მედიამონიტორინგი 05.04.2019
ტელევიზია
05.04.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 09:00
დირსის შენობა ყველა დევნილმა ოჯახმა დატოვა. ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ დევნილებმა მოლაპრაკებები დირსის შენობაში მყოფ ოჯახებთან გამართეს და დარჩენილმა ოჯახებმაც შენობის დატოვების გადაწყვეტილება გვიან ღამით მიიღეს. ერთ-ერთი დევნილის გადაწყვეტილებით მოლპარაკებები შედგა მატი თქმით მათტვის დამაკმაყოფილებელი პირობებით და დაპირება მიიღეს, რომ უახლოეს პერიოდში ფართებით დაკმაყოფილდებიან. დევნილები თქმით მატი უმრავლესობა ქირით ცხოვრობს, დირსში სულ 150-მდე ოჯახი იყო შესული.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5990070
რუსთავი 2 - კურიერი 08:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5990249
---
04.04.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 15:00
პარტია „თავისუფალი საქართველო“ ჯანდაცვის სამინისტროს მოქალაქეთა გენოციდში ადანაშაულებს. გოგი წულაიას თქმით, სიკვდილიანობა ყოველწლიურად იზრდება და არავინ იკვლევს მიზეზებს. წულაიას მტკიცებით, ჯანდაცვის ბიუჯეტის ზრდასთან ერთად იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5988705
---
04.04.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
დირსის საცხოვრებელ კორპუსში შეჭრილ დევნილებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ მოქალაქეთა მონაცმებეი ჩაიწერეს, რათა ბინით უზრუნველყოფის საკითხები გადაამოწმონ. სამინისტროების წარმომადგენლები დევნილებს ხვალაც შეხვდებიან.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5988612
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5988494
I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5987906
---
04.04.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 15:00
სპინალური ამიოტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს. ისინი სახელმწიფოს მიერ აპელაციური პროგრამის შემუშავებას ითხოვენ, რომლითაც ასეთ ბავშვებს უმკურნალებენ. მშობლების თქმით, 2016 წლის შემდეგ, მსოფლიოში უკვე სამი სახეობის წამალი არსებობს ამ დაავადებისთვის, თუმცა ძალიან ძვირია და ვერ ყიდულობენ, ამიტომ დახმარებას სახელმწიფოს სთხოვენ. მშობლებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი შეხვდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5988609
---
04.04.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 21:00
თბილისში ახალი კლინიკა, ჯერარსი გაიხსნა. კლინიკაში, სადაც 45 მილიონზე მეტი ლარის ქართული ინვესტიციაა ჩადებული, 600-ზე მეტი მოქალაქე მუშაობს. კლინიკაში განთავსებულია 10 საოპერაციო, 2 კათეტერიზაციის ლაბორატორია და 208 საწოლი პაციენტებისათვის
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5989783
იმედი -ქრონიკა 14:00 http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5988539
რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5987919
I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5987910
---
04.04.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: სხვა შუადღე
ტყვია საშიში ნივთიერებაა ადამიანისთვის, რომელიც აზიანებს ტვინს, ფილტვს, თირკმელს, რეპროდუქციულ სისტემას და სისხლს. ტყვიის დიდი ოდენობა ორგანიზმში შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს. კვლევის მიხედვით, ტყვია განსაკუთრებით დიდი რაოდენობით საბავშვო სათამაშოებში გვხვდება. კვლევა რამდენიმე დღის წინ ჩატარდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5988092
---
04.04.2019
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 12:00
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით ყველა ოჯახში, სადაც ტყვიის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, დაწყებულია სპეციალური ჯგუფების შესვლა, რათადადგინდეს თუ რა შეიძლება ყოფილიყო პოტენციური წყარო ბავშვში ტყვიის მომატებისა. მისივე თქმით, დამტკიცდება პროგრამა, სადაც გაიწერება, რა დახმარება გაეწევათ მკურნალობისა და კვლევების თვალსაზრისით იმ ბავშვებს, რომელთაც სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა გამოუვლინდათ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5987756
---
04.04.2019
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 12:00
წითელას ეპიდაფეთქება კვლავ გრძელდება ქვეყანაში და ყოველდღიურად 15-20 ახალი შემთხვევა ფიქსირდება - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პალიტრანიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, წითელა განსაკუთრებით 20-იდან 40 წლის ადამიანებში ვრცელდება, რადგან ამ ასაკის ადამიანები ან არ არიან აცრილი, ან არ აქვთ ეს დაავადება გადატანილი. როგორც მან აღნიშნა, წითელას აცრის გარდა ვერაფერი შეაჩერებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5987801
---
04.04.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
6 წლის საბა კიწმარიშვილის ოჯახის წევრები, ბათუმის იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოს რამდენიმე ექიმის გადადგომას ითხოვენ. ისინი მედპერსონალს არაპროფესიონალიზმში და გულგრილობაში ადანაშაულებენ. კიწმარიშვილების ოჯახი აცხადებს, რომ ბავშვი ექიმების დაუდევრობის და არასწორი მკურნალობის შედეგად გარდაიცვალა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5989232
პალიტრა ტვ- პალიტრა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5989622
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5989298
---
04.04.2019
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 12:00
მოწევისთვის თავის დანებების საშუალებები გაიაფდეს, სოციალურად დაუცველებისთვის კი უფასო იყო - რა ცვლილებებზე საუბრობენ "თამბაქოს კონტროლის ალიანსში"
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5988131
---
ინტერნეტი
05.04.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/dirsis-shenoba-yvela-devnilma-ojakhma-datova/
„დირსის“ შენობა ყველა დევნილმა ოჯახმა დატოვა
„დირსის“ შენობა ყველა დევნილმა ოჯახმა დატოვა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება. ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, დევნილებმა მოლაპარაკებები „დირსის“ შენობაში მყოფ ოჯახებთან გამართეს და დარჩენილმა ოჯახებმაც შენობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. ერთ-ერთი დევნილის განცხადებით, მოლაპარაკებები შედგა მათთვის დამაკმაყოფილებელი პირობებით და დაპირება მიიღეს, რომ უახლოეს პერიოდში დაკმაყოფილდებიან ფართებით. მისივე თქმით, ვინც რეგიონშია ჩაწერილი, ფართს რეგიონში მიიღებს, ხოლო თბილისში ჩაწერილები, ფართს თბილისში მიიღებენ. კიდევ ერთი დევნილის გულნარი წერედიანის განცხადებით, მათ 26-წლიანი ოცნება აუსრულდათ. „26 წლის განმავლობაში ველოდებოდით ფართებს. ამიტომ იყო პროტესტი ჩვენგან. მოლაპარაკებაზე შევთანხმდით, რომ მოკლე დროში მივიღებთ ფართებს და დაგვაკმაყოფილებენ. დიდი მადლობა დევნილთა სამინისტროს. აღსრულდება ოცნება, რომელიც 26 წლის განმავლობაში იყო საოცნებო“, – განაცხადა დევნილმა გულნარი წერედიანმა. „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის რამდენიმე კორპუსში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათ საცხოვრებელი ფართები დაიკავეს და სამინისტროსგან დაკანონებას მოითხოვდნენ. დევნილების თქმით, მათი უმეტესობა ქირით ცხოვრობს. „დირსში“ 150-მდე ოჯახი იყო შესული.
