From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-07.05.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com
Received On : 07.05.2019 08:31
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 07.05.2019

ტელევიზია

07.05.2019

არხი:   იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 11:00

უსახლკარობისა და სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის სახელმწიფო პოლუტიკა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6059281

---

 

07.05.2019

არხი:   I არხი

გადაცემა:  ახალი დღე

მცხეთაში დევნილთა საცხოვრებელი ორი კორპუსის მშენებლობა უკვე დასრულდა. ახალ უბანში, 120 ოჯახს ბინა სულ მალე გადაეცემა. პროექტი საქართველოს მთავრობას ეკუთვნის და მისი განხორციელება 5 მილიონამდე დაჯდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6058749

---

 

06.05.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 15:00 

ევროპული საქართველო ჯანდაცვის სამინისტროს სოცმუშაკებისათვის მიცემული დანაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და პარლამენტში ახსნა-განმარტებაზე იბარებს. სოცმუშაკების საკითხი ელენე ხოშტარიამ ჯანდაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დააყენა, რომელსაც თავად სოციალური მუშაკებიც ესწრებოდნენ. ხოშტარიას განცხადებით, დაპირებების მიუხედავად, ამ სფეროში პრობლემები კვლავაც მოუგვარებელია, მათ შორის, ტრანსპორტის საკითხშიც.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6057248

მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6057161

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6057182

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6057026

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6057575

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6057778

---

 

06.05.2019

არხი:     პალიტრა ტვ

გადაცემა:  პალიტრა ნიუს 16:00

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, კლინიკებს, რომლებსაც საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვა უფიქსირდებათ, სანქციები არ დაეკისრებათ. როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, კლინიკები მხოლოდ იმ საბიუჯეტო სახსრებს დააბრუნებენ, რაც არასწორად გახარჯეს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6057313

ტვ პირველი - საქმის კურსი 22:30- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6058310

---

 

06.05.2019

არხი:     იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 20:00

ავტოსაგზაო შემთხვევების რისკის შესამცირებლად დღეს ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. არ არის გამორიცხული, რომ მომავალში გამკაცრდეს მართვის მოწმობის გაცემის რეგულაციები.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6058042

მაესტრო- ახალი ამბები 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6058145

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6057764

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6057720

იმედი -ქრონიკა 14:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6056947

მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6057169

---

 

06.05.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 15:00 

პროტესტის უკიდურესი ფორმა - აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი მამაკაცი სასტუმრო „ამირანის“ სახურავიდან გადმოხტომით იმუქრებოდა. ირაკლი ფაჩულია ამტკიცებს, რომ რადიკალურ ნაბიჯამდე ის ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის უსამართლო პოლიტიკამ მიიყვანა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6056779

---

 

06.05.2019

არხი:     იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 14:00

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ პროფკლავშრების ტრენინგების შედეგები შეაჯამა. შეხვედრაზე იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს რომელიც სწავლების პერიოდში გამოიკვეთა, ტრენინგები 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6056989

---

 

 

06.05.2019

არხი:   იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 17:00

თბილისის მერი და ქართული ოცნების მთაწმინდის მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს. შეხვედრაზე ლადო კახაძე საუბრობს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაზე და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე (01:48 წუთიდან - 04:00 წუთამდე)

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6057540

---

 

06.05.2019

არხი: რადიო იმედი

ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების პროგრამა - რა გამოწვევებს ხედავს სისტემა და რა ხარვეზებზე საუბრობენ ჯანდაცვის სპეციალისტები? სტუმარი: ჯანდაცვის ექსპერტი - ვატო სურგულაძე; სატელეფონო ჩართვა: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე - თამარ გაბუნია. 

https://www.youtube.com/watch?v=muDTr7wN64k

---

 

06.05.2019

არხი:   ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:  მთავარი 21:00

კიდევ ერთი ვირუსი,რომელსაც მეხუთე დაავადებას უწოდებენ,რომელიც თავს გაზაფხულობით იჩენს, გამონაყარი, მაღალი ტემპერატურა, დაავადების სიმპტომებია, თუმცა მაღალი გადამდებიანობით არ გამოირჩევა, რაც შეეხება წითელას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, წითელას ვირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით ქვეყანაში ეპიდაფეთქებაა, ინფექციონისტები აუცრელ მოქალაქეებს, განსაკუთრებით 40 წლამდე ადამიანებს, დროული იმუნიზაციისკენ მოუწოდებენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6058128

---

 

 

ინტერნეტი

07.05.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/545242-beka-nacvlishvilma-dasakmebulta-uplebrivi-mdgomareobis-gamoscorebis-shesaxeb-sakanonmdeblo-iniciativa-carmoadgina/

ბექა ნაცვლიშვილმა დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის გამოსწორების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა

