მედიამონიტორინგი 06.12.2018
ტელევიზია
06.12.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 10:00
ხვალ, თელავის ისტორიულ მუზეუმში დასაქმების ფორუმი გაიმართება. ღონისძიებაზე 30-მდე კომპანია სამუშაოს მაძიებლებისთვის აქტიურ ვაკანსიებს წარადგენს. კერძო სექტორი დასაქმების მსურველებს თავისუფალ სამუშაო ადგილებს მომსახურების, გაყიდვების, სამშენებლო, ტურიზმის, საბანკო და სადაზღვევო სფეროებიდან შესთავაზებს. სოციალური მომსახურების სააგენტო წელს ქვეყნის მასშტაბით მსგავს ფორუმებს მეთერთმეტედ მართავს. ბოლო მონაცემებით, მიმდინარე წელს, 1 600-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 84 შშმ პირი დასაქმდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5738705
---
05.12.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე
7 დეკემბერს, თელავში, სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, მე-12 დასაქმების ერთთვიანი ფორუმი გაიმართება, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს მოიცავს. ფორუმში ჩართვის სურვილი უკვე 30-ზე მეტმა მსხვილმა კომპანიამ გამოთქვა. უორექნეტ. გოვ.ჯი-ზე დარეგისტრირებულ მოქალაქეებს 150-ზე მეტი გზავნილი დაეგზავნათ ფორუმის შესახებ. გადაცემის სტუმარია სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტრის მოადგილე ლევან გოგოძე.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5737813
---
05.12.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 15:00
ინგა ბალანჩივაძის ოჯახი სამედიცინო რეგულირების სააგენტოს უმოქმედობაში ადანაშაულებს. ქუთაისში მცხოვრები ქალბატონის ოჯახის წევრი აცხადებს, რომ 28 წლის ინგა ბალანჩივაძე 8 თვის წინ ჩატარებული ოპერაციის შემდგომ კომაში იმყოფებოდა. ინგამ კომატოზურ ძილს თავი ოპერაციიდან მხოლოდ 2 თვის შემდეგ დააღწია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5737634
---
05.12.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
ქუთაისი-ხონის გზაზე მიკროავტობუსი, რომელსაც სამხედროები გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა და გადაბრუნდა - დაშავებულია 15 ადამიანი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5738195
---
05.12.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 15:00
32 წლის ქრისტინე კოპაძეს დახმარება სჭირდება. მას თავის ტვინის დიაგნოზი დაუსვეს და საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება, რაც დიდ თანხასთან არის დაკავშირებული.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5737668
---
05.12.2018
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 12:00
"კატეგორიულად შემიძლია განვაცხადო, რომ გია თვალავაძეს აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო რაიმე სახის ქრთამის აღების ფაქტთან" - აღნიშნულის შესახებ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსის, გია თვალავაძის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5736920
---
ინტერნეტი
06.12.2018
სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება, იგეგმება ფსიქიკური ჯანდაცვის ახალი ცენტრების მშენებლობაც
სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ლაგვილავამ განაცხადა. მისი თქმით, რეაბილიტაციის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში თანამედროვე სტანდარტები დაინერგება. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართვლოს მთავრობა, ჩინეთთან თანამშრომლობის შედეგად, კიდევ რამდენიმე ფსიქიატრიული დაწესებულების გახსნას გეგმავს. მისივე თქმით, ამ დროისთვის ამ კუთხით აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უკვე რეალურად დაწყებულია და წლის ბოლომდე დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტებში მოუწევთ პაციენტებს ყოფნა. ასევე, ზუსტად ერთი თვის წინ გახსნილ იქნა ქვიტირის ახალი ფსიქიატრიული საავადმყოფო. მოგეხსენებათ, რომ ჩინეთთან თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, უკვე რატიფიცირებულ იქნა ხელშეკრულება ჩვენი მთავრობის მიერ და უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ სენაკსა და თელავში გაიხსნას ფსიქიკური ჯანდაცვის ახალი ცენტრები, რომლებიც იქნება მრავალფუნქციური და არ იქნება სტაციონარი. ამ დროისთვის მოლაპარაკებების ეტაპზე ვართ“, – განაცხადა მაია ლაგვილავამ.
