მედიამონიტორინგი 08.05.2019
ტელევიზია
08.05.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 12:00
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში სადაც წითელას ვირუსის გავრცელებაზე საუბარი საქართველოც მოხვდა. დოკუმენტის მიხედვით 2019 წლის პირველ ორ თვეში ევროპაში წითელას 34 000 შემტხვევა დაფიქსირდა მათგან 2203 საქართველოში იყო. საერთაშორისო ორგანიზაცია ინფექციური დაავადების ზრდას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს, ამთ შორის არის იმუნიტეტის დაქვეითება და ჯგუფები, რომელებიც ვაქცინაზე უარს ამობობენ. ანგარიშში წერია, რომ წითელასთან ბრძოლა აუცილებლად დროული და კომპლექსური უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში დაავადება კიდევ იუფრო ფართოდ გავრცელდება. დასკვნის მიხედვით ევროპის 10 ქვეყანა საქართველო, ბელგია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, საფრანგეთი, გერნმანია, იტალია, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი და უკრაინა, წითელას დაავადების მხრივ კვლავ ენდემურ ქვეყნებად რჩებიან.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6062275
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6062090
მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6061649
---
08.05.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 12:00
შრომის უსაფრთხოებასთან დაკავსირებულ საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნება. ინიციატივა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიეტეტის თავმჯდომარეს ეკუთვნის. ჯგუფი, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებით დაკომპლექტდება კანონის აღსრულებას გაუწევს მონიტორინგს. ასევე დეპუტატები ორი თვის ვადაში სრომის უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავსრებით ანალიზს და რეკომენდაციებსაც წარმოადგენენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6062237
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6062014
მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6061642
---
07.05.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
რა მდგომარეობაა საქართველოს რეგიონებში სამშობიარო სახლებში - ამაზე დღევანდელი გადაცემა "რისკ-ფაქტორი" ისაუბრებს. ბოლო წლების პერიოდში რამდენიმე ქალაქს შეექმნა პრობლემა. 2015 წელს, ჯანდაცვის სმაინისტრომ დაიწყო რეგიონალიზაციის პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით და ამას მოჰყვა ის, რომ ამ დოისთვის აღარ რასებობს ონში სამშაობიარო და ის აღარც იქნება, როგორც ამბობენ სამინისტროშ. დაიხურა სამშობიარო ფოთში და ჩხორუწყუში. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც სასწრაფოს მანქანაში მოხდა მშობიარობა, რადგან მათ ვერ მოასწრეს ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე მისვლა. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6059453
---
07.05.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 15:00
უსახლკაროთა და სათანადო საცხოვრისის საჭიროების სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ, არასამთავრო ორგანიზაციები ამ წუთებში კონფერენციას მართავენ. მიზანი, ამ კუთხით ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკის შეფასება და გამოწვევების გამოვლენაა. კონფერენციას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებიან. სწორედ უწყების პრეროგატივაა შეიმუშავოს უსახლკარობის პრობლემის გადაჭრის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. დოკუმენტი 2020 წლისთვის იქნება მზად.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6060147
მაესტრო - ახალი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6059419
I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6059358
---
07.05.2019
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 16:00
რეფორმები, რომლებიც შრომითი ურთიერთობების მიმართულებით ტარდება, წარმოადგენს ევროკავშირის მოთხოვნების მექანიკურ შესრულებას და არ არის რეალურ ცვლილებებზე ორიენტირებული, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა, პროფკავშირებთან "სოლიდარობის ქსელი", სატრანსპორტო კომპანიის პროფესიულ კავშირთან "ერთობა 2013", საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიულ კავშირთან და სოციალურ მუშაკთა გაერთიანებასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა, რაც მისი თქმით, დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის გამოსწორებას ისახავს მიზნად.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6060299