რადიოთავისუფლება.ჯი- https://www.radiotavisupleba.ge/a/29862777.html?fbclid=IwAR2hsHK19KkJDn9oZjmYnrqwwXh6K9xse5eq7klC2Bc4Q__K-1AnG5VpO7I
---
05.04.2019
გრიგოლ გიორგაძე - არსებული წესითა და კრიტერიუმებით მოხდება ყველა ოჯახის საკითხის განხილვა, ვინც იმსახურებს ბინებით დაკმაყოფილებას
„დირსის“ ყველა კორპუსი გამოთავისუფლებულია, ჩვენ ვაგრძელებთ სამუშაო რეჟიმში მუშაობას და თითოეული ოჯახის საკითხის განხილვას, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა. „რასაც ამ ოჯახებს თავიდანვე ვთხოვდით, რომ სამუშაო ფორმატში განგვეხილა თითოეული ოჯახის სიტუაცია, მივაღწიეთ ამ შეთანხმებას. ყველა ოჯახი, ვინც იმსახურებს, არსებული წესითა და კრიტერიუმებით მოხდება მათი საკითხის განხილვა და შესწავლა. მომავალ დღეებში ჩვენ ისევ გავაგრძელებთ ამ ოჯახებთან შეხვედრას. „დირსის“ ყველა კორპუსი გამოთავისუფლებულია და ჩვენ ვაგრძელებთ სამუშაო რეჟიმში მუშაობას და თითოეული ოჯახის საკითხის განხილვას. არამხოლოდ ამ ოჯახების, არამედ სხვა დანარჩენი ოჯახების საკითხების განხილვას, ვინც არსებული წესით ელოდება ბინებით დაკმაყოფილებას. 10 აპრილს გამოქვეყნდება სიები, შემდეგ იქნება გარკვეული ვადა, რათა სიები დაზუსტდეს. შემდეგ იქნება მონიტორინგი და დაიწყება კომისიური განხილვა ყველა ოჯახის, ვინც ბინის მოლოდინშია“, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ. „დირსის“ შენობა დღეს ყველა დევნილმა ოჯახმა დატოვა. „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის რამდენიმე კორპუსში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათ საცხოვრებელი ფართები დაიკავეს და სამინისტროსგან დაკანონებას მოითხოვდნენ. დევნილების თქმით, მათი უმეტესობა ქირით ცხოვრობს. „დირსში“ 150-მდე ოჯახი იყო შესული.
---
04.04.2019
მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/mosaxleobis-mexutedi-jandacvis-sistemit-ukmayofiloa---saministros-pasuxi-kvlevaze/32111
მოსახლეობის მეხუთედი ჯანდაცვის სისტემით უკმაყოფილოა - სამინისტროს პასუხი კვლევაზე
საქართველოს მოსახლეობის 18.4% ჯანდაცვის სისტემით სრულიად უკმაყოფილოა, 9%- ძალიან კმაყოფილი. გამოკითხულთა 20.4% აცხადებს, რომ უფრო უკმაყოფილოა, ვიდრე კმაყოფილი. უფრო კმაყოფილი, ვიდრე უკმაყოფილო კი 40.6%-ია. უარი პასუხზე -.0.2%; არ ვიცი -10.9% - ასე გამოიყურება ახალი სოციალური კვლევის შედეგები, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ტერიტორიაზე 1786 რესპონდენტი გამოკითხეს. კვლევა კავკასიური რესურსების კვლევითმა ცენტრმა ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორის ორგანიზაცია IDEA-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით შეისწავლეს მოსახლეობის განწყობა როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე კორუფციის, მედიის, სოციალური სამართლიანობის, რელიგიური გაერთიანებებისა და სხვა საკითხების შესახებ. ერთ-ერთი ნაწილი ჯანდაცვის შესახებ მოსახლეობის განწყობებს უკავშირდება. მოსახლეობის კმაყოფილების თემაზე კომენტარისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ აქცენტი პრევენციული მექანიზმების გაძლიერებაზე და შედეგზე ორიენტირებული დაფინანსების მოდელების შექმნაზე გაამახვილა. „კმაყოფილების მაჩვენებელზე სიმარტივე და დროულობა აისახება. მიუხედავად პოზიტიური ტენდენციებისა, ჩვენს შემთხვევაში ხშირად ინფორმაციის ხარისხი არ არის სათანადო. იმისთვის, რომ კლინიკური მომსახურების ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებს მიუახლოვოთ, დიდი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის მექანიზმი არის ის, რომ დაფინასების მოდელი უნდა იყოს შედგეებზე ორიენტირებული. ჯერ-ჯერობით შედეგებზე ორიენტირებული დაფინასების მოდელი მხოლოდ დედათა და ბავშვთა სერვისების ნაწილში გვაქვს. გარდა ამისა, უნდა გაიზომოს არა მხოლოდ პაციენტის კმაყოფილება, არამედ კონკრეტული ხარისხობრივი გამოწვევები რომელიც კლინიკური სერვისის ნაწილს უკავშირდება. როცა კმაყოფილებაზეა საუბარი, საქმე ეხება იმას, თუ რამდენად პრევენციულია სერვისი, რამდენად დროულად ხდება ჩარევა, ორიენტირებლები ვართ გამოვლენაზე თუ შედეგის დადგომაზე და შემდგომ მკურნალობაზე. პრევენციული სერვისი ცალსახად უნდა გაძლიერდეს, ეს მთავარი პრიორიტეტია, რომელიც უკავშირდება პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას.“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში თამარ გაბუნიამ. კვლევის მიხედვით, ასევე ირკვევა, რომ საქართველოს მოსახლეობის 72% საყოველთაო დაზღვევით სარგებლობს, 11%-ს კერძო დაზღვევა აქვს. შეკითხვაზე, საშუალოდ, თვეში რამდენს ხარჯავს თქვენი ოჯახი მედიკამენტებზე - პასუხები ასეთია: 50 ლარამდე - 34%; 51 ლარიდან 100 ლარამდე - 26% ; 101 ლარიდან 200 ლარამდე - 21% ; 201 ლარიდან - 300 ლარამდე - 8 % ; 300 ლარზე მეტს - 6%.
