მედიამონიტორინგი 06.03.2019
ტელევიზია
06.03.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
C ჰეპატიტის პროგრამის სტარტეგიაზე მეექვსე შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც მისი მონაწილეები ამბობენ, ეს დაავადება საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია და 2020 წლის მთავარი მიზანია, დაავადებულთა 95%-ის გამოვლენა და მათი მკურნალობა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5919120
---
06.03.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
რატომ დაჯარიმდნენ საავდმყოფოები? ჯანდაცვის სამიბისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, 159 კლინიკისთვის დაკისრებული 13 მლნ ლარის საქმე ბიზნესომბუდსმენის 2018 წლის საქმიანობის ანაგარიშშიც მოხვდა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5918639
---
06.03.2019
არხი: I არხი
გადაცემა:მოამბე 09:00
რუსთავში მშენებლობაზე 45 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მამაკაცს მუშაობის პროცესში დენმა დაარტყა. შუახნის მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ერ მოხერხდა, კლინიკის ექიმების განმარტებით საავადმყოფიში შეყვანის მომენტში მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო სამუსაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5918590
---
06.03.2019
არხი: რუსთავი2
გადაცემა: კურიერი 08:00
ნეპოტიზმი საჯარო სამსახურებში და ხარვეზები სამინისტროებში - კვლევის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე საია საუბარს დღეს აპირებს. "ახალგაზრდა იურისტები" აცხადებენ, რომ სამინისტროებსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატში საჯარო სამსახურის რეფორმით გათვალისწინებული სიახლეების დანერგვა ხარვეზებით და კანონდარღვევებით მიმდინარეობს. გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია არსებულ პრობლემებს შორის უკონკურსოდ დანიშვნის ზრდის ტენდენციაზე ამახვილებს ყურადღებას.
---
05.03.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ჯანდაცვის მინისტრს დეპუტატების და უფლებადამცველების მწვავე კითხვების მოსმენა მოუხდა. ოპოზიციის მოთხოვნის შემდეგ დავით სერგეენკო დღეს პარლამენტში მივიდა. შეკითხვები ძირითადად 4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეს ეხებოდა, რასაც სოციალური მომსახურების სააგენტოდან თანამშრომლების დათხოვნა და უწყებაში დაწყებული რეორგანიზაცია მოჰყვა. მინისტრმა სფეროში არსებული სისტემური ხარვეზები აღიარა, მომხდარზე პასუხისმგებლობა პირადად აიღო და სააგენტოში მასშტაბური ცვლილებები დააანონსა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5918295
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5918287
მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5918301
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5918294
ტელეკომპანია აჭარა-მთავარი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5918126
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5917965
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5917900
მაესტრო - ახალი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5917842
კავკასია - დღეს 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5918084
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5917333
იმედი -ქრონიკა 14:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5917128
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5917391
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5917213
I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5916710
რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5916738
მაესტრო - ახალი ამბები 12:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5916762
პალიტრა ტვ -პალიტრა ნიუს 12:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5916631
იმედი-ქრონიკა 11:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5916487
მაესტრო - ახალი ამბები 10:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5916354
---
05.03.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა:საქმის კურსი 13:45
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ სამედიცინო კლინიკებს ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 13 მილიონ ლარზე მეტის გადახდა დააკისრა.
თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია მაია ხომერიკი(მეორე ვიდეო ფაილი)
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5916873
ტვ პირველი -საქმის კურსი 22:30-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5918366
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5918310
ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5917696
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5917399
---
05.03.2019
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 12:00
მსოფლიო ჯანდაცვის ოგანიზაცია განვითარებადი ქვეყნებისთვის მედიკამენტების დაბალ ხარისხსა და მაღალ ფასებს, ისევ ერთერთ მთავარ გამოწვევად მიიჩნევს. წამლებისა და სამედიცინო სერვისების ხარისხი , საქართველოში მთავარ პრობლემად რჩება. სფეროს სპეციალისტებს საკითხთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები აქვთ. მათი თქმით, ფარმაცევტული ბაზარი აბსოლუტურად უკონტროლოა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5916754
---
05.03.2019
არხი: იმედი
გადაცემა:ამომრჩევლის პირისპირ
სამსახურის მაძიებელთა გრძელი სია, უმუშევრობა ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა, რა რესურსი აქვს კერძო სექტორს ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, არის თუ არა კვალიფიციური კადრის პრობლემა, როგორ და სად დავსაქმდეთ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5918320
---
05.03.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
მხოლოდ მიმდინარე წელს საქართველოში წითელას 2000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით იყო გარდაცვალების 1 შემთხვევა, როგორც პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა ამჟამად სავალდებულო ასაკობრივი აცრების გარდა ვაქცინა დამატებით 95 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5918317
მაესტრო - ახალი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5917884
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5917779
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5917405
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5917402
იმედი - ქრონიკა 14:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5917145
---
05.03.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა:დღის მთავარი თემა 20:00
ექვსთვიანი ანაზღაურების გადახდას ითხოვენ ელმავალმშენებელში დასაქმებულები. მათ საპროტესტო აქციას გამართეს, რომელსაც პროფკავშირებიც შეუერთდა. პფოკავშირები განმარტავენ, რომ ფინანსური პრობლემები შეკვეთების არ ქონის გამო წარმოიშვა, თუმცა, მიმდინარეობს ახალი მოლაპარაკებები და დარჩენილი დავალიანების გასტუმრება მარტის თვეში მოხდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5918210
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5917937
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5917382
მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5917381
მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5917222
მაესტრო - ახალი ამბები 12:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5916764
რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5916614
---
05.03.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 18:00
თბილისის ბიზნეს სახლის თარჯიმნები შრომითი პირობების დარღვევაზე საუბრობენ. კომპანიაში დასაქმებული 30-მდე თარჯიმანი აცხადებს, რომ მათ კუთვნილ ანაზღაურებას უკვე თვეებია არ აძლევენ. თარჯიმნები პროტესტის ნიშნად გაფიცვას გეგმავენ და სხვა დასაქმებულ კოლეგებსაც სოლიდარობისკენ მოუწოდებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5917898
---
05.03.2019
არხი: მაესტრო - ახალი ამბები 18:00
გადაცემა:
მუქარის შემცველ წერილთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას მმართველი გუნდისწარმომაგენლები გამოეხმაურნენ. დავით სერგეენკოს კომენტარი (მესამე ვიდეო ფაილი)
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5917768
I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5916593
რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5916570
მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5917290
ტვ პირველი -დღის ამბები 13:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5917037
ტვ პირველი -დღის ამბები 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5916449
---
ინტერნეტი
06.03.2019
დავით სერგეენკოს განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის 2020 წელს შეწყვეტის რისკი არსებობს
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის 2020 წელს შეწყვეტის რისკი არსებობს. ამის შესახებ მინისტრმა “ინტერპრესნიუსის” მიერ პროგრამის შეწყვეტის ვადებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, ელიმინაციის მიზნები 2020 წლამდეა გაწერილი, თუმცა მედიკამენტების მომწოდებელ ფარმაცევტულ კომპანიასთან უფრო ხანგრძლივი ხელშეკრულებაა დადებული. „ფორმალურად კონტრაქტში ასეა - ელიმინაციის მიზნები 2020 წლამდეა გაწერილი. ფარმაცევტულ კომპანიასთან ხელშეკრულება უფრო ხანგრძლივია, მაგრამ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად მეტი ადამიანი ჩაერთვება, რომ 2020 წლისთვის მკაფიო შედეგები გვქონდეს. მე ვერ დავადასტურებ, რომ ეს ხისტად შეწყდება, მაგრამ ამის რისკი ალბათ, არსებობს”, - განაცხადა დავით სერგეენკომ. მინისტრის განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში უკვე 125 000-მა პირმა იმკურნალა. „პროექტი წარმატებულად მიმდინარეობს, მაგრამ დღის განმავლობაში ჩართული პაციენტების რაოდენობასთან დაკავშირებით არის შესაძლებლობა, რომ 3-ჯერ ან 4-ჯერ მეტი იყოს, რომ ეს პროექტი სწორად და გართულებების გარეშე დავამთავროთ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას, რომ ეს შესაძლებლობა გამოიყენონ. მიზნები არის, რომ მათ 90%-ს ჩაუტარდეს სკრინინგი და მინიმუმ 90% სკრინინგში ჩაერთოს. ვინც ჩაერთვება, მათგან მინიმუმ 95% გამოჯანმრთელდეს. გამოჯანმრთელების ბოლო მაჩვენებელი 98%-ია, ანუ ბევრად უფრო კარგი. ჩართულობის მიხედვით გამოდის, რომ დაახლოებით, 125 000 ადამიანს უკვე ვუმკურნალეთ, ახლა დაახლოებით 50 000-მდე გვყავს, ვისაც მკურნალობა სჭირდება, ადრეული სტადია აქვთ და სიმპტომები არ აწუხებთ, ამიტომ ნაკლებად ერთვებიან პროგრამაში”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.
---
06.03.2019
დავით სერგეენკო - გულწრფელად მჯერა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივნის ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება “ქვეყნისთვის ნამდვილად სასიკეთო იქნება”. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. მისი შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილი „მაღალი ღირებულებების მქონე ადამიანია”. „ირაკლიზე ვიტყვი, რომ მას მართლაც ძალიან დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვს და მართლაც, ძალიან მაღალი ღირებულებების ადამიანია, ამიტომ მე გულწრფელად მჯერა, რომ მისი პოლიტიკაში დაბრუნება ქვეყნისთვის ნამდვილად სასიკეთო იქნება”,- განაცხადა დავით სერგეენკომ. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობა დაიკავა. მმარველი გუნდის პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება გუშინ გახდა ცნობილი.
---
06.03.2019
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებული 21 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებული 21 პირის სისხლის სამართლის საქმეზე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართება. სასამართლო პროცესი 16:00 საათზეა დანიშნული. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ. ბრალდებულ პირებს შორის არის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი, გია თვალავაძეც. მას სამსახურეობროვი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. 21 პირიდან წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ მხოლოდ გია თვალავაძე და აღნიშნულ საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარებისთვის ბრალდებული „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის" დირექტორის მოადგილე, ნუგზარ ჯანჯღავა არ ცნობენ. ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, რომელიც გულისხმობს სამეწარმეო საქმიანობას ნებართვის გარეშე, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობის შემოსავლის მიღება ჯგუფურად, სულ 21 პირი დააკავეს, ყველა მათგანი გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული. გამოძიების ინფორმაციით, თბილისსა და გორში მდებარე აფთიაქებში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია. აფთიაქების მფლობელები, მფარველობის სანაცვლოდ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსისთვის – გია თვალავაძისთვის გადასაცემად ნუგზარ ჯანჯღავას დიდი ოდენობით თანხებს უხდიდნენ. ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში შეადგინა 4 094 709 ლარი. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
---
06.03.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/535830-davit-sergeenkos-gancxadebit-samtavrobo-cvlilebebze-konsultaciebi-ar-mimdinareobs
დავით სერგეენკოს განცხადებით, სამთავრობო ცვლილებებზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სამთავრობო ცვლილებებზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს. ამის შესახებ მინისტრმა შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის მინისტრების სავარაუდო ცვლილებას ეხებოდა. „ამ 6 წლის განმავლობაში, რაც მე ვმსახურობ, სამთავრობო გუნდში მართლაც ბევრი ცვლილება იყო და ეს ცვლილებები რა თქმა უნდა, არ გაჩერდება. ალბათ, გაგრძელდება და მნიშვნელოვანია არა ის, ვინ ასრულებს მინისტრის მოვალეობას, არამედ ის, როგორ ვითარდება ეს დარგი. ცვლილებები ალბათ მომავალში იქნება, თუმცა ამ კონკრეტულ ცვლილებებზე, რაზეც მეკითხებით, ვერაფერს გეტყვით, რადგან ამაზე კონსულტაციებში მე არ მიმიღია მონაწილეობა”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.
---
06.03.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/535857-shidsis-centris-msheneblobaze-20-milioni-lari-daixarjeba/
შინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მშენებლობისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტროს 20 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ცენტრის ბიუჯეტთან და მშენებლობის დასრულების ვადებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. მინისტრის ინფორმაციით, ცენტრის საპროექტო სამუშაოების შესასრულებლად 3 კომპანია გამოიკვეთა, საიდანაც უახლოეს დღეებში ერთი შეირჩევა. „ახლა, ამ დღეებში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რომელი შეირჩევა და უკვე დაიწყება პროექტირების სამუშაოები. პროექტირების სამუშაოები პირველ რიგში, კონსტრუქციულ ნაწილზე უნდა გაკეთდეს, მაშინვე დაიწყოს კარკასის მშენებლობა და პარალელურად გაგრძელდეს შიდა ტექნოლოგიებსა და მოწყობილობაზე პროექტირება, რომ დრო არ დაიკარგოს. სანამ კარკასი მშენებლობის სტადიაში იქნება, იქამდე დაპროექტდება შიდა ტექნოლოგიები, მთლიანი პროექტირების პროცესს რომ არ ველოდოთ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი თბილისში, ყაზბეგის გამზირიდან სავარაუდოდ, დიღმის საავადმყოფოების ტერიტორიაზე გადავა.იდსის ცენტრის მშენებლობაზე 20 მილიონი ლარი დაიხარჯება
---
06.03.2019
ამირან გამყრელიძე - წითელას ეპიდაფეთქება რომ შეჩერდეს, წელს დამატებით 350 000 ადამიანი უნდა ავცრათ
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბავშვს, რომელიც წითელას დაავადებით გარდაიცვალა, ვაქცინაცია ჩატარებული არ ჰქონდა. მისივე თქმით, არასრულწლოვანი წითელათი დეკემბერში დაავადდა და 2019 წლის დასაწყისში გარდაიცვალა. „წელს გვაქვს წითელას ეპიდაფეთქება. დღევანდელი მონაცემებით დაახლოებით, 1 იანვრიდან დღემდე, 2180-მდე შემთხვევა გვაქვს. აქედან დაახლოებით 60%-ს სჭირდებოდა ჰოსპიტალიზაცია. განსაკუთრებულად აქტიურად მიმდინარეობს დამატებითი აცრები. ამ თვენახევარში უკვე დამატებით 950 000 ადამიანია აცრილი და ამას თუ ბავშვების გეგმურ აცრებს მივუმატებთ, 2 თვეში დაახლოებით, 24 000 ბავშვი აიცრა. მაგრამ წელს უნდა ავცრათ დამატებით 350 000 ადამიანი, რომ წითელას ეპიდაფეთქება შეჩერდეს. შარშან და წელს გვაქვს 3 გარდაცვალების შემთხვევა, სამივე ბავშვი იყო და სამივე აუცრელი”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
---
06.03.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/535850-saia-sajaro-samsaxuris-repormit-gatvaliscinebuli-siaxleebis-danergva-xarvezebit-mimdinareobs/
საია - საჯარო სამსახურის რეფორმით გათვალისწინებული სიახლეების დანერგვა ხარვეზებით მიმდინარეობს
---
05.03.2019
ჯანდაცვის სამინისტრომ „ავერსის“ კლინიკები დააჯარიმა -სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის მითვისების „სქემა“ თუ სამინისტროს დილეტანტიზმი?
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ სამედიცინო კლინიკები ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 13 მილიონი ლარით „დააჯარიმა“ და თანხის ბიუჯეტში დაბრუნება მოსთხოვა. „დაჯარიმებულთა“ შორისაა ყველაზე მსხვილი ქსელური სამედიცინო დაწესებულებები: „ავერსის“ მიერ დაფუძნებული კლინიკა „მედალფა“ და „მედკაპიტალი“, ჯარიმის დაახლოებით 60 % სწორედ ამ კლინიკებზე მოდის. სანქციების შეეხო შპს „ჯეოჰოსპიტალსაც“. აღნიშნულ ქეისზე „კომერსანტთან“ საუბრობს „ავერსის“ მიერ 2013 წელს დაფუძნებული პოლიკნილიკების ქსელ „მედკაპიტალის“ დირექტორი ზაზა ჯაფარიძე. მისი განმარტებით, ჯამში 13 მილიონი ლარიდან „მედკაპიტალის“ წილი 6.5 მილიონი ლარია. როგორც ჯაფარიძე განმარტავს, საწყის ეტაპზე კომპანია 19 მილიონი ლარით დაჯარიმდა, თუმცა, ბიზნესომბუდსმენის აპარატის დახმარებით და მთავრობასთან მედიაციით, ეს თანხა 6.5 მილიონამდე შემცირდა. კლინიკა „მედკაპიტალის“ ხელმძღვანელი არ ეთანხმება ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას ჯარიმებთან დაკავშირებით და სანქციებს უსაფუძვლოს უწოდებს. მისი განმარტებით, სწორედ ეს ფაქტი ცხადყოფს იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტროში სრული დილეტანტიზმია. „პოლიკნილიკების ქსელისთვის ეს თანხა ასტრონომიულია. განა რა უნდა დაგვეშავებინა სამაგისო? სადაო თანხა წარმოდგენილია 2013 წლიდან დღემდე - სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში გამოყოფილი კაპიტაციური თანხაა, რომელიც 6.5 მილიონი ლარს შეადგენს. სწორედ ამ თანხის უკან დაბრუნებას სთხოვს სოციალური მომსახურების სააგენტო „მედკაპიტალს“. ეს თანხა არავის სახლში არ წაუღია და არ მიუთვისებია. ეს ფული მიდიოდა ხელფასებზე, კომპანიის შენახვაზე. არსებობს 36-ე დადგენილება, რომლის თანახმადაც, დასაბრუნებელია დაფინანსებულ თანხას პლუს ორი იმდენი, რაც ჯამში 19 მილიონი გამოდიოდა, რაც ბიზნესომბუდსმენის ჩართვის შემდეგ შეგვიმცირდა. ეს ნამდვილი დილეტანტიზმია. თითო პაციენტზე თვეში სახელმწიფო გიფინანსებს 1.93 ლარს. ვინაიდან ჩვენ თბილისში ყველაზე მსხვილი ამბულატორიული ქსელი ვართ, ამის გამო სრულად დაფინანსებამ სახელმწიფოს მხრიდან 6 წლის განმავლობაში შეადგინა 6.5 მილიონი ლარი. ფაქტობრივად, მსჯიან, თითქოს მე ამ ხალხს არ ვემსახურებოდი და მკვდარი სულები მყავდა. ეს სრული აბსურდია და ამის დამტკიცება შემიძლია. ამ ხალხზე ჩემთან არსებობს ავადმყოფობის ისტორიები, მე კანონი არ დამირღვევია და არც თაღლითი ვარ,“ — აცხადებს ზაზა ჯაფარიძე. მისივე განმარტებით, საქმის განხილვები ამ დრომდე ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს, თუმცა, უახლოეს მომავალში „მედკაპიტალი“ სარჩელს სამინისტროს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანს. როგორც ჯაფარიძე განმარტავს, სიტუაციის გათვალისწინებით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება კლინიკების სამომავლოდ ფუნქციონირების საკითხიც. „მინდა ასევე აგიხსნათ, როგორი აქვთ თანხის ამოღების წესი. ყოველ თვე დასაფინანსებელი თანხის ნახევარს გაჭრიან, სანამ არ დაფარავ სრულად. ეს კი ნიშნავს კომპანიის დანგრევას, 600 სამუშაო ადგილის გაუქმებას, ეს ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს ფუნქციონირების შეწყვეტას,“ — განმარტავს ზაზა ჯაფარიძე.