რეფორმები, რომლებიც შრომითი ურთიერთობების მიმართულებით ტარდება, წარმოადგენს ევროკავშირის მოთხოვნების მექანიკურ შესრულებას და არ არის რეალურ ცვლილებებზე ორიენტირებული, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა, პროფკავშირებთან „სოლიდარობის ქსელი“, სატრანსპორტო კომპანიის პროფესიულ კავშირთან „ერთობა 2013“, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიულ კავშირთან და სოციალურ მუშაკთა გაერთიანებასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა, რაც მისი თქმით, დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის გამოსწორებას ისახავს მიზნად. „რეფორმები, რომლებიც შრომითი ურთიერთობების მიმართულებით ტარდება, წარმოადგენს ევროკავშირის მოთხოვნების მექანიკურ შესრულებას, არის სიმულაცია და არ არის რეალურ ცვლილებებზე ორიენტირებული. ხელისუფლების და უმრავლესობის წარმომადგენლები თითქოს აღიარებენ, რომ ვითარება სავალალოა, მაგრამ ქმედით ნაბიჯებს არ დგამენ. თუ თვითონ არ იციან, რა რეფორმებია ვითარების გამოსასწორებლად საჭირო, მაშინ მათ ჩვენი ინიციატივები უნდა გაიზიარონ. თუ ჩვენი ინიციატივები არ იქნება გაზიარებული, მაშინ ეს კიდევ ერთხელ გამოააშკარავებს, რომ მშრომელთა მდგომარეობა და მშრომელთა უფლებები მათთვის პრიორიტეტული არ არის. ამიტომ, ჩვენ შევთავაზებთ პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებებს. გარდა ამისა დაიწყება ხელმოწერების შეგროვება და ფართო საზოგადოებრივი კამპანია ამ ინიციატივების მხარდასაჭერად,” - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა. საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე შემდეგი მოთხოვნები წამოაყენეს: 1.შრომის ინსპექციის მანდატი დაუყოვნებლივ გავრცელდეს დასაქმებულთა შრომის უფლებებზე; 2. სასამართლოში გამოიყოს მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა კონკრეტულად მხოლოდ შრომითი დავების განსახილველად, რათა მათი განხილვა დასრულდეს მაქსიმუმ 3 თვეში, კანონით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად. 3. შემცირდეს სპეციფიკური კატეგორიის დარგების რაოდენობა; 4. მკაცრად მოხდეს ზეგანაკვეთური შრომის რეგლამენტირება. ზეგანაკვეთური ანაზღაურება განისაზღვროს საათობრივი ანაზღაურების 1.5 ოდენობით. 5. სრული განაკვეთის შემთხვევაში (40 საათი კვირაში) მინიმალური ხელფასი განისაზღვროს 500 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები 400 ლარის ოდენობით) და ყოველ წელს მოხდეს მინიმალური ხელფასის ინდექსაცია. 6. დადგინდეს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ვალდებულება კერძო სექტორში. ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, თუ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მიღება არ მოხდება, ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყება.

---

 

06.05.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/545114-elene-xoshtaria-socmushakebisgan-movisminet-rom-rogorc-ki-quradgebas-miepara-mati-sakitxi-mankanebi-caartves-an-gapuchebuli-mankanebi-gaugzavnes/

ელენე ხოშტარია - სოცმუშაკებისგან მოვისმინეთ, რომ როგორც კი ყურადღებას მიეფარა მათი საკითხი, მანქანები წაართვეს, ან გაფუჭებული მანქანები გაუგზავნეს

სოცმუშაკებისგან მოვისმინეთ, რომ როგორც კი ყურადღებას მიეფარა ეს საკითხი, მანქანები წაართვეს, ან გაფუჭებული მანქანები გაუგზავნეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, იმისთვის, რომ სოციალური მუშაკებისთვის მიცემული დაპირებების შესრულების მონიტორინგი მოხდეს, საჭიროა ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრები საკომიტეტო მოსმენაზე მივიდნენ. ხოშტარიას განცხადებით, როგორც კი სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს, მათთვის მიცემული დაპირება პრობლემების მოგვარების თაობაზე, დავიწყებას მიეცა. „სოციალურმა მუშაკებმა არაერთ კომიტეტზე მიიღეს დაპირება, რომ მათი მოთხოვნების ნაწილი დაკმაყოფილდებოდა. დღეს სოციალური მუშაკებისგან გვესმის, რომ მთელი რიგი საბაზო პრობლემები ჯერაც არ მოგვარებულა. როგორც სოცმუშაკები საუბრობენ, ტრანსპორტის პრობლემა მოგვარდა მხოლოდ ორი კვირით, მერე ისინი დაივიწყეს და ისევ დადგნენ ამ პრობლემის წინაშე. მათ ჯერ კიდევ უწევთ იმ მძიმე პირობებში მუშაობა. იმისთვის, რომ მათი პირობები გაფიცვის დასრულების შემდეგ არ ყოფილიყო დავიწყებული, ჯანდაცვის კომიტეტს მოვთხოვეთ, რომ ჯერ კიდევ აპრილში მოსულიყვნენ ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრები. მათ კი კანონი დაარღვიეს, რადგან არ მოვიდნენ. ითხოვეს მაისის ბოლოს მოსვლა, რაც მათთვის კომფორტული იქნებოდა, რაც არის კანონდარღვევა. მინისტრები არ ირჩევენ როდის და რა ფორმატში მოვიდნენ პარლამენტში. როგორც ჩანს, მათ არ აქვთ პასუხები და არ სურთ ამ დაპირებების შესრულება. რაც მოვისმინეთ სოცმუშაკებისგან, როგორც კი ყურადღებას მიეფარა ეს საკითხი, მანქანები წაართვეს, ან გაფუჭებული მანქანები გაუგზავნეს. ამას არანაირი ბიუროკრატია არ სჭირდება. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ უნდა აიღოს ტელეფონი და ჯანდაცვის მინისტრს მოსთხოვოს პირობების შესრულება, თუ ვერ მოგყავს პარლამენტში. სწრაფად არის ეს საკითხები მოსაგვარებელი. ყოველი არგასული მანქანა არის ყოველი ადამიანის ტრაგედია. ამიტომ მე არ ვიზიარებ კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას, რომ მაისის ბოლომდე ველოდოთ მინისტრებს," - განაცხადა ხოშტარიამ. ოპოზიცია ჯანდაცვის მინისტრის საკომიტეტო მოსმენაზე მოსვლას დაუყოვნებლივ მოითხოვს, თუმცა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, დავით სერგეენკო საკანონმდებლო ორგანოში მაისის ბოლოს მივა.

