მედიამონიტორინგი 06.06.2019
ტელევიზია
06.06.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 09:00
ქრონიკული დაავადებულების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის სიახლეები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ექიმ-ენდოკრინოლოგებს გააცნო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6130346
მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6130419
---
05.06.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 22:30
მიმდინარე 5 თვეში სხვადასხვა გადაცდომების გამო პროფესიული პასუხისმგებლობა 147 ექიმს დეკისრა, აქედან 119 ექიმს მიეცა წერილობითი გაფრთხილება, 27 ექიმს სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით გაუჩერდა, ერთ ექიმს კი საერთოდ გაუუქმნდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6130156
---
05.06.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს ეწვია პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი თანამშრომლებს შეხვდა და კვლევითი ცენტრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. პრეზიდენტს ჯანდაცვის მინისტრმა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა უმასპინძლეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6129422
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6130138
---
05.06.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
ახალ ნარკოტიკსა და მის სავალალო შედეგებზე საუბრობს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორი. ლაშა კილაძის თქმით დაბალი ხარისხის ნარევი, ე.წ.სირეცი ქვეყნის ერთერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. ეს ნივთიერებები ფსიქიკური აშლილობის პროვოცირებას იწვევს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6128953
ერთსულოვნება-სიახლენი 22:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6130092
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6128973
კავკასია - დღეს 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6129865
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6129694
---
05.06.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
ბათუმის "იოსებ ჩარკვიანის სახელობის" სამშობიარო სახლის მედპერსონალი სამედიცინო დაწესებულების მიზანმიმართულ დაშლაზე საუბრობს. მათი განმარტებით, ორი თვის წინ სამშობიაროს თანამშრომლებმა ახალი დირექტორი აირჩიეს, თუმცა მას ამ დრომდე მუშაობის დაწყების საშუალება არ მისცემია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6129774
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6129418
---
ინტერნეტი
06.06.2019
ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულები ეკიპაჟის წევრები და სასტუმრო "რუმსის" თანამშრომელია
ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად მასში მყოფი სამი ადამიანი: ეკიპაჟის წევრები და მათთან ერთად მყოფი სასტუმრო "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო. „დაბა სტეფანწმინდაში მდებარე სასტუმროს, "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" კუთვნილი ვერტმფრენი - ე.წ. "ყანების ტერიტორიაზე", დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი: ეკიპაჟის წევრები და მათთან ერთად მყოფი სასტუმრო "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები, პოლიციამ და ექსპერტ-კრმინალისტებმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“, - აღნიშნავენ უწყებაში. ფოტოები "ინტერპრესნიუსს" შემთხვევის ადგილიდან მიაწოდეს.
---
06.06.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/476371
ლაგოდეხში მე-11 კლასელმა იმშობიარა – არასრულწლოვნის შესაძლო გაუპატიურების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს
---
05.06.2019
მედიასაშუალება: http://ghn.ge/news/227389-saqoveltao-jandatsvis-programas-tslis-bolos-100-milioniani-defitsiti-ekneba-sergo-chikhladze
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, წლის ბოლოს, 100-მილიონიანი დეფიციტი ექნება - სერგო ჩიხლაძე
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა კვლავ დეფიციტურია. პროგრამას ფული წელსაც დააკლდება, - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტმა, სერგო ჩიხლაძემ. მისი თქმით, 5 თვის ხარჯვის ტემპი გვაჩვენებს, რომ ყოველთვიური ხარჯვა, დაახლოებით 70-71 მილიონი ლარია, რაც წლიურად 840-850 მილიონს შეადგენს. "პროგრამის წლევანდელი ბიუჯეტი 754 მილიონი ლარია. ანუ, წლის ბოლოს დეფიციტი, მსგავსი ტენდენციის პირობებში, დაახლოებით, 80-100 მილიონის ფარგლებში იქნება", - ამბობს ჩიხლაძე და აღნიშნავს, რომ ამ თანხაში არ შედის ის მრავალმილიონიანი დავალიანება, რაც ჯანდაცვის სამინსიტროს, ყოველი წლის ბოლოს, სამედიცინო დაწესებულებების მიმართ რჩება. "მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ჯანდაცვაზე ყოველწლიურად ხარჯავს მეტს, იზრდება იმ ოჯახების წილი, რომლებიც განიცდიან ჯანდაცვაზე კატასტროფულ დანახარჯებს. კვლავ მაღალია ჯიბიდან გადახდის მაჩვენებელი. ასევე დიდი გამოწვევაა წამლების ფასები, ხარისხი და ხელმისაწვდომობა", - აცხადებს ჩიხლაძე. ჯანდაცვის სპეციალისტის აზრით, ხარჯების შეკავებისთვის საჭიროა, ჯანდაცვის სფეროს ძირეული რეფორმა და ადეკვატური პოლიტიკის გატარება. "აუცილებელია, პირველადი ჯანდაცვის რეფორმირება, დაფინანსების პრიორიტეტების გადახედვა, ჯანდაცვის დაფინანსების კონკურენტულ სისტემაზე გადასვლა, სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის მოდელის დანერგვა. მნიშვნელოვანია ასევე, მოუქნელი ბაზების და არასანდო სტატისტიკური მონაცემების მოწესრიგება, რომლის გარეშეც შეუძლებელია რომელიმე პროგრამის მეტნაკლებად ადეკვატური დაგეგმარება", -აცხადებს ჩიხლაძე.
---
05.06.2019
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორი - თელავსა და სენაკში ცენტრების მშენებლობა იგეგმება - სტიგმა, რომ იქ ხალხს დაამწყვდევენ, უსაფუძვლოა
ეს ორი ცენტრი ბევრად უფრო კომფორტულსა და ხელმისაწვდომს გახდის შესაბამისი სერვისების ხელმისაწვდომობას ადგილობრივი მოსახლეობისთვის, - ამის შესახებ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ლაშა კილაძემ ორი ცენტრის მშენებლობის აუცილებლობაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მომართვიანობა მაღალია, ამიტომ იგეგმება ორი მრავალპროფილური ცენტრის შენება - თელავსა და სენაკში. მისივე თქმით, სტიგმა, რომ ეს რაღაც ტიპის დახურული დაწესებულება იქნება, სადაც ხალხს დაამწყვდევენ, უსაფუძვლოა. „ახალი კლინიკების შენების პროცესი დიდი ხანია მიდის. ახლა ჩვენ ველოდებით ჩვენს პარტნიორებს ჩინეთიდან, რამდენადაც მე ვიცი, უახლოეს დღეებში დაგეგმილია მათი ვიზიტი და ასევე იგეგმება ორი მრავალპროფილური ცენტრის შენება თელავსა და სენაკში. ეს არის გეოგრაფიულად ხელმისაწვდომობის კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი, იმდენად, რამდენადაც კახეთში სტაციონალური ცენტრი არ არსებობს და იგივე მდგომარეობაა სამეგრელოშიც, კერძოდ, სენაკში. ამდენად, ეს ორი ცენტრი ბევრად უფრო კომფორტულსა და ხელმისაწვდომს გახდის შესაბამისი სერვისების ხელმისაწვსომობას ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ხაზს ვუსვამ, რომ ეს არ არის მონოპროფილური ცენტრი. სტიგმა, რომ ეს რაღაც ტიპის დახურული დაწესებულება იქნება, სადაც ხალხს დაამწყვდევენ, არის უსაფუძვლო. ფაქტია, რომ მოთხოვნილება მაღალია ფსიქიატრიულ სერვისებზე”, - განაცხადა ლაშა კილაძემ.
