From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-08.04.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com
Received On : 08.04.2019 07:58
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 08.04.2019

ტელევიზია

08.04.2019

არხი:    I არხი

გადაცემა:   მოამბე 09:00

8 მოქალაქიდან 6 მკურნალობას სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში განაგრძობს 2 პაციენტი კი, რომელთაგან 1 შვიდი თვის ბავშვია საავადმყოფოდან გუშინვე გაწერეს. რეანიმაციაში რჩება 22 წლის გიორგი ხოშტარია, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაში შოკურ მდგომარეობაში სახის, გულ-მკერდის და კიდურების დამწვრობით შეიყვანეს, მკურნალი ექიმის განცხადებით ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიემა და გადაწყვეტილებას ქირურგიული ჩარევის შესახებ სპეციალისტები დღეს მიღებენ. ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩიება 75 წლის ქალბატონიც. ინტოქსიკაციის დიაგნოზით მკურნალობს ერთ-ერთი მამაკაციც. დაზიანებები აღენიშნებოდ კიდევ სამ დაშავებულს, რომლებიც ღუდუშაურის ნევროლოგიურ განყოფილებაში რჩებიან.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5995659

რუსთავი 2-კურიერი 09:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5995662

---

 

07.04.2019

არხი:    I არხი

გადაცემა:  ახალი კვირა

სახლემწიფომ მიიღო კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, თუმცა მისი ძალაში შესვლა გადაავადა. მხოლოდ წელს 3 თვეში 8 ადამიანი დაიღუპა საწარმო ტრამვებით 2018 წელს კი წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევბის შედეგად დაღუპულთა რიცხვი საგანგაშოა 59 ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა კი 199-ს აღწევს. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციაში ამბობენ, რომ ობიექტზე უპირობო დაშვების უფლება კანონით მხოლოდ სექტემბრიდან ექნებათ მანამდე კი ობიოექტზე შრომის უსაფრთოხების შემოწმებას სასამრთლოს მოწმობა უნდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5995447

---

 

07.04.2019

არხი:  ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:  მთავარი 19:00

რეგულაციები მკაცრდება, თუმცა სამუშაო ადგილებზე ადამიანები, ისევ იღუპებიან. ამ მხრივ, განსაკუთრებით საგანგაშოდ გამოიყურება გასული წლის სტატისტიკა. ერთ-ერთი ბოლო და ტრაგიკული შემთხვევა კი, რამდენიმე დღის წინ, 1 აპრილს, თბილისში მოხდა, რა დროსაც ორი ახალგაზრდა ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლებაში, არსებული მძიმე ვითარებიდან გამოსავალს კანონის გამკაცრებაში ხედავენ. შრომის ინსპექციის უფლებამოსილება პირველი სექტემბრიდან ფართოვდება. გამკაცრებული რეგულაციების ამ დრომდე გადავადებას, ნეგატიურად აფასებენ მესამე სექტორში. ოპოზიცია კი, ხელისუფლებას კანონის აღსრულების ნაწილში აკრიტიკებს. ის რომ უკვე არსებული კანონმდებლობა ხშირად ირღვევა, არ უარყოფენ ხელისუფლებაშიც. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ აქცენტი არა დასჯაზე, არამედ დასაქმებულისა და დამსაქმებლის უფლებებს შორის ბალანსის დაცვაზე უნდა გაკეთდეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5995359

---

 

07.04.2019

არხი:   I არხი

გადაცემა:  ახალი კვირა

გასულ კვირაში პირველად დასახელდა ის ნივთები და პროდუქტები, რომელიც ტყვის შეიცავს და ძალიან საშიშია თითოეული ჩვენთაგანის ჯანმრთელობისთვის. გაირკვა, რომ ტყვია ორგანიზმში ყოველდღიური მოხმარების საგნებიდან ნებისმიერ დროსა და ადგილას შეიძლება მოხვდეს, ვიდრე ქვეყანაში არ ამოქმედდება მისი გამოვლენისა და მავნე ზემოქმედებისგან დაცვის კონკრეტული მექანიზმები. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტყვიაზე ჰაერის სინჯების ანალიზი საქართველოში, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განგაშის არანაირ საფუძველს არ გვაძლევს. კვლევის შედეგებს სკეპტიკურად აღიქვამენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. მან გაეროს ბავშვთა ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით 1600-მდე ბავშვის სისხლის ნიმუშები გამოსაკვლევად იტალიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიაში გადააგზავნა. ანალიზის საბოლოო პასუხები თვის ბოლოს გახდება ცნობილი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5995446

---

 

07.04.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 15:00

აფეთქება დიღომში. აფეთქება ბუნებრივი აირის დანადგარის ექსპლუატაციის წესების დარღვევამ გამოიწვია. დაშავებულების შესახებ კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5994941

იმედი-ქრონიკა 17:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5995112

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5994940

რუსთავი 2- კურიერი 18:00http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5995201

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5995125

---

 

07.04.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 17:00

ჭიათურაში მმართველი პარტიის სახელით შუალედურ არჩევნებში გივი მოდებაძე იბრძოლებს. კანდიდატი ადგილობრივებს ჯანდაცვის მინისტრმა, უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ და დეპუტატმა გივი ჭიჭინაძემ წარუდგინეს. საზოგადოებას სიტყვით ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მიმართა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5995157

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5994960

---

 

07.04.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 17:00

ქართული ოცნება ზესტაფონში მერობის კანდიდატს წარადგენს, ის გიორგი გოგლიჩიძე იქნება. საზოგადოებას სიტყვით ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომაც მიმართა და ზესტაფონში არსებულ გარემო პირობებზე ისაუბრა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5995048

---

 

06.04.2019

არხი:  რადიო თავისუფლება

გადაცემა: თავისუფლების მონიტორი

 შიდსით, C ჰეპატიტით და სიფილისით დაავადებული პაციენტი, რომელიც კლინიკას და სისხლის ბანკებს დაინფიცირებაში ადანაშაულებს. როგორ მოწმდება სისხლი საშიშ ინფექციებზე. ევროპელი ექსპერტების დასკვნა და რაზე ხუჭავს თვალს ჯანდაცვის სამინისტრო. "თავისუფლების მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიება.

https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90---%E1%83%AE%E1%83%A1%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%94/29865111.html

---  

 

06.04.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: შაბათის კურიერი

უსაფრთხოების ნორმების შესაძლო დარღვევის 117 შემთხვევა ბოლო ორ თვეში - დაღუპული მუშების საქმეების უდიდესი ნაწილი გამოუძიებელია. პრაქტიკულად, ხელისუფლებას არავინ დაუსჯია ადამიანების სიკვდილის გამო, ხოლო ვინც დასაჯეს მალავე საპროცესო გარიგებით გამოუშვეს, ფულის გადახდის შემდეგ.

http://rustavi2.ge/ka/news/130192

---

 

06.04.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 18:00

მთავრობის ადმინისტრაციასთან ჩანაცვლებითი თერაპიის პაციენტება აქცია გაიმართეს. მათი თქმით, რეგულაციაში, რომლის თანახმად, 1 აპრილიდან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვა სისხლის სამართლის წესით დაისჯება, არ არიან გათვალისწინებული ჩანაცვლების თერაპიის მქონე პაციენტები. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, მათთვის, ვინც მძიმე ნარკოტიკების ჩანაცვლების მიზნით ექიმის დანიშნულებით მოიხმარენ კონკრეტულ მედიკამენტებს - მარიხუანას, მეტადონსა და სუბოქსინს, არ შეეხოთ რეგულაცია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5994179

მაესტრო - ახალი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5994122

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5993991

---

 

06.04.2019

არხი:  ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:  მთავარი 21:00

ოჩხამურში, ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს. ამბობენ, რომ წლების წინ სოციალურად დაუცველის სტატუსი და დახმარება სავარაუდოდ, მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ გადასვლის გამო მოუხსნეს. ამასთან აცხადებენ, რომ სტატუსის შეჩერების დღეს დაემთხვა წინასწარ გამოტანილი 3 თვის დახმარების ჩარიცხვა - ასე, რომ არ გამორიცხავენ ამ თანხასაც უკავშირდებოდეს მათი სახელმწიფოსგან დახმარების გარეშე დატოვება. სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ ოჯახს განმეორებით რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ შეისწავლიან,უარის მიზეზი კი აქამდე ოჯახის წევრების შრომისუნარიანობა იყო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5992657

---

 

05.04.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 17:00

დევნილები, რომელთაც რამდენიმე დღის განმავლობაში დირსის კორპუსი ჰქონდათ დაკავებული ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, გრიგოლ გიორგაძეს ხვდებიან. შეხვედრები ინდივიდუალურ რეჟიმში მიმდინარეობს. მინისტრის მოადგილე თითოეული მათგანის საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ეცნობა. დევნილებმა დირსის კომპლექსი 4 აპრილს, გვიან ღამით დატოვეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5991987

---

 

05.04.2019

არხი:  მაესტრო

გადაცემა:  ახალი ამბები 15:00

5 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგნელს საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრში უმასპინძლა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5991609 

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5991430

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5991422

---

 

05.04.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 14:00

ორგანიზმში ტყვიის შემცველობის კვლევის შედეგები საგანგაშო არ არის, ამის შესახებ პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით გამოკვლეული 1600 ბავშვიდან ტყვიის მაღალი შემცველობა მხოლოდ 16 გამოუვლინდა. მისი თქმით კომპლექსური სამთავრობო პროგრამა უკვე მზადების პროცესშია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5991419

---

 

ინტერნეტი

08.04.2019

მედიასაშუალება:  https://www.palitravideo.ge/yvela-video/eqskluzivi/106520-qbavshvma-damireka-chumad-telefonith-gthkhov-mishvele-mcemeno-tiroda-kankalebdaq.html?fbclid=IwAR05n0CjGhYPW9GwF0PPGAY15l_conehlAiLKPEzCKtTVDQiu_Xg6666xR0

"ბავშვმა დამირეკა ჩუმად ტელეფონით, გთხოვ, მიშველე, მცემენო... ტიროდა, კანკალებდა..."

25 მარტს სოციალური მუშაკები საქართველოს მასშტაბით გაიფიცნენ. ისინი სამ თვეზე მეტია სისტემური ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ. პროტესტის მიზეზი მრავალია, მათ შორის, სერვისების სიმწირე, რის გამოც მრავალი შემთხვევა სათანადო რეაგირების გარეშე რჩება და ზოგ შემთხვევაში ფატალური შედეგებითაც სრულდება.  Palitravideo დაინტერესდა სოციალური მუშაკების პრობლემებით. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ბენეფიციარებისათვის აუცილებელი სერვისების დანერგვას მოითხოვდნენ. სოციალური მუშაკების ნაწილმა სამსახურიც დატოვა. 2 აპრილიდან სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს და სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ, თუმცა პროფესიული კავშირის დაფუძნებას აანონსებენ და ყველა იმ საკითხის განხილვას, რაზეც შეთანხმება ვერ მოხდა, მოლაპარაკებების ფორმატში განიხილავენ.

---

 

08.04.2019

მედიასაშუალება:   https://www.interpressnews.ge/ka/article/540933-guga-kashibaze-digmis-masivshi-apetkebisas-dashavebulze-miuxedavad-imisa-rom-pacients-seriozuli-dazianebebi-agenishneba-misi-mdgomareoba-stabiluria/

გუგა ქაშიბაძე დიღმის მასივში აფეთქებისას დაშავებულზე - მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს სერიოზული დაზიანებები აღენიშნება, მისი მდგომარეობა სტაბილურია

მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს სერიოზული დაზიანებები აღენიშნება, მისი მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ დიღმის მასივში აფეთქებისას დაშავებულის შესახებ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება. „პაციენტს სხეულის 35 პროცენტი აქვს დამწვარი, დამწვრობა აქვს სახეზე, ქვედა და ზედა კიდურებზე. განსაკუთრებით ღრმა დაზიანებები აღენიშნება ორივე მტევნის ზედაპირზე. ამ ყველაფერს სასუნთქი გზების დაზიანება ემატება, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, მდგომარეობა სტაბილურია და თავიდან ბოლომდე მკურნალობას ემორჩილება", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ. შეგახსენებთ, დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-5 კორპუსის მეოთხე სართულზე, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად, გუშინ აფეთქება მოხდა. დაშავებულია 7 ადამიანი, მათ შორის ერთი 8 თვის ბავშვია.

---

 

07.04.2019

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/540899-davit-sergeenko-zestaponis-momavali-meristvis-adamianis-janmrtelobaze-garemos-zegavlena-ert-erti-mtavari-prioriteti-ikneba/

დავით სერგეენკო - ზესტაფონის მომავალი მერისთვის ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემოს ზეგავლენა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება

დარწმუნებული ვარ, არჩევის შემთხვევაში გიორგი გოგლიჩიძესთან თანამშრომლობა ყველა კუთხით ნაყოფიერი იქნება”, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ შუალედურ არჩევნებში ზესტაფონის მერობის კანდიდატის გიორგი გოგლიჩიძის წარდგენაზე. დავით სერგეენკომ ყურადღება გაამახვილა ჯანსაღ გარემოზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ერთერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა. “მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერმა ჯანსაღი გარემო ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა. ზესტაფონისთვის გარემოს სავარაუდო მავნე გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ამასთან დაკავშირებით არის მუდმივი მსჯელობა, იდგმება ქმედითი ნაბიჯები. მე უკვე მქონდა წინასწარი კონსულტაცია ბატონ გიორგისთან ამ თემაზე. ჩვენ ერთგვარი ჯენტლმენური შეთანხმება გვაქვს ამ საკითხზე, რომ ზესტაფონის მომავალი მერისათვის გარემოს ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა, როგორც ცენტრალური ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. აქტუალურია ბევრი მიმართულება, სოციალური, ჯანდაცვა, მაგრამ ზესტაფონისთვის, როგორც ინდუსტრიული ქალქისთვის გარემოს ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ერთ-ერთი მთავარი თემაა”,- განაცხადა დავით სერგეენკომ. მინისტრმა შუალედური არჩევნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების როლი და ფუნქცია მნიშვნელოვნად იზრდება. “ეს აღარ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტები, მხოლოდ გზების მშენებლობები და წყალგაყვანილობის მოწესრიგება. ეს არის სტრატეგიული თანამშრომლობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან. ერთმანეთის ძალისხმევის გაძლიერება იმისთვის , რომ თითოეულმა თქვენთაგანმა იგრძნოს გაუჯობესება. მჯერა, რომ ამ ადამიანთან ერთად მივაღწევთ კონკრეტულ წარმატებას ამ თანამშრომლობაში. წარმატებას ვუსურვებ გიორგი გოგლიჩიძეს!”, - განაცხადა დავით სერგეენკომ. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესცენტრი ავრცელებს.

