მედიამონიტორინგი 06.05.2019
ტელევიზია
06.05.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 12:00
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იმერეთის რეგიონის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების წარმომადგენლებსა და ექიმებს შეხვდა და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის სიახლეები გააცნო. თამარ გაბუნიას თქმით, პროგრამის ფარგლებში გაიზარდა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. ბენეფიციარებს მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ, ან განახევრებულ ფასად უკვე 5 სააფთიაქო ქსელში შეუძლიათ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6056538
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6056248
მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6055888
იმედი -ქრონიკა 08:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6055766
---
06.05.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 11:00
ზესტაფონში მუშებმა ფილები აყარეს. სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, სადაც სავარაუდოდ, მუშები ქართული ოცნების ოფისის წინ ფილებს ანგრევენ. ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ მუშებს ხელფასები არ გადაუხადეს და სწორედ ამიტომ მიმართეს პროტესტის ამგვარ ფორმას.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6056091
---
06.05.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქამინი დილა
ცოტა ხნის წინ გაეროს ბავშვთა ფონდმა (00:02) ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირრბით პირველი ეროვნული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა რომლის მიხედვითაც საქართველოში ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე), მათ შორის, ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა 5-დან 10 მკგ/დლ-მდეა. ამ კვლევის შედეგების შემდეგ მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გეგმავენ შეიმუშაონ ტყვიის ტოქსიური ზემოქმედების აღმოფხვრის ყოვლისმომცველი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ტყვიით დაბინძურების წყაროების კვლევას
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6055704
---
05.05.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის კვირა
ტუბერკულოზის არასრული მკურნალობის გამო 2 პაციენტი დაიღუპა. მეტი თცვალსაჩინოებისთვის გეტყვით, რომ 2017 წელს საქართველოში ყვლეა ფორმის ტუბერკულოზის 3000-მ,დე შემთხვევა დარეგისტრირდა, მათ შორის 2171 ახალი ფაქტი. სახარბიელო მდოგმარეოაბ არც 2018 წელს იყო რეგისტრირებულია 2700-მდე შემთხვევა. გავცრელების მხრივ საგანგაშო ვითარებაა სამეგრელოში, სვანეთში აჭარაში და ოკუპირებულ რეგიონებში.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6055375
---
05.05.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: პოსტ სკრიპტუმი
არასწორი მკურნალობის მსხვერპლი ადამიანები - გახარჯული მილიარდები და ხარვეზები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. მკვეთრად დაცემული მედიცინის ხარისხი - ბოლო წლებში, სამედიცინო მომსახურების ხარისხის ვარდნა სისტემურ პრობლემად იქცა. იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო მილიარდებს ხარჯავს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაზე და სხვა მიზნობრივ პროგრამებზე, მედიცინის ხარისხი ბოლო წლებში მკვეთრად დაეცა. ექიმი, რომლის შეცდომას გასული წლის შემოდგომაზე, 25 წლის ზუკა ფაღავა ემსხვერპლა, დღესაც აგრძელებს სამედიცინო პრაქტიკას. ამ ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, მის ხელში კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა და ორივე შემთხვევაში ექსპერტიზამ მკურნალობისას დაშვებული შეცდომა დააფიქსირა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6055368
---
05.05.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: პოსტ სკრიპტუმი
სისხლის ბანკები საქართველოში, რომლებსაც სახელმწიფო არ აკონტროლებს. საქართველოში სისხლის 22 ბანკია. ამ 22-დან 16 ბანკში ჩაბარებული სისხლის ნიმუშებს პერიოდულად, ჯანდაცვის სამინისტროც დამატებით სინჯავს სხვა ლაბორატორიაში, მაგრამ დანარჩენი ხუთის სისხლს სახელმწიფო არ აკონტროლებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6055364
---
05.05.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: პოსტ სკრიპტუმი
დაღუპული მუშები და მაღაროში მომუშავე ადამიანების ფატალურად დასრულებული სიცოცხლე - შრომის უსაფრთხოება საქართველოში. ევროპაში შრომითი უსაფრთხოება საკანონმდებლო დონეზე რეგულირდება. ნებისმიერი პროფესიის ადამიანის ჯანმრთელობას შეიძლება შეექმნა საფრთხე სამსახურში, ამიტომ კანონი ყველას თანაბრად იცავს. სპეციალური აღჭურვილობისა და ფორმის გარეშე მუშას საქმიანობა ეკრძალება. სამშენებლო ობიექტს უსაფრთხოების ოფიცერი ადგილზე აკვირდება. შრომის უსაფრთხოება საქართველოში ერთ-ერთი პრობლემატური საკითხია. თითქმის ყოველ თვე გვესმის, როგორ იღუპებიან მუშები მშენებლობაზე. არაერთხელ დასრულებულა ფატალურად მაღაროში მომუშავე ადამიანების სიცოცხლე. საკანონმდებლო დონეზე ცვლილებები, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში იგეგმება. შრომის შესახებ 40 დირექტივაა, აქედან 26 უსაფრთხოებას ეხება. შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონი მიღებულია, თუმცა სექტემბრიდან სრულად ამოქმედდება. ინსპექტორებს მანდატი ეზრდებათ და ნებისმიერ ობიექტზე 24 საათის განმავლობაში გაუფრთხილებლად შეეძლებათ შესვლა. იგეგმება ადამიანური რესურსის გაზრდაც.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6055369
---
05.05.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის კვირა
ქალი, რომელიც რუსეთიდან საქართველოში 10 ბავშვით ჩამოვიდა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გეგმავდა გადასვლას რუსთავში ქალთა დაწესებულებაშია და სასამართლოს ელოდება. ჩვენ კიევში სუროგატ დედას მივაკვლიეთ, რომელიც იცნობს სუსლიაკების ოჯახს და ადასტურებს, რომ ერთ-ერთი ბავშვი 2017 წელს სწორედ მათთვის გააჩინა. ქართველი და უკრაინელი სამართალდამცავები ადგენენ სუსლიაკი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრია თუ მრავალშვილიანი დედა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6055350
