მედიამონიტორინგი 07.02.2019
ტელევიზია
06.02.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
პრობლემები სოციალური მომსახურების სააგენტოში. უწყებას სოციალური მუშაკების ნაწილი ტოვებს. განცხადება უკვე დაწერა დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრის თანამშრომელთა უმრავლესობამ. ეს სწორედ ის სერვისცენტრებია, რომელთა ოთხი თანამშრომელი ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე, გულგრილობისა და არაჯეროვანი რეაგირების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამან კი სოციალური მუშაკების განცხადებით, კადრების დეფიციტი შექმნა, რის გამოც ნაკისრ ვალდებულებებს სათანადოდ ვეღარ ასრულებენ. პრობლემების არსებობას არ უარყოფენ ჯანდაცვის უწყებაში, თუმცა აცხადებენ, რომ სისტემური ხარვეზები უნდა გაიმიჯნოს 22 იანვარს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევისგან.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5858953
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5857837
---
06.02.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
ფოთში გარდაცვლილი 44 წლის ლელა ანჯაფარიძის ოჯახი, ფოთის კლინიკური საავადმყოფოს მედპერსონალს გულგრილობაში ადანაშაულებს და სამართლებრივი დავის გაგრძელებას გეგმავს. გარდაცვლილის ოჯახის მტკიცებით, საავადმყოფოში პაციენტი მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით შევიდა და მორიგე ექიმებმა ოპერაცია დაგვიანებით ჩაუტარეს. ამჟამად ოჯახი ექსპერტიზის პასუხის მოლოდინშია. ფოთის კლინიკურ საავადმყოფოში აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი შიდა მოკვლევის შედეგად გაეცემა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5858678
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5858149
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5858140
I არხი -მოამბე 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5859000
---
06.02.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
ტყუილი აღმოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ახალ კანონპროექტზე მუშაობს, რომლის მიხდვითაც, 3 თვემდე ორსულებისთვის ბავშვის სქესის გამხელა უნდა აიკრძალოს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5857716
---
06.02.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
რა მექანიზმით მოხდება ტყვიისა და კარცეროგენის შემცველი სამშენებლო მასალების აკრძალვა ქართულ ბაზარზე. უხარისხო ლაკ-საღებავების მავნე გავლენაზე საუბრობენ სპეციალისტები და რეგულაციის სასწრაფო ამოქმედებას ითხოვენ
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5858951
---
ინტერნეტი
07.02.2019
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/43004/protestis-nishnad-samsakhurs-toveben-tbilisis-2-raionis-sotsialuri-saagentos-sotsmushakebi
პროტესტის ნიშნად სამსახურს ტოვებენ თბილისის 2 რაიონის სოციალური სააგენტოს სოცმუშაკები
გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის სერვისცენტრების სოციალური მუშაკები სამსახურს საკუთარი ინიციატივით ტოვებენ. სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში გათავისუფლებული 4 სოციალური მუშაკის (მათგან 2 უფროსი სოციალური მუშაკის) დაუყოვნებლივ გათავისუფლებამ და შესაბამისი კადრებით ვერ/არ ჩანაცვლებამ, ბოლო თვის მანძილზე გაორმაგებულმა მომართვიანობამ სამუშაო პროცესის პარალიზება გამოიწვია. საინიციატივო ჯგუფის „სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის“ აცხადებს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკები იმყოფებიან გაუსაძლის ვითარებაში. „დამსაქმებელს არ მიუღია რაიმე ეფექტური ზომა კრიზისის თავიდან ასაცილებლად ან მის მყისიერად მოსაგვარებლად“ სოციალური მუშაკები მიიჩნევენ, რომ სისტემა არის უდიდესი კრიზისის წინაშე, რომელსაც