---

 

07.04.2019

მედიასაშუალება:  http://kvira.ge/460536

დავით სერგეენკო: გივი მოდებაძეს აქვს რეალური განცდა, ხედვა და სურვილი, რომ სხვისი ტკივილი და სიხარული არ იყოს მისთვის განყენებული ცნება

„იმისათვის, რომ დიდი პოტენციალი და შესაძლებლობები რეალიზდეს, აუცილებელია, ქალაქს ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელსაც, გარდა იმისა, რომ აქვს მეურნის ხედვა, ექნება განცდა, თუ რას ნიშნავს სხვისი ტკივილი და გაჭირვება“, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის, გივი მოდებაძის წარდგენაზე განაცხადა. მისი თქმით, გივი მოდებაძეს აქვს რეალური განცდა, ხედვა და სურვილი, რომ სხვისი ტკივილი და სიხარული არ იყოს მისთვის განყენებული ცნება. „მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო! ჩემთვის მართლაც დიდი პატივია თქვენთან ჩამოსვლა, თქვენთან ყოფნა და ურთიერთობა. მე ბევრი რამ მაკავშირებს თქვენს ქალაქთან, დაწყებული ჯერ კიდევ სტუდენტობიდან სპორტამდე. აქ ჩემი მეგობრებიც იმყოფებიან, ვისთან ერთადაც ახლაც მტეხავს ხოლმე მხარი თამაშების შემდეგ, მაღაროს სტადიონზე. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თბილი დახვედრისათვის და დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა. თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის, თუ რამხელა ისტორია და შესაძლებლობა აქვს ამ ქალაქს. იმისათვის, რომ ის დიდი პოტენციალი და შესაძლებლობები რეალიზდეს, აუცილებელია, ქალაქს ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელსაც, გარდა იმისა, რომ აქვს მეურნის ხედვა, აუცილებელია, ჰქონდეს განცდა, თუ რას ნიშნავს სხვისი ტკივილი და გაჭირვება. ჩვენ წლების განმავლობაში ერთად ვმუშაობდით და ვიცი, მას აქვს ამის რეალური განცდა, ხედვა და იმის სურვილი, რომ სხვისი ტკივილი და სიხარული არ იყოს მისთვის განყენებული ცნება. ბატონ გივი მოდებაძეს დადასტურებული აქვს თავისი განვლილი ცხოვრებით, რომ თითოეულმა თქვენგანმა იგრძნოს ნაბიჯები უკეთესობისკენ. მე გამოვხატავ დიდ პატივისცემას და მხარდაჭერას ამ ადამიანისადმი და ასევე, გიდასტურებთ უღრმეს პატივისცემას თითოეულ თქვენგანს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.,

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/540881-davit-sergeenko-givi-modebazes-akvs-realuri-gancda-xedva-da-survili-rom-sxvisi-tkivili-da-sixaruli-ar-iqos-mistvis-ganqenebuli-cneba/

---

 

07.04.2019

მედიასაშუალება:  https://www.bm.ge/ka/article/kanonis-amoqmedebidan-dgemde-shromis-inspeqciam-fuladi-jarima-25-kompanias-daakisra-/32244/

კანონის ამოქმედებიდან დღემდე, შრომის ინსპექციამ ფულადი ჯარიმა 25 კომპანიას დააკისრა

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბექა ფერაძის ინფორმაციით, კანონის ამოქმედებიდან დღემდე, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის, 250 კომპანიას გაფრთხილება მიეცა. ამასთან, აღნიშნული 250 კომპანიიდან, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 30 მათგანი გადამოწმდა და განმეორებითი დარღვევების გამო, 25 კომპანიას ფულადი სანქცია დაეკისრა. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ცნობით, ამ შემოწმებების ფარგლებში გაცემული მაქსიმალური ჯარიმის ოდენობა 11 ათას ლარს შეადგენს, თუმცა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი 100–დან 50 ათას ლარამდე ჯარიმებს ითვალისწინებს, ისევე როგორც გაფრთხილებასა და საქმიანობის შეჩერებას. ამ სტატისტიკაზე BM.GE-თან საუბრისას, ბექა ფერაძე აღნიშნავს, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და კონტროლთან დაკავშირებით საზოგადოების დაკვეთა დიდია, რასაც შრომის ინსპექცია გაზრდილი მანდატით მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან უპასუხებს. „1 სექტემბრიდან „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორზე ვრცელდება ანუ შრომის ინსპექციის მანდატი იზრდება. მანდატის გაზრდა მოგვცემს ჩვენ იმას, რომ აღსრულებასთან დაკავშირებული კითხვის ნიშნები, რომლებიც არსებობს, გაქარწყლდეს და შრომის ინსპექციამ სრულფასოვნად შეძლოს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულება. თუმცა მხოლოდ შრომის ინსპექცია ვერ იქნება ჯადოსნური ჯოხის მატარებელი ორგანო, თუ ამ პროცესში არ იქნა მაღალი სამოქალაქო ჩართულობა და კომპანიის მხრიდან იმ პასუხისმგებლობების გაზიარება, გათვითცნობიერება, რომელიც მათ შრომის უსაფრთხოების კანონის მიხედვით აქვთ, ამიტომ აღსრულების ნაწილს რაც შეეხება, მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას ბუნებრივია, თუმცა ამ პროცესში ნამდვილად უნდა აიღონ პასუხისმგებლობა კომპანიებმა, დანიშნონ უსაფრთხოების სპეციალისტები, კვალიფიციური, რომელიც დაიცავს დასაქმებულებს სამუშაო ადგილებზე“, – განაცხადა ბექა ფერაძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს მოქმედი კანონის საფუძველზე, შრომის ინსპექტორები ეკონომიკური დარგების მხოლოდ იმ წარმომადგენლებს ამოწმებენ, რომელთა საქმიანობა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ნუსხას განეკუთვნება. თავის მხრივ, აღნიშნული ნუსხა მთავრობის დადგენილებით რეგულირდება.

---

 

07.04.2019

მედიასაშუალება:  https://www.bm.ge/ka/article/sergeenko-afetqebis-shedegad-dazianeba-8-adamianma-miigo---2-pacientia-sayuradgebo/32246

სერგეენკო: აფეთქების შედეგად დაზიანება 8 ადამიანმა მიიღო - 2 პაციენტია საყურადღებო

დავით სერგეენკო - დიღმის მასივში აფეთქებისას დაშავებულთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, 2 პაციენტია საყურადღებო, რომლებსაც სასუნთქი გზების დამწვრობა აქვთ დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გამოეხმაურა. “აფეთქების შედეგად დაზიანება 8 ადამიანმა მიიღო. საბედნიეროდ, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 2 პაციენტია საყურადღებო, რომლებსაც სასუნთქი გზების დამწვრობა აქვთ. მათ სამედიცინო დახმარება დაზიანების პირველივე წუთებში გაეწიათ. ისინი სხვადასხვა კლინიკაში არიან განაწილებულები და ექიმები ყველაფერს აკეთებენ მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-5 კორპუსის მე-4 სართულზე, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო აფეთქება დღეს მოხდა.

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1554632506-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%97%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%92

პია.ჯი- https://pia.ge/post/255764-jandacvis-ministris-informaciit-dirmis-masivsi-afetqebis-sedegad-8-adamiania-dasavebuli

---

 

06.04.2019

მედიასაშუალება:   https://presa.ge/?m=society&AID=74067

ძგიდის ოპერაციის დროს ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

40 წლის მამაკაცი, რომელმაც „ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკაში” ძგიდის ოპერაცია გაიკეთა, გარდაიცვალა. გამოცემა "პრაიმტაიმი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირაკლი კობიაშვილი ალერგიის შედეგად ანაფილაქსიურ შოკში ჩავარდა, რადგან საანესთეზიო მასალის გამოყენებამდე შესაბამისი სინჯი გაკეთებული არ ჰქონდა. ირაკლი კობიაშვილი 11 დღე ტვინის შეშუპებით რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა. რეანიმატოლოგების მცდელობის მიუხედავად, მედიკოსებმა მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს. ახლობლების ინფორმაციით, ირაკლი კობიაშვილი ოპერაციის წინა მოსამზადებელ პერიოდში კლინიკაში მარტო არ დადიოდა და დაზუსტებით იციან, რომ მისთვის საანესთეზიო მასალაზე წინასწარი სინჯი ალერგიულობის განსაზღვრისათვის არც არავის გაუკეთებია და მედიკოსებს არც შესაძლო გართულებების თაობაზე მიუწოდებიათ ინფორმაცია. გამოცემა კლინიკის დამფუძნებელს დაუკავშირდა. როგორც ქირურგმა, მიხეილ ხუჯაძემ განმარტა, ის კომენტარს არ აკეთებს, რადგან ქირურგია და „მსგავსი ტრაგედიები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ხდება“. ექიმ-ანესთეზიოლოგ დავით კაპანაძის თქმით კი, თუ ანამნეზის შეკრებისას, პაციენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ალერგია არ აღენიშნება, მაშინ სინჯის გაკეთება სავალდებულო არ არის, რადგან შესაძლოა, გამოიწვიოს ანაფილაქსიური შოკი. გარდაცვლილის ოჯახი სისტემური ცვლილებებისათვის ბრძოლას აპირებს, რათა მომაკვდინებელი სტანდარტი შეიცვალოს და სხვა პაციენტების უსაფრთხოება დაიცვან.

---

 

06.04.2019

მედიასაშუალება:  http://liberali.ge/news/view/44298/me-ver-ganvikurnebi-jarimebit--narkotikebis-momkhmarebelta-qselis-aqtsia-kantselariastan

მე ვერ განვიკურნები ჯარიმებით" - ნარკოტიკების მომხმარებელთა ქსელის აქცია კანცელარიასთან

მოგვეცით არსებობის უფლება“, - მთავრობის ადნინისტრაციის წინ „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელმა“, „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა“ და ჩანაცვლებითი თერაპიის პაციენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. „ჯერ კიდევ ქვეყანაში მოქმედებს ნულოვანი ტოლერანტობის დროინდელი საკანონმდებლო რეგულაციები რეპრესიული ნარკოპოლიტიკის სახით. საპატიმრო დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობით ფლობისთვის სასჯელს იხდიან ადამიანები. მათ ეკისრებათ მაღალი ჯარიმები, რითაც მძიმდება ოჯახებისა და გარკვეულწილად მთლიანად საზოგადოების სოციო ეკონომიკური პირობები“, - აცხადებენ ორგანიზატორები. აქციის მონაწილეებმა ყურადღება ასევე გაამახვილეს 1 აპრილიდან ძალაში შესულ საკანონმდებლო რეგულაციებზე, რაც მანქანის მართვისას ნარკოტიკული თრობის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. მათი თქმით, ნარკოტიკების მომხმარებელთა თემი, ასევე მთლიანად საზოგადოება ეწინააღმდეგება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანის მიერ საჭის, ისევე როგორც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის ან სხვა სატრანსპორტო საშუალებების მართვას. თუმცა, მათი განცხადებით, პირველივე ჯერზე ადამიანების კრიმინალიზება არაადეკვატურია. აქციის მონაწილეების თქმით, სასჯელი მძიმე და არალოგიკურია თუ მას შევადარებთ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანის მიერ საჭის მართვას. „ზემოაღნიშნული რეგულაციები შსს-ს ოფიციალური განცხადებით ეხება ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩართულ პირებსაც, რაც ეწინააღმდეგება პროგრამის უმთავრეს დანიშნულებას - ნარკოტიკების მომხმარებლების საზოგადოებაში რესოციალიზაციას. შესაბამისად მკურნალობაში ჩართულ ადამიანებს უსპობს დასაქმების შესაძლებლობას“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

---

 

06.04.2019

მედიასაშუალება:  http://expressnews.com.ge/?id=81595

ზოიძე - გვაქვს კანონმდებლობა, რომლითაც დასაქმებულებს საკუთარი უფლებების დაცვა შეუძლიათ, თუმცა ამას არ აკეთებენ