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1557137786-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=83049

---

 

06.05.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/545120-socmushakta-propkavshiris-tavmjdomare-acxadebs-rom-mankanebi-romlebic-2-kviris-manzilze-socmomsaxurebis-centrebtan-idga-caiqvanes-tumca-amis-gaxmaurebis-shemdeg-daabrunes/

სოცმუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მანქანები, რომლებიც 2 კვირის მანძილზე სოცმომსახურების ცენტრებთან იდგა, წაიყვანეს, თუმცა ამის გახმაურების შემდეგ, დააბრუნეს

მანქანები, რომლებიც თბილისში 2 კვირის მანძილზე იდგა სოციალური მომსახურების ცენტრებთან, რამდენიმე დღის წინ უკან გაიხმეს ჯანდაცვის სამინისტროსთან,- ამის შესახებ სოციალურ მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე ქეთევან ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სოციალურმა მუშაკებმა ამაზე საჯაროდ დაიწყეს საუბარი, გუშინ მანქანები ისევ სოციალური მომსახურების ცენტრებთან დააყენეს. გარდა ამისა, მისი თქმით, კახეთის რეგიონისთვის გამოყოფილი მანქანა გაფუჭებულია, ხოლო აჭარის რეგიონისთვის საერთოდ არ გამოუყვიათ. როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, გადაუდებელი შემთხვევების დროსაც კი, აღნიშნულ რეგიონებს მანქანა არ ემსახურება. „თავდაპირველად დაპირება არ ასახავდა სოციალურ მუშაკთა ყველა მოთხოვნას. უბრალოდ მოთხოვნები, რომელიც შევიდა ე.წ. 4 პუნქტიან გეგმაში, პირველ ეტაპზე იყო დამაკმაყოფილებელი, თუკი დანარჩენებზე გაიწერებოდა გრძელვადიანი მოგვარების სქემა. როდესაც საუბარი იყო იმაზე, რომ გადაუდებელი საჭიროების დროს, სოციალური მუშაკები უზრუნველყოფილი იქნებოდნენ სატრანსპორტო საშუალებებით, მანქანები, რომლებიც თბილისში 2 კვირის მანძილზე იდგა სოციალური მომსახურების ცეტრებთან, რამდენიმე დღის წინ უკან გაიხმეს ჯანდაცვის სამინისტროსთან. სოციალური მუშაკები გადაუდებელი საჭიროების დროს იძულებულები იყვნენ და ახლაც არიან, რომ დაუკავშირდნენ ჯერ ჯანდაცვის სამინისტროს. სოციალური მუშაკი გადაუდებელ შემთხვევებზე უნდა ელოდებოდეს, წერეთლის 144 ნომრიდან თბილისის რომელიმე გარეუბანში როდის წავა მანქანა. მანქანები უკვე წაიყვანეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენ საჯაროდ დავიწყეთ წერა, გუშინ მანქანები ისევ უკან მოიყვანეს, თუმცა, არ ვიცით ამ არასტაბილურ გარემოში, როდის შეიძლება უკან წაიყვანონ ეს მანქანები. ასევე, კახეთის რეგიონში გადაეცათ მანქანა, რომლითაც სოციალურმა მუშაკებმა რამდენჯერმე ისარგებლეს, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, მანქანა დღეს არის გაფუჭებული და მთელი კახეთის რეგიონი არის მანქანის გარეშე. ასევე, მანქანა არ გამოუყვიათ აჭარისთვის, აჭარაში, მაღალმთიან რეგიონებში, სოციალურ მუშაკებს სამკვდრო-სასიცოცხლო შემთხვევაშიც კი არ ემსახურებათ არც ერთი მანქანა,"- განაცხადა ხუციშვილმა. სოცმუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ ტრანსპორტის გარდა, სხვა პრობლემებზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, სოცმუშაკები ამ დრომდე საკუთარი ხელფასის ნაწილს ხარჯავენ იმაში, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება და ბენეფიციარებთან გეგმური ვიზიტების განხორციელება შეძლონ. „ამასთანავე, გარდა გადაუდებელი შემთხვევისა, სოციალური მუშაკი თვის მანძილზე დაახლოებით მიდის 30-100 შემთხვევაზე, რომელიც შეიძლება არ იყოს სასწრაფო და ნახევარ საათში მისასვლელი, მაგრამ სოციალური მუშაკის ვალდებულებაა, რომ ეს განახორციელოს. როგორც ადრე, ისე ახლაც, არანაირი მექანიზმი არ არსებობს იმისა, რომ სოციალურმა მუშაკმა თავისი გეგმური ვიზიტი, თავისი სამუშაო შეასრულოს ისე, რომ მას საკუთარი ხელფასიდან ნახევრის გადახდა არ მოუწიოს გზაში. მაგალითად, როდესაც ამბობენ, რომ რეგიონში სოციალური მუშაკის ხელფასი 640 ლარია, ეს არის ტყუილი, რადგან ისინი დაახლოებით 200-დან 400 ლარამდე ხარჯავენ გზაში. გარდა ამისა, თბილისს ერთადერთი ფსიქოლოგი ემსახურება და არ განიხილება ერთზე მეტი ფსიქოლოგის დამატება. მთელ საქართველოში 10 ფსიქოლოგია და ამატებენ ერთადერთ ფსიქოლოგს, რაც არის ძალიან საგანგაშო,"- განაცხადა ხუციშვილმა.

