კითხვით მიმართა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე მისულ ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს გლდანი ნაძალადევის სერვის-ცენტრის ყოფილმა სოციალურმა მუშაკმა მარიამ ბანძავამ. სოციალურმა მუშაკმა კომიტეტის სხდომაზე იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც მათ მუშაობის პროცესში ექმნებათ და პასუხისმგებლობა ამაზე სახელმწიფოს დააკისრა. „ჩემი სამუშაოს ბოლო დღეს ოჯახიდან გამოვიყვანეთ 4 მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც იყო ძალადობის მსხვერპლი. პირველ რიგში იყო ისევ და ისევ ტრანსპორტირების პრობლემა. ამის შემდეგ, 4 ბავშვი, რომელიც იყო ოჯახის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი, მივიყვანეთ იმ სერვისცენტრში, სადაც ელემენტარული, 10 კვადრატული მეტრი სივრცე არ არსებობს, რომ ეს ბავშვები გადაგვეყვანა, ვიდრე მათი ბედი გადაწყდებოდა. დავრეკეთ სერვისცენტრში და მოვითხოვეთა ადგილი ამ ბავშვებისთვის, დეპარტამენტში კი გვითხრეს, რომ 4 დედმამიშვილი უნდა დავაშოროთ ერთმანეთს და ამაზე პასუხი არის ის, რომ თბილისის მასშტაბით არ არსებობს მიმღები ოჯახი, არ არსებობს მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ადგილები, რომ ეს 4 ბავშვი გადავიყვანოთ. ამ დროს არის კითხვა, რატომ მეუბნებიან მე, რომ დღეს სხვა გზა არ გვაქვს და მოდით ეს ბავშვები დავაშოროთ, რატომ უნდა ვუხსნიდე სამი საათის განმავლობაში ჩემს დამსაქმებელს, რომ 4 დედმამიშვილის, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დაშორება არ შეიძება, ეს არის ბავშვის უფლებების დარღვევა. ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? სოციალური მუშაკი ფსიქოლოგი, ოჯახი თუ კონკრეტულად სახელმწიფო“,- განაცხადა ბანძავამ.
---
05.03.2019
ჯანდაცვის კომიტეტმა „ბავშვის უფლებათა კოდექსზე“ წარმოდგენილ თანმდევ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა „ბავშვის უფლებათა კოდექსზე“ წარმოდგენილ თანმდევ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. შესაბამისი კენჭისყრა დღეს ჩატარდა, რადგან 4 მარტს, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კოდექსისთვის კენჭისყრა ვერ მოესწრო. „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ბავშვის უფლებებსა და მათი დაცვის სამართლებრივ გარანტიებს განსაზღვრავს. აღიარებს ბავშვის შემდეგ უფლებებს: ბავშვის ღირსება, სიცოცხლის, გადარჩენის და განვითარების უფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა, ბავშვის უფლება მისი აზრის მოსმენასა და მონაწილეობაზე, ბავშვის პირადი ცხოვრების და პირადი მონაცემების შენარჩუნების უფლება, აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები, ბავშვის უფლება მასმედიის საშუალებებით ინფორმაციის მიღებაზე, რელიგიის და სინდისის თავისუფლება, გაერთიანების და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, ბავშვის უფლება თამაშსა და დასვენებაზე, ბავშვის საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება, ბავშვის ინტელექტუალური შემოქმედების უფლება, ბავშვის უფლება მონაწილეობა მიიღოს ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების შემუშავებაში. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტით დადგენილია ბავშვის უფლება, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მის საუკეთესო ინტერესებს მიენიჭოს, რაც უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად, თითოეულ ბავშვთან მიმართებით. კოდექსით დადგენილი ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესად გათვალისწინება სავალდებულოა საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო დაწესებულებების და იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან ქმედების განხორციელებისას. კოდექსი ასევე განსაზღვრავს ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის და მხარდაჭერის სისტემას. კოდექსი ადგენს ბავშვს უფლებას, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდა-განვითარებისა და კეთილდღეობისთვის. ამ უფლების რეალიზებას ემსახურება კოდექსით დადგენილი მშობლის, როგორც ბავშვის უფლებების ერთ-ერთი სამართლებრივი გარანტორის მოვალეობა ბავშვის აღზრდის, მათ შორის, ბავშვის რელიგიური აღზრდის სფეროში.