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე აკაკი ზოიძე, კერძო სექტორში დასაქმებულებს, რომლებიც შრომის პირობებით უკმაყოფილოები არიან, საკუთარი უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს. როგორც ზოიძე "ექსპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, თუ დასაქმებულები საკუთარი უფლებების დაცვის პრეცედენტებს არ შექმნიან, პრობლემის გადაჭრას ხელისუფლება დამოუკიდებლად ვერ შეძლებს. დეპუტატის თქმით, საკითხი 2004 წელს გამწვავდა, როდესაც შრომის კოდექსი "ნაგავში მოისროლეს". „ეს ყველაფერი 9 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მთელი თაობები აღიზარდა უუფლებო შრომაში. ამ პერიოდში დამსაქმებელი მიეჩვია, რომ დასაქმებულებს უფლებები არ გააჩნია. 2013 წელს შრომის კოდექსი შევცვალეთ, თუმცა ჯერ-ჯერობით ამან ვერც დამსაქმებელსა და ვერც დასაქმებულში მენტალური ცვლილებები ვერ გამოიწვია. ამ ქვეყანაში ყველაზე ცუდი ის გვაქვს, რომ ვიღებთ რეგულაციებს, მაქსიმალურად ვცდილობთ ადამიანებზე იყოს მორგებული, თუმცა აღმოჩნდება რომ არ არის მორგებული ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა, ან აღსრულება არ ხორციელდება და მერე ხდება ამის დისკრედიტაცია. კანონმდებლობა არსებობს და ფრთხილად ვმსჯელობთ, კიდევ რისი დამატება შეიძლება მონიტორიგის კუთხითაც“, - განაცხადა ზოიძემ. მისი განმარტებით, სახელმწიფომ მიიღო კანონმდებლობა და მექანიზმი, რომლითაც მოქალაქეებს საკუთარი უფლებების დაცვა შეუძლიათ, თუმცა უმრავლესობა ამ შესაძლებლობას არ იყენებს. „ის დამოკიდებულება, რომ სახელმწიფო ჩვენი მამა-მარჩენალია არის ძალიან ცუდი. აუცილებელია ადამიანის გონება და მზაობა, რომ თავისი უფლებები დაიცვას. არ არის სწორი იმაზე საუბარი, რომ აღსრულებაზე ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს. უხეში დარღვევების კლასიფიცირება სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომელიც ყოველთვის ქმედითია. ამის გადაწყვეტის სხვა მექანიზმი არ არსებობს. ამასთან, არსებობს იურიდიული დახმარების სამსახური, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს და შრომის უფლების დარღვევის დროს დასაქმებულებმა მას უნდა მიმართონ“, - აღნიშნა დეპუტატმა. აკაკი ზოიძემ შრომის ინსპექციაში არსებულ პრობლემებსა და კადრების სიმცირეზეც გაამახვილა ყურადღება. „არსებობს შრომის ინსპექცია, თუმცა თუ ითხოვენ, რომ ყველანაირი შრომის უფლების დარღვევაზე შრომის ინსპექცია უნდა რეაგირებდეს 90 000 იურიდიულ პირში, ეს არის ზღაპარი და თავიდან ბოლომდე არაეფექტურ დისკრედიტაციას გაუწევს შრომის უსაფრთხოების კანონსაც. ინსპექციის ინსტიტუციონალური გაძლიერება ჯერ ბოლომდე არ მომხდარა. ადრე 25 ადამიანი ჰყავდა, ახლა 40 ჰყავს. როცა შრომის უსაფრთხოების სტანდარტებზეა საუბარი, მათ შესაბამისი პროფესიონალური უნარჩვევები და ცოდნა სჭირდებათ. რეკომენდირებულია მინიმუმ 90, რომ ოდნავ მაინც ჰქონდეს ისეთი ეფექტი, როგორიც საჭიროა“, - განაცხადა ზოიძემ. მანვე განმარტა, რომ ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სახელმწიფოსთვის ყველა კონტრაქტორის განკოტროლება შეუძლებელია. ზოიძე პროფესიული კავშირების როლზეც საუბარობს და დასძენს, რომ ისინი ეფექტურად ვერ მუშაობენ. „ამისთვის არსებობს პროფკავშირი და არასამთავრობო ორგანიზაციები. მაგალითად EMC ყოველთვის მზად არის დახმარებისთვის. ისიც პრობლემაა, რომ პროფკავშირი ძალიან ცუდად მუშაობს და ამ დროს მოდიან და ჩვენ გვლანძღავენ, თითქოს არ ვიღებთ შესაბამის ზომებს. სასურველია ისეთი პროფკავშირის არსებობა, რომელიც ასეთი დიდი მარკეტების თანამშრომლებს ორგანიზებას გაუკეთებს. მაგალითისთვის სოციალური მუშაკების გაფიცვის დროს, ძალიან ეფექტურად მუშაობდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. ოღონდ რამე ინიციატივა გამოიჩინონ და სახელმწიფო მზადაა დახმარებისთვის. პრობლემას უნდა წამოჭრა, ჯანდაცვაში განაცხადონ, რომ გაფიცვას აპირებენ, საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანონ საკუთარი უფლებების დაცვისთვის. მათ თვითონ უნდა შექმნან პრეცედენტი. მაგალითად 10-კაციანი ქეისი რომ შეიქმნას, ერთად უჩივლონ სასამართლოში და კომპანიას დიდი კომპენსაცია დაეკისრება. საზღვარგარეთ პრევენცია ამაზეა დამოკიდებული. სამაგალითო უნდა იყოს დასაქმებულების მოქმედება თავისი უფლებების დაცვის კუთხით და თუ შეძლეს, ამის შემდეგ ეს ყველა დამსაქმებლისთვის მაგალითი იქნება. აღსანიშნავია პირველი პრეცედენტები, რომლებიც, „სპართან“ და „ფრესკოსთან“ დაკავშირებით სოციალური ქსელში გავრცელდა. „ფრესკოს“ შემთხვევაში გვახსოვს, გასახდელებში კამერები იყო დამონტაჟებული. სამწუხაროა, რომ დასაქმებულებმა ეს საქმე ბოლომდე არ მიიყვანეს და კომპანიის წარმომადგენელს სასამართლოში არ უჩივლეს ასეთი დარღვევის გამო", - აღნიშნა აკაკი ზოიძე. ცნობისთვის, "ექსპრესნიუსმა" შრომის უფლებების დარღვევის შესახებ რამდენიმე დღის წინ ვრცელი მასალა მოამზადა. სტატია მაღაზიათა ქსელ "სპარში" არსებულ მძიმე ვითარებას აღწერს. რესპოდენტების ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას რომ აღნიშნული კომპანია დასაქმებულებს არაადამიანურ პირობებში ამუშავებს და მათ უფლებებს სისტემატიურად არღვევს.

---

 

06.04.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/460385

80 წლის ოლგას და 86 წლის სვეტლანას საზოგადოების დახმარება სჭირდებათ – დებს უკიდურესად უჭირთ

ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, უამრავი ხანდაზმული ადამიანი სიცოცხლის უკანასკნელ წლებს მარტოობასა და სიღარიბეში ატარებს. ბევრი მათგანი საწოლსაა მიჯაჭვული და მწარედ განიცდის უმძიმეს მდგომარეობას. ოლგა 80 წლისაა, იგი საკუთარ დას – 86 წლის სვეტლანას უვლის, რომელსაც გადატანილი ინსულტის შემდეგ, გადაადგილება არ შეუძლია. მან დაკარგა მეხსიერება, ვერ ლაპარაკობს და სხვაზეა დამოკიდებული. “ჩერნოვეცკის ფონდის” ინფორმაციით, ოლგა ჯერ–ჯერობით უმკლავდება სიძნელეებს, თუმცა ბოლო დროს მისი ჯანმრთელობაც საგრძნობლად შეირყა. მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა, იგი მთელი გულით უვლის დას – უმზადებს საჭმელს, ასმევს წამლებს, უცვლის თეთრეულს, ურეცხავს ტანსაცმელს და ალაგებს ოთახს. ოლგას გადაადგილებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს, სტკივა ზურგი და სახსრები, აწუხებს მაღალი წნევა. ამას წინათ, იგი კორიდორში წაიქცა და თეძო დაიზიანა. ახლა წელში ვერ იმართება და მოხრილი დადის. ჩვენ გავესაუბრეთ ოლგას და ვთხოვეთ გაეზიარებინა საკუთარი პრობლემები: –ნათესავები არ გეხმარებათ? -ოჯახში სულ ხუთნი ვიყავით. ჩემი ძმა და ორი და გარდაცვლილნი არიან. ძმისშვილი გერმანიაში ცხოვრობს, ხოლო დისშვილი – რუსეთში. თბილისში გვყავს ნათესავები, მაგრამ მატერიალურად უჭირთ და არ მინდა მათი შეწუხება. ისე, გვაკითხავენ და ყურადღებას გვაქცევენ. მე და სვეტლანას არასდროს გვყოლია საკუთარი ოჯახი. –პროფესიით ვინ ბრძანდებით? -მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე და 50 წლის განმავლობაში, ვმუშაობდი ინჟინერ–კონსტრუქტორად „შრომის დაცვის“ კვლევით ინსტიტუტში. საინტერესო ცხოვრება განვლე, გარკვეულ წარმატებასაც მივაღწიე კარიერაში, კარგად ვიცი რამდენიმე ენა, თუმცა პირველად ქართულად დავიწყე წერა. -ეს ბინა, სადაც ცხოვრობთ, თქვენი საკუთრებაა? -ამ სახლს დიდი ისტორია აქვს. იგი 1889 წელს ააშენა ჩემმა ბებიამ, რომელიც იყო მწერალ ოვანეს თუმანიანის ღვიძლი და. გასაბჭოების შემდეგ, ჩვენს ოჯახს მხოლოდ რამდენიმე ოთახი დაუტოვეს. საბოლოოდ, ეს ორი პატარა ოთახიღა შემოგვრჩა. სახლი ცუდ მდგომარეობაშია, სასწრაფო რემონტია საჭირო, მაგრამ სად არის ამის საშუალება… -მარტო როგორ უმკლავდებით მძიმე ავადმყოფის მოვლას? -რა ვქნა აბა? ძალიან მიჭირს, მაგრამ ვცდილობ, შეძლებისდაგვარად. ვერ მივატოვებ ჩემს დას, იგი უჩემოდ ვერ გაძლებს. -როგორია თქვენი შემოსავალი? -პენსია და სოციალური შემწეობა. ფული ძირითადად წამლებზე გვეხარჯება, პამპერსების საყიდელი თანხა კი არ მრჩება. -ვინ გეხმარებათ? -ჩერნოვეცკის ფონდი გვეხმარება. მოდიან ექიმი და ექთანი, გვივლიან, სამედიცინო პროცედურებს ატარებენ, სახლსაც გვილაგებენ. უღრმესი მადლობა ამისთვის. მეზობელი მეუბნება – დარეკე მერიაში და სთხოვე რემონტის გაკეთებაში დაგეხმარონო, მაგრამ ისე ცუდად ვარ, რომ ესეც არ შემიძლია. უზომოდ მადლიერი ვიქნები, თუკი ვინმე დახმარების ხელს გამომიწოდებს! მე მჯერა, რომ ჩვენ ირგვლივ კეთილი ადამიანები მრავლად არიან. მეგობრებო, დაეხმარეთ ამ ხანდაზმულ ქალბატონებს! ისინი საჭიროებენ საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს და ჰიგიენურ საშუალებებს. ყველაზე მეტად კი მათ თანადგომა და ადამიანური სითბო ესაჭიროებათ. თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ოლგა და სვეტლანა ავეტისოვები).

ნიუპოსტ.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=201890-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90,%20%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98,

---

 

06.04.2019

მედიასაშუალება:  http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=11840

ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში

სიძველის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი, რომელიც ნგრევის პირასაა. დაბა ოჩახამურში, ავარიულ სახლში 4 ადამიანი ცხოვრრობს. უკიდეურესად გაჭირვებულები დახმარებას ითხოვენ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში კი ამბობენ, რომ სურმანიძეების დახმარებას იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ ობიექტი სტიქიამ დააზიანა. დაბა ოჩხამურში ოთხწევრიანი ოჯახი წლებია ასეთ პირობებში ცხოვრობს. სურმანიძეების საცხოვრებელი ნგრევის პირასაა მისული. საფრთხე განსაკუთრებით უამინდობისაც იქმნება. წვიმასა და ქარში უკიდურესად გაჭრვებულები ღამის გასათევად მეზობლებს მიმართავენ. სურმანიძეებს სოციალური დახმარება 7 წლის წინ მოუხსნეს . სახელმწიფომ მაშინ მაშინ ჩათვალა, რომ ოჯახი თავს მცირეწლოვანზე გაცემული 50 ლარიანი შემწეობით გაიტანდა. ქობულეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელებმა მათ დახმარების შეწყვეტის მიზეზი ასე განუხმარტეს: სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ ოჯახის ორი წევრი შრომისუნარიანია, რის გამოც მოეხსნათ ფულადი შემწეობა. უწყება შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში მათ დასაქმებაში ხელს შეუწყობს. იმისათვის, რომ სურმანიძეების საცხოვრებლის მდგომარეობა თავიდან იქნას შესწავლილი, ოჯახმა ქობულეთის მერიას ხელახლა უნდა მიმართოს. უწყებაში განმარტავენ, რომ თუ სახლი სტიქიის შედეგად დაზიანდა, ფინანსებს გამოყოფენ სიძველის შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაციისთვის კი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას პროგრამა არ გააჩნია.

