მედიამონიტორინგი 07.03.2019
ტელევიზია
07.03.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 10:00
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს. პროკურორმა გია თვალავაძისა და კიდევ 20 ბრალდებულის დანაშაულებრივ ქმედებაზე ისაუბრა. მაია სილაგაძე ამბობს, რომ საქმეში არის ფარული აუდიომტკიცებულება და მოწმეთა ჩვენებები, რომლითაც ბრალდებულების ბრალეულობა მტკიცდება, გამოძიება მათ უკანონო სამეწარმეო საქმიანობას, თვალავაძეს კი ზეგავლენით უკანონო ვაჭრობას ედავება. დაცვის მხარე განმარტავს, რომ სასამართლო პროცესზე პროკურატურმ პირდაპირი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი, ასევე, სხვა ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5921557
---
06.03.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
С ჰეპატიტის სკრინინგის გაძლიერება და მკურნალობაში ჩართულობის გაზრდა კვლავ პრიორიტეტად რჩება. 2020 წლისთვის მთავარი მიზანი ინფიცირებულთა 90 %-ის გამოკვლევა და მკურნალობაა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5920677
მაესტრო-დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5920824
I არხი - მოამბე 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5920842
ერთსულოვნება-სიახლენი 22:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5920835
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5920533
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5920518
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5920344
მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5919945
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5919915
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5919903
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5919722
---
06.03.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 15:00
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბავშვს, რომელიც წითელას დაავადებით გარდაიცვალა, ვაქცინაცია ჩატარებული არ ჰქონდა. მისივე თქმით, არასრულწლოვანი წითელათი დეკემბერში დაავადდა და 2019 წლის დასაწყისში გარდაიცვალა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5919948
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5919730
---
06.03.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
კვირის ბოლოს გადაწყდება შეწყდება თუ გაგრძელდება „ტამიფლუს“ უფასოდ გაცემა. ამის შესახებ მონაცემებზე დაყრდნობით სპეციალური ჯგუფი იმსჯელებს. მედიკამენტი H1N1-თან საბრძოლველად ქვეყანაში 12 იანვრიდან გაიცემა უფასოდ. ამ ხნის განმავლობაში, რეგიონში 1000 კოლოფი ანტივირუსული პრეპარატი გაიცა. ამჟამად, დაავადების სიმძიმის და სიხშირის მიხედვით ვითარება უკეთესია და სამედიცინო დაწესებულებებში ვირუსით მიმართვიანობა შემცირებულია, თუმცა მაინც რჩება ყურადღების ქვეშ. რაც შეეხება წითელას, წელს აჭარაში ინფექციური დაავადება 52 მოქალაქეს გამოუვლინდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5920664
---
06.03.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტის შემდეგ აქციზის გადასახადი შესაძლოა ე.წ. გასახვევ თამბაქოზე, იგივე თუთუნზეც გაიზარდოს. ასეთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია. ბოლო მძიმე კვლევების ფონზე ორგანიზაციას სწორედ ამ გზით ესახება მწეველთა რაოდენობის შემცირება. ჯერ უცნობია, გაითვალისწინებს თუ არა რჩევას მთავრობა და შეიტანს თუ არა ცვლილებებს საგადასახადო კოდექსში. გადაწყვეტილების მიღებამდე თამბაქოს ბაზარზე სიტუაცია მკვეთრად არის შეცვლილი. უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტის გაძვირების შემდეგ თუთუნზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5920650
---
06.03.2019
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუსი
გაიზრდება თუ არა თუთუნის ფასი? - ქვეყანაში მწეველთა შემცირების დასახული გეგმა ვერ სრულდება. დავით სერგეენკოს კომენტარი
---
06.03.2019
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 20:00
ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში შეფასებები დღესაც გაკეთდა. დავით სერგეენკოს კომენტარი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5920637
---
06.03.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი არასრულწლოვანი გოგონას მიმართ შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტს იძიებს. როგორც ირკვევა, 13 წლის გოგონამ პედაგოგს აცნობა, რომ მათ ოჯახში მცხოვები ბიძა მის მიმართ გარყვნილ ქმედებას ჩადიოდა. ჯანდაცვის სამინისტროს და იუნისეფის ერთობლივი მუშაობით შეიქმნება მომსახურების ცენტრები, სადაც მსგავსი დანაშაულის მსხვერპლი ბავშვები რეაბილიტაციას გაივლიან.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5920670
მაესტრო-დღის მთავარი თემა 21:00 -http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5920794
---
06.03.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 18:00
თბილავიამშენის თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს. 5 დღიანი პროტესტის შემდეგ კომპანიის ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა. გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, დამსაქმებელი მზადაა ყველა პირობა შეასრულოს. თბილავიამშენის 80-მდე თანამშრომელი 27 თებერვალს გაიფიცა. მათ რამდენიმე მოთხოვნა ქონდათ, მათ შორის ხელფასების მატება და შესრულებული სამუშაოს შესაფერისი პრემიების სისტემის დანერგვა. წინააღმდეგობრივი პროცესის დარეგულირებაში მედიატორიც იყო ჩართული.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5920499
