მედიამონიტორინგი 06.02.2019
ტელევიზია
06.02.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
საპარტნიორო ფონდის კუთვნილი საავადმყოფოები ზარალზე მუშაობენ. შპს “კლინიკების მართვის კომპანიის” მეშვეობით ფონდი სამ საავადმყოფოს - ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოს, რესპუბლიკურ საავადმყოფოს და ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრს მართავს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5857025
---
06.02.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 10:00
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით 700-ზე მეტ ბინას თბილისში, ხოლო გორში 40-მდე მშენებარე ბინას შეისყიდის. მენაშენეების კონკურსის მორიგი ეტაპი დაწყებულია. საკონკურსო წინადადებების მიღება 5 თებერვალს დაიწყო და 26 თებერვალს დასრულდება. მშენებლობების დასრულების საბოლოო ვადად კი 2020 წლის 30 ივნისი განისაზღვრა. საცხოვრებელი ფართების შესყიდვის კონკურსი სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით გამოცხადდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5856876
ტვ პირველი-საქმიანი დილა- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5857074
05.02.
I არხი -მოამბე 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5856337
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5855577
---
06.02.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
2018 წელს 105 ექიმს საექიმო საქმიანობის უფლება შეუჩერდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5857007
---
06.02.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 09:00
ეგერ წოდებული სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დღეს სასამართლო სხდომა გაიმართება და მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ. ამ საქმეზე ბრალდებულებს შორის არის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი, გია თავალავაძე, რომელიც სექტემბერში დააკავეს, თუმცა მისმა ადვოკატებმა სასამართლოსგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოითხოვეს და ის გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს. გია თვალავაძეს გამოძიება სამსახურეობრივი უფლება-მოვალეობის გადამეტებას ედავება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5856545
---
05.02.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
სურამის ფსიქიატრიული კლინიკა სრულად განახლდა. მას შემდეგ, რაც გასული წლის მარტში პრობლემების მოსაგვარებლად დროებითი მმართველი დაინიშნა, შენობა მთლიანად გარემონტდა, ცენტრალური გათბობა დამონტაჟდა, ავეჯი განახლდა. ცვლილება შევიდა ამბულატორიული მომსახურების სერვისში და პაციენტები ტერიტორიული პრინციპით ნაწილდებიან. კლინიკა დღეს სახალხო დამცველმა და ფსიქიკური ჯანმრთლობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა გახსნეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5856215
I არხი -მოამბე 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5856313
მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5856304
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5855444
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5854974
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5855199
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5855872
---
05.02.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ H1N1 ვირუსის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი დღეს გაიხსნა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით გადაადგილება მხოლოდ მათვის არის ნებადართული, ვისაც ე.წ. აფხაზური პასპორტი, ბინადრობის მოწმობა "ფორმა 9" აქვს აღებული.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5856267
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5856163
---
05.02.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო წლების ისტორიაში - ბოლო სამ კვირაში მხოლოდ აჭარაში წითელას საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა 5000-ზე მეტმა მოქალაქემ. ამ რიცხვს ვაქცინაციამ შარშან მხოლოდ ერთ წელიწადში მიაღწია. აქტიურობენ 20-დან 40 წლამდე ადამიანები, სწორედ ისინი შედიან რისკ-ჯგუფში.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5856157
---
05.02.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 18:00