---
05.03.2019
დავით სერგეენკო - რაც გუშინ ხაზარაძემ გახარიაზე თქვა, სერიოზული ბრალდებაა, რომელსაც მოკლე ვადებში სჭირდება დამტკიცება ან გამორიცხვა
რაც გუშინ ხაზარაძემ გახარიაზე თქვა, სერიოზული ბრალდებაა, რომელსაც მოკლე ვადებში სჭირდება დამტკიცება ან გამორიცხვა, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე. სერგეენკოს თქმით, საკითხი თავისი მასშტაბით და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე აუცილებლად მოითხოვს გამჭირვალე და შედარებით მოკლე ვადებში განხილვას, რომ არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. „ის, რაც გუშინ ითქვა, არის ძალიან სერიოზული ბრალდება, რომელსაც, როგორც ნებისმიერ ბრალდებას, აუცილებლად სჭირდება დამტკიცება ან გამორიცხვა. დასკვნების წინასწარ გენერირება სწორი არ მგონია. რაც შეეხება გიორგი გახარიას, მას წლებია, ვიცნობ, სამსახურებრივადაც, მეგობრულადაც და პრაქტიკულად, გამოვრიცხავ, რომ მას ეს გაეკეთებინა. მარტო პროკურატურის ან პროკურორის ნებაზე არ არის დამოკიდებული ასეთი საქმის გამოძიება. ეს კომპლექსური პროცესია, მასში სხვადასხვა უწყება მონაწილეობს და ნამდვილად მჯერა, რომ გამოძიება იქნება ობიექტური და გამჭვირვალე“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მიიღო მუქარის წერილი, სადაც მათი რეპუტაციის დანგრევაზე იყო საუბარი. ამავე საკითხზე დეპუტატ ირმა ნადირაშვილის კითხვის პასუხად ხაზარაძემ განაცხადა, რომ წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან იყო. მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე კომენტარი დღეს შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააკეთა. გახარიას თქმით, ის წერილებს არ წერს და სათქმელს ყველას პირდაპირ ეუბნება.
---
05.03.2019
„ავერსი“ და „ჯეოჰოსპიტალსი“ სკანდალში ეხვევიან - ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკები რამდენიმე მილიონი ლარით დააჯარიმა
---
04.03.2019
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/250048-dasaqmebis-xelsewyobis-saxelmwifo-programebis-sesaxeb-sainformacio-sexvedra-gaimarta
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ბორჯომში, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ორგანიზებული საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს სააგენტოს მიერ, ქვეყნის მასშტაბით, განხორციელებული და დაგეგმილი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების შესახებ საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენდა. ორდღიან შეხვედრაში მედიასაშუალებების, ევროკავშირის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პარტნიორი ორგანიზაციები, დამსაქმებლები და პროფესიული სასწავლებლების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის ლევან გოგოძის განცხადებით, დაინტერესებული მხარეების თანამონაწილეობა და აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია სამიზნე სეგმენტის ინფორმირებისა და გააქტიურებისთვის. გოგოძის თქმით, ქვეყნისათვის უმთავრესი პრობლემის უმუშევრობის დაძლევის პროცესი განმტკიცებული უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერით. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დასაქმების ხელშემწყობი პროგრამების, სერვისებისა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. მედიის, პარტნიორი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით საუკეთესო გამოცდილების, პრობლემებისა და მათი დაძლევის გზების გაზიარება მოხდა და ახალი რეკომენდაციები შემუშავდა.
---
04.03.2019
მედიასაშუალება: http://www.accentnews.ge/ge/news/details/68215
7 წლისთავზე „ოცნება“ დასაქმების სახელმწიფო სამსახურს ქმნის
7 წლისთავზე „ოცნება“ დასაქმების სახელმწიფო სამსახურს ქმნის. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს, დასაქმების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა განაცხადა, ახალი სამსახური კვლავ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ქოლგის ქვეშ იქნება, თუმცა სოციალური მომსახურების სააგენტოს აღარ დაექვემდებარება. მისი თქმით, ახალი სამსახური 2019 წლის აპრილიდან შეიქმნება. „დასაქმების აგენტები და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტები დაინტერესებულ პირებს დაეხმარებიან სამუშაოს პოვნაში, უფრო გაფართოვდება სამსახურის ფუნქციები, თუმცა პრინციპი რჩება იგივე - დასაქმების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ვებგვერდზე worknet.gov.ge“,- განაცხადა ბაზერაშვილმა. ცნობისთვის: დასაქმების სახელმწიფო სამსახური საქართველოში ჯერ კიდევ 2001 წელს შეიქმნა. იგი თავის საქმიანობას „დასაქმების კანონის“ შესაბამისად და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლით ახორციელებდა. ამ სამსახურის ამოცანები იყო: შრომის ბაზრის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, უმუშევართა აღრიცხვა, რეგისტრაცია; უმუშევრის პროფესიული მომზადება-გადამზადებისთვის ხელის შეწყობა და სხვა. თუმცა, 2006 წელს დასაქმების სახელმწიფო სამსახური საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იმ მიზეზით გააუქმა, რომ დასაქმება არა სახელმწიფოს, არამედ ბიზნესის პრეროგატივა იყო. მოგვიანებით, 2012 წელს საქართველოში დასაქმების სამინისტრო ვანო მერაბიშვილის გაპრემიერების შემდეგ შეიქმნა. მოგვიანებით, ხელისუფლების ცვლილების შედეგ ის გაუქმდა.
ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/221908
---
04.03.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/345259/
ბავშვის უფლებათა კოდექსის განხილვაზე აბორტის აკრძალვის ინიციატივით გამოდიან
4 მარტს ბავშვის უფლებათა კოდექსის განხილვაზე რამდენიმე გამომსვლელი აბორტის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა. თავდაპირველად პარლამენტარმა ალექსანდრე ერქვანიამ “ქართული ოცნებიდან” განაცხადა, რომ აბორტი უნდა აიკრძალოს: “საერთოდ, მორალური უფლებაც არ გვაქვს, ვილაპარაკოთ ბავშვთა უფლებეზე, განსაკუთრებით, მათ სიცოცხლის უფლებაზე იმ დროს, როცა ქვეყანაში აბორტი დაკანონებული გვაქვს. როდესაც ყოველწლიურად ასი ათასობით უდანაშაულო ბავშვის სისხლი იღვრება, როდესაც მშობლები ბავშვების სისხლს ღვრიან”. “პირველ რიგში, უნდა უზრუნველვყოთ ამ ბავშვების სიცოცხლის უფლება, უნდა ავკრძალოთ აბორტი და ამის შემდეგ უნდა დავიწყოთ ბავშვთა უფლებებსა და მოვალეობებზე საუბარი, რადგან სიცოცხლე არის ადამიანის სხვა ღირებულებების განმსაზღვრელი”, – განაცხადა ერქვანიამ. მოგვიანებით მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ “ბავშვს დაბადების უფლება აქვს”. “ბატონმა [ალექსანდრე] ერქვანიამ სავსებით სამართლიანად თქვა და თავმჯდომარეც [სოფო კილაძე] დაეთანხმა. თავმჯდომარის ფორმულირება მომეწონა და ბარემ გთავაზობთ: მოდით, დავიწყოთ ბავშვების უფლებების ჩამოწერა დაბადების უფლებით. ბავშვს აქვს დაბადების უფლება”. იურისტებმა კარგად ვიცით, რომ ბავშვს უფლებაუნარიანობა წარმოეშობა დაბადებამდეც, ანუ ის შეიძლება იყოს მემკვიდრეობის მიმღები… თუკი უფლებაუნარიანობა აქვს, თუკი უფლებების გაზრდაზე ვსაუბრობთ”, – განაცხადა დავითაშვილმა. ქართული კანონმდებლობა აღიარებს ქალის უფლებას, გაიკეთოს აბორტი, თუმცა, რიგი შეზღუდვებით. კანონში “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” ვკითხულობთ: “12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების მიხედვით, რომელთა ჩამონათვალი დგინდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით”.
---
04.03.2019
23 წლის ლუკას სიცოცხლისთვის იბრძვის
23 წლის ლუკა ალიბეგაშვილს დაუდგინეს მწვავე ლეიკემია და ამ ეტაპზე მკურნალობის პირველ ეტაპს გადის თურქეთში. პირველადი მონაცემებით თურქეთში რჩება მინიმუმ 4 კვირა და ყოველი კვირის ბოლოს გადასარიცხია 10 000$. ერთი ლარიც კი ლუკასთვის მნიშვნელოვანია და გადამწყვეტ როლს თამაშობს მის გადასარჩენად. აპარატებიდან ჩარიცხვისთვის: მიმღები: ლანა ალიბეგაშვილი პ/ნ: 31001055910 დაბადების თარიღი: 11.06.1994 საქართველოს ბანკი: მიმღები: ალიბეგაშვილი ლანა (ALIBEGASHVILI LANA) SWIFT: BAGAGE22 ა/ნ: GE46BG0000000101562086 ბაზის ბანკი: მიმღები: ალიბეგაშვილი ლანა (ALIBEGASHVILI LANA) SWIFT: CBASGE22 ა/ნ: GE71BS0000000090745489 თიბისი ბანკი: მიმღები: ალიბეგაშვილი ლანა (ALIBEGASHVILI LANA) SWIFT: TBCBGE22 ა/ნ: GE12TB7448245061100082
---
04.03.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/535526-ss-elmavalmshenebelis-administracia-gancxadebas-akveqnebs/
სს „ელმავალმშენებელის“ ადმინისტრაცია განცხადებას აქვეყნებს
სს „ელმავალმშენებელი“ განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ხელფასის გადახდასთან დაკავშირებით რთული სიტუაციაა და 5-თვიანი სახელფასო დავალიანება არსებობს. „თანამშრომელთა პრეტენზია ცალსახად კანონიერი და სამართლიანია. დავალიანება სრულად არის აღიარებული ქარხნის ადმინისტრაციის მიერ, ტაბელებში გათვალისწინებულია, დეკლარირებულია და მხოლოდ ფულად სახსრებს ველოდებით მათ გასაცემად. დავალიანების წარმოშობა გამოწვეულია მცირე მოცულობის შეკვეთებით, რომლებიც ხარჯებს ვერ ფარავდა და კიდევ იმ გარემოებით, რომ არსებობს უცხოური კონტრაქტორი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს `ელმავალმშენებლის~ მიმართ დებიტორული დავალიანება და სწორედ მისგან ველით დღესდღეობით საჭირო თანხის გადმორიცხვას. მარტის თვის განმავლობაში აღნიშნული პრობლემა გადაწყდება“, - აღნიშნულია სს „ელმავალმშენებლის“ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ადმინისტრაცია ასევე ინფორმაციას ავრცელებს სამუშაო გეგმებთან დაკავშირებით. „სახელფასო დავალიანებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია ასევე ელმავალმშენებელი ქარხნის შემდგომი სამუშაო გეგმები, თუ რა დატვირთვით ვიმუშავებთ. სამუშაო გეგმები კი ასეთია: 1. უკვე ხელმოწერილია ხელშეკრულება 8 ერთეული