---

 

05.04.2019

მედიასაშუალება:  http://expressnews.com.ge/?id=81548

WHO: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მის უმთავრეს მიზანს წარმატებით ახორციელებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიღწევების და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ სტატია გამოაქვეყნა. როგორც ჯანმოს საქართველოს ოფისის დირექტორმა მარიან ივანუშამ აღნიშნა, 2013 წელს საქართველოს ახლად არჩეულმა მთავრობამ აამოქმედა “საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა”, რომელმაც მოკლე ხანში უპრეცედენტოდ გაზარდა ქვეყნის მოსახლეობის ხელმისაწვდომობა სამედიცინო დახმარებაზე. ამ წლების განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ცალსახად აჩვენა პროგრამით მოსარგებლეების კმაყოფილება და “ჯიბიდან გადახდების” კლების ტენდენცია. მიუხედავად მნიშვნელოვნად გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტისა, გლობალურად მზარდი ჯანდაცვის დანახარჯების პირობებში აუცილებელია დამატებით ისეთი რეფორმების გატარება, რომელიც უზრუნველყოფს ერთის მხრივ “საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის” მდგრადობას, ხოლო მეორეს მხრივ მთავრობის მიერ გაწეული ხარჯებით კიდევ უფრო მეტი სარგებლის მიღებას მოსახლეობისათვის. სამინისტროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში ამ მიზნების მისაღწევად შემუშავდა რეფორმების ახალი ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს ჯანდაცვის სერვისების დაფინანსების ახალ სისტემაზე-DRG (“დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების”) გადასვლას. ამ სისტემის შემოღება ხელს შეუწყობს სამედიცინო მომსახურების კიდევ უფრო მეტად მიმართვას პაციენტის ინტერესებზე, ბევრად გამჭვირვალეს გახდის სამედიცინო მომსახურებას კლინიკებში, რაც საბოლოო შედეგის სახით მოგვცემს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ სამედიცინო მოვლის ხარისხს. “ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის შემდგომი გაძლიერების გზაზე ჯანმოს საქართველოს ოფისი კოორდინაციას უწევს რეფორმას, რომლის მიზანიცაა ახალი სისტემების ეფექტიანი დანერგვა”

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/540658-jandacvis-servisebi-dapinansebis-axal-sistemaze-gadadis/

პია.ჯი- https://pia.ge/post/255563-sayoveltao-jandacvis-programa-warmatebit-axorcielebs-mis-umtavres-mizans-mosaxleobas-hqondes-sayoveltao-wvdoma-jandacvis-servisebze-finansuri-sizneleebis-garese

პრაიმტაიმ.ჯი-  https://primetime.ge/news/1554463320-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%AB%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%94

იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/101824/jandatsvis-msoplio-organizatsia-sakoveltao-jandatsvis-programas-dadebitad-apasebs?fbclid=IwAR3HlObULSAyf8ULI4HutcvXwY2QRSa3Zyi8DLzLMMCQbLaHo_QpIezcWRg

---

 

05.04.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/540656-dges-janmrtelobis-msoplio-dge-aginishneba/

დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება

5 აპრილს საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთლეობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, ამ დღესთან დაკავშირებით 2019 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპის ქვეყნების ლიდერებს მოსახლეობის საყოველთაო მოცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ნაბიჯისკენ - პირველად ჯანდაცვაში ინვესტირებისკენ მოუწოდებს. ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში ჯანმოს ევროპის ბიუროს ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს საქართველოში პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა და სამომავლო გეგმები. პირველადი ჯანდაცვის სერვისების გაძლიერება, სოფლის ექიმის პროგრამის გაუმჯობესება, სტრატეგიული შესყიდვების დანერგვა, სოციალური მომსახურების საააგენტოს რეორგანიზაცია არის ის მთავარი მიმართულებები, რომლებიც პირველადი ჯანდაცვის რგოლის გასაძლიერებლად არის დაგეგმილი. შეხვედრის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს უმასპინძლებს საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრში, რათა ჯანმოს ექსპერტებს ადგილზე გააცნოს საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელთა საქმიანობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ევროპის რეგიონის ქვეყნებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით, თუმცა, მოსახლეობის დიდ ნაწილს, კვლავ არ აქვს საკმარისი წვდომა საჭირო სამედიცინო სერვისებზე. სამედიცინო სერვისებისთვის, განსაკუთრებით მედიკამენტებისთვის საჭირო თანხები მნიშვნელოვან ტვირთს წარმოადგენს ევროპის რეგიონის, მათ შორის მაღალშემოსავლიანი ქვეყნების მოსახლეობისთვის. ევროპის 24 ქვეყნის ჯანდაცვაზე დანახარჯების შესწავლამ ცხადყო, რომ ოჯახების 9%-ს სამედიცინო სერვისებისთვის თანხის გადახდის შემდეგ აღარ რჩება სხვა მინიმალური საყოფაცხოვრებო საჭიროებების დაკმაყოფილების რესურსი. განსაკუთრებით, მოწყვლადი ჯგუფები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და ასაკოვანი მოსახლეობა, ყველაზე მეტად განიცდის ჯიბიდან გადახდასთან დაკავშირებულ სირთულეებს და ხშირად სრულადაც ვერ იღებს საჭირო სერვისებს. „საქართველოს მთავრობა ატარებს სოციალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებულ პოლიტიკას, რათა შეამციროს ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდები, განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი და მუდმივი სამედიცინო საჭიროებების მქონე პირებისთვის. განსაკუთრებით ბოლო წლებში, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, რომელმაც 2018 წელს მთლიანი მოსახლეობის თითქმის 90% -ის სამედიცინო სერვისები დააფინანსა. მთლიანი შიდა პროდუქტიდან სახელმწიფოს დანახარჯები ჯანდაცვაზე 2012 წელს არსებული 1,6%-იანი მაჩვენებლიდან 3,08%-მდე გაიზარდა 2016 წელს. შედეგად სამედიცინო სერვისებისთვის მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების წილი 73,4%-დან 55,6%-მდე შემცირდა. პირველად ჯანდაცვას აქვს სასიცოცხლო როლი სამედიცინო სერვისებზე ფართო წვდომის უზრუნველყოფის საკითხში”, - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებაში.

აიპრეს.ჯი-   https://ipress.ge/new/dghes-janmrthelobis-msophlio-dghe-aghinishneba/

პია.ჯი- https://pia.ge/post/255561-5-aprils-saqartvelosi-janmrtelobis-msoflio-dre-arinisneba

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=81545

---

 

05.04.2019

მედიასაშუალება:  http://liberali.ge/news/view/44273/mzaddeba-samtavrobo-programa-tyviis-problemebis-aghmosafkhvrelad--paata-imnadze

მზადდება სამთავრობო პროგრამა ტყვიის პრობლემების აღმოსაფხვრელად - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ტყვიის შემცველობაზე კვლევის შედეგები ამ თვის ბოლოს გამოქვეყნდება. კვლევასთან დაკავშირებით იმნაძემ დღეს „მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრა. „შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკვლეული 1600-მდე ბავშვიდან, სისხლში ტყვიის საყურადღებო მატება 16 ბავშვს დაუდგინდა. ამ ბავშვებთან დადიან ექიმები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკი, გარემოს სპეციალისტი და ინდივიდუალური მკურნალობა უტარდებათ. ასევე მიმდინარეობს მათი საცხოვრებელი გარემოს შესწავლა, რათა დადგინდეს ტყვიის წყარო. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ცოტა ხანში სახელმწიფო პროგრამა ამუშავდება. ამ საკითხთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა პრემიერ-მინისტრთან. მზადდება დიდი სამთავრობო პროგრამა სხვადასხვა უწყების ჩართულობით, იმისთვის, რომ ქვეყანაში დაისახოს გრძელვადიანი პროგრამა ტყვიის პრობლემების აღმოსაფხვრელად”, – აცხადებს პაატა იმნაძე.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/540595-paata-imnaze-sisxlshi-tqviis-shemcvelobis-mizezebis-gamosakvlevad-didi-samtavrobo-programa-mushavdeba/

---

 

05.04.2019

მედიასაშუალება:  http://liberali.ge/news/view/44274/tsitela-jerjerobit-ar-cherdeba-300ze-meti-bavshvia-dgheisatvis-infitsirebuli--imnadze

წითელა ჯერჯერობით არ ჩერდება, 300-ზე მეტი ბავშვია დღეისათვის ინფიცირებული - იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, წითელას ვირუსი ისევ გრძელდება და ამ დროისთვის 300-ზე მეტი ბავშვია ამ დაავადებით ინფიცირებული. „წითელა ჯერჯერობით არ ჩერდება. არც გაჩერდება, იმიტომ, რომ ცოტა მოიკლო ვაქცინაციამ. მაგალითად, ბავშვებს რომ ეკუთვნით გეგმურად 5 წლის ასაკში აცრა, ამის გარდა წელს უკვე აცრილია 113 000 ადამიანზე მეტი, მაგრამ საკმარისი ეს არ არის, იმიტომ, რომ წითელა მაინც არ ჩერდება. ზოგადად, 2900 შემთხვევაა წითელასი ქვეყანაში რეგისტრირებული, ანუ, პრაქტიკულად, თვეში 1000 შემთხვევაა, რაც დაიწყო ეს წელიწადი და აქედან 300-ზე მეტი ბავშვია, რომელსაც წლამდე დაემართა წითელა, რამაც შეიძლება ძალიან მძიმე მიმდინარეობა მიიღოს. ეს იმიტომ რომ დავუშვათ, დედა არ იყო იმუნური და როდესაც ბავშვი დაიბადა, მას არ ჰქონდა თანდაყოლილი იმუნიტეტი დედისგან, რომ აცრამდე დაეცვა დედისგან გადასულ სხეულებს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ქალბატონებს, ვინც აპირებს დაორსულებას, ბავშვის გაჩენას, რომ დაორსულებამდე აიცრან წითელა-წითურას საწინააღმდეგო ვაქცინაციით", - განაცხადა იმნაძემ

---

 

05.04.2019

მედიასაშუალება:   https://ipress.ge/new/kakhethshi-tsithelas-satsinaaghmdego-atsra-9700-ze-metma-adamianma-chaitara/

კახეთში წითელას საწინააღმდეგო აცრა 9700-ზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა

კახეთის მასშტაბით წითელას ვირუსული ინფექციის გამოვლენის ახალი შემთხვევები ყოველკვირეულად კლებულობს. ამის შესახებ “აიპრესს” ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის კახეთის ოფისში განუცხადეს. ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, აცრები გრძელდება და მოსახლეობის მეტად ინფორმირების მიზნით, უახლოეს პერიოდში სპეციალური კამპანიის დაწყებაც იგეგმება. “აშკარად მცირდება ახალი შემთხვევების გამოვლენა,მაგალითად წინა კვირებში, ყოველკვირეულად თუ ფიქსირდებოდა 23-25 ახალი შემთხვევა,ამ კვირაში 17 შემთხვევაა დაფიქსირებული. რაც რა თქმა უნდა, აცრების დამსახურებაც არის. დღეის მონაცემებით, კახეთის რეგიონში წითელას საწინააღმდეგო აცრა უკვე 9 700ზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა”, განუცხადა “აიპრესს” ხიზანიშვილმა.

---

 

05.04.2019

მედიასაშუალება:  http://www.gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/maksimum-ori-kvira-da-zamtris-virusebi-tavs-dagvanebebs-imnadze

მაქსიმუმ ორი კვირა და ზამთრის ვირუსები თავს დაგვანებებს“ - იმნაძე

მაქსიმუმ ორ კვირაში, ზამთრის ვირუსების ტალღა შეწყდება, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელ მა პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „100 000 მოსახლეზე 100 მომართვიანობაა. გახსოვთ, რომ 300-მდე იყო მომართვიანობა და ახლა ნაკლებია. ამასთან, დაიწყო სხვა ტიპის ვირუსებიც და არა _ გრიპის. ჯერ კიდევ ცივა. რაც უფრო მალე დათბება, მალე გავა ეს ვირუსები. არაფერი საგანგაშო არ ხდება, უბრალოდ, ჩვეულებრივი გაზაფხულის ამბავია. ავადობა ისეთია, როგორიც შარშანწინ და შარშან იყო ამ დროს, უბრალოდ, ყურადღება ყოველთვის არის მისაქცევი. მაქსიმუმ ორი კვირა და ზამთრის ვირუსები თავს დაგვანებებს“, _ განაცხადა იმნაძემ. მისი თქმით, გაციების ვირუსების ტალღის გადავლის შემდეგ, გაზაფხულის პერიოდში, თავს იჩენს ხოლმე ტკიპებით გადაცემადი დაავადებები. „სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩვენს ქვეყანაში ცოტაა ამ დაავადებების შემთხვევები, თუმცა, მაინც შეიძლება შევხვდეთ გარკვეულ რაოდენობას სხვადასხვა ტკიპებით გადაცემადი დაავადებებისას. შეიძლება იყოს მძიმე შემთხვევები, როგორიცაა კონგოს ცხელება და ნაკლებად მძიმე ანუ ვორელიოზი. თუმცა, ამის რისკი გაცილებით მეტია, თუკი ევროპის ქვეყნებში წახვალთ და ტყეში გაისეირნებთ", - განაცხადა იმნაძემ.