---
04.04.2019
მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/223676
კორუფციული რისკები ჯანდაცვაში... ე.წ. „ატკატების“ თემა გააქტიურდა - სერგო ჩიხლაძე
"ჯი-ეიჩ-ენი" ესაუბრა ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, სერგო ჩიხლაძეს. - ბატონო სერგო, პირველი კვარტალი მიიწურა რა მდგომარეობაა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. როგორც პრაქტიკა აჩვენებს ყოველწლიურად მრავალმილიონიანი დავალიანება აღინიშნება ამ პროგრამაში. შეიძლება თუ არა რომ, წელსაც მსგავსი ტენდენცია გაგრძელდება? - პირველი 3 თვის მონაცემებით, ე.წ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა კვლავ დეფიციტურია. ხაზინის მონაცემებით, გამოყოფილი წლიური 754 მილიონიდან, უკვე გახარჯულია 210 მილიონი ლარი. 3 თვის ხარჯვის ტემპი აჩვენებს, რომ წლის ბოლოს დაახლოებით, 100 მილიონი ლარის დეფიციტი შეიქმნება. თანაც, გაითვალისწინეთ, რომ ამ თანხაში და ხარჯვის ამ მაჩვენებელში არ შედის 4-6-თვიანი დავალიანებები სამედიცინო დაწესებულებებისადმი და სამედიცინო პერსონალისადმი, რაც ჯანდაცვის სამინისტროს უგროვდება ყოველწლიურად. თუ ამ ხარჯებსაც დავთვლით, დეფიციტი დაახლოებით 2.5-3 ჯერ მეტი იქნება. - ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ისმის კლინიკების მიმართ სოლიდური დავალიანებების შესახებ. რა კონკრეტულ საფრთხეებს მოიცავს მსგავსი მრავალთვიანი დავალიანებების არსებობა? - დიდი დავალიანებები სამედიცინო დაწესებულებებს ფუნქციონირების სერიოზულ საფრთხეს უქმნის, რადგანაც, მსგავსი მრავალთვიანი დავალიანებების შემთხვევაში, დაწესებულებამ რომ ფუნქციონირება არ შეწყვიტოს, „ეკონომია“ ხდება პერსონალის ხელფასებზე, შესასყიდი სამედიცინო და სახარჯი მასალის ხარისხზე, ასევე ხდება იმ მომსახურებაზე ფასის მატება იმ ბენეფიციარებისთვის, რომლებიც არ არიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ეს ყველაფერი კი პირდაპირ ურტყამს სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობებს და პაციენტის ჯიბეს. საბოლოო ჯამში, ზარალდება, როგორც პაციენტი, ასევე - სამედიცინო პერსონალი. განსაკურებით მძიმე დღეში არიან საშუალო და შედარებით მცირე სამედიცინო დაწესებულებები. რადგანაც ქსელურ კლინიკებს, რომლებსაც ზურგს უმაგრებს ფარმაცევტული წარმოება, აფთიაქები, სადაზღვეოები, ბანკი და ა.შ. შეუძლიათ თანხების გადათამაშება, მობილიზაცია და სხვა სამედიცინო დაწესებულებებზე უპირატეს მდგომარეობაში არიან, თუმცა პრობლემები მათაც ექმნებათ. ეს, სხვათა შორის, არასამართლიან და არაჯანსაღ კონკურენტულ გარემოსაც ქმნის სამედიცინო ბაზარზე. გარდა ამისა, აღნიშნული ვითარება კორუფციის სერიოზულ საფრთხეს აჩენს. -კორუფციის საფრთხე რომ დააკონკრეტოთ... - დროულად ან დავალიანების თანხის ან თანხის ნაწილის გადმორიცხვის სანაცვლოდ ე.წ. „ატკატების“ თემის გააქტიურება შეინიშნება. შეგახსენებთ, ასევე, რომ ერთი სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს თითქმის 4 მილიარდ ლარს. ანუ 1 სამინისტრო აკონტროლებს მთელი სახელმწიფო ბიუჯეტის მესამედს. ფაქტობრივად, მივიღეთ თავკომბალა სამინისტრო, რომელშიც არაფერი კონტროლდება. 2015 წლის შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის აუდიტის შედეგებიც კი აღარ გამოქვეყნებულა.
---
04.04.2019
იაშვილში გარდაცვლილი 6 წლის ბავშვის ოჯახი ექიმებს არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებს
თბილისში, იაშვილის კლინიკაში 19 იანვარს გარდაცვლილი 6 წლის საბა კიწმარიშვილის ოჯახის წევრებმა ბათუმში აქცია გამართეს. ისინი ბავშვის გარდაცვალებას არასწორ დიაგნოზსა და მკურნალობას უკავშირებენ და იმ ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ითხოვენ, ვინც გარდაცვლილს მკურნალობდა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბავშვი თავდაპირველად ბათუმის იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოშიც მკურნალობდა. მდგომარეობის გაუარესების შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს, თუმცა მოზარდი არა ბავშვთა, არამედ ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს, საიდანაც მალევე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს. იქ კი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. "ჯერ ბათუმის კლინიკაში მივიყვანეთ მაღალი სიცხით, საიდანაც თბილისში გაგვიშვეს. შემდეგ ბავშვი შეცდომით მიგვაყვანინეს ინფექციური საავადმყოფოს უფროსების განყოფილებაში, სადაც მდგომარეობა გართულდა და უკვე თბილისის იაშვილის კლინიკაში გადავედით. არასწორი დიაგნოზი და მკურნალობა გახდა გარდაცვალების მიზეზი", - ამბობს გარდაცვლილის დედა თამარ ჩხიკვაძე. "19 იანვარს გარდაიცვალა ჩემი ბავშვი. 11იანვარს გერმანიიდან მოვიდა პასუხი, რომ ბავშვს ჰქონდა ღვიძლის პრობლემა. ეს მხოლოდ გარდაცვალების მერე გვითხრეს, რადგან არ უნდოდათ გაემხილათ, რომ არასწორად მკურნალობდნენ. მეუბნებოდნენ გენეტიკური დაავადება, ან სეფსისი აქვსო. დღეში სამჯერ გადასხმას უკეთებდნენ, რაც ღვიძლზე თურმე არ შეიძლება. როდემდე უნდა იყოს ასეთი განუკითხაობა?", - განაცხადა ბავშვის მამამ ნოდარ კიწმარიშვილმა. ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით იაშვილის კლინიკამ 19 იანვარს განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, გარდაცვლილი ბავშვის დიაგნოზი ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზია.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/540458-gardacvlili-6-clis-bavshvis-ojaxma-batumshi-akcia-gamarta/
---
04.04.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/459841
პრემიერი: ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტი
“დღეს ჩვენ ვხსნით ობიექტს, რომელშიც ინვესტირებულია 40 მილიონ ლარზე მეტი. ეს ნათელი დასტურია იმისა, რომ ინვესტორებს სწამთ საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და იმ პოლიტიკის, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კლინიკა „ჯერარსის“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მაღალი სტანდარტის მეორე მრავალპროფილიანი კლინიკა იხსნება, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ხელისუფლება ჯანდაცვის მიმართულებით სწორ და შედეგებზე ორიენტირებულ პოლიტიკას აწარმოებს. „ადამიანი და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი პრიორიტეტი. სწორედ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის შემოღებამ გამოიწვია ის, რომ ეს სფერო, საინვესტიციო თვალსაზრისით, საინტერესო გახდა. მიხარია, რომ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში კერძო სექტორი მსგავს კლინიკებს ავითარებს. ამასთან ერთად, ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენ გვაქვს პოტენციალი, ჩამოვყალიბდეთ რეგიონულ ცენტრად სამედიცინო სერვისების მიწოდების თვალსაზრისით. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა, მათთვის ჯანმრთელობის დაცვის მაღალი სერვისების მიწოდება. მომავალ წლებში, პრიორიტეტი იქნება ის, რომ საქართველომ შეძლოს, მეტი სერვისი მიაწოდოს ჩამოსულ უცხოელ სტუმრებს. მომდევნო წლების განმავლობაში, საქართველოში უნდა შევქმნათ პოტენციალი, რომ, სამედიცინო სერვისების ექსპორტის თვალსაზრისით, ნახევარმილიარდიანი ახალი სექტორი შეიქმნას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. ცნობისათვის, კლინიკა „ჯერარსი“ დაპროექტებულია გამოცდილი ქართველი სპეციალისტებისა და ისრაელიდან მოწვეული ექსპერტების მიერ. შენობა-ნაგებობა აშენებულია 12000 კვ.მ. ფართობზე და დაგეგმარებულია უსაფრთხოებისა და ეკოლოგიის ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით. კლინიკაში განთავსებულია 10 საოპერაციო, 2 კათეტერიზაციის ლაბორატორია და 208 საწოლი პაციენტებისთვის.