ახალი წევის ძრავის მშენებლობის შესახებ უზბეკეთისთვის. ამ შეკვეთის საერთო ღირებულება 23 200 000 აშშ დოლარია, ხოლო შესრულების ვადაა 2 წელი; 2. ხელმოწერილია შემკვეთის მხრიდან ასევე ხელშეკრულება ახალი წევის ძრავებისა და დამხმარე მანქანების მომზადების შესახებ რუსეთის რკინიგზისთვის. ეს შეკვეთა ორეტაპიანია და ორ კონტრაქტად ფორმდება. მათგან ერთი – 6 მლნ. აშშ დოლარზე უკვე ხელმოწერილია, ხოლო მეორე – 8 მლნ. აშშ დოლარზე - გაფორმების სტადიაშია; 3. გვყავს ასევე ჩვენი უკვე ტრადიციული კონტრაქტორი, უკრაინული კომპანია `მეტინვესტი~. მათ 2019 წლის განმავლობაში სარემონტოდ უნდა გადმოგვცენ 2 წევის აგრეგატი და 1 ახალი კოქსმქრობი ელმავალი. ამ შეკვეთების საერთო ღირებულება 2,5 მლნ. აშშ დოლარს აღემატება; 4. ასევე სამხრეთ კავკასიის რკინიგზამ მოგვმართა თხოვნით გავარემონტოთ მათი ელმავლები. ეს დამატებითი შეკვეთაც დაახლოებით 1,6 მლნ. აშშ დოლარის ღირებულებისაა; 5. გარდა ზემოაღნიშნულისა, სხვადასხვა უცხოური კომპანიებისგან გვაქვს შეკვეთები მარაგნაწილებზე, შეკვეთების საერთო წლიური ღირებულება, დაახლოებით, ნახევარი მილიონი დოლარია; ქარხანას დიდი გეგმები აქვს, მზადაა, შეუდგეს შეკვეთების შესრულებას და იმუშაოს სრული დატვირთვით. როგორც კი სიტუაცია დარეგულირდება, ხელფასები გაიცემა და თავს დავაღწევთ ფინანსურ კრიზისს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
---
04.03.2019
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/43541/elmavalmshenebeli-qarkhnis-tanamshromlebi-khval-aqtsias-gamartaven
„ელმავალმშენებელი" ქარხნის თანამშრომლები ხვალ აქციას გამართავენ
„ელმავალმშენებელი" ქარხნის თანამშრომლები მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან", - ხვალ, 5 მარტს, 12:00 საათზე, ქარხანასთან (მის: მეტროსადგურ „გურამიშვილის“ მიმდებარე ტერიტორია, გურამიშვილის ქ. #84) დასაქმებულების, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის საპროტესტო აქცია გაიმართება. პროფკავშირების ცნობით, ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლები სახელფასო დავალიანების გასტუმრებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პერმანენტული აქციებით იმუქრებიან. საწარმოში დასაქმებულებს კუთვნილი ანაზღაურება უკვე ექვსი თვეა არ მიუღიათ. „შეგახსენებთ ქარხნის ადმინისტრაციამ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ჩართულობით მედიაციაში მონაწილეობაზე და მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომაზე უარი განაცხადა და პროცესში რკინიგზელთა მეორე, ადმინისტრაციასთან შეკრული პროფკავშირის ჩართვა მოითხოვა. ▪ გარდა სოციალურად უპასუხიმგებლო დამსაქმებლებისა, რომლებიც ხელს უშლიან რეალურ პროფკავშირულ საქმიანობას, პრობლემად მიგვაჩნია სახელმწიფოს ჩართულობის სისუსტე. მედიატორმა ვერ მოახერხა მოლაპარაკებების პროცესის უზრუნველყოფა, რაც თავისმხირვ სისტემური პრობლემაა", – ვკითხულობთ პროფკავშირების გავრცელებულ ინფორმაციაში. „ელმავალმშენებელი“ ქარხნის ადმინისტრაციის თქმით, კომპანიაში ნამდვილად რთული ვითარებაა ხელფასის გადახდასთან დაკავშირებით. მათი თქმით, არსებობს 5 თვის სახელფასო დავალიანება, თანამშრომელთა პრეტენზია ერთმნიშვნელოვნად კანონიერი და სამართლიანია. დავალიანება სრულად არის აღიარებული ქარხნის ადმინისტრაციის მიერ, ტაბელებში გათვალისწინებულია, დეკლარირებულია და მხოლოდ ფულად სახსრებს ელოდებიან მათ გასაცემად. „დავალიანების წარმოშობა გამოწვეულია მცირე მოცულობის შეკვეთებით, რომლებიც ხარჯებს ვერ ფარავდა და კიდევ იმ გარემოებით, რომ არსებობს უცხოური კონტრაქტორი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს „ელმავალმშენებლის" მიმართ დებიტორული დავალიანება და სწორედ მისგან ველით დღესდღეობით საჭირო თანხის გადმორიცხვას. მარტის თვის განმავლობაში აღნიშნული პრობლემა გადაწყდება", - ნათქვამია მათ განცხადებაში.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/535564-propkavshirebis-inpormaciit-elmavalmshenebeli-karxana-masshtaburi-akciistvis-emzadeba/
---
04.03.2019
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=93230
სექტემბრიდან შრომის ინსპექტორები კომპანიებს ნებისმიერ დროს, გაუფრთხილებლად შეამოწმებენ