---

 

06.05.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/545140-socmushakta-propkavshiris-tavmjdomare-gadaadgilebis-sakitxi-kvlav-problemad-rcheba-mankanebsac-ukan-rodis-caiqvanen-ar-vicit/

სოცმუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე - გადაადგილების საკითხი კვლავ პრობლემად რჩება, მანქანებსაც უკან როდის წაიყვანენ, არ ვიცით

გადაადგილების პრობლემაზე სტაბილურობის განცდა საერთოდ არ გვაქვს, მანქანებსაც უკან როდის წაიყვანენ, როგორც ერთხელ უკვე გააკეთეს, არ ვიცით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოციალურ მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ, ქეთი ხუციშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სოცმუშაკებისთვის მიცემული დაპირებების შესრულების თაობაზე საუბრისას განუცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალური მუშაკებისთვის მიცემული დაპირებების ნაწილი არ შეასრულა, რის გამოც, გადაადგილების საკითხი კვლავ პრობლემად რჩება. ხუციშვილის განმარტებით, ძირითად შემთხვევაში სოცმუშაკები კვლავ საკუთარი ხარჯებით გადაადგილდებიან. „საქმე იმაშია, რომ თითო, დიდ რეგიონში ნამდვილად თითო მანქანა გამოიყო, რომელიც სოციალურ მუშაკს ემსახურებოდა, თუმცა საკმარისი არ იყო. იმიტომ, რომ ერთ რეგიონში შედის დაახლოებით 10-მდე რაიონი. ასევე, თბილისის თითოეულ სოციალურ მომსახურების ცენტრთან მანქანა 2 კვირის განმავლობაში იყო და 2 კვირის შემდგომ ეს მანქანები უკან წაიყვანეს, რაც, რასაკვირველია, პრობლემა გახდა. იმიტომ, რომ სოციალურ მუშაკს სამინისტროსთვის უნდა მიემართა, წერეთლის 144 ნომრიდან უნდა მისულიყო მანქანა სოციალური მომსახურების ცენტრთან და მერე უნდა წასულიყო გადაუდებელ შემთხვევაზე. ეს მთლიანად გამორიცხავდა გადაუდებელ შემთხვევათა რეაგირების შესაძლებლობას. ამიტომ, სოცმუშაკები ისევ ტაქსებით დადიოდნენ. მას შემდეგ რაც ამაზე საჯაროდ დავწერეთ, ეს მანქანები უკან დააბრუნეს, თუმცა არასტაბილური ვითარების ფონზე ვართ. როდის წაიყვანენ უკან ამ მანქანებს, არავინ იცის. მაგალითად, კახეთში, მანქანა, რომელიც ადგილობრივ სოციალურ მუშაკებს მთელ რეგიონში ემსახურებოდა, გაფუჭდა და დღეს საერთოდ აღარ ჰყავთ. ასევე, მანქანა საერთოდ არ გამოუყვიათ მთელი აჭარის რეგიონისთვის, სადაც სოციალური მუშაკები, მათ შორის მაღალმთიან აჭარაში, საკუთარ ხელფასიდან ტაქსით გადაადგილდებიან. ეს მანქანები ასევე იყო გადაუდებელი შემთხვევების. სოციალურ მუშაკს არც სამგზავრო ვაუჩერი მისცეს. განსაკუთრებით რეგიონის სოცმუშაკები საკუთარი ხელფასიდან დაახლოებით ნახევარს ისევ ხარჯავენ. კიდევ ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ ახლა ეს გადაადგილების პრობლემა მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ხუციშვილმა. მან ასევე ისაუბრა, დაპირებების იმ ნაწილზე, რომელიც სამინისტროს მიერ შესრულებულია. „პირობები შესრულდა ის, რომ ტექნიკური სამუშაოსგან განტვირთვა მიმდინარეობს. ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ სოციალური მუშაკის სამუშაოს დაახლოებით 15%-ს გამოათავისუფლებს, რაც კარგია. ასევე ხელმოწერის პროცედურა გამარტივდა ექსპერტიზის ბიუროში. ვიცით, რომ ტენდერი გამოცხადდა სოციალური მომსახურების ცენტრების რეაბილიტაციისთვის, თუმცა ზუსტად არ ვიცით, რომელი ცენტრები მოისაზრება ამაში. ძალიან დიდი იმედი გვაქვს პარლამენტის, რომელმაც საზედამხედველო ფუნქცია უნდა შეასრულოს, რადგან სამინისტროსთან მოლაპარაკებების იმედი უფრო ნაკლებად გვაქვს. ყველა დაინტერესებულ მხარესთან ვთანამშრომლობთ“, - აღნიშნა ქეთი ხუციშვილმა.

---

 

06.05.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1557143257-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A1

ქართულის უცოდინრობის გამო, ნინოწმინდაში სოციალური მუშაკი ვერ შეარჩიეს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს ამ დრომდე ერთი სოციალური მუშაკი ჰყავს. მეორე სოციალური მუშაკის ასაყვანად გამოცხადებული კონკურსი ჩავარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის ბიუროში ამბობენ, რომ მიზეზი ენობრივი ბარიერია. კონკურსანტებმა სახელმწიფო ენა არ იციან. ბიუროს უფროსის დავით გოგალაძის თქმით, ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი ხელახლა გამოცხადდება. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 25 000-მდე ადგილობრივი ცხოვრობს. მარტში, სოცმუშაკების გაფიცვის შემდეგ, თითო თანამშრომელი დაემატა ადიგენსა და ახალციხეში. ამჟამად, სამცხე-ჯავახეთში 11 სოციალური მუშაკი მუშაობს.

---

 

06.05.2019

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/208837-davith-sergeenkos-ganckhadebith-klinikebs-romlebsac-sabiujeto-sakhsrebis-aramiznobrivad-kharjva-ufiqsirdebath-sanqciebi-ar-daekisrebath.html?lang=ka-GE