გაზრდილი უფლება-მოსილების ფარგლებში შრომის ინსპექცია გეგმიური შემოწმების გარეშე კანონდარღვევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეტყობინებაზე შეძლებს რეაგირებას.- ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა. აკაკი ზოიძის განმარტებით, შრომის ინსპექცია შესაბამისი სანქციების გატარების უფლება სასამართლოს დადგენილების გარეშე ექნება. აღსანიშნავია, რომ შრომის ინსპექციის ზედამხედველობა ამ ეტაპზე მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე და მავნე სამუშაოებზე ვრცელდება. კანონპროექტს პარლამენტი ამჟამად განიხილავს, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც ცვლილებები კანონში სექტემბრიდან შევა და ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე გავრცელდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5855696
---
05.02.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
H1N1-ით მარნეულში 55 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტი კლინიკაში 16 იაბვარს მოათავსეს. ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად მას ე.წ. ღორის გრიპი დაუდგინდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5855461
---
05.02.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
14 წლის შვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული მამა დანაშაულს აღიარებს. ამას ქრონიკას ოჯახის წევრები უდასტურებენ. ამბობენ, რომ დამნაშავე სამართალდამცველებმა 4 დღის წინ დააკავეს და ახლობლებმა მასთან კონტაქტი გაწყვიტეს. არასრულწლოვანი გოგონა კი მოსახურების სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლშია მოთავსებული.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5855398
რუსთავი 2-კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5855574
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5855171
---
05.02.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის სურსათსა და სასმელ წყალში მძიმე მეტალების, მათ შორის, ტყვიის შემცველობაზე კვლევებს ინტენსიურად ატარებს. უწყების ცნობით, 2018 წელს, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია 1176 ნიმუში, მათ შორის: რძის და რძის ნაწარმის 82, ხორცის და ხორცპროდუქტების - 335, თევზის და თევზის პროდუქტების - 47, კვერცხის - 68, ბავშვთა კვების პროდუქტების - 48, სუნელ-სანელებლების - 137, თაფლის - 11, სასმელების - 108, პურპროდუქტების, ბურღულეულისა და ბოსტნეულის 340 ნიმუში. 1176 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა 23 ნიმუშში, რაც საერთო რაოდენობის 2 პროცენტს შეადგენს. "ტყვიის შემცველობა ნორმას არ აღემატება ბავშვთა კვების პროდუქტებში, თევზში, პურპროდუქტებში, ბურღულეულსა და ბოსტნეულში. გასულ წლებთან შედარებით, ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა არ გამოვლენილა ხორცის ნიმუშებში. დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობა აღინიშნა ნედლი რძის 15 და სუნელ-სანელებლებლების 8 ნიმუშში
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5854466
---
ინტერნეტი
06.02.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/e-w-saaftiaqo-narkomaniis-saqmeze-dghes-mkhareebi-shesaval-sityvas-warmotqvamen/
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დღეს მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დღეს მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ. სხდომა 14:30 საათზეა ჩანიშნული. ამ საქმეზე ბრალდებულთა შორის არის სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი გია თვალავაძე, რომელიც სექტემბერში დააკავეს. მისმა ადვოკატებმა თვალავაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თხოვნით მიმართეს და სასამართლომ ბრალდებულს საპატიმრო აღკვეთი გირაოთი შეუცვალა. გია თვალავაძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. ბრალდების თანახმად, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ათეულობით აფთიაქში ფსიქოტროპული მედიკამენტები უკანონოდ იყიდებოდა, თუმცა ამაზე რეაგირება არ მოუხდენია. გია თვალავაძის ადვოკატმა პირველ არხთან განმარტა, რომ შესავალი სიტყვის გარდა, დაცვის მხარე სასამართლოს რამდენიმე მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარუდგენს, რითიც მისი თქმით, თვალავაძის უდანაშაულობა დამტკიცდება. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ ცნობს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჯამში პასუხისგებაში მისცეს 21 პირი, რომელთა მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში შეადგინა 4 094 709 ლარი. ამ ეტაპზე, ყველა მათგანის პროცესი გაერთიანებულად მიმდინარეობს.
