მედიამონიტორინგი 07.06.2019
ტელევიზია
07.06.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
მიმდინარე წლის 5 სხვადასხვა თვეში სხვადასხვა გადაცდომის გამო პროფესიული პასუხისმგებლობა 147 ექიმს დაეკისრა, აქედან 119 ექიმს წერილობითი გაფრთხილება მიეცა, 27 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა, ერთ ექიმს კი სახელმწიფო სერტიფიკატი საერთოდ გაუუქმდა. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი შესწავლილია 70 შემთხვევაში და მათივე ინფორმაციით, 2017 წელს პროფესიული პასუხისმგებლობა ჯამში 300 ექიმს დაეკისრა, 2018 წელს კი ეს რიცხვი იყო 342.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6132561
---
07.06.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 08:00
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე მდგომარეობა მოხვდა დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ 2018 წლის ანგარიშში. რუსეთისადმი მიძღვნილ ქვეთავში ცალკეა გამოყოფილი რუსეთის გავლენა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე და ეთნიკური ქართველების მიმართ ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევები. ამით ბრიტანული მხარე რუსეთს, პასუხისმგებლობას აკისრებს ადგილზე ეთნიკური ქართველების თავისუფალი გადაადგილების, განათლების, ჯანდაცვისა და საკუთრების უფლებების შეზღუდვის გამო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6132976
---
06.06.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
სულ ცოტა ხანში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვება უკრაინის პრეზიდენტის ბორტი, რომელიც სუსლიაკების ათივე შვილს სამშობლოში დააბრუნებს. თბილისში იმყოფება ბავშვთა უფლებების საკითხებში ვლადიმირ ზელენსკის მრჩეველიც. ის უკვე შეხვდა შს სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლებს. გამოძიება კი შესაძლო ტრეფიკინგის ფაქტზე ისევ გრძელდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელის კომენტარი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6132333
ტვ პირველი -დღის ამბები 22:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6132531
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6132441
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6132235
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6131913
---
06.06.2019
არხი: კავკასია
გადაცემა: ბარიერი
გადაცემაში საუბარია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, თემაზე გადაცემაში საუბრობენ ანდრია ურუშაძე- ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და ვატო სურგულაძე- ექსპერტი( მესამე ვიდეო ფაილი).
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6132489
---
06.06.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ლაგოდეხის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები არასრულწლოვანი დედა გახდა. გოგონა მეზობლად მცხოვრებ 40 წლამდე მამაკაცს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. მის მიერ მოყოლილ ვერსიას ოჯახიც იზიარებს და მამაკაცის დასჯას ითხოვს. როგორც ირკვევა, ის გოგონას კლასელის მამაა, რომელიც ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და შანტაჟზე მიუთითებს. ფაქტი უკვე გახდა გამოძიების საგანი. შემთხვევით დაინტერესდა სოციალური მომსახურების სააგენტოც, რადგან გოგონას ოჯახი ახალშობილის სახლში წაყვანაზე უარს ამბობს. არასრულწლოვნის მშობლები ჰყვებიან, რომ გოგონას მიერ მითითებულმა მამაკაცმა დუმილის სანაცვლოდ გარიგებაც კი შესთავაზა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6132421
რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6132405
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6132335
---
06.06.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: მაესტროელები
ახალი მომაკვდინებელი ნარკოტიკი შავ ბაზარზე, ეს მაღალი შემცველობის ჰეროინია, რომელიც სხვა და სხვა ნივთიერებებთან ერთად დარიშხანს შეიცავს. ამ ნივთიერებით გააზავებული ნარკოტიკი განსაკუთრებით ტოქსიკურია დან მიჩვევის ძალიან დიდი ეფექტი აქვს. ამ ნარკოტიკს თან ახლავს ზედოზირების რისკიც, შედეგი ფატალურია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6131542
---
ინტერნეტი