---
04.04.2019
მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/index.php?id=81436&fbclid=IwAR32bQygfPlRl1kJC5Bd4s9uhm-NndhiBLUCZjFy8degl_vEhXIUgqd75J0
მურად აბლოთია: 2019-2020 წლებში 6000-მდე დევნილ ოჯახს სხვადასხვა პროექტებით დავაკმაყოფილებთ
„დირსის" საცხოვრებელ კომპლექსში რამდენიმე დღის განმავლობაში ათობით დევნილი ოჯახი იყო შეჭრილი. ისინი ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებდნენ და ბინებით უზრუნველყოფას ითხოვდნენ. როგორც აღმოჩნდა "დირსში" შეჭრილ დევნილთა შორის იყვნენ ადამიანები, რომლებსაც საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კომპენსაციები ჰქონდათ მიღებული. ამ საკითხთან დაკავშირებით „ექსპრესნიუსი“ დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსს მურად აბლოთიას ესაუბრა. მისი თქმით, ყველა საქმეს დეტალურად სწავლობენ, საქმის მსვლელობა კანონის დაცვით მიმდინარეობს და ყველა დევნილს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით კანონით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართები გადაეცემა. „ადამიანები, რომლებიც "დირსში" შევიდნენ ძირითადად დევნილები არიან, მათ შორის არა დევნილებიც. გარდა ამისა, არიან ადამიანები, რომლებსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართის ნაცვლად კომპენსაცია მიღებული აქვთ, რეგიონში რეგისტრირებული ადამიანები, რომლებსაც თბილისში ბინები არ ეკუთვნით და ისინი, ვინც, თბილისში არიან რეგისტრირებული, ბინები ეკუთვნით და ჯერ არ მიუღიათ. იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც საცხოვრებელი ფართის ნაცვლად კომპენსაცია მიიღო, დევნილების 10%-ს შეადგენს. რაც შეეხება "დირსში" დევნილთა ნაწილის შეჭრას, მათ მიერვე მოწოდებული სიის მიხედვით მე-13 კორპუსში შესული ადამიანების საქმეები შევისწავლეთ და გავაცანით ინფორმაცია, რომელიც მათ ერთმანეთის შესახებ ბუნებრივია არ ჰქონდათ. ყველა გაერკვია თავის მდგომარეობაში და გუშინ, მე-13 კორპუსის შენობა ნებაყოფლობით დატოვეს. ახლა ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს მე-15 კორპუსთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ჩვენ გვქონდა სიები, მაგრამ მათ თავიანთი სია გვიან მოგვაწოდეს. ადგილზე ჩვენი აღწერის ჯგუფები იმყოფებიან, მათი საქმეების შესწავლას უკვე მოვრჩით. გავაცნობთ შესწავლის შედეგებს და სავარაუდოდ პროცესი ხვალისთვის მორჩება“, - განაცხადა აბლოთიამ. რაც შეეხება ადამიანებს, რომლებმაც ბინა სხვადასხვა მიზეზით დაკარგეს, ან კომპენსაცია არ ეყოთ მურად აბლოთია ამბობს, რომ ამ ეტაპზე ასეთი ადამიანებისთვის დამატებით საცხოვრებლით უზრუნველყოფა კანონმდებლობის შესაბამისად ვერ მოხდება. „ჩვენ კანონმდებლობას ვერ გავცდებით. ამ ეტაპზე ასეთი ადამიანებისთვის დამატებით საცხოვრებლით უზრუნველყოფა არ შეგვიძლია, ვინაიდან ეს კანონით მკაცრად არის განსაზღვრული. ყველა ინდივიდუალურ შემთხვევასთან კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ. ჩვენი ამოცანაა ყველა ადამიანის საქმე შევისწავლოთ და დაწვრილებით გავაცნოთ მათი მდგომარეობის შესახებ“, - აღნიშნა აბლოთიამ. ხოლო საცხოვრებელი ფართების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით აბლოთია ამბობს, რომ ამ ეტაპზე რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს მშენებლობები, რომლის დასრულების შემდეგ დევნილებს ბინები რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გადაეცემათ. „ამ დროისათვის ძალიან ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს. ზუგდიდში ამ დროისთვის 720 ბინის მშენებლობა ხორციელდება და მიმდინარე ტენდერი 240 ბინაზე, რომელიც ამ დღეებში მთავრდება. ჯამში ზუგდიდში ბინების რაოდენობა 960 აღწევს. ქუთაისში 725 ბინის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც წლის ბოლომდე ჩაბარდება; წყალტუბოში 560 ბინის მშენებლობა; მცხეთაში 120 ბინის მიმდინარეობს. რაც შეეხება თბილისს, 1300 ბინა გვაქვს შეძენილი, რომლის ნაწილი უკვე რემონტდება, ხოლო მეორე ნაწილის მშენებლობა მიმდინარეობს. ასევე მარნეულსა და ხაშურში ბინები გვაქვს შეძენილი. ერთ-ერთი მარნეულის დასახლება, რომელიც ავარიულია გაგვყავს იმ ადგილიდან და მათთვის ახალი, პატარა ქართული სოფელი აშენდება. წელს სოფლად სახლის პროექტი ძალიან აქტიურია, პირველივე კვარტალში 306 სახლი შეიძინეს. ამ პროექტს სამი წლის განმავლობაში ასეთი აქტივობა არ ქონია. წელს გერმანიის კონსტრუქციული განვითარების ბანკის დაფინანსებით ახალი პროექტი დაიწყო, რომელიც დევნილებისთვის, ვისაც თავისი მიწის ნაკვეთები აქვთ, ინდივიდუალური სახლების მშენებლობას ითვალისწინებს. ეს პროექტი ასევე ითვალისწინებს ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც. ამ პროექტის ფარგლებში დევნილების დასახლებებში რვა საბავშვო ბაღი აშენდება. ამ ეტაპისთვის ყველა პროექტი შეუფერხებლად მიმდინარეობს. ჯამში 2019-2020 წლებში ვფიქრობთ 6000-მდე ოჯახს დავაკმაყოფილებთ სხვადასხვა პროექტებით, მათ შორის სახლების შესყიდვის პროგრამით“, - აცხადებს აბლოთია.
