მედიამონიტორინგი 07.11.2018
ტელევიზია
07.11.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
ხვალიდან ტყიბულის შახტის შესწავლას გერმანელი ექსპერტები დაიწყებენ. მათ უსაფრთხოების შესახებ დასკვნა უნდა გამოაქვეყნონ. საერთაშორისო გერმანულ კომპანიას საბოლოო ანგარიშის მოსამზადებლად ხუთი კვირა აქვს. შახტში არსებულ მდგომარეობას უცხოელ კოლეგებთან ერთად ქართველი ექსპერტებიც შეაფასებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5673213
მაესტრო - ახალი ამბები 10:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5673105
---
07.11.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
ზაფხულში ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის პრევენციის მექანიზმი დანერგა და უწყების ახალი ინსტრუმენტის საშუალებით, მოქალაქეებს 16 ივნისიდან ხუთი და მეტი მედიკამენტის გამოწერის შემთხვევაში დანიშნულების გადასამოწმება შეუძლიათ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5672718
---
06.11.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი საქმიანობების რეგისტრაციის ვადა 15 ნოემბერს იწურება. იუსტიციის სახლი მოუწოდებს მეწარმეებს დროულად გაიარონ რეგისტრაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში 15 ნოემბრის შემდეგ მათ 1000 ლარიანი ჯარიმა ემუქრებათ
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5672153
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5671280
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5671585
ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5671930
---
06.11.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე
მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი საქმიანობის მქონე კომპანიების რეგისტრაციის ვადა 15 ნოემბერს იწურება. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5671867
---
06.11.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა შესაძლოა კიდევ უფრო გამკაცრდეს. სანქციების გაზრდის მიუხედავად, ზოგიერთ აფთიაქში ფსიქოტროპული წამლები ურეცეპტოდ მაინც იყიდება. ვითარება ორი თვის წინ 20-მდე პირის, მათ შორის სუს-ის მიერ სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის დაკავებამაც ვერ შეცვალა. მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ მომავალში კანონდამრღვევი პირი შესაძლოა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5672534
---
06.11.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
შენგელიების უკიდურესად გაჭირვებული ყოფის შესახებ ინფორმირებულია ყველა სახელმწიფო უწყება რეგიონის დონეზე. ოჯახს ეხმარებიან სოციალური შეღავათებით, თუმცა ფაქტია ამ ოჯახის ყოფის გაუმჯობესება ვერცერთმა უწყებამ სრულად ვერ შეძლო. 6 მცირეწლოვანი ბარაკის ტიპის სახლში იზრდება, ჰიგიენის, აბაზანის, ნორმალური საცხოვრებელი პირობების გარეშე.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5672517
---
06.11.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00
გადამუშავებული ბიუჯეტით, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 357 მლნ ლარით იზრდება და და ის 12,968 მლრდ ლარს აღწევს. რაც შეეხება გადასახდელებს, პირველად ვერსიასთან შედარებით, გაზრდილია ჯანდაცვის, განათლების, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობისა, ასევე ეკონომიკის სამინისტროების დაფინანსება. ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტყიდან 70 მლნ ლარი სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის 50 ლარის ღირებულების პაკეტის გასაცემად იქნება მიმართული.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5672386
---
06.11.2018
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 16:00
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 2018 წლის 1-ელი აგვისტოდან, გაზრდილი მანდატის ფარგლებში, 60-მდე კომპანია შეამოწმა და მათ შორის 3 დააჯარიმა. მონიტორინგის პროცესში კომპანიებისთვის მთავარი გამოწვევა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ნორმების შესრულებაა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5672180
---
06.11.2018
არხი: ტვ პირველი-
გადაცემა: საქმის კურსი 11:45
შრომის უსაფრთხოების კანონის მიხედვით 2019 წლის 1 იანვრიდნ კერძო სექტორს მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულთა უბედური შემთხვევის დაზღვევის ვალდებულება უჩნდება. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის განცხადებით, კანონის ამ მუხლთან დაკავშირებით ის მიმდინარე კვირაში ბიზნესთან და სადაზღვევო კომპანიებთან შეხვედრას გეგმავს.
ტვ პირველი- საქმის კურსი 17:45
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5671926
პალიტრა ტვ-პალიტრა ნიუს 16:00
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5671970
---
06.11.2018
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 16:00
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გრიპის ვირუსის ცირკულაცია დეკემბრის ბოლოდან არის მოსალოდნელი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5671981
---
06.11.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
სუიციდის 5 მცდელობა და ძალადობის მსხვერპლი მოზარდი, რომელიც სკოლის ადმინისტრაციის, კლასელებისა და მათი მშობლების მხრიდან შეურაცხყოფისა და დაცინვის სამიზნე გახდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5672321
---
ინტერნეტი
07.11.2018
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/519916-paata-imnaze-virusebtan-dakavshirebit-mosaxleobas-rekomendaciebs-azlevs/
პაატა იმნაძე ვირუსებთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ვირუსებთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს. როგორც იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გრიპის ვირუსი ქვეყანაში ჯერ არ ცირკულირებს, ასევე, გრიპის ვირუსი ჯერჯერობით ევროპის უმრავლეს ქვეყნებშიც არ არის. "გრიპისმაგვარი დაავადებები, ჩვენ რომ გაციებას ვუწოდებთ, ასეთი ვირუსები დადის. მათ შორის, ყოველკვირეულად შეგიძლიათ ჩვენს ვებ-გვერდზე ნახოთ ამჟამად რა ვირუსებია საქართველოში. ბოლო კვირების განმავლობაში ძირითადად ქვეყანაში ცირკულირებს: რინო ვირუსები, პარაგრიპის ვირუსები, მეტაონევმო ვირუსები. ეს სამი ვირუსია წამყვანი ქვეყანაში არსებულ გაციების ვირუსებში. გრიპის ვირუსის გამოჩენას დაახლოებით ორ კვირაში ველოდებით. ჯერჯერობით, ყველა პროგნოზით, გრიპის ვირუსი ცოტა უნდა იყოს", - განაცხადა პაატა იმნაძემ. პაატა იმნაძის რეკომენდაციაა, რომ გრიპიანი და გაციებული ადამიანი ნაკლებად მივიდეს სამსახურში და უფრო ნაკლებად გაავრცელებს, ასევე, მნიშვნელოვანია დახველებისას ეტიკეტის დაცვაც. რაც შეეხება რისკ ჯგუფებს, პაატა იმნაძის თქმით, სახელმწიფო პროგრამით ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფები იცრება, ესენია: დიალიზზე მყოფი პაციენტები, აივ ინფიცირებულები, დიაბეტის მქონე 18 წლამდე ბავშვები, ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები, საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები და ორსულები.
იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/84407/paata-imnadze-virusebtan-dakavshirebit-mosakhleobas-mimartavs
---
06.11.2018
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/519808-zurab-chiaberashvili-jandacvis-ministris-moadgiles-saertod-rashi-igebt-xelpass/
ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს - საერთოდ, რაში იღებთ ხელფასს?!
საერთოდ, რაში იღებთ ხელფასს?!, - ამ კითხვით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს, თამილა ბარკალაიას. მინისტრის მოადგილემ ჯანდაცვის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ექვსი თვის ანგარიში წარადგინა. ჭიაბერაშვილმა ხელისუფლება დაპირებული პროგრამების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. „თქვენ შეეხეთ სოციალურ მოდელზე გადასვლის საკითხს. ჯერ კიდევ თებერვალში თქვით, რომ პილოტი აჭარაში ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყებოდა, თუმცა ჯერ არ დაწყებულა, ამიტომ კრიტიკა, რომელიც ამ მხრივ არის, საფუძვლიანია. შშმ პირებს ახლა პენსია ვერ ეზრდებათ და ახსნა არის ის, რომ ველოდებით სოციალურ მოდელზე გადასვლას. 2019 წლამდე მხოლოდ აჭარის პილოტირება ნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუროკრატია ტყუილად იღებს ხელფასებს. ვლაპარაკობთ ზედმეტ ბიუროკრატიულ ხარჯზე და ვგულისხმობთ იმას, რომ ამდენი ხალხი მუშაობს სამინისტროში და პილოტირებას ამდენი დრო რაში სჭირდება? მეორე საკითხს რაც შეეხება, ეს არის С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, იმ ტემპებით, რა ტემპებიც ამ მიმართულებით სახელმწიფოს აქვს, 2020 წლისთვის ელიმინაცია ვერ მოხდება. დაახლოებით 140 ათასი ადამიანი აღირიცხა ბოლო კვლევით, ელიმინაციას კი სჭირდება, რომ 130 ათასი ადამიანი იყოს პროგრამაში ჩართული. ჯერჯერობით პროგრამაში ჩართულია 60 ათასამდე ადამიანი, 20 ათას ადამიანს ხელში უჭირავს ტესტი, რომ ინფიცირებულია, თუმცა პროგრამაში არ არის ჩართული. რას აკეთებს სამინისტრო ამ შემთხვევაში? გამართლებული იყო თუ არა თავიდან პროგრამაში ჩართვისთვის ფინანსური ბარიერების შექმნა, რაც ახლა მინიმუმამდეა დაყვანილი?! ეს ძალიან კარგია, მაგრამ ჩართვის ასეთი დაბალი კოეფიციენტის მიზეზი შესაძლოა ესეც იყო. ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს - რაში იღებთ ხელფასს?!“, - მიმართა ჭიაბერაშვილმა მინისტრის მოადგილეს. დეპუტატის განცხადებას მისი კოლეგა საპარლამენტო უმრავლესობიდან, დიმიტრი ცქიტიშვილი გამოეხმაურა. „უნიკალური ნიჭი გაქვთ წარმოაჩინოთ სახელმწიფოს უნიკალური ღერძი - ბიუროკრატია, როგორც უუნარო. სინამდვილეში ბიუროკრატია არის ის, ვინც საბოლოო ჯამში ქმნის რეალურ საქმეს ქვეყანაში. ბიუროკრატიაზე ასე საუბარი უზნეობა და უწესობაა“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
---
06.11.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/1-eli-ianvridan-damsaqmebeli-valdebulia-dasaqmebuli-ubeduri-shemtxvevis-dazgvevit-uzrunvelyos
1-ელი იანვრიდან დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებული უბედური შემთხვევის დაზღვევით უზრუნველყოს
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებული უბედური შემთხვევის დაზღვევით უზრუნველყოს. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანრმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, სამუშაო შეხვედრის მიზანს უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის საკითხების დეტალური განხილვა წარმოადგენდა. „საუბარი შეეხო დაზღვევის პაკეტის მინიმალურ ოდენობასა და შესაძლო ლიმიტებს. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. ბიზნეს გაერთიანებისა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს, რომ ხელი შეუწყონ ამ მიმართულებით ორმხრივ თანამშრომლობას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაში საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის, ბიზნეს გაერთიანებისა, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები და სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=74252
ჯიეიჩენ.ჯი-http://ghn.ge/com/news/view/214732
---
06.11.2018
მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი საქმიანობების რეგისტრაციის ვადა 15 ნოემბერს იწურება
მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი საქმიანობების რეგისტრაციის ვადა 15 ნოემბერს იწურება. როგორც იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა განაცხადა, პირი, რომელიც საქმიანობას ვადის ამოწურვამდე არ დაარეგისტრირებს, 1000 ლარით დაჯარიმდება. „მოვუწოდებთ, დროულად მიმართოთ იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებსა და საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებს და გაიაროთ რეგისტრაცია. მიეკუთვნება თუ არა თქვენი საქმიანობა აღნიშნულ კატეგორიას, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ საქართველოს მთავრობის 27.07.2018წ. N381 დადგენილებით დამტკიცებული მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალში, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე //https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4277583 ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონულ ოფისებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზზე – 1505. აღნიშნული საქმიანობების სავალდებულო რეგისტრაციის ნორმის ამოქმედებიდან – მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოდან – 5 ნოემბრის ჩათვლით შემოსულია 77 915 განცხადება. აღსანიშნავია, რომ საქმიანობის დარეგისტრირების მიზნით მომართვიანობის მაქსიმალური რაოდენობა 28 ოქტომბერს დაფიქსირდა – 19 064, შემდგომ დღეებში შემოსული განცხადებების რაოდენობა 1500-დან 3700-მდე მერყეობდა. 1-ელი ნოემბრიდან კი მომართვიანობა შემცირდა და დღეში მხოლოდ 500-მდე განცხადება ფიქსირდება“, – აცხადებენ იუსტიციის სახლში. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ყოველი პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია, განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია. აკრძალულია მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე განხორციელება.
