From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-05.06.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com
Received On : 05.06.2019 08:49
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 05.06.2019

ტელევიზია

05.06.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 09:00

ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებაში სამედიცინო პერსონალს ადანაშაულებს პაციენტის ოჯახი. ლევან ჯიოშვილის ახლობლები ამბობენ, რომ 31 წლის ახალგაზრდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში საკუთარი ფეხით მივიდა, მოგვიანებით კი, უეცრად, დაიღუპა. ჯიოშვილების თქმით, გარდაცვალებამდე ერთი საათით ადრე პაციენტი საავადმყოფოდან მაღაზიაში იყო გასული და მედპერსონალს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. რა გახდა პაციენტის სიკვდილის მიზეზი? მომხდარი ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6127934

მაესტრო- ახალი ამბები 12:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6128304

იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6128144

---

 

04.06.2019

არხი:  ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი ამბები 21:00

საქართველოს მედიცინა გააკრა ჯვარზე. აქცია პერფორმანსი გაიმართა შეკვეთილში ბიზინა ივანიშვილის საცხოვრებელ მიმდებარედ. ბათუმის რესპუბლიკური სავადმყოდოს თერაპიული განყოფილების უფროსმა შიმშილობისგან 6 დღეს შიმშილობა შეწყვიტა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6127446

---

 

04.06.2019

არხი:  I არხი

გადაცემა: ნაშუადღევს

სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, ბათუმში, დასაქმების ფორუმი გაიმართა. ვინ მონაწილეობდა და რა შედეგით დასრულდა ღონისძიება? თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარა ლევან გოგოძე - სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6126126

---

 

04.06.2019

არხი:   I არხი

გადაცემა: მოამბე 15:00

საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემის ინსტიტუციური განვითარებისა და ტექნიკური ხელშეწყობის მიზნით, დონორთა მეორე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. კონფერენციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ცენტრი 112, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მონაწილეობდნენ. მონაწილე მხარეებმა სისტემაში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და მათი გადაჭრის გეგმები დასახეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6126143

---

 

ინტერნეტი

05.06.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/lasha-kiladze-bolo-periodshi-fsiqikuri-janmrtelobisa-da-narkomaniis-prevenciis-centrshi-fsiqikuri-ashlilobis-diagnozit-momartvianoba-gazrdilia/

ლაშა კილაძე - ბოლო პერიოდში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზით მომართვიანობა გაზრდილია

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორის ლაშა კილაძის განცხადებით, ცენტრში, ბოლო პერიოდში მიმართვიანობა ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზით გაზრდილია. როგორც ლაშა კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კვლავ მარტივია სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკების შეძენა, შესაბამისად მათი მოხმარება არ შემცირებულა. ცენტრის ხელმძღვანელმა ნარკოტიკების მძიმე შედეგებზე ისაუბრა. „ამ პერიოდისთვის ამფეტამინებით გამოწვეული ფსიქოზია მომატებული. რაც ყველაზე ცუდია, ერთჯერადმა მიღებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს პროვოცირება ენდოფსიქოზების. მე არ მესმის, რას ჰქვია კლუბური ნარკოტიკი. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ შეიძლება ნარკოტიკებთან ენის მოჩლექვით და საალერსო სიტყვებით საუბარი. მისი ერთჯერადი მიღების შემთხვევაშიც კი, ყოფილა არაერთი შემთხვევა უმძიმესი ფსიქიატრიული დაავადებების მანიფესტირების, ვითარდება სრულყოფილი კლინიკური სურათი და ძალიან რთულია შემდეგ ამ დაავადების აღმოფხვრა“, – განაცხადა ლაშა კილაძემ.

---

 

05.06.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/549944-mimdinare-clis-5-tveshi-sxvadasxva-gadacdomis-gamo-propesiuli-pasuxismgebloba-147-ekims-daekisra/

მიმდინარე წლის 5 თვეში სხვადასხვა გადაცდომის გამო, პროფესიული პასუხისმგებლობა 147 ექიმს დაეკისრა