---
05.03.2019
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/sergeenko-klinikebma-biujetidan-arasworad-migebuli-tanxa-ukan-unda-daabrunon/30714
სერგეენკო: კლინიკებმა ბიუჯეტიდან არასწორად მიღებული თანხა უკან უნდა დააბრუნონ“
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ კლინიკებისთვის დაკისრებულ მილიონობით ლარზე კომენტარს აკეთებს. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ სამედიცინო კლინიკებს ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 13 მილიონ ლარზე მეტის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ "კომერსანტმა" დაწერა. ჯამში, საუბარია 159 სამედიცინო დაწესებულებაზე, რომელთა შორის მოხვდნენ - „ავერსისა“ და "პსპ"-ს მიერ დაფუძნებული კლინიკა „მედალფა“ და „მედკაპიტალი“, ასევე სანქციები შეეხო „ჯეოჰოსპიტალსაც“. იმისათვის, რომ კლინიკამ შესაბამისი დაფინანსება მიიღოს, მას უნდა ჰქონდეს გაფორმებული ყველა სავალდებულო დოკუმენტი, რითაც დადასტურდება, რომ მოქალაქეს ნამდვილად ჩაუტარდა აღრიცხული გამოკვლევა თუ მკურნალობა. არსებული ინფორმაციით, ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფოსგან მეტი დაფინანსების მიღების მიზნით, კლინიკები პაციენტებს დამატებით, ხშირად არასაჭირო მომსახურებებს უფორმებდნენ და ბიუჯეტიდან თანხებს ამ გზით იღებდნენ. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ეს თანხა არ არის ჯარიმა და ეს არის არასწორად მიღებული თანხა ბიუჯეტიდან, რაც კლინიკებმა ბიუჯეტში უკან უნდა დააბრუნონ. „2014 წელს ჯანდაცვის სამინისტრო იძულებული იყო სანქციები გაემკაცრებინა პირველად დოკუმენტაციაზე, რომლის მიხედვითაც, ვიხდით ანაზღაურებას პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში. ეს აცულებლობა გამოიწვია იმან, რომ მაშინ ხდებოდა დიდი რაოდენობის ყალბი დოკუმენტების მოწოდება. მონაცემებს გვაძლევდნენ საარჩევნო სიიდან, სატელეფონო ცნობარებიდან და ამაში ითხოვდნენ თანხას. მაშინ ეს სანქციები გამკაცრდა. მონიტრონგი მიდის ისე, როგორც მიდიოდა, სამწუხაროდ, ზოგმა დაწსებულებამ ვერ მოახდინა ადექვატური რეაგირება, რომ მოეწესრიგებინათ, ამიტომ მათ წინააღმდეგ ამუშავდა 2014 წელს შემოღებული სანქციები. ბიზნესომბუდსმენის შუამდგომლობით ჩვენ მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ ერთი თვის წინ ეს საკითხი და საჯარიმო ნაწილი მოეხსნათ ამ დაწესებულებებს, თუმცა ბიუჯეტიდან არასწორად მიღებული თანხა უნდა დააბრუნონ ბიუჯეტში“, - აცხადებს დავით სერგეენკო.
---
05.03.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/djandacvis-saministrom-djeohospitalsis-klinikebi-daadjarima-samedicino-dawesebulebis-ganmarteba
ჯანდაცვის სამინისტრომ ჯეოჰოსპიტალსის კლინიკები დააჯარიმა-სამედიცინო დაწესებულების განმარტება
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ სამედიცინო კლინიკები ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 13 მილიონი ლარით „დააჯარიმა“ და თანხის ბიუჯეტში დაბრუნება მოსთხოვა. სანქციები შეეხო შპს „ჯეოჰოსპიტალსაც“. კომპანიია გენერალური დირექტორი სოფო გასიტაშვილი კომერსანტთან განმარტებას აკეთებს. „კომპანია ჯეო ჰოსპიტალსი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულია 2013 წლის 28 თებერვლიდან. საყოევლთაო ჯანდაცვის პროგრამის ადმინისტრირება ხორცილედება სამთავრობო 36 დადგენილებით, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ ხელშეკრულებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის. ისევე როგორც ნებისმიერი ხელშეკრულება, დადგენილება განსაზღვრავს როგორც წესებს, ასევე ადმინისტრაციულ სანქციებს აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევისათვის. შესაბამისად სამინისტროს მიერ განხორციელბული გეგმიური შემოწმება მიმდინარე პროცესია, რომელიც დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებისათანავე, მიმდინარეობს ამჟამად და გაგრძელდება მომავალშიც. ასევე ბუნებრივი პროცესია, დაეთანხმება თუ არა სამედიცინო სერვისების მიმწოდებელი სანქციის არსს ან მის მოცულობას. ავღნიშნავთ, რომ ნებისმიერი სადაო საკითხი, რომელიც უკავშირდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ადმინისტრირებას განიხილება ჯანდაცვის სამინისტროში, ხოლო მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში განხილვამ შესაძლოა გადაინაცვლოს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით“- ნათქვამია კომერსანტისთვის გამოგზავნილ წერილში.
---
05.03.2019
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/klinikebistvis-dakisrebuli-13-mln-lari-biznesombudsmenis-angarishshic-moxvda/30719
კლინიკებისთვის დაკისრებული 13 მლნ ლარი ბიზნესომბუდსმენის ანგარიშშიც მოხვდა
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 159 კლინიკისთვის დაკისრებული 13 მილიონი ლარის საქმე ბიზნესომბუდსმენის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშშიც მოხვდა. რეგისტრაციის პროცესის დარღვევის გამო, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კლინიკებს პროგრამულად ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება განესაზღვრათ. ბიზნესომბუდსმენის ანგარიშში ნათქვამია, რომ მათ მიმართეს სამედიცინო დაწესებულებებმა შემოწმების შედეგებთან და დაკისრებულ საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით. ბიზნესომბუდსმენმა რეკომენდაციებით მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს, რაც მათი თქმით, უწყებამ ნაწილობრივ გაითვალისწინა. „შემოწმების შედეგად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოყენებულმა საჯარიმო სანქციებმა მილიონობით ლარი შეადგინა. განმცხადებლების ინფორმაციით, ისინი დაჯარიმებულნი არიან დიდი მოცულობის თანხებით, რომელთა გადახდის საშუალებაც მათ არ გააჩნიათ და აღსრულება ხორციელდება პროგრამის ფარგლებში მისაღები თანხის დაკავებით, რაც სამედიცინო დაწესებულებებს აყენებს მძიმე და გამოუვალ მდგომარეობაში. სამინისტროს მიეცა რეკომენდაცია, რომ გარკვეული ვადით გამოცხადებულიყო მორატორიუმი სამედიცინო დაწესებულებებისთვის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში დაკისრებული საჯარიმო სანქციების დაკავების გზით აღსრულებაზე და ჯანდაცვის სამინისტროს წარმოედგინა წინადადებები საჯარიმო სანქციების ოდენობებისა და მათი გადახდის ადმინისტრირების წესის, ასევე დავის განხილვისა და გადაწყვეტის წესის ოპტიმიზაციის მიმართულებით. საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ გაცემული რეკომენდაცია ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. 2018 წლის ნოემბრიდან სამედიცინო დაწესებულებებისთვის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში დაკისრებული საჯარიმო სანქციების დაკავების გზით აღსრულებაზე მორატორიუმი ამოქმედდა და უწყებათაშორისმა კომისიამ დაიწყო მუშაობა ბიზნესომბუდსმენის ინიციატივაზე საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკების მიმართ ჯარიმების დაკისრებისა და აღსრულების წესის ოპტიმიზაციის მიზნით“, - ნათქვამია ბიზნესომბუდსმენის ანგარიშში. ავტორი: ელენე გოგბერაშვილი
---
05.03.2019
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/ratom-daakisra-jandacvis-saministrom-klinikebs-13-milioni-lari/30718
რატომ დააკისრა ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკებს 13 მილიონი ლარი?
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისთვის დაკისრებული 13 მილიონი ლარის საქმეზე განმარტებებს bm.ge-თან ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ხომერიკი აკეთებს. სოციალური მომსახურების სააგენტომ 159 კლინიკას გამოვლენილი დარღვევების შედეგად ბიუჯეტში 13 მილიონი ლარის დაბრუნება დააკისრა. „2018 წლის ნოემბრის თვეში გამოცხადებული იყო პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებლებისთვის დაკისრებული ჯარიმის ადმინისტრირების თაობაზე მორატორიუმი. ეს ნიშნავს იმას, რომ მათზე დაკისრებული საჯარიმო სანქციები კონტროლისა და რევიზიის ეტაპზე გამოვლენილი დარღვევების გამო გარკვეულწილად დაკავებას არ ექვემდებარებოდა. პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების კუთხით საკმაოდ მაღალი ციფრი იყო. 30 მილიონის ფარგლებში იყო, თუმცა მორატორიუმის მიმდინარეობის პერიოდში მოხდა გადახედვა როგორც დაკისრებული საჯარიმო სანქციის, ასევე ადმინისტრირების წესის. რეალურად პირველადი ჯანდაცვის ცენტრები, ამბულატიურიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებები,გათავისუფლდნენ დაკისრებული საჯარიმო სანქციებისგან. მათ განესაზღვრათ მხოლოდ პროგრამულად ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება. საუბარია ჯამში 13 მილიონ ლარზე. ეს არის შემთხვევები, როცა გამოვლინდა კონტროლის ეტაპზე ბენეფიციართა რეგისტრაციის წესის დარღვევა. პირველადი ჯანდაცვის ცენტრში მიმართვისას ბენეფიციარი რეგისტრირდება მათი თანხმობის საფუძველზე. 2014 წლის 1 აპრილამდე იყო ბენეფიციართა თანხმობის ფორმა, შემდგომ გაჩნდა მკაცრი აღრიცხვის ფორმა, სადაც აუცილებელია ბენეფიციარმა საკუთარი ხელმოწერით დაადასტუროს პროგრამაში ჩართვა, ამ კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრირდება. კონტროლის შედეგად გამოვლინდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, საერთოდ არ იყო არც მკაცრი აღრიცხვის ფორმები, არც მოსარგებლეთა თანხმობის ფორმები 2014 წლის 1 აპრილამდე რეგისტრირებული ბენეფიციარების შემთხვევაში. ზოგ შემთხვევაში, არ ემთხვეოდა პროგრამულად მოწოდბული ბენეფიციარის საიდენტიფიკაციო მონაცემები რეგისტრირებულ მონაცემებს. 13 მილიონი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ნაწილი იმ შემთხვევებზე, სადაც რეგისტრაციის პროცესი იყო დარღვეული“, - განმარტავს მაია ხომერიკი. ავტორი: ელენე გოგბერაშვილი
---
05.03.2019
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, C ჰეპატიტის ელიმინაციის მეექვსე ეროვნული სამუშაო შეხვედრა გაიმართება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში 6-7 მარტს C ჰეპატიტის ელიმინაციის მეექვსე ეროვნული სამუშაო შეხვედრა გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან (CDC), ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გაიმართება. ამასთან, ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი პირები. ასევე, აშშ საელჩოს საქართველოში, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, გილეადის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები სამთავრობო და არასამთავრობო სექტორიდან. „C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა 2015 წელს აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან (CDC), კომპანია „გილეადთან“ და ჯანმოსთან თანამშრომლობით. შეიქმნა პროგრამის სტრატეგიული გეგმა (2016-2020), სადაც განსაზღვრულია პროგრამის ძირითადი მიმართულებები - როგორიცაა ცნობიერების ამაღლება, ეპიდზედამხედველობა, პრევენცია, სკრინინგი, დიაგნოსტიკა და მკურნალობა. დღეისათვის არსებული მონაცემებით, განხორციელდა 1.3 მილიონი ადამიანის სკრინინგით მოცვა C ჰეპატიტზე, 53 000-ს ჩაუტარდა მკურნალობა თანამედროვე ანტივირუსული პრეპარატებით და 98.2% განიკურნა. პროაქტიური სკრინინგის გაძლიერება და მკურნალობაში ჩართულობის გაზრდა კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტებად. C ჰეპატიტის ელიმინაციის საკითხების განსახილველად, საქართველოში ყოველწლიურად იმართება ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა: პირველი, C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული სამუშაო შეხვედრა მარტში და მეორე, ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრა - ნოემბერ-დეკემბერში. ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ბოლო, რიგით მეოთხე, შეხვედრის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავებულ იქნა 2019-2020 წლებში განსახორციელებელი ღონისძიებების დეტალური სამოქმედო გეგმა, რომლის მნიშვნელოვან პრიორიტეტებს წარმოადგენს პროგრამული სერვისების დეცენტრალიზაცია და ზიანის შემცირების სექტორის ინიციატივები, რომელიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ელიმინაციის მიზნის მიღწევაში. სწორედ ამ შეხვედრის მთავარი განხილვის თემას წარმოადგენს აღნიშნული გეგმის შეფასება და სერვისთა დეცენტრალიზაციის განხილვა“, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე განცხადებით, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, C ჰეპატიტის წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოს მთავრობამ ქმედითი ნაბიჯები გადადგა. „გაძლიერდა ინფექციის კონტროლისა და პრევენციის სისტემა სამედიცინო და არასამედიცინო დაწესებულებებში, საგულისხმო ნაბიჯები გადაიდგა ზიანის შემცირების მიმართულებით, გაუმჯობესდა ეპიდზედამხედველობა და ხარისხის კონტროლი უსაფრთხო სისხლის პროგრამაში, გაძლიერდა მუშაობა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კუთხით, დაიხვეწა ელექტრონული საინფორმაციო სისტემა, და ა.შ. მთავრობის ერთ-ერთი შემდგომი ინიციატივაა მკურნალობის სერვისის დეცენტრალიზაცია პირველადი ჯანდაცვისა და ზიანის შემცირების ქსელში, რომლის მიზანია პროგრამული მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა და მოსახლეობის მკურნალობის პროგრამაში ჩართვის ხელშეწყობა“, - აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
---
05.03.2019
მედიასაშუალება: https://news.ge/gamovricxav-rom-mas-es-gaeketebina/
“გამოვრიცხავ, რომ მას ეს გაეკეთებინა“ – სერგეენკოს არ სჯერა, რომ გახარია ხაზარაძეს ემუქრებოდა
გამოვრიცხავ გიორგი გახარიას ეს გაეკეთებინა – ჯანდაცვის მინისტრი მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც შს მინისტრი მუქარაში დაადანაშაულა. დავით სერგეენკოს მამუკა ხაზარაძის არ სჯერა. სერგეენკო ხაზარაძისგან მტკიცებულებებს ითხოვს. „საკითხი თავისი მასშტაბით აუცილებლად მოითხოვს გამჭვირვალე და მოკლე ვადებში გამოძიებას. ის, რაც გუშინ გაჟღერდა, არის სერიოზული ბრალდება, რომელსაც სჭირდება დამტკიცება, ან გამორიცხვა. “დასკვნის წინასწარ გენერირება არ არის სწორი. გიორგი გახარიას ვიცნობ წლებია – სამსახურეობრივადაც და მეგობრულადაც. გამოვრიცხავ, რომ მას ეს გაეკეთებინა“ -განაცხადა დავით სერგეენკომ. ხაზარაძემ პარლამენტში განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ მას გიორგი გახარიამ მუქარის შემცველი წერილი მისწერა. ხაზარაძის თქმით, გახარია მისგან გარკვეული პირობების შესრულებას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში საერთაშორისო და ქართველ პარტნიორებთან რეპუტაციის განადგურებით დაემუქრა. ხაზარაძე ამბობს, რომ არც მან და არც მისმა პარტნიორებმა გახარიას მოთხოვნები არ შეასრულეს და არც მომავალში შეასრულებენ.