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=74233
კვირა.ჯი- http://kvira.ge/429731
---
06.11.2018
მედიასაშუალება: http://bfm.ge/socialurad-daucveli-bavshvebistvis-50-lariani-socialuri-dakhmarebis-sakitkhi-sakhelmwifo-biujetis-proeqtshi-aisakha/
სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის 50-ლარიანი სოციალური დახმარების საკითხი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში აისახა
მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტის მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება პირველ ვერსიასთან შედარებით 73.9 მლნ ლარით იზრდება და 3 937.0 მლნ ლარს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 30.3%) შეადგენს. ბიუჯეტის პროექტით სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნების ზრდა ძირითადად გამოწვეულია სოციალურად დაუცველი ოჯახების 16 წლამდე ბავშვებისათვის 50-ლარიანი სოციალური დახმარების პაკეტის შემოღებით. კერძოდ, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებში, რომელთა სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 100 000-ზე და 16 წლამდე ბავშვები ცხოვრობენ, შემოღებული იქნება ბავშვების 50-ლარიანი ყოველთვიური დახმარება. დახმარების ფარგლებში 20 ლარი (დღეს არსებული 10 ლარის ჩათვლით) იქნება ფულადი სარგებელი, ხოლო 30 ლარი – კვების ვაუჩერი, რისთვისაც გათვალისწინებულია 70 მლნ ლარამდე. სამინისტროს ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის – 2 763.7 მლნ ლარი, საიდანაც 1 925.0 მლნ ლარი მიიმართება მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია პენსიის 20 ლარით ზრდა 2019 წლის პირველი იანვრიდან. ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის გათვალისწინებულია 1 044.6 მლნ ლარამდე. მათ შორის, მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისთვის – 754.0 მლნ ლარი; იმუნიზაცია – 22.4 მლნ ლარი; C ჰეპატიტის მართვის პროგრამა – 11.0 მლნ ლარი; ტუბერკულოზის მართვა – 15.7 მლნ ლარამდე; აივ ინფექცია/შიდსის პროგრამა – 12.5 მლნ ლარზე მეტი; ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობა – 12,2 მლნ ლარი (გაზრდილია 3,0 მლნ ლარით); დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია – 36.3 მლნ ლარი; ფსიქიკური ჯანმრთელობა – 24.0 მლნ ლარი (გაზრდილია 3,0 მლნ ლარით); დიაბეტის მართვა – 13.5 მლნ ლარი; სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება – 44.7 მლნ ლარი; სოფლის ექიმი – 26.0 მლნ ლარი; რეფერალური მომსახურება – 20.0 მლნ ლარი; ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა – 20.0 მლნ ლარი (გაორმაგდა პროგრამის დაფინანსება) და სხვა. სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვისათვის გათვალისწინებულია 20.0 მლნ ლარი. იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულია 42,7 მლნ ლარი. აღსანიშნავია, რომ ამავე მიზნობრიობით საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულია 50,0 მლნ ლარი. შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის გამოყოფილი ჯამური თანხა 92,7 მლნ ლარს შეადგენს.
---
06.11.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/429945
“ქუჩის ძაღლმა ჩემი ქოხის კარი „გაანგრია“ და ერთი კვირის საჭმელი შემიჭამა…”- 91 წლის მოხუცის აუტანელი ყოფა
ელადი დუმბაძეს 15 ოქტომბერს 91 წელი შეუსრულდა. სამწუხაროდ, ეს ხანდაზმული ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ატარებს სიცოცხლის უკანასკნელ წლებს. სიცივე, შიმშილი, ანტისანიტარია, გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობები – ყველაფერი ეს მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ელადი დუმბაძეს სახლი თავზე ენგრევა. მის ქოხში სიტუაცია სავალალოა: მიწის იატაკი, ჩამონგრეული ჭერი, დახეთქილი კედლები, ცელოფნით აკრული ფანჯრები, დაზიანებული ავეჯი, სამზარეულოს დაჟანგული ჭურჭელი… ეს მოხუცი ქალი ხშირად შიმშილობს, მას წყლის მიმწოდებელიც კი არავინ ჰყავს, მთელ დღეებს სასოწარკვეთაში ატარებს და სიკვდილს ნატრობს. ელადი დუმბაძე სახელმწიფოსგან 60 ლარის ოდენობის შემწეობას იღებდა, თუმცა მას დახმარება 10 ლარით შეუმცირეს. სოციალურმა აგენტმა მოხუცს ამის მიზეზი არც კი აუხსნა. „მეუღლე 1984 წელს გარდამეცვალა. ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო, მაგრამ გავუძელი ბედის გამოცდას, გავუმკლავდი ტკივილს და უამრავ პრობლემას. მე მარტო გავზარდე შვილი თემური, რომელმაც შექმნა თავისი ოჯახი და ყურადღებას არ მაკლებდა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ჩემი ბიჭი შეუძლოდ გახდა, გადაიტანა ჯერ ერთი ინსულტი, შემდეგ მეორე, მერე მესამე… ახლა იგი 72 წლისაა, ვერ დადის, საწოლს არის მიჯაჭვული, საშინლად უჭირს, არ აქვს წამლების საყიდელი ფული და მთელი ოჯახი მის პენსიას მისჩერებია. ძალიან ვდარდობ, არ ვიცი რა ეშველება მას…ნუთუ ჩემნაირი სიბერე ელის მასაც?“. ელადი დუმბაძის ოჯახში კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა. მისი შვილიშვილი, რომელიც მშენებლობაზე მუშაობდა და უვლიდა წლების განმავლობაში მამას და ბებიას, სიმაღლიდან ჩამოვარდა და შრომისუუნარო გახდა, ვერ დადის და ინვალიდობის სტატუსი აქვს მინიჭებული. „რომ იცოდეთ, როგორ ნერვიულობს ჩემი ბიჭი… ნერვიულობს, რომ ვერაფრით მშველის… ღმერთს შევთხოვ, რომ კარგად იყვნენ ისინი, მე კი მზად ვარ, თუნდაც დღესვე მოვკვდე… ოღონდ ისინი გამოჯანმრთელდნენ! დიახ, მშიერი ვარ ხშირად… ამას წინათ ქუჩის ძაღლმა „გაანგრია“ ჩემი ქოხის „ფანერკით“ აჭედილი კარი და რაც ერთი კვირის საჭმელი მქონდა ყველაფერი შემიჭამა… ეჰ, ვცხოვრობ ასე… თუ ამას ცხოვრება ჰქვია“, – ამბობს ელადი დუმბაძე. “მეგობრებო, ძალიან მძიმე სანახავია ამ ხანდაზმული ქალის ყოფა, მისი ცრემლმორეული თვალები და სასოწარკვეთილი მზერა, აკანკალებული ხელები და ნაღვლიანი გამომეტყველება. მოდით, დახმარების ხელი გავუწოდოთ მას, ვანუგეშოთ და მოვეფეროთ, დავაპუროთ და შევუმსუბუქოთ ტკივილი! შემოწირულობის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ელადი დუმბაძე) ან გადარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/381-dumbadze/ “,- აცხადებენ ფონდში.
---
06.11.2018
ელენიკოს სხვა პატარებივით უხაროდა ცხოვრება, თუმცა ბოლო ერთი წელია სიკვდილს ებრძვის" - გოგონას ოჯახს დახმარება სჭირდება
პატარა ელენე ხაჭაპურიძის ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. პატარას გადასარჩენად სასწარფოდ საჭიროა 3 000 ათასი ლარი. როგორც „ნიუპოსტს“ ელენეს მშობლებმა უთხრეს, მათი შვილი სრულად ჯანმრთელი დაიბადა, თუმცა პატარა ბოლო ერთი წელია სიკვდილს ებრძვის. „ელენიკოს სხვა პატარებივით უხაროდა ცხოვრება, თამაშობდა სათამაშოებს და სამყაროს ეცნობოდა, ორი წლის ასაკში მოულოდნელად ის ვირუსის ფონზე გაითიშა , მას შემდეგ უკვე ერთი წელია რეანიმაციულ განყოფილებაში წევს დაუდგენელი ფორმის ენცოფალიტით. ელენეს ჩატარებული აქვს ძვირადღირებული ყველა გამკვლევა. ის მკურნალობას თბლისში არამიანცის კლინიკაში გადის. ამ ეტაპზე ესაჭიროება გენტიკური კველევა რაც საკმოდ ძვირი ღირს 7.450 ლარი აქედან 4.400 ლარი დუფინანსეს ჯანდაცვამ და მერიამ , უკვე მოერედ. რადგან დარჩენილი 3000 ლარის შეგროვება ვერც წინა ჯერზე მოახერხა ოჯახმა და ეხლაც მხოლოდ ჩვენი იმედი აქვთ”- აცხადებენ ხაჭაპურიძეები. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ელენს ოჯახი დამუკიდებლად უმკლავდებოდა პრობლემებს, მაგრამ ამ ეტაპზე მათ ყველა რესურსი ამოწურეს. იმსითვის, რომ ელენს მკურნალობა გაგრძელდეს საჭიროა ზუსტი დიაგნოზი ვიცოდეთ. გვჭირდება თქვენი თანადგომა. მჯერა შევძლებთ სულ რაღაც 3000 ათასი ლარია შესაგრვებელი”- აცხადებენ გოგონას ახლობლები. დახმრების მსურველთათვის ელენეს დედის თხოვნით ვაქვეყნებთ ორგანიზაციის ანგარიშის ნომრებს. დანიშნულებაში მიუთითეთ #ელენე #ხაჭაპურიძე მე მეჯრეა თქვენიი სიკეთის. #საქველმოქმედოზარი 0901200127 თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ანგარიშის ნომერი აპარატებიდან: საბანკო მომსახურება იურიდიული პირი პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი #GE55BG0000000588221400საქართველოს ბანკი თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002
---
06.11.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/429742
„ხშირად ვფიქრობ, თუ რა ეშველება ჩემს შვილს როდესაც მე არ ვიქნები?!”