2019 წელს პროფესიული განვითარების საბჭომ პროფესიული პასუხისმგებლობა 147 ექიმს დააკისრა. აქედან 119 ექიმს მიეცა წერილობითი გაფრთხილება, 27 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა, 1 ექიმს კი სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ მიერ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან გამოთხოვილ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიმდინარე წელს, პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი შესწავლილია 70 შემთხვევაში. სააგენტოს ცნობითვე, 2017 წელს პროფესიული პასუხისმგებლობა 300 ექიმს დაეკისრა, ხოლო 2018 წელს კი 342 ექიმს. „2017 წელს, პროფესიული განვითარების საბჭომ 300 ექიმს დააკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა. აქედან, 207 ექიმს მიეცა წერილობითი გაფრთხილება, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 93 ექიმს. 2018 წელს, პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი შესწავლილია 191 შემთხვევაში. 2018 წელს, პროფესიული განვითარების საბჭომ 342 ექიმს დააკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა. აქედან, 235 ექიმს მიეცა წერილობითი გაფრთხილება, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 105 ექიმს, სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა 2 ექიმს“, - აღნიშნულია სააგენტოს სტატისტიკურ მონაცემებში.

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/210087-mimdinare-tslis-5-thveshi-skhvadaskhva-gadacdomis-gamo-profesiuli-pasukhismgebloba-147-eqims-daekisra.html?lang=ka-GE

---

 

05.06.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=206512-%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1,%20%E1%83%B0%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%98,%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1

"მკვდარი გაგვატანეს ობლობაში გაზრდილი ბავშვი" - გორის სამხედრო ჰოსპიტალში 31 წლის ბიჭი გარდაიცვალა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში 31 წლის ლევან ჯიოშვილი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზები უცნობია, ოჯახი წევრები ექიმებს ადანაშაულებენ და მათი მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ.~ ჯიოშვილის ახლობლები ამბობენ, რომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ის საავადმყოფოს მაღაზიაში გავიდა, შემოსვლის შემდეგ კი მოულოდნელად გარდაცივალა. "ექიმი არ გამოვიდა და არაფერი ცნობა არ მოგვცეს, რა იყო დიაგნოზი. მკვდარი გაგვატანეს ობლობაში გაზრდილი ბავშვი" - აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი. ჰოსპიტალში კი განმარტავენ, რომ პაციენტი მძიმე დიაგნოზით ინტენსიურ პალატაში მკურნალობდა, თუმცა რა გახდა მისი უეცარი გარდაცვალების მიზეზი, ამის ვერ ამბობენ. თავად კლინიკის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ მათ ყველა საჭირო პროცედურა ჩაატარეს პაციენტის გადასარჩენად. "პაციენტმა ინტენსიური ბლოკის პალატაში უეცრად დაკარგა გონება, იმავე წუთს გამოწვეული იქნა რეანიმაციული ბრიგადა, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებები აღმოჩნდა უშედეგო,"-აცხადებს ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელი, ნელი ჯავახიშვილი.

04.06

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/549927-goris-hospitalshi-gardacvlili-levan-jioshvilis-axloblebi-saavadmqopos-administraciisgan-itxoven-pasuxs-tu-ra-gaxda-axalgazrda-mamakacis-gardacvalebis-mizezi/

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/210073-goris-samkhedro-hospitalshi-31-tslis-mamakacis-gardacvalebashi-ojakhis-tsevrebi-eqimebs-adanashauleben.html?lang=ka-GE

პრაიმთაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1559670704-31-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9C

---

 

04.06.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/549928-goris-samxedro-hospitalshi-31-clis-mamakacis-gardacvalebastan-dakavshirebit-komentari-gaketda/

გორის სამხედრო ჰოსპიტალში 31 წლის მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში 31 წლის მამაკაცის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებელი მორიგე კომენტარს აკეთებს. ნელი ჯავახიშვილის განცხადებით, მიმდინარე მკურნალობის ფონზე, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო და განვითარდა უეცარი სიკვდილი. “31 წლის მამაკაცმა სამხედრო ჰოსპიტალს 2 ივნისს, საღამოს მომართა. პაციენტი შემოვიდა თვითდინებით, რაც შეეხება დიაგნოზს, ფიქსირდებოდა მწვავე პნევმონია მარჯვენა ფილტვის ზედა წილის ტუბერკულომა, საეჭვო სასუნთქი სისტემის ტუბერკულოზი. მოთავსდა ზოგადი თერაპიის განყოფილების ინტენსიურ ბლოკში. დაწყებული მკურნალობის შედეგად, პაციენტის მდგომარეობა დღემდე სტაბილური იყო, შუადღით კი, 16 საათსა და 20 წუთზე, პალატაში მყოფ სხვა პაციენტს შესჩივლა, რომ თავბრუსხვევას გრძნობდა, მალევე გონება დაკარგა. დაუყოვნებლივ დაიწყო რეანიმაციული ღონისძიებები, თუმცა, უშედეგო აღმოჩნდა, პაციენტის გარდაცვალება დაფიქსირდა 17 საათსა და 30 წუთზე. გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება, ამ ეტაპზე კი, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ განვითარდა უეცარი სიკვდილი“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის პასუხისმგებელმა მორიგემ ნელი ჯავახიშვილმა. გორის სამხედრო ჰოსპიტალში 31 წლის ლევან ჯიოშვილი დღეს გარდაიცვალა. მისი ახლობლები ჰოსპიტლის ადმინისტრაციისგან გარდაცვალების მიზეზებზე ინფორმაციას ითხოვდნენ.