სექტემბრიდან შრომის ინსპექტორები კომპანიებს ნებისმიერ დროს, გაუფრთხილებლად შეამოწმებენ. მიმდინარე წლის სექტემბრიდან შრომის ინსპექცია ყველა ტიპის კომპანიას შეამოწმებს. შესაბამის ცვლილებას საქართველოს პარლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა. როგორც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, შემოწმება ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში განხორციელდება. „სიახლეები, რაც კანონმა შემოგვთავაზა რამდენიმეა, თუ აქამდე ინსპექციის მანდატი მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ კომპანიებზე ვრცელდებოდა, 1 სექტემბრიდან ეს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორზე გავრცელდება. ასევე თუ გარკვეული დათქმები არსებობდა ვადებთან დაკავშირებით, ახალი რედაქციის მიხედვით ეს დათქმებიც გაუქმებულია“, - განაცხადა ბექა ფერაძემ. მისივე ინფორმაციით, დეპარტამენტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდება და გაიზრდება შრომის ინსპექტორების რაოდენობაც. ფერაძის თქმით, შრომის ინსპექცია წარმოდგენილი იქნება რეგიონალური მასშტაბითაც. „შევიძინეთ სამხრე კამერები, ასევე ვმუშაობთ სოფთის პროგრამაზე, რომელიც მუდმივ რეჟიმში დააკავშირებს ინსპექტირების პროცესს ცენტრალურ ბაზასთან, იმისთვის, რომ მოხდეს გამჭვირვალე პროცესის ჩამოყალობება. ასევე ჩამოყალიბდება სამეთვალყურეო ბორდი, რომელის წინაშეც შრომის ინსპექცია იქნება ანგარიშალდებული“, - აღნიშნა ბექა ფერაძემ.
---
04.03.2019
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/43524/ra-tseria-shromis-sakitkhebze-aghmosavlet-partniorobis-2017-tslis-indeqsshi
რა წერია შრომის საკითხებზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის ინდექსში“
„გაზრდილი საწარმოო შემთხვევები სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესების საჭიროებაზე მიუთითებს“ – წერია „აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის ინდექსში“, რომელიც წინა წლებთან შედარებით ევროკავშირთან დაახლოებისა და კავშირის დინამიკას აჩვენებს. დოკუმენტში მოხვდა ირაკლი კობახიძის განცხადებაც, რომელმაც შარშან დაღუპული მუშების საქმეში წინა ხელიუფლება დაადანაშაულა არაეფექტიანი კანონების მიღების გამო. ამავე თემაზე: საქართველოს გაუარესებული პოზიციები აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსში ანგარიშში წერია, რომ მშრომელთა უფლებების დაცვა დიდი მნიშვნელობის მქონე ნაწილად მიიჩნევა საქართველო-ევროკავშირის ინტეგრაციის პოლიტიკაში და ამას ხაზი გაესვა პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაში, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმასა და ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში. საქართველოს-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების, 2014-2016 და 2017-2020 წლების დღის წესრიგის მიხედვით, როგორც პრიორიტეტი, ხაზგასმულია „მშრომელთა საერთაშორისო ორგანიზაციის“ სტანდარტებით შრომის კოდექსის შემუშავება. „2017-2020 წლების დღის წესრიგი პრიორიტეტად განსაზღვრულია: შრომის ინსპექციის სისტემის უზრუნველყოფა (სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნაწილში), რომელსაც აქვს სამეთვალყურეო ფუნქცია; იმ საკანონმდებლო შეზღუდვების გაუქმება, რომელიც აბრკოლებს ინსპექტორს. ეფექტური მეთვალყრეობის, შრომის სტანდარტებისა და უფლებების ნაკლებობა მნიშვნელოვანი საკითხია, განსაკუთრებით, ბოლო წლებში სამუშაო ადგილზე მძიმე შემთხვევების ფონზე. საწარმოო შემთხვევების შედეგად 2011-დან 2016 წლამდე 776 ადამიანი დაშავდა და 270 დაიღუპა. მხოლოდ 2017 წელს დაღუპულთა რაოდენობამ 41-ს მიაღწია, 77 კი დაშავდა“, - წერია ანგარიშში. დოკუმენტში ნახსენებია ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დატრიალებული ტრაგედიაც, რომელსაც 4 მეშახტე ემსხვერპლა, სახალხო დამცველმა კი სათანადო უსაფრთხოების რეგულაციების შემოღება მოითხოვა, „ამბასადორიალის სამუშაო ჯგფმა კი უპრეცედენტო განცხადება გამოსცა“. „2018 წლის 7 მარტს პარლამენტმა წარმოადგინა ახალი შესწორება შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში, რომელიც მხოლოდ მომეტებული საფრთხის მქონე საწარმოებს მოიცავდა და მძიმე მავნე და საშიშპირობებიან წინასწარ შერჩეულ 11 სფეროს განსაზღვრავდა. საკანონმდებლო ცვლილებით, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს უფლება ექნება, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, შეამოწმოს საჯარო და კერძო დაწესებულებები შრომის პირობების დარღვევაზე. ინსპექტორებს ექნებათ დაჯარიმების უფლება 100 ლარიდან 50 ათას ლარამდე უსაფრთხოების სტანდარტის დარღვევისთვის, სავალდებულო დაზღვევის