---
06.03.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 11:00
მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება. სავარაუდოდ, მინისტრის პოსტს გიორგი ქობულია ემშვიდობება. ქობულია თანამდებობაზე 2018 წლის ივლისში დაინიშნა, მანამდე კი ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა. დავით სერგეენკოს კომენტარი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5918699
---
06.03.2019
არხი: რუსთავი2
გადაცემა:
პრობლემები სოციალური მომსახურების სისტემაში - სოცმუშაკები ხარვეზებზე საუბრობენ
ინტერნეტი
07.03.2019
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ტყუილია დავით სერგეენკოს განცხადება, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში უკვე 125 000-მა პირმა იმკურნალა
„ევროპული საქართველო” შეშფოთებულია ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის 2020 წელს შეწყვეტის რისკი არსებობს. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პრობლემაა, რომ 2020 წლისთვის C ჰეპატიტის ელიმინაცია ვერანაირად ვერ მოხდება, როგორც ეს პროგრამის მიზნებშია გაწერილი. „ძალიან ვუფრთხი C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის შესახებ რაიმე კრიტიკული შენიშვნის საჯაროდ გამოთქმას, რადგან არ მინდა ასეთი მნიშვნელოვანი და საჭირო პროგრამა რაიმეთი დაზიანდეს, მაგრამ პროგრამის განხორციელების პროცესში უკვე ისეთი პრობლემის წინაშე დადგა ქვეყანა, რომ ახლა გაჩუმებით უფრო დავაზიანებთ ჩვენს საერთო საქმეს,” - განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა. მისივე თქმით, „ტყუილია დავით სერგეენკოს განცხადება, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში უკვე 125 000-მა პირმა იმკურნალა“. პრესკონფერენციაზე ჭიაბერაშვილმა წარადგინა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, მაია ლაგვილავას 2018 წლის 13 დეკემბრის წერილი, სადაც, მისი თქმით, სრულიად განსხვავებულ, გაცილებით ნაკლებ მონაცემებზეა საუბარი. „კერძოდ, ამ წერილის მიხედვით, პროგრამის დაწყებიდან 4 წლისთავზე მკურნალობაში ჩაერთო 51 000-ზე მეტი ადამიანი. მკურნალობა დაასრულა 48 000-ზე მეტმა პირმა. უფრო დეტალურად: 2 წლის წინანდელმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში C ჰეპატიტით ინფიცირებული დაახლოებით 150 000 ადამიანია. ელიმინაციის პროგრამის დასახული მიზანია, 2020 წლისთვის მინიმუმ 135 000 ადამიანს (ანუ 90%-ს) ჰქონდეს მკურნალობის კურსი გავლილი. როგორც ლაგვილავას წერილშია მითითებული, პროგრამის დაწყებიდან 2018 წლის დეკემბრამდე სკრინინგის კომპონენტში 123 000-ზე მეტ პირს დაუდგინდა C ჰეპატიტის სავარაუდო არსებობა. სწორედ ამ რიცხვით მანიპულირებს ჯანდაცვის მინისტრი, თუმცა სინამდვილეში ამ 123 000-დან განმეორებითი, ე.წ. კონფირმაციული კვლევა ჩაიტარა 75 400-მა პირმა, ხოლო მათ შორის დაავადება დაუდგინდა 64 200 პირს. ამ 64 200-დან სრული დიაგნოსტიკური კვლევა ჩაიტარა 52 400-მა პირმა. ამ 52 400-დან მკურნალობაში ჩაერთო 51000 და მკურნალობა დაასრულა 48000-მა პირმა“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. ჭიაბერაშვილის განცხადებით, საინტერესოა, თუ 4 წლის განმავლობაში პოტენციურ დაავადებულთაგან მკურნალობა მხოლოდ 40%-მა გაიარა, როგორ მოხერხდება 2020 წლამდე დარჩენილი 70-75 000 პირის პროგრამაში ჩართვა და მკურნალობა. “დღეს ეს უკვე შეუძლებელი ჩანს. მიზეზებზე ჯანდაცვის სამინისტრომ საჯაროდ უნდა ისაუბროს და საზოგადოებას C ჰეპატიტის ელიმინაციის განახლებული გეგმა უნდა წარუდგინოს. საგანგაშოა, რომ 15 000 ადამიანს ხელთ აქვს ანალიზის პასუხი, რომ აქვს C ჰეპატიტი და მკურნალობის პროცესში არაა ჩართული”, - აცხადებს ჭიაბერაშვილი. ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განცხადა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის 2020 წელს შეწყვეტის რისკი არსებობს. მინისტრის ინფორმაციით, ელიმინაციის მიზნები 2020 წლამდეა გაწერილი, თუმცა მედიკამენტების მომწოდებელ ფარმაცევტულ კომპანიასთან უფრო ხანგრძლივი ხელშეკრულებაა დადებული. ამასთან, მინისტრის განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში უკვე 125 000-მა პირმა იმკურნალა და მკურნალობა დაახლოებით 50 000-მდე პირს ესაჭიროება
---
07.03.2019
ბოლო მონაცემებით, საქართველოში 1 409 მიუსაფარი ბავშვია აღრიცხული
2014-2017 წლებში სოციალური მომსახურების სააგენტომ საქართველოში 1409 მიუსაფარი ბავშვი აღრიცხა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ბავშვებიდან 416-მა ბავშვმა შეავსო ანკეტა იმის ნიშნად, რომ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული მომსახურების მიღება სურს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, სახელმწიფოს დაფინანსებით სულ 6 დღის ცენტრი და 6 თავშესაფარი ფუნქციონირებს. 2018 წლის მონაცემებით, დღის ცენტრში სახელმწიფოს მომსახურებას 280 ბავშვი იღებდა, თავშესაფარში კი 86 იმყოფებოდა. სააგენტოში აცხადებენ, რომ ზუსტი მონაცემები, ამჟამად საქართველოში რამდენი მიუსაფარი ბავშვია, არ არსებობს, რადგან წელს შესაბამისი კვლევა არ ჩატარებულა.