---

 

04.06.2019

მედიასაშუალება: https://expressnews.com.ge/?id=84693

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო განცხადებას ავრცელებს

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში დაწესებულების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზეა საუბარი და აღნიშნულია, რომ ერთი ან რამოდენიმე თანამშრომლის პოზიცია და ქმედებები ორგანიზაციის ან თანამშრომელთა გუნდის პოზიციას არ ასახავს. "ჩვენი დაწესებულების ირგვლივ განვითარებული მოვლენებისა და საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო აცხადებს შემდეგს: ყველა თანამედროვე საკანონმდებლო რეგულაციით, ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთაც, ორგანიზაციის სახელით ინფორმაციის გავრცელების ან ქმედებების ლეგიტიმაცია აქვს მხოლოდ ორგანიზაციის წარმომადგენლობით რგოლს. ერთი ან რამოდენიმე თანამშრომლის პოზიცია და ქმედებები არ ასახავს ორგანიზაციის ან თანამშრომელთა გუნდის პოზიციას. ჩვენი დაწესებულება წარმოადგენს საზოგადოების მხოლოდ ერთ შემადგენელ ნაწილს და გასაგებია, რომ საზოგადოების განწყობა ამა თუ იმ ინტენსივობით აისახება დაწესებულების თანამშრომლებზე. არ შეიძლება რომ ორგანიზაციაში სადაც 500-ზე მეტი ადამიანი შრომობს ყველას ჰქონდეს ერთნაირი დამოკიდებულება საკითხებისადმი. გამომდინარე აქედან საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე თანამშრომლების სხვადასხვა რაოდენობა აფიქსირებდა მოსაზრებების იმ მრავალფეროვნებას, რაც შესაბამისი და მოსალოდნელია არსებულ პირობებში. სწორეთ ეს გარემოება და მედიკოსთა ჰუმანიზმი გახდა იმის მიზეზი, რომ ორგანიზაცია არ წარმოჩნდა როგორც ერთიანი მონოლითური გუნდი, და ცალკეული თანამშრომლების საზოგადოებრივი აქტივობა არ გახდა ჩვენი განხილვის ან კონტრქმედებების საგანი. რესპუბლიკური საავადმყოფო კვლავაც აგრძელებს მუშაობას უწყვეტ რეჟიმში, და რჩება ადამიანების ჯანმრთელობის სამსახურში. ჩვენ მზად ვართ ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას რაც თანამედროვე მედიცინის განვითარებას უკავშირდება. გარწმუნებთ, ჩვენი დაწესებულების თანამშრომელთა გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ახალი ინფრასტრუქტურის პირობებში სრულფასოვნად განხორციელდეს სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი მაღალი დონის სამედიცინო დახმარების სტრატეგია. ბოლო პერიოდში ჩვენი დაწესებულება საქმიანობს „მშენებლობის ეპიცენტრში“. რამოდენიმეჯერ შეიცვალა, შემცირდა და ტრანსფორმირდა ჩვენი მოქმედების არეალი. მიუხედავად არსებული სიძნელეებისა, ჩვენი იმედი, მომავალი, ჩვენს თვალწინ იძენს რეალურ სახეს. ჩვენი ახალი კორპუსი, დღეს უკვე არის ჩვენი ქალაქის არქიტექტურის ჰარმონიული ნაწილი. ჩვენ, რათქმაუნდა ძალიან გვეჩქარება, რომ მოგვეცეს ახალ პირობებში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა. ჩვენი „მოუთმენლობა“ არ არის დაკავშირებული მხოლოდ სიახლის სურვილთან. უბრალოდ არსებულ პირობებში მუშაობის მზარდი სიძნელე, ინფრასტრუქტურული და ორგანიზაციული ხარვეზები იწვეწვს ჩვენი პაციენტების უკმაყოფილებას, რაც თავის მხრივ ძალიან მტკივნეულია. გვინა დიდი მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვისაც პირდაპირ თუ ირიბათ მიუძღვის წვლილი ჩვენი საავადმყოფოს განახლების და სრულყოფის საქმეში“, - ნათქვამია განცხადებაში.