---
05.05.2019
არხი: I არხი
გადაცემა: ახალი კვირა
„ახალი კვირის“ ჟურნალისტური მოკვლევა. კლინიკა თბილისში, სადაც თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას საეჭვო აპარატით ადგენენ. მედპერსონალი სამედიცინო განათლების გარეშე და უშედეგო პროცედურები. უფასო დიაგნოსტიკა, რომელიც განვადებით სრულდება. ფინანსური მახე თუ მკურნალობა თანამედროვე მეთოდით?! არხის წარმომადგენელი ამ კლინიკაში ფარული კამერით იმყოფებოდა, რათა გაერკვია კონკრეტული დეტალები, თუ რას და როგორ სთავაზობდნენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6055306
---
05.05.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და დევნილი ოჯახები მოინახულა "გაერთიანებული ოპოზიციის" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა. მათ არ აქვთ შემოსავლის წყარო და სამუშაოსაც ვერ შოულობენ. ერთ-ერთი მათგანი მრავალშვილიანი მარტოხელა დედაა, რომელიც ოჯახის სარჩენად აღებულ საბანკო სესხს ვეღარ იხდის.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6055204
---
04.05.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
გახდა თუ არა ძალადობის მსხვერპლი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ათი წლის ბიჭი; თელავის სკოლის დირექტორის ინფორმაციით, ბავშვს ბებია ფიზიკურად გაუსწორდა. მეხუთე კლასის მოსწავლის სახეზე სილურჯეები პედაგოგმა შენიშნა და მომხდარის შესახებ სკოლის დირექტორმა პოლიციას შეატყობინა, რის შემდეგაც ბავშვი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, არასრულწლოვანს სახეზე და სხეულის სხვადასხვა ადგილზე დალურჯებები აღენიშნებოდა, შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, ბიჭი სახლში გაწერეს. საკითხის მოგვარებაში სოციალური მომსახურების კახეთის სამხარეო სააგენტო ჩაერთო და არასრულწლოვანზე დროებით ზრუნვა მამიდას დაეკისრა. ბავშვის მშობლები საქართველოში არ იმყოფებიან, რის გამოც ბიჭი ბებიასთან ცხოვრობდა, თუმცა, სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით, ბებიას ათი წლის ბიჭზე მეურვეობის კანონიერი უფლება არ ჰქონდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6054221
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6053896
მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6053502
---
04.05.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
51 წლის მამაკაცი არასრულწლოვან ბიჭებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
03.05.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში სიახლეებია: დეტალები ჯანდაცვის მინისტრმა დღეს სამედიცინო საზოგადოებას პირადად გააცნო. გაფართოვდა იმ აფთიაქების ჩამონათვალი, სადაც ქრონიკული დაავადებების მქონე ბენეფიციარებს, მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ ან განახევრებულ ფასად შეუძლიათ. ასევე ეტაპობრივად ფართოვდება პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი მედიკამენტების ნუსხაც.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6052307
მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6052361
Iარხი-მოამბე21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6052481
Iარხი-მოამბე18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6052126
იმედი-ქრონიკა17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6051789
რუსთავი2- კურიერი 15:00- http://rustavi2.ge/ka/news/HYPERLINK "http://rustavi2.ge/ka/news/132421"132421
იმედი-ქრონიკა14:00-http://wwHYPERLINK "http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6051252"w.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6051252
Iარხი მოამბე 12:00- http://www.medHYPERLINK "http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6050779"iamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6050779
---
03.05.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ორგანიზატორი სოციალური მომსახურების სააგენტო იყო. ღონისძიებაზე ვაკანსიები 20-ზე მეტმა მსხვილმა სავაჭრო და სადისტრიბუციო კომპანიამ წარადგინა. ფორუმის გამართვის ინიციატივა თემქის და სანზონის მაჟორიტარ დეპუტატს, ზაზა გაბუნიას ეკუთვნის.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6051798
I არხი-მოამბე 18:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6052146
---
ინტერნეტი
06.05.2019
დავით სერგეენკოს განცხადებით, კლინიკებს, რომლებსაც საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვა უფიქსირდებათ, სანქციები არ დაეკისრებათ
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, კლინიკებს, რომლებსაც საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვა უფიქსირდებათ, სანქციები არ დაეკისრებათ. როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, კლინიკები მხოლოდ იმ საბიუჯეტო სახსრებს დააბრუნებენ, რაც არასწორად გახარჯეს. „არც ერთი კომპანია, იქნება ეს სახელმწიფო თუ კერძო, არასოდროს ხარჯავს თანხას ისე, რომ არ გააკონტროლოს ამ თანხის ხარჯვის მიზნობრიობა. გამონაკლისი არც ჯანდაცვის სამინისტროა. ამ ბოლო პერიოდში საინფორმაციო სივრცეში გახმაურებული ამბავი, რომ რამდენიმე პოლიკლინიკას დაეკისრა ჯარიმები, ეს ჯარიმები იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ რიგ შემთხვევებში მათ გაკოტრებას გამოიწვევდა. ამიტომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საკუთრივ ჯარიმები, რომელიც რაოდენობრივად იყო არასწორად მიღებული თანხების ორმაგი რაოდენობა, საკუთრივ ჯარიმები გაუქმდა და ამ კლინიკებმა უნდა გადაიხადონ მხოლოდ ის თანხა, რაც არასწორად მიიღეს სახელმწიფოსგან. შესაბამისად, რაიმე სანქციების გადახედვაზე საუბარი ვერ იქნება, რადგან სანქციები არც კი დაკისრებიათ, რაც არასწორად მიიღეს, ის უნდა დააბრუნონ ბიუჯეტში. ორმაგი ჯარიმა განულებულია",- განაცხადა სერგეენკომ.