დღემდე არ აღიარებს ჯანდაცვის სამინისტრო. „უწყება არ ზრუნავს არა მხოლოდ თავის დასაქმებულ სოციალურ მუშაკებზე, არამედ ბენეფიციარებზეც, რომელთა ცხოვრებასა და კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება კადრების გადინება და სამუშაო პროცესის პარალიზება“, - წერია ჯგუფის განცხადებაში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია „ლიბერალთან“ ამბობს, რომ სოციალურ მუშაკებს მისი და მინისტრის მხარდაჭერა აქვთ, ის გეგმავს, რომ პირადად შეხვდეს სოციალურ მუშაკებს. „პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მე მესმის სოციალური მუშაკების, რადგან მათი კოლეგები გაათავისუფლეს და ისინი აღელვებული არიან. ვაღიარებთ, რომ დიდუბე-ჩუღურეთი და გლდანი-ნაძალადევი არის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული რაიონები მთელ საქართველოში. შესაბამისად, ჩვენ რაც გავაკეთეთ ეს არის, რომ თბილისის სხვა რაიონებიდან, დროებით გადავანაწილებთ სოციალურ მუშაკებს. (რადგან სახელმწიფო სამსახურია, არსებობს დანიშვნის პროცედურები, რომელსაც გვერდს ვერანაირად ვერ ავუვლით. ამ ორ რაიონში 5 სოციალური მუშაკი დაინიშნება; 3 - გლანი-ნაძალადევში, 2 - დიდუბე-ჩუღურეთში)“. მინიტრის მოადგილე აცხადებს, რომ მიმდინარე წელს სოციალური მომსახურების სააგენტოში 50 ვაკანსია გამოცხადდება სოციალური მუშაკის პოზიციაზე, აქედან 25 უკვე გამოცხადებულია. 30 იანვარს ჯანდაცვის სამინისტრომ 4 წლის გოგოს დაღუპვის საქმის მოკვლევის საფუძველზე, 2 უფროსი სოცმუშაკი და 2 სოცმუშაკი გაათავისუფლა. ასევე თანამდებობა პირადი განცხადებით დატოვა სოციალური მომსახურების მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარი წერეთელმა. გათავისფლებული სოცმუშაკები სწორედ გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის სერვისცენტრებში მუშაობდნენ. ამ საკითხზე თამარ ბარკალაია ამბობს, რომ სააგენტოში არსებობს სისტემური პრობლემები, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს პროფესიული გულგრილობასთან. „სისტემურ პრობლემებზე აპელირება ხშირია და ჩვენ ვთანხმდებით, რომ სისტემური პრობლემა ნამდვილად არსებობს და ამაში სოციალური მომსახურების სააგენტოც გვეთანხმება, ამაში დაგვეთანხმა მანამდე სანამ ეს სამწუხარო ტრაგედია დადგებოდა, მაგრამ უნდა განვაცალკევოთ ეს ორი პრობლემა ერთმანეთისგან - უნდა განვაცალკევოთ ჩვენი რეაგირება კონკრეტულ ტრაგიკულ შემთხვევასთან მიმართებით, რომელიც იანვარში მოხდა და რომელთან მიმართებითაც ჩვენი მყისიერი რეაგირება გაკეთდა იმ სოცმუშაკების მიმართ, ვინც არიან ჩართულები და არ შეიძლება, რომ ამას დავარქვათ სისტემური პრობლემა იმიტომ, რომ დღეს არსებული სისტემა იმ სოციალურ მუშაკებს, რომლებიც ქეის მენეჯმენტს აკეთებენ, აძლევს საშუალებას, რომ ასეთი მაღალი რისკის და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ქეისებზე შესაბამისი რეაგირება მოახდინოს და მათ ეს არ გააკეთეს. შესაბამისი რეაგირება გააკეთა სამინისტრომ, მაგრამ სისტემური პრობლემა რომ რეალურად არსებობს, ამას ჩვენ ვხედავთ და ამაზე რეაგირება ჩვენ ჯერ კიდევ 2018 წელს დავიწყეთ“, - აცხადებს ბარკალაია.
---
06.02.2019
ანა არღანაშვილი: "მალე აღარავინ დარჩება ვინც ამ საქმეს გააკეთებს".. რა ხდება სოციალური მომსახურების სააგენტოში?
არასამთავრობო ორგანიზაცია: პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი ანა არღანაშვილი სოციალურ ქსელში სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. "სოციალური მუშაკები წერენ განცხადებებს და ტოვებენ სამსახურს. მალე აღარავინ დარჩება ვინც ამ საქმეს გააკეთებს. სოციალური მომსახურების სააგენტო სრულიად უმოქმედოა. "დაიქცა ქვეყანა", ქალბატონო სოფიო და თქვენ ისევ ძვირადღირებულ პრეზენტაციებს მართავთ ბავშვთა უფლებებზე ძვირფას სასტუმროებში და კრიტიკის მოსმენა არ გინდათ." წერს ანა არღანაშვილი.