---

 

05.04.2019

მედიასაშუალება:  https://odishinews.ge/ge/2015-03-22-16-17-07/item/17304-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A3-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90

"საძულველი ჩვენი" - ანუ დევნილების დაუსრულებელი ბრძოლა

რამდენიმე დღის წინ თბილისში, ისნის რაიონში მდებარე „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის ორი შენობა 1993 წელს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა დევნილებმა დაიკავეს, რომლებიც 26 წელია, სახელმწიფოსგან თავშესაფარს ელოდებიან. სანამ პოლიცია კომპანიის კერძო საკუთრებას უფრთხილდებოდა და დევნილებს „მათივე უსაფრთხოების გამო“ ბლოკადაში ამყოფებდა, სამინისტროს წარმომადგენლები მოლაპარაკებებებს აწარმოებდნენ, რომ მათ დაკავებული შენობები დაეტოვებინათ. აღნიშნულის პარალელურად კი, იმის ნაცვლად, რომ „დირსის“ კომპლექსში მცხოვრები მკვიდრი მოსახლეობა დევნილების ყოფას იაზრებდეს, მათი უფლებების დაცვისთვის იბრძოდეს და მათი საჭიროებების დაკმაყოფილების მოთხოვნით სახელმწიფოს უპირისპირდებოდეს, დევნილების წინააღმდეგ აწყობს საპროტესტო აქციას. მეტიც, „დირსის“ კორპუსის მცხოვრებთა მეტყველებაში დევნილების დეჰუმანიზების მცდელობაც შეიმჩნევა. კერძო მესაკუთრეები მათთვის თითქოსდა კრიტიკულ შეკითხვებს სვამენ: „საიდან მოვიდა ეს ხალხი, რა უნდათ?!“, „გაზონებზე დადიან“, „ღამით ეზოში ჩასვლა გვეშინია “, "საშიში არიან", "მანქანებს ვერ ვტოვებთ, გაგვიქურდავენ"... „დირსის“ ბინების მესაკუთრეების მხრიდან ამგვარი განცხადებები განზრახ თუ არა, უნებლიეთ მაინც უწყობს ხელს დევნილებზე იმგვარი აზრის ჩამოყალიბებას, თითქოს ისინი კრიმინალები, არაცივილურები და საშიში იყვნენ, და რაც მთავარია, ახდენს მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების დელეგიტიმაციას საზოგადოებისა და სახელმწიფოს თვალში. ამრიგად, თუ ემპირიულად არა, თეორიულად მაინც შეგვიძლია გამოვთქვათ ლეგიტიმური ეჭვი, რომ დევნილები საქართველოს ცენტრში მცხოვრებთათვის აღიქმება, როგორც „საძულველი სხვა“, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის მის პირად კომფორტს არღვევს და მის კერძო საკუთრებაში „იჭრება“. ამაზე დაქირავებული მუშების მიერ დევნილთა გარშემო აშენებული მეტალის ღობეც მეტყველებს. ეს სიძულვილი არახალია, მისით წლებია დაავადებულია ქართული საზოგადოების ნაწილი და ზოგჯერ სხვადასხვა კონტექსტში ამოტივტივდება ხოლმე. ყველას გვახსოვს ნარატივი - როგორ "შემოესია" თბილისს დევნილების რამდენიმე ტალღა თავის დროზე. „შეგვჭამეს ჩამოთრეულებმა“, „ლტოლვილია, მაგრამ რა ეტყობა“ - ეს ის სიტყვებია, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება მათ, ვინც თავშესაფრის დაკარგვით გაოგნებულებსა და ენაწართმეულებს ცენტრში მცხოვრებთა სიბრალულნარევი ზიზღისთვისაც უნდა გაგვეძლო. ამაში ვერც აფხაზებს და ვერც ოსებს ვერ დავადანაშაულებთ. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი საზოგადოების დამოკიდებულება დევნილების მიმართ იმთავითვე ორად გაიყო - სიბრალულად ან სიძულვილად. ვინაიდან სიბრალულთან შედარებით სიძულვილი უფრო გულწრფელი განცდაა, გულწრფელი მადლობა თქვენ ამისთვის. თუმცა ქართული საზოგადოების ამ ნაწილისთვის კითხვა მაინც რჩება. რატომ შეიძლება ასე სძულდეთ „ადგილობრივებს“ დევნილები? იმიტომ ხომ არა, რომ ჩვენ ყველა იმ ომის სახე ვართ, რომელშიც საქართველო დამარცხდა? ჩვენ ვერ გესაუბრებით თქვენს დიად გამარჯვებებზე? ჩვენ ხომ არ ვართ თქვენთვის ის გმირები, რომლებზეც იმღერებთ, დაწერთ წიგნებს, თქვენს ფსევდოპატრიოტულ სულისკვეთებას დააშენებთ, რომლითაც აღზრდით მომავალ თაობებს და მოუყვებით იმ ომების შესახებ, რომლებიც თქვენ არ გამოგიცდიათ. ჩვენ ხომ ისინი ვართ, ვინც სოხუმიდან და ცხინვალიდან შორს მყოფი ცენტრის ცხოვრებაში დისონანსი შემოვიტანეთ და ფსევდომშვიდობა დაგირღვიეთ. სიძულვილი ნაწილობრივ გაქრა მხოლოდ მათ მიმართ, ვინც „გაძლიერდა“ , საკუთარი შრომით შეიძინა კერძო საკუთრება, რითიც „უსაფრთხო“ მოქალაქედ იქცა და „დევნილობის“, როგორც რაღაც ცალსახად უარყოფითისა და „შეჭრილის“ იარლიყი მოიცილა. დანარჩენებმა, ვინც ვერ შევაღწიეთ კაპიტალისტური შრომის სისტემაში, ვინც კვლავ სახელმწიფოზე „დამოკიდებულების“ სტიგმას ვებრძვით, ვინც ვბედავთ და სახელმწიფოს ვთხოვთ პასუხისმგებლობის ბოლომდე შესრულებას, ერთადერთი ფუნქცია რაც შეგვრჩა, ეს არის ვიყოთ პოლიტიკური იარაღი, რომ დასავლეთის წინაშე კიდევ ერთ ცრემლი გადმოაგდოთ ჩვენ გამო და მთავარ მაგისტრალზე მიმავალ უცხოელებს ფანჯრიდან დაანახოთ, თურმე - როგორ განიცდით რუსულ ოკუპაციას, დევნილების პრობლემებს და ჩაჩაჩულ ანტიოკუპაციურ წინდას სხვების დასანახად გაისწორებთ. ჩვენ აღარ გვჯერა მითიური „დაბრუნებების“. ჩვენი ომი არ დამთავრებულა არც 90-იანებში და არც 2008 წელს. დევნილების ბრძოლა გაგრძელდა როცა აქ ჩამოვედით, ღირსეული საცხოვრებელი პირობებისთვის, დასაქმებისთვის და ბოლოს - არსებობისთვის, რომლითაც თურმე ასე გაწუხებთ. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საერთო ქართულ საზოგადოებაში დაბრუნებაა, რომელიც არასდროს მომხდარა და შეიძლება ისეთივე უტოპისტურია, როგორც თავად სოხუმსა და ცხინვალში დაბრუნება, აღნიშნული კი ორმაგ უარყოფაში დარჩენილ "უსამშობლო" დევნილებს უსასრულო მოხეტიალობისთვის სწირავს იმ "სამშობლოს" ძიებაში, რომელიც მათი და მათთვის არასდროს იქნება.

---

 

 

05.04.2019

მედიასაშუალება:  http://www.newposts.ge/?l=G&id=201825-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90,%20%E1%83%A3%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90,

"მხოლოდ სიბრალულის და დაცინვის ობიექტი ვარ... მეც მინდა, ჩემი თანატოლებივით გავიღიმო, სარკეში ჩავიხედო, სასეირნოდ შიშის გარეშე გავიდე”- 23 წლის გოგონას ემოციური წერილი, რომელსაც დახმარება სჭირდება

23 წლის ლიკა უგლავა, რომელიც უმძიმეს დიაგნოზზს ებრძვის ემოციურ წერილს აქვეყნებს. გოგონა ფიქრობს, რომ ჩვენ მისი იმედი და შესაძლო ბედნიერების მიზეზი ვართ. "მაქვს მე-4 ხარისხის მძიმე ფორმის სქოლიოზი, რომელიც თანდაყოლილია. საქართველოში ყველანაირი მკურნალობა მაქვს ჩატარებული მაგრამ უშედეგოდ. თითქოს შევეგუე ჩემს უაზრო ცხოვრებას, რომელიც შემოიფარგლება 4 კედელში ყოფნით, არანაირი განათლება, სამუშაო, მხოლოდ სიბრალულის და უკიდურეს შემთხვევაში დაცინვის ობიეატი ვარ. ყოველთვის მინდოდა ჩემი თანატოლების მსგავსად, მემუშავა, მაგრამ სულ უარს მეუნებოდნენ ჯანმრთელობის პრობლემების გამო. არაკომფორტულ, უნიათო ადამიანად ვგრძნობდი თავს, რომელიც არაფერში ვარგა. ჩემი ვიზუალური მხარის გამო ბევრჯერ დავუმცირებივართ, რაც ჩემს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე აისახა. არ მინდა სულ ამ მდგომარეობაში ვხედავდე ჩემს თავს. მეც მინდა ჩემი თანატოლებივით ვიცხოვრო და გავიღიმო, სარკეში ჩავიხედო, სასეირნოდ გავიდე შიშის გარეშე. ამ ცხოვრებისგან თავის დაღწევის ერთადერთი შანსი გამოჩნდა თურქეთში. ერთ-ერთმა კლინიკამ ოპერაციაზე თანხმობა განაცხადა. ოპერაციის ღირებულება 25 500 დოლარია. დიდი იმედი მომეცა სიცოცხლის გასაგრძელებლად. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 13 000 ლარი გამოჰყო. ჩემი ოჯახი სოციალურად დაუცველია, გასაყიდიც არაფერი გვაქვს. თვიდან თვემდე ძლივს გაგვაქვს თავი. ვ ვოცნებობ, რომ ამ წერილის წაკითხვის შემდეგ გამოჩნდება ვინმე, ვინც მეტყვის რომ ყველფერი გამოვა, რომ მე მარტო არ ვარ, ჩემს განსაცდელთან და სიღარიბესთან. იმედი მაქვს, ეს წერილი თქვენამდე მოვა. ყველას მოგმართავთ, რომ გამიზიაროთ თქვენი წილი ბედნიერება და დამეხმაროთ ვისაც რისი საშუალებაც გექნებათ. მეტი შანსი აღარ მექნება, ჩემი ბოლო იმედია ეს ექიმია"- წერს ლიკა. დანიშნულებაში მიუთითეთ - ლიკა უგლავა თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვის ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია აპარატებიდან: #თიბისი #ფეის საბანკო მომსახურება: აირჩიეთ იურდიული პირი იურიდიული პირის პირადი ნომერი: 61004014867 დაბადების თარიღი: 03.10.1982 საიდენტიფიკაციო კოდი: 445473014 საქართველოს ბანკის აპარტები იურიდული პირი ან კომპანის ანგარში იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით საიდენტიფიკაციო კოდი: 445473014 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14.

---

 

05.04.2019

მედიასაშუალება:  http://kvira.ge/460106

3 წლის გოგონას სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია” – “ჩერნოვეცკის” ფონდი საზოგადოებას სესილის დახმარებას სთხოვს

“3 წლის გოგონას სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. მისი სუნთქვა ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეწყდეს. ღმერთის წყალობით იგი ჯერ-ჯერობით უმკლავდება ამ უმძიმეს მდგომარებას. უკვე წელიწადნახევარია, რაც სესილი ბოლქვაძე უგონოდ არის და სპეციალური ზონდის მეშვეობით იკვებება. დედას შვილი ერთი კლინიკიდან მეორეში დაჰყავს და მისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ბოლო დანაზოგს ხარჯავს. თავად შიმშილობს, მაგრამ ბავშვისთვის პამპერსებს და წამლებს ყიდულობს, ღამეებს თეთრად ათენებს, ტირის და დახმარებას ითხოვს, თუმცა ეს უკანასკნელი არსაიდან ჩანს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტი – თანადგომისა და დახმარების ნაცვლად სოციალური მომსახურების სააგენტომ მას ზურგში დანა ჩასცა. ბოლქვაძეების სოციალურად დაუცველ ოჯახს ფინანსური დახმარება შეუჩერეს. საუბარია 60 ლარის ოდენობის თანხაზე, რომლითაც ავადმყოფი ბავშვისთვის საფენებსა და წამლებს ყიდულობდნენ. სანამდე უნდა გაგრძელდეს სოციალური აგენტების ასეთი არასწორი ქმედებები? სანამ საზოგადოება ერთიანი ძალებით არ მოითხოვს სოციალურიო მომსახურების სააგენტოს სისტემაში წესრიგის დამყარებას, ასობით ჩვენი თანამოქალაქე თავს დაჩაგრულად იგრძნობს”,- აცხადებენ “ჩერნოვეცკის” ფონდში. ფონდის წარმომადგენელი სესილის დედას, ნესტან ბოლქვაძეს ესაუბრა: -რა მიზეზი დაასახელა სოციალურმა სააგენტომ, როდესაც დახმარება შეაჩერა ? ნესტანი: კომუნალურ გადასახადებს იხდითო და ესე იგი გაქვთო ფული. დიახ, ვიხდით ელექტროენერგიის ფულს, აბა რა უნდა ვქნათ? როგორ უნდა გავათბოთ ზამთარში საცხოვრებელი? 8 სული ვართ შეყუჟული ერთ პატარა ოთახში: ბებია, ბაბუა, ბიძია თავისი ოჯახით… -რა მდგომარეობაში თქვენი საცხოვრებელი? ნესტანი: ეს არის ჩემი მეუღლის მშობლების ძველი სახლი, რომელიც ბათუმის შემოგარენში მდებარეობს. იქ უკიდურესად ცუდი პირობებია, რადგან მატერიალური საშუალება არ გაგვაჩნია, რომ გავამაგროთ შენობა და რემონტი გავაკეთოთ. -თქვენი მეუღლე რითია დაკავებული? ნესტანი: მას არ აქვს სამსახური. თუ რამე სეზონური გამოჩნდა, ეს ჩვენთვის დიდი დღესასწაულია, რადგან გამომუშავებული თანხა სესილის წამლებზე იხარჯება. -როგორია ამჟამად ბავშვის მდგომარეობა? ნესტანი: ძალიან მძიმე. წელიწადნახევარია, რაც იგი ასეთ მდგომარეობაში იმყოფება. როდესაც ბავშვი წლინახევრის იყო, ეპილეფსიამ იჩინა თავი და კრუნჩხვების დროს გონება წაერთვა… -ვინ იხდის სესილის სტაციონალური მკურნალობის თანხას? ნესტანი: 80%-ს სახელმწიფო იხდის, დანარჩენს – მე. ჩვენს შემოსავალს წარმოადგენს ბავშვის პენსია- 200 ლარი. სხვა შემოსავალი ჩვენ არ გვაქვს. ძალიან გვიჭირს. პრაქტიკულად ვშიმშილობთ. -მიმართეთ ხელისუფლებას დახმარებისთვის? ნესტანი: მივმართე ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ უარით გამომისტუმრეს. -გაქვთ იმედი, რომ თქვენი შვილი გამოჯანმრთელდება? ნესტანი: არ ვკარგავ იმედს, არ ვვარდები სასოწარკვეთაში, რადგან მჯერა, რომ გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები და დაგვეხმარებიან. ვლოცულობ, ღმერთს ვეხვეწები და მწამს, რომ დახმარების ხელიც გამოჩნდება! “მეგობრებო, პატარა სესილი სასწრაფო დახმარებას საჭიროებს. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვიმოქმედებთ გაერთიანებული ძალებით. თქვენ შორის უამრავი ქველმოქმედი ადამიანია და ჩვენ ვიცით, რომ თქვენ არ დატოვებთ სესილის უყურადღებოდ. გფარავდეთ უფალი! ეს გოგონა საჭიროებს მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, სპეციალურ კვებას. “ჩერნოვეცკის” ფონდის ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: სესილი ბოლქვაძე). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც “,- აცხადებენ ფონდში.