აჭარატივი.ჯი- http://ajaratv.ge/article/44127?fbclid=IwAR2JUEuTyUEjH0ysKLQqxq5MHFE9-sNqN-T4VIIgpVv0gGVqZhf_rSmYhqc

---

 

04.06.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=206470-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98,%20%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%9A,%20%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94

რა საფრთხეებია მოსალოდნელი ზაფხულის ცხელ დღეებში - დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს. მატივე ცნობით, მაღალი ტემპერატურა პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე, უკვე არსებულის გამწვავებას და შესაძლოა, სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის. მაღალმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2003 წელს დაფიქსირებული „თბური ტალღები“ ევროპაში 70,000 სიკვდილის მიზეზი გახდა. ცოდნამ, თუ როგორ დაიცვა თავი ცხელ დღეებში, შესაძლოა იხსნას ადამიანის სიცოცხლე. რატომ არის მაღალი ტემპერატურა პრობლემა? მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია: დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი) გადახურება, რომელმაც შესაძლოა გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა; სითბური გამოფიტვა, სითბური დაკვრა. ვინ იმყოფება ყველაზე მეტად რისკის ქვეშ? 75 წლისა და მეტი ასაკის ხანდაზმულები ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით კი გულისა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირები გადაადგილების პრობლემის (მაგ. პარკინსონის დაავადება, ინსულტი) მქონე პირები ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის მქონე პირები გარკვეულ პრეპარატებზე დამოკიდებული პირები, მათ შორის პრეპარატებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ოფლის გამოყოფასა და ტემპერატურის კონტროლზე ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები და წამალდამოკიდებული (ნარკოტიკების მომხმარებლები) პირები ფიზიკურად აქტიური პირები (მაგ. მძიმე ფიზიკურ სამუშაოებში ჩართული პირები, სპორტსმენები) როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს: შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის 08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის) დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა – დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრომოწყობილობები და ხელოვნური განათება მზის მხარეს ჩამოაფარეთ დამჩრდილავი ფარდები, ჟალუზები, დარაბები ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს თუ სახლში გაქვთ კონდინციონერი, დაკეტეთ კარებები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე თავი აარიდეთ სიცხეს გადადით ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით ღამით თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას (მაგალითად, რომელიმე საზოგადოებრივ შენობაში, სადაც ჰაერი კონდიციონერით გრილდება) მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას. თუ ეს აუცილებელია, მაშინ მის შესასრულებლად გამოიყენეთ დილით ყველაზე გრილი პერიოდი: 04:00 საათიდან 07:00 საათამდე დარჩით/გაჩერდით ჩრდილში არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში! შეინარჩუნეთ სხეული გრილად და ტენიანად მიიღეთ გრილი შხაპი ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი და სხვა ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა, და მზისგან დამცავი სათვალე იხმარეთ საწოლის მსუბუქი თეთრეული და არავითარი ბალიში, რათა სიცხის დაგროვება აიცილოთ თავიდან მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფობით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს როგორ მოვიქცეთ, თუ ვინმეს დახმარება სჭირდება? ოჯახში განიხილეთ, თუ როგორ იმოქმედოთ მაღალი სიცხის დროს ექსტრემალურ პირობებში, რათა ყველამ იცოდეს, თუ როგორ დაეხმარონ საკუთარ თავსაც და სხვა ადამიანებსაც თუ იცნობთ ავადმყოფ ან მარტოხელა ხანდაზმულებს, რომლებსაც სჭირდებათ თქვენი დახმარება, მოინახულეთ სულ მცირე ყოველდღე თუ იცით, რომ ადამიანი ყოველდღიურად იღებს რომელიმე მედიკამენტს, ჰკითხეთ მის მკურნალ ექიმს, წამალი ხომ არ მოქმედებს ორგანიზმის თერმორეგულაციაზე ან სითხის ბალანსზე შეისწავლეთ პირველი დახმარების ჩვევები, რათა იცოდეთ, როგორ მოიქცეთ სხვადასხვა საგანგებო სიტუაციების დროს თვალყური ადევნეთ ამინდის პროგნოზს ტელევიზიის, რადიოს ან ინტერნეტის საშუალებით დავეხმაროთ ერთმანეთს, თუ თქვენ ან სხვას ექნება ასეთი შეგრძნება: თუ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ მოთავსდით გრილ ადგილას და გაიზომეთ სხეულის ტემპერატურა მიიღეთ წყალი ან ხილის ნატურალური წვენი თუ გაქვთ კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება. თუ აღნიშნული სიმპტომები ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს ექიმს მიმართეთ მაშინაც, თუ გრძნობთ უჩვეულო სიმპტომებს და ეს სიმპტომები დიდხანს ნარჩუნდება თუ ვინმემ თავი შეუძლოდ იგრძნო, მოსასვენებლად გადაიყვანეთ გრილ ადგილას. მიეცით დიდი რაოდენობით სითხე მიმართეთ ექიმს, თუ პიროვნებას აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში, სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევა ან კრუნჩხვები თუ შეამჩნევთ, რომ ოჯახის რომელიმე წევრი, ან ნებისმიერი ადამიანი, ცხელია, კანი გამომშრალი აქვს, ბოდავს, კრუნჩხვები აქვს ან დაკარგა გონება, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ან დაუკავშირდით ოჯახის ექიმს. სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაზარალებული გადაიყვანეთ გრილ ადგილას, დააწვინეთ ჰორიზონტალურად, აუწიეთ ფეხები, გაუხსენით ტანსაცმელი, რომ არ უჭერდეს; კისერზე, იღლიის ქვეშ, საზარდულის არეში დაადეთ ყინულის პაკეტი, ტანი დაუზილეთ 25-30C ტემპერატურის წყლით და გაუზომეთ სხეულის ტემპერატურა.