---
05.02.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/531477-saxalxo-damcvelma-suramis-psikiatriuli-klinika-moinaxula/
სახალხო დამცველმა „სურამის ფსიქიატრიული კლინიკა“ მოინახულა
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განახლებული „სურამის ფსიქიატრიული კლინიკა“ მოინახულა და დაწესებულების სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოების შედეგებს გაეცნო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, ნინო ლომჯარიამ სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პირველი ვიზიტი 2018 წლის მარტში განახორციელა, როდესაც იქ არსებული ინფრასტრუქტურა და პირობები ბენეფიციარებისთვის ღირსების შემლახავ გარემოდ შეაფასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - პაციენტების ადამიანის ღირსებასთან თავსებად პირობებში განთავსების დაუყოვნებლივ უზრუნველყოფის რეკომენდაციით მიმართა. „მისასალმებელია, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციების და პაციენტთა მძიმე ყოფის ამსახველი ფოტომასალის გავრცელების შედეგად, სურამის ფსიქიატრიული კლინიკის მენეჯმენტში განხორციელდა ცვლილებები და დაიწყო მასშტაბური სარემონტო სამუშაოები, რომლის ფარგლებში სრულად განახლდა საცხოვრებელი კორპუსის სახურავი, კომუნიკაციები, შიდა ინფრასტრუქტურა; მოწესრიგდა კვების საკითხი; თუმცა, ფიზიკური გარემოს მისაწვდომობა კვლავ პრობლემად რჩება. მიუხედავად სურამის დაწესებულების პაციენტთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისა, სახალხო დამცველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანთა დიდი ზომის ინსტიტუციებში ცხოვრება ვერ ჩაითვლება მათი უფლებების დაცვის მაღალ ხარისხად. ამ მიმართულებით ქვეყანაში კვლავ სერიოზული გამოწვევებია. დღეისათვის 10 დიდი ზომის ფსიქიატრიული დაწესებულება ფუნქციონირებს, სადაც არსებული პირობები და თერაპიული გარემო ვერ უზრუნველყოფს პაციენტთა ღირსეულ ცხოვრებასა და უფლებების დაცვას. ნინო ლომჯარია იმედოვნებს, რომ პოლიტიკის განმსაზღვრელი სახელმწიფო უწყებები უმოკლეს ვადებში გადადგამენ ეფექტიან ნაბიჯებს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში თემზე დაფუძნებული, მათ შორის, საოჯახო ტიპის მომსახურებების განვითარების ხელშესაწყობად“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
---
05.02.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/saxelmwifo-devnili-odjaxebistvis-700-ze-met-binas-sheisyidis
სახელმწიფო დევნილი ოჯახებისთვის 700-ზე მეტ ბინას შეისყიდის
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მენაშენეების კონკურსის ახალ ეტაპს აცხადებს. დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, უწყება 700-ზე მეტ ბინას შეისყიდის. საკონკურსო განაცხადების მიღება 5 თებერვალს დაიწყო და 26 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომისიის სხდომას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე დაესწრო. ბინების შესყიდვის პროცესში ჩართული არიან ფინანსთა სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდის, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის, მენაშენეთა ასოციაციისა და დევნილთა საკითხებზე მომუშავე 4 არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანების - "კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს" წარმომადგენლები. საცხოვრებელი ფართების შესყიდვის კონკურსი სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდებზე გამოცხადდა. მენაშენეებმა საკონკურსო წინადადებები სოციალური მომსახურების სააგენტოში (ქ.თბილისი, თამარაშვილის 5ა) უნდა წარადგინონ. მენაშენეებისთვის გაიმართება ღია კარის დღე, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ კონკურსის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/531462-okupirebuli-teritoriebidan-devnilta-saministro-devnili-ojaxebistvis-700-ze-met-binas-sheisqidis/
პია.ჯი- https://pia.ge/post/245933-saministro-devnili-ojaxebistvis-700-ze-met-binas-seisyidis
---
05.02.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/447289
მარნეულში ე.წ. ღორის გრიპით მამაკაცი გარდაიცვალა
ე.წ. ღორის გრიპით მარნეულში 55 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში 16 იანვარს შეიყვანეს. როგორც “კვირას” კლინიკის მენეჯერმა მანანა კაპანაძემ განუცხადა, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და ის დღემდე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. “პაციენტი 16 იანვარს შემოიყვანეს კლინიკაში, მალევე მოხდა მისი მართვით სუნთქვაზე გადაყვანა, იმიტომ რომ მდგომარეობა იყო რთული, ის დღეს დილით, პოლიორგანული უკმარისობის დიაგნოზით გარდაიცვალა”, – განაცხადა კლინიკის მენეჯერმა. ცნობისთვის, ეს საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების უკვე 21-ე დადასტურებული შემთხვევაა.