---
06.02.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/531626-zhurnali-lanceti-imunizaciis-cinaagmdeg-rusuli-gavlenis-shedegebis-shesaxeb-statias-akveqnebs/
ჟურნალი „ლანცეტი" იმუნიზაციის წინააღმდეგ რუსული გავლენის შედეგების შესახებ სტატიას აქვეყნებს
ჟურნალი „ლანცეტი“ უკრაინაში ვაქცინაციის წინააღმდეგ რუსეთის მიერ გატარებულ მიზანმიმართულ ნეგატიურ კამპანიას ეხმიანება. საერთაშორისო სამედიცინო გამოცემა აღნიშნულ ქმედებას გამოუცხადებელ სისხლიან ომად აფასებს, რამდენადაც რუსეთი აღნიშნული საინფორმაციო პროპაგანდით უკრაინას მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და მოსახლეობის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ზიანს აყენებს. სტატიის თანახმად, წითელას აფეთქებამ საქართველოსთან, სერბეთთან, იტალიასა და საბერძნეთთან ერთად, მნიშვნელოვნად დააზარალა უკრაინა, სადაც ქვეყნის მასშტაბით 23 000 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მთლიანად ევროპის რეგიონის შემთხვევების ნახევარზე მეტია. გამოცემა აღნიშნავს, რომ კრემლის მხარდაჭერით სოციალურ ქსელებში შექმნილი ანგარიშებით ფართოდ გავრცელებულია ყალბი ინფორმაცია წითელას, წითურას და ყბაყურას ვაქცინის შესახებ, წარმოადგენს წითელას აფეთქების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს. 23 აგვისტოს გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ რუსული „ტროლები“ ნერგავენ ცრუ წარმოდგენებს ვაქცინაციის შესახებ, რამაც ძლიერ შელახა საზოგადოების მაღალი წარმოდგენა ვაქცინაციის პროგრამების მნიშვნელობაზე. „ვაქცინაციის მაჩვენებლის ვარდნა დაიწყო 2008 წლის შემდეგ, როდესაც უკრაინაში ბავშვთა 95%-მა მიიღო წითელას ვაქცინის მეორე (საბოლოო) რეკომენდირებული დოზა. 2016 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 31% იყო, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებლთა შორის. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ვაქცინაციის მონაცემი კვლავ იზრდება და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკით 85%-მდე აღწევს, მაინც იმ საჭირო ზღვარს ქვემოთაა, რომელიც აუცილებელია მოსახლეობის მყარი იმუნიტეტისთვის“, - ნათქვამია სტატიაში. ამასთან, ჟურნალ „ლანცეტში“, ასევე უკრაინის მაგალითზეა განხილული იმუნიზაციის წინააღმდეგ რუსული გავლენის შედეგები, სხვა არაერთ სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებზე ვაქცინაციის მიმართულებით. „2016 წლის მონაცემების მიხედვით, სხვა დაავადებებზეც იმუნიზაციის მაჩვენებელი დაბალია: ბავშვთა მხოლოდ 19%-ს ჩაუტარდა მესამე სავალდებულო ვაქცინაცია დიფტერია-ყივანახველა-ტეტანუსის წინააღმდეგ და მხოლოდ 56%-მა მიიღო პოლიომიელიტის ვაქცინა. დაბალია B ჰეპატიტზე ახალშობილთა და მესამე დოზით ვაქცინაცია, შესაბამისად 37%-იანი და 26%-იანი მაჩვენებლებით. ჯანმო-ს მონაცემებით, უკრაინის 45- მილიონიანი მოსახლეობის 3-5% C ჰეპატიტითაა ინფიცირებული. აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში უკრაინა რჩება რიგით მეორე ქვეყნად აივ ინფექციის გავრცელების მაჩვენებლით“, - ნათქვამია სტატიაში. ასევე, „ლანცეტის“ ინფორმაციით, უკრაინაში არსებული მდგომარეობა არაერთ ფაქტორს მოიცავს, თუმცა დასავლელმა ლიდერებმა და უკრაინის მთავრობამ ძირითადი აქცენტი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უნდა გააკეთონ და აღმოსავლეთ რეგიონში სისხლიანი კონფლიქტის შეჩერებისკენ მეტი ძალისხმევა მიმართონ.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/447496
---
06.02.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/531595-potshi-44-clis-kalis-gardacvalebashi-axloblebi-ekimebs-adanashauleben/
ფოთში 44 წლის ქალის გარდაცვალებაში ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ
ფოთში 44 წლის ქალის გარდაცვალებაში ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ. გარდაცვლილის ახლობლების განმარტებით, ქალი აპენდიციტის შეტევით საავადმყოფოში სასწრაფო დახმარებამ 04:00 საათზე მიიყვანა, თუმცა მას ოპერაცია 14:00 საათზე ჩაუტარდა. გარდაცვლილის ნათესავის, ლანა ტყებუჩავას განცხადებით, პაციენტის გარდაცვალება აპენდიციტის გასკდომით ორგანიზმის მოწამვლამ გამოიწვია. „მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, ღამის მორიგე ექიმმა დილამდე ექიმები არ გამოიძახა და შუადღემდე ოპერაცია არ გაუკეთეს. ჩემს ნათესავს ოპერაცია გაუკეთდა და მესამე დღეს სახლში გამოუშვეს, თუმცა ისევ ცუდად გახდა და საავადმყოფოში მივაბრუნეთ. გართულებული მდგომარეობის გამო იძულებული გახდნენ ქუთაისის სამედიცინო ცენტრში გადაეყვანათ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ქალი დაიღუპა. ყველაფერი ექიმების დაუდევრობის და უპასუხისმგებლობის ბრალია. ახლა ველოდებით ექსპერტიზის პასუხს და შემდეგ დავიწყებთ სამართლებლივ ბრძოლას. მოვითხოვთ დაიხუროს ეს საავადმყოფო, გათავისუფლდნენ ექიმები, რომლებსაც ამაში ბრალი მიუძღვით“, - განაცხადა ლანა ტყებუჩავამ. ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმის, თეა დანელიას თქმით, პაციენტი კლინიკაში მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით მიიყვანეს და მას ყველა შესაბამისი პროცედურა ჩაუტარდა. კლინიკაში გარდაცვლილი ოჯახის პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ ყველა კითხვას შიდა კლინიკური კვლევის შემდეგ გაეცემა პასუხი.
---
06.02.2019
ოჯახის წევრის დაპატიმრების გამო ოჯახის სხვა წევრებს საარსებო შემწეობას უხსნიან" - თეონა ჭალიძე
ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, განცხადებას ავრცელებს. თეონა ჭალიძის თქმით, აბასთუმანში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს, სახელმწიფომ სოციალური შემწეობა ოჯახის ერთ-ერთი წევრის - ბავშვების მამის დაკავების გამო მოუხსნა. ,,ოჯახის წევრის დაპატიმრების გამო ოჯახის სხვა წევრებს საარსებო შემწეობას უხსნიან. უკვე მესამე წელია ,,ახლი საქართველოს“ სოციალური სამსახური, დავით სერგეენკოსგან ამ მავნებლობის შეცვლას ვითხოვთ. ბავშვებმა რა დააშავეს?! რამდენიმე თვით ტოვებენ არსებობისთვის აუცილებელი მინიმალური საკვების გარეშე. ყოველწლიურად, რამდენიმე ასეული ბავშვი მსგავსი პრობლემის წინაშე დგას. დღეს ოთხი ბავშვი შიმშილობს აბასთუმანში, იმის გამო, რომ სახელმწიფომ მამის დაპატიმრების გამო ისინი დასაჯა. დიახ, დედასთან ერთად გაუსაძლის პირობებში ოთხი ბავშვი, სიცივეში ცხოვრობს და მშიერია. მათ შორის არის 5 თვის ჩვილი, რომელსაც ხელოვნური კვება ესაჭიროება. ოჯახს სჭირდება საკვები, შეშა. ვისაც შეგიძლიათ შეეხმიანეთ დედას 574086096 (ნესტანი). დავით სერგეენკოს კი კიდევ ერთხელ მივმართავ, არ შეიძლება ოჯახის წევრის დაპატიმრება, ოჯახის სხვა წევრებისთვის საარსებო შემწეობის შეჩერების მიზეზი გახდეს!! მარტამდე ამ ბავშვებს რამე რომ დაემართოთ ვინ აგებს პასუხს???!! ეს არის ბავშვების უფლებების უხეში დარღვევა.“ - თეონა ჭალიძე
---
06.02.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/am-droisthvis-kakhethshi-tsithelas-90-shemthkhvevaa-gamovlenili/
ამ დროისთვის კახეთში წითელას 90 შემთხვევაა გამოვლენილი
რეგიონის მასშტაბით მწვავე ვირუსული ინფექციის საწინააღმდეგო აცრა კი უკვე 4 400 ადამიანმა გაიკეთა. დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის ოფისის მენეჯერის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, წითელას შემთხვევები წინა კვირასთან შედარებით მიმდინარე კვირაში შემცირებულია,თუმცა დაინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად ფიქსირდება. “ამ ეტაპზე თელავში 6 ადამიანია დაინფიცირებული, აქედან ერთი 40 წელს ზემოთ პირია, რომელსაც წითელა შეხვდა.წითელას დიაგნოზით დიდია მიმართვიანობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ასევე ახმეტასა და ყვარელში. ძირითადად წითელა 20დან 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებს ემართებათ. ამ ასაკში დაავადება შედარებით რთულად გადასატანია, თუმცა საბედნიეროდ არცერთი ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მე ვურჩევ ყველას, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად მიმართონ ექიმს,რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი გართულებები”- განუცხადა “აიპრესს” ხიზანიშვილმა.