---
07.03.2019
მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/222071
სოცმუშაკები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდებიან
7 მარტს, 15:00 საათზე, პარლამენტში სოცმუშაკები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, აკაკი ზოიძეს შეხვდებიან. შეხვედრაზე განიხილება სოციალური მომსახურების სააგენტოში არსებული პრობლემები, მედიაციის ამ დრომდე წარუმატებელი პროცესი და სოცმუშაკების შესაძლო გაფიცვის საკითხი.
---
06.03.2019
მედიასაშუალება: https://presa.ge/?m=society&AID=73331
100 მილიონი ქრთამის სახით - სერგეენკოსა და ივანიშვილის კლანის საქმე
---
06.03.2019
დავით სერგეენკოს განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის 2020 წელს შეწყვეტის რისკი არსებობს
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ჩ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის 2020 წელს შეწყვეტის რისკი არსებობს. ამის შესახებ მინისტრმა "ინტერპრესნიუსის" მიერ პროგრამის შეწყვეტის ვადებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, ელიმინაციის მიზნები 2020 წლამდეა გაწერილი, თუმცა მედიკამენტების მომწოდებელ ფარმაცევტულ კომპანიასთან უფრო ხანგრძლივი ხელშეკრულებაა დადებული. "ფორმალურად კონტრაქტში ასეა - ელიმინაციის მიზნები 2020 წლამდეა გაწერილი. ფარმაცევტულ კომპანიასთან ხელშეკრულება უფრო ხანგრძლივია, მაგრამ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად მეტი ადამიანი ჩაერთვება, რომ 2020 წლისთვის მკაფიო შედეგები გვქონდეს. მე ვერ დავადასტურებ, რომ ეს ხისტად შეწყდება, მაგრამ ამის რისკი ალბათ, არსებობს", - განაცხადა დავით სერგეენკომ. მინისტრის განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში უკვე 125 000-მა პირმა იმკურნალა. "პროექტი წარმატებულად მიმდინარეობს, მაგრამ დღის განმავლობაში ჩართული პაციენტების რაოდენობასთან დაკავშირებით არის შესაძლებლობა, რომ 3-ჯერ ან 4-ჯერ მეტი იყოს, რომ ეს პროექტი სწორად და გართულებების გარეშე დავამთავროთ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას, რომ ეს შესაძლებლობა გამოიყენონ. მიზნები არის, რომ მათ 90%-ს ჩაუტარდეს სკრინინგი და მინიმუმ 90% სკრინინგში ჩაერთოს. ვინც ჩაერთვება, მათგან მინიმუმ 95% გამოჯანმრთელდეს. გამოჯანმრთელების ბოლო მაჩვენებელი 98%-ია, ანუ ბევრად უფრო კარგი. ჩართულობის მიხედვით გამოდის, რომ დაახლოებით, 125 000 ადამიანს უკვე ვუმკურნალეთ, ახლა დაახლოებით 50 000-მდე გვყავს, ვისაც მკურნალობა სჭირდება, ადრეული სტადია აქვთ და სიმპტომები არ აწუხებთ, ამიტომ ნაკლებად ერთვებიან პროგრამაში",- განაცხადა დავით სერგეენკომ.