64 წლის იზო ცხოიძე შვილთან ერთად ცხოვრობს, რომელიც დაუნის სინდრომით დაიბადა. იგი ახლა 22 წლისაა, მაგრამ არ არის სოციალურად ადაპტირებული, არ შეუძლია ლაპარაკი, სმენა აქვს დაქვეითებული, გააჩნია I კატეგორიის ინვალიდის სტატუსი. დედა-შვილი ფოთში, საკუთარ სახლში ცხოვრობს, რაც გახდა იმის მიზეზი, რომ სახელმწიფომ მათ უარი უთხრა სოციალური შემწეობის დანიშვნაზე. ეს უაღრესად სამწუხარო ფაქტია, რამეთუ ეს ოჯახი სიდუხჭირეში ცხოვრობს და მატერიალურ დახმარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. იზო ცხოიძე თავად ეტლს არის მიჯაჭვული. რამდენიმე წლის წინ მან გადაიტანა ინსულტი, მოკვეთილი აქვს მარცხენა ფეხი, დაავადებულია ონკოლოგიური დაავადებით, დიაბეტით, ჰიპერტონიით. აი, ასეთ ურთულეს მდგომარეობაში იმყოფება ეს ქალი, რომელსაც მარტო უხდება დაუნის სინდრომით დაავადებული შვილის და საკუთარი თავის მოვლა. მეუღლე მას გარდაცვლილი ჰყავს, ხოლო დახმარების ხელს არავინ უწვდის. „ხშირად ვფიქრობ იმის შესახებ, თუ რა ეშველება ჩემს შვილს როდესაც მე არ ვიქნები?! ამაზე ფიქრი მტანჯავს და სასოწარკვეთაში მაგდებს. ძალიან განვიცდი, რადგან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, სამკურნალო თანხა კი მე არ გამაჩნია. ჩვენი შემოსავლის წყარო არის პენსია. სხვა რა გზაა, უნდა ვიმყოფინო… ახლა ზამთარი მოდის და იმის შიში მაქვს, რომ ვერ გადავიტანთ მას. არ მაქვს შეშის შეძენის საშუალება, რადგან პენსია პურზე და წამლებზე მიდის. უფალს შევთხოვ, რომ შეგვიმსუბუქოს ეს ტანჯვა…“, -ამბობს იზო ცხოიძე. “მეგობრებო, მოდით ერთიანი ძალებით დავეხმაროთ დედა-შვილს! ისინი, პირველ რიგში, საჭიროებენ მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, საკვებ პროდუქტებს. თუ გავერთიანდებით, ჩვენ შევძლებთ ვანუგეშოთ ეს ადამიანები, დავეხმაროთ მატერიალურად და გადავატანინოთ მოახლოებული ზამთარი. თუ გაქვთ სურვილი, რომ დახმარება აღმოუჩინოთ ცხოიძეების ოჯახს, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ცხოიძეების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ “ჩერნოვეცკის” ფონდის საიტიდან“,- აცხადებენ ფონდში.
---
ბეჭდვითი მედია
07.11.2018
მედიასაშუალება: ვერსია
C ჰეპატიტის პროგრამაში აღმოჩენილი დარღვევები
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში უმნიშვნელო ფინანსური დარღვევები აღმოჩნდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დავით სერგეენკოს უწყებაში მხოლოდ ისეთი ხარვეზები გამოავლინა, რაც გამოსწორებას ექვემდებარება. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ სამინისტროს 2017 წლის კონსოლოდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტს ვრცელი სარეკომენდაციო წერილი ახლავს. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სამინისტროს ცენტრალურ აპარატს, „სხვა დანარჩენი მატერიალური მარაგების“ ანგარიშზე, 326 693 ლარის მატერიალური მარაგები აქვს აღრიცხული, რაც შემდგომი გამოყენებისთვის გამოუსადეგარია. სახელმწიფო აუდიტორებმა გამოავლინეს, რომ ჩ ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სსიპ `სოციალური მომსახურების სააგენტოს~ 26 236 866 ლარის ვადაგასული მედიკამენტები აღურიცხავს. სააგენტოს უფლებამოსილი პირის განმარტებით, ამის ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ პროგრამის ამოქმედების თავდაპირველ ეტაპზე ანუ 2015 წელს, ჩ ჰეპატიტის ძირითად სამკურნალო პრეპარატს `სოფოსბუვირი~ წარმოადგენდა, რომელიც სამკურნალო რეჟიმების მიხედვით, სხვა მედიკამენტებთან _ `ინტერფერონი~ და `რიბავირინი~ კომბინაციით ინიშნებოდა. 2016 წლის თებერვლიდან, `სოფოსბუვირი~ ახალი თაობის მედიკამენტით _ `ჰარვონით~ ჩანაცვლდა, რომლის მიხედვითაც, სამკურნალო რეჟიმები შეიცვალა. ამან კი მკვეთრად შეამცირა თავდაპირველ ეტაპზე გამოყენებული პრეპარატების, მათ შორის, `სოფოსბუვირის~, `ინტერფერონისა~ და `რიბავირინის~ მოხმარება. სახელმწიფო აუდიტორებმა დარღვევები სხვა პროგრამაშიც აღმოაჩინეს. მაგალითად, დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის პროგრამის ჰემო და პერიტონული დიალიზისათვის საჭირო სადიალიზე საშუალებების, ასევე მასალისა და მედიკამენტების შესყიდვისა და მიწოდების კომპონენტის ფარგლებში, `სოციალური მომსახურების სააგენტო~ მატერიალურ მარაგებს 27 სამედიცინო დაწესებულებას გადასცემდა, რომლებიც მომსახურებას უწევდნენ პროგრამის ბენეფიციარებს. აუდიტორების შეფასებით, მატერიალური მარაგების მიღება- ჩაბარების ოპერაციის ბუღალტრული გატარების საფუძველი იყო სამმხრივი მიღება- ჩაბარების აქტი მარაგების გადაცემის შესახებ _ სააგენტოს, მედიკამენტის მომწოდებელ ორგანიზაციასა და სამედიცინო დაწესებულებას შორის. მას შემდეგ, რაც სააგენტომ მატერიალური მარაგი სამედიცინო დაწესებულებებს გადასცა, ხარჯად აღიარა, თუმცა ამგვარი ფინანსური ოპერაცია მარაგის ხარჯად აღიარების კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, რადგან სამედიცინო დაწესებულებები ხარჯვის შესახებ ინფორმაციას სააგენტოს დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის ფორმების შესაბამისად წარუდგენენ, რომელშიც თვის საწყისი და საბოლოო ნაშთის რაოდენობრივი მაჩვენებელი ისედაც აღრიცხულია. სამინისტროს ინფორმაციით, რომელიც აუდიტორებს წარუდგინეს, გაირკვა, რომ 2017 წლის 1 იანვრისა და 31 დეკემბრის მდგომარეობით, არსებული სამკურნალო საშუალებების ნაშთი 1 939 025 ლარსა და 2 951 718 ლარს შეადგენდა. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ამგვარი უზუსტობები, პროგრამის ფარგლებში მისაწოდებელი სამედიცინო სერვისის მედიკამენტებით უზრუნველყოფის დამახინჯებულ სურათს ქმნის. მეტიც, მედიკამენტების საჭიროების განსაზღვრისა და მისი განაწილების დროს, არაადეკვატური გადაწყვეტილებების მიღების რისკსაც ზრდის. `რეკომენდაცია: სამინისტრომ და სააგენტომ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა უზრუნველყონ მატერიალური მარაგების ინვეტარიზაცია; მოცემული მარაგების მიხედვით, აქტივად აღიარების კრიტერიუმების დაკმაყოფილების ხარისხი უნდა შეფასდეს და ხელმძღვანელობამ შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. ჰემო და პერიტონული დიალიზისათვის საჭირო სადიალიზე საშუალებების, მასალისა და მედიკამენტების შესყიდვისა და მიწოდების კომპონენტის ფარგლებში, ისეთი სააღრიცხვო პოლიტიკა უნდა შემუშავდეს, რომლითაც ხარჯვითი ოპერაციას აღიარების მომენტად, სამკურნალო საშუალებების გამოყენებით, უშალოდ ბენეფიციარისთვის განხორციელებული სამედიცინო მომსახურების (სეანსები) გაწევის მომენტი უნდა შეირჩეს!~ სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და `სოციალური მომსახურების სააგენტოს~ დებიტორული დავალიანების რეესტრიდან სახელმწიფო აუდიტორებმა 91 ორგანიზაცია შეარჩიეს, რომელთა დავალიანება 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 30 307 621 ლარს შეადგენდა. პასუხი 38 ორგანიზაციისგან მიიღეს, საიდანაც მხოლოდ 8 ორგანიზაციის დებიტორული დავალიანება _ 4 207 110 ლარი დადასტურდა, რაც შერჩეული ორგანიზაციების დავალიანების მხოლოდ 14%-ია. 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფინანსურ ანგარიშგებაში აღრიცხულია 19 პირის მიმართ 2010 წლამდე წარმოშობილი 303 227 ლარის დებიტორული დავალიანება. არადა, სახელმწიფო აუდიტორების შეფასებით, სამინისტრო ამ დავალიანების წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას არ ფლობს. ამასთან, ნაშთების რეალურობის დადგენის მიზნით, მოთხოვნების ინვენტარიზაციის დროს, ორგანიზაციებთან ურთიერთშედარების აქტებიც არ გაფორმებულა. ფინანსურ ანგარიშგებაში _ „მოთხოვნები არაფინანსური აქტივების დანაკლისებით“, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 444 194 ლარის დავალიანებაა აღრიცხული, ხოლო ამ დანაკლისის აღდგენისთვის გატარებული ღონისძიებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სამინისტრომ აუდიტორებს ვერ წარუდგინა! 2017 წელს, ცენტრალურ აპარატსა და რეგულირების სააგენტოში მატერიალური მარაგების სავალდებულო ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა. არადა, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 2 048 647 ლარის მატერიალური მარაგებია აღრიცხული! დარღვევები გამოვლინდა ჩ ჰეპატიტის მართვის პროგრამაშიც. 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ამ პროგრამის ფარგლებში აღრიცხული მატერიალური მარაგების ნაშთი 1 188 788 129 ლარი იყო. ეს მარაგები ინახებოდა, როგორც სააგენტოს საწყობებში, მათ შორის, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრსა“ და „მედფარმა პლუსში“, ასევე, _ პროგრამაში ჩართულ 32 სამედიცინო დაწესებულებაშიც, საიდანაც ბენეფიციარებზე მედიკამენტები გაიცემოდა. სააგენტოში, 2017 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედარების უწყისის თანახმად, ჩ ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში, ზედმეტობა/ დანაკლისი არ დაფიქსირებულა. ამის მიუხედავად, აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ დეტალური აღწერების შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ინვენტარიზაცია მხოლოდ საწყობებში ჩაუტარებიათ და არა _ სამედიცინო დაწესებულებებში. სამედიცინო დაწესებულებებში მედიკამენტების მონიტორინგი 2017 წლის 6 ივნისიდან 22 ნოემბრის ჩათვლით განახორციელეს. `რეკომენდაცია: განხორციელდეს ბალანსზე რიცხული მატერიალური მარაგების, მოთხოვნების ინვენტარიზაცია! დებიტორებთან ურთიერთშედარების აქტები გაფორმდეს! ამასთან, შემუშავდეს და დაინერგოს პრევენციული ხასიათის კონტროლის მექანიზმები, რომლის საშუალებით, თავიდან იქნება აცილებული დებიტორული დავალიანების დაგროვება! ჩ ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში, განხორციელდეს საინფორმაციო სისტემის სრულყოფა, რათა შესაძლებელი იყოს შიდა გადაცემებისა და ნაშთების შესახებ ინფორმაციის მიღება სამედიცნო დაწესებულებების დონეზე!~ სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და `სოციალური მომსახურების სააგენტოს~ კრედიტორული დავალიანების რეესტრიდან სახელმწიფო აუდიტორებმა 61 ორგანიზაცია შეარჩიეს, რომელთა დავალიანება 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 29 461 581 ლარს შეადგენდა. გაირკვა, რომ სამინისტროს ცენტრალურ აპარატს დასტურის წერილები, მათი ხანდაზმულობის გამო, არ გაუგზავნია, ხოლო სააგენტოს 29 ორგანიზაციიდან პასუხი 12-სგან მიიღეს, რომელთაგან ერთის დავალიანებაც არ დადასტურდა. 