---

 

05.04.2019

მედიასაშუალება:  https://presa.ge/?m=society&AID=74032

2017-2018 წლებში, მინისტრებმა და მათმა მოადგილეებმა, 854 ათას 130 ლარის, 698 ათასი დოლარისა და 700 ათასი რუბლის ქონება შეიძინეს

სიღარიბისა და უმუშევრობის გაზრდის პარალელურად, იზრდება მინისტრებისა და მათი მოადგილეების ქონება. პრესა.ჯიმ დაითვალა რომ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიხედვით, მინისტრებმა და მოადგილეებმა, ბოლო ორი წლის განმავლობაში 854 ათას 130 ლარის, 698 ათასი დოლარისა და 700 ათასი რუსული რუბლის ქონება შეიძინეს. კერძოდ: 2018 წელს, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ექსპლუატაციაში მიიღო დიღომში მდებარე სახლი, რომელიც 390 ათასი ლარი დაუჯდა. 2018 წელს, მინისტრ სერგენკოს მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ იყიდა საცხოვრებელი სახლი წავკისში, 379 ათას 130 ლარად, რომელიც მეუღლეზე, ხატია გაბისონიაზე გააფორმა. შს მინისტრი მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ, 2018 წელს ორი ბინა შეიძინა, ორივე დიღომში, ჯამში 95 ათას დოლარად. ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ქარსელაძემ კი, 2017 წელს, ეკატერინე ბაღდავაძის ქუჩაზე 100 ათას დოლარად იყიდა მიწის ნაკვეთი. ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა 2017 წელს იყიდა ავტოსადგომი და სათიბი, ჯამში 23 ათას 500 დოლარად. 2018 წელს, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ მოსკოვში იყიდა არასაცხოვრებელი ფართი, 700 ათას რუბლად. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა, 2017 წელს იყიდა ავტოფარეხი, 9 ათას დოლარად. ეკონომინიკის მინისტრის მაოდგილემ, ლაშა მიქავამ 2018 წელს თამარაშვილზე იყიდა ბინა, 130 ათას დოლარად. 2018 წელს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა კაჩინსკიზე იყიდა ბინა, 86 ათას დოლარად. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ 2017 წელს დაბა ბაკურიანში შეიძინა ბინა 75 ათას ლარად. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ 2017 წელს 20 ათას დოლარად იყიდა მიწის ნაკვეთი, დმანისის რაიონის სოფელ დალლარში. განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, 2018 წელს იყიდა ავტომანქანა რენჯ როვერი, რომელშიც 83 ათას 500 ლარი გადაიხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა ბოხუამ 2018 წელს იყიდა მანქანა 11 ათას დოლარად, რომელიც მეუღლის სახელზეა გაფორმებული. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ, 2017 წელს ფალიაშვილზე იყიდა ბინა და მანსარდა, ჯამში 110 ათას დოლარად. სოფლის მეურნეობის მინისტრის კიდევ ერთმა მოადგილემ, 2017 წელს ორი ბინა იყიდა, საჩხერეში 10 ათას ლარად და თაბუკაშვილზე 30 ათას დოლარად. მინისტრებისა და მათი მოადგილეების გამდიდრების პარალელურად, ღარიბდებიან მოქალაქეები. მაგალითად: გაძვირებული ცხოვრების, გაუფასურებული ლარისა და შემცირებული სამუშაო ადგილების გამო, ჩინოვნიკებისაგან განსხვავებით, საქართველოს რიგითი მოქალაქეები დღეს ბევრად ღარიბები არიან, ვიდრე იყვნენ გუშინ და ხვალ უფრო ღარიბები იქნებიან, ვიდრე არიან დღეს - თუ სწრაფი ცვლილებები არ მოხდება.

---

 

ბეჭდვითი მედია

08.04.2019

მედიასაშუალება:      ასავალ-დასავალი

შიდსის ცენტრი საფრთხეშია ანუ სერგეენკოს პათოლოგიური ზრახვები და ჯანდაცვის დეფიციტის სინდრომი

მაშინ, როცა ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოში შიდსით ყოველწლიურად ათასამდე ადამიანი ინფიცირდება, დავით სერგეენკოსადმი რწმუნებული ჯანდაცვის სამინისტროს შიდსის ცენტრს დახურვა-გაუქმებისთვის წირავს. საქმე ის არის, რომ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის შენობა, რომლის საერთო ფართობიც 13 ათასი კვადრატული მეტრია, 2009 წელს სააკაშვილის ხელისუფლებამ ფარმაცევტული კომპანია "ავერსისა" და "ავერსის კლინიკის" მფლობელს პაატა კურტანიძეს მიჰყიდა, ხოლო ის, რომ შიდსის ცენტრი გაყიდულ შენობაში დღემდე რჩება, მისი დირექტორის თენგიზ ცერცვაძისა და ცენტრის თანამშრომელთა შეუპოვარი ბრძოლის, საპროტესტო აქციებისა და გაფიცვების შედეგია. თუმცა, ახალი შენობის მეპატრონე "ავერსმა" შიდსის ცენტრს წამზომი ჩაურთო - ტერიტორია მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე უნდა დაცალოთო. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო შიდსის ცენტრს ახალი შენობის ასაშენებლად დიღომში ლუბლიანის ქუჩაზე 7 ათას 7-000 კვადრატული მეტრი მიწის გამოყოფას დაჰპირდა, თუმცა ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ დაპირებული ფართობის მოცულობა 5 ათას 650 კვადრატულ მეტრამდე შეამცირა. გარდა ამისა, მიწას, რომელსაც შიდსის ცენტრს შენობის ასაშენებლად სთავაზობენ, მართკურთხედის ფორმაც კი არა აქვს და ერთმანეთთან ვიწრო ყელით დაკავშირებული ორი დამოუკიდებელი ნაკვეთისგან შედგება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი შენობის აშენების შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იქნება, მასში სრულფასოვნად განთავსდეს ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სტრატეგიული სამედიცინო დაწესებულება. დღეს საქართველოში შიდსის ეპიდემია რომ არ მძვინვარებს, ეს სწორედ შიდსის ცენტრის დამსახურებაა! C ჰეპატიტიის ელიმინაციის პროგრამა, რომლითაც სერგეენკოს უწყება და მთელი ხელისუფლება ასე იწონებს თავს, პრაქტიკაში წარმატებით რომ ხორციელდება, ამაში შიდსის ცენტს მიუძღვის ლომის წილი! და ასეთ ავტორიტეტულ, სტრატეგიული დანიშნულების სამედიცინო ცენტრს სერგეენკოს მინისტრობის პერიოდში კატასტროფა ემუქრება! ასე და ამრიგად, "ქართული ოცნების" მთავრობავ არ დაუშვა, რომ საქართველოში შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომმა იფეთქოს! გადაარჩინე შიდსის ცენტრი და შეუწყვიტე იმუნიტეტი დავით სერგეენკოს!

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5995511&name=08.04.2019+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

08.04.2019

მედიასაშუალება: კვირის პალიტრა

"დამნაშავე" ნივთები

საქართველოში ტყვიის კონცენტრაციის კვლევამ დაადასტურა, რომ ჩვენი გარემომცველი ნივთების დიდი ნაწილი ტყვიით არის გაჟღენთილი. ამ შედეგებმა საზოგადოების ნაწილი, პრაქტიკულად, შოკში ჩააგდო. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის მიზანი სწორედ სიტუაციის გამოსწორებაა. არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ტყვიის კონცენტრაციას ოჯახებში ფიზიკოსი, მკვლევარი გურანდუხტ ავქოფაშვილიც იკვლევდა. მათ იმ მოქალაქეებმა მიმართეს, რომელთაც სისხლში ტყვიის შემცველობის გამოკვლევა საეჭვო სიმპტომების საფუძველზე ჩაიტარეს. კვლევებში სხვა ოჯახებიც მონაწილეობდნენ, - ისინი, ვის სისხლშიც ტყვიის დონე ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციასთან ახლოს ან ნაკლები იყო. შედეგმა კითხვის ნიშანი მათთან ერთად მთელ საზოგადოებას გაუჩინა. - ეს კვლევები, ალბათ, ადვილი ვერ იქნებოდა მათთვის, ვინც უკვე იცოდნენ, რომ სისხლში ტყვიის მაღალი კონცენტრაცია ჰქონდათ, "დამნაშავეს" კი თითოეულ იმ ნივთში ეძებდნენ, რომლებიც მათ გარშემო იყო. - ასეთი ნივთები, სამწუხაროდ, ყველა ჩვენგანს ძალიან ბევრი აქვს. ამ მოქალაქეებმა მაშინვე მოგვმართეს, როგორც კი გამოვაცხადეთ, რომ ოჯახებში ტყვიის კონცენტრაციის გამოკვლევას ვაპირებდით. - რა სიმპტომების გამო გადაწყვიტეს სისხლში ტყვიის შემცველობის გამოკვლევა? - ტყვია ბავშვებში იმუნიტეტს, ნერვულ სისტემასა და კუჭ-ნაწლავს უტევს და მათ დაავადებებს ააქტიურებს, თმის ცვენაც ხშირად ტყვიის დამსახურებაა. ეს სიმპტომები საკმარისია, რომ ეჭვი გადაამოწმო. საკვლევი სულ 17 ოჯახი გვყავდა და ტყვია 29 კაცის სისხლში აღმოჩნდა, მათ შორის, 19 ბავშვის. სულ 268 სინჯი ავიღეთ, სურსათისა და წყლის, სათამაშოების, სამშენებლო-სარემონტო მასალების და ა.შ. როგორც აღმოჩნდა, ოჯახებში ყოველი მე-5 ნივთი ტყვიით იყო გაჯერებული, მათ შორის ის სათამაშოები, რომლებსაც ბავშვები საწოლებშიც კი იწვენენ. შევამოწმეთ გერმანული, თურქული, ჩინური თოჯინები, მეტალის ავტომანქანები, რუბიკის კუბები, ფერადი რობოტები, საბავშვო მაკრატლები, ფერადი ფანქრები, გასაფერადებელი რვეულები და ტყვიის მაღალი კონცენტრაცია უმეტესობაში აღმოჩნდა, მათ შორის იმ სათამაშოებში, რომელთაც ბავშვები ჩვილობაში პირში იდებენ და ღეჭავენ. ტყვია განსაკუთრებით ბავშვებისთვის არის საშიში, მათი ჩამოუყალიბებელი ორგანიზმი ტყვიის კონცენტრაციას წინააღმდეგობას ვერ უწევს. - კატასტროფა საკუთარ სახლებში! - არა მხოლოდ. გვახსოვს, როგორ გამოეხმაურა სახელმწიფო ქართული სანელებლების შესახებ ატეხილ ხმაურს და ზომები გაამკაცრა. ჩვენი კვლევისას კი სწორედ სანელებლებში, კონკრეტულად ყვითელ ყვავილში აღმოჩნდა ტყვიის შოკური კონცენტრაცია - 1321 მგ/კგ! ეს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას 246-ჯერ აღემატება! ტყვიის შემცველი სანელებლები შემოტანილია. ტყვიის კანცეროგენი დაფიქსირდა საყოფაცხოვრებო ნივთებშიც, მაგალითად, მოოქრულტარიან ჩანგლებში... ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ტყვიის წყარო შეიძლება ოჯახიდან "გააძევო", მაგრამ სარემონტო მასალებს რა ვუყოთ? ტყვიის მაღალი კონცენტრაციაა შპალერში, საღებავსა და მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრებშიც. არადა, გამოკვლეული ოჯახების უმეტესობა გარემონტებულ ბინებში ცხოვრობს, სადაც სამშენებლო მასალებში, მათ შორის ცემენტსა და გაჯში, ტყვიის მაღალი კონცენტრაცია აღმოჩნდა. ამასთან, უმრავლესობა ცხოვრობს იქ, სადაც მიმდინარეობს ან ახალი დასრულებულია მშენებლობები, საიდანაც ტყვია იფრქვევა. გამოკვლეული ოჯახებიდან თითქმის ყველამ გადაყარა ტყვიის შემცველი ნივთები, რემონტისა და სამშენებლო მასალების დაუყოვნებელი მოშორება კი არც ისე ადვილია. გარდა ამისა, მათ მიმართეს კვალიფიციურ ტოქსიკოლოგებს, რომლებიც ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნაში დაეხმარებიან. ჩვენი კვლევების მიზანი იმ სახელმწიფო უწყებების ამოქმედება იყო, რომელთაც ქვეყანაში შემოსული ნებისმიერი პროდუქცია უნდა შეამოწმონ, ასევე დაარეგულირონ შიდა პროდუქციის წარმოება. ამის ნაცვლად, ჩვენდა გასაკვირად, მოსახლეობის დაშინებაში დაგვდეს ბრალი, რაც ისედაც მძიმე ვითარებას უფრო ამძიმებს. "სისხლში ტყვიის კონცენტრაციასთან ბრძოლა ინდივიდუალურად მიმდინარეობს" ლელა სტურუა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის გამგე: "სისხლში ტყვიის კონცენტრაციასთან ბრძოლა ინდივიდუალურია. მას ყოველთვის ექიმი ნიშნავს, იმის მიხედვით, რა კონცენტრაციის ტყვია აღმოაჩნდება სისხლში. თუ ეს მონაცემი 5-10 მიკროგრამ/დეცილიტრზე ნაკლებია, მედიკამენტოზური ჩარევა არ არის საჭირო. თუმცაღა მშობელი აუცილებლად უნდა გამოიკითხოს, შესაძლებელია თუ არა იყოს მათთან სახლში ტყვიით გაჯერებული ნივთები. ასეთი ნივთების შესახებ მშობელი ინფორმაციას უნდა ფლობდეს და შესაბამისად, ტყვიის წყარო უნდა მოიშოროს, სახლი კი სველი წესით დაალაგოს. ექიმი ნიშნავს კალციუმითა და რკინით მდიდარ საკვებს, ასევე რკინისა და კალციუმის პრეპარატებს მულტივიტამინებთან ერთად, რომელთაც შეუძლიათ სისხლიდან ტყვიის გამოდევნა. იმ შემთხვევაში, როცა ტყვიის კონცენტრაცია სისხლში 60 მიკროგრამ/დეცილიტრს გადააჭარბებს, საგანგებო მედიკამენტოზური მკურნალობა და ხელაციაა საჭირო. ხელაცია დაკავშირებულია სისხლის განახლებასთან, რაც მარტივი პროცესი არ არის, ამიტომ აუცილებლად ექიმ-ტოქსიკოლოგის მეთვალყურეობით უნდა წარიმართოს".