---
05.06.2019
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორი - ამ დროისთვის განსაკუთრებით აქტუალურია ამფეტამინების მოხმარებით გამოწვეული ფსიქოზები
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში გაზრდილი მომართვების კუთხით დინამიკა ახალი ნივთიერებების გამოჩენას და მათი მოხმარებით გამოწვეულ დამანგრეველ ეფექტებს უკავშირდება, - ამის შესახებ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ლაშა კილაძემ ქვეყანაში გამოჩენილ ახალ ნარკოტიკებზე კომენტირებისას განაცხადა. ცენტრის დირექტორის თქმით, ამ დროისთვის განსაკუთრებით აქტუალურია ამფეტამინების მოხმარებით გამოწვეული ფსიქოზები. „ძირითადად, ნარკოტიკის მიღებით გამოწვეული პრობლემები უკავშირდება ცენტრალურ ნერვულ სისტემას. იწვევს სხვადასხვა ბიოლოგიურ, ბიოქიმიურ ცვლილებებს, მათ შორის, ფსიქიკურ აშლილობებს. საქართველოს ნარკობაზარი ასაკის მხრივ არის სტაგნირებული. მაგალითად, 2015 წლის ,,ესპადის” კვლევაში იყო საგანგაშო სურათი, 10%-ზე მეტს სკოლის მოსწავლეებისა, კავშირი ჰქონდათ ნარკოტიკებთან. მომავალ წელს დაგეგმილია შემდეგი კვლევა და უფრო სრული სურათი გვექნება”, - განაცხადა ლაშა კილაძემ. ამასთან, ლაშა კილაძის განცხადებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მიმართვიანობა საკმაოდ მაღალია და იგი სრულად დატვირთულია. „მოთხოვნა ფსიქიკურ ჯანმრთელობის სერვისებზე არის ტრადიციულად მაღალი, ჩვენი ცენტრი სრულად არის დატვირთული. დინამიკა მომართვების კუთხით უკავშირდება ახალი ნივთიერებების გამოჩენას და მათი მოხმარებით გამოწვეულ დამანგრეველ ეფექტებს. ამ დროისთვის განსაკუთრებით აქტუალურია ამფეტამინების მოხმარებით გამოწვეული ფსიქოზები. ე.წ. კლუბური ნარკოტიკის ერთჯერად მიღების შემთხვევშიც გვქონია არაერთი შემთხვევა, როცა ხდება მაგალითად, შიზოფრენიის მანიფესტირება. უნდა დავიწყოთ მაქსიმალურად ადრე ბავშვებთან მუშაობა, საგანმანათლებლო აქტივობა. პრევენცია და პროფილაქტიკა არის წარმატებული ანტინარკოტიკული სისტემის საფუძველი. თუ არ გვექნა საგანმანათლებლო აქტივობები ამ კუთხით, მხოლოდ დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა არ იქნება ეფექტური”, - განაცხადა ლაშა კილაძემ.