---
04.04.2019
მედიასაშუალება: https://for.ge/view/164565/saxelmwifo-sikvdilis-manqanis-Tanamzraxvelad-iqca-romelic-Zalian-bevr-adamians-iwiravs.html
„სახელმწიფო სიკვდილის მანქანის თანამზრახველად იქცა, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს იწირავს“
2019 წლის პირველ სამ თვეში მხოლო მშენებლობაზე 11 ადამიანი დაიღუპა. ეს სავალალო და აღმაშფოთებელი სტატისტიკაა, რადგან დასტურდება, რომ სამუშაო ადგილებზე არანაირი პირობა დაცული არ არის. დამსაქმებლების დამოკიდებულება თანამშრომლებისადმი უცვლელია, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობაში ბევრი რამ შეიცვალა. კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ბოლო პერიოდში სამუშაოს შესრულებისას გარდაცვალებულთა გაზრდილ მაჩვენებელს რთულ რეალობას უწოდებს. მისი აზრით, სახელმწიფომ სოციალური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მხოლოდ სტატისტიკა არ უნდა აწარმოოს. „სახელმწიფო სიკვდილის მანქანის თანამზრახველად იქცა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იწირავს ძალიან ბევრს ადამიანს. სამწუხაროდ, ხელისუფლებას აქვს ერთადერთი სტრატეგია - ყველა პროტესტის მიჩქმალვა, კავშირების დაბრალება ოპოზიციასთან, ხანდახან პროტესტის საერთოდ უგულებელყოფა. ჩვენ ვხედავთ, რომ კანონმდებლობა არაეფექტურია და ვერ იცავს ადამიანის შრომით უსაფრთხოებას, კარგად ვხედავთ იმასაც, რომ ხელისუფლება არ აპირებს არანაირი ნაბიჯის გადადგმას, ისინი ვერ აღიქვამენ ამ პრობლემებს სერიოზულად. საბოლოო ჯამში, მათ ეს ამბავი ძალიან ცუდად მოუბრუნდებათ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ სტრატეგიით „ქართული ოცნება“ დიდხანს გაძლებს. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული ადამიანის უფლება. ვაკის მშენებლობაზე ელემენტარული უსაფრთოხების ნორმები რომ ყოფილიყო დაცული, ასეთი მძიმე რეალობის წინაშე არ დავდებოდით“, - განაცხადა „კომერსატთან“ მენაბდემ. „სოლიდარობის ქსელის თავმჯდომარე“ სოფო ჯაფარიძე კი პირდაპირ ამბობს, რომ რეფორმა, რომელიც შრომის ინსპექციას შეეხო, ფასადურია. ძალიან ხშირად მუშები უსაფრთხოებაზე უარს ამბობენ, რადგან ეშინიათ სამსახურის დაკარგვის. „ამ ადამიანებმა რომ დაიწყონ თავიანთი უფლებების დაცვა და მოთხოვნები წამოაყენონ, შესაძლოა, სამსახური დაკარგონ. თავიდან ბოლომდე შიშის ფაქტორზე გადის მათი ამბავი, ხმას ვერ იღებენ, რადგან ფიქრობენ, რომ უფროსები ამოიჩემებენ და სამუშაოდან გაათავისუფლებენ. ვაკეში გარდაცვლილი ადამიანი ორი კვირა ყოველდღე მუშაობდა, მისი შვილიც მასთან ერთად მუშაობდა. არ არსებობდა გეგმა, არ იყო საქმე გადანაწილებული, ზედმეტად თხრიდნენ ამ მიწას, რამაც მისი ჩავარდნა გამოიწვია. იმ ადამიანების ხელფასი დამოკიდებული იყო გამომუშავებაზე, ანუ რამდენსაც გათხრიდნენ, იმდენ ფულს მიიღებდნენ. ყველაფერი თავის რიგზე რომ ყოფილიყო, ეს ადამიანები დღეს ჩვენ გვერდით იქნებოდნენ და კიდევ ორი მათგანი არ დაიღუპებოდა სამუშაო ადგილზე“, - ამბობს სოფო ჯაფარიძე. სახალხო დამცველი პრობლემებს ეთანხმება, მაგრამ წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს 2019 წლის თებერვალში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიღებას, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის სექტემბრიდან შრომის უსაფრთხოების სტანდარტების მოქმედება ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე გავრცელდება. შრომის ინსპექტორებს მოეხსნებათ სამუშაო ადგილებზე დაშვების შეზღუდვები. ამგვარად, საქართველოს კანონმდებლობა კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება საერთაშორისო სტანდარტებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას. იმას, რომ ცვლილებებს დასაქმების ადგილებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებული შემაშფოთებელი ვითარება არ გაუმჯობესებია, კიდევ უფრო ამყარებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სტატისტიკა. ინფორმაციის თანახმად, 2010 წლიდან 2018 წლამდე 399 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1183 დაშავდა.
---
04.04.2019
ტყვიის მკვლევართა ჯგუფი განცხადებას ავრცელებს
ტყვიის მკვლევართა ჯგუფი თბილისში ტყვიის წყაროების კვლევის ჩატარებისას აღმოჩენილი შეცდომის გამო წუხილს გამოთქვამს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა განუცხადა. „ტყვიის მკვლევართა ჯგუფი ძალიან ვწუხვართ, რომ თბილისში ტყვიის წყაროების კვლევის ჩატარებისას გამოყენებულ ერთ-ერთ ტყვიის ჭარბი რაოდენობით შემცველ სამშენებლო-სარემონტო მასალას შეცდომით ვუწოდეთ ამერიკული კონგლომერატის DuPont ხელოვნური ქვის ბრენდის „კორიანის“ (Corian®) სახელი. სამწუხაროდ ამ ფაქტით შეცდომაში შევიყვანეთ საზოგადოება და ბრენდის არსებული და პოტენციური მომხმარებლები. ასევე, უნებლიეთ, რეპუტაციული ზარალი მივაყენეთ არა მარტო ბრენდის მწარმოებელს, არამედ რეგიონში მის ოფიციალურ წარმომადგენელ კომპანიას შპს „ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის“ (Next Building Technologies LLC - NBT). აღნიშნული შეცდომა გამოიწვია კვლევაში მონაწილე ერთ-ერთი ოჯახის მიერ მოწოდებულმა მცდარმა ინფორმაციამ. ჩვენს მიერ საკითხის დამატებითი შესწავლის შემდეგ, ვადასტურებთ, რომ „კორიანი“ მსოფლიოში დღეს არსებულ სამშენებლო-სარემონტო მასალებს შორის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია. აღნიშნული მაღალი სტანდარტების გამო ის ფართოდ გამოიყენება ამერიკასა და ევროპაში, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებებში სპეციალიზებული ავეჯის წარმოებისას. ასევე, საბავშვო ბაღებში, კვების ობიექტებსა თუ სხვა ტიპის საჯარო სივრცეებში. კომპანიის მიერ ჩვენთვის წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ „კორიანის“ ბრენდის ხელოვნურ ქვაში ტყვიის და სხვა მავნე ნივთიერებების რაოდენობა ნამდვილად არ აღემატება „საშიში ნივთიერებების გამოყენების შეზღუდვის თაობაზე ევროკავშირის დირექტივით“ (Directive 2011/65/EU – „RoHS Directive“) დაწესებულ ზღვრულ ნორმებს. საზოგადოებას შეუძლია გაეცნოს „კორიანის“ საერთაშორისოდ აღიარებულ სერთიფიკატებს, რომლებიც საჯაროდ ხელმისაწვდომია“, - აცხადებს „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი.