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=79769
---
05.03.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/345736/
ახალი კვლევა წითელა-წითურა-ყბაყურას აცრასა და აუტიზმს შორის კავშირს გამორიცხავს
ახალი კვლევის მიხედვით, რომლის ფარგლებშიც მეცნიერები დანიაში 1999 და 2010 წელს დაბადებული 657 461 ბავშვის მონაცემებს სწავლობდნენ, წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინაციასა და აუტიზმს შორის კავშირი არ დადგინდა. როგორც ფორბსი წერს, კვლევის განმავლობაში შესწავლილი 657 461 ბავშვიდან აუტიზმი 6 517-ს განუვითარდა, თუმცა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ აუტიზმის განვითარებას არაფერი ჰქონდა საერთო წითელა-წითურა-ყბაყურას აცრასთან. გარდა ამისა, აუტიზმის განვითარების რისკი არ შეცვლილა ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ ბავშვებს შორის. “კვლევა ცალსახად მხარს უჭერს აზრს, რომ ვაქცინაცია აუტიზმის განვითარების რისკს არ ზრდის და არც მის პროვოცირებას ახდენს” – წერია კვლევაში. იდენტური კვლევა 2002 წელსაც ჩაატარეს, მაშინ იმავე მიზეზით 537 303 ბავშვს აკვირდებოდნენ. როგორც ფორბსი წერს, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო კვლევები გამორიცხავს კავშირს ვაქცინაციასა და აუტიზმის განვითარებას შორის, ადამიანთა მნიშვნელოვან ნაწილს ჯერ კიდევ არ სჯერა აღნიშნულის. გამოცემა ვაქცინის მოწინააღმდეგეებს ადარებს იმ ადამიანებს, რომლებსაც სწამთ, რომ დედამიწა არის ბრტყელი და მათთვის არ აქვს მნიშვნელობა არანაირ სამეცნიერო მტკიცებულებას. “ბრტყელი დედამიწის იდეის მომხრეებისგან განსხვავებით, ვაქცინის მოწინააღმდეგეები საფრთხეს წარმოადგენენ საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის”, – წერს ფორბსი და მაგალითად მოჰყავს ფილიპინები, სადაც წითელას ეპიდემია მძვინავრებს, შედეგად კი დაღუპულია 200-ზე მეტი ადამიანი. ამის მიზეზი კი მოსახლეობის მიერ აცრებზე მასობრივად უარის თქმა არის. ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოძრაობა 2019 წელს ადამიანთა ჯანმრთელობისთვის 10 ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხეს შორის დაასახელა. სრულად კვლევას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.
---
05.03.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/535739-paata-imnaze-cels-sakartveloshi-citelas-gamo-gardacvalebis-erti-shemtxveva-dapiksirda/
პაატა იმნაძე - წელს საქართველოში წითელას გამო გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა
წითელა არ გაჩერდება, მაგრამ თუ 350 ათას ადამიანს ავცრით, ეს პრობლემა უნდა დავამარცხოთ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა. „წითელა არ ჩერდება, წელს, პირველი იანვრიდან გვაქვს უკვე 2100-ზე მეტი შემთხვევა, როცა შარშან მთელი წლის განმავლობაში გვქონდა იგივე რაოდენობა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, შარშან წითელას გამო 72 ადამიანი გარდაიცვალა ევროპაში, მათ შორის, 3 საქართველოში. სამი ბავშვიდან არც ერთი იყო აცრილი, რადგან ორს ჯერ არ უწევდა, ერთს კი ჰქონდა ისეთი დაავადება, რომლის დროსაც აცრა არ შეიძლება. წელს საქართველოში წითელას გამო გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟმად აცრები კარგად მიდის, 95 000-ზე მეტი ადამიანია აცრილი დამატებით, მათ გარდა, ვისაც 1 და 5 წლის ასაკში ეკუთვნის გეგმურად აცრა. აცრილები თავს დაიცავენ, მაგრამ წითელა არ გაჩერდება. იცით, რომ ყველაფერი იქნა მობილიზებული: თურქეთმაც გაგვიწია დროებითი დახმარება 100 ათასი ვაქცინით, 30 000-ით სომხეთმა, ჩვენ 95 000 შევიძინეთ. იმდენი ვაქცინაა, თუ წელს 350 000 ადამიანს ავცრით, წითელას არათუ გავაჩერებთ, მისი პრობლემაც კი მოიხსნება", - განაცხადა იმნაძემ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ არსებული ვაქცინები ორი ძირითადი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კვალიფიცირებული და თანაც, ბრენდული მწარმოებლის არის. „ბევრი კითხვაა ვაქცინებთან დაკავშირებით, რომელიც სომხეთიდან თუ თურქეთიდან მივიღეთ და დამატებით შევისყიდეთ. ყველა არის ორი ძირითადი მწარმოებლის. ესენია ასე ვთქვათ, ყველაზე "ბრენდული" კომპანიები, რომელთა დასახელების უფლება არ მაქვს, მაგრამ ერთი ამერიკულია, ხოლო მეორე - დასავლეთ ევროპული. ისიც ფაქტია, რომ ისინი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა კვალიფიცირებული. არ ვიცი, კიდევ რას მოიფიქრებენ, რომ ვაქცინებს რამე დაუწუნონ", - აღნიშნა იმნაძემ. ამას გარდა, მან კომენტარი გრიპზეც გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ გრიპის შემთხვევებმა დეკემბრის თვესთან შედარებით 2.5-ჯერ დაიკლო და ამჯამად 100 ათას მოსახლეზე 100-130 შემთხვევაა.
---
05.03.2019
მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=79806
იმნაძე: თუ წელს კიდევ 250 000 ადამიანს ავცრით, წითელას პრობლემა საერთოდ მოიხსნება
თუ წელს კიდევ 250 000 ადამიანს ავცრით, წითელას პრობლემა საერთოდ მოიხსნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა. იმნაძის შეფასებით, წითელას ეპიდემია კონტროლს ექვემდებარება. „წითელა არ ჩერდება. გვაქვს 2100-ზე მეტი შემთხვევა მარტო წელს, 1 იანვრიდან აღრიცხული შემთხვევები. კარგად მიდის აცრები, 95 000-ზე მეტი ადამიანი არის აცრილი. თუ წელს ავცრით 350 000 ადამიანს, ანუ ამ 95 000 თუ კიდევ დავამატებთ 250 000-ს, წითელას არათუ გავაჩერებთ, საერთოდ წითელას პრობლემა მოიხსნება ქვეყანაში“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
---
05.03.2019
საქართველოში ღორის გრიპი H3N2 და B ტიპის ვირუსებმა ჩაანაცვლა
გრიპის შემთხვევებმა დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით ორნახევარჯერ იკლო და 100 000 მოსახლეზე 100-130 ფარგლებშია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, ე.წ. ღორის გრიპი (H1N1), რომელიც მთელი ზამთარი ცირკულირებდა, ახლა H3N2 და B ტიპის ვირუსია გავრცელებული. იმნაძე აცხადებს, რომ გრიპის სეზონი აპრილის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და ზაფხულის მოახლოებამდე ტკიპების სეზონი დაიწყება.
---
05.03.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/paata-imnadze-chveni-rekomendatsiaa-bunebashi-gasvlis-dros-tkipebis-kbenisgan-thavi-davitsvath/
პაატა იმნაძე: ჩვენი რეკომენდაციაა, ბუნებაში გასვლის დროს ტკიპების კბენისგან თავი დავიცვათ
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს, ბუნებაში გასვლის დროს ტკიპების კბენისგან თავი დაიცვას. “ვიყიდეთ 95 ათასი ვაქცინა. თურქეთმა ახლა მოგვაწოდა 10 ათასი ვაქცნა. იცით, რომ სომხებმაც მოგვაწოდეს 30 ათასი ვაქცინა. დღეს საქართველოში აბოლუტურად იმდენი ვაქცინა არის, რომ ჩვენ წითელას არათუ გავაჩერებთ, საერთოდ ქვეყანაში წითელას პრობლემა მოიხსნება. გრიპმა საკმაოდ მოიკლო, სადღაც 2,5-ჯერ მოიკლო დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით. გარდა იმისა, რომ მთელი ზამთარი აქტიურად ცირკულირებდა H1N1, უკვე ცირკულირებს H3N2 და B ტიპის ვირუსიც გამოჩნდა. ტკიპების სეზონი იწყება, ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა, რომ თავი დავიცვათ ტკიპების კბენისგან ბუნებაში გასვლის დროს”,-განაცხადა პაატა იმნაძემ.
მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/tkipebis-sezoni-itskeba-paata-imnadze/56914
---
05.03.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/345832/
ელმავალმშენებლის თანამშრომლებმა 6 თვის ხელფასის ანაზღაურების პირობა მიიღეს
გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლებმა კუთვნილი 6 თვის ხელფასის მიღების პირობა მიიღეს 14-დან 17 მარტის ჩათვლით. როგორც პეტრიაშვილი აცხადებს, ამის შესახებ პირობა მან მფლობელისგან მიიღო, რომელმაც ადგილობრივ მენეჯმენტს ხელფასების გაცემა დაავალა. რაც შეეხება კიდევ ერთ მოთხოვნას, რომელიც საწარმოს ამუშავებას ეხება, ამის შესახებ ჯერ არ აქვთ ინფორმაცია პროფკავშირებს და დასაქმებულებს. ხუთშაბთს, 12:00 საათზე, პროფკავშირების წარმომადგენლები და თბილელმავალმშენებლის თანამშრომლები კიდევ ერთ სამუშაო შეხვედრას გამართავენ საწარმოს წინ.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/535731-elmavalmshenebeli-karxnis-tanamshromlebma-akcia-gamartes/
კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/elmavalmshenebeli-qarxnis-tanamshromlebi-kutvnil-xelfasebs-miigeben
ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/345800/
---
05.03.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/345810/
გამოსავალი არა აბორტების აკრძალვა, არამედ ბავშვებისთვის სათანადო პირობების შექმნაა – ხუნდაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრისა და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ხუნდაძის მოსაზრებით, აბორტი ქალისთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა. თუმცა, როგორც ის ამბობს, საუკეთესო გამოსავალია არა მისი აკრძალვა, არამედ სახელმწიფოს მიერ იმ პირობების შექმნა, რომ ქალმა ეს გადაწყვეტილება არ მიიღოს. “აბორტების საკითხის სწორად წარმოდგენისთვის, დღევანდელი მაჩვენებელი მინდა შევადარო 2012 წელს და ამ წელს მე ვიღებ არა როგორც პოლიტიკურ წელს, არამედ იმიტომ, რომ სწორედ 2012-ში დაფიქსირდა აბორტების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. მხოლოდ რეგისტრირებული იყო 40 000 აბორტი. სხვადასხა პროგრამის განხორციელების წყალობით, დღესდღეობით, ქვეყანაში 15 000-ით არის შემცირებული აბორტების რიცხვი და დადებითი ტენდენცია გრძელდება,” – ამბობს დიმიტრი ხუნდაძე. მისი თქმით, სახელმწიფო ახორციელებს რამდენიმე სასარგებლო, საზოგადო პროგრამას, მათ შორის, მშობიარობის დაფინანსებასაც, რომელმაც ამოქმედებიდან დღემდე 300 000 მშობიარობა დააფინანსა. “გუშინ [გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე] სხვადასხვა დაინტერესებული პირებისგან გაჟღერდა ინიციატივა, რომ თითქოს ქვეყანაში აბორტი უნდა აიკრძალოს. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, როცა პოტენციური დედა, ოჯახი უნდა მივიდეს ამ გადაწყვეტილებამდე. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ქვეყანაში აბორტის აკრძალვა საუკეთესო გადაწყვეტილება არ არის. საუკეთესო გამოსავალი არის, რომ ჩვენ შევქმნათ პირობა, სადაც პოტენციური დედა ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. სწორედ ამიტომ შემოვიტანეთ არაერთი პროგრამა, მათ შორის, ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვის დაფინანსება, რომელიც 6 კრიზისულ რეგიონში მოქმედებს, სადაც სიკვდილობა ჭარბობს შობადობას, “მთის კანონი”, სადაც პრიველ და მეორე ბავშვზეც ვრცელდება მსგავსი დახმარება,” – ამბობს დიმიტრი ხუნდაძე. მისივე განმარტებით, გარდა დაფინანსებისა, სახელმწიფოს მიერ გატარებულ პროგრამებსა და ცვლილებებს შორის მნიშვნელოვანია შვილად აყვანისა და მინდობის აღზრდის შესახებ კანონიც. ხუნდაძე განმარტავს, რომ ეს პოგრამები საშუალებას აძლევს ბავშვებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ რჩებიან ბიოლოგიურ ოჯახში, უკეთეს პირობებში განაგრძონ განვითარება. “ძალიან მნიშვნელოვან პრობლემად ბავშვთა სიღარიბე რჩება, რომელიც ყველა ხელისუფლებსითვის უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს, რისთვისაც ამ დროისთვის ბევრი პროგრამა განხორციელდა, მაგალითად, იგივე ბავშვიანი სოცდაუცველთა ოჯახების დაფინანსება. ყველაზე მთავარი მიზანი და საზრუნავი უნდა იქნას მიღწეული და ჩვენ შევქმნათ ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო, სადაც მათი უფლებები დაცული იქნება,” – ამბობს ხუნდაძე. ბოლო დროს აბორტის აკრძალვაზე არაერთი მხარე, მათ შორის, საპატრიაქრო და პარლამენტარებიც საუბრობენ. რამდენიმე დღის წინ, საპატრიარქომ მოითხოვა, რომ ჩანასახს “სამოქალაქო სტატუსი” მიენიჭოს, გუშინ, კი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, რომელსაც მმკ-ც ესწრებოდა, ალექსანდრე ერქვანია და კობა დავითაშვილი აბორტის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდნენ.
აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/dimitri-khundadze-qveqhanashi-abortis-akrdzalva-sauketheso-gamosavali-ar-aris/
---
05.03.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/345861/
2018 წელს საწარმოო შემთხვევების შედეგად 199 დაშავდა, 59 დაიღუპა — გაზრდილი სტატისტიკა (EMC)
არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC-ის) თანახმად, 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, საწარმოო შემთხვევების შედეგად დაშავებულ და დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა გაიზარდა. EMC-მ გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომელიც ორგანიზაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღო. ოფიციალური მონაცემების თანახმად, თუკი 2017 წელს საწარმოო შემთხვევების შედეგად 106 ადამიანი დაშავდა და 47 დაიღუპა, 2018 წელს ეს რიცხვები გაიზარდა — დაშავდა 199, ხოლო დაიღუპა 59 ადამიანი. 2011 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, ანუ 8 წლის განმავლობაში, საწარმოო შემთხვევების შედეგად 1081 ადამიანი დაშავდა და 376 დაიღუპა. ნეტგაზეთისთვის უზენაესი სასამართლოს მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით (ორივე ნაწილით) მსჯავრდებულ იქნა 34 ადამიანი, 2018 წლის 11 თვეში კი — 32 ადამიანი. სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლი შემდეგნაირადაა განსაზღვრული: უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება (რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ). იგივე ქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია (ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ)
---
05.03.2019
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/zurab-chiaberashvili-shromis-inspeqtireba-damsaqmeblistvis-damatebiti-xarjia/30735
ზურაბ ჭიაბერაშვილი: „შრომის ინსპექტირება დამსაქმებლისთვის დამატებითი ხარჯია“
მიმდინარე წლის სექტემბრიდან შრომის ინსპექცია ყველა ტიპის კომპანიას შეამოწმებს. შესაბამის ცვლილებას საქართველოს პრლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, შემოწმება ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში განხორციელდება. „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, ის გზა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია, ბიუროკრატიის ზრდა და დამსაქმებლისთვის დამატებითი ხარჯია. „იმას, რომ შრომის უსაფრთხოება ადგილებზე იქნას დაცული, ამას სჭირდება არა ყოველთვიური საკანონმდებლო ცვლილებები და ბიუროკრატიის მუდმივი მატება, არამედ ამას სჭირდება დღესაც სისხლის სამართლის კოდექსში არსებული მუხლების მკაფიო გამოყენება, როდესაც ხდება უბედური შემთხვევა, დადგინდეს იყო თუ არა დამსაქმებლის თუ დამკვეთის ბრალეულობა. კანონის ეფექტური აღსრულება, ეს იქნება ყველაზე კარგი პრევენცია შრომის უსაფრთხოებისთვის. ის გზა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია, არის უბრალოდ ბიუროკრატიის ზრდა და დამატებითი ხარჯი დამსაქმებლისთვის, რომელიც თუ მოხდებოდა სისხლის სამართლის კოდექსის ეფექტური აღსრულება, ამ ხარჯს ადამიანი გაიღებდა მართლაც შრომის პირობების გაუმჯობესებისთვის“, - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
---
05.03.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/345734/
ჯანდაცვის კომიტეტმა I მოსმენით, “პრინციპების დონეზე” მიიღო ბავშვის უფლებათა კოდექსი
5 მარტს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით. “პრინციპების დონეზე” მიიღო “ბავშვის უფლებათა კოდექსი”. კანონპროექტი გუშინ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განიხილეს პარლამენტში. “გუშინ ვერ მოვახერხეთ, კენჭი გვეყარა”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, კაკი ზოიძემ. შემდეგ კი ამ ფორმულირებით დასვა კითხვა: “შენიშვნების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ მიერ იქნა მიწოდებული, ვინ არის მომხრე, რომ პრინციპების დონეზე მხარი დავუჭიროთ ბავშვთა კოდექსს და წარმოდგენილ თანმდევ კანონპროექტებს”? მისი თქმით, ამ საკითხის განხილვაში წამყვანი კომიტეტი ადამიანის უფლებათა კომიტეტია. დოკუმენტი პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მოამზადა. როგორც დეპუტატმა სოფიო კილაძემ პროექტის პრეზენტაციისას განმარტა თებერვალში, საკანონმდებლო პაკეტის მიზანია “გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის, დამატებითი ოქმების და სხვა საერთაშორისო კონვენციების ეფექტური აღსრულება საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად”. ასევე, “ბავშვის უფლებათა და თავისუფლბათა განხორციელება, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება, ოჯახის მხარდაჭერა, სუკეთესო ინტერესების უპირატესობა, მონაწილეობა და დისკრიმინაციის დაუშვებლობა”.