---
07.05.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
ხმაურიანი შეხვედრა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შორის - მართვის კომპანიამ შეკრიბა დღეს სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერები, ექიმები, მოქალაქეები, ჟურნალისტები და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები. მთავარი თემა სისტემაში არსებული გამოწვევები, ბოლო პერიოდში გამოკვეთილი ხარისხთან დაკავშირებულიპრობლემები და გადაჭრის გზები იყო - სისტემურ პრობლემებს არ იზიარებენ მედიკოსები, უფრო მეტიც, ისინი ქევაყანაში შექმნილ რეალობაში მედიას ადანაშაულებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6061198
---
ინტერნეტი
08.05.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/545425-14-clamde-bavshvebshi-tavis-tvalisa-da-nervul-sistemata-onkologiuri-daavadebebi-meore-adgilzea/
14 წლამდე ბავშვებში, თავის, თვალისა და ნერვულ სისტემათა ონკოლოგიური დაავადებები მეორე ადგილზეა
კიბოს პოპულაციური რეგისტრის 2015-2017 წლების მონაცემებით, თავის, თვალისა და ნერვული სისტემის კიბო, ბავშვთა შორის გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებებს შორის, პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, მეორე ადგილზეა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს. „ინტერპრესნიუსის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 0-14 წლის ასაკის ბავშვებში, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების შემთხვევები ასე გადანაწილდა: 2016 წელს, ლიმფური, ჰემოპოეზური და მონათესავე ქსოვილების დაავადებების 47 შემთხვევა დაფიქსირდა, 2017 წელს კი - 32. ამასთან, 2016 წელს, თვალის, თავის ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების 19 შემთხვევა, ხოლო 2017 წელს კი - 11. პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით, 0-14 წლის ასაკის ბავშვებში, 2017 წელს ლიდერობს ლიმფური, ჰემოპოეზური და მონათესავე ქსოვილები 50 % -ით, ხოლო თვალის, თავის ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ონკოლოგიურ დაავადებებზე - 17 % მოდის. „ავადობის მაჩვენებელები 100 000 ბავშვზე 13–18–ის ფარგლებში მერყეობდა. სქესობრივ ჯგუფებში შემთხვევების წილი დაახლოებით თანაბარი იყო. მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში რეგისტრირებული ონკოლოგიური დაავადებების 52% ლიმფოიდური, ჰემოპოეზური და მონათესავე ქსოვილების კიბოზე მოდიოდა, რომელსაც, ისევე როგორც მსოფლიოში, ნერვული სისტემის ონკოლოგიუირ დაავადებები მოსდევდა (20%). 2016 წელს 15–19 წლის ასაკობრივ ჯგუფში კიბოს 42 ახალი შემთხვევა გამოვლინდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განუმარტეს, აღნიშნული მონაცემი საგანგაშო არ არის და მსოფლიო მონაცემებს შეესაბამება. „კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, 2015 წელს მსოფლიოში 15 წლამდე ბავშვებში ონკოლოგიური დაავადებების 215 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 15-19 წლის მოზარდებში - 85 000 ახალი შემთხვევა. ამასთან, სავარაუდოა, რომ ყველა შემთხვევის რეგისტრირტება არ ხდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ბავშთა ონკოლოგიური დაავადებების გადარჩენის მაჩვენებელი 84% და მეტია; უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული მაჩვენებელი უმჯობესდება დაბალი შემოსავლების ქვეყნებშიც კი, სადაც საერთაშორისო მხარდაჭერა დიდია. ბავშვთა ასაკში ონკოლოგიური დაავადებები იშვიათად ვლინდება, კიბოთი საერთო ავადობის 0.5-4.6%–ს შეადგენს. გლობალურად ბავშვთა კიბოს საერთო ინციდენტების მაჩვენებელი 50–დან 200–მდე მერყეობს ას მილიონ ბავშვზე. ბავშვთა ასაკში გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებათა სტრუქტურა განსხვავებულია სხვა ასაკობრივი ჯგუფებისგან. ბავშვებში გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებათა თითქმის ერთ მესამედს ლეიკემია წარმოადგენს, რომელსაც სიხშირის მიხედვით მოსდევს ლიმფომები და ცენტრალური ნერვული სისტემის ონკოლოგიური დაავადებები. უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე ტიპის კიბო ძირითადად მხოლოდ ბავშვთა ასაკში გვხვდება, მაგალითად, ნეირობლასტომა, ნეფრობლასტომა, მედულობლასტომა და რეტინობლასტომა“, - ნათქვამია დაავადებათა კონსტროლის ცენტრის ინფორმაციაში.
---
08.05.2019
პარლამენტში შრომის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე „თემატური მოკვლევის ჯგუფი“ შეიქმნება
სოფო კილაძის ინიციატივით, შრომის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე „თემატური მოკვლევის ჯგუფი“ შეიქმნება. ჯგუფი იმუშავეს საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების ფარგლებში. ინიციატივის მიზანია, პარლამენტის წევრებმა უფრო დეტალურად შეისწავლონ შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები. მოკვლვის პროცესში ჩაერთვებიან სახელმწიფო უწყებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფკავშირები და ბიზნეს ასოციაციები. თემატური მოკვლევის ჯგუფი 2019 წლის 9 მაისიდან 9 ივლისის ჩათვლით იმუშავებს. შექმნა მას შემდეგ გადაწყდა, რაც საკომიმტეტო მოსმენაზე სხვადასხვა უწყების მიერ წარმოდგენილი შუალედური ანგარიშების მიხედვით გამკაცრებული რეგულაციების მიუხედავად შრომის უსაფრთხოების კუთხით ბევრი გამოწვევა დაფიქსირდა. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის მარტში ამოქმედდა, კანონის სრული დატვირთვით პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.
ინტერპრესნიუ.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/545455-sopo-kilazis-iniciativit-shromis-usaprtxoebis-sakitxebze-momushave-tematuri-mokvlevis-jgupi-sheikmna/
---
07.05.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/468124
დავით სერგეენკო მარნეულში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
მარნეულში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის ზაურ დარგალის ინიციატივით, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო შეხვდა. მინისტრი მათ ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა. ასევე, მოისმინა სამედიცინო საზოგადოების ადგილობრივი წარმომადგენლების საჭიროებები. “პრობლემები, რომელიც სამედიცინო სფეროს მიმართულებით არის, საჭიროებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით მოგვარებას. იმისათვის, რომ სიკეთე და მხარდაჭრა მივიდეს თითოეულ მოქალაქემდე”,- განაცხადა დავით სერგეენკომ. შეხვედრას ესწრებოდა მერობის კანდიდატ ზაურ დარგალთან და დავით სერგეენკოსთან ერთად სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე, აჟორიტარი დეპუტატი რუსლან ჰაჯიევი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
---
07.05.2019
ბექა ნაცვლიშვილი შრომითი ურთიერთობების მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების ინიციატივით გამოვიდა
პარლამენტის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა, დამოუკიდებელ პროფკავშირებთან -„სოლიდარობის ქსელი“, სატრანსპორტო კომპანიის პროფესიულ კავშირთან - „ერთობა 2013“, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიულ კავშირთან და სოციალურ მუშაკთა გაერთიანებასთან ერთად ბრიფინგი გამართა. ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტს, შრომითი ურთიერთობების მიმართულებით, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება შესთავაზა. პარლამენტის წევრის განცხადებით, მასთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორები ითხოვენ: 1. შრომის ინსპექციის მანდატი დაუყოვნებლივ გავრცელდეს დასაქმებულთა შრომის უფლებებზე; 2. სასამართლოში გამოიყოს მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა კონკრეტულად მხოლოდ შრომითი დავების განსახილველად, რათა მათი განხილვა დასრულდეს მაქსიმუმ 3 თვეში (კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში); 3. შემცირდეს სპეციფიური კატეგორიის დარგების რაოდენობა. არ შეიძლება ყველა დასაქმებული (ყველა დარგი) მოექცეს 48 საათიანი ნორმირებული სამუშაო რეჟიმის ქვეშ; 4. მკაცრად მოხდეს ზეგანაკვეთური შრომის რეგლამენტირება. ზეგანაკვეთური ანაზღაურება განისაზღვროს საათობრივი ანაზღაურების 1.5 ოდენობით; 5. განისაზღვროს მინიმალური ხელფასი 500 ლარით (დარიცხული) (ხელზე 400 ლარის ოდენობით) სრული განაკვეთის შემთხვევაში (40 საათი კვირაში), ყოველ წელს მოხდეს მინიმალური ხელფასის ინდექსაცია; 6. დადგინდეს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ვალდებულება კერძო სექტორში. ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, როგორც სოციალური პოლიტიკის, ისე შესაბამისად, შრომითი ურთიერთობების თვალსაზრისით, ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება და ის რეფორმები, რომელიც ტარდება ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების მექანიკური შესრულებაა. „თუ მათ არ იციან ვითარების გამოსასწორებლად რა რეფორმები უნდა გატარდეს, ჩვენ, როგორც საკანონმდებლო ინიციატივის, ასევე ფართო საზოგადოებრივი კამპანიის საფუძველზე, შევთავაზებთ რეფორმებს“, - აღნიშნა მან. ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით დაიწყება ხელმოწერების შეგროვება და ფართო საზოგადოებრივი კამპანია.
