მედიამონიტორინგი 07.01.2019
ტელევიზია
07.01.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
მოამბის შეკითვებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პასუხობს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5796705
---
07.01.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
სავარაუდოდ H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 40 წლის ქალი ფოთის კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 3 იანვარს მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით და პნევმონიით მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობის გართულება თანმხლებმა ქრონიკულმა დაავადებებმა გამოიწვია. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და გუშინ გარდაიცვალა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5796755
მაესტრო- ახალი ამბები 17:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5796742
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5796725
---
07.01.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 18:00
ვითარება საგანგაშო არ არის, მაგრამ პრევენციისთვის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისში პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება გახანგრძლივებული რეჟიმით იმუშავებს. ხვალიდან კი სპეციალისტები 24 საათიან სამუშაოზე გადადიან. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო დღეებში საქართველოს მასშტაბით 80 ანტივირუსული პრეპარატი გაიცა, უმეტესად ორსულებზე.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5796747
I არხი-მოამბე 18:00 - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5796731
---
07.01.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 12:00
დღეს პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება დილის 10 საათიდან საღამოს 22 საათამდე იმუშავებს. 8 იანვრიდან კი პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ დღე-ღამის ნებისმიერ დროს გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიარონ. ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. მინისტრი განმარტავს, რომ გრიპი ეპიდემიის სახით არ გვაქვს და მოქალაქეებს რეკომენდაციებს კიდევ ერთხელ აძლევს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5796443
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5796365
---
07.01.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 10:00
ჯანდაცვის სამინისტრო საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძოს. პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება 10:00 საათიდან 22:00 საათამდე იმუშავებს, 8 იანვრიდან კი კლინიკები 24 საათიან რეჟიმში გადავლენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს მაღალი სიცხისა და გრიპის სიმპტომების აღმოჩენისთანავე დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს. „დღეისათვის სეზონურ გრიპთან მიმართებაში საშუალო სიმძიმის მდგომარეობაა, მიმართვიანობა ზრდის ტენდენციით არ ხასიათდება, პირიქით, კლების ტენდენციით ხასიათდება. სამშაბათიდან გადავალთ უკვე 24/7 რეჟიმზე და ხუთი ლოკაცია იმუშავებს თბილისში“-აცხადებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5796289
---
07.01.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 12:00
გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდა. უახლესი მონაცემებით, 100 ათას მოსახლეზე ვირუსით 256 ადამიანია დაინფიცირებული. წინა კვირაში ეს მონაცემი 277-ს შეადგენდა. ვირუსის სიმპტომების გამო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებებმა იმატა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, ამბულატორიული დაწესებულებების ნაწილი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადაეყვანა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5796402
---
07.01.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 12:00
რაც შეეხება მედიკამენტებს, ანტივირუსული პრეპარატი "ტამიფლუ" თბილისსა და რეგიონებში, 4 სააფთიაქო ქსელში პსპ, ავერსი, ჯიპისი და ფარმა დეპოში იყიდება. კონკრეტულად რომელ ფილიალებში გაიყიდება პრეპარატი ამის გასაებად მოქალაქეებმა ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზით უნდა ისარგებლონ (1505), ან კონკრეტული აფთიაქის ქსელში უნდა დარეკონ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5796401
I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5796266
---
07.01.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 12:00
კარანტინია გამოცხადებული მცხეთის სამედიცინო ცენტრში. ცენტრის კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, კარანტინი, სავარაუდოდ, კიდევ ერთი კვირა გაგრძელდება. კლინიკაში გადაადგილება მაქსიმალურად შეზღუდულია. დავით ლოლაძის განმარტებით, მომართვიანობა მაღალია. ამ წუთებში მცხეთის სამედიცინო ცენტრში მწვავე რესპირატორული გამოვლინებებით და კლინიკური ნიშნებით 50-მდე პაციენტი გადის მკურნალობას. სამი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5796405
---
07.01.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 12:00
ბოლო მონაცემებით, აჭარაში გრიპის ვირუსით კლინიკებში სტაციონალურ მკურნალობას 170 მოქალაქე გადის. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, გრიპის ვირუსის გავრცელების დინამიკა რეგიონში უცვლელია. ოფიციალური ინფორმაციით, ეპიდემიის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს. ექიმების რეკომენდაციაა, ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში მიმართოთ ოჯახის ექიმს და დაიცვათ ჰიგიენის ნორმები. უწყებამ გრიპის საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატები უკვე დაარიგა, როგორც ბათუმში ასევე მუნიციპალიტეტებში. პრეპარატი რისკ ჯგუფებზე ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გაიცემა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5796391
---
07.01.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 12:00