---
05.06.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/550027-prezidenti-lugaris-saxelobis-sazogadoebrivi-janmrtelobis-kvlevit-centrs-ecvia/
პრეზიდენტი ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს ეწვია
საქართველოს პრეზიდენტი რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს ეწვია და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სალომე ზურაბიშვილი კვლევითი ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა და ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის განსაკუთრებით საშიში კულტურების ეროვნული საცავი, ზოგადი ბაქტერიოლოგიის, ვირუსოლოგიის, მოლეკულური ბიოლოგიისა და გენომის ლაბორატორიები დაათვალიერა. მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტს ცენტრში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უმასპინძლეს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პრეზიდენტს ცენტრის განვითარების ისტორია, სტრატეგიული მიზნები და მუშაობის პრიორიტეტები გააცნო. ამირან გამყრელიძემ პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა ლუგარის ცენტრის ბიოუსაფრთხოების და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის ზოგადი ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის მუშაობის მიმართულებების შესახებ, რომლის ძირითადი ფუნქციებია: დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების (ბაქტერიები, სოკოები, უმარტივესები) დიაგნოსტიკა, მორფოლოგიის, კულტურალური თვისებების, ბიოქიმიის შესწავლა; მიკროორგანიზმების მგრძნობელობის შესწავლა ანტიბიოტიკების და სადეზინფექციო პრეპარატების მიმართ. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ძალიან კმაყოფილი და გაოცებულია იმით, რომ საქართველოში ამ დონეზე დგას დღეს დაავადების პრევენცია, მისი მართვა და ყველანაირი შესაძლო ინფექციების კონტროლი. ,,ამ კუთხით საქართველო გამორჩეულია მთელ რეგიონში და ეს ლაბორატორია თავისი სტანდარტებით ყველაზე მაღალი დონის ლაბორატორიაა და ამერიკის ატლანტას ცენტრთან თანამშრომლობა ნიშნავს იმას, რომ საყოველთაოდ აღიარებულია მისი სტანდარტები და ტექნოლოგიები. აქ ყველაფერი დაცულია უმაღლესი სტანდარტებით, ისე, როგორც ევროპულ ქვეყნებშია. აქ ვართ ევროპაში და ევროპაში ვართ ამერიკის დახმარებით. ძალიან საინტერესო და ძალიან დიდი საქმე კეთდება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ცენტრის თანამშრომლებს და მივმართო მათ, ვინც ფეიკ ნიუსებს ავრცელებს - მოვიდნენ აქ, ნახონ და გაიგებენ როგორი ცრუ ინფორმაციაა შემოსული ჩვენი მეზობელი სხვადასხვა ქვეყნიდან და დიდი მეზობლისგან, რაც პირდაპირ მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანა დაზიანდეს და არა იმისკენ, რომ საქმე გაკეთდეს", -აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/prezidenti-lugaris-sakhelobis-sazogadoebrivi-djanmrtelobis-kvlevit-tsentrs-etsvia/59842
---
05.06.2019
მედიასაშუალება: https://www.kutaisipost.ge/ka/akhali-ambebi/article/14970-5-thveshi-skhvadaskhva-gadacdomis-gamo-profesiuli-pasukhismgebloba-147-eqims-daekisra
5 თვეში სხვადასხვა გადაცდომის გამო, პროფესიული პასუხისმგებლობა 147 ექიმს დაეკისრა
2019 წელს პროფესიული განვითარების საბჭომ პროფესიული პასუხისმგებლობა 147 ექიმს დააკისრა. აქედან 119 ექიმს მიეცა წერილობითი გაფრთხილება, 27 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა, 1 ექიმს კი სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ მიერ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან გამოთხოვილ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიმდინარე წელს, პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი შესწავლილია 70 შემთხვევაში. სააგენტოს ცნობითვე, 2017 წელს პროფესიული პასუხისმგებლობა 300 ექიმს დაეკისრა, ხოლო 2018 წელს კი 342 ექიმს. „2017 წელს, პროფესიული განვითარების საბჭომ 300 ექიმს დააკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა. აქედან, 207 ექიმს მიეცა წერილობითი გაფრთხილება, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 93 ექიმს. 2018 წელს, პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი შესწავლილია 191 შემთხვევაში. 2018 წელს, პროფესიული განვითარების საბჭომ 342 ექიმს დააკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა. აქედან, 235 ექიმს მიეცა წერილობითი გაფრთხილება, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 105 ექიმს, სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა 2 ექიმს“, - აღნიშნულია სააგენტოს სტატისტიკურ მონაცემებში.