---
07.05.2019
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/260326-cxra-wlis-bavsvs-bebiam-xeli-motexa
ცხრა წლის ბავშვს ბებიამ ხელი მოტეხა
9 წლის ბიჭს მარცხენა ხელი მოტეხილი აქვს. მშობლის თქმით, ბავშვი ბებიამ ორჯერ, ორ და ხუთ მაისს სცემა. დაშავებულის დედა ამბობს, რომ პირველად დედამთილმა მცირეწლოვანს ხელში ცომის საბრტყელებელი უხლავი ჩაარტყა, მეორედ კი ხელი ჰკრა და წააქცია, რა დროსაც ბავშვმა ხელი მოიტეხა. მშობელი იხსენებს, რომ მოხუცმა ქალმა მოზარდს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ბავშვმა პასუხი შეუბრუნა. ბებიას არ ესიამოვნა და 9 წლის შვილიშვილს სცემა. "დედამთილთან ცუდი ურთიერთობა გვაქვს. გვლანძღავდა მე და ჩემს შვილებს, ბავშვმა ენა შეუბრუნა, მან კი უხლავი ჩაარტყა. "საავადმყოფოში ორივე შემთხვევის შემდეგ წავიყვანე, პირველად შეუხვიეს, მეორედ "გიფსი" გაუკეთეს", - ამბობს მოზარდის დედა. ბებია სატელეფონო ზარებს ორი დღეა არ პასუხობს. მისმა ქალიშვილმა კი ბავშვზე ძალადობა უარყო. "ბავშვის დედა იტყუება. შვილებს ცუდად ზრდის. პატარები იგინებიან და ილანძღებიან. ბებიას უპატივცემულოდ ექცევიან, ავიწროებენ და ქვებსაც ესვრიან. არაფრის გამო ხელს რატომ ჰკრავდა?" ორივე შემთხვევის დროს მშობელმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა. შსს-ში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, გამოკითხულია ბებიაც და ბავშვიც. საქმეში სოციალური მომსახურების სააგენტო სამ მაისს ჩაერთო, როცა პოლიციამ არასრულწლოვანი გამოკითხა. პროცესს სოცმუშაკი დაესწრო. მშობლის თქმით, სპეციალისტს სახლში ვიზიტი არ განუხორციელებია.
---
07.05.2019
ქეთი ხუციშვილი - უსახლკაროების ერთიანი ნაციონალური სტატისტიკა არ არსებობს, ამიტომ უცნობია, ქვეყანაში რამდენი ადამიანი საჭიროებს საცხოვრისს
ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" დირექტორის, ქეთი ხუციშვილის განცხადებით, უსახლკაროების ერთიანი ნაციონალური სტატისტიკა არ არსებობს, ამიტომ უცნობია, ქვეყანაში რამდენი ადამიანი საჭიროებს საცხოვრისს. როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრომ 2019-2020 წლებში უსახლკარობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშაოს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ კონსტიტუციით აიღო გარკვეული ვალდებულება ადამიანის საცხოვრისით უზრუნველყოფის, მაგრამ დღემდე არ არის შემუშავებული ერთიანი სტრატეგია, თუ როგორ მოხდეს ამ უფლების რეალიზება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთიანი სტრატეგია შემუშავდეს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ამისთვის საფუძველი უნდა იყოს სტატისტიკა. ერთ-ერთი მიგნება, რომელიც ამ კვლევაში გვაქვს არის ის, რომ არ არსებობს ერთიანი ნაციონალური სტატისტიკა უსახლკარობის. მხოლოდ და მხოლოდ თვითმმართველობებში ხდება რეგისტრირება და სტატუსის მინიჭება უსახლკაროსთვის. მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ თვითმმართველობების ნაწილი სრულიად ვერ ახერხებს ამ საქმიანობის