---
04.04.2019
განახევრებული შობადობა, 90-იან წლებში, გოგონების შობადობის განახევრების შედეგია – დიმიტრი ხუნდაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და „სახელმწიფო დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის“ ავტორი დიმიტრი ხუნდაძე, სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ახალ დემოგრაფიულ მაჩვენებლებზე განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, საქართველოს გარკვეული პერიოდი მოუწევს ნეგატიური დემოგრაფიული დინამიკის პირობებში იცხოვროს. თუმცა, ერთი დემოგრაფიული თაობის შემდეგ მონაცემები პოზიტიურად შეიცვლება, თუკი სახელმწიფომ დღეს დაწყებული დემოგრაფიული პოლიტიკის განხორციელება აქტიურად განაგრძო. “საზოგადოების მღელვარება ახალ სტატისტიკურ მონაცემებზე ბუნებრივია, რადგან დინამიკა ნეგატიური პროცესებისკენ მიდის. ამ პროცესის დაწყების თაობაზე ჩვენ 2012 წლიდან ვსაუბრობთ და პარალელურად ვმუშაობთ ნეგატიური პროცესის შესუსტებაზე, რადგან მისი შეჩერება უკვე შეუძლებელია. ეს არც ჩვენი და არც წინა ხელისუფლების ბრალია, ეს დემოგრაფიული თაობის შედეგია. 90-იან წლებში დაბადებული განახევრებული გოგონები ბუნებრივია, განახევრებულ შობადობას იწყებენ. ასევე, საპენსიო ასაკში შედის 60-იანელების თაობა, როდესაც შობადობის ბუმი იყო საქართველოში. ამიტომ მივყვებით სწორ პოლიტიკას და ვახორციელებთ შობადობის წახალისების, მთიანი რეგიონების განვითარების, აბორტების კლების, საპენსიო რეფორმის თუ სხვა მიმართულების პროგრამებს. რა თქმა უნდა, ეს ცოტაა იმ პრობლემასთან შედარებით, რაც ქვეყნის წინაშე დგას, მაგრამ ჩვენ გამოვდივართ შესაძლებლობებიდან და ვცდილობთ, ეს რესურსები გავზარდოთ. ჩვენ რომ არა დაგვეწყო ამ თემაზე მუშაობა 7 წლის წინ, პოზიტიური პროცესების დაწყება არა 25 წლის შემდეგ, არამედ, ალბათ, საერთოდ ვეღარც იქნებოდა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემის არსი თითქმის ყველა პოლიტიკოსმა იცის, ჩვენი ოპონენტები ამ თემას წინასაარჩევნოდ იყენებენ და ცდილობენ ხელისუფლების ნეგატივის შექმნას. მათ შეიძლება ვიღაც მოატყუონ, მაგრამ დიდმა ნაწილმა იცის ჩვენი შვიდწლიანი მუშაობის შესახებ სწორედ დემოგრაფიულ პოლიტიკაში“, – აცხადებს დეპუტატი. დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, რომ ოპონენტები მიზანმიმართულად არ საუბრობენ პოზიტიურ სტატისტიკურ მონაცემებზე, მაგალითად, აბორტების 15%-იან კლებაზე, სიკვდილიანობის შემცირებაზე განსაკუთრებით 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუნდაც, მიგრაციული ტალღის შემცირებაზე როგორც რეგიონებიდან, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. „როდესაც სააკაშვილი და მისი პარტია ცდილობს დაამკვიდროს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოდან ჩვენი მმართველობის პერიოდში 1 მილიონი ადამიანი გავიდა, ეს ტყუილიც აღარ არის, ეს ხალხის აბუჩად აგდებაა პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად. ეს ოფიციალური მონაცემებია და ამის წაკითხვა შეუძლია ყველას. 2013-2017 წლებში, ანუ ჩვენი მმართველობის პერიოდში ქვეყნიდან გავიდა 554 000 ადამიანი, ხოლო შემოვიდა 440 000. ამ გამსვლელებში და შემომსვლელებში მეც ვითვლები, როდესაც მივლინებით ვიმყოფებოდი რამდენიმე ქვეყანაში. ვინც ქვეყანაში არ დაბრუნდა, არის 113 000. მილიონსა და ამ ციფრს შორის დიდი სხვაობაა. ემიგრაციის ზრდამ პიკს მიაღწია სწორედ სააკაშვილის მმართველობის დროს, 2008-2012 წლებში. მას შემდეგ იკლებს, თუმცა, სამწუხაროდ, გრძელდება. დღეს სამი მთავარი პრობლემა დგას სახელმწიფოს წინაშე: ტერიტორიული მთლიანობა, სიღარიბე და დემოგრაფიული პრობლემა. სწორედ დემოგრაფიული პოლიტიკაა ის საკითხი, რაც გარკვეულწილად განაპირობებს სახელმწიფოს უსაფრთხოებას. ამიტომ, დემოგრაფიული პოლიტიკა ერთმანეთის წინააღმდეგ კი არ უნდა გამოვიყენოთ, არამედ, მთელი ქვეყანა უნდა გავერთიანდეთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ეს ის თემაა, სადაც პარტიული ამბიცია გვერდზე უნდა გადავდოთ და ყველამ ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი უნიკალური ერის გადასარჩენად“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
---
04.04.2019
„თითო ლარი არ გაგვაღატაკებს, ანდრიას კი ფეხზე დააყენებს“ - 7 წლის ბიჭუნას ჩვენი დახმარება სჭირდება
ანდრია დაიბადა ჰიდროცეფალიით და ხერხემლის თიაქრით. ოჯახის ინფორმაციით, ბიჭინას გაკეთებული აქვს 3 ოპერაცია. იმისთვის, რომ სიარული შეძლოს სჭირდება ოპერაცია თურქეთში, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. „მივიღეთ ანდრიას ინვოისი თურქეთიდან. ოპერაციის თანხა შეადგენს 12000$ს. დავიწყეთ აქტიურად დაფინანსების ძებნა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დააფინანასა 5 ათასი დოლარით. ოჯახმა საკუთარი ძალებით კი შეაგროვა 4 ათასი დოლარი. როცა გამარჯვებამდე ასე ცოტა დარჩა გთხვთ დაგვეხმაროთ ანდრიას ფეხზე დაყენებაში. თითო ლარი არ გაგვაღატაკებს, ანდრიას კი ფეხზე დააყენებს“- აცხადებს „იალქანის“ ხელმძღვანელი თიკო აბაშიძე. ანდრიასთვის დარეკეთ ნომერზე 09 01 200 127 უმორჩილესად გთხვთ ყველას დაგვეხმარეთ . დახმარების მსურველთათვის ქვემოთ მითეთბულა ორგანიზაციის ანგარიშის ნომერი. დანიშნულებაში მიუთითეთე ანდირა სვანიძე თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია აპარატებიდან: #თიბისი #ფეის საბანკო მომსახურება აირჩიეთ იურდიული პირი იურიდიული პირის პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საქართველოს ბანკის აპარტები იურიდული პირი ან კომპანის ანგარში იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14
---
04.04.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/yovel-xutshabats-nikora-supermarketi-libertis-socialuri-baratis-mflobelebs-uprecedento-fasdaklebas-shestavazebs
ყოველ ხუთშაბათს "ნიკორა სუპერმარკეტი" ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებს უპრეცედენტო ფასდაკლებას შესთავაზებს
დღეიდან, ყოველ ხუთშაბათს, „ნიკორა სუპერმარკეტი" ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელებს, ყველაზე მოთხოვნად პროდუქციაზე უპრეცედენტო ფასდაკლებას შესთავაზებს. აქცია ვრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. „ნიკორა სუპერმარკეტის" და „ლიბერთის" ერთობლივი პროექტი სექტემბრის თვიდან დაიწყო ჩვენს ქსელში. ამ პროექტის ფარგლებში, სოციალური ბარათის მფლობელებისთვის ასობით დასახელების, ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე სპეციალური ფასები შემუშავდა, რაც ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით ბევრად დაბალია. პროექტის მიმართ ინტერესი და კმაყოფილება სოციალური ბარათის მფლობელებისგან იმდენად მაღალია, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება მათთვის ყველაზე სასურველ 4 დასახელების პროდუქტზე, ყოველ ხუთშაბათს, შევთავაზოთ უპრეცედენტოდ დაბალი ფასი. ვურჩევთ ყველას, ვინც სოციალური ბარათით სარგებლობს, არ გამოტოვოს ეს დღე და ყოველ ხუთშაბათს ისარგებლოს საუკეთესო შეთავაზებით.''- განაცხადა ,,ნიკორა სუპერმარკეტის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ანა კოშაძემ. მომხმარებელზე ზრუნვა, ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის პრიორიტეტს წარმოადგენს. 2018 წლის სექტემბრიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიონერები და სოციალური დახმარების მიმღები პირები "ნიკორა სუპერმარკეტის" ნებისმიერ ობიექტზე, ყველაზე მოთხოვნად 350-მდე დასახელების პროდუქტზე საუკეთესო ფასით ყოველდღიურად სარგებლობენ.