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფინანსურ ანგარიშგებაში აღრიცხულია 2004-დან 2010 წლამდე წარმოქმნილი და ხანდაზმული 307 452 ლარის კრედიტორული დავალიანება, რომლის წარმოშობის დამდასტურებელ დოკუმენტაციას სამინისტრო არ ფლობს. ამასთან, ნაშთების რეალურობის დადგენის მიზნით, ინვენტარიზაციის დროს, ორგანიზაციებთან ურთიერთშედარების აქტები არ გაფორმებულა და არც შესაბამისი ღონისძიებები გატარებულა. `რეკომენდაცია: პერიოდულად განხორციელდეს ბალანსზე რიცხული ვალდებულებების ინვენტარიზაცია, კრედიტორებთან ურთიერთშედარების აქტები, მათი რეალობისა და ხანდაზმულობის შეაფასებით გაფორმდეს, ხოლო შედეგები მომავალი პერიოდის ფინანსურ ანგარიშგებაში აისახოს!~ სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების ზედამხედველობის ერთ-ერთი ეტაპი მონიტორინგია. ჯანდაცვის პროგრამების ფარგლებში, მონიტორინგს ექვემდებარება ყოველი მე-5 შემთხვევა, ხოლო ჩ ჰეპატიტის მართვისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების ფარგლებში, მონიტორინგს დაქვემდებარებულ შემთხვევებს, უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით არჩევენ. მას შემდეგ, რაც მონიტორინგის შედეგები შეისწავლეს, სახელმწიფო აუდიტორებმა ხარვეზები გამოავლინეს. 2017 წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 395-მა სამედიცინო დაწესებულებამ 1 247 569 შემთხვევა დააფიქსირა. მონიტორინგი არ განხორციელებულა 142 სამედიცინო დაწესებულებაში, რომელთაც წლის განმავლობაში, 115 074 შეტყობინება ჰქონდათ დაფიქსირებული, არ შემოწმებულა 899 457 შეტყობინება, რაც დაფიქსირებული შემთხვევების 72%-ია. ჩ ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2017 წელს, 32-მა სამედიცინო დაწესებულებამ 33 739 შეტყობინება დააფიქსირა. მონიტორინგი არ განხორციელებულა 24 სამედიცინო დაწესებულებაში _ 75%, რომელთაც დაფიქსირებული აქვთ 23 085 შეტყობინება. მეტიც, შეტყობინებათა 68% საერთოდ არ შემოწმებულა. `რეკომენდაცია: საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის მიზნებიდან გამომდინარე, საყოველთაო ჯანდაცვისა და ჩ ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამებში შესამოწმებელი დაწესებულებების შერჩევის სისტემა უნდა დაიხვეწოს, რომელიც რისკების შეფასებასა და სამედიცინო დაწესებულებების შემოწმების ოპტიმალურ თანაფარდობას დაეფუძნება!~
---
07.11.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
17 წლის ბიჭი ნარკოზიდან ვერ გამოიყვანეს, საავადმყოფოს ხელმძღვანელობა არ ამბობს რა მოხდა
ოპერაციის შემდეგ, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 17 წლის ბიჭი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბიჭის ოჯახი აცხადებს, რომ მას მანქანა დაეჯახა და მხოლოდ ხელი ჰქონდა მოტეხილი. გარდაცვლილის მამა ყვება, მათ ექიმებმა უთხრეს, რომ საშიში არაფერი იყო და ბიჭს მხოლოდ ხელის ოპერაციას გაუკეთებდნენ. მისივე ინფორმაციით, სანამ მოზარდი საავადმყოფოში შევიდოდა, გზაში მას ესაუბრებოდა, იცინოდა და ხუმრობდა კიდევაც. ოჯახის განცხადებით, მოზარდს გულის არანაირი პრობლემები არ ჰქონდა და ისინი ვარაუდობენ, რომ ბიჭი მედიკოსებმა ნარკოზიდან ვეღარ გამოყვანეს. მამა იმასაც ვარაუდობს, რომ მის შვილს ნარკოზი იმაზე ბევრად მაღალი დოზით მისცეს, ვიდრე ოპერაციას სჭირდებოდა. მამა ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. „ბავშვი ავარიაში მოყვა. საგანგებო არაფერი სჭირდა. მხოლოდ ხელი ჰქონდა მოტეხილი. გზაში, როდესაც საავადმყოფოში მიმყავდა, გონზე იყო. ჩვეულებრივად საუბრობდა და იცინოდა. ხუმრობდა კიდევაც და ამბობდა, რომ არაფრის ეშინოდა. მას გულის პრობლემები არასდროს ჰქონია. საკმაოდ ჯანმრთელი ბავშვი იყო. „არ ვიცით რა მოხდა. თუ გულის პრობლემა იყო, ჯერ ხომ უნდა ენახათ და ოპერაცია მერე დაეწყოთ? შეიყვანეს საოპერაციოდ და ბავშვი მომიკლეს. რა უქნეს ასეთი, აზრზე არ ვართ. ვფიქრობთ, რომ ნარკოზიდან ვერ გამოიყვანეს და გული გაუჩერდა. „მოვითხოვთ, რომ გამოძიება დაიწყოს და გაირკავს რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი", - განაცხადა გარდაცვლილი მოზარდის მამამ. არსებული ინფორმაციით, არასრულწოვანს ოპერაციის დროს გული გაუჩერდა, ასევე ვრცელდება ვერსია თითქოს პაციენტი ნარკოზიდან ვერ გამოვიდა. „რეზონანსი" კლინიკის ხელმძღვანელს დავით გოგოძეს დაუკავშირდა და მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა, თუმცა მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით ვერანაირ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდის. ჩვენს კითხვაზე, ვინ შეიძლება მოზარდის გარდაცვალების შესახებ კომენტარი გააკეთოს, მან გვიპასუხა, რომ არ იცის და ვერაფრით დაგვეხმარება. „არ ვიცი ამ ფაქტთან დაკავშირებით არაფერი. მე არ ვარ კომპეტენტური პირი. ვერ გეტყვით რა მოხდა. არც ვიცი ვინ შეიძლება ამაზე გიპასუხოთ", -განაუცახდა „რეზონანს" კლინიკის ხელმძღვანელმა. შსს-ში აცხადებენ, რომ „ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა მოზარდი რომელიც გადიყვანეს საავადმყოფოში, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო".
---
07.11.2018
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
ბავშვები შიმშილობენ, მომავალი გვეღუპება!..