---
05.12.2018
2019 წლის 1 იანვრიდან გეგმიური აცრები სავალდებულო იქნება
შესაბამისი ცვლილებები ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონში შევიდა და ის პარლამენტმა 81 ხმით 0-ის წინააღმდეგ, 14 ნოემბერს დაამტკიცა. ამ ცვლილებების მიხედვით, სავალდებულო ხდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული პროფილაქტიკური აცრები. ცვლილება აისახება ტერმინთა განმარტებებშიც და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის მე-3 მუხლის ტ³ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგნაირად: სავალდებულო პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი. კანონის ეს ნაწილი ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან უნდა შევიდეს. გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სავალდებულო უნდა გახდეს სკოლაში ან ბაღში სწავლის დაწყებისას აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა და ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული სავალდებულო აცრების მოთხოვნა. ცვლილებების ავტორები აღნიშნავენ, რომ ამგვარი მიდგომა საერთაშორისო პრაქტიკაში გავრცელებულია. შესაბამისი ცვლილებები ნორმატიულ აქტებში ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებმა 6 თვის ვადაში უნდა შეიტანონ. კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის იმუნიზაციით მოცვის დონე არასაკმარისია. ცვლილებების ავტორები მიუთითებენ რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებზე, რომლის მიხედვით, იმუნიზაცია შესაძლებელს ხდის ყოველწლიურად 2-დან 3 მილიონამდე დიფტერიით, ტეტანუსით, წითელათი და სხვა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევათა აცილებას, ხოლო იმუნიზაციის გლობალური მოცვის შემთხვევაში შესაძლებელი ინება დამატებით 1,5 მილიონი ადამიანის გადარჩენა. განმარტებით ბარათში საუბარია წითელას წითელას შემთხვევების ზრდაზეც. "ვაქცინაციით მართვადი დაავადების შემთხვევათა რაოდენობის მნიშვნელოვანმა კლებამ მოსახლეობას შეუქმნა წარმოდგენა, რომ მრავალი ინფექციური დაავადება წარსულს ჩაბარდა. თუმცა, ეს ინფექციები შესაძლებელია კვლავ გახდნენ ავადობის, ინვალიდობის და სიკვდილობის მიზეზი იმუნიზაციის განხორციელებისადმი ძალისხმევის და აცრებით მოცვის დონის კლების შემთხვევაში. აღნიშნულის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია 2013-2014 წლებში საქართველოში წითელას ეპიდაფეთქება (11,000 შემთხვევა, 3 გარდაცვალება). ავადობის ტვირთი ძირითადად 1 წლამდე და 15-30 წლის ასაკის მოსახლეობაზე მოვიდა, რაც ადასტურებს ამ ასაკობრივი ჯგუფების არაიმუნურობას. წითელას დაავადების შემთხვევების პროგნოზული მატების თავიდან აცილების მიზნით, 2008 წელს ჩატარდა 6-27 წლის ასაკის მოსახლეობის მასობრივი აცრების კამპანია, რომლის ფარგლებში წინასწარ დაგეგმილი 980 136 ადამიანის ნაცვლად აიცრა მხოლოდ 492 642 (50,3%), რაც 2013-2014 წლების ეპიდემიის ერთერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო. 2017 წელს დაფიქსირდა წითელას 94 შემთხვევა. შემთხვევების 13% მოდის 1 წლამდე ასაკის ბავშვებზე, ხოლო 33% - 14 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაზე. 2018 წლის მაისის ბოლოსთვის წითელას შემთხვევების რაოდენობამ მიაღწია 864-ს, შემთხვევების 11% მოდის 1 წლამდე ასაკის მოსახლეობაზე, ხოლო 50% - 14 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაზე. დაფიქსირდა წითელათი გარდაცვალების 2 შემთხვევა.", - აღნიშნულია დოკუმენტში. განმარტებით ბარათში საუბარია იმაზეც, რომ აცრებზე მოთხოვნას ხელს უშლის მოსახლეობის არასათანადო ცნობიერება ვაქცინების სარგებლისა და უსაფრთხოების შესახებ და უნდობლობა, ასევე, ვაქცინაციის საწინააღმდეგო ინფორმაცია საზოგადოებასა და საინფორმაციო საშუალებებში, მშობლების უყურადღებობა და პასუხისმგებლობის დეფიციტი. რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, კანონპროექტის ავტორები განმარტებით ბარათში წერენ, რომ ცვლილებების მიღება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას არ გამოიწვევს, რადგან იმუნიზაციის პროგრამა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ნაწილია და მას მოსახლეობა უფასოდ იღებს. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ პროგრამის ბიუჯეტი 22.400 ათასი ლარია და ეს თანხა გათვლილია ყველა შესაძლო ბენეფიციარზე, მაგრამ აცრაზე ყველა არ მიდის. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, აკაკი ზოიძე ტაბულასთან ცვლილებების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ აღსრულების მექანიზმი ამ ეტაპზე გათვალისწინებული არ არის. მისი განმარტებით, მიუხედვად იმისა, რომ სკოლებში და ბაღებში აცრებთან დაკავშირებით დოკუმენტების მიტანა სავალდებულოა, ეს არ ნიშნავს, რომ აუცრელ ბავშვს არ მიიღებენ. "ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ აცრა არ არის მშობლის დისკრეცია, არამედ არის ძალიან კონკრეტული ვალდებულება. სახელმწიფოც იღებს ვალდებულებებს, რომ ეს აცრები არის მაქსიმალურად უსაფრთხო და ეფექტიანი. ექიმებმაც უნდა აიღონ ვალდებულება, რომ მშობლები გააფრთხილონ ამის შესახებ. ამაზე უსაფრთხო და ეფექტიანი მეთოდი, რათა თავიდან ავიცილოთ ისეთი საშიში დაავადებები, როგორიც არის წითელი, ყბაყურა და ა.შ., არ არსებობს და არ გამოუგონია კაცობრიობას", - ამბობს აკაკი ზოიძე. ზოიძესთან ერთად კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, ლევან კობერიძე, მარიამ ჯაში, ილია ნაკაშიძე, მირიან წიკლაური, დიმიტრი მხეიძე, კობა ნაკაიძე, სვეტლანა კუდბა, ფატი ხალვაში. ცნობისთვის, საქართველოში მოქმედ აცრების ეროვნულ კალენდარში ათი ვაქცინაცია შედის. მათ შორისაა აცრა B ჰეპატიტზე, ბსჟ-ზე, დიფთერიაზე, ტეტანუსზე, ყივანახველაზე, წითელაზე, წითურაზე, ყბაყურაზე, პოლიომიელიტზე და ა.შ. აქვე, შეგახსენებთ იმასაც, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, 2017 წელს წითელას შემთხვევები 2016 წელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა. წითელას ეპიდემიური აფეთქებები მსოფლიოს ყველა რეგიონში მოხდა და სიკვდილის 110 000-მდე შემთხვევა გამოიწვია. WHO-ს მონაცემებითვე, საქართველო ევროპაში წითელას გავრცელების მაჩვენებლით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. საქართველო იმ შვიდ ქვეყანას შორისაა, რომლებშიც ინფიცირების მაჩვენებელმა 2018 წლის პირველ ექვს თვეში 1000-ს გადააჭარბა. წითელას შემთხვევების ზრდა პრობლემურია, თუმცა არა გასაკვირი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ინფექციის დაბრუნების მიზეზებად ასახელებს თვითკმაყოფილებას, ევროპაში ვაქცინებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებას, ვენესუელას ჯანდაცვის სისტემის კოლაფსს და აფრიკაში იმუნიზაციის დაფარვის დაბალი დონეს.
---
05.12.2018
მედიასაშუალება: https://www.pia.ge/post/237060-wartmeuli-bavsvoba-rogoria-miusafarta-cxovreba-qucebsi&utm_source=pia&utm_medium=sidebar
ბავშვები ქუჩაში – დღემდე დაუმარცხებელი პრობლემა