ფილტვების ანთებით ჰოსპიტალიზირებული 25 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია. ოთარ ჩილაშვილს, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსი გაურთულდა. თუმცა, დამატებითი კვლევებით უნდა დაზუსტდეს არის თუ არა ეს ვირუსი H1N1 შტამის. ახალგაზრდა მამაკაცი კი კვლავაც რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და სიკვდილს ებრძვის. ოჯახის წევრების თქმით, ის რუსთავიდან თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში 29 დეკემბერს გადმოიყვანეს. ოთარ ჩილაშვილის მამა, გია ჩილაშვილი საავადმყოფოში არსებულ მდგომარეობას კრიტიკულად აფასებს. გია ჩილაშვილის მტკიცებით, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების უყურადღებობის გამო გაუარესდა. „უმძიმესზე უმძიმესი მდგომარეობა, დაშლილი აქვს ყველა ორგანო სხეულში, ფაქტობრივად, მკვდარიაო და სიკვდილის თქმა მოერიდათ და მითხრეს, რომ უმძიმესია... ადამიანი მოვიყვანე მეთქი, ჩემი შვილი, თავისი ხელით გაიხადა მეთქი, არაფერი არ სჭირდა, მარტო ჰაერის უკმარისობა ჰქონდა და მე მკვდარს მატანთ მეთქი, რა ვქნათო, ეს სიტყვებია ჩვენი ცხოვრება? ეს არის სერგეენკოს დალაგებული ჯანდაცვა? არასათანადო მკურნალობა ჩაუტარეს, სიცხე არ დაუწიეს, 5 იანვრიდან მოყოლებული მაღალი სიცხე ჰქონდა. სრული უყურადღებობა, სრული უსუსურობა გამოიჩინეს,“ - ამბობს გია ჩილაშვილი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5796375
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5796366
რუსთავი 2 - კურიერი 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5796288
---
06.01.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
გრიპის ვირუსზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5796232
---
06.01.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 17:00
სეზონური ვირუსი და შექმნილი ვითარება. ახალი ამბების კითხვებს დაადავებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე პასუხობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5795935
---
06.01.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით ტამიფლუს მარაგი საკმარისია და ბოლო დღეებში დეფიციტი მხოლოდ სააფთიაქო ქსელებში შეიქმნა, რის გამოც მედიკამენტის 800 კოლოფი სხვადასხვა აფთიაქში დამატებით გადაიგზავნა, გაიზარდა იმ პირთა ჩამონათვალი, ვინც მედიკამენტს უფასოდ მიიღებს. აქამდე ისინი იყვნენ ორსულები და სოციალურად დაუცველები, ახლა მათ რიცხვს დაემატა ბავშვები, ასაკით პენსიონერები, დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა თუ სასუნთქი გზების დაავადების მქონე ადამიანები. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, 10 იანვრიდან ტამიფლუ საქართველოში კვლავ შემოვა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5796217
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5796157
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5796006
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5796005
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5795932
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5795863
---
06.01.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტი სამეგრელოში მესტიიდან სასწრაფომ ცხელებითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით გადაიყვანა. ამ დროისთვის ზურგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გრიპისათვის დამახასიათებელი სიმპტომებით 5 პაციენტი მკურნალობს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5796214
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5796154
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5796000
---
06.01.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 18:00
გრიპის ვირუსის დროს ე.წ. წყალბადის ზეჟანგით მკურნალობა დაუშვებელია- ამბობს დააბვადებათა ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე. იგი გრიპის ვირუსის დროს მოსახლეობას თვითმკურნალობისაგან თავის შეკავებას ურჩევს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5796008
---
06.01.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მედიკოსებს მოუწოდებს არ დაელოდონ H1N1-ის მკურნალობის დანიშვნისას ვირუსის იდენტიფიცირებას. გამყრელიძემ შაბათის ქრონიკაში განაცხადა, რომ ვირუსის დადგენა საჭიროა ზოგადი სურათის დასადგენად და არა მკურნალობისათვის.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5795934
---
06.01.2019
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 20:00
მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკური საავადმყოფოს ექიმის მდგომარეობა, რომელსაც პაციენტი ფიზიკურად გაუსწორდა, ამ ეტაპზე სტაბილურია. ამის შესახებ პალიტრანიუსს საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ექიმს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და ჯერჯერობით სტაციონარში რჩება. მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკური საავადმყოფოს ექიმზე თავდასხმა შაბათს გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, პაციენტი ექიმისგან ნარკოტიკულ საშუალებას ითხოვდა, რომლის მიღებაზე უარის შემდეგ, ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5796227
---
06.01.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში ცხედრები აერიათ - ერთ-ერთმა ოჯახმა სხვისი მიცვალებული დაკრძალა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5796233
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5796210
---
ინტერნეტი
07.01.2019
მედიასაშუალება: http://alia.ge/news/23862?fbclid=IwAR0u23EB-DM8LngXSastMyprcpEJsqbL51LhVQd4AvCRmVHscbwKqFAgwnA
„ღორის გრიპის" მორიგი მსხვერპლი - თბილისში 41 წლის ქალი გარდაიცვალა
თბილისში, წმინდა ლაზარეს კლინიკაში ე.წ. "ღორის გრიპით" 41 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. როგორც ექიმები აცხადებენ, ქალბატონი ჰოსპიტალში ორი კვირის წინ მოთავსდა, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმე იყო და მკურნალობას არ დაექვემდებარა. შეგახსენებთ, H1N1 ვირუსით ე.წ. ღორის გრიპის მთელი ქვეყნის მაშტაბით 11 ადამიანი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე კი 158 ადამიანი სამედიცინო დაწესებულებებში გადის მკურნალობას.