---
04.04.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/459761
“ღმერთს ვეხვეწები, რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდეს კეთილი ადამიანი და მომიაროს” – 71 წლის ექიმი, რომელიც 200-ლარიანი პენსიით ცხოვრობს
“ისტორია, რომელიც ახლა უნდა გიამბოთ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ტიპურია – ხანდაზმული ადამიანი სიცოცხლის უკანასკნელ წლებს მარტოობაში ატარებს. დიახ, ასეთი მოხუცები მრავლად არიან და მათ შორისაა 71 წლის მარიამ ნონიკაშვილი. მას სახსრების საშინელი ტკივილი აწუხებს, მუხლები პარალიზებული აქვს, უჭირს სუნთქვა, ხოლო საკვების უკმარისობისა და ორგანიზმში ნივთიერებათა არასწორი ცვლის გამო, მთელი სხეული შეშუპებულია. უკვე 5 წელია, რაც მარიამ ნონიკაშვილს არ შეუძლია საკუთარ თავზე ზრუნვა. იგი კეთილი ადამიანების იმედზეა დარჩენილი, თუმცა, მას არც ისე ხშირად აკითხავენ. ათასში ერთხელ, მეზობლის ქალი მივა, ოთახს დაგვის, ქოთანს გაიტანს, ეზოდან წყალს მოუტანს, დააპურებს… ეს ხანდაზმული ქალი ცხოვრობს ნახევრად დანგრეულ სახლში, რომელიც 1933 წელს მისი წინაპრების მიერაა აშენებული. საცხოვრებლად მხოლოდ ერთი ოთახი გამოდგება, მაგრამ იქ არც წყალი, არც გაზი და არც საპირფარეშოა. მარიამ ნონიკაშვილი პროფესიით ექიმი-ნევროპათოლოგია. მთელი ცხოვრება პროფესიულ საქმიანობას მიუძღვნა, მკურნალობდა პაციენტებს, ეხმარებოდა გაჭირვებულებს, უმკლავდებოდა ცხოვრებისეულ პრობლემებს, თუმცა, საკუთარი ოჯახის შექმნის შესაძლებლობა არ მიეცა. ამჟამად, მის შემოსავალს პენსია წარმოადგენს – 200 ლარი, რომელიც წამლებში ეხარჯება. სოციალურ შემწეობას არ აძლევენ იმ მიზეზით, რომ „დენის ფულს იხდის“ . “ჩერნოვეცკის” ფონდის წარმომადგენელმა მარიამ ნონიკაშვილს რამდენიმე კითხვით მიმართა: -ადრე სად მუშაობდით? მარიამ ნონიკაშვილი: თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, გორის რაიონულ პოლიკლინიკაში გამანაწილეს. მოგვიანებით კი მუშაობა თბილისის მე-8 კლინიკურ საავადმყოფოში დავიწყე. 3 წელს კუნძულ კუბაზე ვიყავი მივლინებით და ადგილობრივ მოსახლეობას ვმკურნალობდი. სამშობლოში რომ დავბრუნდი, დავიცავი დისერტაცია და მუშაობა დავიწყე „შრომის დაცვის ინსპექციაში“, ასევე, ეროვნული გვარდიის ექიმი გახლდით. -გორის რაიონში როგორ აღმოჩნდით? მარიამ ნონიკაშვილი: მოგეხსენებათ, რა რთული პერიოდი იყო 90-იანი წლები. ჩემს ოჯახს ძალიან გაუჭირდა. მშობლები ავადმყოფობდნენ, წამლისა და საჭმლის ფული არ მქონდა. გავყიდე თბილისში კაპიკებად ბინა და სოფელში გადმოვედით საცხოვრებლად. ეს სახლი ჩემმა ბაბუამ ააშენა 30-იან წლებში. -რამდენი წელია, რაც საწოლს ხართ მიჯაჭვული? მარიამ ნონიკაშვილი: უკვე 5 წელია. ძვლები მტკივა საშინლად, ფეხები სულ დასიებული მაქვს, მხოლოდ შემიძლია რის ვაი-ვაგლახით საწოლზე წამოჯდომა. ეტლი მაქვს, მაგრამ შიგ როგორ მოვხვდე? -ადგილობრივი ხელისუფლება თუ გეხმარებათ? მარიამ ნონიკაშვილი: არა, არ მეხმარება, თუმცა, საქმის კურსში არიან ჩემი სავალალო მდგომარეობის თაობაზე. -ამ ეტაპზე, ყველაზე მეტად რა გესაჭიროებათ? მარიამ ნონიკაშვილი: პირველ ყოვლისა, ეს არის წამლები და შემდეგ უკვე საკვები პროდუქტები. ძალიან მენატრება „გემრიელობები“, მაგრამ რა ვქნა, არ მაქვს… -რა არის თქვენი ყველაზე დიდი სურვილი? მარიამ ნონიკაშვილი: ღმერთს ვეხვეწები, რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდეს კეთილი ადამიანი და მომიაროს. მე ბევრი არ მინდა, ხანდახან მაინც მომაკითხოს და მანუგეშოს, დამელაპარაკოს და ეს ოთახი დამილაგოს… “მეგობრებო, მარიამ ნონიკაშვილის მდგომარეობა სავალალოა. ჩვენ მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თხოვნით, რათა განიხილონ ამ ხანდაზმული ადამიანის საკითხი და აღადგინონ სამართლიანობა. სანამ ჩინოვნიკები საკითხს განიხილავენ, მოდით, არ დავტოვოთ მარიამ ნონიკაშვილი ყურადღების გარეშე და გავუწოდოთ მას დახმარების ხელი. თანხა შეგიძლიათ, გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მარიამ ნონიკაშვილი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც “,- აცხადებენ ფონდში.