---
06.02.2019
მედიასაშუალება: https://inforustavi.ge/?m=31&news_id=8752
რუსთავში მამაკაცმა საწარმოო ტრავმა მიიღო
რუსთავში, აზოტის ქარხნის თანამშრომელმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, საწარმოო ტრავმა მიიღო. არსებული ინფორმაციით, 28 წლის მამაკაცი მეტალს ჩარხავდა, რა დროსაც ხელი აუცურდა, მეტალი ინერციით მოხვდა და მრავლობითი დაზიანებები მიიღო. ახალგაზრდა , სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა გადაიყვანა. "ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა დავით გოგოძემ განუცხადა, რომ - "ახალგაზრდა მამაკაცს აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები. რაც პირველადი გასინჯვებით ჩანს მარჯვენა ხელის ღია მოტეხილობაა, არის მარცხენა მხრის, თავის ტრავმა. მიმდინარეობს პირველადი დახმარება და ამავდროულად კვლევები. ამჟამად მდგომარეობა სერიოზულია, შოკი არის გამოხატული ტრავმული და შოკური მკურნალობა უკვე მიმდინარეობს."
---
06.02.2019
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/246164-18-wlis-gogonas-sazogadoebis-daxmareba-swirdeba
18 წლის გოგონას საზოგადოების დახმარება სჭირდება
18 წლის ქართველ ფეხბურთელ გოგონას ნინი გურგენიძეს სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ გადაუდებელი მკურნალობა, რაც ძალიან დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული და რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს. დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ: საქართველოს ბანკი - GE95BG0000000284257600 - მიმღები გურგენიძე რამაზი თქვენი თანადგომა ახალგაზრდა, წარმატებულ გოგოს ძალიან სჭირდება. ნინი საქართველოს ორგზის ჩემპიონია, მან კარიერა 12 წლის ასაკში ტყიბულის საფეხბურთო სკოლაში დაიწყო. სხვადასხვა საფეხბურთო ტურნირებში ნინი რამდენჯერმე დასახელდა საუკეთესო მოთამაშედ.