07.06.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/evrokavshiris-sabchos-angarishshi-saqartvelos-mier-gatarebuli-reformebi-dadebitad-aris-shefasebuli/
ევროკავშირის საბჭოს ანგარიშში საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები დადებითად არის შეფასებული
ევროკავშირის საბჭომ 2018 წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ევროკავშირის ანგარიში დაამტკიცა, რომელშიც დადებითად არის შეფასებული საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. საგარეო უწყების ცნობით, დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის ინიციატივაში Good Human Rights Stories, რომლის ოფიციალური წარდგენა 2018 წელს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის გენერალური დებატების კვირეულის ფარგლებში მოხდა და, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას, სადაც საქართველო წარმოდგენილი იყო მსოფლიოს 13 ქვეყანას შორის როგორც ერთ-ერთი საუკეთესო. „დოკუმენტში დადებითად არის შეფასებული საქართველოს მიერ ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცების მხრივ გადადგმული კონკრეტული ღონისძიებები. მათ შორის, აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომელიც 2018 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს სხვადასხვა სახის დანაშაულის, მათ შორის არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგის განხორციელებას. დოკუმენტი ასევე ხაზს უსვამს ტერორიზმთან ბრძოლაში ევროკავშირის წარმატებულ თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამასთან, უწყება აღნიშნავს, რომ ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით, ანგარიშში ხაზგასმულია, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმები, მათ შორის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმპლემენტაცია. ევროკავშირის ანგარიში აღნიშნავს ბავშვთა ინდივიდუალური საჭიროებების შეფასების სისტემის დანერგვას, რაც პროკურორებსა და მოსამართლეებს ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვით გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. ამასთან, აღნიშნულია, რომ არასრულწლოვანთა მიმართ გამოიყენება სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვა და პატიმრობის ისეთი ალტერნატიული ფორმა, როგორიც არის შინაპატიმრობა. დემოკრატიული მმართველობის კონტექსტში, ანგარიშში აღნიშნულია „პოლიტიკური პარტიების გაძლიერებისათვის“ ევროკავშირის საპილოტე პროგრამის წარმატებული განხორციელება მსოფლიოს რიგ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტში ასევე აღნიშნულია ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მიერ 2018 წლის მაისში საქართველოში განხორციელებული ვიზიტი, რომლის დროსაც გაიმართა შეხვედრები მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.
---
07.06.2019
უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი - მადლობელი ვართ საქართველოს ხელისუფლების, რომ მათ დროული რეაგირება მოახდინეს და ბავშვებზე იზრუნეს
მადლობელი ვართ საქართველოს ხელისუფლების, რომ მათ დროული რეაგირება მოახდინეს და ბავშვებზე იზრუნეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ნიკალაი კულევმა ჟურნალისტებს აეროპორტში 10 უკრაინელი ბავშვის სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, იულია და იური სუსლიაკების ისტორიაში ძალიან მარტივია დაბნევა. „სინამდვილეში, ძალიან მარტივია ამ ისტორიაში დაბნევა და გვესმის, საქართველოს ხელისუფლება რატომ ააფორიაქა ამ სიტუაციამ, როდესაც ნახეს, რომ ამ ბავშვებიდან ექვსი მათგანი ორ წელზე პატარაა, ერთი მათგანი ამერიკის მოქალაქეა და ა.შ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა გააჩინა ეჭვი, რომ აქ შესაძლოა ბავშვებით ვაჭრობასთან გვქონოდა საქმე. გვესმის, რომ თავად იმ ფაქტმაც, რომ ოჯახი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთისკენ მიემართებოდა, საჭირო გახადა სიტუაციაში გარკვევის აუცილებლობა. მადლობელი ვართ საქართველოს ხელისუფლების, რომ მათ დროული რეაგირება მოახდინეს და ბავშვებზე იზრუნეს. ჩვენ ვიცით, რომ ბავშვები ცუდ ფიზიკურ მდგომარეობაში იყვნენ, ადგილი ჰქონდა მათ მოწამვლასაც და საკმაოდ სწრაფად აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, სოციალურმა სამსახურმაც იზრუნა მათზე. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ უკრაინელი ბავშვები საქართველოში საიმედო ხელში იყვნენ,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ბავშვთა უფლებების საკითხებში. შეგახსენებთ, რომ იულია სუსლიაკის ადვოკატის მიერ გავრცელებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ოთხი ბავშვის ბიოლოგიური დედა იულია სუსლიაკია, ხოლო ათივე ბავშვს ჰყავს ერთი ბიოლოგიური მამა. უფრო კონკრეტულად, 6 ბავშვი იულია და იური სუსლიაკებს სუროგაციის გზით ჰყავთ გაჩენილი. ეს ბავშვები ბიოლოგიური და-ძმანი არიან მამის ხაზით. ცნობისთვის, იულია სუსლიაკი მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა. შსს-ს ცნობით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვის თანხლებით გადავიდა, საქართველოში კი 10 ბავშვი ჩამოიყვანა. გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
---
06.06.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/476605
ეთერ ცხაკაია: 10 უკრაინელი ბავშვი სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფებოდა და მათ ყველანაირი პირობა ჰქონდათ შექმნილი
“10 უკრაინელი ბავშვი სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფებოდა და მათ ყველანაირი პირობა ჰქონდათ შექმნილი”, – აღნიშნული განცხადება სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსმა, ეთერ ცხაკაიამ ჟურნალისტებთან გააკეთა. მისი თქმით, ბავშვები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვაში და მათ ყველანაირი პირობა ჰქონდათ შექმნილი. ასევე, ქართულმა მხარემ მიიღო გარანტიები, რომ ბავშვების უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში უკრაინის შესაბამისი ორგანოები მათ ყველა შესაბამისი პირობით უზრუნველყოფენ. „ბავშვები მთელი ამ პერიოდის მანძილზე იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვაში. კერძოდ, ისინი განთავსებულნი იყვნენ მიმღებ ოჯახებში, სადაც შექმნილი ჰქონდათ ყველანაირი სათანადო საყოფაცხოვრებო პირობები. საჭიროებებიდან გამომდინარე, მუდმივად იმყოფებოდნენ ფსიქოლოგისა და ფსიქოთერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ. მინდობით აღზრდის პერიოდში, ბავშვები მოინახულეს სახალხო დამცველმა, ბებიამ, ასევე, ამერიკის საკონსულოსა (რადგანაც ერთი ბავშვი ამერიკის მოქალაქეა) და უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებმა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობდა როგორც შსს-სა და პროკურატურასთან, ისე – ორივე ქვეყნის საელჩოსა და უკრაინიდან ჩამოსულ დელეგაციასთან, კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტის რწმუნებულთან ბავშვთა უფლებების საკითხებში და უფლებამოსილ პირთა შესაბამის ჯგუფთან. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 10 უკრაინელი ბავშვის უკრაინული მხარისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. ქართულმა მხარემ გარანტიები მიიღო, რომ ბავშვების უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში, უკრაინის შესაბამისი ორგანოები მათ ყველა შესაბამისი პირობით უზრუნველყოფენ”, – განაცხადა ეთერ ცხაკაია
ინტერპრესნიუს,ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/550207-10-ukraineli-bavshvi-samshobloshi-dges-dabrundeba/
---
06.06.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/550244-10-ukraineli-bavshvi-ukve-tbilisis-aeroportshi-imqopeba-da-male-samshobloshi-gaprindebian/
10 უკრაინელი ბავშვი უკვე თბილისის აეროპორტში იმყოფება და მალე სამშობლოში გაფრინდებიან
10 უკრაინელი ბავშვი უკვე თბილისის აეროპორტში იმყოფება და მალე სამშობლოში გაფრინდებიან. მათ სამშობლოში დასაბრუნებლად უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ თბილისში საკუთარი ბორტი გამოაგზავნა. აეროპორტში ბავშვებს უკრაინული მხარის წარმომადგენლები და ოჯახის წევრები დახვდნენ. ბრალდებული იულია სუსლიაკის ბავშვების უკრაინაში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება დღეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკების შემდეგ მიიღო. შეგახსენებთ, რომ ადვოკატის მიერ გავრცელებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ოთხი ბავშვის ბიოლოგიური დედა იულია სუსლიაკია, ხოლო ათივე ბავშვს ჰყავს ერთი ბიოლოგიური მამა. უფრო კონკრეტულად, 6 ბავშვი იულია და იური სუსლიაკებს სუროგაციის გზით ჰყავთ გაჩენილი. ეს ბავშვები ბიოლოგიური და-ძმანი არიან მამის ხაზით. ცნობისთვის, იულია სუსლიაკი მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა. შსს-ს ცნობით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვის თანხლებით გადავიდა, საქართველოში კი 10 ბავშვი ჩამოიყვანა. გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