---
05.06.2019
მედიასაშუალება: http://accentnews.ge/newsdetails.php?lang=1&NewsID=1492
ზელენსკის სპეცწარმომადგენელი საქართველოშია
უკრაინის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი ბავშვთა უფლებების საკითხებში ნიკოლაი კულება ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა. საქმე სუსლიაკების ოჯახსა და 10 ბავშვის უკრაინაში დაბრუნებას ეხება. როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, ამჟამად ბავშვები საქართველოს სოციალურ დაწესებულებებსა და მიმღებ ოჯახებში იმყოფებიან, მათი დედა კი – იულია სუსლიაკი დაკავებულია იულია და მისი მეუღლე იური ბავშვებით ვაჭრობაში არიან ეჭვმიტანილები. ქალი იმ დროს დააკავეს, როდესაც ის 10 ბავშვთან ერთად რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში აპირებდა გადასვლას. უკრაინული მედია ხაზგასმით აღნიშნავს, 10 ბავშვიდან 7 სუროგატი დედებისაა და ერთსა და იმავე წელსაა დაბადებული. როგორც შეხბედრაზე ნიკოლაი კულებამ განაცხადა, ამჟამად წყდება ბავშვების უკრაინაში დაბრუნების საკითხი, კერძოდ, მიმდინარეობს ყველა აუცილებელი დოკუმენტის სათანადოდ გაფორმების პროცესი, საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და ჯანდაცვის სამინისტროსთან უკვე მიღწეულია წინასწარი შეთანხმება იმაზე, რომ ბავშვები სამშობლოში დაბრუნდნენ. საქართველოში ასევე იმყოფება უკრაინის ხმელნიცკის მხარის იარმოლინეცის სახელმწიფო რაიონული ადმინისტრაციის დელეგაცია, რომელიც უფლებამოსილია, ბავშვები უკრაინამდე მიაცილოს. ნიკოლაი კულება ბავშვებს სავარაუდოდ დღეს საღამოს შეხვდება. საქართველოში იმყოფებიან ბავშვების ბებიებიც. მათ იმედი აქვთ, რომ მოზარდების წაყვანის უფლებას მისცემენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ათი უკრაინელი ბავშვის თანმხლებ ქალს, იულია სუსლიაკს წინასწარი, 55-დღიანი პატიმრობა 27 აპრილს შეუფარდა. იულია სუსლიაკს ბრალი წაყენებული აქვს არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგის) მუხლით. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს რომ ბავშვები მისი შვილები არიან. დაცვის მხარის თქმით, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, უკვე ბიოლოგიურმა ექსპერტიზამაც დაადასტურა, რომ იულია სუსლიაკი უდანაშაულოა: ის 10-დან ოთხი ბავშვის ბიოლოგიური დედაა, ხოლო 10-ვე ბავშვის ბიოლოგიური მამაა იური სუსლიაკი. 10-დან 6 ბავშვი სუროგაციის მეთოდით არის დაბადებული. ზურაბ თოდუა იმედოვნებს, რომ გამოძიება მალე შეწყდება, რადგან მტკიცებულებები სწორედ ასეთ საფუძველს ქმნის.