ყოველდღიურად უამრავ ბავშვს ვხვდებით ქუჩებში, მეტროებსა, თუ სხვადასხვა ხალხმრავალ ადგილას, რომლებიც საზოგადოებისგან მოწყალებას ითხოვენ. მათი ამ წესით ცხოვრების მიზეზები ინდივიდუალური გარემოებებიდან მომდინარეობს - ზოგი მშობლებმა მიატოვეს, ზოგს საერთოდ არ ჰყავს მეურვეები, ზოგსაც კი პირიქით, მშობლები აიძულებენ, ქუჩაში გავიდნენ და საარსებო ფული შეაგროვონ. საბოლოოდ, მაინც ეკონომიკურ სიდუხჭირემდე მივდივართ, რომელიც ქუჩაში გასვლის უმთავრესი მიზეზი ხდება. თანატოლებისგან განსხვავებით, ისინი არ ცხოვრობენ ჰიგიენურ პირობებში, არ დადიან მათთვის საინტერესო წრეზე, არ არიან განებივრებული ოჯახის წევრებისგან საჩუქრების მიღებით და სრულიად მოწყვეტილები არიან სოციალურ–კულტურულ გარემოს. გარდა იმისა, რომ მათ წართმეული აქვთ ბავშვობა, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე მოზარდებისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომია ჯანდაცვისა და განათლების სერვისები. ამავდროულად, მიუსაფართა და ქუჩაში მომუშავეთა მიმართ საზოგადოებაში ნეგატიური დამოკიდებულება იგრძნობა. მართალია, ხშირად ნეგატივს საფუძვლად ასეთი ბავშვების ქცევები უდევს, თუმცა, ალბათ, ყველაზე მეტი ყურადღება სწორედ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს სჭირდებათ! რას აკეთებს სახელმწიფო ქუჩაში მყოფი ბავშვების დასახმარებლად. „პირველი“ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსს ესაუბრა. ხათუნა ქაჯაიას თქმით, "იმისთვის, რომ მიუსაფარ ბავშვთან მოხდეს კონტაქტის დამყარება, მობილურ ჯგუფს დიდი ძალისხმევა სჭირდება, მისი ნდობის მოპოვება, შემდეგ სერვისების შეთავაზება და თანხმობის შემთხვევაში, შესაბამის სერვისში ჩარიცხვა". ქაჯაიას ინფორმაციით, 2017 წელს მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის მობილური ჯგუფების ფარგლებში, თბილისის, რუსთავის და ქუთაისის მასშტაბით კონტაქტი 332 ბავშვთან დამყარდა. საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს 4 მობილური ჯგუფი, 6 დღის ცენტრი და 6 სადღეღამისო თავშესაფარი. სოციალური მომსახურების სააგენტოს გასული წლის მონაცემებით, დღის ცენტრის და სადღეღამისო თავშესაფრის მომსახურებით 270-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. აქედან, დღის ცენტრით 186-მა, ხოლო სადღეღამისო სერვისით - 84-მა ბენეფიციარმა. „უწყვეტად მუშაობს ცხელი ხაზი, სადაც ვიღებთ შეტყობინებებს შემთხვევებთან დაკავშირებით. მობილურმა ჯგუფმა 107 შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა, ხოლო საჭიროებიდან გამომდინარე, 15 ზარი გადამისამართდა საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში“, - განუცხადა „პირველს“ ხათუნა ქაჯაიამ და დასძინა, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ბავშვების ქუჩიდან ოჯახურ გარემოში გადასაყვანად. „მინდობით აღზრდაში 6 ბენეფიციარი გადავიყვანეთ, ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნდა - 14 ბავშვი, მცირე საოჯახო ტიპის სახლში გადასვლაზე დაგვთანხმდა 6 არასრულწლოვანი. განხორციელდა სპეციალური საგანმანათლებლო მომსახურების მიწოდება მიუსაფარ ბავშვთა ქვეპროგრამის ყველა მოქმედ მომსახურებაში, სადაც მუშაობდნენ ბენეფიციარების ფუნქციური, აკადემიური და კოგნიტური უნარების ამაღლებაზე“, - ამბობს ხათუნა ქაჯაია. აღსანიშნავია, რომ მობილური ჯგუფები აგვარებენ ქუჩაში მცხოვრები ბავშვების საბუთების პრობლემებსაც. სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც კანონში შევიდა ცვლილება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის არმქონე მიუსაფარი ბავშებისათვის დროებითი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის გაცემის თაობაზე, პირადი დოკუმენტაცია 11 ბავშვს დაუმზადდა. ქუჩაში მყოფი ბავშვებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო აღმოჩნდნენ ასეთ მდგომარეობაში და იმისათვის, რომ საზოგადოებაში ინტეგრირების პრობლემა აღმოუფხვრელი არ დარჩეს, ხელისუფლებასთან ერთად თითოეული მოქალაქის მხრიდან კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო.