---
06.05.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/467594
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ იმერეთის რეგიონის მედიკოსებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის სიახლეები გააცნო
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმერეთის რეგიონის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების წარმომადგენლებსა და სოფლის ექიმებთან შეხვედრა გამართა და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის სიახლეები გააცნო. მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა არსებულ გამოწვევებსა და დაგეგმილ ცვლილებებზე. მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში გაიზარდა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. ბენეფიციარებს მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ, ან განახევრებულ ფასად უკვე 5 სააფთიაქო ქსელში შეუძლიათ, ესენია: PSP, “ავერსი“, „ჯიპისი“, „ფარმადეპო“, „სახალხო აფთიაქი“. მთელი საქართველოს მასშტაბით, პროგრამის ბენეფიციარებს უკვე 118 აფთიაქი ემსახურება. ასევე, მუდმივად იზრდება პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი მედიკამენტების ნუსხა. პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მნიშვნელოვან დაფინანსებას. პროგრამით ფინანსდება 6 წამყვანი ქრონიკული დაავადების სამკურნალო ყველაზე მოხმარებადი 35 დასახელების მედიკამენტი. „პროგრამის მოცვა გაფართოვდა და დღეისთვის უფრო მეტ აფთიაქში გაიცემა მედიკამენტი, ვიდრე აქამდე გაიცემოდა. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ინფორმაციის გაზიარება პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ექიმებისთვის და, ასევე, მათი მხრიდან იმ გამოწვევების გაცნობა, რასაც ყოველდღიურ პრაქტიკაში ხვდებიან ამ მედიკამენტების დანიშვნასთან დაკავშირებით. საუბარი გვქონდა პირველად ჯანდაცვაში ქრონიკული დაავადებების მართვასთან დაკავშირებით ძირითად გამოწვევებზე და, ასევე, იმაზეც, რამდენად შეიძლება პროგრამის ეფექტური და წარმატებული გამოყენება, რათა გაუმჯობესდეს ქრონიკულ დაავადებებთან დაკავშირებული შედეგები, კერძოდ, ჰიპერტენზიის მართვის გაუმჯობესება, შაქრიანი დიაბეტის მართვის გაუმჯობესება, ეპილეფსიის, პარკინსონისა და ბევრი სხვა დაავადების”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებს: გულ-სისხლძარღვთა, შაქრიანი დიაბეტი (ტიპი II), ფილტვის ქრონიკული (მათ შორის, ასთმა), ფარისებრი ჯირკვლის, ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადება. პროგრამის მოსარგებლეები არიან: ✓ სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, მედიკამენტების შეძენა შეუძლიათ სიმბოლურ ფასად -1 ლარად. 50 პროცენტითა და მეტი ოდენობით დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ: საპენსიო ასაკის მოქალაქეები; მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები შშმ ბავშვები; პარკინსონით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე; ეპილეფსიით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე. პროგრამით სარგებლობისთვის თავდაპირველად პაციენტი მიმართავს ოჯახის ექიმს ან ექიმ-სპეციალისტს, რომელიც გასცემს ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100) და რეცეპტს (ფორმა N3), სადაც მითითებულია მისთვის საჭირო მედიკამენტების გენერიული დასახელება. ამის შემდეგ, მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს რეგისტრაციისთვის და წარადგენს ექიმის მიერ გადაცემულ ფორმა N100-ს. მედიკამენტის მისაღებად კი პაციენტი მიმართავს პროგრამის მიმწოდებელ ნებისმიერ აფთიაქს. შეხვედრას იმერეთის რეგიონის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების წარმომადგენლები და სოფლის ექიმები ესწრებოდნენ.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/545060-jandacvis-ministris-moadgile-imeretis-regionshi-samedicino-speros-carmomadgenlebs-shexvda/
---
05.05.2019
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/259978-ative-ukraineli-bavsvi-mindobit-arzrdis-programasi-cartes
ათივე უკრაინელი ბავშვი მინდობით აღზრდის პროგრამაში ჩართეს
10 უკრაინელი ბავშვი, რომელთა თანმხლები ქალს იულია სუსლიაკს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, მინდობით აღზრდის პროგრამაში ჩართეს. სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის დირექტორის მოადგილის ნათია წივწივაძის ინფორმაციით, მათ თავად ბავშვების აზრიც გაითვალისწინეს. „ქუთაისიდან ბავშვები წაიყვანეს აღმოსავლეთ საქართველოში. ამ დროისთვის ათივე მოზარდი ერთმანეთთან მაქსიმალურად ახლოსაა, მათი სურვილიც ეს იყო, რადგან რომელთანაც შეიძლებოდა საუბარი, ვკითხეთ, როგორ ერჩივნათ. შემიძლია გითხრათ, რომ თავს გრძნობენ კარგად. ეწევათ ყველა შესაბამისი მომსახურება“, - აღნიშნა წივწივაძემ. უკრაინელი ქალის ზუგდიდში ყოფნის შესახებ მას გახდა ცნობილი, რაც ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახე, რის შემდეგაც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით 10 ბავშვი შეიყვანეს. მოგვიანებით ისინი ქუთაისში ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით მათი თანხმლები უკრაინის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ი.ს. 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავა. ადვოკატის მტკიცებით კი ათივე ბავშვი სუსლიაკისა და მისი მეუღლის შვილია, რომელთაგან ექვსი კი ხელოვნური განაყოფიერებით, სუროგატი დედის საშუალებით დაიბადა და მათი მამა სუსლიაკის მეუღლეა. ზურაბ თოდუა ამტკიცებს, რომ ქალი რუსეთიდან აფხაზეთში მეუღლის ჩასვლას ელოდებოდა, რათა აქედან ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასულიყო.