---
04.04.2019
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=95642
სასწრაფოდ! 11 წლის თათია მაყიშვილს თქვენი დახმარება სჭირდება
ბევრჯერ გვითხოვია თქვენთვის დახმარება, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად გთხოვთ, რომ გააზიაროთ ეს პოსტი და დავეხმაროთ, საქმე ეხება 11 წლის გოგონას. ქ. გორში მცხოვრებ 11 წლის თათია მაყიშვილს აღმოაჩნდა ძალიან მძიმე დაავადება - ჰისტოციტოზი და საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას თურქეთში, რომელიც $17 900 დოლარი ღირს. ამ სიცოცხლის სავსე გოგონას, ჩვენი დახმარება სასწრაფოდ ესაჭიროება... თათია ახლა ყველა ჩვენგანის შვილია, მისი ტკივილი - ჩვენი ტკივილია… ყველას გთხოვთ, გულთან მიიტანოთ ამ საოცარი გოგონას ტკივილი, ნუ დაინანებთ თუნდაც ერთ ლარს, ვისაც რისი საშუალება გვაქვს, ყოველი თეთრი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია. #დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ – GE59TB7229445061100088 – „თიბისი ბანკი“ GE06LB0711108487543040 – „ლიბერთი ბანკი“ GE39BG0000000161031845 – „საქართველოს ბანკი“. #მიმღები – ანზორ მაყიშვილი ( მამა) #დანიშნულება – თათია ჩვენ შენთან ვართ. შეგიძლიათ ასევე საქართველოს ბანკის და Tbs pay აპარატიდან, პ.ნ – 59002000688 ( დაბ თარიღი 13 – 07 – 1979) #საქველმოქმედო ნომერი – 0901 701 387 მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. #საზღვარგარეათიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინკზე. https://paypal.me/pools/c/87BtM2bXnR. 591 172 771 – მამის საკონტაქტო ნომერი. მოიხსენით ლოცვებში თათია( თამარი) და უსურვებთ გამოჯანმრთელება. #ყველას გთხოვთ კომენტარში მონიშნეთ თქვენი მეგობრები და სთხოვეთ დარეკონ – 0901 701 387 ( მაგთი, ბილაინი) შემდეგ იმ მონიშნულმა მეგობარმაც მონიშნოს ერთი სხვა მეგობარი.
---
04.04.2019
მსოფლიომ აპრილი სტენოკარდიის თვედ გამოაცხადა, რომელსაც საქართველოც შეუერთდა
---
ბეჭდვითი მედია
05.04.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
"თქვენ ხართ ქართველი ერის ჰიტლერები" - წულაიას ჯანდაცვის სამინისტროს მოქალაქეთა გენოციდში ადანაშაულებს
პარტია „თავისუფალი საქართველო“ ჯანდაცვის სამინისტროს მოქალაქეთა გენოციდში ადანაშაულებს. პარტიის თავმჯდომარის, გოგი წულაიას თქმით, ადამიანების სიკვდილიანობა ყოველწლიურად იზრდება, ხოლო მიზეზებზე არავინ საუბრობს. წულაიას მტკიცებით, ჯანდაცვის ბიუჯეტის ზრდასთან ერთად იზრდება გარდაცვლილ ადაიანთა რაოდენობაც. პარტია „თავისუფალი საქართველო“ მოუწოდებს პრემიერს შექმნას კომისია და შეისწავლონ სისტემაში არსებული ვითარება. „კატასტროფაა, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსების ზრდის პარალელურად იზრდება სიკვდილიანობა. გადააქციეთ ჯანდაცვის სამინისტრო უდიდეს ბიზნესად. თქვენ ხართ ქართველი ერის გენოციდის ჩამტარებელი, თქვენ ხართ ქართველი ერის ჰიტლერები! მოგიწოდებთ, დროზე შექმნათ კომისია, რომელიც შეისწავლის ამ მწვავე ვითარებას და სიკვდილიანობის ზრდას მაინც შეაჩერებს,“- აცხადებს წულაია.
---
05.04.2019
მედიასაშუალება: მესინჯერი
მთავრობა გამოაქვეყნებს კვლევას ტყვიის შემცველობის შესახებ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, დამტკიცდება პროგრამა, სადაც გაიწერება, რა დახმარება გაეწევათ მკურნალობისა და კვლევების თვალსაზრისით იმ ბავშვებს, რომელთაც სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა გამოუვლინდათ. „შარშან ჩატარებული დიდი, მულტიინდიკატორული კვლევა, რომელსაც ტყვიის და წყლის კომპონენტი დაემატა, სექტემბრიდან მოყოლებული მუშავდება. ეს გახლავთ პირველი, ფართომასშტაბიანი კვლევა ტყვიასთან მიმართებაში, შემთხვევით შერჩევის პრინციპით, რომელიც ოქროს სტანდარტია ეპიდემიოლოგიური კვლევის და გვაძლევს ინფორმაციას, თუ რა მასშტაბის პრობლემასთან გვაქვს ქვეყანაში საქმე. აპრილის 20-დან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნდება კვლევის შედეგები, მაგრამ მანამდე გვაქვს პირველადი მონაცემები. ყველა ოჯახში შედიან ჩვენი ჯგუფები (პედიატრები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, გარემოს სპეციალისტი), სადაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო ტყვიისა. ისინი სინჯავენ ბავშვს, ოჯახის სხვა წევრებს, იღება სინჯები საყოფაცხოვრებო ნივთებიდან, საღებავებიდან, სათამაშოებიდან, წყლიდან, ჰაერიდან, საკვებიდან და ა.შ. აუცილებელია, რომ ამ ოჯახებში გავიდეთ წყაროზე, თუ რა შეიძლება იყოს პოტენციური წყარო ბავშვში ტყვიის მომატების და შემდეგ ელიმინირება გავაკეთოთ. შემდგომ, როცა წყაროს მოვაშორებთ, მაშინვე ბავშვის ორგანიზმში ტყვიის კონცენტრაცია იკლებს. გასულ კვირაში, პრემიერ-მინისტრთან გვქონდა საუბარი, შექმნილია საკოორდინაციო კომისია, 2018 წლის დეკემბრის ბოლოს დამტკიცდა გარემოს ჯანმრთელობის 5-წლიანი პროგრამა, რომელიც გულისხმობს, მთავარი გარემოს ფაქტორების უარყოფითი გავლენის მინიმალიზაციას ადამიანის ჯანმრთელობაზე (ნიადაგი, წყალი, ჰაერი, ქიმიური ნივთიერებები და ა.შ). ასევე, სულ მალე დამტკიცდება პროგრამა გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ, 1578 გამოკვლეული ბავშვიდან, რომელთაც ტყვიის შემცველობა მომატებული აქვთ, თუ რა დახმარება გაეწევათ მათ მკურნალობისა და კვლევების თვალსაზრისით. ასევე, 2 თვის განმავლობაში, შემუშავდება ხანგრძლივვადიანი პროგრამა ტყვიასთან ბრძოლისა. ეს პრობლემა დასავლეთის ქვეყნებს 80-იან წლებში ჰქონდათ და 20 წელი დასჭირდათ, რომ მინიმალურ დონეზე დაეყვანათ ტყვიის კონცენტრაცია ბავშვებში. ხაზს ვუსვამ, რომ პანიკის საფუძველი ჩვენთან არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან საყურადღებოა სიტუაცია, მულტისექტორული მიდგომაა საჭირო და ჩვენ ვთვლით, რომ ამ პრობლემას ქვეყანა მალე დაძლევს,” - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. გარემოს დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ჰაერში ტყვიის მაღალი შემცველობა არ არის.
---