---

 

04.06.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=206464-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%96,%20%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

"შვილები ოცნებობენ, მამამ თვალი გაახილოს და დაბრუნდეს"- თურქეთში ოჯახის სარჩენად წასულ ემიგრანტს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

44 წლის ქართველი ემიგრანტი მალხაზ ყვავაძე სიკვდილს ებრძვის. მამაკაცი სტამბოლში ტაქსიმის პირველადი დახმარების სავადმყოფოში, რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება. "არავინ იცის რა მოხდა სინამდვილეში, ის 15 მაისს ზღავში გადავარდნილი იპოვეს, ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით. ყვავაძე თურქ თანამშრომლებთან ერთად იყო. მალხაზს აქვს მძიმე ტვინის შერყევა, დაზაინებული აქვს ფილტევბი და გათიშული აქვს თირკმლების ფუნქცია. საქართველოში მას ორი მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე ელოდება, რომელიც მის იმედად ცხოვრობდენ, ეხლა კი მათი ოცნება მხოლოდ ისაა, რომ ოჯახის უფროსმა თვალი გაახილოს ოჯახს დაუბრუნდეს. ამ წუთას მას სასწაროფოდ ესაჭიროება 1700 $ რისი საშაულებაც ოჯახს არ გააჩნია. უმორჩილესად გთხოვთ ყველას, ნუ დატოვებთ უცხო ქვეყანში განსაცდელში მყოფ ჩვენს თანამემამულეს მარტო, სასწარფოდ სჭირდება ჩვენი გვედში დგომა"- აცხადებენ ოჯახის ახლობლები. დახმრების მსურველთატის საქართველოდენა მოცემულია ორგანიზაციის ანგარიშის ნომერი 09 01 200 127 - საქაველმოქმედო ზარი ყველა ოპერატორიდან. დახმარების მსურველთათვის მოცემულია ანგარიშის ნომრები. დანიშნულებაში მიუთითეთე მალხაზ ყვავაძე თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია აპარატებიდან: #თიბისი #ფეის საბანკო მომსახურება აირჩიეთ იურდიული პირი იურიდიული პირის პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საქართველოს ბანკის აპარტები იურიდული პირი ან კომპანის ანგარში იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14.