---
04.05.2019
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=4&id=97957
თელავში, ბებიის მიერ ნაცემი ბავშვის საქმეს სოციალური სამსახური სწავლობს
თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბებიამ შვილიშვილს სცემა. 10 წლის ბავშვი დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სამართალდამცველებმა მოათავსეს. ექიმის თქმით, ბიჭს სახის და ხელის არეში სხვადასხვა დაზიანებები და სილურჯე აღენიშნებოდა. მას შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდა და სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს. კახეთის სოციალურ სამსახურში განაცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტს სწავლობენ და ბავშვი ამ ეტაპზე მამიდასთან არის გადაყვანილი. „აღნიშნული ბავშვის შესახებ ინფორმაცია კახეთის სოციალურ სამსახურში პარასკევს შემოვიდა. ბავშვი ამ ეტაპზე მამიდასთან არის უსაფრთხოდ, მაგრამ სოციალური სამსახური მაინც ჩართულია. სოციალური მუშაკი უახლოეს პერიოდში მივა და დაიწყებს მუშაობს, შესაბამისად, ბავშვს კანონიერ წარმომადგენელს დავუნიშნავთ, რის შემდეგაც მოიძებნება ბავშვის განთავსების ადგილი“, - აღნიშნა სოციალური მომსახურეობის კახეთის სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელმა დალი მოსიაშვილმა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, არასრულწლოვანის მშობლები საქართველოში არ იმყოფებიან და 10 წლის ბიჭი ბებიის დასთან ცხოვრობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.
---
04.05.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/467349
მარტვილის მერი, სოცმომსახურების სააგენტოს ზუგდიდის სამხარეო ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, ამბულატორიის ექიმებს შეხვდა
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის სამხარეო ცენტრის წარმომადგენლებთან, შალვა ქობალიასთან და გოდერძი თოდუასთან ერთად, ამბულატორიის ექიმებს შეხვდა. როგორც “კვირას” მარტვილის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, შეხვედრაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის სამხარეო ცენტრის წარმომადგენლებმა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში არსებულ სიახლეებზე ისაუბრეს. “გაფართოვდა იმ აფთიაქების ჩამონათვალი, სადაც ქრონიკული დაავადებების მქონე ბენეფიციარებს მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ ან განახევრებულ ფასად შეუძლიათ. ასევე, ეტაპობრივად ფართოვდება პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი მედიკამენტების ნუსხაც. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა 2017 წელს ამოქმედდა და შემდეგ დაავადებებზე ვრცელდება: გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები; ფილტვის ქრონიკული დაავადებები; დიაბეტი (ტიპი II); ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები; ეპილეფსია; პარკინსონის დაავადება. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეა პირი, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება; მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა საპენსიო ასაკი; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (შშმ ბავშვები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები); პარკინსონით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები; ეპილეფსიით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები”,- აღნიშნულია მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
---
04.05.2019
მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=82975
„ჩვენ მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ მოსახლეობას“ - გიორგი შენგელია სოფელ ოქტომბერში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, გიორგი შენგელია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს, სოფელ ოქტომბერში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა. გიორგი შენგელიამ სოფელში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულებს ის პროექტები და გეგმები გააცნო, რომლებსაც მისი მერად არჩევის შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განახორციელებს. „დღეს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შევხდით სოფელ ოქტომბერში ჩასახლებულ დევნილებს, სადაც, 100-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს. ნაწილი გაზიფიცირებულია, ნაწილის გაზიფიცირება კი უახლოეს პერიოდში მოხდება. მათ, მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია მათთვის განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით. ისინი სრულიად უფასოდ მოხდება გაზიფიცირება და ამ ჩასახლების ყველა დევნილი ოჯახი ბუნებრივ აირით ისარგებლებს. ასევე, სოფელ ოქტომბერში იგება თანამედროვე სტანდარტების საავტომობილო გზა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ სოფლისთვის. მოსახლხებოასთან მქონდა საუბარი სხვადასხვა საჭიროებებზე. ჩვენ მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ მოსახლეობას. სტიქიამ ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დააზიანა, ჩვენი მუნიციპალეტის აქტიური ჩართულობით კი პრობლემა ოპერატიულად მოვაგვარეთ“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ. მერობის კანდიდატთან ერთად, შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და მამუკა ცოტნიაშვილი, ასევე, აფხაზეთის ავტონომიკური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე.