---
07.01.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/527891-potshi-savaraudod-ec-goris-gripit-axalgazrda-kali-gardaicvala/
ფოთში სავარაუდოდ, ე.წ. ღორის გრიპით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
ფოთში სავარაუდოდ, H1N1 ვირუსით 40 წლამდე ქალი გარდაიცვალა. იგი ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მწვავე რესპირატორული ინფექციით, პნევმონიითა და და სუნთქვის უკმარისობით მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით, ჩატარებული ანტივირუსული მკურნალობის მიუხედავად პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და 6 იანვარს დაიღუპა. ამ დროისთვის სამედიცინო ცენტრში რესპირატორული ინფექციის სიპტომით 11 ადამიანი მკურნალობს. საქართველოში ე.წ.ღორის გრიპით 9 ადამიანია გარდაცვლილი.
---
07.01.2019
„ვერაფერს ვშველი, ღვიძლი დაშლილი აქვს, თირკმელი აღარ მუშაობსო“ - თბილისში ფილტვების ანთებით 25 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში 25 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ფილტვების ანთება გახდა, თუმცა ექსპერტიზა დაადგენს, ჰქონდა თუ არა მას H1N1 შტამის ვირუსი. ოთარ ჩილაშვილი ოჯახის წევრებმა რუსთავიდან თბილისში 29 დეკემბერს გამოიყვანეს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მას არასათანადო მკურნალობა ჩაუტარდა, პაციენტს „ტამიფლუ“ დროულად არ მისცეს და შესაბამისად დაავადების პროგრესი მალე მოხდა. „დღეს მეუბნება ექიმი, რომ მე ვერაფერს ვშველი, ღვიძლი დაშლილი აქვს, თირკმელი აღარ მუშაობსო. ოთხი დღე სიცხე ჰქონდა და სიცხის დამწევი პრეპარატები არ გაუკეთეს იმისთვის, რომ სიცხე დაწეოდა,“ - ამბობს პაციენტის მამა გია ჩილაშვილი. ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებას არ ადასტურებენ თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში. ბოლო ერთი თვის განმავლობაში 9 ადამიანი გარდაიცვალა, აქდან რვა შემთხვევაში H1N1 შტამის ვირუსი ლაბორატორიულად დადგენილია.
---
07.01.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/527880-acharashi-sezonur-virustan-dakavshirebit-hospitalur-mkurnalobas-170-mde-adamiani-gadis/
აჭარაში სეზონურ ვირუსთან დაკავშირებით ჰოსპიტალურ მკურნალობას 170-მდე ადამიანი გადის
აჭარაში სეზონურ ვირუსთან დაკავშირებით ჰოსპიტალურ მკურნალობას 170-მდე ადამიანი გადის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, უწყება იმ მოქალაქეებზე გასცემს ანტივირუსულ პრეპარატს, რომლებიც საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში ფორმა ნომერ ასს წარადგენენ. ექიმები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ ვირუსის სიმპტომების შემთხვევაში უახლოეს პოლიკლინიკებს დროულად მიმართონ. შეგახსენებთ, რომ აჭარაში H1N1 ვირუსის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა.