უზრუნველყოფა კი 2019 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში“, - წერია დოკუმენტში. ანაგრიშში წერია, რომ სავაჭრო გაერთიანებები და დასაქმებულთა უფლებების დამცველები აკრიტიკებდნენ კანონს, რადგან ის არ მოიცავდა ყველა სექტორს და ნაკლებად უბიძგებდა დამსაქმებელს, ეზრუნა დასაქმებულთა ჯანდაცვისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებზე. „შემდგომში კიდევ 10 მუშა დაიღუპა მინდელის სახელობის შახტში 2018 წლის პირველ 7 თვეში, ამ შემთხვევის შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წინა მთავრობა დაადანაშაულა არაეფექტიანი კანონის მიღების გამო“, - წერია „აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის ინდექსში“
---
04.03.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/535545-cels-sakartveloshi-aiv-inpekciashidsis-87-axali-shemtxveva-dapiksirda/
წელს საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
წელს საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრიდან აცნობეს. მათივე ცნობით, 2018 წლის შესაბამის პერიოდში 117 ახალი შემთხვევა იყო გამოვლენილი. ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებულია 7 521 აივ ინფიცირებული პირი: 5630 – მამაკაცი, 1891 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში - 2 758, სამეგრელოში - 951, იმერეთში - 933, აჭარაში - 839; აფხაზეთში - 474; კახეთში - 361; ქვემო ქართლში - 387; შიდა ქართლში - 285; გურიაში - 157; ფოთში - 113; სამცხე-ჯავახეთში - 109 და ა.შ. საქართველოში სულ გამოვლენილია 111 აივ ინფიცირებული ბავშვი, მათ შორის, 69 - ვაჟი, 42 - გოგონა. აივ/შიდსის დიაგნოზი საქართველოში პირველად 1989 წელს გამოვლინდა.
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=79725
კვირა.ჯი- http://kvira.ge/452846
პია.ჯი- https://pia.ge/post/249931-saqartvelosi-aiv-infeqcia-sidsis-87-axali-semtxveva-dafiqsirda
---
04.03.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/ehr-portalis-integracia-klinikis-martvis-programashi
EHR პორტალის ინტეგრაცია კლინიკის მართვის პროგრამაში
სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე კლინიკებისთვის 2019 წელი საინტერესოდ დაიწყო - ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემაში შეყვანა, 15 იანვრიდან, სავალდებულო გახდა. კანონის აღნიშნული ცვლილება პირველ ეტაპზე თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებს შეეხო. დარჩენილი ყველა სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება ცვლილებას 1 მაისიდან გაიზიარებს, ხოლო ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულებები პროგრამაში მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ჩაერთვებიან. სიახლის თანახმად, ექიმს და პაციენტს ნებისმიერ დროსა და ადგილას ექნებათ წვდომა ელექტრონულ სამედიცინო ისტორიაზე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ისეთი შემთხვევების რისკს, როგორიცაა სამედიცინო ისტორიის დაკარგვა, ანამნეზის არასრულყოფილად შეკრება და სხვა მსგავსი შეცდომები. გარდა ამისა, საკანმომდებლო ცვლილება როგორც ექიმს, ისე პაციენტს უზოგავს დროსა და ენერგიას, რამდენადაც პერსონალური სამედიცინო ინფორმაციის მიღება კლინიკაში მისვლის გარეშეც შესაძლებელი ხდება, კონფიდენციალობის სრულად დაცვით. EHR პლატფორმასთან უკვე ინტეგრირებულია Doctra-ს კლინიკის მართვის სისტემა. აღნიშნული პროგრამით მოსარგებლე ჰოსპიტლებში, ელექტრონული ატვირთვის ფუნქციონალი უკვე დამატებულია და ელ-სამედიცინო ისტორიების ატვირთვა სატესტო რეჟიმში ხორციელდება. მიმდინარეობს პროცესის ოპტიმიზაცია და კანონის ცვლილების ძალაში შესვლის ვადისათვის ფუნქციონალს დასრულებული, გამართული სახე ექნება. „კანონმდებლობასთან სრულად შესაბამისი, სანდო, მოქნილი და მარტივი“ - ასე ახასიათებენ სამედიცინო პროგრამა - Doctra-ს არსებული მომხმარებლები, რომელთა შორის არიან ქვეყნის წამყვანი კლინიკები. ამ ახალი თაობის პროგრამის დანერგვით, ნებისმიერი ჰოსპიტალი მიიღებს: Enterprise კლასის პლატფორმასა და ტექნიკურ მხარდაჭერას, შესაბამისად შეძლებს სრულად მართოს მკურნალობის მიმდინარეობა და კლინიკის ყველა პროცესს ხედავდეს ხელის გულზე. პროგრამაზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო და აღსანიშნია, რომ ის 12 წლიანი გამოცდილების მქონე, 500-მდე წარმატებული პროექტის ავტორის, მრავალპროფილური IT-კომპანია NGT Group-ის საავტორო პროდუქტია.