---
03.05.2019
გაფართოვდა იმ აფთიაქების ჩამონათვალი, სადაც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ ან განახევრებულ ფასად არის შესაძლებელი
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ერთ-ერთი სიახლე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, უკვე გაფართოვდა იმ აფთიაქების ჩამონათვალი, სადაც ბენეფიციარებს მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ ან მინიმუმ განახევრებულ ფასად შეუძლიათ. ეს აფთიაქებია: "PSP", "ავერსი",, "ჯიპისი", "ფარმადეპო" და "სახალხო აფთიაქი". სამინისტროს ინფორმაციით, ეტაპობრივად ფართოვდება პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი მედიკამენტებისა და დაავადებების ნუსხა. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მნიშვნელოვან დაფინანსებას. პროგრამით ფინანსდება 6 წამყვანი ქრონიკული დაავადების სამკურნალო ყველაზე მოხმარებადი 35 დასახელების მედიკამენტი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებს: გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, მათ შორის ასთმა, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ეპილეფსია, პარკინსონის დაავადება. უწყების ცნობით, პროგრამის მოსარგებლეები არიან სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს,მედიკამენტების შეძენა შეუძლიათ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად. ასევე 50%-ით და მეტი ოდენობით სახელმწიფოს მიერ დაფინანსება აქვთ საპენსიო ასაკის მოქალაქეებს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირებს, შშმ ბავშვებს, პარკინსონითა და ეპილეფსიით დაავადებულ ნებისმიერ მოქალაქეს.
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=82923
---
03.05.2019
მინისტრის განცხადებით, პაციენტები ექიმებისგან სრულ ინფორმაციას ვერ იღებენ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ექიმები პაციენტებს მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამებზე სრულ ინფორმაციას არ აწვდიან. „ამ პროგრამის მიმდინარეობა შევისწავლეთ და ერთი მთავარი სუსტი წერტილი დავინახეთ, რომ პაციენტებს ექიმებისგან სრული ინფორმაცია არ აქვთ. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ინფორმაციას იღებენ, იღებენ ნაწილობრივ. სუსტი წერტილების დეტექციას რომ ვაკეთებდით, პაციენტი, რომელიც მიიღებს ექიმისგან ინფორმაციას, მიდის მერიაში და არა სოციალური მომსახურების სააგენტოში, რადგან შეჩვეულია, რომ დახმარებას იქიდან იღებს“ – აღნიშნა მინისტრმა. დავით სერგეენკოს, ჯანდაცვის ერთ-ერთ სუსტ რგოლად სწორედ პაციენტებამდე არასრული ინფორმაციის მიტანა მიაჩნია. აქედან გამომდინარე, მინისტრი შეფასებით, პროგრამების ეფექტური გამოყენებაც ვერ ხდება. „პროგრამის მომხმარებლების რაოდენობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე შესაძლებლობაა. ამიტომ თქვენი ჩართულობა არის კრიტიკული ამ ყველაფერში, “ – აღნიშნა მინისტრმა. მინისტრმა ზოგიერთი ექიმის მხრიდან გულგრილ დამოკიდებულებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პაციენტისთვის ინფორმაციის მიწოდება თავის შეწუხებას არ ნიშნავს: „ზოგი ექიმისგან მომისმენია, შეფასებები, რომ ჩვენ იმდენი სამუშაო გვაქვს, მაღალი ხელფასი არ გვაქვს და რატომ უნდა შევიწუხო თავი რომ პაციენტს დამატებით რაღაც ავიხსნა-ო. ამას ბევრი ახსნა არ სჭირდება. პირველადი ჯანდაცვის განვითარება და გაძლიერება ზეპრიორიტეტული ამოცანაა. იმისათვის, რომ ამას მივაღწიოთ, ორმხრივი მზაობა უნდა დავინახოთ“, – განაცხადა მინისტრმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
---
03.05.2019
მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/tbilisshi-dasakmebis-porumi-gaimarta
თბილისში დასაქმების ფორუმი გაიმართა
სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიება სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ და თემქისა და სანზონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ გახსნეს. სააგენტოს მიერ ჩატარებული ფორუმების მიზანს, დასაქმების ხელშეწყობა და ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირება წარმოადგენს. ამ ეტაპზე, დასაქმების ფორუმის მონაწილეებს აქტიური ვაკანსიები 20-ზე მეტმა მსხვილმა სავაჭრო და სადისტრიბუციო კომპანიამ შესთავაზა. სამუშაოს მაძიებლები ვაკანსიებს ადგილზევე გაეცნენ და პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარეს. ფორუმის მონაწილე კომპანიებს შორის იყვნენ: „გუდვილი“, „ვენდისი“, „სპარი“, „ჯიბე“, „ნიკორა“, „სუფთა სახლი“, „ჯიდიელი“, „თბილისისერვისჯგუფი“, „ვიქტორია სექიურითი“, „პალიტრა ჰოლდინგი“, „რითეილ ჯგუფი“, აჭარა ჯგუფი, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, „გორგია“ და სხვ. დასაქმების ფორუმი თემქისა და სანზონის მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა გაბუნიას ინიციატივით გაიმართა და ძირითად სამიზნე ჯგუფს ამ რაიონში მცხოვრები სამუშაოს მაძიებლები წარმოადგენდნენ. თუმცა, ფორუმში მონაწილეობა შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებულ ნებისმიერ ადამიანს შეეძლო. ფორუმის მიმდინარეობისას, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეებს დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები და სერვისები დეტალურად გააცნეს. 2018 წელს, სააგენტოს პროგრამების საშუალებით, ჯამში, 2000-მდე ადამიანი დასაქმდა.
აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/thbilisshi-dasaqmebis-phorumi-gaimartha/
პია.ჯი- https://pia.ge/post/259726-3-maiss-tbilissi-dasaqmebis-forumi-gaimarta
კვირა.ჯი- http://kvira.ge/467075
---
03.05.2019
მედიასაშუალება: http://sknews.ge/index.php?newsid=22460
სამცხე–ჯავახეთში სოციალური მუშაკების რაოდენობა იზრდება
სამცხე–ჯავახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს ორი სოციალური მუშაკი დაემატა, უახლოეს მომავალში კონკურსის შედეგად კიდევ ორი ახალი თანამშრომელი შეირჩევა. სამცხე–ჯავახეთში სოციალური მუშაკების რაოდენობა იზრდება სამცხე–ჯავახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალციხესა და ადიგენში თითო–თითო სოციალური მუშაკი დაემტა. უახლოეს დღეებში, ბორჯომსა და ნინოწმინდაში სოციალური მუშაკების შესარჩევად კონკურსი კიდევ გამოცხადდება. „ახალციხის სოციალურ სამსახურში სოცმუშაკის შესარჩევად კონკურსი მანამდე გამოცხადდა, ვიდრე სოციალური მუშაკები გაიფიცებოდნენ, ადიგენში კი გაფიცვის შემდეგ“, – ამბობს დავით გოგალაძე. მარტში სოციალური მუშაკები პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცნენ. ხელფასის მატებასთან და ტრანსპორტის გამოყოფასთან ერთად, მათი ერთ–ერთ მთავარი მოთხვონა ადამიანური რესურსის დამატებაც იყო. სამცხე–ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტში ათი სოციალური მუშაკი და ერთი უფროსი სოციალური მუშაკია. მათ შორის ახალციხეში ოთხი, ადიგენსა და ასპინძაში – ორ–ორი, ბორჯომში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში კი ერთ–ერთი სოციალური მუშაკია. რეგიონის მასშტაბით მხოლოდ ერთი ფსიქოლოგი მუშაობს.
---
03.05.2019
მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/148143-soc-momsaxurebis-saagentosocialuri-mushakebis-dapirebebis-shesruleba-ar-shegvitskvetia
სოც. მომსახურების სააგენტო: სოციალური მუშაკების დაპირებების შესრულება არ შეგვიწყვეტია
სოციალური მომსახურების სააგენტო ამბობს, რომ ჯანდაცვის უწყებას სოციალური მუშაკების დაპირებების შესრულება არ შეუწყვეტია. სააგენტომ სოციალური მუშაკების განცხადებებს უპასუხა იმის შესახებ, რომ მათთვის გამოყოფილი მანქანები ორი კვირა ემსახურებოდათ, შემდეგ კი მათ სამინისტროს შენობასთან გადაინაცვლეს, რაც გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირებას ართულებს. სოციალური მომსახურების სააგენტომ ტაბულას ამ თემაზე ეს განმარტება მისცა: "ბავშვზე ზრუნვის საკითხებთან დაკავშირებით მომართვებზე რეაგირებისათვის, მხოლოდ თბილისის მასშტაბით, სოციალური მომსახურების სააგენტოს აპრილის თვეში გამოყოფილი ჰქონდა 5 ავტომობილი. მათი განლაგება ქალაქში დამოკიდებული იყო მომართვების ლოკაციებზე. ავტომობილებს, ქალაქ თბილისის გზებზე მოძრაობის ინტენსივობისა და სირთულეების გათვალისწინებით მისამართზე მისასვლელად 40 წუთზე მეტი არ დასჭირვებია. მაისიდან თბილისს ბავშვზე ზრუნვის საკითხებთან დაკავშირებით მიმართვებზე რეაგირებისათვის 3 მანქანა ემსახურება. ბოლო დღეების განმავლობაში თბილისში მომართვიანობის შემცირებიდან გამომდინარე მიღებული იქნა გადაწყვეტილება მანქანების რაოდენობის შესამცირებლად, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მომართვებმა ისევ მოიმატა, სოციალური მომსახურების სააგენტო მზად არის, გაზარდოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა. მოცემულ ეტაპზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებები საკმარისია ბავშვზე ზრუნვის საკითხებთან დაკავშირებით მომართვებზე რეაგირებისათვის. აქვე განვმარტავთ, რომ ავტომობილები განკუთვნილია მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირებისათვის და იმ მისამართებზე ვიზიტისათვის, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მისვლა შეუძლებელია. გაცნობებთ, რომ თბილისის მასშტაბით მომუშავე სოციალურ მუშაკებს სააგენტო უნაზღაურებს მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულებას თვეში 20 ლარის ოდენობით. მუნიციპალური სატრანსპორტო ბარათის მფლობელი სოციალური მუშაკები, ასევე სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე შეღავათიანი ტარიფით. ნებისმიერი მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება მათთვის შეადგენს 20 თეთრს". სააგენტოს ამ განცხადების პასუხად სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ 20 ლარი ჯერ არც ერთ სოციალურ მუშაკს არ დარიცხვია. რაც შეეხება კიდევ ერთ პრობლემას, რომლის მოგვარებასაც სოციალური მუშაკები ითხოვენ - სოც. მომსახურების სერვის-ცენტრებში ფსიქოლოგისა და იურისტების დამატებას, თუმცა, მათი თქმით, სააგენტოს კადრები არ დამატებია. სააგენტო ამბობს: "ამ ეტაპზე სოციალური მომსახურების სააგენტო მუშაობს იურისტებისა და ფსიქოლოგის შერჩევაზე. უახლოეს დღეებში გუნდს შეემატება 1 ფსიქოლოგი და 5 იურისტი თბილისსა და რეგიონებში. ამჟამად იურისტის პოზიციაზე მიმდინარეობს შესარჩევი კონკურსი, კანდიდატებმა უკვე გაიარეს ტესტირება და მომავალ კვირას დანიშნული აქვთ გასაუბრება. ჯამში, სააგენტოს უახლოეს მომავალში19 იურისტი დაემატება. სოციალური მომსახურების სააგენტო ასევე, აპირებს ფსიქოლოგების დამატებას თბილისში, იმერეთსა და აჭარაში". დღეს, 3 მაისს სოციალურმა მუშაკებმა ასევე გაავრცელეს განცხადება, რომ მას შემდეგ, რაც 2 მაისს მათი პრობლემის შესახებ მედიაში განცხადება გავრცელდა, "სოციალური მომსახურების ცენტრებთან დილიდან მანქანები გამოჩნდენ სოციალური მუშაკების გადასაადგილებლად". "სამწუხაროა, რომ შეასრულებს თუ არა სოციალური მუშაკი მის მოვალეობას, იქნება თუ არა მობილური, დამოკიდებულია რამდენად „ხმამაღლა ვიყვირებთ“ მედიაში და არ არსებობს მდგრადი მექანიზმი, რომელიც ჯეროვნად უზრუნველყოფს სოციალური მუშაკების ბენეფიციარებამდე/მომსახურებამდე გადაადგილებას", - წერია განცხადებაში. სოციალური მუშაკები 25 მარტს გაიფიცნენ, მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის უწყებასთან მოლაპარაკებების რამდენიმეკვირიანი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ისინი სისტემური პრობლემების მოგვარებას ითხოვდნენ. 10 დღიანი გაფიცვის და ჯანდაცვის უწყებიდან რამდენიმე პრობლემის მოგვარების დაპირების შემდეგ სოციალური მუშაკები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ.
---
03.05.2019
მედიასაშუალება: http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=12267
სოციალურად დაუცველი ოჯახი ე.წ ოცნების ქალაქიდან
სოციალურად დაუცველი ოჯახი ე.წ ოცნების ქალაქიდან. უკიდურესად გაჭრვებულ 4 წევრიან ჯაბნიძეებს სტატუსი გაუუქმეს. ყოველდღიურობასთან ბრძოლა ახლა მათ მცირე შემოსავლით უწევთ. რამდენ ხანს მოუწევთ ცხოვრება მეზობლებისა და ახლობლების იმედად? მძიმე სოციალური პირობების გამო, ჯაბნიძეებმა უფროსი შვილი ნათესავებთან გაგზავნეს. ოჯახში კიდევ ერთი მცირეწლოვანი ჰყავთ, რომლის რჩენის საშუალება ცოლ-ქმარს არ აქვს. სამსახურის გარეშე დარჩენილები მხოლოდ მეზობლებისა და ნათესავების იმედად არიან. ამბობენ, რომ დროებით სამუშაოებს ასრულებენ, მიღებული ანაზღაურება კი არ ყოფნით. ოჯახს სოციალურად დაუცველი სტატუსი არ აქვს. ჯაბნიძეებმა ბათუმის სოციალურ სააგენტოს რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უწყებამ მათი საცხოვრებელი პირობები ქულათა მაღალი რაოდენობით შეაფასა. ოჯახის წევრები განმეორებით შესწავლას ითხოვენ. ჯაბნიძეების მძიმე სოციალურ პირობებზე საუბრობენ ნათესავები და მეზობლებიც. ბათუმის სოციალური მომსახურების საგეენტოში ამბობენ, რომ შემოწმების შედეგად ოჯახის მდგომარეობა მაღალი ქულით შეფასდა. დირექტორის მოადგილის განმარტებით, განმეორებითი შესწავლა მხოლოდ ერთი წლის შემდეგაა შესაძლებელი. ბათუმის სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის თქმით, მცირეწლოვანი ბავშვები ივლისის თვიდან 50 ლარიან დახმარებას მიიღებენ.