---
05.03.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/345737/
სოცმუშაკები ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში კითხვებს უსვამენ
5 მარტს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჯანდაცვის კომიტეტში სოციალური მუშაკების კითხვებს პასუხობს. მინისტრი პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე “ევროპული საქართველოს” მოთხოვნის საფუძველზე მივიდა. “წელს მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ დამანახა იმის საჭიროება, რომ ბევრი რამ, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული, მნიშვნელოვნად სწრაფად უნდა განხორციელდეს”, – თქვა დავით სერგეენკომ შესავალ სიტყვაში. მინისტრის თანახმად, 1 თვის წინ შეიქმნა სპეციალური საკოორდინაციო საბჭო (CCM), რომელიც ჯერ ისევ ფორმირების პროცესშია და საბოლოო სტრუქტურა არ აქვს, თუმცა მასში ჩართული არიან სოცმუშაკები. “ამ საბჭოს ფუნქციაა პირდაპირი უკუკავშირის და კომუნიკაციის უზრუნველყოფა [სოციალურ მუშაკებთან]”, – თქვა მინისტრმა. დეპუტატების გამოსვლების შემდეგ კომიტეტში სიტყვით გამოვიდნენ სოციალური მუშაკები, რომლებმაც იმ სისტემურ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც ხელს უშლით სრულფასოვნად მუშაობაში. მოგვიანებით სერგეენკომ თქვა: “ვადასტურებ, რომ თითოეული [კითხვა და კომენტარი] არის რაციონალური… ვერ ვიტყვი, რომ რაიმე ახალი არ გამიგია. იყო ნამდვილად სიახლეები”. თავიდან მან “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას უპასუხა სოცმუშაკების ფუნქციებთან დაკავშირებით: “სამწუხაროდ, სოციალური მუშაკები მარტონი არ არიან ამ დრამატულ და ერთგვარად ბრუტალურ რეჟიმში. მათთვის ეს შეღავათს არ აკეთებს, მაგრამ იმავე რეჟიმში არიან, მაგალითად, ექიმები. თქვენ დააყენეთ საკითხი, რომ ერთად გვემუშავა იმაზე, რომ მოვალეობის შესრულების დროს თუ ძალადობა იქნა გამოვლენილი, ასეთ შემთხვევაში კანონი მკაცრად მოექცეს მოძალადეს. გეთანხმებით და სათხოვარი მექნება, რომ ექიმებიც შევიყვანოთ იმავე სიაში”, – უთხრა დავით სერგეენკომ ელენე ხოშტარიას. მინისტრის თანახმად, “არც ჯანდაცვაში და არც სოციალურ პოლიტიკაში არ არსებობს მეორე პრიორიტეტი, ყველა საკითხი არის პირველი პრიორიტეტის. ამიტომ უკიდურესია რთული, რაღაცას უფრო მეტი მივცეთ და რაღაცას უფრო ნაკლები”. ამის შემდეგ სერგეენკომ განაცხადა, რომ მიესალმება, თუკი შემდეგი წლის ბიუჯეტის დაგეგმარებაში ჯანდაცვის კომიტეტიც მიიღებს მონაწილეობას. ერთ-ერთი სოციალური მუშაკის, თეა მაღრაძის გამოსვლის შემდეგ, რომელიც ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში ჩარიცხვის რიგში მყოფ ადამიანს შეეხება ,მინისტრმა პირობა დადო, რომ ამ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს. კომიტეტის სხდომა გრძელდება.
---
05.03.2019
დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალურ მუშაკებსა და უწყებას შორის მედიაციის ხელშეკრულებას ვადა დღეს გაუვიდა, თუმცა მისი გაგრძელება შეიძლება
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალურ მუშაკებსა და უწყებას შორის შრომითი მედიაციის ხელშეკრულებას ვადა დღეს გაუვიდა, თუმცა მისი გაგრძელება შეიძლება. ამის შესახებ მინისტრმა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე პროფკავშირების წარმომადგენლის განცხადების საპასუხოდ განაცხადა. „შრომითი მედიაციის ხელშეკრულებას დღეს გაუვიდა ვადა, მაგრამ ორმხრივი სურვილის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გაგრძელება შეიძლება, თუმცა მე ვფიქრობ, რომ საკმარისი პასუხები მოვისმინეთ იმისთვის, რომ დიალოგი გაძლიერდეს და არა სეგრეგაცია“, - განაცხადა მან. პროფკავშირების წარმომადგენლის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალურ მუშაკებს შორის მედიაციის ვადები ამოიწურა და კანონი მათ გაფიცვის საშუალებას აძლევს. რაისა ლიპარტელიანის თქმით, გაფიცვა სოციალური მუშაკების იდეაფიქსი არ არის და ისინი ორმხრივ ფორმატში შეხვედრას ითხოვენ.
---
05.03.2019
პროფკავშირების წარმომადგენელი - ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალურ მუშაკებს შორის მედიაციის ვადა ამოიწურა და კანონი მათ გაფიცვის საშუალებას აძლევს
პროფკავშირების წარმომადგენლის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალურ მუშაკებს შორის მედიაციის ვადები ამოიწურა და კანონი მათ გაფიცვის საშუალებას აძლევს. ამის შესახებ რაისა ლიპარტელიანმა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს უსმენენ. რაისა ლიპარტელიანის თქმით, გაფიცვა სოციალური მუშაკების იდეაფიქსი არ არის და ისინი ორმხრივ ფორმატში შეხვედრას ითხოვენ. „უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოში, როდესაც შრომითი მედიაციის პროცესში ამდენი ორგანოა ჩართული. სამწუხაროა, რომ უკვე სამი კვირაა ეს პროცესი მიმდინარეობს და მედიაციამ თავისი პირველადი ვადები ამოწურა იმგვარად, რომ არც ერთ საკითხზე კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია, არ ყოფილა მხარეებს შორის არც ერთი ორმხრივი შეხვედრა და რეალურად, ის რამდენიმე საკითხთან დაკავშირებთ გაჟღერებული ინფორმაცია ჩვენთვის, მტკიცებით ფორმაში და გადაწყვეტილად დღეს უშუალოდ ბატონი მინისტრისგან გახდა ცნობილი. ჩვენ ახლა დილემის წინაშე ვდგავართ. ამოიწურა ეს ვადა, არავის არ ვაშანტაჟებთ და არ არის ეს სოციალური მუშაკების იდეაფიქსი, მაგრამ კანონი გვაძლევს გაფიცვის უფლებას. მეორე მხრივ ჩვენ ვფიქრობთ, მედიაციის პროცესის გაგრძელებას რამდენად აქვს აზრი.ჩვენ ვითხოვთ, რომ რაღაც ფორმით დავინახოთ თქვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი, რომ რაღაც ფორმით მოხდება ეს ორმხრივი შეხვედრა, თუნდაც იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც თქვენ მზაობა გამოთქვით და მეტი ყურადღება დაეთმობა ამ პროცესს“, - მიმართა პროფკავშირების წარმომადგენელმა ჯანდაცვის მინისტრს. 8 თებერვალს სოციალურმა მუშაკებმა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეიტანეს წერილი, რომელშიც მათი სამუშაო პირობების შესახებ მოთხოვნებია გაწერილი. წერილის შეტანის შემდეგ, უწყებას მიეცა 21 დღის ვადა, რათა საინიციატივო ჯგუფთან მოლაპარაკებები დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გაფიცვას გეგმავენ. რაც შეეხება მოთხოვნებს, ის ადამიანური რესურსების დამატებას, სახელფასო ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს.
---
05.03.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/davit-sergeenko-socialuri-mushakebis-funqciebi-sakmaod-fartoa-da-kidev-ufro-gaizrdeba
დავით სერგეენკო - სოციალური მუშაკების ფუნქციები საკმაოდ ფართოა და კიდევ უფრო გაიზრდება
სოციალური მუშაკების ფუნქციები დღესდღეობით საკმაოდ ფართოა და პერსპექტივაში კიდევ უფრო გაიზრდება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. „რა ფუნქციებს ასრულებს დღესდღეობით სოციალური მუშაკი: ბავშვზე ოჯახში ძალადობის გამოვლენა, მათზე რეაგირება და შემდგომი ინტერვენციების გამოვლენა; მეურნეობის მზრუნველობის მხარდაჭერის საქმიანობა და მათზე ზედამხედველობა; ბავშვის შვილად აყვანასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება; სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების ზედამხედველობა; დამცავი და შემაკავებელი ორდერების და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ სასამართლოში პროცესებში, არასრულწლოვანთა დაკითხვის პროცესში მონაწილეობა; ოჯახური დავების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება; ფულადი და არაფულადი დახმარების საკითხში მონაწილეობა და ამ საკითხთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება, როგორიც არის ოჯახებთან გასაუბრება, სერვისების მიღებაში დახმარება და სხვა; ეს არის მოკლე და საკმაოდ მშრალი ჩამონათვალი იმ აქტივობების, რასაც ახორციელებენ სოციალური მუშაკები“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. ამასთან მინისტრმა სოციალური მიმართულებით წლების განმავლობაში არსებულ დინამიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მიმართულება ორ ნაწილად იყოფა, რაოდენობრივი და თვისობრივი. „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა, 2019 წელს 35 მილიონ ლარზე მეტია, წლების განმავლობაში გაორმაგდა. ადრეული განვითარების პროგრამის ბიუჯეტი 2012 წელს იყო 129 ათასი ლარი და დღეს არის 2 მილიონი ლარი, ანუ რაოდენობრივი დინამიკა არის მზარდი. რაც შეეხება თვისობრივ დინამიკას და საკითხის ფუნქციურ არსს – გამომდინარე იქიდან, რომ წლების განმავლობაში სოციალური მუშაკების სამუშაოს მოცულობა და ფუნქციები მნიშვნელოვნად იზრდებოდა, სისტემამ, რომელიც უზრუნველყოფს მათი შესრულებული სამუშაოს რაოდენობრივ-თვისობრივ კონტროლს, მათთან უკუკავშირს, სისტემა იმდენად სწრაფად ვერ განვითარდა ვერ დაეწია იმ ფუნქციების გაფართოებას, რაც ხდებოდა მათ სამუშაო დატვირთვაში. აქედან გამომდინარე, ამის დეტექცია ყოველთვის ხდებოდა. ეს დაფარული არასდროს არ ყოფილა, სწორედ ამიტომ იყო შარშან რამდენიმეთვიანი კონსულტაციები სპეციალისტებთან მათ შორის, საერთაშორისო დონის სპეციალისტებთან. შარშან 2018 წელს მიღებული იქნა ახალი კანონი, რომელშიც გაიწერა ბევრი მიზანი, გაიწერა გრაფიკი და შარშან სექტემბერში ამ კანონს დაემატა სტანდარტული საოპერაციო პროცედურები და სხვადასხვა რეგულაციები“, – განაცხადა სერგეენკომ.
---
05.03.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/453056
დავით სერგეენკო: სოციალური მუშაკები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას მარტო იყვნენ, სამინისტროსთან უკუკავშირი სუსტი იყო
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სოციალური მუშაკების საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, სანზონაში, ოთხი წლის ბავშვის გარდაცვალებამ ცხადყო, რომ დაგეგმილი ცვლილებები დაჩქარებულად უნდა განხორციელებულიყო. „წელს მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ, რომელსაც ვერ ავუვლით გვერდს, დამანახა იმის საჭიროება, რომ ბევრი ცვლილება, რაც დაგეგმილი იყო და რაც ჩვენზეა დამოკიდებული, უნდა განხორციელდეს მნიშვნელოვნად სწრაფად. მე მოგახსენებთ რა პრობლემა დავინახეთ ამ მხრივ – სოციალური მუშაკები აღმოჩნდნენ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების და აღსრულების პროცესში რეალურად მარტონი, რაიმე ეფექტური უკუკავშირი სამინისტროსთან, რომელიც უზრუნველყოფდა მწვავე საკითხების პრევენციას, დეტექციას და მათზე რეაგირებას, იყო ძალიან სუსტი. ამ საკითხის მოსაგვარებლად ერთი თვის წინ შევქმენით სპეციალური საბჭო, რომელიც ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია, სადაც წარმოდგენილი არიან სოციალური მუშაკები, ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები. ამ საბჭოს ფუნქცია არის სოციალურ მუშაკებთან პირდაპირი უკუკავშირის და კომუნიკაციის უზრუნველყოფა და ამ საბჭოს მინისტრი ხელმძღვანელობს. მიუხედავად იმისა, რომ გეგმურად შეხვედრები თვეში ერთხელ არის წინასწარ გაწერილი, შესაძლებელია მისი ნებისმიერი სიხშირით მოწვევა. ბოლო თვის განმავლობაში ეს საბჭო ორჯერ იყო მოწვეული“, – განაცხადა სერგეენკომ.
---
05.03.2019
დავით სერგეენკო - ყველაფერზე, რაც სამინისტროში ან მის მიერ შემუშავებული პოლიტიკის განმახორციელებელ უწყებებში ხდება, პასუხისმგებელია მინისტრი
ყველაფერზე, რაც ხდება სამინისტროში, ან მის მიერ შემუშავებული პოლიტიკის განმახორციელებელ უწყებებში, პასუხისმგებელი არის მინისტრი, - ასე უპასუხა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჯანდაცვის კომიტეტზე სოციალური მუშაკების მიერ გაჟღერებულ არაერთ კრიტიკას. „რამდენჯერმე გაჟღერდა კითხვა, ვინ არის ამა თუ იმ საკითხზე პასუხისმგებელი. ვამბობ ხაზგასმით, იმაზე, რაც ხდება სამინისტროში, ან მის მიერ შემუშავებული პოლიტიკის განმახორციელებელ უწყებებში, ყველაფერზე პასუხისმგებელი არის მინისტრი. სოციალურ მუშაკებს ძალიან დიდი ტვირთი დააწვათ მხრებზე და ეს არ არის მხოლოდ რაოდენობრივი, ისინი აღმოჩნდნენ ძალიან მძიმე გადაწყვეტილებების მიღების და აღსრულების წინაშე მარტო. ეს არის პრობლემა და ეს ემოცია იგრძნობა მთლიანად. მეც ვგრძნობ ამას და გარწმუნებთ, რომ ეს მხოლოდ გრძნობების დონეზე არ დარჩება“, - მიმართა სერგეენკომ სოციალურ მუშაკებს.
---
05.03.2019
დავით სერგეენკო - სამწუხაროდ, სოციალური მუშაკები მარტონი არ არიან ამ დრამატულ რეჟიმში - მათთვის ეს შეღავათი არ არის, მაგრამ იგივე რეჟიმში არიან ექიმები
სამწუხაროდ, სოციალური მუშაკები მარტონი არ არიან ამ დრამატულ და ერთგვარ ბრუტალურ რეჟიმში. მათთვის ეს შეღავათი არ არის, მაგრამ იგივე რეჟიმში არიან მაგალითად, ექიმები, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. დეპუტატის კითხვა სოციალური მუშაკების მძიმე სამუშაო პირობებსა და მათი სახელმწიფოსგან დაუცველობის საკითხს ეხებოდა. დავით სერგეენკოს თქმით, ელენე ხოშტარიას შეთავაზება, რომ სოციალურ მუშაკზე მოძალადის მიმართ კანონი განსაკუთრებით მკაცრი იყოს, მისთვის მისაღებია. „სამწუხაროდ, სოციალური მუშაკები მარტონი არ არიან ამ დრამატულ და ერთგვარ ბრუტალურ რეჟიმში, მათთვის ეს შეღავათი არ არის, მაგრამ იგივე რეჟიმში არიან მაგალითად, ექიმები. თქვენ დააყენეთ საკითხი, რომ ერთად გვემუშავა იმაზე, რომ თუ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სოციალურ მუშაკზე ძალადობა ან აგრესია იქნა გამოვლენილი, ასეთ შემთხვევაში კანონი განსაკუთრებით მკაცრად მოექცეს მოძალადეს. აბსოლუტურად გეთანხმებით და სათხოვარი მექნება, რომ ექიმებიც შევიყვანოთ იგივე სიაში“, - განაცხადა მან.