---
06.03.2019
სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტს, ანტივირუსული პრეპარატის, „ტამიფლუს“ უფასოდ გაცემა გაგრძელდება თუ შეწყდება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ანტივირუსული მედიკამენტის „ტამიფლუს“ უფასოდ გაცემის საკითხთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფი კვირის ბოლოს შეიკრიბება. ამის შესახებ მინისტრმა „ინტერპრესნიუსს“ პროგრამის შეწყვეტის ვადებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფის შეკრებაზე გადაწყდება, არსებული ინდიკატორების გათვალისწინებით, სახელმწიფო მედიკამენტის უფასოდ გაცემის პროგრამას გააგრძელებს თუ შეწყვეტს. „ტამიფლუსთან“ დაკავშირებით, წინა კვირას რომ გვქონდა შეკრება, მაშინ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეგრძელებინა. ამ კვირის ბოლოს გვექნება სამუშაო ჯგუფის შეკრება და კიდევ შევხედავთ ინდიკატორებს“, - განაცხადა მან. შეგახსენებთ, რომ გრიპის ვირუსთან საბრძოლველად წელს სახელმწიფოს 11 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული, საიდანაც 1 მილიონი ანტივირუსული პრეპარატის -„ტამიფლუს“ შესაძენად დაიხარჯა. ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“ 12 იანვრიდან ყველასთვის უფასო გახდა.
---
06.03.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/535935-socialuri-mushakebis-sakitxze-parlamentshi-imsjeleben/
სოციალური მუშაკების საკითხზე პარლამენტში იმსჯელებენ
პროფკავშირების გაერთიანება, სოციალურ მუშაკებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ხვალ, საქართველოს პარლამენტის შენობაში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს აკაკი ზოიძეს შეხვდება. ინფორმაციას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ავრცელებს. როგორც პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „პროფესიული კავშირების გაერთიანება პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას, რათა სოციალური მუშაკების მოთხოვნები იქნას უმოკლეს ვადებში გადაჭრილი“. „გასათვალისწინებელია, რომ სოციალურ მუშაკებს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით უკვე მოპოვებული აქვთ გაფიცვის უფლება. სოციალური მუშაკები უთითებენ, სოციალური სერვისების მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკის მძიმე მდგომარეობაზე. კერძოდ კი, სათანადო სერვისების, მექანიზმების არარსებობისა თუ სათანადო რესურსების სიმწირის გამო სოციალური მუშაკები ხშირად ვერ ახერხებენ ყოველდღიურ რეჟიმში ეფექტური დახმარება აღმოუჩინონ შესაბამისი საჭიროების მქონე პირებსა თუ ოჯახებს, რის გამოც ყოველდღიური საფრთხის ქვეშ არის მოწყვლადი ჯგუფების – ბავშვების, შშმ პირების, ხანდაზმულების და სხვა პირთა ინტერესები. სოციალური სერვისების მიმართებით არსებული სისტემური პრობლემების გარდა, სოციალური მუშაკების მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს, არასათანადო სამუშაო გარემო და შრომითი პირობები. მიუხედავად იმისა, რომ დავაზე დაინიშნა მედიატორი, მედიაციისთვის განკუთვნილი ვადა ამოიწურა იმგვარად, რომ ვერ მოხერხდა არათუ რომელიმე პრობლემის გადაჭრა, არამედ ორმხრივი შეხვედრის ორგანიზებაც კი. გუშინ, 5 მარტს, პარლამენტში დავით სერგეენკოსთან გამართულ შეხვედრაზე, მინისტრმა გამოთქვა პოზიციები რამდენიმე საკითხთან, მათ შორის სოციალური მუშაკების სატრანსპორტო უზრუნველყოფისა და კადრების დამატებასთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპზე სოცმუშაკების მიერ დაყენებული არც ერთი საკითხი გადაწყვეტილი არ არის“,- ნათქვამია განცხადებაში
---
06.03.2019
მედიასაშუალება: http://gtuc.ge/socialurma-mushakebma-gafivis-uleba-ukve-moipoves/?fbclid=IwAR3mazwppYje9kEDmFc66Q8T8sAY4DCcbArm1nBUm1ftF4aKzWrKAoH91Og
სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვის უფლება უკვე მოიპოვეს
პროფესიული კავშირების გაერთიანება პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად (ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია) ჩართულია კოლექტიურ შრომით დავაში სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს” წინააღმდეგ. სოციალური მუშაკები უთითებენ სოციალური სერვისების მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკის მძიმე მდგომარეობაზე, კერძოდ კი, სათანადო სერვისების, მექანიზმების არარსებობისა თუ სათანადო რესურსების სიმწირის გამო სოციალური მუშაკები ხშირად ვერ ახერხებენ ყოველდღიურ რეჟიმში ეფექტური დახმარება აღმოუჩინონ შესაბამისი საჭიროების მქონე პირებსა თუ ოჯახებს, რის გამოც ყოველდღიური საფრთხის ქვეშ არის მოწყვლადი ჯგუფების – ბავშვების, შშმ პირების, ხანდაზმულებისა და სხვა პირთა ინტერესები. სოციალური სერვისების მიმართებით არსებული სისტემური პრობლემების გარდა, სოციალური მუშაკების მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს, არასათანადო სამუშაო გარემო და შრომითი პირობები. მიუხედავად იმისა, რომ დავაზე დაინიშნა მედიატორი , მედიაციისთვის განკუთვნილი ვადა ამოიწურა იმგვარად, რომ ვერ მოხერხდა არათუ რომელიმე პრობლემის გადაჭრა, არამედ ორმხრივი შეხვედრის ორგანიზებაც კი. გუშინ, 5 მარტს, პარლამენტში დავით სერგეენკოსთან გამართულ შეხვედრაზე, მინისტრმა გამოთქვა პოზიციები რამდენიმე საკითხთან, მათ შორის სოციალური მუშაკების სატრანსპორტო უზრუნველყოფისა და კადრების დამატებასთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპზე სოცმუშაკების მიერ დაყენებული არცერთი საკითხი გადაწყვეტილი არ არის. ამ პრობლემებთან დაკავშირებით ხვალ 3 საათზე პროფკავშირების გაერთიანება, სოციალურ მუშაკებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ხვდება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს აკაკი ზოიძეს. პროფესიული კავშირების გაერთიანება პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას, რათა სოციალური მუშაკების მოთხოვნები იქნას უმოკლეს ვადებში გადაჭრილი. გასათვალისწინებელია, რომ სოციალურ მუშაკებს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით უკვე მოპოვებული აქვთ გაფიცვის უფლება.