---
05.02.2019
ზუგდიდში გრიპის ვირუსით 7 ბავშვი მკურნალობს - ვირუსის გამწვავების პიკს თებერვლის ბოლოს ელოდებიან
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ამ დროისთვის მწვავე გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 20 პირი გადის მკურნალობის კურსს. ამის შესახებ“პრაიმტაიმს“ კლინიკის ჰოსპიტალურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განუცხადა. "20 პაციენტიდან - 7 ბავშია. მათი ჯანმრთელობის მდგომარება დინამიკაში დამაკმაყოფილებელია. ბოლო დღეების მიმართვიანობა კი ასეთია -დღეში საშუალოდ 18-20 პაციენტი“,- განუცხადა „პრაიმტაიმს“ ორჟონიამ. მისივე ინფორმაციით, ვირუსის გამწვავების პიკს თებერვლის ბოლოსკენ ელოდებიან, რისთვისაც საავადმყოფო პაციენტების მისაღებად სრულ მზადყოფნაშია.
---
05.02.2019
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/180610/
აჭარაში H1N1-ის შემთხვევებმა იკლო
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით ჩანს, რომ აჭარაში H1N1-ის შემთხვევების სტატისტიკამ იკლო. ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, გასული კვირის მონაცემებით შემთხვევთა რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე არის 230, რაც იმას ნიშნავს, რომ გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევთა რაოდენობა მკვეთრადაა შემცირებული წინა კვირებთან შედარებით. „ასევე, შემცირებულია მძიმედ მიმდინარე გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევაში ჰოსპიტალიზების შემთხვევები და 12,4 პროცენტს შეადგენს. თუ შევადარებთ წინა კვირებს, როცა ეს მონაცემი 30 პროცენტზე მეტი იყო, შეიძლება ითქვას, რომ გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა. საავადმყოფოებში მაინც რჩებიან მკურნალობაზე პაციენტები გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებით, არის ამბულატორიაში მიმართვიანობაც, მაგრამ ორივე მიმართულებით აღინიშნება მნიშვნელოვანი რაოდენობრივი კლება,“ – განაცხადა რუსუდან შავიშვილმა „ბათუმელებთან“. კითხვაზე, გადაიარა თუ არა გრიპის სეზონის პიკმა, რუსუდან შავიშვილის თქმით, ამის ზუსტი პროგნოზი შეუძლებელია: „წინა წლების გამოცდილებასა და გრიპის ვირუსის ხასიათიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრიპს ახასიათებს ტალღისებული მიმდინარეობა და ამ მიმდინარეობაში ფიქსირდება პირველი და მეორე პიკი. საზოგადოდ, პირველი პიკი არის უფრო ძლიერი. შესაძლოა, საერთოდ არ იყოს მეორე პიკი და კლება გაგრძელდეს სრულ მილევამდე. ამიტომაც ველოდებით მოვლენების განვითარებას და სამედიცინო დაწესებულებები, საავამდყოფოები და ამბულატორია-პოლიკლინიკები სრულ მზადყოფნაში არიან“. აჭარაში მიმდინარე სეზონზე გრიპის ვირუსით გარდაცვალების შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა.