---
04.03.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/535489-amiran-gamqrelize-kveqanashi-kvlav-citelas-epidapetkebaa/
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში კვლავ წითელას ეპიდაფეთქებაა
ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქება გრძელდება. დღევანდელი მონაცემებით, იანვარ-თებერვალში 2 115 შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ყოველდღიურად, წითელათი დაავადების 20-25 შემთხვევა ფიქსირდება და იანვარ-თებერვალში აღრიცხული შემთხვევები გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით გაცილებით მეტია. „ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქება გრძელდება. დღევანდელი მონაცემებით, იანვარ-თებერვალში გვაქვს 2115 შემთხვევა, რაც შარშანდელი 2 თვის მონაცემებზე მეტია, რადგან შარშან მთელი წლის განმავლობაში გვქონდა 2000-ზე ოდნავ მეტი შემთხვევა. წელს უფრო სერიოზულად მიმდინარეობს ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქება. ბოლო 2 კვირის განმავლობაში შეიმჩნევა ახალი შემთხვევების ზრდის დინამიკის შემცირება ანუ ისეთი ინტენსივობით აღარ იმატებს შემთხვევების რაოდენობა, როგორც ეს იანვარ-თებერვალსა და თებერვლის პირველ ნახევარში იყო და ყოველდღიურად მაინც 20-25 ახალი შემთხვევა გვაქვს“ , -განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე ინფორმაციით, 19 იანვარს გამოცემული მთავრობის განკარგულების შემდეგ, რომელიც წითელას საწინააღმდეგოდ დამატებითი ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს, აცრები ინტენსიური გახდა, თუმცა მაინც არასაკმარისია. „აცრები საკმაოდ ინტენსიური გახდა, მაგრამ არ არის საკმარისი, ჯერჯერობით, ზრდის დინამიკა შემცირებულია, მაგრამ მაინც არის. სასურველია, რომ აცრები კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს. იანვრის შუა რიცხებში, როდესაც წითელას საწინააღმდეგო დამატებით ღონისძიებებთან დაკავშირებით მთავრობის განკარგულება იქნა მიღებული, 19 იანვრიდან დღემდე დამატებითი აცრა 95 000-მა ადამიანმა ჩაიტარა, ბავშვების რუტინული აცრა კი თვეში დაახლოებით, 11000-12000 გაკეთდა. საჭიროა, საზოგადოებამ გაითავისოს, რომ წითელა სერიოზული დაავადებაა, იწვევს სერიოზულ გართულებებს და მას აცრის გარდა ვერაფერი ვერ შეაჩერებს. თუ ჩვენ არ ავცერით ყველა, ვინც ვაქცინირებული არ არის ან წითელა გადატანილი არ აქვს, გაგვიჭირდება წითელას შეჩერება. მოვუწოდებ მოსახლეობას, პირველ რიგში მშობლებს, ყველამ გადაამოწმეთ თქვენი შვილების აცრის კალენდარი. თუ თქვენ ბავშვს 2 აცრიდან ერთ-ერთი მაინც აქვს გამოტოვებული, მაინც მიიყვანონ და აცრან. წითელას 50% დღეს კონცენტრირებულია დაახლოებით, 20-40 წლის ასაკის მოსახლეობაში. თუ ამ ადამიანებს არ ახსოვთ, გადატანილი აქვთ თუ არა წითელა ან აცრილები არიან თუ არა, მივიდნენ და პოლიკლინიკაში ერთი აცრა გაიკეთონ ეს მათ და მათ ირგვლივ მყოფ ადამიანებს დაიცავს“ , - განახადა ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გასულ წელს წითელას დაავადებით 3 ბავშვი დაიღუპა, წელს კი ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
---
04.03.2019
სოფო კილაძე - მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახი არის მატერიალურად შეჭირვებული, ბავშვის ოჯახიდან გაყვანა არ მოხდება
მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახი არის მატერიალურად შეჭირვებული და ხელმოკლე, ბავშვის ოჯახიდან გაყვანა არ მოხდება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, რომელზეც „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ განხილვა მიმდინარეობს. სოფო კილაძის განცხადებით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება, ბავშვი ოჯახიდან გაიყვანონ, იქნება შემთხვევა, როდესაც ის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. „ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ამ კოდექსში, რითაც მე ძალიან ვამაყობ, ეს არის ოჯახის გაძლიერება. ანუ ჩვენ ოჯახი განმარტებული გვაქვს, როგორც საზოგადოების ფუნდამენტური ჯგუფი და ბავშვის აღზრდისა და კეთილდღეობის ბუნებრივი გარემო. პირველ რიგში, რაზეც აპელირება ხდება საზოგადოებაში, რომ ბავშვები გაჰყავთ ოჯახიდან და ა.