---

 

04.06.2019

მედიასაშუალება: http://accentnews.ge/newsdetails.php?lang=1&NewsID=1407

რამდენი დახარჯა მთავრობამ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მაცხოვრებელთა სამედიცინო დახმარებაზე

საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა სამედიცინო მომსახურეობაზე „სახელმწიფო რეფერალური პროგრამის“ ფარგლებში 7 მილიონამდე ლარი დახარჯა,– ამის შესახებ ნათქვამია პარლამენტისადმი პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძის მოხსენებაში. "გრძელდება ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურება „სახელმწიფო რეფერალური პროგრამის“ ფარგლებში, ასევე აფხაზეთის რეგიონისთვის სხვადასხვა მედიკამენტების რეგულარულად მიწოდება. 2018 წელს საქართველოს მთავრობის მიერ ჯანდაცვის კომპონენტზე დახარჯულმა თანხამ შეადგინა დაახლოებით 7 მილიონი ლარი",– ნათქვამია მოხსენებაში. ამავე ანგარიშის თანახმად, აფხაზეთის რეგიონს რეგულარულად გადაეცემა ვეტერინარული ვაქცინები: "2018 წელს აფხაზეთის რეგიონს ასევე გადაეცა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შესაწამლი ტექნიკა, ფერომონები, სპეციალური აღჭურვილობა და საჭირო პესტიციდები, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 600,000 ლარზე მეტი. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით, აფხაზეთის რეგიონს რეგულარულად გადაეცემა ვეტერინარული ვაქცინები".

ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/369221/

---

 

04.06.2019

მედიასაშუალება: http://bfm.ge/chven-vcdilobt-medikamentebis-bazarze-fasebis-cvlilebebis-realuri-surati-avsakhot/

„ჩვენ ვცდილობთ მედიკამენტების ბაზარზე ფასების ცვლილებების რეალური სურათი ავსახოთ“