---
05.03.2019
თბილისში მომუშავე სოციალურ მუშაკებს მთელი წლის სამგზავრო აბონიმენტები გადაეცემათ, ხოლო რაიონებში ავტომობილებით იქნებიან უზრუნველყოფილი
თბილისში მომუშავე სოციალურ მუშაკებს მთელი წლის სამგზავრო აბონიმენტები გადეცემათ, ხოლო რაიონებში ავტომობილებით იქნებიან უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. მან სოციალური მუშაკების მხარდაჭერაზე ისაუბრა და მათ შორის ინფასტრუქტურული და ტრანსპორტირების პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. „ალბათ, რამდენიმე დღის საკითხია, თბილისში მომუშავე სოციალურ მუშაკებს მივცემთ მთელი წლის სამგზავრო აბონიმენტებს, ხოლო რაიონებს მივაშველებთ ავტომობილებს, რომ შეძლონ ტრანსპორტირება. რაიონებში სამგზავრო აბონიმენტი არ იქნება ეფექტიანი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, მისი თქმით, განხორციელდა ინვენტარიზაცია ოფისების, რომლებშიც სოციალურ მუშაკებს უწევთ მუშაობა. შედეგად, გაიწერა გეგმა, შედგა გრაფიკი და გეგმის აღსრულება დაწყებულია. ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანი საკითხია უკუკავშირისა და კომუნიკაციის გაძლიერება. ამ მხრივ, მინისტრმა სოციალური მომსახურების სააგენტოს რეორგანიზაცია აღნიშნა. „სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარეობს რეორგანიზაცია, რომელიც მრავალი მიზეზითაა განპირობებული. მიდის ოთხივე მიმართულებით: შრომა სოციალური, ჯანდაცვა, დევნილები. რაც შეეხება სოციალურ მიმართულებას, გათვალისწინებულია ისეთი ერთეულების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიულ უკუკავშირს, პროფესიულ მხარდაჭერასა და პროფესიულ პრევენცია-დეტექცია რეაგირების მექანიზმების ამუშავებას. რეორგანიზაცია მიმდინარეა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
---
05.03.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/535630-socialuri-mushakebis-raodenoba-gaizrdeba/
სოციალური მუშაკების რაოდენობა გაიზრდება
2019 წელს სოციალური მუშაკების რაოდენობა გაიზრდება, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჯანდაცვის კომიტეტზე განაცხადა. „ის კანონი, რომელიც მიღებულია, არეგულირებს მთელ რიგ საკითხებს და მათ შორის ხედვას, სოციალური მუშაკების შესახებ. 2009 წელს სოციალური მუშაკების რაოდენობა იყო 171, 2018 წელს - 244, ხოლო 2019 წელს დაგეგმილია 50 სოციალური მუშაკის დამატება. სოციალური მუშაკების დამატება არ არის მხოლოდ სამინისტროს კეთილ ნებაზე ან შიდა გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული. ეს კანონის ნაწილია, მათ შორის ქვეყნის ბიუჯეტის კანონის და უნდა მოხდეს შესაბამისობაში მოყვანა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. მინისტრის თქმით, ასევე არსებობს გრაფიკი და სოციალური მუშაკების რაოდენობა გაიზრდება. კერძოდ, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, 2020 წელს დაემატება ასევე 50 სოციალური მუშაკი, 2021 წელს თვითმმართველობებში გაჩნდება სოციალური მუშაკების აქტივობა და ბოლო თარიღი არის 2025 წელი, როცა ერთ სოციალურ მუშაკს არ უნდა ჰქონდეს 50 საქმეზე მეტი.
კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/socialuri-mushakebis-raodenoba-gaizrdeba
კვირა.ჯი- http://kvira.ge/453049
პია.ჯი- https://pia.ge/post/250101-sergeenko-socialuri-musakebis-raodenoba-gaizrdeba
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=79774
ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/205536-socialuri-mushakebis-raodenoba-gaizrdeba.html?lang=ka-GE
ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/43554/2019-tsels-dagegmilia-50-sotsialuri-mushakis-damateba--sergeenko
იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/ekonomika/98580/2019-tsels-sotsialuri-mushakebis-raodenoba-gaizrdeba
---
05.03.2019
დავით სერგეენკო - სანზონაში 4 წლის გოგონას გარდაცვალებამ დამანახა, რომ დაგეგმილი ცვლილებები სწრაფად უნდა განხორციელდეს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალური მუშაკები ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების და აღსრულების პროცესში მარტო აღმოჩნდნენ. ამის შესახებ მან პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, სამინისტროსა და სოციალურ მუშაკებს შორის კომუნიკაცია უფრო ეფექტური უნდა იყოს. „ძალიან სამწუხაროდ, წელს მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ - 4 წლის გოგონას გარდაცვალებამ, რომელსაც ვერანაირად ვერ ავუვლით გვერდს, მე პირადად დამანახა იმის საჭიროება, რომ ბევრი დაგეგმილი ცვლილება უნდა განხორციელდეს სწრაფად. ამ მხრივ არსებობს ფუნქციონალური პრობლემები. სოციალური მუშაკები რეალურად მარტო აღმოჩნდნენ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების და აღსრულების პროცესში. სამინისტროსთან რაიმე ეფექტური უკუკავშირი, რომელიც უზრუნველყოფდა მწვავე საკითხების პრევენციას, დეტექციას და მათზე რეაგირებას, იყო ძალიან სუსტი. ამ საკითხის მოსაგვარებლად ერთი თვის წინ ჩვენ შევქმენით სპეციალური საბჭო, რომელიც ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია, სადაც წარმოდგენილები არიან სოციალური მუშაკები, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები. ამ საბჭოს ფუნქცია არის სოციალურ მუშაკებთან პირდაპირი უკუკავშირის და კომუნიკაციის უზრუნველყოფა და ამ საბჭოს მინისტრი ხელმძღვანელობს. მიუხედავად იმისა, რომ გეგმურად თვეში ერთხელ არის წინასწარ გაწერილი, შესაძლებელია მისი ნებისმიერი სიხშირით მოწვევა და ბოლო თვის განმავლობაში ეს საბჭო ორჯერ იყო მოწვეული“, - განაცხადა სერგეენკომ.
---
05.03.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/davit-sergeenko-socialuri-mushakebis-funqciebi-sakmaod-fartea-da-kidev-ufro-gaizrdeba/
დავით სერგეენკო - სოციალური მუშაკების ფუნქციები საკმაოდ ფართეა და კიდევ უფრო გაიზრდება
სოციალური მუშაკების ფუნქციები დღესდღეობით საკმაოდ ფართეა და პერსპექტივაში კიდევ უფრო გაიზრდება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. „რა ფუნქციებს ასრულებს დღესდღეობით სოციალური მუშაკი: ბავშვზე ოჯახში ძალადობის გამოვლენა, მათზე რეაგირება და შემდგომი ინტერვენციების გამოვლენა; მეურნეობის მზურველობის მხარდაჭერის საქმიანობა და მათზე ზედამხედველობა; ბავშვის შვილად აყვანასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება; სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების ზედამხედველობა; დამცავი და შემაკავებელი ორდერების და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ სასამართლოში პროცესებში მონაწილეობა. არასრულწლოვანთა დაკითხვის პროცესში მონაწილეობა. ოჯახური დავების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება; ფულადი და არაფულადი დახმარების საკითხში მონაწილეობა და ამ საკითხთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება, როგორიც არის ოჯახებთან გასაუბრება, სერვისების მიღებაში დახმარება და სხვა; ეს არის მოკლე და საკმაოდ მშრალი ჩამონათვალი იმ აქტივობების, რასაც ახორციელებენ სოციალური მუშაკები“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. ამასთან მინისტრმა სოციალური მიმართულებით წლების განმავლობაში არსებულ დინამიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მიმართულება ორ ნაწილად იყოფა, რაოდენობრივი და თვისობრივი. „სოციალური რებილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა, 2019 წელს 35 მილიონ ლარზე მეტია, წლების განმავლობაში გაორმაგდა. ადრეული განვითარების პროგრამის ბიუჯეტი 2012 წელს იყო 129 ათასი ლარი და დღეს არის 2 მილიონი ლარი, ანუ რაოდეობრივი დინამიკა არის მზარდი. რაც შეეხება თვისობრივ დინამიკას და საკითხის ფუნქციურ არსს – გამომდინარე იქიდან, რომ წლების განმავლობაში სოციალური მუშაკების სამუშაოს მოცულობა და ფუნქციები მნიშვნელოვნად იზრდებოდა, სისტემამ, რომელიც უზრუნველყოფს მათი შესრულებული სამუშაოს რაოდენობრივ-თვისობრივ კონტროლს, მათთან უკუკავშირს, სისტემა იმდენად სწრაფად ვერ განვითარდა ვერ დაეწია იმ ფუნქციების გაფართოებას, რაც ხდებოდა მათ სამუშაო დატვირთვაში. აქედან გამომდინარე, ამის დეტექცია ყოველთვის ხდებოდა. ეს დაფარული არასდროს არ ყოფილა, სწორედ ამიტომ იყო შარშან რამდენიმეთვიანი კონსულტაციები სპეციალისტებთან მათ შორის, საერთაშორისო დონის სპეციალისტებთან. შარშან 2018 წელს მიღებული იქნა ახალი კანონი, რომელშიც გაიწერა ბევრი მიზანი, გაიწერა გრაფიკი და შარშან სექტემბერში ამ კანონს დაემატა სტანდარტული საოპერაციო პროცედურები და სხვადასხვა რეგულაციები“, – განაცხადა სერგეენკომ.
---
05.03.2019
დავით სერგეენკოს ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის ორი დიდი ზომის ბავშვთა სახლია დარჩენილი, რომელიც მალე დაიხურება
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოში 2 დიდი ზომის ბავშვთა სახლია დარჩენილი, რომელიც მალე დაიხურება. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დავით სერგეენკოს თქმით, სახელმწიფო დიდი ზომის ბავშვთა სახლებიდან მცირე ზომის ბავშვთა სახლებზე და ოჯახების შესაძლებლობების გაძლიერებაზე უნდა გადავიდეს, რათა ბავშვის ოჯახიდან გაყვანა ნაკლებად გახდეს საჭირო. “სოციალური პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს სოციალური სამუშაო, რომლის ძირითადი განმახორციელებლები არიან სოციალური მუშაკები და ეს პროფესია ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდააა ჩვენს ქვეყანაში. დაახლოებით, 20 წლის წინ ჩეყარა ამ მიმართულებას საფუძველი. სოციალური მუშაკების სამუშაოს მოცულობა ამ წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდებოდა. ამაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებდა, თუმცა მათგან გამორჩეული იყო ორი. ერთი არის ე.წ. დეინსტიტუციონალიზაცია, რომელიც შინაარსობრივად არის ის, რომ დიდი ზომის ბავშვთა სახლებიდან სახელმწიფო მცირე ზომის ბავშვთა სახლებზე, ოჯახის შესაძლებლობების გაძლიერებაზე უნდა გადავიდეს, რათა ნაკლებად გახდეს საჭირო ბავშვის ოჯახიდან გაყვანა. ამ დეინსტიტუციონალიზაციას, წლები დასჭირდა და ფაქტობრივად, ფინალში გავდივართ, მხოლოდ, 2 დიდი ზომის ბავშვთა სახლი დარჩა დღეის მდგომარეობით და ისინიც მალე დაიხურება. მეორე გამორჩეული ფაქტორი არის ის, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევებში, რომელიც ადრე ოჯახში იკეტებოდა ან მხოლოდ სასამართლოს აღსრულების ანაბარა იყო ეს ოჯახები, სულ უფრო და უფრო მეტად არიან სოციალური მუშაკები ჩართული. შესაბამისად, სოციალური მუშაკების ფუნქციები დღეის მდგომარეობით, საკმაოდ ფართოა და პერსპექტივაში გაიზრდება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/43553/sergeenko-mkholod-ori-didi-zomis-bavshvta-sakhli-darcha-da-isinits-male-daikhureba
---
05.03.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/535632-socialuri-momsaxurebis-saagentoshi-reorganizacia-mimdinareobs/
სოციალური მომსახურების სააგენტოში რეორგანიზაცია მიმდინარეობს
სოციალური მომსახურების სააგენტოში, ამ ეტაპზე, რეორგანიზაცია მიმდინარეობს, რომელიც მრავალი მიზეზით არის განპირობებული, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრმა რამდენიმე პუნქტი წარადგინა, რაც სოციალური მუშაკებისთვის პირობების გაუმჯობესებას უკავშირდება. „გარკვეულმა პროცესებმა მნიშვნელოვნად გაზარდა სოციალური მუშაკების ფუნქციური დატვირთვა და ისინი ერთი მხრივ, მოცულობით დიდი სამუშაოს წინაშე აღმოჩნდნენ და მეორე მხრივ, აღმოჩნდნენ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების და აღსრულების წინაშე. ამოცანა არის სოციალური მუშაკების სამუშაოს მოცულობის ნაწილის განტვირთვა იმ ნაწილისგან, რომელიც არ არის მათი უშუალო საქმიანობის სფერო. ასევე, მნიშვნელოვანია ტექნიკური მხარდაჭერა. თბილისში მომუშავე სოციალურ მუშაკებს მივცემთ მთელი წლის სამგზავრო აბონემენტებს, ხოლო რაიონებს მივაშველებთ ავტომობილებს. ასევე, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ შევაჯამეთ ერთგვარი ინვენტარიზაცია იმ ოფისების, სადაც სოციალურ მუშაკებს უწევთ ძირითადად მუშაობა და გაიწერა გეგმა, მისი აღსრულება უკვე დაწყებულია. კიდევ ერთი საკითხი არის უკუკავშირის და კომუნიკაციის გაძლიერება. ახლა, სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარეობს რეორგანიზაცია, რომელიც მრავალი მიზეზით არის განპირობებული. გათვალისწინებულია ისეთი ერთეულების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიულ უკუკავშირს, პროფესიულ მხარდაჭერას და პრევენცია-დეტექცია-რეაგირების მექანიზმების ამოქმედებას“,- განაცხადა სერგეენკომ.
---
05.03.2019
ელენე ხოშტარიას შეფასებით, სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებული ვითარება „კატასტროფულად, ტრაგიკულად, გულის გასახეთქად მძიმეა“
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებული ვითარება არის „კატასტროფულად, ტრაგიკულად, გულის გასახეთქად მძიმე“. ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს უსმენენ. ელენე ხოშტარიამ სოციალური მუშაკების რაოდენობასთან და ცოდნასთან, ასევე მოვალეობებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა. „თქვენ სწორად თქვით, მიზეზები არ გიკავშირდებათ თქვენ, ამ სამინისტროს ან ამ ხელისუფლებას, მაგრამ ჩვენ თუ შევხედავთ, რა საშინელებები ხდება და როგორი დაუცველები არიან ეს ბავშვები, მე ვფიქრობ, რომ ამ სიმწვავეზე უნდა შევთანხმდეთ, რომ გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად არის მისაღები. აქ რაზეა ლაპარაკი: სოციალურ მუშაკებს აქვთ 29 ფუნქცია, მაგრამ ესეც არ ასახავს იმ ფუნქციას, რასაც ისინი აკეთებენ. უცებ შეიძლება, ღამის 03:00 საათზე დაურეკონ და უთხრან, რომ ბავშვის შესაძლო გაუპატიურების შემთხვევაა, ის დგება, მას ობიექტურად არ ჰყოფნის ტრანსპორტის ფული, რაღაცას იზამს, მაგრამ იქიდან როგორ წამოიყვანს ბავშვს?არავის არ ეგონოს, რომ აქ ვინმე მანქანებს ითხოვს, ბავშვები რომ გადავარჩინოთ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.დეპუტატმა რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სოციალურ მუშაკებს, რომლებიც რეგიონებში მუშაობენ, სოფლიდან სოფელში გადაადგილების პრობლემა აქვთ, რადგან ავტომობილს არ ფლობენ.
---
05.03.2019
სოცმუშაკი დავით სერგეენკოს - ის, რომ ბავშვები და ხანდაზმულები არ გვიკვდებიან, არის შემთხვევითობის დამსახურება, სად არის ამ დროს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა?!
ის, რომ ბავშვები და ხანდაზმულები არ კვდებიან, არის მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობის დამსახურება, სად არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა?!, - ამ სიტყვებით მიმართა სოციალურმა მუშაკმა, ქეთევან ხუციშვილმა პარლამენტში, ჯანდაცის კომიტეტზე მისულ ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს. სოციალურმა მუშაკმა სიტყვით გამოსვლისას იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც მას და მის კოლეგებს მუშაობის დროს ექმნებათ. „ამბობენ, რომ სოციალური მუშაკების რიცხვი არის 238, თუმცა ეს ასე არ არის, რადგან წლების განმავლობაში ხდებოდა კადრების გადინება სისტემიდან და არ ხდებოდა ახლების მიღება. დღეს, როცა საუბარია, რომ მიმდინარე წელს 50 სოციალურ მუშაკს მიიღებენ, ეს არ იქნება კადრების დამატება, ეს იქნება კადრების შევსება. ძალიან მიხარია, რომ დეპუტატებს გააზრებული აქვთ ის, რაზეც ჩვენ ვწუხვართ და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა, ეს არის 100 ათასობით ყველაზე დაუცველი ადამიანის პრობლემა ქვეყანაში, რომელთანაც მიდის პირველი და რჩება ბოლომდე სოციალური მუშაკი. ბოლომდე დარჩენაში მართლა ბოლომდე დარჩენა იგულისხმება, რადგან მაგალითად სოციალური მუშაკები ხშირად დასაკრძალ ადგილებს ეძებენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მიატოვა თავის ოჯახმა და სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო, რომ პანსიონატებში გადაეყვანა. სოციალური მუშაკები ვითხოვთ თავშესაფრებს ამ ადამიანებისთვის, ჩვენ ვითხოვთ ჩვენს სერვისებს ბავშვებისთვის. უკვე ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ სოციალური მუშაკები იმაზე, რომ ამ ფიზიკური, ემოციურ და ადამიანური რესურსებით საქმეს ვერ ვაკეთებთ, რის გამოც ზარალდებიან პირველ რიგში ყველაზე დაუცველი ადამიანები ჩვენს უკან“, - განაცხადა სოციალურმა მუშაკმა. მან მინისტრ დავით სერგეენკოს მიმართა განემარტა, თუ რა გეგმა აქვს სახელმწიფოს იმ კრიზისთან დაკავშირებით, რაც მაგალითისთვის გლდანის სერვის-ცენტრშია შექმნილი. „რა გეგმა გაქვთ კრიზისის მართვის იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება გლდანის სერვის-ცენტრში. სერვის-ცენტრი უკვე ერთი თვეა მუშაობს უფროსი სოციალური მუშაკის გარეშე, ცენტრში სულ მუშაობს 10 ადამიანი, რომელთაგან 6 არის ახალი მოსული, არ არსებობს არანაირი შიდა სამუშაო ინსტრუქცია, როგორ განაწილდეს საქმეები. ერთი კვირის მოსული ადამიანი მიდის და მუშაობს სექსუალურ ძალადობაზე. ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ მას რაღაც აუცილებლად შეეშლება?! ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ერთ მუშაკს კვირაში 100 საქმე ეწერება და განცხადების წაკითხვას ვერ ასწრებენ?! ჩვენ ასეთ შემთხვევაში ვამბობთ-ხოლმე - ის, რომ ბავშვები და ხანდაზმულები არ გვიკვდებიან, არის მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობის დამსახურება. სად არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა?!“ - მიმართა სოციალურმა მუშაკმა დავით სერგეენკოს.