---
06.06.2019
თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში 6 წლის გოგონა გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა
27 მაისს ემიგრანტი თეთრიკო გოგიას შვილიშვილი, 6 წლის ჟანა გოგია გარდაიცვალა. ბებიის თქმით, გოგონა მაღალი ტემპერატურით ერთ-ერთ ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანეს და გაურკვეველ ვითარებაში, 1 საათში გარდაიცვალა. ბებიის ინფორმაციითვე, ოჯახმა ბავშვი ისე დაკრძალა, ექსპერტიზაც არ ჩაუტარებიათ. ინფორმაციას ამის შესახებ „ემიგრანტების იმედი“, შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „27 მაისს ბავშვს მისცა ტემპერატურა, დედამ ბავშვი გადაიყვანა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში, („პრაიმტაიმი“ კლინიკას ჯერჯერობით, არ ასახელებს), სადაც გაუკეთეს ნემსი და ექიმმა დედას უთხრა, რომ ბავშვი კარგად იყო და საგანგაშოც არაფერიაო. გაუგზავნიათ ბავშვის ნივთების მოსატანად სახლში, დედა გზაში იმყოფებოდა ისე შეატყობინეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა, სრულიად გაურკვევლად 1 საათის შიგნით ბავშვი გარდაიცვალა.... არც ექსპერტიზა, არც სიკვდილის მიზეზი ისე გამოატანეს ბავშვი... რატო არ ჩაუტარდა ექსპერტიზა და 1 საათში რა მოუვიდა ბავშვს,“ - წერს გარდაცვლილის ბებია. „პრაიმტაიმი“ დეტალების გასარკვევად ბავშვთა კლინიკას დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ ამ დროისთვის კომენტარს ვერ გააკეთებენ. მათ პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
---
06.06.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/476576
ჩვილი, რომელიც ლაგოდეხში 16 წლის აზერბაიჯანელმა მოზარდმა გააჩინა, პათოლოგიით დაიბადა
16 წლის გოგონა, რომელმაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში “არქიმედეს” კლინიკაში ბავშვი გააჩინა და 40 წლის ნათესავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელია. როგორც „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ სააგენტოში განუცხადეს, ჩვილი ამჟამად საავადმყოფოში რჩება და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მათივე ინფორმაციით, ჩვილს სუნთქვის უკმარისობის პათოლოგიაა აქვს და კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. არასრულწლოვანმა 30 მაისს იმშობიარა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დედა შვილზე უარს აცხადებს. „ჯერჯერობით, ოფიციალურად არ არის დადასტურებული, რომ დედა შვილზე უარს აცხადებს. ჩვენი წარმომადგენელი ჩართულია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ის დედას გაესაუბრა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარი შესთავაზა, მაგრამ მან უარი განაცხადა. როგორც დედა ამბობს, იგი ბიოლოგიურ სახლში თავს უკეთ იგრძნობდა და საავადმყოფოდან სახლში გაეწერა. რაც შეეხება ჩვილს – ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. პატარა სუნთქვის უკმარისობით დაიბადა და, ამჟამად, ხელოვნურად მართვის სუნთქვის აპარატზეა შეერთებული“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროსსოციალურ სააგენტოში. ამ დროისათვის ცნობილია, რომ არასრულწლოვანის მიერ ბავშვის გაჩენის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს ლაგოდეხის საავადმყოფოდან მიაწოდეს. ჩვილის დედა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. არასრულწლოვანმა ორსულობის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც სკოლაში შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში წაიყვანეს. არასრულწლოვანმა იმ დღესვე იმშობიარა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას 16 წელს მიუღწეველთან. უწყების ცნობით, ასევე, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები ბავშვის მამის დადგენის მიზნით. მას შემდეგ, რაც დადგინდება მამის ვინაობა, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.