---
05.02.2019
საკუთარი ქალიშვილის შესაძლო გაუპატიურების საქმე - სოციალური მუშაკის თქმით, „ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა იყო მძიმე“
14 წლის გოგონა, რომლზეც გამოძიების ინფორმაციით, მამა საქსუალურად ძალადობდა, სოციალური სააგენტოს თანამშრომლებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლში გადაიყვანეს. ამის შესახებ „ნიუპოსტს“ სოციალურმა მუშაკმა, მაგდა ჯაბრიშვილმა განუცხადა. „ბავშვი იმყოფება ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ. ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა იმ პერიდოისთის იყო მძიმე. მიმდინარეობს ფსიქოლოგის მხრიდან მუშაობა, ჩართულია სარეაბილიტაციო პროგრამაში. მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა დასტაბილურდა.“-აცხადებს მაგდა ჯაბრიშვილი. შეგახსენებთ, შსს თანამშრომლებმა გორის რაიონში 40 წლამდე მამაკაცი უმძიმესი ბრალდებით დღეს დააკავეს. გამოძიება წინასწარი შეცნობით, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 11-პრიმა 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 11-პრიმა 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
---
05.02.2019
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/180960/
14 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს
შსს ცნობით, წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია 1980 წელს დაბადებული ო.მ. გორის მუნიციპალიტეტში. დანაშაული 10-დან 13-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2017 წელს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 14 წლის შვილის მიმართ სხვადასხვა დროს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განახორციელა, რომელსაც დაკავებული ო.მ.-ც აღიარებს“. შსს განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება დაკავებულის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენა. ამ დროისთვის, სოციალური სააგენტოს თანამშრომლებს არასრულწლოვანი გოგონა სოციალური მომსახურების სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლში ჰყავთ გადაყვანილი.
---
05.02.2019
"გულის მანკი, თირკმელის უკმარისობა და რევმატიზმი..." - 25 წლის ქალს საზოგადოების დახმარება სჭირდება
25 წლის სვეტლანა ხარატიშვილის გულის მანკი აქვს, მას აგრეთვე აწუხებს თირკმლის უკმარისობა და რევმატიზმი. მიუხედავად ავადმყოფობისა, ახალგაზრდა დედა თავის თავზე არ ფიქრობს. იგი წლინახევრის შვილზე დარდობს, რომელიც ცერებრული დამბლით არის დაავადებული და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. სამწუხაროდ, მას არ აქვს მკურნალობის საშუალება, ბავშვის მდგომარეობა კი ყოველდღიურად უარესდება. „პირველ რიგში, დავითს ასთმის შეტევის მოსახსნელი წამალი სჭირდება. ბავშვმა შეიძლება ჩემს ხელში დალიოს სული...ის იხრჩობა, ჰაერი არ ჰყოფნის. როგორ უნდა გავუძლო ამ ყველაფერს? მოსვენება დავკარგე! ასთმის გარდა მას ცერებრული დამბლა აქვს, რეაბილიტაციის კურსის გავლას საჭიროებს, მაგრამ ამის საშუალება არ მაქვს“, - ამბობს სვეტლანა. ხარატიშვილების ოჯახი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. ისინი რუსთავში, ნათესავების ერთოთახიან ბინაში არიან შეკედლებულები, სადაც ცუდი საცხოვრებელი პირობებია - ბეტონის იატაკი, დაბზარული კედლები, სიცივე და ნესტი. მათ არაფერი გააჩნიათ ორი საწოლის და რამდენიმე საბნის გარდა. სვეტლანას ოთხი შვილი ჰყაქვს - 9 წლის ეკა, 8 წლის ნათია, 5 წლის ატილა და წლინახევრის დავითი. მთელი ოჯახი პრაქტიკულად შიმშილობს, მათ არ აქვთ საჭმლის ფული და არც ტანსაცმელის... ხარატიშვილების ოჯახისთვის დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ხარატიშვილების ოჯახი)
კვირა.ჯი- http://kvira.ge/447384
---
05.02.2019
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის მიერ გრიპის გამო დეფაქტო საზღვარზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც დღეს ენგურის ხიდი გადმოკვეთეს, ამბობენ, რომ ე.წ. საზღვარზე მხოლოდ მათ უშვებენ, ვისაც ბინადრობის უფლება ან ფორმა #9 აქვთ. ე.წ. საზღვარი უკვე გადმოლახეს სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც საახალწლო არდადეგებზე გალში იყვნენ. "ველოდებოდით ამ დღეს. ხალხმა ჯერ არ იცის, რომ მოძრაობა გაიხსნა, თორემ აქ უფრო მეტი მოძრაობა იქნება. ჩვენ როგორც კი გავიგეთ, წამოვედით",- აღნიშნეს ადგილობრივებმა. გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თემურ ნადარაიას განცხადებით, კარანტინი ენგურის ხიდზე ჯერაც ნარჩუნდება და იქ ექიმები ისევ მორიგეობენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ნუჟნაია გაზეტა“ ავრცელებს. „ექიმები დავტოვეთ. ვინც აფხაზეთში შემოდის, სიცხეს გაუზომავენ, გასინჯავენ. საზღვარი გავხსენით 4-5 დღით და შემდეგ დავაკვირდებით. საქართველოდან გრიპის რამე ტალღა თუ წამოვიდა, საზღვარს ისევ გადავკეტავთ“, - უთხრა გამოცემას ნადარაიამ. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ უსაფრთხოების სამსახურმა შეზღუდვები 10 იანვარს, ორი თვით დააწესა. ამის მიზეზად საქართველოს ტერიტორიაზე არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასახელდა.
ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/338553/
პია.ჯი- https://pia.ge/post/245974-enguris-xidi-ramdenime-dresi-sesazloa-kvlav-caiketos
---
05.02.2019
ირაკლი კობახიძე: ახალ კონსტიტუციაში მაღალი რისკის შემცველი პროფესიების წარმომადგენელთათვის კონსტიტუციური გარანტიები აისახა
„პარლამენტი ზრუნავს ჩვენი მაღაროელების, მშენებლების და სხვა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაღალი რისკის შემცველი პროფესიების წარმომადგენელთათვის სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხო პირობების გაუმჯობესებაზე. ამის გამოძახილი გახლდათ ის მკაფიო კონსტიტუციური გარანტიები, რომელიც აისახა ქვეყნის უზენაესი კანონის ახალ რედაქციაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე განმარტებით, მიმდინარეობს მუშაობა შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწაზე. პარლამენტში ინიცირებულ იქნა კანონპროექტი, რომლის მიზანია განისაზღვროს შრომის ბაზარზე ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგში არსებული საწარმოებისთვის შრომის უსაფრთხოების კუთხით ოპერირების ერთიანი სტანდარტი. „დადგინდეს ქმედითი და ეფექტიანი აღსრულებისა და ინსპექტირების მექანიზმის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი საჭირო სამართლებრივი ჩარჩო. იმედი გვაქვს, რომ მთავრობასთან ერთად, ამ სფეროში რაც შეიძლება სწრაფად საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას დავნერგავთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
---
05.02.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/kobakhidze-samtsukharod-sigharibe-kvlav-rcheba-chveni-sakhelmtsiphos-erth-erth-mnishvnelovan-gamotsvevad/
კობახიძე: სამწუხაროდ, სიღარიბე კვლავ რჩება ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად
“სამწუხაროდ, სიღარიბე კვლავ რჩება ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად. საქართველოს პარლამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად მუშაობს ამ პრობლემის გადასაჭრელად, ქმნის რა ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისა და ინვესტიციების მოზიდვისაკენ მიმართულ საკანონმდებლო ბაზას.”,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საგაზაფხულო სესიაზე განაცხადა. “საგულისხმოა, რომ ჩვენ ვესწრაფვით მაღალი ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას ყველა მიმართულებით, სადაც საქმე ეხება ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამ თვალსაზრისით უნდა გამოვყოთ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა თამბაქოს მოხმარების, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების, პროდუქტის უსაფრთხოების ზედამხედველობის და სხვა მომიჯნავე სფეროებში. ცალკე აღსანიშნავია გარემოს დაცვის მიმართულებით საკანონმდებლო დონეზე გადადგმული სერიოზული ნაბიჯები, რაც გამოხატული იყო ჩვენი დაცული ტერიტორიების საზღვრების დაზუსტებასა და გაფართოებაში. ტყის ეროვნული აღრიცხვის სისტემის მოწესრიგებაში; შავი ზღვის დაცვის სტრატეგიის შესამუშავებლად ნორმატიული ბაზის დადგენაში და ა.შ. სამწუხაროდ, სიღარიბე კვლავ რჩება ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად. საქართველოს პარლამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად მუშაობს ამ პრობლემის გადასაჭრელად, ქმნის რა ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისა და ინვესტიციების მოზიდვისაკენ მიმართულ საკანონმდებლო ბაზას. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა საგადასახადო კოდექსში, რომლის მიზანი იყო მცირე ბიზნესის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება; ორგანიზაციებისათვის მოგების გადასახადით დაბეგვრის მექანიზმების ცვლილება; ცალკეულ დასაბეგრ ოპერაციებზე საგადასახადო შეღავათების დაწესება; ზოგიერთი კატეგორიის გადამხდელთათვის დარიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა; საგადასახადო სანქციების შემსუბუქება და სხვ. მთავრობის ინიციატივის საფუძველზე, პარლამენტმა შექმნა საკანონმდებლო საფუძველზე სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების ბავშვებისთვის სპეციალური სოციალური დახმარების გამოყოფის უზრუნველსაყოფად.”,-განაცხადა კობახიძემ
---
ბეჭდვითი მედია
06.02.2019
მედიასაშუალება: ახალი თაობა
გორში მამა 14 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს
გორში პოლიციამ 14 წლის შვილის მიმართ სექსუალური ქმედების ბრალდებით მამა დააკავა. არასრულწლოვანი გოგონა სოციალური სააგენტოს თანამშრომლების მიერ უკვე გადაყვანილია სოციალური მომსახურების სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლში. `შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ო.მ. გორის მუნიციპალიტეტში დააკავეს. დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2017 წელს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 14 წლის შვილის მიმართ სხვადასხვა დროს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განახორციელა, რომელსაც დაკავებული ო.მ.-ც აღიარებს. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება დაკავებულის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენა. ამ დროისთვის, არასრულწლოვანი გოგონა სოციალური სააგენტოს თანამშრომლების მიერ უკვე გადაყვანილია სოციალური მომსახურების სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლში. გამოძიება წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 11-პრიმა 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის `დ~ ქვეპუნქტით და 11-პრიმა 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის `დ~ ქვეპუნქტით მიმდინარეობს~ _ ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. საკუთარი შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ გორელ მამაკაცს 10-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ϖ ϖ ϖ განსხვავებული ვერსია აქვთ ბრალდებულის ოჯახის წევრებს. მათი გოგონა ცოტა ხნის წინ სახლიდან მეგობარ ბიჭთან ერთად გაიპარა ოჯახის შექმნის მიზნით, თუმცა მისმა მამამ პოლიციას მიმართა და სახლში დააბრუნა. _ შეყვარებულმა დააწერინა, ეტყობა, ზეწოლა მოახდინა იმ ბიჭმა. იმ ბიჭმა დააწერინა ეს ყველაფერი. მეტი სხვა არაფერი... გეუბნებით, ზედმეტი არაფერი მომხდარა. მკაცრი მამა იყო, ყველაფერს აკონტროლებდა, კარგი, წესიერი მამა იყო, _ ამბობს მეზობელი.
---
06.02.2019
მედიასაშუალება: ახალი თაობა
2018 წელს 105 ექიმს საქმიანობის უფლება შეუჩერდა, ორ ექიმს კი საერთოდ გაუუქმდა
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ 2018 წლის მუშაობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2018 წლის განმავლობაში ჩატარდა პროფესიული განვითარების საბჭოს 8 სხდომა საბჭომ განიხილა პაციენტთათვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული 162 საკითხი (სულ _ 348 ექიმი). შედეგად, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 342 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა. მათ შორის, 235 ექიმს `წერილობითი გაფრთხილება~ მიეცა; 105 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა (1 თვით _ 54 ექიმს, 2 თვით _ 36 ექიმს, 3 თვით _ 11 ექიმს, 4 თვით _ 3 ექიმს, 5 თვით _ 1 ექიმს); 2 ექიმს _ გაუუქმდა სახელმწიფო სერტიფიკატი; ხოლო 6 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.
---