---
05.12.2018
„ერთი კატა მყავს და ალბათ ის ჩამითვალეს ქონებად,"- მარტოხელა მოხუცი, რომელიც ხელისუფლებამ შიმშილისთვის გაწირა
ბაღდათის სოფელ მეორე ფერსათში მცხოვრები თამარ ფაშხუიძე სამი წელია შეწყვეტილი სოციალური შემწეობის აღდგენას ცდილობს. "ტოპნიუსის" ინფორმაციით, ფაშხუიძის ყოველდღიურობა მძიმე და ტრაგიკულია. სოციალური შემწეობა მაღალი ქულების მიზეზით მოუხსნეს, თუმცა ვერ ხვდება მაღალი ქულა რით დაიმსახურა. ამბობს, რომ ერთადერთი კატა გააჩნია, რომელიც ოჯახის წევრის მაგივრობას უწევს. "შვილი და შვილიშვილი ავარიაში დამეღუპა. მარტო ვარ. ჩემს საცხოვრებელს თუ საცხოვრებელი ჰქვია. რა ქონება ნახეს აქ ამხელა ქულა რომ მომივიდა. ერთი კატა მყავს და ის ჩამითვალეს ქონებად? ექიმთან ვერ მივდივარ. ფარმაცევტს ვეუბნები რა მჭირს და ის მაძლევს წამალს. საჭმელი არ მინდა, არც მაქვს. ხანდახან თუ შევჭამ ცოტა საჭმელს. სიცოცხლე აღარ მინდა,"-ამბობს თამარ ფაშხუიძე. სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრში იმ მიზეზებს განმრტავენ, რაც მარტოხელა მოხუცისათვის დახმარების შეწყვეტის მიზეზი გახდა. სამხარეო ცენტრის უფროსი ნინო ჭიღლაძე ამბობს, რომ მოხუცს სახსნავ-სათესი მიწა უფიქსირდება. რაც შეეხება ოჯახის მდგომარეობის გადამოწმებას, ამ ეტაპზე გადამოწმება ვერ მოხერხდება, რადგან ბოლო შემოწმებიდან ერთი წელი გასული არ არის.
---
05.12.2018
32 წლის ანა კოპაძეს თავის ტვინის სიმსივნე დაუდგინდა - ახალგაზრდას ჩვენი დახმარება სჭირდება
32 წლის ქრისტინე კოპაძეს თავის ტვინის სიმსივნე დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება. ოპერაცია უნდა გაკეთდეს თურქეთში რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მდგომარეობა კი საკმაოდ მძიმეა. ქრისტინეს მეგიბრები და ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ. საქაქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი: GE26BG0000000681252100 თიბისი ბანკის ანგარიშის ნომერი: GE21TB7642945061600017 მიმღები: ეკა კოპაძე IBAN კოდი თიბისი :TB სვიფტი TBCBGE22 IBAN კოდი საქართველოს ბანკი:BG სვიფტი BAGAGE22 IBAN code TBC bank: TB swift TBCBGE22 IBAN Code Bank of Georgia- BG swift BAGAGE22
---
05.12.2018
"აქ გვეუბნებიან რომ ვერ გადაარჩენენ, საფრანგეთში გვინდა წაყვანა... ერთი ლარიც მნიშვნელოვანია"- 9 წლის გოგონას რომელიც სიცოცხლისთვის იბრძვის თქვენი დახმარება ესაჭიროება
9 წლის ვიქტორია ბუტოვიში სოცოცხლისთვის იბრძვის - პატარას უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს, ვქიტორიას მეოთხე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. როორც „ნიუპოსტს“ ოჯახის წევრებმა განუცხადეს, თავდაპირველად პატარას საქართველოში მკურნალობდნენ, ჩაუტარდა ოპერაციაც თუმცა მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა: „საქართველოში ჩაუტარდა ოპერაცია, მაგრამ ბოლომდე ვერ ამოუღეს, რადგან სიმსივნე ტვინის ღარშია ჩაზრდილი. ჩაუტარდა 7 ქიმიოთერაპია მაგრამ უშედეგოდ. პირიქით, ბავშვს ვერაგი დაავადება პარკუჭზეც გადაუვიდა. აქ, საქართველოში გვეუბნებიან, რომ ვერ გადაარჩენენ, უბრალოდ სიცოცხლეს გაუხაგრძლივებენ. გვინდა საფრანგეთში წაყვანა, მაგრამ თანხა არ გვაქვს საკმარიისი. გთხოვთ დაგვიდექით გვერდზე. იქნებ ვინმე კეთილი ადამიანი დაგვეხმაროს ჩვენთვის ერთი ლარიც ძალიან მნიშვნელოვანია . სულ 4000 დოლარი გვესაჭიროება ამ ეტაპზე. გთხოვთ, გადაგვირჩინეთ სიცოცხლე”- აცხადებენ პატარას ახლობლები. ოჯახის თხვნით ვაქვყნებთ ორგანიზაცის ანგარიშის ნომრებს გთხვთ დანიშნულებაში მივუთითოთ დანიშნულებაში მიუთითეთ #ვიქტორია #საქველმოქმედოზარი 0901200128 თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ანგარიშის ნომერი აპარატებიდან: საბანკო მომსახურება იურიდიული პირი პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002
---
05.12.2018
ვენ 22 წლის გოგონას 20 წლიანი ტანჯვის დასრულება შეგვიძლია - სალომე ცაგარეიშვილს საოგადოების დახმარება სჭირდება