განხორციელებას. დღეს კიდევ არ გვაქვს მონაცემები, როგორია უსახლკაროთა საერთო რაოდენობა და როგორ უნდა მოხდეს მათი უზრუნველყოფა საცხოვრისით. კარგია, რომ სახელმწიფო ახლა იწყებს სტრატეგიაზე და სამოქმედო გეგმაზე მუშაობას, რაც თავისთავად იყო აღებული ვალდებულება ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში, მაგრამ თუ არ მოხდა საბაზისო მონაცემების დამუშავება და ასევე თავად უსახლკარობის უკეთესი დეფინიცია ისეთი, როგორც ევროპული სტანდარტებით არის მიღებული, ჩვენ ამ მიმართულებით წინ ვერ წავალთ",- განაცხადა ხუციშვილმა. ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ინფორმაციით, უსახლკაროთა რაოდენობის შესახებ ცალკეული მონაცემები სხვადასხვა კვლევებშია გაბნეული. მათივე ინფორმაციით, 2016-2017 წლებში, თბილისის მერიაში საცხოვრისის მოთხოვნით 8661 განაცხადი შევიდა. ამასთან, ფონდის ინფორმაციით, 2015 წლის მონაცემით, დედაქალაქში 401-მდე ობიექტში დაახლოებით 9805 ოჯახია უნებართვოდ შეჭრილი, აქედან 2764 სოციალურად დაუცველია, ხოლო 2013 სხვადასხვა სოციალური სტატუსის მატარებელი ოჯახია. რაც შეეხება რეგიონებს, ფონდის ინფორმაციით, 2010-2016 წლებში ქუთაისის მერიაში საცხოვრისით უზრუნველყოფისთვის 1694 განაცხადი შევიდა, ხოლო ამავე პერიოდში ბათუმში 2320 განაცხადია შესული.
---
07.05.2019
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/200318/
როგორ აპირებენ ექიმები პაციენტების ნდობის მოპოვებას – დისკუსია
„ფაქტია, რომ პროტესტს გამოხატავენ ხშირად სამედიცინო მომსახურების ხარისხზე და ფაქტია, რომ ადამიანები სამკურნალოდ ძირითადად მიდიან თურქეთში,“ – განაცხადა დღეს, 7 მაისს სასტუმრო „რედისონში“ გამართულ შეხვედრაზე მართვის კომპანია GGM-ის ხელმძღვანელმა, გენო გელაძემ. ამ ორგანიზაციამ მოაწყო დისკუსია ექიმებსა და პაციენტებს შორის შექმნილი პრობლემების გასაანალიზებლად. გენო გელაძე თვლის, რომ სამედიცინო დაწესებულებების მონოპროფილურობა გააძლიერებს კლინიკებს. „კომუნისტური ჯანდაცვა მსოფლიოში იყო ერთ-ერთი აღიარებული და კარგად ორგანიზებული. ბაზარი ამას თავისით ვერ დაარეგულირებს,“ – აღნიშნა ექიმმა აკაკი ბერიძემ. ის არ იყო ერთადერთი ექიმი, ვინც დისკუსიის დროს საბჭოთა ჯანდაცვა ინატრა. ექიმების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო რეგულირების გაძლიერების საჭიროებაზე საუბრობს, ნაწილს კი ექიმების მუდმივი განათლების, სერტიფიცირების სისტემის ამოქმედებასა და კლინიკების ვიწრო პროფილურობის სჯერა. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და ახლა უკვე უმაღლესი საბჭოს წევრი ნუგზარ სურმანიძეც დაინტერესდა, რატომ იქნება უკეთესი კლინიკების მონოპროფილურობა. „თქვენი ეს ხედვა რომელ მოდელთანაა მიახლოებული? მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ასეთ პატარა რეგიონში, როგორიც აჭარაა, სადაც მოსახლეობა 400 ათასამდეა, მრავალპროფილურობა უფრო კარგად იმუშავებს. მართვის კომპანია GGM-ის დირექტორმა, გენო გელაძემ დეპუტატს უთხრა, რომ გამოცდილების