---
06.03.2019
პირველადი ჯანდაცვის რგოლში არსებული გადახდის მექანიზმები არ არის სამართლიანი - სერგო ჩიხლაძე
განათლების ექსპერტი, სერგო ჩიხლაძე პირველადი ჯანდაცვის რგოლში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. „ახალი საქართველოს“ წევრმა, მიმდინარე დარღვევების შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. “პირველადი ჯანდაცვის რგოლში არსებული გადახდის მექანიზმები არ არის სამართლიანი და მორგებული ჯანმრთელობის რისკებზე, ასაკობრივ ჯგუფზე, ოჯახის ექიმის დაფარვის ზონაზე, ოჯახის ექიმთან დარეგისტრირებული ადამიანების რაოდენობაზე და სხვა სამედიცინო-სოციალურ კრიტერიუმებზე. არსებული ფინანსური მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ გეგმური ამბულატორიის კომპონენტზე გაწეული ხარჯების პროდუქტიულობას. დაუსაბუთებელია და ყოვლად აბსურდულია 1 მოსარგებლეზე/პაციენტზე გამოყოფილი კაპიტაციური მეთოდით გათვალისწინებული ფასების კალკულაცია და წარმოშობა (1 ლარი და 93 თეთრი). ჯანდაცვის სამინისტრომ ვერ დაასაბუთა, თუ რა გათვლებზე დაყრდნობითაა ეს თანხა გამოყვანილი 1 ბენეფიციარზე. შესაბამისად, მოვითხოვთ რომ დაუყოვნებლივ გადაიხედოს არსებული ფინანსური სქემები და მოდელები. სერიოზული პრობლემაა ბენეფიციართა ექიმთან რეგისტრირების პროცესი და პაციენტების საშუალო მაჩვენებელი თითოეულ ოჯახის ექიმთან მიმართებაში. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება 1 ექიმზე 2000 პირს (ზოგიერთ უბანზე 6-10 ათასს აღწევს), რაც არ მოდის თანხვედრაში საერთაშორისო პრაქტიკასთან. ყველაფერ ამის ფონზე სამინისტრო არ ითვალისწინებს არც საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, არც თავის მიერვე დაქირავებული ძვირადღირებული კომპანიების (Global Alliance) ჯერ კიდევ 2016 წელს დადებულ დასკვნებს და რეკომენდაციებს, რომელშიც მილიონობით ლარი აქვს გადახდილი. რეაგირება არ მოჰყოლია, არც სახელმწოფო აუდიტის მიერ გამოვლენილ ნაკლოვანებებს და რეკომენდაციებს, და რა თქმა უნდა, სამინისტროს არ აინტერესებს არც ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციების და სპეციალისტების აზრი. ჩვენს გუნდს გააჩნია კონკრეტული ხედვა თუ როგორ უნდა განვითარდეს პირველადი ჯანდაცვის სფერო და მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაიწყოს ამ დარგის სწრაფი რეფორმირება და ამასთანავე, უზრუნველყოფილი იქნას ამ პროცესის გამჭირვალობა და საზოგადოების და სპეციალისტების ჩართულობა. “- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
---
06.03.2019
სალომე ზურაბიშვილი - სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და მათ მშობლებს აღარ უნდა სჭირდებოდეთ საზღვარგარეთ გამგზავრება
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უმუშევრობას, უსახლკარობას, დაავადებების სიხშირეს და სოციალურ დაუცველობას ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ გამოწვევებად მიიჩნევს. როგორც ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოში, გარკვეული ეკონომიკური წინსვლის მიუხედავად, მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ ვერ გახდა ამ წინსვლის თანამონაწილე. „უმუშევრობა, უსახლკარობა, დაავადებების სიხშირე, სოციალური დაუცველობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ არაინკლუზიური მიდგომები დღევანდელი ჩვენი მთავარი, ვიტყოდი - სტრატეგიული გამოწვევებია. ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის აქ, ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე დიაგნოსტიკური და სამკურნალო შესაძლებლობის გაჩენა. სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და მათ მშობლებს აღარ უნდა სჭირდებოდეთ საზღვარგარეთ გამგზავრება, თუნდაც, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისათვის. არსებობს პედიატრიული ონკოლოგიის არამომგებიანი ცენტრის მონახაზი, რომელიც გადაჭრის ამ პრობლემას. მარიამ ჯაშთან ერთად ვაპირებთ ამ პროექტის პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე წარდგენას. ასევე, პრიორიტეტულია სოციალური სახლების მშენებლობა. ამ კუთხით ბევრი ქვეყნის პრაქტიკის გაზიარება შეგვიძლია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
---
06.03.2019
15 წლის ნინო მხოლოდ 20 კილოგრამს იწონის - "ღამით ემართება კრუნჩხვები და სულის ხუთვა. ასე ვიბრძვი მისი ამოსუნთქვისთვის"
15 წლის ნინო მხოლოდ 20 კილოგრამს იწონის. გოგონა დაავადებულია ეპილეფსიით და ჰიდროცეფალიით. ეს ის დაავადებებია, რომლებიც ნებისმიერი მშობლისთვის როგორც წინასწარი განაჩენი ისე ჟღერს. 15 წელია, რაც ეს პაწაწინა არსება გამუდმებული ტკივილებისა და კრუნჩხვებისგან იტანჯება, ხოლო ჰაერის უკმარისობა კიდევ უფროს ართულებს მის ისედაც უმძიმეს მდგომარეობას. ნინოს არ შეუძლია სიარული, ვერ ლაპარაკობს, ხედავს ცუდად და შეკითხვებზე არ რეაგირებს. იგი, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, იმყოფება სადღაც სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, ცასა და მიწას შუა... ჩვენ მოვინახულეთ ეს ოჯახი, სადაც სიღარიბე სუფევს. დედა-შვილი კორპუსის ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს. მათ ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს გოგონას პენსია, რომელიც I ჯგუფის ინვალიდია. როგორ უმკლავდება ამ სირთულეებს და რის იმედი აქვს? ამ შეკითხვებით ჩვენ მივმართეთ ეკატერინე ემინაძეს, ნინოს დედას: -სად არის გოგონას მამა, რატომ არ გეხმარებათ იგი შვილის მოვლაში? ეკატერინე: იგი 2 წლის წინ გარდაიცვალა. ნინოს დაბადების შემდეგ, ჩემი მეუღლე რაღაც პერიოდი ცხოვრობდა ჩვენთან, ხოლო მერე მიგვატოვა. შვილის აღზრდაში დედა მეხმარებოდა: მოდიოდა და ამზადებდა სადილს, ტანს ბანდა ბავშვს, უცვლიდა საფენებს. მე ამ დროს წაქცევაზე ვიყავი, რადგან ღამით ვდარაჯობდი შვილს. სწორედ ღამით ემართება ნინოს კრუნჩხვები და სულის ხუთვა. ასე რომ, ვიბრძოდი და ვიბრძვი მისი ყოველი ამოსუნთქვისთვის. ნათესავებიც მეხმარებოდნენ შეძლებისდაგვარად და ამ გზით მოვიტანეთ თავი დღევანდელ დღემდე. -სახელმწიფოს მხრიდან რა სახის დახმარებას იღებთ? ეკატერინე: რაზეა საუბარი - 6 წლის წინ შეგვიჩერეს სახელმწიფო ფულადი დახმარება. ალბათ იმიტომ, რომ საკუთარი ბინა მაქვს და დედაჩემის მიერ მოტანილი ელემენტარული ავეჯი. -ჩვენ დავწერთ ამის შესახებ და იმედია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო მოგაქცევთ ყურადღებას. ეკატერინე: თქვენი იმედი მაქვს, დიდი მადლობა. მე ვიცი, რომ ჩემი შვილის სრული გამოჯანმრთელება შეუძლებელია, მაგრამ კეთილი ადამიანების დახმარებით შეიძლება მისთვის მძიმე ყოფის შემსუბუქება, სიცოცხლის გახანგრძლივება. თქვენი ფონდის მეშვეობით მინდა მივმართო ქველმოქმედ ადამიანებს, რომ გამომიწოდონ დახმარების ხელი, რათა ჩემმა გოგონამ კიდევ იცოცხლოს. -კონკრეტულად რა სახის დახმარება გჭირდებათ ამ ეტაპზე? ეკატერინე: იქნებ ვინმემ ექიმის ვიზიტი დააფინანსოს? ბოლოს დროს ნინოს განსაკუთრებით აწუხებს ხერხემალი... მას კიდევ ძალიან უჭირს ყლაპვა და მიხდება საჭმლის „დანაყვა“. ბლენდერი რომ მქონდეს, ამას მარტივად გავაკეთებდი, რადგან სპეციალურ კვებას