---
07.01.2019
რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში კვლავ კარანტინია, ბავშვთა საავადმყოფოში კი, მნახველთა შესვლა შეზღუდულია
რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში კვლავ კარანტინია გამოცხადებული, ბავშვთა საავადმყოფოში კი, მნახველთა შესვლა შეზღუდულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განაცხადა, ბოლო ერთი თვის მონაცემებით, რუსთავში გრიპით დაავადების 200 შემთხვევა დაფიქსირდა, საბედნიეროდ, აქედან არც ერთი არ არის ე.წ. ღორის გრიპი. „ბოლო მონაცემებით გრიპის 200 შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც ეპიდემიურ ზღვარს არ სცილდება. რაც შეეხება კლინიკებში მიმართვიანობას, გაორმაგებულია გასულ წელთან შედარებით, 2017 წელთან შედარებით კი პირიქით, შემცირებულია. იმედი გვაქვს, რომ იანვრის მეორე ნახევარში მდგომარეობა დასტაბილურდება", -განაცხადა დავით ბეგაშვილმა. ბოლო მონაცემებით, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომებით სტაციონარში 35 პაციენტია მოთავსებული.
---
07.01.2019
ამირან გამყრელიძე - დღევანდელი მონაცემებით, გრიპის ვირუსის გამო, სკოლებში სასწავლო პროცესის გადადების აუცილებლობას ვერ ვხედავ
დღევანდელი მონაცემებით, გრიპის ვირუსის გამო, სკოლებში სასწავლო პროცესის გადადების აუცილებლობას ვერ ვხედავ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები საჭიროების შემთხვევაში ერთობლივად მიიღებენ. „ამ ეტაპზე ამის განსაზღვრა რთულია. წინა კვირაში გრიპის ავადობის კლების ტენდენცია შეინიშნებოდა. მიმდინარე კვირის განმავლობაში ჩვენ დავაკვირდებით, თუ როგორი იქნება სიტუაცია ავადობის გავრცელების თვალსაზრისით და შემდეგ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. დღევანდელი მონაცემებით, სკოლებში სასწავლო პროცესის გადადების აუცილებლობას ვერ ვხედავ", - განაცხადა გამყრელიძემ. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა თბილისში სასწრაფო დახმარებების გამოძახების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისში სასწრაფო დახმარების გამოძახების რაოდენობა დღე-ღამეში დაახლოებით 2000-დან 2500-მდე ფიქსირდება, მათგან 30% რესპირატორული ინფექციებითაა განპირობებული.
---
07.01.2019
ამირან გამყრელიძე - სასწრაფო დახმარების გამოძახებამ მცირედით მოიმატა, ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება გახანგრძლივებულ რეჟიმზე გადავიდა
თბილისში პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება დღეიდან მუშაობის გახანგრძლივებულ რეჟიმზე გადავიდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ამით გრიპისა და გრიპოზული დაავადებების გამო სასწრაფოს გამოძახებათა რიცხვი განიტვირთება. "გასულ კვირას სასწრაფო დახმარების გამოძახებათა რიცხვმა მცირედით მოიმატა. ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება და პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება დღეიდან გახანგრძლივებულ რეჟიმზე გადავიდა. ეს კლინიკებია: საოჯახო მედიცინის ცენტრი წინამძღვრიშვილის ქუჩაზე. ოთხი კლინიკა კი "მედკაპიტალის ჯგუფს" ეკუთვნის. აღნიშნული კლინიკები დღეს 22:00 საათამდე იმუშავებენ, ხოლო ხვალიდან 24 საათიან რეჟიმში," - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, გრიპი არ არის სახუმარო დაავადება, ის 70-80%-ში 5-6 დღეში სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება, თუმცა აქვს გართულებები. "გართულებებისადმი განსაკუთრებით მიდრეკილი არიან მაღალი რისკის მქონე ჯგუფები: ბავშვები, მოხუცები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები (გულსისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებების, სასუნთქი სისტემის გზების დაავადებებით, სიმსივნეებით, დიაბეტით, სიმსუქნის მესამე და მეოთხე ხარისხით ავადმყოფები) მეტად არიან მიდრეკილი. საავადმყოფოებში მოხვედრილთა დიდი ნაწილი სწორედ ეს პაციენტები არიან. ასევე, მომატებული რისკის ჯგუფს ორსული ქალბატონები შეადგენენ. წელს 3-4 ჯერ მეტი ორსული აიცრა, თუმცა ესეც საკმარისი არ აღმოჩნდა. მაღალი ტემპერატურის, შემცივნების, თავისა და ყელის ტკივილის დროს ოჯახის ექიმს და მეანგინეკოლოგს უნდა მიმართონ. მათი რჩევით ჩაიტაროს მკურნალობა, რადგან გრიპოზული ინფექცია როგორც დედაზე ასევე ნაყოფზე მოქმედებს", - აღნიშნა გამყრელიძემ.