---
06.06.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/369346/?fbclid=IwAR3Zb6EIhdngrquMkrHrXoPAquIesTjf4huj9FCrb9QKFhZeXolm-6BoQMY
ორთაჭალაში მშენებლობიდან ჩამოვარდნილი მე-3 მუშაც დაიღუპა
ორთაჭალაში მშენებლობიდან გადმოვარდნილი მესამე მუშაც დაიღუპა. კომპანია სამშენებლო ნებართვის დარღვევისთვის 30 000 ლარით დააჯარიმეს, რის შემდეგაც მშენებლობა გაგრძელდა. შსს-ს ჯერ არავინ დაუკავებია, გამოძიებაც გრძელდება. თბილისში, ორთაჭალაში, ბეჟან კალანდაძის (ყოფილი ნარიმანოვის) ქუჩაზე მშენებარე კორპუსზე მუშაობისას სამი ადამიანი 16 მარტს გადმოვარდა — ნოდარ ჩაკვეტაძე, შალვა ფუტკარაძე და ვეფხია ხუჭუა. გადმოვარდნისას ისინი მშენებარე კორპუსის გარე ფასადს ღებავდნენ. შალვა ფუტკარაძე ადგილზე გარდაიცვალა. ნოდარ ჩაკვეტაძე და ვეფხვია ხუჭუა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 53 წლის ნოდარ ჩაკვეტაძე იმავე დღეს, რამდენიმე საათში დაიღუპა. ნეტგაზეთმა ცოტა ხნის წინ გაარკვია, რომ 31 წლის ვეფხია ხუჭუა შემთხვევიდან 6 დღეში, 22 მარტს გარდაიცვალა. ნეტგაზეთი შემთხვევის შემდეგ შიგადაშიგ კითხულობდა დაშავებულის მდგომარეობას ინგოროყვას კლინიკაში, სადაც ის მკურნალობას გადიოდა. 29 მარტს ნეტგაზეთს კლინიკაში განუცხადეს, რომ დაშავებული ხუჭუა „სტაბილურად გადის მკურნალობას“. თუმცა, როგორც ხუჭუას ოჯახის წევრმა ნეტგაზეთს რამდენიმე დღის წინ უთხრა, ის 22 მარტს გარდაიცვალა. კლინიკის პრესსამსახურში ნეტგაზეთს 6 ივნისს განუმარტეს, რომ ექიმს მათთვის ეს ინფორმაცია არ მიუწოდებია. საცხოვრებელი კორპუსების კომპლექსი „მონოლით სითი“ ორთაჭალაში უკვე მესამე წელია შენდება. მუშები სწორედ აქ დაიღუპნენ. მშენებლობის დამკვეთი 2013 წელს დაფუძნებული კომპანია (შპს) „მონოლით ჯგუფია“, უშუალოდ მშენებელი კომპანია კი „ემ ჯი ალიანსია“. თუმცა „ემ ჯი ალიანსის“ 75%-იანი წილის მფლობელიც „მონოლით ჯგუფია“. როგორც ნეტგაზეტს მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში განუცხადეს (თბილისში ეს უწყება ზედამხედველობს მშენებლობებს ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტთან ერთად), რომ კომპანია „ემ ჯი ალიანსი“ 30 000 ლარით დაჯარიმდა და მშენებლობა შეჩერდა მანამდე, სანამ კომპანიამ არ წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა ხარვეზების გამოსწორებაზე. ამის შემდეგ შეჩერების დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდა. როგორც ნეტგაზეთს ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ მაშინ განუცხადა, ინსპექტორებმა 16 მარტსვე გამოავლინეს, რომ ადგილზე „დარღვეული იყო სიმაღლეზე შესასრულებელი სამუშაოსადმი წაყენებული მოთხოვნები, სამუშაო აღჭურვილობის ექსპლუატაციის წესები და არ ხდებოდა საფრთხის შეფასებაზე დაფუძნებული შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის წარმართვა“. ნეტგაზეთი ამ მასალაზე მუშაობისას კვლავ დაუკავშირდა შრომის სამინისტროს, რათა გაერკვია, არის თუ არა რაიმე სიახლე, მათაც დააკისრეს თუ არა რაიმე სანქცია კომპანიას. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს და 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შსს-ს ცნობით, გამოძიება დანიშნული ექსპერტიზების პასუხებს ელოდება, ჯერჯერობით არავის პასუხისმგებლობა არ გამოუკვეთავთ და არავინ დაუკავებიათ. კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეზე — ვაკეში, „ლეჩკომბინატის“ მშენებლობაზე დაღუპული ორი მუშის საქმეზე — გამოვლენილი პასუხისმგებელი პირი 19 დღეში დააკავეს. ორთაჭალის შემთხვევიდან (16 მარტი) დღემდე (6 ივნისი) ზუსტად 82 დღეა გასული. სამუშაო ადგილებზე მუშაობისას დაღუპულთა და დაშავებულთა სტატისტიკა ასეთია: 2018 წელს საწარმოო შემთხვევების შედეგად 199 ადამიანი დაშავდა, 59 დაიღუპა. იმავე წელს საწარმოო დარღვევებზე 224 შემთხვევაში დაიწყო გამოძიება, 67 შემთხვევაში შეწყდა. სისხლის სამართლებრივი დევნა მხოლოდ 19 შემთხვევაში დაიწყო: 2011 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, ანუ 8 წლის განმავლობაში, საწარმოო შემთხვევების შედეგად 1081 ადამიანი დაშავდა და 376 დაიღუპა. კომპანიის ვებგვერდზე წაიკითხავთ, რომ „მონოლით სითი„ „თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის საცხოვრებელი კომპლექსია“, რომლის მშენებლობაშიც „მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები გამოიყენება“. გაურემონტებელი ბინების (თეთრი კარკასის) ფასი, კორპუსების და სართულების მიხედვით, 82 ათასიდან 243 ათას ლარამდე მერყეობს. ორივე კომპანიის — „მონოლით ჯგუფისა“ და „ემ ჯი ალიანსის“ — დირექტორი მოქალაქე ზაზა იჩქიტიძეა. თუმცა არცერთ ამ კომპანიაში წილებს არ ფლობს. „მონოლით ჯგუფს“ ხუთი მესაკუთრე ჰყავს, რომელთაც კომპანიის 20-20 პროცენტი აქვთ გადანაწილებული. ესენი არიან პაატა ფირცხალაიშვილი, ეკა ფოცხიშვილი, ზვიად დარახველიძე, მამუკა ჩირგაძე და ზურაბ ჯულუხიძე. „ემ ჯი ალიანსის“ 75%-იან წილს „მონოლით ჯგუფი გლობს“, დარჩენილი 25%-იანი წილის მფლობელი კი მოქალაქე ირაკლი დარახველიძეა.
---