---
05.03.2019
გიგი წერეთელი - სოციალური მუშაობის მიმართულებით კრიტიკისთვის ოპოზიციას დიდი სარბიელი აქვს, ვინაიდან ხელისუფლება ბევრ შეცდომას უშვებს
თუ უმუშევრობის, სიღარიბის, ინვესტიციების ნაკლებობის და სხვა პრობლემული მიმართულებებით ქვეყანამ თავისი ინდიკატორები არ გააუმჯობესა, მაშინ არც ფული იქნება ბიუჯეტში და რაც არ უნდა იძახოთ, „ფული მეტი გვინდა“ - არ იქნება ეს ფული, თუ არ იქნება ქვეყანაში ფულის შექმნის, ფინანსების გენერირების მექანიზმები, - ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, სოციალური მუშაობის მიმართულებით კრიტიკისთვის ოპოზიციას ძალიან დიდი სარბიელი აქვს, ვინაიდან ხელისუფლება ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს. „მთელ მსოფლიოშია ტენდენცია, რომ სოციალური მუშაკების წონა და საჭიროება იზრდება. აქედან გამომდინარე, შესაბამისი ნაბიჯები ნამდვილად გადასადგმელია. ვხედავთ, რომ ასეთი სურვილი არსებობს. ნამდვილად არ არის ახლა იმაზე ლაპარაკი, რომ ოპოზიცია ხელოვნურად რაღაც კრიზისებს ქმნიდეს. ოპოზიციისთვის ძალიან დიდი სარბიელია, იმდენი საკრიტიკოა და იმდენ შეცდომას ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან. ჩემთვის საინტერესო იქნება სოციალური მუშაკების საჭიროებების მოსმენაც, მაგრამ წლების წინ სოციალური მუშაკი ასოცირდებოდა ორ თემასთან - ბავშვის შვილად აყვანა და შშმ პირებისთვის დახმარების გაწევა. დღეს ეს არეალი ძალიან გაფართოვდა, სოციალურ მუშაკს აქვს ძალიან დიდი დატვირთვა. კარგია, თუ უფრო მეტი კოორდინაცია იქნება, მაგრამ საჭიროებებზე უნდა იყოს ყველაფერი მორგებული. ისე არ არის, რომ ჯერ დახარჯო, და მერე იმაზე იფიქრო, ფული საიდან მოიტანო. ჯერ ფული უნდა მოიტანო და მერე დახარჯო. ის პრობლემები, რაც უკავშირდება მძიმე უმუშევრობას, სიღარიბეს, ინვესტიციების ნაკლებობას, პოლიტიკას, სასამართლო რეფორმას - თუ ამ მხრივ ქვეყანამ თავისი ინდიკატორები არ გააუმჯობესა, მაშინ არც ფული იქნება ბიუჯეტში, და რაც არ უნდა იძახოთ, „ფული მეტი გვინდა“ - არ იქნება ეს ფული, თუ არ იქნება ქვეყანაში ფულის შექმნის, ფინანსების გენერირების მექანიზმები. ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ამ კომიტეტის წევრი ვიყავი და არადროს მახსოვს, ოდესმე მეთქვას, რომ ფული უნდა მოვაკლოთ ჯანდაცვას ან სოციალურ სფეროს, მაგრამ ხელისუფლების ამოცანაა, ამ ხარჯების საფუძველი შექმნას“, - განაცხადა წერეთელმა.
---
05.03.2019
ყოფილი სოციალური მუშაკი - დედმამიშვილების, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დაშორება არ შეიძლება, ეს არის ბავშვის უფლებების დარღვევა
სოციალური მუშაკი რატომ უნდა ვუხსნიდე სამი საათის განმავლობაში ჩემს დამსაქმებელს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 4 დედმამიშვილის დაშორება არ შეიძლება?! - ამ კითხვით მიმართა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე მისულ ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს გლდანი ნაძალადევის სერვის-ცენტრის ყოფილმა სოციალურმა მუშაკმა მარიამ ბანძავამ. სოციალურმა მუშაკმა კომიტეტის სხდომაზე იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც მათ მუშაობის პროცესში ექმნებათ და პასუხისმგებლობა ამაზე სახელმწიფოს დააკისრა. „ჩემი სამუშაოს ბოლო დღეს ოჯახიდან გამოვიყვანეთ 4 მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც იყო ძალადობის მსხვერპლი. პირველ რიგში იყო ისევ და ისევ ტრანსპორტირების პრობლემა. ამის შემდეგ, 4 ბავშვი, რომელიც იყო ოჯახის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი, მივიყვანეთ იმ სერვისცენტრში, სადაც ელემენტარული, 10 კვადრატული მეტრი სივრცე არ არსებობს, რომ ეს ბავშვები გადაგვეყვანა, ვიდრე მათი ბედი გადაწყდებოდა. დავრეკეთ სერვისცენტრში და მოვითხოვეთა ადგილი ამ ბავშვებისთვის, დეპარტამენტში კი გვითხრეს, რომ 4 დედმამიშვილი უნდა დავაშოროთ ერთმანეთს და ამაზე პასუხი არის ის, რომ თბილისის მასშტაბით არ არსებობს მიმღები ოჯახი, არ არსებობს მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ადგილები, რომ ეს 4 ბავშვი გადავიყვანოთ. ამ დროს არის კითხვა, რატომ მეუბნებიან მე, რომ დღეს სხვა გზა არ გვაქვს და მოდით ეს ბავშვები დავაშოროთ, რატომ უნდა ვუხსნიდე სამი საათის განმავლობაში ჩემს დამსაქმებელს, რომ 4 დედმამიშვილის, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დაშორება არ შეიძება, ეს არის ბავშვის უფლებების დარღვევა. ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? სოციალური მუშაკი ფსიქოლოგი, ოჯახი თუ კონკრეტულად სახელმწიფო“,- განაცხადა ბანძავამ.
---
05.03.2019
"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელი - ერთი წელი ელოდება ჩვილბავშვიანი მშობელი, რომ სპეციალური პროგრამით ბავშვს საჭმელი შეუძინონ
სოციალური მუშაკების დატვირთვა გასამმაგდა, მათი მხარდაჭერა კი, გარდა 2015 წელს ხელფასის 100-ლარიანი ზრდისა, არ მომხდარა, - ამ სიტყვებით პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელმა ანა აბაშიძემ ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს მიმართა. „პასუხები, რომლებიც მინისტრისგან მოვისმინეთ, მართალია, ბოლომდე ვერ გვაკმაყოფილებს, მაგრამ მედიაციის პროცესში ჩვენ ეს პასუხებიც ვერ მივიღეთ. ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ სამინისტროს მენეჯმენტის კრიზისული პრობლემა აქვს. აქ არავინ ფიქრობს, რომ მინისტრმა უნდა იცოდეს, რამდენი დაუცველი ბავშვია ჩოხატაურის კონკრეტულ სოფელში. ლაპარაკია იმაზე, რომ მინისტრმა უნდა იცოდეს, რომ ოჯახის გაძლიერების პროგრამები არ არსებობს. თქვენ დამისახელებთ კრიზისულ პროგრამას, რომელიც ერთადერთია, და აქვე გეტყვით, რომ ერთი წელი ელოდება ჩვილბავშვიანი მშობელი, რომ ბავშვს ამ პროგრამამ საჭმელი შეუძინოს. რაც შვრებიან ამ დროს? სოცმუშაკი მიდის, ნათესავებს ფულს ესესხება ან აფთიაქებს ეხვეწება, რომ კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვი გადაარჩინოს. არანაირი ინტერესი არ მაქვს ამაზე ვილაპარაკო, ეს რომ სიმართლე არ იყოს. სამინისტრომ ჩემზე კარგად იცის, რომ ეს არის ჭეშმარიტება. 2012 წლის შემდეგ მოხდა რამდენიმე ძირითადი რეფორმა. ჯანდაცვას არ შევეხებით, სადაც კარგი რაღაცები მოხდა და ვაფასებთ ამას, მაგრამ სოციალური დაცვის მიმართულებით პრაქტიკულად ვერც ერთ რეფორმას ვერ ვიხსენებ. თუ თქვენ დაასახელებთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს, ეს ძალიან კარგია. მხარდამჭერის რეფორმა კონცეპტუალურად ძლიერი პროგრამაა. კონცეპტუალურად რეფორმატორები ვართ, მაგრამ ამ ყველაფერმა სოციალური მუშაკების დატვირთვა გაასამმაგა, მათი მხარდაჭერა კი, გარდა 2015 წელს ხელფასის 100-ლარიანი ზრდისა, არ მომხდარა. ანუ ის კარგი ამბავი, რომელიც გარეთ კარგად იყიდება და ჩვენც მოგვწონს, ამ ადამიანების ზურგზე გადადის“, - განაცხადა ანა აბაშიძემ. ის ასევე შეეხო ფინანსირების საკითხსაც და აღნიშნა, რომ აუთვისებელი საბიუჯეტო სახსრები კვლავ პრობლემას წარმოადგენს. „ვაფასებთ, რომ 2012 წელთან შედარებით 2019 წელს დაფინანსება იგივე არ არის, მაგრამ ამ გაზრდილ ხარჯებს აბსოლუტურად იგივე ეფექტი აქვს - ის ვერ აძლიერებს კონკრეტულ ბენეფიციარს. რატომ ხდება ისე, რომ მწირი დაფინანსების პირობებშიც კი თანხები უკან ბრუნდება? რატომ არსებობს აუთვისებელი თანხები? ბევრი მილიონი ისევ უკან რატომ ბრუნდება? ჩემი აზრით, ეს ისევ მენეჯმენტის პრობლემაა. ეს პრობლემა წლების წინაც გქონდათ, რის გამოც რამდენიმე ადამიანი სამსახურიდანაც გაათავისუფლეთ. დღეს რატომ ხდება იგივე?“ - აღნიშნა აბაშიძემ.
---
05.03.2019
სოცმუშაკი სერგეენკოს - ფსიქიკური ჯანმრთელობის ადამიანი დაწესებულებაში ჩარიცხვაზე რიგშია 21-ე, მას რომ რამე მოუვიდეს, ვისი პასუხისმგებლობა დადგება?
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანი, რომელსაც მეურვე გარდაეცვალა და მარტო დარჩა, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ჩარიცხვაზე რიგშია 21-ე - იქ განთავსებამდე მას რომ რამე მოუვიდეს, ვისი პასუხისმგებლობა დადგება? - ამ სიტყვებით პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს ერთ-ერთმა სოციალურმა მუშაკმა მიმართა. მისივე თქმით, დიაგნოზიდან და უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე, ეს ადამიანი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მუდმივ ცხოვრებას საჭიროებს, მაგრამ როდის მოუწევს მას რიგი, უცნობია. „ერთ-ერთი ბენეფიციარის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე სრულწლოვანი შვილის მეურვედ დანიშნული იყო მისივე დედა. ეს ქალბატონი დაავადდა სიმსივნით და გასული წლის ზაფხულიდან წერდა განცხადებებს, რომ შეიძლება ნებისმიერ დროს გარდაიცვალოს, მის შვილს კი ყოველდღიური ზრუნვა სჭირდება. ის შვილის ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განთავსებას ითხოვდა. ამ ადამიანის დიაგნოზიდან და უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე, ის არ შეესაბამებოდა სათემო ორგანიზაციაში ჩარიცხვას და ის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მუდმივ ცხოვრებას საჭიროებს. დედა გარდაიცვალა შემოდგომაზე და თავისთავად მეურვეობა როგორც საქმე შეწყდა, თუმცა ეს კონკრეტული ადამიანი დარჩა მარტო, მას არ ჰყავს მომვლელი და ის არის რიგში 21-ე. მას არ აქვს უნარ-ჩვევები, არ იცის, რომ ზამთარში თბილად უნდა ჩაიცვას, არ იცის საკვების მომზადება და ასე შემდეგ. როდის მოუწევს მას რიგი, არ ვიცი, და მაინტერესებს, ფსიქიატრიულში ჩარიცხვამდე მას რომ რამე მოუვიდეს, ვისი პასუხისმგებლობა დადგება? ჩემი როგორც სოციალური მუშაკის თუ ინსტიტუციური პასუხისმგებლობა იქნება?“ - მიმართა სოცმუშაკმა მინისტრს. თავის მხრივ, დავით სერგეენკომ აღნიშნული ბენეფიციარის საკითხი პირად კონტროლზე აიყვანა და განაცხადა, რომ ამ პრობლემას თვითონ მიხედავს.