სამწუხაროდ, დღე არ გავა, რომ „ნიუპოსტის“ რედაქციამ სულისშემძვრელი ინფორმაცია არ მიიღოს. საუბედუროდ, არც დღვანდელი დღე აღმოჩნდა გამონაკლისი. ამჯერად, ახალგაზრდა კაცი მეგობრის გადარჩენაში დახმარებას ითხოვდა. გიორგი ჩინჩალაძე გვიყვება, რომ ვინც ამ ადამიანს, სალომე ცაგარეიშვილს იცნობს, ყველამ იცის რომ მას ბავშობიდან აწუხებს ოსტეომელიტი ე.წ. ძვლის დაშლა, რამაც განაპირობა მარჯვენა კიდურზე მენჯის ძვლის ჩაშლა. მეგობრების ინფორმაციით, გოგონას 2 ოპერაცია ავსტრიაში, 4 ოპერაცი კი საქართველოში ჩაუტარდა. „სალომეს დღევანდელი მდგომარეობით მინუს ექვსი სმ. აქვს მარჯვენა კიდური, რის გამოც უჭირს გადაადგილება და აქვს ხერხემლის მწვავე ტკივილები ბოლო ერთი თვეა. ბაქტერია, რომელმაც გამოიწვია ძვლის დაშლა ბოლო კვლევების მიხედვით, რომელიც 2 წლის წინ ჩატარდა ისევ მის ძვალშია და ნებისმიერ წამს შესაძლებელია იჩინოს თავი. ამიტომ საჭიროებს სასწრაფო ოპერაციას. ოპერაციამდე სალომეს უნდა ჩაუტარდეს სრულფასოვანი გამოკვლევა, რის შემდეგაც შეძლებს მკურნალობის პირველი ეტაპის დაწყებას. ავსტრიელი ექიმების დასკვნით საბოლოო შედეგისათვის აუცილებელია პროტეზირება მენჯის ძვლისა და მუხლის სახსრის. სალომემ, რომ სრული კურსი ჩაიტაროს (ავსტრიაში) და რეაბილიტაცია სრულად გაიაროს ესაჭიროება 65 000 ევრო”- აცხადებს ახალგაზრდა ქალის მეგობარი. გიორგი ჩინჩალაძის განცხადებით, სალომეს ბავშობიდან მთაში ლაშქრობისა და ტურებზე სიარულისმოტივაცია და სურვილი აქვს. “ეს ადამიანი მთაში ყველაზე თავისუფლად და სრულყოფილად გრძნობს თავს რასაც ამჟამად ვეღარ ახერხებს გართულებული მდგომარეობის გამო. დიდი იმედი გვაქვს რომ საზოგადოებაში აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც გარკვეული თუნდაც მცირედი თანხის გაცემა უანგაროთ შეუძლიათ ამ კეთილი საქმისათვის"- აცხადებს მეგობარი. რედაქციის შენიშვნა: სალომე ცაგარეიშვილის პირადი ინფორმაციის გამოყენების ნებართვა თავად ცაგარეიშვილთან შეთანხმებით და საიტზე მისი მეგობრების თხოვნის საფუძველზე განვათავსეთ: https://www.facebook.com/salome.tsagareishvili.92 სალომე ცაგარეიშვილის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი
---
05.12.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/436610?fbclid=IwAR1khIfKQIgj2fLNIZd273Oxqw3QbKch7QaIV_8bS1f1gUkoBmHkM9fa2T8
თელავში დასაქმების ფორუმი გაიმართება
თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ სამუშაოს მაძიებლებისთვის თელავში (ერეკლე II გამზ. N1 (თელავის ისტორიული მუზეუმი), 7 დეკემბერს დასაქმების ფორუმი გაიმართება. რეგიონალური ფორუმი სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით იმართება და 13:00-დან 15:00-საათამდე გაგრძელდება. როგორც “კვირას” სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან აცნობეს, დასაქმების ფორუმზე 30-მდე დამსაქმებელი 1000-მდე შრომის ბაზარზე აქტიური ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი. კერძო სექტორი ფორუმზე თავისუფალ ვაკანსიებს მომსახურების, გაყიდვების, სამედიცინო-ფარმაცევტულ, ტურიზმის, საბანკო-საფინანსო და სადაზღვევო სფეროებიდან წარმოადგენს. სააგენტოს ცნობით, ფორუმში მონაწილეობა თბილისსა და კახეთში მცხოვრებ ნებისმიერ სამუშაოს მაძიებელს შეუძლია. “ მათ სახლიდან ონლაინ, ან ფორუმის მსვლელობის პროცესში საშუალება ეძლევათ დარეგისტრირდნენ შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემა worknet.gov.ge-ზე. დასაქმების ფორუმის ძირითად სამიზნე ჯგუფს პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული და შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელი წარმოადგენს. პროგრამის პირველ და მეორე ეტაპზე სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსით უკვე 3000-მდე პირმა ისარგებლა. მსურველთა რაოდენობა მზარდია, რაც მიგვანიშნებს, რომ პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. დასაქმების ფორუმი ამარტივებს წვდომას ვაკანსიებზე და ეფექტური საშუალებაა სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. დასაქმების ფორუმის მიზანია: ქვეყანაში უმუშევრობის შემცირება; შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსის აღმოფხვრა; დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის უშუალო კომუნიკაციის დამყარება დროის მცირე მონაკვეთში”, – ნათქვამია სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2018 წლის განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის თანამონაწილეობით და ორგანიზებით თელავის ფორუმის ჩათვლით 12 დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ქალაქ თბილისში: ჩუღურეთის, გლდანის, ნაძალადევის, ისნის, ვაკის, საბურთალოს, კრწანისის, სამგორის რაიონებში, ასევე ჩატარდა რეგიონებში: ბათუმის, თეთრიწყაროს და რუსთავის დასაქმების ფორუმები.