გაეროს ბავშვთა ფონდის, „იუნისეფის“ მონაცემებით, საკვების მწვავე დეფიციტის, ან მასთან დაკავშირებული სხვადასხვა მიზეზით, როგორიცაა ორსულთა ანემია, ახალშობილთა მცირეწონიანობა, ფოლიუმის მჟავის ნაკლებობასთან ასოცირებული თანდაყოლილი ანომალიები, არასრულფასოვანი ძუძუთი კვების გამო და სხვა, საქართველოში ყოველწლიურად 300 ბავშვი იღუპება. დაახლოებით 77 ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და არსებობს რისკი, რომ ისინიც გოგიტა აბაშიძის ბედს გაიზიარებენ. ამ მონაცემების შესახებ „იუნისეფის“ მიერ ჩატარებული კვლევა ჯერ კიდევ 2012 წლის ივლისში იუწყებოდა. თუმცა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში პრობლემა მხოლოდ 1 წლის გოგიტას დაღუპვის შემდეგ მოექცა. სულ, ბოლო 10 წლის მანძილზე საქართველოში 4 300 ახალშობილი დაიღუპა. საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამისხელმძღვანელი მაია ქურციკიძის ინფორმაციით, რომელიც „იუნისეფის“ კვლევებს ეყრდნობა, საქართველოში 9.4 %, ანუ 77 ათასი ბავშვი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში, ასევე ამ კვლევის შედეგად გაირკვა, რომ „ ბავშვიანი ოჯახები არიან უფრო ღარიბნი და დაუცველნი, ვიდრე საზოგადოების სხვა ჯგუფები. და არსებული სოციალური დაცვის მექანიზმები, რომლებიც ქვეყანაში მოქმედებს, სათანადოდ ვერ ითვალისწინებს ბავშვების ინტერესებს“. ამავე კვლევის დასკვნაში წლიური მაჩვენებლის შესახებ ვკითხულობთ: „ყოველწლიურად 800 ბავშვი იღუპება 5 წლამდე ასაკის. აქედან 700 იღუპება პირველი 12 თვის განმავლობაში, ხოლო 400 ბავშვი ამ 700-დან იღუპება დაბადებიდან პირველი კვირის განმავლობაში, რომელიც არის ყველაზე კრიტიკული ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნებისათვის. აქედან 300 უკავშირდება ამა თუ იმ კვებასთან დაკავშირებულ დეფიციტს, როგორიცაა, მცირეწონიანობა, ანემიასთან დაკავშირებული პრობლემები და ასე შემდეგ“ - აცხადებს მაია ქურჩიკიძე. ** გაეროს რეკომენდაციები აეროს ბავშვთა ფონდმა გარკვეული რეკომენდაციებიც შესთავაზა ხელისუფლებას, მათ შორის ფქვილის ფორტიფიკაცია, ანუ – გამდიდრება რკინით, ფოლიუმის მჟავით. ასევე ზოგადად საზოგადოების განათლება, რომ მან იცოდეს, გაიაზროს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორედ ასეთი ვიტამინები და მიკროელემენტები მათი ჯანმრთელობისთვის. საზოგადოებისგანაც უნდა წამოვიდეს გარკვეული მოთხოვნა ისეთ პროდუქტებზე, რომელიც დღესდღეობით, სამწუხაროდ, არ არის. ეს რაც შეეხება გაეროს რეკომენდაციებს, ახალ მთავრობას წერილობით მიმართა ასევე საქართველოში იუნისეფის ბავშვთა ფონდმაც, სადაც კონკრეტული სამოქმედო მიმართულებებია წარმოდგენილი, როგორიც არის განათლება, ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა. რეკომენდაციები მდგომარეობს შემდეგში: „უპირველეს ყოვლისა, უნდა შეფასდეს არსებული სოციალური შეღავათების სისტემის ეფექტურობა. მეორე – შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც გადახედავს საჭიროებების შეფასების ფორმულას, ანუ, იმ მეთოდოლოგიას, რომლითაც ხდება გარკვეულწილად ოჯახებისთვის სარეიტინგო ქულების მინიჭება. აქ უნდა მოხდეს ბავშვის საჭიროებების უფრო მეტად გათვალისწინება ოჯახებისთვის სარეიტინგო ქულების მინიჭებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამყარდეს და მჭიდრო გახდეს კავშირი სოციალურ აგენტებს და სოციალურ მუშაკებს შორის“… ასევე, მთავარია დაფინანსების გაზრდა სოციალურ პროგრამებში, „ ჩვენი გამოთვლებით, ბავშვთა ყოველთვიური შემწეობის შემოღება 30 ლარის ოდენობით, რომელიც სახელმწიფოს დაუჯდება სულ 25 მილიონი ლარი, ყველაზე მეტად ეფექტური იქნება ბავშვთა სიღარიბის შემცირების საკითხში. მაგალითად, თუ უკიდურესი სიღარიბე არის 9.1 პროცენტი, ის ჩამოვა 3.9 პროცენტამდე. ყველაზე უფრო ეფექტური ინტერვენცია ამ ეტაპზე იქნება ბავშვთა საყოველთაო შეღავათი, ანუ შემწეობა, რასაკვირველია, პენსიების ზრდასთან ერთად“- აღნიშნავს საქართველოს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი.
---
07.11.2018
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებული დააზღვიოს!
შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით 2019 წლის 1 იანვრიდან დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული უბედური შემთხვევის დაზღვევით, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანრმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ დღეს გამართულ შეხვედრაზე. სამუშაო შეხვედრის მიზანს უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევისსაკითხების დეტალური განხილვა წარმოადგენდა. საუბარი შეეხო დაზღვევის პაკეტისმინიმალურ ოდენობასა და შესაძლო ლიმიტებს. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმშიწარიმართა. ბიზნეს გაერთიანებისა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს, რომ ხელი შეუწყონ ამ მიმართულებით ორმხრივ თანამშრომლობას.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისდა სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაში საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის, ბიზნეს გაერთიანებისა, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები და სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
---