მიხედვით, მონოპროფილურობა განსაკუთრებით კარგი შესაძლებლობაა სამედიცინო დარღვევებზე რეაგირების კუთხით. „გაცილებით უკეთესია, როცა ერთ კონკრეტულ ქეისზე ერთი და იგივე დაწესებულებაში წარმოდგენილია საკვლევი ინსტრუმენტები, წარმოდგენილია ამ დარგის წამყვანი სპეციალისტები და შესაძლებლობაა იმის, რომ დაისვას ზუსტი დიაგნოზი და იყოს ჯგუფური განხილვა,“ – აღნიშნა გენო გელაძემ. ლევან გობაძე, კავშირი „ინტელექტი“: „უნდა არსებობდეს გასაზომი ინდიკატორი. გასაგებია, რომ სადაც გიღიმიან, იქ სხვა განწყობაა. უნდა არსებობდეს სისტემა, რომ თქვა, რამდენი დიაგნოზი დადასტურდა, რამდენი უარყოფილი იქნა, თუ ეტალონად ავიღებთ თურქეთის კლინიკებს. რაღაც ეტალონიც უნდა არსებობდეს… ვფიქრობ, ფსიქოლოგია განმსაზღვრელია ხშირად. მივეჩვიეთ, რომ ვართ განვითარებადი ქვეყანა, რაც ნიშნავს, რომ არსებობენ დომინანტი ქვეყნები და ერთ-ერთი ასეთია თურქეთი. თვლიან, რომ იქ მომსახურების ხარისხი არის გაცილებით მეტი და ხშირად ასეც შეიძლება იყოს. მედიცინაში ჩვენთან ყველაფერი ნორმაში არაა. ეს ფაქტია“. „რა არ არის ნორმაში? ჩვენ ასობით ადამიანს ვემსახურებით ყოველდღიურად, რა არ არის წესრიგში?“ – გაღიზიანდა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, მალხაზ ხალვაში. დისკუსიაში რამაზ სურმანიძე ჩაერთო, ორგანიზაცია „ექიმთა საზოგადოების“ ხელმძღვანელი. მან თქვა, რომ არაა სწორი, როცა ექიმია ყოველთვის დამნაშავე, პაციენტი – მართალი. „თუ ექიმი სცოდავს, ჩვენ მას არასდროს ვაფარებთ ხელს,“ – დასძინა რამაზ სურმანიძემ. „ბათუმელებმა“ მას სთხოვა გახსენება, ბოლო პერიოდში რამდენი ექიმი მიეცა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. შეკითხვამ ექიმი ნუგზარ გურგენიძე გააღიზიანა. „რა პასუხისმგებლობაზე საუბრობთ, დახვრეტას ითხოვთ?“ – იკითხა მან. „ეს მართლაც საინტერესოა, ვინ უნდა გახდეს მედიატორი. ვფიქრობ, მსგავს შემთხვევებში ისევ საექიმო საზოგადოებამ უნდა შექმნას ინსტიტუტი, რომელიც იქნება მძლავრი ბირთვი. იქ იქნებიან ყველა პროფილის უმაღლესი კლასის სპეციალისტები,“ – განაცხადა რამაზ სურმანიძემ. ექიმების პროფესიონალიზმის, ან სამედიცინო შეცდომებზე რეაგირების კუთხით პრობლემას ვერ ხედავს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ზურაბ თენეიშვილი. თავის გამოსვლაში მან ამჯობინა ექიმების უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე ესაუბრა. „საქართველოში ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები არიან, რომლებიც უცხოეთში დადიან და ოპერაციებს აკეთებენ… ჩვენთან, ბათუმში არიან ბრწყინვალე ექიმები. მე თხოვნა მაქვს ჟურნალისტებთან, რომ ვიყოთ ობიექტურები და გავაშუქოთ ერთიც, მეორეც და მესამეც… ძალიან ბევრი ჟურნალისტისგან მომისმენია უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა. ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რის გამოც მოსახლეობას აქვს პროტესტი,“ – მიიჩნევს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. პროფესიული განათლების პრობლემაზე ისაუბრეს ექიმებმა ზურაბ ჩიხლაძემ და სოფო ბერიძემ. სოფო ბერიძე: პრობლემაა, როცა 10 წლის წინ ავიღე სერტიფიკატი და ვმუშაობ ამ სფეროში. ვთქვათ, ამ პერიოდში შეიძლება გავხდი წამალდამოკიდებული, ან ფსიქიკური პრობლემა შემექმნა, არავითარი რეგულირება ამ კუთხით არ არსებობს. ჩემი აზრით, მონოპროფილურობა ჩვენი მასშტაბის ქვეყანაში პრობლემას ვერ მოაგვარებს… მე არ მომწონს აგრესიული დამოკიდებულება ექიმების მიმართ. აგრესია, წინ უძღვის ყველანაირი პრობლემის დანახვის მცდელობას. ზურაბ ჩიხლაძე: მე არ მომწონს, როცა კომუნისტურ მედიცინას აუგად მოიხსენიებენ. მაშინ ყველა განათლება და გადამზადება უფინანსდებოდა ექიმს, მივლინებები იყო. ახლა როგორ ისწავლოს ექიმმა, როცა კაპიკებია მისი ხელფასი? დისკუსიას ესწრებოდა საკრებულოს წევრი, ექიმი ნერიმან ცინცაძე. მან წუხილი იმის გამო გამოთქვა, რომ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს ექიმობა აღარ სურთ. საკრებულოს დეპუტატს არ უთქვამს, რამ შექმნა ეს რეალობა, ან რა არის გამოსავალი. თქვა, რომ ამას ნაწილობრივ ჟურნალისტებს აბრალებს. „მე-6 კურსის სტუდენტებს ვკითხე ბოლო მეცადინეობაზე, სად აპირებთ ახლა ორდინატურას-მეთქი. 9 სტუდენტიდან სამმა საუკეთესომ მითხრა, რომ არ აპირებენ ორდინატურის გავლას. ერთი ირჩევს ლაბორატორიას და ორი საზოგადოებრივ ჯანდაცვას. ძალიან გული დამწყდა ამაზე. მე მეშინია, რადგან არ ვიცი, ვინ იქნებიან ჩვენი ექიმები… ჟურნალისტებს ვაბრალებ ბევრ რამეს. არ შემომიტიოთ ახლა, ჟურნალისტების მეშინია,“ – თქვა ნერიმან ცინცაძემ. დისკუსიის დასასრულს ექიმმა ნუგზარ გურგენიძემ აღნიშნა, რომ მართვის პრობლემა აქვთ კლინიკებს, რასაც კატეგორიულად არ დაეთანხმა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი მალხაზ ხალვაში. მან შეხვედრის ორგანიზატორს ასევე ჰკითხა, რა იყო ამ დისკუსიის მიზანი. „თქვენ რომელ კონსილიუმებზე საუბრობთ, როცა დღევანდელი მედიცინის 95 პროცენტი არის დამოკიდებული საერთაშორისო გაიდლაინებზე,“ – განაცხადა მალხაზ ხალვაშმა. მას დარბაზიდან უთხრეს, რომ გაიდლაინებით ვერ გაამართლებს იმ შეცდომებს, რასაც ექიმები უშვებენ და „ყველაფერი რიგზე არ არის“. „არსებობს სისტემური პრობლემებიც, მაგრამ ამის განხილვა და მოგვარება თქვენთვის რა მატერიალური მოგების მომტანია?“ – იკითხა მალხაზ ხალვაშმა. „ჩვენ მხოლოდ ჩვენი მენეჯერული ხედვა გაგიზიარეთ… ეს არის ჩვენი, როგორც ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა,“ – უპასუხა კითხვას გენო გელაძემ, მართვის კომპანია GGM-ის ხელმძღვანელმა. შეკრებილებს საკუთარი მოსაზრება გაუზიარა ექიმმა ონკოლოგმა თეიმურაზ გოგიტიძემაც. ის თვლის, რომ კრიზისი ახლა არ შექმნილა. „მე არ ვთვლი, რომ კრიზისი შეიქმნა. ზოგადად, კრიზისი არსებობს ყველა ქვეყანაში. ზოგან ეს უფრო ჩანს, ან აქტიურდება კონკრეტულ შემთხვევებში… მეც ვფიქრობ, რომ მონოპროფილურობა არის კარგი, რადგან ეს იძლევა კომფორტულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას, როგორც ექიმებისთვის, ასევე პაციენტებისთვის,“ – ფიქრობს თეიმურაზ გოგიტიძე.