---
07.01.2019
ამირან გამყრელიძე - გრიპისა და მისი მსგავსი დაავადებების გავრცელების მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე 256-ია, რაც ერთი კვირის წინანდელ მაჩვენებლებზე 21-ით ნაკლებია
გრიპისა და გრიპის მსგავსი დაავადებების გავრცელების მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე 256-ია, რაც ერთი კვირის წინანდელ მაჩვენებლებთან შედარებით 21 ერთეულითაა შემცირებული, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისივე თქმით, გასული კვირა შედარებით მშვიდი იყო, რაც იანვრის დასაწყისისთვის დამახასიათებელია და ზამთრის არდადეგებს უკავშირდება. „დღეს შეჯამდა გასული კვირის ეპიდსიტუაციის მონაცემები. გრიპისა და გრიპის მსგავსი დაავადებების გავრცელების მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე 256-ია, რაც ერთი კვირის წინანდელ მაჩვენებლებთან შედარებით 21 ერთეულითაა შემცირებული. ასევე, მძიმე რესპირატორული დაავადებების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელსაც ოდნავ შემცირების ტენდენცია აქვს. წინა კვირაში 41% იყო, გასულ კვირაში კი 33%. თუმცა, ეს პროცენტი მაღალია და სტაციონარებში გრიპის გართულებებით საკმაოდ მძიმე პაციენტები რჩებიან. აღნიშნულის მიზეზი კი სამედიცინო დაწესებულებებისადმი გვიანი მიმართვიანობაა", - განაცხადა გამყრელიძემ.
1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/gripis-virusis-gavrcelebis-machvenebeli-shemcirda/
---
07.01.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/527878-sakartveloshi-ec-goris-gripis-158-shemtxvevaa-dapiksirebuli/
საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის 158 შემთხვევაა დაფიქსირებული
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისთვის, ქვეყანაში ე.წ. ღორის გრიპის 158 შემთხვევაა დაფიქსირებული. მისი თქმით, შექმნილი ვითარების ფონზე, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ე.წ. პირველადი ჯანდაცვის პროტოკოლის შესახებ და თბილისში, ჯანდაცვის 5 დაწესებულება გადავიდა საგანგებო მუშაობის რეჟიმზე. „ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას ამ ეტაპზე მკურნალობის დაწყებისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი კვლევებით, დაახლოებით 162 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა ქვეყანაში, საიდანაც 158 არის H1N1. დანარჩენი 4 შემთხვევა არის H3N2. ასევე გამოჩნდა B ტიპის ვირუსი, რომელიც შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. გასული კვირის მონაცემებით, ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე გვაქვს - 256. ერთი კვირით ადრინდელ მონაცემთან შედარებით შემცირებულია 21-ით. კვლავ რჩება მაღალი მაჩვენებელი მძიმე რესპირატორული ინფექციის გამო ჰოსპიტალიზაციის. ამის მაჩვენებელიც შემცირებულია 41%-დან 33%-მდე, თუმცა ეს მაჩვენებელიც მაღალია. თბილისში, ჯანდაცვის 5 დაწესებულება გადავიდა საგანგებო მუშაობის რეჟიმზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=77209
ბიემ.ჯი- http://www.bm.ge/ka/article/-saqartveloshi-ew-goris-gripis-158-shemtxvevaa-dafiqsirebuli/28207
---
07.01.2019
ჯანდაცვის სამინისტრო იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც ხვალიდან 24-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავლენ
7 იანვარს პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება დილის 10:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო 8 იანვრიდან პაციანტებს შესაძლებლობა ექნებათ დღე-ღამის ნებისმიერ დროს გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიაროს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, რომელიც ხვალიდან 24- საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავა, შემდეგია:
შპს "მედკაპიტალი-გლდანი" მის: ვეკუასქ. N 18.
შპს "მედკაპიტალი-საბურთალო" მის: გამრეკელისქ. N19.
შპს "საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი" მის: წინამძღვრიშვილისქ. N 57.
შპს "მედსი: ("ვერე-21") მის: ქიაჩელისქ. N 18.
შპს "მედკაპიტალი-სამგორი" მის: მოსკოვისგამზ. კვ. 4, კორპ.