„აფბა“ მედიკამენტების ბაზრის კვლევას განაგრძობს – რას გულისხმობს „ფანასკერტელის ინდექსი“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ პროექტ „ფანასკერტელის ინდექსის“ ფარგლებში მედიკამენტების ბაზარზე ფასების მონიტორინგს აგრძელებს, რასთან დაკავშირებითაც „აფბას“ პრეზიდენტს შოთა გულბანს ვესაუბრეთ. – რას გულისხმობს პროექტი „ფანასკერტელის ინდექსი“ და რატომ შეიძლება იყოს ინდექსზე დაკვირვება საინტერესო, რას გვიჩვენებს ის? – პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტს ჩვენი ორგანიზაცია რამდენიმე წლის უკან ახორციელებდა, შემდეგ გარკვეული პერიოდი პაუზა გვქონდა და ახლა ისევ ვაგრძელებთ. მარტივად რომ გითხრათ, „ფანასკერტელის ინდექსი“ გულისხმობს მეტიკამენტების ბაზარზე ფასების გაზომვას მისი მუდმივი მონიტორინგის გზით და შედეგების აქტუალიზაციას საზოგადოების ფართო წრეებში. ის არის თვლადი, ციფრული მაჩვენებელი, რომელიც საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე, ყოველთვიურ რეჟიმში გვაძლევს ინფორმაციას მედიკამენტების ფასთა ცვლილების შესახებ. დაკვირვების ობიექტად აღებული გვაქვს 200 დასახელების მედიკამენტი, რომელშიც შედის ყველაზე მოთხოვნადი და მოხმარებადი ჯგუფები, როგორც იმპორტული, ისე ადილობრივი წარმოების. ეს სია შედგენილია ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებთან კონსულტაციების გზით და მაქსიმალურად მოიცავს ყველა იმ პრეპარატს, რომლებზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა. შერჩეული მედიკამენტების ფასების დადგენას ვახორციელებთ 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში, ხოლო მისი გამოთვლა ხდება მარტივი არითმეტიკული ფორმულის საფუძველზე, რომლის უკანაც ძალიან დიდი შრომა იმალება, მოგეხსენებათ ფასების დადგენა მედიკამენტებზე ყოველ თვე, არცთუ ისე იოლი საქმეა. ამ პროცესებით გვინდა, რომ მედიკამენტების ბაზარზე ფასების ცვლილებების რეალური სურათი ავსახოთ და თან გამოვიკვლიოთ ფასებზე მოქმედი ფაქტორები, რაც ნამდვილად საინტერესო იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ოდნავ მაინც აინტერესებს ეს საკითხი. – რატომ ფანასკერტელი და არა რამე სხვა სახელი? – ჩვენ როდესაც ინდექსის შექმნაზე ვმუშაობდით, ცხადია, მისი სახელწოდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. პირდაპირ გეტყვით, სახელის მთავარი ინსპირაცია დაკავშირებულია ზაზა ფანასკერტელთან, რომლის ღვაწლი და დამსახურება ქართული მედიცინის ისტორიაში საკმაოდ დიდია. ყველას მოგვეხსენება, რომ ზაზა ფანასკერტელი იყო მე-15 საუკუნის ცნობილი ქართველი მეცნიერი და პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც არის ავტორი ორიგინალური სამედიცინო ძეგლისა – სამკურნალო წიგნი-კარაბადინი. ის ძველი დროის ერთადერთი ქართველი ექიმი-მეცნიერია, რომლის ავტორობა სამკურნალო წიგნზე და მისი ბიოგრაფიული მონაცემები ეჭვს არ იწვევს. შესაბამისად, სწორედ მისმა ღვაწლმა მოგვცა მოტივაცია, რომ ფარმაცევტული ინდექსისთვის მისი სახელი დაგევრქმია. – საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის მაჩვენებელიც ზომავს ჯანდაცვაში არსებული ფასების დონეს და „ფანასკერტელის ინდექსი“ რით განსხვავდება მისგან? – ნამდვილად საქსტატიც აწარმოებს მედიკამენტების ფასებზე დაკვირვებას, თუმცა მის მიერ გამოქვეყნებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსში, რომელშიც ჯამში სამასამდე დასახელების პროდუქტი და მომსახურება შედის, ჯანდაცვის კომპონენტი არის 12%, რაც მოიცავს როგორც სამედიცინო სერვისებს, ისე სამედიცინო აღჭურვილობას და აპარატურას და მხოლოდ 6 სამედიცინო ჯგუფის მედიკამენტებს. ხოლო ფასების დადგენა მედიკამენტებზე ხორციელდება შერჩევითი მეთოდით, რამდენიმე დასახელების მედიკამენტის შესყიდვით, რაც ობიექტურ სურათს არ გვაძლევს ბაზარზე ფასების რეალური ცვლილების შესახებ. რაც შეეხება „ფანასკერტელის ინდექსს“, მასში შემავალი მედიკამენტების ჯგუფები გაცილებით უფრო ფართოა და, შესაბამისად, უფრო ობიექტურად ასახავს ფასების საერთო დონის ცვლილებას მედიკამენტების ბაზარზე. სწორედ ამაშია მთავარი განსხვავება. ჩვენ გაცილებით უფრო ობიექტური და რეალური სურათის დანახვას ვცდილობთ. – რამდენად რეალურია მედიკამენტების ის ფასები, რაც დღეს ბაზარზეა. ხშირია საუბრები ე.წ. კარტელზე და ხელოვნურად გაბერილ ფასებზე, თქვენ რას ფიქრობთ? – დანამდვილებით ამის თქმა შეუძლებელია, ვინაიდან მტკიცებით ფორმაში ბრალდებით განცხადებას სერიოზული საგამოძიებო მოქმედებები უნდა უძღვოდეს წინ. როგორც ხედავთ კონკურენციის სააგენტომ წლების განმავლობაში ვერ მიიღო გადაწყვეტილება ბაზრის შესწავლასთან დაკავშირებით, ვინაიდან ურთულესი ბაზარია. მიმოქცევაში ათიათასობით დასახელების მედიკამენტია, ბაზარი თითქმის უკონტროლოა, ფასნამატები ცალკეულ მედიკამენტებზე საკმაოდ დიდია, რაც ურტყამს პენსიონერს, გადამხდელუუნარო მოქალაქეს. მე ვფიქრობ არსებული კომპანიები თავად უნდა მივიდნენ იმ ეტაპამდე, რომ კონკურენტული ფასების შეთავაზება იყოს მათი მთავარი კოზირი, რის საფუძველზეც ხდება მედიკამენტზე ფასის დაწევა. მსოფლიო პრაქტიკა სხვა მიდგომებსაც იცნობს, თუმცა იქ უფრო ჩაკეტილი ბაზრებია. ჩვენთან სხვა რეალობაა, შესაბამისად მთავრობა სხვა გზით უნდა წავიდეს, თუ მას უნდა, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაზარდოს.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