---
05.06.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/369580/
ადვოკატის თქმით, 10-დან 4 ბავშვის დედა სუსლიაკია, ათივეს ბიოლოგიური მამა კი – მისი ქმარი
ტრეფიკინგში ბრალდებული უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკის ადვოკატის, ზურაბ თოდუას თქმით, ექსპერტიზის შედეგებმა აჩვენა, რომ ათივე ბავშვის ბიოლოგიური მამა იულია სუსლიაკის მეუღლეა. აქედან 4 ბავშვის დედა თავად იულიაა, ხოლო 6 ბავშვი სუროგაციის გზით არის გაჩენილი. ზურაბ თოდუა ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ექსპერტიზით ბრალდების მხარის მთავარი არგუმენტი ქარწყლდება და მტკიცდება, რომ ტრეფიკინგი არ ყოფილა. “რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მე გუშინ შევიტანე თბილისის საქალაქო სასამართლოში შუამდგომლობა და მოვითხოვე აღკვეთის ღონისძიების გაუქმება, ვინაიდან სუსლიაკი ახლა პატიმრობაშია. ამ შუამდგომლობას ჩვენ თან დავურთეთ უპირველესად სამხარაულის ზემოხსენებული ექსპერტიზა, ასევე, შსს-ს კრიმინალური დეპარტამენტის საექსპერტო დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ სუსლიაკის არცერთი დოკუმენტი ყალბი არ იყო და ყველა იყო წესრიგში. გარდა ამისა, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადმოგვცა დოკუმენტაცია, რომლითაც მტკიცდება, რომ სუსლიაკები იმყოფებიან კანონიერ ქორწინებაში და მათ ქორწინების განმავლობაში 4 შვილი, ხოლო სუროგაცია/დონაციის პროგრამის ფარგლებში 6 შვილი შეეძინათ“, – განმარტავს ზურაბ თოდუა. მისივე თქმით, ქალი თავიდანვე აცხადებდა, რომ მას და მის მეუღლეს უბრალოდ ბევრი შვილის ყოლა უნდოდათ. ამ დროისთვის კი საქართველოში ჩამოსულნი არიან ბავშვების ბებიები, რომლებსაც აქვთ კანონიერი უფლება, ისინი უკრაინაში წაიყვანონ. ექსპერტიზის პასუხებს ადასტურებენ შსს-შიც. აქ გვითხრეს, რომ იულია სუსლიაკი 4 ბავშვის ბიოლოგიური დედაა, ხოლო ათივე ბავშვი მამის ხაზით ერთმანეთის ნათესავები არიან. შსს-ში ასევე ამბობენ, რომ ტრეფიკინგის მუხლით გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში კვლავ მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა იულია სუსლიაკი 26 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთი საავადმყოფოში ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს მას შემდეგ, რაც ათივე ბავშვი ინტოქსიკაციის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბავშვები კი სოციალური მომსახურების სააგენტომ სახელმწიფო ზრუნვაში გადაიყვანა. შსს-ს განცხადებით, ქალი ბავშვებთან ერთად საქართველოში თბილისი–მოსკოვის რეისით 8 აპრილს ჩამოვიდა და მათ უპირებდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაყვანას. არასრუწლოვნებზე ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისინი ინტოქსიკაციის დიაგნოზით თავდაპირველად ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი ქუთაისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს. თავად ქალი ბრალდებებს უარყოფდა და აცხადებდა, რომ ათივე ბავშვი მისი შვილია. დაკავებიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია მე-11 ბავშვის შესახებ, რომელიც, პროკურატურის თქმით, შესაძლოა, ტრეფიკინგის მსხვერპლი ყოფილიყო. თუმცა თავად სუსლიაკი, ადვოკატთან ერთად, ამბობდა, რომ ბავშვი რუსეთში დაიღუპა და მათ ამ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია აქვთ.