ვერ ვყიდულობ, ჩემთვის ძალიან ძვირია... თუმცა დღეს ყველაზე მეტად ნინოს მაინც მედიკამენტები და ექიმის მეთვალყურეობა ესაჭიროება. მეგობრებო, ნინო ჩუტკერაშვილს ესაჭიროება ჰიგიენური საშუალებები, წამლები, სპეციალური საკვები პროდუქტები, ორთოპედიული მატრასი, ბლენდერი. შემოუერთდით ჩვენს საქველმოქმედო აქციას და გაუწოდეთ მას დახმარების ხელი. დახმარების თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნინო ჩუტკერაშვილი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც: chernovetskyifund.ge
---
06.03.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/453320
ამირან გამყრელიძე: წითელას ეპიდაფეთქების შესაჩერებლად დამატებით 350 000 ადამიანი უნდა აიცრას
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იმისათვის, რომ ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქება შეჩერდეს, დამატებით, 350 000 ადამიანი უნდა აიცრას. მისივე თქმით, ამ დროის მონაცემებით, 2 თვეში, დაახლოებით, 24 000 ბავშვი აიცრა. „წელს გვაქვს წითელას ეპიდაფეთქება. დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით, პირველი იანვრიდან დღემდე, 2180-მდე შემთხვევა გვაქვს. აქედან, დაახლოებით, 60%-ს ჰოსპიტალიზაცია სჭირდებოდა. დამატებითი აცრები განსაკუთრებულად აქტიურად მიმდინარეობს. ამ თვენახევარში უკვე დამატებით 950 000 ადამიანია აცრილი და ამას თუ ბავშვების გეგმიურ აცრებს მივუმატებთ, 2 თვეში, დაახლოებით, 24 000 ბავშვი აიცრა. მაგრამ წელს დამატებით 350 000 ადამიანი უნდა ავცრათ, რომ წითელას ეპიდაფეთქება შეჩერდეს. შარშან და წელს გარდაცვალების 3 შემთხვევა გვაქვს, სამივე ბავშვი იყო და სამივე აუცრელი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
---
ბეჭდვითი მედია:
07.03.2019
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
წითელათი გარდაცვალების 3 შემთხვევა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სამივე გარდაცვლილი არასრულწლოვანი იყო და არც ერთ მათგანს არ ჰქონდა შესაბამისი ვაქცინაცია ჩატარებული: "წელს გვაქვს წითელას ეპიდაფეთქება. დღევანდელი მონაცამებით დაახლოებით 60%-ს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია. განსაკუთრებულად აქტიურად მიმდინარეობს დამატებითი აცრები. ამ თვენახევარში უკვე დამატებით 950 000 ადამიანია აცრილი და ამას თუ ბავშვების გეგმურ აცრებს მივუმატებთ, 2 თვეში დაახლოებით, 24 000 ბავშ აიცრა. მაგრამ წელს უნდა ავცრათ დამატებით 350 000 ადამიანი, რომ წითელას ეპიდაეთქება შეჩერდეს. შარშან და წელს გვაქვს 3 გარდაცვალების შემთხვევა, სამივე ბავშვი იყო და სამივე ბავშვი იყო და სამივე აუცრელი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
---
07.03.2019
მედიასაშუალება: ახალი თაობა
ტკიპების სეზონი იწყება
მართალია გრიპის შემთხვევებმა დეკემბრის მაჩვენე-ბელთან შედარებით, დაახლოებით ორ-ნახევარჯერ იკლო, თუმცა ახლა H3N2 და B ტიპის ვირუსია გავრცელებული. რიგში კი, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე აცხადებს, ტკიპების სეზონი დგას, რაც ამ ვირუ-სებზე არანაკლებ საყურადღებოა. იმნაძის თქმით, გრიპის სეზონი აპრილის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და ზაფხულის მოახლოებამდე დაიწყება. რა გართულებები ახლავს ტკიპების სეზონს, როგორია ექიმების რეკომენდაცია და რით განსხვავდება აქამდე არსებული ვირუსებისგან ეს ინფექცია, ამაზე `ახალ თაობასთან~ ინფექციონისტი მაია ზალდასტანიშვილი საუბრობს. მაია ზალდასტანიშვილი, ინფექციონისტი: _ საუბარია ჰემორადიულ ცხელებებზე, რომელიც