დავით სერგეენკოს განცხადებით, კლინიკებს, რომლებსაც საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვა უფიქსირდებათ, სანქციები არ დაეკისრებათ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, კლინიკებს, რომლებსაც საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვა უფიქსირდებათ, სანქციები არ დაეკისრებათ. როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, კლინიკები მხოლოდ იმ საბიუჯეტო სახსრებს დააბრუნებენ, რაც არასწორად გახარჯეს. "არც ერთი კომპანია, იქნება ეს სახელმწიფო თუ კერძო, არასოდროს ხარჯავს თანხას ისე, რომ არ გააკონტროლოს ამ თანხის ხარჯვის მიზნობრიობა. გამონაკლისი არც ჯანდაცვის სამინისტროა. ამ ბოლო პერიოდში საინფორმაციო სივრცეში გახმაურებული ამბავი, რომ რამდენიმე პოლიკლინიკას დაეკისრა ჯარიმები, ეს ჯარიმები იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ რიგ შემთხვევებში მათ გაკოტრებას გამოიწვევდა. ამიტომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საკუთრივ ჯარიმები, რომელიც რაოდენობრივად იყო არასწორად მიღებული თანხების ორმაგი რაოდენობა, საკუთრივ ჯარიმები გაუქმდა და ამ კლინიკებმა უნდა გადაიხადონ მხოლოდ ის თანხა, რაც არასწორად მიიღეს სახელმწიფოსგან. შესაბამისად, რაიმე სანქციების გადახედვაზე საუბარი ვერ იქნება, რადგან სანქციები არც კი დაკისრებიათ, რაც არასწორად მიიღეს, ის უნდა დააბრუნონ ბიუჯეტში. ორმაგი ჯარიმა განულებულია",- განაცხადა სერგეენკომ.

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/davit-sergeenko-klinikebi-romlebmac-saxelmwifo-tanxa-arasworad-miiges-biudjetshi-mxolod-am-tanxas-daabruneben

ბიემ.ჯი- https://www.bm.ge/ka/article/quotklinikebis-jarimebi-imdenad-didi-agmochnda-rom-rig-shemtxvevebshi-mat-gakotrebas-gamoiwvevdaquot/33452/

---

 

06.05.2019

მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=83081

ლადო კახაძე საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის 100%-მდე გაზრდის ინიციატივით გამოდის

მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის 100%-მდე გაზრდის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ლადო კახაძემ მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში მისი ეს ინიციატივა საკანონმდებლო პაკეტად იქცევა. „ეს არის საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის სრულად გაზრდა 100%-მდე. ანუ მოსახლეს, რომელსაც ექნება გაჭირვება, მას დამატებითი სახსრების მოძიება პრაქტიკულად აღარ დასჭირდება და იმ ზედა ზღვარის ლიმიტის ფარგლებში სახელმწიფო მთლიანად გვერდით დაუდგება ამ ადამიანებს“ - განაცხადა ლადო კახაძემ. მისი თქმით, მეორე ინიციატივა ეხება ურთულეს გამოწვევას - ქრონიკულ დაავადებას. „ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ სახელმწიფომ შესანიშნავი - მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა შექმნა, რომელიც წარმატებით ხორციელდება. დღეს საუბარია, 6 ნოზოლოგიაზე და 35 მედიკამენტის საყოველთაო ხელმისაწვდომობაზე სახელმწიფოს თანადგომით. წინადადება, რომ გაფართოვდეს ეს პროექტი აღქმულია დადებითად და მხარდაჭერილია, აქაც გულით და სულით მადლობას ვეუბნები იმ ძალას, რომელსაც ჰქონდა სურვილი, რომ მე ვყოფილიყავი თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი“ - განაცხადა მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა. მისი თქმით, იმ დროს, როდესაც საქართველოს მოსახლეობას ძალიან უჭირდა, არსებულმა ხელისუფლებამ დიდი როლი შეასრულა. „არსებულმა ხელისუფლებამ ძალიან დიდი როლი შეასრულა იმ დროს, როდესაც ძალიან უჭირდა საქართველოს მოსახლეობას. განსაკუთრებით იმ სფეროში, რომელსაც მე წლებია ვემსახურები - ჯანდაცვის სფეროში. ისეთი დიდი ნაბიჯის გადადგმა, როგორიც იყო ხელის გაწვდენა იმ ადამიანებისათვის, ვისაც თავის გამოსავლის ძიებაში საკუთარი რესურის არ ჰყოფნიდა - საქართველოს ხელისუფლება იქ დადგა. იქ დადგა აღმასრულებელი ხელისუფლება, კანონმდებელი და რაც მთავარია, ადამიანთა განწყობა, რომ ჩვენ თუ გადავრჩებით, ყველანი ერთად გადავრჩებით და ღირსეულად გამოვალთ ამ მდგომარეობიდან. ეს იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და იმ დროისათვის ეს იყო ჟანგბადი, ამოსუნთქვა, გადარჩენა. დიახ, ეს წარმატებით განხორციელდა და ადამიანებმა ირწმუნეს, რომ სახელმწიფო მათ გვერდით დგას, მათ ზურგს არასდროს შეაქცევს და პირიქით, გაჭირვებაში გვერდით დაუდგება ყოველთვის“ - განაცხადა ლადო კახაძემ

კვირა.ჯი- http://kvira.ge/467778

პია.ჯი- https://pia.ge/post/260176-lado-kaxaze-sayoveltao-jandacvis-paketis-100-mde-gazrdis-iniciativit-gamodis

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/545189-lado-kaxaze-saqoveltao-jandacvis-paketis-100-mde-gazrdis-iniciativit-gamodis/

---

 

06.05.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/467666

“2018 წელს სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო, თუმცა 459 მაინც მაღალი მაჩვენებელია”