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5995740&name=08.04.2019+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

08.04.2019

მედიასაშუალება:      კვირის პალიტრა

ბოლო 8 წელიწადში სამუშაო ადგილას 355 კაცი დაიღუპა, 917 დაშავდა

ჭავჭავაძის #5-ში 31 მარტს დატრიალებული ტრაგედიის მიზეზებს რამდენიმე უწყება სწავლობს... შეგახსენებთ, რომ ე.წ. ლეჩკომბინატის ძველი შენობის საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოების დროს მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მაშველებმა პირველად 26 წლის ჭიათურელი დავით აბესაძე იპოვეს, თითქმის 8-საათიანი ძებნის შემდგომ კი 44 წლის ედუარდ ვარიშოვი. ტრაგედიის შემდეგ გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებმა შრომის უსაფრთხოების დაცვა მოითხოვეს. მიუხედავად იმისა, რომ შრომის კოდექსში ცვლილებები შევიდა და ზოგიერთი მუხლი დასაქმებულის სასარგებლოდ შეიცვალა, შრომის უსაფრთხოება კვლავ ირღვევა. ბექა ფერაძე, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი: - ხარვეზები თავიდანვე დაფიქსირდა: არასწორად იყო დაგეგმარებული და შესრულებული საძირკვლის სამუშაოები, რამაც მიწის ფენების ჩამოშლა განაპირობა... კომპანიამ დოკუმენტურად უნდა წარმოადგინოს საპირწონე მტკიცებულებები და ამის მერე წარმოვადგენთ საბოლოო დასკვნას. - დაჯარიმდნენ ის კომპანიები, რომლებიც სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდნენ: "ტრანსმშენი" - 7.000 ლარით, "ხიმიჯ სერვისი" კი 1.000 ლარით. კიდევ რა სანქცია გაიცა? - მერიამ შპს "ლეჩკომბინატი" 30.000 ლარით, ერთ-ერთი კომპანია კი 7.000 ლარით დააჯარიმა, რადგან ინსპექტორებს ხელი შეეშალათ ობიექტზე შესვლაში. "ლეჩკომბინატს" მუშაობის უფლება შევუჩერეთ მანამ, სანამ არ აღმოიფხვრება ის დარღვევები, რომელთაც დასკვნაში მივუთითებთ. შემდეგ ჩვენი წარმომადგენელი შეამოწმებს, რა გაკეთდა და დადებითი შეფასების შემთხვევაში მშენებლობა განახლდება. თუ არადა, ძალაში დავტოვებთ მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილებას. - შრომის ინსპექცია რა პერიოდულობით ამოწმებს ობიექტებს? - კომპანიებს წელიწადში ერთხელ ვამოწმებთ. თუ რამე მოხდება, მაშინ გვეძლევა დამატებითი შემოწმების საშუალება. სხვა შემთხვევაში ობიექტზე შესასვლელად სასამართლოს ნებართვა გვჭირდება. კარგია, რომ 2019 წლის 1-ლი სექტემბრიდან შეზღუდვები მოგვეხსნება და შრომის ინსპექციას შეეძლება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეამოწმოს ნებისმიერი კომპანია. სტატისტიკა ეხება შემდეგ სფეროებს: მშენებლობა, ენერგეტიკა, სამთო მოპოვება, მეტალურგია, რკინიგზა, ნავთობი და გაზი, სოფლის მეურნეობა, კავშირგაბმულობა, მედიცინა, ტრანსპორტი, მრეწველობა და მომსახურების სფერო. წყარო: თავისუფალი პროფკავშირები და ოფიციალური უწყებები.ფოტო: სტატისტიკა ეხება შემდეგ სფეროებს: მშენებლობა, ენერგეტიკა, სამთო მოპოვება, მეტალურგია, რკინიგზა, ნავთობი და გაზი, სოფლის მეურნეობა, კავშირგაბმულობა, მედიცინა, ტრანსპორტი, მრეწველობა და მომსახურების სფერო. წყარო: თავისუფალი პროფკავშირები და ოფიციალური უწყებები. - რამდენი თანამშრომელი გყავთ? ეს რესურსი საკმარისია? - ამჟამად საქართველოს მასშტაბით 40 თანამშრომელი გვყავს და ვაპირებთ მინიმუმ ამდენითვე გავზარდოთ. - რა ხარვეზებია სამშენებლო ბიზნესში? - ძირითადად, სიმაღლეზე მუშაობა. არ ჰყავთ შრომის უსაფრთხოების კვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც ობიექტს შეაფასებს და გადაწყვეტს, რა და როგორ გაკეთდეს. კომპანიების გარდა, დასაქმებულებიც უნდა იყვნენ დაინტერესებული შრომის უსაფრთხოების მოგვარებით. - როცა აღმოაჩენთ დარღვევას, ჯარიმის გარდა, კიდევ რა საშუალებას მიმართავთ? - თუ დარღვევა კრიტიკულია, მშენებლობას დაუყოვნებლივ ვაჩერებთ. სხვა შემთხვევაში ვაძლევთ გაფრთხილებას, გონივრულ ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ერთი თვის შემდეგ თუ იგივე ვითარება დაგვხვდა, ვაჯარიმებთ. თუ მესამედაც არ გამოსწორდა, ჯარიმას ვაორმაგებთ ან ობიექტს ვაჩერებთ. - დარღვევებზე ინფორმაცია ცხელ ხაზზე შემოდის? - ძალიან გახშირდა მომართვიანობა, მოქალაქეებისგანაც ვიღებთ ინფორმაციას. ვმუშაობთ შრომითი ექსპლუატაციის, ანუ ტრეფიკინგის მიმართულებითაც, ზედამხედველობას ვუწევთ შრომის უფლებების დაცვას. ჩვენ ვერ ვაიძულებთ კომპანიას, რომ შევამოწმოთ შრომის უფლებების დაცვა, თუმცა კომპანიები უარს იშვიათად ამბობენ. რაც შეეხება ექსპლუატაციას, თუკი გამოვლინდა იძულებითი შრომის ან ტრეფიკინგის ნიშნები, ინფორმაციას ვაწვდით შს სამინისტროს. - მუშები ხშირად მოგმართავენ? - იშვიათად. დასაქმებულები უფრო ხშირად მაშინ მოგვმართავენ, როცა დამსაქმებელი მათ გასამრჯელოს არ უხდის. წინა წლებთან შედარებით, ასეთი შემთხვევები გახშირდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5995643&name=08.04.2019+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

08.04.2019

მედიასაშუალება:      ალია

"ოცნების" რომელი დეპუტატი აშენებს სასტუმროს, სადაც მუშები დაუცველები არიან და შეიძლება, ტრაგედია მოხდეს?!

თბილისის მერია აპირებს, 2015 წლის 13 მაისის სტიქიის სამბოლოდ ზოოპარკის ბინადარი ბეჰემოთი "ბეგი" აქციოს. მერი თბილისში ბეჰემოთის ძეგლის დადგმას გეგმავს, რაც თბილისის ბიუჯეტს 90 000 ლარი დაუჯდება. ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით კი, იმ კომპანიების მესცვეურნი, რომელთაც მერიაში მსხვილი ტენდერები მოიგეს ან გამარტივებული, დაჩქარებული წესით მსხვილი კონტრაქტები გაუფორმეს, სუს-ის ანტიკორუფციულ სამსახურში დაკითხეს და სავარაუდოდ, სხვებსაც დაკითხავენ. ლევან ხაბეიშვილი, თბილისის საკრებულოს და "ნაცმოძრაობის" წევრი: - კალაძემ, მგონი, აღარ იცის თავი რით გაირთოს და ეს იდეა მოუვიდა ტავში ბეჰემოთი არ არის 13 ივნისის ტრაგედიის სიმბოლო და მის ქანდაკებაში 90 000 ლარის გადახდა, მართლა ფულის წყალში გადაყრაა. 13 ივნისის ტრაგედიის დროს დაზარალებულები ბოლომდე არ დაუკმაყოფილებიათ, ჯერ იმათ მიხედონ და მერე იფიქრონ ძეგლებზე. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ობიექტის გამაგრებითი სამუშაოების დროს, მიწა ჩამოიშალა და 2 მუშა დაიღუპა. შრომის უსაფრთხოების სტანდფარტების დაუცველობის გამო, ბოლო წლებში ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა... მერიამ შრომის უსაფრთხოების დარღვევაზე სანქციები გაამკაცრა და ეს უშველის საქმეს? - სადაც ადამიანის სიცოცხლე მეათეხარისხოვანია და მთავარი ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენების ინტერესებია, იქ არაფერი შეიცვლება. აგერ მეტრო "300 არაგველთან" ახცლოს "სოკარის" ბენზინგასამართ სადგურთან, სასტუმროს აშენებს "ქართული ოცნების" დეპუტატიმ, ბანკირი ისკო დასენი. მაღალ ასართულზე სპაიდერმენებივით დადიან მუშები, დამცავი ჩაფხუტებიც კი არ ახურავთ, უსაფრთხოების სხვა საშუალებებზე აღარაფერს ვამბობ. აგერ, კონკრეტული ფაქტი დავასახელე. მივიდნენ მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, შეაჩერონ ისკო დასენის სასტუმროს მშენებლობა და დაააჯარიმონ, თუ მაგარი ბიჭები არიან. დავით ნარმანიას და კახი კალაძის მთავრობები კი ამ ხალხს ხელს უწყობენ, რადგან სამშენებლო ბიზნესია თუ სხვა, ყველა ამ ბიზნესის პატრონს ჰყავს მფლობელი ხელისუფლებაში, ზოგს მერიაში, ზოგს მთავრობაში და პარლამენტში. ეს ბიზნესის ერთი ნაწილია. ხალხს გაუძვირეს კომუნალური გადასახადები, აქციზის გადასახადმა კიდევ გააძვირა საწვავი, სიგარეტი და ხალხი თუთუნზე გადაიყვანეს. საკვები პროდუქტი გაძვირდა, წამალი გაძვირდა, სული ამოხადეს ხალხს და ვერა და ვერ გაძღნენ. ბიძინა ივანიშვილი კონკურენტებს ვერ იტანს და ყვეკლაფერს აკეთებს მათ ჩასაძირად. ახლა კალაძე გამოუჩნდა საკუთარ გუნდში კონკურენტად. "ალიას" ჰქონდა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ ივანიშვილმა კალაძის ბიზნესების, სხვა შემოსავლების შესწავლა დაავალა კონკრეტულ სახელმწიფო სამსახურებს. "სუს"-ის ანტიკორუფციული სამსახური სწავლობს კალაძის კორუფციულ გარიგებებს მერიაში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5995564&name=08.04.2019+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