---
05.06.2019
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/265341-maisa?fbclid=IwAR2Kkg1QrDbuehE8BA42A9VdVwVKVlnxjIGUnWp7MCmTNml_UtcEOgtxXQE
ბათუმის სამშობიარო სახლის მედიკოსები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ
ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სამშობიარო სახლის ექიმები, საავადმყოფოს ყოფილ დირექტორს კლინიკის მიზანმიმართულ გაკოტრებაში ადანაშაულებენ. აღსანიშნავია, რომ სამშობიარო სახლის მედიკოსები ამავე კლინიკის აქციონერებიც არიან. ექიმებმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე გამაცხადეს, რომ ორი თვის წინ სამშობიაროს 88 თანამშრომელმა ახალი დირექტორი აირჩია, თუმცა მას ამ დრომდე მუშაობის საშუალება არ ეძლევა, რადგან ყოფილ დირექტორს ჯუმბერ უნგიაძეს სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი, რომელშიც არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვ ქვეშ აყენებს. "კლინიკას ამ დრომდე მისი მინდობილი პირი მართავს. მათ სასამართლოსაც მიმართეს. ჩვენ მარტო ექიმები არ ვართ, ვართ პარტნიორები. ხდება კლინიკის გაკოტრება, სამშობიარო სახლის მუშაობის პროცესი ჩამოშალეს, ხელფასებიც იანვრიდან არ აგვიღია. პაციენტები გვეკითხებიან დაიხურეთო?!"- განაცხადა ლია კვაჭაძემ. მედპერსონალი ეკონიმიკის სამინისტროს და ფინანსთა პოლიციას საკითხით დაინტერესებას სთხოვს. ბრალდებას ჯუმბერ უნგიაძე უაყოფს. მისი თქმით, ბოლო ორი წელია სამშობიარო სახლთან შეხება არ აქვს. "როგორ ვაკოტრებ მე, იქ საერთოდ არ ვარ?! ახლა სულ სხვა "შეპესეა", რომელსაც სახელმწიფომ გაუფორმა კონტრაქტი და ქვია მრავალპროფილური სამშობიარო სახლი. არანაირი კავშირი არ მაქვს. თუ ვიღაცამ ვინმე აირჩია მე არ ვარ წინააღმდეგი. დარეგისტრირდეს ოფიციალურად და გახდეს დირექტორი. მე ვარ ძველი სამშობიარო სახლის დირექტორი. სულ 6 თვე ვიყავი კლინკაში, თავიდან ამიტალახეს, ცუდ მდგომარეობაში ჩამაგდეს და 1 800 000 ვალი მთხოვეს. ხელფასიც არ ამიღია",- განაცხადა უნგიაძემ.
---
ბეჭდვითი მედია
06.06.2019
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
ლუგარის ცენტრში დიდი უსაფრთხო საქმე კეთდება
საქართველოს პრეზიდენტი რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს ეწვია და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილი კვლევითი ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა და ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის განსაკუთრებით საშიში კულტურების ეროვნული საცავი, ზოგადი ბაქტერიოლოგიის, ვირუსოლოგიის, მოლეკულური ბიოლოგიისა და გენომის ლაბორატორიები დაათვალიერა. პრეზიდენტს ცენტრში უმასპინძლეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძემ პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა ლუგარის ცენტრის ბიოუსაფრთხოების და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის ზოგადი ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის მუშაობის მიმართულებების შესახებ, რომლის ძირითადი ფუნქციებია: დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების (ბაქტერიები, სოკოები, უმარტივესები) დიაგნოსტიკა, მორფოლოგიის, კულტურალურითვისებების, ბიოქიმიის შესწავლა; მიკროორგანიზმების მგრძნობელობის შესწავლა ანტიბიოტიკების და სადეზინფექციო პრეპარატების მიმართ. „ამ კუთხით საქართველო გამორჩეულია მთელ რეგიონში და ეს ლაბორატორია თავისი სტანდარტებით ყველაზე მაღალი დონის ლაბორატორიაა. ამერიკის ატლანტას ცენტრთან თანამშრომლობა ნიშნავს იმას, რომ საყოველთაოდ აღიარებულია მისი სტანდარტები და ტექნოლოგიები. აქ ყველაფერი დაცულია უმაღლესი სტანდარტებით ისე, როგორც ევროპულ ქვეყნებშია. აქ ვართ ევროპაში და ევროპაში ვართ ამერიკის დახმარებით. ძალიან საინტერესო და ძალიან დიდი საქმე კეთდება. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ცენტრის თანამშრომლებს და მივმართო მათ, ვინც ფეიკ ნიუსებს ავრცელებს – მოვიდნენ, ნახონ და გაიგებენ, როგორი ცრუ ინფორმაციაა შემოსული ჩვენი მეზობელი სხვადასხვა ქვეყნიდან და დიდი მეზობლისგან, რაც პირდაპირ მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანა დაზიანდეს და არა იმისკენ, რომ საქმე გაკეთდეს”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
---