ბეჭდვითი მედია
06.12.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
სამედიცინო ტექნიკის გარე კონტროლის არსებობა აუცილებელია
გაზეთ "რეზონანსის" 2018 წლის 27 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა ძალზე აქტუალური სტატია, რომელიც ეხებოდა სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო ტექნიკის ხარისხის კონტროლის საკითხს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო ტექნიკის ინსპექტირების ორგანო, რომელიც 2018 წლიდან აკრედიტებულია შთწ სტანდარტით, დიდი ხანია მუშაობს აღნიშნულ საკითხზე, გადავწყვიტეთ მკითხველისათვის მეტი სიცხადე შევიტანოთ, რაც არსებობს ამ მიმართულებით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებსა და საქართველოში. საქართველოში სამედიცინო ტექნიკის გარე კონტროლი არ ხორციელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ტექნიკის უსაფრთხოებასა და გამართულ ფუნქციონირებაზე არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. გამონაკლისს წარმოადგენს ლაბორატორიული და ნაწილობრივ რადიოლოგიური ტექნიკა, სამედიცინო-ტექნიკურ ნაკეთობათა სია კი ძალიან დიდია (დაწყებული არტერიული წნევის საზომი აპარატიდან, დამთავრებული ისეთი მაღალტექნოლოგიური ხელსაწყოებით, როგორებიცაა სუნთქვის აპარატები და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფები). პაციენტს უფლება აქვს იცოდეს, პერიოდულად მოწმდება თუ არა სამედიცინო ტექნიკა, რითაც კლინიკა ახორციელებს მის სამკურნალო-სადიაგნოსტიკო პროცედურებს, როდის მოხდა მისი ინსპექტირება ბოლოს, ვის მიერ, რა მეთოდოლოგიით და ა.შ. ჩვენი ქვეყნის საუკეთესო კლინიკებში არსებობს საინჟინრო სამსახურები, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ, მაგრამ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ ამ გზით აღნიშნული პრობლემა არ გვარდება და აუცილებელია სამედიცინო ტექნიკის გარე კონტროლის არსებობა. შეგვიძლია მოვიყვანოთ ევროპის ქვეყნების (ავსტრიის, გერმანიის) მაგალითი, სადაც სამედიცინო ტექნიკის გარე კონტროლი სავალდებულოა. არსებობს სამედიცინო ტექნიკის ინსპექტირების სამსახურები, რომლებიც ახორციელებენ კლინიკებში სამედიცინო ტექნიკის პერიოდულ ინსპექტირებას. მისი მიზანია, სამედიცინო ხელსაწყო იყოს უსაფრთხო, მუშაობდეს გამართულად და იყოს მზად გამოსაყენებლად. რაც შეეხება ინსპექტირების პერიოდს, მისი განსაზღვრა ხორციელდება თითოეული ტიპის სამედიცინო ტექნიკასთან მიმართებაში და გამოყენებულია ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ მოწოდებული ე.წ. "რისკზე დაფუძნებული კრიტერიუმები". აღნიშნული კრიტერიუმებით დგინდება, თუ რომელი სამედიცინო ხელსაწყო რა პერიოდულობით უნდა შემოწმდეს - წელიწადში ერთხელ, ორჯერ თუ ორ წელიწადში ერთხელ (მაგალითად, არტერიული წნევის საზომი აპარატის ინსპექტირება უნდა განხორციელდეს ყოველწლიურად, სუნთქვის აპარატისა - წელიწადში 4-ჯერ, საოპერაციო მაგიდისა - 2 წელიწადში ერთხელ). სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ ნებისმიერ სამედიცინო-ტექნიკურ ნაკეთობაზე უნდა არსებობდეს ნიშანდება, სადაც მითითებულია მისი ინსპექტირების პერიოდულობა, როდის განხორციელდა ბოლო ინსპექტირება და ვის მიერ, ასევე როდის ეკუთვნის შემდგომი ინსპექტირება. მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელ ქვეყანაში არის ნაწარმოები სამედიცინო