---
03.05.2019
მედიასაშუალება: http://knews.ge/?p=38578
ლაგოდეხში სამედიცინო ცენტრის მშენებლობისთვის 331 564 ლარი გამოიყოფა
ლაგოდეხში ახალი სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის მშენებლობისთვის 331 564 ლარის გამოყოფას მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს მხარი დაუჭირა. საკრებულოს თავმჯდომარის კახა ჯამბურიას განმარტებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის ტიპიური შენობა ლაგოდეხში 9 აპრილის ქუჩაზე, ყოფილი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ,,ახალი შენობა დააკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს და გაზრდის მოქალაქეთა მომსახურეობის ხარისხს”, – განაცხადა კახა კამბურიამ.
---
ბეჭდვითი მედია
06.05.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ ბებიას შვილიშვილთან მიახლოება ოფიციალურად აეკრძალა
თელავში ათი წლის ბავშვს, სავარაუდოდ, ბებიამ სცემა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. მეხუთე კლასის მოსწავლის სახეზე დაზიანებები მასწავლებელმა შენიშნა, რის შემდეგაც სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციის გამოძახება გადაწყვიტა. ბავშვი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მკურნალობა ჩაუტარდა. როგორც „რეზონანს“ სკოლის დირექტორმა მაია ოთარაშვილმა განუცხადა, მოსწავლე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა და მასთან კომუნიკაცია სწორედ ამ მიმართულების პედაგოგს აქვს, რომელსაც ეჭვი გაუჩნდა, რომ ბავშვი ძალადობის მსხვერპლი იყო. დირექტორი ყვება, რომ ის სკოლაში ნაცემი ხუთაშბათს მივიდა. სახეზე სილურჯეები აღენიშნებოდა და ცხვირი ცემის გამო გასიებული ჰქონდა. მასწავლებელმა მის გამოკითხვა დაიწყო - საიდან ჰქონდა მას ეს დაზიანებები, ბავშვმა თავადპირველად განაცხადა, რომ ბიძაშვილმა სცემა. სკოლამ ფაქტის გადამოწმება სცადა და აღმოჩნდა, რომ ბავშვის ბიძაშვილი საქართველოში საერთოდ არ იმყოფებოდა. ამის შემდეგ კი ბავშვმა თქვა, რომ დაზინაბებეი ქუჩაში მიიღო. დირექტორმა პოლიციის გამოძახების გადაწყვეტილება მიიღო და მათთან საუბარში ბავშვმა აღიარა, რომ ის ბებიამ სცემა, რადგანაც კომპიუტერთან იჯდა და მისი მოთხოვნის მიუხედავად არ დგებოდა. არასრულწლოვანის მშობლები საქართველოში არ იმყოფებიან და 10 წლის ბიჭი ბებიასთან ამ მიზეზით ცხოვრობდა. საქმეში კახეთის სოციალური სამსახურია ჩართული და ბავშვი ამ დროისთვის მამიდასთან არის გადაყვანილი. ბებიას კი შემაკავებელი ორდერი გამოეწერა, მას 10 წლის ბიჭთან და მის ძმასთან მიახლოვება აეკრძალა. „ხუთშაბათს მოვიდა სკოლაში ნაცემი. სახეზე სილურჯეები ეტყობოდა და ცხვირი გასებული ჰქონდა. მასწავლებელი მაშინვე დაეჭვდა და მისი გამოკითხვა დაიწყო. თავდაპირველად განაცხადა, რომ ბიძაშვილმა სცემა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გვატყუებდა. მისი ბიძაშვილი საქართველოში საერთოდ არ იმყოფება. „შემდეგ თქვა, რომ ქუჩაში წაიქცა, თუმცა მისი ურთიერთ გამომრიცხავი საუბის შემდეგ პოლიცია გამოვიძახეთ. მათთან კი სიმართლე აღიარა და თქვა, რომ ბებიამ სცემა, რადგანაც კომპიუტერთან იჯდა და არ დგებოდა. „ნათესავმა წაიყვანა ბიჭი და მის ძმა თავისთან, ერთ-ერთ სოფელში. ახლა თავს კარგად გრძნობენ. დედა საზღვარგარეთ ცხოვრობს და ეს ბავშვები ბებია-პაპასთან იზრდებოდნენ. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვია. ის კარგი ყოფაქცევით გამოირჩევა“, - განაცხადა „რეზონანსთან“ სკოლის დირექტორმა მაია ოთარაშვილმა. თელავის რეფერალურ საავადმყოფოში აცახდებენ, რომ ბავშვს სახის და კისრის არეში დაბეჟილობები და სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა. გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ის სახლში გაწერეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.
---