შ. - პირდაპირ არის მითითებული კოდექსში, მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახი არის მატერიალურად შეჭირვებული და ხელმოკლე, ბავშვის ოჯახიდან გაყვანა არ მოხდება. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება ბავშვი ოჯახიდან იქნას გასაყვანი, არის შემთხვევა, როდესაც ის საფრთხის ქვეშაა. კერძოდ, არის ძალადობის მსხვერპლი და ა.შ. ძირითადად, ჩვენ ოჯახს როგორ მატერიალური, ისე არამატერიალური მიმართულებით ვაძლიერებთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვექნება მთელი რიგი პროგრამებისა, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ისე ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე. თუ ოჯახში გარკვეული კონფლიქტი იქნება, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამ ოჯახს მთელი რიგი სახელმწიფო სერვისების შეთავაზებით, რომელიც მათ კონსულტირებას მოახდენს, კონფლიქტური სიტუაციების არაძალადობრივი მეთოდებით გადაწყვეტას, ბავშვის ფსიქოლოგიურ დახმარებას, იგივე ჯანსაღი ცხოვრების წესში ჩართვას, ასევე, თუ ოჯახი ნარკოდამოკიდებული ან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული წევრებისგან შედგება, ამ შემთხვევაში შეთავაზებული იქნება სახელმწიფო სერვისები, რომელიც მათი ჯანსაღ ცხოვრების წესში ჩართვასა და მათ ჯანსაღ გარემოში დაბრუნებას ემსახურება“, - განაცხადა სოფო კილაძემ. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტი, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მოამზადა და ინიცირებისათვის მზად არის, აღიარებს ბავშვის შემდეგ უფლებებს: ბავშვის ღირსება, სიცოცხლის, გადარჩენის და განვითარების უფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა, ბავშვის უფლება მისი აზრის მოსმენასა და მონაწილეობაზე, ბავშვის პირადი ცხოვრების და პირადი მონაცემების შენარჩუნების უფლება, აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები, ბავშვის უფლება მასმედიის საშუალებებით ინფორმაციის მიღებაზე, რელიგიის და სინდისის თავისუფლება, გაერთიანების და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, ბავშვის უფლება თამაშსა და დასვენებაზე, ბავშვის საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება, ბავშვის ინტელექტუალური შემოქმედების უფლება, ბავშვის უფლება მონაწილეობა მიიღოს ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების შემუშავებაში.
---
ბეჭდვითი მედია
05.03.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
სექტემბრიდან შრომის ინსპექტორები კომპანიებს ნებისმიერ დროს, გაუფრთხილებლად შეამოწმებენ
2019 წლის სექტემბრიდან შრომის ინსპექცია ყველა ტიპის კომპანიას შეამოწმებს. შესაბამის ცვლილებას საქართველოს პარლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა. როგორც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, შემოწმება ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში განხორციელდება. „სიახლები, რაც კანონმა შემოგვთავაზა რამდენიმეა, თუ აქამდე ინსპექციის მანდატი მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ კომპანიებზე ვრცელდებოდა, 1 სექტემებრიდან ეს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორზე გავრცელდება. ასევე თუ გარკვეული დათქმები არსებობდა ვადებთან დაკავშირებით, ახალი რედაქციის მიხედვით ეს დათქმებიც გაუქმებულია“, - განმარტა ფერაძემ. მისივე ინფორმციით, დეპარტამენტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდება და გაიზრდება შრომის ინსპექტორების რაოდენობაც. ფერაძით თქმით, შრომის ინსპექცია წარმოდგენილი იქნება რეგიონალური მასშტაბითაც. "შევიძინეთ სამხრე კამერები, ასევე ვმუშაობთ სოფთის პროგრამაზე, რომელიც მუდმივ რეჟიმში დააკავშირებს ინსპექტირების პროცესს ცენტრალურ ბაზასთან, იმისთვის, რომ მოხდეს გამჭვირვალე პროცესის ჩამოყალიბება. ასევე ჩამოყალიბდება სამეთვალყურეო ბორდი, რომელის წინაშეც შრომის ინსპექცია იქნება ანგარიშალდებული“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.
---