06.04.2019

მედიასაშუალება:  რეზონანსი

მოსახლეობა სოციალური ბარათით უკმაყოფილებას ვერ მალავს

ბენეფიციარებს სოციალურ ბარათზე დარიცხული თანხის ნაწილით მხოლოდ პროდუქტების ყიდვა შეუძლიათ და ისიც კონკრეტულ მაღაზიათა ქსელში. გაურკვევლობას იწვევს ისიც, რომ პროდუქტების სახეობებიც შეზღუდულია. მოქალაქეები გაწბილებულები არიან. საუბარია იმ დანამატზე, რომელიც პენსიონერებს, დევნილებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებს ბარათზე ერიცხებათ, თუმცა სურვილისამებრ ვერ იყენებენ. 2019 წლის ბიუჯეტში ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებისთვის, თანხის გარდა, გათვალისწინებულია კვების ვაუჩერიც. სწორედ მისი მოხმარების წესი იწვევს უკმაყოფილებას ბენეფიციარებში. ერთი მხრივ, მისი გამოყენება მხოლოდ რამდენიმე მაღაზიის ქსელშია შესაძლებელი, რომელიც შეიძლება სულაც არ მდებარეობდეს ვაუჩერის მიმღების საცხოვრებელთან ახლოს, მეორე მხრივ კი, პრობლემას ქმნის ის, რომ სახელმწიფო წყვეტს, რა არის პრიორიტეტი მისთვის - კვება, ჯანდაცვა, კომუნალური გადასახადების გადახდა თუ სხვა. გარდა ამისა, შეზღუდულია პროდუქტების სიაც. ჟურნალისტი თამო კეშელავა სევდიან ისტორიას იხსენებს, რომელიც ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა. "ერთ-ერთ დიდ მარკეტში მომიწია შესვლა და ჩემ წინ ოჯახი იყო: დედა, მამა და შვილი. ისე მოხდა, რომ სექციებშიც ერთად დავდიოდით. მერე უკვე დავყვებოდი თავჩარგული ჭირისუფალივით. იმ 30-ლარიანი ვაუჩერის გამოყენებას ცდილობდნენ, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს რომ მისცა სახელმწიფომ. რა აქციაც იყო, არ მოეწონათ, მაინც უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სხვაგანო (არ ვწერ იმ მაღაზიის სახელს). კარტოფილი იაფია, მაგრამ ძალიან დაზაინებული, ერთი კილოდან ნახევარი კილოც არ გამოვაო - მოწყენილად დააბრუნეს უკან. მაკარონიც ეძვირათ, სოიოსთანაც გაჩერდნენ და კატლეტზეც იმსჯელეს, მაგრამ ეგაც ვერ ჩაჯდა ბიუჯეტში. ლობიო იყიდეს და მწვანილი, მაიონეზი და ზეთი ეძვირათ და მაინც შეიძინეს, დიდხანს არჩიეს ძეხვი, დიდხანს ეძებდნენ იაფ ძეხვს და რაღაც იპოვეს." არსებულ რეალობას "რეზონანსთან" პროფესორი პაატა აროშიძე გამოეხმაურა. "სოციალურად დაუცველი პირებისთვის ეს იყო დამამცირებელი ნაბიჯი, რადგან გაიცემა ვაუჩერი და კონკრეტული საკვებია განსაზღვრული. გაცილებით უპრიანი იქნებოდა დანამატი თანხის მიცემა ამ ადამიანებისთვის. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ პროდუქცია ვადაგასულია, ამას ვერ დავადასტურებ, თუმცა ვერც უარვყოფ. როდესაც სახელმწიფო აფინანსებს და ვაუჩერებს იძლევა, ამით კონკრეტული მაღაზიები სარგებლობენ და, რა თქმა უნდა, უფრო ძვირი იქნება ასეთ მაღაზიებში პროდუქტი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჯობდა, თანხა მიეცათ ამ ადამიანებისთვის და მათ თავად გადაეწყვიტათ, რა სჭირდებათ და რისი შეძენა ურჩევნიათ. მეორე მხრივ, ამ თანხის ისე მიცემაც არ იქნებოდა კარგი, რადგან საკმაოდ მცირე დანამატზეა საუბარი," - განუცხადა "რეზონანსს" აროშიძემ. მდგომარეობა საკმაოდ რთულია, ბენეფიციარები პრეტენზიას გამოთქვამენ ვაუჩერებზე, რომელიც ყოველმხრივ შეზღუდულია და მომხმარებელს "კარნახობს", რა უნდა იყიდოს, სად და როგორი. სოციალურად დაუცველი ნინო ლომინაძე "რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ 30-ლარიანი ვაუჩერით პროდუქტის ყიდვა თითქმის შეუძლებელია და სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილებები შეურაცხყოფის ტოლფასია. "თავიდან რომ დაგვინიშნეს ეს ვაუჩერი, ყველას ძალიან გვიხაროდა. ვიფიქრეთ, პირველადი საჭიროების ნივთებს მოვიმარაგებდით, მაგრამ როდესაც წავედი მაღაზიაში და მივხვდი, რომ ჩემივე ფულს იმაში ვერ ვხარჯავდი, რაც მჭირდებოდა, პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. სახელმწიფომ მომცა 30 ლარი და მიკონკრეტებს, რა უფროა ჩემთვის საჭირო. როდესაც ამასაც შევეგუე, მერე მივხვდი, რომ მთავარი უბედურება ეს არ არის. განსაზღვრული საკვები, რომელიც ვაუჩერით უნდა ვიყიდოთ, არის გადასაყრელი და ნაგავი, რაც, წესით, მაღაზიაში არც უნდა იყიდებოდეს. მაღაზიების არჩევანში გვზღუდავენ, პროდუქტებში გვზღუდავენ და რასაც ვყიდულობთ, ისიც ნაგავია. ამას სჯობდა, არც არაფერი ეჩუქებინათ და არც მოემატებინათ სოციალური დახმარება. დაგვამცირეს, დაგვიმონეს და ვითომ საქმე გაგვიკეთეს. ხალხს თვალს უხვევენ, მთელი უბედურება უსამართლობაში და სახელმწიფოს მხრიდან დამოკიდებულებაშია," - აღნიშნა "რეზონანსთან" ნინო ლომინაძემ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5993063&name=06.04.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

06.04.2019

მედიასაშუალება:  რეზონანსი

"გათიშული გვაქვს გაზი და დენი, ვშიმშილობთ"

მინდა, სახელმწიფო უწყებებს მივმართო და მივაწოდო ინფორმაცია ჩემი გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ. რამდენიმე თვეა, შეგვიწყვიტეს სოციალური დახმარება ყოველგვარი მიზეზის გარეშე და უკვე 6 თვეა, ვიბრძვი დახმარების აღსადგენად. სამწუხაროდ, ამან შედეგი არ მოიტანა. მყავს პატიმარი ძმა, თავად ვარ შრომისუუნარო, დედა კი ავადმყოფია. მივმართავ ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს - დღეს, როცა სოცაგენტები საკუთარი უფლებების დაცვის მოთხოვნით გამოდიან და პროტესტს გამოხატავენ, ჩვენი ბედი ამ ადამიანებზეა დამოკიდებული. რეაგირება კი ნულის ტოლია. მივმართავ საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, მერს, ნუთუ დრო არაა, წერტილი დაესვას ამ უსამართლობას? მოგეხსენებათ, სოცუმწეობის დაზღვევას ძალა არ გააჩნია, საყოველთაო დაზღვევას - მით უმეტეს. ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშაა. დღეს ჩემი ოჯახი უსუსურად გრძნობს თავს. გათიშული გვაქვს გაზი და დენი, ვშიმშილობთ. მოგვაქციეთ ყურადღება!

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5993033&name=06.04.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

06.04.2019

მედიასაშუალება:  რეზონანსი

"მაქსიმუმ ორი კვირა და ზამთრის ვირუსები თავს დაგვანებებს“ - იმნაძე

მაქსიმუმ ორ კვირაში, ზამთრის ვირუსების ტალღა შეწყდება, - ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „100 000 მოსახლეზე 100 მომართვიანობაა. გახსოვთ, რომ 300-მდე იყო მომართვიანობა და ახლა ნაკლებია. ამასთან, დაიწყო სხვა ტიპის ვირუსებიც და არა გრიპის. ჯერ კიდევ ცივა. რაც უფრო მალე დათბება, მალე გავა ეს ვირუსები. არაფერი საგანგაშო არ ხდება, უბრალოდ ჩვეულებრივი გაზაფხულის ამბავია. ავადობა ისეთია, როგორიც შარშანწინ და შარშან იყო ამ დროს, უბრალოდ, ყურადღება ყოველთვის არის მისაქცევი. მაქსიმუმ ორი კვირა და ზამთრის ვირუსები თავს დაგვანებებს", - განაცხადა იმნაძემ. მისი თქმით, გაციების ვირუსების ტალღის გადავლის შემდეგ, გაზაფხულის პერიოდში, თავს იჩენს ხოლმე ტკიპებით გადაცემადი დაავადებები. „სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩვენს ქვეყანაში ცოტაა ამ დაავადებების შემთხვევები, თუმცა მაინც შეიძლება შევხვდეთ გარკვეულ რაოდენობას სხვადასხვა ტკიპებით გადაცემადიდაავადებებისას. შეიძლება იყოს მძიმე შემთხვევები, როგორიცაა კონგოს ცხელება და ნაკლებად მძიმე ანუ ვორელიოზი. თუმცა, ამის რისკი გაცილებით მეტია თუკი ევროპის ქვეყნებში წახვალთ და ტყეში გაისეირნებთ", - განაცხადა იმნაძემ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5992958&name=06.04.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

06.04.2019

მედიასაშუალება:   საქართველოს რესპუბლიკა

კანონის გამკაცრების შემდეგაც სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილ და დაშავებულ ადამიანთა რიცხი ისევ იზრდება

ბოლო წლებში, განსაკუთრებით გააქტიურებული საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი გაემკაცრებინა, თუმცა მთავარი - კანონის აღსრულება, პრობლემად დარჩა. 2018 წელს მიღებული კანონით, ინსპექტორებს სამუშაო ადგილებზე დაშვების შესაძლებლობა და შესაბამისად, იმის შემოწმება, რამდენად არის დაცულია შრომის უსაფრთხოება, მხოლოდ 2019 წლის პირველი სექტემბრიდან შეეძლებათ. რატომ დაუშვა კანონმდებელმა ერთწლიანი შეზღუდვა და ადამიანების სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე წინ, ვისი ინტერესები დააყენა, ძნელი სათქმელია. ფაქტია, კანონის გამკაცრების შემდეგაც სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილ თუ დაშავებულ ადამიანების რიცხი ისევ იზრდება. ამას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სტატისტიკაც ადასტურებს. ინფორმაციის თანახმად, 2010 წლიდან 2018 წლამდე სულ 399 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1183 დაშავდა. 2018 წელს, ანუ კანონის გამკაცრების შემდეგ, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად დაიღუპა 59 და დაშავდა 199 ადამიანი, რაც წინა წლის მონაცემებს მნიშვნელოვნად აღემატება. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი კოტე ერისთავი აცხადებს, რომ მთავარი პრობლემა კანონის აღსრულებაშია. „საკანონმდებლო დონეზე შრომის უსაფრთხოების მიმართულებებით ძირითადად დიდი პრობლემები არ გვაქვს, პრობლემა არის ამ კანონის აღსრულება. 2018 წელს მივიღეთ კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომელსაც 2019 წლიდან ორგანული კანონის სტატუსი აქვს. ამავე კანონით, ინსპექტორებს სამუშაო ადგილებზე დაშვების შეზღუდვები პირველი სექტემბრიდან მოეხსნებათ. თავისთავად ამ თემის გადატანა არასერიოზული დამოკიდებულებაა სახელმწიფოს მხრიდან. როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ხელისუფლება მზად უნდა იყოს, მყისიერად მოხდეს რეაგირება“,- განაცხადა კოტე ერისთავმა. კოტე ერისთავი ამბობს, რომ შრომის ინსპექციის დეპარტამენტი აქტიურად უნდა ამუშავდეს, რადგან საწარმოები მასიურად უგულებელყოფენ უსაფრთხოების ნორმებს. მისი თქმით, საჭიროა ინსპექციის ძალა და მექანიზმი დაფიქსირდეს, რათა გაჩნდეს შიში და ობიექტებმა უსაფრთხოების ნორმებზე პასუხისმგებლობა აიღონ. ერისთავის განმარტებით, აუცილებელია ინსპექტირების მექანიზმის კადრების და რეგიონული წარმომადგენლობის მხრივ გაძლიერება. „შრომის ინსპექციის დეპარტამენტს დაახლეობით 40 ინსპექტორი ჰყავს, რეალურად ბევრად მეტი არის საჭირო, მათ კვალიფიციური კადრები სჭირდებათ. აღსანიშნავია ისიც, რომ დეპარტამენტი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განყოფილებაა, აუცილებლად უნდა მოხდეს დეპარტამენტის ადმინისტრაციული დამოუკიდებლობა“, - განმარტავს კოტე ერისთავი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი ყურადღებას ამახვილებს სამშენებლო კომპანიების მიერ წარადგენს დასკვნებზე. მისი თქმით, თბილისის მერია უბრალოდ დოკუმენტაციას იღებს და ეყრდნობა კერძო გეოლოგიურ სამსახურს, რომელიც გასცემს დასკვნას. კოტე ერისთავი კომერსანტთან საუბრისას სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურების არაეფექტურ მუშაობაზეც ამახვილებს ყურადღებას. „მშენებლობის სექტორზე საუბრისას მარტო შრომის ინსპექციის პასუხისმგებლობა არ შემოდის, ასევე შემოდის მერიის ზედამხედველობის ინსპექციისა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსი. პრობლემა არის ის, რომ ამ სამ ინსპექციას შორის არ არის კოორდინაცია. საჭიროა, რომ ეს პრობლემა როგორც კრიზისი ისე აღიქვას სახელმწიფომ, შექმნას საბჭო, სადაც ამ სამივე ინსპექციის მობილიზება მოხდება, სადაც გამოიკვლევენ ხარვეზებს და შესაბამისი რეაგირება ექნებათ ამ ხარვეზებზე“, - განაცხადა კოტე ერისთავმა. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი განმარტავს, რომ პრევენციის კუთხით სისხლის სამართლის მექანიზმი უნდა ამუშავდეს. მისი თქმით, სისხლის სამართლებრივი რეაგირების კუთხით, სახელმწიფო კვლავ არ ირჩევს მკაცრ პოლიტიკას. კოტე ერისთავის პოზიციისა ამყარებს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2018 წლის განმავლობაში წარმოებაში მომხდარ უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა მხოლოდ 35 საქმე განიხილეს და მათგან რეალური სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 2 შემთხვევაში განისაზღვრა. არსებითი განხილვის შედეგად გამამტყუნებელი განაჩენი დადგა კიდევ 7 საქმეზე. 681 საქმეთა დაახლოებით 69% (22 საქმე) არსებითი განხილვის გარეშე დასრულდა საპროცესო შეთანხმების დადებით. 1 საქმე კი, განრიდების გამოყენების მიზნით, რაიონულ პროკურატურას დაუბრუნდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5992855&name=06.04.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

​