05.06.2019

მედიასაშუალება:     მესინჯერი

C ჰეპატიტის სკრინინგის არეალი ფართოვდება

ქვეყნის მასშტაბით, 2018 წლის სექტემბრიდან დღემდე, C ჰეპატიტზე 323 675 პირი შემოწმდა, რომელთაგან დადებითი 16 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის წლიურ მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, სკრინინგი ჩატარებული აქვს 1 635 737 პირს, მათ შორის გამოვლენილია 132 048 დადებითი შემთხვევა. „წლის განმავლობაში C ჰეპატიტის სკრინინგის არეალის გაფართოება იგეგმება, რაც მოქალაქეებს დამატებით გაუადვილებთ აღნიშნული მომსახურების მიღების შესაძლებლობას“,- აღნიშნულია დოკუმენტში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6128338&name=05.06.2019+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

05.06.2019

მედიასაშუალება: ვერსია

დავით სერგეენკო: "გადაწყვეტილების გადახედვა, შეცდომის აღიარება და შეცვლა ხალხის სასიკეთოდ, ხელისუფლების ძლიერ მხარედ შეიძლება ჩაითვალოს"

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ფოთში, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაუქმების ფაქტს გამოეხმაურა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, შესაძლოა, შეცდომები სახელმწიფო უწყებებში, კერძო სექტორსა და პიროვნულად, ადამიანებშიც იყოს დაშვებული. თუმცა საკუთარი გადაწყვეტილების გადახედვა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, კორექტივების შეტანა, აღიარება და შეცვლა ხალხის სასიკეთოდ, ხელისუფლების ძლიერ მხარედ შეიძლება ჩაითვალოს. "მე რასაც ვადევნებდი თვალყურს ამ მოვლენებთან დაკავშირებით, ეს იყო უწყების შეცდომა, რომელიც პრობლემად იყო აღქმული და გამოსწორდა. მთავარი და ღირსშესანიშნავია, რომ უწყებამ საკითხი გამოასწორა და არ გაჯიუტებულა, ჩვენ გვახსოვს ასეთი ჯიუტად მიყოლის სამწუხარო შედეგები და მაგალითები", - განაცხადა დავით სერგეენკომ. რაც შეეხება თავად საკითხის სტრუქტურას, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ საკითხებში ღრმად შესვლა მისი კომპეტენცია არ არის და ამაზე განმარტებები ეკონომიკის მინისტრმა უკვე გააკეთა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6127554&name=05.06.2019+-+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

05.06.2019

მედიასაშუალება: ვერსია

ბათუმში დასაქმების ფორუმი ჩატარდა

ბათუმში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი გაიმართა. სამუშაოს მაძიებლებს 60-მდე დამსაქმებელმა 2000-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა. სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, სამშენებლო, საბანკო- საფინანსო, ტურიზმის, წარმოების, დისტრიბუციისა და ენერგეტიკის სფეროებიდან იყო წარმოდგენილი. ფორუმი უმუშევრობის დონის შემცირების ეფექტური ინსტრუმენტია, რაზეც დასაქმების სტატისტიკის შედეგების მზარდი ტენდენცია მეტყველებს. მის მიზანს შრომის ბაზარზე მოთხოვნა- მიწოდებას შორის დისბალანსის აღმოფხვრა წარმოადგენს. დასაქმების ფორუმის მიმდინარეობისას, სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები, ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად უკავშირდებიან ერთმანეთს. ბათუმის დასაქმების ფორუმი სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ლევან გოგოძემ გახსნა. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ ბეზარაშვილმა ფორუმის მიმდინარეობისას, სამუშაოს მაძიებლებსა და მოწვეულ სტუმრებს დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ბათუმის დასაქმების ფორუმში, შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემა Worknet. gov.ge-ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები და პროფესიული მომზადება- გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ. დასაქმების ფორუმები კურსდამთავრებულებს ახლადათვისებული პროფესიული უნარებითა და ცოდნით სწრაფად დასაქმების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს. მიმდინარე წელს, მასშტაბური დასაქმების ფორუმი აღმოსავლეთ საქართველოშიც გაიმართება, მას შემდეგ, რაც პროფესიული მომზადება- გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მეორე ეტაპი დასრულდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6127766&name=05.06.2019+-+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

​