ტექნიკა და რომელი მწარმოებლის მიერ, თანამედროვე ტექნიკური საშუალებები და ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ მოწოდებული მეთოდოლოგიები მათი მაღალტექნოლოგიურად ინსპექტირების საშუალებას იძლევა. გამომდინარე აქედან, არ არსებობს ხელოვნურად საკითხის მოგვარების აუცილებლობა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სამედიცინო ტექნიკის გამოყენება სამკურნალო-სადიაგნოსტიკო მიზნით, თუნდაც ის იყოს ახალი, მსოფლიოში ცნობილი ბრენდის მიერ წარმოებული და ტესტირებული კლინიკაში გამოგზავნამდე, არ შეიძლება მანამ, სანამ ინსტალაციის შემდეგ მას გარე ინსპექტირების სამსახური არ შეამოწმებს, არ გასცემს შესაბამის სერტიფიკატს და არ დაიტანს მასზე ნიშანდებას. ამის შემდეგ ხელსაწყო მოხვდება პერიოდული ინსპექტირების პროგრამაში და ინსპექტირების გარე სამსახური განახორციელებს მის პერიოდულ შემოწმებას, ასევე შეაგროვებს მისი ინსპექტირების შედეგების ისტორიულ მონაცემებს, რაც შეიძლება, მომავალში გახდეს ინსპექტირების პერიოდულობის შეცვლის მიზეზი. ინსპექტირების გარე სამსახური არ შეიძლება იყოს რამე კავშირში რომელიმე კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებასთან, მწარმოებელ კომპანიასა და სერვისულ სამსახურთან. მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის თვალსაზრისით ინსპექტირების ორგანო სრულიად უნდა აკმაყოფილებდეს შთწ-შულ 17020 სტანდარტებს. ტექნიკურ უნივერსიტეტში 2018 წელს დაარსდა სამედიცინო ტექნიკის ინსპექტირების ორგანო, რომელიც აღჭურვილია მსოფლიოს წამყვანი ამერიკული კომპანიის ადგლუ-ს უახლესი აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ინჟინრებით. 2018 წელს ინსპექტირების ორგანომ გაიარა აკრედიტაცია სტანდარტით |თწ 17020 და დღეისათვის ამიერკავკასიაში ერთადერთი აკრედიტებული ინსპექტირების სამსახურია. სამედიცინო ტექნიკის ჩამონათვალი, რომლის ინსპექტირებაც შესაძლებელია ჩვენი ლაბორატორიის მიერ, საკმაოდ ვრცელია. რაც მთავარია, ინსპექტირების ორგანო ახორციელებს საქმიანობას მსოფლიო სტანდარტებით, რაც |თწ სერტიფიკატით არის დამოწმებული. გამომდინარე იქიდან, რომ სამედიცინო ტექნიკის ინსპექტირება სამედიცინო კლინიკებში დღეისათვის სავალდებულო არ არის, კლინიკები იშვიათად იყენებენ ჩვენს მომსახურებას. მიგვაჩნია, რომ სამედიცინო ტექნიკის უსაფრთხოებისა და გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელია, საქართველოშიც გათვალისწინებული იქნას მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პრაქტიკა და აღნიშნული ტექნიკის ინსპექტირება სავალდებულო გახდეს. ამასვე ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება. ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში შეიქმნება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და საქართველოში სამედიცინო ტექნიკის ინსპექტირება სავალდებულო გახდება, რაც მნიშვნელოვნად აამაღლებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს. პაციენტებს ექნებათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამედიცინო ხელსაწყო არის უსაფრთხო, მუშაობს გამართულად და მზად არის სამკურნალო-სადიაგნოსტიკო მიზნით გამოსაყენებლად. სტუ-ის სამედიცინო ტექნიკის ინსპექტირების ორგანოს ხელმძღვანელი, პროფესორი ზვიად ღურწკაია ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე გოცირიძე
---