---
06.02.2019
მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=196717-%E1%83%96%E1%83%95%E1%83%98%E1%83%90%E1%83%93,%20%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94,
სწორი ნაწლავის სიმსისვნე და სამი ურთულესი ოპერაცია - 39 წლის მამაკაცს საზოგადოების დახმარება სჭირდება
39 წლის ზვიად გოგლაძის მამა საზოგოებას დახმრებას სთხოვს. ზვიადს რამდენიმე თვის წინ, დაუდგინდა სწორი ნაწლავის სიმსივნე. გაუკეთდა სამი ურთულესი ოპერაცია და ქიმიის 4 კურსი, ეხლა ესაჭიროება მეოთხე ოპერაცია, რომელსაც სრულად არ ფარავს საყოველთაო ჯანდაცვა, პირველი ოპერაციის დროს ზვიადს გამოუტანეს ნაწლავი გარეთ. დეკემბრის თვეში კი დაგეგმილი იყო ამ ნაწლავის უკან ორგანიზმში დაბრუნების ოპერაცია, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოხერხდა უსახსრობის გამო დასამატებელი აქვთ თანხა 1350 ლარი. რისი საშუალება ოჯახს აღარ გააჩანია. ზვიადის მამა მოგვმართვთ თხოვნით დავეხმაროთ, რომ შევაგვროთ ეს თანხა. ნებისმიერ დღეს შეიძლება ოპერაციის გაკეთება თუ ეს თანხა ექნებათ მისი თქმით თუ იქნება კეთილი ხალხის ნება რომლებმაც უამრავი ადამიანი გადაარჩინეს ზვიადსაც დაუდგებიან გვერდით. გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ #ზვიად #გოგლაძე საქველმოქმედო ზარი 0901200128 - თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ანგარიშის ნომერი აპარატებიდან: საბანკო მომსახურება იურიდიული პირი პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი - #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში - #GE12TB7990736080100007 დოლარში - #GE94TB7990736180100002 ევრო -#GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14
---
06.02.2019
საპარტნიორო ფონდის კუთვნილი საავადმყოფოები ზარალზე მუშაობენ
---
ბეჭდვითი მედია
07.02.2019
მედიასაშუალება: ახალი თაობა
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებული 21 პირის პროცესი ორი ბრალდებულის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებული 21 პირის სასამართლო პროცესი ორი ბრალდებულის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. გუშინ, 6 თებერვალს სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარეს შესავალი სიტყვა უნდა წარმოეთქვა. როგორც საქმის პროკურორმა მაია სილაგაძემ განაცხადა, 21-ვე პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს. მისივე განმარტებით, საქმეში არაერთი მოწმის ჩვენება, ასევე ფარული აუდიოჩანაწერები მოიპოვება, რომლის მიხედვითაც, როგორც გია თვალავაძის, ასევე დანარჩები პირების ბრალეულობა დასტურდება. „ბრალდების მხარეს გვაქვს მოლოდინი, რომ მათ წინააღმდეგ გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი. რაც შეეხება თვალავაძეს, წარმოდგენილი გვაქვს არაერთი მტკიცებულება, რომელიც წინა სასამართლო პროცესზე დასაშვებად იქნა ცნობილი. მტკიცებულებებს შორის არის მოწმეთა ჩვენებები და ფარული აუდიო ჩანაწერები, რომელსაც გამოვიკვლევთ საქმის არსებითი განხილვის დროს", - აცხადებს სილაგაძე. გია თვალავაძის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები მისი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაულებრივ ქმედებას ვერ ადასტურებს. „ თუ სასამართლო სწორად შეაფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მის მიმართ გამოიტანს გამამართლებელ გადაწყვეტილებას. ჩვენ გამოვითხოვეთ დოკუმენტები სამინისტროდან და მივიღეთ პასუხი. ეს პასუხი არის მტკიცებულება იმისა, რომ დადასტურდეს გია თვალავაძის უდანაშაულობა. მართალია საქმეში არის არაერთი მოწმე, თუმცა, ისინი თვალავაძის დანაშაულებრივ ქმედებას ვერ ადასტურებენ", - დასძენს კაკაბაძე. ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე 21 პირი დააკავეს, აქედან ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, 19 კი, გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული. გამოძიების ინფორმაციით, თბილისსა და გორში მდებარე აფთიაქებში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია. აფთიაქების მფლობელები, მფარველობის სანაცვლოდ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსისთვის – გია თვალავაძისთვის გადასაცემად ნუგზარ ჯანჯღავას დიდი ოდენობით თანხებს უხდიდნენ. ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში შეადგინა 4 094 709 ლარი.
---
07.02.2019
მედიასაშუალება: ახალი თაობა
მწერალი დინა მირცხულავა დევნილის შემწეობის გარეშე დატოვეს
მწერალი დინა მირცხულავა დევნილის შემწეობის გარეშე დატოვეს: _ ცხოვრებაში პირველად, სახელფასო ბარათზე სოლიდური ჰონორარი დამიჯდა... მეტი კონკრეტიკისათვის, იანვრის შემოსავალი 1000 ლარს გადასცდა... ჰოდა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ დევნილის შემწეობა, 90 ლარი აღარ დამირიცხა... ამ თვეში ძაან მაყუთა ხარ და არ გერგებაო... ჯიგრებიიიი... ეგ ნაგვები ვერ მოვთაგე, ეს ერთი! და მეორეც _ არავინ გამომედოს ახლა იმ სამასლარიან მლოკველთაგან, თორემ არ ვიცი რააა.
---