დღეს გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების მე-5 გლობალური კვირეულის გახსნის ღონისძიება გაიმართა. პრესკონფერენციას შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და მერიის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ, ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ პრესკონფერენციაზე საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციასა და იმ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც სამინისტრო სოციალური კამპანია – „მეტი სიცოცხლისთვის“ პარალელურად ახორციელებს. „დღეს დაიწყო გაერო-ს კვირეული საგზაო უსაფრთხოებაზე. ეს არის ერთ-ერთი ძალიან პრიორიტეტული მიმართულება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და, ზოგადად, მთავრობისთვის. გვაქვს ღონისძიებები, რომლებსაც ვახორციელებთ. 2018 წელს ბოლო ათწლეულში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო, თუმცა, 459 დაკარგული სიცოცხლე მაინც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. შესაბამისად, ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტი, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირდეს. ამისთვის ვამატებთ კამერებს, წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით იქნება 5 000- მდე სხვა და სხვა ტიპის კამერა – ნომრის ამომცნობი, სახის ამომცნობი, ზოგადი ხედვის და ა.შ. ვაპირებთ საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდას როგორც თბილისში, ისე – რეგიონებში, რათა გადაფარვა უფრო მეტად მოხდეს და, შესაბამისად, აღსრულების ეფექტიანობა გაიზარდოს. ასევე, ვგეგმავთ საკანონმდებლო ცვლილებებს. ეს საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებულია. დავიწყებთ მთავრობაზე განხილვას და შემდეგ – პარლამენტში, რაც გარკვეული მიმართულებებით სანქციების გაზრდას და გამკაცრებას ემსახურება. მაგალითად, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა, დგომა-გაჩერების წესები დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება. თბილისში ვაპირებთ საპატრულო ეკიპაჟების გაზრდას. ჯერ თბილისის მასშტაბით, გასაგები მიზეზების გამო. ზოგადად თბილისში ტურისტების რაოდენობა იზრდება და მოსახლეობის მესამედი თბილისში ცხოვრობს. შემდეგ ეტაპობრივად რეგიონებში გაიზრდება. რაც შეეხება სანქციებს, ეს იქნება სხვადასხვა გათვლაზე დაფუძნებული, თუმცაღა, გამკაცრება, ამ მხრივ, ცალსახად მოსალოდნელია“, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ. მისი თქმით, სამინისტროს მიერ იგეგმება სიჩქარის გადაჭარბებაზე ქულათა სისტემის კლების მიბმა ვიდეოკამერებისთვის. „სიჩქარის გადაჭარბებაზე და ყველა კრიტიკული მიმართულებით მოხდება როგორც სანქციების გამკაცრება არა მარტო ფულადი სანქციებით, არამედ – სხვა წესების გამკაცრებაც. ასევე ვგეგმავთ, რომ მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებაზე ქულათა სისტემის კლება მივაბათ ვიდეოკამერებს. ამან გამოიწვია არაერთგვაროვანი რეაქციები და მინდა ავხსნა, რომ დღესაც, როდესაც ვიდეოკამერებით ხდება დაჯარიმება, ვიდეოკამერა აჯარიმებს ავტომანქანის მფლობელს, იმიტომ რომ ვიდეოკამერა მძღოლს სახეზე ვერ ცნობს, ვინ ზის საჭესთან, კამერისთვის უცნობია, შესაბამისად ამ შემთხვევაშიც ხდება ავტომანქანის მფლობელის დაჯარიმება. ვფიქრობთ, რომ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში წარვადგინოთ ამ საგაზაფხულო სესიაზე და სულ მცირე, განხილვა საგაზაფხულო სესიის მსვლელობისას დავიწყოთ. ქულათა სისტემა არის ერთ-ერთი ბერკეტი სხვა ყველაფერთან ერთად – კამერებთან ერთად, საპატრულო ეკიპაჟებთან ერთად და ა.შ. ამან გამოიღო გარკვეული შედეგი, თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ აუცილებელია ამ ეფექტიანობის გაზრდა. შესაბამისად, ჩვენ ვეძებთ გზებს, რომ ქულათა სისტემის ეფექტიანობა კიდევ უფრო გაიზარდოს“, – აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1557140518-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=4&id=98072

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/news/225649-chventvis-prioritetia-rom-avtosagzao-shemtkhvevebis-raodenoba-shemtsirdes-nino-javakhadze

რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=98065

პია.ჯი- https://pia.ge/post/260117-nasvam-mzrolebze-sanqciebi-gamkacrdeba

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/208836-manqanis-nasvam-mdgomareobashi-marthvasa-da-sichqaris-gadatcarbebaze-sanqciebi-mkacrdeba.html?lang=ka-GE

კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/2018-wels-2017-weltan-shedarebit-avtosagzao-shemtxvevebisas-dagupulta-raodenoba-11-it-shemcirda-tumca-moimata-dashavebulta-ricxvma

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/545078-2018-cels-2017-celtan-shedarebit-avtosagzao-shemtxvevebisas-dagupulta-raodenoba-11-it-shemcirda-tumca-moimata-dashavebulta-ricxvma/

---

 

06.05.2019

მედიასაშუალება: http://bfm.ge/saqartveloshi-samushao-adgilze-daghupulta-50-ze-meti-samsheneblo-seqtorze-modis/