---
ბეჭდვითი მედია
08.05.2019
მედიასაშუალება: მესინჯერი
უსახლკარობის საკითხზე თბილისში კონფერენცია გაიმართა
7 მაისს, ღია საზოგადოების ფონდის ორგანიზებით გამართულმა კონფერენციამ გახსნა დისკუსია სახელმწიფოსგან წლების მანძილზე არასათანადოდ უზრუნველყოფილ საკითხზე - უსახლკარობაზე. ამ თემაზე მომუშავე სხვადასხვა აქტორების ერთ სივრცეში შეხვედრამ შექმნა შესაძლებლობა, რომ შეფასდეს არსებული ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკა, უსახლკარობა უფლებრივ (მოწყვლადობის) ჭრილში იქნას დანახული და წარმოჩნდეს ის ძირითადი გამოწვევები, რის წინაშეც დგას დღეს უსახლკარობის სახელმწიფო პოლიტიკა საქართველოში. 2018 წელს, ღია საზოგადოების ფონდის ადვოკატირების შედეგად, საქართველოს მთავრობამ ღია მმართველობის სამოქმედო გეგმით აიღო ვალდებულება, შეიმუშავოს ეროვნული საბინაო პოლიტიკა. 2019-2020 წლებში უსახლკარობის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა. კონფერენციაზე წარმოდგენილი კვლევები და ნაშრომები და უსახლკარობის საერთაშორისო სტანდარტების საწყის ეტაპზე გაცნობა, მხარს დაუჭერს ამ პროცესს, რათა სამინისტრომ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და ადგილობრივ საჭიროებებზე დაფუძნებული საბინაო პოლიტიკის გეგმა შემოგვთავაზოს. კონფერენცია გახსნა ღია საზოგადოების ფონდის დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა.
---
08.05.2019
მედიასაშუალება: ვერსია
შსს გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-5 გლობალურ კვირეულს კამპანიით - "მეტი სიცოცხლისთვის" შეუერთდა
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერითა და არასამთავრობო ორგანიზაციის - „საქართველოს ალიანსის უსაფრთხო გზებისთვის“ პარტნიორობით, გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-5 გლობალური კვირეულის გახსნის ღონისძიება გაიმართა. პრესკონფერენციას დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ქალაქ თბილისის მერიის ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, სსიპ საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის, არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსის უსაფრთხო გზებისთვის“ და სხვა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალურ კვირეულს შინაგან საქმეთა სამინისტრო კამპანიით - „მეტი სიცოცხლისათვის“ შეუერთდა და მის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა აქტივობასა და საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს. ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ, საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილ და უკვე განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. ასევე, შეხვედრაზე განიხილეს უსაფრთხო ინფრასტრუქტურა, უსაფრთხო ტრანსპორტი და ადამიანის უსაფრთხო/ კანონმორჩილი ქცევა, სამედიცინო დახმარება, აღნიშნული მიმართულებით სახელმწიფოს მიმდინარე და სამომავლო გეგმები, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქვეყანა და შედეგის მისაღებად რა მხარდაჭერა/ რესურსია საჭირო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში 2018 წელს, 6,452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა დროსაც დაიღუპა 459 ადამიანი, ხოლო დაშავდა - 9,047. მართალია, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზით დაღუპულთა რაოდენობა შემცირდა 11%-ით, მაგრამ 6%-ით იმატა ავტოავარიების რაოდენობამ და 7%-ით დაშავებულთა რიცხვმა. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, წინა წელთან შედარებით, სამივე მაჩვენებელი გაზრდილია: საგზაო შემთხვევები - 7%-ით, დაშავებულები - 7%-ით, დაღუპულები - 4%-ით. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აწარმოებს სოციალურ კამპანიას _ `მეტი სიცოცხლისთვის~, რომლის მთავარი მიზანია პრობლემის სიმწვავის საზოგადოებამდე მიტანა, მოქალაქეებში ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ამაღლება და სამინისტროს მიერ საგზაო უსაფრთხოების კუთხით გადადგმული ნაბიჯები.
---