ჯანდაცვის სამინისტრო ბენეფიციარებს მოუწოდებს, გრიპისა და რესპირატორული ინფექციის სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართოს ოჯახის ექიმს და მკურნალობა შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე დაიწყოს.
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=77207
მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/pirveladi-djandatsvis-khuti-datsesebuleba-sagangebo-rejimshi-imushavebs/54699
ბიემ.ჯი- http://www.bm.ge/ka/article/-pirveladi-jandacvis-5-dawesebuleba-sagangebo-rejimshi-imushavebs/28208
---
07.01.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/527885-iashvilis-klinikashi-gripis-virusit-78-pacienti-mkurnalobs/
იაშვილის კლინიკაში გრიპის ვირუსით 78 პაციენტი მკურნალობს
კლინიკაში მომართვიანობა სტაბილურად მაღალია, ამ დროისთვის 78 პაციენტია კლინიკაში, რომლებსაც აქვთ სასუნთქი სისტემის დაავადება. 49 პაციენტში H1N1 ტიპის ვირუსი დადასტურდა,- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. „მომართვიანობა სტაბილურად მაღალია ბოლო პერიოდის განმავლობაში, თუმცა გარკვეული პიკი გვქონდა დეკემბრის მესამე კვირას, როდესაც მაქსიმალური რაოდენობის პაციენტი შემოვიდა. იანვრის პირველ კვირაშიც სტაბილურად მაღალი მაჩვენებელია. აბსოლუტური უმრავლესობა პაციენტების მოგვმართავს სასუნთქი სისტემის დაავადების გამო. უმრავლესობას ვაფასებთ, როგორც გრიპს, შესაბამისად, ყველა მათგანთან დაწყებული გვაქვს ანტივირუსული მკურნალობა. საბედნიეროდ, გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა სამი პაციენტი დღეს მკურნალობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მათი მდგომარეობა სტაბილურია. დღეისთვის, 78 პაციენტია კლინიკაში, რომლებსაც აქვთ სასუნთქი სისტემის დაავადება. მათი მდგომარეობა შემოსვლისთანავე დაფიქსირდა, როგორც მძიმე, სტაციონარში მოთავსება ჩაითვალა აუცილებლად. მართვით სუნთქვაზე ამ ეტაპზე არის ერთი პაციენტი, თუმცა ამ პაციენტთან არ არის მხოლოდ გრიპი. რაც შეეხება მონაცემებს, რომელიც პარასკევამდე გვქონდა, 49 პაციენტში დადასტურდა H1N1 ტიპის ვირუსი და ასევე, არის სამი პაციენტი, სადაც არის H3N2 ტიპის ვირუსი“,- განაცხადა ჩხაიძემ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დაავადების პირველი ნიშნებისთანავე მიმართონ ექიმს. „ჩვენ მინიმუმამდე გვაქვს ამ ნიშნების რაოდენობა. სავსებით საკმარისია ადამიანს აღენიშნოს მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, საჭმელზე უარის თქმა - ეს ნიშნები საკმარისია, რომ ეჭვი მივიტანოთ გრიპის არსებობაზე. მნიშვნელოვანია დაავადების პირველი ნიშნებისთანავე მიმართოთ ექიმს“,- აღნიშნა ექიმმა.