---
05.03.2019
"ორი შვილი დედაჩემთან ცხოვრობს... ჩვენ არ გვაქვს საცხოვრებელი პირობები... მეუღლე მწყემსია და სეზონური სამუშაო აქვს... ხშირად ფულის ნაცვლად საჭმელს აძლევენ"
ქსენია ნემცოვას ოჯახი ხომ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს! საცხოვრებელი, რომელიც ადრე ბოსელი იყო, ავარიულ მდგომარეობაშია; რკინის საწოლები ისე ყანყალებენ, რომ სადაცაა დაიშლებიან; ტყუპებს ხელნაკეთ ყუთში სძინავთ; სახლში არც წყალია, არც გაზი და არც ტუალეტი. სოფელში, სადაც ეს ოჯახი ცხოვრობს, არ არის სკოლა, საბავშვო ბაღი, პროდუქტების მაღაზია, სამედიცინო პუნქტი... ნუთუ ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობენ ასეთი საცხოვრებელი ადგილები? სამწუხაროდ, დიახ! საგარეჯოდან 26 კილომეტრში მდებარეობს სოფელი სათაფლე, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 50 ადამიანს შეადგენს. აქ გამეფებულია შიმშილი და სიღარიბე, უიმედობა და სასოწარკვეთა. ხალხმა არც კი იცის თუ როგორ უნდა გამოვიდეს ამ მძიმე მდგომარეობიდან და სასწრაფო შველას ითხოვს. ჩვენ ვესაუბრეთ ქსენიას, 4 შვილის დედას, და ვთხოვეთ მოეყოლა იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტა ოჯახის შექმნა ამ მიყრუებულ სოფელში და როგორ აპირებს გადარჩენას, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით: - ქსენია, როგორ მოხვდით ამ სოფელში? – ეს იყო 10 წლის წინ. საგარეჯოში, სადაც ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი, ჩამოვიდა ახალგაზრდა ყმაწვილი და... შეგვიყვარდა ერთმანეთი. მაშინ დაახლოებით 20 წლისანი ვიყავით. ხომ გსმენიათ, სიყვარული ბრმა არისო, ხოდა ერთმანეთის გარდა არაფერზე ვფიქრობდით და არც დავფიქრებულვარ ისე გავყევი ჩემს შეყვარებულს ამ სოფელში. გარდა ამისა, ძალიან ამიჩუყდა გული, როდესაც გავიგე რომ იგორი ობოლი იყო, არ ყავდა არც ნათესავები და არც მეგობრები. თქვენ წარმოიდგინეთ, მას პირადობის მოწმობაც კი არ აღმოაჩნდა. - რას საქმიანობს იგი? – მწყემსია და აქვს სეზონური სამუშაო. შემოსავალი იმდენად მწირია, რომ ელემენტარულ საკვებზე არ გვყოფნის. ხშირად ფულის ნაცვლად საჭმელს აძლევენ და ამით ისტუმრებენ მას. ვცხოვრობთ ამ გაუბედურებულ შენობაში, რომელიც ადრე ბოსელი იყო. - უფროსი ქალიშვილები სად არინ? – სნეჟანა რვა წლის არის, ხოლო ვიქტორია ხუთის. ისინი დედაჩემთან ცხოვრობენ საგარეჯოში. დედას ბავშვები ჩვენთან შაბათ- კვირას ჩამოჰყავს. აბა რა ვქნა? საჭმელი ჩვენ არ გვაქვს და საცხოვრებელი პირობები, სკოლა და საბავშვო ბაღი?! -დედის გარდა ვინმე გეხმარებათ? -არავისთვის მიმიმართავს დახმარებისთვის, ისე მგონია, რომ ყველა უარს მეტყვის... - ნუთუ არ გიფიქრიათ იმაზე, რომ როგორც მშობლები, პირველ რიგში სწორედ თქვენ აგებთ პასუხის შვილების კეთილდღეობაზე და ასეთმა პასიურობამ ხომ შეიძლება რომ გამოიწვიოს სავალალო შედეგი ბავშვებისთვის? – ბოდიში, რომ ვერ ვიკავებ ცრემლებს... ეს ჩვენთვის სერიოზული გაკვეთილია! დიდი მადლობა ჩერნოვეცკის ფონდს, რომ მოგვძებნეთ, ჩამოხვედით ამ სოფელში და მზად ხართ დახმარებისთვის. -ასეთ პირობებში როგორ უმკლავდებით ტყუპების მოვლას? – ძალიან რთულია. დავაძინებ ტყუპებს და წყლის მოსატანად გავიქცევი, ოთახს დავალაგებ, წყალწყალა სუპს გავაკეთებ. ტყუპები ერთდროულად იღვიძებენ და მერე უკვე სხვას ვერაფერს ვაკეთებ. ხანდახან ისე ტირიან, რომ ვერ ვაჩერებ, ალბათ რაღაცა აწუხებთ, მაგრამ სადაა წამლის ფული? - სახლი, ავეჯი, ჭურჭელი.... გასაგებია, რომ ეს არის თქვენი მატერიალური სახის ოცნება, მაგრამ ხომ ვერ გაგვიმხელთ - თქვენი სული რაზე ოცნებობს? – მიუხედავად ასეთი მოუწყობელი ცხოვრებისა, ჩემი და იგორის სიყვარულმა გაუძლო დროს, უძლებს სიძნელეებს და ვოცნებობ, რომ სიყვარულში გავატაროთ ჩვენი ცხოვრება. სწორედ სიყვარულმა გაგვაძლებინა აქამდე. ღამით, როდესაც ტყუპებს სძინავთ და ქმარი მთებში ნახირს უვლის, შიშის გრძნობა შემიპყრობს, დავანთებ სანთელს და ვლოცულობ: „უფალო, იესო ქრისტეო, შეგვიწყალენ ჩვენ ცოდვილნი" ... მეგობრებო, ამ ოჯახის ისტორია, როგორც ხედავთ, ძალიან ჩახლართულია. პრობლემა ის კი არ არის, რომ ვიღაცას შეგნებულად არ უნდა თავი დააღწიოს სიდუხჭირეს, არამედ ის, რომ ამ ადამიანებს არ შესწევთ უნარი საკუთარი ძალებით მოაგვარონ თავიანთი პრობლემები. სწორედ ამიტომ სჭირდებათ მათ დახმარება და თანადგომა, რამეთუ პირველ რიგში, როგორც ეს ხდება ამგვარ სიტუაციებში, სწორედ ბავშვები იჩაგრებიან! ეს ოჯახი საჭიროებს საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, თეთრეულს, ჭურჭელს, ავეჯს, ჰიგიენურ საშუალებებს. დახმარების თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩრნოვეცკის ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ქსენია ნემცოვას ოჯახი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც: chernovetskyifund.ge
---
05.03.2019
გორში ბიძამ არასრულწოოვანი ძმისშვილი სავარაუდოდ სექსუალურად შეავიწროვა
გორის მუნიციპალიტეტში ბიძამ მერვეკლასელი გოგონა სექსუალურად შეავიწროვა. „ნიუპოსტის“ კორესპოდნნეტის ცნობით, ამის შესახებ ბავშვმა სკოლის ადმინისტრაციას აცნობა, ადმინისტრაციამ კი საგანმანათლებლო რესურცეტრს. „დირექტორმა მითხრა, რომ ბავშვი ტიროდა გაკვეთილზე, დამრიგებელმა ჰკითხა, რატო ტიროდა, გაიყვანა დირექტორის კაბინეტში და დირექტორთან ერთად უთხრა, რომ ბიძისგან ისეთ მოფერებას ჰქონდა ადგილი, როგორიც მას არ სიამოვნებდა. ჩემი რეკომენდაციით, დირექტორმა დარეკა 112-ში და ფაქტის შესახებ სოციალურ სამსახურს ეცნობა. ფაქტის შესახებ სკოლის ადმინისტრაციამ ბავშვის დედაც ჩააყენა საქმის კურსში, თუმცა, დედამ სხვა ინტერპრეტაცია მისცა და თქვა, რომ ბავშვს ბიძა განზრახვით არ ეფერებოდა.“-აცხადებს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი ნანა ტერმაკოზაშვილი. როგორც შსს-ში აცხადეებენ, ფაქტზე გამოძიება 141 მუხლის პირველი ნაწილით მმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
---
05.03.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/msoflio-bankis-reitingis-mixedvit-genderuli-tanasworoba-srulad-mxolod-6-qveyanashia-uzrunvelyofili
მსოფლიო ბანკის რეიტინგის მიხედვით, გენდერული თანასწორობა სრულად მხოლოდ 6 ქვეყანაშია უზრუნველყოფილი
საქართველო „მსოფლიო ბანკის“ მიერ ჩატარებული კვლევის „ქალები, ბიზნესი და კანონი 2019“-ის მიხედვით 178 ქვეყანას შორის 79-ე ადგილს 79.38 ქულით იკავებს, რაც საშუალოზე ოდნავ მაღალი მაჩვენებელია. იმის დასდგენად, თუ როგორ შეიცვალა ქალთა შრომითი უფლებები და კანომდებლობა გენდერული კუთხით ბოლო 10 წლის განმავლობაში, მსოფლიო ბანკმა კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგად ქვეყნები ფასდებოდნენ 1-დან 100 ქულამდე, სადაც 100 ქულა ნიშნავს სრულ გენდერულ თანასწორობას. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ქალთა შრომითი უფლებების შესადარებლად მსოფლიო ბანკმა კვლევაში გამოიყენა 8 მთავარი განმასხვავებელი ინდიკატორი, მათ შორის - სამუშაო ადგილების მოძიება, სამსახურის დაწყება, ანაზღაურების მიღება, ქორწინება, ბავშვის ყოლა, ბიზნესის დაწყება, აქტივების მართვა და პენსიის მიღება. ქვეყნების საშუალო მაჩვენებელმა 74.71 შეადგენა. აღსანიშნავია, რომ 100 ქულიანი შეფასება მხოლოდ 6-მა ქვეყანამ - ბელგიამ, დანიამ, საფრანგეთმა, ლატვიამ, ლუქსემბურგმა და შვედეთმა მიიღეს. ყველაზე დაბალი შედეგი კი, 25.63 ქულა საუდის არაბეთს აქვს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში განვითარებადმა ქვეყნებმა მაჩვენებელი გააუმჯობესეს. მაგალითად, კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკას 10 წლის წინ 42.5 ქულა მიენიჭა, მიმდინარე წელს კი 70 ქულას მიაღწია. აღსანიშნავია, რომ 10 წლის წინ ჩატარებული კვლევის თანახმად ვერცერთმა ქვეყანამ ვერ შეძლო სრული 100 ქულის მიღება.
---
ბეჭდვითი მედია:
06.03.2019
მედიასაშუალება: ახალი თაობა
სოციალური მუშაკები სერგეენკოს წინააღმდეგ
ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს სოციალურ მუშაკ- თა პრობლემატიკისა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვე- ვების შესახებ პარლამენტმა უკვე მეორედ მოუსმინა. `ახალ თაობასთან~ სოციალური მუშაკი ქეთევან ხუციშვი- ლი საუბრობს, რომელიც ჯანდაცვის კომიტეტის სხდომას ესწრებოდა და მინისტრის მისამართით არაერთი მწვავე კითხვა გააჟღერა. ქეთევან ხუციშვილი, სოციალური მუშაკი: _ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყველა ის მოთხოვნა და პრობლემა, რაზეც სოციალური მუშაკები საუბრობდნენ, მინისტრი აღიარებს, რომ ეს საკითხები და მოთხოვნა არის მართლაც პრობლემური და უმწვავესი. ის ამას ამბობს საჯაროდ. პრობლემების აღიარება ჩვენ ნამდვილად მო- ვისმინეთ, თუმცა ჩვენ ვერ მოვისმინეთ პრობლემის გადაჭრის დროში გაწერილი გეგმა. სამწუხაროდ, ეს ისევ არ გაუჟღერებია. რეალურად, ეს არის პრობლემა, რომ ჩვენ რა ცვლილებასაც ვითხოვთ, ვერ ვიცდით 2021 წლამდე, ჩვენ გვჭირდება ცვლილებები დღეიდან. თუმცა, სხდომის ბოლოს, ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა აკაკი ზოიძემ ცალსახად გამოთქვა, რომ აქამდეც რომ სცოდნოდათ, საჭირო ბიუჯეტი არ იყო თუნდაც, მაგალითად, კადრების დამატებისთვის, მათ აქვთ ის ბერკეტები, რომ მოითხოვონ თუნდაც ფინან- სთა სამინისტროსგან და მიმდინარე წლის განმავლო- ბაში, მაგალითად, დაემატოს იმდენი სოციალური მუშაკი, რამდენიც საჭიროა. ამან ჩვენ დაგვანახა ის, რომ რეალურად, დამსაქმებელს, ამ შემთხვევაში მი- ნისტრს, არასდროს აქამდე არ დაუყენებია სოციალუ- რი პროგრამებისა და სოციალური მუშაკების დეფიციტის პრობ- ლემა პარლამენტში. _ მან აღნიშნა კიდეც, რომ სოციალური სამსახურის შესახებ ცვლილებებზე ფიქრი სანზონაში 4 წლის ბავშვის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. სოციალურ მუშაკებსაც ხომ არ შეეძლოთ, პრო- ტესტის მწვავე ფორმით მინისტრი ამაზე აქამდეც დაეფიქრებინათ? _ 2011 წლიდან როგორც სოციალური მუშაკები, ისე სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, საერთაშორისო ორგანიზაციები ყოველწლიუ- რად საჯარო და კონფიდენციალური ტექსტებით მიმართავდნენ ჯანდაცვის სამინისტროს, არის უამრავი პეტიცია, უამრავი მოხსენებითი ბარათი დაწერილი. ბოლო პერიოდში შეგიძლიათ, ინ-ტერნეტშიც ნახოთ, რომ 2017 წელს პეტიცია არის 584 ხელმომწერით შესული სამინისტროში და ა.შ. სოციალური მუშაკებიც ყოველთვის ად-გენდნენ შესაბამის წერილს და ყოველთვის ით- ხოვდნენ დახმარებას. უბრალოდ, მასობრივი არ ყოფილა და, ვინაიდან მედიასაშუალებების მხრი- დანაც აქტიურად არ ყოფილა დაინტერესება, ეს არ ნიშნავს, რომ არ ყოფილა აქამდე პროტესტი და მოთხოვნა. ვიცით, რომ ამ პრობლემების გადასაჭრელად დროა საჭირო, თუმცა არაფერი არარეალისტური არ წერია იმ მოთხოვ-ნებში, რაც ჩვენ გვაქვს, რომ თავისუფლად შეიძლება მიმდინარე წლის ბოლომდე ყველა დასახელებული პრობლემა აღმოიფხვრას, რაც ჩვენ გვიწერია. მით უმეტეს კომიტეტის თავმჯდომარემ გამოაცხადა მზადყოფნა, ჩვენ მზად ვართ, გადავხედოთ ბიუჯეტს, რომელიც გაქვთ თქვენ დამტკიცებული, თუკი თქვენ ამ საკითხებს სათანადოდ დააყენებთო. _ როგორც ვიცით, სოციალური მუშაკების საჭიროებების შესასწავლად სპეციალური საბჭოც არის შექმნილი. _ რაც შეეხება საბჭოს, ახლა რა საბჭოც არის შექმნილი, იქ არიან მხოლოდ სამინისტროს წარმომადგენლები და არიან მხოლოდ სოციალური მუშაკები, ამიტო-მაც გვეშინია ჩვენ, რომ პრობლემა დგას ნების და არა ფინანსური ან სხვა რესურსების უქონლობასთან. _ დღეს კიდევ ერთხელ მივიდა სერგეენკო პარლამენტში, ამჯერად `ევროპუ-ლი საქართველოს~ მიწვევით. თქვენ, სოციალურ მუშაკებს თუ გქონდათ `ევროპე- ლებთან~ ამ საკითხებზე რაიმე კონსულტაციები? _ არა, არანაირი კონსულტაციები მათთან არ გვქონია. ჩვენ საჯაროდ, პარლამენტის გვერდიდან გავიგეთ, რომ სერგეენკო იყო დაბარებული პარლამენტში და გამოვცხადდით 10 საათზე. _ რამდენად რეალურია მინისტრის განცხადებები, რომ `თბილისში მომუშავე სოციალურ მუშაკებს მთელი წლის სამგზავრო აბონემენტები გადაეცემათ, ხოლო რაიონებში ავტომობილებით იქნებიან უზრუნველყოფილი~ და `წელს სოციალური მუშაკების რაოდენობა გაიზრდება, ხოლო 2025 წელს ერთ სოციალურ მუშაკს არ უნდა ჰქონდეს 50 საქმეზე მეტი~. _ 2025 წლისთვის სოციალურ მუშაკებს ნამდვილად აღარ უნდა ჰქონდეთ 50 საქმეზე მეტი, მაგრამ ჩვენ 2025 წლამდე ვერ მოვიცდით. ჩვენ გვინდა, ამ კანონის შესაბამისი მუხლი ამოქმედდეს დაუყოვნებლივ, რაც ავტომატურად გამოიწვევს სოციალური მუშაკების დამატებას. ეს მარტივად მოგვარებადი პრობლემაა. რაც შეეხება აბონემენტებს, ვფიქრობ, არც ეს უნდა იყოს პრობლემა, მაგრამ ეს აბონემენტი შეეხება მხოლოდ თბილისს და რა გააკეთონ რეგიონებმა?! ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ თბილისის სოციალური მუშაკების სახელით, რეგიონებში უფრო მძიმე პრობლემაა. ავტომობილებს რაც შეეხება, თუკი ამის სურვილი არსებობს, ესეც არ უნდა წარმოადგენდეს დიდ პრობლემას. ვფიქრობ, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში უნდა გამოჩნდეს, რამდენად რეალისტურია. - თუ ისე არ წარიმართა პროცესები, როგორც გინდათ, ამ შემთხვევაში პროტესტს გააგრძელებთ? - ამ შემთხვევაში გაფიცვის უფლებას გამოიყენებენ სოციალური მუშაკები. თუ ეს პროცესები უშედეგოდ დასრულდა, ჩვენ კანონით გვაქვს გაფიცვის უფლება და გაიფიცება ყველა სოციალური მუშაკი საქართველოში.
---
06.03.2019
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
"ავერსი" და "ჯეოჰოსპიტალსი" სკანდალში ეხვევიან!