შესაძლოა მაშინ გამოვლინდეს, როცა დათბება და მწერები გამოვლენ გარეთ. მაშინ მოხდება გავრცელება. ეს ამ წუთას არის ვარაუდის დონე და ნამდვილად არ არის დაზუსტებული, იქნება თუ არა ასე. ეს გაზაფხულის პერიოდიდან იწყება ხოლმე. _ როგორ ტკიპებზეა საუბარი. ინფექციის გადამტანი არის თუ არა, როგორ უნდა განვასხვაოთ? _ არსებობს ინფექციის გადამტანი ტკიპები, რომელიც დათვალიერებისას შეიძლება აღმოჩნდეს ერთი და იგივე სახის ტკიპა, თუმცა ერთი იყოს გადამტანი და მეორე არ იყოს. ასე რომ, გარეგანი დათვალიერებით და გარეგნული ნიშნებით მათი იდენტიფიცირება და გამოცნობა არ შეიძლება. თუ მოხდა პაციენტის დაავადების განვითარება, როგორიცაა ცხელება, სისუსტე, პირველადი აფექტის ადგილი დაფიქსირდა, მაშინ უნდა ჩაუტარდეს სათანადო კვლევა და პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. _ ნაკბენებს გართულება მოსდევს ხოლმე? ამ ინფექციის გადამტანი ტკიპის ნაკბენი ჩვეულებრივისგან როგორ უნდა გავარჩიოთ? _ მაგალითად, ნაკბენი, რომელიც არ გამოვიდა, დარჩა ერთ ადგილას, რომელიც გარედან ისინჯება ან ხედავს თვითონ პაციენტი, ასეთია ინფიცირებული ტკიპას ნაკბენი. მაგალითად, კოღოს ნაკბენი ყველამ ვიცით როგორია და თუ მის ნაკბენს ვერ მივამსგავსებთ, ამ შემთხვევაში ექიმს უნდა მივმართოთ. პირველად ნაკბენს ნახავს ექიმი, თუ ინფიცირებული ტკიპას ნაკბენია, ორ-სამ კვირაში უკვე შეიძლება ანალიზის გაკეთება და შემდეგ ხდება მისი დაფიქსირება. უამრავი იყო ბორელიოზის შემთხვევები წინა წელს, მაგრამ საბედნიეროდ, არც ერთი დაავადება არ განვითარდა. მხოლოდ იყო კანის ბორელიოზი და ალაგდა ყველაფერი უკვალოდ. _ შედარებით მტკივნეული ხომ არ არის მისი ნაკბენი? _ მტკივნეული არ არის მაინცდამაინც, მაგრამ კბენას გრძნობს, რა თქმა უნდა, პაციენტი. _ გადამდები ინფექციაა? _ არა, ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის, თუმცა ჰემორადიული ცხელებით მყოფი პაციენტის ექსპლემენტები უკვე ინფიცირების წყაროა და შეიძლება მედპერსონალიც დაავადდეს. _ ამისთვისაც აცრა ხომ არ არის საჭირო, როგორც წითელას და H1#1 ტიპის ვირუსისას იყო? _ არა, აცრა ამ შემთხვევაში არ ხდება. _ გამოდის, პრევენციისთვის არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია? _ პირველ რიგში, მწერებით სავსე ადგილს უნდა მოვერიდოთ. _ რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ამას? სიკვდილიანობას იწვევს? _ ძალიან ბევრი სახის გართულება შეიძლება მოჰყვეს. მაგალითად, შეიძლება ენცეფალიტი მოჰყვეს, შეიძლება სისხლდენა ან სისხლჩაქცევა და სხვა. _ მაგალითად, H1#1 გართულებული სახით იმას ჰქონდა, ვისაც ღვიძლის ან გულსისხლძარღვთა დაავადებები ჰქონდა. ამ შემთხვევაში როგორ იქნება? _ H1#1 იწყება და მთავრდება და ამ შემთხვევაში, ავადმყოფს შეიძლება არანაირი წინასწარი ფონი არ ჰქონდეს. შეიძლება ძალიან ჯანმრთელ ადამიანსაც დაემართოს და ცუდად დამთავრდეს. _ ასეთი სხვადასხვა ტიპის ვირუსების ამ რაოდენობის შემთხვევები აქამდეც ყოფილა საქართველოში? როგორ გგონიათ, ვირუსების ასეთი ტალღა რატომ მოგვაწყდა, რა არის გამომწვევი ფაქტორები? _ საზოგადოების ამდენი ინფორმირებულობა, მე ვფიქრობ, არ არის საჭირო. პანიკას იწვევს ეს. შარშანწინ იყო ტკიპის ნაკბენის შემთხვევები და სრულიად საქართველო იყო დაძრული. თუ სადმე ვინმეს კოღომ უკბინა ან ბალახმა გაკაწრა, იყვნენ ჩვენსკენ მომართულები. ასეთი შემთხვევები ყოველთვის იყო. უბრალოდ იდენტიფიცირება არ ხდებოდა და არ ექცეოდა მედიის ყურადღების ცენტრში. მედია იმაზე მეტ დროს უთმობს ასეთ შემთხვევებს, ვიდრე საჭიროა.
---