---
07.01.2019
მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=77208
მცხეთის სამედიცინო ცენტრში კარანტინი გამოცხადდა
მცხეთის სამედიცინო ცენტრში კარანტინი გამოცხადდა. როგორც მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა, დავით ლოლაძემ განაცხადა, კლინიკაში გრიპის ვირუსის სიმპტომებით 50 ადამიანს მკურნალობენ, რომელთაგან სამი მართვით სუნთქვაზეა. „ძირითადი ასაკობრივი ჯგუფები არის ბავშვები და 60 წელს გადაცილებული ადამიანები. ამ წუთისთვის მწვავე რესპირატორული გამოვლინებები და კლინიკური ნიშნებით კლინიკაში, დაახლოებით, 50-მდე პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. კლინიკა იმყოფება კარანტინის მდგომარეობაში, მაქსიმალურად შეზღუდული გვაქვს კლინიკაში გადაადგილება. ვითარება საკმაოდ რთულია მომართვიანობიდან გამომდინარე ანუ მაღალი მომართვიანობაა კლინიკაში, განსაკუთრებით პედიატრიული ასაკის, H1N1 კლინიკაში დადასტურებული არ არის“, - განაცხადა დავით ლოლაძემ. შეგახსენებთ, პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება დღეს 10:00 საათიდან 22:00 საათამდე იმუშავებს, ხვალიდან კი, კლინიკები 24-საათიან რეჟიმზე გადავლენ.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/527874-mcxetis-samedicino-centrshi-karantini-gamocxadda/
---
06.01.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/332794/
ოთხი სააფთიაქო ქსელი, სადაც “ტამიფლუს” შეიძენთ
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული “ტამიფლუს” მარაგი ოთხ სააფთიაქო ქსელში ნაწილდება. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, H1N1-ს, ე.წ. ღორის გრიპის სამკურნალო მედიკამენტი “ავერსის”, “PSP”-ს, “ფარმადეპოსა” და “GPC”-ს ქსელებში შედის, მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ დროისთვის, სამინისტროს მარაგებიდან, დაახლოებით, 800 კოლოფი “ტამიფლუ”-ა გაცემული. გადაწყვეტილება უწყებამ აფთიაქებში მედიკამენტის დეფიციტის გამო მიიღო. მანამდე, გუშინ, 5 იანვარს, გაფართოვდა იმ ადამიანთა სია, რომელთა შემთხვევაშიც H1N1 ვირუსის, ე.წ. ღორის გრიპის სამკურნალო მედიკამენტი “ტამიფლუ” უფასოდ გაიცემა. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, “ტამიფლუს” უსასყიდლოდ მიიღებენ არამარტო ორსულები და სოციალურად დაუცველები, არამედ ბავშვები და ასაკით პენსიონერები, ისინი ვისაც აქვს გულსისხლძარღვთა სისტემის რაიმე დაავადება, დიაბეტი, ონკოლოგია თუ სასუნთქი სისტემის დაავადებები. სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს აფთიაქებში მედიკამენტის უფასოდ მისაღებად შესაბამისი ფორმა 100-ს წარდგენა დასჭირდებათ. მოქალაქეებს, რომელთაც სურთ, მიიღონ ინფორმაცია, რომელ აფთიაქში შეუძლიათ მედიკამენტის შეძენა, შეუძლიათ, დარეკონ სამინისტროს ცხელ ხაზზე : 15 05 ერთი თვის განმავლობაში, საქართველოში გრიპის ვირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც “ნეტგაზეთს” დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განუცხადა, მიმართვიანობა ამბულატორიებში შემცირებულია, თუმცა კლინიკებთან მიმართებით, ტენდენცია არ შეცვლილა.
---
06.01.2019
მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/142474-ncdc-is-direqtori-gripi-saxumaro-daavadeba-ar-aris-bevri-dagvianebuli-mimartva-gvaqvs
NCDC-ის დირექტორი: გრიპი სახუმარო დაავადება არ არის, ბევრი დაგვიანებული მიმართვა გვაქვს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, მიმდინარე კვირის განმავლობაში, გრიპის გავრცელების მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით არ გაზრდილა. "ეს განპირობებულია ბავშვთა არდადეგებით და უქმეებით. თუმცა, სამწუხაროდ, სტაციონარებში რჩებიან მძიმე ავადმყოფები, რადგან ეს ვირუსი ხასიათდება უფრო მეტი აგრესიულობით, ვიდრე შარშანდელი, ამიტომ მეტი გვაქვს გართულებული შემთხვევები და მეტი გვაქვს დაგვიანებული მიმართვა, რაც იწვევს შემდგომ გართულებებს" - ამბობს გამყრელიძე TV პირველის ეთერში. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, დაავადების სიმპტომების გაჩენის პირველივე დღეს მიმართონ ექიმს. "გრიპი სახუმარო დაავადება არ გახლავთ, საჭიროა მისი სიმპტომების (ხველა, მაღალი სიცხე, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, საერთო მტვრევა ტანში, მოთენთილობა, გულისრევა და ღებინება) გაჩენის პირველივე საათებში მივმართოთ ექიმს. დაუშვებელია თვითმკურნალობა, რადგან გრიპი შეიძლება გართულდეს, განსაკუთრებით, მოწყვლად და მაღალი რისკის მქონე მოსახლეობაში - ბავშვები, მოხუცები, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, განსაკუთრებით უნდა გაფრთხილდნენ ორსულები" - თქვა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ ანტივირუსული პრეპარატი ტამიფლუ, რომელსაც მოწყვლად ჯგუფებს ჯანდაცვის სამინისტრო უფასოდ აძლევს, საუკეთესო შედეგს იძლევა. "ტამიფლუ და რელენზა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით გახლავთ ყველაზე უფრო მაღალ მტკიცებულებაზე დაფუძნებული ანტივირუსული პრეპარატები, რომლებიც საუკეთესო შედეგს იძლევა. ის ითვლება ყველაზე უფრო ეფექტურ პრეპარატად, განსაკუთრებით კარგი შედეგია პირველი 48 საათის განმავლობაში" - ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი. ამ დროისთვის, გრიპის ვირუსით საქართველოში 9 ადამიანი გარდაიცვალა. რამდენიმე ათეული პაციენტი მკურნალობს, მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. წაიკითხეთ ჩვენებები, რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს. ასევე ნახეთ სააფთიაქო ქსელები, სადაც ექიმის მიერ დანიშნული ანტივირუსული პრეპარატის ტამიფლუს შეძენას შეძლებთ.