საქართველოში სამუშაო ადგილზე დაღუპულთა 50%-ზე მეტი სამშენებლო სექტორზე მოდის

საქართველოში სამუშაო პროცესში გარდაცვლილთა სტატისტიკამ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში საგანგაშო ნიშნულს მიაღწია. დაღუპულთა 50%-ზე მეტი სამშენებლო სექტორზე მოდის. უბედური შემთხვევების მიზეზი დამცავი მოაჯირების, მოუვლელი ხარაჩოების, უსაფრთხოების ბადეების არ არსებობა და უსაფრთხოების სხვა ზომების დაუცველობა იყო. გასულ წელს, საქართველოში სამუშაო ადგილებზე 39 ადამიანი დაიღუპა; 37-მა კი მძიმე დაზიანება მიიღო. სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ბოლო ფაქტი აპრილის შუა რიცხვებში დაფიქსირდა. კერძოდ: სამშენებლო სამუშაოების დროს 10 მეტრის სიმაღლიდან 3 მუშა ჩამოვარდა და მძიმედ დაშავდა. აპრილის დასაწყისში კი, უსაფრთხოების წესების დარღვევამ 2 მუშის სიცოცხლე შეიწირა. არანაკლებ საგანგაშოა საწარმოო ტრავმების შედეგად დაღუპულთა სტატისტიკა. კერძოდ; გასულ წელს, სამუშაო ადგილზე საწარმოო ტრავმების შედეგად დაიღუპა 29 და მძიმედ დაშავდა 24 ადამიანი. აქედან შახტებში დაღუპულია 11 ადამიანი. უსაფრთხოების ზომების დაუცველობაზე საუბრობენ თავად მეშახტეებიც. იმისთვის რომ ქვეყანაში შრომა უსაფრთხო გახდეს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ახალი კამპანია წამოიწყო სახელწოდებით ,,შრომის საზოგადოებრივი ინსპექცია“. კამპანიის მიზანია ქვეყანაში საზოგადოებრივი კონტროლის გაძლიერება. მერეს მხრივ, მონიტორინგი გაუწიოს იმ ინსტიტუციებს, რომელსაც კანონით ევალება შრომის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. კამპანიის ფარგლებში ამ დროისთვის უკვე შემოწმებულია 40-მდე ობიექტი კიდევ ერთი პრობლემა რაზეც პროფკავშირებში საუბრობენ, დამსაქმებლების მხრიდან დასაქმებულების შრომითი უფლებების დარღვევას უკავშირდება. კერძოდ, ხშირია შემთხვევები, როცა დასაქმებულებს ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი სამუშაოს შესრულება უწევთ, თუმცა, დამსაქმებლები დამატებით გასამრჯელოს არ უხდიან. შრომითი ნორმების დარღვევისა და გახშირებული უბედური შემთხვევებიდან გამომდინარე, თბილისის მერია სამშენებლო უსაფრთხოების შემოწმებას იწყებს. ამის შესახებ კახა კალაძემ რამდნენიმე დღის წინ განაცხადა. უფრო კონკრეტულად კი, სამშენებლო ობიექტებზე ჩატარდება ე.წ. რეიდები ისე, რომ კომპანიის წარმომადგენელს ამის შესახებ წინასწარი ინფორმაცია არ ექნება.

---

 

06.05.2019

მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=83054

აფხაზეთიდან დევნილი მამაკაცი სასტუმრო „ამირანიდან“ გადმოხტომით იმუქრებოდა

აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი ირაკლი ფაჩულია სასტუმრო „ამირანიდან“ გადმოხტომით იმუქრებოდა. ირაკლი ფაჩულიას განცხადებით, ის დევნილთა დეპარტამენტისგან ბინით დაკმაყოფილებას წლებია ითხოვს. „ჩვენი მთავრობისგან ვითხოვ, რომ დამაკმაყოფილონ ბინით. დავიღალე ამ ცხოვრებით ან თავს მოვიკლავ, ან რაღაცით დამეხმარონ. მე ახლა ვიცი, თუ რაღაცას შემპირდებიან, ამის მერე დამიწყებენ თრევას აქეთ იქით. მათრიონ მერე... მთავარია, ჩემს შვილს თავშესაფარი ჰქონდეს. მეტი არაფერი არ მინდა“, - განაცხადა ფაჩულიამ. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების, სამაშველო და სახანძრო სამსახურის ბრიგადები იყვნენ მობილიზებული. ინციდენტის მონაწილეს ერთ-ერთი სასულიერო პირიც გაესაუბრა, რომელმაც ვითარების განმუხტვა შეძლო. ვითარების განმუხტვის შემდეგ ირაკლი ფაჩულიას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შეხვდა. „ჩვენ საუბარს სამინისტროში გავაგრძელებთ. ჩვენთან კომუნიკაციის დასამყარებლად ნამდვილად არ იყო ეს ფორმა საჭირო. მისი მეუღლე ჩვენთან არაერთხელაა ნამყოფი. ჩვენ ამ ადამიანს ქირით უზრუნველვყოფთ. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები, თავის დროზე, როგორც ეს არის დადგენილი წესითა და კანონით, მიიღებენ ბინას“, განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

07.05.2019

მედიასაშუალება: მესინჯერი

საგზაო შემთხვევების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდა, მაგრამ დაშავების ფაქტები გაიზარდა

გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-5 გლობალური კვირეულის გახსნის ღონისძიება გაიმართა. პრესკონფერენციას შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ჯანდაცვის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ, პრესკონფერენციაზე საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციასა და იმ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს სოციალური კამპანია - „მეტი სიცოცხლისთვის“ პარალელურად. "დღეს დაიწყო გაეროს კვირეული საგზაო უსაფრთხოებაზე. ეს არის ერთ-ერთი ძალიან პრიორიტეტული მიმართულება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და ზოგადად მთავრობისთვის. გვაქვს ღონისძიებები, რომელსაც ვახორციელებთ. 2018 წელს, ბოლო ათწლეულში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო, თუმცა, 459 დაკარგული სიცოცხლე მაინც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. შესაბამისად, ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტი, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირდეს. ამისთვის ვამატებთ კამერებს, წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით იქნება 5 000- მდე სხვა და სხვა ტიპის კამერა - ნომრის ამომცნობი, სახის ამომცნობი, ზოგადი ხედვის და ა.შ. ვაპირებთ საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდას, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, რათა გადაფარვა უფრო მეტად მოხდეს და შესაბამისად, აღსრულების ეფექტიანობა გაიზარდოს. ასევე, ვგეგმავთ საკანონმდებლო ცვლილებებს. ეს საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებულია. დავიწყებთ მთავრობაზე განხილვას და შემდეგ პარლამენტში, რაც გარკვეული მიმართულებებით სანქციების გაზრდას და გამკაცრებას ემსახურება. მაგალითად, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა, დგომა-გაჩერების წესები დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება. თბილისში ვაპირებთ საპატრულო ეკიპაჟების გაზრდას. ჯერ თბილისის მასშტაბით, გასაგები მიზეზების გამო. ზოგადად თბილისში ტურისტების რაოდენობა იზრდება და მოსახლეობის მესამედი თბილისში ცხოვრობს. შემდეგ ეტაპობრივად რეგიონებში გაიზრდება. რაც შეეხება სანქციებს, ეს იქნება სხვადასხვა გათვლებზე დაფუძნებული, თუმცაღა, გამკაცრება ამ მხრივ ცალსახად მოსალოდნელია. სიჩქარის გადაჭარბებაზე და ყველა იმ კრიტიკული მიმართულებით მოხდება როგორც სანქციების გამკაცრება, არამარტო ფულადი სანქციებით, არამედ სხვა წესების გამკაცრებაც. ასევე ვგეგმავთ, რომ მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებაზე ქულათა სისტემის კლება მივაბათ ვიდეოკამერებს. ამან გამოიწვია არაერთგვაროვანი რეაქციები და მინდა ავხსნა, რომ დღესაც, როდესაც ვიდეოკამერებით ხდება დაჯარიმება, ვიდეოკამერა აჯარიმებს ავტომანქანის მფლობელს, იმიტომ რომ ვიდეოკამერა მძღოლს სახეზე ვერ ცნობს, ვინ ზის საჭესთან, კამერისთვის უცნობია, შესაბამისად ამ შემთხვევაშიც ხდება ავტომანქანის მფლობელის დაჯარიმება. ვფიქრობთ, რომ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში წარვადგინოთ ამ საგაზაფხულო სესიაზე და სულ მცირე, განხილვა საგაზაფხულო სესიის მსვლელობისას დავიწყოთ. ქულათა სისტემა არის ერთ-ერთი ბერკეტი სხვა ყველაფერთან ერთად, კამერებთან ერთად, საპატრულო ეკიპაჟებთან ერთად და ა.შ. ამან გამოიღო გარკვეული შედეგი თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ აუცილებელია ამ ეფექტიანობის გაზრდა. შესაბამისად ჩვენ ვეძებთ გზებს, რომ ქულათა სისტემის ეფექტიანობა კიდევ უფრო გაიზარდოს",- განაცხადა ნინო ჯავახაძემ. ღონისძიების მხარდამჭერები არიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6058695&name=07.05.2019+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

07.05.2019

მედიასაშუალება:     ქრონიკა+

აჭარელი ეკომიგრანტების ბუნტი წალკაში

წინა კვირაში წალკაში ეკომიგრანტების პროტესტმა იფეთქა. ეს პირველი სემთხვევა არ არის, როცა აწარიდან წალკაში ჩასახლებული ადამიანები ქუჩაში გამოდიან და ცდილობენ ხელისუფლების ყურადღება მიიქციონ, ტუმცა მმართველ გუნდს გაჭირვებული ხალხი და მისი მოთხოვნებიც, როგორც ჩანს სულ ცალ ფეხზე კიდია. არადა ეკომიგრანტები და ზოგადად, წალკის მოსახლეობა გაუსაძლ;ის პირობებში ცხოვრობს. დასახლებაა, სადაც დენი, გაზი, წყალი და ინტერნეტი ფანტაზიის სფეროა. 2013 წელს ეკომიგრანტებმა, პროტესტის ნიშნად, წალკა დატოოვეს და აჭარაში დაბრუნება დაიწყეს. უსახლკაროდ დარჩენილმა აჭარელმა ეკომიგრანტებმა დახმარებისთვის აჭარის მთავრობას მიმართეს. ისინი 2 დღეა აჭარის მთავრობასთან აქციას მართვაენ. ამ ეტაპზე მთავრობაში აცხადებენ, რომ ქალაქს მათი ფართით დაკმაყოფილება არ შეუძლია" - წერდა მაშინ ერთ-ერთი ამ ამბით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაცია. მაშინ ეკომიგრანტები დაიშალნენ... რატომ? ან ხელისუფლებამ მათ იმედი მისცა ან დააშინეს... ერთ-ერთი ეკომიგრანტი "ქრიონიკა+"-სთან ამბობ, რომ მათზე ჯანდაცვის რეფორმა არ ვრცელდება, საავადმყოფოში რომ მიხვალ, 50 ლარი ყველა ვარიანტში უნდა გადაიხადო-ო. არადა, ოცნება თავის ერთ-ერთ წარმატებულ რეფორმად სწორედ საყოველთაო ჯანდაცვას მიიჩნევს! იმაზე, რომ წალკაში შუა საუკუნეებია, უველაზე თვალნათლივ სოფელ ამერას საჯარო სკოლა მეტყველებს - ბერძნებისგან დატოვებულ 2 სართულიან სახლში 80მდე მოსწავლეა. სახლი 1957 წელს არის აშენებული, საკლასო ოთახები კი საქონლის სადგომებს გავს! მეტიც, ოთახები თაბაშირ-მუყაოთია გადატიხრული და ერთ ნაწილში ერთი კლასი მეცადინეობს, მეორეში - მეორე. წწალკის მუნიციპალიტეტის 45 სოფელში ჩასახლებული რამდენიმე ასეული აწარელი ეკომიგრანტის ოჯახს წყალი სანატრელი აქვს. ადგილობრივი მკვიდრი, 30 წელს გადაცილებული მამაკაცი, ამბობს, რომ ხალხს წყლის რიგში დგომა, ზოგჯერ, 24 უწევს. შესაძლოა ისე მოხდეს, რომ პანკისში განვიტარებული მოვლენების მსგავსად ხელისუფლებამ კიდევ ერთი ცხელი წერტილი მიიღოს. წალკაში მცხოვრებმა აწარელმა ეკომიგრანტებმა ხელისუფლებას ვადა1 მაისამდე მისცეს, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, საპროტესტო აქციებს უკვე ტბილისში დაიოწყებენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6058687&name=07.05.2019+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

 

​