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ სამედიცინო კლინიკები ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 13 მილიონი ლარით „დააჯარიმა“ და თანხის ბიუჯეტში დაბრუნება მოსთხოვა. „კომერსანტის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, „დაჯარიმებულთა“ შორისაა ყველაზე მსხვილი ქსელური სამედიცინო დაწესებულებები : „ავერსის“ მიერ დაფუძნებული კლინიკა „მედალფა“ და „მედკაპიტალი“, ჯარიმის დაახლოებით 60 % სწორედ ამ კლინიკებზე მოდის. სანქციების შეეხო შპს „ჯეოჰოსპიტალსაც“. როგორც კომერსანტმა“ გაარკვია, კლინიკების მხრიდან სახელმწიფო ვალდებულებების შეუსრულებლობა მდგომარეობს შემდეგში - საყოველთაო დაზღვევა, სხვა მომსახურებებთან ერთად, ითვალისწინებს ამბულატორიული მომსახურების დაფინანსებასაც. ანუ სახელმწიფო აფინანსებს დაზღვევაში ჩართულ ყველა პაციენტს, მასზე გაწეული მომსახურების მიხედვით. იმისათვის, რომ კლინიკამ შესაბამისი დაფინანსება მიიღოს, მას უნდა ჰქონდეს გაფორმებული ყველა სავალდებულო დოკუმენტი, რითაც დადასტურდება, რომ მოქალაქეს ნამდვილად ჩაუტარდა აღრიცხული გამოკვლევა თუ მკურნალობა. როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფოსგან მეტი დაფინანსების მიღების მიზნით, კლინიკები პაციენტებს დამატებით, ხშირად არასაჭირო მომსახურებებს უფორმებდნენ და ბიუჯეტიდან თანხებს ამ გზით იღებდნენ. „ის, რომ პაციენტს ესა თუ ის გამოკვლევა ან მკურნალობა — შესაბამისი ანალიზი, გამოკვლევა და ა.შ. ჩაუტარდა, კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი თავად მოქალაქის თანხმობით და ხელის მოწერით უნდა დადასტურდეს. მაგრამ ხშირად არის ისეთი ფაქტები, რომ არათუ მოქალაქის ოფიციალური დადასტურება, არამედ საქმეში მისი პირადი მონაცემებიც არ ფიქსირდება. ხშირად კონკრეტული პერსონის თანხმობის გარეშე ხდება კონკრეტულ ამბულატორიაზე მიბმა და მასზე სახელმწიფოსგან თანხის გამოყოფა. ესეც, რა თქმა უნდა, დარღვევაა. პრობლემას ქმნის დაუდგენელი დიაგნოზის შემთხვევაში მოთხოვნილი სახელმწიფო ფინანსები. მაგალითად, ჩანაწერში აკლია ისეთი ანალიზის პასუხი, რომელიც დიაგნოზისთვის განმსაზღვრელია, მიუხედავად ამისა, ფიქსირდება, რომ ამ კონკრეტულ ადამიანს მკურნალობა აქვს ჩატარებული და ა.შ.,“ - გვიყვება წყარო. სწორედ ეს სქემა გაშიფრა ჯანდაცვის სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედებიდან, ანუ 2013 წლიდან დღემდე შეისწავლა. რომელი კლინიკები დააჯარიმა ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ და რა მიზეზით და კონკრეტულად რა ოდენობით? - აღნიშნული მონაცემები „კომერსანტმა“ უწყებიდან ოფიციალურად გამოითხოვა. როგორც სააგენტოდან მიღებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაახლოებით 48 კლინიკას, აღებული ვალდებულებების ვერ შესრულების გამო პროგრამულად ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნება დაეკისრა - ჯამში 13 364 092 ლარი. იქვე განმარტებულია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ საჯარიმო სანქციები არ გამოიყენება. თუმცა, როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია, საქმე ეხება არა მხოლოდ სახელმწიფოსგან მიღებული თანხის ოდენობას, არამედ ხშირად კლინიკებს ბიუჯეტიდან დარიცხულ თანხაზე მეტის, ხშირად გაორმაგებული ოდენობის დაბრუნებაც უწევთ. რა გახდა კლინიკების დაჯარიმების მიზეზი, დაუბრუნეს თუ არა სახელმწიფოს სადავო თანხები და როგორ აისახება კლინიკის მომავალ ფუნქციონირებაზე საკმაოდ სოლიდური „ჯარიმის“ გადახდა — აღნიშნული კითხვებით „კომერსანტმა“ დაჯარიმებულ სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა. კლინიკა „მედალფამ“ „ავერსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გადაგვამისამართა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, „ავერსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლალი ბრეგვაძემ და კომპანიის დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ ჩვენი სატელეფონო ზარები და სმს შეტყობინებები რეაგირების გარეშე დატოვეს. კითხვებს არ პასუხობენ არც კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში“. აღნიშნულ ქეისზე „კომერსანტთან“ საუბრობს „ავერსის“ მიერ 2013 წელს დაფუძნებული პოლიკნილიკების ქსელ „მედკაპიტალის“ დირექტორი ზაზა ჯაფარიძე. მისი განმარტებით, ჯამში 13 მილიონი ლარიდან „მედკაპიტალის“ წილი 6.5 მილიონი ლარია. როგორც ჯაფარიძე განმარტავს, საწყის ეტაპზე კომპანია 19 მილიონი ლარით დაჯარიმდა, თუმცა, ბიზნესომბუდსმენის აპარატის დახმარებით და მთავრობასთან მედიაციით, ეს თანხა 6.5 მილიონამდე შემცირდა. კლინიკა „მედკაპიტალის“ ხელმძღვანელი არ ეთანხმება ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას ჯარიმებთან დაკავშირებით და სანქციებს უსაფუძვლოს უწოდებს. მისი განმარტებით, სწორედ ეს ფაქტი ცხადყოფს იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტროში სრული დილეტანტიზმია. „პოლიკნილიკების ქსელისთვის ეს თანხა ასტრონომიულია. განა რა უნდა დაგვეშავებინა სამაგისო? სადაო თანხა წარმოდგენილია 2013 წლიდან დღემდე - სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში გამოყოფილი კაპიტაციური თანხაა, რომელიც 6.5 მილიონი ლარს შეადგენს. სწორედ ამ თანხის უკან დაბრუნებას სთხოვს სოციალური მომსახურების სააგენტო „მედკაპიტალს“. ეს თანხა არავის სახლში არ წაუღია და არ მიუთვისებია. ეს ფული მიდიოდა ხელფასებზე, კომპანიის შენახვაზე. არსებობს 36-ე დადგენილება, რომლის თანახმადაც, დასაბრუნებელია დაფინანსებულ თანხას პლუს ორი იმდენი, რაც ჯამში 19 მილიონი გამოდიოდა, რაც ბიზნესომბუდსმენის ჩართვის შემდეგ შეგვიმცირდა. ეს ნამდვილი დილეტანტიზმია. თითო პაციენტზე თვეში სახელმწიფო გიფინანსებს 1.93 ლარს. ვინაიდან ჩვენ თბილისში ყველაზე მსხვილი ამბულატორიული ქსელი ვართ, ამის გამო სრულად დაფინანსებამ სახელმწიფოს მხრიდან 6 წლის განმავლობაში შეადგინა 6.5 მილიონი ლარი. ფაქტობრივად, მსჯიან, თითქოს მე ამ ხალხს არ ვემსახურებოდი და მკვდარი სულები მყავდა. ეს სრული აბსურდია და ამის დამტკიცება შემიძლია. ამ ხალხზე ჩემთან არსებობს ავადმყოფობის ისტორიები, მე კანონი არ დამირღვევია და არც თაღლითი ვარ,“ — აცხადებს ზაზა ჯაფარიძე. მისივე განმარტებით, საქმის განხილვები ამ დრომდე ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს, თუმცა, უახლოეს მომავალში „მედკაპიტალი“ სარჩელს სამინისტროს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანს. როგორც ჯაფარიძე განმარტავს, სიტუაციის გათვალისწინებით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება კლინიკების სამომავლოდ ფუნქციონირების საკითხიც. „მინდა ასევე აგიხსნათ, როგორი აქვთ თანხის ამოღების წესი. ყოველ თვე დასაფინანსებელი თანხის ნახევარს გაჭრიან, სანამ არ დაფარავ სრულად. ეს კი ნიშნავს კომპანიის დანგრევას, 600 სამუშაო ადგილის გაუქმებას, ეს ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს ფუნქციონირების შეწყვეტას,“ — განმარტავს ზაზა ჯაფარიძე. კლინიკების დაჯარიმების ფაქტი მოხვდა ბიზნესომბუდსმენის 2018 წლის ანგარიშშიც, სადაც აღნიშნულია: „საჯარიმო სანქციების ამოღების არსებული მექანიზის გამოყენება საფრთხეს უქმნიდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას და შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. შესაბამისად, სამინისტროს მიეცა რეკომენდაცია, რომ გარკვეული ვადით გამოცხადებულიყო მორატორიუმი სამედიცინო დაწესებულებებისთვის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში დაკისრებული საჯარიმო სანქციების დაკავების გზით აღსრულებაზე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმოედგინა წინადადებები საჯარიმო სანქციების ოდენობებისა და მათი გადახდის ადმინისტრირების წესის, ასევე დავის განხილვისა და გადაწყვეტის წესის ოპტიმიზაციის მიმართულებით.“ როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი და „მედკაპიტალის“ დირექტორმა ზაზა ჯაფარიძემაც დაგვიდასტურა, ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ გაცემული რეკომენდაცია ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. „2018 წლის ნოემბრიდან სამედიცინო დაწესებულებებისთვის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში დაკისრებული საჯარიმო სანქციების დაკავების გზით აღსრულებაზე მორატორიუმი ამოქმედდა და უწყეთებათაშორისმა კომისიამ დაიწყო მუშაობა ბიზნესომბუდსმენის ინიციატივაზე საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკების მიმართ ჯარიმების დაკისრებისა და აღსრულების წესის ოპტიმიზაციის მიზნით,“- აღნიშნულია ლექვინაძის უწყების ანგარიშში .
---
06.03.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
ახალი საფრთხე საქართველოში - "ღორის გრიპი" H1N1 და B ტიპის ვირუსებმა ჩაანაცვლა
გრიპის შემთხვევებმა დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით ორნახევარჯერ იკლო და 100 000 მოსახლეზე 100-130 ფარგლებშია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, მთელი ზამთარი აქტიურად ცირკულირებდა ე.წ. ღორის გრიპი (H1N1), ახლა ცირკულირებს H3N2 და ბე (B) ტიპის ვირუსიც. „გრიპის სეზონი გაგრძელდება აპრილის შუა რიცხვებამდე. ორსულებს კვლავ ვურჩევთ, აიცრან, რადგან მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან", - განაცხადა პაატა იმნაძემ. ამასთან, მისი თქმით, გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად ტკიპების სეზონი იწყება. შესაბამისად, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა მაქსიმალურად დაიცვან თავი ტკიპების დაკბენისგან.
---
06.03.2019
მედიასაშუალება: საქართველო და მსოფლიო
მსოფლიოს წითელა უტევს
წითელათი დაავადების შესახებ ცნობები, ფაქტობრივად, ყოველდღიურად მოდის. ინფორმაციას ავრცელებს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ფილიპინებზე ეპიდემიის შედეგად დაავადდა 12 ათასი ადამიანი, დაიღუპა — 203. მადაგასკარზე 2018 წლის ოქტომბერში აღრიცხეს წითელათი დაავადებული 69 ათასი ადამიანი, დაიღუპა — 550-ზე მეტი. 2018 წელს ევროპაში წითელათი დაავადდა სამჯერ მეტი ადამიანი, ვიდრე 2017 წელს, და 15-ჯერ მეტი, ვიდრე 2016 წელს — 82 ათასი ადამიანი 47 ქვეყანაში (53-დან), დაიღუპა — 72. მძიმე მდგომარეობაა უკრაინაში: იქ 2018 წელს წითელათი დაავადებული 53 ათასი ადამიანი აღრიცხეს. ოფიციალურად რეგისტრირებულია 16 ლეტალური შემთხვევა. ამასთანავე, ვითარება სწრაფად უარესდება. ოფიციალური მონაცემებით, 28 დეკემბრიდან 22 თებერვლამდე, ე.ი., ორ თვეზე ნაკლებ დროში დაავადდა 24 ათასი ადამიანი, გარდაიცვალა — 9. სახელდობრ, დასავლეთი დაავადების გავრცელებაში უკრაინას ადანაშაულებს. „უკრაინაში წითელას გავრცელების შედეგად ევროპაში დაავადებულთა რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა“ — ამ სათაურით დაიბეჭდა სტატია მრავალტირაჟიან სამეცნიერო-პოპულარულ ჟურნალ Science-ში. პოლონელები შეშფოთებული არიან, რადგან გეოგრაფიულად ესაზღვრებიან უკრაინას. 2018 წელს პოლონეთში 339 ადამიანი დაავადდა, უმრავლესობა — ნოემბერსა და დეკემბერში. იანვრიდან კი უკვე რეგისტრირებულია 380 შემთხვევა, ანუ ორ თვეში იმაზე მეტი, ვიდრე შარშან. რამდენიმე დღის წინათ რუსეთმა წითელას 100 ათასი ვაქცინა უსასყიდლოდ გადასცა ბელარუსს, სადაც ვითარება ნორმალურია, მაგრამ რესპუბლიკა რისკის ზონაშია უკრაინასთან მეზობლობის გამო. კონტინენტის „ლიდერთა“ შორის არის, აგრეთვე,სერბეთი (5076 დაავადებული), საფრანგეთი (2913) და იტალია (2517). რუსეთში დაავადების შემთხვევების რაოდენობა რამდენჯერმე ნაკლებია: 17,3 შემთხვევა 1 მილიონ მოსახლეზე; საფრანგეთში ეს მაჩვენებელი 44,7-ია; საბერძნეთში — 196,8; ჩერნოგორიაში — 322,6; საქართველოში — 563,8; უკრაინაში კი კოშმარული ვითარებაა — 1209,25 შემთხვევა მილიონ ადამიანზე. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, 2019 წლის ორ თვეში ქვეყანაში წითელას 2000-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა. „წითელამ, ძირითადად, მოიცვა 20-დან 40 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი. ინფიცირებულთა 56-58% სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება. რაც შეეხება დანარჩენ ასაკობრივ ჯგუფებს, ინფიცირებულთა 8 პროცენტი 0-დან 1 წლამდეა, 14% კი — 1-დან 3 წლამდე“, — განაცხადა დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. და ეს მონაცემები იზრდება, რადგან საქართველოს მოსახლეობის გამო დიდი ნაწილი აცრილი არ არის. არადა, ერთადერთი, რასაც წითელას შეჩერება შეუძლია, სწორედ ვაქცინაციაა. მსოფლიოში წითელას აფეთქების მიზეზად სპეციალისტები მოსახლეობაში ვაქცინაციის დონის შემცირებას ასახელებენ. ამასთანავე, თუ ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებში ვაქცინა, უბრალოდ, არ ჰყოფნით, დასავლეთში, ბოლო 20 წელიწადია, პრინციპული მოსაზრებით ამბობენ უარს ვაქცინაციაზე. ვიღაცების აზრით, აცრის საჭიროება არ არსებობს, ზოგი კი ფიქრობს, რომ წითელას საწინააღმდეგო აცრა ადამიანის ჯანმრთელობას აუარესებს და სხვადასხვა დაავადებას იწვევს. როგორც ჩანს, მსოფლიოს დაავიწყდა პერიოდები, როდესაც წითელა ბავშვთა მოკვდავობის მთავარი მიზეზი იყო. შედეგად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებული დონის დაცვა მოსახლეობის 95 პროცენტის ვაქცინაციისა, როგორც ეპიდემიის აფეთქებისგან თავის დაზღვევის გარანტია, ხშირად არის უგულებელყოფილი. ამის თვალსაჩინო მაგალითია უკრაინა. 15 წლის წინათ იქ ვაქცინაციის დონე სრულიად შეესაბამებოდა მსოფლიოს სტანდარტებს, მაგრამ შემდეგ ვითარება შეიცვალა. 2008 წელს დიდი რეზონანსი გამოიწვია შემთხვევამ, როდესაც აცრიდან მეორე დღეს დაიღუპა მოზარდი. საზოგადოების წარმომადგენლების აზრით, ტრაგიკული შემთხვევა გამოიწვია უხარისხო ვაქცინამ, რომელიც უკრაინაში გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) შეიტანა ჰუმანიტარული დახმარების სახით. ამის გამო მშობლებმა მასობრივად თქვეს უარი შვილების აცრაზე. ამას დაემატა სკანდალები ვაქცინის მიწოდებაზე, შედაგად რამდენიმე წლის განმავლობაში უკრაინას ვაქცინა, პრაქტიკულად, არ შეუსყიდია, ამიტომ 2010-იანი წლების შუაში ქვეყანაში ბავშვების ნახევარი წითელაზე არ იყო აცრილი, რაც, გაეროს შეფასებით, სომალისა და ნიგერიის დონეს შეესაბამება. გასაკვირი არ არს, რომ ეს ყველაფერი უკრაინას გადამდებ დაავადებაში „ლიდერობად“ დაუჯდა. ვაქცინაციის განახლებული კამპანია ჯერჯერობით მნიშვნელოვან ეფექტს არ იძლევა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო წითელას მასშტაბურ დაბრუნებას შეეჯახა მომენტში, როცა მისი სრული ლიკვიდაცია იგეგმებოდა. სწორედ ასეთ მიზანს ისახავდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 2020 წლისთვის. ცნობისთვის: * წითელა ჰაეროვანი გზით გადამდები ვირუსული დაავადებაა. ის ადვილად ვრცელდება. ინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. წითელას ვირუსი იწვევს ცხელებას, აგრეთვე, კანსა და ლოყის ლორწოვან გარსზე გამონაყარს. ის ხშირად რთულდება ყურის, ფილტვებისა და თავის ტვინის ანთებით. პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე აუცილებელია, ექიმს მიმართოთ. * წითელა ვრცელდება ინფიცირებული პირისგან ცემინებისა და ხველების დროს. ვირუსი ორი საათის განმავლობაში ცოცხლობს ჰაერში და იწვევს გარშემომყოფი პირების ინფიცირებას ჰაერის ან დაბინძურებულ საგნებთან შეხების საშუალებით. ინფიცირებული პირი სიმპტომების გამოვლენამდე ოთხი დღის და გამოვლენის შემდეგ კიდევ ოთხი დღის განმავლობაში, შესაძლებელია, იყოს ვირუსის გამავრცელებელი. * სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, ხველება, ცემინება, კონიუნქტივიტი, ყელის ტკივილი. სიმპტომების განვითარებიდან მესამე-მეხუთე დღეს ჩნდება წითელი ლაქისებრი ბრტყელი გამონაყარი სახეზე, თმის საფარველის გასწვრივ კისერზე, მხრებსა და სრულიად სხეულზე. * გართულებები: პნევმონია (20 შემთხვევიდან ერთი) ყველაზე ხშირია მცირეწლოვან ბავშვებში, ენცეფალიტი/ ტვინის შეშუპება (1000 შემთხვევიდან ერთი) მთავრდება სმენის დაკარგვითა და უნარშეზღუდულობით, ყურის ინფექციები (10 შემთხვევიდან ერთი) მთავრდება სმენის დაკარგვით. შესაძლებელია, ორსულობის პერიოდში წითელა გახდეს ნაადრევი მშობიარობის ან ახალშობილის მცირე წონის მიზეზი. * წითელა-წითურა-ყბაყურას გეგმური აცრა ტარდება ორჯერ: პირველად, როცა ბავშვი 1 წლისაა, მეორედ, როცა 5 წლისაა. ერთი აცრა ადამიანს ამ დაავადებისგან მხოლოდ 85%-ით იცავს, ორი აცრა კი — 98%-ით. * წითელა-წითურა-ყბაყურას აცრა საქართველოში 41 წლამდე უფასოა.
---
06.03.2019
მედიასაშუალება: სარკე
"ერთი გაძვალტყავებული ძროხა მყავს"
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მაღლაკში მცხოვრები ნინა გუბელაძე სახელმწიფოსგან სოციალურ შემწეობას უშედეგოდ ითხოვს. ის საწოლს არის მიჯაჭვული და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. მოხუცის თქმით, დახმარება იმიტომ მოუხსნეს, რომ მისმა შვილმა საქართველოს საზღვარი გადაკვეთა. - რა ნახეს ჩემს სახლში ისეთი, რომ მაღალი ქულა მომივიდა? ერთი გაძვალტყავებული ძროხა მყავს. ჩემი პენსიით ვარჩენ შვილს, რომელსაც სამსახური არ აქვს - ამბობს თვალცრემლიანი ქალი. სოციალური მომსახურების სააგენტოში მოხუცებული შვილის შრომისუნარიანობას ასახელებენ იმის მიზეზად, რის გამოც დახმარება მოუხსნეს. სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის უფროსი ნინო ჭიღლაძე განმარტავს, რომ, როდესაც ოჯახს შრომისუნარიანი წევრები ჰყავს, სარეიტინგო ქულაც მაღალია. სააგენტო ოჯახს დასაქმების მსურველთა ბაზაში რეგისტრაციას და ვაკანსიებით სარგებლობას სთავაზობს.
---