---
06.01.2019
საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ექიმი -"დიახ, გრიპი სასიკვდილო დაავადებაა... საქართველოში სერიოზულად არ უყურებენ პროფილაქტიკას"
საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი, საქართველოში გრიპთან დაკავშირებით აჟიოტაჟს ეხმიანება. როგორც ის წერს, გრიპი დიდი ხანია სასიკვდილო დაავადებაა და მსოფლიოს გარშემო უამრავი ადამიანი სწორედ ვირუსს ეწირება. ის ამბობს, რომ მთავარი გრიპთან ბრძოლაში, პრევენციაა: ჰიგიენის დაცვა და ვაქცინის გაკეთება. ექიმი ასევე წლების მიხედვით, გრიპით გამოწვეულ სიკვდილიანობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ შარშან საფრანგეთში 13 000 გარდაცვალება სწორედ გრიპს უკავშირდებოდა. “დიახ, გრიპი სასიკვდილო დაავადებაა. დიდიხანია. 1918-1919 წლებში ე.წ. ესპანურმა გრიპმა საფრანგეთში იმსხვერპლა 200 000 ადამიანი, მსოფლიოში კი 100 მილიონი. დიახ, მილიონი. შარშან საფრანგეთში 13 000 სიკვდილი გრიპს უკავშირდება. ყველაზე დიდი სიკვდილიანობა 2014-2015 წლებში იყო – 17500. ასე რომ რაიმე განსაკუთრებული საქართველოში არ ხდება. ვაქცინაცია ამცირებს დაავადების რისკს და სიკვდილიანობას, ეს ფაქტია. მე პირადად ყოველ წელს ვიკეთებ ვაქცინას. სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულოა. გრიპის მკურნალობა არ არსებობს. ანტიბიოტიკებს აზრი არ აქვს, თუ არ არის თანდართული ბაქტერიული ინფექცია. საჭიროა დასვენება, ბევრი სითხეების სმა და მე პირადად ვიტამინ C -ს მჯერა. და მთავარია პროფილაქტიკა. სხვებს არ უნდა გადასდო. ხვევნა პლოშვნის თავიდან აცილება, ხელების დაბანა, ერთჯერადი ცხვირსახოცების ხმარება. ცხადია ბანალური და მარტივია, მაგრამ საქართველოში განსაკუთრებით სერიოზულად არ უყურებენ პროფილაქტიკას, არადა ესაა მთავარი. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.. საახალწლო სუფრები, კორპორატივები, თეატრები, ეკლესია და ა.შ. გრიპის გავრცელების ძირითადი წყაროებია. ლუგარის ლაბორატორიის დამადანაშაულებელი მეგობრები იმედია არ მყავს,”- წერს რევაზ ბოჭორიშვილი.
---
06.01.2019
მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=77195
ზუგდიდში პნევმონიის დიაგნოზით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ჰოსპიტალის კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას განცხადებით, პაციენტი მესტიის საავადმყოფოდან პირველ იანვარს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით შეიყვანეს და 4 იანვარს გარდაიცვალა. „პაციენტი შემოიყვანეს მესტიიდან. მას ჰქონდა გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნები – ცხელება, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ყელის ტკივლი, ქოშინის ერთკვირიანი ანამნეზი. მდგომარეობა იყო მძიმე. ფილტვების კვლევით აღმოჩნდა ორმხრივი პნევმონია. მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. იყო მართვით სუნთქვაზე. აღსანიშნავია, რომ ჰქონდა თანხმლები მძიმე დაავადებები,“ – განაცხადა სულხან ორჟონიამ “ინტერპრესნიუსთან”. მისვე თქმით, იმის დასადგენად, არის თუ არა ეს H1N1, ე.წ. ღორის გრიპის ვირუსი, ანალიზი გაგზავნილია, თუცა პასუხი საავადმყოფოში ჯერ არ მიუღიათ.
---